შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბისალი


19-12-2017, 22:34
ავტორი Chyita Finchi
ნანახია 996

აბისალი- ოკეანის უდიდესი სიღრმეების ზონები, 2000 მ და მეტი სიღრმისა, რომელთაც მსოფლიო ოკეანის ფართობის 3/4 უჭირავს. Gk. abissos ზღვის სიღრმე, უფსკრული.


იმის ნაცვლად, რომ სახლში მისულს ბედნიერი ცოლ-შვილი შემომეგებოს, ან თუნდაც, უბრალოდ საყვარელი ქალის სურნელით გაბრუებული ვიწვე და მის შავ, გრძელ, ოდნავ დანამულ თმას ვეფერებოდე, სახლში შემოვდივარ, ქანცგაწყვეტილი, მძიმე ფეხსაცმელსა და მუხლებამდე პალტოს ვიხდი, ხელებს ვიბან და დივანზე ვიშხლართები. არა, კი არ ვწვები, ზუსტადაც, რომ ვიშხლართები და ფიქრს ვიწყებ, თუმცა ჩემი ფიქრები ისეთივე უაზრო და არაფრის მომცემია, როგორც ჩემი ორმოცწლიანი სიცოცხლე! რატომღაც, ბოლო ორი თვეა პირველ სიყვარულს ვიხსენებ.ეს ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა... დედაჩემი ჯერ კიდევ ბაღში დამატარებდა. იმ გოგოს ლილე ერქვა. თითქოსდა არსაიდან გაჩენილი ტილების წყალობით, თმა სულ მთლად გადაეპარსა, ოდნავ წაწვეტებული ყურები ჰქონდა და ჯინსის, დასვრილ კომბინიზონში, ტკბილ, ვაშლის კომპოტს მიირთმევდა. ის გოგო დიდ ხანს მიყვარდა, სკოლაშიც კი მასზე ვფიქრობდი, არადა დღემდე არ მესმის რამ შემყვარა ის თხუფნია, ფეთიანი ბავშვი, რომელსაც მთელი ბაღის ჯგუფი დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. გულცივობას არც მე ვაკლებდი...
დედაჩემი მეუბნება, რომ ეს უბრალოდ ასაკობრივია და ერთ-ორ წელიწადში გადამივლის, თუმცა რაც თავი მახსოვს ყოველ პრობლემაზე დედა იმას მპასუხობდა, რომ -"ასაკობრივია". ალბათ, ეს ასაკობრივი დრამა მხოლოდ იმ დღეს მორჩება, როდესაც მიწაში ჩამდებენ, თუმცა იმ დღესაც, რომელიმე კრეტინი უთუოდ იტყვის, რომ ესეც ასაკობრივი იყო. მოკლედ, არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს აქ ასაკს, მაგრამ ის კი ცხადად ვიცი, რომ ბოლო ორი წელია სრულ გიჟად ვგრძნობ თავს და მგონი, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა მსიამოვნებს კიდეც. შარვლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე. კოლოფი თითქმის ცარიელია, ჯანდაბა! ისევ ზედმეტად ბევრს ვეწევი! თორმეტ დღეში ახალი წელია. ისევ! ორი წლის წინ ამ დროს ცოლი უნდა მომეყვანა... ჩემივე ფიქრებზე მეცინებოდა. ცოლი! არადა, კარგი იქნებოდა ახლა ვინმე გემრიელ საჭმელს თუ დამახვედრებდა, ჩამეხუტებოდა. იქნებ, სექსითაც დავკავებულიყავით, აქვე, დივანზე. ამ დროს ნაძვის ხე უკვე გაწყობილი იქნებოდა ან ერთად ავაწყობდით. თუმცა, არა, რაზე ვფიქრობ?! ოლიკო არ იყო ის ქალი, რომელიც საჭმელს მოამზადებდა, ან თუნდაც იმით შეიწუხებდა თავს, რომ ზედა კარადიდად დამტვერილი ნაძვის ხე გადმოეღო. ოლგა... ალბათ, დღემდე ბრაზობს! თუმცა, როგორც თვითონ რამოდნეიმე დღის წინ მომახსენა, ჩემზე ბევრად უკეთესი "პარტია" იშოვა, ასე, რომ ჩემგან განსხვავებით, ალბათ ახლა იმას გეგმავს ახალ წელს, რომელ ფეშენებელურ კურორტზე გაატარებს. სულელი გოგო... თუმცა, გულწრფელი უნდა ვიყო ძალიანაც ჭკვიანია! პატარა ძუკნაა, ყოველთვის ასეთი იყო და მუდამ ასეთად დარჩება. სიბერეში კი ორმაგად გაუმძაფრდება ეს ყველაფერი და უბრალოდ ძუკნა კი არა ნამდვილი, ჩამოყალილებული "სწერვა" გახდება. საცოდავი დედაჩემი კინაღამ ინსულტით დაწვა საავადმყოფოში, როდესაც სრულიად მშვიდი ტონით დავურეკე და ვუთხარი, რომ არანაირი ქორწილი, ცოლი და შვილები ჩემს პერსპექტიულ გეგმებში აღარ ჯდებოდა.
სულ რაღაც ექვსი წლის წინ საკმაოდ პერსპექტიული მხატვარი და არქიტექტორი ვიყავი, თუმცა ოლგამ ჩვენი ოთხწლიანი ურთიერთობის მანძილზე სრულიად იდეები, შემოქმედების ბედნიერება და სიხარული ხელიდან გამომგლიჯა. სამწუხაროა, რომ ამას ზედმეტად გვიან მივხვდი. სანამ ის ოცნებებით გართული, ვარდისფერ ღრუბლებში დაფრინავდა, მე ქანცის გაწყვეტამდე ვსწავლობდი, შემდედ სამსახურში ვიკლავდი თავს, მხოლოდ იმისთვის, რომ წამყვანი პროექტები ამეღო და ის სანაცნობო წრე შემეძინა, რომელიც ასე კარგად გამოადგა, ჩემს პერსპექტივაში ცოლს. ოლგა სულ იმას ამბობდა, რომ ქალი არ არის მსხვერპლი, რომ წარმოდგენები ქალთა მძიმე და რთულ ცხოვრებაზე ერთი დიდი ტყუილია. თვითონაც მიკვირდა, რომ ამას ქალი იძახდა. ოლიკო სულ იმას აღნიშნავდა, რომ სირთულე კაცად დაბადებასა და ყოფნაშია, ქალმა კი ეს სირთულეები ზუსტადაც, რომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს. პირველად ორი წლის წინ გავიაზრე, ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ჩაგრული მე ვიყავი. ეს ქალი ჩემს სასიცოცხლო ენერგიას სრულიად ისრუტავდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ახლა უთუოდ იმას ფიქრობთ, რომ ასე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ კაცი ვარ და მსურს დამნაშავედ კვლავ ქალი გამოვიყვანო, თუმცა მერწმუნეთ, მე ერთი საცოდავი ადამიანი ვარ, რომლის სიყვარულიც ფეხქვეშ გათელეს და ცხრა მთას იქეთ მოისროლეს. ყოველ დღე ვგრძნობდი ფსკერისკენ როგორ ვეშვებოდი. დავიღალე! გამუდმებით წყალზე უაზრო ტივტივით დავიღალე! მსრუდა უბრალოდ თვალები დამეხუჭა და დინებას მივნდობოდი, საშუალება მიმეცა ბლენი და შავი უფსკრულისთვის მთლიანად შთავენთქე.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Saintereso dasacyisiaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent