შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(18)


20-12-2017, 23:25
ავტორი sati
ნანახია 2 703

ალექსანდრე არ უსმენდა, გარშემო მყოფებს აკვირდებოდა, თუ როგორ აჩერდებოდნენ მათ. ხალხში ლიზი შეამჩნია, რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ტირილს ძლივს იკავებდა. ალექსს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ზურას არ უნდა დაენახა ისინი ერთად, მხოლოდ მაშინ მიხვდა ანუკის ესეთი თავაზიანობის მიზეზს. როგორც იქნა ზურამ დაამთავრა ლაპარაკი, შემდეგ კი მის შვილს და ალექსს მიუბრუნდა.
-თქვენ გაგიმარჯოთ-ზურა თითქოს რაღაცას ელოდებოდაო სანამ უყურებდა. ანუკი მიხვდა, ალექსანდრეს სახეზე ხელი მოკიდა და მოწყვეტით აკოცა. როდესაც ალექსანდრე გონზე მოვიდა ლიზა აღარსად არ ჩანდა. მის საძებნელად გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ზურამ შეაჩერა და ცალკე დაუწყო ლაპარაკი.
-ვამაყობ შენით, როგორ მოახერხე რომ აქ მოიყვანე?
-ხო... თვითონ მთხოვა. ზურა, ორი წუთით დაგტოვებთ.
-არა, შენთან ბიზნესზეც მაქვს სალაპარაკო. კომპანიის 40%-ის შენ სახელზე გადმოფორმება მინდა, ჩემი...
-ბატონო ზურა, მართლა მეჩქარება. ეხლავე დავბრუნდები-შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა და პარკინგისკენ აიღო გეზი. ზუსტად მის მანქანასთან იდგა ლიზა.
-აქ რა გინდოდა?-ალექსმა ჰკითხა.
-მე რა მინდოდა?! მეფიცებოდი რომ თქვენს შორის არაფერი იყო! ჩვენ შვილს იფიცებდი ალექსს დღეს! ეხლა მოვდივარ და რას ვხედავ...
-როგორ მოხვედი?
-ნუ ისულელებ თავს, ყველაფერი კარგად იცი.
-ლიზა, ეს უბრალო დადგმა იყო, ხალხისთვის.
-თავიდანვე ისე შემოხვედით, ისე შესციცინებდით ერთმანეთს თვალებში... მე გოგო ვარ და ვიცი როდესაც გოგოს მოსწონს ბიჭი, თუ როგორ უყურებს მას. ანუკის შენ უყვარხარ, და მემგონი შენც არ ხარ მის მიმართ გულგრილი.
-რეებს ბოდავ, ხო იცი რო..
-არ ვიცი, უფროსწორად აღარ ვიცი-ლიზამ ცრემლები მოიწმინდა.
ალექსანდრე მიუახლოვდა და წელზე შემოხვია ხელი.
-ჩემი ბრალია, ადრე უნდა დაგშორებოდი. შვილს მარტო გავზრდი, ჩემ გვარს მივცემ. საერთოდ წავალ და ვერ ნახავ.
-გეხვეწები წამო სადმე გავიდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ. ეხა ანერვიულებული ხარ, თან ჰორმონებიც...
-არ მაქვს სურვილი შენთან ლაპარაკის. ყოველ შემთხვევაში ეხლა.
-დაცვას გამოგაყოლებ რომ სახლამდე მიგიყვანონ.
-არაფერი არ მჭირდება. გთხოვ მომეშვი და მაცადე ცოტახანი... საერთოდ არ გიტყდება? იმ გოგოსთან? მას მემგონი მართლა უყვარხარ შენ კიდე მე თუ გიყვარვარ ანუ იმას ეთამაშები? ამის მერე რა ადამიანი ხარ.
-აუ ეხა შენ არ დამიწყო რა, ვითომ გეცოდება.
-მეცოდება ალექსს! კაცმა იცის შენ გამო რეები გადაიტანა!! და ჩემ გამო... ჯანდაბა...
-ლიზა.
-არ მომეკარო. რაც გინდა ის ქენი, შენი დანახვაც არ მინდა-მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ალექსანდრე გიჟივით შევარდა შიგნითდა ნუკი მოძებნა.
-მივდივართ.
-რატო?
-ლიზის შენ დაურეკე?
-ლიზი აქ არის?
-თავს ნუ იდებილებ-უცებ ხელი ჩაავლო.
-ალექსანდრე რეებს ლაპარაკობ, ლიზის სულ რო ნდომებოდა სტუმრების სიაში არ ეწერა ვერც მოვიდოდა.
-თუ შენ არ ჩაამატე.
-ვაუ, ბრავო. წამით მაინც დაფიქრდი იმაზე რომ მე ლიზის აქ ყოფნა არ მაწყობდა? რომ თავმოყვარეობას ბოლომდე გამინადგურებდა? რო ყველას თვალში დამცირებული ვიქნებოდი? და თან აქ მედიაა, სკანდალი ატყდებოდა. წარმოდგენა არ გაქ რა ამაზრზენი ხარ, ალბათ გაგიტყდა ლიზამ ერთად რო დაგვინახა და შენც პირდაპირ დაიწყე დამნაშავის ძებნა, რეალურად კი არასდროს არ უშვებ იმ ფაქტს რომ რაღაც შენ გააკეთე არასწორად. იცი, მე მეცოდება შენი შვილი, რადგან ესეთი მამა ეყოლება.
-გეყოფა, მივდივართ.
-აი მე არსად არ მივდივარ, შენ ჯანდაბაშიც გზა გქონია, ძლივს მამასთან ნორმალური ურთიერთობა დავამყარე-ოფიციანტმა გამოიარა, ანუკი ხელი დაავლო ჭიქას, მაგრამ ალექსანდრემ გამოართვა და ისევ ფოდნოსზე დადო.
-ეს...-დაეზარა ნოტაციების კითხვა, ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა-აქ მარტო უნდა დაგტოვო რო ლოთად დამიბრუნდე სახლში? ეხლავე, სულ მაგ ჭკუაზე ვარ.
-ერთი ჭიქა არაფერს არ შვება.
-ძაან მეზარება ლექციების კითხვა, ხვალ გათენდება მერე იმდენს წაგიკითხავ რამდენსაც გინდა. და ბოდიშსაც მოგიხდი.
-ბოდიშს დღესაც მივიღებდი.
-კარგი ანუკი, მაპატიე. მაპატიე ყველაფრისთვის, არ მეგონა თუ ესე გტკენდი გულს, იმ ბავშვის გამოც მაპატიე, მერე დღევანდელისთვის, საღამო რომ ჩაგიშალე. და საერთოდ ყველაფრისთვის რაც დავაშავე ამ 5 თვის განმალობაში, აქედან არაფერს არ იმსახურებდი.ესეთი ბოდიში მოსულა?
-მოსულა არა, ძველი ბიჭი ხარ? მიღებულია, მაგრმა გულწრფელი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. კაი დაიკიდე-ანუკი მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდნენ. გზაში როგორც ყოველთვის არცერთს არ ამოუღია ხმა, ისევ რეზის დარეკილმა დაარღვია სიჩუმე.
-ხო რეზი?
-წახვედი ესე მალე?
-ჰო.
-იმოქმედა?
-შენც გითხრეს ხო? ნინის ენას პირში ვერ გააჩერებინებს ადამიანი. დაახლოებით. ეხა მანქანაში ვარ მერე მოგიყვები.
-კაი, სხვა რამის გამო გირეკავ. ტატო ვნახეთ, ეხა მოვიდა.
-ჰაა?
-ხო, მამაშენს ელაპარაკება.
-ჯანდაბა... უნდა დავბრუნდე.
-არა, ხვალ დაელაპარაკე. ეს ისე გითხარი, რო გეგონა რო უცხოეთში იყო წასული.
-ცოტახნით მაინც რო დავრჩენილიყავი.
-აქ მაინც ვერ დაელაპარაკებოდი, სუ ბიზნესმენებთან ერთად ზის. ჩვენ წამითაც ვერ დაველაპარაკეთ.
-ხო... აუ ოღონდ ხვალ ეგ დამაჭერინა და.
-კაი წავედი, აბა შენ იცი.
-კაი, მიდი-შემდეგ გათიშა.
-რა ხდება?
-ტატო დაბრუნდა. კომპანიაშია, მამაჩემს ელაპარაკება. ცოტახნით რო დავრჩენილიყავი ხო დავიჭერდი არა.
-ხვალ დაელაპარაკები.
-ნეტა ვიცოდე რატო არ მელაპარაკება...
ალექსანდრე დაახლოებით ხვდებოდა მიზეზს, მაგრამ არ უნდოდა ეთქვა. მას ეგონა რომ ტატო იმ სურათის შემდეგ რაც ბაკურიანში ნახა... ოდნავ შოკირებულ მდგომარეობაში იყო და ასევე ნაწყენი იყო ანუკიზე ესეთი რამ რო ჩაიდინა. ან თვითონ ალექსზე რადგან მის გამო მოხდა ე ს ყველაფერი და ანუკი კიდე მასთნა იყო. ბევრი ვერსია ჰქონდა, მაგრმა ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებოდა მასთან. ამიტომ ჩუმად იჯდა და უბრალოდ უსმენდა. ცოტახანში სახლშიც მივიდნენ, ორივე სამზარეულოში შევიდა რადგან შიოდათ.
-მე გავაკეთებ რამეს.
-შენ? იცი რამის კეთება ვაფშე?
-... კარტოფილის.
-კაი, ოღონდ არ დაწვა.
-კარტოფილი გვაქ?-ანუკიმ მაცივარი გამოიღო.
-ისე კარტოფილს მაცივარში არ ვინახავთ...
-ხო, აქ ტყემალს ვეძებდი...
-რათ გინდა, ჯერ ხო მზად არ არი.
-აუ გეყოფა, ვიცი როგორც უნდა გავაკეთო. ხო, ოღონდ კარტოფილი არ გვაქვს. რამეს ვჭამთ სახლში ოდესმე?
-არა. რამე მაინც არი?
-კვერცხი. გეხვეწები ყიყლიყოს შეგიწვავ რა.
-რა ყიყლიყოს კვერცხი შეწვი ან გამოიწიე და მე მაცადე.
-აუ ძაან გთხოვ, იცი რა გემრიელიაა.
-ვიცი, ნაჭამი მაქვს.
-რა იყო ზედმეტად დიდი ხარ რო ყიყლიყო ჭამო?
-კაი გააკეთე.
-იმედია პური მაინც გვაქ-ანუკიმ საჭმლის კეთება დაიწყო.
-ჩვენ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. მე სულ გვერდით არ გეყოლები რო სასმელის დალევის უფლება არ მოგცე...
-არც არის საჭირო, იქ ვიღადავე არც ვაპირებდი დალევას.
-ეგრეც რო არ ყოფილიყო, იმედი მაქ რო შენთითონ აცნობიერებ ყველაფერს. მართლა იმიტო არ გეუბნები რო აი რაღაც აგიკრძალო. უბრალოდ.
-გინდა დამაჯერო რო ჩემზე ნერვიულობ. არ არის საჭირო. საკმარისად მყავს ადამიანები რომლებიც ჩემზე ნერვიულობენ.
-რა საჭიროა ყოველთვის ესეთი სწერვობა?
ანუკი უცებ შემოუბრუნდა, სახეში მიაჩერდა და ოთახში გავარდა.
-ალექსანდრე ყველაფერს სულ როგორ უნდა აფუჭებდე-თავში ხელი წამოირტყა და გაზთან მივიდა-იქნებ გამოსწორება ვცადო... საჭმლის კეთება დაამთავრა, მაცივარში ძლივს იპოვა რაღაც წვენი, ჭიქაში დაუსხა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ფოდნოსზე დადო. ძალა მოიკრიბა და მის ოთახთან მივიდა და დააკაკუნა.
-ყიყლიყო გაგიკეთეე.
...
-მაპატიე? ბოდიში, ნუკიი. გამიღე რა კარი დამეღალა ხელები.
-გადაიტან.
-უკვე მელაპარაკები პროგრესია. მაშინ კართან დავჯდები და ისე დაგელაპარაკები.
ფოდნოსი ძირს დადო და დაჯდა.
-გეთანხმები ეგოისტი ვარ.
-გააგრძელე...
-სულ ესეთი ვიყავი.
-გააგრძელე...
-რა გინდა რო ჩემ გრძნობებზე და ბავშვობის იმედ გაცრუებებზე გელაპარაკო? ეს საკმარისი არ არის?
-ნუ აფუჭებ ყველაფერს. გააგრძელე და შემოგიშვებ.
-ბავშვობაში ყურადღების ცენტრში სულ გიორგი იყო, რადგან პირველი შვილი გახლდათ. ყველა მის სწავლაზე და განვითარებაზე ზრუნავდა. მე ბაღშიც არ მივლია, პირველი წელი სკოლის გავაცდინე. რადგან არც ახსოვდათ რომ უნდა შევსულიყავი და როდესაც გაიგეს უკვე გვიანი იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავით სულ გიორგის აქებდნენ, რომ ესეთი ჭკვიანი იყო. ბოლოს ბიზნესმენი გამოვიდა. მე როდესაც ეს წინადადება წამოვწიე მთელმა ოჯახმა დამცინა. თქვეს რომ მე მაჟორი ვიყავი, რომ რა მინდოდა, სანამ ფულს მაძლევდნენ მშვიდად და წყნარად უნდა დავმჯდარიყავი. ნოდარიმ მითხა რომ არც არის საჭირო რო იმუშაოო, მთავარია ზედმეტი პრობლემები არ შეგვიქმნა მე და შენ ძმასო. მაშინ მართლა ერთი წელი მაჟორივით ვიქცეოდი... ნარკოტიკები, სასმელი... გეფიცები შენზე უარესი ვიყავი, რამოდენიმეჯერ ავარიაში მოვყევი, კლუბიდან მაგდებდნენ, შუა ღამეს პოლიციაში უწევდათ ჩემ მშობლებს მოსვლ ა და ასე შემდეგ. შემდეგ ლიზას შევხვდი, რომელიღაც კლუბში. ორივე კაიფში ვიყავით, დიდიხანი ერთად დავდიოდით. ერთ დღეს მოვიდა და მითხრა რომ გადააგდო ეს ყველაფერი და თუ მინდოდა რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი, მეც უნდა დამენებებინა თავი, მაშინ ლიზიც დავიკიდე, მაგრამ თავს არ მეშვებოდა და საბოლოოდ თავი დავანებე ამ ყველაფერს.
-მაშინვე უნივერსიტეტების ძებნა დავიწყე, სადაც დაფინანსების ძებნას შევძლებდი. რამოდენიმეში გავაგზავნე და მიმიღეს. მამა გაბრაზდა და მითხრა რომ მის კომპანიაში მუშაობის უფლებას მაინც არ მომცემდა. მე არ მოვუსმინე და მაინც წავედი, ისე გამოვიდა რომ ლიზაც იქ მოეწყო.. მაშინ ეს ბედისწერად მიგვაჩნდა. ბანალურად. თითქოს ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები.
-ეხლა?
-უკვე ეჭვი მეპარება. შეილება ლიზა ჩემ გადასარჩენად იყო მოვლენილი... არ მევასება სენტიმეტალურობა... მოკლედ 4წლის განმალობაში საქართველოში ერთხელაც არ ჩამოსვულვარ. რო ჩამოვედი როგორღაც მოვახერხე და მუშაობა დავიწყე. ფინანსებს რომ ვამოწმებდი, გიორგის ანგარიშზე შევამჩნიე რაღაც უცნაური. რომ შევამოწმე აღმოჩნდა რომ კომპანიის ფულებს იპარავდა მისი ვალების დასაფარად და ამის გარდა კომპანიასაც თავისი პროექტის წარუმატებლობის გამო დიდი ვალი დაადო. როდესაც მამაჩემს ვუთხარი არ დამიჯერა და ჩხუბი დამიწყო, რომ მე გავაფუჭე ყველაფერი, რომ ჩემ მოსვლამდე ყველაფერი კარგად იყო. ნინაც აჰყვა, ბოლოს მაინც დავუმტკიცე, მაგრამ აზრი? მისი შეცდომების გამოსწორებაც არ იკადრა, მაშინ დაუკავშირდნენ მამაშენს, მოილაპარაკეს, მე უარზე ვიყავი, ძაან ხმამაღლა ვჩხუბობდით და არ ვიცი ეს ჩემ გამო მოხდა თუ ასაკის გამო.. მაგრამ შემდეგ გარდაიცვალა. დანარჩენი იცი, 1 თუ 2 თვის შემდეგ შენ მოგიყვანე, რადგან მამას პირობა მივეცი.
ანუკიმ კარი გააღო და ალექსანდრეს გვერდით დაჯდა.
-მთელი ცხოვრების განმალობაში, ვცდილობდი რომ მამაჩემი რაღაცით გამეხარებინა. მინდოდა რომ მეამაყა, არ ვამბობ რომ არ ვუყვარდი, მაგრამ არასდროს არ შევუქებივარ... სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ ის გამეხარებინა. სწავლა კი ძაან მეკიდა. 16 წლის განმალობაში ერთ ზეიმზე, სპეკტაკლზე, თამაშზე, ვარჯიშზე, რაიმე წრეზე, ბაღში.. არსად არ მოსულა. სულ თავის კომპანიას მიჩიჩინებდა. სულ ტატოს იხმარებდა ხოლმე, მე ახლოსაც არ მიშვებდა, რადგნა გოგო ვიყავი. სულ მაგრძნობინებდა თითქოს მე არ ვუნდოდი და იმედი ჰქონდა გაცრუებული რო ბიჭის მაგივრად მე გავუჩნდი. ვერ წარმოიდგენ როგორ მტკენდა ეს გულს. მის გამოხედვაში ჩანდა, უბრალოდ გამოხედვაში... რომ მე შეცდომა ვიყავი. მას რომ ვყვარებოდი, ესე არასდროს არ მომექცეოდა. ბევრჯერ მქონია ეჭვი რომ ნამდვილი მამა არ იყო, მაგრამ გარეგნობით ვგავდით, რაღაც ქცევებში... ამიტომ მარტო შენ არ გქონია ალექსს მსგავსი ცხოვრება. მარტო შენ არ გიზის ჩონჩხი კარადაში. და მარტო შენ არ გაქვს საიდუმლო. დღეს მინდოდა რომ ეს სიამაყე დამენახა მის თვალებში, რომ გავუმართლე იმედები. ეს არ გამართლებს, არ ამართლებს იმ ფაქტს რო ეგოისტი ხარ.
-შენ არ ხარ?-ალექსანდრე უფრო ახლოს მიიწია ნუკისთან.
-არა... ალექსს, ლიზი...
-ლიზი დამშორდა.
-ეს არ არის სწორი-ალექსანდრემ მისი სახე ხელებში მოიქცია, ანუკი წამიერად შეცდა და აკოცა, მაგრამ მაშინვე უკან გაიწია-არ გვინდა.
-მე მინდიხარ...
***
ვიცი ძალიან პატარა თავია, მაგრამ ისევ სკოლა... გპირდებით როგორც კი არდადეგები დაიწყება უფრო დიდ თავებს დავდებ. <3 <3 <3
ესეც იმიტომ დავდე რომ დღვანდელი დღე არ გამომეტოვებინა და პატარა თავი მაინც დამედო.



№1 სტუმარი nini

rogor velofebii kargias koveldge dadee

 


№2 სტუმარი გეგა

მალე დადე რა შემდეგი თავი გთხოოვ ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Leo

საინტერესია, თუმცა უკეთესს ველი!

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ყოჩააღ მაგარიაააა:)))

 


№5 სტუმარი სტუმარი Waka

Au martla kaia ra yochagi gogcho xaaar ra :* dzalian dzalian magariaaa raa dzlivs cota ulagdebat urtiertoba ????????????

 


№6  offline წევრი blondeangel631

მაგარია მალე დადე :) <3

 


№7 სტუმარი სტუმარი bella

dzalian momwons ro elvis siswrapit arvitardeba movlenebi da nelnela midis amwyvilis urtiertoba

 


№8  offline წევრი sati

სტუმარი bella
dzalian momwons ro elvis siswrapit arvitardeba movlenebi da nelnela midis amwyvilis urtiertoba

heart_eyes kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი თათა

აუ ძაან მაგარია

 


№10 სტუმარი სტუმარი Anabela

Dges dadeb??

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინი

დგეს დადებ ? ????

[quote=სტუმარი ნინი]დღეს დადებ ?❤️

 


№12 სტუმარი gagsg

Auu male gaaagrdzele ra

 


№13  offline წევრი sati

სტუმარი Anabela
Dges dadeb??

დღეს ვეღარ, პატარა თავი გამომივა, ხვალ დიდს დავდებ. heart_eyes

 


№14 სტუმარი djg

aui dadea male gtxovv

 


№15 სტუმარი გეგა

დადე რა მალე გთხოვ რა

 


№16 სტუმარი გხბხბ

აუ დადე დგეს რა გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent