შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (6)


20-12-2017, 00:23
ავტორი Constance
ნანახია 1 363

- ამმ...
- დიახ სერ, შეგვიძლია ამ თანხაზე შევთანხმდეთ.
მესმოდა ჰანა როგორ დადიოდა ჩემს უკან, როგორც შეეძლო ხმაურობდა, მაგრამ ისე რომ არ ელაპარაკა. აშკარა იყო მოიწყინა, მაგრამ არც საბავშვო ბაღში დარჩა და მაიკლიც დათხოვილი იყო! რა უნდოდა ჰანას ვერ ვხვდებოდი, მთელი დღე მასთან ერთად მეთამაშა?
ჰო ალბათ ეს მოეწონებოდა.
ლამის ვინატრე, რომ ისევ დამუნჯებულიყო. ის დრო დაბრუნებულიყო როცა თამაშისაც კი ეშინოდა და ჩემს კალთაში გაჩუმებული იჯდა.
- ჰაჰ, მგონი შენმა ბიჭმა მოიწყინა. აქ დავასრულოთ?
დაღლილმა თავი დავუქნიე, ხელი ჩამოვართვი და წამებულივით გავუღიმე.
- მაპატიეთ - ჰანაზე მივუთითე.
უფროსმა კაცმა ჩაიცინა და ბავშვს გახედა.
- არაუშავს, თქვენია?
- აჰ... უბრალოდ ჩემთან ცხოვრობს.
კიდევ ერთხელ გაიცინა და წამოდგა. მასთან ერთად მეც ავდექი და ხელი კიდევ ერთხელ ჩამოვართვი.
- თქვენთან კომპანიონობა სასიამოვნო იყო, მისტერ რემარო.
- ჩემთვისაც სასიამოვნო იყო ბატონო გრეი. კარგ დღეს გისურვებთ.
- თქვენც ასევე, ნახვამდის.
თავი დავუქნიე და საბოლოოდ დავემშვიდობე. დაველოდე სანამ კარი დაიკეტებოდა, სკამი შევაბრუნე და ხელები გავშალე.
- მოდი აქ.
ჰანა მაშინვე ხელებში ჩამიხტა და კალთაში ამომაცოცდა. თითქმის ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თავი გაიტეხა და დილას სახვევებიც მოხსნეს. შრამი დარჩებოდა, მაგრამ ჭრილობა შეხორცდა და შეხვევა აღარ დასჭირდა.
- თავი როგორ გაქვს?
- ოდნავ მტკივა.
გავუღიმე და თმის კულულები ნაზად გადავაცალე სახიდან, რომ ჭრილობისთვის კარგად შემეხედა.
- კარგად გამოიყურება.
როცა არ მიპასუხა, თმა ისევ ჩამოვუყარე და თვალებში შევხედე.
- ჰანა?
- ამმ...
" რაღაცის კითხვა უნდა, მაგრამ იცის რომ არას ვეტყვი"
- ამმ... ეკლესიაში შეიძლება?
მთელი კვირა არ წავსულვართ და ალბათ ამიტომაც იყო ასე მოუსვენრად.
- კარგი, წავიდეთ.
ხელები სიხარულით გაშალა, რაზეც თვალები გადავატრიალე და მასთან ერთად წამოვდექი. წელი საშინლად მტკიოდა, მაგრამ კიდევ კარგი ამ საქმის დამთავრება შევძელი. ერთადერთი საქმეღა დამრჩა მოსავლელი, მაგრამ ეს "საქმე" ჩემს გარდა არავის იკარებდა. ჰანა ოფისიდან გავიყვანე და ლიფტისკენ წავედი. ნერვები მიშლიდა ის ფაქტი, რომ მაიკლს შეეჩვია და მოეწონა კიდეც, დანარჩენი თხუთმეტი ძიძასთან კი ათი ნაბიჯით მიახლოებისას უკვე კივილს იწყებდა.
ლიფტში რომ შევედი ოდნავ დავიხარე, რომ ჰანას ღილაკისთვის ხელი დაეჭირა. პირველად არაფრის დიდებით არ შემომყვა ამ მოძრავ მანქანაში, სანამ ღილაკს არ დავაწექი და წითლად არ განათდა, ამის შემდეგ პატარა ეშმაკმა ყველა სართულს ერთად დააწვა და ამიტომ მას შემდეგ ვამჯობინე ნება მიმეცა იმისთვის დაეწოლა, რომელიც გვჭირდებოდა.
ლიფტის ზარმა დაიწკარუნა რითიც გვაცნობა, რომ პირველ სართულზე ვიყავით. გამოსვლისას რამდენიმე თანამშრომელი დაგვემშვიდობა, პასუხად თავი დავუქნიე და ჰანა, როგორც ყოველთვის, ჩემს მკერდში ჩაიმალა.
როცა გარეთ გამოვედით, სადაც დილით მანქანა დავაყენე, ჰანა მანქანაში სწრაფად ჩავსვი და კრეკერების შეკვრა მივაწოდე, რომ ეკლესიამდე სანამ მივიდოდით ყურადღება გადაეტანა.
- კარგი, მზად ხარ? საღამოს წირვაა და დიდხანს გრძელდება, ამიტომ როგორც კი დაიღლები მითხარი და წამოვალთ.
ეკლესიამდე მივედით, გადმოვედი და ჰანას, რომელსაც ღვედი უკვე მოეხსნა, კარი გავუღე რომ მანქანიდან გადმოსულიყო. ისე სწრაფად გადმოხტა, რომ ძლივს დავიჭირე სანამ გზაზე გადაირბენდა. ჩემმა დემონურმა ბრაზმა გაიღვიძა და მომინდა ისევ მანქანაში ჩამეგდო. ამის ნაცვლად სავარძელზე დავსვი და ხელები მჭიდროდ მოვუჭირე სანამ თვალებში არ შემომხედა.
- არასდროს აღარ გაბედო ასე მოქცევა! გასაგებია ჰანა? ღვედი არ მოიხსნა და მანქანიდანაც ჩემს გარეშე არ გადმოხვიდე!
ოდნავ შეშინებულმა შემომხედა ჩემი უეცარი აფეთქების გამო, მაგრამ უნდა მიმხვდარიყო, რომ ამის შემდეგ რამე არ დაეშავებინა საკუთარი თავისთვის! ამოვიოხრე, მხრები მოვადუნე და კონტროლი ისევ დავიბრუნე. ჰანა სრუტუნებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა.
- მაპატიე ჰანა. უბრალოდ ძალიან შემაშინე, ამის შემდეგ დამიცადე სანამ გადმოხვალ კარგი?
წუთი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ მალევე დამიქნია თავი და მეც ფრთხილად გავუშვი ხელი. ავიყვანე და ძლიერად ჩავეხუტე.
- გინდა სახლში წავიდეთ და საუზმედ ნაყინი ვჭამოთ? თუ ისევ გინდა ეკლესიაში შესვლა?
ბოლოჯერ ჩაისრუტუნა და თავი გააქნია.
- ეკლესიაში.
- კარგი.
ფრთხილად ავდექი, ბავშვიც ცალ ხელში დავიჭირე და მანქანის კარები დავკეტე. როცა კიბეზე ავდიოდით, ველოდი რომ მაიკლს ვნახავდი, მაგრამ მის ნაცვლად მოხუცი, სათვალიანი და ყვითელკაბიანი ქალი გვიღიმოდა. ჰანა თავიდან დაიბნა, მაგრამ როცა ქალმა ხელი მისკენ წამოიღო, მაშინვე ჩემს მკერდში ჩაიმალა.
- მაიკლი არაა!!
ქალი შეცბა და გაოცებულმა შემომხედა.
- ხალხს ადვილად ვერ ეჩვევა.
მოხუცმა გამიღიმა და თავი დამიქნია, სანამ შესასვლელისკენ მიმითითებდა.
- არაუშავს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
გავუღიმე და გვერდით სწრაფად ჩავუარე, თავი ოდნავ უხერხულად ვიგრძენი. ჰანამ მაიკლი ახსენა... მას შემდეგაც კი მოსწონდა ბიჭი, რაც მის გამო დაემართა? მინდოდა ჰანასთვის მეკითხა, მაგრამ წირვა უკვე დაწყებული იყო და ლაპარაკი ვერ შევძელი. უკან დავჯექი, რომ არავისთვის ხელი არ შეგვეშალა.
ჰანა ოდნავ შეწუხებული ჩანდა, ოცი წუთის შემდეგ მისკენ დავიხარე და ყურში ჩავჩურჩულე.
- რა გჭირს ჰანა? გინდა წავიდეთ?
თავი გააქნია, შემომიბრუნდა და ჩემს კალთაში მუხლებზე დადგა, რომ ყურში ეჩურჩულა.
- მაიკლი სადაა? ვერ ვხედავ.
- თავი წამოვყავი და თმა ოდნავ გადავუწიე, რომ ყურში მეთქვა
- არ ვიცი, გინდა ვიკითხო?
ისევ კალთაში ჩამიჯდა და თავი დამიქნია. ალბათ იმ ქალისთვის უნდა მეკითხა, რომელიც კართან იდგა. რა თქმა უნდა, ისევ არ მომწონდა რაც ჰანას მაიკლის გამო დაემართა, მაგრამ კითხვით რა დაშავდებოდა.
- კარგი.
ბავშვი ხელში ავიყვანე და ისევ დარბაზის გასასვლელისკენ წავედი, სადაც მოხუცი ქალი იდგა.
