შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული სიმშვიდე ( სრულად )


20-12-2017, 21:56
ნანახია 13 041

** ნაწილი პირველი **

-გაიღვიძე მამას გოგო გათენდა უკვე
დილას როგორც ყოველთვის მზრუნველმა და თბილმა ხმამ გამაღვიძა , როგორ მინდა ერთხელ მაინც შევძლო და მეც გავცე პასუხი ... როგორ მინდა მეც ძველებურად ვეტიკტიკო როგორც ბავშვობაში მაგრამ ...
ფიქრებიდან ისევ დავითის ხმამ გამომაფხიზლა
-ადე მაა ... ვინ იცის ექიმმა როგორ უნდა გაგვახაროს
ჩუმი ცრემლი შევიმშრალე მერამდენე იმედი მიკვდებოდა უკვე...
დავითმა ოთახი დატოვა და ფეხზე წამოვდექი ....
ჰო მართლა ვინ ვარ? ევა მაჩაბელი ... 20 წლის, შავი თმებით და ცისფერი თვალებით.
მეტყველების უნარი ერთი წლის უკან დავკარგე და ერთი წლის უკან შეიცვალაა მთელი ჩემი ცხოვრება.
ოჯახის წევრები? უსაყვარლესი დედა და საოცრად მზრუნველი მამა. დედა საზღვარგარეთ წავიდა რომ ჩემი მკურნალობის ფული მოაგროვოს მამა კი ჩემთან დარჩა... მამა ერთ ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა რაც თავის გასატანად გვყოფნიდა ყოველთვის. მდიდრულად არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ არასდროს არაფერი გვაკლდა.
მეგობრები? მეგობრები მეგონა რომ ბევრი მყავდა მაგრამ მას შემდეგ რაც მეტყველება დავკარგე ბევრის ნამდვილი სახე დავინახე.... შემცირდა როგორც მეგობრების ასევე იმ ადამიანების რიცხვი რომლებსაც ჩემს მიმართ სიმპატიები ჰქონდათ.
სწრაფად მოვწესრიგდი და ქვევით ჩავირბინე, მამა ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხელი რომ არ შემეშალა ჩუმად შევედი ოთახში.
-ხოო მაგრამ ახლა არანაირად არ შემიძლია
-...
-ვერ გაიგე? გამორიცხულია თქო ... უთხარი გადადოს შეხვედრა
-...
-კარგი კარგი
გგაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი. ყველა კუთხეში გვედო კალამი და ფურცლები, ავიღე და წერა დავიწყე
„მაა რა ხდება?“ (მამას გავუწოდე ფურცელი)
-არაფერი მამას სიხარულო პატარა პრობლემა შეიქმნა კომპანიაში და მოითხოვენ რომ მივიდე
მამა ასეთი შეწუხებული დიდი ხანია არ მინახავს
„მიდი მაა და სხვა დროს წავიდეთ ექიმთან“ (ფურცელი შევუტრიალე)
-არა ფერია გველოდება ექიმი და წავიდეთ უნდა
მართალია მეშინოდა ჯერ ასე მარტო არსად წავსულიყავი მაგრამ გადავწყვიტე რომ მამასთვის პრობლემა ამედრიდებინა
„მაა ანასტასიას მივწერ და ერთად წავალთ, წადი შენ სამსახურში და არ ინერვიულო“
-მიწერე აბა და მითხარი რას გეტყვის თუ ვერ შეძლებს მაშინ ერთად წავიდეთ ... ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ხარ ჩემთვის
მოვიდა და შუბლზე მაკოცა, მე ტელეფონი ავიღე ვითომ ესემესს ვწერდი ანასტასიას არადა 1 კვირაა სოფელშია... 5 წუთში ჩემდა ბედად სარეკლამო მესიჯი მოვიდა და მამას დავუწერე
„მაა წადი სამსახურში ანასტასია ცოტახანში აქ გამოვა და ერთად წავალთ“

***
დამიჯერებთ ? 1 წლის განმავლობაში პირველად გამოვედი მარტო გარეთ ...
გამოვედი და თითქოს გულზე მძიმე ლოდი მედო ... მეგონა რომ ყველამ იცოდა ჩემს შესახებ.
თითქოს შეშინებული ვიყავი. მეშინოდა გარე სამყაროსი ... ისე ვიყავი როგორც ვბავშვი რომელიც დედას გაებნა და ყველგან მას ეძებდა ... სწორედ ასე ვეძებდი სიმშვიდეს .
ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი, მძღოლს ფურცელზე წინასწარ ამოწერილი მისამართი მივეცი და ანასტასიას მივწერე
„ტასს მამამ თუ გკითხა იცოდე რომ ერთად ვიყავით საავადმყოფოში“
ტელეფონი შევინახე და გზას გავხედე ...
შარშანაც ასე იყო მე უკან ვიჯექი დედა კი საჭესთან მოვდიოდით და დედამ საჭე ვერ დაიმორჩილა მე მართალია არცერთი დავშავებულვართ მაგრამ ძალიან შემეშინდა ... იმდენად რომ გონება დავკარგე, თეთრ კედლებში გამოღვიძებულმა კი ხმა ვეღარ ამოვიღე, იმ დღის შემდეგ დედა მომხდარში თავის თავს ადანაშაულებდა მის წასვლასთან დაკავშირებით გადამწყვეტი როლი ამანაც ითამაშა.
-მოვედით გოგონა
მძღოლს გავუღიმე, თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად და მანქანიდან გადმოვედი...
ვუყურებდი დიდ შენობბას და შით შესვლას ვერ ვბედავდი.
ის ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ტელეფონზე ორი შეტყობინება ერთდროულად მოვიდა ანასტასიასგან და მამასგან ... ბოლო ერთიწელია არცერთი მირეკავს რომ ჩემი უსუსურობა არ ვიგრძნო მათი ხმის გაგებისას... პირველი ანასტასიას SMS გავხსენი
„რასქვია ვითომ ჩემთან ერთად ხარ ... სად ხარ ევა არ გამაგიჟო, ფეხით ნუ ჩამომიყვან თბილისში“
„გიხსნი მერე ... მიყვარხარ და გაკოცე... კარგად ვარ ჩემზე არ ინერვიულო ♡ „
დავუბრუნე პასუხი და მამას შეტყობინება გავხსენი
„ფერია ყველაფერს რომ მორჩები ჩემთან მოდი სამსახურში და ერთად წავიდეთ სახლში“
მამას პასუხი აღარ დავუბრუნე... კარებთან მდგარი ჩემი ექიმი რომ დავინახე სიხარულით ლამის ხტუნვა დავიწყე რომ მისი ძებნა არ დამჭირდებოდა, როგორცკი დამინახა გაეღიმა და ჩემსკენ წამოვიდა
-ყველაზე ლამაზი პაციენტი მოსულა, წამოდი კაბინეტში ავიდეთ
ხელი მომკიდა და მისი ოთახისკენ წამიყვანა
-აი ეს უკვე მომწონს რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტე ჩვენთან მოსვლა... ჩემო საყვარელო პირველ რიგში ფსიქოლოგთან უნდა დაიწყო სიარული
გაკვირვებული სახით გავხედე და თითქოს მიხვდა რისი თქმაც მსურდა
-მე არ ვამბობ რომ გიჟი ხარ (გამიწყრა) გიჟებთან ფსიქიატრები არიან ... წესით ფსიქოლოგი ყველა ადამიანს უნდა ყავდეს... ევა შვილო არ შეიძლება, მესმის გიჭირს და ძალიან რთულია ამგვარ ყოფას შეეგუო მაგრამ თუ შენვე არ დაარწმუნე შენი თავი რომ ყველაფერი წინ არის მე მარტო არაფერი შემიძლია... შენ უნდა გაიაზრო რომ ბევრად უფრო უჭირთ ადამიანებს... ორი ხელი გაქვს, ორი თვალი და ორი ფეხი, ყველაფერი გესმის... მაშინ იმ ადამიანებს რავუთხრათ რომლებიც ვერ დადიან და ვერ ხედავენ ? ... იცი რა ძნელია როცა სამყაროს ვერ აღიქვამ მისი საოცღი ფერებით? ძალიან ძნელია... უნდა დაინახო რომ ამით სამყარო არ იქცევა ევა, მამაზე იფიქრე ის განადგურებულია ისედაც შენი ხმა რომ არ ესმის შენ კიდევ შენი უხასიათობით, სახლში ჩაკეტვით და ყველაფერს მოკლებით ამ ყველაფერს უმძაფრებ...
მესმის ევა განა არ მესმის რომ შენ უფრო განიცდი ? გთხოვ გამოდი ამ ნაჭუჭიდან ... ყველას დაგვანახე რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გაფასებთ
ვუსმენდი და გული მეფლუთებოდა... ლალი ექიმი მართალია... მართალია (გონებაში მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა)
ფურცელი და პასტა აიღო და მომაწოდა
-დამიწერე რისი თქმაც გსურს და რასაც ფიქრობ ამ პატარა და ლამაზ თავში (კალამი გამოვართვი და თვალებში შევხედე, მასაც ცრემლიანი ქონდა) აი ხედავ? ჩვენს შორის ბარიერი არ არის ევა შენ შენი სათქმელი შეგიძლია მაინც რომ გადმომცე, მართალია ვერ ლაპარაკობ მაგრამ წერა შეგიძლია, მაგრამ მამაშენმა გამანდო რომ საუცხოოდ წერ ასე არ არის? (გამიღიმა და მომეხვია, მე ცრემლები შევიშრე და წერა დავიწყე)
"გპირდებით ლალი ექიმო... გპირდებით რომ ვეცდები ყველაფრის შეცვლას"
ლოყაზე ვაკოცე და ოთახი დავტოვე... გეფიფებით ამ 7 სიტყვას მთელი სული ამოვაყოლე...
საავადმყოფო დავტოვე და მარშუტკა გავაჩერე (ეს იქნება ჩემი პირველი გადადგმული ნაბიჯი საზოგადოებისკენ) მარშუტკაში დავჯექი და მამას მივწერე
"გამოვედი მა ... საცაა მოვალ ... ყველაფერი კარგადაა, მიყვარხარ!"
სანამ მე ვწერდი მოხუცი ამოსულიყო მარშუტკაში ავდექი ჩემგან ზურგშექცევით იდგა, სუსტი შეხებით გამოვახედე და ღიმილიანი სახით ვანიშნე უკვე განთავისუფლებული ადგილისკენ, მე კი მის ადგილას დავდექი...
იმდენი მაქო და მლოცა სიხარულით ლამის ცას ვეწვიე.. სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა... ჩემდა ბედად კომპანიასთან ახლოს სხვამ გააჩერებინა და მეც ჩავედი, მართალია ცოტა სიარული მომიწევდა, მაგრამ ეგ არაფერი ისეთი გახარებული ვიყავი ალბათ მთელ ქალაქს უწუწუნოდ მოვივლიდი...
სულელივით მივდიოდი და ვიღიმოდი...
ვიღიმოდი და მივდიოდი...
ბევრი ხომ არაფერი გამიკეთებია მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი რომ შემეძლო თუნდაც უმნიშვნელოთ სხვისი დახმარება ...
ფიქრებში ისე გავერთე ვერც კი გავიგე როდის მივედი კომპანიასთან ...
ლიფტში შევედი და მეორე სართულზე ავედი, ის ის იყო მამას ოთახის კარი გავაღე და მამას კაბინეტში შევედი, რომ მდივანი წამომეწია (როგორც ჩანს ახალია, ვერ ვიცანი)
-ბატონო დავით ბოდიშს გიხდით ვერ მოვასწარი მეთქვა რომ შეხვედრა გქონდათ
მამას ჩემს დანახვაზე გაეღიმა და მდივანს გხედა
-არაუშავს მაიკო, შემოვიდეს ჩემი შვილია
მაიკომ ბოდიში მოიხადა და გაბრუნდა მე კი მამასკენ წავედი და ჩავეხუტე... შეცბა და არ ელოდა... ხო არ ელოდა რადგან ბოლო წელია ნაკლებად გამოვხატავ სითბოს, მაგრად მომხვია ხელი... ვიგრძენი რომ უკნკალებდა
"ჩემი თბილი მამიკო" გავიფიქრე და ლოყაზე ვაკოცე ... უცებ იქვე მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს მოვკარი თვალი და მამას მოვშორდი უხერხულად, არ მეგონა ოთახში ვინმე თუ იყო... მამა მალევე მოეგო გონს და ხელჩაკიდებული წამიყვანა მაგიდისკენ
-შვილო გაიცანი ჩვენი ახალი მეწილე ნოე საღლიანი, ნოე ჩემი ქალიშვილი ევა მაჩაბელი
ღიმილით გავხედე და თავი დავუკარი. ნოემ ერთი ჩაილაპარაკა სასიამოვნოაო და თვალებში შემომხედა.
ხელი რომ არ შემეშალა იქვე დავჯექი კუთხეში და კაცებს სასაუბრო დრო მივეცი, დღევანდელი ამბით გახარებულმა ანასტასიას მივწერე
"ტასიკ იციი დღეს მოხუცს დავუთმე ტრანსპორტში ადგილი" _ ისე ნეტა სხვა სიტუაციაში გამახარებდა ასე ეს ფაქტი? ან იქნებ ადგილიც არ დამეთმო? არ ვიცი ... მთავარია ახლა ვარ დადებითი ფიქრებით სავსე. ნოეს ხმის გაგონებძე მოვაშორე თვალი ტელეფონს და მათ გავხედე
-ასე რომ სასწრაფოთ უნდა ვიშოვოთ ახალუ თარჯიმანი დავით (ნეტავ თქვენც მოგასმენინათ როგორი ცივი ხმა აქვს)
-არვიცი არვიცი ნოე... კარგი თარჯიმნის პოვნა ასე მცირე დროში ძნელია მაგრამ მოვძებნოთ უნდა.
აღარ მიმიქცევია მათთვის ყურადღება, ავდექი და მამას კომპიუტერთან დავჯექი. შევატყვე სარღიანმა როგორ გამომაყოლა თვალი.
Facebook _ ი გავხსენი და გამიხარდა დედა რომ დავინახე საიტზე
"დეე მომენატრე"
"დედას ანგელოზო დედასაც ძალიან მოენატრე"
"დე იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ და მე გელოდები... ვიცი რომ მანდ თავს მარიდებ და მაგიტომაც წადი... დაუბრუნდი შენს გოგოს ... ახლა მჭირდები, იცი რომელ პერიოდში ვარ? ბავშვობაში რომ ლაპარაკს მასწავლიდი, იგივე მომენტი დაგვიდგა დეე ოღონდ ახლა უფრო დიდი ვარ... დამიბრუნდი გთხოვ და ხელახლა მასწავლე როგორ დავიძახო დედა და ისევ გავახაროთ მამა ამდენი წლის მერე ახალ ახალი სიტყვის სწავლით, როგორც მაშინ უხაროდ ბავშვობაში !"
დაეწერა რომ წაიკითხა ... გავიდა ორი წუთი ... სამი წუთი მაგრამ პასუხი არ ჩანს, მისი მწვანე ციმციმაც გაქრა ანუ საიტიდან გავიდა...
გიჟივით წამოვდექი უცებ ფეხზე ნოემ და მამამ გაკვირვებულმა გამომხედა მაგრამ არაფერი მაინტერესებდა, მამას ტელეფონი ავიღე და დედას ნომერს დავუწყე ძებნა თან ცრემლები მომდიოდა
-ევა რამოხდა ჩემო ფერია... ევა მითხარი რამოხდა ნუ მაგიჟებ
ნერვიულობდაა მამა მე კი დედასთან ვრეკავდი.... გადიოდა ... გადიოდა სა მაინც ვერ შევძელი, მამას მივაჩეჩე ტელეფონი და თვალებით ვანიშნებდი ჩემს სათქმელს... არ ვიცი შეიძლება იმ მომემტში გიჟსაც ვგავდი მაგრამ არაფერი არ მადარდებდა ....
ნოე ვერ ხვდებოდა რახდებოდა ხან მე მიყურებდა ხან მამას ... მამამ გამომხედა როგორცჩანს დედამ უპასუხა, მაგრამ არა ... ტელეფონი უცებვე დადო მაგიდაზე და სკამზე დაჯდა... შევშინდი ცუდად არ იყოს თქო და ნოეს გავხედე, ხელით წყლის დალევის იმიტაციას ვაკეთებდი და ვანიშნებდი რომ წყალი მოეტანა... თავიდან ვერ მიხვდა მაგრამ მერე მიხვდა თოთქოს რასაც ვეუბნებოდი გარეთ გავვარდა და 1 ჭიქ წყლით დაბრუნდა, მამას მივეცი და აცრემლებულუ ვუყურებდი სანამ დალევდა... თვალებით მხოლოდ ერთს ვეკითხებოდი „დედამ რაო? .. დედამ რაო? ... დედამ რაო?“
გონებაში მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა... მამამ როგგორც ყოველთვის მიხვდა ჩემი წუხილი და გახარებულმა გამომხედა
-პირველივე რეისით მოვფრინავო
მამას ბედნიერმა ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე...
-ჩამოვა ჩემო გოგო, ჩამოვა ...
თვითონაც უაზროდ გახარებულო. ნოეს მოუბოდიშა ორ წუთში დავბრუნდებიო და კაბინეტი დატოვა. მე ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, პირველრიგში იმიტომ რომ ხელი შევუშალე საუბარში მერე კი ჩემი საქციელის გამო... ნოე პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ არ გამომდიოდა.
მამამ მალევე დავბრუნდაა ოთახში და გგააგრძელეს საუბარი თითქოს არაფერი მომხდარაო.
ის ის იყო უნდა წავსულიყავით რომ მამას შეუმჩნევლად პატარა ფურცელი ჩავუდე ხელში ნოეს სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა _ ბოდიში !

***
სახლში მისული ვერ ვისვენებდი... მოუსვენრად დავდიოდი აქეთ იქეთ, მამას ეს დედას ჩამოსვლით გამოწვეული სიხარულისგა ეგონა, მაგრა. თქვენ გაგიმხელთ , რომ არა ! მხოლოდ ერთ რამეზე ვდარდობდი „ნეტავ ნოე რას ფიქრობს... გიჟი ხომ არ ვგონივარ? „
ძილი ვცადე მაგრამ მალევე გამომეღვიძა, ფიქრების გასაფანტად ისევ ინტერნეტ სივრცეს მივაშურე სადაც ახალი შეტყობინება დამხვდა ნოე საღლიანისგან, გაამიკვირდა თან სუნთქვა შემწკვრა ‘ნუთუ იგრძნო მასზე, რომ ვფიქრობდი?’
„შენ რატომ უნდა არსებობდე ამ მახინჯ დროში?
რომ შეძლო ყველა სიმახინჯის გაბათილება!“
მოიცა ნუთუ მე მწერს ამას? გაურკვევლობაში ვიყავი თან მიხაროდა ... ხოო ... ძალიან მიხაროდა, ვერ მივხვდი რა უნდაა მიმეწერა... იქნებ ადრესატი შეეშალა? მაგრამ არა... გამორიცხულია მხოლოდ ორი სიტყვა მივწერე
„შექსპირი 67 _ ე სონეტი“
წაიკითხა... წაიკითხა და ველოდები იქნებ მომწეროს, მაგრამ ამაოდ... ვერ ვისვენებ და მეგობრობას ვუგზავნი... მალევე მიმატებს, მე ვნანობ ჩემს ბავშვურ საქციელს და კომპიუტერს ვთიშავ საკუთარ თავზე გაბრაზებული.

***
დილას თავის ტკივილი მაღვიძებს, სამზარეულოში გავდივარ და
“არ არსებოობს” ვყვირი გულში სიხარულით, ფიზიკურად კი მონატრებული სხეულისკენ გავრბივარ და მაგრად ვეხუტები “დეე.. დედიკო… ჩემო თბილო დედიკო”
-ჩემი გოგო … ჩემი დახატული… მოენატრე დედას დეე (მიყურებს და სახეზე მეფერება)
-ეს ის მომენტია მე რომ ორივეს დაგავიწყდით?
სამზარეულოში ვითომ გაბრაზებული მამა შემოდის და ორივეს გვეხუტება.
×××
ბოლო წლის მანძილზე დღევანდელი დღე საუკეთესო იყო ჩემთვის, მაგრამ საღლიანი… ალბათ გამაგიჟებს… სურვილი მძლევს და დაძინებამდე ვამოწმებ გვერდს სადაც საღლიანის ახალი ფოტო ვარდება ქერა ლამაზ გოგოსთან ერთად.
“ხოო აბა რა… მოიცა შენ სულელო გეგონა მოეწონე? გაგეთამაშა უბრალოდ აბა ვის რად ჭირდება შენნაირი” ცრემლები წამომივიდა და კომპიუტერი გვერდით გადავდე… მერეე რაა რომ წესიერად არც კი ვიცნობ… რატომღაც ვიფიქრე რომ მოვეწონე და მაგიტომ მომწერა… გულთან ამდენად იმიტომ მივიტანე რომ მთელი წლის განმავლობაში პირველი იყო უცხოს ყურადღება ჩემს მიმართ...
ტირილით გული რომ ვიჯერე შეტყობინების ხმა გავიგე. საღლიანის ფანჯარა რომ ამოვარდა გულმა გაორმაგებულას დაიწყო ცემა
“პატარებს ამ დროს უნდა ეძინოთ”
“თქვენ არ იდარდოთ!”
რაც შემეძლო ცივად მივწერე
“ვდარდობ რადგან თვალები რომლებიც არ მასვენებენ ეს ორი დღეა არ აქვთ უფლება უჩემო ხედით იმზირებოდნენ”
რა დამემართა? გავბრაზდი… გავბრაზდი რადგან ბოლოწუთამდე მეგონა რომ დამცინოდა… დამცინოდა რომ ვერასოდეს ვიქნებოდი რეალურად ბედნიერი.
“იცით რას გეტყვით 'ბატონო' ნოე? თვალები თქვენი ხედით სხვაგან ეძიეთ, მე არავის სათამაშო არ ვარ და არავის მივცემ უფლებას ასე დამცინოს.”
“ძალიან ცდები თუ გგონია რომ დაგცინე!”
პასუხი არ დავუბრუნე კომპიუტერი გადავდე და აივანზე გავედი... არვიცი აზრზე მოვედი თუ რა დამემართა მაგრამ მივხვდი რომ არ ვიყავი მართალი.. მივხვდი რომ ასე უაზროდ ბავშვიც არ მოიქცეოდა. არ ვიცი როდის მაგრამ ფიქრში აივანზე დამძინებია დილას დედას ხელის შეხებამ გამაღვიძა..
-მთელი ღამე აქ იყავი სულ გაყინული ხარ შვილო… შენ მოგიკვდა შენი დედა …
წაამოვდექი და დედას თვალებში ჩავხედე … მიხვდა… ვიცი რომ მიხვდა რისი თქმაც მსურდა .
-დედასაც ძალიან უყვარხარ ხე
ვაკოცე და მამასთან გავედი… მამა დივანზე იჯდა ჩაფიქრებული, ტელეფონი ავიღე და მესიჯი მივწერე
“მინდა სწავლა გავაგრძელო”
მამამ რომ წაიკითხა გაოცდა… მის სახეზე უცხოც შეამჩნევდა ბედნიერების სხვივებს
-ნანი… ნანი გამოდი ჩვენი გოგო გვიბრუნდება
სწორედ ამ მომენტში მივხვდი რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო ცხოვრებაში.

×××
ჩვენი საუბრიდან 1 კვირა იყო გასული როცა მამა ღიმილით შემოვიდა ჩემს ოთახში და გვერდით მომიჯდა, შეამჩნია რომ მეღვიძა და შუბლზე მაკოცა
-ჩამოდი ფერია ქვევით ანასტასია გელოდება
არვიცი როგორ 'წამოვფრინდი' საწოლიდან და ქვევით ჩავედი მაგრამ მახსოვს რომ ანასტასიას მთელი ძალით ვეხუტებოდი
-როგორ მომენატრე ჩემი თბილი ევა
მეხუტებოდა და თან მეჩურჩულებოდა
"მეც ძალიან მომენატრე ტასი... ნეტა იცოდე როგორ მომენატრე" საპასუხოდ კი მაგრად მოვხვიე ხელი
-დათო ბიძიამ მითხრა სწავლა რომ გადაწყვიტე, და სექტემბრიდან ერთად ვიქნებით, ერთ უნივერსიტეტში, ერთ აუდიტორიაში და ერთ მერხზე
მეუბნებოდა გახარებული მე გაკვირვებულმა გავხედე, მაგიდიდან კალამი ავიღე იქვე დადებულ ფურცელს დავწვდი და წერა დავიწყე
"რასნიშნავს ერთ აუდიტორიაში? შენ ხომ მეორე კურსზე ხარ"
-არაუშავს თავიდან დავიწყებ შენთან ერთად და გადავიმეორებ
გამიცინა და ლოყაზე მაკოცა... რა ვიგრძენი? არვიცი.. ასე სიტყვებით ვერ აგიღწერთ... აი რატომ არის ანასტასია ჩემი მეგობარი, ის ყველასგან განსხვავებულია... ყველაზე თბილი, ყურადღებიანი და ცოტა გიჟიც...

-სახლში ვიჯდეთ ახლა? კარგი რა.. წამოდი სადმე გავისეირნოთ არ გინდა?
არცოდნის ნიშნათ მხრები წამოვწიე ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დაიზუზუნა დავხედე და შეტყობინება იყო უცხო ნომრისგან...
"რაგინდ ეცადო, ჩემგან თავს ვერ გაინაპირებ,
ვერ შეგელევი, ალბათ, სულის ამოხდომამდე"
92 სონეტი... ნუთუ ნოეა? ხო მაგრამ რაუნდა? ან საიდან იცის შექსპირზე რომ ვგიჟდები? და საერთოდ ჩემი ნომერი საიდან გაიგო?
ანასტასიამ მიხვდა რომ ავფორიაქდი და ტელეფონი გამომართვა, შეტყობინება რომ წაიკითხა გაკვირვებულმა გამომხედა
-ევაჩკა მიმალავ რამეს?
კომპიუტერი ჩავრთე და მონიტორი მივუტრიალე ნოეს ესემესები, რომ წაიკითხა ჩუმად მკითხა
-ევ იცის?
უარის ნიშნად თავი გავიქნიე და თვალები ამიცრემლიანდა...
-დარწმუნებული ხარ?
ისევ ვუარე მიხვდა რომ არმსურდა ამ თემაზე საუბარი თემის გადასატანად კი იქვე დადებული კალამი და ფურცელი ავიღე
"გავისეირნოთ!"
ამ ერთმა სიტყვამ ანასტასია ყურებამდე გააღიმა...
-აი შენ იცი ვინ ხარ? ჩემი... სულ სულ ჩემი.... ყოველდღე გეკითხებოდი გავისეირნოთ თუ არა თქო დადებითი პასუხის მოლოდინში და მუდამ უარს იღებდი ... აიი დღეს ისე დაგღლი ბოდიალით მიხვდები რომ ჩვენს ერთად ყოფნაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს
გეფიცებით ანასტასია ასე გახარებული არ მახსოვს... ნუთუ ამ დონეზე დავეშვი რომ ვერ ვხედავ ირგვლივ მყოფებს როგორ ვტკენ? ...

×××
ანასტასიამ პირობა შეასრულა მართლა საოცრად დავიღალე, ჯერ რაც ახლოს იყო ყველა პარკი მომატარა მერე საყიდლებზე ვიყავით ახლა კი რესტორნისკენ გადაუხვია და მგონი ჩემს კუჭსაც ეღირსება ბედნიერება ... ტელეფონი ამოვიღე და ანასტასიას მივწერე
"ვიმედოვნებ რამე უნდა ვჭამოთ თორე კიდე 1 წლით გამოვიკეტები სახლში"
-გამოიკეტები კი არა ძალიანაც რო გინდოდეს აწი სახლში ვინ გაგაჩერებს ... გაჭამო უნდა გაჭამო ჰოო
საყვარლად გამიცინა და ლოყაზე მაკოცა ...
რესტორანში შევედით და კუთხის მაგიდასთან დავჯექით, მიმტანი მალევე მოვიდა
-ახლა 'ვიკაცოთ' და ბევრი ვჭამოთ ესეიგი 20 ცალი ხინკალი მოგვიტანეთ 1 ცეზარი და 1 პიცა
მიმტანმა შეკვეთა მიიღო და წავიდა ანასტასია ჩანთაში ეძებდა რაღაცას, მალევე ამოიღო პასტა და პატარა საკანცელარიო ფურცლები ..
-აი ახლა მეჭორავე
გაეცინა და გამომიწოდა ... ეს გოგო ყოველთვის მაოცებს გამეღიმა გამოვართვი და წერა დავიწყე
"ბოდიში რომ აქამდე გაგაწვალე"
-ოჰ ქალბატონო შენზე მგონი ბატონი ნოე კარგად მოქმედებს მიდი მიდი აბა კიდევ გექნება რამე სათქმელი (გაეცინა)
"ბევრი წერა მეზარება და წარმოიდგინე როგორ გლანძღავ... ხელებს გადავიბან და მოვალ "
გაბრაზებულმა გავუწოდე ფურცელი
არა რა უნდოდა ახლა რადროს ნოე იყო ნეტავ ან საერთოდ საიდან გაახსენდა...

×××
საპირფარეშოდან დარბაზში უნდა გავსულიყავი როცა იქვე კედელში ჩადგმულ სარკესთან გავჩერდი...
ვუყურებდი ჩემს თავს და ვხვდებოდი რომ არ შევცვლილვარ ისევ ის გოგო ვარ რომელიც 1 წლის წინ, მხოლოდ ერთი განსხვავებით ახლა ბევრად უფრო გაწონასწორებული და მშვიდი ვარ ...
-ძალიან ლამაზი ხარ
სარკიდან ჩემს უკან მდგომი ნოე დავინახე, მისმა ცივმა ხმამ კი ერთ ადგილას გამაშეშა...
"გთხოვ უფალო მომშორდეს ნუ დგას ასე ახლოს"
ნელა შემოვტრიალდი და თვალებში ჩავხედე
"აქ რას აკეთებ?" მინდოდა მეკითხა მაგრამ რათქმაუნდა ამაოდ, სახიდან თმა გადამიწია შუბლზე მაკოცა და იქედან გაუჩინარდა ...
ნუთუ მომეჩვენა? არა არა ის ნამდვილად აქ იყო... რატომ გადამეკიდა ღმერთო რა უნდა ...
დარბაზში დაბრუნებულს ანასტასია აწუწუნებული დამხვდა
-მეკიდევ ვიფიქრე ადამი გამოჩნდა და ევა მომტაცა თქო ... სადახარ გოგო რა ჭუჭყი გქონდა ამისთანა (გაეცინა)
დაბნეული დავჯექი ჩემს ადგილას და წერა დავიწყე
"ტას წავიდეთ რაა"
-გაგიჟდი გოგო? შენარიყავი მშიაო და დავიღალეო? სად უნდა წავიდეთ ახლა... მოიცა მოიცა მოხდა რამე??? ( შეშინებულმა გამომხედა)
"აქარის"
-ნოე?
გაკვირვებულმა მკითხა თავი დავუქნიე და თვალებში შევხედე
-და ამიტომ უნდა წავიდეთ? არა პატარავ მისმინე ახლა რომ წავიდეთ შენ მას სადაც ნახავ სულ დაემალები და რატომ... არაფერი სასირცხვო შენ არ ჩაგიდენია პირიქით თვითონ მოგინდომა შექსპირი და რომანტიკა, ახლა კი პირიქით სუმზიროს შენს ლამაზ სახეს თუ აქაა და უფრო დაგაფასოს როგორი კარგი ხარ... ყველას კი არ აქვს ის ბედნიერება რომ შენს სიკარგეს ჩაწვდეს.. ახლა კი შეკვეთაც მოაქვთ და ვჭამოთ თორემ, ისე მშია შენს ნოეს შევახრამუნებ შენთან ერთად
ხომ ვითომ ხუმრობდა მაგრამ ისეთი წრფელი იყო იმ მომენტში ანასტასია როდესაც ჩემზე დადებითად საუბრობდა რომ ვერც კი წარმოიდგენთ...
სანამ მიმტანი შეკვეთას ჩვენამდე მოიტანდა დარბაზში ხმაური ატყდა, ანასტასია წამოდგა და იქეთ წავიდა საითაც ხალხი შეკრებილიყო, არ მიყვარს მსგავს სიტუაციებში გარევა მაგრამ იმის შიშით რომ ანასტასია მარტო არ ყოფილიყლ ავდექი და უკან გავყევი... ის ყოველთვის ასეთი იყო საითაც ხიფათს დაინახავდა იქეთ გაიქცეოდა...

×××
არვიცი რამოხდა მაგრამ მახსოვს თვალი უცხო ოთახში გავახილე, იქეთ-აქეთ მიმოვიხედე იმის იმედით, რომ გარემოს ვიცნობდი მაგრამ ამაოდ, ჩემს გვერდით მშვიდად მძინარე ანასტასიას გავხედე და ფეხზე წამოვდექი...
რამოდენიმე ოთახი ისე გავიარე რომ ვერავინ ვიპოვე მაგრამ მოულოდნელად მხარზე ხელის შეხებამ ძალიან შემაშინა, რომ შემძლებოდა ალბათ ბოლო ხმაზე დავიკივლებდი.
-უკეთ ხართ?
მოვიხედე და უცხო სხეულის დანახვისას ძალიან ავნერვიულდი, შეშინებულმა გავხედე თვითონაც მიხვდა რომ შემაშინა და უკან დაიხია
-ბოდიში თქვენი შეშინება არც მიფიქრია
-....
-არ გამცემ ხმას? მე ვაჩე ვარ ... არ გახსოვს რა მოხდა? (უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ისევ დამფრთხალმა გავხედე) რესტორანში ჩხუბისდროს ხელი მოგხვდა შემთხვევით და გონება დაკარგე
"გოლიათის ხელი მომხვდა თუ რაუბედურებაა... როდის ვიყავი ასეთი სუსტი" რომ არა კარების ხმა გეფიცებით ტირილს დავიწყებდი, ღია კარებში შემოსული ნოე რომ დავინახე თითქოს დავმშვიდდი .. დავმშვიდდი რადგან მთლად უცხოსთან არ ვიყავი
"ოოხ ანასტასია რა გაძინებს ამ უცხო სახლში ამდენ ხანს რაა" გულში ჩავიბუზღუნე და ნოეს გავხედე
-მგონი შევაშინე ძმაო ეს ლამაზი გოგო შიშისგან ხმაც კი არ გამცა
სიცილით გადაულაპარაკა ვაჩემ ნოეს
მე? მე გული ჩამწყდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე...
-ვაჩე ქვევით მანქანაში სიგარეტი დამრჩა და ამომიტანე თუარგეზარება რა (თვალი არ მოუცილებია ნოეს ჩემთვის ისე ჩაილაპარაკა)
-კი ძმა რა პრობლემაა
ვაჩე გავიდა და მე და ნოე დავრჩით მარტო... მე და ნოე რომელიც თვალს არ მაშორებდა, არ ვიცოდი რაუნდა მექნა, არც ის ვიცოდი იცოდა თუ არა რომ საუბარი არ შემეძლო... არაფერი ვიცოდი გარდა იმისა საოცრად ვღელავდი
-როცა ვინმე ჩხუბობს არასოდეს მიუახლოვდე !
საოცრად ცივი და ამავე დროს მზრუნველი ხმით ჩაილაპარაკა
მიმოვიხედე იქნებ სადმე კალამი იყოს თქო მაგრამ არა ... ტელეფონიც როგორცჩანს ოთახში დავტოვე და აქეთ იქეთ ვიხედებოდი სასურველი ნივთის საპოვნელად
იქვე პატარა მაგიდაზე დავინახე სავარაუდოდ ნოეს ტელეფონი და მისკენ გავემართე
ჩემდა საბედნიეროდ ტელეფონზე კოდი არ ედო და მხოლოდ ერთი სიტყვა დავუწერე
"მეთამაშები?"
წაკითხვისას მივხვდი რომ გაბრაზდა ისე დაეჭიმა კისერთან ძარღვები მაგრამ არ შევიმჩნიე მისი რეაქცია და თავად შევხედე გაბრაზებულმა.
-ღმერთმა ამ ლამაზ თავში ტვინი რატომ არ გარგუნა?
აჰაა ანუ უტვინო ვარ არა ? ... კარგი ბატონო
ზევით ავირბინე და ანასტასიას დავუწყე გაღვიძება, ვერ ვცნობდი ჩემს თავს
-ევა რა გინდა ადამიანო დამაძინე რაა
აწუწუნდა ანასტასია... მე კი მანამ არ მოვასვენე ბოლომდე არ გამოვაღვიძე... გამოფხიზლებულს ტელეფონი მივუტანე ცხვირთან
"ადექი წავიდეთ"
-სად წავიდეთ გოგო ნორმალური ხარ? ღამის 3 საათია შენებს ვუთხარი რომ ჩემთან ვართ ჩემებს კი პირიქით
თვალები ამიცრემლიანდა ის იყო ახალი ესემესი უნდა დამეწერა რომ კარები გაიღო და გაბრაზებული ნოე შემოვიდა ოთახში, ხელი მომკიდა და რასაცქვია გამათრია ოთახიდან
-ჰეიი.. გიჟი ხარ დაანებე თავი (ხელზე ექაჩებოდა ანასტასია მაგრამ ამაოდ)
გვერდით ოთახში გამიყვანა და ოთახი გადაკეტა გარედან კი ანასტასია ბრახუნს არ წყვეტდა
-პოლიციას გამოვუძახებ გესმის? გააღე კარები ვინახარ... მოეშვი ევას რაგინდა ... გააღე გთხოვ არ შეიძლება მისი ნერვიულობა ადამიანი არ ხარ? ნოე ხარ თუ ვინ ჯანდაბა ხარ გააღე თქო კარები არ გესმის??? .. ნოეეეეე... ხომ დამპირდი არაფერს დაგიშავებთ უბრალოდ ასე ვერ წახვალთ სახლში ევა უგონოდააო შენ არ მითხარი? დამიშავე ოღონდ ევა გაუშვი გესმის?? ჰეი ხმა გამეცი ადამიანო .. (ხმა აუთრთოლდა ანასტასიას ... მე ვტიროდი უკვე, ნოემ ღრმად ამოისუნთქა და ხმამაღლა დაიძახა)
-ვაჩეე მიხედე მაგას
ყვირილზე შეშინებულმა შევხტი და უკან დავიხიე, ნოე ჩემთან მოვიდა და სკამზე დამსვა
-ვერვიტან გოგო რომ ტირის დამშვიდდი და მომისმინე... პირველრიგში არ მინდა ჩემი გეშინოდეს 100% ით უნდა იყო დარწმუნებული რომ შენ არაფერს დაგიშავებ ... ოფისში მოსვლის დღიდან მომხიბლე და არ ვარ ის ტიპი რომ ეს ზედმეტად რომანტიკულ გარემოში გითხრა მაგრამ არც შენი ცრემლების ყურება არ მსურდა ამ მომენტში... მიზიდავ ევა არ ვიცი რაგაქვს ისეთი რაც სხვას არ მაგრამ ეს დღეებია სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.
ევა ამ დღეებში იმაზე მეტი გავიგე შენზე ვიდრე წარმოგიდგენია, ყველაფერი ვიცი რა გიყვარს რა მოგწონს, რისი გეშინია და რა გეზიზღება მაგრამ ერთი მინდა მხოლოდ რასაც შენს გარეშე ვერ შევძლებ... მინდა რომ მიგრძნო, მინდა რომ მაშინ როცა თავს წამით მაინც იგრძნობ უსუსურად მე გაგახსენდე... მინდა რომ მომცე უფლება თავად გამაცნო შენი თავი...
ვუსმენდი და არვიცოდი რა უნდა მექნა... რა უნდა მეფიქრა... მხოლოდ ორი სიტყვა დავუწერე
"სახლში წამიყვანე გთხოვ!"
-გამოიძინებ და დილას წაგიყვან
ისე მკაცრად თქვა მივხვდი რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, ღრმად ამოისუნთქა და ოთახის კარები გააღო თვალებით ანასტასიას ვეძებდი, რომელიც კარების გაღებისთანავე ჩვენსკენ გამოვარდა
-კარგად ხარ? ჩემო ლამაზო რამე ხოარ დაგიშავა
ვიუარე და ნოეს მიუბრუნდა
-აღარ გაბედო მას თუნდაც ერთი მეტრის რადიუსზეც რომ მიუახლოვდე
დაძაბული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო აუცილებლად გამეცინებოდა ანასტასიას დიდგულუბაზე მასზე ორი თავით მაღალ ნოესთან...
-დილამდე (ნოემ ირონიულად ჩაიცინაა და ოთახი დატოვა)

×××
როგორც იქნა გათენდა მე და ანასტასიას თვალი არ მოგვიხუჭია, მთელი ღამე ფხიზლლად ვიწექით ჩახუტებულები... მოთეთრებული ცის დანახვისთანავე ავდექით და თავი მოვიწესრიგეთ, ის ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავით კარებზე რომ მოგვიკაკუნა ‘ვიღაცამ’
-მალე მოემზადეთ და გავიდეთ არ მაქვს ბევრი დრო
ისე დაგვიძახა ნოემ გეგონებოდათ, რომ ძალით დავუჯექით სახლში, ანასტასიას არაფერი უთქვია ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა
-მზად ვართ ჩვენ
არანაკლებ კატეგორიულად ჟღერდა ანასტასიას ხმაც
-გოგოებო არ ისაუზმებთ? (სამზარეულოდან დაიძახა ვაჩემ)
-არა ჩვენ წავალთ ტაქსი გამოვიძახეთ უკვე
-ტაქსი? (გაკვირვებულმა გამოხედა ნოემ) კარგი როგორც გინდათ!

×××
×××
იქედან გამომდინარე რომ ჩემებს ანასატასიასთან ვეგონე ასე ადრე ვერ წამოვიდოდი სახლში და ანასტასიასთან წავედით... ანასტასიას დედა სიხარულით წამოვიდა ჩემსკენ და ჩამეხუტა
-ევა ჩემო გოგონა როგორ გამახარე სტუმრობით რამდენიხანია არ მინახიხარ
-კარგი რა დე სახლში მაინც შემოგვიშვი თორემ ვიეჭვიანებ ეხლა (სიცილით უთხრა ანასტასიამ)
-შემოდით შემოდით, ნამცხვრის გაკეთება უნდა დავიწყო და მომეხმარებით ხო ევა?
ღიმილით დავუქნიე თავი და ოთახში შევედით
-ევაჩკა წამო გამოვიცვალოთ და გამოვიდეთ.
ოთახში ავედით ანასტასიამ მისი სარაფანი მომცა ის ის იყო შარვალი უნდა გამეხადა ჯიბიდან პატარა ოთხად გაკეცილი პატარა ფურცელი გადმოვარდა, ანასტასიამ აიღო გახსნა და მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა
„სონეტი 46“
მე გამეღიმა ანასტასიამ ჩუმად ჩაიდუდღუნა
-ესეც შენნაირი გიჟია რა ... არმითხრა ახლა რომ გახსოვს რომელია 46_ე სონეტი
მე თავი დავუქნიე და გახსენებისას კვლავ გამეღიმა

„ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი,
თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივე მოდავე:

ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს საკუთრებად დარჩა სენი გულისნადები „

-გიჟი ხარ გეფიცები... გი ჟიიი
სიცილით დატოვა ანასტასიამ ოთახი, მეც მალევე გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი.
-ევა მოდი დედი წვენი დალიე ჩემი ხელით დაგიწურე
ღიმილით გავემართე ნინო დეიდასკენ მაგიდასთან ჩამოვჯექი და ფურცელი გავუწოდე სადაც დიდი ასოებით ეწერა
„ძალიან მიყვარხართ“
-გენაცვალოს შენი ნინო დეიდა, მეც ძალიან მიყვარხარ
ორივემ ანასტასიას გავხედეთ და მის ეგოისტურ მზერაზე გაგვეცინა
-დავიღალე დეე რისთვის ამაღებინეთ პრავა თუ მანქანა არ უნდა მღირსებოდა (დაიწყო თავისი საფირმო წუწუნი)
-მანქანა კი არა ფეხით გიჭირს გოგო სიარული ვერ ატყობ?
მეღიმებკდა მათ თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებაზე
-ეხლა ნახე (ყურში ჩამიჩურჩულა ანასტასიამ და თვალი ჩამიკრა) სერიოზულად უნდა გითხრა დე რაღაც და მომისმინე
-რამოხდა ტასი გააფუჭე რამე?
-შეყვარებული ვარ!
ისე კატეგორიულად ამბობდა რომ არ მცოდნოდა რომ ხუმრობდა მეც დავიჯერებდი
-შეყვარებული? (დაიბნა ნინო დეიდა) რადროს შენი სიყვარულია დეე
-აი ვიცოდი ასე არასერიოზულად რო მოეკიდებოდი ამ ამბავს და ამიტომ არ მინდოდა თქმა (ვითომ აუთრთოლდა ხმა და ოთახიდან გავარდა)
ნინო დეიდა ძალიან შეშინდა ის იყო გაყოლას აპირებდა რომ ანასტასია სიცცილით შემოვარდა ოთახში, დედამის მოეხვია და მე გამომხედა
-ხედავ ევაჩკა რა ეგოისტია? არუნდა სხვასთან გაიყოს მისი ერთადერთი ქალიშვილი... ნუ რაღა ქალიშვილი მაგრამ მაინც (ვითომ მარტო ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა და ნინოდეიდა მოშორდა)
-არა რაა გულს გამიხეთქავ შენ

გული მტკიოდა ... მტკიოდა რომ მე არ შემეძლო დედას ანასტასიასავით გავხუმრებოდი, დავლაპარაკებოდი და სიტყვებით მოვფერებოდი.
მათი მოსმენით ვიყავი გართული მამას ესემესსი რომ მოვიდა
„რაშვება ჩემი ფერია, გაიღვიძა?“
„კი მაა შენ რას შვები?“
„დაგეღალა მამა ფერია, დილიდანვე ულევი საქმე დახვდა სამსახურში“
„ოჰოჰ ჩემი ბუზღუნა მამიკო, მომაკითხე რომ განთავისუფლდები და დამაბრუნე ოჯახში... გეყოფთ გგართობა ცოლ-ქმარს“
„ოხ შე ეშმაკუნა... მოგაკითხავ“
მამა მალევე მოვიდა, მანქანაში სიხარულით ჩავხტი და მალევე მოვკარი წინ მჯდომ ნოეს თვალი
-მამი ნოე გახსოვს ხო?
"ვინ მომცა დავიწყების საშუალება" გავიფიქრე და საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე
-სახლში დაგტოვებთ და მერე პატარა საქმე გვაქვს
ნოემ ირონიულად გამიცინა და მამას შეუმჩნევლად ჩამიკრა თვალი არ შევიმჩნიე და გზას გავხედე
კოკისპირულად წვიმს.. მოულოდნელად გიორგი ზანგურის ლექსიდან პატარა მონაკვეთი გამახსენდა და გამეღიმა

"არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია."

××× ნოე ×××
თვალები თეთრ ოთახში გავახილე, ხელზე წვეთოვანი მქონდა შეერთებული მოვიხსენი და ოთახიდან გავედი... ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა ევა იყო... ნეტავ როგორაა? მახსოვს ძლიერი წვიმა, წინ მომავალი სატვირთო და ევას კივილი, კივილი რომლის გაგონების დროსაც მე და დავითმა უკან მივიხედეთ, როგორცჩანს ევამ ჩვენზე ადრე შეამჩნია მოახლოებული საფრთხე, მაგრამ მისი ხმა... ღმერთო როგორ ...
პალატიდან გავედი და ექთანი შემეფეთა
-ბატონო რას აკეთებთ ჯერ კიდევ სუსტად ხართ ძალიან გთხოვთ პალატაში დაბრუნდით (ვითომც არაფერი უთავია ისე გავხედე)
-ჩემთან ერთად ახალგაზრდა გოგონა და კაცი იყვნენ როგორ არიან?
-მამაკაცი კარგად არის გოგონა კი იმედია გამოძვრება
თავი ვერ შწვიკავე და ექთანს მხრებში ჩავავლე ხელი
-გესმით რას ამბობთ? რას ნიშნავს იმედია გამოძვრება ? როგორ არის რა დაემართა?
-სამწუხაროდ ძლიერად დაარტყა თავი ... ბატონო გთხოვთ დაბრუნდით პალატაში
ექთანს ყურადღება არ მივაქციე და მიმღებში გავვარდი სადაც ანასტასია და სხვა ჩემთვის უცხო ადამიანები შევნიშნე ... ანასტასიამ დამინახა და მათ გამოეყო
-მათთან იყავი ხო ნოე? მითხარი რამოხდა გთხოვ ... ვერაო გესმის? შეიძლება ვერ გამოძვრესო... ღმერთო ასეთი რა დააშავა ყველაფერი მას რომ დაემართა... მითხარი, მითხარი რომ არაფერი დაემართება ანასტასია ტიროდა და ხმა ვერ ამოვიღე, გონებაში მხოლოდ ერთი მიტრიალებდა
"შეიძლება ვერ გამოძვრეს.... შეიძლება ვერ გამოძვრეს"
-დაინახა სატვირთო და შეეშინდა... იმდენად შეეშინდა რომ იკივლა (ჩუმად ჩავიჩურჩულე)
-რაა??? ხუმრობ ნოე? ნუთუ ...
ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო დავითი რომ გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან თავდახრილი და ჩუმად ჩაილაპარაკა
-ლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩა

××× ანასტასია ×××
უკვე მეცხრე დღეა საავადმყოფოში ვართ, მდგომარეობა უცვლელია ევა ისევ დუმს... მასთან არ გვიშვებენ, სწორედ ამიტომ ჩუმად შემოვიპარე მის პალატაში, შევხედე და თითქოს სხვა ადამიანი იწვა ლოგინზე საოცრად გამხდარი და უპეებშეშუპებული ევა, მისი ხელი მოვიქციე ხელში და ფრთხილად ვაკოცე და ცრემლებს ვერ ვიკავებდი
-ევ იბრძოლე რაა, შენ ხომ ყველაზე მამაცი და ძლიერი გოგო ხარ... ნუ იქნები ეგოისტი, არ გაბედო ჩვენი მიტოვება ვერცერთი ვერ გადავიტანთ... ევ დედაშენი ადამიანს აღარ გავს, მამაშენი სულ იმას ამბობს რომ მისი ბრალია ყველაფერი ამ ამბავს დაყვება ევ მოდი და უშველე ყველას... ვფიქრობდი და მივხვდი რომ ჩვენ ყველას შენ გვაერთიანებ, შენსგარეშე ყველაფერი უფერულია, ვიცი რომ გესმის უფლება არ გაქვს ამ სიტყვების მერე ლამაზმა სამოთხემ მიგიზიდოს რადგან ჩვენთან არის შენი სამოთხე შენს გარეშე ყველა ჯოჯოხეთში ვართ... არა ეს ჯოჯოხეთზე უარესია....არ გახსოვს? სულ ვოცნებობდით უნივერსიტეტში ერთად სიარულზე და ახლა ეს ოცნებაც უნდა აგვხდენოდა ევ გაახილე ეგ შენი ლამაზი თვალები და მოგვეცი უფლება ჩვენც რომ ბედნიერები ვიყოთ... იცოდე გეფიცები არასდროს არ გაპატიებ, რომ წახვიდე შეგიძულებ... შეგიძულებ იმისთვის რომ ჩემი გაწირვა შეძელი ეს შენი კი არა ჩემი სიკვდილი იქნება ევა... არ გამწირო გთხოვ
ვტიროდი და ჩემი ცრემლი მის გამხდარ ხელს ეცემოდა, ყველას შეუმჩნევლად დავტოვე პალატა და ევას დედასთან მივედი ვიცოდი მისი მიზეზით არ დამთანხმდებოდა სახლში წასვლას და ვეცადე დავითით მემანიპულირა
-ნანი დეიდა დათო ბიძია ადამიანს აღარ გავს იქნებ ცოტახანი მაინც წაიყვანოთ რომ დაისვენოს ახლა სჭირდებით ევას ჯანმრთელები და კარგად მყოფები
-არ ვიცი შვილო არ ვიცი ... რა დააშავვა ამ გოგომ განსაცდელი რომ არ ელევა (ცრემლებს ვერ იკავებდა) ვეცდებო დავითანხმო დავითი ცოტა ხნით წასვლაზე
ფეხზე წამოდგა და დავითისკენ წავიდა მე იქვე მჯდარ ნოესთან მივედი და გვერდით დავუჯექი, ეტყობოდა რომ ლაპარაკი არ სურდა მაგრამ ვხვდებოდი ძალიან ცუდად იყო
-იციი პატარები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით მე შვიდის ვიყავი ის ხუთის, საოცრად ლამაზი და ბუტია იყო, ყველაფერი წყინდა და ტირილს იწყებდა... მე როგორც მასზე უფროსს მიმაჩნდა რომ მასზე უნდა მეზრუნა და იმ დღის მერე რაც მამამ ჩვემთან პატარა ანგელოზი მოიყვანა საკუთარი დასავით ვუვლიდი... ხშირად ტოვებდა ჩვენთან ევას დავითი და ნინა დეიდა... ყველანაირად ვცდილობდი რომ ბუტია პრინცესას არ ეტირა, ალბათ დას მასსავით ვერასოდეს შევიყვარებდი... იცი რა მორცხვი იყო ყოველთვის? ყველას და ყველაფრის რცხვენოდა... პირველად რომ შემიყვარდა მე_11 კლასში ვიყავი მაშინ ევა მე_9 კლასს ხურავდა ჩუმად გამიმხილა რომ ერთი ბიჭი მოწონდა ... ბიჭი რომელიც მე ალბათ ყოველ ღამე მესიზმრებოდა რა ვიგრძენი იცი? რაღაც საშინელება მაშინ მეგონა რომ ის იყო სამყაროს დასასრული მაგრამ არა თურმე ჩემი ცხოვრება ჯერ არც იყო დაწყებული... ვიცი ერთ ღამეს ევამ ჩემი დღიური იპოვა და წაიკითხა, იქ ლევანზე მეწერა როგორ მიყვარდა მეორე დღეს კი მოდის და მეუბნება რომ ლევანი მის გემოვნებაში არ ჯდებოდა .
. რა დამემართა იცი? მაშინ მივხვდი პირველად რომ მისნაირი ვერასდროს ვერავინ მეყოლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ჩემსმიმართ არ იყო სიმპატიით განწყობილი არასდროს და დღემდე ევა უყვარს ევამ გულში ჩაიკლა მისი გრძნობა..
რომ არ მოგატყუო ეს არ გამხარებია... მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რომ არ ვიყავი მათი ურთიერთობის წინააღმდეგი მაგრამ ვერ გავბედე... ამის მერე ძალიან ბევრს მოწონდა ევა მაგრამ ევა მუდამ იშორებდა ყველას ამბობდა საჩემო არ არრიანო... შენს გამოჩენამდე ევა რომ დაინტერესებულიყო ისეთი არავინ გაამოჩენილა და მე ამდენი წელი გულის სიღრმეში მაინც მეგონა რომ მას ისევ ლევანის მიმართ ქონდა სიმპატიები და მე დავანგრიე მათი ურთიერთობა ... შენ მის ცხოვრებაში ისე უცაურად გამოჩნდი... იციი შენს გამოჩენმდე მთელი წელი ვერ გავიყვანე ევა გარეთ პირველად იმდღეს გამოვიდა როცა რესტორანში შევხვდით ერთმანეთს ... არაქვს უფლება ამდენი წლის მოგონებები ასე შემატოვოს და წავიდეს დამპირდა რომ ჩემი მეჯვარე იქნება , ჩემი შვილს მან უნდა ასწავლოს ადამიანურად ცხოვრება ის კი რას აკეთებს...
ნოე მომეხვია და ჩუმად მითხრა
-სხვა არაფერი რომ არა შენნაირი მეგობრისთვის ღირს მარტო სიცოცხლე ... ჩვენ არ მივცემთ მას დანებების უფლებას...
ჩუმად ჩაილაპარაკა ნოემ და მომეხვია

დაგვიანებული გამარჯობა მეგობრებო...
პირველრიგში რითიც წერა მინდა დავიწყო ეს ბოდიშია, ჩემი ბოდიში თქვენდამი რომელიც არანაირად არ ამართლებს ისტორიის „მივიწყებას“.
თავი რომ არ მოგაბეზროთ არ დავიწყებ პრობლემებზე საუბარს რომელთა გამოც წერა დროებით შევწყვიტე მაგრამ ამიერიდან გამოვსწორდები.


- დავითი -
უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა რაც ევას ჯანმრთელობა უცვლელია, ახლაც მასთან ვზივარ და ვუყურებ, ვუყურებ საოცრად გამხდარ და გაფითრებულ ევას და ვფიქრობ „ რატომ ღმერთო ნუთუ ამას იმსახურებდა ჩემი გოგონა? ის ხომ წყალივით სუფთააა... ის ხომ საოცრად უბოროტო და კეთილია. რატომ არ შეიძლება ერთად ბედნიერები ვიყოთ. რატომ ემატება ერთ უბედურებას ყოველთვის მეორე... ასე უგონოდ მყოფიც კი ანგელოზს ჰგავს. ნუთუ იმსახურებს ის მუდამ განსაცდელში ყოფნას? „
ფიქრებში ვიყავი გართული როცა სუსტი ხმა გავიგონე, ხმა რომელიც წელიწადზე მეტია ჩემს ყურებს არ სმენიათ
-მა..მა
საოცრად გაკვირვებული და გახარებული ვიყავი რომ არა ევას ლამაზად მოხამხამე თვალები ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მეგონებოდა, არ ვიცოდი რამექნა დავიბენი... დავიბენი და ერთადერთი რაც იყო ის შევძელი რომ მოვხვეოდი

- ევა -
თვალები როგორცკი გავახილე მამა დავინახე... საოცრად სევდიანი და ნაადრევად დაბერებული მეჩვენა, ერთადერთი რაც შევძელი მამას დაძახება იყო.
-ჩემო პატარა... ლაპარაკობ მა... ყველაფერი ადრინდელს დაუბრუნდება მამას ანგელოზო
მამას თბილ ხელებს ვგრძნობდი სახეზე მაგრამ ვერაფრის თქმას ვბედავდი რადგან მეშინოდა... მეშინოდა ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო და ჩემი სიტყვები ისევ ჩუმ ფიქრებად არ დამრჩენოდა
-ახლავე ჩემო პატარა წავალ და ექიმს დავუძახებ, ახლავე დავბრუნდები ხო? ცრემლიანი მკოცნიდა და ოთახიდან გავარდა

- ნინა -
ეკლესიიდან ისევ საავადმყოფოს მოსაცდელში დავბრუნდი, ნოე ორი დღეა რაც მივლინებაში წავიდა მაგრამ საათიც არ გავა ისე, რომ ევას ამბავი არ იკითხოს, საკუთარ თავს ადანაშაულებს ევას ცუდად ყოფნაში. მესმოდა მისი, მესმოდა რადგან ერთიწლის უკან მეც იგივეს ვგრძნობდი, მსხვერპლი კი ორივე შემთხვევაში ევა აღმოჩნდა. ანასტასია მთელი დღეები ჩვენთან არის, წუთითაც კი არ გვტოვებს, შემიძლია დავიფიცო რომ ამდენი წლის მანძილზე არ მინახავს ადამიანი რომელსაც მეგობრის ასე სიყვარული შეუძლია, სულ გვამშვიდებს მაგრამ როგორცკი მარტო რჩება უსუსური ბავშვივით ტირის და უფალს სთხოვს ევას გამოჯანმრთელებას..
ის ის იყო წყლის ამოსატანად ვაპირებდი ჩასვლას პალატიდან დავითი რომ გამოვარდა ექიმს რაღაც უთხრა და ბედნიერი მოვარდა ჩემთან
-ნინა ნინა... ყველაფერი დამთავრდა გესმის? გაუძლო ევამ.. ამ დაბრკოლებასაც გაუძლო... ჩვენი ევა ნინა კარგად იქნება, ჩვენი გოგონა გონს მოვიდა, არ გაგვწირა.. ვერ გაგვიმეტა უბედურებისთვის.

- ანასტასია -
დათო ბიძიას სიტყვების შემდეგ მივხვდი რომ გავცოცხლდი... მივხვდი რომ აწი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა და ემოციებისგან დაცლილი ბოლო ხმაზე ავტირდი, ამავდროულად ვიცინოდი შიგადაშიგ
-დამთავრდა ბიძია... დამთავრდა ჩვენი წამება... აწი ყველაფერი სხვანაირად იქნება, აწი ისევ ფერადი გახდება ყველაფერი, ჩემი ევა...
ვიგრძენი როგორ ჩამიხუტა ორივემ და გული სიხარულით ამევსო.

- ევა -
მამას გასვლისთანავე ექიმი შემოვიდა პალატაში
გამსინჯა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად იყო და ამიერიდან ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, მაგრამ ...
იყო ერთი მაგრამ, მეშინოდა მორიგი იმედგაცრუების და ჩუმად ვიყავი პალატაში დედა შემოვიდა (უფროს წორად შემოვარდა) და ჩამეხუტე
-დედას ანგელოზო.... როგორ ხარ დე
ნაზად მისვამდა სახეზე ხელს, თვალები ამიცრემლიანდა და ვფიქრობდი გამებედა თუ არა როცა ჩემდაუნებურად ჩავიჩურჩულე
- დეე...
დედას რეაქცია? ბედნიერება, გაოცება და სხვა მრავალი ამოუხსნობი ემოცია იკითხებოდა მის თვალებში
-ლაპარაკობ დეე, ყველაფერი დაძლიე დედას ანგელოზო ... ჩემი ევა დამიბრუნდა გესმით ხალხო?
დაიყვირა და სიხარულისგან უფრო ატირდა, მამა შემოვიდა პალატაში და დედა მივარდა
-ჩვენი ევა დავით ჩვენი გოგონა... დაგვიბრუნდა გესმის? ხვდები ეს რას ნიშნავს? მადლობა უფალო დიდი მადლობა ამ სასწაულისთვის
მოულოდნელად გამახსენდა რომ მანქანაში ნოესთან ერთად ვიჯექი
-ნოე... ნოე როგორ არის ?
-არ იდარდო ფერია ნოე კარგად არის არ მოგშორებია ეს დღეებია ძალიან ღელავდა, რამოდემინე დღეა მივლინებაშია წასული, იმკვირაში დაბრუნდება.
-ანასტასია?
-ერთი სულიაქვს შემოსვლამდე, ცოტახნით გავალთ მამი მე და დედა და ანასტასიას შემოვუშვებთ ხო?
-კარგი
ორივეს გავუღიმე და ანასტასიას დაველოდე... ჩემებს კარგად ვიცნობდი და ვიცოდი რომ ემოციების დასაცლელად ჩემგან გასვლა სჭირდებოდათ, რადგან მე არ მეგრძნო როგორ სტკიოდათ ჩემი ‘მდუმარება’. ბედნიერი და ღიმილიანი ანასტასიას დანახვისას ყველაფერი გადამავიწყდა
-ჩემო ლამაზო... როგორ მოენატრე შენს დაიკოს, ამიერიდან წამითაც არ მოგიშორებ გვერდიდან
გამეცინა და ჩავიციე ვანიშნე ჩემთან დამჯდარიყო
-პატარავ იცი ნოე როგორ ნერვიულობდა? სულ აქ იყო
-მხოლოდ იმიტომ რომ თავს დამნაშავედ თვლის
როგორც ჩანს არიცოდა ტასომ რომ ვსაუბრობდი და ‘თვალებდაჭყეტილმა’ გამომხედა
-არცკიმჯერავს, ნუთუ ... ვაიმე ღმერთო (საოცრად დაბნეული და გახარებული იყო)
-ამიერიდან ვეღარ გამაჩუმებ
გავუცინე და ჩავეხუტე...

1 კვირა გავიდა, ნელნელა ყველაფერი მის ადგილს დაუბრუნდა, მე უკვე სახლში ვიყავი... სახლში სადაც აღარ მეგულებოდა მოწყენილი მშობლები, სახლში სადაც ყველა გაღიმებული დადიოდა.. მეც დიდხანს ვიძინებდი თავში მოხვედრილ რბილ მატერიას რომ არ გავეღვიძებინე
-ევაჩკა რაარის რა ძილისგუდა გახდი გოგო ადექი ფეხზე
-ანასტასია 3 თვლაზე თვალებს გავახელ და ჯობია აქ არ დამხვდე, ჯერ ევაჩკას და შემდეგ გაღვიძების გამო
-ოჰოჰოჰ ატლიკინდა... რაკარგი იყო პასუხს რო ვერ მიბრუნებდი (იცინის)
-აჰა ანუ ეგრე არააა? ვიწყებ თვლას სამი... ორი... ახლა სად გამექცევი
ბალიში ავიღე და კარებში გასულ ანასტასიას გავეკიდე, მთელს სახლში ჩვენი სიცილი ისმოდა, ანასტასია დედასთან შევარდა თავდაცვის მიზნით, ის ის იყო მეც უნდა შევსულიყავი მყარ სხეულს რომ შევეჯახე, აუცილებლად წავიქცეოდი რომარა წელზე მოხვეული ხელები
-მე... მე... ბოდიში
დავიბნეულმა თავის განთავისუფლება ვცადე
-რა ლამაზი ხმა გქონია
ჩაეღიმა და რომ არა მამას ხმა ალბათ ხელს არც გამიშვებდა
-ადექი მამი? ნოე ჩამოვიდა ნეტა გენახა როგორ ნერვიულობდა შენზე
-ვხედავ მამა წინ მიდგას (გამეცინა) ნერვიულობდა თუ თავს ადანაშაულებდა ეს არის საკითხავი
არვიცი ასე უხეშად რატომ ვთქვი მაგრამ მეც მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშის მოხდის მაგივრად სამზარეულოსკენ გავაგრძელე გზა... ანასტასია ჩურჩულით ამედევნა
-გოგო გაგიჟდი? ბიჭი ამბის გასაგებად მოვიდა შენ კიდე...
-ცუდად გამომივიდა ხო?
-ძალიან საყვარელო, მაგრამ არაუშავს მოუხდება
ისევ გამიცინა და დედას გასძახა
-ნინა დეიდა ვერ ვიპოვე შეპირებული ნამცხვარი
-მოვდივარ ანასტასია შვილო რა მსუნაგი ხარ
ვფიქრობდი ჩემს საქციელზე და ფიქრებიდან შეტყობინების ხმამ დამაბრუნა რეალობას, ესემესი გავხსენი და გამეღიმა
„დაუნდობელო, ცოტა სიბრძნეც მონახე შენში,
იცოდე ჩემი მოთმინების ძალი მოცვდება,
შენი ჩემდამი სიძულვილი ჭკუიდან შემშლის
და არვინ უწყის გულდაკოდილს რა წამოსცდება“

-მანახე რა რა მოგწერა
როგორც ყოველთვის უსიტყვოდ მიხვდა ანასტასიამ ყველაფერს და ტელეფონი გამომგლიჯა, ესემესის წაკითხვისთანავე გაეცინა, არა რა როგორ შეუძლია სულ იცინოდეს ნამდვილი პოზიტივია ეს გოგო...
-ხომ ვამბობდი შენნაირი გიჟია ეს ბიჭიც
ტელეფონი დამიბრუნა და ვფიქრობდი რა მიმეწერა
“ფრთხილად ბატონო თქვენივე თამაშმა არ დაგწვათ“
მივწერე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე... საკითხავია მე და ანასტასიამ დედას ნერვების მოშლაში უფრო მივეხმარეთ თუ სუფრის გაწყობაში მაგრამ, ცოტახანში ყველანი სუფრასთან ვიჯექით, გვერდით ანასტასია მეჯდა წინ კი ნოე, თვალს არ მაშორებდა რამაც ცოტაარიყოს დამაბნია... არვიცი ასე შეუმჩნევლად როგორ მოახერხა მაგრამ ცოტახანში ჩემი ტელეფონი ახმაურდა
„ჯანდაბას ცეცხლი თუ შენ იქნები დავიწვა“
ხმამაღმა ჩამეცინა რამაც მისი ღიმილი გამოიწვია და ტელეფონი ადგილს დავუბრუნე, აღარ ვაპირებდი მიწერას...
საუზმემ მშვიდად ჩაიარა,ნოეც წავიდა. ხვალ მე და ანასტასია უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავით ამიტომაც მაღაზიებში გადავწყვიტეთ გასვლა...
-ტას შენი აზრით მეთამაშება?
-ნოე? არამგონი პატარავ, ზედმეტად სერიოზულია თამაშისთვის

საღამოს 5 საათი ისე მოვიდა ვერც კი გავიგეთ, იმდენი რამ ვიყიდეთ ალბათ მთელი ცხოვრება გვეყოფოდა სხვა რომ აღარაფერი გვეყიდა, დაღლილები მივაშურეთ ახლომდებარე კაფეს და სანამ შეკვეთას მოიტანდნენ ხალხს მოვავლე თვალი,ანასტასია ჩემს უკან გაოცებული იყურებოდა მეც გავიხედე და... ნეტავ არ გამეხედა ჩემს უკან ნოე იჯდა ქალთან და ბავშვთან ერთად, ორი წამიც არიყო გასული ბავშვის ხმა რომ გავიგე
-მაა ამიშ მელე ნაკინსაც ქო მიკიდი?
-გიყიდი მა აბა რასვიზამ...

-თამაშისთვის ზედმეტად სერიოზული არა ტას?
სიმწრით გამეცინა და ცრემლები შევიკავე.
რა ვიგრძენი? რაღაც საშინელება თითქოს მეტყველება ისევ დავკარგე, მაგრამ რატომ? ჩვენ ხომ ერთად არ ვიყავით? ჩვენ ხომ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს?... მაგრამ ეს სონეტები? ეს ფრაზებით საუბარი? ნუთუ მისთვის ეს არაფერია? ასეა როგორც ჩანს...

-წასვლა აღარ მიხსენო ახლახანს მოვედით და არსად წავალთ!
ანასტასია წასვლაზე ვერაფრით დავითანხმე და ვცდილობდი ნოეს იქ ყოფნა არ შემემჩნია, მაგრამ ამაოდ... საოცრად აფორიაქებული და აღელვებული ვიყავი.
-კარგი ბატონ ნოეს თამაში თუუნდა მიიღებს, მოემზადე ჩემო პატარა
ტასომ ეშმაკურად გამომხედა და კაფეში შემოსულ ბიჭებს გახედა, როგორც ჩანს იცნობდა მათ რადგან წამოდგა და მათკენ გაემართა
-სად არ შეგხვდება ადამიანი
გაუცინა ანასტასიამ და ორივე გადაკოცნა
-ტასო ტო, რამდენიხანია არმინახიხარ, მარტო ხარ ?
-შენ და შენი ‘ტოო’ რაა, არა მეგობართან ერთად ვარ (ჩვენი მაგიდისკენ ანიშნა) შემოგვიერთდით თუ სხვა გეგმები არ გაქვთ
-დიდი სიამოვნებით
გაეღიმა ბიჭებს და ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდნენ
-ევა გაიცანი ჩემი ყოფილი კურსელები სანდრო და რატი
-სასიამოვნოა, დაბრძანდით
ღიმილით მივუგე ორივეს და ტასოს ჩუმად ვანიშნე ჩემსგვერდით თვითონ დამჯდარიყო, მაგრამ როდის იყო ეს ‘მისის პოზიტივი’ რაიმეს ჩემს სასარგებლოდ აკეთებდა, რის ანასტასია იყო ჩემს წინ რომ არ დამჯდარიყო.
-ეე ყოფილი რატო ტო დავამთავრეთ სწავლა და არ ვიცი? (გაეცინა სანდროს)
-არა თქვენ ჩაგტოვეს და გიმალავთ (როგორცყოველთვის ტასუნა უპასუხოდ არავის ტოვებდა) არაფერი ბიჭებო უბრალოდ მივხვდი რომ ჟურნალისტიკა არარის ჩემი სფერო და ხელახლა უნდა გადავაბარო
-მთელიწელი იმას იძახდი რომ შენი თავი იპოვე და გინდა საუკეთესო ჟურნალისტი იყო რამ შეგიცვალა აზრი? ~
გაკვირვებულმა კითხა რატიმ მე უხერხულად ვიყავი რომ ტასო ჩემი გულისთვის თმობდა თავის საყვარელ პროფესიას
-ბოდიშს გიხდით 2 წუთში დავბრუნდები
ღიმილით ავდექი და საპირფარეშოსკენ გავემართე, შევამჩნიე რომ ნოემ დამინახა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, სახეზე ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი, ვუყურებდი და მართალია ყველაფერი მის ადგილს უბრუნდებოდა მაგრამ აღარ ვიყავი ძველებური ევა, ბევრად უფრო სევდიან და გაუბედურებულ ჩემს თავს ვხედავდი... ფიქრებში ისე გადავეშვი რომ არცკი შემიმჩნევია ჩემს უკან მდგარი ანასტასია, რომელსაც საოცრად გაბრაზებული იერი ჰქონდა
-ახლა კარგად მომისმინა პატარა ქალბატონო, არასოდეს... არასოდეს იგრძნო თავი დამნაშავედ იმაში რომ სწავლას ხელახლა ვიწყებ, ეს პირველრიგში ჩემი სურვილია და მერე დანარჩენი, წამით მაინც წარმოიდგინე თავი ჩემს ადგილას და მიხვდები რომ შანსი რომ მქონდეს უფრო მეტს გავაკეთებ შენთვის... გახსოვს? პატარები რომ ვიყავით გულის მანკის დიაგნოზი დამისვეს და ოპერაციის მერე მთელი თვე გვერდიდან არმომშორებიხარ,
-მაშინ ყველა შენთან იყო ტას
-გაჩუმდი გთხოვ, ისინი ოჯახისწევრები ან ნათესავები იყვენ და თავს ვალდებულად თვლიდნენ გვერდით მყოლოდნენ, შენ კი შენი პატარა სუფთა გულით იყავი ჩემთან... ყველა შენი ტკივილი ჩემზე მეტად გტკიოდა აი სწორედ მაშინ მივხვდი რომ შენნაირად არასდროს არავის ვეყვარებოდი... არცის დამავიწყდება ბატონები მქონდა, არცერთი მეგობარი მოსულა იმის შიშით რომ მათაც არ გადადებოდათ შენკი მაინც ყველა დღე ჩემთან იჯექი, ახლა კი დგახარ და სისულელის გამო ნერვიულობ, ნერვიულობ რომ ჟურნალისტის მაგივრად რაიმე სხვა პროფესია მექნება მაგრამ ჩემთვის მთავარი ჩვენი მეგობრობაა... ჩვენი ერთად ყოფნა, ისედაც არასოდეს უნდოდა ჩემებს ჩემი ჟურნალისტობა ხომ იცი, ხოდა მე და შენ ერთად გავხდებით ფსიქოლოგები, შენ როგორც მთელი ბავშვობა ოცნებობდი დაეხმარები მათ ვისაც ეს სჭირდები მე კი დროთაგანმავლობაში ავირჩევ სად წარმოვიდგენ ჩემს თავს, აქ კი ყველაზე მთავარი რაცაა ერთად ვიქნებით... მთელი ცხოვრება ერთად გასაგებია?
-მუდამ ერთად.. მუდამ ჩვენ ორნი ... ძალიან მიყვარხარ ტას
მოვეხვიე და მივხვდი რომ სახლში ვიყავი, მივხვდი რომ ეს ადამიანი იყო ჩემი თავშესაფარი
-გავალ ეხლა უხერხულია ბიჭებთან, შენ კი ამ ლამაზ თვალებს მოაშორე ცრემლები და მალე დაბრუნდი.

ტასო გავიდა და ბედნიერებისგან უფრო ავტირდი... კიდევ დიდხანს გავიგრძელებდი მარტოობას კარზე კაკუნი რომ არ გამეგო, მალევე მოვიწესრიგე თავი და კარი გავაღე იქვე მდგარი ნოეს დანახვა კი ძალიან გამიკვირდა
-ეს გოგოების საპირფარეშოა ნოე აქ რა გინდა?
-ვიცი მაგრამ დიდიხანია გამოსული ხარ და ვიფიქრე ცუდად ხომ არ არის თქო
ძალიან გამაღიზიანა მისმა პასუხმა და თვალებში შევხედე
-იცით რაა ბატონო ნოე? ჩემზე კარგად ყოფნაზე ფიქრს ჯობია თქვენს ოჯახს მიხედოთ
გაბრაზებულმა გავკარი მხარი და დარბაზისკენ წასული ნახევრად მოვბრუნდი
-ხოო და კიდევ ორმაგი თამაში ყველა მამაკაცს აუფასურებს
სიმწრის ღიმილით შემოვბრუნდი და მაგიდასთან მივედი
-ვიფიქრე მოგვტაცეს ლამაზი ფერია თქო
სანდრომ გამიცინა და სასმელზე მანიშნა თუ დაგისხაო
-არა, მაპატიეთ მაგრამ თუ არ მიწყენთ უნდა დაგტოვოთ
-ხო მაგრამ ევა...
-არავითარი ევა გთხოოვ ტას უნდა წავიდე ახლა და საღამოს შეგეხმიანები კარგი?
-კარგი კარგი აზრი არ აქვს თხოვნას ვიცი... მიდი და თავს გაუფრთხილდი
ანასტასია გადავკოცნე ბიჭებს შორიდან დავემშვიდობე და ის ის იყო უნდა წავსულიყავი რატის ხმამ გამაჩერა
-წინააღმდეგი თუ არ იქნები გაგიყვან სადაც მიდიხარ
დავიბენი, არმსურდა ისევ მანქანით მგზავრობა და ანასტასიას გავხედეი მან თვალებით მანიშნა როგორც გინდაო და ჩემდაუნებურად დავთანხმდი რატის.

ჩანთები საბარგულში ჩააწყო და მე წინ მოვთავსდი
- შენ ხარ ანუ ანასტასიას სანაქებო ანუ ევა... ბევრი მსმენია შენზე
-ჰოო? მაინც რა?
-მაინც ის რომ ძალიან ლამაზი ხარ მწველი მწვანე თვალებით
-ეს ანასტასიამ თქვა ? (გამეცინა)
-არამარტო ეს ... კიდევ ბევრი ლამაზი და თბილი სიტყვა, ძალიან უყვარხარ (სწრაფად დადიოდა და შიშმა მომიცვა)
-მეც ძალიან მიყვარს, რატი შეიძლება რაღაც გთხოვო?
-რათმაუნდა
-შეგიძლია ცოტა ნელა იარო?
რატის არაფერი უთქვია და სვლა შეანელა
-გეშინია სიჩქარის?
-კი ძალიან (სიმწრით გამეღიმა და გზისკენ შევაბრუნე თავი)
გზადაგზა ვასწავლიდი საით უნდა წასულიყო და მალევე მივედით სახლთან
-ძალიან დიდი მადლობა რატი (ჩანთები გამოვართვი)
-სამადლობელი არაფერია... იმედია ისევ შევხვდებით
-იმედია
გავუღიმე და სახლში შევედი სადაც მეორედ ვიგრძენი დღეს ბედნიერების სურნელი
-მოდი დედი? რამდენი რამე გიყიდია მაღაზიაში არაფერი დატოვეთ?
გაეცინა და ჩანთები გამომართვა
-ძალიან მშია დე, მამა არ მოსულა?
-კი შვილო თავის ოთახშია, საჭმელს კი ახლავე გაგიმზადებ
სანამ დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა მამასთან ავედი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და მანიშნა დაჯექიო მე კი დივანზე დაჯდომის მაგივრად მის მუხლებზე მოვკალათდი
-კარგი ნოე ეხლა დაგემშვიდობო უნდა ყველაფერს გადავხედავ და დაგიკავშირდები
-მამას მოუსვენარი გოგო იყო საყიდლებზე?
-კი მა და ძალიან დავიღალე... (თავი გულზე დავადე და შუბლზე მაკოცა) მა ნოეზე რაიცი?
-ბევრი არაფერი ჩემოპატარა ჩვენთან ახლახანს დადო კონტრაქტი ასევე ვიცი რომ ლექტორია ერთ-ერთ უნივერსიტეტში, პატარა გოგო ყავს სადღაც 3-4 წლის, რატომ დაინტერესდი?
-არაფერი მა ისე უბრალოდ კარგი ადამიანი ჩანს და ...
მოსაღამოვდა და სახლში ძალიან მოვიწყინე
არ მინდოდა მაგრამ ჩემდაუნებურად მაინც მეფიქრებოდა ნოეზე, ანასტასიაც არსად ჩანდა თავის გართობის მიზნით სოციალურ ქსელს ვეწვიე ძალიან ბევრი შეტყობინება დამხვდა „ვითომ“ მეგობრებისგან რომლებიც ყველაფრის კარგად დასრულებას და მეტყველების დაბრუნებას მილოცავდნენ, არვიცი ასე მალე საიდან გავრცელდა ინფორმაცია მაგრამ ძალიან გამაღიზიანა იმ ფაქტმა რომ ადამიანები რომლებიც ჩემი მეგობრები მეგონენ მხოლოდ კარგად ყოფნის დროს ვახსენდებოდი... არ გამიცია არავისთვის პასუხი მხოლოდ სიახლეებს ვათვალიერებდი, ის ის იყო გამოსვლას ვაპირებდი რომ ახალი მეგობრობის თხოვნა მოვიდა რატი ახალაძისგან გამეღიმა და დავიმატე.
„შენს გვერდს გადავხედე და როგორც ჩანს გიყვარს პოეზია“
„კი რატი ძალიან“
„გამოხვალ?“
„ახლა? სად?„
„ერთ ლამაზ ადგილას წაგიყვან, უბრალოდ მენდე“
„არ ვინანებ?“
„დარწმუნებული იყავი!“
სიგიჟე იქნებოდა რომ წავსულიყავი ადამიანს ჯერ არცკივიცნობდი მაგრამ სურვილი დიდი მქონდა... ამიტომაც ბევრი არ ვიფიქრე ნომერი მივწერე და ვუთხარი რომ რომ მოვიდოდა დაერეკა და ჩავიდოდი...
მოგატყუებთ რომ გითხრათ ბევრი ვიფიქრე რა ჩამეცვა თქო, ღია ვარდისფერი კაბა ჩავიცვი ამავე ფერის ბალეტკები და რატის დაველოდე.
მეც ვერ ვიგებდი რა მჭირდა ჯერ კიდევ დილით ნოეს გამო მტკიოდა გული ახლა კი რატისთან ერთად მივდიოდი „გაურკვეველ ადგილას“ ... ვეცადე მომეშორებინა თავიდან იმაზე ფიქრი რა იყო სწორი და რა არასწორი, ცხოვრებაში პირველად ვაკეთებდი იმას რაც სწორად არ მიმაჩნდა
ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა
-ჩამოდი მზად თუ ხარ
-მოვდივარ
ტელეფონი გავთიშე სარკეში ჩავიხედე და ოთახიდან გამოვედი
-სადმე მიდიხარ დედი?
გაკვირვებულმა შემომხედა ნინამ, უკვე დიდი ხანია ჩემს ტანზე კაბა არ უნახავს
-დეე გავდივარ ცოტა ხნით და მალე დავბრუნდები
-მეჩვენება თუ გამოპრანჭული ხარ ? (გაეცინა)
-გეჩვენება... გეჩვენება
ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გავედი, სანამ სადარბაზოს კიბეები ჩავიარე ორჯერ წამოვკარი ფეხი და კინაღამ წავიქეცი, მალევე შევამჩნიე სადარბაზოს სიახლოვეს მდგარი რატის მანქანა, რომელსაც რატი მიყუდებოდა
მიყურებდა და იღიმოდა (ვაღიაროთ რომ ღიმილი საშინლად უხდება) წინა კარები გამიღო და მანიშნა დაჯექიო
-გთხოვთ ქალბატონო
გამიცინა და კარები მომიხურა, მალევე დაარტყა მანქანას კრუგი და საჭესთან დაჯდა
-სად უნდა წავიდეთ?
-რომ მივალთ ნახავ (ეშმაკურად გაეღიმა) გიხდება ნაზი ფერები
-მადლობა (შევიფერე და გზას გავხედე)

დაახლოებით ნახევარი საათი მაინც დაგვჭირდა დანიშნულების ადგილას მისვლამდე, მანქანიდან გადმოვედი დიდი გალავანით შემორტყმული ეზო იყო შიგნით შევედით და ბედნიერების ღიმილმა მოიცვა ჩემი ბაგე
არვიცი სად ვიყავით მაგრამ, საოცრად ლამაზი ადგილი იყო ყვევილებით სავსე ეზო სადაც მხოლოდ ერთი შენობა იდგა რომელოს წინა ფასადი წიგნს გავდა.
შიგნით შევედით და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ეს შენობა ერთი დიდი ოთახი (დარბაზი) იყო, რომელსაც არცერთი ფანჯარა არ ქონდა... მხოლოდ ერთადერთი კარი იყო და იქედანაც გარეთ გადიოდი. ოთხივე კედელი წიგნებით იყო სავსე, შუაში მაგიდები იდგა, ერთ კუთხეში მიკროფონი და პატარა შემაღლებული ადგილი იყო. ჭერზე კი სხვადასხვა ფრაზები ეწერა სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.
-ეს... ეს უბრალოდ საოცარია აქაურობა
დაბნეული და აღფრთოვანებული ვესაუბრებოდი რატის რომელიც ამდროის განმავლობაში სანამ მე ყველაფერს გადავხედე იდგა და მიყურებდა
-დავსხდეთ კარგი?
თავი დავუქნიე და იქვე მდგარ მაგიდასთან დავჯექით, მალევე მოვიდა გოგონა ლამაზი ღიმილით
-რას ინებებთ?
-მე მხოლოდ ყავა მინდა
-კარგით მეც იგივევ მომიტანეთ რაც გოგონას და შოკოლადის ტორტი დაამატეთ გოგონასთვის ერთი ნაჭერი
ღიმილის გოგონა მალევე მოგვშორდა
-რა უნდა მოხდეს რომ აქ წამოსვლა ვინანო რატი ძალიან დიდი მადლობა
-სამადლობელი არაფერია ევა
-აქამდე რატომ არაფერი მსმენია აქაურობის შესახებ... ხშირად დადიხარ აქ?
-კი საკმაოდ, აი იქ შემაღლებულ ადგილას თუ ვინმეს სურვილი აქვს ლექსს წაიკითხავს... სხვა სამყაროა აქ ტელეფონიც კი არ იჭერს შენობაში
-და შენ? შენ კითხულობ ლექსს? (ეშმაკურად ვკითხე მიხვდა რაც მინდოდა და ჩაეცინა)
-სხვა დროს იყოს
-ძალიან რომ გთხოვო?
-დღეს არა კარგი?
-კარგი კარგი

დრო ისე მალე გავიდა ვერცკი გავიგე, ‘სამოთხიდან’ როგორცკი გამოვედით უამრავი შეტყობინება მოვიდა ტელეფონზე
-მეტიჩარა მგონი ძალიან დავაგვიანე სახლში
გამიცინა და მანქანა დაქოქა,
სახლში მალევე მივედი, ისეთი სავსე ვიყავი იმ ადგილის ნახვით რომ არაფერი მადარდებდა იმ მომენტში.
-მიდი აირბინე, რომ ახვალ მომწერე და წავალ კარგი?
-კარგი რატი... საოცრად დიდი მადლობა
უცებ ლოყაზე ვაკოცე და სადარბაზოში შევვარდი, მივხვდი რომ არ ელოდებოდა ისე გაშეშდა (თუმცა რატი კი არა არც მე ველოდი ჩემს მსგავს საქციელს)

სახლში როგორცკი შევედი რატის მივწერე მივედი თქო, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და სამყოფ ოთახში გავედი
-ევა სადახარ დედიკო ამდენი ხანი იცი მაინც როგორ ვინერვიულე?
-კარგი რა დეე მთავარია კარგად ვარ
მივედი და მოვეხვიე
-მამა სადაა დე?
-მის ოთახშია ნოესთან ერთად
-ოჰოჰ ბატონი ნოეც აქ ბრძანდება?
იმდენად ირონიულად გამომივიდა დედამ გაკვირვებულმა შემომხედა
-ევა რაარი შვილო რა ტონია სირცხვილია უფროსია ბოლობოლო ყველაფერს თავი რომ დავანებოთ
სიმწრით გამეღიმა და ჩემსოთახში მინდოდა გასვლა დედამ რომ გამაჩერა
-დედიკო კივიცი რომ არ უნდა ჩავერიო პატარა გოგო არ ხარ მაგრამ ვინიყო ის ბიჭი რომ მოგიყვანა?
-დაგვინახე დე? (გამეცინა) შენ ვინ რას გამოგაპარებს... არავინ ისეთი დე კარგი ადამიანია იცი რა ლამაზ ადგილას წამიყვანა? გეფიცები სამოთხე ვნახე დედამიწაზე
-ოჰ სად იხილა მამას ფერიამ სამოთხე?
ნოე და მამა შემოვიდა ოთახში
-არაფერი მა დედას ვუყვებოდი რაღაცას
დედამ თვალებით მანიშნა მიესალმე ადამიანსო
-ბატონი ნოე ხო? როგორი დამთხვევაა დღეს უკვე მეორედ ვხვდებით ერთმანეთს
ძალით გავუღიმე და მის პასუხს არ დაველოდე ჩემს ოთახში ავედი რომ ცოტა თავისუფლად ჩამეცვა
ჯინსის შორტი და თეთრი მაიკა ჩავიცვი ვიფიქრე წამოვწვები და დავისვენებ თქო დედა რომ შემოვიდა ოთახში
-რაარი ევა რა თავხედურათ მოიქეცი დედიკო არ შეგრცხვა მაინც? ადექი ეხლა და ჩამოდი ერთად უნდა ვივახშმოთ
-ვივახშმე მე უკვე დედა
-ევა ! სირცხვილია მამაშენის მაინც მოგერიდოს (გაბრაზებულმა გავიდა ოთახიდან და კარები ღია დამიტოვა) გელოდებით!
-მოვდივარ ჰოო მოვდივარ....

ქვევით რომ ჩავედი უკვე სუფრასთან ისხდნენ
-მეგონა მელოდებოდით (ვითომ უდარდელად გავიცინე და ნოეს პირდაპირ დავჯექი)
-ევა ევა (თავი გააქნია მამამ აქეთ იქეთ ალბათ იმის ნიშნად რომ შენგან არაფერი გამოვაო, არ ვიცი) ნოე გვიანია დარჩენილიყავი დღეს
-არა მამა რას ამბობ სახლში ოჯახს ხომ არ ალოდინებს
ჩემდაუნებურად წამომცდა და ახლა მართლა მივხვდი რომ ზედმეტი მომდიოდა ნოემ ჩანგალი ხმაურით დადო გვერდით და თვალებში შემომხედა
-არა დავით მართალია ევა ოჯახს ნამდვილად ვერ ვალოდინებ ჯობია დაგემშვიდობოთ.
ფეხზე წამოდგა და დედამ გაბრაზებულმა შემომხედა, მამასაც არ ჰქონდა მთლად კარგი მზერა
-რას ამბობ ნოე გევახშმა, ევას არ მიაქციო ყურადღება არეულია დღეს რაღაც
-არა არა ქალბატონო ნინა მართლა უნდა წავიდე

დედამ და მამამ ნოე გააცილა მე კი მშვიდად გავაგრძელე ვახშმობა
-ევა რასგავდა შენი საქციელი
ოთახში გაბრაზებული მამა შემოვიდა
-ცუდი ვთქვი მამა რამე?
-ძალიან მაწყენინე ევა
მეტი არაფერი აღარ უთქვამს და ოთახიდან გავიდა... ასეთი იყო მამა ძალიან თავისებური.. მივხვდი რომ დედაც რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ არ ვაცადე
-გთხოოვ რა დედა მეც ვიცი რომ არ ვიყავი მართალი თქვენს თვალში მაგრამ ჩემი გადმოსახედით ყველაფერი სხვანაირადააა
თვალები ამიცრემლიანდა და ჩემს ოთახში წავედი დედა შემომყვა და გვერდით დამიჯდა
-მოუყევი დედას რა გაწუხებს და გათავისუფლდები... მითხარი ევა რახდება შენს თავს იმ ბიჭმა ხომ არ გაწყენინა რამე?
-რატი? რატი არაფერ შუაშია დე
-აბა რახდება ევა არ გინდა მითხრა?
-დამპირდი რომ როგორც დედა კიარა როგორც მეგობარი ისე მომისმენ და მამას არაფერს ეტყვი
-რათქმაუნდა დედი როდის იყო ჩვენი საუბარი სადმე დაგდგომია წინ... გადაუშალე გული დედას ჩემო პატარა
დედას ყველაფერი მოვუყევი, ნოეს ესემესებიც ვაჩვენე და თვითონ ჩემზე მეტად იყო გაკვირვებული
-მოიცა ნოე ხომ შენზე ბევრად დიდია დედი
-მეტი ვერაფერი გაიგე დე? (გამეცინა) ჰო დიდია დაახლოებით 10 წლით არვიცი ზუსტად მაგრამ რამნიშვნელობა აქვს მაგას დე მეტკინა იცი? მერე რაა რომ ერთად არ ვიყავით და დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ.. აი აქ შიგნით (ხელი გულთან მივიდე) ძალიან მეტკინა... მისთვის არაფერს ნიშნავდა ჩვენი მესიჯები...
-გამაოცე ევა შვილო... არვიცი რაუნდა გითხრა, იქნებ ცოლი არც იყო ის გოგო? თან ხომ თქვი საპირფარეშოში მომაკითხა მერეო ცოლთან ერთად არამგონია ეკადრა სხვაზე ნერვიულობა
-არა დე... შენ არ იცი... არ იცი როგორ თბილად საუბრობდნენ და იცინოდნენ..
-კარგი კარგი... ვეცდები გავიგო უფრო მეტი ნოეზე დავითისგან, მე მაინც არ მგონია ნოე ამდენად არაკაცი რომ შენთვის გასართობად შემოეხედა ან რაიმე მსგავსი თუ ცოლი ყავდა... მოდი არ გვინდა ნოეზე საუბარი, მეორე ბიჭზე ვისაუბროთ რა ქვია? რატი ხო?
-ხო დე რატი... ძალიან თბილი ადამიანია, იცი რა ბედნიერი ვიყავი იქ? ძალიან დე
-დედი ერთმა როგორც არუნდა გატკინოს გული მეორე არ გამოიყენო იმისთვის რომ გაგამხიარულოს კარგი ?
-ჩემი თბილი დედიკო, მიდი მამასთან წადი ეხლა თორე ვნერვიულობ რომ გამიბრაზდა, ვიცი რომ თვითონაც ნერვიულობს და არ დატოვო მარტო დე

ფიქრებით დაღლილს მალევე დამეძინა, ალბათ მთელი დილა ვიძინებდი რომ არა ტელეფონის გაბმული ზარი, რომელიც ალბათ გაჩერებას არ აპირებდა.
-ალოო ევაჩკა გაიღვიძე?
-პირველი გავიღვიძე კი არა გამაღვიძე და მეორე თუ აუცილებელი საქმე არ გაქვს და ისე გამაღვიძე ჯობია არ დამენახო.
-საქმე მაქვს ევაჩკა არ გამითიშო, გზაში ვარ უკვე მამაშენმა დამიბარა გასაუბრებაზე მაგრამ შევთანხმდით რომ თუარ მოვეწონები მეგობრობის და ნაცნობობის გამო არ ამიყვანს ხოდა გამყევი რაა
-მამამ?
-ხო თან თუ ამიყვანა დამპირდა რომ შემიწყობს უნივერსიტეტში ხელს და შუადღის სმენიდან ვიქნები, გამყვები?
-კარგი მოდი ავდგები ახლა და ჩავიცმევ
ტელეფონი გავუთიშე და აბაზანისკენ წავედი ნახევრად მძინარე...

**
-ევააააა მოოვედიიიი
-ნუყვირი გოგო მზად ვარ
ოთახიდან გამოვედი და ჩავეხუტე, დედას დავემშვიდობეთ და მამას სამსახურში წავედით, გზაში ანასტასიას მოვუყევი ნოეს ვიზიტის შესახებ და ერთად ვფიქრობდით როგორ შემომერიგებინა გაბუტული მამა ... ‘უაზრო’ აზრით აჟიტირებულმა კი ანასტასიას ჩავკიდე ხელი და ყვავილების მაღაზიაში შევვარდი
-სად მიდიხარ გოგო რაგვინდა აქ (ბუზღუნით შემომყვა ანასტასია) ვაიმე არ მითხრა რომ ყვავილები უნდა აჩუქო ... რა გიჟი ხარ
გაეცინა მე კი გამყიდველს მივუბრუნდი და გავუღიმე
-გამარჯობათ ყველაზე ლამაზი თეთრი ვარდების ბუკეტი მინდა
გოგონამ საუკეთესო ამარჩევინა და ვიყიდეთ
-ბარათიც დაგვჭირდება
ანასტასიამ ბარათიც გამოართვა კალამი ამოიღო და მე მომაჩეჩა
-აბა აიღე და დაუწერე რასაც გული გეტყვის
გამოვართვი კალამი და ტექსტის წერა დავიწყე
„ჩემო ბუზღუნა მამიკო, ეს თეთრი ვარდები შენ მოგიტანე სინანულის ნიშნად, იმედია აპატიებ შენს ფერიას რომ გაწყენინა...ხედავ რა უაზრო წერილი გამოდის? მაპატიე რა მა ხო იცი რომ შენი წყენინება არცკი მიფიქრია, ბატონ ნოეს კი თუ ისურვებ შენთან ერთად მოვუხდი უხეშობისთვის ბოდიშს!... ( ეს ბოლო ისე დავწერე მა იმედია მართლა მაგას არ მთხოვ) მიყვარხარ „
სიცილით გადავიკითხე და კომპანიასთან მისულს ანასტასიას მივაჩეჩე ყვავილები
-ეხლა ადი ტასუნ ზევით თან გაესაუბრე და სანამ არ წამოხვალ არმისცე უფლება ნახოს ბარათი თორე ხოიცი რატიპია ბოდიშის მოხდა სირცხვილი არასოდესააო და მართლა ამიყვანს მოსაბოდიშებლად... გასაუბრებაზე წარმატებებიდა მალე ქენი იცოდე საათობით არმალოდინო აქ ...

**
-ქვევით რატომ ხარ?
არვიცი ნოე მოულოდნელად საიდან გამოჩნდა მაგრამ შემაშინა
-ნოე? ტასოს ველოდები ზევით არის, კარგია რომ გნახე გუშინდელზე მინდა გითხრა რომ ზედმეტი მომივიდა და ...
ვიფიქრე რომ გამაჩერებდა შუა ლაპარაკის დროს „არა ევა რა სისულელეა“ „ეგ არაფერი“ ან რაიმე მსგავსი სიტყვებით მაგრამ ეს ხომ ნოეა
-და რაა ევა?
-ბოდიში
ჩუმად ვუთხარი და ვიფიქრე გავივლი თქო აქვე ტასოს მოსვლამდე მაგრამ ნოემ არ გამიშვა
-ბოდიშს მიხდი სითავხედისთვის და ისევ იგივეს აკეთებ ... ნუთუ დაგაკლო ქალბატონმა ნინამ ზრდილობა (გამიღიმა და თვალებში შემომხედა, მე ვერაფერს ვეუბნებოდი)
-არა უბრალოდ დედამ კარგად მასწავლა რომ ცოლიან კაცებს უნდა ვუფრთხილდე
გაბრაზებულმა გავხედე რამაც მისი სიცილი გამოიწვია
-პატარა ... პატარა და ეჭვიანი ევა !
-მეჩვენება თუ დამცინი?? ან ეჭვიანობა რა შუაშია? თუ არ იცი გეტყვი რომ იმ ადამიანზე ეჭვიანობენ რომელიც უყვართ, რომელიც უყვართ გაიგე? მე კი შენს მიმართ მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობ, სიბრალულს რომ არ შეგიძლია ერთ ქალს დაჯერდე ეს კი კაცობა გგონია ალბათ არ შეგიძლია ცოლის ერთგული იყო, შვილი მაინც არ გეცოდება არ შეგიძლია ...
გაბრაზებულმა ისე დაუფიქრებლად მივაყარე არცმიფიქრია რა სისულელეს ვლაპარაკობდი...კიდევ გაგრძელებას ვაპირებდი მკლავში რომ მომკიდა ხელი და ისე მაგრად მომიჭირა ცოტაც და „შემოვემსხვრეოდი“
-რახან საუბარი დაიწყე არ ნიშნავს რომ ბავშვივით დაუფიქრებლად უნდა ისაუბრო...არასოდეს არ გაბედო და ჩემი ცოლ შვილი ცუდად არ ახსენო... არ გაბედო ევა !
საოცრად ცივი სიმშვიდით მითცრა, ვიფიქრე იფეთქებს სადაცაა თქო მაგრამ ადგილიდან ისე მოწყდა ვერაფრის გაანალიზება ვერ მოვასწარი...
„კიდე აქეთაა დიდგულზე? კიდე მევარ მტყუანი? „
ჩემთვის ვბრაზობდი ანასტასია რომ დაბრუნდა და გაკვირვებული მიყურებდა
-ჰეიი ევაჩკა მშვიდობა გაქვს?
-აზრზე ხარ ტასო? კიდე მევარ ცუდი.. კიდე მეე
ჩემდაუნებურად ამიცრემლიანდა თვალები და ანასტასიას ჩავეხუტე
-მე.. მე.. თვითონ
ვტიროდი და ვერაფერს ვეღარ ვამბობდი
-ჩუუ.. ჩუუ ჩემოლამაზო დამშვიდდი და მერე მომიყევი რა მოხდა
ტელეფონმა დაურეკა ტასოს და უპასუხა
„ხოო რატი ... არაფერს შენ რას შვები? ...ევას მამასთან ვიყავი ეხლა გასაუბრებაზე ვყავდი დაბადებული და... ჰოო გუშინ რომ გეუბნებოდი, მოდი მანქანით თუ ხარ... კარგი მოგწერ მისამართს გელოდები“
-რატი მოვა ეხლა და გაგვიყვანს სახლში, არ იდარდო ჩემო პატარა უთხარი შენს დაიკოს რამოცდა
ვეცადე ცოტა დავმშვიდებულიყავი, ტასოს მოვუყევი მოკლედ მომხდარის შესახებ და რატის მანქანაც გამოჩნდა, საიდანაც ღიმილით გადმოვიდა რატი და სანდრო
-ვავავა რა გოგოები ხოარ გაგვეთსნობით ლამასებო?
შორიდან დაიძახა სანდრომ და გვანიშნა გადმოდით გზის აქეთო
-არა რა ეს ბიჭი ნამდვილი პოზიტივია
სიცილით გადამიყვანა ბიჭებთან ტასომ როგორც შემეძლო ისე გავუღიმე ორივეს,
ტასომ არავინ არ დამასწროსო და წინ დაჯდა
-კარგად ხარ?
კარები გამიღო რატიმ და ჩუმად მკითხა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,
ის ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი ფეხი რომ ამიცურდა და რატის მკლავებში მოვექეცი, სწორედ ამ დროს დავინახე ჩვენს მოპირდაპირე მხარეს მდგომი ნოე მაგრამ არ შევიმჩნიე
-მაპატიე რატი
-არა რაა ამ გოგოს სიარული უნდა ვასწავლო (ჩემი კარგად ყოფნით დამშვიდებულმა დაიძახა ანასტასიამ )
-ბოდიში კინაღამ შენც წაგაქციე
უხერხულად გავხედე რატის და სანდროს გვერდით დავჯექი..
-გოგოებო გეჩქარებათ თუ დავჯდეთ სადმე ?
-მაპატიეთ მაგრამ მე სახლში უნდა წავიდე
ჩუმად ვთქვი და გზისკენ გავიხედე (ჩემი ჩვევაა როცა მანქანაში ვზივარ სულ გზას ვუყურებ)
-ეე.. კარგი რა ევა რაპონტია ტოო
უკმაყოფილება გამოთქვა სანდრომ და აბუზღუნდა
-ასე მირჩევნია კარგი? არ გეწყინოთ
რატი ჩუმად იჯდა საჭესთან და არაფერს ამბობდა, ანასტასიამ იცოდა რომ ახლა მარტო ყოფნა მსურდა სანდრო კი ‘ჯუჯღუნს’ არ ამთავრებდა, პირველი მე დამტოვეს სახლში მერე ანასტასიას წაიყვანდნენ... სახლში შევედი, ის ის იყო ოთახში უნდა შევსულიყავი დედა რომ მოვარდა და ჩუმად მითხრა უნდა დაგელაპარაკოო
-ჩემს ოთახში ავალ ცოტახანში და ამო
შუბლზე ვაკოცე და მამასთან შევედი სამყოფ ოთახში
-მაა ისევ მიბრაზდები?
მამას არაფერი არ უთქვია და არც მე დამიძალებია საუბარი
-კარგი როგორც გინდა...
ჩემს ოთახში მივდიოდი რომ წამოდგა და გამაჩერა
-ევა მოხდა რამე?
-არაფერი რაუნდა ხდებოდეს?
-არაფერი?
-არაფერი მამა
პასუხს აღარ დავლოდებივარ და გამოვედი ოთახიდან, დედა ვერსად ვიპოვე და მივხვდი რომ უკვე ჩემს ოთახში იქნებოდა ასული
-შემოდი შემოდი მალე
თითქმის ძალით შემიყვანა ოთახში და კარები მოხურა.
-მოდი მოდი დედიკო რაუნდა მოგიყვე.
-რახდება დე კარგად ხარ?
-კი კი.. მოკლედ ნოეს პატარა გოგო ყავს რომელიც ახლახანს გახდა 5 წლის
-დე არ მაინტერესებს ეგ ადამიანი
მინდოდა შეეწყვიტა მასზე საუბარი მაგრამ როდის იყო ქალბატონი ნინა ჩემს ჭკუაზე დადიოდა
-დაჯექი და მომისმინე, ის გოგო რომელიც რესტორანში ნახე სავარაუდოდ მისი და იქნებოდა
მიხვდა რომ რაღაცის თქმას ვპიარებდი და ხმა გამაჩუმა
-მომისმინე თქო, მართლაც ყავდა ნოეს ცოლი, ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა მაგრამ სამწუხაროდ 4 წლის უკან, ავტოავარიას ემსხვერპლა.
-მოიცა ანუ
დავიბენი და ხმას ვეღარ ვიღებდი... დილანდელი დიალოგი გამახსენდა და მხოლოდ ახლა მივხვდი თუ როგორ ძალიან შევტოპე.
-ნინააა
მამას ხმა გავიგონეთ ქვევიდან და დედა საჩქაროდ წამოდგა ფეხზე
-ჩავალ დედიკო მამაშენთან სადილი უნდა გავუმზადო და მერე გავაგრძელოთ საუბარი...

---
არვიცი როდის ჩამეძინა რომ გავიღვიძე 3 საათი იყო შუაღამის და აღარ ვიცოდი რა მექნა, ძილით არ მეძინებოდა, როგორც ყოველთვის ისევ სოციალურ ქსელს ვეწვიე, როგორც ჩანს არც ანასტასიას ეძინა და მომწერა
„გაგეღვიძა თუ ვერ დაიძინე?“
„გამეღვიძა ტასი შენ?“
„მე ვერ დავიძინე“
„რატომ ??? „
„აუ გოგო რაღაცნაირად ვარ“
„რანაირად?“
„ერთი ბიჭი მომწონს მგონი“
„ვაიმე ტას რა შორიდან უვლი მითხარი ნუ დამტანჯე“
„მომისმინე დედა მოდის მგონი და გონია რომ მძინავს, გავედი დავხუროო ლეპტოპი და ხვალ ყველაფერს გეტყვი შენთავსფიცავარ“
„მოიცა გოგო მომწერე ბარემ და გადი.
აუ ტასოო...
ოოოხ... კარგი ტბილი ძილი“
გავიდა ანასტასია და ვფიქრობდი ვინ შეიძლება მოწონებოდა ტასოს
ბევრი მატარა ფიქრებმა იქეთ აქეთ მაგრამ ფაქტია სანამ ტასოს არ ვნახავდი ვერაფერს გავიგებდი.

-ევა ორი საათია გაიღვიძე უკვე
-დეე რატომ მაღვიძებ?
ბუზღუნი დავიწყე და საბანი გადავიფარე თავზე
-ადე დედიკო ნამცხვარი გავაკეთე , ხვალიდან სწავლა გეწყება და ასე აპირებ შენ? თან ტასიკოა მოსული და გელოდება
ტასოს ხსენებაზე უცებ ავდექი გამოვფხიზლდი და პიჟამოთი ჩავირბინე ქვევით
-რაიყო გოგო მოგსდევს ვინმე ?
გამიცინა ტასომ და ნამცხვრის ჭამა გააგრძელა
-ნუ დამმართე გოგო ნერვოზი მითხარი ვინ დაიპყრო შენი გული
-რატიმ
ჩუმად თქვა და მეც გავჩუმდი... ვიფიქრე რომ მომესმა
-რატი? ხო მაგრამ .. მასაც მოწონხარ?
-არა ევ მან არაფერი იცის... იცი როგორ ვარ ეს დღეებია? საშინლად... თან მგონია რომ ვიღაც მოსწონს ... არ ვიცი რა გავაკეთო
-როდის მერე ? ან მე რატომ არაფერი მითხარი აქამდე?
ტასო რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ დედა შემოვიდა ოთახში და გაჩუმდა
-გოგოებო ხომ დალევთ ყავას?
-ნინა დეიდა იმდენიხანია შენი გაკეთებული ყავა არ დამილევია დიდი სიამოვნებით დავლევ
-უი დედიკო შენი ტელეფონი რეკავდა
ტელეფონი მომცა და ტასოს მიუბრუნდა
-ნალექიანი თუ უნალექო?
-იყოს ნალექიანი თუარ გაგაწვალებთ
ტელეფონს დავხედე და რატისგან 3 გამოტოვებული ზარი იყო
-ეხლავე მოვალ
ოთახიდან გამოვედი და რატის ნომერზე დავრეკე
-რატი მირეკავდი?
-კი ევა როგორ ხარ?
-მადლობა კარგად შენ?
-მინდა რომ გნახო ცოტახნით, თუ გცალია რათქმაუნდა
მაშინვე ანასტასიას სიტყვები გამახსენდა ძალიან დავიბენი, რა უნდა მეთქვაა? ღმერთო რა საშინელ სიტუაციაში ვარ
-არა რატი სამწუხაროდ არ მცალია ბოდიშს გიხდი
ვეცადე უხეშად არ გამომსვლოდა
-იმდღეს ტიროდი... ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი კი... ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის
-კარგი ევა დროებით... უბრალოდ იცოდე რომ თუ რაიმე დაგჭირდა შეგიძლია დამირეკო რა დროც არ უნდა იყოს
-მადლობა რატი ... დროებით
ტელეფონი გავუთიშე და ლამის მეტირა ისე ვიყავი
-ევა არ მოხვალ?
ოთახიდან გამომძახა ტასომ, ვეცადე დავმშვიდებულიყავი და ღიმილით დავბრუნდი მათთან
-ვინ იყო?
იქედან გამომდინარე რომ არავინ მირეკავდა და არავის ვურეკავდი ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, ვერ ვეტყოდი რომ იცი რაა ტასო ბიჭი რომელიც შენ მოგწონს მე მირეკავს და შეხვედრას მთხოვს თქო და უნებურად ყველაზე დიდი სისულელე წამოვროშე
-ნოე იყო
-ნოე? (დედამ და ტასომ ერთად გაიკვირვა რამაც მე უფრო დამაბნია) რა უნდოდა?
-რაო და ... არაფერი... უბრალოდ მომიკითხა
-დარწმუნებული ხარ? (ეჭვით მომიბრუნდა ანასტასია)
-რათქმაუნდა
ისე დამაჯერებლად ვთქვი რომ ცოტაც და მეც დავიჯერებდი საკუთარ სიტყვებს
-კარგი კარგი ... მოკლედ გავიქეცი ეხლა, ორიწუთით შემოვირბინე აქვე ვიყავი, დილას შეგეხმიანები
ტასიკო გადავკოცნე და ოთახში დავბრუნდი დედა მომიახლოვდა და მხარზე დამადო ხელი
-დე რა მოხდა? შეგატყვე რომ რაღაც არ არის რიგზე
-საშინლად ვარ დე (თვალები ამიცრემლიანდა და ჩავეხუტე)
-რახდება ევა?
-ბიჭს რომელიც ტასოს მოსწონს მე მოვწონვარ.. არ ვიცი რა ვქნა დე
-იცის ტასომ ?
უარყოფის ნიშნად თავი გავიქნია და უფრო ჩავეხუტე
-დედი ხომ იცი რომ უნდა უთხრა?
-ვიცი.. ვიცი მაგრამ როგორ .... ან რავუთხრა
-როგორცკი შეძლებ დედას სიხარულო.. არ გადადო ეგ საქმე, ვერ დაუმალავ.... ევა იმედია იმ ბიჭის მიმართ არაფერს გრძნობ ხო? (შეშინებულმა მკითხა თითქოს გამოერკვიაო)
-მომწონს მასთან ყოფნა, საოცრად სერიოზული და ნორმალურად მოაზროვნეა, მაგრამ ეგ არარი პრობლემა... ჩემი თავი ჯანდაბას დე ტასოს რა ვუყო?
-წადი დედი გამოიძინე და დამშვიდდი...ხვალ ვილაპარაკოთ ამ თემაზე.

არ ვიცი როდის დამეძნა მაგრამ დილას რვაც არ იყო რომ გამეღვიძა, უნივერსიტეტში წასვლა ისე მიხაროდა მალევე გავემზადე და ტასოს მოლოდინში დავდიოდი წინ და უკან... ვერ მოვითმინე და დავურეკე
-ტასუნა რაშვები?
-რავიცი გოგო ისე მიხარია დღევანდელი დღე თითქოს პირველად მივდიოდე უნივერსიტეტში (გაეცინა) მზად ხარ შენ?
-კი კი... გამოვიდე??
-არა ჯერ მე სანდრო და რატი გამოგივლით 5 წუთში და დაგირეკავ
„აუცილებლად ვეტყვი უფალო... აუცილებლად ვეტყვი“
ტასოს მოსვლამდე გუშინ მორჩენილი ნამცხვარი ვჭამე და დედას მაცივარზე წერილი დავუტოვე
„არ გაგაღვიძე დე... როგორც ჩანს მამა ისევ მებუტება, გადაეცი რომ ბუტიაც მიყვარს.
P.s _ შენ არ იეგოისტო ყველაზე კარგი მყავხარ <3 „

ანასტასიამ მომწერა და ქვევით ჩავედი
-როგორ ხართ?
სამივე გადავკოცნე და უკან დავჯექი
-კარგად ევაჩკა შენ?
გამიცინა სანდრომ და გვერდით მომიჯდა
-რავიცი ნორმალურად... ეს ევაჩკა ქალბატონმა გასწავლა ხო?
ვითომ სიბრაზით გავხედე ანასტასიას და ყველას გაგვეცინა... უფრო სწორად რატიმ მხოლოდ გაგვიღიმა
უნივერსიტეტში მალევე მივედით, გავიყავით მე და ტასო სხვა აუდიტორიაში მივდიოდით რატი და სანდრო სხვაში, წასვლისხანს რატი მომიახლოვდა და ხელში პატარა ყუთი ჩამიდო და ჩუმად მითხრა
-სწავლის დაწყებას გილოცავ ევა
ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე გაბრუნდა და წავიდა... ანასტასიასგან შეუმჩნევლად ჩავდე საჩუქარი ჩანთაში და ვეცადე არაფერი შემმჩნეოდა..

**
ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე წარმოდგენა შემეძლო... გვახარეს რომ ხვალიდან ცნობილი ფსიქოლოგი ჩაგვიტარებდა ლექციებს რამოდენიმე თვის განმავლობაში...
სახლში როგორცკი მივედი ჩანთიდან რატის მოცემული საჩუქარი ამოვიღე და გავხსენი, შიგნით საოცრად ლამაზი კულონი იდო... ერთადერთი რაც გავაკეთე ის იყო რომ ტასოს მივწერე
„ხვალ აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ“
‘“ნუ მაშინებ რა ხდება?“
„საშიში არაფერია ხვალ ვისაუბროთ... უყვარხარ ევას“
„ევა ხომ კარგად ხარ? გინდა მოვიდე?“
„არა საჩქარო არაფერია... ხვალ ლექციების მერე გავისეირნოთ და ვისაუბრებთ თან“
„კარგი ლამაზო გაკოცე, ანასტასიას ბედნიერების წყარო ხარ ^_^“
„ჩემი მეტიჩარა... დროებით“

ტელეფონი გადავდევი და სამზარეულოში ჩავედი, როგორც ჩანს მამა სახლშია მივედი და გვერდით დავუჯექი, არაფრის თქმა არ ვაცადე
-მა უბრალოდ მომეხვიე კარგი? და აღარასდროს გამიბრაზდე
-ევა იციი არ მომწონხარ ეს დღეებია
-ყველაფერმა ერთად იმოქმედა ალბათ... არცმიფიქრია შენი წყენინება მა... ბოდიში
-კარგი მაგრამ მეტჯერ სამსახურში ყვავილები არ გამომიგზავნო მთელი ოფისი ჩემს ყვავილებზე საუბრობდა ნეტავ ვის მიართვესო
გამიცინა და მაგრად მიმიხუტა.... საოცარი მყავს...
დედა ნათლიასთან იყო წასული და გვიან მიაკითხავდა მამა როგორც შეთანხმდნენ ჩვენ კი მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ჭადრაკის ვთამაშობდით და როგორც ყოველთვის ახლაც მომაგებინა, შემდეგ ფილმს ვუყურეთ და ვერც გავიგეთ როდის ჩამეძინა...
დილას ჩემს ოთახში საბანში გახვეულს გამეღვიძა... გამეღვიძა და მივხვდი რომ ვაგვიანებდი... როგორ წამოვდექი და მოვემზადე არ მახსოვს, აზრზე რომ მოვედი მე და ანასტასია უკვე 10 წუთის დაგვიანებით ვიდექით აუდიტორიის კარბთან და ვფიქრობდით დაგვეკაკუნებინა თუ პირდაპირ შევსულიყავით
-ჯობია დავაკაკუნოთ მაინც ზრდილობის ამბავია
ტასომ სამჯერ მიაკაკუნა კარებს და შეაღო ... აუდიტორიაში დირექტორი იყო და ლოგიკურად ლექტორი რომელიც ზურგით იდგა, კარების ხმაზა ორივე შემობრუნდა,
-გოგონებო პირველივე დღიდან დაგვიანება არ არის ლამაზი, მითუმეტეს თქვენი ლექტორი ვერ არაპუნქტუალურ ადამიანებს, დაბრძანდით თქვენს ადგილებზე...
ანასტასიას რომ არ მოვეფხიზლებინე და წავეყვანე მერხისკენ ასე დავრჩებოდი გაშეშებული
-გოგონებო ვისაუბრე უკვე ამიტომაც თქვენს გასაგონად მოკლედ ვიტყვი, გაიცანით ფსიქოლოგიის მოწვეული ლექტორი ნოე საღლიანი
აუდიტორიაში საოცარი სიჩუმე იყო... როგორც ჩანს დილას ისე ვჩქარობდი ტელეფონისთვის ხმის გათიშვა დამვიწყებია და როცა ნოე საუბრის დაწყებას აპირებდა ზუსტად მაშინ მომივიდა შეტყობინება, სიჩუმეში ჩემი ტელეფონის ხმა მოულოდნელი ყვირილივით გაისმა და უნებურად ყველამ აქეთ გამოიხედა, შემრცხვა მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია.
-მეგობრებო პირველრიგში რაც მინდა გთხოვოთ, ერთმანეთის პატივისცემა ვიქონიოთ და ეს რამოდენიმე საათი რაც აქ უნდა გაატაროთ ტელეფონზე მეტად ლექციისკენ იყოთ ორიენტირებულები...
-ევა არ შეიმჩნიო გაატარე ვითომც არაფერი უთქვია
ანასტასიამ ჩუმად ჩაილაპარაკა და ვხვდებოდი რომ ჩემზე არანაკლებად იყო გაბრაზებული
პირველი ორი ლექცია ნოესი გვქონდა, რამოდენიმე სხვა ლექტორებიც გავიცანით და ბოლო ლექციის მოლოდინში უნივერსიტეტის ეზოში ჩამოვჯექით მე და ტასო რომელიც ისევ ბრაზობდა
-აზრზე ხარ ბიჭი რა ნაგლია?
-გამოდი აქეთ დადექი ძვლივს მზე მომეფიცხა და ნუ მეძველბიჭები თუ ქალი ხარ (გამეცინა)... ის ილაპარაკოს რაც სურს მე არ მივაქცევ ყურადღებას, უბრალოდ ბავშვებთან მართლა შემრცხვა რადგან ჩემი ტელეფონის ხმიდან გამომდინარე წამოვიდა ეგ სიტყვები
-გოგო ვინმოგწერა მართლა თუღირდა ამხელა ამბად
სიცილით გამომართვა ტელეფონი და მალევე დასერიოზულდა
-რატი... რატი რატომ გთხოვს რომ შეხვდე??
საოცრად დაბნეული და ამავდროულად ანერვიულებული იყო
-ტას...
ახსნას ვაპირებდი როცა სიტყვა გამაწყვეტინა თავზე მოიკიდა ორივე ხელი თიქოს არ სურდა იმის მოსმენა რაც მას უნდა ეთქვა
-ღმერთო... ღმერთო რა სულელი ვარ... როგორ ვერ მივხვდი რომ სულ შენზე მელაპარაკებოდა, როგორ ვერ მივხვდი რომ სულ ევა-ევა ეკერა პირზე, ევა საოცრად ლამაზია... ძალიან კარგი მეგობარი გყავს... ევას საოცარი თვალები აქვს.. ევა წყალივით სუფთაა ..... რატი რომელიც ისედაც ორ სიტყვას ძვლივს აბამს ხოლმე ერთმანეთზე, მხოლოდ შენზე საუბრობდა და შენთან მივყავდი ყველა დიალოგის ბოლოს.. მე კიდე .... ღმერთოოო
ანასტასიას ცრემლები მოდიოდა უკვე და არ ვიცოდი რა მექნა ერთადერთი რაც შევძელი მივედი და ჩავეხუტე
-მაშინაც ზუსტად ასე იყო ევა... რამოდენიმე წლის უკანაც იმ ბიჭმა აგირჩია რომელიც მე მიყვარდა... მაგრამ ლევანი და რატი რითი განსხვავდებიან იცი? ლევანმა მარტივად შეგეშვა, რატიმ კი თუ დაინახა რომ მის მიმართ ოდნავ სიმპატია მაინც გაქვს თავს არ დაგანებებს... თუ დაინახა რომ მისმა თუნდაც ერთმა სიტყვამ ბედნიერება მოგიტანა არ შეგეშვება... ასეთია რატი სწორედ ამიტომ ავირჩიე ის.. მაგრამ ასე რატომ ხდება? რატომ მაინც და მაინც შენ? ან რა გულმა გიქნა რომ არაფერი მითხარი? არ შეგეძლო გეთქვა რომ ერთმანეთს ხვდებოდით?
-ასე არ არის ჩვენ მხოლოდ ერთ....
-არაფერი თქვა გთხოვ... ახლა არაფერი მითხრა თორემ გულს გატკენ ვიცი...
რა დამემართა? სიტყვებით ვერ აგიღწერთ, თავი საოცარ უსუსურ ადამიანად ვიგრძენი... რა უნდა მექნა? ერთადერთი რაც შევძელი რამოდენიმე სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა იყო
-მაპატიე ტასო.. მაპატიე რომ მეორედ ვხდები შენი უბედურების მიზეზი...
ანასტასიას მოვშორდი, სკამზე დადებული ჩემი ჩანთა ავიღე და იქვე მდგომი სანდრო დავინახე, რომელიც ძალიან აღელვებული იყო, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგონა...
ის ის იყო უნივერსიტეტის ეზოდან უნდა გავსულიყავი სანდრო რომ დამეწია
-ევა
-მასთან დარჩი გთხოვ, ახლა მას უფრო სჭირდები
ზურგით შევბრუნდი რომ თვალს მომდგარი ცრემლები არ დაენახა
-არაფერზე იდარდო გესმის ? შენ არაფერი დაგიშავებია... არ გაბედო და არ იფიქრო რომ რაიმეში მტყუანი ხარ, შენ არაფერი გაგიკეთებია იმისთვის რომ რატის შეყვარებოდი.. ის ანასტასიას მუდამ დასავით უყურებდა, რატი კი ის კაცი არ არის გოგოს ერთ დღეს დობაზე ესაუბროს და მეორე დღეს გრძნობებზე, შენ რომ არა მაინც სხვა გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში... ის ასეთია გოგოს მიმართ გრძნობები თუ აქვს თავიდანვე ამჟღავნებს... მისთვის არ არსებობს მცნება „ვმეგობრობდით და ჩვენდაუნებურად მოხდა ყველაფერი“
თავს ვეღარ ვიკავებდი ვტიროდი სანდრომ შემომაბრუნა და ჩამიხუტა
-შენ ძალიან კარგი ხარ... ამიტომაც აგირჩია რატიმ
-არ მოშორდე გთხოვ კარგი? მასთან იყავი თუ გაქვს დრო
-აბა რასვიზამ ტო .. შენ არაფერზე იდარდო
უნივერსიტეტის ეზოდან გამოვედი... ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი..

სახლში როგორც ჩანს არავინ იყო, ჩემს ოთახში შევედი და წამოვწექი
ახლა რა უნდა მექნა? მართალია ანასტასია, მისთვის თავიდანვე უნდა მეთქვა და იქნებ ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო... უკვე საღამო იყო კარების ხმა რომ გავიგე ალბათ დედა მოვიდა თქო გავიფიქრე და არ ავდექი... ცოტახანში ფეხის ხმა გავიგე, დედას კითხვების ასარიდებლად თვალები დავხუჭე რომ თითქოს მეძინა...
-მაპატიე ნერვებს ავყევი... შენ არაფერ შუაში ხარ, შენ არც მაშინ ყოფილხარ ჩემი უბედურების მიზეზი და არც ახლა ხარ... მიზეზი მხოლოდ მე ვარ, ყოველთვის არასწორად ვირჩევდი ადამიანებს, მაშინ 11 კლასში როცა ვიყავი ბევრად უფრო მეტად მეტკინა ვიდრე ახლა იცი რატომ? ლევანი ის ადამიანი იყო ვინც პირველად შევიყვარე... რატი მომწონს... ძალიან მომწონს მაგრამ ეს ჩემი შეცდომაა რადგან ამით მე მისი ჩემდამი შემოთავაძებული და-ძმობა დავანგრიე... მე თავიდანვე ვიცოდი რომ ამას გაგრძელება არ ექნებოდა... არ ვიცი შენ რას გრძნობ რატის მიმართ მაგრამ არ მინდა რომ იგივე შეცდომა დავუშვა რაც წლების წინ... თუ მოგწონს რატი... თუ მასთან გინდა ურთიერთობის ცდა მე არ მინდა თქვენს შორის ბარიერი ვიყო... მაპატიე კარგი? ვიცი რომ გინდოდა თქმა, ვიცი რომ დღეს სწორედ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა
ვიწექი და ვტიროდი, ხმას ვერ ვიღებდი ანასტასია მოვიდა და ზურგიდან მომეხვია
-ხომ მაპატიებ დღევანდელს?
გადმოვტრიალდი და სახეზე ჩამოვუსვი ხელი
-შენ საპატიებელი არაფერი გაქვს... ის ყველაფერი რაც თქვი სიმართლე იყო
-მოდი ეს თქემა აღარ გვინდა კარგი?
-კარგი
-იციი რომ წახვედი ნოე შემხვდა
-მერე რაო?
-რავიცი არაფერი თემის გადასატანად გითხარი
სიცილით მითხრა და მეც გამეცინა
-იციი მაინტერესებს
-რა გაინტერესებს? (ღიმილით ვკითხე)
-რასგრძნობ ნოეს მიმართ
-არვიცი... მართლა არ ვიცი
-და რატის?
თვალებში მიყურებდა და ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა
-ხომ თქვი რომ თემა შევცვალოთო?
-გულწრფელად მითხარი რასფიქობ
-არაფერს ტასო რაუნდა ვიფიქრო
თვალები მოვაშორე საწოლიდან ავდექი და ნერვიულად გავხედე
-გულწრფელად თქო ევა
-რაა ტასო რა გითხრა ის რომ კარგად ვგრძნობ თავს რატისთან? ის რომ მასთან საოცრად დაცულად ვარ და არვფიქრობ გარეთ რახდება? მხოლოდ ერთელ ვიყავით ერთად მაგრამ საოცრად რომ დამამახსოვრა თავი ის გითხრა? თუ იმის მერე რაც გავიგე რომ რატის მიმართ გრძნობები გაქვს თავს საშინლად რომ ვგრძნობ?
ანასტასია ადგა და ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო, მალევე ამოიღო ჩემი ტელეფონი და მომცა
-აჰა გამომართვი რატიმ დაგირეკა და მოგწერა არაერთხელ
-ვერ გავიგე ასე რატომ იქცევი... ვერ გავიგე რა გინდა რომ გავაკეთო.. რატიმ მომწერა არა? აი რატი
ტელეფონი გამოვართვი და კედელს ვესროლე
-აი რატი ანასტასია ... შენიაზრით შევიცვალე? ისევ ის ევა ვარ რაც მეცხე კლასში ვიყავი... როგორც მაშნ არ შემეძლო ლევანთან ურთიერთობის ცდა ისევე არ შემიძლია ახლა... როცა ვიცი რომ ბიჭი მოგწონს თუნდაც შენ არანაირი შანსი არ გქონდეს შევძლებ მასთან ურთიერთობის აწყობას? კარგი ვთქვათ მე შევძელი და დავივიწყე ყველაფერი, შენ ტასო?? შენ შეძლებ რომ ისე გვიყურო მე და რატის ერთად ვითომც არაფერი? შეძლებ ამიტანო მის გვერდით? თუ როგორც ადრე ისევ დამიმალავ შენს გრძნობებს და დღიურში გადაიტან... მერე კი ერთ დღეს თუ გამიმართლებს ვიპოვიი დღიურს და ყველაფერი ხელახლა დამემხობა თავზე
საოცრად გაღიზიანებული ვიყავი და ვერც კი მივხვდი რომ ბოლოხმაზე ვყვიროდი, შემიძლია დავიფიცო რომ ტასოს ასეთი არასოდეს ვუნახივარ
-დამშვიდდი ევა გთხოვ.. მე უბრალოდ... მე შევძლებ და იცი რატომ ??? გითხარი და ისევ გიმეორებ არ მიყვარს რატი არაა... უბრალოდ მისი სისხვანაირე მიზიდავდა, უბრალოდ ლევანს ჰგავს ძალიან... შენ ხომ მაინც იცი არაა... შენ ხომ მაინც იცი რომ ერთადერთ იყო ლევანი ვინც ვერავის შევადარე, ხოდა რატიში ლევანს ვხედავდი, მის ხასიათებს... მისი სიფიცხე, გემოვნებაც მისნაირი ჰქონია ხედავ?? მანაც შენ აგირჩია მაგრამ ახლა მართლა არ მტკივა..გეფიცები ევა... რატომ არ გინდა დამიჯერო... მე წავალ წავალ და გთხოვ რომ დაფიქრდი, თუკი მასთან გინდა მიეცი თავს ბედნიერების საშუალება, ხუთი თითივით გიცნობ შენ და ხუთი თითივით ვიცნობ რატისაც მას შეუძლია ბედნიერი გაგხადოს...
ანასტასია წავიდა და მარტო დავრჩი... ნერვებისგან მინდოდა მეყვირა და ვიყვირებდი კიდეც ალბათ ოთახში მამა რომ არ შემოსულიყო
-ევა რა ხდება ანერვიულებული ხარ... ანასტასიაც ტირილით გავიდა გარეთ
-ჩამეხუტე რა მაა
დავიჩურჩულე და აცრემლებულმა მოვეხვიე მამას


არმინდოდა დღეს ლექციაზე წასვლა, ვიცოდი გუშინდელი ამბების მერე არც ანასწასია იყო წამსვლელი და სახლში მივაკითხე, კარები ღია იყო და შევედი, არც სამყოფ ოთახში და არც სამზარეულოში არავინ იყო, ამიტომ პირდაპირ ანასტასიას ოთახისკენ წავედი, როგორც ჩანს ანასტასია აბაზანაში იყო და ვფიქრობდი რა მომეფიქრებინა ‘სამაიმუნოდ’ , სააბაზანოს კარებზე დაკიდულ ხალათს და პირსახოცხ რომ მოვკარი თვალი ეშმაკურად ჩამეღიმა და ორივე ოთახში შემოვიტანე... ანასტასიას ბუზღუნის ხმა მალევე გავიგე და ფარდის უკან დავდექი
-სულ როგორ უნდა დამავიწყდეს პირსახოცი რანაირი ადამიანი ვარ?
ტრუსის ამარა შემოტანტალდა ოთახში სველი თმებით... ჩემს დანახვაზე შიშისგან ხმამაღლა დაიკივლა და მკერდზე ხელი აიფარა, სიცილი ვერ შევიკავე და გამოვედი
-შეენ.... ასე არა ევა??? ოოოხ... როგორ შემაშინე ადამიანო გული არ გაქვს?? მოიცა შენ დამიმალე არა პირსახოცი და ხალათი???
ისევ ვიცინოდი და ბალიში მესროლა
-საზიზღარო
პირსახოცი მოვაფარე და ჩავეხუტე
-ძალიან მომენატრე და აღარასოდეს აღარავის გამო აღარ ვიჩხუბოთ.. დავივიწყოთ რაც იყო
-მე უკვე აღარც მახსოვდა (გაეცინა) მაგრამ იცოდე ამ შიშს არ გაპატიებ, თამაში გინდა? კიბატონო 1:0 შენს სასარგებლოდ მაჩაბელის ასულო
-არგირჩევ ტასიკო
საჩვენებელი თითი გავუქნიე აქეთ იქეთ და თვალები დავიწვრილე
-ხოარ შეშინდი ჩიტო? ... წამო ქვევით იციი გუშინ დედამ შენი საყვარელი მარწყვის ტორტი გამოაცხო და მაცივარში გველოდება
ჯერ ტორტი მივირთვით შემდეგ ფილმს ვუყურეთ და აღარ ვიცოდით რა გვექნა
-უი მართლა რა გამახსენდა მამასთან რომ იყავი გასაუბრებაზე არ დაგირეკა?
-არა ევაჩკა იმკვირაში დაგირეკავო და...
-ხოდა წამო თავი შეახსენე
-არა გოგო უხერხულია
-ოო კარგი რაა... წამო თან ფულიც მინდა, გამოვართვათ და მერე სადმე კარგად ჩავსკდეთ არ გინდა
ვიცოდი რომ გაჭრიდა ტასო ხომ ის ადამიანია სულ რომ ჭამს და მაინც არაფერი ეტყობა... მალევე მოწესრიგდა, ტაქსი გამოვიძახეთ და წავედით
-ისე მართლა რომ ამიყვანოს რამაგარი იქნება არა?
-ასე ძალიან გინდა ტას?
-აი რაღაცნაირად მინდა რომ დაკავებული ვიყო, მომწონს საქმიანი იმიჯი
საუბარში ისე გავერთეთ ვერც კი მივხვდით რომ მივედით
-გოგონებო ხომ სწორად მოვედი? (ეჭვით გვკითხა ტაქსის მძღოლმა)
-დიახ დიახ.. აი ინებეთ
ფული გავუწოდე და მანქანიდან გადმოვედით
-ხურდა დაიტოვეთ
გავუღიმე და კარები დავკეტე..

მამას მდივანმა დანახვისთანავე გამიღიმა
-გოგოებო ბატონი დავითი გასულია, მალევე დაბრუნდება
-შიგნით დაველოდებით
უხეშად უთხრა ანასტასიამ ხელი მომკიდა და კაბინეტში შემიყვანა
-რამგაგაგიჟა გოგო (გაკვირვებულმა ვკითხე)
-არ მომეწონა
ორივეს გაგვეცინა როცა ბავშვის ნაზი ხმა გავიგონეთ
-თქვენ ვინ ქალთ?
მე და ანასტასიამ იქეთ აქეთ მიმოვიხედეთ მაგრამ ვერავინ დავინახეთ და ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით
-აქ ვალ
კისკისით გამოძვრა პატარა გოგო მაგიდის ქვევიდან და წინ დაგვიდგა
-ალ მეტვით ვინ ქალთ?
-შენ ვინ ხარ პატარა მეტიჩარავ
დავიხარე და ლოყაზე მოვუსვი ხელი
-მე ნია ვალ... დათო ძიამ მითლა ლო თუ ვინმე მოვიდოდა სემეძლო მე მიმეგო და მე ვიკო დილექტოლი ასე ლომ მითალით ვინ ქალთ და ლა გინდათ
-გოგო ამას მისით ლაპარაკობს ასე დალაგებულად თუ კარნახობს ვინმე (სიცილით გადმომილაპარაკა ჩუმად ანასტასიამ მეც გამეცინა და ისევ ბავშვს მივუბრუნდი)
-მე დათო ძიას შვილი ვარ ეს ლამაზი გოგო კი ჩემი მეგობარია... აქ მარტო დაგტოვა დათო ბიძიამ? (გამიკვირდა რადგან ვერაფრით დავუშვი გონებაში რომ ასე პატარა ბავშვი შეიძლებოდა მამას მარტო დაეტოვებინა... ან საერთოდ ვინ არის ეს ბავშვი? უნდა ვაღიარო საოცრად ლამაზი კია ქერა თმებით პატარა ცხვირით და ცისფერი თვალებით)
-ალა ცემმა მამიკომ მომიკანა, მელე დათო ძია და მამა თათბილზე გავიდნენ იქედან ნაკინებს წამომიგებენ და მოვლენ
-ხომ მაგრამ აქ მარტო ხარ ?
-ალა აქ ელთ გოგოსთან ელთად დამტოვეს, გამაბლაზა თან დილექტოლი ქო ვალ და მიდოდა მალტო ვკოფილიკავი ამიტომ მოვატუე ლო სოკოლადს თუ ალ მომიტადა მამა გაუბლაზდებოდა, ქოდა გავუსვი
ანასტასიამ სიცილი ვეღარ შეიკავა და გაეცინა
-შენ რა მაგარი ტიპი ხარ ეე ... ჩვენნაირი გიჟია ევ
ვუყურებდი და მეღიმებოდა, მართლაც რა საოცარი ბავშვია... კარები გაიღო და ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა შოკოლადებით სავსე პარკით, ჩვენ მოგვესალმა და ნიასკენ წავიდა
-იმედია მოგეწონება პატარავ
გაუღიმა და პარკი წინ დაუდო
-მადობა.. სეგიძლია წაქვიდე დათო ძიას სვილი და მისი მეგობალი მოვიდა და მათთან ვიქნები
-არა არა... ბატონი დავითის მოსვლამდე ვერ დაგტოვებ ასე შევთანხმდით
-არ არის საჭირო ლიკა ჩვენ აქ ვართ უკვე
ღიმილით შემოვიდა მამა რომლის „ჩვენ“ ვერ გავიგე რადგან არავინ შემოყოლია
-ჩემი გოგოებიც მოვიდნენ, აბა ნიაკო მოგეწონა ევა და ანასტასია? ხოარ გაგაბრაზეს?
ხელში აიყვანა და ნიაკოც იმწამსვე მიეხუტა
-ალა დათო ძია კალქი გოგოები ალიან... მომეწონნენ იჩი? მამა ალ მოვიდა?
-კი პატარავ ხელი უნდა მოაწეროს რაღაც საბუთს და შემოვა ახლავე
-მამა ისე გიხდება პატარა, ხოარ იფიქრებდი?
გამეცინა და ანასტასიას გავხედე
-ხო დათო ბიძია სხვათაშორის მეც დამებადა ეგ იდეა (ამყვა ანასტასია ხუმრობაში..)
-რაღადროს ჩემი ბავშვია აწი თქვენი შვილებით გავიხარებ... დაბერდით ვერ ატყობთ?
ნიაკოს გაეცინა, მომინდა ხელში ამეყვანა და ცოტა მოვფერებოდი.. მამას გამოვართვი და ჩემს კისერში ჩადო თავი, საოცრად თბილი ბავშვია ნიაკო როგორც ჩანს
-მამა ვისია ეს ანგელოზი აქამდე რატომ არ მინახავს აქ?
-ჩემი შვილია
ზურგს უკან გაისმა ნოეს ხმა... მოულოდნელობისგან გავშეშდი მაგრამ ანასტასიამ ხელი გამკრა და მალევე მოვეგე გონს
-საოცრად ლამაზი და საყვარელია შენი გოგო
ღიმილით უთხრა ანასტასიამ და ნიაკომაც მამამისისკენ გაიწია, ნოემ ნიაკო გამომართვა და იქვე მდგარ დივანზე ღიმილით დავჯექი.
-მამა იჩიი მე ძალიან მომეწონა დათო ძიას სვილი და მისი მეგობალი
-ხოო მა კარგი გოგოები არიან, შენსავით მეტიჩრები
მამას გაეცინა მე კი ღიმილით გავხედე
-მეტიჩარა რატომ ბატონო ნოე?
ვცდილობდი უხეშადაც არ გამომსვლოდა რომ მამა ისევ არ განაწყენებულიყო ჩემზე
-მართალია შვილო ნოე თქვენ ორზე მეტიჩარა ჯერ არავინ მინახავს (გამიცინა დავითმა და ანასტასიას გახედა) ტასო მე და ნოემ ვისაუბრეთ შენს კანდიდატურაზე დღეს ვაპირებდი დარეკვას მაგრამ უნივერსიტეტში მეგონეთ ჯერ
-ჰოო... ადრე წამოვედით დღეს (ნოეს გახედა „დავითთაანარწამოგცდესრომგავაცდინეთ თვალებით და ისევ მამას მიუბრუნდა) და რა გადაწყვიტეთ?
სკამიდან წამოდგა და დადებითი პასუხის მოლოდინით იკითხა ანასტასიამ
-რა და წამოდი თანამშრომლებს გაგაცნობ, და ხვალიდან შენს მოვალეობებს გაეცნობი
-მოიცა რაა? ანუ ამიყვანეთ? ვაიმეეე (სიხარულით ლამის ხტუნვა დაიწყო ანასტასიამ) საუკეთესო ხარ დათო ბიძია სა უ კე თე სოოოო
-პირველი ორი კვირა დაგაკვირდებით შემდეგ ვნახოთ რა როგორ.... დავით შენ გააცნობ თანამშრომლებს თუ ?
-ხოო ხოო წავიყვან მე თორე გაგაგიჟებს შენ ეს
გაეცინა მამას და ანასტასია კაბინეტიდან უნდა გაეყვანა ნიაკომ რომ დაუძახა მამას
-დათო ძია ალ სეიძლება მეც ლო წამოვიდე? მეც ქო დილექტოლი ქალო მითალი და ალავინ ალ უნდა გამაცნო?
-წამოდი წამოდი პატარა მეტიჩარა... ევა მამიკო იყავით აქ და მალევე შემოვბრუნდებით
ჩვენ გამოგვხედა ნიაკო ხელში აიყვანა და კაბინეტის კარი მოხურეს..
მე და ნოე მარტო დავრჩით და ძალიან უხერხულად ვიყავი... არვიცოდი რამექნა, ალბათ ჩუმად ვიჯდებოდი ჩემთვის ნოეს რომ არ ამოეღო ხმა
-არ გინდა რომ ვისაუბროთ?
გვერდით დამიჯდა და ხელზე დამადო ხელი, მე ძალიან დავიბენი და დაბნეულმა გავხედე
-ახლა? აქ?
-ხო ახლა და აქ, რა პრობლემაა, არაფერი მაქვს დასამალი
თვალს არ მაშორებდა რაც უფრო და უფრო მაბნევდა
-კარგი... ბოდიში იმ დღინდელი საქციელისთვის ცუდად გამომივიდა
ძალიან ვნერვიულობდი ავდექი და მისკენ ზურგშექცევით დავდექი, ისიც წამოდგა შემომაბრუნა და მე ანერვიულებულმა გავაგრძელე
-მე... მე ყველაფერი სხვაგვარად მეგონა, მეგონა ცოლი გყავდა და მეთამაშებოდი, მეგონა რომ ...
არაფრის თქმა აღარ მაცადა ისე მაკოცა საოცრად ნაზად მკოცნიდა და ისე მომაშორა ტუჩები აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი საუბარი რომ დაიწყო
-არ მინდა იმის მოსმენა თუ როგორ გეგონა რომ ის კაცი ვიყავი სახლში ცოლშვილი რომ ელოდება და გარეთ სხვას ეთამაშება... მე სხვა რამეზე მსურს საუბარი
-სხვა რამეზე?
-ხო სხვა რამეზე...
-რაზე? (გეფიცებით ჩემი თავი ასე დაბნეული ჯერ არ მახსოვს)
-ჩვენზე
-ჩვენზე?
-ნუ იმეორებ ჩემს სიტყვებს
გამიღიმა და თვალს არ მაშორებდა, მე თითქოს ახლა მოვედი გონს და მოულოდნელად ვკითხე
-რატომ მაკოცე?
-რატომ გაკოცე?
მის პასუხზე გამეცინა და ჩუმად ვუთხარი
-ნუ იმეორებ ჩემს სიტყვებს
-დღეს საღამოს 7 სთვის „ლა მარე“_ში დაგელოდები... თუ მოხვალ ყველაფერზე ვისაუბრებთ და ყველაფერს გავარკვევთ, როგორც ზრდასრულ ადამიანებს სჩვევიათ და არა პატარა მეტიჩარა გოგოებს
ტუჩებზე ცერა თითი ჩამომისვა, შუბლზე მაკოცა და კაბინეტიდან გავიდა.... მე კი დამტოვა ასე ‘’ჩაფიქრებულდაბნეულგაკვირვებულღიმილიანი’’...
არვიცი აზრზე როდის მოვედი და წამოვედი კომპანიიდან მაგრამ ერთადერთი რაცმახსოვდა ის იყო რომ შვიდ საათზე „ლა მარე“_ში უნდა ვყოფილიყავი უკვე კი საათი ექვსის ნახევარს უჩვენებდა, უკვე ტაქსში ვიჯექი და სახლის მიმართულებით მივდიოდი ანასტასიამ რომ დამირეკა
„ოხ ღმერთო სულ დამავიწყდა მისი გაფრთხილება“
-გოგო სად ხარ მთელი კომპანია მოვიარე
-ვაიმე ტას ბოდიში რაა.. წამოვედი აუცილებელი საქმე მქონდა საღამოს ჩემთან გამოდი ასე 10-11 სკენ და ყველაფერს მოგიყვები კარგი?
-რახდება?ან ეს ათი-თერთმეტი საათი საღამო როდის მერეა? ან სად წადი საერთოდ?
კითხვები მომაყარა და მივხვდი მისგან თავს იოლად რომ ვერ დავიძვრენდი
-შვიდ საათზე ნოე უნდა ვნახო
-ვიინ?
იმხელაზე იყვირა ტელეფონი ყურიდან მოვიშორე
-ნუ ყვირი... ფიზიკურად არ მაქვს საუბრის დრო ტას ვერაფერს ვასწრებ თითქმის უკვე ექვსის ნახევარია გაკოცე და მიყვარხარ იცოდე
როგორცკი შევატყვე რომ სახლს მივუახლოვდით ანასტასიას ტელეფონი გავუთიშე, ტაქსის მძღოლს კი თანხა გადავუხადე და დავემშვიდობე...

ვიდექი ოთახში ღია გარდეროფთან და ვფიქრობდი რა ჩამეცვა, დედა მაინც ყოფილიყო სახლში რჩევას მომცემდა... არ ვიცი ტანსაცმელების თითო-თითოდ გადმოყრაში რა დრო გავიდა მაგრამ ბოლოს ორ კაბაზე შევაჩერე არჩევანი ერთი შავი იყო ტანზე მომდგარი მეორე კი ღია ვარდისფერი წელს ქვემოთ გაშლილი მოკლე კაბა, ვუყურებდი ორივეს და ვერ ვხვდებოდი რომელი ჩამეცვა
-ვფიქრობ ღია ვარდისფერი ჯობია გაშლილ თმებზე და შენს თეთრ მაღალ ბასანოჩქებზე არ მეთანხმები
საქმიანად შემოვიდა ანასტასია და გაოცებული ვუყურებდი როგორ მოასწრო ასე მოკლე დროში მოსვლა
-საოცარი მყავხარ
მივედი და ჩავეხუტე
-მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ შავი უფრო კარგი იქნება არა ?
-არ გეთანხმები, მე დამიჯერე კარგი ?
-კარგი

როგორც ანასტასიამ მირჩია ღია ვარდისფერი კაბა ჩავიცვი მოხდილი ზურგით, თეთრი მაღლები და თეთრი ჩანთა მოვირგე და საათს დავხედე, უკვე შვიდის ნახევარი იყო... სულ რაღაც ნახევარი საათი მქონდა დარჩენილი სადა მაკიაჟი გავიკეთე ანასტასიამ ტაქსი გამოიძახა ქვევით ჩამომყვა და ერთად ველოდებოდით
-ეხლა არაფერს გეკითხები, რომ მოხვალ დაწვრილებით ვისაუბრებთ ყველაფერზე, იცოდე დაუფიქრებლად არაფერი თქვა გაიგე?
-გავიგე ტასო გავიგე ისედაც ვნერვიულობ და ნუ მიმატებ
-მოვიდა უკვე... წადი და არაფერზე ინერვიულო
ანასტასიას დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი...

ზუსტად შვიდი საათი იყო ‘ლა მარე’_ს კარებთან რომ ვიდექი და ანერვიულებულმა შევაღე კარები... მალევე დავინახე ნოე ჩვეული ოფიციალური სამოსით და ღიმილით მივუახლოვდი.
წამოდგა სკამი გამომიწია და მეც დავჯექი...
არ მოგატყუებთ და გეტყვით რომ საოცრად დაძაბული ვიყავი.
-დამიჯერე ასე დაძაბული თუ უნდა იჯდე არაფერი გამოვა ... არაუშავს მე დაგეხმარები
ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და მიმტანს ანიშნა რომ მოსულიყო
-1 ბოთლი საუკეთესო შავი ღვინო
-ახლავე ბატონო
გოგონა ღიმილით მოგვშორდა და ისევ ნოეს შევხედე
-მიირთვი რამე
მაგიდას თვალი და ყველაფერი იყო რაც შეიძლებოდა მონდომებოდა ადამიანს მაგრამ არაფრის ჭამის სურვილი არ მქონდა
-არაფერი მინდა ნოე, მირჩევნია პირდაპირ საუბარზე გადავიდეთ
-პატარა და სულსწრაფი ევა
ჩაეცინა, მოახლოებულ მიმტანს ღვინო გამოართვა და ანიშნა რომ თავისუფალი იყო
-იციი, მე არ ვსვამ
არაფერი უთქვია ჩემი ჭიქა აიღო და უკითხავად დაასხა ორივეს ჭიქაში
-კარგი, რახან ვერ ითმენ ვისაუბროთ, სულ თავიდან მინდა დავიწყო...
ნია ერთი წლის იყო მე და ლილე სოფელში რომ წავედით რამოდენიმე დღით ბავშვი დედამისთან დავტოვეთ, მესამე დღეს ლილეს დედამ დარეკა ნიას სიცხე ქონდა ლილემ ქალაქში დაბრუნება აიტეხა აქ ვერ მოვისვენებ და მირჩევნია წავიდეთო არვიცოდი რამექნა ჩემი მანქანით ვერ წავიდოდით რამოდენიმე დღით ადრე დავაზიანე ფარები და მეორე დღეს უნდა წამეყვანა შესაკეთებლად, ირგვლივაც არავინ იყო ვინც შეძლებდა რომ მანქანა ეთხოვებინა ან წავეყვანეთ, ძვლივს დავარწმუნე ლილე რომ დილამდე არაფერი გამოვიდოდა და დილამდე მოცდა მოგვიწევდა დავწექით ის ის იყო უნდა დაგვეძინა ისევ რომ დარეკა ლილეს დედამ რომ ნიას სიცხეს ვერ უგდებდა ... ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი აღელვება მაგრამ არ გამომდიოდა, ერთადერთი რაც მოვიფიქრე ის იყო რომ ლილე სოფელში უნდა დარჩენილიყო და მე რაც იყო წავიდოდი ჩემი მანქანით მაგრამ ლილეს წაყვანას ვერ გავრისკავდი, ძალიან გაბრაზდა... ისეთი განრიხებული მეტი არც მახსოვს როგორც მაშინ, ფსიქოლოგი იყო ისიც და ერთადერთი იყო ვინც ჩემზე მოქმედებდა (საოცარი ტკივილით გაეღიმა) იმდენი ქნა რომ დავთანხმდი მის წაყვანას
-არ არის საჭირო ნოე, მე ვიც...
არ მინდოდა ხასიათი შეცვლოდა და ვეცადე რომ გამეჩერებინა მაგრამ წინადადების დასრულებაც არ მაცადა
-ეგრე შენ ისიც იცოდი რომ ჩემი და ჩემი ცოლი იყო და შენთან ვთამაშობდი
ისე მშვიდად მითხრა თავი დამნაშავედ ვიგრძენი ბოდიში მოვუხადე და ვანიშნე გაეგრძელებინა
-ძალიან წვიმდა ევა...გეფიცები მსგავსი ამინდი არც იმ დღემდე და არც მის შემდეგ მინახავს, ის ის იყო თბილისს მოვუახლოვდით რომ სავარაუდოდ უამინდობისგან ახლომდებარე ყველა ლამპიონი ჩაქვრა, საოცრად ბნელოდა... მიუხედავად იმისა რომ ნელა დავდიოდი ვერ შევძელი გზის გაკვლელვა და გაჩერება ვამჯობინე, ერთი მხრიდან ლილე მიძახდა რომ არ გავჩერებულიყავი რადგან ნიაზე ნერვიულობდა მეორე მხრიდან კი საკუთარი მე არ მაძლევდა ადგილიდან დაძვრის უფლებას, არ ვიცი როგორ... არ ვიცი საიდან მაგრამ მანქანა რომ გავაჩერე მოულოდნელა მძიმე ბიძგი ვიგრძენით, მარშუტკა იყო... ლილეს მხრიდან დაგვარტყა... გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი, როგორცკი თვალი გავახილე ლილე მოვიკითხე, მითხრეს რომ საოცრად მძიმედ იყო და მაქსიმუმ ..(ცრემლები მომდიოდა და ნოეს ვუყურებდი, ნოეს რომელიც არასოდეს მინახავს ასეთი სერიოზული და ტკივილიანი სახით)... მაქსიმუმ რამოდენიმე დღე გაეძლო მის გულს ევა.. ეს კი იმას ნიშნავდა რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, იმედი ბოლო წუთამდე არ დამიკარგავს მაგრამ ამაოდ... საოცრად შევიცვალე ამ ამბის შემდეგ ევა, ყველაზე საშინელი რაც იყო ნია ‘შევიძულე’.. ნია რომელიც ყველაზე სუფთა იყო, შემდეგ ლილეს დედასაც ვადანაშაულებდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ყველაზე დიდი დამნაშავე მე ვიყავი, რაც არუნდა გამეკეთებინა არუნდა დამეშვა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო.. ორი წელი ისე გავიდა ნია ხელშიც არ ამიყვანია გჯერავს ? (სიმწრით გაეღიმა) სულ ცდილობდა ჩემთან კონტაქტში შემოსვლას, მაგრამ არ შემეძლო, სიახლოვეს არ ვიკარებდი... ფაქტიურად ჩემმა დამ გაზარდა ნია... შარშან კი ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ნიას ფილტვების ანთება ქონდა და ძალიან ცუდად იყო, თავიდან ვითომ არაფერი მაგრამ საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე პატარა ლოყებწითელა ცელქი გოგოს მაგივრად ფერდაკარგული და უსუსური ნია რომ დავინახე ვერ წარმოიდგენ რა დამემართა ... მაგრად მიჭერდა პატარა თითებს ხელებზე და მთხოვდა არ დამეტოვებინა და მასთან ვყოფილიყავი, მაშინ მივხვდი რომ ეს პატარა არსება იმაზე მეტად იყო ჩემი ვიდრე წარმოდგენა შემეძლო... იმის მერე კი დღემდე ვცდილობ ყველა თავისუფალი წამი მას დავუთმო... სწორედ მაშინ როცა ნია საავადმყოფოში იწვა ორი ქალი მოიყვანეს ავარიის მსხვერპლი ... უფროსწორად ქალი და გოგონა, ქალი გამოძვრა გოგონა კი ძალიან მძიმედ იყო... რამოდენიმე დღის შემდეგ თითქმის ყველა ექიმი მაგ გოგონაზე საუბრობდა თუ რა პატარა და რა ლამაზი იყო მაგრამ სამწუხაროდ საუბარს ვეღარ შეძლებდა... არ ვიცი რატომ დავინტერესდი მაგრამ ჩუმად შევაღე მისი პალატის კარები და მძინარე ანგელოზი იყო იქ, საოცრად თეთრი გოგო გრძელი შავი თმებით, ლამაზი ბაგით და წამწამებით... ნია მალევე წამოვიყვანეთ სახლში, ხშირად მახსენდებოდა გოგონა საავადმყოფოდან მაგრამ მასზე არაფერი ვიცოდი, არც მიცდია გაგება რომ არ მოგატყუო შემდეგ კი მას ახალი პარტნიორის კაბინეტში გადავაწყდი, ისე უცებ შემოვარდა კაბინეტში მდივანმაც ვერ დააკავა თურმე, მისმა დანახვამ გამაოცა და გამაკვირვა დანარჩენი კი შენც იცი... ლილეს გარდაცვალების შემდეგ პირველი ადამიანი ხარ ვისაც შევხედე და მინდა რომ ჩემთან იყოს, ახლა ყველაფერი იცი, მაგრამ თუ ჩემთან ურთიერთობის აწყობას გადაწყვეტ იქ სხვა ყველა უნდა დაივიწყო, მე 100% ით უნდა ვიყო დარწმუნებული რომ შენ ჩემთან ურთიერთობის პერიოდში არაფერ ზედმეტს არ მოიმოქმედებ… მე ვერ შევძლებ ყველგან კუდში გდიო თინეიჯერი ბიჭივით, ვერ შევძლებ ოცდაოთხი საათი ტელეფონზე ვიყო ჩამოკიდული და გესაუბნებოდე... ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნები და გიხსნი რომ ვგრძნობ ჩემს მიმართ არ ხარ გულგრილი... ვგრძნობ რომ გინდა ჩემთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქაც არ იქნებოდი ახლა... მოკლედ ევა ამჟამად ეს იყო რაზე საუბარიც მსურდა, ახლა კი შენი გადასაწყვეტია რა და როგორ... არც ის ვიცი დავითი ამ ამბავს როგორ მიიღებს რადგან ბევრად პატარა ხარ ჩემზე, მეც ზედმეტად რთული ვარ და ვიცი ეს, მაგრამ თუ ჩემთან ურთიერთობას გადაწყვეტ მე ყველანაირად ვეცდები რომ ბედნიერი იყო...
რა დამემართა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ? ვერ აგიღწერთ... ვიჯექი გაშეშებული და დაუკითხავად მომდიოდა ცრემლები, ვერც კი მივხვდი მოსმენის პერიოდში როდის გამოვცალე ღვინით სავსე ჭიქა
-ნოე მე... მე არვიცი რა გითხრა, საოცრად დაბნეული ვარ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ
მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმა დარეკა, რატის სურათი ამოვარდა ეკრანზე და ნოემაც დაინახა რომ რატი რეკავდა ფეხზე წამოდგა და უნებურად მეც ავდექი
-ახლა მე დაგტოვებ ევა და კარგად დაფიქრდი გიღირს თუ არა ჩემთან ურთიერთობა რადგან, როგორც გითხარი თუ ჩემთან ყოფნას გადაწყვეტ იქ ჩვენს ორის გარდა არავინ იქნება... ჩვენ ორს შორის მესამემ ვერ იარსებებს, არც ჩემი და არც შენი მხრიდან... ვერც რატი, ასე რომ კარგად დაფიქრდი
შუბლზე მაკოცა და როგორც კაბინეტიდან გაქრა ისევე გაქრა რესტორნიდანაც
ვიდექი გაშეშებული და სანამ აზრზე მოვედი ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა
„გარეთ ტაქსი გელოდება სახლში წაგიყვანს“
ნოეს მესიჯის წაკითხვაზე გამეღიმა, ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვედი, მალევე დავინახე რესტორანთან მდგომი ტაქსი და მისკენ გავემართე.
სახლში მალევე მივედი ანასტასია მამასთან და დედასთან ერთად დამხვდა სამყოფ ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ და მხიარულად იცინოდნენ
-მოდი დედიკო, არ გშია? ხომ შეჭამ რამეს?
-მაცადე დედა სახლში მოსვლა (გამეცინა) არა არ მშია
-სად იყავი ევა?
ინტერესით იკითხა მამამ და არ ვიცოდი რა მეპასუხა
-ან სად გაქრი კომპანიიდან?
-მე.. თქვენ რომ კომპანიას ათვალიერებდით კურსელმა დამირეკა და მის სანახავად გავედი
-გამოგიცვლია და ისე წასულხარ (ეჭვით მითხრა და ამათვალიერა) ბიჭია?
-მამა რა არის? არ შეიძლება რომ გავიდე სადმე?
გაბრაზებულმა ვკითხე, ანასტასიას თვალებით ვანიშნე ჩემთან შემოდი თქო და მამას პასუხს აღარ დავლოდებივარ ოთახისკენ გავემართე...
ლოგინზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე როგორ მოვქცეულიყავი მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი, ოთახში ტასო შემოვიდა და გვერდით მომიჯდა
-ძვლივს გამოვედი ისე რომ რაიმე არ ეეჭვათ, სასწრაფოდ მომიყევი რახდებოდა
-ავირიე ტას... საშინლად ავირიე
-მომიყევი რა მოხდა
-უჩემოდ არ დაიწყო (ჩუმად შემოყო დედამ ოთახში თავი) ახლავე დავბრუნდები
მე და ანასტასიას გაგვეცინა და სანამ დედა მოვიდოდა ტანსაცმელი გამოვიცვალე.
ნინა მალევე შემოვიდა ოთახში
-აბა გისმენთ
ანასტასიას მიუჯდა გვერდით და ორივენ ინტერესიანი მზერა მომაპყრო
თავიდან დავიწყე დღევანდელი დღის გახსენება და კოცნის გამოტოვებით ყველაფერი მოვყევი, ხან ერთმანეთს უყურებდნენ ხან მე
-და შენ რას გრძნობ ევა?
მშვიდად მკითხა დედამ და მეც პირველად დავუსვი ჩემს თავს ეს შეკითხვა „რას ვგრძნობ ნოეს მიმართ?“
-არვიცი დედა... დაბნეული ვარ, თავიდანვე უცნაური იყო... თავიდანვე განსხვავებულად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მგონი მომწონს... არა მგონი კი არა მომწონს, მაგრამ არამგონია ეს საკმარისი იყოს ურთიერთობისთვის
-თუ არ ცადე ვერც გაიღრმავებ გრძნობებს და ასე გაურკვევლად იქნები მუდამ... ევა შვილო მე პატივს ვცემ იმ გზას რომელსაც შენ აირჩევ, მაგრამ უნდა გითხრა თუ შენ ნოესთან ურთიერთობას გადაწყვეტ ეს არიქნება მარტივი, არ იქნება მარტივი რადგან მამაშენი ვერ შეეგუება ამ ურთიერთობას ადვილად.
-რატომ ფიქრობ ნინა დეიდა ასე?
ინტერესით კითხა ანასტასიამ და პასუხის მოლოდინმა ამაფორიაქა
-ხოო დედა... რატომ ფიქრობ რომ მამა ვერ შეეგუება ამ ურთიერთობას?
-მე და დავითი ხშირად ვსაუბრობთ შენზე და შენს მომავალზე და მახსოვს ერთხელ თქვა რომ ვერ აიტანდა ნაცოლევი მამაკაცი შეგყვარებოდა
-რატომ?
გაკვირვებით ვკითხე და რაღაც ამოუცნობმა გრძნობამ მოიცვა მთელი სხეული, როცა პასუხად დედას ნაზი ხმის მაგივრად მამას ხმა გავიგონე
-იმიტომ რომ მისთვის პირველი არ იქნები, მის ცხოვრებაში ყოველთვის ექნება ადგილი ლილეს, მის ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს მისი სახელი.. შვილი რომელიც შენთვის პირველი იქნება და გაგრძნობინებ რას ნიშნავს იყო მშობელი მას უკვე განცდილი ექნება... ჩვენს ოჯახში ყოველთვის პირველი იყავი და იმის წარმოდგენაც კი არ მინდა რომ შეიძლება ვინმემ მეორეხარისხოვნად გაქციოს... იმის წარმოდგენაც არ მინდა რომ რაღაც მომენტში მაინც შეიძლება მან ლილეს შეგადაროს, ეს არ არის მარტივი ჩემთვის ევა... მე მამა ვარ, გგონია ის არ ვიცოდი სად იყავი? უბრალოდ გული მატკინე რომ მომატყუე, ჩვენ არ გვქონია ასეთი ურთიერთობა.. და მაინც როდის ჩამოვშორდით ასე ძალიან ?
-იცოდი რომ ნოესთან ვიყავი?
ჩუმად დავიჩურჩულე და ოთახს თვალი მოვავლე სადაც არც დედა აღარ ჩანდა და არც ანასტასია
-მივხვდი ევა, როცა ნოეს ეთავხედე სუფრასთან შენს მაგივრად მოვუხადე ბოდიში, მაშინ კი მითხრა რომ ესმოდა შენი და ყველაფერი გამიმხილა რასაც შენს მიმართ გრძნობდა... იმ დღის მერე დავკარგე მოსვენება რადგან შენს თვალებშიც ვხედავდი ნოეს დანახვისას უცნაურ სხივებს, ვხვდებოდი, რამდენიც არ უნდა მეფიქრა რომ ვერ ავიტანდი შენს ნოესთან ყოფნას თუ შენს ჩამქვრალ თვალებს გაანათებდა ვერაფერს ვიტყოდი... არ ვიცი ევა... კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და მერე გადაწყვიტე რადგან არ მინდა მომავალში რაიმე ინანო, ჩემი არ გეშინოდეს მე შენს გვერდით ვიქნები, უბრალოდ აღარაფერი დამიმალო კარგი?
ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე და მამას ჩავეხუტე
-გპირდები მაა... აღარასოდეს... აღარასოდეს არაფერს აღარ დაგიმალავ
-შემოდით ჭორიკნებო ვიცი ყურები კარებზე რომ გაქვთ მოდებილი
ხმამაღლა დაიძახა მამამ და კარებში შემოსული დედას და ანასტასიას დანახვისას ორივეს გაგვეცინა, მამა დედას გახედა და ჩუმად უთხრა
-წამოდი ყავა გამიკეთე და გოგოები მარტო დავტოვოთ

-შოკში ვარ გეფიცები
ლოგინზე წამოწვა ანასტასია და გვერდით მივუწექი
-არაფერი ვიცი ტაას რა უნდა ვქნა, ვიცი რომ არ იქნება მასთან ურთიერთობა იოლი
-მაგრამ მაინც მოგწონს...
-მომწონს
-და რატი?
-რა რატი? (გაკვირვებულმა შევხედე) მე მისთვის იმედი არც არასოდეს მიმიცია, თან გითხარი რომ მასთან არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებ თქო
-შემეც...
მივხვდი რომ უნდოდა იმაზე გვესაუბრა თუ როგორ შეეცოდა რატი , არ გავაგრძელებინე და მკაცრად ვუთხარი
-ეგ ურთიერთობა თავიდანვე გამორიცხული იყო, ახლა კი დავიძინოთ
მის პასუხს აღარ დავლოდებივარ და გვერდით გადავბრუნდი


დილას ტასომ გამაღვიძა და მალევე მოვწესრიგდი, სასაუზმოდ უნდა ჩავსულიყავით ანასტასიას სანდრომ რომ დაურეკა
-არა სან ევასთან ვარ... არა არ ვიცი... მარტო ხარ?... კარგი მაშინ მოდი და ბინასთან რომ იქნები დამირეკე... კარგიი
ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა
-მარტო ვარ და გამოგივლით მე წაგიყვანთ უნივერსიტეტშიო
-ძალიან კარგი
-წამო წამო გავიდეთ თორემ ნინა დეიდას ნამცხვრის სუნმა აქაც შემოაღწია
სიცილით მომკიდა ხელი და სამზარეულოში ‘გამათრია’
-რა ღორმუცელა ხარ, სად მიდის ამდენს რომ ჭამ ნეტავ ვიცოდე რაა
ბუზღუნით დავიწყე და დედაც შემოვიდა სამზარეულოში
-დაჯექით ყველაფერი მზად არის
შუბლზე ვაკოცე და ჩუმად ვუთხარი
-ძალიან მიყვარხარ დე
-დედასაც ძალიან უყვარხარ მაგრამ უჭმელი მაინც არ წახვალ
გამეცინა და ტასოს გავხედე რომელსაც უკვე დაეწყო ჭამა.
ვისაუზმეთ და მალევე მოვიდა სანდრო, ანასტასია როგორც ყოველთვის წინ ჩახტა და ნიშნის მოგებით გამომიყო ენა პატარა ბავშვივით
-არ იდარდო ევა რომ გავმდიდრდები მარშუტკას ვიყიდი, იქ ორი ადგილია მძღოლის გვერდით და ორივე წინ დაჯდებით
უნივერსიტეტს სიცილით მივუახლოვდი სანდრომ, უნივერსიტეტისკენ მიმავალი რატი რომ დაინახა
-აუ გოგოებო პროსტა მაგრამ ტეხავს ჩემგან რაა რომ არ გავუჩერო
ორივემ ანასტასიას გავხედეთ
-კი ნამდვილად ტეხავს რომ არ გააჩერო
ღიმილით გახედა ანასტასიამ და სანდრომ რატის დაუსიგნალა, ისიც მალევე დაჯდა ჩემს გვერდით
-რა ფეხით სეირნობა მომიწყვე შე...მა სად გყავს მანქანა
-მოვიკითხავ საღამოს დავითამ მთხოვა ერთი დღით და ვერ გავუტეხე. თქვენ როგორ ხართ გოგოებო? ღიმილით შეხედა ჯერ ანასტასიას შემდეგ კი მე
-კარგად რატიკო კარგად
უდარდელად უპასუხა ანასტასიამ მე მხოლოდ გავუღიმე და მალევე მივედით უნივერსიტეტთან. სანდრომ მანქანა გააჩერა თუარა მაშინვე გაჩერდა მის გვერდით ნოეს მანქანა, საოცრად ავნერვიულდი მე და რატი ერთად რომ გადმოვედით მანქანიდან და პირდაპირ უნივერსიტეტში ვაპირებდი შესვლას რატიმ რომ გამაჩერა, ნოეს გავხედე ერთხელ გამომხედა მხოლოდ უემოციო სახით და გზა გააგრძელა
-რატომ არ მპასუხობ ხოლმე?
თვალს არ მაცილებდა და დავიბენი
- რატი ... არაფერი გამოვა
-არაფერი?
-ევა არ მოდიხარ?
ხმამაღლა დამიძახა ანასტასიამ და რატის გავხედე
-მაპატიე რაა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ უბრალოდ მე სხვა მომწონს
მეტი არაფერი ვუთხარი და რატის მოვშორდი.

ლექციაზე რამოდენიმე წუთით დაგვიანებით შევედით და ჩუმად მოვიხადეთ ბოდიში
-როგორც ჩანს საპატიო მიზეზი გქონდათ თორემ არ დაიგვიანებდით, დაბრძანდით
ისე ცივად თქვა მივხვდი რომ სხვანაირად გაიგო ჩემი და რატის ერთად მოსვლა
-გავაგრძელოთ, როგორც ვთქვით დღეს ტემპერამენტის ტიპებს განვიხილავთ... პირველ რიგში ტემპერამენტზე ვისაუბროთ ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ადამიანის ეს თვისება პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ, რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული.
ნოე საუბარს აგრძელებდა როცა ანასტასიამ ფურცელი გამომიწოდა წარწერით
„გაბრაზებულია ხო?“
„მგონი ტას“
„ლექსიის მერე სტუდენტები რომ წავა, მეც ჩავალ და ქვევით დაგელოდები, შენ ესაუბრე და ჩამოდი კარგი?“
„აქ?“
„ხო პატარავ აქ, არაფერზე იდარდო“
-როგორც ჩანს არ მისმენთ, თუ იმდენი იცით რომ მოსმენა გეზედმეტებათ შეგიძლიათ თქვენ გააგრძელოთ
ცივი ხმა გავიგე თუ არა ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ანასტასიამ შეუმჩნევლად დამალა ფურცელი და ბოდიში მოიხადა
ნოემ ლექცია გააგრძელა, ვუყურებდი და ვერ ვისვენებდი მთელი ლექციის განმავლობაში ერთხელაც არ გამოუხედია ჩემსკენ.

ნელნელა დაიცალა აუდიტორია და მხოლოდ მე და ნოე დავრჩით
-ნოე მინდა რომ ვისაუბროთ
-არ მცალია ახლა
-ნოე გთხოვ
მასთან ახლოს მივედი და თვალებში შევხედე
-კარგი გისმენ
ზურგი მაქცია და მისი მისი საქმე გააგრძელა, მეწყინა და ხელზე მოვკიდე ხელი
-შემოტრიალდი გთხოოვ, ხომ მითხარი იფიქრეო
-ხოდა გავიგე დილას შენი პასუხი
-არასწორად გაიგე ნოე, არასწორად მე მინდა რომ ვცადოთ ეს ურთიერთობა... მართლა მინდა მთელი გულით
შემოტრიალდა და ახლა თვითონ შემომხედა თვალებში
-მე გასაგებად გითხარი რომ თუ ჩემთან ყოფნას გადაწყვეტდი ჩვენში მესამე არ უნდა არსებულიყო, შენ კი რატისთან ერთად გამომეცხადე
-ჰო მაგრამ... ( თავი დავხარე)
-მაგრამ რა? ეს ის არ იყო რაც მე მეგონა?
ირონიულად ჩაილაპარაკა ცრემლები ვეღარ შევიკავე
-კარგი რახან არ გინდა არ დაიჯერო
შემოვბრუნდი და წამოვედი, ის ის იყო კარებიდან უნდა გამოვსულიყავი ნოემ ხმამაღლა დაიძახა ჯანდაბაო და მკლავში მაგრად მომიჭირა ხელი შემომაბრუნა და მაკოცა..
-დაივიწყე ყველა კაცი ვინც კი ჩემამდე არსებობდა, ჩემმსმერე კი გპირდები აღარავინ აღარ იქნება

გათენდა თუ არა ღიმილით გავახილე თვალები და ანასტასიას დავურეკე
-ტასუნა მოდიხარ დღეს?
-კი ევაჩკა სადაცაა გამოვალ სახლიდან გუშინ ბიძიასთან დავრჩი და აქედან მოვდივარ შენ?
-მეც... კარგი მაშინ უნივერსიტეტში გნახავ
-კარგი მიდი გაკოცე
ავდექი და სანამ მოვწესრიგდებოდი სამზარეულოში გ, ავედი
-რას შეჭამს დედას ანგელოზი?
-არაფერს დე, ყავას დავლევ მხოლოდ
ვიდექი და სულელივით 'უმიზეზოდ' მეღიმებოდა
-მოხდა ევა რამე?
-უნდა მომხდარიყო?
-არვიცი გეკითხები, რაღაც სხვანაირად გიბრწყინავს თვალები
-არაფერი დედი არაფერი... მამა სადაა?
-ადრიანად გავიდა დღეს სამსახურში, რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი...
ხელ-პირი დავიბანე და თმაგაწეწილი გამოვედი აბანოდან
-დედიკო ქალაქში გავდივარ ვიყიდი რაღაცეებს და მალევე დავბრუნდები , ყავა მაგიდაზე დაგიდევი
ის ის იყო უნდა გასულიყო ოთახიდან, რომ შემობრუნდა
-შენი ტელეფონი რეკავდა, ლოგინზე დაგიდე
ოთახში გავედი და ტელეფონი ავიღე, 3 უპასუხო ზარი იყო ნოესგან, გამეღიმა ყურსასმენები გავიკეთე და გადავურეკე თან ჩაცმა დავიწყე, მისი ხმის გაგონებისთანავე გამეღიმა
-სად იყავი ამდენხანს?
-დილამშვიდობის ბატონო ნოე
-რაშვები?
-არაფერს ვიცვამ, სადაცაა წავალ უნივერსიტეტში, იმედია არ დამაგვიანდება თორემ საშინლად მკაცრი ლექტორი მყავს შეიძლება გამომაბრუნოს ლექციიდან
-კარგი მაშინ იჩქარე რადგან საშინლად მკაცრი ლექტორი შენს სადარბაზოსთან გელოდება და მაქსიმუმ 10 წუთში თუ ქვევით არ იქნები ლექციას თქვენს გარეშე დაასრულებს
-რაა? აქ ხარ?
ფანჯარასთან მივირბინე და ფარდები გადავწიე, მანქანასთან მდგომი ტელეფონზე მოსაუბრე ნოეს დანახვისას პატარა ბავშვივით შევხტი და ხელი დავუქნიე
-2 წუთში ჩამოვალ
-გელოდები... იმედია მაგ ბიუზჰალტერით არ გამოვარდები
ჩაეცინა და ტელეფონი გამითიშა... აზრზე მოსულმა სასწრაფოთ გადავწიე ფარდები და სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი..
"სულელი ხარ ევა, სად გარბიხარ რო გარბიხარ, თან რა მდგომარეობაში"
აზრზე მოსული ოთახში დავბრუნდი, პირველივე რაც შემხვდა გადავიცვი თმები გავისწორე და სახლიდან გამოვედი...
საოცრად მრცხვენოდა, უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და რაც შემეძლო ვაჭიანურებდი სადარბაზოდან გასვლას... ნოემ დამინახა თუ არა სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ წამოვიდა
-დილამშვიდობისა მეტიჩარა
შუბლზე მაკოცა და მანქანის კარები გამიღო... არაფერი მითქვია ჩუმად დავჯექი და ნოეს მოსვლას დაველოდე
-წავედით?
ლოყაზე დამისვა ხელი და უხმოდ დავუქნიე თავი
-რაიყო ენა გადაყლაპე? (გაეცინა)
-ნოე ბოდიში რა.. უბრალოდ ისე მოულოდნელი იყო შენი ზარით გამოწვეული სიხარული რომ პირდაპირ გამოვვარდი ფანჯარასთან
-ჩათვალე არაფერი მახსოვს... უბრალოდ აწი აღარასოდეს აღარავის სიხარულმა არ გამოიწვიოს მსგავსი საქციელი, ახლა კი წავიდეთ
მივდიოდით და შიგადაშიგ მისკენ ვაპარებდი თვალს
-იციი მთელი ღამე ვფიქრობდი
-რაზე?
გაკვირვებულმა გამომხედა
-შენზე... უფრო სწორად ჩვენზე
-მერე?
-დილას გავიღვიძე და მივხვდი რომ რაღაცნაირად სხვანაირად ვიგრძენი თავი... ჯერ ხომ რა არის მხოლოდ ერთი დღე გავიდა მაგრამ გამაბედნიერე ნოე
რათქმაუნდა როგორც ყველაზე "უჟმურმა" არსებამ არ შეიტყო მაგრამ მივხვდი რომ საოცრად ესიამოვნა ჩემი სიტყვები
-პატარა... ჩემი პატარა ევა
ჩაეღიმა და ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და უხმოდ აკოცა
ანასტასია დავინახეთ უნივერსიტეტისკენ მიმავალი და ნოემ მანქანა გაუჩერა, იქედან გამომდინარე რომ ანასტასია ნოეს მხარეს იდგა ვერ დამინახა და ღიმილით გააღო უკანა კარები, მე ჩუმად ვეცადე ხელი გამენთავისუფლებინა მაგრამ ნოემ მაგრად მომიჭირა ხელი
-დილამშვიდობის ანასტასია
-დილამშვიდობისა ბატონო ნოე, თქვენ რომ არ შემხვედროდით ალბათ უნივერსიტეტამდე ეს მზე დამადნობდა ისე ცხელა
გზა გავაგრძელეთ, ანასტასია მოთავსდა და სარკიდან ვხედავდი ჩემი და ნოეს ხელს თვალი როგორ გამოაყოლა და მოულოდნელად დაიყვირა
-ევა? ... მოიცა შენ აქ... ან ეს ... რახდება აქ ევა? (გაკვირვებულმა გამომხედა)
-ტას.. ეს... ის... (თან ვცდილობდი ხელი გამენთავისუფლებინა მაგრამ ამაოდ)
-ორი დაბნეული ბატი .. ანნა არ გაუბრაზდე ევას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა თქმას, ღამე გვიან დაბრუნდა სახლში და ჯერ კიდევ დილაა, ასე არ არის ევა?
-კიი ასეა (მადლობისმთქმელი თვალებით გავხედე და ანასტასიასკენ შემოვბრუნდი) მართლა ვაპირებდი თქმას შენთავსფიცავარ უბრალოდ ჯერ მეც მეც არ მჯერავს რა და როგორ
-კარგით გაპატიებთ, მხოლოდ ერთი პირობით რომ ზეგ ჩემი დაბადებისდღეა და საღამოს ჩემთან ამოხვალთ ორივე ერთად როგორც წყვილი... აბა რას იტყვით?
-აუცილებლად
ისევ გაიღიმა ნოემ და მანქანა უნივერსიტეტთან გააჩერა
-ადით თქვენ, მეც დირექციაში პატარა საქმე მაქვს და მალევე ამოვალ
სანამ წავიდოდა ჩუმად ჩამჩურჩულა
-არ შემიძლია აუღნიშნავად დავტოვო შენი დილანდელი სექსუალურობა
როგორც ჩვევია ისე გაქრა მოულოდნელად და დამტოვა გაწითლებულშერცხვენილი.
ღიმილით ჩამკიდა ანასტასიამ ხელი და აუდიტორიაში ასვლამდე გუშინდელი ჩემი და ნოეს საუბრის დეტალებში მომაყოლა.

-კარგით მეგობრებო დღეს წარმატების ფსიქოლოგიაზე მინდა ვისაუბროთ, მანამდე სანამ მე ვისაუბრებდე მაინტერესებს თქვენ როგორ გესმით ტერმინი "წარმატების ფსიქოლოგია"?
არავინ არაფერი თქვა აუდიტორიაში ყველა ჩუმად იყო და ნოემ გააგრძელა საუბარი
კარგით რახან არავის გსურთ თქმა მე გავაგრძელებ... პირველრიგში იმით დავიწყებ თუ რატომ გადავწყვიტე ტემპერამენტის შემდეგ პირდაპირ წარმატების ფსიქოლოგიაზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი სანგვინიკი იქნება მელანქოლიკი, ქოლერიკული თუ ფლეგმატიკი ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებთ წარმატების სურვილი.. გულის სიღრმეში ოთხივეს სურს რომ წარმატებული ადამიანი იყოს... ისევე როგორც თქვენ, არამგონია რომელიმე აქ იჯდეთ იმ მიზნით რომ ისწავლოთ და შემდეგ არაფერი მოიმოქმედოთ თქვენი მომავლისთვის ... " თუ გსურთ რომ წარმატებული იყოთ კარგად უნდა გაიაზროთ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ და არაფერია შეუძლებელი, მნიშვნელოვანია სრულად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ეცადოთ მიეჩვიოთ რაციონალურად აზროვნებას... იყავით რაც შეიძლება ცოდნისმოყვარე! ისწავლეთ და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი, არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმით, რაც უკვე იცით. რეგულარულად გააფართოვეთ თქვენი ცოდნის საზღვრები. ყველაფერი, რასაც შეიძლება მიაღწიოთ ცხოვრებაში, მიიღწევა მხოლოდ ადამიანების დახმარებით. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ”რამდენად მაახლოვებს დასახულ მიზანთან და წარმატებასთან ის, რითაც ეხლა ვარ დაკავებული? ხომ არ შეიძლება დავკავდე რამე უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანით, ვიმოქმედო უფრო ეფექტურად.” ყველა ახალი მცდელობა არა მარტო მექანიკურად დაგაახლოვებთ მიზანს, არამედ შეგძენთ ყველაზე მთავარს, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში - ეს არის გამოცდილება. მცდელობა იმისა, რომ გადააბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა რამეს ან ვინმეს, ცუდ სტიმულს მისცემს საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილება, საშუალებას მოგცემთ ეძებოთ გზები შემდგომი წარმატებული თვითსრულყოფისკენ.ადამიანი პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და ის, რითაც დღეს დაკავებულია თქვენი გონება, შეიძლება ხვალ სულაც აღარ მოგეჩვენოთ საინტერესოდ. ამიტომ, ნუ მიიღებთ ისეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიგიყვანთ იქ, სადაც მოიწყენთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ მოახდენთ.უმჯობესია დასაწყისშივე დაისახოთ ზოგადი, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზნები. შეეცადეთ წინასწარ განჭვრიტოთ, იქნება თუ არა თქვენი მიზანი აქტუალური შორეულ პერსპექტივაშიც."
ვუსმენდი და აზრიც კი ვერ გამომქონდა მისი საუბრიდან იმდენად ვიყავი აჟიტირებული, ვერ მოვითმინე და ესემესი მივწერე ჩუმად
"მაგიჟებთ ბატონო ლექტორო"
მისი ტელეფონის შეტყობინების ხმა გაისმა მთელს აუდიტორიაში მაგრამ არ მიაქცია ყურადღება და საუბარი გააგრძელა, ამ ფაქტმა გამაბრაზა და მორიგ შეტყობინებაზე გადავედი
"შეწყვიტე! შენ ხარ ჩემი წარმატება"
თავადაც ვერ ვიჯერებდი ეს მე თუ ვიყავი სწავლას მოწყურებული ევა რომელსაც ლექცია საერთოდ არ აინტერესებდა ამ მომენტში და აჟიტირებული ბავშვივით ვიქცეოდი, განა ვერ ვხვდებოდი? მაგრამ მე მახარებდა ეს, ნოეს უყურადღებოდ დარჩენილმა ტელეფონმა მესამე მესიჯიც დამაწერინა
"ნუ ხარ ასეთი მოსაწყენი, სხვა რამეზეც გვესაუბრე სტუდენტებს"
ანასტასიას ეცინებოდა ჩემს ბავშვურობაზე ნოემ ბოდიში მოიხადა და როგორც იქნა დახედა ტელეფონს
"დავითის ასულო დიდი ხანია რაც დილანდელმა სირცხვილმა გადაგიარათ?"
-რა სირცხვილზე ამბობს?
ინტერესით მკითხა ტასიმ
-ნახე რაა რა თავხედია, გოგო დილას რომ მითხრა სახლთან ვარო ისე გამიხარდა ლიფით გავიქეცი ფანჯარასთან
ანასტასიას ხმამაღლა გაეცინა რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო, მე უცებ დავმალე ტელეფონი და ვითომც არაფერი ისე შევეცადე პირს მომდგარი სიცილის შეკავება
-იქნებ ჩვენც გაგვაცინოთ გოგონებო?
-ისეთი არაფერი ბატონო ნოე უბრალოდ რაღაც გაგვახსენდა და (შერცხვენილმა უპასუხა ყურადღებამიქცეულმა ანასტასიამ)
-კარგით მაშინ გუშინდელი თემის გამოკითხვას თქვენით დავიწყებ რომ საშუალება არ დაგრჩეთ სხვა რამეზე ფიქრის
-მგონი ადამი გაბრაზდა (გადმომიჩურჩულა ანასტასიამ)
-ვინ? (გაკვირვებულმა ვკითხე)
-ადამი და ევას პონტში რაა
არვიცი ჩემი და ტასოს ბედი იყო თუ რა იყო მაგრამ ლექციის დრო ამოიწურა
ნოე თავის ადგილას დაბრუნდა და საუბარი განაგრძო
-მეგობრებო წასვლამდე მინდა დღევანდელ თემასთან დაკავშირებით ცნობილი ფსიქოლოგის ნაპოლეონ ჰილის სიტყვები დაგამახსოვრდეთ „რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი.ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!”
ასე რომ არასოდეს დანებდეთ და ყოველთვის წინ იარეთ წარმატებისკენ... მომავალ შეხვედრამდე

-ისე კარგი ლექცია იყო არა?
-ალბათ... ტას რა მჭირს ახლა იცი? ვეღარ ვისვენებ შორს რომ არის რომ ვერ ვხედავ...
-ნუ შენ რომ ავადმყოფურად ეჭვიანი ხარ ცნობილი ფაქტია მაგრამ ასე მართლა არ შეიძლება ევ... სულ ერთად ხომ ვერ იქნებით ის საქმიანი ადამიანია, არ ცხოვრობს ისე როგორც სხვა ცანცარა ბიჭები ხომ გესმის არა?
-მესმის
-წავიდეთ სახლში?
-სხვა რა გზაა... ტას იციი მერიდება რაღაცნაირად რომ მივწერო ან დავურეკო თუ თვითონ არ შემეხმიანა
-უთხარი ნინა დეიდას?
-არა ჯერ... ვეტყვი დღეს მამასაც და ნინასაც
ტაქსი გავაჩერეთ და ტასომ სახლის მისამართი უკარნახა, მე ტელეფონმა დამირეკა დავხედე და ნოე იყო
-სად ხარ?
-სახლში მივდივართ მე და ანასტასია შენ?
-ცოტახანში გამოვალ სამსახურიდან მინდა რომ 7 საათისთვის მზად იყო და მე შენ და ნიაკომ ერთად ვივახშმოთ თუ წინააღმდეგი არ იქნები

სახლში მივედით თუ არა ჩემს ოთახში შევედით და ვეძებდით რა შეიძლება ჩამეცვა საღამოსთვის
-არაფერია ტას ნორმალური რა ვქნა? (ლამის ტირილი დავიწყე)
-ყველაფერი ნორმალურია აქ მაგრამ რაღაც სხვა გვჭირდება სადა და ლამაზი (უცებ ფეხზე წამოდგა თითქოს გონება გაუნათდაო) მალე დავბრუნდები
ოთახიდან ტასოს გასვლა და დედას შემოსვლა ერთი იყო
-სად გავარდა ანასტასია ხო მშვიდობაა?
-კი დე... დეე მე და ნოე ერთად ვართ
-რასნიშნავს ერთად ხართ?
-იმას რომ ურთიერთობის აწყობას ვცდილობთ
-და ის მეორე ბიჭი?
-ვინ რატი? ეგ არც დაწყებულა დედა
-ანუ ნოესთვის ემზადები ასე საგანგებოდ?
ირგვლივ ჩემს გადმოყრილ ტანსაცმელს მოავლო თვალი
-ბედნიერი ხარ! გიყვარს დედი?
-დეე
ლოგინზე დავჯექი და მოვეხვიე
-იცი რა სხვანაირი ვარ? თითქოს ის საშინელი ერთი წელი არასოდეს არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს მთელი სამყარო გაქრა და მარტო ნოე დარჩა... რაღაცნაირად ვარ დეე... ვერ ვხსნი, თან იციი არ ვიცოდი და ახლა ვხვდები რამდენად ეჭვიანი ვყოფილვარ, ჯერ სულ ცოტახანია ერთად ვართ და ყველა ის წამი მაგიჟებს როდესაც ვერ ვხედავ და არ მეხმიანება... ასე მგონია მორჩა უკვე მოვბეზრდი თქო... მაშინ როცა უცნაურად მიტოვებდა სონეტებიდან ციტატებს მაშინდელი დროიდან დაიდო ჩემში ბინა... რაღაცნაირია დეე არ გავს სხვებს, ლექციას დღეს საერთოდ ვერ ვუსმინე იმდენად მიხაროდა მისი სიახლოვე, მიხაროდა რომ ვხედავდი და მასზე რაღაც გარკვეული მცირედი უფლება მაინც მქონდა... არვიცი ... არვიცი მომავალში რა იქნება მაგრამ ასე არასოდეს ვყოფილვარ
-მესმის პატარავ, მესმის დედას ანგელოზო... კარგად იყავი და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი
თვალზე ცრემლი მოადგა და ჩუმად მოიწმინდა ცრემლი რაც შეუმჩნეველი არ დამრჩენია
-რა გჭირს დეე... ტირი ? (შეშინებულმა ვკითხე)
-აწი ყველაფერი სხვანაირად იქნება დედი... ძალიან ცოტახანიც და მასთან წახვალ, ის გახდება შენი ოჯახი
-კარგი რაა... ორი დღეც არ არის რაც ერთად ვართ და უკვე დაგვაქორწინე?? არ იტირო რაა... არაფერს ვაპირებ ჯერ, თქვენთან ვარ ... ისევ ის ევა ვარ ვინც მანამდე და ნუ ნერვიულობ რაა
-ევა ევა... რა პატარა ხარ შვილო, რა პატარა
მაკოცა და ანასტასიაც შემოვარდა პატარა ყუთით ხელში, ყუთი გახსნა და მუხლებამდე, წელში გამოყვანილი წითელი ამოიღო ღია სამკუთხედი გულით

"15 წუთში შენს სახლთან ვიქნები!"
-ანასტასია მართლა კარგად ვარ?
-ლამაზი ხარ ლა მა ზიი ... ნორმალურად მოიქეცი იცოდე და ნოემ არ შეატყოს რო მის შვილს უფრო მეტი ჭკუა აქვს ვიდრე შენ გაიგე?
სიცილით მკითხა და დედას თვალი ჩაუკრა
-კარგით რაა.. ასე დამცინოთ უნდა ახლა?
-აი ნინა დეიდა ამას ვამბობდი პატარა ბავშვია თქო
ორივეზე გაბრაზებული ფანჯარასთან დავდექი ნოეს მოლოდინში და მალევე გამოჩნდა მისი მანქანა, ფანჯარას მოვშორდი ჩანთა ავიღე და გოგოებთან გავედი
-წავედი მე... მოვიდა ნოე, ძალიან ვღელავ და იმედია არაფერს გავაფუჭებ
ვაკოცე ორივეს და სახლი დავტოვე
-არ მეგონა დღეს უფრო მიმზიდველს თუ გნახავდი ვიდრე დილანდელ ფორმაში მაგრამ უნდა აღვნიშნო არაჩვეულებრივად გამოიყურები
-კარგი რაა ნოე, არასოდეს დაივიწყებ? უხერხულად შევიშმუშნე და მანქანაში მოცინარი ნიასკენ გავემართე
-ლა ლამაზი ქალ ევა
დავჯექი თუ არა ჩამეხუტა და მუხლებზე დამიჯდა, ნოემ სარკიდან გამოგვხედა და გაეღიმა
-ევა იჩიი მამამ მითლა ლო სენ და ის ელთად ქალთ
-მოიცა ასე პირდაპირ უთხარი ? (გაკვირვებულმა გავხედე ნოეს)
-ქო მე წვიანი გოგო ვალ ალ იჩი? მამამ მასწავლა ლო ელთმანეთს ალაფერი მოვატუოთ და ალც მე მეტკუებს ქო მა?
-ხო მა ..
რესტორანთან მალევე მივედით ნია შუაში ჩაგვიდგა ერთი ხელი მე მომკიდა მეორე ნოეს და ისე გავაგრძელეთ გზა, როგორც ჩანს ნოეს მაგიდა წინასწარ დაეჯავშნა...

რომ არ დაგიმალოთ ძალიან უხერხულად ვიყავი... არ ვიცოდი როდის რა უნდა მეთქვა
-ნუ ხარ დაძაბული ეს უბრალოდ პირველი საერთო ვახშამია (ჩუმად გადმომილაპარაკა გვერდით მჯდომმა ნოემ და წინ მჯდომ ნიაკოს გახედა) რა მივაწოდო ჩემს პრინცესას?
-ალ მსია მა, ძიძამ მაწამა ალ ვიცოდით თუ საწმელად უნდა წამოვსულიკავით... ანდა ნაკინი მიდა მა
-კარგი... ხელებს გადავიბან ბარემ ვეტყვი ნაყინსაც და დავბრუნდები
ნოე გავიდა და დავრჩით ჩემზე გაბედული პატარა გოგონა და მორცხვი მე
-იციი მე თავიდანვე მომეწონე
-თავიდანვე მოგეწონე?
-ქო იქ დათო ძიას ოთაქსი ქო გნაქე
-მეც ძალიან მომეწონე პატარავ
-სენ ცემი დედიკო უნდა იკო?
-მე? არა მე...
დავიბენი პირველად დავფიქრდი ამაზე რომ თუ ნოესთან გადავწყვეტდი ყოფნას ნიაკო საკუთარ შვილად უნდა მიმეღო
-მე ვერ ვიქნები პატარავ შენი დედიკო მაგრამ გპირდები რომ თუ მე და ნოე ერთად ვიქნებით უდედობას არასდროს იგრძნობ... შენ კი ყოველთვის ერთი დედიკო გეყოლება, რომელიც მუდამ შენი ანგელოზია.
-ცუუ... მამა მოდის, ალ უკვალს დედიკოზე ლო ვლაპალაკობ და ალაფელი ვთქვათ
გავჩუმდი და ნოეს გავხედე
-აი ნახე მოაქვთ უკვე შენი ნაყინი
ღიმილით ვანიშნე ნიაკოს და ნოეს გავხედე, მაგიდის ქვევით ხელი ხელზე მოვკიდე და მისი ჩემთან ყოფნა ვიგრძენი
-ოო... ლა გემლიელი ნაკინია თქვენ ალ გიდათ?
-გინდა ევა?
-არა მადლობა, შეგერგოს პატარა ანგელოზო
-მადობა...
-რატომ არაფერს ჭამ? (ჩვეულად ჩამომისვა ლოყაზე თითი და გამეღიმა)
-სიმართლე თუ გაინტერესებს ძალიან ვნერვიულობ
-უკეთესი იდეა მაქვს, სახლში წავიდეთ და უფრო თავისუფლად იქნები გინდა?
-სახლში?
-ნუგეშინია არ მოგიტაცებ (გაეცინა)
-აუ ქოო მააა... წავიდეთ ლაა, საქსი მე და ევა ვითამასებთ, იქ უფლო ბევლი ლამეც გვაქვს, ქო წამოქვალ ევა?
-აბა რას იტყვი?
-კარგი რახან ასე გინდათ წავიდეთ...

ნოეს ოთახში ვიყავი და მის სპორტულებში გამოწყობილი რომელიც ბევრად დიდი მქონდა სარკეში ვიხედებოდი და ჩემს თავზე მეცინებოდა
-იცი რა საყვარელი ხარ?
არვიცი როდის გაჩნდა ნოე ჩემს უკან მაგრამ საოცრად მესიამოვნა მისი შეხება
-ახლა... ამ ფორმაში თუ გესაყვარლები მაშინ ნამდვილად რაღაცას უნდა გრძნობდე ჩემს მიმართ
გამეცინა და მისკენ შემოვბრუნდი, ჯერ კარებს გავხედე ნამდვიილად მოკეტილი იყო თუ არა
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-რათქმაუნდა
-შეიძლება ჩაგეხუტო? (არა არა ეს ნამდვილად არ ვიყავი მე... რა მიქნა ამ კაცმა ერთ დღეში?)
ნოეს არაფერი უთქვია უფრო მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა, ვიფიქრე რაიმეს მეტყოდა მაგრამ არა, საოცარი სითბოთი და მზრუნველობით ჩამიხუტა...
არ ვიცი რამდენი წუთი ვიდექი მის სურნელში ჩაკარგული, მაგრამ თავად მოვშორდი მას
-ნიაკოსთან ჩავიდეთ კარგი?
-კარგი მიდი პატარავ ჩადი და გამოვიცვლი მეც... ან ისე თუგინდა აქ იყავი და შენთან ერთად გამოვიცვლი
-არახარ შენ ნორმალური
გამეცინა და ქვევით ჩავედი, იმხელა სახლი იყო შემეშინდა არ დავიკარგო თქო, მაგრამ მალევე შევამჩნიე ტელევიზორის წინ მჯდომი ნია
-რას უყურებ პატარავ?
-მასა და დათვია, მოდი ელთად ვუკულოთ გიდა?
-მინდა
გავუღიმე და გვერდით დავუჯექი
ქალურმა ეჭვმა არ მომასვენა და ნიას გავხედე
-პატარავ აქ მარტო ხართ ხოლმე შენ და მამა?
-ალა ცემი ძიძაა და ის ალაგებს და გვივლის ოლივე, იცი ლოგოლ ვუკალვალთ მე და მამა?
-შენი ძიძა? რა ქვია შენს ძიძას?
-ჩალომე
-სალომე?
-ქო ჩალომე... ლა ლამაზია იჩი?
-ლამაზი?
საშინელმა გრძნობამ მომიცვა... თან ნიაკოს კითხვებს ვუსვამდი თან კარებს ვუყურებდი მოულოდნელად ნოე არ შემოსულიყო
-კი ძალიან ლამაზია... კველაზე ლამაზია, მე და მამიკოს სულ საწმელს გვიკეთებს და მუტფილმევბსაჩ ელთად ვუკულებთ ქოლმე.
-ფეხის ხმა გავიგე და გავჩუმდი, მივხვდი ნოე მოდიოდა, ეჭვები კი სულს მიღრღნიდა "ნეტავ ვინ არის სალომე?"

საღამო ძალიან კარგად გავატარეთ, ბევრი ვითამაშეთ მე და ნიამ ნოე კი ღიმილით გვიყურებდა, საღამოს 11 საათი იყო ნიაკოს რომ დაეძინა... ნოემ ოთახში აიყვანა და დაბრუნდა
-ეხლა მეც წავალ კარგი?
-მინდა რომ დარჩე!
-დავრჩე? ხო მაგრამ როგორ, რა ვუთხრა ჩემებს?
-არ ვიცი უბრალოდ თუ ოდნავ მაინც გაქვს შანსი გთხოვ რომ დარჩე
არაფერი მითქვია ტელეფონი ავიღე მეორე ოთახში გავედი და დედასთან დავრეკე
-რაშვები დედი?
-არაფერს დედიკო სად ხარ ამდენხანს?
-დეე არ ინერვიულო, დღეს ვერ მოვალ ხვალ დილას ადრე სახლში ვიქნები კარგი?
ვიცოდი რომ უარს მეტყოდა მაგრამ მაინც გავრისკე
-სად ხარ?
-...
-ევა
-ნოესთან
-კარგი დედიკო დარჩი მარიამთან... მოიკითხე ჩემს მაგივრად და უთხარი რომ შემოგვიაროს
-რა მარიამი დე.... ვაიმე ... მამაა მანდ?
-ხო ჩემო ლამაზო, კარგი დე ჭკუით
ტელეფონი გამითიშა და ჯერ კიდევ გაკვირვებული ვიყავი ნოე რომ შემოვიდა ოთახში და ზურგიდან მომეხუტა
-აბა რას იზამ?
-რას მთავაზობ? (ეშმაკურად ვკითხე)
-მე საოცარი შემოთავაზება მაქვს მაგრამ სხვა დროისთვის გადავდებ, ახლა უბრალოდ ერთად დავიძინოთ

დილას თვალები ნოეს მკერდზე გავახილე, მას ჯერ კიდევ ეძინა... ვიფიქრე ჩუმად ვაკოცებ ლოყაზე თქო მაგრამ თავი შემოატრიალა და მისი ცივი ბაგეებით მოწყურებულივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
-მიყვარხარ ევა
ეს ორი სიტყვა სრულიად საკმარისი იყო ჩემი ბედნიერებისთვის, მისკენ მივიწიე და მაგრად ჩავეხუტე
-იმედია სულ ასე ვიქნებით.. ასე თბილად და კარგად
-გპირდები პატარავ
-ვაიმე ნია გაღვიძებული იქნება უკვე
-კიი დილას წაიყვანა სალომემ ბაღში
სალომეს გახსენებაზე გუშინდელი ნიაკოს სიტყვები გამახსენდა
-სალომე ყოველდღე დადის აქ?
-კი
-მგონი დროა ავდგეთ და აწი წავიდე დედასაც ვუთხარი დილას მოვალ თქო
-ცოტახანიც რაა
უფრო მომეხვია და შუბლზე მაკოცა
-დიდი ხანია სალომე აქ მუშაობს?
-საკმაოდ... რატომ დაინტერესდი ასე?
-ნიაკომ მითხრა რომ ძალიან ლამაზია, შენც ასე თვლი?
ნოეს გულიანად გაეცინა
-მართლა ლამაზია მისი ასაკის კვალობაზე... პატარა ეჭვიანი ევა... სალომე 57 წლისაა
ნოე იცინოდა, მეც გამეცინა საკუთარ ეჭვიანობაზე და წამოვდექი
-წავიდეთ კარგი?
-კარგი კარგი პატარავ წაგიყვან...

მოვწესრიგდით და უკვე ნოეს სახლს გავცდით დედამ რომ დამირეკა
-დავიღუპეთ დეე (ჩურჩულით მესაუბრებოდა)
-რასნიშნავს დავიღუპეთ?
-მამაშენი სანამ წავიდოდა დღეს მარი მოვიდა ჩვენთან, გაგიჟდა მამაშენი როგორ გაბედა რომ მოვეტყუებინეთო
ნოეს ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე და მანქანა გადააყენა
-რა უთხარი დე?
-არაფერი, თითქოს არაფერი ვიცოდი, ალბათ ანასტასიასთანაა თქო და ისიც მაშინ შემოვარდა ევას ღვიძავს თუ გავაღვიძოო
-ვაიმე რასამბობ... რა უნდა ვქნა?
-არვიცი ეჭვობს რომ ნოესთან ხარ მაგრამ ამბობს იქ რომ მივვარდე სახლში და იქ არ იყოს კაცი უხერხულობაში ჩადგება მერე რა ვქნა ჯერ უნდა გავიგო სადააო
-კარგი დამშვიდდი დედა, უთხარი რომ არაფერი იცი მალე მოვალ მეც
დედას გავუთიშე და ნოეს გავხედე ცრემლიანი თვალებით, ყველაფერი მოვუყევი ცოტახანი თვითონაც ჩუმად იჯდა
-მაპატიე რაა..
-შენ რა შუაში ხარ ნოე... შენ არაფერ შუაში ხარ, მე მინდოდა და დავრჩი, 2 თვეა არ შემხმიანებია რაღა დღეს მოვიდა ჩემთან
-თვალებში შემომხედე და ერთ კითხვაზე მიპასუხე გულწრფელად რას გრძნობ ჩემს მიმართ?
-პატივისცემას, ნდობას...... სიყვარულს
ბოლო სიტყვა თითქმის შეუმჩნევლად ვთქვი მაგრამ მივხვდი რომ ნოემ გაიგო.. გაეღიმა და მანქანა დაძრა მეგონა სახლში მივდიოდით მაგრამ მანქანა მოაბრუნა მანქანა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა
-ნოე სად მივდივართ?
-სვანეთში!
-სვანეთში?
გაკვირვებულმა თან ცოტა შეშინებულმა ვკითხე
-კი დროებით... მერე თბილისში დავბრუნდებით
-რას ნიშნავს ეს?
ისე ჩუმად ვთქვი საკუთარი სიტყვები ვერ გავიგე
-შეგიძლია შენებს დაურეკო და უთხრა რომ თამამად შეუძლიათ დაოჯახება მოგილოცონ!


*** ნაწილი მეორე ***

უკვე თითქმის წელიწადია მე და ნოე ერთად ვართ, ნიაკო სადაცაა 6 წლის გახდება, მე ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ უნივერსიტეტში სიარულს... ყველა კვირაში სიხარულით ვყიდულობ ფეხმძიმობის დასადასტურებელ ტესტებს მაგრამ ამაოდ.
ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში დღეს პირველად მოვატყუე ნოე და ვუთხარი რომ უბრალოდ საყიდლებზე გამოვედი, ახლა კი ვზივარ საავადმყოფოს მოსაცდელში და ჩემს რიგს ველოდები...
ვხედავი იქვე მჯდარ ორსულ გოგონებს და მეშინოდა, მეშინოდა რომ მე ვერ შევძლებდი ვერასოდეს ეს სასწაული მეგემა.
-მაჩაბელი ევა
ფიქრებიდან ახალგაზრდა გოგონას ხმამ გამომარკვია, ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი
-გელოდებათ ექიმი, წარმატებებს გისურვებთ
ღრმად ჩავისუნთქე და კაბინეტის კარები ანერვიულებულმა შევაღე
-შეიძლება?
-რათქმაუნდა... დაბრძანდით და მომიყევით რა გაწუხებთ
დავჯექი და ექიმის გულზე დაკიდებულ სახელს შევხედე
-ქალბატონო ნანა მინდა რომ სრული გამოკვლევა ჩავიტარო, უკვე ერთი წელია გათხოვილი ვარ მაგრამ ამ დროს მანძილზე ჯერ არ დავრჩი ფეხმძიმედ, ძალიან ვნერვიულობ მინდა ამის მიზეზი დავადგინოთ.
-მარტო ხარ მოსული თუ მეუღლესაც სურს გამოკვლევა?
-არა არა... ჩემი მეუღლე ჯანმრთელია
-გასაგებია შვილო მესმის მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა რომ ფიზიკურად ვერაფერს შეატყობ
-მას... მას ჰყავს შვილი (ჩუმად ჩავილაპარაკე) ანუ ჩემშია პრობლემა
-კარგი ევა, ახლა ჩამოგიწერ რამოდენიმე ანალიზს რაც უნდა გაიკეთო და შემდეგ მისი პასუხების მიხედვით ვისაუბროთ კარგი?
-კარგით..

ანალიზები დავტოვე მარცხენა ხელზე ნანემსარზე სანტავიკი გადამაწებეს და საავადმყოფოდან გამოვედი, დროა სახლში წავიდე ანალიზების პასუხს 1 კვირაში მოვიკითხავ, მანამდე კი ნოესთვის ჩემი ექიმთან ვიზიტის დამალვა გადავწყვიტე.
ტაქსი გავაჩერე, სახლის მისამართი ვუკარნახე და ნოეს ზარს ვუპასუხე
-სად ხარ ?
-მოვდივარ ნოე... წაიყვანე ნია სოფელში?
-კი ახლახანს ჩამოვედი მეც, კარგი პატარავ სახლში გელოდები.
-კარგი
-გახდილი დაგხვდე თუ?
-სულელო... მოვალ მალე
გამეცინა და ტელეფონი გავუთიშე
სანამ სახლში მივედით ვფიქრობდი რა მოხდებოდა თუ ჩემში აღმოჩნდებოდა პრობლემა...
-გოგონა მოვედით
-აჰ... ხო ბოდიშს გიხდით
ტაქსის მძღოლს თანხა გადავუხადე, დავემშვიდობე და სახლში შევედი...
ნოე ქვევით არ იყო ამიტომ ზევით ავედი და ლოგინზე წამოწოლილი ნოეს დანახვისას გამეღიმა.. ჩუმად მივუახლოვდი და პლედი მივაფარე, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა ეს კაცი. უკვე გასვლას ვაპირებდი მისი ხმა რომ გავიგე
-მომიწექი რაა
-მეგონა გეძინა
-არა პატარავ
გვერდით მივუწექი და მაგრად შემოვხვიე ხელი
-წამოსვლა ხოარ უნდოდა ნიაკოს?
-არა დეიდაჩემმა ისეთი ტკბილეულობები გაჩითა ლამის მეც იქ დავრჩი, მაგრამ მერე გამახსენდა ყველაზე ტკბილი სახლში რომ მყავდი და აქეთ გამოვქანდი
გაეცინა და შუბლზე მაკოცა, მოულოდნელად მისმა ტელეფონმა დარეკა
-ხო აბო... არაა... სად ხარ შენ?... ძმა ხარ... კარგი გამოვდივარ
ტელეფონი გათიშა და წამოდგა ლოგინიდან
-მიდიხარ სადმე? (მოწყენილმა ვკითხე)
-მალე დავბრუნდები
შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა მეტი არაფერი არ უთქვია... აბო ნოეს საუკეთესო მეგობარია, უკვე მეოთხე თვეა აბო და ანასტასია ერთად არიან რაც ყველას ძალიან გვიხარია... ყოველთვის როცა აბო ურეკავს ასე უცნაურად იქცევა ნოე რა დროც არ უნდა იყოს მტოვებს და მასთან მიდის.

***ნოე***
აბოსთან მალევე მივედი პატარა პარკი გადმომიგდო და გაბრაზებულმა შემომხედა
-კარგი რაა ახლა თუ ჭკუა უნდა დამარიგო წავალ იცოდე
-იცოდე რომ უკანასკნელია ნოე, მე მეტს ამ საქმეში არ გავერევი
-ნუ ატრაკებ რაა, ვცდილობ ძმაო მაგრამ არ გამომდის, ნელნელა ვაკლებ დოზებს ხო ხედავ ცოტახანში კიდევ სულ გადავაგდებ, ძალიან ცოტაც და მოგხსნი ამ ტვირთს.
-რაღა ცოტა ტოო ერთი წელი გავიდა, მესმის რომ მაშინ ძველ დროს ლილეს სიკვდილმა გაგანადგურა, მაგრამ ახლა? ანგელოზივით ცოლ-შვილი გელოდება სახლში, შენ არ იყავი ის ადამიანი რომელმაც მანამ არ მოისვენა სანამ წამალი არ გადამაგდებინა? შენ არ მიხსენი ამ ჯოჯოხეთიდან?
-გეყოფა რაა, შენც ხომ იცი რომ არ მინდა ასე იყოს
-არ ვიცი ნოე... აღარაფერი აღარ ვიცი, რამიკვირს იციი დოზის მიღების შემდეგ ისე როგორ ახერხებ ყოფნას რო თითქოს არაფერი მომხდარა, არ ვიცი როგორ შეგიძლია წახვიდე და ევას სუფთა თვალებს კაიფში უყურო, არ ვიცი როგორ შეგიძლია მეც ასე გამწირო და მაყურებინო თავს როგორ იკლავ... არა ძმაო ამას არ დავუშვებ გესმის?

***ევა***
ვერაფრით ვერ დავიძინე ნოე რომ მოვიდა შუაღამე იყო, მე სამყოფ ოთახში ვიჯექი ტელევიზორთან და ველოდებოდი
-არ გძინავს პატარავ?
უკნიდან მომიახლოვდა და კისერში მაკოცა
-კარგი რაა ნოე როდის დამიძინია შენი სახლში არ ყოფნის ხანს
ფეხზე წამოვდექი და ლოყაზე ვაკოცე
-გაგიმზადო რამე შეჭამ?
-არა ამ საღამოს მხოლოდ დესერტით დავკმაყოფილდები
გაეცინა და ხელშიაყვანილი საძინებელში გამიყვანა, ზედა გამხადა მოშიშვლებულ მკერდზე დამხედა და ვნებიანმა ჩაილაპარაკა
-საუკეთესო ხარ

დილას კარებზე ზარმა გამაღვიძა, ანასტასიას და აბოს დანახვისას გამეღიმა
-მოდით მოდით
ორივე გადავკოცნე და სამყოფ ოთახში შევიყვანე
-სად არის შენი უჟმური ქმარი? _ სიცილით მკითხა ანასტასიამ
-ძინავს ჯერ, აბო ყავას ხომ დალევ?
-აუ კი რაა ოღონდ მაგარი გამიკეთე მოვფხიზლდე ცოტა
-მერე გათენებამდე რომ მოდიხარ იქნებ რა სიტუაციაში ვართ ახალგაზრდა ცოლქმარი _ სიცილით შემოვიდა ნოე ოთახში და ორივე გადაკოცნა
-ტასი შენ როგორც ყოველთვის ჩაი ხო?
-კი ჩემო ფისუნია _მოსიარულე პოზიტივია ეს გოგო
-ნოე დალევ შენ ყავას?
-დესერტად თუ დაგაყოლებ კი _ ყურთან ახლოს ჩამიჩურჩულა და მომშორდა ვითომც არაფერი ჩამეღიმა, სამზარეულოში გავედი და წყალი დავადგი ასადუღებლად, ზურგს უკან ნოე შემომყვა ხალათზე დამხედა და სიმკაცრენარევი სითბოთი მომმართა
-ადი და გამოიცვალე ყავას მე მივხედავ.

გამოვიცვალე და სანამ ქვევით ჩავიდოდი ნოეს დედასთან დავრეკე ნიაკოს მოსაკითხად
-დილამშვიდობისა მარი დეიდა როგორ ხართ?
-კარგად ჩემო ლამაზო შენ როგორ ხარ?
-კი კი... ნიაკომ გაიღვიძა?
-კი შვილო ახლავე დაგალაპარაკებ
-კარგით
...
-დეე _გავიგონე თუ არა პატარა და თბილი ხმა სულში ბედნიერება ჩამეღვარა, საოცრად შემიყვარდა ეს პატარა ანგელოზი... პირველად დედა 6 თვის უკან დამიძახა, მაშინ არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა, მახსოვს ჩემთვის ვიყავი ოთახში ჩაფიქრებული დიდი ქალივით რომ მომიჯდა გვერდით "ევა მე ვიცი ლატო მოიწყინე მაგრამ ჩემს დედიკოს არ ეწყინება შენც თუ დედას დაგიძახებ, ლილე დედიკომ გამაჩინა და შენ გამზრდი, შენ ხომ სულ ჩემთან უნდა იკო და დაგიძახებ ხოლმე დედას კარგი?" ....
-დე არ გესმის? _ფიქრებიდან რეალობაში ნიაკოს ხმამ გადმომიყვანა
-კი ჩემო პატარა კი ... როგორ არის დედას ფერია?
-კარგად დედი იციი ბებომ რა გემრიელი რაღაცეები გამიკეთა? შენთანაც უნდა გამომატანოს, მომენატრე დე
-მეც ჩემო პატარავ... მეც მომენატრე, დე წამოსვლა ხომ არ გინდა?
-არა არა, ცოტახანი დავრჩები კარგი?
-კარგი ფერია, ბებო არ გააბრაზო
-ხომ არ გეწყინება? _ მოწყენილმა მკითხა
-არა ჩემო ლამაზო, როცა შენ იტყვი მაშინ წამოგიყვანთ
-კარგი დე მიყვარხარ ძალიან
-მეც პატარავ

ქვევით ჩავედი, ბიჭები გულიანად იცინოდნენ ანასტასია კი გაბუტული იჯდა კუთხეში
-შენ მაინც მიშველე რა ევა
-წამო წამო დავტოვოთ ბიჭები, მომენატრა შენთან ჭორავი _ გავუცინე და თავით ვანიშნე გავიდეთ თქო ის ის იყო უნდა გავსულიყავით ნოეს ხმა რომ გავიგე
-ჩვენს ვნებიან ღამეებზე ჭორაობას გიკრძალავთ _ მკაცრად დაიძახა და მალევე გაეცინა მე კი სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი
-წამოდი წამოდი ნუ უსმენ ამათ _ სიცილით 'გამათრია' ოთახიდან ანასტასიამ
კარები ჩაკეტა და გვერდით მომიჯდა
-მაინტერესებდა და ვეღარ დაგელაპარაკე რაო ექიმმა?
-არვიცი ტასუნა ძალიან ვნერვიულობ... 1 კვირაში იქნება პასუხები... შენ და აბო რას შვებით?
-რავიცი გოგო მაგიჟებს ეგ ბიჭი, რასაყვარელია ხოლმე იცი? მეშინია ევა რომ ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრდეს
-ნუ სულელობ რა, მასე ჩემი და ნოეს ურთიერთობის მსგავს განვითარებას ვერასოდეს წარმოვიდგენდით
-მოდი ახალგაზრდობა გავიხსენოთ ჩავსელფოთ
გამეცინა და ღიმილმომარჯვებული მისკენ მივიწიე სურათის გადასაღებად

*** აბო ***
ვუყურებდი ევას და ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლება ნოე ამ მდგომარეობიდან დამეხსნა... მოულოდნელად დავსერიოზულდი და მივუტრიალდი
-აუ ძმობასგაფიცებ ვერ ვისვენებ და გკითხო უნდა რაა
-გისმენ აბო
-ევაზე მინდა გკითხო... არ გეშინია რომ შეიძლება დაორსულდეს და შენმა ამ მდგომარეობამ საშინელი შედეგები გამოიწვიოს?
-არ დაორსულდება ! _ მკაცრად ჩაილაპარაკა და გაკვირვებულმა გავხედე, კარებისკენ გავიხედე გოგოები ხომ არ მოდიან თქო და ჩუმად მივუბრუნდი
-რას ნიშნავს არ დაორსულდება
-აბო რა გინდა? _ მობეზრებულად მიპასუხა
-მიპასუხე რას ნიშნავს არ დაორსულდება, არ მითხრა რომ ბავშვზე უარი უთხარი ან რაიმე მსგავსი სი..ბა
-იმენა ჩემი მოუშორებელი ჭია ხარ _ გაეცინა და ჩემსკენ მოიწია _ კარგი გეტყვი რახან ვერ ისვენებ რომ დამშვიდდე, ორსულობის საწინააღმდეგო აბებს ვურევ დილას მისთვის მირთმეულ წვენში
არ ველოდი მსგავს პასუხს და გაოცებული ვუყურებდი
-სულ გამო..ევდი?
-აბა რავქნა საკუთარ ცოლთან სექსი არ მქონდეს თუ ვუთხრა ნარკომანი ვარ და მეშინია ბავშვი დეფექტით არ დაიბადოს თქო _ გაბრაზებულმა ადგა და სიგარეტს მოუკიდა
-ეგოისტი ხარ ძმაო ... ასეც ვიცოდი როცა გავიგე რომ ევა ექიმთან აპირებდა წასვლას მივხვდი რომ შენში იყო პრობლემა და არა მასში... ეგოისტი ხარ ნოე რადგან წარსულით ცხოვრობ... მოკვდა ლილე გესმის? დაიწყე უკვე ახალი ცხოვრება, აღარ ხარ მარტო ნიაკო და ევა გყავს...
-მოიცა რას ნიშნავს ეს ... ევა ექიმთან იყო? _ ხმაშეცვლილმა მკითხა
-კი ძმაო შენი ცოლი ექიმთან იყო რომ გამოეკვლია მისი თავი სრულიად რადგან ყველა კვირაში სიხარულით ამოწმებს ფეხმძიმობის ტესტებს მაგრამ ამაოდ
-საიდან მოიტანე ეს სისულელე?
-ანასტასიას წამოსდა შემთხვევით, ვიცი რომ არ უნდა მეთქვა მაგრამ მეცოდება... მეცოდება ეს გოგო შენ გვერდით
ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი და ბაღში გავედი

მე და ტასო ქვევით რომ ჩამოვედით ოთახში მარტო ნოე დაგვხვდა საოცრად სერიოზული და უხასიათო, ანასტასიამ ფანჯრიდან მოკრა გარეთ მყოფ აბოს თვალი და მასთან წავიდა.. მე ნოეს მივუახლოვდი გვერდით მივუჯექი და მხარზე ხელი დავადე
-ნოე მოხდა რამე?
-არაფერი _ მანქანის გასაღები აიღო შუბლზე მაკოცა და სახლი დატოვა
-რა ჭირთ ამათ? _ გაკვირვებული შემოვიდა ანასტასია
-აბოც წავიდა? _ ჩუმად ვკითხე
-კი ოღონდ ცალკე... მოხდა რამე ევა?
-არ ვიცი ტასო... არაფერი არ ვიცი... ძალიან დაბნეული ვარ, აბო როგორც კი დაურეკავს სადღაც გარბის და გვიან მოდის სახლში, შენ არაფერს გეუბნება აბო?
-არა საერთოდ არაფერს
ცრემლები წამომივიდა და ანასტასიამ ჩამეხუტა
-კარგი რა პატარავ, ხომ იცი რომ ნოე ძალიან კარგი ქმარია, ალბათ ხდება რაღაც რასაც ვერ გეუბნება
ანასტასიას ტელეფონმა დაურეკა და ცრემლები მოვიწმინდე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად, უკან დაბრუნებულს ანასტასიას ხმა გავიგონე
-არა დე ეხლა ვერანაირად ვერ მოვალ ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად .. არ მცალია დედა..
-ტას წადი გთხოვ კარგად ვარ მე, მოვა ნოე მალე თან...
-დარწმუნებული ხარ? _ტელეფონს ხელი მიაფარა და ჩუმად მკითხა მე თავი დავუქნიე და გავუღიმე _ კარგი კარგი დედა მოვალ ..

ანასტასია წავიდა თუ არა ოთახში დავბრუნდი, წამოვწექი და ის ის იყო უნდა ჩამძინებოდა ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა, დავხედე მაგრამ ნომერი არ მეცნო
-გისმენთ
-გამარჯობათ ევას ვესაუბრები?
-დიახ, რომელი ხართ?
-ევა შვილო ნანა ექიმი ვარ, გუშინწინ იყავი ჩემთან
-დიახ გისმენთ ქალბატონო ნანა ხომ მშვიდობაა? _ნერვიულად წამოვჯექი და მის პასუხს დაველოდე
-შვილო დღეს შვებულებაში გავდიოდი, ვიცოდი რომ დილისთვის შენი ერთი ანალიზის პასუხი უნდა ყოფილიყო, დანარჩენები კვირის ბოლოს იქნება... რატომღაც ვერ მოვისვენე და მივეცი თავს უფლება ანალიზების პასუხი შენს გარეშე მენახა... მინდა გითხრა რომ დანარჩენი ორი პასუხის დაცდა აღარ დაგჭირდება
-რაა? რა ხდება ექიმო სერიოზულია რამე? _ შეშინებულმა ვკითხე
-მინდოდა გამეხარებინე და მაგიტომ დაგირეკე გილოცავ შვილო კვირანახევრის ორსული ხარ
-რაა? მეხუმრებით? _ ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა და ხელები ამიკანკალდა
-რათქმაუნდა არა... ბედნიერებას გისურვებ, 10 დღეში დავბრუნდები შვებულებიდან და გელოდები კონსულტაციაზე
ექიმს დავემშვიდობე და სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ აფთიაქში ჩავედი და ტესტი ვიყიდე....
როგორც კი ექიმის სიტყვები გამართლდა სიხარულით ავკრიფე ნოეს ნომერი და დავურეკე
-ნოე სად ხარ?
-სამსახურში მოვედი ახლახანს... მოხდა რამე?
-არა არაფერი, მალე მოხვალ?
-რამოდენიმე მეილი მაქვს გადასაგზავნი და მოვალ
-ნოე ისე უცებ წადი... გაწყენინე რამე?
-არა პატარავ მოვალ მალე და ვისაუბროთ
-კარგი
ტელეფონი გავუთიშე და მოულოდნელად ერთი იდეა მომივიდა, ღიმილით გავემართე კომპიუტერისკენ
-აჰაა ანუ მეილს გადაგზავნი და მერე მოხვალ ხო?
გამეცინა და წერა დავიწყე
"გამარჯობა მაა, როგორ ხარ? ნუ ახამხამებ შენს ზღვისფერ თვალებს ასე გაკვირვებით, როგორც იქნა მოვაღწიე თქვენამდე, შენ და დედას ამ თემაზე არასოდეს გისაუბრიათ მაგრამ ის ყოველთვის ცრემლიანი თვალებით ელოდა ჩემს გამოჩენას, ახლა კი სულ მალე ორივე შეძლებთ გულში ჩამიკრათ.
დროებით მაა... 9 თვეში შევხვდებით
სიყვარულით შენი ბიჭი (ან გოგო)"
ნოესთან გადავგზავნე და კომპიუტერი გამოვრთე
ვიდექი და სულელივით მეცინებოდა, მუცელზე ხელი დავიდე და ვეცადე მეგრძნო მისი არსებობა
-რა პატარა ხარ დედი, მოცუცქნული... როგორ გამიხარდი ნეტავ იცოდე, ჯერ კიდევ გუშინ უშვილობას ვტიროდი ახლა კი ჩემს გვერდით ხარ... გაგიფრთხილდები დე, არასოდეს მიგატოვებ.
მე ჯერ კიდევ ჩემს პატარას ვესაუბრებოდი კარებზე ბრახუნი რომ ატყდა, შეშინებული წავედი კარებისკენ და ჩუმად ვიკითხე
-ვინ არის?
-ნოე ვარ გამიღე
სიხარულით გავაღე კარები და ნოეს ჩავეხუტე მაგრამ მალევე მომიშორა
-ევა რას ნიშნავდა შენი მესიჯი? _იმდენად სერიოზული იყო დავიბენი _მიპასუხე
-მე... ფეხმძიმედ ვარ ნოე _ გავუღიმე და მის რეაქციას დაველოდე ოთახში შემოვიდა და აფორიაქებული დადიოდა აქეთ-იქეთ
-გამორიცხულია ევა შეცდომაა რაღაც, არცერთი დღე არ ჩამიგდია
-რას ნიშნავს არცერთი დღე არ ჩაგიგდია? _ გაკვირვებულმა ვკითხე
-ევა ახლა დაფიქრდი და გულწრფელად მითხარი დილას რომ გამზადებულ წვენს გიტოვებდი სამსახურში წასვლამდე ხომ სვამდი? _ ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა
-ეს რაშ....
-მიპასუხე ევა რაზეც გეკითხები იმაზე გამეცი პასუხი _ სიტყვა არ დამამთავრებინა და ჩემი სახე ხელებსშუა მოიქცია
-არა ბოლო დღეები ანასტასია სვამდა ხოლმე წვენს
მოულოდნელად შემიშვა ხელი და ფანჯარასთან დადგა... ზურგს უკან დავუდექი და ჩუმად ვკითხე
-ნოე არ გაგიხარდა? _შემოტრიალდა და თვალებში შემომხედა
-ეგ ბავშვი ვერ გაჩნდება... უნდა მოიშორო!
მეტი არაფერი არ უთქვია და მარტო დამტოვა, გაშეშებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, რა ხდებოდა ჩემს თავს... ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ეს აუტანელი ტკივილი იყო, ტკივილი რომელსაც ვერ გამოვხატავდი, კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე

***ნოე***
მესმოდა მისი ტირილი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა... ვგრძნობდი ნაძირალა ვიყავი ცოლს რომელიც ჩემთვის ერთადერთია საკუთარი შვილის მოკვლას ვთხოვდი... ვერ მოვითმინე და მასთან შევედი კედელთან ჩაკეცილიყო და ცრემლები წვიმასავით ეცემოდა ხელებზე
მივუახლოვდი და წინ დავუდექი
-გადაგიყვარდი? _ჩუმად დაიჩურჩულა და მივხვდი როგორ მატკინა მისმა ამ კითხვამ
-ხვდები რას ამბობ? იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენი ამ სახლში მოსვლამდე მაგრამ ევა... ევა გთხოვ მომისმინე კარგი? _ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ყვირილი დაიწყო
-თუ უნდა მითხრა რომ ის ბავშვი მოვიშორო რომელსაც წელიწადია ველი, ბავშვი რომელსაც არაფერი დაუშავებია მაშინ არა... თუ ასე შეგაწუხა ამ ბავშვის არსებობამ წავალ... წავალ აქედან ნოე _ თავი ვერ შევიკავე და მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი
-ხვდები რას ამბობ? რას ნიშნავს წახვალ? ჩემი ცოლი ხარ ევა ჩემი ცოლი და ასე იქნება სიკვდილამდე გესმის? გგონია მე არ მინდა ეგ ბავშვი? გგონია მე არ მტკივა იმის თქმა რომ საკუთარი შვილი უნდა გაიმეტო? გგონია მე არაფერს ვგრძნობ?
ჩემი ხელი აიღო და გულთან მიიტანა
-გრძნობ? გრძნობ რას გრძნობს ან რას გეუბნება? გეუბნება რომ ეზიზღები ნოე, გეუბნება რომ ამ სახლიდან წასვლა და შენი აღარასდროს დანახვა უნდა, გეუბნება რომ გაანადგურე, ნაწილებად აქციე... გეუბნება რომ სიკვდილი უნდა და გეუბნება რომ თუკი ამ ბავშვს რაიმე დაემართება თავს არ იცოცხლებს
ტიროდა და მეც მანადგურებდა მისი სიტყვებით

***ევა***
ვტიროდი და გაუაზრებლად ვისვრიდი ნოეს მიმართულებით სიტყვებს
-მოდი ჩემთან _ ჩამეხუტა და მოშორებას ვაპირებდი მაგრად რომ მომხვია ხელი_ ვერ მოგცემ ამ სახლიდან წასვლის უფლებას... ვერ მოგცემ უფლებას ჩემს გარეშე იყო, უბრალოდ ცოტახანი გაჩუმდი და მომისმინე კარგი? ყველაფერს მოგიყვები უნდა მომისმინო ... მაშინ როცა ლილე დავასაფლავეთ საკუთარ ცხოვრებაზეც და ნიაკოზეც ხელი ჩავიქნიე... სუსტი აღმოვჩნდი ევა იმაზე სუსტი ვიდრე წარმოგიდგენია, ხსნა წამალში ვიპოვე... ევა შენი ქმარი ნარკომანია...თავიდან ყოველდღე ვზრდიდი დოზას, მერე ნელნელა აბოს დახმარებით შევძელი ნიაკოს შეყვარება, შევძელი ადამიანურად ცხოვრება,მანამდე თუ ყოველდღე ვიკეთებდი მერე სამდღეში ერთხელ, მერე კვირაში ერთხელ მაგრამ წამალი ბოლომდე ვერ გადავაგდე... როცა შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ხელახლა ვისწავლე სიყვარული... შენი ბედნიერება მაბედნიერებდა, უკვე ერთი წელია ნელნელა ვაკლებ წამალს დოზას ნელნელა ვცდილობ რომ ადამიანს დავემსგავსო.. მხოლოდ ამ მიზეზით გირევდი ყოველ დილას დატოვებულ საუზმეში ორსულობის საწინააღმდეგო აბებს ... ხედავ რა ნაგავი ქმარი გყავს ? წამით არ უფიქრია შენ რა გინდოდა მაგრამ ამ დროს მხოლოდ შენზე ვფიქრობდი... ახლა იცი რაც შეიძლება ამ ბავშვის დაბადებას მოჰყვეს... მე არ მინდა რომ დაიტანჯო, არ მინდა მთელი ცხოვრება გულზე ლოდად გედოს საკუთარი შვილის არასრულფასოვნება... ჩვენ ძალიან ბევრი საერთო შვილი გვეყოლება ევა მაგრამ ახლა არა...
ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი... ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ მთელი წელი მიცხოვრია, არაფერი მითქვია ავდექი და ჩემს ოთახში გავედი, არვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვიყავი ბავშვს არ მოვიშორებდი!

მთელი ღამე ვიჯექი და ვფიქრობდი... ვფიქრობდი ყველაფერზე, ყველაზე მეტს კი ნოეზე... თითქოს მესმოდა მისი, მესმოდა მაგრამ ვერ ვპატიობდი ამ ტყუილს... ვერ ვპატიობდი რომ მთელი წელი ჩემი ნებართვის გარეშე მასმევდა აბებს.. ვერ ვპატიობდი მის ამგვარ საქციელს...
მოულოდნელად ავდექი და გიჟივით დავიწყე ოთახში სიარული, ტანსაცმელებს ვყრიდი თაროებიდან და ჩემოდანში ვალაგებდი, მოულოდნელად თაროდან გიშრისთვლებიანი ყელსაბამი გადმოვარდა რომელიც რამოდენიმე კვირის უკან სამსახურიდან დაბრუნებულმა ნოემ მაჩუქა. გადმოვარდა და თვლები აქეთ იქეთ მიმოიპანტა... ტანსაცმელებს თავი დავანებე და თვლების მიწიდან თითო თითოდ აღება დავიწყე, თან კი მახსენდებოდა როგორ მაჩუქა ნოემ ის .

***
ვახშმის შემდეგ მომიახლოვდა ნოე და ყურში ჩამჩურჩულა
-თვალები დახუჭე და ზურგით შებრუნდი
-კისერში უნდა მაკოცო? _ ღიმილით ვკითხე და კისერი გადავწიე იმის ნიშნად რომ შეეძლო ეკოცნა
-რა გაფუჭებული გოგო ხარ _ ჩაეღიმა და შუბლზე მაკოცა _შებრუნდი და დახუჭე თვალები
უსიტყვოდ დავმორჩილი და მალე ყელზე რაღაც ცივის შეხება ვიგრძენი ნოემ შემომატრიალა და კისერზე დამხედა
-არ შევმცდარვარ... საოცრად გიხდება _ მე ვეცადე დამეხედა მაგრამ ვერ დავინახე და სარკისკენ გავიქეცი... ჩავიხედე და ყელზე კისერზე მიდგმული საოცრად ლამაზი გიშრის თვლებით მოჭედილი ყელსაბამი მეკეთა... ვითომ ხომ არაფერი მაგრამ საოცრად გამაბედნიერა ამ მომენტმა.
-მოგწონს? _ზურგს უკან ნოე ამომიდგა და სარკეში შემომხედა
-ძალიან ნოე... ძალიან მომწონს
-რაც არუნდა მოხდეს... რაც არუნდა გაიგო მინდა რომ როცა ამ ყელსაბამს დახედავ გაგახსენდეს ნოეს ძალიან უყვარხარ... ერთადერთი ქალი ხარ მისთვის და არასდროს არავის მისცემს უფლებას შენ გატკინოს, იმედია თვითონ არ გახდება შენი ტკივილის მიზეზი
ჩუმად მეჩურჩულებოდა.. მისკენ შევტრიალდი და მაგრად მოვეხვიე
-შენ ვერასოდეს... ვერასოდეს მატკენ!

***
ვიხსენებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი... თურმე როგორ... თურმე როგორ შეგიძლია მატკინო ნოე, თვლები შევაგროვე და ზარდახშაში ჩავყარე, ქვევით ჩავედი და ნოე არსად იყო... მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ არ ვიდარდე, ძალიან ვინერვიულე და შემეშინდა იქნებ დამტოვა?
გუშინდელი საღამო გამახსენდა და მისი წილი ტკივილიც მე ამტკივდა ჩემი სიტყვების გახსენებისას
"გრძნობ? გრძნობ გული რას გრძნობს ან რას გეუბნება? გეუბნება რომ ეზიზღები ნოე, გეუბნება რომ ამ სახლიდან წასვლა და შენი აღარასდროს დანახვა უნდა, გეუბნება რომ გაანადგურე, ნაწილებად აქციე... გეუბნება რომ სიკვდილი უნდა... მეზიზღები ნოე... მეზიზღები"
-არა არა ნოე... არგაქვს უფლება მიმატოვო ახლა და ასე... ასე ვერ დამტოვებ
ჩემმა ტელეფონმა დარეკა და იმის იმედით რომ ნოე იქნებოდა სწრაფად მივირბინე ტელეფონთან არც დავხედე და ვუპასუხე
-ნოე?
-არა დედი მე ვარ, როგორ ხარ? _ ნიაკოს ხმის გაგონებაზე ტკივილი გამიმძაფრდა
-კარგად ჩემო ფერია შენ როგორ ხარ
-კარგად დეე იციი შენ და მამიკო დაგხატეთ გუშინ, მთლად ვერ დაგამგვანეთ მაგრამ ძალიან ლამაზი გამომივიდა
-ეჭვიც არ მეპარება ჩემო ლამაზო _ ძვლივს ვიკავებდი თავს ცრემლებისგან
-მომენატრე დე, მამიკოს ეტყვი რომ მომაკითხოს? თქვენთან მინდა, გუშინ ვინატრე რომ თქვენს შუაში ჩავწოლილიყავი როგორც ვიცი ხოლმე რომ გატყუებთ რომ ვითომ შემეშინდა _ ეშმაკურად ჩაეცინა და მეც გამაცინა მისმა სიტყვებმა
-მამა სახლში არარის პატარავ რომ მოვა ვეტყვი აუცილებლად
-კარგი დე მიყვარხარ
-მეც ძალიან პატარავ
ახლა ნიაკოს ჩამოყვანის დრო ნამდვილად არიყო ასეთ დაულაგებელ სიტუაციაში, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა ცოტახნით აქაურობას მოშორება, ოთახში ავედი რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავდევი ჩანთაში და მამას დავურეკე
-ოჰო მამას პრინცესას გავახსენდი
-მა როგორ ხარ? _ვეცადე ხმაზე არაფერი დამტყობოდა
-კარგად მამი რაც შენმა ქმარმა გამომათრო დედაშენის დაბადების დღეზე იმის მერე წნევები მაქვს და მეჩხუბება დედაშენი _გაეცინა_ შენ რას შვები მოენატრე მამას
-მა რაღაც მინდა გთხოვო
-რათქმაუნდა პატარავ რა ხდება??
-მა ნოე სახლში არ არის დღეს რაღაც საქმეები აქვს და ცოტახნით სვანეთში მინდოდა წასვლა, ჰაერის შეცვლა და თან ნიაკოც იქ არის შეგიძლია წამიყვანო ?
-რათქმაუნდა წაგიყვან, მოგაკითხავ ასე 10-15 წუთში და წავიდეთ დაგტოვებ და გამოვბრუნნდები დღის მეორე ნახევარში თათბირი მაქვს
-კარგი მა

*** ნოე ***
მთელი ღამე ოთახიდან ევას ტირილი მესმოდა,,, შესვლა ვერ გავბედე და 24 საათიან ბარში წავედი სადაც ხშირად დავდიოდით მე და აბო
გამთენიოს აბოს დავურეკე
-თუ აუცილებელი საქმე არ გაქვს სიცოცხლეს დაემშვიდობე _ მძინარემ ჩაილაპარაკა და ზმუილი დაიწყო
-აბო გამო რა ჩვენს ბარში ვარ
-კარგად ხარ? _ მოფხიზლებულმა ჩაილაპარაკა
-ევამ გაიგო
-ჩავიცვამ და 5 წუთში მანდ ვარ
---
-ორსულადაა _ ჩუმად ჩავილაპარაკე და სული ამოვაყოლე ამ სიტყვებს _ ორსულადაა და *ლესავით ვუთხარი რომ ბავშვი უნდა მოიშოროს
-რაა? შენ არ თქვი რომ აბებს ვასმევო?
-არვიცი აბო... მეც არ ვიცი რა და რანაირად, მაგრამ ორსულადაა...
-როგორ ელოდებოდა ამ ბავშვს _ ჩუმად ჩაილაპარაკა და საუბარი გავაგრძელე
-ყველაფერი ვუთხარი და რა მითხრა იცი? მითხრა რომ ვეზიზღები, მითხრა რომ ჩემგან წასვლა უნდა... მესმის... მესმის რომ ნაგავი ვარ მაგრამ ვერ გავუშვებ... ასე ვერ გავუშვებ ძმაო... მისგარეშე მეორედ მოვკვდები... მთელი ღამე ტიროდა, მთელი ღამე ვგრძნობდი როგორ ტკიოდა და უფრო შემზიზღდა ჩემი თავი... მაპატიებს? შენი აზრით შეძლებს ოდესმე ჩემს პატიებას?
-ასე თუ იჯექი და სმა გააგრძელე არა ნოე... ხომ იცი რომ არ ეზიზღები ეს უბრალოდ გაბრაზებას ამოყოლილი სიტყვებია, წამო ჩემთან წამოდი გამოფხიზლდი მანამდე კი ანასტასიას ვთხოვ რომ ევასთან გავიდეს
---
აბოსთან მივედით სახლში, ყველას ეძინა და სამყოფ ოთახში დავჯექით
-შენ ხომ მაინც იცი როგორ მიყვარს... ლილეს გარდაცვალების მერე ცხოვრებაზე ხელჩაქნეულმა მის თვალებს რომ გადავეყარე მივხვდი რომ იმ მომენტიდან ყველაფერი შეიცვლებოდა... მივხვდი რომ სულ სხვა ნოე დაიბადა... როგორ იყო იცი აბო? ანგელოზს გავდა, მისი ცისფერი თვალები ზღვას მაგონებდა, საოცრად უსუსური იყო საუბარი არ შეეძლო.. მდუმარე ანგელოზი შევარქვი... მაშინ როცა კაბინეტში კომპიუტერთად მჯდომი მოულოდნელად აღშფოთდა და დავითს ტელეფონი მიაჩეჩა თვალები გაუმუქდა და წყლით აევსო... გასვლისხანს კი როცა ყველაფერი ჩაწყნარდა მამამისისგან შეუმჩნევლად პატარა ფურცელი ჩამიდო ხელში რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა _ ბოდიში! ... არვიცი რისთვის მომიხადა მაგრამ მისი თითების შეგრძნებისას მივხვდი როგორი ნაზი და სათუთი იყო... მოფრთხილება სჭირდებოდა... ადამიანი სჭირდებოდა რომელიც დაიცავდა... მერე რესტორანში ვნახე და ვაკოცე ამაზე სულ გაგიჟდა, ეგონა ვიყენებდი, მაგრამ რა იცოდა მაგ სულელმა უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი რომ იყო... მე და ჩემს დას ნიაკო გვყავდა კაფეში ეგ და ანასტასია რომ შემოვიდა ბარბარე ჩემი ცოლი ეგონა და იეჭვიანა... როგორ უნდა შევეშვა აბო... გგონია ყველა გაკეთების მერე მე არ ვღელავდი? იმ მომენტში ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს თორემ მერე ვხვდები რა საშინლად ვექცევი ევას... ვერა ... ვერ დავუშვებ რომ წავიდეს... ვერ გავუშვებ ასე... იციი რაა? მივალ ახლა, მივალ და ვეტყვი რომ გააჩინოს ის ბავშვი, ხომ შეიძლება რომ ჯანმრთელი იყოს არა ?
-დამშვიდდი კარგი? დამშვიდდი გთხოვ... მივა სადაცაა ანასტასია ევასთან და.... _აბოს ტელეფონმა დარეკა _ აი რეკავს კიდეც ... ხო ტასო... რაა? ... რას ნიშნავს არ არის, გათიშული აქვს? ... კარგი კარგი მოვდივართ
-რაო... რა არ არისო რა ხდება აბო _ ნერვიულად ჩავილაპარაკე
-ევა... ევა არ არის სახლში და ტელეფონიც გათიშული აქვსო

*** ევა ***
-შვილო ერთი საათია მოვდივართ, მითხარი რამე მოხდა? ხომ იცი რომ შეგიძლია მამას ყველაფერი უთხრა
-არაფერი მა უბრალოდ დავიღალე... მაღაზიასთად გამიჩერე და ნიაკოსთვის რაღაცეებს ვიყიდი კარგი?
-ევა არ მომწონხარ! _ ანერვიულებულმა გამომხედა მამამ
-მა გთხოვ კარგი? _ ჩუმად გავხედე და ხელი ხელზე დავადე
-კარგი პატარავ კარგი.
მამამ მაღაზიასთან გამიჩერა
ნიაკოს შოკოლადები და წვენები ვუყიდე, მანქანაში ჩავჯექი და დაღლილს ჩამეძინა

*** დავითი ***
ვუყურებდი მძინარე ევას და ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა, რა ხდებოდა მის თავს... უკვე სახლთან მივედით რომ გავაღვიძე
-გაიღვიძე პატარა ევა მივედით უკვ
-არ შემოხვალ ??
-არა პატარავ უნდა დავბრუნდე თათბირი მაქვს ხომ გითხარი
-კარგი მამი მიყვარხარ, დედას ბევრი აკოცე ჩემს მაგივრად
მანქანიდან გადმოვედი და კარები გავუღე
-კარგი მამიკო მიდი შედი თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე... რაც არუნდა მოხდეს
-ჩემი თბილი მამიკო... როგორ მომნატრებიხარ _ ჩამეხუტა და კისერთან მისი ცრემლი დამეცა რაზეც ვერ მოვითმინე და უკან გავწიე
-ევა სიმართლე მითხარი ნოემ გაწყენინა? _სახეზე ჩამომისვა ხელი და თბილად გამომხედა
-მა არ გვინდა კარგი? პატარა აღარ ვარ, ჩემი ოჯახია და არმინდა იქ სხვისი ჩარევა თუნდაც შენ იყო ეს ... არ გეწყინოს უბრალოდ გამიგე კარგი?
-როდის გაიზარდე შვილო ასე... კარგი მიდი შედი და წავალ მეც
ევას დავემშვიდობე, ეზოში ჩავიდა თუ არა სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ნოეს დავურეკე
-გისმენთ_ ანერვიულებულმა მიპასუხა
-ნოე, არ ვიცი თქვენ ორს შორის რა მოხდა მაგრამ დარწმუნებული ვარ გაინტერესებს ევა სადაა
-შენთანაა დავით ? _ თითქოს ხმა დაუმშვიდდა
-ეხლა მოვიყვანე შენთან სვანეთში და უკან ვბრუნდები... მინდოდა ეს გცოდნოდა !...

*** ევა ***
ნიაკო დავინახე ეზოში თამაშობდა როგორცკი დამინახა მარი დეიდას გახედა და ჩემსკენ გამოიქცა
-დედა ჩამოვიდა ბეე, ჩემი დედიკო
მოირბინა და მაგრად ჩამეხუტა
-როგორ გამიხარდი დეე _ სახეზე მისვამდა მის პატარა ხელებს და მკოცნიდა
-მეც ძალიან მომენატრე დედას ანგელოზო... მეც ძალიან
-დე მამა არ არის აქ?
-არა პატარავ, მამა მერე ჩამოვა, წამო ეხლა ბებოც ვნახო
ნიაკოს ხელი მოვკიდე და მომღიმარი დედამთილისკენ წავედი
-როგორ ხართ მარი დეიდა
ვაკოცე და მაგრად მოვეხვიე
-შენ რომ გხედავ ასე ლამაზს და ნიაკოს ასე ბედნიერს რა გამხდის ცუდად შვილო, შემოდი სახლში დაღლილი იქნები
სახლში შევედით და გამიკვირდა არავინ რომ არ დაგვხვდა
-დანარჩენები სად არიან? _ღიმილით ვიკითხე
-ბარბარე მეგობრებთანაა ბათუმში, გიორგი სადღაც აქვეა და მოვა მალე.. საჭმელს ხომ შეჭამ?
-არა არა არაფერი მინდა მართლა დაჯექით რა
ნიაკო მოვიდა და მუხლებზე დამიჯდა
-ჩემი ლამაზი დედიკო
მხარზე თავი დამადო და ხელები მომხვია
-დედიკომ შოკოლადები მოგიტანა ძალიან ბევრი_ პარკი გავუწოდე და სიხარულით გაიქცა სამზარეულოში გაიქცა
ძალიან მეძინებოდა რაც მარი დეიდამ შემამჩნია
-დაიღალე შვილო, მიდი დაისვენე და ჩამოდი მერე
მარი დეიდამ არ მომასვენა და ლამის ძალით გამიშვა ოთახში
-შენ მიწვებოდი ხოლმე ახლა მე მოგიწვები და დაგაძინებ _ ნიაკომ შუბლზე მაკოცა და გვერდით მომიწვა
-დედას ანგელოზო ... ძალიან უყვარხარ დედას
-იცი რომ ძალიან მიყვარხარ? ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი დედა რომ ხარ
ვერაფერი ვეღარ ვუთხარი და მაგრად ვაკოცე
---
რომ გამეღვიძა ოთახში მარტო ვიყავი, ავდექი გამოვიცვალე და ის ის იყო ქვევით უნდა ჩავსულიყავი ნიაკოს კისკისი მომესმა
-ნუმიღიტინებ მაა, ცუდად ვარ უკვე _ ადგილზე გავშეშდი და ნელა გავაგრძელე გზა, ჩავედი და გაშეშებული ვუყურებდი ნოეს
-ვერ გაძლო და ჩამოგაკითხათ _ სიცილით გამომხედა მარი დეიდამ
ნოე მიყურებდა და მიღიმოდა თითქოს არაფერი მომხდარა, მე ჯერ კიდევ ჩუმად ვიდექი ფეხზე რომ წამოდგა
-დედა ევამ გითხრათ უკვე ახალი ამბავი?
-მოხდა შვილო რამე? _შეშინებულმა გამომხედა
მე ნოეს გავხედე და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რახდებოდა... მეშინოდა რომ ეტყოდა დავშორდითო ან რაიმე მსგავსი მაგრამ მისმა სიტყვებმა გამაოცა
-ევა ორსულადაა, მალე მეორე ანგელოზი გვეყოლება
-მართლა დეე? რა მაგარიაა... პატარა დაიკო ან ძამიკო მეყოლება... რა უნდა დავარქვათ დეე? _ სიხარულით მოვარდა ნიაკო და ჩამეხუტა
მე კი ჯერ კიდევ ნოეს ვუყურებდი გაკვირვებული რომელიც ისე მიყურებდა თითქოს არაფერი მომხდარაო
-დე არ მისმენ?
-კი კი ჩემოპატარავ... ჯერ სქესი გავიგოთ და სახელი მერე ავარჩიოთ კარგი?
-დე როდის უნდა დაიბადოს?? _ ბედნიერი მაყრიდა ნიაკო კითხვებს
-ჯერ დედას მუცელში უნდა გაიზარდოს მამი, დედა გაიბერება აქეთ იქეთ იგორავებს ბურთივით მუცლით და მერე შენი დაიკო ან ძამიკოც დაიბადება
-რამაგარიაა... დედი მერე გაბერილი დარჩები შენ? _ შეშინებულმა იკითხა
-არა მა მერე დედას მუცელიც დაიჩუტება _ ნოეს სიტყვებზე უნებურად გამეღიმა
-გიყურებთ და საოცრად ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერებით ბავშვებო_ თვალები აუცრემლიანდა მარი დეიდას... მოვიდა და ჩამეხუტა _ დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის შვილო
მაგრად მოვიე ხელი, ჩუმად ვუთხარი სამადლობელი არაფერია თქო და ოთახი დავტოვე, საძილებელში შევედი და ლოგინზე ჩამოვჯექი
"რას ნიშნავს ნოეს ამგვარი საქციელი? ჯერ კიდევ გუშინ ეს ბავშვი არ უნდოდა და დღეს..."

***ანასტასია***
დივანზე ვიჯექი და აბოს ვეხუტებოდი
-იცი როგორ ვინერვიულე ევა სახლში რომ არ იყო? აბო რა მოხდა მათ შორის?
-ეს მათი პირადია პატარავ თვითონ გაარკვევენ კარგი? _ მისმა სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა
-რას ნიშნავს მათი პირადი... იცი მაინც რამდენს ნიშნავს ევა ჩემთვის? რაღაც სერიოზული მოხდა ვიცი... ვგრძნობ ამას
-და მე რომ შენს გარეშე აღარ მინდა ყოფნა ამას რატომ ვერ გრძნობ _ ეშმაკურად ჩაეღიმა და კისერში მაკოცა მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე
-ნუცდილობ თემის გადატანას.. აბო მითხარი რა
-არა პატარავ ტყუილად მესაუბრები ამ თემაზე, მე ხომ არ გთხოვ რომ მომიყვე ის რასაც ევა გიყვება? ნუ მაგდებ უხერხულებაში კარგი? ნოე ჩემი ძმაკაცია... ჩემი ძმაა და მე არ შემიძლია მის პირადზე სხვასთან საუბარი თუნდაც ეს ის ერთადერთი ქალი იყოს ვინც ყველაფერია ჩემთვის, გამიგე კარგი? თუ სურვილი ექნება თავად მოგიყვება ევა
-მე რომ ყველაფერს გიყვები? _დუდღუნით ჩავილაპარაკე
-შენ ენას ვერ აჩერებ და მაგიტომ _ გაეცინა და მე ფეხზე წამოვდექი გაბრაზებული
-მასე ხომ? კარგი აწი საერთოდ არაფერს აღარ გეტყვი
სამზარეულოში შევედი და ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე წყლის ასადუღებლად აბო მომიახლოვდა და წინ დამიდგა
-ანუ აღარაფერს აღარ მეტყვი ხომ? _ სერიოზული სახით მიახლოვდებოდა და მე უკან უკან მივდიოდი მაგრამ კარადას დავეჯახე და რომ არ წავქცეულიყავი აბომ ხელებსშუა მომიქცია _ ჩემს გარეშე ნაბიჯს ვერ დგამ და რამეს დამიმალავ? _ ტუჩის კუთხე ჩატეხა და შვლის ნუკრის თვალებით ვუყურებდი
-რატომ გაჩუმდი პატარავ? _ ნაზად მაკოცა და ნელნელა მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა, მოულოდნელად მოვშორდი
-აბო რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?
-აბო
-აბო აბო... მეტი არაფერი იცი _ სიცილით მომშორდა და მაცივრიდან წვენი გამოიღო
-აჰა ანუ მე არ ვიცი არაფერი არა? _ გაბრაზებულმა მოვატრიალე და მის ცივ ბაგეებს საკუთარი ინიციატივით დავეწაფე
-არ გინდა პატარავ_ მოშორებას აპირებდა მაგრამ არ დავანებე
-თავად გამომიწვიე და გიკრძალავ ახლა მოშორებას _ ჩემს სიტყვებზე გაეცინა და საოცრად ნაზად დაიწყო ჩემი ალერსი, თითქოს ბროლის თოჯინა ვიყავი და ეშინოდა ხელში არ შემოვმსხვრეოდი.

***ევა***
ფიქრებში ვიყავი წასული ნოე რომ შემოვიდა ოთახში და გვერდით მომიჯდა, ადგომას და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი ხელი რომ მომკიდა და დამიჭირა
-არგახვიდე ევა
-რატომ? ან ... ან რას ნიშნავდა შენი დღევანდელი საქციელი?
-იცი რა დამემართა ანასტასიამ რომ დარეკა რომ ევა სახლში არ არისო? ვიფიქრე რომ მორჩა... ვიფიქრე რომ ყველაფერი დამთავრდა... მერე გავიგე რომ აქ იყავი და რაღაცნაირად დავმშვიდდი, ჩავთვალე რომ ჯერ კიდევ მქონდა შანსი ყველაფრის გამოსწორების _ ცრემლები მომაწვა და თვალებში შევხედე
-რისი გამოსწორების ნოე? შენ გგონია შეგიძლია ეს 1 წელი გამოასწორო რომელიც 1 დღეში ნამსხვრევებად აქციე? იცი მაინც როგორ ვოცნებობდი ბავშვზე? არ იცი იმიტომ რომ ერთხელ არ დამიწუწუნია შენთან, რათქმაუნდა ნიაკოს საკუთარი შვილისგან არ გავარჩევ მაგრამ მეც მინდოდა მეგრძნო ის ბედნიერება რასაც ახალშობილის ხელში აყვანა და იმის შეგრძნობა ჰქვია რომ ის ჩემი სისხლი და ხორცია... ყოველ დილას ორსულობის სიმპტომებს ველოდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა თითქოს გაბერილი მუცლით ვიდექი შენს წინ, მაგრამ ამაოდ... იცი რა დასკვნამდე მივედი? ვფიქრობდი რომ პრობლემა ჩემში იყო და ექიმთან მივედი, მივედი რადგან შენში დარწმუნებული ვიყავი... როცა ექიმმა დამირეკა რომ ერთერთმა ანალიზმა ფეხმძიმობა აჩვენა გაოცებული და საოცრად ბედნიერი ვიყავი... გელოდებოდი ... ერთი სული მქონდა შენს დაბრუნებამდე რადგან ჩემი სიხარული გამეზიარებინა შენთვის ...ველოდებოდი რომ კარებს შემოაღებდი და გახარებდი ახალ ამბავს მაგრამ ვერ მოვითმინე და წერილი გამოგიგზავნე, კარებში შემოსული რომ დაგინახე ბედნიერებისგან მინდოდა მეყვირა, მეყვირა რომ საყვარელი კაცისგან მეყოლებოდა შვილი, მაგრამ რა მივიღე? საპასუხოდ მოვისმინე რომ ბავშვი უნდა მომეშორებინა, ბავშვი რომელიც ნახევარი საათის "გაცნობილიც" ისე მიყვარდა თითქოს მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით... თურმე ქმარი რომელშიც დარწმუნებული ვარ და მგონია რომ არაფერს მიმალავს ნარკომანია და მხოლოდ იმისთვის რომ არ დავორსულდე ორსულობის საწინააღმდეგო აბებს მასმევს... რატომ ნოე? რატომ ხარ ასეთი ეგოისტი? რა იფიქრე ჩემთან სე**ით დაკმაყოფილდებოდი და მორჩა? ესაა ოჯახი? ესაა ცოლ ქმრობა? იციი? ის გაგიგე რომ ლილეს მერე თავი გაინადგურე, თითქოს ისიც გაგიგე რომ სიმართლეს ვერ მეუბნებოდი და მიმალავდი, ისიც გაგიგე რომ ჩემი ბედნიერებისთვის არ მითხარი ეს ყველაფერი მაგრამ ვერასდროს გავიგებ იმას რომ უსუსური არსების გაწირვა მთხოვე... შენ შეგიძლია ნიაკო მოკლა? არ შეგიძლია ... სწორედ ასე არ შემიძლია მეც ამ ბავშვის გაწირვა, მერე რაა რომ არ დაბადებულა ჯერ.. ის ცოცხალია, ცოცხალია გესმის? ... შეგიძლია ადგე და წახვიდე ჩვენგან თუ ამ ბავშვს არ მიიღებ, შეგიძლია არც არასდროს ნახო და არასოდეს შეეხო თუ ასე გეზიზღება... როგორიც არუნდა იყოს მე გავზრდი მას, მთელი ცხოვრება რომ ჩავარდნილი იყოს მე მაინც მეყვარება ის... შენც მიყვარხარ, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შეგიძლია ეს წარმოიდგინო, სულ რაღაც ერთი წელია ერთად ვართ მაგრამ არ ვიცი მომავალში შენს გარეშე როგორ უნდა ვიყო...
ნოემ ჩემი მოსმენა აღარ გააგრძელა და ჩამეხუტა
-არ იქნები ჩემს გარეშე... ვნანობ, შენთავსფიცავარ ვნანობ ჩემს სიტყვებს, უბრალოდ შანსი მომეცი რომ ყველაფერი გამოვასწორო კარგი?
ნიაკოს ხმა გავიგე და სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები
-დეეე... მაააა _ ოთახში შემოირბინა _ ბებომ ჩამოდით ივახშმეთო
-კარგი მამი ჩამოვალთ ახლავე
-შეიძლება დღეს თქვენთან დავწვე?_ ეშმაკურად გამოგვხედა და გამეღიმა
-მოდი ჩამეხუტე და მერე დავფიქრდები _ მაგრად მოვხვიე ხელები და უკან დამწია
-დედი ტიროდი? _თვალებზე გადამისვა ხელი _ გტკივა რამე?
-სიხარულით დე... სიხარულით ვტიროდი რომ ასეთი კარგი მყავხარ
-მამი როგორ მიხარია იციი? _ბედნიერმა გახედა ჩაფიქრებულ ნოეს
-რაა გიხარია მა?
-ასეთი კარგი დედიკო რომ შემირჩიე _ გამეღიმა და უნებურად ნოეს გავხედე რომელსაც საოცრად სერიოზული სახე ჰქონდა თვალებში კი თუ იცნობდით ადვილად შეამჩნევდით ტკივილს
-წამო მა ჩავიდეთ _ თავისუფალი ხელი მოკიდა ნოეს
-ჩადით და მამაც მალე ჩამოვა_მაგრად აკოცა ნიაკოს და ოთახიდან უნდა გავსულიყავით ნიაკომ რომ მიუტრიალდა
-მა დედას არ უნდა კოცნა?
ნოე ნელა მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა
ქვემოთ ჩავედით და მეზობლები დაგვხვდნენ რომელიც ფეხმძიმობას მილოცავდნენ ღიმილით გადავუხადე ყველას მადლობა და გაკვირვებული ვიყავი საიდან გაიგეს ასე მალე
ყველანი სუფრას მივუჯექით და ნოე ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო, გულის სიღრმეში ვღელავდი მაგრამ ფიზიკურად არაფერს ვიმჩნევდი, ბოდიში მოვიხადე სტუმრებთან და ნოესთან ავედი, ოთახში შევედი და ლოგინზე მჯდარი ნოე დავინახე რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და გაუნძრევლად იჯდა... მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას თითქოს სახლი ჩამომენგრა თავზე, შევედი გვერდით დავუჯექი მისი ხელი ავიღე და მუცელთან მივიტანე, დაბნეულმა გამომხედა და ხელს თვალი გააყოლა
-გრძნობ? გრძნობ რა პატარაა? ის გრძნობს... გრძნობს რომ ჩემზე მეტად გტკივა ეს სიტუაცია და მასაც ტკივა... ნუ ხარ ასე კარგი? ჩვენ ყველანაირად დაგიდგებით გვერდში ერთად შევძლებთ რომ მავნე ჩვევებზე გავიმარჯვოთ... ვერ წავალ შენგან, არც შენ გამიშვა, როგორიც არუნდა იყო მიყვარხარ... ხოო.. ნუ მიყურებ ასე მერე რა რომ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული, იმდენს შევძლებ რომ ჩემზე დამოკიდებულს გაგხდი _ გამეღიმა _ იმდენს შევძლებთ ჩვენ ორივე ერთად რომ დავიბრუნებთ ბედნიერებას, ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე .. დავეხმაროთ ერთმანეთს ამ ყველაფრის გადატანაში კარგი? _ მოვეხვიე და ცრემლები ვერ შევიკავე
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო? როგორ შეგიძლია ასე ჩამიტიო ამ პატარა გულში?
-ჩავიდეთ კარგი? იცი რამდენი მეზობელია ქვევით? მემგონი ჩვენზე ადრე მათ გაიგეს ჩემი ფეხმძიმობა
ნოეს ხელი მოვკიდე და სტუმრებისკენ წავედით..
ვიცოდი რომ ამ თემაზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევდა საუბარი, ვიცოდი რომ საშინლად მომექცა და არ შეიძლებოდა პატიება მაგრამ ჩემთვის მის თვალებში დანახული ტკივილი უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე საკუთარი სიამაყე...

სტუმრები წასვლას ჯერ არ აპირებდნენ, ნიაკოს კი ძალიან ეძინებოდა
-ბოდიში რომ მოვიხადო და გავიდე უხერხულია? _ ჩუმად გადავულაპარაკე ნოეს
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა არა.. ნიაკო მინდა დავაძინო, გვიანია და ცოდოა დაიღალა
-მიდი პატარავ არაფერია უხერხული
ნოეს გავუღიმე, სტუმრებს მოვუბოდიშე დაღლილი ნიაკო ავიყვანე ხელში და ის ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავით ნოე რომ მოვიდა ბავშვი გამომართვა და თბილად გამომხედა
-მძიმეა... ბავშვს ავნებ რამეს _ გამეღიმა მის მზრუნველობაზე და საძინებლისკენ წასულ მამა-შვილს ავედევნე
-ძალიან მეძინება მამიკო _ ჩუმად ამოილაპარაკა ნიაკომ და მხარზე ჩამოადო თავი ნოეს
-ახლა დაგაწვენ მამას პრინცესა
ნოემ ნიაკო ჩააწვინა და შუბლზე აკოცა, ოთახიდან გასვლას აპირებდა რომ მოტრიალდა და ჩემს წინ გაჩერდა, ნიკაპზე მომკიდა ხელი ცხვირზე მაკოცა და გამეღიმა
-დე არ მოხვალ?
-კი დედას ანგელოზო ახლავე _ მოულოდნელად ვაკოცე ლოყაზე და ნიაკოსკენ წავედი
ნოეს ხმით ჩაეცინა, და ოთახიდან გავიდა
-დედი გამიხარად მამა და შენ რომ ჩამოხვედით _ მაგრად ჩამეხუტა ნიაკო
-ჩემი ფერია... ჩემი ლამაზი გოგო
-იციი.. მეშინია დე
-გეშინია? რისი ჩემო პატარა?
-დე ეგ პატარა რომ დაიბადება შენს მუცელში რომ არის მერე მე ისე არ გეყვარები როგორც ახლა _ მისი სიტყვები გულზე მომხვდა
-რატომ დე რატომ ფიქრობ ასე ?
-იმიტომ რომ ის შენი ნამდვილი შვილი იქნება... მამას ვიცი ორივე რომ ვეყვარებით რადგან ორივე მისი შვილები ვართ მაგრამ მე ხომ შენი შვილი არ ვარ, იმიტომ გიყვარვარ რომ მამა გიყვარს _ ხმა აუკანკალდა და სათქმელი ჩუმად დაამთავრა
-ეხლა მეწყინა... ძალიან მეწყინა რომ ასე ფიქრობ დედი... მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი ნოეს შვილი რომ იყავი მამას ოფისში რომ გნახე და მაშინვე მოვიხიბლე შენით... მე ნოე მიყვარს მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ შენც მაგ მიზეზით მიყვარხარ, შენ ჩემი პირველი შვილი ხარ.. ჩემი პირველი სიხარული ვინც მაგრძნობინა რას ნიშნავს იყო დედა... თავიდან ჩემდაუნებურად მომიწევს შენს მომავალ ძამიკოსთან ან დაიკოსთან დიდი დრო გავატარო რადგან ის სულ პატარა და დაუცველი იქნება დე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ შენ არ მეყვარები... ის შენ უნდა დაიცვა პირველ რიგში რომ პატარა იქნებადა ვინმემ არ აწყენინოს, რაც შეეხება სიყვარულს კი პირიქით ჩემო პატარა რაც დრო გადის უფრო და უფრო მიყვარდები... შენ ასეთი საოცარი ხარ როგორ შეიძლება რომ არ მიყვარდე? კიდევ ერთხელ თუ მეტყვი რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ ძალიან მეწყინება დე ...
-ყველაზე კარგი ხარ დე.. ბოდიში ხო?
-არაფერია საბოდიშო... ახლა დავიძინოთ ხო?
-კარგი დედი ...
ვუყურებდი ნიაკოს და გული მტკიოდა რომ ასე ფიქრობდა, მართალია არ ვიცი ჯერ როგორი გრძნობაა როცა საკუთარი სისხლი და ხორცი აგყავს ხელში მაგრამ არამგონია ამ სიხარულმა ჩემი და ნიაკოს ურთიერთობაზე იმოქმედოს... ის იმდენად საოცარი ბავშვია სიტყვებით არცკი შემიძლია რომ გადმოვცე...

არ ვიცი როდის დამეძინა მაგრამ ნოეს შეხებამ გამომაფხიზლა
-დამძინებია.. რა სირცხვილია სტუმრებთან _ შეწუხებულმა ჩავილაპარაკე
-ის უფრო სირცხვილი იქნება ახლა თუ მარტო მომიწევს დაძინება _ მის ნათქვამზე გამეცინა ნიაკოს ვაკოცე ჩვენს ოთახში გავედით
სანამ საღამურს ჩავიცვამდი სარკესთან დავდექი ტრუსის და ლიფის ამარა სარკიდან ჩემს უკან მოხითხითე ნოეს გავხედე
-მეჩვენება თუ დამცინი?_წარბშეკრულმა გავხედე
-ჩუმად ვარ _ გაღიმებულმა მომიახლოვდა და ჩემს უკან დადგა სარკეში
მუცელზე ხელი მომისვა და ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში, მოვტრიალდი კისერზე ხელები მოვხვიე და ვაკოცე, უფრო მეტი მინდოდა მისგან ვიდრე ჩახუტება და კოცნა მაგრამ მოულოდნელად მომშორდა
-ჩაიცვი პატარავ არ გაცივდე და დავიძინოთ _ გამიკვირდა მაგრამ არ ჩავძიებივარ რატომ და რა მიზეზით..
ჩავიცვი და უკვე დაწოლილ ნოეს მივუწექი გვერდით
-პატარავ ხვალ წავიდეთ კარგი?
-თბილისში?
-ხოო... დამიგროვდა სამსახურში საქმეები, სიმამრი ჯიგარი მყავს და შემიწყობს ხელს მაგრამ შეხვედრები მაქვს, თან საცაა დაიწყება უნივერსიტეტიც.
-ნოე მე ხომ ვივლი ისევ უნივერსიტეტში?
-როდის იყო გზღუდავდი პატარავ რამეში, მაგრამ მგონი ჯობია ფეხმძიმობის პერიოდი სახლში გაატარო _ მისი მხრიდან თავი წამოვწიე და შვლის ნუკრის თვალებით გავხედე
-გთხოოვ რა.. არ მინდა სახლში ყოფნა, მირჩევნია რომ სანამ შევძლებ ვიარო კარგი?
-დარწმუნებული ხარ?
-100 % ით
-ნოე
-რა პატარავ
-აწი ასე იქნება? _ ვერ მოვითმინე და ჩუმად ვკითხე
-როგორ?
-აი როგორც წეღან _ხმამაღლა გაეცინა და თავზე მაკოცა
-რამდენჯერ გაგისტუმრებივარ პატარავ უარით და თავად ერთი ღამე ვერ აიტანე?
-არა უბრალოდ... _დავიბენი
-პატარავ, ჯერ ექიმთან მივალთ... არის სიტუაციები როცა ნაყოფი სუსტია და არ შეიძლება სქესობრივი კავშირი, ამიტომ ჯობია დროებით მოვთოკოთ სურვილები თორემ ჩემს გონებაში რაც გვერდით მომიწექი იმის მერე სე*სი გვაქ _ სიცილით ამიხსნა და შემრცხვა ... გულწრფელად შემრცხვა რომ მან ჩემზე მეტი გათვალა
-ნოეე... იციი ნიაკომ რა მითხრა?
-როგორც ჩანს ძილი არ უწერია ნოეს.. რაო პატარავ რა გითხრა?
-თუ გინდა ხვალ ვისაუბროთ _ ნაწყენმა ამოვილუღლუღე
-რა გითხრა ნიაკომ? _ არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები
-ეშინია რომ ბავშვის დაბადების შემდეგ შეიძლება პატარა უფრო მიყვარდეს ვიდრე თვითონ, რომ ვკითხე რატომ თქო ასე მითხრა მე ხომ შენი შვილი არ ვარ და ის შენი შვილი იქნებაო... ძალიან მეტკინა მისი სიტყვები... რათქმაუნდა მასში ლილეს ადგილის დამკვიდრებას არ ვცდილობ, მაგრამ არმინდა რომ ასე ფიქრობდეს
-დამშვიდდი ევა... ყველა პატარას აქვს მსგავსი სიტუაცია, ამაზე არ იდარდო ხო?
-მეშინია ნოე... ძალიან მეშინია იმედია შევძლებ კარგი დედა ვიყო ორივეს მიმართ
-შეძლებ პატარავ შეძლებ... შენ უბრალოდ სხვანაირად არც შეგიძლია

*** ანასტასია ***
დილით აბოს მკერდზე ჩახუტებულს გამეღვიძა, სრულიად შიშვლები ვიყავით და ძალიან შემრცხვა... სანამ გაიღვიძებდა ჩუმად ავდექი მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი, ყრუ ტკივილს ვგრძნობდი მაგრამ არ შევიმჩნიე ორი ყავა გავაკეთე დიდი ჭიქით და ოთახში დავბრუნდი აბოს ისევ ეძინა, თავთან დავუჯექი და ვეცადე გამეღვიძებინა სახეზე ვეფერებოდი და მეღიმებოდა ხელები მომხვია და ჩაიწია რომ გვერდით დავეწვინე
-რომელი საათია? _ ამოიზმუილა
-ათი სრულდება და სამსახუშიც გაგვიანდება
-და შენ შენი პატარა ჭკუით მაღვიძებდი? _ გაეცინა
-ხომ გაიღვიძე? _ ნიშნის მოგებით გავხედე
-კი დაახლოებით 15 წუთია და ოთახში რომ არ იყავი მეთქი გუშინდელ ღამეს ვერ გაუძლო და გამეპარა თქო
-სულელო _ გამეცინა და ვეცადე სირცხვილი დამეფარა _ ადექი თორემ მართლა დაგაგვიანდება
-თან თათბირია თერთმეტის ნახევრისთვის დანიშნული არადა შენთან რომ ჯობია?
მაკოცა და დედიშობილა წამოდგა ლოგინიდან, თვითონ ვითომც არაფერიო გააგრძელა აბაზანისკენ გზა მე კი საოცრად შემრცხვა და გვერდით გავიხედე ...
სანამ აბო სააბაზანოში იყო მისმა ტელეფონმა დარეკა დავხედე და ნოე იყო
-აბოოოო .... აბოოოო_ ბოლო ხმაზე ვუყვიროდი კარებთან მდგარი შიგნით მყოფ აბოს
-რატომ კივი? _ გაკვირვებულმა გააღო კარები და მე სწრაფად შემოვბრუნდი და ზურგით დავუდექი, ტელეფონიანი ხელი უკან გავწიე და
-ნოე გირეკავს
აბომ ჩემს დანახვაზე სიცილი დაიწყო, ტელეფონი გამომართვა და ჩემს წინ 'ტანტალით' გაუყვა გზას ოთახისკენ
-ხო ძმა... დღეს ჩამოდიხართ? ... ხო მაგრამ... კარგი რაა ძმობასგაფიცებ მაინც? ... მესმის რომ ასე მალე ვერა მაგრამ... კარგი კარგი ... და იმ ამბავზე რახდება? ... კი ძმა ეგ რა პრობლემაა, ჩვენთან მოიყვანე კლინიკაში ... მომიკითხე ევაჩკა... კარგი
ინტერესით ვუსმენდი და როგორცკი საუბარი დაამთავრა წინ დავუდექი
-შენ და ნოე რამეს მალავთ? _ შევატყვე რომ აფორიაქდა მაგრამ არ შეიმჩნია
-რასუნდა ვმალავდეთ პატარავ?
-მესმის რომ ასე მალე ვერა... იმ ამბავზე რა ხდება... ან რა მალე ან რა ამბავი?
-ტასიკ ნუ აბუქებ კარგი? თორემ შენს მაგნაირ სახეზე ჩემი ბიჭიც სხვანაირად მოქმედებს
მის მზერას გავაყოლე თვალი და ჭარხალივით აწითლებულმა დავტოვე ოთახი...

***ევა***
სახლში შესვლისთანავე რაღაც სხვა გრძნობა დამეუფლა
-ნოე ახალი წელი ახლოვდება, როცა მოიცლი გავიდეთ ნაძვის ხის საყიდლად კარგი?
-ევა თვენახევარია ახალწლამდე _ გაკვირვებულმა გამომხედა
-თვენახევარია ახალწლამდე _ გავაჯავრე და გაბუტული ბავშვივით გავხედე ნიაკოს
-მე და შენ ვიყიდოთ დედი... არ გვინდა მამა
ჩანთები ოთახში ავიტანე და კარადასთან მიყუდებულ ჩემს ჩემოდანს გავხედე
-დედი ეს ჩემოდანი რად გინდოდა?
-ვიფიქრე რაც არ მჭირდება ტანსაცმელები გავაჩუქებ თქო _ ნოეც ამდროს შემოვიდა და წარბაწეულმა გახედა ჩემოდანს
-მამას ანგელოზო მიდი გამოიცვალე და ვჭამოთ მერე ხო?
-რა ჩავიცვა დე?
-რაც შენ გინდა პატარავ
-კარგი _ ნიაკო ბედნიერი სახით გავარდა ოთახიდან ნოემ კი ისევ ჩემოდანს უყურებდა
-წასვლას აპირებდი? _ ზურგი მაქცია და ფანჯარასთან
-ვერ შევძელი
-მაგრამ აპირებდი _ ვერაფერი ვუთხარი და ჩუმად ვიდექი _ არა... არ იფიქრო რომ გამტყუნებ... ისე შენი აზრით გაქცევა საუკეთესო გამოსავალია?
-ნოე გთხოვ.... _ შემოტრიალდა და შუბლზე მაკოცა
-არაფერია ისე უბრალოდ.... ვიცი რომ ვიმსახურებ მაგრამ მაინც ჩამწყდა რაღაც შიგნით...
-მაპატიე _ ჩუმად ამოვილუღლუღე
-საოცარი ხარ, გატკინე... გადაგიარე და მაინც შენ მთხოვ პატიებას... ვერ გაგიშვებ... რომ წახვიდე და დაბრუნება არ გინდოდეს ძალით დაგაბრუნებ, მხოლოდ მანამ სანამ ვიცი რომ გიყვარვარ ... შენ ისეთი ხარ მარტო გადაგივლიან, ამას კი ვერ დავუშვებ... გულწრფელად მიკვირს როგორ შეგიძლია ასეთი სუსტი და ძლიერი ერთდროულად იყო ..

-ნოე სანამ სამსახურში წახვალ შეძლებ მე და ნიაკო დედასთან რომ გაგვიყვანო?
-თათბირზე მაგვიანდება პატარავ, ოფისში წამოდით და თათბირის მერე ერთად წავიდეთ კარგი?
-წავიდეთ დეე? _ ნიაკოს გავხედე რომელიც ნოეს ტელეფონით ერთობოდა სიხარულით დამიქნია თავი და ფეხზე წამოდგა _ მიდი დე მამას მიეცი ტელეფონი და უთხარი მანტო მოგაცვას და ქუდი დაგახუროს _ ნოესთან გაიქცა და ტელეფონი მისცა
-მამი მამი დედიკომ მანტო ჩაგაცვას და ქუდიც დაგახუროსო
-გავიგონე მამი გავიგონე _ სიცილით დაუკოცნა ლოყები და მეც ოთახში ავირბინე გამოსაცვლელად

ნიაკო უკან მოვათავსეთ და მე ნოეს გვერდით დავჯექი
-ტასოც უნდა დაესწროს თათბირს?
-არა შეგიძლიათ იჭორაოთ
-მამი მე რომ დიდი გოგო გავიზრდები მანქანას მიყიდი?
-რადგინდა მა მანქანა მამიკოს არ დაყავხარ სადაც გინდა ხოლმე?
-კი მაგრამ ჩემი მანქანა რომ მეყოლება და შენ და დედიკო სახლში არ იქნებით ჩემს პატარა ძამიკოს მე წავიყვან ხოლმე ბაღში
-დე რა იცი რომ ძამიკო იქნება? _ გამეღიმა
-ასე მინდა დე და სახელიც მოვიფიქრე იცი რა მინდა რომ დავარქვათ?
-რა დედი?
-აბო... აბო დავარქვათ და აბო ძიასავით მხიარული იქნება
აბოს ხსენებაზე რიგრიგობით ამომიტივტივდა თავში ყველა აბოს ზარი, მოულოდნელად სახლიდან გასული ნოე და უპასუხოდ დარჩენილი ჩემი თავი... სიმწრით გამეღიმა და ფანჯარაში გავიხედე
კომპანიაში მისვლამდე ხმა აღარ ამომიღია, მანქანიდან გადმოვედით მე და ნიაკო და ნოეს დაველოდეთ სანამ მანქანას დააყენებდა.
ნოე მალევე მოვიდა ხელი მომხვია და მეორე სართულზე ავედით, ყველას ღიმილით ვესალმებოდი თვალებით კი ტასოს ვეძებდი, მალევე დავინახე ბუზღუნით მომავალი ანასტასია, რომელსაც ცალ ხელში საქაღალდეები ეჭირა და გაურკვეველი სიტყვებს ბუტბუტებდა, დაგვინახა თუარა გაეღიმა და ბედნიერი გამოემართა ჩვენსკენ
-წლის სუპერ წყვილი _ ნოე გადაკოცნა და მე და ნიაკოს ნოეს გასაგონად ჩაგვილაპარაკა_გოგოებო მამათქვენებმა ქანცი გამაძრო იქნებ მომეშველოთ ცოტა
-გათხოვება ტასია... გათხოვება გიშველის _ სიცილით გაგვშორდა ნოე და მამას კაბინეტში შევიდა
-გათხოვებაო და მის ძმაკაცს რომ არ მოვყავარ არ ახსენებს ამას _ გამეცინა და სიცილით მოვკიდე ტასოს ხელი
-წამო წამო ცოტახანი იქნებ უფროსებმა ჩემი და ნიაკოს ხათრით თათბირის დასრულებამდე გვათხოვონ შენი თავი _ღიმილით შევედით კაბინეტში
-ბაბუაა _ მოულოდნელად გავარდა ნიაკო და მამას ჩაეხუტა _ როგორ მომენატრე იცი? ნინა ბებოც ძალიან მომენატრა
-გენაცვალოს ბაბუამ შენ... ჩვენც ძალიან მოგვანატრა ჩემმა შვილმა და მამაშენმა შენი თავი
-მასე აღარ თქვა ბაბუ _ გაბუტულმა გახედა ნიაკომ მამას
-ცუდი არაფერი უთქვია დედიკო _ მამას უხერხულობის დასამალად ჩავერიე
-არა დე ასე არ მომეწონა რო თქვა, რაზე ვამბობ იცი ბაბუ ? (მამას მიუტრიალდა) ჩემმა შვილმა და მამაშენმაო რომ თქვი უნდა გეთქვა დედაშენმა და მამაშენმაო
მოულოდნელად ადგილზე გავიყინე და საოცრად დიდი ბედნიერება ვიგრძენი... ნოემ ღიმილით გამომხედა
-იცი რამხელა ბედნიერება ხარ შენ ? ღიმილით მივედი მამასთან და ნიაკოს გამორთმევას ვაპირებდი ნოემ რომ ჩაახველა... გამეღიმა და მამას ხელში მყოფ ნიაკოს ძალიან ბევრი ვაკოცე _ მამი თათბირის შემდეგ სახლში მოვდივართ და მინდა რომ წამოხვიდე შენც მე და ნოეს რაღაცის თქმა გვინდა
-ხომ მშვიდობაა ? _ შეშინებულმა იკითხა
-მე ვიცი ბაბუ მაგრამ არ გეტყვი _ ენა გამოუყო ნიაკომ და დივანზე მჯდარ ანასტასიას ჩაეხუტა
-შენ იცი ტასიკო? არ იცი მე ვიცი რამაგარია დეე არავინ იცის _ ხითხითი გააგრძელა ნიაკომ
-რახდება ევა? გაოცებულმა გამომხედა ანასტასიამ
-წამო წამო დავით თათბირზე თორემ დაიწყეს უჩვენოდ _ საათს დახედა ნოემ
-მა წამოვიდე? _ თვალების ციმციმით გახედა ნიაკომ ნოეს
-არა პატარავ მალე მოვალთ მე და ბაბუა
-ბაა _ მოწყენილმა გახედა დავითს
-წამოდი მაგრამ ჩუმად დაჯექი და არავის ჩაერიო ლაპარაკში თორემ მე და მამა გაგებუტებით კარგი? _ სიხარულით ჩამოეკიდა ნიაკო კისერზე, ნოემ შუბლზე მაკოცა და კაბინეტი დატოვეს
ტასიკოს მივუჯექი გვერდით და მოვეხვიე
-როგორ მომენატრე გადარეულო იცი?
-მეც ევაჩკა მეც... გოგო რაო ნიაკო რას ამბობდა? საიდუმლოო თუ რაღაც _ გამეცინა და თქმას ვაპირებდი მაგრამ მოულოდნელად გადავიფიქრე
-რავიცი ბავშვურად უხარია თუ რამე გაიგო ჩვენი საიდუმლო იყოსო ... შენ და აბო რას შვებით?
-რავიცი გოგო _მორცხვად აუწითლდა ლოყები
-მოიცა მოხდა რამე? _ ეშმაკურად გავხედე
-ერთად ვიყავით _ჩუმად ჩამჩურჩულა თითქოს ვინმე გვისმენდა და ეშინოდა არ გაეგო
-რაა? _ იმხელაზე ვიყვირე პირზე ამაფარა ხელი
-რა გაყვირებს გოგო
-ანუ შენ და აბო? რა ჩუმჩუმელები ხართ რა
-რაუნდა მექნა ტელეფონში მეხარებინა შეყვარებულთან სე*სი მქონდა თქო? _ სიცილს ვერ იკავებდა და მეც გამეცინა
-არა გოგო მაგრამ რავიცი...
მე და ტასო ისე გავერთეთ ლაპარაკში ვერც კი გავიგეთ როდის შემოვიდა ოთახში დავითი და უკან ნოე მოყვა რომელსაც ხელში ჩაძინებული ნიაკო ეკავა
-მისთვის ზედმეტად უინტერესო აღმოჩნდა თათბირი... მიდი ადექით უცებ და გავიდეთ _ მე და ტასოს გამოგვქედა და თავით გვანიშნა ადექითო _ წამოდი ტასო დღეს ზედმეტად მნიშვნელოვანი დღეა და თავისუფალი ხარ წამოდი ჩვენთან ერთად
-არა რა ხდება რაღაც და არ მეუბნებით _ გაბუტულმა ამოილაპარაკა ტასომ _ჩადით თქვენ მეც ნივთებს ავიღებ და ჩამოვალ
მე მამა და ნოე მანქანაში ჩავჯექით, ნიაკო მამამ მიიწვინა მკერდზე და ტასოს ველოდებოდით, ჩხუბით რომ გამოვიდა კომპანიიდან
-რაც აქ მუშაობა დაიწყო ასეთ დღეშია, ნეტავ მაცოდინა რა აქვს ამდენი საბუზღუნო _ გაეცინა მამას

სახლში მალე მივედით, ნოემ ნიაკო გადმოიყვანა და სადარბაზოში უნდა ავსულიყავით აბომ ხელი რო სტაცა ანასტასიას და გაბრაზებულმა შეხედა
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ? იცი მაინც რამდენი ხანია გირეკავ? _ ანასტასია დაიბნა და ხელი ჯიბეზე მოისვა სავარაუდოდ ტელეფონის მოსაძებნად
-მე ... არ გამიგია ზარი აბო... მგონი ოფისში დამრჩა ტელეფონი
-ძალიან ვინერვიულე _ ჩაეხუტა და ჩვენ გამოგვხედა _ ოჰ ეს რა ხალხი ყოფილა აქ _ მე გადამკოცნა, მამას ხელი ჩამოართვა და ნოეს მკერდზე მიხუტებულ ნიაკოს ჩუმად აკოცა რომ არ გაღვიძებოდა _ძმობასგაფიცებ შენთან ზასავს ნუ დამაწყებინებ ისედაც ყველა დღე გნახულობ _ მხარზე გაკრა ნოეს ხელი და ისევ ანასტასიას მიუტრიალდა _ წამო ცოტახანი საქმე მაქვს
-არა ეხლა ორივე ჩვენთან წამოდით ჯერ მე და ნოეს გვაქვს საქმე და მერე სადაც გინდა იქ გაიპარეთ _ ღიმილით გავხედე ორივეს
სახლში შევედით თუ არა დედამ ყველა გადაკოცნა და მე ჩამეხუტა
-დედას ლამაზო, როგორ მომენატრე დე ... შემოდით შემოდით ახლავე გავამზადებ სადილს
-არაფერი გვინდა დე მხოლოდ ყავას დავლევთ, აი რაღაცეები მოვიტანე _ ტკბილეულობით სავსე პარკი მივაწოდე დედას
-ნოე წამო რა ოთახში დააწვინე ნიაკო... ხმაურია აქ და ვერ მოისვენებს ცოდოა
ჩემს ოთახში შევედით ნოემ ნიაკო ლოგინზე დააწვინა პლედი მიაფარა, გამეღიმა როცა ოთახს თვალი მოვავლ და ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე
-ნოე იციი მაშინ როცა საუბარი არ შემეძლო სულ აქ ვიყავი თითქმის... არასოდეს არ გავდიოდი ოთახიდან, დღე ყველა ცდილობდა რამენაირად გავემხიარულებინე ღამე კი სულ მარტო ვიყავი და ჩუმად ვტიროდი რომ არავის გაეგო ჩემი ცრემლები... მაშინ ვერც წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს ამ ოთახში ბედნიერი შემოვიდოდი ქმართან ერთად ...
-პატარავ ნუ დაიგრუზავ თავს... გავიდეთ და ახალი ამბავი ვუთხრათ ხო?
თავი დავუქნიე და კარები ღია დავტოვეთ რომ ნიაკოს რომ გაღვიძებოდა ხმა გაგვეგო... დედას უკვე გაემზადებინა ტკბილი სუფრა მაგიდის ირგვლივ დავსხედით ყველა... ის ის იყო ყავა უნდა დაედგა ჩემთვის ნოემ რომ თქვა
-ევა არ სვამს ყავას _ ყველამ გაკვირვებულმა გამომხედა რადგან ჩემი ყოველი დილა ყავით იწყებოდა და ყავით სრულდება
-რას მალავთ თქვენ ორნი? _მამა მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რახდებოდა
-კარგით კარგით_გამეცინა და ნოეს გაეღიმა_ მე და ნოეს მალე მეორე პატარა ბიჭი ან გოგო გვეყოლება
-ვაიმე_ ხმამაღლა დაიყვირა ანასტასიამ დედა და მამა ჩუმად იყო ჯერ კიდევ გაოცებულები იჯდნენ და ცრემლიანი თვალებით მიყურებდნენ
-ჩემო პატარა... გილოცავ დეე... თითქმის წელიწადი გავიდა ... გილოცავთ ამ ბედნიერებას _ მე და ნოეს მოგვეხვია დედამ
-აუ შოკში ვარ ჩემი ნათლული დაიბადება რა მაგარია _ ანასტასიამ სიხარულით ლამის ხტუნვა დაიწყო და მომღიმარ აბოს გახედა _ მოიცა შენ რა იცოდი? იცოდი ხოო? იცოდი როგორ ვნერვიულობდი და მაინც არ მითხარი
-დამშვიდდი ტასო არაფერი არ იცოდა ამდილას გაიგონა შემთხვევით ჩემი და ნოეს ლაპარაკი _მეტი დამაჯერებელი ვერაფერი მოვიფიქრე და მოულოდნელად აბოს სიტუაციიდან დაძვრენას შევეცადე რომ ანასტასია არ ჩაძიებოდა
-მა შენ არაფერს მეტყვი? _ ფეხზე ავდექი და ჩუმად მყოფ მამას ჩავუჯქი კალთაში
-მე რა უნდა გითხრა შვილო იმის გარდა რომ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერებით _ჩამეხუტა და თავზე მაკოცა _ მამას პატარა გოგო აღარაა ისეთი პატარა როგორიც მამას ჰგონია
-ანუ ახალი წლის მერეც არ მოხვალ უნივერსიტეტში ხო? _ მოწყენილმა მკითხა ტასომ _ მაგრამ შენ იყავი კარგად და ეგ არაფერი
-როგორ არა მე და ნოემ ვისაუბრეთ მაგ თემაზე და შევთანხმდით რომ ვივლი მანამ სანამ შევძლებ
-ტყუის ეგ თვითონ გადაწყვიტა _ გაეცინა ნოეს და მანიშნა მოდიო, წამოვდექი და მამას კალთიდან ნოეს კალთაში გადავინაცვლე შუბლზე მაკოცა შევატყვე რომ მოუსვენრად იყო და შემეშინდა იმ წამსვე ყველაზე ცუდისკენ წავედი ფიქრებით ფეხზე წამოვდექი და ნოეს შევხედე
-ნოე წავიდეთ კარგი?
-რატომ დედიკო იყავით ცოტახანს სადილსაც გაგიმზადებდით მოგშივდებოდათ
-არა არა დე...
-მამი ნიაკო ცოდოა ახლა გასაღვიძებლად და დატოვეთ მაშინ კარგი?_ ნოეს გავხედე ხელს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე
-კარგი დარჩეს მაშინ ნიაკო და გავიდეთ თურამე დაგირეკავს შენები _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა აზრზე მოსულმა აბომ _ ტასო უნდა წავიდე, ჩემს ტელეფონს გიტოვებ და ყურადრებით იყავი დაგირეკავ
აბომ ნოეს მოკიდა ხელი მამას და დედას დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ... მეც როგორც შევძელი შევინარჩუნე სიმშვიდე და მშობლებს ღიმილით დავემშვიდობე
-თურამე დამირეკეთ კარგი? დეე ცივი არ აჭამო რა ყელი ტკიოდა _დედას გავხედე მოვეხვიე ორივეს და კარებთან მისულს ანასტასია დამეწია
-ევა რახდება? _ ჩუმად ჩამიჩურჩულა ანასტასიამ
-ეხლა არა სიხარულო კარგი? ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო... გთხოვ საღამოს ჩამოდი ნიაკოსთან და გაართე რომ არ მოუნდეს დღეს სახლში წამოსვლა
-ვხვდები რომ მიმალავ რაღაცას, მაგრამ რას არ ვიცი... არ ინერვიულო კარგი?
ტასოს ვაკოცე და ქვევით ჩავირბინე და მანქანის უკანა სიდენიაზე მჯდომი ნოეს დანახვისას აბოს გავხედე შეშინებულმა
-აბო რახდება ?
-ლომკა ეწყება მალე წავიდეთ!

საჭესთან აბო დაჯდა სახლში მივედით თუ არა მანქანიდან ჩამოვედი ის ის იყო ნოეს კარები უნდა გამეღო აბომ კარები ჩაკეტა
-სახლში შედი და არსად წახვიდე, არაფერზე ინერვიულო _ მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა მანქანა დაქოქა და ადგილიდან გაქრა,
-აბო არ წახვიდე... სად მიდიხარ... ჯანდაბა
ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ აბო უკვე გაცილებული იყო სახლს
ნერვიულად დავდიოდი ოთახებში და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა... რაში იყო გამოსავალი, აბოს ვურეკავდი მაგრამ ამაოდ ტელეფონს არ პასუხობდა, ცოტახანში ანასტასია მოვიდა და ატირებული რომ დამინახა არ მომასვენა სანამ ყველაფერი არ მომაყოლა... გაშეშებული იყო ერთ ადგილას გაკვირვებული მიყურებდა
-მოიცა ანუ ნოე?
აცრემლებულმა დავუქნიე თავი და ჩამეხუტა
-ჩემო პატარა... ეს რანაირი გული გაქვს ნუ მაგიჟებ... ასე როგორ შეგიძლია?
-ძალიან მიყვარს ტას _ ამოვიჩურჩულე _ ჩემებთან არაფერი შეიმჩნიო კარგი?
-რათქმაუნდა პატარავ რათქმაუნდა
-დაურეკე რა აბოს ტას _ ვერ ვისვენებდი
ანასტასიამ ალბათ ასჯერ დარეკა მაგრამ ამაოდ... დრო ისე გავიდა ვერც გავიგე, არვიცი როდის დამეძინა მაგრამ გამოღვიძებულს ანასტასია მეჯდა გვერდით
-ევა რა კარგია რომ გაიღვიძე, გთხოვ რაიმე შეჭამე ასე ნუიქნები ბავშვს არ ავნო რამე
-მოვიდა ნოე ? _იმედიანად ვკითხე თავი გააქნია უარის ნიშნად და ლანგარი გამომიწოდა
-არც დაურეკავს არცერთს?
-არა ევა.. ჭამე გთხოვ რამე
გაბრაზებულმა გავიქნიე დივნის საზურკისკენ ხელი და ცრემლები წამომივიდა
-ხომ კარგად იქნება ტას?
-აუცილებლად ჩემო პატარა, აუცილებლად
ჭამის მადა ნამდვილად არ მქონდა მაგრამ რაიმე უნდა მეჭამა...
მე და ანასტასია სამზარეულოში ვიჯექით ის ის იყო ვახშმობა დავამთავრეთ რომ კარები გაიღო და ორივე შემოსასვლელისკენ გავიქეცით, ოთახში შემოსული ნოეს დანახვისას მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე
-მოხვედი... მოხვედი ... ჩემთან ხარ _ სახეზე ვეფერებოდი ... აბომ ანასტასიას თვალებით ანიშნა გავიდეთო და დაუმშვიდობებლად წავიდნენ... კარებში გასულ აბოს დავეწიე და შემოვატრიალე ვუყურებდი და განადგურებული სახე ჰქონდა, ადამიანს არ ჰგავდა
-ძალიან დიდი მადლობა აბო... არ ვიცი რა გითხრა
-არაფერი ევა უბრალოდ მასთან იყავი _ მხარზე ხელი დამადო, ანასტასიას ხელი მოკიდა და დამემშვიდობნენ
ოთახში დავბრუნდი და ნოე ვერსად დავინახე... შეშინებულმა საძინებლისკენ გავიქეცი და არც იქ დამხვდა თვალები ამიცრემლიანდა და ის ის იყო ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი ნოე რომ შემოვიდა
-ტირი პატარავ? _ შეშინებულმა მომიახლოვდა, ჩავეხუტე და ტირილი ვერ შევიკავე
ნოე დაიბნა არიცოდა რა ექნა და ხელები მომხვია
-მოდი ჩემთან... ნუ ტირი რა
-მეგო... მეგონა წახვედი _ ძვლივს ამოვთქვი ორი სიტყვა
-შენთან ვარ პატარავ ვსიო... შენთან ვარ _ შუბლზე მაკოცა ლოგინზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა

***ანასტასია***
მე და აბო ახლომდებარე რესტორანში შევედით ყავა შევუკვეთეთ და განადგურებულ აბოს ვუყურებდი
-გაოცებული ვარ აბო... ამას ნამდვილად არ ველოდი, ევა არ იმსახურებს ამას _გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-არც ნოეა კარგად.... მოდი მათ საქმეში ნუ ჩავერევით ხო?
-სულ მასე მეუბნები სულ... იცი რა დაემართა დღეს? ღმერთს ვთხოვდი რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო და ბავშვს საფრთხე არ შექმნოდა_ მოულოდნელად ჩავფიქრდი და ანერვიულებულმა გავხედე აბოს _ აბო შენ? ...
-არა მე არა.... ცოტახანი დამშვიდდი კარგი? უბრალოდ მოდი და ჩამეხუტე _ ვხვდებოდი რომ ცუდად იყო მის მხარეს გადავჯექი და მკერდზე მივეხუტე
-გითხრა ევამ არა?
-ხო ... მითხრა აბო... ძალიან ვნერვიულობ მასზე
-კინაღამ ხელში ჩამაკვდა ტას... თვითონ გამომიყვანა ამ სიტუაციიდან ახლა ჩემი ჯერია... მაგრამ არვიცი... არვიცი რაუნდა ვქნა, თითქოს ვპატარავდები უსუსურს რომ ვხედავ, მინდა რომ ავდგე და თუ კარგად იქნება თავად გავუკეთო დოზა
-რაა? ამ სიტუაციიდან გამოგიყვანა? _ თითქოს გვიან გავიაზრე ნათქვამი და მოვშორდი აბოს _ რას ნიშნავს ამ სიტუაციიდან?? აბო შენ ...
-გთხოვ ისტერიჩკა ქალივით არ დაიწყო კარგი? ეს წარსულში იყო ტასო დიდი ხნის უკან, სწორედ მაშინ გავიცანი ნოე... ყველანაირად გვერდით დამიდგა
-ეს....ეს.... აქამდე როგორ არ მითხარი? _დაბნეული ვიყავი
-რა მეთქვა ყოფილი ნარკომანი ვარ თქო? შეცვლიდა რამეს? აი ახლა გაიგე... შეიცვალა შენში რამე?_ მკაცრად მკითხა
-არა უბრალოდ...
-მაშინ უბრალოდ გვერდით დამიდექი კარგი?
-ევამ რა უნდა ქნას? _ ისევ მისკენ მივიწიე და თემის გადასატანად ვკითხე
-არ ვიცი პატარავ არ ვიცი... სულ სხვა გეგმები მქონდა მაგრამ გადაგვედო დროებით, ახლა ამ სიტუაციაში ორივე მათ გვერდით უნდა ვიყოთ
-რა გეგმები აბო?
-ჩვენი ქორწილის _ ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერი
-რაა? _ გაოცებულმა გავხედე
-ხო რა ცოტახნით გადაგვედო
-მოიცა ანუ? _ ბედნიერებისგან რამექნა აღარ ვიცოდი
-ამ დღეებში ამოვალ შენებთან
-არ მჯერავს _ ცრემლები მომაწვა ბედნიერებისგან
-ჩემი ბატი ტასიკო... ცოტაც მაცადე და დაგაჯერებ

***ევა***
შუაღამეს გამომეღვიძა, ძილის შებრუნებას ვაპირებდი ფანჯარასთან მდგომ ნოეს რომ მოვკარი თვალი
-არ გეძინა? _ შეწუხებულმა ვკითხე გამომხედა და ცალყბად გამიღიმა
-კი პატარავ მოსაწევად ავდექი... დავიძინოთ _ მოვიდა და გვერდით მომიწვა მაგრამ მივხვდი რომ საერთოდ არ ქონდა გამონაძინები
-ნოე დაიძინე რა გთხოვ
მივეხუტე და მაგრად მოვეხვიე

***ნოე***
ვუყურებდი მძინარე ევას და მხოლოდ ერთადერთი აზრი მომდიოდა თავში, ცოტახანი უნდა გამეშვა ჩემგან რომ ყოველ მეორე დღეს მსგავს სიტუაციებს არ გადავყროდით... მაგიჟებდა მისი ცრემლიანი თვალები და სევდიანი ხმა... ასე ბავშვსაც რაიმეს ავნებდა ამიტომ სხვას ვერაფერს ვიფიქრებდი...
დილას თვალები გაახილა თუარა გაღიმებულმა გამომხედა
-დილა მშვიდობის საყვარელო _ მაკოცა და უფრო ამტკივდა ჩვენი მდგომარეობა
-პატარავ უნდა ვილაპარაკოთ _ ცივად გამომივიდა და გაკვირვებული მზერა მომავლო
-მოხდა რამე? _შეშინებულმა ამოილაპარაკა და გამეღიმა მის ბავშვურობაზე
-წამოდი ჯერ ისაუზმე კარგი?
წამოდგომას ვაპირებდი ხელი რომ დაიჭირა ჩემი და გამაჩერა
-არა არა ... მითხარი ჯერ რა ხდება
-საუზმის შემდეგ
შუბლზე ვაკოცე და ქვევით ჩავედი

***ევა***
ერთი სული მქონდა გამეგო ნოეს რა საქმე ქონდა, ჩუსტებში გავუყარე ფეხები და ღამის პერანგითვე ჩავედი ქვევით
-მოდი მზადაა _ გამზადებულ საუზმეს გავხედე და გამეღიმა
-შენ არ ისაუზმებ ? _ კენტად დადებულ თეფშს შევავლე მზერა
-არა პატარავ არ მშია მე, ყავას დავლევ მხოლოდ
უხასიათობა შევატყვე და ზედმეტი კითხვებით თავი აღარ მომიბეზრებია...
გამზადებული საუზმე მივირთვი თუ არა წვენი დავაყოლე და გავხედე
-გისმენ _ შეშინებულმა ვკითხე თითქოს წინასწარ ვგრძნობდი რაღაც ცუდს
-პატარავ ახლა რასაც გეტყვი კარგად უნდა მომისმინო და გაიაზრო მპირდები? _ თავი დავუქნიე და ვანიშნე გააგრძელე თქო _ პირველ რიგში იმით მინდა დავიწყო რომ რასაც ახლა გეტყვი არ არის ჩემთვის იოლი....უბრალოდ ამჟამად ასე ჯობია
-რა ჯობია _ჩურჩულით ვკითხე
-მუცელში შვილი გყავს.... შვილი რომლის სიხარულიც ვერ იგრძენი და თუ ჩემთან იქნები კიდევ დიდხანს ვერ იგრძნობ... მინდა რომ ცოტახანი დედაშენთან წახვიდეთ შენ და ნიაკო... არ მინდა ამ მდგომარეობაში მხედავდეთ, არ მინდა შენს ნაღვლიან მზერას ვუყურო და ბავშვი გაკვირვებული იყოს მამას რა ჭირს
დაბნეული ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს... საუბარი მან გააგრძელა
-არ იფიქრო რომ გტოვებთ... როგორცკი ყველაფერს გადავლახავ ისევ ერთად ვიქნებით, უბრალოდ ვერ ავიტან ამ მდგომარეობაში მხედავდე და შენი დამშვიდება არაფრით შემეძლოს
-არა...არა....არა.... ვერ მომექცევი ასე _ შეშინებულმა ჩავილაპარაკე _ შენსგარეშე როგორ... ან .... ამას როგორ მეუბნები ნოე _ ცრემლები მომაწვა რომლებიც ნოემ თითებით შემიმშრალა
-არ იტირო რა... ყოველ დღე გნახავთ პატარავ, მე წავიდოდი მაგრამ აქ არ მინდა მარტო იყოთ... დამეხმარე გთხოვ ამჟამად სხვანაირად არ შემიძლია, მომეცი უფლება რომ ისეთი დაგიბრუნდე როგორსაც მიმსახურებ
-მერე.. მერე რას მეუბნები? შენ არ იყავი რომ ამბობდი ვერსად გაგიშვებო? ასე ნუ გამიმეტებ გთხოვ ნოე _ ვტიროდი და არ მადარდებდა ის რომ კარებთან აბო და ანასტასია იდგა, მათ დანახვაზე აბოსკენ გავიქეცი
-აბო შენ... შენ ხომ გისმენს, უთხარი არ გამიშვას, უთხარი რომ საშინლად ვიქნები მის გარეშე... მე რომ მისგან წასვლა მდომებოდა თავიდანვე წავიდოდი... ტასო შენ უთხარი იქნებ შენი ხათრი მაინც ქონდეს
ანასტასიას თვალები აუცრემლიანდა და ხან მე მიყურებდა ხან ნოეს მომიახლოვდა და ხელი მომკიდა
-დამშვიდდი გთხოვ რა... ბავშვისთვის საზიანოა ევა
ნოე ანასტასიას გამოსტაცა ჩემი თავი თვალებში შევხედე ჩაწითლებული ქონდა და მაგრად ჩამეხუტა
-არა რა პატარავ... ასე ნუ იქცევი გთხოვ... როცა შევძლებ სულ თქვენთან ვიქნები, გთხოვ შენი ცრემლები უარესად მხდის
-და მე ? მე კარგად ვარ? კითხულობთ მაინც? ბავშვმა რომელსაც მთელი წელი ველოდებოდი მხოლოდ უბედურება მომიტანა... რატომ ხდება ასე...არავარ ნოე ნიაკოს ფიცავარ არავარ კარგად
ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა თვითონ ჩემს წინ დაიხარა
-მაპატიე რა... თუ შეძლებ ყველაფერი მაპატიე ევა, ჩემი ბრალია ასე რომ ხარ და არ გაბედო წამით მაინც უცოდველი ბავშვის შეძულება.,... ის ჩვენი შვილია, ჩემი და შენი გესმის პატარავ? ძალიან ცოტახანი მოგვიწევს ერთმანეთის გარეშე ყოფნა, გპირდები რომ პატარას ერთად გავზრდით... გპირდები რომ ყოველ დღე თქვენთან მოვალ უბრალოდ ასე როცა ვიცი რომ სახლში შენ ტირი და ნერვიულობ ვერ გავჩერდები, ნიაკოს? ნიაკოს ხომ ვერ ავუხსნით რა ხდება? დამეხმარე იმაში რომ შვილს არ შევზიზღდე, წყობიდან გამოსულმა ლომკის დროს შეიძლება რომელიმე ჩემი მსხვერპლი გახდეთ და რაიმე გავნოთ... ნუ დაუშვებ რომ მერე მთელი ცხოვრება ვინანო... დამეხმარე პატარავ, დაეხმარე შენს ნოეს კარგი?
არაფერი მითხრა და ოთახიდან გავიდა... ანასტასია მალევე შემოვიდა მე თითქოს ნოემ დამაჰიპნოზა და ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში " ნოეს სხვანაირად ვერ დავეხმარები... უნდა დავეხმარო.. " ცრემლები მოვიწმინდე და ანასტასიას გავხედე
-მომეხმარები ბარგის ჩალაგებაში?
ჩანთებით გამოვედი ოთახიდან და ნერვიულად მოსიარულე ნოეს გავხედე, ვეცადე ემოციები მომეთოკა და ჩუმად მჯდარ აბოს მივუტრიალდი
-შეგიძლია წამიყვანო?
-მე წაგიყვან _ ხმაშეცვლილმა გამომხედა ნოემ
-არა... აბო წამიყვანს, ასე ჯობია კარგი? _ მიყურებდა და ხმას არ იღებდა
-კარგი მე ჩანთებს ჩავიტან მაშინ და ქვევით დაგელოდები ევა _ აბომ იატაკზე მყოფ ჩემოდნებს მოკიდა ხელი და ანასტასიას თვალებით ანიშნა წამოდიო
ორივე გავიდა თუ არა ოთახიდან ნოესთან მივედი
-გთხოვ ხშირად მოდი _ ჩუმად ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და სახლი დავტოვე
მანქანაში ჩავჯექი თუ არა აბომ უხმოდ დაძრა მანქანა... სამივე ჩუმად ვიყავით მთელი გზა, ანასტასია შიგადაშიგ ანერვიულებული გამომხედავდა ხოლმე...
ბინასთან მალევე მივედით და იქვე ეზოში მოსეირნე ნიაკო და დედა დავინახეთ, სახეზე ბედნიერის ნიღაბი ავიკარი და ღიმილით დავხვდი ჩვენსკენ წამოსულებს
-დედა მოვიდაა _ სიხარულით გამოიქცა ნიაკო ჩემსკენ და ჩამეხუტა
დედა გაკვირვებული უყურებდა აბოს მიერ ამოღებულ ჩემოდნებს
-შვილო რა ხდება? _ დაბნეულმა მკითხა
-დე ნოე ძირითადად სამსახურშია, მე კიდევ ხომ იცი როგორი ვარ და მეშინია სახლში მარტო ყოფნისას არ დამეწყოს ტოქსიკოზი და ვარჩიე ცოტახანი თქვენთან ვიყო სანამ ამ პერიოდს გადავლახავ... იმედია არ გაგვაგდებთ მე და ნიაკოს _ გავუცინე მაგრამ დედას ეტყობოდა რომ ბოლომდე არ სჯეროდა ჩემი
-რაპრობლემაა შვილო... წამოდით სახლში ავიდეთ თან გავამზადებ რამეს
აბოს და ტასოს გახედა და ღიმილით ანიშნა ზევით ავიდეთო
სახლში შესვლისთანავე საოცარი სიმძიმე ვიგრძენი სულში თითქოს ჰაერი აღარ მიეწოდებოდა ფილტვებს და ტასოს მაგრად მოვუჭირე შეუმჩნევლად ხელი
-დამშვიდდი პატარავ მე შენთან ვარ _ ჩამიჩურჩულა და სიჩუმის გასაფანტად დედას მიუტრიალდა
-ნინა დეიდა გავმართოთ დღეს ნამცხვარ ფართი როგორც ადრე ვაკეთებდით?
-აბა როგორ შვილო _გაეცინა დედას_ ნოე სამსახურშია? _მე გამომხედა
-ხოო დე უნდოდა რომ მას წამოვეყვანე მაგრამ აბომ ტასოს მოაკითხა და გამოვყევი ბარემ
-დედიკო აქ დავრჩებით? _ გვერდით მომიჯდა ნიაკო
-კი დე ცოტახანი აქ ვიყოთ სანამ შენი დაიკო ან ძამიკო ცოტა წამოიზრდება ხო?
-რა მაგარიაა... მაგრამ მამა მარტო უნდა იყოს დე? _ მოწყენილმა გამომხედა, მე რომ არაფერი შემჩნეოდა უფრო ფართედ გავუღიმე
-მამას სულ ვნახავთ დე...
-კარგი... ცოტახანი რომ დავხატო და მერე მოვიდე შენთან ხომ არ გეწყინება?
-არა დედი დახატე მიდი _ ლოყებზე ვაკოცე და ოთახიდან გაიქცა
-დედიკო ცოტახანი გასვლა მინდოდა რაღაცეების საყიდლად და რახან მოხვედი წავალ და მოვალ კარგი? _ უხერხულად გამომხედა დედამ
-წადი დე რამდენი ხანიც გინდა რა პრობლემაა ... აბო ხომ დალევ ყავას?
-არა არა ევა ბარემ წავალ მეც სამსახურში უნდა გავიდე თან ქალბატონ ნინასაც გავიყვან თუ წინააღმდეგი არიქნება
-ოხ გაგახარებს შვილო ღმერთი, წავიდეთ მაშინ
აბომ წასვლამდე გვერდით გამიყვანა დედას რომ არ გაეგო საუბარი
-არაფერზე იდარდო და რაც არუნდა დაგჭირდეს ჩემი იმედი გქონდეს იცოდე კარგი?
-დიდი მადლობა აბო... შენი იმედი მაქვს ოღონდ ამ სიტყვებს მთელი სიგულწრფელით ვამბობ... ვიცი რომ ნოე ჩემზე მეტად დარდობს ჩემს აქ წამოსვლას უთხარი რომ კარგად ვარ და არაფერზე ვნერვიულობ კარგი?
-საოცარი ხარ ევა ... საოცარი, მშვიდად იყავი მასთან ვიქნები
ოთახში დავბრუნდით და სანამ დედა მოემზადებოდა ანასტასიასთან მივიდა აბო და ნიკაპქვეშ ამოდო ხელი
-ჭკუით იყავი ხო? დაგირეკავ და ყურადღებით იყავი ტელეფონთან
-კარგი აბო ნუ მარიგებ სულ ბავშვივით ჭკუას _ ბუზღუნით ჩაილაპარაკა ანასტასიამ
-ევა შენს დაქალს თავი დიდი გონია? _ გაეცინა აბოს და წასასვლელად გამზადებულ დედასთან ერთად დატოვა სახლი
-რა ვქნათ ახლა ჩვენ? _ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ანასტასიამ _ მოვიფიქრე... ნიაკოოოოო _ ბოლო ხმაზე დაიყვირა
-მოვდივააარ _ მეორე ოთახიდან გამოსძახა ნიამ და მალევე შემოვიდა ოთახში _ რაიყოო?
-მოდი ჩემთან, შენ ხომ დიდი გოგო ხარ უკვე რადროს ხატვაა დაგვიჯექი ქალებს... ესეიგი დედა არის მოწყენილი და უნდა გავამხიარულოთ
-მამიკო მოვუყვანოთ _ სიხარულით დაიძახა ნიაკომ და გამეღიმა
-მოდი რაა ჩაეხუტე დედას _ ჩამეხუტა და თითქოს სულიერი სინაკლულე შევივსე
-მოვიფიქრე _ მოულოდნელად მომშორდა ოთახიდან გავარდა და შავი მარკერით დაბრუნდა _ კატებივით მოვიხატოთ სახეები
-ეე რა მაგარიაა, დედაშენით დავიწყოთ _ სიცილით მომმვარდა ორივე და აქედან იქედან დამიდგა
-გაგიჟდით? _ გამეცინა
-გთხოოვ რა დეე

***ნოე***
ბარში ვიჯექი და მარტო ვსვამდი აბომ რომ დამირეკა
-აბო რა ქენი მიიყვანე? როგორაა?
-მაცალე მაცალე ამომასუნთქე _ გაეცინა _ მივიყვანე და სახლშია, ცოტა დამშვიდა, ნიაკო და ტასო მოსვენებას არ მისცემენ მაინც შეძლებენ რომ გაამხიარულონ რამენაირად ცომ იცი
-ჯიგარი ხარ აბო, სად ხარ შენ?
-სამსახურში უნდა მივიდე სანამ გამომაგდეს კინწისკვრით
-მიდი მიდი _ ტელეფონი გავუთიშე და ბარმენს მივუბრუნდი _ ერთიც დაასხი _ გადავკარი და ქუჩაში გამოვედი მანქანა იქვე დავტოვე დავდიოდი და ვფიქრობდი
"ცოტაც.. ძალიან ცოტაც ჩემო ევა და ისევ ჩემთან მეყოლები"
მასთან დარეკვას ვაპირებდი მისგან შეტყობინება რომ მომივიდა გავხსენი და კატასავით მოხატული ნიაკოს და ევას სურათის ამოვარდა ეკრანზე, რომლებსაც თმები შუაზე გადაეყოთ და აქედან იქედან 'კიკინები' გაეკეთებინათ...

***ევა***
სურათის გაგზავნიდან დაახლოებით ერთი საათი გავიდა, სახის დაბანას ვაპირებდი ზარი რომ შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, ვუპასუხე და გავჩუმდი, თვითონაც ჩუმად იყო ვიფიქრე შეიძლება უცებ გამოეშვა ზარი თქო ხმა რომ ამოიღო
-გიბრძანებ რომ ახლავე კრუტუნით ჩამოხვიდე სადარბაზოსთან _ გამეღიმა და ტელეფონი გავუთიშე და სამზარეულოში მჯდომ მოხატულ დედას და ანასტასიას შევუხედე
-არა რა ამხელა ქალიც თქვენს ჭკუაზე გადამიყვანეთ _ ქოთქოთებდა დედა
-რაგინდა ნინა დეიდა გიხდება _ სიცილით აყვა ანასტასია
-ქვევით ჩავალ და მალე ამოვალ
-ასე სად მიდიხარ შვილო _ სახეზე შემომხედა გაკვირვებულმა დედამ
-ნოეა ქვევით ვნახავ და დავბრუნდები
-ასე თუ წახვალ შეიძლება სამუდამოდ აქ დაგტოვოს შვილო _ გაეცინა დედას და ანასტასიაც აყვა, ბუზღუნით დავტოვე სამზარეულო და ქვევით ჩავირბინე, ნოე დავინახე თუ არა მივირბინე და ჩავეხუტე
-მიყვარხარ _ მომიშორა და სახეზე შემომხედა
-ჩემი კნუტი _ გამეღიმა მაგრამ გამომეტყველება შემეცვალა როცა სასმლის სუნი ვიგრძენი
-ნასვამი ხარ?
-ხო ცოტა დავლიე... არ ინერვიულო შენ
-არ ამოხვალ ზევით? გაუხარდება ნიაკოს _ თემის გადატანის მიზნით ჩავილაპარაკე
-არა პატარავ ახლა არა... უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა, ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ
-ნამდვილად?
-შენთავსფიცავარ!
-ხვალ ექიმთან წავიდეთ ხო _ ცხვირზე მაკოცა და ჩამეხუტა
სადარბაზოში მამა შემოვიდა და გაკვირვებულმა გამოგვხედა
-აქ რას აკეთებთ? _ შეყვარებულს წყვილს რომ სადმე გამოიჭერენ ისე მოვშორდი ნოეს და უხერხულად გავხედე მამას
-არაფერი მამი უბრალოდ ნოე ჩემს სანახავად მოვიდა
-ხო დამირეკა ნინამ ევა ჩვენთან იქნება ცოტახანსო
-ცოტახნით მოგტაცებთ ბატონო დავით თქვენს ფისუნიას იმედია არ მიწყენთ
-მამამ სერიოზული სახით დახედა საათს და შემდეგ ნოეს გახედა
-6 საათია 12 საათამდე გოგონა სახლში უნდა დააბრუნო რაინდო
-არის უფროსო _ სიცილით მომკიდა ნოემ ხელი და სადარბაზოდან გამომიყვანა
მე გაკვირვებული ვუყურებდი
-მივდივართ სადმე?
-კი... ძალიან გემრიელად უნდა ვავახშმო ჩემი ფერია
ჩემს თავს დავხედე და თავი უხერხულად ვიგრძენი ჯინსის ელასტიკებს უგებსა და დიდ ნაქსოვ ზედაში, სახეზე ბავშვივით მოხატული და პეპის ვარცხნილობით
-მოვწესრიგდები და წავიდეთ კარგი?
-არა... ასე... გთხოვ კარგი? _ თხოვნით გამომხედა
-კარგი _ გამეცინა და ტაქსი გააჩერა მისამართი უკარნახა და უკანა სავარძელზე მიმიხუტა
-მანქანა სად გყავს?
-ბართან დავტოვე, სანდრიკას დავურეკე ( ნოეს მეგობარი ) იქვე ცხოვრობს და მოიკითხავს მალე
ნაცნობი რესტორნის დანახვისას ბედნიერება ვერ დავმალე და ნოეს ჩავეხუტე,
-იციი მე აქ ნამყოფი ვარ , მაგრამ მაშინ სხვა სახელი ეწერა თუ არ ვცდები სხვა სახელი ერქვა
რესტორანს გავხედე რომელსაც დიდი ასოებით "EVANIA" ეწერა... ნოეს გაეცინა და შიგნით შემიყვანა, მომსახურე პერსონალმა ჩემი სახის დანახვისას სიცილი ძვლივს შეიკავა
-მობრძანდით ბატონო ნოე
თავისუფალი ადგილისკენ წავედით და ვუყურებდი ადგილს რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა, რესტორანი რომლის კედლები წიგნებით იყოო სავსე, კედლები რომელსაც არცერთუ კუთხე არ ჰქონდა... თითქოს გვიან გავიაზე მიმტანის ნათქვამი და ნოეს გავხედე
-რას ინებებთ ბატონო ნოე? _ ღიმილით მიუტრიალდა გოგონა ნოეს
-ორი ყავა მოგვიტანეთ და ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტი
გოგონა გაგვშორდა თუარა ვერ მოვითმინე და ვკითხე
-რაიცოდა რომ ნოე გქვია?
-როგორ კრუტუნებ_ გაეცინა _ მოგწონს აქაურობა?
-ძალიან... ძალიან მომწონს ჩემი ოცნებაა მსგავსი რესტორნის ქონა... აქაურობა პირველად ერთი წლის უკან ვნახე საოცრად მოვიხიბლე
-ხოდა ჩათვალე აგიხდა ეს ოცნება _ ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა
-რა ოცნება? _ გაკვირვებულმა გავხედე
-რესტორნის სახელმა არაფერი გითხრა?
-ინებეთ თქვენი ყავა და ტორტი _ ღიმილით დაგვიტოვა გოგონამ შეკვეთა და დაგვტოვა
-სახელმა? მოიცა... _ გაოცებული ვიყავი _ "EVANIA" ანუ ევა და ნია რატომღაც რაღაც უცხო სიტყვად წავიკითხე... მოიცა მართლა??? _ სიხარულით რა მექნა არ ვიცოდი
-მართლა პატარავ მართლა
-გაოცებული ვარ... არ ვიცი ახლა რავთქვა ან რა ვქნა
ჯერ კიდევ ემოციების გამოხატვით ვიყავი დაკავებული მოულოდნელად ხმა რომ გავიგეთ
-თუ არ მოგაწყინეთ თავი ერთ ლექსს კიდევ წაგიკითხავთ
სცენისკენ გავიხედეთ მე და ნოემ და მიკროფონთან მდგარი რატი დავინახეთ, ხალხმა სიხარულით დაეთანხმა წაიკითხეო ჩვენ ჩუმად ვიყავით, რატიმ გამომხედა და თვალებში მიყურებდა, რაზეც ნოე წამოდგომას აპირებდა რომ დავაკავე
-იმედია ეჭვიანი ქმარივით მივარდნას არაპირებ ჩემს ცოლს რატომ უყურებო _ მკაცრად ვუთხარი და რატის ხმაც მიწვდა ყურთასმენას
-შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე – ვინ იცის, ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა –
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ ვისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
ნოე საოცრად დაძაბული იჯდა და რატის უყურებდა, მადლობა ღმერთს რატიმ ლექსის წაკითხვა დაამთავრა თუ არა სცენიდან გაქრა...
-ნოე წავიდეთ კარგი? _ ხელზე ხელი დავადე
-ჯერ სულ ახლახანს მოვედით არსად წავალთ
-მაშინ დამშვიდდი
-ანუ ისევ უყვარხარ არა? _ ირონიულად ჩაეცინა
-ნოე... დაივიწყე გთხოვ, შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს და მეტი არაფერი
-შენი პორტერტებიც მის გამოფენაზე უბრალო დამთხვევაა არა??
-რაა? _გაოცებულმა შევხედე
-ფუ ამის _ მაგიდას ხელი დაარტყა
ყველანაირად ვცდილობდი ამ ინციდენტზე არ გვესაუბრა და სხვა ათას სისულელეს მივედ-მოვედე
-მინდა შენ გაუძღვე აქაურობას, შეცვალო ისე როგორც გენდომება დიზაინი... მოკლედ ყველაფერი შენს განკარგულებაშია _ დამშვიდებულმა შემომხედა და ლოყაზე მომისვა ხელი
-ამას იმიტომ აკეთებ რომ სანამ ცალცალკე ვიქნებით არ მოვიწყინო და გული გადავაყოლო? _ გამეცინა
-პარატა რომ დაიბადებოდა მერე მინდოდა მაგრამ მართალი ხარ ამ სიტუაციამ დააჩქარა
კიდევ დიდი ხანი ვისაუბრეთ და სახლში წასვლის დროც მოვიდა...
ბინასთან მივედით თუ არა მანქანის კარები ჩამიკეტა და გაიცინა
-არმინდა რომ ახვიდე
-თავი შეყვარებულობის ასაკში მგონია _ მეც გამეცინა და ხელზე ხელი დავადე
-შენ ხარ მაგ ასაკში მე დავბერდი თორემ ... ხვალისთვის გაემზადე და ექიმთან წავალთ
-იციი... ერთი სული მაქვს სქესის გაგებამდე მაგრამ იქამდე ჯერ ორი თვეა წინ _ ბედნიერმა ამოვიჩურჩულე
-ისე გოგო გინდა თუ ბიჭი?
-გოგო მყავს... ახლა ბიჭი მინდა _გამეღიმა და შევატყვე რომ მასაც ჩაეღიმა ჩემს სიტყვებზე
-საოცრება ხარ პატარავ...
-ამოდი რა ცოტახანი
-წამო, მაღაზიაშიც შევიაროთ შოკოლადები ვუყიდო მამას გოგოს
მანქანიდან გადმოვიდა , კარების გაღებას აპირებდა მაგრამ არ ვაცადე და გადმოვხტი მანქანიდან, გვერდით დავუდექი და სიცილით გადამხვია ხელი

-მამიკოოო _ ოთახიდან გამოიქცა ნიაკომ და ნოეს ჩაეხუტა
-რატომ არ ძინავს ჩემს ფერიას? _ ნოეს ხელში მყოფ ნიაკოს ვაკოცე ცხვირზე დავკარი თითი
-მე და ბაბუ ნაყინებს ვჭამდით და ... უპს _ პირზე აიფარა ხელი
-გამყიდე არა ბაბუ ? _ სიცილით გამოვიდა სამზარეულოდან მამა _ ყოჩაღ სიძევ დროულად დამიბრუნეთ ქალიშვილი
-კარგით რაა ამ ზამთარში რადროს ნაყინია, გაცივდება მამა პატარაა ნიაკო ჯერ _ გაბრაზებულმა გავხედე მამას ნიაკო კი უფრო მიეკრა ნოეს
-ნიაკოს უნდა გითხრას რომ შეურიგდე და მეტს აღარ გაწყენინებს ხო მამი?
მორცხვად დამიქნია ნიამ თავი და ხელი საკოცნელად გადმოწია თავი
-კარგი დედიკო რაგჭირს შეარგე ახლა ბავშვს რაღას უშველი გაბრაზებით_ თვალები დამიბრიალა დედამ და ნიას ჩავეხუტე
-არ ვუბრაზდები უბრალოდ იცის რომ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს ხო დე? _ თავი დამიქნია მაკოცა და ისევ ნოეს ჩაეხუტა
-მამიკო ჩვენთან რჩები დღეს?
-არა მა დედა მოვიყვანე სახლში და შენი ლოყების დასაგემოვნებლად ამოვედი

დედამ ვახშამი გაამზადა და ყველანი ირგვლივ დავჯექით საჭმლის დანახვისას საშინელი შეგრძნება მქონდა მოულოდნელად შევვარდი საპირფარეშოში
ნოე და დედა მე გამომყვა მამა კი ბავშვთან დარჩა
-ევა კარგად ხარ ? _ გვერდით დამიდგა ნოე და თმები გადამიწია
-ნოე გადი გთხოვ _ მხოლოდ ამის თქმა შევძელი და მთელი დღის ნაკვები საპირფარეშოს ონკანში დავტოვე
დედამ ლამის ძალით გააგდო ნოე და თვითონ მომბანა სახე
-არაფერია ჩემო პატარა ეს ნორმალურია, მეც საშინელი ფეხმძიმობა მქონდა შენზე
-დეე ვგრძნობ რომ თითქონ მეწვის შიგნით _ თვალები ამიცრემლიანდა
-წამოდი წამოწექი ცოტახანი ხო?
ოთახში დავბრუნდით და ნოეს გვერდით დავჯექი დივანზე
-კარგად ხარ? _შუბლზე მაკოცა თავი დავუქნიე და დედაც შემომყვა ოთახში
-მამაშენმა ნიაკო წაიყვანა დასაწოლად თხოვა დღეს შენთან დავწვებიო მე ოთახს გაგიმზადებ ახლა და დაწექი შენც _ ოთახი დატოვა დედან და ნოეს გავხედე
-გაჩერდები სანამ დამეძინება?
-კი პატარავ გავჩერდები

ნოეს გულზე მედო თავი და ყველაზე ნაკლებად რაც მინდოდა ახლა ძილი იყო
-არმინდა რომ წახვიდე _ მოწყენილმა ჩავილაპარაკე
-არც მე მინდა რომ ამ სიტუაციაში გტოვებდე მაგრამ ცოტახანი
-ნოე ვერ ვხვდები რამნიშვნელობა აქვს აქ იქნები ასე ჩემთან თუ სახლში
-ის მნიშვნელობა რომ ვერ მნახავ რა სიტუაციაში ვარ საკმარისი დოზის არ ქონის დროს და არ ინერვიულებ
-ეგ შენ გგონია _ჩავიბურტყუნე და გაკვირვებულმა გამომხედა _ ვიგრძნობ მე, ყოველთვის ვიგრძნობ როცა შენ კარგად არ იქნები
-პატარავ დაიძინე კარგი?
ხმა აღარ ამომიღია და მის კისერში ჩავდევი თავი
-იცი რა მაინტერესებს? _ეშმაკურად გავხედე
-აბა გისმენ
-ექიმმა თუ თქვა რომ შეიძლება პარტნიორთან სხეულით კონტაქტიო მაშინაც მომიშორებ?
გულიანად გაეცინა და თავზე მაკოცა
-ჩემი სურვილით კვდება და ერთი წელია იმის კომპლექსიც ვერ გადალახა რომ სიტყვა სე*სი თქვას
-ეგრე ხომ? საერთოდ არ მოგეკარები სანამ ერთად არ ვიცხოვრებთ ისევ... აი ეგრე ბავშვივით ნიშნის მოგებით ვუთხარი და გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე
სიცილით მომხვია ხელი და მისკენ მიმწია
-ჩემი ბუზღუნა გოგო

დილას ნიაკოს თბილმა თითებმა გამაღვიძა
-დე არ მინდოდა გამეღვიძებინე მაგრამ მინდოდა მოგფერებოდი
გული დამწყდა გვერდით ნოე რომ არ მეწვა მაგრამ არ შევიმჩნიე
-მოდი ჩაეხუტე დედას რა თორემ ბრაზდება უკვე დედა _ ნიაკო დავიჭირე და წვალება დავუწყე, მთელს ოთახში მისი კისკისი ისმოდა

დილის მერე ვცდილობ ნოეს დავკავშირებოდი მაგრამ არ მპასუხობს და ძალიან ვნერვიულობ ერთადერთი რაც მოვიფიქრე აბოსთან დარეკვა იყო, რომელსაც ტელეფონი გამორთული ქონდა და ანასტასიას დავურეკე
-ტასო რაშვები?
-სამსახურში ვარ ევაჩკა ყველა საბუთები მე მომაყარეს დავიქანცე.. მოიცა მოიცა რა ხმა გაქვს?
-ნოეს ვურეკავ და არ მპასუხობს აბოსაც გათიშული აქვს რამე ხომ არ იცი?
-აბოს ოპერაცია ქონდა დღეს და ნოე თათბირზეა უკვე ორი საათია და გთხოვ დამშვიდდი კარგი?
-მართლა ტასო? არ მატყუებ?
-დამშვიდდი ევა, აი გამოვიდნენ უკვე საკონფერენციო დარბაზიდან
-დამალაპარაკე რა _ იმედიანმა ამოვიჩურჩულე
-ნოეე... ერთიწუთით ევაა... კარგი .... პატარავ თვითონ დაგირეკავს ახლა
-კარგი ტასო დიდი მადლობა, სამსახურიდან რაიმე გეგმები თუ არ გაქვს ჩემთან მოდი კარგი?
-კარგი საყვარელო მოვცუნცულდები, მაგრამ მამაშენი ისე მიყურებს გაგითიშო უნდა თორემ ახლავე გამომაცუნცულებს სამსახურიდან
სიცილით გამითიშა და დამშვიდებულმა დაველოდე ნოეს ზარს... " სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მთავარია კარგადაა ", ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა თუ არა არც ვაცალე დროს გასვლა და იმწუთას ვუპასუხე
-ნოე
-რახდება პატარავ?
-მოვკვდი კინაღამ... ვერაფრით დაგიკავშირდი, ძალიან ვინერვიულე ნოე _ თვალები ამიცრემლიანდა
-დამშვიდდი ევა დამშვიდდი მე კარგად ვარ, ეხლა გამოვალ საცაა და გაემზადე, რომ წავიდეთ ექიმთან
-კარგი გელოდები

ექიმთან შევედით თუ არა საოცარმა ნერვიულობამ ამიტანა და მაგრად მოვუჭირე ნოეს ხელი
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება _ ხელზე მაკოცა და ექიმმაც გვანიშნა შემოდითო
ღიმილით მოვიკითხე შვებულებიდან დაბრუნებული ნანა ექიმი და მის წინ დავჯექით მე და ნოე
-ეხო გადაიღე, პასუხი მომიტანე საყვარელო და შემოდი ჩემთან იქედან გეტყვით ყველაფერს

ეხოს კაბინეტში შევედით და ექიმის ნაჩვენებ ადგილას წამოვწექი
-ზედა აიწიეთ და შარვლის ღილი გაიხსენით
ზედა ავიწიე და შარვლის ღილიც გავიხსენი _ მართალია ექიმი იყო მაგრამ მაინც მორცხვად ვიყავი და ნოეს გავხედე რომელიც სერიოზული სახით იყურებოდა
სითხე წამისვა ექიმმა და ეხოს აპარატის სრიალი დაიწყო ჩემს მუცელზე, ნოე ეკრანს უყურებდა სადაც პატარა 'წერტილის' გარდა ჯერ არაფერი ჩანდა
-სუსტია ნაყოფი... თავს უნდა გაუფრთხილდეთ _ ფურცელი გაუწოდა ექიმმა ნოეს და მანიშნა ადექიო

......
უკვე მერვე თვეში ვარ... შვიდი თვე გავიდა რაც დედასთან და მამასთან გადმოვედი, ბურთივით დავგორავ აქეთ იქეთ, ნოე ბოლო სამი თვეა არ მინახი თითქოს ჩემი მშობლები რაღაცას ეჭვობენ მაგრამ ვერ ხვდებიან რაში არის საქმე...
ივნისის თბილი საღამოა, მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ მერვე თვემდე ისე მოვედი არ გამჭირვებია თქო, საოცრად მძიმე ორსულობა მქონდა პირველი ოთხი თვე... ნოეს ვერაფრით ვეხმეარებოდი, პირიქით თვითონ მედგა სულ გვერდით...
ერთ დღეს კი როცა უკვე ყველაფერი ჩაწყნარდა ნიაკო დავაძინეთ ჩემს ოთახში ვიჯექით და ვსაუბრობდით

* სამი თვის უკან *
-პატარავ სერიოზულ თემაზე უნდა ვისაუბროთ
-მოხდა რამე? _ გავუღიმე და მის სახეზე თამაში გავაგრძელე
-უნდა წავიდე
ორივემ გავჩუმდით და დაბნეულმა გავხედე
-რას... რას ნიშნავს უნდა წახვიდე?
-ისე არ ვამბობ როგორც გაიფიქრე, ევა უნდა წავიდე დროებით თქვენგან ისე არაფერი გამომდის სულ ცოტა დამრჩა და მერე მუდამ ერთად ვიქნებით მაგრამ ცოტახანი გამიგო უნდა კარგი?
-ჩემი აქ გადმოსვლა არ აღმოჩნდა საკმარისი? _ ხმა ამიკანკალდა
-გთხოვ დამშვიდდი ... ასე შენთვის ვიქცევი, რასაც არუნდა ვაკეთებდე თუ ვერ დამეკონტაქტე ცუდად ხდები, ცოტახანი მშვიდად უნდა იყო პატარავ და მეც მომეცი საშუალება რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს..
-არც დამირეკავ ხოლმე ? _ გავიაზრე რომ რაც არ უნდა არ მდომებოდა ეს სიტუაცია მართალს ამბობდა, არც მოსვენებას ვაძლევდი და ვერც მე ვიყავი მშვიდად
-ასე ჯობია კარგი? _ ჩუმად ჩაილაპარაკა და მისკენ მიმწია _ უნდა დამპირდე რომ თავს გაუფრთხილდები
-ნიაკო იდარდებს _ მაინც იმედებს ვებღაუჭებოდი
-ნიაკოსაც და შენებსაც ვეტყვით რომ მივლინებაში მივდივარ
-როგორ მამა და შენ ხომ ერთად მუშაობთ?
-დავითი გამიგებს... მთავარია შენ იყო მშვიდად, კარგი პატარავ? იცოდე ყველა შენს ცრემლს ვიგრძნობ სადაც ვიქნები იქ
-ძალიან მომენატრები _ ცრემლები წამომივიდდა და მაგრად ჩავეხუტე

***
ახლა კი ვზივართ მე და ნიაკო აივანზე და ანასტასიას ველოდებით
-დეე იმხელა ხარ უკვე ასე მგონია გასკდები _ კისკისით გამომხედა და ხატვა გააგრძელა
-რა საზიზღარი გოგო ხარ _ გამეცინა _ დე მალე სკოლაში შეხვალ, როგორ ვნერვიულობ იციი _ დიდი ქალივით გავხედე
-რატომ ნერვიულობ დედი?
-აი გახდები შენ დედა და მიხვდები რატომაც ვნერვიულობ _ ცხვირზე დავკარი ხელი და ლოყაზე ვაკოცე _ მოდი ჩაეხუტე დედას
ადგა და ბუზღუნი დაიწყო
-აი ჯერ რაპატარაა და უკვე არ უნდა რომ ჩაგეხუტო არ მიშვებს შენამდე _ სიყვარულით დახედა მუცელს
-აი მეც მოვედიიიი _ გვერდით ოთახიდან დაიკივლა ანასტასიამ, წამოვდექი ოთახში შევედი და მის გვერდით მდგარი აბოს დანახვისას გამეღიმა
-როგორ ხარ ევა? _ ღიმილით მომიკითხა და ნიაკო აიყვანა ხელში
-ვერ ხედაავ დაგორავს აქეთ იქეთ _ გაეცინა ტასოს
-კარგად ვარ კარგად... დაჯექით რაა, აბო ხომ დალევ ყავას?
-კი ანასტასია გააკეთებს ოღონდ, შენმა ქმარმა რომ გაიგოს ამხელა მუცლით ყავა გაკეთებინე არ მაცოცხლებს _ გამეცინა და გაბუსხულ ანასტასიას გავხედე
-კარგი რაა... სულ არაფერი რომ არ ვაკეთო გავგიჟდები, უბრალოდ წამოდით და სამზარეულოში დაჯექით

-აბო ძია იცი დედიკო ტირის ხოლმე _ სამივემ გაკვირვებულმა გავხედეთ ნიაკოს
-ტირის? _ დასერიოზულებულმა კითხა
-ხო ტირის ღამე როცა მძინავს ხოლმე, მამიკომ მითხრა თუ იტირებს მაგრად ჩაეხუტეო, მაგრამ მეც მიცრემლიანდება დედიკო რომ ტირის თვალები და ვერ ვეუბნები რომ არ დამინახოს
გული მატკინა ნიას სიტყვებმა და ბოდიშის მოხდით დავტოვე ოთახი, აბო გამომყვა
-ევა... ასე არ შეიძლება ბავშვზე უნდა იფიქრო _ ჩუმად ვიყავი და ვერაფერს ვეუბნებოდი _ გესმის ჩემი?
-აბა როგორ აბო? რა ვქნა სადაცაა ვიმშობიარებ, ხომ შეიძლება რომ ყველაფერი მოხდეს, ექიმმა შეიძლება ნაადრევად იმშობიაროო, ჩემი ქმრის ასავალ დასავალიც კი არ ვიცი, იცი როგორ მინდოდა რომ ერთად გაგვეტარებინა ეს პერიოდი? არ იცი... არავინ იცით, თქვენ მხოლოდ გარეგნულად მხედავთ რომ ვიღიმი მაგრამ განადგურებული ვარ სულიერად, რატომ არ გინდათ გამიგოთ... მესმის რომ ნოესაც გაგება სჭირდება... საერთოდ რატომ მოხდა ასე ნუთუ არ ვიმსახურებთ ბედნიერებას, ნუთუ არ ვიმსახურებდი მეც შემეგრძნო ადამიანურად პირველი შვილის სიხარული... იცი როგორ მინდოდა როცა ბავშვმა ფეხი პირველად მომარტყა ნოესთვის გამეზიარებინა? იცი როგორ მინდა როცა რამე მომინდება ნოემ შეასრულოს ჩემი 'კაპრიზები' და არა მშობლებმა... ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ საკუთარი შვილი მყოლოდა, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, იქნებ სჯობდა ისევ ტყუილში მეცხოვრა, იქნებ სჯობდა რომ თავი უშვილო მგონებოდა... ყოველ ღამე შიში მაქვს რომ შეიძლება ბავშვი არ იყოს სრულყოფილი, თქვენ ვერავინ გაიგებთ ჩემს გარდა ამ ტკივილს... ვერ გამიგებთ მე რას ვგრძნობ.
-ევა... _ აბო მომიახლოვდა და მომეხვია _ ეს ტანჯვა დასასრულს უახლოვდება... ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე ის შენზე უარეს დღეშია
-ვიცი... ვიცი გგონია არ ვიცი? მე ოჯახი მაინც მყავს გვერდით ის სულ მარტოა და ეს უფრო მტკივა
-ევა მე და აბოს რაღაცის თქმა გვინდოდა _ ოთახიდან გამოვიდა ტასო
-დეე დავხატო შეიძლება?
-მიდი დედიკო შენს ოთახში შედი და დახატე რაც გინდა _ ნიაკო გაიქცა ოთახიდან და აბოს და ტასოს გავხედე _ ბოდიშით დავჯდები და ისე მოგისმენთ _ დამშვიდებულმა ჩამოვჯექი დივანზე და წინ დამიჯდნენ
-ევა მე და ანასტასიამ დაქორწინება გადავწყვიტეთ
გაოცებულმა ავიფარე პირზე ხელი და სიხარულით არ ვიცოდი რა მექნა
-როგორც იქნა... რა მაგარიაა _ მინდოდა ორივეს ჩავხუტებოდი მაგრამ მუცელმა არ გამიშვა და გაგვეცინა სამივეს _ როდისთვის?
-ორ კვირაში _ როგორციქნა ანასტასიამ ამოიღო ხმა _ ძალიან მინდოდა ჩემს ქორწილში დაჩუტული მუცლით ყოფილიყავი მაგრამ ძალიან იწელება და იმედია არ გეწყინება _ მორიდებულად ჩაილაპარაკა
-პირიქით, პირიქით.... ვაიმე რა საოცრად გამაბედნიერეთ _ ბედნიერების ცრემლებს ვერ ვიკავებდი

აბო გავაცილეთ სამსახურში აგვიანდებოდა და დედაც მოვიდა
-აი დედიკო დილას რომ ანანასი გინდოდა მოგიტანე, გავასუფთავებ ახლა და დაგიჭრი... უი ტასუნა შენც აქა ხარ _ ტასოს აკოცა და პარკები ამგიდაზე დაალაგა
-დეე იციი ტასუნას ორ კვირაში ქორწილი აქვს
-რაა ? _ იმხელაზე დაიყვირა დედამ ყურებზე ავიფარე ხელი _ გილოცავ ჩემო გოგო იმსახურებ ბედნიერებას

ანასტასიაც მალევე წავიდა და სახლში მარტო მე დედა და ნიაკო დავრჩით
-დე მამა როდის მოვა? _ღიმილით გავხედე მოფუსფუსე დედას
-არვიცი ევა, შეხვედრა მაქვს და შემაგვიანდებაო
-დეე ვითომ საყვარელი ყავს? _ სერიოზულად ჩავილაპარაკე და დედას შეშინებულ სახეზე მე და ნიაკოს გაგვეცინა
-მასხარა ხარ ამხელა გოგო... გათხოვება კი არა ერთი გემრიელი წკეპლა გინდა შენ _ ბუზღუნი დაიწყო
-დედიკო წკეპლა რა არის? _ სიცილით გამომხედა ბარბარემ
-დე წკეპლა ის ნაყინებია ბებომ რომ გააკეთა და საყინულეში გვიმალავს
-ბებოოო _ სიხარულით გაიქცა ნიაკო სამზარეულოსკენ

თხელი თეთრი კაბა ჩავიცვი სადაც მუცელი ლამაზად მქონდა გამოყოფილი, ჟაკეტიც ავიღე ყოველი შემთხვევისთვის თმები გავიშალე და სამზარეულოში გავედი
-დედი ცოტახანს სუფთა ჰაერზე გავისეირნებ და მოვალ კარგი?
-ხო მაგრამ მარტო?
-ახლოს ვიქნები შორს არ წავალ _ ორივეს ვაკოცე და სახლიდან გამოვედი
არ ვიცი რამდენი ხანი ვსეირნობდი მაგრამ ზურგს უკან ნაცნობი ხმის გაგონებამ გამაოგნა, მოვტრიალდი და ჩემს წინ მდგარი ნოეს დანახვისას, რომელსაც ხელები ჯიბეში ჩაეყო და მიღიმოდა შიში ვიგრძენი, შიში იმისა რომ ვგიჟდებოდი და ნოეს სხეულიც ჩემი მოჩვენების ნაწილი იყო... რამოდენიმეჯერ დავახამხამე თვალი იმაში დასარწმუნებლად რომ ეს რეალობა იყო და ცრემლები წამომივიდა... ეს არ იყო უბედურების ან ტკივილის გამოხატულება, საოცარ ბედნიერებას ვგრძნობდი, ნელნელა მივუახლოვდი და ფრთხილად შევახე ხელი არ გაქრეს თქო...
-ნოე... ჩემი ნოე _ მინდოდა ჩავხუტებოდი მაგრამ ვერ გავბედე, საბედნიეროდ თვითონ არ დაიბნა და ჩამეხუტა, არვიცი ჩვენი შეხება რამდენად გავდა ჩახუტებას ჩემი მუცლის გამო მაგრამ ... _ მართლა აქ ხარ... მართლა ჩემთან ხარ
მოულოდნელად უკან დამწია და მუცელზე მომკიდა ხელი
-ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით... სულ ერთად _ შუბლზე მაკოცა
-მოიცა ანუ? _ ბედნიერებისგან ემოციებსაც ვეღარ ვხატავდი
-ანუ ყველაფერი მორჩა პატარავ.... ყველაფერი დამთავრდა
-ალბათ ბედნიერებისგან გული გამისკდება _ ცრემლები მოვიწმინდე და გამეცინა
-რა საყვარლად დაგორავ აქეთ იქეთ
ღიმილით გამომაყოლა სამზარეულოში მიმავალს თვალი ნოემ და მეც გამეღიმა... ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ამდენხნიანი ჩვენი ცალ ცალკე ყოფნა დასრულდა, უკვე 10 დღეა ჩვენს სახლში დავბრუნდით
-მამიკო რა კარგია ჩვენთან რომ ხარ, როგორ მიხარია იცი? ხომ აღარ წახვალ?
ნოეს კალთაში მოკალათებული ნიაკო მაგრად ჩაიხუტა ნოემბერი
-არა მამი აწი ევამ ძალით უნდა გამაგდოს რომ მოგშორდეთ _ გაეცინა და ხელში აყვანილი გამოიყვანა ნიაკო სამზარეულოში მე ვიჯექი და გემრიელად მივირთმევდი დედას მონატან შოკოლადის ტორტს
-მამი დედა რამდენს ჭამს _ ვითომ ჩურჩულით გადაულაპარაკა ნოემ ნიაკოს
-იმიტომ რომ ჩემი ძამიკო დიდი ბიჭი გაიზარდოს ხო დე?
-ხო დედას სიხარულო ნუ უსმენ მამას შენ... გინდა დე ტორტი?
უარის ნიშნად თავი გააქნია აქეთ იქეთ, ნოემ ნიაკო ჩამოსვა და თვითონ გვერდით მომიჯდა
-მამიკოს არ ვაჭმევთ არაფერსო? _ მუცელზე დამადო ხელი და ლოყაზე მაკოცა
-გინდა? _ ჩანგლით გავუწოდე პატარა ლუკმა პირი რომ გააღო საჭმელად შემოვატრიალე ხელი მე შევჭამე და სიცილით ავდექი
-აჰა ანუ გაბუტვას აგრძელებს ჩემი გოგო ხომ? _ ვითომ გაბრაზებულმა გამომხედა და კარებზე კაკუნის ხმაზე გავარდნილ ნიაკოს გავყევი მისაღებში ოთახში შემოსული ტასოს და აბოს დანახვისას სიხარულით გავემართე მათკენ
-ვაა ვაა რა ხალხი.. მაინც მთელი ცხოვრება ერთად უნდა იყოთ და დაისვენე ძმაო ცოტა თორემ აღმოჩნდები ჩემს დღეში შენც _ სიცილით გამოვიდა ნოე და აბოს მხარზე დაკრა ხელი, სამივეს გაეცინა მე კი გაბუტულმა მოვკიდე ანასტასიას ხელი და სამზარეულოში შევიყვანე
-ნახე დეე აბო ძიამ რამდენი შოკოლადები მომიტანა _ დიდი პარკით შემოგვყვა ნიაკო
-კარგია ჩემო ლამაზო მადლობა ხომ უთხარი?
-კი დე, შეიძლება ჩემს ოთახში წავიღო?
-წაიღე დე ოღონდ ბევრი არ ჭამო ხომ?
-კარგი _ მუცელზე მაკოცა და ოთახიდან სიხარულით გავარდა

ყავა გავამზადე და ტასომ ბიჭებს დაუძახა, შემოსულ ნოეს ზურგი რომ შევაქციე ანასტასიამ ვერ მოითმინა და გვკითხა
-მოხდა რამე?
-კი ტასო შენი დაქალი თითქმის 24 საათია არ მელაპარაკება _ სიცილით ვერ შეიკავა ნოემ რამაც უფრო გამაბრაზა
-ჩემი რძალი ტყუილად არ გაგიბრაზდებოდა... რამოხდა აბა ? _ დამიცვა აბომ მაგრამ მასაც ეღიმებოდა
-გუშინ დილას 6 არიყო რომ გამაღვიძა და დედამისთან წასვლა მთხოვა, სამწუხაროდ ვერ წავედით და პროტესტი გამომიცხადა _ ვითომ დამწუხრებულმა უპასუხა ნოემ
-ვერ კი არა არ _ ნაწყენმა გავხედე
-პატარავ უძინარი ვიყავი თან 9 ზე თათბირზე უნდა ვყოფილიყავი
-ექვსიდან ცხრამდე სამისაათია
-აქედან ორი საათი შენს მომზადებას უნდოდა შევგირდეთ ხო?
მოცინარ აბოს და ტასოს გაკვირვებულმა გავხედე
-მართლა ამის გამო გაუბრაზდი ევაჩკა? _ სულს ვერ ითქვამდა ანასტასია
-დიახ იმიტომ რომ მითხრა როცა რამე გენდომება მე მითხარი სხვას არავისო... მინდოდა და რამექნა _ ბავშვივით ჩავილაპარაკე და მოულოდნელად მომეხუტა ზურგს უკან ნოე ხელები მუცელზე დამადო და აბოს გახედა
-ასეა ჩემო ძმაო ჯერ ერთ ბავშვს ვზრდიდი ახლა სამი უნდა გავზარდო ერთად _ სამივეს გაგვეცინა
-სულ ოთრი დღე დარჩა და ყველაზე საუკეთესო დღე დადგება თქვენს ცხოვრებაში _ ნოეს მოვშორდი და წვენი დავისხი
-დედამისი ვერ დავითანხმე მანამდე რომ გადმოუშვას ჩემთან _ ნაწყენმა გახედა აბომ ანასტასიას
-კარგი რაღა დარჩა 4 დღეც... დამიჯერე მერე შეეხვეწები ცოტახანი წაიყვანეო
-ევა შენი ქმარი დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზეა არა? _ წარბაწეულმა გახედა ნოეს ანასტასიამ
-მოიცა მაგით რაგინდა თქვა? _ გვიან გავიაზრე რას ამბობდა და გაბრაზებულმა გავხედე
-არაფერი პატარავ არაფერი, ყველა ჩვენსავით უნიკალური წყვილი ხომ ვერ იქნება


ანასტასია და აბო მალევე წავიდნენ რესტორნის დიზაინერთან
-ნოე ჩვენც წავიდეთ ხო?
-სად პატარავ? _ გაკვირვებულმა გამომხედა
-ის კაბა არ მომწონს რაც ვიყიდე მინდა რომ სხვა ავარჩიოთ ჩემთვის და ნიაკოსთვის ერთიდაიგივე ფერი

ნოეს აქეთ იქეთ ვატარებდი მაგრამ საჩემოს მაინც ვერაფერს ვპოულობდი, იქვე მდგარ სკამზე დავჯექი დაღლილი და მუცელზე ხელი დავიდე
-ძალიან დავიღალე, უკვე მესამე მაღაზიაში ვართ და აქაც არაფერი მომწონს, მოდი შენთვის შევარჩიოთ ჯერ პიჯაკი და შარვალი
-პატარავ ხომ ვიყიდე უკვე _ მობეზრებულმა გამომხედა
-კი იყიდე მაგრამ ის შავია მინდა რომ მუქი ლურჯი ჩაიცვა გთხოვ კარგი? _ როცა მივხვდი რომ შეწინააღმდეგებას არ აპირებდა ღიმილით წამოვდექი და კაცების სექციისკენ გავემართეთ, მხოლოდ ერთადერთ პიჯაკზე დაემთხვა ჩვენი აზრები და გასახდელში შევიდა, სანამ გამოვიდოდა კონსულტანტი ბიჭი მომიახლოვდა ღიმილით
-დახმარება ხომ არ გნებავთ?
-არა მადლობთ ველოდები _ ღიმილით გავხედე ბიჭს რომელიც ჩემს მუცელს თვალს არ აშორებდა, უხერხულად დავიხედე რაიმე ხომ არ მჭირს თქო
-როგორც ჩანს მოუსვენარი პატარა გყავთ _ თითით მიმანიშნა ამობურცულ ადგილას სადაც წამების წინ ჩემმა „ბიჭმა“ ფეხი მომარტყა ღიმილით მივიდე მუცელზე ხელი, როგორც ჩანს გასახდელიდან ნოე უკვე გამოსულიყო და წარბაწეული გვიყურებდა, რომ გავხედე ემოციები ვერ შევიკავე
-თითქოს ზუსტად შენთვის შეკერესო, როგორ გიხდება ნოე _ სიყვარულით სავსე თვალებით მივუახლოვდი და უპასუხოდ შებრუნდა გასახდელში
-თქვენი მეუღლეა?
-დიახ _ ჩანთიდან მომღერალი ტელეფონი ამოვიღე, მზერით მოვუბოდიშე ბიჭს და ანასტასიას ვუპასუხე
-ხო ტას
-დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე _ ეტყობოდა რომ დაბნეული იყო
-რაზე ფიქობ? რაგჭირს კარგად ხარ?
-მართალია შენ გათხოვდი პირველი და ჩვენი შეთანხმების თანახმად მე უნდა ვიყო შენი მეჯვარე მაგრამ იმ იმედს მოვეჭიდები რომ ჯერ თქვენ ისევ არაოფიციალური ცოლ-ქმარი ხართ და მაქვს უფლება მეჯვარედ ჩემი გაბერილი დაქალი მოვითხოვო
გაოცებისგან არ ვიცოდი რამეთქვა ვერც უარს ვეუბნებოდი, ჩემი სიჩუმე ვერ აიტანა და მან გააგრძელა საუბარი
-ევა ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ამ ბედნიერ დღეს ჩემს გვერდით მინდა იდგეს, ვფიქრობდი ამდენხანს და თქმასაც ვერ გიბედავდი რადგან ვიცი ამასთან დაკავშირებით შენი რეაქცია სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტელეფონით მეთქვა ეს ყველაფერი... ხოდა სანამ პასუხს მეტყვი გეტყვი რომ თუ ასე არ მოხდება ვერ ვიქნები სრულყოფილად ბედნიერი ადამიანი... ხოო და კიდევ რა მინდა გითხრა ატმისფერი კაბა შეარჩიე საქორწილო სუფრა ატმისფერ და თეთრშია
პასუხის გაცემას ვაპირებდი ტელეფონი რომ გათიშა
-მოხდა რამე? _ წინ დამიდგა ნოე და თვალებში შემომხედა
-ანასტასია იყო, ჩემი მეჯვარე უნდა იყოო _ ლამის აცრემლებულმა გავხედე
-მერე რა არის პატარავ ამაში ცუდი? _ გაკვირვებული იყო
-მე მინდოდა ის რომ ყოფილიყო ჩემი მეჯვარე _ ჩუმად ჩავილაპარაკე და პირველად გავიაზრე თურმე როგორ მტკიოდა ჩვენი დაუკანონებელი ქორწინება, არ მინდოდა რაიმე შეემჩნია ამიტომაც ღიმილი მოვირგე ბაგეზე და ისევ გოგოების სექციაში მდგარი კონსულტანტისკენ გავემართე
-ატმისფერი კაბები მაინტერესებს ყველა რაც კი გაქვთ ... ჩემთვის _ დავაყოლე და მუცლისკენ ვანიშნე მზერით
ღიმილით მომშორდა გოგონა რამოდენიმე კაბა გადმოიღო, ნოე მიუახლოვდა და ერთერთი გამოართვა
-ვფიქრობ ძალიან მოგიხდება პატარავ
კაბას დავაკვირდი და მართლაც საოცრად ლამაზი იყო, ღიმილით გამოვართვი კაბა და გასახდელში შევედი, კაბა ჩავიცვი როგორღაც მაგრამ ზურგზე ზმეიკა ვერაფრით შევიკარი ტელეფონი ავიღე და ნოეს დავურეკე იმ წამსვე მიპასუხა
-თუ არ გინდა რომ ტიტლიკანა გამოვვარდე გარეთ შემობრძანდი და შემიკარი ეს კაბა
ნოემ სიცილით გამითიშა ტელეფონი და მალევე გაჩნდა ჩემს ჩემს ზურგს უკან სარკიდან ვუყურებდი და მეღიმებოდა ნელა დამისვა ზურგზე ცივი ხელი და კისერში მაკოცა
-არ შევმცდარვარ პატარავ საოცრად გიხდება
-შემიკარი და გადი სირცხვილია _ აღელვებულმა ამოვილაპარაკე
-ხედავ პატარავ დედაშენი რა ცუღლუტია ჯერ შემომიტყუა ახლა კი მაგდებს
ნოე ძვლივს გავუშვი გასახდელიდან ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი, ნიაკოსტვის ულამაზესი კაბა ვიყიდეთ და მხოლოდ ფეხსაცმელი დამრჩა საყიდელი
-პატარავ გთხოვ ფეხსაცმელი ხვალ ვიყიდოთ კარგი? _ საოცრად დაღლილმა გამომხედა ნოემ და მივხვდი რომ კიდევ დიდხანს გამიძლო
-ეხლა ისეთი საყვარელი ხარ შენი შვილი რომ არ მეწინააღმდეგებოდეს მაგრად ჩაგეხუტებოდი
სიცილით ვანიშნე წავიდეთ თქო

მანქანაში ვიჯექით და სახლში ვაპირებდით წასვლას რომ მივუბრუნდი
-ჩვენთან წავიდეთ რესტორანში რამდენი ხანია იქ არ ყოფილხარ, თან ნახავ როგორი მონდომებული ცოლი გყავს, რომ მენატრებოდი სულ იქ ვიყავი რაღაცეები შევცვალე და იმედია არ გამიბრაზდები
გაეღიმა და ხელზე მაკოცა
-ხომ გითხარი როგორც შენს პატარა გულს გაუხარდება ისე მოაწყვე ყველაფერი თქო, წამოდი აბა ვნახოთ
მანქანა დაძრა და რესტორნისკენ გავემართეთ, ფანჯარაში გავიხედე და საუბარი გავაგრძელე
-იცი როგორ მენატრებოდი? აბოსაც არაფერს ვეკითხებოდი რადგან მეშინოდა არასასურველი პასუხი არ მიმეღო, მეღვიძებოდა ღამ-ღამე და მეგონა ერთ დღესაც ჩემს გვერდით დამხვდებოდი, ის პერიოდი მახსენდებოდა შექრპირის ენით რომ ვსაუბრობდით (ჩამეცინა) აღარ დამტოვო ნოე... რაც არუნდა მოხდეს დამპირდი რომ ჩემთან იქნები კარგი? არ დაუშვა რომ ეს დღეები ისევ გამოვიაროთ

-გამარჯობათ ქალბატონო ევა, ბატონო ნოე კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება _ ღიმილით შეგვეგება გოგონა და დარბაზში შეგვიძღვა, ნოემ თვალი მოავლო შეცვლილ გარემოს და კმაყოფილმა გამომხედა, თავისუფალ ადგილას დავჯექით და მარიამი მოგვიახლოვდა (მიმტანი)
-რა მოგართვათ? _ დავფიქრდი და მივხვდი რომ ძალიან მინდოდა რაიმე ტკბილი და გემრიელი
-მე ალუბლის წვენი და მარწყვის ტორტი მინდა ნოე შენ?
-მე მხოლოდ ყავა მომიტანეთ
მარი შებრუნდა და წასვლას აპირებდა რომ გავაჩერე
-ორი კოვზი ყავა, ერთი შაქარი და ცოტა რძე დაამატე
ნოეს გაეცინა გოგონამ კი ღიმილით დაგვტოვა
-ახალი კადრები აგიყვანია, აქაურობაც შეგიცვლია _ თვალებში მიყურებდა და მისი ღიმილი ამდენი ხნის შემდეგაც კი მაბნევდა
-ღმერთო როგორ მიყვარხარ _ ჩემდაუნებურად ვუთხარი და ხელზე ხელი მოვკიდე


-დედა მოვედიით _დავიყვირე და სახლში შევედით მაგრამ არავინ ჩანდა _ ნოე მათხოვე ტელეფონი აბა დავურეკო
-დედიი სად ხართ?
-მარტო თქვენ კიარგინდათ გართობა და განტვირთვა, მე და დავითი წავედით რესტორანში და ნიაკოც ჩვენთან ერთადაა მოხვედით სახლში თქვენ?
-კი სახლში ვართ უკვე
-მოხვალთ აქ დედი?
-არა არა დე ძალიან დავიღალე და სახლში ვიქნებით
-კარგი დედიკო თუ მოგშივდეს ყველაფერი მაცივარშია
ტელეფონი გავთიშე და ნოეს მივუტრიალდი რომელიც დივანზე მოთავსებულიყო და ტელევიზორის ჩართვა მოესწო
-დედაჩემიც კი პაემანზეა ქმართან, შენ კი ფეხბურთს ვერ შორდები რომ შენს ცოლს შენი მონატრება ჩაუცხხო _ გავუცინე ფრთხილად ჩავუჯექი კალთაში და ხელები მოვხვიე
-ვეღარც კი გეხუტები _ ამოვიბუზღუნე და ცალი ხელი მუცელზე დავიდე
-როდის უნდა გაიზარდო _ ღიმილით მაკოცა შუბლზე და ჩემს ხელი მის დიდ თითებში მოიქცია
-პირადად რატომ არასდროს მიკითხავ ლექსებს? _ მოულოდნელად ჩავილაპარაკე
-ალბათ იმიტომ რომ ვერ დაიმსახურე ჯერ _ სიცილით გათიშა მაღალ ხმაზე მოლაპარაკე ტელევიზორი
-რაა? _ თვალები ამიცრემლიანდა და ადგომა დავაპირე, მაგრამ ადგომის საშუალება არ მომცა
-გამიშვი ნოე _ აკანკალებული ხმით ვუთხარი
-ბავშვი ხარ... ბავშვი რომელიც არასდროს გაიზრდება _ სიცილით მაკოცა მუცელზე და მიმიხუტა
-მართლა ფიქრობ რომ არ გიმსახურებ?
-გამაგიჟებ პატარავ, მე ვთქვი სადმე რომ არ მიმსახურებ? _ დასერიოზულდა და ხელი გამიშვა
-არა მაგრამ ხომ თქვი რომ არ დაგიმსახურებიაო
-წაგიკითხავ ერთ დღეს და მიხვდები რომ იმაზე უარესად გამომდის ეს ვიდრე შენს ლამაზ თავს წარმოუდგენია _ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, მე რათქმაუნდა უკან ავეკიდე და მოვაბრუნე
-მიყვარხარ ნოე _ უსიტყვოდ მოტრიალდა ჩემსკენ და დაიხარა
-მამი უმცირესობაში ვარ ოჯახში და ბიჭი იყავი რა _ მუცელზე მაკოცა, მე კი სანამ ადგებოდა დავიხარე და მის „მარადცივ“ ბაგეებს დავეწაფე, კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა, მალევე მოშორდა ჩემს ტუჩებს და შუბლზე მაკოცა
-მაგიჟებ პატარავ და ისე მენატრები რომ ლამის დავივიწყო ის რომ ფეხმძიმედ ხარ _ ორივეს გაგვეცინა და ნოეს ტელეფონმა მიიქცია ჩვენი ყურადღება
-ხო ძმა ... სად ხართ? ... ანასტასიასთან? ... მიდი ჩამოთ ჩვენც მანდ ვართ ... რაუნდა რა აყვირებს მაგას (იცინის) ... კარგი კარგი _ ტელეფონი გათიშა და ელექტრო ჩაიდანი ჩართო
-აბო იყო? _ინტერესით გავხედე
-ხო ტასოსთან ყოფილა ზევით და მანქანა დაუნახიათ იფიქრეს რომ აქ ვიყავით და დაგვირეკეს
-რა რთული ლოგიკაა _ გამეცინა
მაცივარში რაც კი ტკბილი შემხვდა ყველაფერი გამოვალაგე და მაგიდაზე დავაწყვე
-ნოე ბანანისთვის ჩახვალ? _ შვლის ნუკრის თვალებით გავხედე და წამწამები ავათამაშე
-არასდროს მითქვამს რომ ეს თვალების ზევით ქვევით თამაში მაგიჟებს?
მაგიდასთან მიმიმწყვდია მაგრამ მუცლის სიდიდის გამო თვითონ მაინც შორს იდგა
-იცი როგორ მენატრები? _ ვნებამოწოლილმა ჩავიჩურჩულე და სახეზე ხელი მოვუსვი
-მოვედით მორჩით ცელქობას _ კარებიდან დაიყვირა ანასტასიამ და მე აწითლებული მოვშორდი ნოეს, აბო გადავკოცნე და ანასტასიას ვანიშნე მოგკლავ თქო
ნოემ ბოდიში მოიხადა და მაღაზიაში ჩავიდა მე ყავა დავასხი, ტკბილეულობას ხელი მოვკიდე და სამყოფ ოთახში დავალაგე, ყავისთვის ვაპირებდი შებრუნებას აბომ რომ გამოიტანა ლანგარი
-აი სიძე... მადლობა აბო _ გავუცინე და დივანზე დავჯექი
-ხო აბა ჩემი ქმარი შენს ქმარს კიარ გავს
-რაუნდოდა ეხლა რატომ გაკრა ჩემს ქმარს კბილი _ გაკვირვებულმა გავხედე აბოს
-რავიცი ევაჩკა რავიცი _გაეცინა აბოს და ანასტასიას მივუტრიალდი
-რაო ორ დღეში ქორწილი მაქვს და აჟიტირებული ვარო? _ ენა გამოვუყევი ბავშვივით და შოკოლადი გავხსენი ანასტასია კი უცებ დასერიოზულდა
-ისე ევაჩკა ეხლა პრობლემა არ გაქვს ნოე სხვებთან რომ დადის? _ თითოს გავქვავდიო და შეშინებულმა ვკითხე
-რას ნიშნავს სხვებთან დადის?
-ამდენი თვეა ურთიერთობა არ გაქვთ დავიჯერო ასეთი ერთგულია ეგ ქალების მუსუსი? _ იმედად აბოს გავხედე მან კი გაბრაზებულმა დაუძახა ტასოს
-ანასტასია საკმარისია
-და შენ რომ ორსულად იქნები შენი აზრით მაშინ წავა აბო სხვასთან?
-წავიდეს გაერთოს მე პრობლემა არ მაქვს _ გაეცინა ... ვიცოდი რომ ხუმრობდა... ვიცოდი რომ ჩემი გაბრაზება უნდოდა მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ავტირდი, მოულოდნელად დასერიოზულდა და ჩემი დამშვიდება სცადა მაგრამ ამაოდ
-ეე რაგჭირს ევა მე ხომ ვხუმრობდი, კარგი რა ჩემო პატარა _ ლამის მანაც იტირა აბო ბრაზობდა ანასტასიაზე ამ დროს კი ნოეც მოვიდა, ატირებული დამინახა თუ არა ბანანით სავსე პარკი მაგიდაზე დადო და ჩემთან მოვარდა
-რახდება? _ ტასოს და აბოს გახედა და მე მომიტრიალდა _ რატომ ტირი ჩემო პატარა მოხდა რამე??
ოთახში შემიყვანა ლოგინზე დამსვა მე კი ისევ ვტიროდი
-ნუ გამაგიჟე ევა მითხარი რამოხდა _ ეტყობოდა რომ ძალიან შეშინებული იყო
-ან...ანასტასიამ მითხრა რომ რახან ურთიერთობა არ გვაქვს შენ სხვასთან წახვალ _ვთქვი თუ არა ნოემ სიცილი დაიწყო
-მერე ამისთვის ტირი? შენ ხომ იცი რომ ნოეს მარტო მისი ევა უნდა? ხომ იცი რომ მოუთმენლად ველოდები მაგ პატარის დაბადებას, შეუშვი ამ პატარა თავში ერთხელ და სამუდამოდ რომ შენ ხარ ჩემთვის სასურველი ქალი... მართალია მინდიხარ... ახლაც ძალიან მინდიხარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სურვილებს სხვასთან დავიკმაყოფილებ, მე შენთან ყოფნა მსურს და არა ვინმე სხვასთან კარგად დაიმახსოვრე ეს _ გულში ჩამიკრა და ცრელები მომწმინდა _ ახლა კი გავიდეთ თორე ანასტასია შენზე მეტად ნერვიულობს

უხმოდ შევედი ოთახში სადაც ანასტასია დაჩაგრული ბავშვივით იდგა კუთხეში, მივუახლოვდი და წინ დავუდექი
-აი სულ მალე იქნები შენც გაბერილი და ნახავ როგორ მოგიშლით მე და ჩემი შვილები ნერვებს _ გავუცინე და ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა შვებით

-დედიკოო _ კისკისით შემოვარდა ოთახში ნიაკო, მუცელზე მაკოცა და ფრთხილად მომხვია ხელები
-სულ დედიკო დედიკო... მამიკო აღარ გინდა არა? _ ვითომ წყენით უთხრა ნოემ და ნიაკო მაშინვე მის მკლავებში აღმოჩნდა
-არ გამებუტო მაა ძალიან მიყვარხარ მაგრამ დედა ახლა ორია და უფრო მეტი სითბო სჭირდება
გამეღიმა და ოთახში შემოსულ დედ-მამას გავხედე
-ოჰ ყველა საყვარელი ადამიანი აქ ყოფილა, ტასუნა ემზადები სადედოფლოდ?
-კი ნინა დეიდა ზეგ უკვე დადგება ეგ ნანატრი დღე _ ღიმილით გახედა დედას და აბოს მიეხუტა
-ხო დე ძვლივს გავასაღეთ _ გავიცინე და აბოს თვალი ჩავუკარი
-დედი დღეს დავრჩეთ აქ?
-დედა და მამა გამოსაცვლელად ავიდა, აბო ნოეს ესაუბრებოდა ანასტასია კი გვერდით მომიჯდა
-იყიდე კაბა? _ ჩუმად მკითხა
-ძალიან ცუდი გოგო ხარ შენ, ახლა უნდა გეთქვა ეგ ქორწილამდე ორი დღით ადრე? _ გავუღიმე
-აბა ისე გამიბრაზდებოდი და ათას მიზეზს მოიფიქრებდი, ახლა კი იცი რომ სხვა გზა არ არის
-გიჟი ხარ ტასუნა გიჟი... გახსოვს პატარები რომ ვიყავით? დედასავით მიფრთხილდებოდი ვინმეს ჩემთვის არ ეწყენინებინა
-ახლა კი გათხოვდი და რაღად გინდა ანასტასია
-რა მწარე ენა გაქვს ტასო მეშინია შენივე ენამ არ მოგწამლოს

ვერაფრით მოვისვენე და დილას 7 იყო დაწყებული რომ ავდექი, ნოეს ფრთხილად ვაკოცე ხალათი მოვიცვი ნიაკოს ოთახში შევედი საბანი გავუსწორე და ფარდები ჩამოვწიე რომ სინათლეს არ გაეღვიძებინა ჩემი ანგელოზი, სამზარეულოში გავედი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა,
ყველაზე მარტივი რაც მომაფიქრდა ბლინი იყო, ამიტომაც გაზქურა ავანთე და ტაფა დავადგი გასაცხელებლად, მაცივრიდან სასურველი ინგრედიენტები გამოვიღე და რძეს რომ ვერსად მივაგენი გამოვრთე გაზქურა და გადავწყვიტე ახლომდებარე 24 საათიან სუპერმარკეტში გავსულიყავი.
ჩუმად შევედი ოთახში ნოეს მშვიდად ეძინა თხელი თეთრი სარაფანი ჩავიცვი თმები გავიშალე და ოთახიდან გამოვიპარე, მაგიდაზე პატარა ფურცელი დავტოვე „თუ ჩემს მოსვლამდე გაიღვიძე არ ინერვიულო, მაღაზიაში გავედი და მალე მოვალ... სიყვარულით ცოლი ♥“.
რძეს კიდევ ბევრი სასურველი პროდუქტი გამოვაყოლე და უკვე თითქმის სახლთან ვიყავი ჩემი სახელი რომ გავიგონე, შევტრიალდი და რატის დანახვისას ვეცადე უსიამოვნო გრძნობა სახეზე არ დამტყობოდა და გავუღიმე
-რა ლამაზი ორსული ხარ ევა _ ღიმილით მომიახლოვდა და წინ დამიდგა, გეფიცებით მის თვალებში თქვენც შეძლებდით უსაზღვრო სევდის დანახვას
-მადლობა რატი _ უხერხულად ჩავილაპარაკე და ოდნავ უკან დავიხიე
-რა მტკივა ახლა იცი? _ უარყოფის ნიშნათ თავი გვერდულად გავაქნიე დაბნეულმა
-ის რომ ვატყობ ჩემი გეშინია, როგორცკი დამინახე ირგვლივ მიმოიხედე იმის შესამოწმებლად რომ მარტო ჩვენ ორნი ვიყავით ქუჩაზე თუ იყო ვინმე ისეთი ვისი იმედიც შეიძლებოდა გქონოდა მაგრამ როგორცკი ვერავინ დაინახე შეკრთა შენი ლამაზი თვალები და ვერცკი შეამჩნიე ისე უნებურად დაიწყე უკუსვლით სიარული... შენი აზრით შემიძლია გავნო რამე? _ ხელი წამოიღო ჩემი სახისკენ მაგრამ გადაიფიქრა და ნელა დააბრუნა ხელი უკან _ გგონია რომ შემიძლია რამე დაგიშავო თან ასეთ მდგომარეობაში?
ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორი გულწრფელი იყო ჩემს მიმართ თავი დავხარე და ჩუმად ამოვიბუტბუტე
-მაპატიე რატი
-არა არა... პირიქით მე მაპატიე უბრალოდ დაგინახე და ვერ შევძელი გვერდი ისე ამევლო რომ არ დამენახა ეს სუფთა თვალები, მიხარია რომ ბედნიერი ხარ... ნუ გიკვირს მერე რაა რომ ჩემს გვერდით არ ხარ, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ევა ერთი რაღაც მინდა გკითხო
-გისმენ _ ჩემს ხმას თავად ვერ ვცნობდი
-რომ არ გაგეგო რომ ანასტასიას ჩემს მიმართ გრძნობები ქონდა მაშინ შეძლებდი ჩემთან ურთიერთობის დაწყებას?
დავფიქრდი ახლო წარსულს გადავხედე, რომ არა ანასტასიას გრძნობები მე ალბათ ვეცდებოდი რატისთან ურთიერთობას, რა გამოვიდოდა არ ვიცი მაგრამ ვცდიდი
-ალბათ კი
-საოცარი ადამიანი ხარ შეგიძლია მეგობრის გამო საკუთარ სურვილებზე უარი თქვა, ბედნიერებას გისურვებ ევა _ ვეღარაფერი ვუთხარი შეტრიალდა და წასვლას აპირებდა რომ დავუძახე
-რატი _ ნახევრად შემოტრიალდა და გამიღიმა როგორც მუდამ სჩვეოდა _ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მინდა რომ მუდამ ბედნიერი იყო, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი ვინც დაგაფასებს... მე... მე კი მაპატიე თუ შეძლებ _ ცრემლები წამომივიდა, რატი შეტრიალდა მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა
-ევა გთხოვ... არასოდეს იტირო, არ უხდება შენს ლამაზ თვალებს, მე კი წავალ ახლა არ შემიძლია ვუყურო შენს ცრემლებს მაშინ როცა მაგ ცრემლების შეშრობის უფლება მე არ მაქვს... ბედნიერად ევა

სახლში საოცრად სევდიანი დავბრუნდი, ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ინციდენტმა, მაგიდაზე უძრავად მყოფი ფურცელი ავიღე და სანაგვე ყუთში ჩავაგდე, გამოღებული და ახალმოტანილი ინგრედიენტები მაცივარში შევალაგე, ოთახში ჩუმად შევედი ისევ პიჟამო ჩავიცვი და ნოეს გვერდით მივუწექი... ვეფერებოდი მის თმებს და ვფიქრობდი რატის შეხვედრის ამბავი მისთვის როგორ მომეყოლა, ობოლი ცრემლი შევიშრე და მისკენ უფრო ახლოს მივიწიე.

დაახლოებით საათნახევარი უმოძრაოდ ვიწექი, შიგადაშიგ ჩემი პატარა მახსენებდა რომ ძალიან შიოდა და იძულებული გავხდი ავმდგარიყავი
ქვევით ჩავედი და გუშინ მორჩენილ ნამცხვარს გემრიელად შევექეცი, მოულოდნელად სურათის გადაღების ხმა გავიგე გვერდით გავიხედე და კარებიდან ნოე მიცინოდა
____ სურათი ____

-ამ სურათს მამას ვაჟკაცს ვანახებ დიდიბიჭი რომ გაიზრდება _ სიცილით მომიახლოვდა და მაკოცა
-დღეს განსაკუთრებულად ტკბილი ტუჩები გაქვს, საყვარელ ქმარს რას აჭმევ?
ფრთხილად წამოვდექი და მუცელზე ხელი მოვისვი
-ჩვენ გავძეხით ახლა მამიკო დავანაყროთ დედი... _ ნოეს წინ დავუდექი და ვეცადე ლოყაზე მეკოცნა, სიცილით დაიხარა ოდნავ და კვლავ ჩემს ბაგეებს დაეწაფა
-მუდამ ჩემი პატარა ბავშვი იქნები
-აბა რას შეჭამს ყველაზე ბუზღუნა მეუღლე?
-ყავას დავლევ და სამსახურში უნდა გავიქცე
წყლის ჩასასხმელად აღებული ჩაიდანი გამომართვა ხელიდან და ონკანს შეუშვირა
-ნოე მე როგორ გავაგრძელებ სწავლას ? _ მოწყენილმა გავხედე
-მე გავარკვევ პატარავ ისე რომ მხოლოდ გამოცდებზე მოხვალ მაგაზე არ იდარდო
-ნოე ხვალ ქორწილია მე და ნიას კი ჯერ ფეხსაცმელები არ გვაქვს
-თათბირი მაქვს და როგორცკი დავამთავრებ მოგაკითხავ, წავიდეთ და ვიყიდოთ კარგი?
ღიმილით დავუქნიე თავი და ოთახში შემოტანტალებულ ნიაკოს გავხედე
-დე ნუ დადიხარ ფეხშიშველი რა _ შეწუხებულმა ამოვილაპარაკე და თავი დავწიე რომ მისთვის მეკოცნა

ნოე გავაცილეთ, ნიაკოს გავუმზადე საუზმე და ანასტასიას დავურეკე
-ტას გღვიძავს?
-რა დამაძინებს შექალო ხვალ ვსაღდები როგორც შენ ამბობ _ ორივეს გაგვეცინა და უცებვე გამახსენდა რა მიზნითაც დავურეკე
-ტასი შეგიძლია მოხვიდე?
-ახლა გამოვდიოდი ზუსტად შენთან
-გელოდები ტას
ტელეფონი გავთიშე და ნიაკოსთან ერთად ანიმაციებს მივუჯექი
-დე შენ გინდა რომ რამე სხვას ვუყუროთ? _ მზრუნველობით გამომხედა
-არა ჩემო პატარა იყოს ეს
-დედი ჩემი ძამიკო როდის უნდა დაიბადოს?
-სულ ცოტა დარჩა დე და ჩავეხუტებით
-მე შენ ძალიან მეყვარები და სულ მოგივლი _მუცელზე მაკოცა, ხელი მომისვა და ფრთხილად დამადო თავი

როგორც ჩანს დივანზე მიმძინებია და ანასტასიას შეხებამ გამომაღვიძა
-მოვედი ჩემო გაბერილო აბა რა ხდება
-ტასუნა... ჩამძინებია _ გამეღიმა წამოვდექი და მიფარებული პლედი რომ დავინახე ნიაკოს გავხედე სიყვარულით
-ყველაზე კარგი შვილი ხარ დე _ ვაკოცე და ტასოს ვანიშნე სამზარეულოში გამოდი თქო

ჯერ რატიზე მოვუყევი ყველაფერი და გაოცებული მისმენდა მერე კი საქმეზე გადავედი
-ტას მინდა რომ ტორტის გამოცხობაში დამეხმარო
-ხდება რამე თუ ისე მოგინდა?
-დღეს ლილეს დაბადების დღეა, ვიცი რომ ნოე დილას ადრე მაგიტომ ადგა და წავიდა რომ ჩემთვის არაფერი ეგრძნობინებინა, მინდა რომ ნიაკო წაიყვანოს საღამოს სასაფლაოზე
-მეც კი მაოცებ ევაჩკა

ტორტი უკვე მზად იყო ნოემ მომწერა რომ დააგვიანდებოდა საათნახევარი ამიტომაც მე, ანასტასია და ნიაკო წავედით ფეხსაცმელების საყიდლად... ძალიან ბევრი ვიარეთ მაგრამ ღირდა სიარულად რადგან საბოლოოდ ვიპოვე სასურველი ფეხსაცმელი ჩემთვისაც და ნიაკოსაც
-რას იფიქრებდი ჩემს ქორწილში რომ მაღლებზე არ შემოხტებოდი არა დაო? _ როგორც ყოველთვის პოზიტიურად იყო ანასტასია
-ოხ ტასო ტასო, გაიბერები შენც და გიყურებ რას ჩაიცვამ _ გამეცინა და ნიაკოს ხელი მოვკიდე
-დე მომშივდა _ დაღლილმა გამომხედა ნიამ
-წავიდეთ დე სახლში ხო? თან მამიკოც მოვა მალე
ტაქსი გავაჩერეთ ჯერ ტასო დავტოვეთ სახლში და მერე ჩვენ ...
სახლთან ნოეს მანქანა იდგა და ღიმილით შევედი სახლში
-ახლა გირეკავდით ზუსტად, სად იყავით? _ გაკვირვებულმა გამომხედა მაკოცა და ნიაკო ხელში აიყვანა
-მაა დამსვი ნახე რა განახო მე და დედამ რა ლამაზი ერთნაირი ფეხსაცმელები ვიყიდეთ
ჩამოხტა ნოეს მკლავებიდან, პარკი გამომართვა და ნოეს აჩვენა
-ძალიან ძალიან ლამაზია მამას ფერიავ, მიდი აბა აირბინე და ოთახში აიტანე კაბასთან დადევი და მოდი მერე ხო? _ ნიაკო სიხარულით გაიქცა ოთახში და ნოე მე მომიტრიალდა
-რატომ არ დამელოდეთ? _ თითქოს ნაწყენი ჩანდა
-მერე ვერ მოასწრებდით _ ჩუმად ვთქვი და თავი დავხარე
-რას ვერ მოვასწრებდით ? _ გაკვირვებული იყო
არაფერი მითქვია სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ტორტი გამოვიღე მაგიდაზე დავდევი ...დანარჩენი პარკში მოთავსებული პროდუქტების გადმოდებას ვაპირებდი მაგრამ მემძიმა
ნოეს მივუტრიალდი და ღრმად ამოვისუნთქე
-ნოე ვიცი რომ დღეს ლილეს დაბადებისდღეა მინდა რომ ნიაკო წაიყვანო ჯერ ეკლესიაში ეს პარკი დატოვეთ მიცვალებულების კუთხესთან ლილეს სახელზე და შემდეგ ეს ტორტი სასაფლაოზე წაიღეთ აი დიდი კონტეინერიც ამაში ჩავდებ ნიაკოს დაადებინე და სანთელი აანთებინე კარგი?
ნოე ჩუმად იდგა და ვერაფერს ამბობდა, ამან ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო და ოთახიდან გამოსვლას ვაპირებდი ხელი რომ დამიჭირა
-დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებ
მეტი არაფერი უთქვია და ჩამეხუტა...
ნიაკო და ნოე მალევე წავიდა მე კი სახლში მარტო ვიყავი და კვლავ რატიზე ფიქრი ამეკვიატა, მინდოდა რომ ნოესთვის მეთქვა მაგრამ ძალიან მეშინოდა მისი რეაქციის, შეძლებისდაგვარად მივალაგე ყველაფერი და ბავშვისთვის წინასწარ მოწყობილ ოთახში შევედი... ხელში პატარა ბაჩუჩები ავიღე და გამეღიმა, ყველაფერი ნელნელა მიტივტივდებოდა გონებაში და მახსენდებოდა როგორ ვნერვიულობდი ჩემს უშვილობას და როგორ ვცდილობდი ეს ტკივილი არავის არ ეგრძნო....


გათენდა თუარა ღიმილით გავახილე თვალები, გვერდით გავიხედე და ნოე არ იწვა... ავდექი და ქვევით ჩავედი სადაც სადაც სამზარეულოში მოფუსფუსე მამაშვილი დამხვდა
-დედიკო აი რა გაგიკეთეთ _ ღიმილით აიღო ბლინებიანი თევში და მომაწოდა
-პატარავ 12 ზე უკვე ტასოსთან უნდა ვიყოთ სახლში _ შუბლზე მაკოცა და ნიაკოს თვალი ჩაუკრა
-აი ახლა ჩავიცმევ და სალონში წავალთ მე და ნიაკო
გემრიელად მივირთვი ქმარ-შვილის მორთმეული საუზმე და ჯერ ნიაკოს ჩავაცვი შემდეგ კი მე შევედი ოთახში და ვეცადე ჩემით ჩამეცვა მაგრამ ამაოდ
-ნოეეე _ დავიყვირე ბოლო ხმაზე და სიცილით შემოვიდა ნოე ოთახში
-ამ წამს ველოდებოდი, ვიცოდი რომ დამიძახებდი
გამეცინა მეც და მუცლამდე ჩაცმულ კაბაზე თვალით მივუთითე, ნოემ მომეხმარა კაბის ჩაცმაში და ფრთხილად დამატრიალა
-მგონი სალონში წასვლა არ გჭირდება პატარავ...
მე და ნიაკო სალონიდან გამოვედით თუ არა ანასტასიასთან წაგვიყვანა ნოემ
კარებში მდგარი ანასტასიას მამის დანახვისას სიხარულისგან შევყვირე და ჩავეხუტე
-ძია აჩი როგორ მომენატრეეთ
-პატარა ევა რამხელა გოგო გაზრდილა, ძია აჩისაც მოენატრე

ოთახში შევედი თუ არა ანგელოზივით ლამაზი ანასტასია დავინახე
-საოცრად ლამაზი ხარ ტასუნა _ მოვეხვიე და ცრემლები ვერ შევიკავე

ჯვარი საემებაში დაიწერეს, უკვე რესტორანში უნდა წავსულიყავით როცა ნიაკო მამას მანქანაში ჩასვა ნოემ და მე თვალებით მანიშნა წამოდიო
მანქანაში ჩავჯექით და ყველა წავიდა ჩვენს გარდა
-მოხდა რამე? _ ჩუმად ვკითხე
-მოხდა ... ეს დედამო**ული სხვისგან რატომ უნდა ვიგებდე რომ რატისთან ერთსაათიანი საუბარი გქონდა ჩვენს ქუჩაზე
-მე.. _ დავიბენი _ ის შემთხვევით შემხვდა ნოე, მაღაზიაში ჩავედი და ...
-რატომ არ მითხარი _ ამდენი ხნის განმავლობაში შემიძლია დავიფიცო რომ ნოე ასე მკაცრი არასოდეს მინახავს
-ვაპირებდი მა.._ სიტყვის დამთავრება არ მაცადა და ირონიულად ჩაილაპარაკა
-ჰმ... აპირებდა
მანქანა დაძრა და რესტორნის მიმართულებით წავიდა, მალევე მივედით და ანასტასია ხელს მიქნევდა მოდიო, მის გვერდით დავჯექი და ღიმილით გამომხედა
-ხალხმა ლამის უმეგობროდ შემრაცხა უმეჯვარეოდ რომ ვიჯექი _ გაიცინა მაგრამ წამში დასერიოზულდა
-რა გჭირს? _ ვეცადე რომ დღევანდელი დღე არ გამეფუჭებინა მისთვის და გავუღიმე
-არაფერი ანგელოზო არაფერი
დაიწყო გრძელი მომაბეზრებელი სადღეგრძელოები მე თვალებით ნოეს ვეძებდი მაგრამ ვერსად რომ ვერ შევამჩნიე რესტორნის ვერანდაზე გავედი, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და დედა დამიდგა გვერდით
-დედიკო მოხდა რამე?
-არა დე, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი
-კარგი მაგრამ იცოდე დედის გული არ ცდება, ვხვდები რაღაც გაწუხებს ადრე როგორცკი რამე გეტკინებოდა ჩემთან მორბოდი ახლა კი როგორ გაიზარდე
ცრემლები ვერ შევიკავე და ჩავეხუტე
-დამშვიდდი დე საზიანოა შენი ნერვიულობა ბავშვისათვის
-ნინა დეიდა მე დავრჩები ჩემს ცოლთან _ ისევ ჰქონდა შერჩენილი სიმკაცრე ნოეს დედას არ ესიამოვნა მაგრამ დაგვტოვა მარტო, მე კი მოულოდნელად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და კივილი ვერ შევიკავე

*** ნოე ***
ვერანდაზე მტირალი ევას დანახვისას საოცარი სევდა ვიგრძენი მაგრამ ვერ ვპატიობდი იმას რომ მან ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი დეტალის დანახვა შეძლო
ვერანდაზე გავედი თუ არა სიმკაცრე ისევ ვერ გავაკონტროლე და ევას დედა იძულებული გახდა მასთან მარტო დავეტოვებინე, ვეცადე მასთან საუბარი წამომეწყო მაგრამ მოულოდნელად დაიკივლა და ჩაიკეცა დაბნეულმა ვერაფერი მოვიფიქრე და ხელშიაყვანილმა შევიყვანე რესტორანში საიდანაც ხალხის მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და პირდაპირ გასასვლელი კარებისკენ წავედი, ყველა ევა-ევას გაიძახოდა.

საავადმყოფოში მივედით თუარა ევა საკაცეზე დააწვინეს და სამშობიარო განყოფილებაში შეიყვანეს... ერთადერთი რაც შევძელი მოსაცდელში დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
ნელნელა საავადმყოფო ჩვენიანებით აივსო, ყველა ჩემთან იყო აბო გვერდით მომიჯდა და ხელი მხარზე დამადო
-ადრეა ძმაო ჯერ... ჯერ ადრეა _ მეტ ვერაფერი ვთქვი და ვიგრძენი ცრემლებმა როგორ გაიკვლიეს გზა ჩემი სახის მიმართულებით

*** ანასტასია ***
ვერანდიდან ევა რომელიც მხოლოდ ორ სიტყვას იმერორებდა „ მტკივა ... ძალიან მტკივა „ ხელშიაყვანილმა შემოიყვანა ნოემ და პირდაპირ გასასვლელი კარებისკენ წავიდა...
ნოეს მშობლები, ევას მშობლები, ჩვენ ყველა მათ გავყევით და საავადმყოფოში წავედით, ყველა დაბნეული და შეშინებული იყო, ნოე განადგურებული ... ჯერ თვენახევარი არის იყო ევას მშობიარობამდე დარჩენილი...
სამშობიაროდან ექიმი გამოვიდა თუ არა ყველა მას მივვარდით
-ექიმო რახდება
-ტკივილებს ვერ ვუყუჩებთ, საკეისრო კვეთით უნდა ამოვიყვანოთ ბავშვი, მეუღლის თანხმობა გვჭირდება ოპერაციის დასაწყებად რადგან უბედური შემთხვევის დროს საავადმყოფო იხსნის პასუხისმგებლობას და ამასთანავე წინასწარ მინდა გკითხოთ თუ არჩევანი გაკეთება მოგვიწევს დედა გადავარჩინოთ თუ შვილი
ნოე თავი ვერ შეიკავა და ექიმს მივარდა
-არანაირი უბედური შემთხვევა ორივე ჯანმრთელი უნდა იყოს, ორივე უვნებელი მჭირდება გესმით? _ ვუყურებდი და მისი წილი ტკივილიც მტკიოდა თან მეშინოდა ძალიან მეშინოდა მისი არჩევანის, ისიც ვიცოდი ნოეს რომ ევა აერჩია ევა არასოდეს აპატიებდა ისე ელოდებოდა ამ ბავშვის დაბადებას.
-დამშვიდდით ბატონო მე უბრალოდ მინდა ვიცოდე როგორ მოვიქცეთ უკიდურეს მდგომარეობაში
-ევა... ევა არ უნდა დავკარგო, მაგრამ გთხოვთ ყველაფერი ეცადეთ რომ ორივე უვნებელი დამიბრუნოთ .
თითქოს ვეებერთელა კაცი წამში დაპატარავდა და საავადმყოფოს დერეფანი დატოვა, აბო აპირებდა გაყოლას მაგრამ ნოეს მამამ ანიშნა გაჩერდიო და თვითონ გაყვა ნოეს, თავი ვერ შევიკავე საავადმყოფოს კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, აბო მოვიდა ფეხზე წამომაყენა საპატარძლო კაბა ხელით ასწია და ჩამეხუტა
-ყველაფერი კარგად იქნება პატარავ ევა ძლიერი გოგოა

*** ნოე ***
მანქანასთან მივედი და ხელი მთელი ძალით დავარტყი, მამა მომიახლოვდა და მომეხვია, მეც თავი ვერ შევიკავე და ავტირდი
-რატომ მამა რატომ, მაინცდამაინც მე რატომ.. ჯერ ლილე ახლა ევა... რა ცოდვა მაქვს ასეთი რომ უფალი ბედნიერებას არ მპატიობს
-დამშვიდდი ნოე, შენ ასეთი არ ხარ შენ ძლიერი ხარ გესმის? რას აკეთებ ახლა? იმის მაგივრად რომ ზევით შენს ცოლთან იყო დგანხარ და ცოცხალ ადამიანს დასტირი _ ძალიან მკაცრი იყო მამა მაგრამ ვხვდებოდი რამდენად უჯდებოდა ეს სიმკაცრე
-ბავშვს რომ რამე მოუვიდეს არ მაპატიებს... არასოდეს მაპატიებს
-მთავარია ცოცხალი იყოს და კარგად იყოს, იმედი არ დაკარგო ორივე კარგად იქნება
-მამა ზევით ადი მეც მალე მოვალ

აღარაფერი მითქვია და ლილეს სასაფლაოზე წავედი, მის სურათთან ჩამოვჯექი და ცოტახანი ვუყურებდი
-ხომ გინდოდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, ხომ გინდოდა რომ შენს შვილს ბედნიერი ბავშვობა ქონოდა, მეორედ ნუ მომკლავ ლილე, ნუ იქნები ეგოისტი არ დაუშვა რომ ევაც მანდ წამოვიდეს... ის საუკეთესო ცოლი და ბევრად უფრო კარგი დედაა... შენს შემდეგ ძვლივს დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას და მომეცი საშუალება რომ ასე გავაგრძელო... მომეცი უფლება რომ სიცოცხლე შევძლო

საავადმყოფოში მალევე დავბრუნდი ყველა ტიროდა, სუნთქვა შემეკრა და ნაბიჯის გადადგმა ვერ გავბედე დავითმა დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია
-გილოცავ ნოე, ორივე კარგად იქნება უფალი ჩვენთანაა უფალი არ გვტოვებს
ამოვისუნთქე და დავითს მაგრად მოვხვიე ხელი.
მოსაცდელში ვიყავით და სანამ ექიმი გამოვიდოდა ანასტასიამ ყავები ამოიტანა ქვევიდან და ყველას დაგვირიგა, გვერდით მჯდომ აბოს გავხედე და ჩუმად გადავულაპარაკე
-ანასტასია წაიყვანე სახლში ცოდოა თან ამხელა კაბით
-ვუთხარი მაგრამ ვერ მოვისვენებ სახლშიო
ექიმი გამოვიდა თუარა მასთან მივედი
-გილოცავთ თამამად შეგიძლიათ იწამოთ სასწაულების, პატარა ვაჟკაცი გყავთ რომელიც დროებით ინკუპატორში გადავიყვანეთ, შეგიძლიათ შორიდან ნახოთ თქვენი ბიჭი
სიხარულით გავყევი ექიმს და პატარა მტირალი არსების დანახვისას თითქოს პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს იყო მამა, ვუყურებდი რა პატარა და უსუსური იყო, როგორ სჭირდებოდა ჩვენი დაცვა...

რამოდენიმე ფოტო გადავუღე და გარეთ მყოფთ ვანახე, ყველა სიხარულით უყურებდა ჩემს ანგელოზს, მაგრამ მე მაინც ვერ ვისვენებდი, ვიცოდი რომ ევას სტკიოდა და საოცარ ტკივილს მგვრიდა ეს მეც
-ექიმო შეიძლება ევა ვნახო?
-გთხოვთ დილამდე მოითმინეთ და ხვალ დილას ნახავთ თქვენს მეუღლეს

დიდი თხოვნის შემდეგ ყველა დავითანხმე რომ სახლში წასულიყვნენ და დილას დაბრუნებულიყვნენ რადგან დილამდე ევას მაინც ვერცერთი ვნახავდით, მხოლოდ მე და დავითი დავრჩით
-ნოე იცი? ყოველთვის საოცარი შვილი იყო ევა, ყოველთვის ძალიან თბილი და მოსიყვარულე, ვერსად მიმყავდა ისე რომ სადმე ვინმეს არ შეყვარებოდა, სულ იმას განიცდიდა როცა ვინმე შეიყვარებდა რადგან მე იგივე გრძნობით ვერ ვუპასუხებო. მაშინ როცა ავარიაში მოვხვდით თითქოს ყველაფერი დამთავრდა მისთვის, საოცრად უიმედოდ იყო, როცა შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში წინააღმდეგი ვიყავი თქვენი ურთიერთობის მაგრამ როცა დავინახე რამდენად სხვანაირი იყო შენთან ყველაფერი დალაგდა ჩემში... თითქოს ის ბავშვი დამიბრუნე რომელიც ავარიამდე იყო, როცა ჩვენთან გადმოვიდა და ვეღარ მოდიოდი თითქოს ყველგან გეძებდა, არაფერს იმჩნევდა და არაფერს ამბობდა ასეთი იყო ყოველთვის... დღეს უფალმა მესამედ მაჩუქა შვილი, გაუფრთხილდი გთხოვ, ის ერთადერთია რაც ამ ცხოვრებაში მეძვირფასება... იციი არ მეგონა ნიაკოს ასე შეყვარებას თუ შეძლებდა, ხომ ვიცი რამდენად საოცარია ჩემი შვილი მაგრამ მაინც არ მეგონა ასეთი კარგი დედა თუ იქნებოდა.
დავითს ვუსმენდი და ვერაფერს ვამბობდი ჩუმად ვიყავი, საავადმყოფოში შემოსული ჩემსკენ მომავალი რატი რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა
-როგორ არის? _ ჩუმად და საოცრად სევდიანი ხმით მკითხა, მივხვდი რომ არც გაბრაზების და არც ჩხუბის დრო იყო, დავითმა მეგობრულად დაადო მხარზე ხელი
-საფრთხემ ჩაიარა ყველაფერი კარგად იქნება
რატიმ ისევ მე გამომხედა
-არ იფიქრო რომ თქვენ ორს შორის ჩარევას ვაპირევ, პირიქით მიხარია მას ბედნიერს რომ ვხედავ, უბრალოდ ვერ მოვისვენებდი ამბავი რომ არ გამეგო
-გაიხარე რატი
-კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი ექიმმა რომ დამიძახა
-ბატონო ნოე პაციენტი თქვენს სახელს გაიძახის, წამობრძანდით
-მთავარია კარგად იქნება, ბედნიერებას გისურვებთ _ მხარზე ხელი დამადო რატიმ და წავიდა
მე ექიმს გავყევი... თეთრ პალატაში გაფითრებული ევა რომ დავინახე , რომელიც მძიმედ ახამხამებდა ლამაზ თვალებს , სკამი მივწიე და გვერდით დავუჯექი

*** ევა ***
ნოე შემოვიდა თუ არა თითქოს წყვდიადი განათდა, გვერდით მომიჯდა და თვალებში მიყურებდა
-ნოე აბო... აბო სად არის?
გაკვირვებულმა გამომხედა მაგრამ პასუხი მაინც გამცა
-ანასტასია წაიყვანა სახლში პატარავ, საოცრად ანერვიულებული იყო
-არა ნოე... ჩვენი აბო პატარა აბო
-აბო? _ გაეღიმა, მე თავი დავუქნიე და ხელზე მაკოცა
-ვნახე ევა, რა პატარაა და როგორი მტირალა იცი?
-მეც მინდა რომ ვნახო
-ინკუპატორში ყავთ, ჯერ კიდევ შენი ადგომა არ შეიძლება
-ხომ კარგადაა? _ შეშინებულმა გავხედე
-კარგადაა ევა
-შენ? შენ როგორ ხარ?
-მე? მე რაგითხრა მომკალი და გამაცოცხლე შემდეგ
-მაპატიე? _ ისე ამოვიჩურჩულე ჩემი ხმა ძვლივს გავიგე
-ნუ ფიქრობ მაგაზე კარგი? ყველაფერმა ჩაიარა
-არა არა ... მითხარი რომ მაპატიე
-როდის გაპატიებ იცი? _ სერიოზულად გამომხედა
-როდის?
-აქედან ზუსტად 2 თვეში
-4 თვეში?
-ჩვენს ქორწილში
-ეს... ეს რას ნიშნავს? _ დაბნეული ვიყავი და მინდოდა რომ უფრო კონკრეტულად ეთქვა
-ძალიან გაგვეწელა დიდი და გრანდიოზული ქორწილი , მანამდე აბოც წამოიზრდება და თან ნაკერებიც მოშუშებული გექნება უკვე
ემოციები ვერ შევიკავე და ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე... ექიმმა მალევე გაუშვა ნოე პალატიდან.

*** 4 თვის შემდეგ ***
-ბატონო ნოე თქვენ თანახმა ხართ ცოლად მოიყვანოთ ევა მაჩაბელი და მასთან ერთად იცხოვროთ ჭირსა თუ ლხინში, მწუხარებასა თუ სიხარულში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?
-თანახმა ვარ
-და თქვენ თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ ნოე საღლიანს და მასთან ერთად იცხოვროთ ჭირსა თუ ლხინში, მწუხარებასა თუ სიხარულში?
-რათქმაუნდა... თანახმა ვარ !

-დედიკო ლამაზი ვარ? _ კაბის ფრიალით მოვიდა ნიაკო ჩემთან
-ძალიან დედი, ძალიან ლამაზი ხარ

ანასტასია ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა
-სულ ვოცნებობდი თეთრ კაბაში მენახე, საოცრად ლამაზი ხარ ევა
-ტასო... ალბათ შენი ქორწილის ჩაშლას ვერასდროს მოვინელებ
-ჩშშ.. აღარ გაიმეორო, მე ქორწილი არ ჩამშლია, თითქმის იშლებოდა ხალხი უკვე და თან ულამაზესი ანგელოზი გვაჩუქე
ანასტასია ჩვენს მაგიდას მოშორდა და მიკროფონთან მივიდა
-მეგობრებო ორ წუთს ვითხოვ, 4 თვის უკან ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ევამ გაგვაბედნიერა და უსაყვარლესი აბო გვაჩუქა, ახლა კი მინდა იგივე სიხარული განვაცდევინო და გამოვაცხადო რომ 9 თვეში დეიდა გახდება.
აბოს გავხედე და ემოცებს ვერ მალავდა ანასტასიასთან მივარდა და გულში ჩაიკრა
-დე ანუ ტასოსაც შვილი ეყოლება? _ დაბნეულმა გამომხედა ნიაკომ
-ხო დედი ანუ ტასოსაც ეყოლება პატარა ანგელოზი რომელიც დედას დაუძახებს.
-ეეე რამაგარიააა
ღიმილით გაიქცა ნიაკო ტასოსკენ და მაგრად ჩაეხუტა
-გილოცავ ტასო ახლა შენც დედიკოსავით ბედნიერი იქნები.


დასასრული!



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

აი ძალიან ძალიან კარგი იყო! <3 უამრავი ემოციით ამავსო ამ ისტორიამ. <3 ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, რომ შეძლო შენი დაწერილი ისტორიით ცვლილება მოახდინო ადამიანში. საკუთარ თავზე განვიცადე ყველა ემოცია და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა არის ის რომ ძალიან კარგი მწერალი ხარ <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან გაწელილი იყოო

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი იყო❣️????????⭐️

 


№4 სტუმარი ნათია41

ძალიან მომეწონააა❤

 


№5 სტუმარი სტუმარი რუსკა

კარგი იყოო,,ძალიაან.უუჰ რამდენი ვიტირე კია...

 


№6 სტუმარი სტუმარი ანონიმური

  არასდროს მქონია სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება) და არასდროს მქონია დაუცველი სექსი.  თუმცა, მე მყავდა საყვარელი, რომელსაც იმ დროს გაციება ჰქონდა.  მართალი გითხრათ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაყარი იყო, რადგან აქამდე არასდროს გვსმენია ჰერპესის შესახებ.  ორალური სექსი გვქონდა და ასე დამემართა ჰერპესი.  მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტში ვიპოვე ვუდუს მბრძანებელი, რომელმაც გარკვეული ჯადოსნური შელოცვა მოამზადა და მცენარეული წამალიც მომიმზადა, რომელსაც რწმენით ვსვამდი მხოლოდ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ, როდესაც სხეულში ცვლილებები შევნიშნე, საავადმყოფოში წავედი შესამოწმებლად. up  და მე დავადასტურე, რომ მთლიანად განვკურნე ჰერპესისგან (ჰერპესი უარყოფითი).  მის წამლებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, არ არსებობს სპეციალური დიეტა წამლების მიღებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ელფოსტაზე: [email protected] და ასევე WhatsApp +234-8097014925 და მოაგვაროთ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.

 


№7 სტუმარი TANYA MONROE

  მსოფლიომ უნდა იცოდეს მართლწერის დიდი „ვუდუს ლორდის“ შესახებ, რომელსაც აქვს იდეალური გადაწყვეტა ურთიერთობის, ქორწინების, ჯანმრთელობის, ფინანსური და სხვა პრობლემებისთვის, რომლებიც აწუხებს კაცობრიობას.  მთავარი მიზეზი, რის გამოც ვუდუს ბატონთან მივედი, იყო გამოსავლის პოვნა ქმრის დასაბრუნებლად და დაორსულებისთვის იყო ის, რომ ქმარმა მიმატოვა, რადგან ქორწინების 14 წლის შემდეგ ვერ დავორსულდებოდი.  ახლახან ინტერნეტში წავიკითხე ჩვენებები, რომლებიც ზოგმა დაწერა ვუდუ ლორდზე და ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე დახმარება მეთხოვა.  მან დიდი სამუშაო გააკეთა იმით, რომ ჩემი ქმარი ჩემთან დაბრუნდა და პატიება მთხოვა, რამდენიმე თვის შემდეგ მე დავორსულდი.  ახლა მე ვარ ტყუპების, ბიჭის და გოგოს, ამაყი დედა, ჩემს ქმარს კი არასოდეს შეუწყვეტია ჩემი სიყვარული და ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით ერთად.  მე არ შემიძლია მისი სახელის ინტერნეტში განთავსება, რადგან მან კარგი საქმე გააკეთა ჩემთვის.  ვისაც მისი დახმარება სჭირდება, უნდა დაუკავშირდეს მას ელფოსტით [[email protected]] ან დაამატოთ WhatsApp-ზე [+234 8097014925] შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას დღეს, რომ მოაგვაროთ თქვენი პრობლემები და დარჩეთ სამუდამოდ ბედნიერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent