ორ სამყაროს შორის (თავი II)
თვალები თითქოს ერთმანეთზე მიმიწებეს. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ვერ ვრეაგირებდი. ოთახში ადამიანების ყოფნას ვგრძნობდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი, ვინ იყვნენ. ალბათ, დედა ნერვიულობს, ნანობს, რომ საცხოვრებლად მარტო გადასვლის ნება დამრთო. ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებს მომხდარში, სინამდვილეში კი არაფერ შუაშია... ვგრძნობ, რომ შიშველი ვარ, რაღაც უხეში ქსოვილი მიფარავს სიშიშვლეს. ყოველ საღამოს ნემსებით მჩხვლეტენ. უკვე აღარ ვიცი, რა დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც აქ მომიყვანეს. ოთახში მძაფრი სუნია - წამლების, საწმენდი საშუალებებისა და იაფფასიანი სუნამოს, გონზე რომ ვიყო, გული ამერევა. საღამოს ხელზე შეხებას ვგრძნობ. თვალების გახელა არ მჭირდება, ვიცი, რომ დედას ხელია, უამრავ ადამიანში გამოვარჩევ მის ნაზ კანს, მის თბილ შეხებას. თუ ცხოვრები გაგრძელებას გადავწყვეტ, ამას დედას ხათრით გავაკეთებ. მინდა, რომ მეორედ ვაჩუქო შვილის სიცოცხლე. გონებაში უამრავი ფიქრი ირევა, თითქოს ჩემი თავი ამას ვერ უძლებს... მინდა, რომ ვიცოცხლო. მინდა, რომ უმცირესი დეტალიც შევიგრძნო. აქამდე მხოლოდ ფორმალურად ვცოცხლობდი, მკვდარი თევზივით დინებას მივყვებოდი, შევეჩვიე მშვიდ ცხოვრებას და სულ პატარა სიახლეც კი მაფრთხობდა. თვრამეტი წლის განმავლობაში თვრამეტი წუთიც კი არ მიცხოვრია საკუთარი თავისთვის, თვრამეტჯერაც კი არ გადამფენია სახეზე გულრწფელი ღიმილი. ვაგრძელებდი ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ, ღმერთს ასე სურდა. თვალები უნდა გაახილო, - ვუბრძანე საკუთარ თავს, - თუ ახლა ამას შეძლებ, ცხოვრებაში ყველა დაბრკოლებას გადალახავ. მიდი! გაახილე თვალები! უთხარი დედას, რომ ცოცხალი ხარ, რომ ისევ მხიარული გოგო გახდები, ისეთი, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა, თუმცა არ აღიარებდა. ძალიან მიჭირს, სხეული არ მემორჩილება. ყველა ნერვს ვგრძნობ, ყველა ძვალი მტკივა. მაინც შევძელი. ოთახი ზედმეტად განათებულია, სინათლე თვალს მჭრის და სწრაფად ვხუჭავ, შემდეგ ისევ ვახელ. დედას სძინავს, სავარძელი საწოლთან ახლოს დაუდგამს და ხელი ჩემს ხელზე უდევს. დავუძახე, უფრო სწორად დავიხრიალე, ხმა არ მქონდა, მაგრამ მაინც გაიგო. თითქოს სასწაულს შეესწრო, თვალები გაუბრწყინდა. - მარიტა, ჩემი მარიტა, - ტირილს იწყებს, - მეგონა, დაგკარგე, მეგონა, ვეღარ გნახავდი... - დედა, წყალი, გთხოვ, - წინადადება ბოლომდე ვერ დავასრულე. - ახლავე, აქ იყავი, ახლავე მოვიტან, - თითქოს სხვაგან წასვლას ვაპირებდი. დედა ოთახიდან გავიდა. საკუთარ თავს ვკითხე, რა დამემართა? მახსოვს ქუჩა, უნივერსიტეტში მივდიოდი, მახსოვს, რომ მაგვიანდებოდა, მერე გზა გადავკვეთე... ბოლოს იყო ბურუსი და თვალები აქ გავახილე... ოთახი შევათვალიერე. თეთრი კედლები, ორი საწოლი და სავარძელი დავინახე. - ექიმიც მოვიყვანე, - გაისმა დედას ხმა. დაახლოებით ორმოცდაათი წლის მამაკაცი მომიახლოვდა, დედას წყლიანი ჭიქა გამოართვა და ტუჩებთან მომიტანა. დავფქირდი, რამდენად მიფარავდა სიშიშვლეს ეს ზეწარი, ნამდვილად არ მსურდა უცნობს, თუნდაც ექიმს, ჩემი სხეულის ყველა ნაწილი ენახა... წყალი მოვსვი და თითქოს ყელში გაჩხერილი ბურთი, რომელიც ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა, სადღაც გაქრა. - რა დამემართა? - ვიკითხე გაუბედავად, თუმცა პასუხი ისედაც ვიცოდი. - გზის გადაკვეთის დროს მანქანა დაგეჯახა, - მიპასუხა დედამ. - არაფერზე იდარდო, უკვე კარგად ხარ, - დაამატა ექიმმა, ახლაღა დავაკვირდი, რომ საკმაოდ ლამაზი ნაკვთები ჰქონდა. - ჩემი ბრალია, გზა არ უნდა გადამეკვეთა. - არა! იმ მძღოლის ბრალია, უნდა სცოდნოდა, რომ ამ სიჩქარით სიარული არ შეიძლება, - დედას ხმაში გაბრაზება იგრძნობოდა, ჩვეულებრივ, ასეთი არ არის, მაგრამ საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხებოდა. - არა, ჩემი ბრალია, - არ ვჩერდებოდი, - სად არის, თვითონ ხომ კარგადაა? - კარგადაა, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. - არ მინდა ჩემ გამო ციხეში მოხვდეს! - ისედაც მოუწევს, - არ ცხრებოდა დედა. - არ მოუწევს თუ საჩივარს არ შეიტან, დედა. - ამას ნუ მთხოვ! - არ გთხოვ, მოვითხოვ, გამოიტანე საჩივარი! დამპირდი, რომ გამოიტან, გთხოვ! - უკაცრავად, - საუბარში ექიმი ჩაერია, - არ მინდა ძალიან გადაიღალო, ისედაც ბევრი რამ გადაიტანე, თუ შეიძლება, ქალბატონო ეკატერინე - მიმართა დედას, - დაგვტოვეთ. - რა თქმა უნდა, ახლავე, - და ოთახიდან გავიდა. - მარიტა ლამაზი სახელია, -განაგრძო ექიმმა, - ყოველთვის მომწონდა, გოგო რომ მყოლოდა, აუცილებლად მარიტას დავარქმევდი, თუმცა სამი ბიჭი შემეძინა. - გმადლობთ, - ასეთ გულახდილობას არ მოველოდი. - რამე გტკივა? - ყველაფერი, თითქოს ნაწილებად ვიშლები. - ბუნებრივია, ორი ნეკნი გაქვს გაბზარული, ამას დავუმატოთ თავის ტვინის შერყევა. ფეხიც მოიტეხე, მარტივად გამოძვერი, - გაიცინა, - მისმინე, ძალიან მძიმე შემთვევა იყო - სამი დღის განმავლობაში კომაში იყავი, გადარჩენის შანსი ორმოც პროცენტამდე დაეცა, ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა მაინც დაგჭირდება. უნდა ეცადო, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდე. ახლა გადასხმაში დამამშვიდებელსა და გამაყუჩებელს შევიყვან და სწრაფად დაგეძინება, ვერც ტკივილს იგრძნობ. - კარგი, მაგრამ შეგიძლიათ დედას დაუძხოთ? მხოლოდ ორი წუთით? - მხოლოდ ორი წუთით... ექიმი გავიდა და ოთახში დედა შემოვიდა. - დე, გთხოვ, დამპირდი, რომ საჩივარს გამოიტან. - გპირდები, - ვხვდებოდი, რა მსხვერპლზე მიდიოდა დედა, - ახლა დაიძინე. - მისმინე, აღარ მახსოვს ბოლოს როდის გითხარი... მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ, - დავინახე, როგორ შეეცვალა დედას სახე, თითქოს დაუთბა, გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. - მეც მიყვარხარ, ვერც კი წარმოიდგენ, რა დამემართა, როცა დამირეკეს და მითხრეს... - დამშვიდდი, უკვე კარგად ვარ, დაიხარე, მინდა, რომ გაკოცო. - თავი მართლა ძალიან დაგირყამს, - გაიცინა და ლოყა ტუჩებთან მომიტანა. -ორი წუთი უკვე გავიდა, ოთახში ექიმი შემოვიდა, დედა დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. - ექიმმა გადასხმაში რაღაც შეიყვანა და თითქოს ტკივილი ერთიანად გაქრა სადღაც, მალევე ჩამეძინა. იმ ღამით ნამდვილად მეძინა. მე გადავრჩი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.