- მაპატიეთ ქალბატონო.
ქალი ჩემსკენ შემობრუნდა, გამიღიმა და მთელი ყურადღება მე მომაპყრო მას შემდეგ, რაც მისი თანამოსაუბრე სადღაც წავიდა.
- დიახ?
- მინდოდა მაიკლზე მეკითხა, ხომ არ იცით სად არის? ოთხშაბათობით აღარ მოდის?
ქალს სახე დაუსევდიანდა და ნაღვლიანად გამიღიმა.
- თქვა რომ ცოტახანს ვეღარ მოახერხებს მოსვლას, რადგან ახალ სამუშაოს ეძებს. საწყალი ბიჭი სახლიდან გამოაგდეს. ვეცადე ცოტა ფული შემეთავაზებინა, რომ ქირის ფული გადაეხადა და ჩემს ვალი მოგვიანებით მოეცა, მაგრამ უარი მითხრა.
- სს..სახლიდან გამოაგდეს?
- სამწუხაროდ კი. იმედი მაქვს მალე იპოვის კარგ სამუშაოს. მანქანაში ცხოვრებისთვის ძალიან მეცოდება - მიპასუხა ნაღვლიანად.
მუცელში არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და მაშინვე შენობიდან გავედი.
- კეენ?
ჰანა აღელვბული მიყურებდა.
- მაიკლს სახლი არ აქვს?
- ჰო ჰანა...
- რატომ?
" იმიტომ რომ სამუშაოდან გავაგდე, უბედური შემთხვევის გამო..."
- წამოდი ცოტა გავისეირნოთ კარგი?
დაბნეულმა შემომხედა, მაგრამ მაინც თავი დამიქნია.
- კარგი.
ბავშვი თავის სავარძელში ჩავსვი, ღვედი შევუკარი და მე საჭესთან დავიკავე ადგილი. ეჭვი მეპარებოდა გამომსვლოდა, მაგრამ ფანჯარა ჩავწიე და ჰაერის ყნოსვა დავიწყე. ქალაქში დავდიოდი და ვცდილობდი ხალხის უსიამოვნო სუნი ჩამეხშო და ის მეპოვა, რომელსაც ვეძებდი.
თითქმის ერთი საათი დამჭირდა, სანამ ოდნავ სუნს ვიგრძნობდი, ძველი ეკლესიის სუნი ასდიოდა. მარცხნივ შევუხვიე და მაღაზიის პარკინგზე შევედი, სადაც მაშინვე მოვკარი თვალი სულ ბოლოში მდგარ მანქანას. ჰანას გადავხედე და გამეცინა, როცა უკვე ჩაძინებული დავინახე.
მანქანიდან გადავედი, კარი ღია დავტოვე და მაიკლის მანქანასთან მივედი, რომელიც მთლიანად ქაოსს მოეცვა, უკანა სავარძელზე კი მაიკლი მოკუნტულიყო და მუქ ლურჯ გადასაფარებელში გახვეულს ეძინა.... პარკინგზე.
ამოვიოხრე, აკანკალებული თითები თმაში შევიცურე და მაშინვე ვინანე იმის გაფიქრება, რაც თავში ამომიტივტივდა.
- ამაზე ფიქრიც კი იდიოტობაა.
ჩემი დემონური ძალები გამოვიყენე, რომ მანქანა ოდნავ შემენჯღრია და ბიჭი გამოფხიზლებულიყო. ბოლოს და ბოლოს მის შეშინებულ სახეზე მაინც ხომ უნდა მეცინა. შეშინებული იყურებოდა, სანამ მანქანის კართან მდგარი არ შემამჩნია და ამან უფრო დააფრთხო.
- ოჰ, კარგი რა..
კარის სახელურს ხელი მოვკიდე და შევამჩნიე, რომ ბიჭიც მაშინვე გადმოხტა ჩასაკეტად.
"არ ჩაუკეტია? რა წინდაუხედაობაა მაიკლ."
კარი მაშინ გავაღე, როცა ის ჩამკეტს გადმოსწვდა და ამის მაგივრად მუხლებზე დაეცა. შეშინებული ქოშინებდა და გაოცებული შემომყურებდა. ჩემი სახისგან სულ მილიმეტრები აშორებდა და სუნით მის ემოციებს უფრო მარტივად ვგრძნობდი.
- აქ რას აკეთებ მაიკლ?
წამოჯდა და ისე შემომხედა, თითქოს გავგიჟდი. ალბათ ასეც იყო, მაგრამ ამას სხვა დროს განვიხილავ.
- ამმ... მეძინა?
- იმბეცილო.
ამაზე გაბრაზებულმა შემომხედა და ისე იცვალა ადგილი რომ ფეხები წინ გამოსწია. მუხლებს ჩაეჭიდა და ისე შემომხედა, როგორც ჰანა მიყურებს ხოლმე როცა ნამცხვრის მიტანა მავიწყდება.
- ნამცხვრის მოტანას არ ვაპირებ.
- რა??
- ჯანდაბა. უბრალოდ საჭესთან დაჯექი.
გადმოხტა და ჩემი ნათქვამი შეასრულა.
- აჰა, ეხლა რა გინდა?
მისი ბრაზი ჩემსას ვერ გადაწონიდა!
- სახლამდე უნდა გამომყვე.
თავი ძლივს შევიკავე მის განცვიფრებულ სახეზე რომ არ გამცინებოდა.
- უნდა გამამეორებინო? ჩემი მოთმინება საკმაოდ სწრაფად იწურება.
- არა.... - ჩაიბუზღუნა... კარგი არჩევანია...
- კარგია.
კარი დავკეტე და ჩემს მანქანაში ჩავჯექი. ჰანას ისევ ეძინა, რადიო გამოვრთე და სახლისკენ წავედი.
როცა მაიკლმა მანქანა დააყენა, მეც გადავედი და თითი ტუჩებზე დავიდე, რომ მაიკლისთვის მენიშნებინა არ ეხმაურა. გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ როცა მძინარე ჰანა ხელში ავიყვანე, სახე დაუმშვიდდა. ოდნავი დანაშაულის გრძნობაც შევნიშნე მის გამოხედვაში, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და კარი დავკეტე. სახლისკენ მიმავალს მესმოდა, როგორ მომყვებოდა ბიჭი უკან და როცა კართან გავჩერდი, მაიკლმა გასაღები გამომართვა და კარი გააღო.
ჰანა საწოლში ჩავაწვინე და გადავწყვიტე არ მებანავებინა, რომ კარგად გამოეძინა. როცა ჰანა კარგად და კომფორტულად მოვაწყვე, შუბლზე ვაკოცე, გარეთ გამოვედი და შუქი მას შემდეგ ჩავუქრე, რაც ღამის სინათლე ავანთე.
როცა მისარებში გამოვბრუნდი, მზერა ვიგრძენი, რომელიც ჩემს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა. მაიკლი დივანზე იჯდა და გაოცებული, მაგრამ შედარებით დამშვიდებული შემომყურებდა.
- ღამით აქ რჩები.
- მაგრამ!
- ჩშშ.. ჰანას სძინავს.
მზერა დერეფნისკენ გაექცა, მაგრამ როცა კოსტუმი გავიხადე და პერანგის გახსნა დავიწყე, ისევ მე გამომხედა და უხერხულად შეიშმუშნა.
- შემოთავაზება არ იყო. უბრალოდ გითხარი.
- დ..დივანზე დაძინებას არ ვაპირებ კაენ.
სამზარეულოსკენ მიმავალი შევჩერდი.
" ოჰ მართლა?"
შევბრუნდი, მასთან მივედი და მარტივად გადავიკიდე მხარზე. მასთან ოდნავი შეხებისას კანი ამეწვა, მაგრამ მაინც მოვახერხე ჩემს ოთახში შემეყვანა და საწოლზე დამეგდო, სანამ კიდევ უარესად დამწვავდა.
- აი, ახლა ჩემს საწოლში დაიძინებ. კიდევ იწუწუნებ? რადგან დამიჯერე, შემიძლია რამე შესაფერისი ადგილიც მოგიძებნო.
როცა აღარაფერი თქვა, ჩავიღიმე და კოსტუმი კარადაზე მივაგდე, შემდეგ კი მაიკა გავიხადე.
- შ...შენთან ერთად არ ვ.ვიძინებ..
- მიხარია რომ ორივე ერთ აზრზე ვართ.
მისკენ შევბრუნდი და ჩავიცინე.
- საწოლში ასეთ "წმინდა" ადამიანთან რა დამაწვენს. ასე რომ ჩათვალე უსაფრთხოდ ხარ.
მაიკლმა ჩაიბუზღუნა როცა გამოვედი და კარი დავკეტე. ვგრძნობდი, რომ ადრე ადგომა მომიწევდა, რადგან ჩემი დივანი დასაძინებლად არც ისე კომფორტული იყო... წარმოდგენა არ მქონდა ადამიანთან დაკავშირებით რას ვიზავდი, მაგრამ ხვალ ჰანას მიხედვას მაინც შეძლებდა, რადგან ღმერთსაც და მის პატარა მღვდელსაც უნდა სცოდნოდათ, ეს როგორც მჭირდებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian momwons....
Moutbenlad geli xolne aba shen iciii

 


№2  offline წევრი skida

ძალიან კარგი იყო მალე დადე ახალი თავი ხომ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent