შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (სრულად)


23-12-2017, 17:13
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 49 990

მზის სხივებით განათებულ ოთახში სარკის წინ ნახევრად შიშველი ქალი იდგა.ერთხანს საკუთარ ანარეკს უცქერდა , შეუცვლელ ნაკვთებს მაგრამ სრულიად უცხო სხეულს. ისევ შავი თვალები ჰქონდა ,მაგრამ მათში სხივები არ ჩანდნენ. მუდამ წითელი ბაგეები მზის ამოსვლისას კოცნას აღარ ელოდნენ, გლუვ კანზე ნაოჭს ვერ შეამჩნევდით მაგრამ სევდისფერი ჰქონდა . უნაკლო სხეულს წამით შეავლო მზერა და შემდეგ უღონოდ ჩამოყრილ ხელებს დააკვირდა. თითები რომლებსაც ფუნქცია დაჰკარგვოდათ, მხოლოდ ძველ შეგრძნებებს ინახავდნენ სამუდამოდ. თვალების დახუჭვა საკმარისი იყო მოგონებების გასაცოცხლებლად, ყოველ ჯერზე გრძნობდა მის შეხებას ცხადად გრძნობდა მისი მხურვალე ტუჩების კვალს , ისევ იწვოდა და წამით ტუჩის კუთხე გაურბოდა კმაყოფილებისგან, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ყველა მოგონება წარუშლელად ჰქონდა ჩაბეჭდილი გონებაში, მთელს არსებაში ,ყველა უჯრედი იტევდა განვლილ დღეთა კვალს.
ფერადი სამოსით დაიფარა სხეული. მაკიაჟით დაიფარა ხორბლისფერი კანი , მუქი წითელი ტუჩსაცხით შეიღება მსხვილი ტუჩები . ზურგზე დაფენილი ყავისფერი თმა ისე შეიკრა რომ თმის ერთი ღერიც კი ვერ მოიპოვებდა თავისუფლებას. ღამისფერი თვალები მიანათა თვალწინ გადაშლილ ხედს და კიდევ ერთი დღის დასასრულს შეეგება. მზე ჩავიდა, ოთახი წამში ჩაბნელდა წყვდიადმა დაისადგურა ირგვლივ .ქალმა ხელჩანთას მოხვია თავისი წვრილი თითები და ოთახი დატოვა.
მიაბიჯებდა მშვიდად, ელეგანტური ,დახვეწილი მოძრაობა ასობით ადამიანს მზერას სწყვეტდდა, გონებას უბინდავდა და კიდევ ერთხელ იწყებოდა ქალის ირგვლივ არსებული წრის შეკვრა. თითქოს პირველი წვეულება იყო , პირველი გამოცენა საზოგადოებაში ისევ ისე უკვირდათ მისი ხილვა როგორც პირველად იმ წყეული დღის შემდეგ. ქალი კი ისევ აიგნორებდა მათ მზერას, გონებაში გაფანტულ აზრებს და თავის მიზანს ასრულებდა. ჭიქა ღვინის თანხლებით ატარებდა დროს, საუბრობდა მათთან ვისთანაც სურდა, განიხილავდა იმ თემას რაც სჭირდებოდა და ბოლოს ისევ მიჰყვებოდა მზერა ,ბოლომდე მიაცილებდნენ შემდეგ კი სხვა თემას პოულობდნენ ,სხვა მსხვერპლს გასაკიცხად.
და მაინც ვერ გეტყვით ვინ იყო ქალი.. იქნებ მარიამ მარგიანი ან უბრალოდ დედა! დედა ხუთი ბავშვისა და დავით მარგიანის ერთაერთი ქალი,პირველი და უკანასკნელი სიყვარული. საზოგადოებისთვის მარგიანის ქვრივი გახდა ზაფხულის ერთ მზიან დღეს,მაგრამ მარიამი არ ცნობდა ამ წოდებას. მარიამ მარგიანი გიპასუხებდათ რომ ის დედაა, დათას ხუთი ნაწილის დედა და მისი ქალი ,მარგიანის ქალი!

სახლში გამეფებული სიმშვიდე ვერ აიტანა, სუნთქვა შეეკრა სძულდა ივლისის თვე ! კედელის საათი ღამის თორმეტს უჩვენებდა. მეორე სართულზე აჩრდილივით შეუმჩნევლად ავიდა, დერეფანში თანმიმდევრობით განტავსებულ ოთახებს გახედა და პირველივეს კარი გააღო. თითქოს აფორიაქებულმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა მშვიდად მძინარე ორ ერთნაირს რომ შეხედა. ჩახუტებულებს ეძინათ, სიცხისგან ახურებული ლოყები , ერთმანეთზე მოხვეული ფუმფულა მკლავები და დანამული კულულები შუბლზე რომ მიკვროდათ .გაპობილი ტუჩებიდან უშვებდნენ ჰაერს და ღრმად სუნთქავდნენ. საწოლის ბოლოში ჩაცურებული თხელი საბანი დააფარა ,ირგვლივ გამეფებული მათი სურნელი ღრმად შეისუნთქა და ისე მიაწება ტუჩები ქათქათა კანზე. წამით მათ სურნელში ნაცნობი სუნი ამოიცნო ,სულ მცირე დოზით ,მაგრამ ესეც საკმარისი იყო ქალის ღიმილისთვის . შავი ირისები სხივებს ნელ-ნელა კრებდნენ. მეორე ოთახში რვა წლამდე ბიჭს ეძინა ,ბალიშზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მშვიდად სუნთქავდა. საწოლის მეორე მხარეს გადაშლილი წიგნი იდო ,სანათი ჯერ კიდევ ანათებდა ოთახს. კითხვისას ჩასძინებოდა პატარა ბატონს. წიგნი აიღო იქვე ტუმბოზე დადო ბიჭს ფრთხილად აკოცა ლოყაზე და სანათიც ჩააქრო. გასვლამდე რამდენიმე წამს მშვიდად უმზერდა შემდეგ კარი დახურა და მესამე ოთახში გადაინაცვლა. მესამე ოთახში ბავშვთა სამყარო დატოვა და თინეიჯერულ გარემოში გადაინაცვლა. 15 წლის გოგონას თავისი საძინებელი ისე ჰქონდა მოწყობილი მარიამსაც ხშირად უყვარდა იქ ყოფნა. საბანი არ ეფარა, ნახევრად შიშველს ეძინა და მისი მობილური ისევ ანათებდა, აშკარად ვიღაც წერდა,მაგრამ ქალბატონს ადრე ჩასძინებოდა. მეოთხე ოთახთან რომ მივიდა რამდენიმე წამს შეჩერდა, ბოლოს მაინც შეიჭყიტა და თავის პირველ სიხარულს თვალებდაწვრილებულმა შეხედა. ბიჭი ფანჯრის რაფაზე იჯდა ლეპტოპი ფეხებზე ედო და რაღაცას უყურებდა. მაშინვე გახედა ქალს და გაუღიმა. ყურსასმენები მოიშორა და იატაკზე ჩამოხტა.
-ადრე დაბრუნდი დე- ოთახში შესულს წინ აესვეტა . ქალს ინსტიქტურად გაეღიმა თავისი სიმაღლის ბიჭს რომ გაუსწორა მზერა. მანაც თითქოს ზუსტად იცოდა ქალს რაც სურდა და ხელები მოხვია .თავზე ისე აკოცა თითქოს პატარა გოგო ჰყავდა მკლავებში მოქცეული- დარჩები?
-დავრჩე? ფილმს რომ უყურებდი?
-მერე ვუყურებ
-აივანზე დავსხდეთ?-თმებში შეუცურა თითები და უკან გადაუწია
-როგორც შენ გინდა
-პლედი გაიტანე,მე გამოვიცვლი და მოვალ -გაუღიმა და სწრაფად დატოვა ოთახი.
რამდენიმე წუთში აივანზე ისხდნენ, პლედში უშედეგოდ გაახვია ბიჭი მაინც დაიძვრინა ახალგაზრდამ თავი და დედას მოახვია თბილი მატერია
-სად წავიდეთ ამ ზაფხულს ნიკუშ?
-ელოს ზღვაზე უნდა წასვლა, მაგის დაქალები მიდიან ერთ კვირაში. მე თამაში მაქვს მაგ დროს და ვერ გავყვები
-ერთად წავიდეთ
-დაიღალე დღეს ? - ბიჭმა მუქი ცისფერი თვალები მიანათა და გაუღიმა
-არ ვიღლები ნიკოლოზ ,დამშვიდდი
-ივლისია უკვე დედა- ისე თქვა მზერა არ მოუსორებია ქალისთვის, იცოდა მხოლოდ მისი შავი სფეროები ინახავდნენ ყველა კითხვაზე პასუხს. ქალმა წამსვე მოაშორა მზერა და სივრცეს გახედა
-უკვე მეხუთე ივლისია ...ხუთი წლის წინ ამ დროს ეზოში ტანგოს ვცეკვავდით , ვიცინოდით ვეცხუბებოდი ხმამაღლა ნუ იცინი ბავშვებს გააღვიძებ-თქო ,მაგრამ იხსენებდა როგორ ესროლე ბურთი მეზობლის კაცს და თავს ვერ იკავებდა. - თვალი არ მოუშორებია ხედისთვის, თვალწინ კადრებს ხედავდა,მოგონებებს და არა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას- რას უყურებდი ნიკოლოზ? - უცებ გახედა ბიჭს და აიძულა თვალი გაესწორებინა- ფილმს?
- არა , ძველ ვიდეოს ... დედა რთულია ასეთს რომ მიყურებ?
-როგორს დე
-ზუსტად ისეთს როგორიც მამა იყო ... ყოველ ახალ წელს ვრწმუნდები რომ თანდათან უფრო ვემსგავსები ზოგჯერ მგონია რომ ჩემი დანახვისას მას ხედავ და არა მე .იცი ზოგჯერ მზერას ვერ მაშორებ მერე ხელის შეხებას აპირებ და ხვდები რომ 16 წლის დათას კი არა მე მიყურებ -სრულიად მშვიდად საუბრობდა ბიჭი, მაგრამ ხმა უკრთოდა და თვალები უფრო უმუქდებოდა
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ მას გავხარ, სულ ვუმეორებდი შენ დაგემსგავსება_თქო და არ მიჯერებდა ! დამიჯერე არასდროს მავიწყდება რომ შენ ხარ ,უბრალოდ შენი ჩახუტება რომ მინდება გვიან მახსენდება რომ დიდი ბიჭი ხარ და დედიკო ყოველ წამს ვერ მოგვარდება,ლოყებს ვერ დაგიკოცნის. ის კი შეიძლება წამით მას ვიხსენებ,ხომ იცი დათი ნებისმიერ დროს შეიძლება დავინახო .შენ ხომ არ გწყინს დე?
-არა ,უბრალოდ მეგონა რომ ვერ იაზრებდი . ზოგჯერ მგონია რომ წამით ტოვებ დედამიწას და ვერაფერს იაზრებ ვერც ერთ შენს ქმედებას
-შეიძლება ვტოვებ კიდეც აქაურობას,მაგრამ ყველაფერს აღვიქვამ .აპატიე დედას უბრალოდ არ შემიძლია სხვანაირად. მე ეს წამები მაბედნიერებს და მაცოცხლებს ხომ იცი
-ვიცი ... შეგიძლია ჩამეხუტო . ლოყების გაწელვის და კბენების გარეშე ... ჩემი სიყვარული და სიხარული კიდევ რაღაცეებს რომ მეძახდი ადრე იმათ ჩემს კლასელებთან და გუნდელებთან თუ არ დამიძახებ - უცებ გაიცინა და ხელი მოხვია ქალს
-ჰმ, როდის დამიძახებია ჩემი ლურჯთვალა პრინცი?
-დედაა
-შეყვარებული რომ გეყოლება მარტო მასტან დაგიძახებ
-მარიამ!
-რაა - გაიოცა და „გაბრაზებულ“ ბიჭს ქვემოდან ახედა
-მიყვარხარ დე
-ჩემი ერთადერთი ხარ შენ -მერე რა რომ ხუთი შვილი ჰყავდა, როცა ერთადერთს ამბობდა ყველამ იცოდა რას გულისხმობდა. ნიკოლოზი ის იყო ვისაც მამასთან გატარებული ყოველი დღე ახსოვდა. თითქოს ყველაზე კარგად მას ესმოდა მარიამის.
მეხუთე ზაფხული დათის გარეშე და იგივე შეგრძნებები, თითქოს ყველაფერი თავიდან ხდებოდა. დრო ვერაფერს ცვლიდა უბრალოდ დათის გარეშე ცხოვრებას სწავლობდა, ეგუებოდა იმ ფაქტს რომ მოგონებებთან ერთად მოუხდებოდა ცხოვრების გაგრძელება და ელოდა დღეს როდესაც დათას შეხვდებოდა. საკუთარი თავი დააჯერა რომ დათა სამოთხიდან უყურებდა და ელოდა. ზოგჯერ ძალას კარგავდა, ფიქრობდა რომ ვეღარ გაუძლებდა დათას დანატოვარის მოვლას. შემდეგ უბრალოდ აკეთებდა ყველაფერს ორის ნაცვლად ,მარტო დარჩენილი ქმნიდა წყვილს და ცხოვრობდა საკუთარ ილუზიაში მარგიანთან ერთად. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი რომ არ დაცემულიყო, ცხოვრება უნდა განეგრძო რადგან ჰყავდა შვილები ,ჰქონდა მოვალეობები და არ დაუშვებდა რომ დათასთვის იმედები გაეცრუებინა...
დილით გათენებამდე იღვიძებდა, ხშირად მხოლოდ 3-4 საათს ეძინა და არ არღვევდა გარკვეულ გრაფიკს. დილით ვარჯიშობდა ისე როგორც ადრე, ახლა უბრალოდ მარტო იყო ოთახში სადაც დათასთან გატარებულ წამებს იხსენებდა. შემდეგ ბავშვები იღვიძებდნენ , ფაქტობრივად მხოლოდ ტყუპები იღვიძებდნენ დანარჩენებს თავად აღვიძებდა რადგან სამივე ძილისგუდა იყო, დასვენების დროს კი საწოლიდან ადგომა არცერთს სურდა. უკვე მოწესრიგებული შედიოდა ტყუპების ოთახში და ახალგაღვიძებულ გოგონებს „ესხმოდა თავს“
-დედააა -ორივე ერთ ხმაში იძახდნენ. იდენტური ტყუპები არ იყვნენ ,მაგრამ მაინც დიდი იყო მათ შორის მსგავსება,იმდენად რომ ბევრს მაინც ერეოდნენ ქალბატონები
-დილამშვიდობისა ქალბატონებო -საწოლზე დაჯდა და ისინიც მოეხვივნენ. როცა მათი თბილი ,პაწაწინა ხელები ეხვეოდა ყელზე უბრალოდ ბედნიერდებოდა- როგორ გეძინათ?
-ტკბილად ...
-დეე მშიაა მე- თვალების ციმციმით უყურებდა თაფლისფერთვალება და თან ეფერებოდა
-რა შია ჩემს კესოს?
-ბლინები შია
-სესოს რა შია?-ამჯერად მეორეს აკოცა და მერე ორივე იატაკზე დასვა
-სესოს ნუსი შია
-სესოს ნუსი კბილებს ატკენსოოო
-პულზე გადავუსვათ
-ჯერ ხელ-პირი დავიბანოთ და მერე ვისაუზმოთ
-აუცილებელია?
-კოველ დილას მაგაც ეკითქები სესო - ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან და სააბაზანოსკენ დაიძრა, დაიკოც უკან მიჰყვა ბუზღუნით და კულულების წვალებით, ისე იწევდა ყურს უკან შეუძლებელი იყო სიცილი შეგეკავებინა. თავიანთ სკამზე დადგნენ და დედიკოს დახმარებით დაიბანეს. შემდეგ თმებს მიხედეს, ჩაიცვეს და პირველი სართულისკენ გაიქცნენ.
-დილამშვიდობისა დე- დერეფანში სპორტული შარვლით გავიდა დემეტრე და დედიკოს აკოცა-ტყუპები ქვემოთ არიან?
-დილამშვიდობისა პატარავ , ქვემოთ არიან
-არ ვარ პატარა !
-რვის რომ გახდები შემდეგ ვისაუბროთ
-თითქმის რვა წლის ვარ
-ერთი თვე წინ გვაქვს იქნებ გაიზარდო კიდეც ცოტა...გამარჯობა დე - კიბეზე მიმავალი დემე ხელში აიყვანა ნიკუშამ და მხარზე დაისვა
-ბავშვი არ დაგივარდეს ნიკუშა... ნუ მიბრაზებ ბიჭს ნახე როგორ შეკრა წარბები
-გავიზრდები და ნახავ რომ შენზე მაღალი ვიქნები
-გაასწორებს...კალათბურთს მეთამაშები წერტილო- ლოყაზე ხმაურით აკოცა და იატაკზე დასვა წარბშეკრული ბიჭი
-დედააა უთხარი რამე
-პირობას გაძლევ დავტუქსავ
-მატყუებ
-გატყუებ ... უბრალოდ დავიცადოთ და ნახავს როგორი მაღალი და სიმპათიური იქნები ,შევთანხმდით?
-შევთანხმდით..
-კარგია ,ახლა საუზმის დროა შეჭამ სტაფილოს და დალევ რძეს?
-არა რა თქმა უნდა
-კარგი მარტო რძე იყოს და საუზმე
-კარგი ხო ...
-ჩვენც დავლევთ?- სესომ გამოჰყო თავი და თვალების ფახუნით შეხედა დედიკოს -ვაიმეეე ნიკუჩა მოდიიის კესო გაიქეციიი - უცებ დაიკივლა და ისე გავარდა მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა. იდგა კედელს მიყრდნობილი და იცინოდა , ბოლოს მძინარე მზეთუნახავი მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-დილა მარგიანებთან მოქმედებაშია?
-პრინცესა უკვე პრინცის გამოგზავნას ვაპირებდი ლოყაზე კოცნით რომ გაეღვიძებინე
-კარგი რა დეე ...რა ლამაზი ხარ მარიამ? სამსახურში დრესაც მიდიხარ?
-შეხვედრა მაქვს , ეს კვირა და შემდეგ გპირდები დასასვენებლად წავალთ .დღეს სახლში იქნებით?
-გოგონები მოვლენ , აუზთან ვიქნებით . ბავშვებს მივხედავ შეგიძლია მშვიდად იყო
-დავურეკავ ნატას თუ გინდა
-მეც სახლში ვარ დღეს ... შენ დაგაგვიანდება? - ნიკუშაც შეუერთდდა გოგონებთან ერთად - ელიკო რა ლამაზი ხარ? - წარბების თამაშით გაუცინა და ხმაურით აკოცა დას - ისე ეს კაბაა თუ მაისური
-ეს ბიჭი სულ გაგიჟდა ამ ბოლო დროს - ელენამ თვალი გააყოლა ძმას და წარბები შეკრა- მართლა ასეთი მოკლეა?
-ხუმრობს ელე. ვერ ხედავ როგორ იცინის?- გოგონას თავზე გადაუსვა ხელი და მასთან ერთად შევიდა სამზარეულოში. უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. ხუთივე სხვადასხვა რამეს მიირთმევდა, ცდილობდა ჯანსაღი პროდუქტი გამოეყენებინა.
სახლიდან გასვლისას ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა, ყოველთვის ბავშვებთან ყოფნა სურდა.რაც უფრო სორს იყო მათგან მით უფრო უჭირდა სუნთქვა. თითქოს იცვლებოდა, ღიმილის უნარს კარგავდა და ქანდაკებად ქცეული აგრძელებდა გზას.
არასდროს ყოფილა ზედმეტად მხიარული,გამომწვევი და თავქარიანი. შინაგანი ზომიერების გრძნობა ჰქონდა ,მაგრამ დათას დაკარგვის შემდეგ ორ უკიდურესობად გაიხლიჩა იყო უგრძნობი ყველა უცნობთან და მხოლოდ იმ ადამიანებთან გამოხატავდა ემოციებს ვინც უყვარდა.
დათას ბიზნესს მარიამი მართავდა , მართალია საერთო არაფერი ჰქონდა ამ საქმესტან,მაგრამ სცადა და ყველაფერი გამოუვიდა. უკვე ყველა იცნობდა და ბიზნესი გააფართოვა კიდეც. არასდროს ერეოდა დათას საქმეებში , თავად დიზაინერი იყო და ხელოვნების ,მოდისა და მხატვრობის გარდა არაფერი აინტერესებდა. გაუჭირდა ყველაფრის მიტოვება-თქო ვერ გეტყვით, დათას საქმის გაგრძელება უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ვიდრე საკუთარი საქმე.თანაც საკუთარ საქმესაც მშვენივრად უმკლავდებოდა. ხატვას თავისუფალ დროსაც ახერხებდა, უძილობას ასე უმკლავდებოდა და გრძნობებს ფერებით გადმოსცემდა.
ბიზნესმენთა საზოგადოებაში მკაცრი, პრინციპული, საქმიანი ქალის სახელით იცნობდნენ მარიამ მარგიანს . ტირანი არ იყო ,მაგრამ უპასუხისმგებლობას ვერ იტანდა დაკისრებულ მოვალეობას ვინც ვერ ასრულებდა უბრალოდ სამსახურს სტოვებდა. ზოგჯერ თავადაც უკვირდა როგორ ახერხებდა ამდენი ადამიანის მართვას, უამრავი საქმის მოგვარებას და იმ საქმის კეთებას რომელიც არასდროს უყვარდა. დათას კაბინეტში ყოფნა თავიდან გონებას უფანტავდა,შემდეგ კი საათობით შეეძლო საქმეში ჩაფლულს დაღლილობა გაექრო და მანამ არ დაეტოვებინა ოტახი სანამ ყველაფერს არ მოაგვარებდა. ხშირად ჰყავდა ბავშვები კომპანიაში, როდესაც იცოდა რომ წასვლას ვერ მოახერხებდა ძიძას პირდაპირ მასთან მიჰყავდა ისინი. მათთვის ოთახიც მოაწყო და ისე გააკეტა რომ ბავშვებსაც არ ენატრებოდათ და საქმესაც აგვარებდა.
შენობაში შესვლისთანავე ყველამ უფრო სწრაფად დაიწყო მოზრაობა, ესალმებოდნენ და თავიანთ საქმეს აგრძელებდნენ. მარიამი პირდაპირ სათათბირო დარბაზში შევიდა,მდივანი და სხვა თანამშრომლებიც თან შეჰყვნენ. მაგიდის თავში მოთავსდდა და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა
-როდის მოვლენ ლევან?
-წუთი წუთზე აქ იქნებიან ქალბატონო მარიამ
-უკვე შენობაში უნდა იყვნენ , ლოდინს არ ვაპირებ. თავად ითხოვეს შეხვედრა
კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ,მაგრამ თავად უფროსი არსად ჩანდა. ზუსტად 15 წუთი მოუხდა ლოდინი, მშვიდად იჯდა სიტყვაც არ უთქვამს . შემდეგ საათს დახედა და წამოდგომა დააპირა სწრაფი ნაბიჯებით რომ შევიდა ბატონი
-მომიტევეთ დაგვიანებისთვის, საცობში მოვყევი ჯერ კიდევ ვერ ვითვალისწინებ თბილისის მდგომარეობას ....თქვენ ალბათ მარიამი ხომ?
-ირაკლი არა? -მის გამოწვდილ ხელს წამით თავისი შეახო და ხელით ანიშნა თავისუფალი სკამისკენ- მოგისმენთ,მაგრამ იცოდეთ რომ უკვე უარყოფითი შეხედულება მაქვს თქვენთან დაკავშირებით!
-მაშ დავიწყოთ ...ეს ხელშეკრულებაა - ფურცლები დაუდო წინ და მარიამმა იმ წამს გაუსწორა მზერა. ცისფერი თვალები ჰქონდა კაცს, ღია ცისფერი გამჭვირვალე თვალები სხვა არაფერი შეუმმჩნევია . შემდეგ მონიტორზე გადაიტანა მზერა და საქმეს დაუთმო მთელი ყურადღება. სწრაფად სურდა იქაურობას გასცლოდა,გრძნობდა რომ მოგონებები ეუფლებოდნენ გონებას რაც საქმეს არ აწყობდა. შემოთავაზება მართლაც კაგრი იყო და არც უყოყმანია ისე აიღო მიწოდებული დოკუმენტები და მდივანს გადასცა
-გავეცნობით დეტალურად თქვენს შემოთავაზებულ ხელშეკრულებას, ჩვენს შესწორებებს მოგახსენებთ რამდენიმე დღეში . ჩემი მდივანი დაგიკავშირდებათ - კაცს სიტყვის თქმა არ დააცადა ისე დაემშვიდობა და წავიდა. კაბინეტში შესვლისთანავე წყლით აავსო ჭიქა და სულმოუთქმელად დაცალა. იშვიათად ხედავდა დათას მსგავს თვალებს, ასეთი ღია ფერის ნიკუშასაც არ ჰქონდა. თვალები დახუჭა და დათას სახის დანახვისას სუნთქვა შეძლო. სავარძელში ჩაეშვა და მალე მოდუნდა კიდეც. კაბინეტის კარი რომ გაიღო და ოთახში ვიღაცის მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა მყუდროება დაერღვა, თვალები რომ გაახილა მაშინვე ცისფერ სფეროებს წააწყდა, კაცი მაგიდას ეყრდნობოდა ხელებით და ქალს შეკრული წარბებიდან უცქერდა
-თავი ვინ გგონიათ მარიამ? აქ რადგან მოვედი გგონიათ რომ თქვენთან კონტრაქტი ჩემი საქმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისე მოიქცევით როგორც გსურთ?
-არ მიფიქრია , ვერ ვხვდები რას ელოდით პირდაპირ მოვაწერდი ხელს დოკუმენტს რომელიც არც კი წამიკითხავს? ძალიან კარგად ვიცი ვინც ხართ და რასაც წარმოადგენს თქვენი კომპანია, ცუდია თუ გგონიათ რომ არასწორი შემფასებელი ვარ
-თქვენი ეს უეცარი წასვლა და მოგდებული ორიოდ სიტყვა აბა რას მივაწერო?
-ჩვენ ლიტერატურული საღამო არ გვქონია ბატონო ირაკლი, ვფიქრობ უნდა დამშვიდდეთ ჩამოყალიბდეთ გაბრაზების მიზეზებზე და შემდეგ მობრძანდეთ ! ახლა უბრალოდ ვერ ვხვდები რა ბრალდებას მიყენებთ , შესაბამისად პასუხიც არ მაქვს
-ვფიქრობ რომ შემოთავაზებას უკან წავიღებ
-როგორც გგნებავთ, თქვენთან კონტრაქტი ბევრს არაფერს შეცვლის ჩვენთვის .თქვენ კი ახლა იწყებთ საქართველოში საქმეს და თქვენი გადასაწყვეტია რომელ კომპანიასთან გირჩევნიათ საქმის წამოწყება!
-ვერ ვიჯერებ რომ მდგომარეობიდან გამომიყვანეთ და ახლა თავიდან ასე მშვიდად მიშორებთ,მაგრამ ფაქტია უნდა წავიდე და თქვენს გადაწყვეტილებას დაველოდო. მომავალ შეხვედრამდე ,მარიამ!
შესაშურად სწრაფად დამშვიდდა, პიჯაკი გაისწორა და კაბინეტი დატოვა. მარიამმა კარში მდგომ მდივანს შეხედა და გაუღიმა
-ქალბატონო იცით მე ვერ შევაჩერე ისე მოდიოდა მე
-დამშვიდდი სოფო არაფერია ,შეგიძლია ამოისუნთქო . მომიტანე საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ყავა
-ახლავე ...- უცებ გამხიარულდა გოგონა და სწრაფად გაიქცა.
საქმეები რომ დაასრულა სახლში დაბრუნდა, ყველნი აუზთან იყვნენ . მანაც გამოიცვალა და წვენის ჭიქებით დაადგა ახალგაზრდებს
-მარიაამ როგორ ხარ?- ელეს მეგობრები მაშინვე მოეხვივნენ- არ გვეგონა ასე მალე თუ აბრუნდებოდი
-კარგად თქვენ როგორ ხართ ? ჰმ , რას გეგმავდით უჩემოდ?
-რას დავგეგმავდით აპოლონი არ გვშორდება გვერდიდან- ელენემ აუზისკენ გაიხედა სადაც ბატონი ნიკოლოზი ნებივრობდა -კიდევ კარგი სხვებიც არ მოვიდნენ თორემ ასეთ ფორმაში რომ ნახავდნენ გამიგიჟდებოდნენ კლასელები
-დეე ფორთოხლის წვენს მომცემ?- ნიკოლოზმა ამოსვლა ინება და ორი გოჭი გასაბერი კამერებით ზემოთ დასვა - ლამაზი კოსწიუმია... მალე ვაჩე და დიმკა მოვლენ
-დედააა კარგიიი რააა მე გოგონებთან ერთად მინდოდა გაგრილება ეს კიდე თავის ტარზანებს მიყრის აქ
-რას ერჩის ჩემ ბიჭებს გამაგებინეთ რა - ნიკოლოზმა გოგონებს გახედა და გაუღიმა
-ასე დიდხანს თუ გვიყურებ ისიც არ მეცოდინება მე ვინ ვარ ნიკუშ
-კარგიით რაა თქვეენც? ნიკოლოზ გაქრი რაა წადი ითამაშე,ივარჯიშე თორემ წააგებინებ შენს გუნდს
-ბავშვებს ცურვას ვასწავლი სხვათაშორის
-ხუთი წლისები არ არიან რა დროს ცურვაა ...
-მე მივხედავ ბავშვებს ,რაც შეგეხებათ თქვენ მგონი მეორე აუზი გვჭირდება და საერთოდ სახლს გავყოფ გოგონების და ბიჭების ნაწილად. რა ხდება ახალგაზრდებო რა კომპექსები გაწუხებთ? გაერთეთ დატკბით ცხოვრებით, ელე გააგებინე შენს ძმას რა პრობლემა გაქვს და მითხარით ბიჭები რომ მოვლენ რა მოგიმზადოთ
გოგონებთან ერთად ჩავიდა წყალში ,შემდეგ დემეტრეც შეუერთდდათ. დიდხანს ჭყუმპალაობდნენ, შემდეგ ბავშვებს შესცივდათ და სამივე ამოიყვანა. მათთან ერთად სახლში გადაინაცვლა და იქედან ადევნებდა თვალს ახალგაზრდებს. მალე ბიჭებიც მივიდნენ ,ბოლოს ყველანი ერთად ისხდნენ მისაღებში და საუბრობდნენ. მარიამი არც თავს აწყენდათ და არც მარტო რჩებოდა. ბავშვებს უყვარდათ მასთან საუბარი, ისე ჰყავდათ როგორც უფროსი მეგობარი.ელენეს მეგობრებიც და ნიკუშას ბიჭებიც ხშირად ეკითხებოდნენ რჩევებს უფროს მეგობარს, ზოგჯერ ისეთ რამესაც ეუბნებოდნენ რაც მშობლებმაც კი არ იცოდნენ. მარიამი თავშესაფარი იყო თითქმის ყველა პრობლემის დროს. მართალია რთული ასაკი ჰქონდათ,მაგრამ როგორღაც უმკლავდებოდნენ.
საღამოს ყველანი ეზოში იყვნენ, თამაშობდნენ და საუბრობდნენ. ბავშვებს რომ დაეძინათ ელე და ნიკუშა დაუსკუპდა გვერდით
-დედააა - ორივემ ერთად დაუძახა რაც იმას ნიშნავდა რომ რაღაც საქმე ჰქონდათ
-რა ხდება?
-ის ხდება რომ უნდა მითხრას რა უნდა
-არაფერი მინდა და არ მიჯერებს დედა უთხარი რა რამე
-არა რაღაც გაწუხებს
-ბავშვებოოო
-კარგი ,კარგი ვმშვიდები - ელენემ ხელები გაასავსავა და ღრმად ჩაისუნთქა
-აუცილებლად დედასთან უნდა გვესაუბრა?
-უნდა იცოდეს რომ ჩემს კლასელებს ეფლირტავები შენ და ის შენი ორი ველურიც მე კი უხერხულად ვგრძNობ თავს,აქამდე როცა მსტუმრობდნენ მშვიდად ვერთობოდით ახლა კი დაძაბულობას ვგრძნობ რაც არ მომწონს
-საიდან დაასკვენი რა მინდა შენს დაქალებთან თუ ღმერთი გწამს, რა ჩემი ბრალია რომ კარგად გამოვიყურები .ისევ ისე ვექცევი მათ როგორც ადრე და ბრალს ნუ მდებ,თუ თავისუფლად ვერ გრძნობენ თავს ჩემი ბრალი არ არის. მაპატიე ელიკო ,მაგრამ მათ გამო ვერ გამოვიკეტები ოთახში
-არ ესმის დედააა და მაგიჟებს
-რა უნდა გავიგო ამიხსნით? მაისურით გავცურო საკუთარ აუზში თუ თამაშის დროს ქურთუკი მოვიცვა, თვალები დავხუჭო ვინმეს რომ ვესაუბრები თუ დეპრესიული მორცხვი ბიჭივით დავეყუდო ჩემი დის 15 წლის დაქალებთან . გირჩევნია შენს დაქალებს ესაუბრო, მე არაფერს ვაშავებ და ისეთ რამეს ნუ მაბრალებ რაც მაბრაზებს !
-რა ვუთხრა ჩემს დაქალებს ნიუშას ლურჯ თვალებს ნუ უცქერთ და მისი დაკუნთული ძმაკაცების თამაშებზე ნუ მომყვებით-თქო?
-არ ვიცი , მოიფიქრე რამე თუ ეს გაწუხებს. აღიარე რომ მე არაფერ შუაში ვარ შენს მეგობრებს ისე ვუყურებ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობებს
-კარგი ხო ბოდიში,უბრალოდ ნერვები მომიშალა გუშინ თაკომ და თავი ვეღარ შევიკავე შენზე ვიყარე ჯავრი-საყვარლად აბუზღუნდა და წამსვე მიეხუტა
-თიკუნა ვინღაა
-ჩემი კლასელი ...პარალელკლასელი
-და რა უნდოდა მაგ თიკუნას? როგორ მოგიშალა შენი სათუთი ნერვებიი - ლოყაზე აკოცა, თმებში შეუცურა თითები და გულზე მიიხუტა
-ახლა მგონი თიკუნას საიდუმლო უნდა გაგანდოს
-დედა დააცადე მითხრას
-რა ცუდი ბიჭი ხარ ასე როგორ შეიძლება ...სულ ცოტნეს გაფუჭებული ხარ რა
-ბიძიკო ჩემი ბრუნდება იცი?
-მითხრა ,არ დამხვდეთო განმიცხადა მე გესტუმრებით რომ მოვიცლიო
-ტყუპისცალი შენია ...აბა რაო თიკუნამ?
-იცნობ?
-არა_თქო ხომ გითხარი
-მოსწონხარ ... შენზე ლაპარაკობდნენ რომ შევედი და უცნაურად ვიგრძენი თავი . ამ ბოლო დროს სულ თქვენზე ლაპარაკობენ მე კიდე ვერ ვეგუები ამ ყველაფერს ,გადავიტან როგორმე
-ჩემი ჭირვეული გოგოო ვინ არისო?
-გეყოფა...აუუ ნიკუშააა ნუ შვები ეგრე ნიკუშაა- წელზე როგორც კი შეეხო ხელები მაშინვე აკისკისდდა და დაიკლაკნა.
მარიამი სიცილით ადევნებდა თვალს ბავშვებს და ბოლოს როგორღაც დაამშვიდა ორივე. საძინებლისკენ გაუშვა და თავადაც უკან გაჰყვა. უკვე საძინებლის კართან იყო ბატონი რომ გაჩერდა და ელიკოს გახედა
-ისე თიკუნა როგორი გოგოა?
-ბაბნიკოოო გამეცალე ...
-ვის აკადრაა დეეე გაიგონე რა მაკადრა ამ წესიერ ბიჭს? ბავშვი ვარ ჯერ ეს კიდევ თავის დაქალებს ვერ აშოშმინებს და მე მდებს ბრალს
მარიამს მათი დანახვისას საკუთარი ბავშვობა ახსენდებოდა და ფაქტობრივად არასდროს ბრაზობდა, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა ანდაც ნეიტრალურ მდგომარეობას ინარჩუნებდა და ელოდა მოვლენების განვითარებას. ხშირად ეცინებოდა მათ პრობლემებზე, ისე კარგად იქცეოდნენ გასაბრაზებლად მიზეზს არ აძლევდნენ. მთავარი რასაც ყოველთვის ასწავლიდა ბავშვებს ის იყო რომ სიმართლე უნდა ეთქვათ , დანაშაული ეღიარებინათ და გათავისუფლებულიყვნენ.
ბავშვების ოთახში კიდევ ერთხელ შეიხედა, დარწმუნდა რომ მშვიდად ეძინათ შემდეგ საძინებელს გვერდი აუარა და სხვენში ავიდა. იქ მისი ოთახი იყო მოწყობილი, დათამ სიურპრიზი მოუწყო და ულამაზესი გარემო შეუქმნა სამუშაოდ. ყველაფერი იქ იყო რაც მარიამს სჭირდებოდა. იმ წამს კი ყველაზე მეტად დათას პორტრეტის ნახვა სურდა. პირველად რომ დახატა თავადაც ვერ გაიაზრა, არასდროს ქმნიდა პროტრეტებს, საკუთარ ემოციებს ფერებით გადმოსცემდა კონკრეტულად არაფერს ხატავდა. საერთოდ არც კი თვლიდა თავს მხატვრად, უბრალოდ ჰობი იყო მისთვის ხატვა. დათი პირველად რომ დახატა ახალი დაქორწინებულები იყვნენ. გრძნობდა რომ მასთან ყოფნისას ემოციებს ვერ იტევდა, თავს ვერაფერს უხერხებდა არასდროს ჰყოფნიდა მასთან ურთიერთობა,თითქოს ყოველთვის გრძნობდა რომ ერთ დღესაც მორჩებოდა და სამუდამოდ ინახავდა მოგონებებს. საწოლიდან წამოდგა, შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და სკამზე დაჯდა. ხატვა რომ დაიწყო სრულიად მოსწყდა სამყაროს. გონს მარგიანის შეხებამ მოიყვანა, ხალათის შიგნით მიცოცავდნენ მისი თითები ,ყელში კოცნის კვალს უტოვებდა და ცხელ სუნთქვას აფრქვევდა ირგვლივ.
-მართა -მისი ხმა გონებას უბინდავდა, თავი უკან გადასწია და მის მხარს მიაბჯინა .თვალები რომ გაახილა მსუბუქი კვნესა წასკდა და დაბინდული მზერით დაინახა ქაღალდზე გამოსახული შავთეთრი ნახატი რომელზეც ნახევრად შიშველი მარგიანი იყო გამოსახული-შენ მე დამხატე -სიმსუბუქე იგრძნო და წამში აღმოჩნდა დათას მკლავებში .ხელები ყელზე მოხვია და თავად შეეხო მის ტუჩებს
-ვიცი რომ არ გიყვარს ... უბრალოდ
-კიდევ დამხატე ... შენ შეგიძლია.შენი თითების შექმნილი ყველაფერი მიყვარს- ტუჩები ხელისგულზე მიაწება და ვნებისგან დანისლული მზერა მიაპყრო ნახევრად შიშველ ქალს.
ახლა კი მარტო იყო , ცარიელ ოთახში სადაც ასობით დათას ნახვა შეეძლო. იქ ყველაფერი იყო რაც მარგიანისგან სამახსოვროდ ჰქონდა. მაღალ სკამზე დაჯდა,მოლბერტზე დამაგრებულ ფურცელს ჯერ თითები შეახო შემდეგ კი ფუნჯი აიღო დააპირა ქაღალდს შეხებოდა,მაგრამ გაცერდა. შემდეგ საღებავით თითები შეიღება და ისე დაიწყო ხატვა. თითებით ქმნიდა კაცის სახეს , მალე თვალებიც დაებინდა ცრემლების გუბემ მზერა დაუბინდა ლოყები მლაშე სითხემ დაუსველა, ყელზე ინაცვლებდნენ უკითხავად მოძრავი წვეთები იმ ადგილებს მიუყვებოდნენ სადაც ოდესღაც მარგიანის ტუჩები ეხებოდნენ. არ ტიროდა, მარიამ მარგიანი არ ტიროდა არ დაუტირია თავისი დათა და ახლაც უბრალოდ სითხე მიედინებოდა მისი შავი სფეროებიდან რომლის გაქრობაც მარტივად შეეძლო. ისე შეიშრობდა კანზე არც კი შეეხებოდა, თითქოს ვერც გრძნობდა.ერთხანს ნახატზე გამოსახულ კაცს უცქერდა ,შემდეგ უბრალოდ დატოვა ოთახი .ისე მიხურა კარი თითქოს იქ არც ყოფილა, საძინებელში დაბრუნდა და მალევე დაიძინა.
დილით სირბილი გადაწყვიტა, როგორც ყოველთვის სახლთან ახლოს დარბოდა. ყურსასმენები გაიკეთა და მოგონებების ზღვაში გადაეშვა. სანამ ძალა არ გამოეცლებოდა მანამ ვერ ჩერდებოდა. ამჯერად კი ვიღაცის ხელი შეეხო, მაშინვე შებრუნდა უკან და ცისფერ თვალებს რომ წააწყდა წამით დაიბნა კიდეც. ყურსასმენები მოიშორა, აჩქარებულ სუნთქვას ვერაფერს მოუხერხებდა არც ფიქრობდა ამაზე
-მარიამ ნამდვილად თქვენ ხართ ... ბოლო წუთამდე მეგონა რომ შევცდი
-რამ გაგაკვირვათ , წარმოუდგენელია რომ სირბილი შემიძლია?
-არა როგორ გეკადრებათ მე უბრალოდ ...აქ არ გელოდით . ორი თვეა აქ დავრბივარ და არ შემიმჩნევიხართ
-დიდი ხანია არ გამოვსულვარ...რამე გგნებავთ თუ შემიძლია განვაგრძო
-კიდევ აპირებთ სირბილს? - სხეულზე რომ აყოლებდა თვალს და მარიამის დაცვარულ კანს არ აშორებდა მზერას ეს სიედაც აშკარა იყო,მაგრამ მისი გაოცებაც დაიმსახურა ქალბატონმა
-იმედია არ დაითვალეთ რამდენი წრე დავარტყი ბაღს! -შებრუნდა და მშვიდად განაგრძო მოძრაობა. სწრაფად არ გარბოდა ,მაგრამ ბატონს გაყოლა მოუხდა
-არაპროფესიონალი მორბენალი ხართ?
-არა
-დღეს რაღაც კარგი დღეა თქვენი გაცინება მოვახერხე
-საერთოდ არ უნდა იყოთ ბედნიერი რომ დაგცინით
-დამცინით?
-თქვენს საღ აზრს მოკლებულ ჰიპოთეზებს დავცინი
-არ დაიღალეთ?
-არა,მაგრამ სახლში უნდა წავიდე. კარგად ბრძანდებოდეთ- საათი როგორც კი ნახა მაშინვე გაჩერდა და ბაღს მზერა მოალო რომ გაეგო საიდან გასულიყო
-აქვე ცხოვრობთ ,ფატქობრივად მეზობლები ვართ
-ფაქტობრივ მეზობლებს არ ვცნობ
-საქმესთან დაკავშირებით არაფერს მეტყვით?
-არ მიყვარს კაბინეტის გარეთ საქმეზე საუბარი, დაგიკავშირდებით და გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში
-კარგით რა უკვე თუ გაქვთ გადაწყვეტილი ხომ შეგიძლიათ მითხრათ მქონდეს თქვენთან ურთიერთობის იმედი თუ არა
-ურთიერთობის არა, თანამშრომლობის შეიძლება!
ეს იყო უკანასკნელი სიტყვები რაც უთხრა და ამჯერად აღარ შეჩერებულა. სახლში სწრაფად შევიდა, შხაპი მიიღო ჩაიცვა და ბავშვებს საუზმე მოუმზადა. შემდეგ ქალბატონებმაც გაიღვიძეს და ყველამ ერთად ისაუზმა
-დღეს თამარასთან ავდივართ და სახლში არ ვიქნები- ელენემ ახარა და მობილურში ჩაძვრა
-კაი რაა მეც არ ვიქნები ... მე და დემე მოედანზე მივდივართ უნდა ვივარჯიშო
-კარგი ხო დავრჩები
-რატომ დარჩები...მე წავიყვან ტყუპებს ...ხო ჭკვიანად იქნებით დეე
-შოკოლადი მოგვეცი და კი
-სესოოო მართალია შოკოლადი მოგვეცი და კი
-ორი ეშმაკუნა მყავს სახლში და ხომ არ იცით რომლები არიან?
-ჩვენ ალ ვიცით
-ჩვენ ალ ვიცით აბა რა იცით? - დემემ გაიცინა და დებს ლოყები დაუჩქმიტა- არ გააბრაზოთ დედიკო და მე მოგიტანთ შოკოლადებს
-ქრთამისტი გვყავს ოჯახში
-გავიქეცი მე უნდა ჩავიცვა...შეიძლება დღეს დავრჩე? ცავალაგებ ტანსაცმელს
-მოიცაა დარცენაზე არ შევთანხმებულვართ.ვინ იქნება იქ კიდევ? ვინ აგიყვანთ აგარაკზე ელენე?
-დედაა თამუნას ძმა აგვიყვანს... მათი მეგობრებიც იქნებიან და ნუ ღელავ მხოლოდ პატარები არ ვიქნებით
-დარჩენა რა საჭიროა ვერ გავიგე!
-რატო სვანდები ნიკუშა? დე მიშვებ თუ არა
-ჭკვიანად მოიქეცი და დამირეკე ხოლმე შენ თვითონ!
-ვერ ვიტან იმას რომ მეუბნები რაც არაა საჭირო,მაგრამ მაინც ვგიჟდები შენზე. სუაკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის
-არა ეს შენ ხარ საუკეთესო , მჯერა შენი გენდობი და იმიტომ იღებ ყველაფერს რაც გსურს ! მიყვარხარ , თავს მიხედე არ გაცივდე იქ ღამე სიცივე იქნება იცოდე ჟაკეტი წაიღე და მერე გიოს არ გახადო
-არის უფროსო- გაიკრიჭა კიდევ აკოცა ბავშვებსაც ჩამოუქროლა და გაიქცა. ნიკუშა წარბშეკრული იჯდა და თვალებს აბრიალებდა
-არ მომწონს იქაური სიტუაცია მე !
-ელენე ხომ მოგწონს ,ესეც საკმარისია დამიჯერე! გიორგი სადაც იქნება სხვა მხრივ პრობლემა არ იქნება !
-რატომ ენდობი იმ ბიჭს ასე
-საყვარელო ნუ ხარ ასეთი ეჭვიანი... გიორგი კარგი ბიჭია მათ მშობლებსაც ვიცნობ და თამუნა კიდე ჩვენს თვალწინ იზრდება ნუ ინერვიულებ იმაზე რაზეც არ ღირს
-კაი რა დედა შენ დროს წვეულებები არ ეწყობოდა?
-წვეულება არ იქნება ... ეწყობოდა და კარგადაც ვიცი რაც ხდებოდა მაშინ რაც ხდება ახლა. მეც დავდიოდი , მაგრამ არასდროს არაფერი დამიშავებია.ზოგადად არაფერი ხდება შენი სურვილის საწინააღმდეგოდ თუ გარემოება არ არის ზედმეტად ცუდი იქ კი არავინ არაფერს აიძულებს დარწმუნებული იყავი. დემეტრეს მიხედე ისე ნუ არბენინებ როგორც თქვენ გაიხსენე ხოლმე რომ ჯერ კიდევ შვიდი წლისაა
-დედაა ნუ ეუბნები ასე ხოლმე
-მაპატიე საყვარელო,მაგრამ შენი ძმა ტირანი მწრთვნელია . ვაჩეს და დიმას არ მოშორდე - ბიჭს აკოცა გაუღიმა და მერე პატარები ჩამოსვა სკამებიდან. -ჩვენ მოვემზადებით და წავალთ...
-მე მივხედავ აქაურობას წადი შენ ... გამოგივლით -ბავშვებს აკოცა ნიკუშამ და ისევ მიუბრუნდა საუზმეს
გოგონებს ერთნაირი კაბები ჩააცვა, სათვალე დაიკოსეს ცხვირზე და ნამდვილ პრინცესებს დაემსგავსნენ. ორივემ ხელი ჩაკიდა და ისე მიაბიჯებდნენ შენობაში. დედიკოს დაუჯერეს, თამაშობდნენ და სოფოს ელაპარაკებოდნენ.
კაბინეტში მიიღო ამჯერად ბატონი ირაკლი და კონტრაქტიც გააფორმეს. ირაკლი აშკარად კმაყოფილი იყო, მარიამს კი არაფერი ადარდებდა საქმის გარდა.
-მგონი დღეისთვის საკმარისია...საქმეს სექტემბრიდან შევუდგებით
-იქნებ სადმე ყავა დაგველია? ვისაუბროთ პროექტზე და უკეთ გავიცნოთ
-დაკავებული ვარ და როგორც გითხარით ყველგან არ განვიხილავ საქმეებს
-შენობით ფორმაზე რომ გადავიდეთ უმჯობესი არ იქნება?
-როგორც გნებავთ. ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - თითებსშორის მოქცეული კალამი მაგიდაზე დადო და ფურცლების აკრეფა დაიწყო.
-აი ჩვენც მოვედით... - სოფო შევიდა ბავშვებთან ერთად-უკაცრავად მეგონა დაასრულეთ შეხვედრა
-შემოდით უკვე დავასრულეთ საუბარი ... აბა როგორ გაერთეთ?
-სოფომ ნაყინები გვიყიდა ... გემრიელი იყო ნახე სულ არ დავისვარეთ
-კარგი გოგონები არიან ნამდვილად
-დე კიდევ დიდხანს დავრჩებით? ვითამაშებთ ჩვენ რა აქ ყოფნა არ მიყვარს ვერ ვერთობით
-ცოტა ხანს და წავალთ... ითამაშეთ მანამდე .სოფო მიხედავ?
-კი რა თქმა უნდა...
ისევ გავიდნენ,მარიამმი ღიმილით უყურებდა ბავშვებს .საერთოდ გადაავიწყდა ირაკლის არსებობა
-არ ვიცოდი შვილები თუ გყავდათ...ტყუპები არიან?
-დიახ ტყუპები არიან... არ იცოდით? -გაიცინა და თვალი გაუსწორა სახეწაშლილ კაცს
-ვერ ვიფიქრებდი ასეთი ახალგაზრდა დედა თუ იქნებოდით უკვე...უსაყვარლესი გოგონები გყავთ
-ისინი უმცროსები არიან
-სხვაც გყავთ?
-ხუთი შვილი მყავს ტყუპები ნაბოლარები არიან უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ უფროსი ვაჟი 16 წლისაა და თუ ამდენად დიდია თქვენი ცნობისმოყვარეობა უბრალოდ გაარკვიეთ ხოლმე მცირე დეტალები იმ ადამიანების სესახებ ვისთანაც იწყებთ საქმეს... საქართველოში ხართ, აქ იმდენად პატარა სივრცეა რომ დამიჯერეთ დაგჭირდებათ!
-ხუთი? ბედნიერი თქვენი ქმარი ...ალბათ სიხარულისგან შევიშლებოდი თქვენნაირი ქალისგან ამდენი შვილი რომ მყავდეს .უნდა გამოგიტყდეთ რომ პირველად მშურს კაცის ასე ძალიან
-თქვენი წასვლის დროა ირაკლი, აქ საქმისთვის ვარ და არა პირადი საუბრებისთვის.მემუარების გამოქვეყნებას რომ დავიწყებ გაიგებთ!- არ უყვარდა როცა ოდნავ მაინც უხეშობდა ვინმესთან, საერთოდ ზედმეტი ემოციის გამოხატვას ერიდებოდა,მაგრამ თავი ვერ შეიკავა. მარტო სურდა ყოფნა და უკვე აღიზიანებდა კაცის გარემოცვა. მისი გაურკვევლობა,დაბნეულობა და საერთოდ ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული. არ მოსწონდა როდესაც ზედმეტ კითხვებს უსვამდნენ სრულიად უადგილოდ და უმიზეზოდ. ფუჭი საუბრებისთვის დრო ენანებოდა.
ირაკლიმ კაბინეტი ისე დატოვა გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ ისეთი გაოცებული გაკვირვებული და იმედგაცრუებული იყო.
მარამს რამდენიმე წამი დასჭირდა საქმეზე გადართვისთვის შემდეგ კი იქაურობაც დატოვა .
კვირას ტაძარში წავიდნენ, წირვას დაესწრნენ და შემდეგ დაბრუნდნენ სახლში. იმ საღამოს განსაკუთრებულად ცუდად გრძნობდა თავს. სულ რამდენიმე საათი რჩებოდა დღემდე როცა დათამ დატოვა. მთელი ღამე გაათენა, თვალი წამითაც ვერ მოხუჭა .იატაკზე იჯდა ჭიქა ღვინით ხელში და ირგვლივ მიმოფანტულ ფოტოებს უყურებდა. მთელი მათი ისტორია იყო იქ , ესეც არ ეყო. სუნთქვა უჭირდა მზის სხივების დანახვამ გონება აურია. სწრაფად ჩამოაფარა ფარდები,თითქოს ასე შეაჩერებდა დროს. აკანკალებული თითები შეახო მონიტორს და შემდეგ ვიდეოც ჩართო. ბოლო ვიდეო რომელიც დათასთან ერთად გადაიღო ნიკასთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს იქვე იყო დემეტრეც და ყოველ გატანილ გოლზე ტაშს არ იშურებდა. ელენა მოგვიანებით შეუერთდდათ. კამერა დაიჭირა და მარიამიც დააფიქსირა. დათა წუწუნებდა ნიკუშა მამარცხებსო და მარიამმაც გამამხნევებელი კოცნა აჩუქა . ჩანდა როგორ მოხვია ხელები დათამ და ყელში დაუტოვა კოცნის კვალი. შემდეგ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში და მარიამისგან მუშტიც მიიღო . სიცილით დაედევნა ქალს და ბოლოს იმდენი მოახერხა რომ ყველანი მინდორზე აღმოჩნდნენ.
ძლივს წამოდგა, ყველაფერი მიალაგა და ისე გაეცალა ოთახს. ბავშვებთან სიმსვიდე უნდა შეენარჩუნებინა, ვერ ატკენდა უარესად მამის დაკარგვით გამოწვეულ ჭრილობას. იმ დღეს იხსენებდნენ დათას ,ისე როგორც ახსოვდათ. გოგონებს უყვებოდნენ მამაზე რომლის ნახვაც ვერ შეძლეს ,რომელიც ისე წავიდა რომ მათი არსებობის შესახებაც კი არ იცოდა.
ბავშვები მანქანაში ჩასვა და დათას მშობლიურ სახლს მიაშურა იქ სადაც სულ სხვანაირად სტკიოდათ დათი. თმაშევერცხლილი წყვილი ეზოში დახვდათ, მათი ნახვა ყოველთვის ახარებდა. უხმოდ ეხვეოდა ქალს და მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა .
-მოხვედით საყვარელო ... ჩემო გოგო
-დედა ...- უკვე ხუთი წელი იყო მას შემდეგ რაც „დედას“ ეძახდა, ხუთი წელი რაც კითხვა ‘როგორ ხარ“ არ გაუჟღერებია. ხუთი წელი მას შემდეგ რაც ერთადერთ,ნანატრ შვილდაკარგული ქალის ტკივილს უყურებდა, არასდროს ჰქონდა პასუხი იმაზე თუ ვის უფრო სტკიოდა. მხოლოდ ის იცოდა რომ ახლა ორმაგად უყვარდა დათას მშობლები , ქალის დანაოჭებული ხელები შვებას ჰგვრიდა. მათი შეხებისას თითქოს დათას უფრო უახლოვდებოდა.
დედისერთა დათას ყოველთვის სურდა ბევრი შვილი საყვარელი ქალისგან, მაგრამ ყოველი მსობიარობის შემდეგ ამბობდა რომ საკმარისი იყო. მარიამს კი იმაზე მეტად არაფერი აბედნიერებდა, დათას ნაწილს რომ ხედავდა სამყარო თავისი ეგონა. მოკვებოდა შვილები რომ არ ჰყოლოდა, ბავშვები შვილდაკარგულ დედასაც უამებდნენ ტკივილს. ხშირად სტუმრობდნენ მამის სახლს და თავს არ ანატრებდნენ ბებოსა და პაპას.
საღამოს სახლის კარი გაიღო და სამი მუშკეტერი გამოჩნდა. მათე, დუდა და ცოტნე დათას სამი მუშკეტერი. სახლში უკვე ყველა მისი საყვარელი ადამიანი იყო .მშობლები ერთადერთი ვაჟის გარეშე, მარიამი დათის გარეშე, ბავშვები უმამოდ , სამი მუშკეტერი დარტანიანის გარეშე...
უსიტყვოდ ამხნევებდნენ ერთმანეთს, უბრალოდ ერთად იყვნენ ამ დღეს და თავს ატყუებდნენ რომ ყველაფერი კარგად იყო. გულის სიღრმეში კი ცრემლებად იღვრებოდნენ, გული უჩერდებოდათ და ტკივილისგან გიჟდებოდნენ. ყველას წამალს ის ხუთი სიცოცხლე წარმოადგენდა რომელშიც დათის ხედავდნენ.
შავებით შემოსილ ქალს უყურებდა მარიამი, თვალს ვერ აშორებდა ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა, ახსენდებოდა ბედნიერი დედამთილი რომელსაც ტვალები უბრწყინავდა თავისი დავითის დანახვისას. პატარა ბავშვივით იკრავდა გულში და მისი ერთი „დედი“ მთელს ქვეყანას ერჩივნა. სულ მთლად გაჭაღარავებულ კაცს უცქერდა ,შევერცხლილი წვერი და ტკივილისგან დაღარული სახე სულ არ ჰგავდა იმ მამას ,დათას მამას შვილით რომ ამაყობდა თავისი ერთადერთი ვაჟით რომ სულდგმულობდა და მის გამო ყველაფრის დათმობა რომ შეეძლო. ახლა ნიკოლოზს უყურებდნენ და თითქოს თავიდან ზრდიდნენ ვაჟს, ისევ 16 წლის იყო მათი დავითი ,მაგრამ ასე არ იყო . დავითს ვერავინ შეცვლიდა,მას არავინ ჰგავდა ,მისი მსგავსი არავინ იყო დედამიწაზე. ერთადერთი იყო და ისიც სხვაგან, ძალიან შორს მიუწვდომელ ადგილას .იქ სადაც ვერავინ დაინახავდა. თავად ისევ ყველაფერს ხედავდა და აკონტროლებდა.
თავაწეული მიაბიჯებდა მარიამ მარგიანი გვერდს შვილები უმშვენებდნენ. მიდიოდა და გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა, კიდევ ერთხელ უნდა შესულიყო სახლში მარტო ,დათას გარეშე სახლში რომელიც მათ ისტორიას იტევდა,ყოველ დღეს და ყოველ ღამეს ათწლეულს იტევდა. ბედნიერებას ინახავდა, დათას გარეშე .
ზღურბლთან შეტორტმანდა, ისევ არ დაუხრია თავი უბრალოდ ძალა გამოეცალა და დაეცემოდა კიდეც წელზე მოხვეული ხელები რომ არა. ერთდროულად მოეხვია ნიკოლოზისა და ელენას მკლავები .მეორე ხელი ბავშვებისთვის ჰქონდათ ჩაკიდებული და ისე უცქერდნენ დედას თითქოს ყველა მის ფიქს ისმენდნენ. აცახცახებული ხელები მოხვია შვილებს თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი რომელსაც არ მიჰქონდა დათის სურნელი , კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა დათას გარეშე ,კიდევ ერთ ტკივილს გაუძლო და სახლში შევიდა.
გახევებული იწვა და ტკივილი ახრჩობდა, უნდოდა ეყვირა პირველად ეჩხუბა თავის დათასთან და პასუხი მოეთხოვა,მაგრამ ის არსად იყო. თვალები დახუჭა , დამშვიდებას ეცადა რომ სიზმრად მაინც ენახა თავისი დათა. სუნთქვა უჭირდა , მაგრამ მაინც არ ნებდებოდა ელოდა მომენტს როცა დამშვიდდებოდა. შეძლო , როდესაც საწოლის ერთ მხარეს ნიკოლოზი დაწვა, ხელი მოხვია გაყინულ მკლავზე და თავი მის ყელში ჩამალა . ცრემლი დაეცა გაყინულ კანზე. რამდენიმე წამში მეორე მხარეც დაიკავეს ელენეს სურნელით გაიჟღინთა ჰაერი. ბოლოს ექვსი იყვნენ , დათას გრძნობდა მის არსებობას და კიდევ ერთხელ იწყებდა მეხუთედ იწყებდა იგივე მიზეზით....
.........
დიდხანს არ უფიქრია ,გრძელი ღამე უქმად არ გაათენა. დაჯდა და წერა დაიწყო , სიყვარულის ისტორიისა რომელსაც დასასრული არ ჰქონდა
„გაზაფხული ჩვენი სეზონია...
გაზაფხულის წვიმაც ჩვენია
თითოეული წვეთი რაც მას შემდეგ დაეცა დედამიწაზე ჩვენს სიყვარულზე ცოტაა, იმ გრძნობაზე ნაკლებია რასაც შენი დანახვის წამიდან განვიცდი.
გახსოვს?
მე ყველაფერი სამუდამოდ მემახსოვრება !
სეირნობა ყოველთვის მიყვარდა, მეგობარის სახლიდან უკან დაბრუნება ისე გადავწყვიტე რომ შავი ღრუბლები არც შემიმჩნევია. მშვიდად მივაბიჯებდი ტროტუარზე ცა რომ სავად შეიფერა, წამები დასჭირდა მიწისთვის წვეთების გამოსაგზავნად. ჩემს სიფრიფანა სხეულზე მორგებული კოპლიანი კაბა მთლიანად დაასველა. თმები შიშველ მხრებზე და ზურგზე მეკვროდა. გავრბოდი და გუბურებიდან წამოსული წყალი ფეხებს მისველებდა. პატარას გაზაფხულის წვიმა მახარებდა, თავი ვერ შევიკავე და ხელები გავშალე, ხელისგულებზე მეცემოდა წვიმის წვეთები და შემდეგ მიემართებოდნენ მიწისაკენ. როგორი ხარბია მიწა, ყველაფერი თავისთვის უნდა,ბოლოს ყველაფერს შთანთქავს. სახლამდე ჯერ კიდევ შორი გზა მქონდა წვიმის წვეთები რომ შეაჩერე. დაინახე წვიმაში მორბენალი სიფრიფანა გოგონა და მის დასახმარებლად გაიქეცი. ჯინსის ქურთუკი გაშალე და თავზე გადამაფარე. ორივენი შენი უზარმაზარი ქურთუკის ქვეშ მოვექეცით,პირველი იყო რაც გვაერთიანებდა. გაოცებული შემოვრბუნდი და ცოტა გავბრაზდი კიდეც წვიმის წვეთები რომ შეაჩერე . შემეშინდა კიდეც ვიფიქრე რომ ვიღაც ბოროტი ძია გადამეყარა. შემობრუნებულს ზემოთ ამოხედვა დამჭირდა შენი სახე რომ დამენახა. შენ ზემოდან დამყურებდი ,გზას ვაგრძელებდით მაგრამ მე მხოლოდ შენს თვალებს ვხედავდი და ნაბიჯს ინსტიქტურად ვადგამდი. მივრბოდი ისევ, მაგრამ არა შენგან. იმ წამს ვიცოდი რომ შენგან ვერ გავიქცეოდი. შენი თვალები რომ არა იქნებ არც შემყვარებოდი ასე გამეტებით. ასე შეუბრალებლად მიცქერდი და სულ არ აპირებდი ჩემს დანდობას. გამიღიმე ,შენი სუფთა, ბავშვური და წრფელი ღიმილით
-სულ მთლად გაწუწულხარ პატარა ქალბატონო
-არ ველოდი წვიმას...- ამოვიჩურჩულე დაბნეულმა და მზერა მოგაშორე.კიდევ კარგი თორემ მალე სახლსაც გავცდებოდი.
-მე დათო ვარ
-მარ...მე უკვე მოვედი. გმადლობ - არ ვიცი რატომ შემეშინდა მამას მანქანა რომ დავინახე ,მაგრამ ისე დავიბენი სახელი ბოლომდე ვერ გითხარი. შენი ქურტუკის საფარიდან თავი დავაღწიე და სახლისკენ სირბილით გავიქეცი. კარში შესვლამდე დავინახე რომ მიყურებდი, შემდეგ შებრუნდი და წინა ეზოში გაუჩინარდი. მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი მეზობელი არ იყავი,
რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევხვდით არასდროს მიყვარდა როცა ჩემს სახელს ამახინჯებდნენ შენ კი სრულიად სხვა სახელით მომმართე და ვიფიქრე რომ არ გახსოვდი. ისე გავბრაზდი ცოტაც და ვიტირებდი, მე მახსოვდი შენ კი პატარა ბავშვივით მიყურებდი. სულ რაღაც სამი წლით დიდი იყავი ,სულ რაღაც სამი წლით და მაინც ბავშვივით მექცეოდი. თუმცა მაშინ ორივენი პატარები ვიყავით ,ძალიან პატარები. შემიძლია ვთქვა რომ ყოველთვის მიცნობდი, ერთმანეთის თვალწინ ვიზრდებოდით და ვხედავდით ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.
-მართა როგორ ხარ?
-მე მართა არ მქვია
-არა ? ასე არ მითხარი? თუ მეშლება
-მე სახელი არ მითქვამს ...მარიამი მქვია
-მარიამს მართა სჯობს ...მარიამი ყველას ჰქვია
-მაგრამ მე ერთადერთი ვარ- ახლაც მახსოვს როგორ გაგეცინა ჩემს მეტიჩრობაზე. თვალებდაწვრილებულმა დამხედე და მერე ბიჭებისკენ გაიქეცი.
-მე მაინც მართა მომწონს ,მაგრამ დავიმახსოვრებ შენს სიტყვებს
ისეთი თავისუფალი და უშუალო იყავი რომ უბრალოდ სეუზლებელი იყო შენგან შორს ყოფნა. თითქოს არც კი ვხვდებოდით, არ ვურთიერთობდით ,მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავი როცა სადღაც ახლოს მეგულებოდი. როცა აღმოვაცინე რომ რამდენიმე ათასი მოსწავლიდან ერთ-ერთი ჩემს სკოლაში შენც იყავი მას მერე სხვანაირად ვუყურებდი სკოლასაც. მართალია იშვიათად გხედავდი, მცირე იყო ჩვენი შეხვედრის შანსები და დიდად არც დაგეძებდი,მაგრამ შინაგან ბედნიერებას ვგრზნობდი შენი დანახვისას. რომ დამინახავდი და გამიღიმებდი ყველაფერს ფარავდი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყავი და შენი ერთი ღიმილიც კი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ამას ვერ ვიაზრებდი, ჩემთვის ყოველთვის ცოტნე იყო დასაყრდენი. მისი დამსახურებით არასდროს არაფრის მეშინოდა ,მაგრამ შენ სრულიად სხვა იყავი ყოველთვის!
ჩემს ძმას რომ დაუმეგობრდი მას შემდეგ უფრო ხშირად გხედავდი . მახსოვს ერთხელ თამაშის დროს წავიქეცი და მუხლი ვიტკინე. ნეტავ დაგენახა როგორ მიყურებდი, მაშინ პირველად მითხარი რომ არ უნდა მეტირა, რომ ვერ იტანდი ცრემლებს .ჩემს დასამშვიდებლად ყველაფერს აკეთებდი , ჭრილობაც გამიწმინდე მართალია სახეს მანჭავდი და აშკარად არ მოგწონდა რასაც აკეთებდი,მაგრამ ჩემი ქვითინი უფრო ცუდად მოქმედებდა. ცოტნე ამ დროს უბრალოდ ისტერიკაში ვარდებოდა, მისი თქმით ყოველთვის უფრო ტკიოდა ვიდრე მე. ტყუპისცალი რომ ხარ თანაც ჩემნაირი ხიფათა ბავშვის არც ისე კარგად გაქვს საქმე,მისი ყოველთვის გვესმოდა. ახლა ვხვდები რომ თქვენი ერთაერთი სუსტი წერტილი ყოველთვის მე ვიყავი
-გამარჯობა - სკოლიდან მიმავალს გვერდით დამიდექი და ლოყაზე მაკოცე
-გამარჯობა დათა- ამ დროს პატარა ვიყავი და ისედაც უმიზეზოდ ვიღიმოდი ,მაგრამ შენი დანახვისას ყოველთვის მეღიმებოდა.
რამდენჯერ გაგვივლია იგივე გზა,ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ განვლილ დღეზე ვსაუბრობდით. ბევრი საუბარი არცერთს გვიყვარდა. სახლამდე მაცილებდი და შემდეგ მიდიოდი. არასდროს გამიწევია წინააღმდეგობა, ვიცოდი რომ ისეთს არაფერს გააკეთებდი რაც თავად არ გსურდა“
წერა შეწყვიტა, მიხვდა რომ დრო აღარ ჰქონდა. ცრემლები შეიშრო და თავი მოიწესრიგა. გარეთ გასულს ცოტნე დახვდა , ბავშვებს ეთამაშებოდა,როგორც კი შეამჩნია მარიამი მაშინვე გაუღიმა და ტყუპები მარტო დატოვა
-რა ქარმა გადმოგაგდო ამ დროს?
-რამდენიმე კვირაა ჩამოვედი და შენთან ნორმალურად საუბარიც ვერ მოვახერხე
-სულ არ ვსაუბრობთ? ჩემს ბავშვებთან ხარ მთელი დღე
-არ დაიწყო რა დედაჩვენმა სისხლი გამიშრო გეფიცები აღარ მესალმება პირდაპირ გოგოებზე მელაპარაკება. უკვე ფოტოებით მეჩითება აზრზე ხარ?
-კარგი რა ნუ ხუმრობ ასე
-ნეტა ვხუმრობდე. გამოვექეცი მაგიდაზე საუზმის ნაცვლად ფოტოები დამიწყო ისე სხვათაშორის არ იყვნენ ცუდი გოგონები ,მაგრამ ცოლად ვერცერთს შევირთავ
-ძალიან მაინტერესებს როდის შეგიყვარდება, აშკარად დააგვიანდა კუბიდონს თქვენთან... მგონი მხოლოდ შენ არ გამოიქეცი - ეზოში შესულ ბიჭებს რომ შეხედა გაეცინა. სავარძელში ჩაჯდა და დაელოდა
-პრივეტ რძალო...ბავშვებს კიდევ სძინავთ? - ლოყაზე აკოცა მათემ და ეზოს მოავლო მზერა
-ტყუპები იქეთ არიან დანარჩენებს სძინავთ. ამ დილაადრიან რა ხდება თქვენს თავს?
-საქმეები არ გვაქ და შემოგიარეთ...ვიფიქრეთ რამე გემრიელს მოგვიმზადებს საუზმეზე-თქო ,მაგალითად ბლინებს
-ბავშვებს როდის აჭმევ რძალო?
-აჰა ანუ ორივენი სასაუზმოდ მოხვედით...მარტო ცხოვრებამ ახლა შეგაწუხათ?
-წარბებს ასე რომ სწევ ჩვენც გვაშინებ ხომ იცი?
-მათე რა ხდება მეტყვით? რა შეკრება მომიწყვეთ
-სულ აქ ვართ რა შეკრება რის შეკრება
-ერთად არ მოდიხართ ხოლმე,თანაც დილაადრიან.პირდაპირ მითხარით რა ხდება
-კაროჩეე ხო იცი რო ჩვენი და ხარ ,არა მხოლოდ რძალი - მათემ თავზე გადაისვა ხელი და ისე დაიწყო . მარიამი მშვიდად იჯდა და წვენს მიირთმევდა . ბავშვებსაც ადევნებდა თვალს და ბიჭების დაბნეულ სახეებსაც უყურებდა
-ცოლს ირთავთ და გინდათ რომ ქორწილი მე დავგეგმო თუ რა ხდება...
-არა რა ცოლს
-სამი უცოლო ,მარტოხელა კაცი უკვე ყელში ამომმიხვედით ბერდებით და კიდევ არ ფიქრობთ ოჯახზე კარგია ნათლულებს რომ ევლებით თავს ,მაგრამ
-ვაფშე სხვა რამეზე გვინდა ლაპარაკი ... შენზე
-რა ხდება ?
-ვინ არის ეს ირაკლი საიდან გამოჩნდა და რა უნდა
-ვინ ირაკლი - ისე დაიძაბა ათას რამეზე იფიქრა, მართლა ვერ მიხვდა რომელ ირაკლიზე ეკითხებოდა დუდა
-ხო იცი რომ ჩვენ ,ვაფშე ყველას გვინდა რომ ბედნიერი იყო ... დათუნასაც ეს უნდოდა ყოველთვის ხომ იცი ჩვენ სულ შენ გვერდით ვიქნებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ..
-ვიცი და არ იყო ამის თქმა საჭირო... ვერ ვხვდები ამ დილაადრიან ამის სათქმელად მოხვედით? ასე დასჯილი ბავშვებივით მელაპარაკებით და თან აშკარად უკმაყოფილოები ხართ, გაკვირვებულებიც
-გადადება არ გვინდოდა, ხომ იცი რაც გვაქვს სათქმელი პირდაპირ ვამბობთ და არაფერი შეცვლილა . ეს ირაკლი რომ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში რამე მაინც უნდა გეთქვა.კონტრაქტიც გაგიფორმებიათ ,ვერ ვხვდები რა საჭირო იყო საქმიანი კავშირიც
-ირაკლი მაღრაძეზე საუბრობთ? კომპანიონზე რომელთან ერთადაც მაქსიმუმ ერთი წელი ვიმუშავებ და რომელიც რიგითი კომპანიონია. ხუთი წელია არავისზე გიკითხავთ, მასწავლეთ და მას შემდგე რაც მუშაობა დავიწყე არცერთხელ ჩარეულხართ და ახლა იმ კაცმა რატომ გამოიწვია თქვენი,სამივეს ინტერესი . რა შუაშია ის კაცი ჩემს ცხოვრებასთან, ბედნიერებასთან და რატომ უნდა მესაუბრა მასზე თქვენთან,ვინ არის ის რომ მასზე ვისაუბრო
-რა გინდა თქვა რომ უბრალოდ კომპანიონია?
-ცოტნე შეიშალეთ თუ რა ხდება აბა ვინ უნდა იყოს...ველოდი როდის შეწყვეტდდით ამ მარაზმს და მაინც არ იცვლით ამ გამომეტყველებას. ახლა არც კი ვიცი რა უნდა გითხრათ , არც კი ვიფიქრებ პასუხზე! ასე აჯობებს ჩვენთვის ,ყველასთვის თორემ ვგრძნობ თუ დავფიქრდები ,კიდევ ცოტას თუ ვიფიქრებ და კარგად გავიაზრებ თქვენს ტვინში დატრიალებულ აზრებს რამე საშინელებას დაგმართებთ,სამივეს! - ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა, უცებ წამოდგა და დამრგვალებული შავი თვალებით შეხედა ჯერ ძმას შემდეგ კი დანარჩენებს.
-ხუთი წელი გავიდა მარიამ...შენ ახალგაზრდა ქალი ხარ , ლამაზი და სასურველი. ჩვენ შენი თანატოლები ვართ, უფროსებიც კი მაგრამ ჯერ კიდევ არ შეგვიქმნია საკუთარი ოჯახი და სრულიად ბუნებრივია რომ ვიფიქრეთ შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ვიღაც..ჩვენ
-ჩემს ცხოვრებაში იყო ,არის და იქნება კაცი ,ჩემი კაცი ! არ გაბედოთ და არ იფიქროთ რომ ვიღაც უბრალო მოკვდავს ჩემთან მოახლოების საშუალებას მივცემ! არ არსებობს დედამიწაზე კაცი რომელიც ჩემს კაცს დაჩრდილავს მე კი არ ვაპირებ სხვაში ვეძებო ის.მას არავინ ჰგავს იმდენად რომ მის ნაცვლად იარსებოს ჩემს ცხოვრებაში...-მაგიდას ხელებით დაეყრდნო,თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა,კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, ყელზე ძარღვები დაებერა.არ ყვიროდა მხოლოდ იმიტომ რომ ახლოს ბავშვები ტამაშობდნენ. არ ესროდა მაგიდას იმ სამს მხოლოდ იმიტომ რომ მათი სიტყვები სრულიად უაზრო იყო მისტვის.- არ მჯერა რომ ამ სიტყვებს თქვენ გეუბნებით ! სისულელეებზე ფიქრს შეეშვით, დათას გლოვა შეწყვიტეთ, შეეგუეთ იმ ფაქტს რომ აღარ გყავთ დათა და იცხოვრეთ . არ მჭირდება სამი მარტოხელა კაცი , სამი კაცი რომელმაც საკუთარი ცხოვრება დაივიწყა. ჩემს შვილებს ისედაც არ აკლიათ მზრუნველობა ,დროა გამოფხიზლდეთ და საკუთარ თავებს მიხედოთ! უკვე შეიშალეთ ხომ ხედავთ ... ახლა დათა რომ აქ იყოს სამივეს მაგრად მოგცხებდათ არა თქვენი სიტყვების გამო...იმის გამო რასაც საკუთარ თავებს უშავებთ!
-მარიამ შენ არ გესმის
-არასწორად გაიგე ჩვენ
-გეყოფათ გთხოვთ, არ ვაპირებ დროისა და სიტყვების ფლანგვას იმაზე რაზეც პასუხი იცით! მართალი ვარ და თქვენ ეს კარგად იცით, მე არ მჭირდება თქვენი მსხვერპლშეწირვა. დათას არ სჭირდება გლოვა ისედაც იცის რომ მის ადგილს თქვენს ცხოვრებაში ვერავინ დაიკავებს,დანაკლის ვერაფერი შეავსებს
-ვაა რა ხალხიი ამ დილაადრიან რა კრება გვაქ ოჯახში? მითხარით რომ მოიცალეთ ჩემთან შესარკინებლად- ნიკოლოზმა მათი საუბარი დაასრულა. მარიამმა იქაურობა დატოვა და სახლში გადაინაცვლა ბავშვებთან ერთად. თემა დახურა და ყველამ იცოდა რომ მარგიანი ერთ სიტყვასაც არ იტყოდა ,არც მოისმენდა. ნიკოლოზთან ერთად წავიდნენ სათამაშოდ ,დემეტრეც წაიყვანეს და კიდევ ერთი „კაცების დღე“ მოაწყვეს.
„ბედნიერებაა როცა საყვარელ ადამიანს მთელი ცხოვრება უყურებდი, ხედავდი როგორ იცვლებოდა,იზრდებოდა. მართალია ცხრა წლიდან დავიწყე შენი შესწავლა,მაგრამ ვთვლი რომ ყველა მნიშნელოვან ეტაპს ვხედავდი. მე გიცნობდი ბავშვს, თინეიჯერს და კაცს . ყოველთვის ყველამ იცოდა რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით, ჩვენ კი უბრალოდ თავისუფლად ვცხოვრობდით ყოველგვარი ზედმეტი სახელებისა და გართულებული ურთიერთობების გარეშე. შენთან უფრო ნაკლებ დროს ვატარებდი ვიდრე სხვა ჩემს მეგობრებთან, ზოგჯერ ისე გავიდოდა თვე რომ ერთმანეთს მხოლოდ შორიდან ვხედავდით,მაგრამ შენ ყოველთვის ყველაფერი იცოდი ჩემს შესახებ. ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდაც გვესმოდა, შეგვეძლო ნებისმიერი რამ მოგვეყოლა და ისეთი საიდუმლო გაგვენდო ერთმანეთისთვის რომელიც არავინ იცოდა ჩვენს ირგვლივ. უმიზეზოდ ვენდობოდით ერთმანეთს და ჩვენ უბრალოდ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები ამას კი ზედმეტი სიტყვები არ სჭირდებოდა. ყოველთვის გვჯეროდა ერთმანეთის,ეჭვი არასდროს შეგვიტანია. შენ შეგეძლო მშვიდად ყოფილიყავი მაშინაც კი როდესაც ვიღაც სხვა სიყვარულს მეფიცებოდა, კინოში მეპატიჟებოდა ანდაც სასეირნოდ. მაშინ ვერ ვხვდებოდი,მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ დარწმუნებული იყავი ჩემს გრძნობებში შინაგან სიმშვიდეს განიცდიდი და ამას მაშინ მივხვდი როდესაც პირველად გავიგე რომ ‘გოგო გყავდა“ შენ ბიჭების იმ უნივერსალურ კატეგორიას განეკუთნებოდი რომელსაც არ სჭირდებოდა 24 საათი ქუჩაში დგომა,უმიზეზო ჩხუბი და უწმაწური სიტყვებით საუბარი იმისთვის რომ სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭის სახელი მოგეპოვებინა. საოცარ შუალედს ფლობდი ჭკვიან ,ბეჯით მოსწავლესა და ყალთაბანდს შორის. სკოლის ისტორიაში შევიდა გამოცდების დღე როდესაც სკოლა ფერადი კვამლით დაიფარა ეს არ იყო ცეცხლი , არ იყო აფეთქება ეს იყო ჭკვიანი ქიმიკოსის ოინი რომელმაც ბიჭები გამოცდიდან კიდევ სამი დღით იხსნა . შენ კი ამ სამ დღეში ზარმაცი ძმაკაცები საშემოდგომოს გადაარჩინე. მხოლოდ შენ იდექი დირექტორის კაბინეტში დიდი გამოძიების შემდეგ როდესაც ქიმიის მასწავლებელმა დაასკვნა რომ შენს გარდა ამას ვერავინ მოიფიქრებდა , ვინაიდან გამოცდეზე ბევრი მნიშვნელოვანი პირი იყო დირექტორი შენს გარიცხვას აპირებდა ,მაგრამ კაბინეტი ისე უცებ გაივსო შენი მეგობრებით რომ უბრალოდ უმოქმედოდ დარჩა ქალბატონი ნათელა. ყველა ამაზე საუბრობდა შენ კი რეაქცია არ გქონდა , შენ უმიზეზოდ არასდროს ღელავდი .არასდროს ამაყობდი უბრალო მიღწევებით , თუმცა ვერ ვიტყვი რომ დაბალი თვითშეფასება გქონდა. უბრალოდ ზედმეტი ქება დიდება არ გიყვარდა და რაც მთავარია ყოველთვის შეგეძლო შეცდომების აღიარება, საკუთარ თავს ხედავდი .გქონდა მიზნები და ერთადერთი ოცნება შენი ოცნება მე ვიყავი ,მხოლოდ მე და სხვა არაფერი . ჩვენ ორივეს საერთო ოცნება გვქონდა, რეალური და ასრულებადი. შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ , დრო გვქონდა შეზღუდული ღმერთმა უშენობისთვის გამიმეტა. შენ ყოველთვის ერთაერთი იქნები !“
ტყუპებთან ერთად სეირნობდა პარკში, გოგონები პოპკორნს მირთმევდნენ და ტიტინებდნენ. მარიამმა პოეზიის წუთები დაიწყო და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების მოყოლაში. სესილია ბაღში დადგმულ სკამზე შედგა და ისე დაიწყო მოყოლა . ყველა მათ უყურებდა , მოხუცები ლოცავდნენ მარიამი კი იცინოდა და ვიდეოს უღებდა .
-მგონი სესომ გაიმარჯვა ამჯერად
-მე არ მიკვარს ლექსები ...
-მე მსახიობი უნდა გავხდე - პატარა ქალბატონმა განაცხადა და კულულები ზურგზე გადაიყარა- ოოჰ ცხელა
-ბრავოო ,შესანიშნავი გამოსვლა იყო პატარა ქალბატონო . ჩემი სახლიდანაც კი შეგამჩნიეთ - ირაკლის ხმა რომ გაიგო უკან მიიხედა. - ეს ყვავილი თქვენ მშვენიერო ქალბატონო ... სესილი ხარ თუ კესო მითხარი ჩუმად ოღონდ- ჩურჩულით უთხრა ბავშვს და მასთან ჩაიმუხლა
-მე სესილია მქვია ...თქვენ უკვე მეორედ გხედავთ ვინ ხართ?
-მე მარიამთან ერთად ვმუშაობ..ირაკლი მქვია
-აქ რას აკეთებთ სამუშაო გაქვთ?
-არაა სამუშაო არ გვაქ ... აქვე ვცხოვრობ და აქ ხშირად გამოვდივარ
-ბავშვებო არ გინდათ ბევრი კითხვები
-ცხელა აქ და გინდათ ნაყინი მივირთვათ? აქვე უგემრიელეს ნაყინს ამზადებენ
-ვიცით ... დედას ხშირად მივყავართ იქ
-ძალიან კარგი...აბა წავიდეთ?- მარიამს ახედა და შემდეგ ისევ გოგონებს გადახედა
-კითხვა გვიანი ხომ არ არის?
-კარგი რა მარიამ ცხელა ,არ მითხრა ახლა ნაყინს ვერ ვაჭმევო
-არ იყო საჭირო დაპატიჯება
-დანაშაულია?
-არა ,არ არის წავიდეთ - გოგონებს ხელი ჩაკიდა და გასასვლელისკენ დაიძრა. ირაკლიც გაჰყვა. ბავშვებს ელაპარაკებოდა ძირითადად, ნაყინი მიირთვეს რამდენიმე ჭიქა მოუნდათ და ალბათ არ გაჩერდებოდნენ მარიამს რომ არ ეთქვა. უკვე წასვლას აპირებდნენ ელენე რომ მივიდა ნიკუშასთან და მათ მეგობრებთან ერთად
-დეე თქვენც აქ ხართ? ახლა ვაპირებდით დარეკვას ... - უცებ აკოცა მარიამს ელომ და მერე მაგიდასთან მსხდომებს გადახედა- გამარჯობათ
-ფერიებოო რა ვიდზე ხააართ ...მაგრად გიხდებათ ეს შორტები - ვაჩემ გოგონებს გაუცინა და ორივეს აკოცა . ნიკოლოზმა მარიამს აკოცა და მერე ირაკლის მიესალმა
-გაიცანით ჩემი კომპანიონი ირაკლი მაღრაძე...ესნი კი ჩემი შვილები არიან ნიკოლოზი და ელენე.
-სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც ...
-დასხედით მე შევუკვეთავ თქვენთვის...ვაჩე შოკოლადის ხო?- ბავშვებთან საუბარში გართულს გახედა და თანხმობა რომ მიიღო შემდეგ წავიდა.
ირაკლი ცოტა ხანს დარჩა , აღფრთოვანებული უყურებდა მარიამს და ბოლოს უბრალოდ მიხვდა რომ ზედმეტი იყო .
მეორე დღეს ბათუმში წავიდნენ. აბარგება ყოველტვის დიდ დროს მოითხოვდა,მაგრამ ყველანი საკუთარ ბარგს უვლიდა, მარიამი ბოლოს ამოწმებდა ამატებდა რაღაცეებს და შემდეგ ტოვებდნენ სახლს.
ელენეს უყვარდა ზღვა, ნიკოლოზი თითქმის პროფესიონალი მოცურავე იყო. დემეტრეს არ უყვარდა ზღვა ,გოგონებისთვის კი მთავარი გართობა იყო. სათამაშოები და საყვარელი გარემო. ქვიშაში ჩაეფლობოდნენ და კისკისებდნენ. სახლი სანაპიროსთან ჰქონდათ და მთელს დღეებს მხიარულად ატარებდნენ.
-მოვიდააა სიმინდიიი - კივილი დაიწყო ელომ და ტუჩები გაილოკა
-ნეტა ვინმეს თუ უყვარს ასე ძალიან მოხარშული სიმინდი შენს გარდა ელიკოოო
-არავიიის მე და სიმინდი ერთადერთები ვართ- გაიკრიჭა და ჯამიდან პირველმა აიღო ერტი ცალი-მმმ რა სუნიი აააქ
-ჩვენც არ მიგვაყოლო და არ დავეძებთ- შორტებში გამოწყობილი ვაჩე და დიმა რომ დაინახა ყველანი მათკენ გაიქცნენ თავად დარჩა მხოლოდ
-ეე აბა ხვალ ჩამოვალთო?
-ერთი გოგო აგვეკიდა ხვალამდე ვერ დვაიცდი დავიწვიო და ხო იცი ნიკუშ რა კეთილი მასტები ვართ- გაიკრიჭა დიმა და თამარა გამოაჩინა
-სურპრიზიიი
-გული გამისკდა გოგო მეთქი ვიღაც დამაყენეს ამ არანორმალურებმა
-ხმა მომესმა თუ ეს ჩემი თამრიკოა - აი ამჯერად კი ელენემაც ინება შერხევა- გოგოოო ორი წუთის წინ მეწუწუნებოდი არ მოვყავარ გიორგისო და გზაში იყავი?
-მომენატრეე კნუწიიი
-არანორმალურები
-თამარამ სანამ არ გთხოვა მანამ არ წამოხვედით ხომ? ყოჩაღ შენ - მარიამმა თვალების ჟუჟუნით უთხრა დიმას და გაიცინა . ნიკუშა და ვაჩე ახარხარდნენ დიმა კიდე წამოწითლდა
-აუუ მარიამ დეიდა რატო დამცინით?
-რას ამბობ ჩემო ბიჭო სიყვარული უკანასკნელი რამაა ჩემთვის რასაც შეიძლება დავცინო. რაც შეგიყვარდა უფრო გასიმპატიურდი იცი?
-დედა ნუ ატყუებ ისევ ისეთი ვირია და გულს ნუ უკეთებ
-ფუ რა დამპალი ხარ
-ამას არ ეკადრებოდა ჩვენთან მოსვლა? კარალევა ელენა - ვაჩემ ჩაიდუდღუნა ელენეს რომ გახედა და მარიამს ხელი მოხვია- ვაფშე ვის ჰგავს ეს გოგო? იშვილეთ?
-შენი ბრალია, გააბრაზე და ხომ იცი რომ ჯიუტდდება ნამდვილი სვანი ხდება
-დაივიწყე შენი შვილი რომ არის და ობიექტურად შეაფასე სიტუაცია...მე რა შუაში ვიყავი? მითხრა წადიო და წამოვედი .ვერ გავიგე რა რო არ ვუჯერებ თქვენ ცემს აზრს არ ითვალისწინებთო და მოკლედ რაა ქალები ამოუცნობი არსებები ხართ ,მაგრამ ეს ვაფშე სხვა განზომილებაშია
-ეს არსება ამ ხელებს რატომ შლის? გაიზარდა და ამის დემონსტრირებას ახდენს? გავიგეთ რომ კალათბურთელი ხარ
-რა საჭიროა ამდენი შხამის ნთხევა გავიგეთ რომ მორიელი ხარ ელიკოო - უცებ გაიცინა დაიხარა და ლოყაზე ისე უჩქმიტა ელენა გააგიჟა
-აუუ დიმკაა უთხარი რამეეე მაწვალეეეებს ...გაბრაზებული ვარ და უარესად მაბრაზებს
ხშირად წუწუნებდნენ, კამათობდნენ ,მაგრამ მაინც ბედნიერება იყო მათთან ყოფნა. ბოლოს ყოველთვის სიცილით სრულდებოდა მათი შეკრება. ელენეს და ნიკუშას მეგობრები ერთ დიდ წრეს ქმნიდნენ , მარიამი კი ამაყობდა მათი მეგობრობით. დემეტრეს ხელი მოხვია და აკოცა. ტყუპებს ერთმანეთი ჰყავდათ, ელენა და ნიკუშა დიდები იყვნენ დამოუკიდებლობა ჰქონდათ ის კი ისეთ ასაკში იყო ყველაზე მეტად უჭირდა. ისედაც არ იყო კონტაქტური ბავშვი, მშვიდად წიგნების კითხვას ამჯობინებდა. მარიამი დიდხანს ფიქრობდა მისთვის საყვარელ საქმეზე, უარს არ ამბობდა არც რომელიმე სპორტზე ნიკუშასთან ერთად ყველგან მიდიოდა ,მაგრამ მარტო არ უყვარდა ყოფნა. ნიკოლოზთან იყო მიჯაჭვული თითქოს ის იყო მისთვის ყველაფერი. მარიამი ხშირად იჯდა მასთან ერთად და წიგნებზე საუბრობდა,მის საყავრელ გმირებზე.ზოგი წიგნი წაიკითხა კიდეც ისინი რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა. თვეში რამდენჯერმე აწყობდნენ მსგავს საღამოს. გმირების დახასიათებისას მის აზრებსაც იგებდა ამ გზით მასთან საუბარი ყველაზე მოსახერხებელი იყო. ინტელექტუალური თამაშები უყვარდა გიჟდებოდა მათემატიკაზე იმდენად რომ ელენეს და სანდროსაც კი ეხმარებოდა ზოგჯერ .
სახლში დილით ხმა ა რისმოდა,ყველას ეძინა მხოლოდ ტყუპები და მარიამი არ რალატობდნენ რეჟიმს. შუადღეს იწყებოდა მხიარულება, მარიამს ეხმარებოდნენ პროდუქტების ყიდვაში , მომზადებასაც სწავლობდნენ განსაკუთრებით მონდომებულები სხვა თუ არაფერი სუფრას შლიდნენ და მერე ალაგებაში ეხმარებოდნენ. ერთობოდნენ ამ დროსაც თორემ მარიამი მარტოც მშვენივრად უმკლავდებოდა ყველაფერს. ერთად დადიოდნენ კაფეებში, ბულვარში და იქცეოდნენ სრულიად თავისუფლად. საღამოს სხვადასხვა თამაშებს თამაშობდნენ. დემეტრე უკონკურენტო იყო ინტელექტუალურ თამაშებში, ცურვის ჩემპიონი ნიკუშა იყო, კალათბურთს ყველაზე კარგად მაინც ვაჩე თამაშობდა სამქულიანების მეფე იყო მათ სანაცნობოში. ტყუპებს თუ ეძინათ მარიამიც თამაშობდა და ამ დროს ყველაზე მაგრად ერთობოდნენ. ყველა გაკვირვებული იყო როცა ერთ ახალგაზრდა ქალს ამდენ ბავშვთან ერთად ხედავდა. რვავე შვილი ეგონათ და თან ის უკვირდათ ასე მიყოლებით როგორ ჰყავდა. ბავშვების რაოდენობის მიუხედავად რესტორანში გატარებული საღამო თაყვანისმცემლის გამოჩენით დასრულდა. ბავშვები ცეკვავდნენ , თავადაც დიმას ეცეკვებოდა ვიღაც რომ მიუახლოვდა და მთელი მონდომებით ეცადა მარიამის შებმას. ნიკოლოზი ამ დროს ბრაზისგან ინტებოდა, ღრმად სუნთქავდა და დაჭიმულ თითებს ზუსტად ისე იცურებდა თმაში როგორც დათამ იცოდა. არასდროს უბრაზდებოდა მარიამს, ან რა იყო გასაბრაზებელი.
-ამ საღამოს იტალიაში ვიმოგზაუროთ... პიცა მოვამზადოთ და სპაგეტი
-ყელას სხვადასხვანაირი გვიყვარს
-გავაკეთოთ სხვადასხვანაირი ...
-საიდან ამდენი ენერგია ჩვენ ძალა აღარ გვაქ მარიამ - მაგიდაზე ჩამოსდო თავი თამუნამ და თვალები დახუჭა
-არ გერბინა ამდენი და გექნებოდა შენც ძალა- დიმა მიუჯდა გვერდით და წვენი დაუსხა- დალიე გაგისწორდება
-რას მომდევდი მერე ... მაინც დამიჭირე ველურო - ხელი მიარტყა მკლავზე და სახე დამანჭა
-რით ვერ დაიღალეთ ამდენი ჩხუბით? არ მესმის რა გაჩხუბებთ- დემეტრემ ამოიხვნეშა და ისე აუარა გვერდი- მე საძინებელში ვიქნები გამოვიცვლი და მერე ჩამოვალ
-ჩვენც წამოვალთ რაა რამე გვეთამაშე- ტყუპები მაშნვე აედევნენ
-ფრთხილად ნუ გარბიხართ...რა ვითამაშოთ?
-რა ვიცი რამე - ორივემ ხელი ჩაკიდა და ისე დაიწყეს კიბეზე ასვლა
-ამოვიდე დაგეხმაროთ თუ
-მე მივხედავ დე
-კარგი ...მე მომზადებას დავიწყებ. დაისვენეთ თქვენც ...მართლა რა შავი ხარ ვაჩეე
-აუუ ხო ძაან საკაიფო ფერი მაქ მარიამ?
-არ დაიკარგო სადმე -თამარამ წაკბინა და გაიცინა- ძაან შავი ხარ ...ღამე აღარ გამოჩნდები
-დიმა არ იყოს აქ... წავალ მე გადავივლებ
-ნიკუშაა ჯერ შესული მერე მე შევდივარ - ელენემ აუარა გვერდი და ისიც უკან გაჰყვა . ხელიდან აართვა მობილური და შეტყობინების წაკითხვა დააპირა
-ვის წერ ასე გამწარებული...აილეწები მალე
-რას აკეთებ
-ასეც ვიცოდი ... რაოო ანიკომ არ ჩამოვალო?
-არა , ვაჩე რომ წავა მერე ჩამოვალო !
-რაღაც მგონია რომ პირიქით იტყოდა
-ნუ ხარ საზიზღარი
-რა დობა გაქვთ ასეთი ერთი რო გვეჩხუბება ყველა გვემტერებით ,ბიჭებმაც ეგრე რო ვქნათ შენი ძმა აღარ უნდა გეაპარაკებოდეს . რა ჩემი ბრალია შენს დაქალს თავდავიწყებით თუ ვუყვარვარ , მაგის გამო უნდა მეჩხუბო ბავშვობის მეგობარს?
-რა საზიზღარი ბიჭი ხარ, ნიკუშაც შენ დაგემსგავსება მალე .ნამდვილი ბაბნიკი ხარ, გამოუსწორებელი თან, თავი ვინ გგონია ნეტავ. მოიკლავს თავს შენ გამო არ გინდა? რა დროს სიყვარულია 15 წლისაა ჯერ
-კარგი რაც გინდა ის თქვი...ქალური სოლიდარობის გამო რომ დამკარგავ მერე ინანებ- მოშორდა და საძინებლისკენ წავიდა. ელენა კი დატოვა დერეფანში გახევებული, მანამ უყურებდა სანამ ნიკოლოზი არ გამოვიდა სააბაზანოდან .
მარიამმა ყველაფერი მოამზადა და ბავშვებიც დანაყრდნენ. შემდეგ ტყუპებმა დაიძინეს, დემეტრესაც ჩაეძინა . დანარჩენები ეზოში ისხდნენ და საუბრობდნენ. თავად გასეირნება გადაწყვიტა, მიჰყვებოდა ნაცნობ ბილიკს და მკლავებზე დათას თბილი ხელების შეხებას გრძნობდა, საფეთქელს ისევ მისი ტუჩების კვალი უწვავდა. მისი სურნელი წამით ვერ გაიხსენა და სუნთქვა შეწყვიტა. თვალები გაახილა აღელებულ ტალღებს გახედა და დიდხანს უცქერდა მანამ სანამ ტალღებში მორბენალი ორი სილუეტი არ დაინახა. იცინოდა და მირბოდა. კაბის ბოლოებს წყალი უსველებდა. დათას შარვალი აკეცილი ჰქონდა პერანგის ღილები გახსნილი და ისე მირბოდა მისკენ. ბოლოს მოჰბეზრდა სირბილი მარტივად დაიჭირა და გაყინულ ტუჩებზე დააცხრა. ზღვაში იდგნენ და ვნების მორევში იძირებოდნენ. მისი ყოველი კოცნა ნეტარება იყო , სიამოვნება და ერთი ნაბიჯი სამოთხისკენ. თვალები დახუჭა და გამოსახულებაც გაქრა, მხოლოდ ზღვიდან წამოსული სიცივე დარჩა,ქარი რომელიც სხეულს უყინავდა,მარტო იყო დათა არ ჰყავდა. გაყინული თითები ხელებზე შემოიხვია და ნაქსოვი ჟაკეტი ჩაიცვა.
-დეე აქ მარტო რას აკეთებ?
-ელეე როდის მოხვედი?
-რამდენიმე წუთია ...შენთან ლაპარაკი მინდა
-გვინდა - თამარა რომ გამოჩნდა მარიამს გაეცინა
- ბიჭებს გამოექეცით ?
-თავი გვტკივა უკვე ორივეს ...არა სამივეს ანუშკაც არეულია და შენი შველა გვჭირდება
-ვიცი რომ ასე არ არის,მაგრამ თქვენ თუ ეს გჭირდებათ მოგისმენთ.აბა რა აწუხებს ჩემს გოგონებს
-უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ვინ გვაწუხებს... მე რომ დიმა მაწუხებს და დიმა მჭირს იცით ალბათ
-თამარაა ნუ იცი ხოლმე ასეთი ტრაგიზმით საუბარი. როცა შენს „დაავადებას“ ბიჭის სახელი აქვს კარგია
-პატარა ვარ ჯერ და იქნებ რაღაც მეშლება
-სრულიად დასაშვებია, მაგრამ მასთან კამათი კარგს არაფერს მოგიტანს. ასე უფრო ნერვიულობ და იმ ბიჭსაც აწვალებ
-ნერვებს მიშლის და რა ვქნა?
-ნერვებს იშლი და ის არაფერ შუაშია... შენ თუ მშვიდად შეხვდები და სწორად გაიგებ ყველაფერს რასაც გეუბნება
-რთულია
-მარტივი არაფერია, ჩვენ თუ არ გავხდით მარტივს
-როდის მიხვდით რომ დათო გიყვარდათ?- დუმილის შემდეგ უთხრა და ისევ გაჩუმდა -მაპატიეთ მე უბრალოდ
-ამას ვერ მიხვდები ...უნდა გრძნობდე . ერთ დღეს ვერ გაიღვიძებ და დასკვნას ვერ გამოიტან. ყველაფერი განსხვავდება შეუძლებელია წესის და კანონს ემორჩილებოდეს და ვინმემ შეძლოს იმ პასუხის პოვნა რომელიც მხოლოდ შენთვისაა
-მეც ეგ ვუთხარი,დაახლოებით. უბრალოდ თავისუფლად უნდა მოიქცე და ყველაფერი მორჩება
-პატარა ქალბატონო შენ ვის რას ასწავლი სამივეს ეჩხუბები...ისეთი გაბრაზებული დადიხარ თითქოს რამე დაგიშავეს
-ამათი ბრალია...ჩხუბობენ და აღარ ვიცი რა გავაკეთო. ყველაფერი ისეთი რთულია ...ნეტავ ისევ ბაღში ვიყო
-ჩემი პატარა გოგო...- მარიამმა ხელი მოხვია და მაგრად ჩაეხუტა- ნეტავ იცოდე რა კარგი პრობლემები გაქვს ...სამივეს გაქვთ. ანიკოც არ დავივიწყოთ- თამარასაც ჩაეხუტა მერე ორივეს აკოცა და გაუღიმა-დინებას მიჰყევით და მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით საკუთარ თავს. ეს დრო უკან აღარასდროს დაბრუნდება. შეიგრძენით ყოველი წამი და უაზრო კამათს ნუ დაუთმობთ დროს. ანას დაურეკეთ და უთხარით ხვალვე ჩამოვიდეს. მე გადავურეკავ დედამისს და გამოუშვებს
-უმაგრესი ხარ მარიაამ - თამარამ ლოყაზე აკოცა და გვერდიდან მიეხუტა- არადა ამბობდი არ გჭირდებითო.
-მე ის დეია ვარ ყველას საქმეში ცხვირს რომ ყოფს,არადა არ მაქვს დიდი ცხვირი. ყველაფერი თქვენი ბრალია პატარა მაიმუნებო
სახლისკენ მიდიოდა და გოგონებს ეჭორავებოდა. ბიჭები მინდორზე იყვნენ გაწოლილები და რაღაცაზე იცინოდნენ. გოგონებიც შეუერთდნენ და გვიან ღამემდე ერთად იყვნენ.
მარიამის ყოველი დღე ბავშვებით იწყებოდა და ბავშვებით მთავრდებოდა. ურეკავდა მშობლებს , ოთხივეს ამბავს იგებდა ახსენებდა რომ წამლები დროულად მიეღოთ. სხვის ცხოვრებაზე იყო გადართული, ცდილობდა ზედმეტად არავინ შეეწუხებინა, ზოგჯერ ფიქრობდა რომ ზედმეტად ერეოდა სხვების ცხოვრებაში,არ უნდოდა სიტყვის თქმა, უბრალოდ არ შეეძლო კითხვები უპასუხოდ დაეტოვებინა. ზოგჯერ უბრალოდ იაზრებდა რომ მათთვის მეგობარი იყო,მეგობრებს კი ყველაფერს უყვებიან.
ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ სოფლის სახლში წავიდნენ, დათას მშობლებთან. ზაფხულს ყოველთვის იქ ატარებდნენ მარიამსაც წესად ჰქონდა მინიმუმ ერთი კვირის იქ გატარება. დათასაც ძალიან უყვარდა იქ ყოფნა, ბავშვობის დიდი ნაწილი ბებიასთან და ბაბუასთან ჰქონდა გატარებული ყველაფერი მოგონებებს ატარებდა ,მოგონებებს რომლებსაც მარიამსაც უზიარებდა. არ უნახავს ,მაგრამ ყველაფერი იცოდა.
დედამთილთან ერთად ამზადებდა ვახშამს ,ქალი უარზე იყო,მაგრამ მაინც ეხმარებოდა. მისი შავი კაბა ყოველთვის თვალში ხვდებოდა,ამჯერადაც თვალს არიდებდა თითქოს ეს ფერი სუნთქვას უზღუდავდა. ხომ არაფერი იყო უბრალოდ ფერი და სხვა არაფერი,მაგრამ ამ ფერმა განაპირობა მარიამის ირგვლივ დატრიალებული ჭორები, სწორედ ამ ფერის გამო კიცხავდნენ მარგიანს. რადგან მას ერთი დღეც კი არ ჩაუცვამს შავი , არც თავსაბურავი უტარებია, ვერავინ იგებდა ამ ყველაფერს, ხალხი მხოლოდ იმიტომ ლანძღავდა ზურგს უკან რომ ფერად სამოსს ატარებდა, რომ არ ქვითინებდა და ადამიანებს თავის ტკივილს არ ახვევდა. ყველას უკვირდა, ოჯახისწევრებს,მეგობრებს,ნათესავებს მათ ეჭვი არ ეპარებოდათ მარიამის გრძNობებში, უბრალოდ სტრესს აბრალებდნენ. რეალური მიზეზი კი არავინ იცოდა მარიამის გარდა. დათასთან ყველა თემაზე შეეძლო საუბარი, მისი ყველა აზრი იცოდა, დამოკიდებულება და ისიც რომ დათა ვერ აიტანდა ძაძებით შემოსილ მარიამს. დათას ფერადი მარიამი უყვარდა, დათა ვერ იტანდა შავ ფერს . დათა მარიამს ტირილსაც უკრძალავდა , ეზიზღებოდა ცრემლები რომლებიც ბედნიერებისთ არ იყო გამოწვეული. მარიამი კი არასდროს იქცეოდა დათას სურვილების საწინააღმდეგოდ. ზოგჯერ უნდოდა ხმამაღლა ეყვირა შეწყვიტეთ ტირილი, გაიხადეთ ძაძები დათა ასე უფრო ცუდადააო ,მაგრამ ვერ თქვა, ერთხელ კარადაში დადებულ შავ თავშალს წააწყდა ინსტიქტურად მოიხვია თავზე და იმ წამს იგრძNო რომ ეს ფერი იტევდა ტკივილს. ფერადი სამოსით სიარული კი უფრო ამძიმებდა, უყურებდა დათას საყვარელ, საფიცარ დედას შავებით მოსილს და ხვდებოდა რომ ის უბრალოდ ვერ შეძლებდა ამ ფერის გაქრობას,რადგან დათას გარეშე მაინც ყველაფერი წყვდიადში იყო .სამჯერ მოიშორა ქალმა შავი ფერი, სამჯერ დაძლია წყვდიადს სამჯერ დაკარგა შვილი მაგრამ როცა დათა გაჩნდა ,როცა მას ხედავდა გააქრო ეს ფერი, ახლა კი ისიც აღრა იყო მის ცხოვრებაში. ჰყავდა მეუღლე ,რომელთანაც წრფელი სიყვარული აკავშირებდა.მათი გრძნობა უბრალო შეხებაშიც კი ჩანდა, ერთ მზერასაც კი შეეძლო მათი გამჟღავნება,მაგრამ არაფერი იყო ცხოვრება შვილის გარეშე სწორედ ამიტომ ფიქრობდა მარიამი რომ დაცემის უფლება არ ჰქონდა რადგან ის იყო დედა , ჰყავდა საყვარელი კაცისგან შვილები ჯანმრთელები და საღ სალამათები .შეეძლო მათი ცქერა ,მათი გაბედნიერება და იცოდა რომ დაცემით ყველაზე მეტად შვილებს ატკენდა.
-დედა წამლებს ხომ სვამ?
-რამდენჯერ უნდა მკითხო მარიამ?
-მამამ მითხრა ავიწყდებაო , თბილისში რომ დაბრუნდებით ხომ იცი ექიმტან უნდა მივიდეთ კონსულტაციაზე. ანალიზებსაც გაიკეთებთ,მამაც უნდა წავიყვანოთ .კარგად დავინახე გუშინ როგორ უჭირდა სუნთქვა რატომ მიმალავთ ვერ ვხვდები
-აღარ შემიძლია ამ ექიმებთან სიარული , გასკდეს ეს გული და დავისვენებ მერე მაინც დავისვენებ
-ნუ ამბობ მაგას...
-შენ ნუ მეუბნები საპირისპიროს , საკუთარ შვილს მიწა დავაყარე იქ ვიყავი და ვუყურებდი როგორ ჩააწვინეს რამდენიმე მეტრის ქვეშ ის იქ არის მე კიდე აქ დავდივარ და თავს ვუვლი,წამლებს ვსვამ რომ დიდხანს ვიცოცხლო .შენ არ გინახავს ...შენ არ მოხვედი იქ არ იყავი მარიამ არ იყავი...არ გინახავს ...შენ იმათ უნდა მიხედო მე მე ჩემ შვილთან უნდა ვიყო
-ყველანი მივალთ დათასთან მოვა დრო როცა ერთად ვიქნებით მეც და თქვენც მასთან ვიქნებით, მაგრამ არ დავუშვებ ერთი დღით ნაკლები გაატაროთ აქ თქვენს შვილიშვილებთან და ქმართან ერთად. ისინი თქვენზე გიჟდებიან, უყვარხართ და თქვენი ყველა ამოსუნთქვა ახარებთ... ვერ გეტყვი გაუძელი-თქო,ძლიერი უნდა იყო-თქო ვერ გეტყვი არ ვიცი რა უნდა გავაკეთო მე ჩემი სიყვარული დავკარგე ,დათასთან ერთად მოკვდა ქალი მარიამი ,ცოლი მარიამი ახლა მხოლოდ დედა ცოცხლობს. თქვენ კი სხეულის ნაწილი დაკარგეთ არ ვიცი მე როგორ ვიქნებოდი თქვენს ადგილას ,მხოლოდ ის ვიცი დათას რა ენდომებოდა და დარწმუნებული იყავით რომ ახლა ბრაზობს ,წყინს თქვენი სიტყვები და ტკენს თქვენი ტკივილი! შენი და მამას ტკივილი ტკენს
სუნთქვა რომ შეეკრა, ვეღარ გაუძლო ქალის ცრემლიან თვალებს , ვეღარ უსმინა მის განადგურებულ ხმას. სახლიდან გავიდა ,შორს წავიდა იქ სადაც არავინ მივიოდა. მინდორზე დაჯდა და თვალები დახუჭა. დათას სახე დაინახა, დახუჭული თვალები სისხლი,დათას სისხლი .გაყინული კანი ისევ იგრძნო თითებით, ისევ ვერ გაიგო მისი გულისცემა, გულისცემა რომლის მელოდიასაც საათობით უსმენდა. თვალები სწრაფად გაახილა, მინდორზე მუხლებით დაეცა მუშტები შეკრა და ისევ სიმწრის კივილი აღმოხდა. არავის უნახავს ,არავის გაუგია როგორ მოთქვამდა მარგიანის ქვრივი . პირველად და უკანასკნელად დაინახა დათას უსიცოცხლო სხეული, პირველად აკოცა გაყინულ ტუჩებზე და უკანასკნელად იტირა, იყვირა მოთქვამდა და დარცენას ევედრებოდა. ერთი თვის ფეხმძიმე იყო,სულ რაღაც ოთხი კვირის პირველად არ იცოდა დათამ ,პირველად ვერ უთხრა ნანატრი ტყუპების შესახებ. ერთადერთხელ მივიდა ექიმთან დათას გარეშე. პირველად მოუსმინა ბავშვების გულისცემას და არ უთხრა ,ელოდა მის დაბრუნებას რომ პირადად ეხარებინა ,მაგრამ ვერ მოახერხა. სწორედ იმ დღეს დაკარგა დათა ! შემდეგ ყველაფერი ბურუსში ჩაიკარგა,გონს რომ მოვიდა უთხრეს რომ ბავშვებს საფრთხე ემუქრებოდა. საწოლიდან წამოდგა და მას შემდეგ აღარ უტირია. გაყინული იჯდა ჭირისუფლებს შორის , არაფერი ესმოდა ვერაფერს ხედავდა მხოლოდ ხის კედლებს რომელიც დათას ფარავდა. ის დღეები არც კი ახსოვდა, არ იხსენებდა ტვინს აიძულა მათი გადამალვა. კადრებად ხედავდა დედას რომელიც სასახლეზე დამხობილი მოთქვამდა, საკუთარ დედას რომელიც უსაყვარლეს სიძეს დასტიროდა. ყველა მოთქვამდა, ცრემლებს ვერავინ იკავებდა . ხედავდა ბიჭებს ,რომლებიც დაცემული არასდროს უნახავს ბიჭებს რომლებიც ცოცხლებს არ გავდნენ. ჩაწითლებული თვალებით, ფერდაკარგულები მოჩვენებებივით მოძრაობდნენ. შემდეგ ნიკოლოზი დაინახა, როგორ ეხვეოდა მათეს და გულამომგჯარი სლუკუნებდა გაშვებას სთხოვდა ის კი ხელს არ უშვებდა. ორი დღე გაატარა სრულიად გათიშულმა, შემდეგ ნემსი გაუკეთეს და დაეძინა. დათა ნახა,პირველად მაშინ დაესიზმრა, არაფერს ეუბნებოდა შორს ზღვის ნაპირზე იდგა და გაბრაზებული უყურებდა. გამოფხიზლდა, ირგვლივ მიმოხედა მკერდზე მიხუტებულ ბავშვებს დახედა და მკლავები ძლიერად შემოხვია.
-დეე მამა აგალ მოვა?-დემეტრეს დამრგვალებული ცრემლიანი თვალების დანახვისას სუნთქვა შეეკრა. ელენა და ნიკუშა ერთმანეთს სხვეოდნენ და ჩუმად ტიროდნენ. იმ სახლში ვერ დარჩებოდა, დათას ასეთს ვერ უყურებდა, ბავშვებს ასეთს ვერ დაამახსოვრებდა ვერ დაუშვებდა რომ ეს გადაეტანათ. გაიქცა, ყველაფერი დატოვა და ბავშვებთან ერთად წავიდა. ბავშვებთან და დათასთან ერთად, კიდევ დაესიზრა მარგიანი, ამჯერად უღიმოდა ზუსტად ისე როგორც იცოდა . სისუსტე იყო ,გაქცევა თუ სიზლიერე ვერ გეტყვით ,მაგრამ არც დაკრძალვაზე ყოფილა. დათას ნახატებს უყურებდა, ყველაფერს იხსენებდა,მთელს განვლილ ცხოვრებას დათას დანახვის წამიდან მის გამგზავრებამე. სახლში ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა, ბავშვებთან ერთად მთელი თვე დათასთან ერთად გაატარა. ისე ესაუბრებოდა მათ თითქოს ეშინოდა რომ რამე არ დავიწყებოდათ, ყველაფერი ახსოვდათ . დემეტრესაც კი ჰქონდა მოგონებები,მართალია ყველაფერი ფოტოებისა და ვიდეოების დამსახურება იყო,მაგრამ მაინც ახსოვდა მამა. ნიკოლოზი და ელენე კი მოგონებებს მკვეთრად ხედავდნენ.
სახლში რომ დაბრუნდა პირდაპირ საძინებელში ავიდა. საწოლზე იწვა და ჭერს უყურებდა კარი რომ გაიღო
-მაპატიე შვილო...უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ . ვეცდები თავს მივხედო, არ ვიცი რამდენად გამომივა ,მაგრამ მართალი ხარ
-შენ არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის რომ გხედავთ შენ და მამას ...
ქალი მოეხვია სახე დაუკოცნა და ხელები თმაზე გადაუსვა. არაფერი უთქვამს სხვა, მას შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა.
„სიყვარული სიტყვებით არასდროს აგიხსნია . 17 წლის ვიყავი როცა ექვსი თვით განშორება მოგვიხდა, ამდენი ხანი ერთმანეთის გარეშე მანამდე არ გაგვიტარებია, მე კი გაცვლითი პროგრამით წავედი, ყველაზე მცირე დრო იყო რაც კი შეიძლებოდა გამომეყენებინა.ხელოვნების სკოლაში კურსებზე დავდიოდი და ვიცოდი რომელ უნივერსიტეტში უნდა გამეგრძელებინა სწავლა. დაკავსირება მშობლებთანაც კი მიჭირდა, ყველაფერი რთული იყო ჩვენს ბავშვობაში. ერთი ჩვეულებრივი ზამთრის დილა იყო , საშინლად ციოდა და მე როგორც მსოფლიოში ყველაზე მცივანას უზარმაზარი ქურტუკი მეცვა,თბილი ქუდი,კაშნე და ხელთათმანებიც არ დამვიწყებია. შეხვეული ვიყავი ისე რომ მხოლოდ თვალები მიჩანდა, როგორ მაინტერესებს მიცანი ნამდვილად თუ გვერდი ამიარე და მერე არ გამომიტყდი. კაფეში რომ შევედი რამდნეიმე წუთში ყვავილი დამიდე წინ და ლოყაზე მაკოცე. ვინ იცის რამდენჯერ გაგიკეთებია მანამდე მსგავსი რამ, გიყვარდა ყვავილები ყველა ყვავილი,მაგრამ არასდრო მოგქონდა თაიგულები. უბრალოდ მოწყვეტდდი ლამაზ ყვავილს და ყოველგვარი სიტყვების გარეშე მაძლევდი,ლოყაზე კოცნა მოჰყვებოდა სავიზიტო ბარათად. შენ ვერ წარმოიდგენ იმ წამს რა ვიგრძენი, როცა გავიაზრე რომ ხელები რომლებიც მეხვეოდნენ შენი იყო ,რომ იქ იყავი ჩემთან . მივხვდი როგორ მენატრებოდი,როგორ მაკლდი, რა ძვირფასი იყავი ჩემთვის. გატყუებ , მე ხომ ეს მანამდეც ვიცოდი. ზუსტად იმ ზღვარზე ვიყავი რომ უშენობისგან გამოწვეული დეპრესია მეწყებოდა , ალბათ შენც ასე ცუდად გრძნობდი თავს და სწორედ იმიტომ ჩამოხვედი. არ ვიცი როგორ მოახერხე ჩამოსვლა, არც მაინტერესებდა მაშინ და დიდი ხნის შემდეგ გკითხე. მახსოვს რაც მიპასუხე“შენთან მოდიოდა ჩემგან მომავალი ყველა გზა მართა“ ახლა მინდა რომ გითხრა იგივე, ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ მინდა გაგიმეორო რომ ისევ ყველა გზა ჩემგან შენკენ მოდის,არსად სხვაგან . ბოლოს შენთან ვიქნები და არავისთან სხვასთან. მახსოვს როგორ უცებ წამოვვარდი და მოგეხვიე. ბევრჯერ გაკოცე , მერე შენს მკერდზე მქონდ აყური მობჯენილი. შენ თმაზე მეფერებოდი,თავზე მკოცნიდი მე კი შენი გულისცემის რიტმს ვითვლიდი, ყოველთვის ერთ რიტმში გვიცემდა გული. ახლა კი ჩემტან არ ხარ, ვერ გეხები და შენი გული აღარ ფეთქავს. ღმერთმა იცის მერჩივნა სხვისთვის მიგეცა გული, სხვას მოესმინა მისი საოცარი მელოდია ოღონდ ასე არა... სისულელეა ვიცი, ჩვენ ორივემ ვიცოდით რომ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებდა, მხოლოდ სიკვდილს შეეძლო ჩვენს შორის ჩადგომა,რომ ვერასდროს გამცვლიდი სხვაში. შენი მზერა , შენი თვალები ისე ანათებდნენ ზემოდან დამყურებდი შენი მხურვალე ხელისგულები ლოყებს მიწვავდნენ ,მიღიმოდი ისე როგორც არავის, ტუჩები შუბლზე მომაწებე და მაშინ პირველად მითხარი“მომენატრე ჩემო“ არ ვიცოდი რა უფრო მიცქარებდა გულისცემას ის რომ მოგენატრე და ჩემთან იყავი თუ „ჩემო“ .
და გახდა ზამთარი ჩვენი სეზონი ...
თოვლში მაკოცე პირველად , ქუჩაში ვსეირნობდით. შენ მათბობდი , ჩემი თითები ხელში მოიქციე და შიგადაშიგ მკოცნიდი . ვსაუბრობდით განვლილ თვეებზე. ჩვეულებრივი დიალოგი გვქონდა, თავისუფალი, ემოციური,მშვიდი.მე ხომ შენთან ყოველთვის მშვიდად ვიყავი, სიმშვიდე შენში იყო მოდიოდი და სიმშვიდეც მოგვყებოდა.ხელს ჩამკიდებდი და ჩემში გადმოდიოდა .
-თოვს - გავიღიმე და მაღლა ავიხედე. შენს თითებს უფრო მაგრად მოვხვიე ჩემი გაჩხაკული თითები და ფიფქებს სახე შევუშვირე. ვგრნძობდი მიყურებდი, მე კი ფიფქებს არ ვაშორებდი თვალს, არადა რომ მცონოდა რა საოცარად მიყურებდი ასეთ მომენტებში ფიფქებს ჯანდაბაში გავუშვებდი. მას შემდეგ რამდენჯერ ვნახე ფიფქები ,კიდევ რამდენჯერ მოვა უშენოდ თოვლი შენი მზერა კი აღარ მეღირსება-რა ლამაზია .ორი კვირაა თოვლს ველი ჩამოხვედი და ბარდნის ,საოცრება ხარ - ღმერთო რა ლაღად ვკისკისებდი , ახლა ჩემს სიცილს განა ისევ შეიძლება სიცილი ეწოდოს?
-ჩემი საოცრება როდის დაბრუნდება სამშობლოში, რამდენ ხანს გამიმეტებ უშენობისთვის
-დათაა - ღიმილით გიყურებდი, დარწმუნებული ვარ ლოყები სულ ამიწითლდა ,დაბნეული გიყურებდი და ვიღიმოდი. ყოველთვის ასე მემართებოდა როცა რაღაც მსგავსს მეტყოდი, შენ კი ლოყაზე მეფერებოდი, მერე თმაშიც შემიცურე შენი ლამაზი თითები და ამჯერად მომიახლოვდი კიდეც. ჩვენს შორის ზღვარი გააქრე, თვალებში მიყურებდი და შენი ცისფერი სფეროები ყველაფერს მეუბნებოდნენ. თვალებდამრგვალებული ვიდექი როდესაც პირველად შემეხე გაყინული ბაგეებით. ახლა მივხვდი რომ პირველადაც გაყინული გქონდა ტუჩები და ბოლო ჩვენი კოცნაც ცივი იყო. მას შემდეგ შენი ბაგეები მწვავდნენ... ეს იყო ნამდვილი ამბორი , ისეთივე წრფელი როგორიც ჩვენი გრძNობა იყო მაშინ. ესეც საკმარისი იყო ჩემთვის, ისე დავიბენი ,ისე შემრცხვა დამალვა მინდოდა და დამეხმარე კიდეც. ისევ ჩამეხუტე შენი მკლავები იყო ყოველთვის ჩემი საფარი,ყველაზე ძლიერი დამცველი. გული ისე მიცემდა როგორც პატარა ჩიტს.
ორმაგად შემიყვარდა თოვლი, მას შემდეგ ფიფქებს თითქოს იმ კოცნის კვალი მოაქვთ ჩემთან.ახლაც ვდგები ცის ქვეშ სახეს ვუშვერ და მანამ არ ვირხევი სანამ სულ მთლად არ გამეყინება კანი. ყველაფერი შენს თავს მახსენებს, ყველაფერმა შეიძლება მოგიყვანოს ჩემთან როგორ მტკივა და როგორ მიხარია ამ დროს რომ იცოდე.
ჩემი დაბრუნების შემდეგ ყველაფერი თითქოს ისევ ისე იყო,მაგრამ მაინც რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მანამდე თუ არ ვფიქრობდი ჩვენ ორზე და მხოლოდ შენზე მეფიქრებოდა ახლა ზუსტად ვიცოდი რომ შენ უბრალოდ მეგობარი არ იყავი. შენთან შეხვედრას პაემანი ერქვა , სეირნობაც კი შეხვედრა იყო. კინოშიც ისე მივდიოდით როგორც წყვილი, უკვე ყველამ ზუსტად იცოდა რომ ერთად ვიყავით . მაგრამ არა, მე ყოველთვის შენი ქალი ვიყავი, შენ კი ჩემი კაცი! იმიტომ არ ერქვა სხვას არავის ჩვენი შეყვარებული. არასდროს მინახავს ვინმე ვისზეც იტყოდნენ რომ შენი შეყვარებული იყო. რა თქმა უნდა წმინდანი არ ყოფილხარ, გიჟდებოდნენ შენზე გოგონები,მაგრამ საოცრებას ახერხებდი . ვერასდროს ვერავინ ახერხებდა შენთან ზედმეტად მოახლოებას, არც უხეში იყავი არც კატეგორიული უბრალოდ ყველას ახვედრებდი რომ არაფერი გამოუვიდოდათ. ისე ვიცხოვრეთ რომ ერთხელაც არ დაგვჭირვებია ეჭვიანობა გრძნობის გამოსააშკარავებლად, არც გვიეჭვიანია ვინმე სხვაზე. მხოლოდ დროზე ვეჭვიანობდით, სამსახურზე და წამებზე რომლებიც ერთმანეთს გვაშორებდა. ყოველთვის მქონდა შენთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი, თითქოს ვერ ვითმენდი არადა ძალიან ხშირად მოდიოდი. თავს არ მანატრებდი , არასდროს მანერვიულებდი და მტანჯავდი. შენც იგივეს განიციდი და გესმოდა ჩემი. ბოლოს აინაზღაურე ყოველი წამი , ახლა ისე მენატრები . მგონი იცოდი ასე რომ მოხდებოდა იმიტომ არ კარგავდი დროს,იმიტომ იყავი სულ ჩემთან,იმიტომ იყავი ასეთი იდეალური“
სამუშაოს დაუბრუნდა, ბევრი საქმე ჰქონდა . ახალი პროექტიც დაიწყეს, ირაკლის ყოველ დღე ხვდებოდა. ყოველი შემდეგი შეხვედრისას გრძნობდა მამაკაცის ცვლილებას, უფრო დიდხანს უყურებდა თვალებს ვერ აშორებდა ქალს . მარიამს რეაქცია არ ჰქონდა არც მის მზერაზე, არც სიტყვებზე და ქმედებებზე. ბოლომდე საქმეზე იყო ორიენტირებული.
ბავშვებს გამოცდები ჰქონდათ, ახალი საგნები სკოლაში. ახალი მასწავლებელი რაც მტავარია გოგონები სკოლაში შევიდნენ. პირველი დღე სკოლაში,სამზადისი და მეოთხედ გავლილი იგივე ემოციები.თითქოს პირველად მიდიოდა ბავშვებთან ერთად სკოლაში. უკვე მეორედ აკეთებდა ამას დათას გარეშე. ნიკუშას და ელენეს შემთხვევაში ორივენი ერთად ღელავდნენ, ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ბავშვების აღზრდის საკითხს,ბევრს ფიქრობდნენ განა ასეთი მარტივი იყო რამდენიმე ბავშვის აღზრდა. ახლა უნდა აღმოეჩინა ტყუპების ნიჭი,რომელი საგანი მოეწონებოდათ, რა ჰობი გაუჩნდებოდათ . ყოველთვის ცვლილებები მოჰყვებოდა ბაღიდან სკოლაში გადასვლას. მასწავლებლები ,კლასელები, უამრავი უცხო ბავშვი . ახალი გარემო , დემეტრეს შემთხვევაში გაუჭირდა. ელენე და ნიკოლოზი ყველაფერს მარტივად შეეჩვივნენ. სკოლიდან დაბრუნებულებს დათო ამეცადინებდათ, ისე მარტივად უხსნიდა ყველაფერს ხუმრობდა კიდეც მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი ავაყვავებდი განათლების სისტემასო.
გოგონებმა მარტივად მიიღეს ახალი გარემო, მეგობრბეიც გაიჩინეს და რეჟიმსაც შეეჩვივნენ . მასწავლებლებიც მოეწონათ. სკოლიდან ნატას,მათ ძიძას გამოჰყავდა.დანარცენებს ამ დროს ჯერ კიდევ გაკვეთილები ჰქონდათ,მარიამიც სამსახურში იყო ამიტომ საღამომდე ვერ იგებდა დღის ამბებს. შემდეგ ყველას ერთად აყოლებდა დღის ამბებს, ეხმარებოდა საჭიროების შემთხვევაში ან უბრალოდ ისვენებდა . განტვირთვის საათი ჰქონდა გამოცხადებული და ბეჯით დემეტრესაც კი არ აზლევდა რამდენიმე საათი შეუსვენებლად მეცადინეობას. ელენე და ნიკოლოზი უცებ ასრულებდნენ მეცადინეობას , არასდროს შეუმოწმებია მათი დავალება და არ ჩაუბარებია გაკვეტილები მას შემდეგ რაც დაწყებითი საფეხური დაასრულეს. თუ საჭირო იქნებოდა თავად მიმართავდნენ, ელენას ისტორია უყვარდა განსაკუთრებით . ნიკოლოზს საბუნებისმეტყველო საგნები აინტერესებდა. თუმცა მეცადინეობას დიდ დროს მაინც არ უთმობდა, უფრო მეტ დროს ბიჭებთან ერთად ატარებდა.
მისაღებში,ტელევიზორის წინ იჯდა და გადაცემას უყურებდა. ნახევარს ვერც იგებდა საათისკენ გაურბოდა მზერა . ნიკოლოზი არ იყო სახლში,ბავშვებს ეძინათ ის კი არსად ჩანდა. იცოდა რომ ბიჭებთან ერთად იყო, ჯერ ცოტნესთან და მათესთან შემდეგ ვაჩე და დიმაც მათთან უნდა მისულიყო . ზარებით არასდროს აწუხებდა ,მაგრამ შინაგანად მაინც ვერ ისვენებდა. კარის ხმა რომ გაიგო თითქოს ამოისუნტქა. მალე დაინახა მარალი სილუეტი
-არ გძინავს დე?
-მთვრალი ხარ ნიკოლოზ? - ისეთი საყავრელი ხმა გქონდა და ისე უმზერდა სიცილი ვერ შეიკავა
-ძაან მეტყობა? ცოტა დავლიე არც ეგეთი მთვრალივარ
-ხო აბაა საერთოდ არ ხარ მთვრალი ...წამო საძინებელში ავიდეთ...ცოტნეც შენთან იყო?
-დუდას ბარში ვიყავით ყველანი
-ჯერ კიდევ 16 წლის რომ ხარ გავიწყდება ხომ?
-დალევა არ შეიძლება?
-სუნამოს სუნი გაქ
-ეჭვიანი ცოლივით იქცევი მარუს?- გაიცინა და ლოყაზე აკოცა დედიკოს-როგორ მიყვარხარ შენ არ იცი... ჩემი საამაყო ქალი ხარ შენ ვერ წარმოიდგენ რა მაგარია შენი შილი რომ ვარ -მთვრალი მზერა მიაპყრო და შუბლზე აკოცა-წავალ დავიძინებ ახლა ხვალ ადრე უნდა გავიღვიზო
-ძილინებისა ...დამიძახე თუ რამე
-დაიძინე რა ,კარგად ვარ
კარი მიხურა და მარიამსაც სხვა რა გზა ჰქონდა, თავის ოთახს მიაშურა. მთელი ღამე ვერ მოისვენა,რამდენჯერმე დახედა ბავშვებს. ტყუპებს ვირუსი ჰქონდათ და ტემპერატურას უმოწმებდა. ნიკუშას მშვიდად ეძინა და აშკარად არაფერი აწუხებდა. სამაგიეროდ მეორე დღეს დადიოდა თვალებდაშუპებული და სახედასიებული. მგონი მინერალურის ბოთლი არ გაუგდია ხელიდან. დილას მარიამმა წვნიანი რომ დაახვედრა გაეცინა , არ გაჰკვირვებია 20 წუთში მაგიდასთან მჯდომი 5 კაცის დანახვა.
ბავშვები რომ გაუშვა უფროსები დაიტოვა და ყავა მიარტა
-ჯიგარი ხარ მარუსა ..ა.წი რო დავლევ სულ შენთან მოვალ ამიშვა მგონი თავის ტკივილმა
-რა ხდბეოდა გუშინ ასეთი პატარა ბავშვებთან ერთად რომ გაილეშეთ
-პატარა ბავშვები ეძახე შენ და იმაზე მეტი დალიეს ვიდრე ჩვენ ვსვამდითმაგათ ასაკში
-რა ბედნიერი ვარ რომ იცოდე
-არ გინდა ახლა ეს ცინიზმი, ბავშვები ხო არ არიან მართლა დავლიეთ კაცურად ვილაარაკეთ . გაიზარდა შენი ნიკუშა და სეეგუე ამ აზრს დიდი ბიწია უკვე
-ვიცი რომ დიდია ,მაგრამ არც იმდენად თქვენ სამს რომ აგყვეთ ...დავიჯერო ვერ ხვდებით რა მაწუხებს?
-რა გინდა ტყუპო? რატო გვიტრაკებ? ნუ გეშინია სტრიპტიზის მოცეკვავესთან არ წაგვიყვანია ...არც შენი ასაკის ნაშა აგვიგდია ა არავის უძალადებია შენს ბიჭზე
-ცოტნე ხრა ლაპარაკია ეს? როდის უნდა გაიზარდო ღმერთო ჩემო შენ ჭკუა არასდროს მოგემატება...
-ყველაფერს ნუ იკვლევ მარიამ, კარგად იქნება სანამ ჩვენ ვსუნთქავთ ნიკუშას და ბავშვებს არაფერი შეემთხვევათ ...ახლა კი წავალთ საქმეები გვაქ ყველას.სენ არ მიდიხარ დღეს ?
-მოგვიანებით სხდომა მაქვს და წავალ... საქმეს ვასრულებ მართლა და წვეულებას ვაწყობთ ხომ მოხვალთ?
-აბა რას ვიზამთ...მაინტერესებს ერთი რა გააკეთეთ ასეთი
-როდის იქნება?
-ჯერ კახეთში მოგვიწევს წასვლა... ერტი კვირითაც შეიძლება.ბავშვებს ნატას დავუტოვებ. მოკლედ მერე გეტყვით რა
-ერთი კვირა რაამბავია აქედან რომ იარო არ სეიძლება?
-აქედან როგორ ჩავიდე და ჩამოვიდე
-კარგი როგორც გინდა, მოკლედ თუ რამე მეც დავრჩები ან ვაფშე ჩემტან წავიყვან ბავშვებს
-არაა საჭირო ... ნატა დარჩება და მიხედავს ყველაფერს. ისედაც დამოუკიდებლები არიან ჩემი სვილები
მოკლედ გავედით ჩვენ ,მადლობა ბახუსი რომ მოგვაშორე რზალო
-კახეთში წასვლა მართლაც აუცილებელი აღმოჩნდა, ინვესტორები რომლებიც საქმეში იყვნენ ჩართულები საქმიანი ვიზიტით სწორედ კახეთში იმყოფებოდნენ.მარიამი და ირაკლიც იმ სასტუმროში დაბინავდნენ და სეუდგნენ საქმეს. რამდენმე დღე ისე გავიდა რომ დროც არ ჰქონდათ,შემდეგ უფრო გათავისუფლდა და მშვიდად ეზოში ჯდომაც შეეზლო.
-ცივა გარეთ ,შენ კი ერთი საათია გაუნძრევლად ზიხარ...არ მეტყვი რაზე ფიქრობ?-ირაკლი მიუჯდა გვერდით. მაგიდაზე წითელი ღვინით სავსე ბოთლი და ჭიქები დადო-შემომიერთდდები?
-დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ
-მე პირველად ვარ ... ბლოს როდის იყავი?
-კონკრეტულად ამ სასტუმროში არ გავჩერებულვართ ... მგონი 7ან 8 წელია რაც კახეთში არ ვყოფილვარ
-საოცარი გარემოა
-ნამდვილად ... თუმცა მე მაინც სვანეთი მიყვარს ყველაზე მეტად
-მარიამ მარგიანის ნამდვილი გავრი რა არის? ვიცი რომ მარგიანი ქმრის გვარია ..იმიტომ გეკითხები რომ მაინტერესებს სვანი ხარ თუ არა
-სვანი არ ვარ ,თუმცა სვანეთის სიყვარულის მიზეზად ისიც საკმარისია რომ სვანეთია
-გვარი მაინც არ მითხარი
-შენ იცი ჩემი გვარი მე მარიამ მარგიანი ვარ
-საშინლად რომ მექცევით ქალბატონო მარიამ ხვდებით და არ გადარდებთ თუ ვერ ხვდებით-დუმილის შემდეგ უთხრა ირაკლიმ და მარიამმაც მხოლოდ მას შემდეგ გახედა- აუცილებლად რამე ისეთი უნდა გითხრა რომ შემომხედო და ამ შემთხვევაშიც დამცინი. შენთან თავი პატარა საწყალი ბიჭი მგონია და საერთოდ არ ვარ ამ ამბით მოხარული.არაფერს მეტყვი?
-რა გინდა რომ გითხრა
-შანსი საერთოდ არ მაქვს?
-შენ ჩემით აღფრთოვანებული ხარ და ახლა რას ელი რომ მეც გადმომედოს ? დიდი ხანია არ განმიცდია ეს გრძნობა და დარწმუნებული ვარ რომ აღარ განმეორდება
-ასეთი კატეგორიული არასდროს უდნა იყო...არ გაგიგია არასოდეს თქვა არასოდეს
-რა შემართებით ხარ - გაიცინა და ღვინო მოსვა
-მარიამ!
-არ გაბრაზდე,უბრალოდ მშვიდად მიიღე ეს ამბავი , ერთ თვეში საქმეს დავასრულებთ და მას მერე ნაცნობებად დავრჩებით ისე როგორც ახლა ვართ
-შენ არ გესმის ... მე
-რა გიყვარვარ? ეს სიტყვა ძალიან არ მომწონს თითქოს მნიშვნელოვანია,მაგრამ ამავე დროს ძალიან უმნიშვნელოა. ჩემთვის დიდი ხანია უბრალო სიტყვად იქცა,მგონი გრძNობა სიყვარული თინეიჯერობისას განვიცადე
-რა გინდა მითხრა რომ შენი ქმარი არ გიყვარდა? მაშ რა გვიშლის ხელს რომ ვცადოთ
-მე მას ვაღმერთებ!
-როგორ შეიძლება ამდენი წლის შემდეგ იგივეს განიცდიდე, შენ ილუზიაში ცხოვრობ შეუძლებელია გარდაცვლილის მიმართ გქონდეს იგივე გრძნობა ...მაპატიე ალბათ საშინლად ვიქცევი ამას რომ ვამბობ არ გამიბრაზდე გთხოვ არც კი ვიცი როგორ გითხრა ისიც მიკვირს ასე მშვიდად რომ მისმენ
-დამშვიდდი, შენ ჯერ კიდევ არ იცი რა არის ნამდვილი სიყვარული .ამბობენ ყველა ვერ განიცდის ამ გრძნობას და თავსი მეორე ნახევარს ვერც კი პოულობსო,მაგრამ მე არ მჯერა ამის .ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ ,ერთ დღესაც გამიგებ . სიტყვებით ამას ვერ ავხსნი და სიმართლე გითხრა არ მიყვარს ბევრი საუბარი
-და იქნებ შენ ხარ ის ქალი ,ჩემი
-მგონი შენ ჩემს მოთმინებას ცდი , მალე გავღიზიანდები კიდეც შენი სითავხედით არადა მინდა მშვიდად აგიხსნა რომ ეს შენი მონდომება ფუჭად ჩაივლის
-პატარა ბავშვივით ნუ მექცევი 30 წლის ვარ და არა 3-ის
-ექვსი წლის წინ სულ სხვანაირი იყო ჩემთვის ცხოვრება, დამიჯერე რამდენიმე წელში იფიქრებ რომ ბავშვი იყავი
-შენი კომპლექსები მაგიჯებს...ახლა იმის გარდა არაფერში ვარ დარწმუნებული რომ საყვარელი ქმრის დაკარგვისგან მიღებული ტრამვა ჯერ კიდევ ვერ გადახარშე, თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევ, მეორე შანსს ყველა იმსახურებს რატომ ისჯი თავს ასე არ მესმის. ახლა კიდევ ჩემი ასაკიც ... პატარა ბიჭს ვგავარ? საერთოდ არაა აშკარა რომ ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ხარ შენ ... შესანიშნავი ხარ
-შენ გგონია რომ ჩემში მკვდარ ქალს გააცოცხლებ? ამას ვერავინ შეძლებს, თუ მცირედი შანსი მაინც ექნება მე უკან არ დავიხევ! თუ წამით მაინც შემეპარება ეჭვი ჩემს გრძნობაში , ერთხელ მაინც დავხუჭავ თვალებს და ვერ დავინახავ დათას სახეს აღარ ვიქნები მარიამ მარგიანი მაგრამ საქმეც იმაშია რომ ამას ვერავინ მოახერხებს! ჩემი მშვიდად საუბრის ლიმიტი ამოწურულია და ავტომატურად გეკრძალება თავხედობის გამოვლინება როგორიცაა ჩემი პირადი გრძნობების განხილვა, სხვა ადამიანების თვალწინ მოშტერება, თვალების ჟუჟუნი და კიდევ ის ატასი სისულელე რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდი, რომ შეიძლებოდეს დიდი სიამოვნებით აგიკრძალავდი ფიქრსაც კი რადგან შინაგან ზიზღს განვიცდი როცა ვიცი რომ ვიღაც სხვა ფიქრობს ჩემზე ! სამწუხაროა რომ არ შემიძლია ,სამაგიეროდ შენ შეგიძლია და ბოლო თვეს ისე გავატარებთ რომ ამ დიალოგს აღარ მივუბრუნდებით. ტკბილ ძილს გისურვებ ირაკლი- ჭიქა მის ჭიქას შეახო ბოლომდე დაცალა თავისი ღვინო შემდეგ გაუღიმა, ჩვეული დამშვიდობების ჟესტი გამოიყენა და წავიდა. ირაკლი კი ისევ თვალებანთებული უყურებდა,დამუნჯდა, ცხოვრებასი პირველად ქალმა მეტყველების უნარი წაართვა.
არც მანამდე აწუხებდა ირაკლიზე ფიქრებით თავს,მაგრამ ბოლო ერთი თვე შინაგან რაზსაც კი ვეღარ გრძნობდა და უღიარებელ სიამოვნებას განიცდიდა . სიამოვნებას სწორედ იმით განიცდიდა რომ მასზე არავინ ფიქრობდა ,არავინ უყურებდა დაჟინებით და არც კი ფიქრობდა . შესაძლოა ფიქრობდა კდიეც,მაგრამ ფაქტია თავს იკავებდა.
„როგორ მიყვარდა ზაფხულის ცხელი ამინდები,ისეთივე მწველი როგორიც შენი ყოველი შეხება იყო. მგონი ის ქალი ვარ რომელსაც ყველა და ყველაფერი შენს გამო უყვარდა, შენ იყავი ის ვის გამოც ვიყავი ყოვლისშემძლე, როცა რაღაც კარგად გამომდიოდა ორმაგად მახარებდა ის ამბავი რომ შენ ჩემით იამაყებდი არადა საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა შენთვის ამ ყველაფერს,შენ მხოლოდ ჩემი ბედნიერება გჭირდებოდა . ბოლოს ჩვენ მაინც ერთმანეთი გვაბედნიერებდა. შენ ჩემზე იყავი დამოკიდებული მე კი შენზე, შენი საყრდენი მე ვიყავი დაცემულს ჩემი იმედი გქონდა მე კი შენი... შენი არსებობა მარწმუნებდა შესაძლებლობებში, ვიცოდი რაც არ უნდა მომხდარიყო ყველაფერს გავუძლებდი.
გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, ბევრისთვის არასასურველ ფაკულტეტზე ჩავაბარე ,მაგრამ მე ეს მინდოდა შენც მხარს მიჭერდი. ჩემებს სურდათ რომ დიპლომატი გავმხდარიყავი არადა მე ხელოვნების გარდა არაფერი მიყვარდა. ახლა რომ ვფიქრობ მიკვირს როგორ ვცხოვრობდით ერთად საერთოდ როგორ გვესმოდა ერთმანეთის იმდენად განსხვავებულები ვიყავით შენ ყოველთვის გიყვარდა სწავლა , საერთოდ არ გეხერხებდოა ხატვა, არც სიმღერა საერთოდ ხელოვნებისგან შორს იყავი.მე რომ მხატვრებს ვეცნობოდი შენ მოსმენაც კი არ შეგეძლო თავიდან,სამაგიეროდ მე ბიზნესის ამბებს ვერ ვიტანდი. შენ ქიმიაზე გიჟდბეოდი, ცდებს ატარებდი სკოლაში, მაგ დროს პატარა ვიყავი მაგრამ არც არასდროს მესმოდა ქიმია, ბუზღუნით მოვდიოდი შენთან შენ კი დამცინოდი ცხვირზე თითებს მჭერდი „ზარმაცუნა მართა ხარ“ მეტყოდი და დიდი წამების შემდეგ მიხსნიდი ჩემთვის მაინც გაუგებარ ქიმიას. ამის დამსახურებით ვაბარებდი გამოცდებს. ფიზიკაც გიყვარდა , საერთოდ სადმე ცდა თუ ტარდებოდა ყველაფერი მოგწონდა. ვერ ხატავდი მაგრამ ყველაფერი გამოსდიოდა შენს მულტიფუნქციურ თითებს. შენი თითები ეს უბრალოდ შემოქმედების ნიმუში იყო, ვგიჟდებოდი,ნაწილებად ვშლებოდი როცა მეხებოდი .თითის წამიერი შეხებაც კი საკმარისი იყო ჩემში გრძნობების ფეიერვერკის წარმოსაქმნელად.
ყოველთვის მაგიჟებდა შენი სიმშვიდე,მოთმინების უნარი როდესაც მე პირველი კოცნის შემდეგ სურვილის ვერ ვიმორჩილებდი.მგონი სუნთქვა არ მინდოდა იმდენად რამდენადაც შენი კოცნა,ჩახუტება ან უბრალოდ შეხება. შენ კი მაწამებდი, იცოდი რასაც ვგრძNობდი , ყველა ჩემს გამოხედვას, მოძრაობას ხსნიდი და დამცინოდი. რა საშინელი ბიჭი იყავი, როგორ მაწვალებდი მთელი სამი წელი. მომიახლოვდებოდი, ჩამეხუტებოდი, ყელში მაკოცებდი ანდაც ლავიწზე მერე შემომანათებდი ცისფერ თვალებს და ყველაფერი ქრებოდა. იქნებ მკოცნიდი კიდეც და მე ვერ ვხვდებოდი, არა ეს სისულელეა შენი ყოველი შეხება ტუჩებს ისე მწვავდა რომ 100 წლამდე რომ ვიცხოვრო მაინც მემახსოვრება.
შენი ყოველი ქმედება ჩემდამი გრძნობას გამოხატავდა და ყველაფერს ისე აკეთებდი რომ კომფორტის ზონიდან არ გამოვდიოდი. თითქოს ზუსტად იცოდი როდის როგორ უნდა გემოქმედა.ისე გადიოდი საფეხურებს რომ მე ფიქრიც კი არ მჭირდებოდა, არ მაწუხებდი საერთოდ პრობლემას არ მაჩვენებდი. თითქოს იცოდი რომ წახვიდოდი და უამრავ საქმეს დამიტოვებდი , მარტოს დამტოვებდი ცხოვრების წინაშე , იქნებ ვერ გამეძლო შენ რომ ხელისგულზე მატარებდი ყველაფერი იმდენად მარტივი იყო მაშინ თითქოს 30 წლის ასაკში გავიზარდე.
ივნისში როდესაც სწავლა დავასრულე ვახშამზე დამპატიჟე, მეგონა რომ სწავლის დასრულებას ავღნიშნავდით. შენი წარმატებები საქმეში ყოველთვის მახარებდა, შენი მიზანმიმართულობა მისაბაძი იყო ჩემთვის და ვამაყობდი რომ მარტომ შეძელი სწავლასთან ერთად საკუთარი საქმის დაწყება,თანაც მეტად რთული ეკონომიკური მდგომაროების დროს. იმ პერიოდში საქმე გააფართოვე და ვფიქრობდი რომ ამასაც ავღნიშნავდით. შენ კი ჩვეულებრივ შოკში ჩამაგდე , ჩვეულებსამებრ ყვავილით დამხვდი ამჯერად ვარდთ ჩემი საყავრელი თეთრი ვარდით
-პრინცესა დედოფალი ხდება ჩემს დედოფალს ყვავილების დედოფალი - გამიღიმე ლოყაზე მაკოცე ,ხანგრძლივად,ტკბილად და თან ჩემი თმის სურნელიც ღრმად შეისუნთქე. არ გიყვარდა მსგავსი გაფორმებული საუბრები, საერთოდ ბანალური რომანტიკული გქმედებები არ გახასიათებდა, ორივეს ხელოვნურობად მიგვაჩნდა ყველაფერი რაზეც ფიქრი იყო საჭირო,ორივემ ვიცოდით რომ არ გვჭირდბეოდა განსაკუთრებული საჩუქრები ყოველ ვალენტინობას, დაბადებისდღეზე ანდაც ახალ წელს. ყვავილები კი უბრალოდ შენი იყო, წრფელი და გულიდან წამოსული.
-დედოფალი რატომ გავხდი დიპლომიანი გოგო რომ ვარ? -წაგეკეკლუცე და თვალებგაბრწყინებულმა შემოგხედე
-არა მაგიტომ არა
-აბა რა ხდება?
-პირდაპირი მნიშვნელობით დედოფალი უნდა გახდე მე კი შენს გვერდით ტახტზე მაქვს პრეტენზია
-რა კარგ განწყობაზე ხარ დათიკოო
-დათიკოს რომ მეძახი მინდება მოვიდე და გაგაგიჟო
-აქ ხარ და შეგიძლია სცადო
-ჩემი დიპლომიანი გოგო ძალიან გამითამამდაოოო
-გეყოს
-რა მეყოს?
-ასე ღიმილი და თვალების ციმციმი
-არაა არ მეყოფა,მთელიდ დარჩენილი ცხოვრება არ მეყოფი ჩემო დედოფალო
-ისევ დედოფალო? რა ხდება დღეს ვერ გცნობ- წითელი ღვინო მოვსვი , დაბნეული ვიყავი. ვგრძნობდი რომ ის საღამო კიდევ ერთ გარდატეხას მოახდენდა ჩცენს ცხოვრებაში
-ვივახშმოთ, დღეს დამღლელი დღე გქონდა ამდენი მმილოცვა მიიღე . რთული პერიოდი დაასრულე
-კარგად ვარ დათა, შენ არ მტოვებდი და შესაბამისად ენერგიით ვარ სავსე
-გამოუძინებელი ხარ, დასუსტებული და ენერგიით სავსე?
-რა გინდა მითხრა რომ ცუდად გამოვიყურები?- წავიგოგოშკე, წარბები შევკარი და გაბუტულმა შემოგხედე, მიყვარდა შენთან პატარა წირვეულ ბავშვს რომ ვემსგავსებოდი. არაფერი გითქვამს ჩაიცინე, ქვემოდან ამომხედე და ჩემი ხელი ტორში მოიქციე ,ტუჩები ხელისზურგზე შემახე და თვალები დახუჭე
-ნებისმიერ მომენტში , ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩემი ანგელოზი იქნები ! მთავარია ბედნიერი იყო მე ესეც მეყოფა თუ შენ მეტს არაფერს გაიმეტებ ჩემთვის
-დათაა - ისევ დავიბენი, წამოვწითლდი . განა მრცხვენოდა აქ რა იყო სასირცხვილო,უბრალოდ სინაგან ფორიქას ასე გამოვხატავდი.
როცა მხოლოდ მე და შენ დავრჩით ჩემი სახე ხელებში მოიქციე და მაკოცე,ისევ ისე ნაზად და ფრთხილად. წამიერად ღელვა ვიგრძენი,წამით ისე ამოისუნთქე მივხვდი რომ რაღაც მნიშვნელოვანს მეტყოდი
-დათა რამე ხდება
-მინდა რომ დავქორწინდეთ, მჭირდები. აღარ შემიძლია უშენოდ დაწყებული დილა და დასრულებული დღე .თუ შენც იგივეს განიცდი და ამჯერადაც ორმაგია ჩვენი გრძნობები უბედნიერეს კაცად მაქცევ
ვიცოდი რომ ხელს სანთლების შუქზე არ მთხოვდი, არც ბუშტებით ,ბანერებით ან ტორტის ნაჭერში დამალული ბეჭდით ,მაგრამ ასე პირდაპირაც თუ მეტყოდი ვერ ვიფიქრებდი. თუმცა ეს ხელისთხოვნა არ იყო, უბრალოდ გრძნობებს მიმხელდი,როგორც ყოველთვსი ამჯერადაც ჩემს პასუხს ელოდი. დარწმუნებული ვარ დიდხანს იფიქრე მზად ვიყავი თუ არა, მე ხომ ყოველთვის ფერია ვიყავი,ნაზი და ემოციური. როგორც მეუბნებოდი ყვავილს ვგავდი ,რომელსაც არსებობისთვის განსაკუთრებული გარემო სჭირდებოდა. არაფერი შეიცვლებოდა ჩვენს შორის მე რომ უარი მეთქვა. ისევ ჩამეხუტებოდი,მაკოცებდი ყელში და სუნთქვაშეკრული მხოლოდ ჩემს სურნელს შეიგრძნობდი. არც კი ვიცოდი როგორ გინდოდი, როგორ გიდუღდა სისხლი ჩემი ყოველი შეხებისას,რად გიჯდებოდა თავშეკავება. მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის არ აგერია გონება, მე შენი ერთი კოცნაც კი მადნობდა უფრო შორს რომ შეგეტოპა ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მე კი მანამდე ნამდვილად არ ვიყავი მზად ცოლის სტატუსის მისაღებად. შენი ცოლობა კი ამქვეყნად ყველაზე დიდი ჯილდო იყო რაც კი ღმერთმა მიბოძა.
ახლაც მესმის გულსიცემა, საკუთარი გულის ხმა და ვგრძნობ ბედნიერებისგან აჩქარებული სისხლის დენას ძარღვებში. ღმერთო როგორ გამაკვირვე, გამაოცე და გამახარე. სიტყვაც ვერ ვთქვი თვალები ამემღვრა და დადებითი ემოციებისგან ცრემლებმა ჯებირები დაარღვია. როგორ ვნანობ იმ წამიერ ტკივილს შენს თვალებში გამკრთალს, წამიერად მაგრამ მაინც გაგიჩერე გულისცემა იფიქრე რომ შემაშინე,გამაბრაზე,მაწყენინე რომ უადგილო იყო შენი სიტყვები. გეგონა რომ დამღლელი წლის შემდეგ არ იყო ამის დრო. არც კი ვიცი კიდევ რა იფიქრე იმ რამდენიმე წამში სანამ სიტყვის თქმა შევძელი
-შეგიძლია ათვლა დაიწყო ბედნიერების მწვერვალზე აგიყვან ჩემო მეფეო
გაკოცე, ხელები ყელზე მოგხვიე და ტუჩებზე დაგეკონე. შენი გავარვარებული ბაგეები მწვავდნენ. ცრემლებით დანამული თვალები დამიკოცნე, ისე იცინოდი როგორც არასდროს. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მუხტის მატარებელი იყო შენი ღიმილი ,გეფიცები მე ყველა მახსოვს. ყველას ვგრძნობ , ისევ გგრძნობ დათა,ჩემო ხელმძიფევ!
შენ მე დედოფლად იმ დღეს მაქციე , როცა პირველად მომხვიე ხელი...
შენ ჩემი მბრძანებელი იყავი!
მხოლოდ ჩემი!
ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი დათა !
ჩემი მეფე ,დედოფლის ერთადერთი მბრძანებელი!
გაღმერთებ დათა !“
ბავშვებთან ერთად იყო სახლში ,შაბათ-კვირას მათთან ერთად ატარებდა. ნიკუშას თამაშზე წავიდნენ, შვილს და მის მეგობრებს გულშემატკივრობდა შემდეგ მათთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას. სახლში დაქანცულები დაბრუნდნენ, მოწერიგდნენ და ყველა სხვადასხვა მხარეს წავიდა. მარიამმა ვახშმისთვის მზადება გადაწყვიტა, იცოდა ბავშვებს გვიან მაინც მოუნდებოდათ რამე ამიტომ დროის გაყვანის საშუალებაც იპოვნა და ორ საათში ვახშამიც მზად ჰქონდა. კარზე ზარის ხმა რომ გაიგო გაუკვირდა არავის ელოდა, იფიქრა დუდამ ცოტნესა და მათეს გარეშე მოიწყინა და სტუმრობა გადაწყვიტაო. კართან მიირბინა და სწრაფად გააღო. ღიმილი სახეზე შეეყინა ზღურბლს მიღმა მდგომი რომ დაინახა, შეცვლილი იყო წლებს მასზეც მოეხდინა გავლენა, სრულიად სხვანაირი იყო ,მაგრამ მარიამმა მაინც იცნო. იცნო ბიჭი ვის გადასარჩენადაც გასწირა თავი დათამ. ერთაერთხელ შეხვდა და მას შემდეგ მთელი ხუთი წელი იყო გასული
-გამარჯობა ქალბატონო მარიამ მე ... ალბათ ვერ მიცანით
-ანდრეა ... ანდრეა ხარ ხომ?
-დიახ მე ვარ ...არ მეგონა თუ მიცნობდით - ბიჭს აშკარად უჭირდა საუბარი,ქალს თვალს ვერ უსწორებდა, თითებს ნერვიულად იმტვრევდა- მე ...უბრალოდ მინდოდა თქვენი ნახვა მაპატიეთ მე არ უნდა მოვსულიყავი,ალბათ საშინელი აზრი იყო ბოდიში,მაპატიეთ გთხოვთ თუ შეგიძლიათ მე უბრალოდ
-საუბარი გინდოდა ხომ?
-არ გამოვა... წავალ მე მაპატიეთ
-შემოდი ,რადგან მოხვედი ე.ი სურვილი გქონდა აღარ ღირს უკან დახევა- უკან დაიხია და თვალები წამით დახუჭა. ძალას ეძებდა თავის შესაკავებლად, არ სურდა მოგონებების გახსენება, იმ დროს არ შეეძლო
ბიჭი ყოყმანის შემდეგ შევიდა,უკვე მისაღებში იყვნენ ტყუპები რომ შევიდნენ უკან სირბილით მიჰყვებოდათ ელენა
-კესოო დამიბრუნეთ ჩემი თმისსამაგრი კესოო კარგი რაა
-არააა ჩვენ გვექნება ...დეე უთხარი რომ
-სტუმარი გვყოლია - უცებ გაჩერდნენ ტყუპები,ელენა რომ შევიდა და უკან მიიხედა უცებ აიწურა. არ უყვარდა უცხოებთან მსგავს უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა. მარიამმა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ბიჭები ისე შევიდნენ
-რა დღეში ხართ მთელს სახლში თქვენი ხმა ისმის...ვიღაცას მოხვდებააა - ნიკუშა იცინოდა და დემეტრეს ზურგიდან ეხვეოდა ხელები მის მხრებზე ჰქონდა დაწყობილი და გოგონებს უყურებდა
-სტუმარი გვყავს ნიკოლოზ-ელენამ თვალებით ანიშნა გაჩუმდიოდა და ოთახის მეორე ბოლოში მდგომზე მიუთითა
-ვაა ვინ სტუმარი ?
-ანდრეა ...ანდრეა შონია -მარიამმა სახელი რომ თქვა ელენამ და ნიკოლოზმა წამსვე გაიხსენეს ბჭის ვინაობა. ნიკოლოზს თვალები აენთო , ბავშვებზე დაკვრივებით გართულ ბიჭს ეს არც კი შეუმჩნევია ფერდაკარგული იჯდა და ტყუპებს უყურებდა, შემდეგ დემეტრეზე გადაჰქონდა მზერა თითქოს მათი ვინაობის დადგენას ცდილობდა
-დემე ტყუპები ზემოთ აიყვანე ითამაშეთ
-არ გვინდა რაა ...
-დემე აიყვანე - ნიკოლოზმა ისევ გაიმეორა და ბავშვები გაუშვა.მარიამსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. ჯერ კიდევ თავის დამშვიდებას ცდილობდა-შენ აქ რას აკეთებ ?
-ნიკოლოზი ხომ? უკვე დიდი ხარ...გაიზარდეთ. გავიზარდეთ
-ხო არა? რა კარგია შენც გაიზარდე? შეიცვალე ,განიკურნე?
-შენი მესმის ალბათ ვერ მიტან გეზიზღებით ყველას ,მაგრამ მე არც კი ვიცი აქ რატომ მოვედი ალბათ იმიტომ რომ სინდისის ქენჯნას ვერაფერს ვუხერხებ . უბრალოდ უნდა დავრწმუნებულიყავი რომ შეძლებისდაგვარად კარგად ხართ. მე წავალ
-არც უნდა მოსულიყავი! უფლება არ გქონდა
-ნიკუშა ...
-ელენე !
მარიამი არაფერს ამბობდა,უბრალოდ ნიკოლოზს გახედა და ესეც საკმარისი იყო წამსვე გაჩერდა ბიჭი. ანდრეა უკვე გასასვლელად ემზადებოდა ძლივს მიაბიჯებდა,თითქოს მხრებზე უმძიმესი ტვირთი ჰქონდა რომელიც მოძრაობას უზღუდავდა. თვალები იატაკისკენ ჰქონდა დახრილი და ისე იყო სახეწაშლილი თითქოს ცოცხალიც არ იყო.
-ანდრეა ცოცხლობ თუ ისევ არსებობ - მარიამის ერთადერთმა წინადადებამ ადგილზე გააქვავა, თითქოს ძალა მოიკრიბა.ქალისკენ შებრუნდა და სწორედ ის უთხრა რისთვისაც იყო მისული
-ზღვარზე ვარ , სიცოცხლისკენ ვიკვლევ გზას !
-მიხარია
-გმადლობთ , ყველაფრისთვის იქნებ ოდესმე მაპატიოთ კიდეც
-ჩვენ არა,შენ საკუთარ თავს უნდა აპატიო
ანდრეა ქავიდა, სულ რამდენიმე წუთი და სახლში ისევ ტკივილი გამეფდა. წუთების წინ ბავშვების კისკისი ისმოდა, მხარულად დარბოდნენ სიცოცხლე ჩქებდა სახლში. ახლა კი გაქვავებულები ისხდნენ.
-როგორ გაბედა მოსვლა...არ მესმის
-შენ რა გგონია რომ კმაყოფილია? ვერ ხედავ როგორაა?
-იცავ ელენა?
-არა მე უბრალოდ შემეცოდა...ისეთი სახე ჰქონდა
-მის გამო მამა აღარაა ,ეს არაა საკმარისი იმისთვის რომ არ გეცოდებოდეს?
-გეყოფა,ნუ ხარ ასეთი დაუნდობელი.მიტევება სულისთვის ყვ..
-არ მაინტერესებს ! მე ვერასდროს ვაპატიებ მივდივარ ...არ დამირეკო!- უცებ მიაყარა მარიამისკენ წამით გაიხედა თავჩახრილ ქალს მზერა ვერ გაუსწორა სწრაფად დატოვა სახლი. ოთახში კი მხოლოდ ელენა და მარიამი დარჩნენ.
-დე კარგად ხარ?
-არ უნდა გეცოდებოდეს... სიბრალული ადამიანებს ანადგურებთ! უნდა გესმოდეს მისი ტკივილი ,მაგრამ სიბრალულის გრძნობა არ უნდა გქონდეს
-დედა შენ ცუდად ხარ
-მაპატიე მე... ზემოთ უნდა ავიდე- ფეხზე ისე წამოდგა თითქოს უსულო სხეული იყო მარიონეტი რომელსაც რაღაც ძალა გადაადგილებდა. ელენას გვერდით დაუდგა, ლოყაზე მოეფერა და შემდეგ დატოვა. საშინელი დედა იყო , გრზნობდა რომ ბავშვებს სჭირდებოდათ,მაგრამ სუსტი იყო.ლაჩარი და არ შეეძლო მათი დამშიდება როდესაც გული ნაწილებად ეფლითებოდა,უნდოდა დავარდნილიყო და ბოლო ხმაზე ეღრიალა , ცრემლებად დაღვრილიყო ეყვირა ,ეტირა ,მაგრამ ის მიდიოდა. დათას ოთახში, თავის საძინებელში მიდიოდა. საწოლზე რომ დაწვა და დათას ფოტო მკერდზე მიიკრა შემდეგ დაიწყო სუნთქვა, პირით სუნთქავდა, თითქოს ხრიალებდა ყელში უჭერდნენ და ახრჩობდნენ. ბოლოს როგორც იქნა ამოისუნთქა,თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთის შემდეგ ელენესთან გაიქცა. სამზარეულოში იყვნენ ოთხივე
-დეეე ამ საღამოს მულტფილმს ვუყუროთ?
-ვუყუროთ ...
ბავშვებს აკოცა და მათთანჩამოჯდა. ელენას უყურებდა ის კი საპასუხოდ არაფერს აკეთებდა. ვერ მოისვენა სანამ ბავშვები არ გავიდნენ
-კარგად ხარ?
-ცუდად რატომ უნდა ვიყო დედა? რა ცვლის იმ ბიჭის გამოჩენა ...მამა აქამდეც გარდაცვლილი იყო,აქამდეც გვტკიოდა. მე არ მესმის ნიკოლოზის ,მამა სულ გვეუბნებოდა რომ ყველა ადამიანს საკუთარი შინაგანი ტკივილი აქვს, რომ უნდა შეგვეძლოს მიტევება. მიტევება თუ სჭირდება ესეც საკითხავია, ის საკუთარ თავს ერჩოდა მამასთვის რამის დაშავება ხომ გამიზნული არ ჰქონდა . არც ღირს ამაზე საუბარი ,მე კარგად ვარ დედა შევეგუე და შენც რომ ასე იყო კარგი იქნებოდა.შენ კარგად არ ხარ დედა
-მიხარია რომ ასე ფიქრობ, შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ. იმპულსური და ზოგჯერ ძალიან ემოციური ,მაგრამ მაინც საოცარი გოგო ხარ
-ემოციები რომ არ არსებობდეს ქანდაკებები ვიქნებოდით,ასე არ არის?
უღიმოდა დედას, ეხვეოდა და მის სითბოს შეიგრძნობდა. მარიამი სუსტი იყო, იმის ნაცვლად ბავშვები გაემხნევებინა თავად ვერ იკავებდა თავს.
ბავსვებმა ერთად უყურეს მულტფილმს, ნიკოლოზი ისევ არ ჩანდა. შუაღამე იყო სახლში რომ შევიდა, მარიამი საძინებელში იჯდა პირდაპირ შევიდა და გვერდით მიუჯდა,თითქოს იცოდა ზუსტად სად იქნებოდა . ცოტა ხანს დუმდა ,შემდეგ თავი მხარზე დაადო და ხელები მოხვია.მარიამმა თავზე აკოცა . ისხდნენ ასე მანამ სანამ არ ჩაეძინა, მარიამს წამითაც არ მოუხუჭავს თვალი. საბანი დააფარა ბიჭს და მთელი ღამე უყურებდა, არ იცოდა კარგი იყო ნიკუშას ასეთი დმაოკიდებულება თუ არა, მხოლოდ ის იყო უდავო რომ ვერაფერს აიძულებდა.
მას შემდეგ რამდენიმე თვე ისე გავიდა რომ ანდრეა ერთხელაც არ უხსენებიათ, დაივიწყეს გონებიდან ისევ გააქრეს. მარგიანებს ერთი საოცარი თვისება ჰქონდათ, უარყოფითი ემოციების უგულებელოფა შეეძლოთ,თვალების დახუჭვა იმ შემთხვევასიც კი სირაქლემას პოზიციაში თუ გადადიოდა მათი ქცევა. ერთმანეთი ჰყავდათ და გონების გაწმენდა უარყოფითი ემოციებისგან არ უჭირდათ. თანაც ყოველ დრე იმდენი საქმე ჰქონდათ, იმდენად დატვირთული იყო მათი ცხოვრება რომ ფიქრისთვის დროც კი აღარ რჩებოდათ.
ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად შეხვდა, მშობლები,მეგობრები და შვილები. ჩვეულებისამებრ კარგად გაატარეს დრო, მშვიდ გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად. სიცივეს ისევ ვერ ეგუებოდა ზაფხულის მოგონებებს უბრუნდებოდა და წერას ისევ აგრძელებდა
„ქორწილი ივნისის ბოლო დღეს გვქონდა. ყველაფერი იმდენად ემოციური იყო როდესაც ფოტოებსა და ვიდეოს ვუყურებ ყველაფერი თავიდან მახსენდება. დუდა შენი მეჯვარე იყო , მათე წუწუნებდა ნაწყენი იყო მანამ სანამ ჩემი მეჯვარის ვინაობა არ გაიგო,მერე ნამდვილა აღარ სურდა სალომესთან ერთად ყოფილიყო ხელისმომკიდე. ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო, დეხვეწილი, სადა და გრძნობებით სავსე. ყველა ბედნიერი იყო ჩვენს ირგვლივ, მგონი ყველა იქ მყოფს ახარებდა ჩვენი ქორწინება.
მთელი დღე ისე ვღელავდი გულისცემა წამიტაც არ დამშვვიდებია . შენი ყოველი შეხება გულს მიჩქარებდა, ბედნიერებისგან დავფრინავდი. რა პატარა ვიყავი, მეოცნებე,მეამიტო გოგონა რომელიც ჯერ კიდევ ვერ ტოვებდა ბავშვთა სამყაროს. შინაგან მორცხვობას ვერაფერს ვუხერხებდი შენ კი ყოველთვის ზედმეტად ზრდასრული იყო,ყოველთვის დიდი ბიჭი იყავი მე კი პატარა გოგო რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდი.
ჩვენი ცეკვა საოცრება იყო, ბევრჯერ გვიცეკვია მანამდე და მას შემდეგაც ,მაგრამ ისე არასდროს. რამდენიმე ასეული ადამიანი ისე გაქრა მელოდიის დაწყებისას თითქოს არც არსებობდნენ, მხოლო შენი შეხება,შენი თვალები,შენი სუნთქვა რომელიც მტელს სხეულზე მეებოდა, არცერთ უჯრედს ტოვებდა ურეაქციოდ. ნეირონებს მითიშავდი და ბოლომდე შენზე დამოკიდებულს მხდიდი, არასდროს არაფერი მიგითითებია ისე მმართავდი ვერც კი ვიაზრებდი რომ შენს სურვილებს ვასრულებდი. საოცარი უნარი გქონდა ჩემი სურვილიების შენს სურვილებთან გაერთიანების. სულ ამბობდი რომ მბრძანებელი ჩვენს შორის მე ვიყავი,მაგრამ დღემდე მგონია რომ ასე არ იყო. ნეტავ ვიცოდე რომ ნამდვილად ბედნიერი იყავი ჩემთან, რომ ყოველი დღე რომელიც ჩემთან გაატარე შენთვისაც ისეთივე საოცრება იყო როგორიც ჩემთვის. ჩვენი ცოლ-ქმრობის პირველივე დღიდან მქონდა შეგრძნება რომ ემოციებს შენს მიმართ ბოლომე ვერასდროს გამოვხატავდი, რომ შენ უფრო მეტს მაგრძნობინებდი ვიდრე მე. იქნებ სჯობდა უფრო მეტი გვესაუბრა,არადა უსიტყვოდაც მესმოდა შენი. შენი წასვლის შემდეგ უამრავი კითხვა მაწუხებს, ყველაფერი ძალიან მარტივია,მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ნიუანსი რაც კი მე და შენ გვეხება.
ჩვენი ქორწილი არავის დავიწყნია დამიჯერე, დღემდე ყველა იხსენებს დროს როდესაც ბოლომდე გაერთნენ. გახსოვს რამდენი ვიცეკვეთ? ბიჭები სულ გაგიჟდნენ, არც ჩემი გოგონები აკლებდნენ . ნამდვილი სიგიჟე იყო , დღე როდესაც წამითაც არ გამქრალა ჩვენი სახიდან ღიმილი, არც ერთი წამით მოგვიწყენია.მხოლოდ ღიმილის ფაზებს ვცვლიდით. შენი ჩაცინებები, ჩემი უხერხული ღიმილები შენი გიჟი ბიჭების კომენტარებზე, საერთო ხმაში ხარხარი იმათ გიჟობებზე , ცეკვის დროს კისკისი მგონი მას შემდეგ ისე არ გამიცინია . ის სულ სხვა იყო , დღე რომელმაც ყველაფერი შეცვალა! მას შემდეგ ვფიქრობ რომ წამითაც არ უნდა დაგვეკარგა დრო, არ უნდა დამლოდებოდი. მანამდეც ერთად უნდა გვეცხოვრა, სულ ჩემთან უნდა მყოლოდი არ მეყო 11 წელი დათა , თითქოს ბევრი რამ მოხდა ,მაგრამ მაინც ძალიან სწრაფად გაფრინდა ჩვენი წლები დათა !
ახლა რომ ვიხსენებ მგონი პირველად იმ ღამეს მაკოცე და სხვა ყველა ამბორი იყო. მართალია უკეთესებიც გვქონია ,ბევრად უკეთესიც ,მაგრამ არც ისე ცუდად გკოცნიდი ვგონებ. შენ ხელოვანი იყავი,მაგრამ აღიარე რომ შენც დაიხვეწე . ხელში რომ ჩაგადნი იმ ღამით და წლების შემდეგ დამცინოდი ეგ თუ გახსოვს ბატონო დავით! არა მაინც რას მიშვებოდი ამ პატარა გამოუცდელ გოგოს, ყველაფერი შენი ბრალი იყო ქორწინებამდე 14 წელი გიცნობდი და ნეტავ ვისი დამსახურება იყო ასე რომ ვცახცახებდი შენს მკლავებში მოქცეული, ისე ნეტავ რა გამომეტყველება მქონდა ასეთი ჩემი მოფერება რომ შეწყვიტე, მგონი ისე შეგეშინდა იფიქრე უთუოდ ხელში ჩამაკვდებაო. ნეტავ შენ რომ ნერვიულობდი ჩემზე ისე მე თუ ვღელავდი. სულ ფაიფურის თოჯინად აღმიქვამდი, სულ იმ პატარა 6 წლის გოგოდ წვიმის წვეთებისგან რომ დაიცავი.არა როგორ იფიქრე რომ ყველაფერს შეწყვეტდდი,მომეხვეოდი და ისე დავიძინებდით ნეტავ სულ არ მეტყობოდა რა მემართებოდა შენი შეხებისას? არა ზოგჯერ ყველაფერს პირიქით იგებდი, კარგი ხო სულ ცოტა მეშინოდა ახლა ისე მეცინება მაშინ კი გული თუ არ გამისკდებოდა ამდენი ემოციისგან არ მეგონა. შენ შეგეძლო უბრალოდ სამყაროსგან მოგეშორებინე, დაგედუმებინე და ყველა ფიქრი გაგექრო. ის ღამე მაინც ყველაზე ემოციური იყო,მიუხედავად იმისა რომ მას შემდეგ მივხვდი რა გარყვნილ კაცს გავყევი ცოლად. ახლა არ მითხრა შენ ხარ გარყვნილიო, ყველაფერი შენი ბრალია შენ მაგიჟებდი მიწვევდი და რა მექნა? ჩემს ფანტაზიებს სანამ გასაქანს მივცემდი მანამ რეალობაში ვახორციელებდით. შენი ბრალია შენ გააქრე მორცხვი მარიამი ,ახლა გამახსენდა როგორ გემალებოდი მეორე დღეს, ისე ჩავძვერი საბანში კიდევ კარგი არ დავიგუდე. ჰმ,ახლა ისიც გამახსენდა როგორ ხარხალებდი საზიზღარო ! მერე შენც საბანში შემოძვერი და ასე ტუჩებმოკუმული მიყურებდი,იმდენ ხანს მიყურებდი ბოლოს ნერვები ვერ მოვთოკე და თავად გაკოცე. დანაშაულად მიმაჩნდა როცა ახლოს იყავი და ვერ გკოცნიდი. როცა მაკოცებდი მერე ვერ გიშვებდი , მინდოდა არასდროს წასულიყავი სულ ჩემს გვერდით ყოფილიყავი და ყოველ წამს დამეკოცნა შენი მხურვალე ტუჩები. გეფიცები ვერ ვხვდები როგორ ვარსებობ შენს გარეშე ,როცა ვიაზრებ რომ თვალებს გავახელ და შენ ჩემს გვერდით არ იქნები. მაშინაც კი როცა წასული იყავი დილა შენი ხმის მოსმენით იწყებოდა. ახლაც გისმენ ხოლმე, თვალებს არ ვახელ მობილურში ვრთავ ჩანაწერს და თავს ისევ ილუზიას ვახვევ . არ მიყვარდა თავს რომ ვიტყუებდი ახლა კი ყოველ წამს თავს ვიტყუებ, სხვა გამოსავალი არ მაქვს ჯერ კიდევ ვჭირდები ჩვენს შვილებს . ვიცი გიჟდები ყოველი ჩემი ფიქრის მოსმენისას ,მაგრამ თავს ვერ ვიკავებ ზოგჯერ ისე მინდა ყველაფერი დავასრულო და შენთან წამოვიდე,მერე მეშინია რომ შენთან ვერ მოვხვდები ღმერთი დამსჯის და ჯოჯოხეთის ალი მშთანთქავს. ყოველთვის მეგონა რომ თვითმკვლელობაზე არასდროს ვიფიქრებდი,რომ ეს სუსტი ადამიანებისთვის იყო მხოლოდ. მე თურმე უშენოდ უსუსური ვარ , სრულიად უმწეო ვარ დათა ! ხედავ? წამითაც ვერ ვივიწყებ რომ გვერდით არ მყავხარ ჩვენს საუკეთესო პერიოდსაც კი ვერ ვიხსენებ,თუმცა ყოველი წამი საუცხოო იყო. ჩვენ ხომ არცერთხელ მოგვბეზრებია , ყოველთვის გვინდოდა ერთად ყოფნა,ყოველ დღე უფრლ მიყვარდებოდი. მე ცოლი არ ვიყავი მე მუდამ ის წალი ვიყავი ვისაც ეტრფოდი, ვისკენაც ილტვოდი ისე თითქოს ყოველ ჯერზე პირველად მეხებოდი. ჩემი იყავი,მაგრამ მაინც შენთვის ვიბრძოდი თითქოს თავბრუს გახვევდი ჩემს მკლავებშ რომ მომექციე. იმდენ სიგიჟეს ჩავიოდით ერთად, არაფერი გვაჩერებდა არც მომატებული წლები არც გარემოებები. ნებისმიერ დროს შეგეძლო ხელი წელზე მოგეხვია და ისე შეაღწევდნენ შენი თავხედი თითები სამოსის ქვეშ თითქოს არც კი მოქმედებდი. შეგეძო საუბარი გაგეგრძლებინა სრულიად მშვიდად, მიმიკასაც კი არ იცვლიდი როცა მე კრუნჩხვებში მაგდებდი მიყურებდი ტუჩებს ისველებდი,იღიმოდი ტვალებს აწვრილებდი მერ ეუცებ მომაშორებდი მზერას და ჭკუიდან გადასული შენს ხელებს რომ ჩავებღაუჭებოდი უცებ მაკოცებდი ყელში ან ლოყაზე და მეც გნებდებოდი
არც კი მჯერა რომ 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რატომ გავიდა ასე უცებ ეს დრო. არადა ათწლეული ძალიან დიდ დროდ მიგვაჩნდა . კიდევ რამდენიმე ათეული წელი უნდა გვეცხოვრა ერთად ....“
ერთ დღეს სტატია ნახა ანდრეაზე წერდნენ, როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენზე რომელმაც ათასობით ლარი ქველმოქმედებას შესწირა. მის საქმეებზე და ახალ წამოწყებაზე საქართველოში. ინსტიქტურად გაახსენდა ივლისის დღე , როდესაც დათა დაკარგა. ივნისის ბოლოს ერთად იყვნენ აგარაკზე , ქორწინების წლისთავს არნიშნავდნენ. ბავშვებმა დატოვეს მშობლები და სწორედ იმ დღეებში ჩაისახნენ ტყუპები. ამჯერადაც სურდათ კიდევ ერთი შვილი, დათა ყოველთვის ამბობდა რომ ტყუპებს აჩუქებდა მარიამს. ზოგჯერ ხუმრობდა კიდეც ტყუპების მამა სანამ არ გავხდები მანამ უნდა გვეყოლოს შვილებიო. მისი ხუმრობა ისე აუსრულდათ ვერც კი გაიგო. სახლში დაბრუნების შემდეგ მალევე წავიდა მივლინებაში, უნდოდა საქმეები დაესრულებინა და შემდეგ ოჯახთან ერთად გაეტარებინა მთელი ზაფხული. დიდი გეგმები ჰქონდათ იმ წელს მარგიანებს. მარიამმა ფეხმძმობის შესახებ რომ შეიტყო ორი დღე იყო დარჩენილი დათას დაბრუნებამდე, გადაწყვიტა ამჯერად მოეთმინა და შემდეგ ეთქვა მისთვის. მოუსვენრად ელოდა მარგიანის დაბრუნებას, აეროპორტში დახვედრაზე უარი განაცხადა მარიამიც არ შეეწინააღმდეგა. სახლში ელოდა ბავშვებთან ერთად, დათას საყვარელი კერძები ჰქონდა გამზადებული. სუფრასთან იდგა და ესაუბრებოდა
-ახლა გავაჩერებ ტაქსის და ნახევარ საათში ,მაქსიმუმ 40 წუთში დაგიკოცნი მაგ წითელ ტუჩებს . მორჩა დღეიდან შენთან ერთად ვივლი ყველგან...ერთი კვირის მერე ლომკა მაქ
-დათა მორჩი სიცილს და მალე მოდი ,მომენატრე .ტუჩები მეწვის უკვე , მგონი უკვე ყელიც რაღაც ხდება
-მართა!
-გელოდები,არ დაიგვიანო იცოდე !
-წამებს ვითვლი ...შენ მოიფიქრე ბავშვებს როგორ დავემალოთ
-სულ გაგიჟდი ამხელა კაცი?
-არ მოგენატრე მარიამ? თანაც თებერვლის თვეში მინდა გაჩნდეს მომდევნო ბავშვი ... გაზაფხულში გადასვლა არ მინდა იცოდე!
-გიჟი ხარ შენ
-შენ გამაგიჟე ... ჩემო ქალღმერთო ორმოც წუთში მანდ თუ არ ვიქნები ნებას მოგცემ კოცნით დამახრჩო ,თითსაც არ გავანძრევ
-ვიმახსოვრებ დავით !
მობილური მაგიდაზე დადო და ეზოში მყოფ ბავშვებს გახედა. რამდენიმე წუთში თავბრუსხვევა იგრძნო,თითქოს გულისარეში რაღაც ჩაარტყეს. სუნთქვა შეეკრა ,თვალებში დაუბნელდა ხელიდან ჭიქა დაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა . დივანზე იჯდა და დათასთან დაკავშირებას ცდილობდა. მას შემდეგ ვინ იცის რამდენი წუთი გავიდა, დათა არ დაბრუნებულა. ერთ-ერთ ზარს უპასუხეს.დათას ხმა რომ ვერ გაიგო ჭკუიდან გადავიდა, შემდეგ სახლის ზღურბლზე დუდა და მათე დაინახა უკვე იცოდა რომ დათას უბედურება შეემთქვა. კლინიკამდე ისე მიაღწია არც კი დაუშვია ის ფაქტი რომ დათას რამე სერიოზული სჭირდა. ბიჭებიც არაფერს ამბობდნენ, გაყინული სახეებით მიაბიჯებდნენ მარიამის უკან. მარგიანი გარბოდა , როდესაც ექიმმა უთხრა რომ გვამი უნდა ამოეცნო მაშინაც კი არ დაუხევია უკან. ბოლომდე დარწმუნებული იყო რომ რაღაც ეშლებდოათ. ბიჭებს არ დაუჯერა, არავის დაემორჩილა და პირდაპირ პალატაში შევიდა იქ სადაც დათას უსულო სხეული იყო . თეთრი ზეწარი რომ გადასწია პირველად მაშინ აღმოხდა განწირული კივილი. მერე დათას სხეულზე ჩაფრენილი მოთქვამდა.
ყველაფერი რომ გაანალიზა, შემდეგ გაარკვია მომხდარი. უკვე თვენახევარი იყო გასული. ბიჭებმა ყველაფერი იცოდნენ , მარიამმაც თითქოს ყველაფერი წარმოიდგინა. როგორ გააჩერა ტაქსი მაღასიასთან, სიგარეტი რომ ეყიდა. იქვე ყვავილების მაღაზიაში შევიდა მარიამისთვის უზარმაზარი თაიგული შეიძინა. მანქანისკენ დაიძრა ისევ, სიგარეტს გაუკიდა და ქუჩას გახედა. იმ წამსვე გაიაზრა რომ ჩიხიდან მომავალი მანქანა ბიჭს დაეჯახებოდა. ბევრი არ უფიქრია მთელი ძალით ჰკრა ხელი ბიჭს და თავად შეუვარდა მანქანას. იმდენად ძლიერი იყო დარტყმა რომ იმ წამსვე გარდაიცვალა. ასე გაუაზრებლად, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბიჭის რომელსაც არც კი იცნობდა. ბიჭს არაფერი ახსოვდა , კამერების ცანაწერების ნახვამდე. მხოლოდ ის იცოდა რომ დეზორიენტირებული მოძრაობდა მერე ვიღაცამ ხელი ჰკრა და ისე დავარდა რომ საერთოდ გაითიშა. მარიამმა ბიჭის შესახებაც გაარკვია და ლამის გაგიჟდა როცა გაიგო რომ დათამ თვითმკვლელი გადაარჩინა. დიდხანს ფიქრობდა, მერე უბრალოდ ყველაფერი გაიგო ბიჭის შესახებ მილიონერი ობოლი ბიჭის შესახებ, ნარკოდამოკიდებული თვითმკვლელის შესახებ რომელმაც დათა წაართვა, საკუთარი სიცოცხლის შეწირვა სურდა და დათა შეიწირა .
შონიების სახლის კართან იდგა , რამდენიმე წუთს აკაკუნებდა.შემდეგ სახელური ჩამოსწია და დაუკითხავად შევიდა. ისე არ წავიდოდა ბიჭი რომ არ ენახა. ბრაზისგან გაგიჟებული იყო, სახლი სულ მთლად ცარიელი დახვდა. მდიდრული სასახლის შესასვლელში იდგა და ბიჭის სახელს იძახდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მისი ხმა მთელს სახლში გავრცელდა . კიბის თავში გამხდარი სილუეტი გამოჩნდა. შარვალი ეცვა , შეკრულიც კი არ ჰქონდა. თმები არეული,თვალები დაწითლებული, უპეები ჩაშავებული. ისეთი გამხდარი იყო ნეკნები ემჩნეოდა. თითებს შორის მოსაწევსი ღერი ჰქონდა გაჩრილი და ერთი ღრმა ნაპასიც დაარტყა. დაწვრილებული თვალებით დახედა ქალს, ალბათ გამოსახულებას ვერც კი ხედავდა
-ვინ ხარ ? რა გინდა ?
მარიამმა ისე აიარა კიბე არც კი უფიქრია, ბრაზი ახრჩობდა უნდოდა ბიჭი მოეკლა. მის წინ რომ არმოჩნდა თვალი გაუსწორა ,ბიჭი ისე შეკრთა თითქოს იმ წამსვე მიხვდა ვინც იდგა მის წინ
-მარიამი ვარ ...მარიამ მარგიანი იმ კაცის ცოლი ვინაც შენი სიცოცხლე იხსნა !
-შენ ხარ ...
სულ მთლად ბავშვი იყო , წითელი სფერიოები წამსვე აევსო სითხით . სახეზე ჩამოისვა ხელები და უკან დაიხია
-მე არ მინდოდა მისი დახმარება...მე დიდი სიამოვნებით ჩავენაცვლებოდი
-ვერ შეძლებ , ეს რომ შეიძლებოდეს ჩემი ხელით მოგკლადი და აგისრულებდი სურვილს,მაგრამ ახლა არ დავუშვებ ფუჭი იყოს დათას თავგანწირვა. ახლა კარგად მომისმინე ...შემომხედე
დაუყვირა,მაგრამ აშკარად არ ესმოდა, არ იყო გონს. იქვე სააბაზანოს ოთახი იყო ისე შეათრია და შეასხა ცივი წყალი ჯერ კიდევ ინსტიქტს მიჰყვებოდა. ბიჭი რომ გამოფხიზლდა სიტყვის თქმაც კი არ აცადა
-გესმის ხომ? დათა უნიკალური ადამიანი იყო, მისი სიცოცხლე შეიწირე. გააქრე, თავს იკლავდი და მისი სიცოცხლე შეიწირე. თუ გინდა რომ გამოისყიდო...თუ ოდნავ მაინც გაწუხებს სინდისი ,ოდნავ მაინც ნანობ იცხოვრე! ისე თითქოს მის ნაცვლად ცხოვრობ, იმკურნალე , წადი სადმე გამოიკეტე კლინიკაში და იცხოვრე ! ისე იცხოვრე რომ მისი სიკვდილი ფუჭი არ იყოს! იცოდე ოდესმე გიპოვი , თავი რომ მოიკლა იქაც გიპოვი და განანებ !
ეგოისტი იყო ? ვერ გეტყვით. საერთოდ არც იცოდა რა ხდებოდა მის თავს. დიდი ხნის შემდეგ გაიაზრა რაც გააკეთა. შემდეგ მიხვდა რომ 18 წლის ბიჭს ემუქრებოდა, მას აშკარად არაფერი ჰქონდა დასაკარგი , იმის გააზრება რომ დათამ თავი ტყუილად გასწირა აგიჟებდა. ხო ასე იყო , ვინც არ უნდა გადაერჩინა მარიამისტვის სულ ერთი იყო,თუნდაც გენიოსი ეხსნა სიკვდილისგან რომელიც მსოფლიოს შეცვლიდა მისთვის მაინც დათა იყო მნიშვნელოვანი,მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა რომ დათას გადარჩენილი სიცოცხლე ღირდა, რომ ღმერთმა დათა უბრალოდ არ გასწირა.
ახლა როცა სტატიას უყურებდა და ბიჭის ცვლილებას ხედავდა ისევ სურდა მისი ნახვა.
სიცოცხლის ზღვარზე ,მყოფ ბზნესმენს მხოლოდ თავად ხედავდა.სხვებისთვის ანდრეა შონია მშობლების ღირსეული მემკვიდრე იყო. არაფრით გამოირჩეოდა,არასდროს ჩნდებოდა კამერებთან, ეს ინფორმაციაც მალულად იყო მოპოვებული.
საშინელი სურვილი გაუჩნდა მასთან საუბრის, ფოტოზე გამოსახულ თვალებს ხედავდა ახსენდებოდა მასთან შეხვედრა და რაღაც აწუხებდა. თითქოს სინდისი ქენჯნიდა, თითქოს კავშირს გრძNობდა მასთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში სული ვერ დაიმშვიდა.
ჩანთა აიღო და წავიდა, ძველი მისამართი გაიხსენა და ისევ იქ მივიდა იმ იმედით რომ ბიჭს მისამართი არ შეუცვლია. კარი ისევ ღია დახვდა, სახლი შეცვლილი იყო მაგრამ ისევ ისეთი ცარიელი. ჯერ კიდევ კართან იდგა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო. მალევე გამოჩნდა ანდრეაც ლამის ნაბიჯი გაეყინა მარიამის დანახვისას
-გამარჯობა ანდრეა
-მარიამ ...
-შეიძლება ?
-მობრძანდით -მისაღებისკენ გაუძღვა,აშკარად დაბნეული იყო-რამეს მიირთმევთ? უადგილო შეკითხვაა მგონი ჩემთან ყავის დასალევად არ მოხვიდოდით
-წყალს თუ მომიტან ან წვენს კარგი იქნება
-ახლავე...-უცებ გავიდა და მალევე დაბრუნდა. მარიამმა რამდენიმე ყლუპი რომ დალია შემდგე მიხვდა რომ ღელავდა
-ლაპარაკი მინდა...შენც ამიტომ იყავი ჩემთან ,მაგრამ ცუდად დაგხვდი
-არც ველოდი უკეთეს დახვედრას
-შენ რეალურად არ ხარ დათას მკვლელი...დათა ასეთი იყო არ შეეძლო მოთმენა როდესაც ვინმეს დახმარება სჭირდებოდა და დამიჯერე ისევ ისე მოიქცეოდა დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს. მე ეს ვიცი და მასზე უფრო ვბრაზობ,ნეტავ ცუდი ყოფილიყო მშიშარა ,ანდაც მოუხერხებელი რომელიც უბრალოდ დაიყვირებდა სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდა დაგეხმარებოდა მაგრამ არ გადაგეფარებოდა. ამის გასააზრებლად დიდი დრო დამჭირდა, მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ ეჭვი მაქვს თავს იდანაშაულებ. არ ვიცი შენს სულზე უნდა ვფიქრობდე თუ არა ,მაგრამ მეეჭვება შენი ტკივილით დათა კმაყოფილი იყოს. ფაქტობრივად ჩვენი შვილების მსგავსად წვლილი შენს სიცოცხლეშიც აქვს.
-მე არც კი ვიცი რა იქნებოდა, მე ვიცი ისე რატომ ვიყავი თქვენ გგონიათ რომ თვითმკვლელობა მქონდა განზრახული,მაგრამ ასე არ იყო. მაშინ ფიქრი არ შემეძლო თითქმის ერთი წელი არ მიფიქრია. უბრალოდ როცა მცირე დოზამ აღარ იმოქმედა ბევრი გავიკეთე და შემდეგ არც გავითიშე არ ვიცოდი სად მივდიოდი ,არაფერი მახსოვდა .გონს პალატაში მოვედი ,ზუსტად იმ დროს თქვენი ხმა რომ ისმოდა მთელს კლინიკაში,როცა გავიგე რომ ჩემს გამო იყავით ამ დღეში...მე დავითიც ვნახე , დაკრძალვაზეც ვიყავი. დღემდე ვერ ვხვდები როგორ მივეცი თავს უფლება იქ ვყოფილიყავი. არ ვიყავი მაშინაც ფხიზელი , უბრალოდ ნაკვეთები მახსოვს . არც კი ვიცი რა უფრო ხშირადაა ჩემს კოშმარებში ჩემი მშობლების სიკვდილის მომენტი თუ ის მომენტი...
-როგორც ვხვდები ხუთი წელია ფხიზელია შენი გონება, შენ იმაზე მეტად იტანჯები ვიდრე მე . სინდისის ქენჯნა ყველაზე მძიმე ტვირთი უნდა იყოს ადამიანისთვის
-ეს ის არ არის რასაც ვიმსახურებ, შეიძლება უარესადაც უნდა ვიყო. მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა რა მითხარით ჩვენი პირველი შეხვედრისას ,მაგრამ მე ზუსტად გავიგე ის რაც მითხარით და დამიჯერეთ ამიტომ ვდგავარ ფეხზე.
-ბავშვთა სახლის აშენება რამ გადაგაწყვეტინა
-კეთილ საქმეს არ ვეძებდი,უბრალოდ ვიცი რა ძნელია როდასაც მარტო ხარ სამყაროს წინაშე. ვისი დახმარებაც შემეძლო ეს ბავშვები იყვნენ , თანაც არაფერში მჭირდება ამდენი ფული და თუ ერთით ნაკლებ მკვლელს ან ნარკომანს გავზრდით იმ თავშესაფარში კარგი იქნება. როდესაც მარტო ხარ რეალობისგან გასაქცევად უბრალოდ ყველაზე ცუდ გზას ირჩევ,ძალიან ძლიერი უნდა იყო სწორი გზა რომ აირჩიო
-მიხარია რომ ასე ფიქრობ...ნამდვილად შესანიშნავ საქმეს აკეთებ. შენ რომ შინაგანად არ იყო ასეთი ხელოვნურად ვერ მოირგებდი ამ ნიღაბს, ვერც ასეთი მზერა გექნებოდა. დარწმუნებული ვარ არავის უხრი თავს, არც ბოდიშს უხდი ვინმეს ,არც პატიებას ითხოვ უმიზეზოდ ახლა კი ჩემს წინ ისევ ის პატარა ბიჭი დგას სუსტი და დაცემული ,რომელსაც მეც ჩემი წილი ვუთავაზე. იქნებ დათა სულ სხვანაირად მოქცეულიყო ჩემს ადგილას,მე თითქმის შენი ასაკის შვილები მყავდა სახლში ვიცოდი რა ძნელი იყო შენი ცხოვრება,მაგრამ არც კი მიფიქრია შენზე. თუმცა მე არ ვგავდი დათას, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ რომელიც ეგოისტურად საკუთარ ტკივილზე ფიქრობს და ჰგონია რომ უფრო ძნელი ცხოვრება არ არსებობს,უფრო დიდ ტკივილს არავინ განიცდის.
-თქვენს ადგილას შევიშლებოდი,თქვენ კი სწორი გზა მაჩვენეთ ვინ იცის ახლა ვინ ვიქნებოდი
-და ახლა ვინ ხარ ანდრეა, შენ უბრალოდ იმკურნალე და ცხოვრება განაგრძე. ბედნიერება ჯერ კიდევ არ იცი რა არის,ანუ არ გიცხოვრია . ერთი დღე მაინც გაატარე მშვიდად? ერთი ღამე მაინც გეძინა კოშმარის გარეშე?
-არა , არც ვწუწუნებ. ასე უნდა იყოს
-არა ,არ უნდა იყოს. რადგან ღმერთმა გადაწყვიტა რომ შენ უნდა გეცხოვრა უნდა იცხოვრო კიდეც. მეორე შანსი მოგცა ცხოვრების დასაწყებად და ვფიქრობ უბრალოდ ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყო. დროს უკან ვერავინ დააბრუნებს,თორემ დამიჯერე პირველი მე ვიქნებოდი ვინც დათას გააცოცხლებდა ... მე ახლა წავალ. ბავშვები მელიან ალბათ, ხვალ თუ თავისუფალი იქნები ხუთ საათზე ჩემთან მოდი კომპანიაში მინდა ბავშვთა სახლში მივიდე შენთან ერთად!
-მოვალ ,აუცილებლად!
-მაშ ხვალამდე ანდრეა
სახლი რომ დატოვა თითქოს მშვიდად სუნტქვა შეძლო. გაეღიმა კიდეც, წამით დათას მომღიმარი სახე დაინახა და ბავშვებისკენ სწრაფად წავიდა. ხმაურით დაუკოცნა გოგონებს ლოყები, შემდეგ დემეტრეს ჩაეხუტა,დიდხანს არ აშორებდა მკლავებს. ელენა თავად მოეხვია, ნიკუშაც შევიდა და ყველას ერთად მოეხვია. იმ საღამოს ზედმეტად მშვიდი იყო მისი სული. სიზმარში დათა ნახა , ეს კი უკვე პასუხი იყო ,დასტური იმაზე რომ არჩეული გზა უნდა გაეგრძელებინა. ინსტიქტს მიჰყოლოდა, გულისთქმას რომელსაც ჯერ კიდევ დათა მართავდა. სხვას კი არაფერს ჰქონდ ამნიშვნელობა,მარიამისთვის სწორი და არასწორი არ არსებობა იყო მხოლოდ სიმშვიდისკენ მიმავალი გზა.
მეორე დღეს ზუსტად ხუთზე გამოჩნდა ანდრეა. მარიამმაც არ ალოდინა, თავისი მანქანით წავიდნენ. ბავშვთა სახლი ქალაქგარეთ იყო, გარემოც ისეთი ჰქონდა არჩეული ანდრეას რომ ვერაფერს იტყოდი. ამინდის გამო ეზოში არავინ იყო. შენობაში შესვლისას კი სულ სვხა სამყაროში შეაბიჯეს. მარიამი გაოცებული დარჩა ყველაფერი იმდენად მოწესრიგებული იყო, აღმოჩნდა რომ ანდრეა დიდხანს ფიქრობდა ამ პროექტზე და ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონდა. ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდნენ აღმზრდელები საძინებელი ოთახიდან სირბილით რომ გამოვარდა პატარა ქერა ბიჭი . აშკარად ახალაგღვიძებული იყო, ანთებული თვალებით მორბოდა და ბუთქუნა ფეხებს ისე საყავრლად დგამდა რომ მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა
-ანდლოოო სად ქალ ამდენ ქანს? ქო მითქალი დაძინებამდე მოვალო? მე კიე ჩამეძინა - ანდრეას წინ გაჩერდა ბიჭმა ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა
-მაპატიე ამ ერთხელ, უბრალოდ სტუმარი უნდა მომეყვანა და მარტოს ხომ არ დავტოვებდი? აქ ვრჩები ამ ღამით და ძილის წინ ზღაპარს წაგიკითხავ
-მათლა?
-მართლა
-სტუმალი ეს ალიც?- მარიამისკენ გაიშვირა ბუთქუნა ხელი და ისე შეხედა რომ ანდრეას ეფარებოდა .მერე თითქოს სამალავიდან გამოყო თავი და ფართოდ გაიღიმა- ლა ლამაზიაა ...ესაა ის ანგელოძი შენ ლომ ამბობდი?
-მე მარიამი მაქვია შენ რა გქვია საყვარელო? - ისეთი ბავშვი იყო თავს ვერ იკავებდა ისე უნდოდა ხელში აეყვანა .იმდენი ბავში იყო ირგვლივ,თითქმის ყველა გაიცნო ბიჭის გამოცენამდე ვისაც არ ეძინა რა თქმა უნდა,მაგრამ მისი დანახვისას რარაც საოცარი მუხტი იგრძნო
-მალიამი ლამაძი საქელია ისე ლოგოლც გვთიშობელც ქვია ქო? მე დათუნა მქვია- თავი ანდროს მხარზე ჰქონდა მიდებული ისე უყურებდა მარიამს . სახელი რომ გაიგო სულ მთლად შეიშალა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა დავით
-ალაა მე დათო ალ მქვია..დათუნა მქვია
-მივხვდი ,როგორც დათუნიას არა? შენ ქერა დათვი ხარ ხო? ქერა და ნაცრისფერთვალება დათვები იშვიათები არიან ... თაფლი შენც გიყვარს დათუნა?
-კიი ძალიან ...მაგდამ მითქლა ბევლი ალ ცეიძლებაო ჩუმად მაწმევ?- ჩურჩული დაიწყო და თვალები დააწვრილა
-დათუნა მე და შენ რაზე შევთანხმდით?
-მიკვალც და ლა ვქნა?- ხელებით აუხსნა და ტუჩებ გამობურცა -ჩუმათ მოვტლოკავ ელთს ელთი თითით მალტო- საჩვენებელი თითი აჩვენა და აღმზრდელ ქალს გახედა- ალ გაიგოც თოლე გამებუტება ჩშშ
-მოგვიანებით ,ვახშმის შემდეგ გაჭმევ - ანრეამ რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და მერე თავზე. ხელი არ გაუშვია ბავშვისთვის. ხელში ჰყავდა და ისე დადიოდა სხვებთან. მერე ერთი პატარა ქალბატონი გაუბრაზდა მეც მინდა შენთანო და დათუნამ პოზიცია დათმო .
ისე გავიდა რამდენიმე საათი თითქოს ისევ იმ წამის მისული იყო. ბავშვებს ისე უყურებდა გეგონებოდათ პირველად ხედავს ბავშვებსო, სახლში ხუთი მათნაირი ელოდა.დემეტრემ დაურეკა კიდეც , მაშინ მიხვდა რომ უკვე გვიანი იყო და დამსვიდობების დრო იყო. ყველას დაემშვიდობა ,ანდრო იქ დარჩა როგორც დათუნას დაჰპირდა ამიტომ მარტო დაბრუნდა ქალაქში.
-როგორც იქნა მოხვედი...
-რა ხდება დემე? რატომ მობილურით არ მითხარი?
-ხვალ ოლიმპიადაა და უნდა წამიყვანო...კიდევ რაღაც კონკურსია და შენი ხელმოწერა სჭირდებათ არ ტარდება ჩვენთან
-კარგი დე...ხვალ წაგიყვან. ახლა შენს დამრიგებელს დავურეკავ და გავიგებ ყველაფერს. ხვალ სკოლაშიც მოვალ კარგი? შენ გაკვეთილებზეც იქნები თუ არა?
-წესით უნდა ვიყო,მაგრამ რომ გავაცდინო არ შეიძლება . მინდა დავისვენო წასვლამდე
-როგორც შენ გინდა დე...წერა ან რამე მსგავსი ხო არ გაქ?
-არა არაფერი, გაკვეთილებს დავინიშნავს და ვისწავლი მაინც
-კარგი ჩემო ჭკვიანო , გინდა განწყობის ასამაღლებლად რამე ?
-კიიი ...
-რა უნდა ჩემს ბიჭს?- ლოყები რომ აუწითლდა ბიჭს უფრო დაინტერესდდა მარიამი. დაჯდა და ბიჭიც გვერდით მიისვა- დეე
-მე იცი საჩუქარი მინდა ვუყიდო ერთ გოგოს სიყვარულის დღეს... ჯერ ადრეა ,მაგრამ ხომ უნდა იცოდე თანაც მე მარტო ვერ ავარჩევ
-დეე ვის უნდა ავურჩიოთ მე და შენ საჩუქარი?
-ასე ნუ მიყურებ...უბრალოდ დაბადებისდღე აქვს იმ დღეს
-ხოო? და იცი რომ დაგპატიჯებს?
-არაა არ დამპატიჯებს,მაგრამ
-რატომ? არ აღნიშნავს ხოლმე?
-არაა ის კარგად არ მიცნობს ანუ... კლასელი არაა ჩემი .შენ არ იცნობ მათემატიკის კონკურსზე იყო ჩემთან ერთად. მასწავლებლებმა რომ ჩაატარეს სკოლაში და ყველა ამოცანა ამოხსნა -აღტაცებული იყო ბატონი დემეტრე
-შენს სკოლაში სწავლობს? რომელ კლასშია რა ქვია დე? მე მართლა არ ვიცნობ?
-ჩემი პარალელკლასელია ... არ იცნობ შენ მაგ ჯგუფიდან არავის
-მოგწონს დეე - ფრთხილად შეაპარა და ლოყაზე აკოცა -ლამაზი გოგოა?
-ძალიან ჭკვიანია ... საინტერესო. ჭადრაკსაც თამაშობს...მეც მინდა შესვლა
-შენ რომ თამაშობ ? თავიდან ისწავლი?
-არ შეიძლება? შეჯიბრებებზე გავალ ხოლმე,თანაც სწავლა ზედმეტი არასდროსაა ასე არ ამბობ?
-რა ჰქვია ჩემი ბიჭის ინტერესის ობიექტს ?
-თიკო
-კარგიი და რა შეიძლება რომ ვუყიდოთ თიკოს?
-წიგნები... მე გავიგონე რომ სახლში არ აქვს ბევრი წიგნი .ახალი წიგნები ,მარტო ძველები გვაქვსო და ბიბლიოთეკაში კითხულობს ხოლმე რაც ხომ იცი მოუხერხებელია .გუშინ დავინახე ძალიან გვიან მიდიოდა სკოლიდან ის კიე პატარაა ჯერ და იქნებ წიგნები ვაჩუქო?
-მოფიქრებული გქონია უკვე ,მომწონს შენი იდეა. წავიდეთ შაბათ კვირას და ვუყიდოთ წიგნები. თუ გინდა კიდევ სხვა რამეც აჩუქე
-არა...მეშინია არ ეწყინოს. ის კარგად არ მიცნობს და იქნებ არც მიიღოს .სხვა რამეც რომ მივუტანო იქნებ გამიბრაზდეს
-ბრაზიანი გოგონაა ?
-ცოტა ...
-აჰაა ანუ მკაცრია მე როგორც ვხვდები
-არა..დინჯია და მშვიდი
-აუუ დეეე ჩვენთან რომ დაპატიჟო ის და სხვა შენი მეგობრებიც არ გინდა?
-არ გვყავს საერთო მეგობრები და ნუ ხარ ასეთი აჟიტირებული დედა! კი არ მიყვარს უბრალოდ მომწონს როგორიცაა . მგავს ,მაგრამ არ ჰყავს მეგობრები იცი? სულ მარტო დადის ხოლმე
-შენც არ გიყვარს ხალხმრავლობა
-მაგრამ მე მყავს მეგობრები...
-გოგონებს უფრო გვიჭირს მეგობრობა ვიდრე ბიჭებს ...მითუმეტეს შენნაირი ჭკვიანი თუ არის სავარაუდოდ თქვენი ასაკის შეუსაბამოდ დინჯი და გაწონასწორებული იქნება. ხვდები დე რას ვგულისხმობ?
-უფრო დიდია ვიდრე ასაკი აქვს
-ხო დაახლოებით ... დეე ახლა მითხარი ხვალ დილით რა მოგიმზადო ?
-ბლინები მინდა ნუსით და ბანანით
-ჰმ,ნოყიერი არჩევანია,კალორიებით სავსე არ გამისუქდეთ ბატონო დემეტრე- მუცელზე მოუსვა ხელი და ისევ აკოცა-როგორ მიყვარხაარ ჩემო ჭკვიანოო...და მაინც ჩემი ბიჭი შეყავრებულია?
-დედააა!
-არ გამებუტო რაა ამხელა კაცი ხარ უკვე
-ორი დღის წინ პატარა ვიყავი! დეეე ნიკუშას არ უთხრა არც ელენას თორემ ხომ იცი რა ტიპები არიან ყველაფერზე მასხარაობენ
-კარგი დეე...რომ შეგიყვარდება მერე ვუთხრათ.სერიოზული ამბავი თორემ ჯერ ხომ არაფერი ვიცით არა? რაა სათქმელი კლასელს ყიდულობ საჩუქარს
სიცილს ვერ იკავებდა, ისეთი ბედნიერი იყო. თითქოს პეპლები უფრინავდნენ მუცელში. ისეთი საყავრელი იყო დაბნეული ლოყებაწითლებული დემეტრე . არადა ნიკოლოზისგან უნდა ისმენდეს მსგავს ამბებს,მაგრამ დინჯმა დემემ ყველას დაასწრო. უცებ წარმოიდგინა როგორი დედამთილი იქნებოდა და სიცილი ვერ შეიკავა
გვიან ელენე და ნიკოლოზი დაისვა , ანდრეასთან შეხვედრის შესახებ უთხრა. ნიკოლოზი დიდად მოხიბლული არ დარჩენილა ამ ამბით ,მაგრამ არც რამე აუკრზალავს. უბრალოდ ისევ თავის აზრზე იყო. მარიამს კარგად ესმოდა მათი , უბრალოდ სიმართლეს ვერ დაუმალავდა ამის საჭიროება არ იყო. ელენას ბავშვებთან სტუმრობა მოუნდა და მისამართიც გამოსძალა მარიამს.
შემდეგ ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა ანდრეას. ბიჭი თავად მიესალმა და მასთან მივიდა. ისევ გაკვირვებული მზერა ჰქონდა იქ მყოფებს, არ იცოდნენ მათი ამბავი ,მაგრამ ანდრეაზე არც არაფერი იცოდნენ.
-ისე გიყურებენ თითქოს საოცრებას სჩადიოდე
-შენ კი ისე თითქოს არაამქვეყნიური არსება იყო
-არაფერი იციან ჩემზე და ინტერესი კლავთ
-ასე გარიყული სამყაროსგან დიდხანს უნდ აიყო?
-კომფორტულად ვარ ,ნამდვილად არ მინდა მსგავს არაადამიანებთან ურთიერთობა ცოდვები ჩემიც მყოფნის,არ მინდა სხვის დამძიმებულ სულს ვუყურებდე. თანაც რატომ გარიყული,ბავშვებთან დიდ დროს ვატარებ
-ერთ დღეს რომ წავლენ შენგან ტკივილს იგრძნობ, მიჩვევა რთულია
-იმედია ყველა თბილ ოჯახში მოხვდება...იცი დათუნა შენით აღფრთოვანებულია . მთელი საღამო გახსენებდა .იშვიათად მოსწონს უცხო ადამიანები
-მეც ბევრს ვფიქრობ ამ დღეებში ბავშვებზე ,ამასთან დაკავშირებით სხვა დროს ვისაუბროთ.
-ერთი კვირით ქალაქიდან გავდივარ ... შემდეგ დამიკავშირდი თუ რამე მნიშვნელოვანია . ახლა უნდა წავიდე თორემ აქ ისეთი სიტუაციაა 4 წლისა და სამი თვის შემდეგ ისევ ნარკოდამოკიდებული გავხდები - გაიცინა და ასე დაემშიდობა მარიამს.
სახლსი დაბრუნებულს ბიჭები დახვდა, ბავშვებს ეძინათ უფროსები რაღაც ფილმს უყურებდნენ და ისე იცინოდნენ მთელი სახლი ზანზარებდა. პოპკორნი,ჩიფსები და ბიჭებს ლუდიც არ დავიწყნიათ.
-ვაა მარუუს მოხვედი? რა ლამაზი ხარ გოგო
-ცოტნიკოოო რა ხდება აქ?
-ჯერ ფეხბურთს ვუყურეთ ახლა კომედია დაიწყო და გადავაგრძელეთ
-ამდენი ბოლოს როდის ვიცინე არ ვიცი...დეე დახოცეს ერთმანეთი=ელენა კისკისებდა და თან ნათლიას ეხუტებოდა-ბოლოს მაინც ნათლიმ მოიგოო
-გამახსენე მერე რო მოვთხოვო მათეს რამე...ვიფიქროთ ელო
-დუდიიკ რამე ისეთს ნუ მოიფიქრებ რო გაგატყაო მერე
-დამშვიდდი მე მოვიფიქრებ მათიკოო
-აუუჰ სად დაგერხა ძამიაააა
-მეც მინდა ყურება...ჩაიწიეთ რომ წამოგორდით -დუდასა და ნიკუშას შორის ჩაჯდა და ეკრანს გახედა-ეს ფეხსაცმელი შემიწირავს -მაღალქუსლიანები მოიშორა ფეხები დივანზე აკეცა და პოპკორნის ჯამიც აართვა მათეს
-აუუ რძალო მე არ მინდა?
-აღაარ
-დეე რა ნაგლად აახიეე რა იყო?
-სიტყვები ბიჭო რა დღეში ხარ? -მათემ წამოარტყა .
ბიჭები ლამის გათენებამდე დარჩნენ. მერე მაინც თავიანთ აპარტამენტებში წაბრძანდნენ. არ გვინდაო დარჩენაო. პარასკევი დღე ყველას ძალიან უყვარს . მეორე დღეს დილამდე ძილი რომ შეგიძლია ეგ უკვე პლიუსია. დილაადგიანად რომ შეუვარდა ოთახში ელენა სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო
-დეეე დილამვსდობისა
-მშვიდობაა?ასე ადრე რატომ გაიღვიძე?
-ჩემი კლასელები მიდიან ბაკურიანში შაბათ-კვრიას მარტო და წავალ რაა გთხოოოოვ. წუხელ მოუწერიათ და მე გვიან ვნახეე აუუ წავალ რა გთხოოოოოვ
-ასე უცებ მოემზადები?
-ორ საათში მიდიან უცებ ჩავალაგებ რა მომზადება მინდა დედა?
-ვინმეს მანქანით მიჰყავხართ თუ იქირავეს ელენაა ნუ გარბიხარ ელენაა
-აუუ ხო მიშვებ? ბაკურიანამდე მივალ როგორმე რა პრობლემაა ეგ აღარ მიკითხავს ჩემებს არ აქვთ მართვის მოწმობა და შესაბამისად მშვიდად ვიმგზავრებთ ასე რომ დამშვიდდიიი
-სამეცადინო არ გაქვს?
-აუუ ნუ ხდები რა „დედაა „
-რომელ სასტუმროში გაჩერდებით იცი?
-სასტუმროს ვერ ვიპოვით? მგონი დაჯავშნილი აქვთ ნომრები
-რატომ არ გავხარ 15 წლის გოგოს ... გავგიჟდები მალე
რა თქმა უნდა წავიდა, ნიკუშამ რომ გაიღვიძა ქალბატონი უკვე ბაკურიანში იყო.
-სად წავიდა?
-ბაკურიანშია უკვე...ახლა სასტუმროში შედიან.
-იმ გიჟებთან ერთად გაუშვი?
-კლასელები მიდიანო
-როგორ გგონია ყველა უშვებს თავის 15 წლის შვილს ორი დღე ბაკურიანში? სხვებიც არიან იქ აუუ დედაა კაი რაა სულ არ ნერვიულობ? არ მევასებიან ის ბიჭები და ეს გოგო კიდე სულ გაგიჟდა ამ ბოლო დროს ... ეთქვა და წავიდოდი მეც
-იქნებ მარტო უნდა წასვლა, ყველგან დაადექით ნიკოლოზ.არ გაბედო და არ წახვიდე! უკვე გიჟდება რომ გხედავს, ჰგონია რომ მე გიშვებ თავისუფლება სჭირდება მიხედავს საკუთარ თავს ,შენც შეეშვი მის უკან დევნას და იქ წადი სადაც გინდა და არა იქ სადაც ელენეა.
-დედა იდეალური ხარ მისთვის,მაგრამ ერთხელაც რამე შარში გაეხვევა . ჯერ კიდევ პატარა ვერ დაიცავს თავს რამე რომ მოხდეს! არ წავალ ამჯერად ,მაგრამ მას რომ ენდობი იმას არ ნიშნავს რომ გარემოცვაც სანდოა. ელენა ვერ ხვდება რომ ცუდი ბიჭებიც არსებობენ ყველა ჩვენნაირი ჰგონია მე კი არ მინდა რომ გამოსცადოს საკუთარ თავზე და ისე ისწავლოს ჭკუა!
-ყოველ საათში ვურეკავ ,ველაპარაკე დაღლილი სახეც არ ჰქონდა. გოგონებიც არიან, ნუ მანერვიულებ გთხოვ!
ნიკოლოზის ღელვა წინასწარმეტყველებასავით ახდა. მართალია კონკრეტულად არავის არაფერი დაუშავებია ელენასთვის,მაგრამ საშინელება შეემთხვა. სასტუმროში რომელშიც მივიდნენ პრობლემა არ შექმნი,ნომრები თავისუფალიც იყო,რამდენიმე წინასწარაც ჰქონდათ დაჯავშნილი .ისე გადანაწილდნენ რომ თამუნასთან და ანასთან ერთად იყო ნომერში. არასდროს ახდენდა ქონების დემონსტრაციას და ისე ატარებდა დროს როგორც სხვები ამიტომ ლუქსში გადაბარგება არ მოუთხოვია. ერთ სართულზე იყვნენ ყველანი, სასტუმრო საკმაოდ დიდი იყო .მთელი დღე არც გასულან ისე ერთობოდნენ. ითამაშეს,გაერთნენ. ბიჭებთან ფლირტიც გამოუვიდა, ისეთი მომღიბვლელი ღიმილი ჰქონდა ბევრს უჩერებდა გულს. ჰოლში მიდიოდა ბიჭებთან ერთად, რაღაცაზე კისკისებდა ანას ხმაც კი გადაფარა უცებ ნაცნობი სახე რომ შენიშნა. არც მეტი არც ნაკლები ანდრეა შონია იმყოფებოდა სასტუმროს რესეფშენთან. ყველა ისე უყურებდა რთული მისახვედრი არ იყო რომ მისი ეშინოდათ. ბიჭს ისე აუარა გვერდი დარწმუნებული იყო რომ მან ვერ შენიშნა. საღამოს ერთ-ერთმა ბიჭმა რაღაც ისე უთხრა რომ გააბრაზა,ვერ იტანდა როდესაც საკუთარი სურვილის საწინაარმდეგო ქმედებას აძალებდნენ. არც დაფიქრებულა ისე გავარდა სასტუმროდან. ვინაიდან გოგონები ჯერ კიდევ ოთახში იყვნენ ვერავინ დაინახა. ჯერ სეირნობდა მერე ტყისკენ წავიდა და ისე აერია გზა გონს ვერც მოვიდა. რომ გაჩერდა უკვე გვიანი იყო, ბნელდებოდა გზას ვერც კი ხედავდა.უკან რომ მიიხედა ხეების გარდა ვერაფერი შენიშნა. პანიკაში არ ცავარდნილა,ყურსასმენები მოიშორა და უკან დაბრუნებას შეეცადა. ბნელოდა და მოყინულ ბილიკზე ფეხი აუსრიალდა.მობილური სადღაც გადაუვარდა და დარჩა ხელცარიელი შუაგულ ტყეში. ისე ყინავდა უკვე კანკალს ვერარ იკავებდა. კივილისაც ეშინოდა, იქნებ სადმე მგელი ყოფილიყო. არც კი იცოდა რა ელოდა. იქ მარტო უთუოდ გაიყინებოდა. უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებდა,ცოტაც და გონებას დაკარგავდა სადღაც შორიდან მომავალი სინათლის შუქი რომ დაინახა,მალე საკუთარი სახელიც გაიგო.ვიღაც უცხო იყო, თან ამავე დროს ნაცნობი. როგორღაც მოახერხა სიტყვის თქმა და მალე ცხენზე ამხედრებული შონიაც გამოჩნდა. გააზრებაც ვერ მოახერხა ვინ იყო, მხოლოდ ის ახარებდა რომ გადარჩა და ეს სულელური ნაბიჯი საბედისწერო არ აღმოჩნდა.იმდენ რამეზ ეიფიქრა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში რომ საკუთარი თავი გამოიგლოვა კიდეც.
-კარგად ხარ? ელენა გესმის ჩემი?- თავი რომ ააწევინა ბიჭმა მიხვდა როგორი აღელვებული იყო შონიაც-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგადაა .მალე დავბრუნდებით არც ისე შორს ვართ ...
-კარგად ვარ ... მალე დავბრუნდეთ გთხოვ მობილური გამიტყდა დედამ რომ დამირეკოს ინერვიულებს -დაზეპირებულივით ამბობდა სიტყვებს. გაყინული ხელები დაიზილა და ცხენის აღვირს ხელი მოკიდა
-დაგეხმარო?
-არა ჩემით შევძლებ- თქვა და მალევე დაჯდა ცხენზე-რას ელოდები, დროზე მინდა დავბრუნდე ფეხით გამომყვები თუ რას ფიქრობ?
ბიჭს არაფერი უთქვამს, მალევე შემოახტა ცხენს და სწრაფად გააჭენა . ფანარი გზას უნათებდა. მართლაც ახლოს ყოფილან ,უბრალოდ ფეხით გასვლას ვერ მოახერხებდა ელენა. სასტუმროში შესვლისას მიხვდა რომ მისი დაკარგვის ამბავი არავინ იცოდა, ისე მოშორდა ბიჭს ფაქტობრივად არაფერი უთქვამს. ოთახში შესულს გოგონები საწოლზე დასკუპულები დახვდნენ
-სად ხარ ამდენ ხანს?
-მერე მოგიყვებით.შხაპი მჭირდება სასწრაფოდ
-კარგიი ,მერე გვიპასუხე რატომ მოგვტეხე პონტიდან და ვისთან ერთად სეირნობიი
ცხელმა წყალმა გონება გაუნათა,როცა გათბა თითქოს აზროვნების უნარიც დაუბრუნდა. რამდენიმე წუთი კი არა სამი საათი იყო გასული იმ წამიდან სასტუმრო რომ დატოვა. მარიამს ანას მობილურით დაურეკა შემდეგ თბილად ჩაიცვა ,თმა გაიშრო და გოგონებთან დაჯდა. ჯერ საბანში გახვეული უყვებოდა მომხარს , მათ რეპლიკებს ყურადღება არ მიაქცია ისე წამოვარდა, თბილი გრძელი ჟაკეტი მოიცვა და ოთახიდან გავარდა. ანდრეას ოთახის ნომერი გაარკია და მალევე მის კართან აღმოჩნდა. ბიჭმა დიდხანს არ ალოდინა,მალევე გააღო კარი
-ელენა
-მე მადლობა მინდა გადაგიხადო... ისე ვიყავი გაყინული ვერ ვაზროვნებდი.ტუტუცი ბავშვივით გამომივიდა, შენ რომ არ მოსულიყ
-არ გვინდა მაგაზე,არაფერია.მთავარია კარგად ხარ .დაივიწყე თითქოს არაფერი მომხდარა ,მთავარია რომ როზე გიპოვე
-და საიდან გაიგე რომ დავიკარგე... საერთოდ არ მეგონა თუ იცოდი რომ აქ ვიყავი
-გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?
-აქვს
-უბრალოდ მივხვდი ...
-მატყუებ!
-ე.ი პასუხის გაცემა არ მსურს!
-კარგი , არ მინდა დავივიწყო რომ გაყინვას ან ცხოველების ლუკმად გქცევას გადამარჩინე და არაფერს გეტყვი! - სვანმა გასვანებამდე უკან დაიხია .ზურგი აქცია კარში მდგომს და წავიდა.კარის მიხურვის ხმა გვიან გაიგო,უკან არ მიუხედავს. თავისი გასაკეთებელი გააკეთა.
სახლში დაბრუნებისას ტელეფონზე რომ ჰკითხა ნიკუშამ ცოტა დაიბნა კიდეც. მარიამი რომ შევიდა მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა,არ უნდოდა ტყუილი ამბავი მოეგონებინა . ნიკუშა გადაირია, მარიამმაც ფერი დაკარგა და ისე ჩაეხუტა თითქოს მიხვდა რომ მეტჯერ მარტო სადმე წასვლა აღარ ეწერა.
-დეე
-მთავარია რომ კარგად ხარ და არაფერი მომხდარა,ასე აღარასდროს მოიქცე ელენა - ამღვრეული თვალები დახუჭა და ისევ გულში ჩაიკრა გოგო
-აუცილებლად ეს უნდა მომხდარიყო რომ გაგეაზრებინა რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ? ის რომ არ მოსულიყო რა მოხდებოდა ამაზე იფიქირე?
-ნიკოლოზ დრამას ნუ შექმნი გთხოვ,არ მინდა ახლა კოშმარში ვხედავდე როგორ მგლეჯენ მგლები! ვიცი რომ ნერვიულობ,გიყვარვარ და ისიც ვიცი რომ პატარა ვარ მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველგან იყო სადაც კი ნაბიჯს გადავდგამ . ასე საკუთარ ცხოვრებას კარგავ რატომ ვერ ხვდები ამას...სულ რაღაც ერთი წლით უფროსი ხარ
-მე პატარა დაუცველი გოგო არ ვარ
-რადგან მუშტიკრივს ვერ გავმართავ შენ იმიტომ არ გჭირდება მზრუნველობა და მე მჭირდება?
-არა მე იმიტომ არ მჭირდება რომ ლამაზი გოგო არ ვარ რომლის ხელში ჩაგდებაც უნდათ, არც გამოსირ>>> ბიჭებს ვევასები და არც ამ ზემოთხსენებულებთან ერთად დავბორიალებ მთაში ორი გიჟი დაქალის იმედზე ! რატომ წახვედი ტყეში სასეირნოდ ესაა საქმე , ტყიდან გამოგიყვანა ანდრეამ , დასრულდა ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ აღარ განმეორდება,მაგრამ რის არა უფრო სწორად ვის გამოც წახვედი ის რამე უარესს არ გააკეთებს შენი აზრით?
-კარგი რა არ ვუყვარვარ ...
-ვინ გითხრა რომ უყვარვარ
-მე არ მითქვამს რომ უყვარხარ, რომ უყვარდე ასე კი არ ვიქნებოდი. შენ ხისთავიანს მეძახი ამას რომ გეუბნები , მაგრამ არ ხარ ბიჭი და ვერ ხვდები მის ტვინში რა ტრიალებს. მანამ შეეშვი იმ გარემოცვას სანამ მიზეზს მომცემენ ზოგ ზოგიერთები და გავუერთიანებ თავ-ყბას!
-ნიკოლოზ რა ხდება არ ამიხსნი? შენ რატომ გაჩუმდი იცი ვისზე ამბობს?
-დედა არ ღირს ნერვიულობად ... აჭარბებს
-ნიკოლოზ მგონი რაღაც გკითხე
-დავიშალოთ... ძილის დროა უკვე !
-ნიკოლოზ , იმას არ მეუბნებით რაც რეალურად უნდა ვიცოდე ! ორივე ბავშვები ხართ არც ის მინდა ჩემს ქალიშილს ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და არც ის რომ ჩემმა ბიჭმა ვიღაცასთან მუშტიკრივი გამართოს, ვიღაც არაკაცთან რომელიც სავარაუდოდ ყველაფერს იკადრებს რადგან კაცი რომელიც ქალს ექცევა ცუდად მისგან ყველაფერია მოსალოდნელი!
-გიორგია-თქო რომ გითხრა რას მეტყვი დედა?
-გიორგი მართლა რა შუაშია რას ამოიჩემე ის ბიჭი . ბექამ მომიშალა ნერვები და იმიტომ წავედი ...გიორგისთან რა გინდა ,უბრალოდ რთული ხასიათი აქვს თორემ მე ისე მექცევა როგორც თამარას .ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებს და საერთოდ იქ რომ ყოფილიყო ანდრეას გადასარჩენი არ ვიქნებოდი,ახლა იმ კაცთან ვალში ვარ ვინც სიცოცხლეს მამაჩემს უნდა უმადლოდეს
ორივე ხმამაღლა საუბრობდა უკვე,მარიამიც ზედმეტად აღელვებული იყო.მოთმინება საბოლოოდ ამოეწურა და ნიკუშა მანამ გააჩერა სანამ რამეს უპასუხებდა
-ორივემ შეწყვიტეთ, უკვე ვეღარ გიყურებთ! ორივემ უნდ აგაიაზროთ რომ არც ბავშვები ხართ , თქვენს ირგვლივ მყოფებიც გაიზარდნენ,მაგრამ არც იმდენად დიდები ხართ რომ პრობლემებს დამოუკიდებლად ებრძოლოთ. ბრძოლა პირდაპირი მნიშვნელობით უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს და ეს უკიდურესი მდგომარეობა რომ არ დადგეს ქალბატონო ელენა თავი შორს უნდა დაიჭირო იმ ადამიანებისგან ვინაც შეიძლება გასაქცევად გაგიხადოს საქმე. თავიდანვე არ უნდა გაუღიმო იმას ვინც შემდეგ აგატირებს! ასეა ეს , არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, როცა საჭიროა უკან უნდა დაიხიო . შენ მებრძოლი არ ხარ ნაზი გოგონა ხარ რომელსაც რამე რომ დაემართოს, უბრალოდ ერთი ღამე მშვიდად რომ ვერ დაიძნოს ვიღაცის გამო მე გული გამიჩერდება! გთხოვთ იფიქრეთ ორივემ ამ ყველაფერზე და შეწყვიტეთ ერთმანეთთან ჩხუბი, განა მოგწონთ ასე რომ იქცევით? ჯიუტობას კარგი არაფერი მოჰყვება, იმ ადამიანს არ უნა ეჯიბრებოდე ვისაც შენთვის კარგი უნდა. ზოგჯერ ძალიან უბრალო თავისტკივილი ყველაზე დიდ პრობლემად იქცევა .
-ხო მაგრამ გაქცევა რომ გამოსავალი არ არის?
-და მე გაქცევა ვიგულისხმე ? ეენა თუ მოგწონს ის ბიჭი და გსიამოვნებს მისი ყურადღება უბრალოდ თქვი და მეეჭვება ნიკოლოზმა სენი სურვილის წინააღმდეგ იმოქმედოს
-ვინმე რომ მომოწნდეს გეცოდინებოდათ! აღარ მინდა საუბარი, რთული დღეები იყო მინდა მშვიდად დავიძნო.ხვალ სკოლაში უნდა წავიდე . მაპატიეთ რომ განერვიულეთ,მაგრამ დამალვას ყოველთვის თქმა სჯობს არა?
-დავიძინოთ...
მარიამი საძინებელში იყო, დაძინებას აპირებდა ოთახში ნიკოლოზი რომ შევიდა
-გძინავს დედა?
-კარგად ხარ? მეგონა უკვე გეძინა...შემოდი- სანათი აანთო და საწოლში დაჯდა-აქ მოდი
ნიკუშა საწოლზე ჩამოჯდა და მარიამს გახედა-გისმენ
-არ მომწონს იმ ბიჭის გამოჩენა. არ გეჩვენება რომ უკვე ყველგანაა? არ გამიკვირდება მალე ბავშვებთანაც რომ გამოჩდნეს. შეამჩნიე რომ უცნაურია ელენას პოვნის ამბავი? საერთოდ როგორ დაიწყო ვიღაცის ძებნა როდესაც არავინ იცოდა რომ დაკარგული იყო . აშკარაა რომ უთვალთვალებდა
-ანდრეა არ არის ცუდი ბიჭი და არ მინდა რომ ახლა მე მისი დაცვა მიწევდეს ნიკოლოზ, მაგრამ ასე გამოდის. სავარაუდოდ დაინახა ელენამ მარტომ როგორ დატოვა სასტუმრო, როდესაც არ დაბრუნდა მისი მოძენა გადაწყვიტა და ღვთის წყალობით იპოვნა კიდეც! შენ ისე ხარ განწყობილი მგონი მალე იტყვი რომ ადრეას გამო აერია გზა ელენას
-არა ,მაგრამ არ მომწონს ის ფაქტი რომ იმ ბიჭის მადლიერი უნდ ავიყოო
-დარწმუნებული იყავი რომ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს, არც კი გაიხსენებს ამას . მას ისედაც არ აკლია ტკივილი ნიკოლოზ .შენ კი უარყოფითი ემოციებით იბინძურებ გონებას .ბრაზი ყველაფერ კარგს ანადგურებს ხომ იცი
-რა დაინახე მასში ისეთი
-ის დათას გამოა ცოცხალი და ესეც საკმარისია, ის ობოლია არავინ ჰყავს. არც და ძმა.როგორც ჩანს არც ბებია და ბაბუა. შენ კი მე რომ დამკარგო აბა წარმოიდგინე რამდენი ადამიანის გამო განაგრძობ ცხოვრებას, რამდენის გამო წამოდგები და სწორ გზაზე განაგრძობ სვლას. მე არ ვიცი როგორ დაიღუპნენ მისი მშობლები,მაგრამ ვიცი რომ ერთ დღეს დაკარგა ორივე, დარჩა უზარმაზარ სახლში მარტოდ მარტო... დღემდე მარტოა და ახლა უკვე სინდისიც აწუხებს იმის გამო რომ მისმა სისუსტემ სხვა ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, ახლა ჩვენ რომ გვხედავს სუსტდდება,თითქოს თანდათან პატარავდება უნდა გაქრეს . შენ დაინახე როგორ უყურებდა ტყუპებს? ალბათ ფიქრობდა რომ მის გამო ბავშვებმა მამაც კი ვერ ნახეს...კიდევ ვინ იცის რა ტრიალებს მის გულში ... ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით ნიკოლოზ , ის იმაზე მეტად დაისაჯა ვიდრე იმსახურებდა. იმსახურებდა კი საერთოდ?
-როგორ შეგიძლია საღად იაზროვნო
-არ შემიძლია... მე მგონი არასდროს ვაზროვნებ სწორად.მე ეგოისტი ვარ ...ეგოისტი ქალი რომელსაც დათა მხოლოდ საკუთარ ტკივილად მიაჩნია მხოლოდ ჩემთვის მინდოდა. მე თქვენც კი დაგივიწყეთ რცა ის დავინახე. ნუთუ არ გახსოვს როგორ ვიყავი, არც მუცელში მყოფ ბავშვებზე ვფიქრობდი არც თქვენზე. მე მხოლოდ მასზე და საკუთარ ტავზე ვფიქრობდი. ახლაც მხოლოდ მასზე ვფიქრობ
-ტყუილია დედა, არ ყოფილა ასე. შენ იმაზე მეტად გვეხმარებოდი მაშინ ვიდრე შესაძლებელი იყო.
-მე დათას დაკრძალვაზეც არ ვიყავი.... იქნებ გქონდათ მასთან გამომშვიდობების უფლება
-უნდა გვენახა ფერდაკარგული, გაყინული მამა რომელიც არ გაგვიღიმებდა,არაფერს გვეტყოდა, არ ჩაგვეხუტებოდა არც მხარზე დაგვისვამდა... დედა ჩვენ არ გვახსოვს ასეთი მამა მაგრამ გვახსოვს ისეთი როგორიც იყო. ჩვენ რომ გვენახა მაშინ მამას ცხედარი ალბათ ვერასდროს ამოვშლიდით გონებიდან მის სახეს და ვერც ასე შევძლებდით ცხოვრებას.ახლა თითქოს უბრალოდ წავიდა აღარ დაბრუნდება ,მაგრამ ჩვენ მივალთ მასთან... შენ ვერც კი წარმოიგენ რა კარგად მოიქეცი. ჩვენ მას ისედაც ხშირად ვესაუბრებით... ლამის ყოველკვირას სასაფლაოზე ავდივართ დეა. შენ თავი ვერ შეიკავე და იქ მაინც მიხვედი,მიხვედი და მერე მეგონა რომ ვეღარ წამოხვიდოდი. ჩვენც იქ დაგვაჯენდი ცივ ქვაზე და ... დედა შენ არ გესმის რა კარგი ხარ!
-კარგები თქვენ ხართ დე... არა კარგები არა საოცრებები ხართ დე .ჩემი სული ხა შენ - ბიჭს სახე დაუკოცნა, ხელები თავზე გადაუსვა.თმები გრძელი თითებით დაუვარცხნა და ღიმილით შეისწავლა მისი ნაკვთები-როგორი სიმპათიური ბიჭი მყავსოოო ელენამდე მგონი შენს თავს მომტაცებენ გოგონები დეე
-კაგრი რა მარიაამ... შენ მშვიდად იყავი თუ მომიტაცეს შენს მოსვლამდე არ დავნებდები მერე მომაგნებთ შენ და ბიჭები და დამიხსნით ჟღალისგან-უცებ სიცილით დაიწყო,ისე გამხიარულდა ვერც კი გაიაზრა როგორ წამოსცდა ერთი სიტყვა.მარიამის მხარზე ედო თავი .ხელები მოხვია და ჩაეხუტა- აქ დავიძინებ ამაღამ თორემ მე დამესიზმრება ელიკოს როგორ ჭამს კბილებალესილი მგელი
-დაიძინეე ...დაიძინეე მაგრამ მანამ დედას ეტყვი ჟღალი ვინ არის? რომ მოგიტაცოს ხომ უნდა ვიცოდე ვისთან გეძებო პირველად? უთხრაი ცნობისმოყვარე ჭორიკანა დედიკოს ვინ არის ის ჟღალი . მე რომ მეგონა შავგვრემნები მოგწონდა?
-რა ჟღალი დედა? რას იგონებ
-მე ვიგონებ?
-დიახ... მიმიღებ ამაღამ თუ შევებრძოლო კოშმარს მარტო 16 წლის პატარა ბიჭი
-რომელ კოშმარს წითელთმიანი ლამაზმანი ნაბდით რომ გიტაცებს დაა რომელი პატარა ბიჭი ლამის ორი მეტრო რომ არის უკვე?
-რა ორი მეტრო დედა? წავედი მე ...მორჩა ძილის დროა მაცდენ მარიამ . ხვალ სკოლაშ უნდა წვაიდე როგორი დეა ხარ შენ? ღამეს მათენებინებ?
-ოხ მოკლედ ოღონდ თემა გადაიტანო და რას არ იტყვი... მამაშენზე უარესი იქნები შენ! კარგი ბატონო მარგიანო დავივიწყებ ჩემს პოტენციურ სარძლოს რომელმაც ჩემი ლოდი შვილის ლოდი გული დაამსხვრია და დავიძინებ! - ხელი მუცელზე მოხვია მერე ხმაურით აკოცა ლოყაზე და გაიცინა- ჩემი ლამაზთვალება უფლისწული
-ახლა გავიქცევი იცოდე!
-კარგი რა დეე ადრე სულ ჩემთან იძნებდი ახლა გაიზარდე და ისედაც წელიწადში ერთხელ მეხუტები და დამატკბბე ახლა შენთან ყოფნით ჩემო ბარტყო
-აუუუ დედააა აღარ ვარ სამი წლიიის
-ლამაზთვალება ხომ ხარ? დეე შენ ისეთი ლამაზი თვალები გაქვს მისი ჟღალი თმა ყალყზე დადგება შენ არინერვიულო დარწმუნებული ვარ უკვე გულში ჰყავხარ წითურს
მაინც არ ასვენებდა შვილს, გიჟებოდა ასე რომ აბრაზებდა. ცელქობდა თავისებურად. ბოლოს ნიკოლოზმა ფარ-ხმალი დაყარა და დაიძინა. მარიამსაც ჩაეძინა. დილას ჩვეულებისამებრ გაიღვიძა, ნიკშას საბანი გაუსწორა და თავის საქმესმიხედა. ჟღალი არ უხსენებია ამს შემდეგ,მაგრამ არ დავიწყნია რა თქმა უნდა. სკოლაში მოუხდა მისვლა დემეტრეს გამო და ლამის ყველას აკვირდებოდა ერტი წითელტმიანი მაინც რომ დაენახა. აშკარად ემალებოდა სარძლო. სამაგიეროდ ელენასთან ერთად ბავშვთა სახლში წავიდა . პატარა მარგიანი ბავშვებთან ერთობოდა. დათუნა მანაც შეამჩნია,ბიჭი არც მისულა ახლოს,სორს იჯდა და უყურებდა. სამაგიეროდ მარიამისკენ გაიქცა და წინ აესვეტა
-გელოდი იცი?
-მე რომ არ მითქვამს როდის მოვიოდი?
-მე ვიცოდი ლომ მოქვიდოდი...მე სიზმალში გნაქე.ოგონდ ანდოს არ უთხრა ეწკინება და იფიქლებს ლომ გადავიკვალე
-ანდრომ იცის რომ ძალიან გიყვარს... აბა როგორი ვიყავი სიზმარში?- ბავშვი ხელში აიყვანა და მასთან ერტად სავარძელში ჩაჯდა. ლოყაზე აკოცა მისი სუნი შეიგრძნო და თმებზე წაეთამაშა, სწორი გრძელი თმა ლამაზად ჰქონდა შეჭრილი ქერა ღერები უბრწყინავდა,ნამდვილი ოქროს ბიჭუნა იყო-არ მეტყვი?
-დედა იყავი ჩემს სიზმალჩი... ჩემი დედა ,მაგამ შენ ვიცი ალ დამტოვებდი ქომ ასეა?
მარიამს გული შეეკუმშა,პატარას წყლიანმა თვალებმა გული მოუკლა. ისევ ჩაეხუტა თავზე აკოცა და მერე დიდხანს ეფერებოდა. ელენა გააცნო და მხოლო შემდეგ გაუშვა ხელი.
უკვე წასვლას აპირებდნენ ანდრეა რომ მივიდა. უამრავი პარკი ეჭირა ხელში ,ლამის აღარ ცანდა. კარი ფეხით მიხურა და ისე დაიძახა დამეხმარეთ თორე ყველაფერი დამიცვივდებაო. გაუკვირდა დედა-შვილის დანახვა,მაგრამ არ შეიტყო. მიესალმა ორივეს და შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა.
-ხომ თქვი ერთი კვირით მივდივარო
-ყველაფერი მოვაგვარე და დავბრუნდი ... ხვალ ისევ წავალ ალბათ.
-მადლობა მინდა გადაგიხადო
-რისთვის?
-ელენას დახმარებისთვის
-გიამბოთ? ვერ ვიფიქრებდი თუ მოგიყვებოდათ განსხვავებული თინეიჯერი ყოფილა
-თემას ცვლი ?
-თქვენგან მადლობას ვერასდროს მივიღებ... სხვაც რომ ყოფილიყო ასე მოვიქცეოდი. ალბათ გაინტერესებთ როგორ აღმოვჩნდი იქ...ცხენით ვსეირნობდი ყოველ საღამოს ასე ვიქცევი ხოლმე როცა იქ ვარ. დავინახე როგორ მიდიოდა ტყისკენ. მერე მივხვდი რომ იქედან არ გამოსულა და არ გამიჭირვებია დასკვნის გამოტანა. ელენამაც მკითხა ,მაგრამ არ მითქვამს აღარ გავაგრძელე საუბარი
-არ ვაპირებდი ამის კითხვას ... მაგრამ კარგია რომ მითხარი. ჩვენ მივდივართ უკვე.ელენა მანქანაში მელოდება ალბათ...
-ნახვამდის...
-ნახვამდის- უკვე კარგთან იყო მეორე ოთახში დათუნა რომ დაინახა და ისევ ანდრეასკენ მიბრუნდა- ანდრეა რამხელაა შანსი რომ მარტოხელა მრავალშვილიან დედას ბავშვის აყვანის უფლება მიანიჭონროგორც ვიცი წლობით უწევთ დაცდა წყვილებსაც კი
-თუ ეს ქალი შენ ხარ მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული შესაბამისად დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდება... სწორად გავიგე მარიამ?
-ახლა წავალ და მერე რომ გათავისუფლდები შეგხვდები!
დათუნას უბრალოდ ვერ დაემშვიდობა,გულში ჩაიკრა ლოყაზე აკოცა და შემდეგ სწრააფდ გაეცალა იქაურობას. ელენა სახლსი მიიყვანა, ბავშვები სკოლიდან ნიკუშას უნდა გამოეყვანა იმ დღეს. ამიტომ წავიდა იქ სადაც ძალიან უნდოდა ყოფნა
თითქმის ერთი თვე იყო გასული რაც ბოლოს დაინახა ქვაზე გამოსახული დავით მარგიანის ფოტო. ზუსტად ის ფოტო იყო რომელიც თავად გადაიღო, დათა ასე გატაცებით სწორედ მარიამს უმზერდა. ის სიყვარულით სავსე გამომეტყველება ჰქონდა უსულო ქვაზე გამოსახულ მარგიანს. მივიდა, დაჯდა და დიდხანს უყურებდა. როცა პირველად მივიდა იმდენ ხანს იყო იქ სანამ ბიჭებმა არ უთხრეს რომ ცუდად გახდებოდა. მიდიოდა ,მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უკან დაბრუნება სურდა,მაინც ყოველ ჯერზე მიდიოდა. ახლა ხვდებოდა რომ უფრო მარტივი გახდა მისვლაც და სახლში დაბრუნებაც. აღარ სურდა იქ საათობით ჯდომა,მაგრამ მაინც ხშირად მიდიოდა. დათას კვალი არ აკლდა,ყველგან დათა იყო მის პორტრეტებში,ფოტოებში, ვიდეოებში, ხუთი დათას ნაწილი ჰყავდა ,მეგობრები მშობლები,სამსახური,მაგრამ მაინც იქ ყოფნისას სხვა განცდა ჰქონდა. თავიდან დაუოკებელი სურვილი ჰქონდა მიწა ხელებით გაეთხარა და დათა იქ მარტო არ დაეტოვებინა,თითქოს სუნთქვა სჭირდებოდა და უნდა დახმარებოდა. ერთადერთი რასაც სხვა დროსარ აკეთებდა ეს იყო ახალი ამბების მოყოლა და კითხვები... არც ფოტოებს ესაუბრებოდა, არც წერდა აწმყოზე. აი იქ ,სადაც დათა ნამდვილად იყო საუბარიც შეეძლო.თავიდან ყველაფერ სუყვებოდა, შემდეგ მიხვდა რომ სისულელეს სცადიოდა როდესაც საათობით ტოვებდა ბავშვებს და სასაფლაოზე აღამდებოდა. ბიჭები დაეძებდნენ ხოლმე, სემდეგ იცოდნენ თუ სახლში არ იყო დათასთან იყო. ახლა მხოლოდ ერთადერთხელ მიმართა
-სულ გვინდოდა ბავშვის აყვანა, როდესაც ტყუპები გვეყოლება შემდეგ სხვის გაჩენილ ბავშვს გავზრდითო ...ხოდა ახლა მეც მინდა ,დათუნა მჭირდება. დათუნას ვჭირდები , ვიცი უამრავი ბავშვია ვისაც ვჭირდები, მას ანდრეაც ჰყავს,მაგრამ მე დათუნა მჭირდება! იმედია პასუხს მეტყვი დათა ,მაგრამ მე მაინც მეყოლება დათუნა . მისი სიზმარი უნდა ავახდინო!
სახლში დაბრუნდა , მშვიდად გაატარა ბავშვებთან ერთად საღამო. გოგონები ამეცადინა, დემეტრეს ამბები გაიგო. შემდეგ უფროსებთან გადაინაცვლა,დარწმუნდა რომ ორივე მშვიდად იყო და ბოლოს საძინებელს მიაშურა. წარსულში სამოგზაუროდ შესაფერისი მომენტი იყო
„საწოლს ვერ ვშორდებოდით, იმდენჯერ დაიგვიანე სამსახურში რომ ბოლოს ლამის გარბოდი სახლიდან . მე კი ამაზე ძალიან ვხალისობდი, ჩემი საქმე შედარებით მარტივი იყო. სახლშიც შემეძლო მუშაობა და არსად მეჩქარებოდა შენ კი ჯერ კიდევ ბევრი რამ გქონდა გასაკეთებელი. მაშინ არც კი ვფიქრობდი ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე, ორივეს საკუთარი საქმე გვქონდა იმდენი შემოსავალი რომ ჩვეულებრივად ვცხოვრობდით. თუმცა შენ ვერასდროს რჩებოდი ერთ დონეზე,სულ უფრო მეტის სურვილი გქონდა, გინდოდა დედოფლად გექციე,სწორიც იყავი .ისევ ისეთი მდგომარეობა რომ გვქონოდა ბავშვებს ასეთ პირობებს ვერ შევუქმნიდით და გვინდოდა თუ არა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ჩვენ წუწუნი არ გვიყვარდა როდესაც საქმე მუშაობას ეხებოდა, თუ საჭირო იყო გავათენებდით და ჩვენს გასაკეთებელს ბოლომდე მივიყვანდით. შენ უკან არასდროს იხევდი , თინეიჯერობისას მაღაზიიაში კონსულტანტადაც კი მუშაობდი რადგან თავისუფალი დრო გქონდა და საკუთარი ფული გინდოდა გქონოდა. ვერ იტანდი როდესაც სხვაზე იყავი დამოკიდებული თუნდაც ეს სხვა შენი მშობელი ყოფილიყო. დაღლილობა არასდროს გეტყობოდა,გამოუძნებელი ათას ადგილას ნამყოფიც კი ღიმილით ხვდებოდი ყველას და თავს არ ახვევდი საკუთარ ემოციებს. როცა დავქორწინდით დაღლილობისას უბრალოდ ჩემი ერთი ჩახუტებაც გყოფნიდა. დიდხანს ჩარგავდი სახეს ჩემს თმაში ,მე გეფერებოდი შენ კი ხელებს წელიდან არ მაშორებდი. ძალიან ახლოს იყავი,იმდენად ახლოს რომ ჩვენს შორის საზღვარიც კი არ არსებობდა. მეორე ვარიანტიც გვქონდა, მე სამოსიდან გათავისუფლებდი, როგორც შენ ამბობდი ჩემი შავი სფეროები გატყვევებდნენ და ისე გკეტავდი სააბაზანოში გონს ვერ მოდიოდი. დაღლილ ,ძალაგამოცლილ კაცზე ძალადობო მაბრალებდი,არადა ისე მშვიდად იდექი როდესაც სხეულს ქაფით გიფარავდი ,ისე მიჟუჟუნებდი ბოლოს თვალებს და მკოცნიდი არაფერი გეტყობოდა ძალდატანების. დაღლილობის ხარისხსაც გააჩნდა, თუ ერთი დღით მაინც არ გყავდი ნანახი, თუნდაც დილიდან საღამომდე როგორც კი შემოაბიჯებდი სახლში მაშინვე საწოლისკენ მივიწევდით. ახლა ვხვდები რატომ აიჩემე მარტო ცხოვრება, მე კი ვიძახდი შენს მშობლებთან რომ ვიცხოვროთ რა პრობლემაა-თქო. კიდევ აკრგი გადავედით თორემ იმხელა ხმაზე კვნესას შენი მშობლების სახლში ვერ გავბედავდი.თანაც ჩვენს საძნებელში სქელი კედლები იყო შენს ყოფილ ოთახში კი ძალიან თხელი. შენ მგონი წინასწარ იცოდი რომ დამტოვებდი და ამტონ არ კარგავდი დროს არასდროს. ჩვენი ქორწინება ჩვეულებრივ ცოლ-ქმრობას არ ჰგავდა უფრო გიჟ საყვარლები ვიყავით რომლებსაც წლების მატებასთან ერთად ბავშვებიც ჰყავდათ. ყოველ დღე რაღაც ახალს ვაკეთებდით, ან უკვე საყვარელ საქმეს მივმართავდით. არცერთი დღე მახსენდება ისეთი რომელიც უმოქმედოთ გავატარეთ, შეიძლება სახლიდან არ გავსულვართ ,მაგრამ იმ ერთი საქმის შემდეგ ნიკოლოზი გვყავს , გეუბნებოდი რომ პირველ ბავშვს შენი თვალები ექნებოდა და არ მიჯერებდი. ხუთი შვილი გვყავს და ჩემნაირი შავი თვალები არცერთსააქვს,შენ კი იძახდი ყველა შავთვალება უნდა მყავდესო. მარტო მე ვიქნები ცისფერთვალება ოჯახში და ნუ მეკამათებიო. მერე კამათს არც მაცლიდი ეგრევე მკოცნიდი,რა არადემოკრატიული ოჯახი გვქონდა ხვდები? ჩხუბსაც არ მაცლიდი არა როორი ცოლ-ქმარი ვიყავით ერთხელ არ გვიჩხუბია, იქნებ და ჩხუბის შემდეგ უკეთესი სექს* გვქონოდა . ერთხელ მაინც ვერ მაეჭვიანე? ერთხელ მაინც გაგეყოლებინა ვინმესთვის თვალი რომ დაჯდებოდი და ჩემს გარდა ქალს ვერ ხედავდი. საერთოდ როგორი კაცი იყავი? ახლა აქ რომ იყო მეტყოდი მოჯადოებული გყავდიო ,მაგრამ ტყუილია შენ გამიკეთე ჯადო და ყოველი შეხების შემდეგ უფრო დიდ ქსელს ქმნიდი გონს ვერ მოვდიოდი და ვერც ახლა მოვდივარ ხომ ხედავ,ისევ შენ თვალებზე ვაბოდებ და არა მხოლოდ.
გახსოვს ნოკოლოზის არსებობის შესახებ რომ გავიგეთ? ისე მიყურებდი მეგონა დავდნებოდი. ისედაც ხელისგულზე მატარებდი და დიდად არაფერი შეცვლილა, არც რთული ფეხმძიმობა მქონდა , სიარულიც არ მიჭირდა არც რამე მტკიოდა მხოლოდ შიგადაშიგ მინდებოდა უცნაური კერძები და ზედმეტად ემოციური გავხდი. ფილმების ყურების დროს ვტიროდი და მერე ბევრს გკოცნიდი. არცერთხელ მივსულვარ კონსულტაციაზე მარტო,სულ ჩემს გვერდით იყავი ისევ აკვრიდებოდი ბავშვის ყოველ განვითარების ეტაპს როგორც მე. პირველი ბიჭი გინდოდა ,მეც ბიჭი მინდოდა და ორივეს გაგვიხარდა სქესი რომ გავიგეთ. მე უბრალოდ ბიჭი მინდოდა შენ კი შემდეგი გოგონების დამცველი პირველი ბიჭი გინდოდა თურმე. ახლაც მახსოვს შენი სამი მუშკეტერი რა ამბავში იყო რომ გაიგეს ჩემი ფეხმძიმობის შესახებ,იმ რეპლიკებს არც გავიხსენებ. განსაკუთრებით იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას რომ სულ რაღაც სამი თვის დაქორწინებულები ვიყავით და ერთი თვის ფეხმძიმე ვიყავი უკვე. საერთოდ მე ის მიკვირს იმ ორ თვეში როგორ ვერ დავფეხმძიმდი . მუცელი რომ მეზრდებოდა სულ ჩვენთან იყვნენ და სახლიდან აგდებდი , არადა ისე მანებივრებდნენ კი მომწონდა. გახსოვს ერთ დღეს ამოვიჩემე ჩემთან ერთად უნდა დახატო-თქო იმის შემდეგ შენთვის ფანქარიც არ მომიწოდებია მეშინოდა რამე საშინელება არ მოგეხაზა. დღემდე მიკვირს შენს საოცარ თიტებს როგორ არ შეეძლოთ ელემენტარულად ლამაზი სახლის დახატვა. ჩვეულებრივი უნიჭო იყავი აღიარე , ბავშვებს ხატვა არ სჭირდებოდათ და ეგ ნიჭში არ ითვლება! თუმცა რატომაც არა , ნიჭიერი იყავი უდავო ტალანტის მქონე აბა ამდენი წლის განმავლობაში ვნებას როგორ შევინარჩუნებდით.
მშობიარობა რომ დამეწყო მერე შენი სიმშვიდეც გაქრა,არადა თავს მაჩვენებდი არაფერი განსაკუთრებული მოხდებაო. შენი წაკითხული წიგნებიც მოისროლე და ჩვეულებრივ პანიკაში ჩავარდი. რომ შემობრძანდი და ჭინთვების გაძლიერებისას ფერი რომ დაკარგე თუ გახსოვს,სულ ცოტა გაკლდა გონების დაკარგვამდე , ნეტავ წაქცეულიყავი მერე მთელი ცხოვრება დაგცინებდი. იმ დღის შემდეგ ამბობდი მეტ ბავშვს აღარ ვაკეთებ ვიშვილოთ ორი გოგო და მორჩაო,მაგრამ ორივემ ვიცით რომ კიდევ გამიმეტე სამშობიარო ტკივილებისტვის.გამიმეტე რა შენ უარზე იყავი ამჯერად მართლა მე ვიძალადე შენზე ,რატმღაც მეგონა რომ ორ თითქმის თანატოლ ბავშვებს უფრო მარტივად გავზრდიდი. ისე მესამეც მალევე უნდა გამეჩინა მაინც შენ ათენებდი ღამეებს. მე ფაქტობრივად ცხრა თვე მყავდა მუცელში, მშობიარობისას ტკივილი დიდხანს არ მქონია უფრო რთული მსობიარობებიც აქვთ მერე კი შენ უვლიდი. დედაჩემი გაგიჟებული იყო მე ტყუპებს მარტო გზრდიდით ,მამათქვენს მაინც საოცარ მამად მოაქვს თავი და ამ ბიჭს რა გაუკეთე ასეთი შვილო ბავშვს რომ ასე ევლება თავსო. საერთოდაც რა ჩემი ბრალი იყო? შენ არ უშვებდი ხელიდან მე მხოლოდ ვაჭმევდი ისიც ცოტა ხნით მერე ისევ შესანიშნავად ვიმუშავეთ და ისევ ფეხმძმედ ვიყავი. შენ კი მეხმარებოდი იმიტომ რომ ფეხმძიმესთვის დატვირთვა არ შეიძლებოდა. განა მე გაძალებდი რამეს,ხომ შეიძლებოდა სახლში შემოსვლისთანავე ბავშვთან არ მისულიყავი ,რომ აიყანდი აღარ სვამდი და ტიროდა კიდეც სულ რამდენჯერაც დავაწვენდი. გამიტუტუცე ბავშვი! ამ დროსაც კი ისე ვერთობოდით ,მგონი ახლა მეჩვენება ის ღამეები თეთრად ნათენები თორემ მაშინ ვერც ვხვდებოდი რა რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ნიკუშას ღამით ხსირად ეღვიძებოდა, ერთხელ ვირუსი ჰქონდა მაღალი ტემპერატურებით და სულ ტიროდა. ჩვენ კი ისე ვათენებდით თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო,მხოლოდ თერმომეტრს ვაკვირდებოდით როგორმე ტემპერატურას რომ დაეწია. ძალიან ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი ამისგან დრამას არ ვქმნიდით, არც თმააწეწილი, სახეწაშლილი დავდიოდი. სახლიც სუფთა იყო, ყველაფერი წესრიგში მქონდა და შენც არსად გარბოდი. მე რომ შენზე „ვიძალადე“ და გავიგეთ რომ ამ „ძალადობის“ ნაყოფი ადგილზე იყო ორივემ ავღნიშნეთ ჩვენებურად ეს ამბავი,კიდევ კარგი ბავშვს რამე არ დაემართა. მერე უკვე ყელმოღერებული დადიოდი გყავდა საოცარი ბიჭი და თან ფეხმძიმე ცოლი, რომ გავიგეთ გოგო იყო ისე ახარებდი ყველას „გოგოა გოგოოოოო“ გადარიე ხალხი. რას ვიფიქრებდი პირველთან შედარებით უფრო მზრუნველობა თუ შეიძლებოდა გამოგევლინა,მაგრამ შენ ხომ საზღვრები არ გაგაცნდა,სულ მაოცებდი და მაგიჟებდი. ყველაფერს რასაც აკეთებდი საოცრად გამოგდიოდა, ხატვას თუ არ ჩავთვლით თუმცა ეგეც უსაზღვროდ ცუდად შეგეძლო.
ელენა ნამდვილად პრინცესასავით გყავდა , ხელში აიყვანდი და ისე ნაზად კოცნიდი მეგონა რომ შენი თავი შემიცვალეს. ნიკოლოზი პატარა იყო,მაგრამ მაინც ეჭვიანობდა. მაშინვე ტირილს იწყებდა როგორც კი ელენას აიყვანდი, ამიტომ ორივე ერთად გყავდა ხოლმე. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ასაკის მატებასთან ერთად ეჭვიანობაც გაქრა. სამაგიეროდ სათამაშოების გროვები იყო ყველგან, ნეტა თუ არ გბეზრდებოდა ამდენი მანქანის და თოჯინის ყიდვა. არც შენ სამ მუშკეტერს ჰბეზრდებოდა. მშობლებიც ხომ სულ ჩვენთან იყვნენ და მოკლედ მოწყენა არ არსებობდა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ შემდეგ შორიახლოს სეირნობიდან ქალაქგარეთ გადავინაცვლეთ. ვისვენებდით ერთად,ვერთობოდით. სიცილის ხმა ოთხ ხმაში ახლაც ჩამესმის. პირველად რომ უყიდე ბურთი ნიკოლოზს და პირველი დარტყმა შეასრულა იმის შემდეგ სულ ეთამაშებოდი. ჯერ სახლში ხალიჩაზე დამჯდარი უგორებდი ბურთს.შემდეგ მინდორში გადაინაცვლეთ. ბოლოს სერიოზულ მატჩებს მართავდით ,ელენა ყოველთვის იქ იყო პრინცესას ბურთი არ უყვარდა,მაგრამ გგულშემატკივრობდა. ჩემი ლარნაკი რომ შეიწირეთ და სამივე სიმაღლის მიხედვით აესვეტეთ კედელთან მას შემდეგ სახლში აღარ თამაშობით.
ბავშვები ოთხი და სამი წლის იყვნენ კონცერტი რომ გამიმართეთ, სამ მარტს მინი მიუზიკლი დადგით. ბავშვებს ფორმები ეცვათ შენც რაღაც საოცარი ნიღაბი გეკეთა იმდენ ხანს ვიცინოდი მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. ისე ცეკვავა ყოველთვის საოცრად გამოგდიოდა, არა მხოლოდ მაღალი დონის რომ ღლაბუცობდი მაშინ უფრო მაგარი იყო. არა შენ აფრენდი, ნამდვილად გიჟი იყავი. გაგახსენდა ხომ? ბავშვები რომ დავაძინეთ საზინებელში შევედით. მე საწოლში ვიწექი შენ სააბაზანოში იყავი რაღაცას გიყვებოდი საქმესთან დაკავშირებით საიდანღაც სიმღერის ხმა რომ გავიგე და საძინებლიდან ჩემი ხალათით გამოხვედი . ვფიცავ შენს სტრიპტიზს პროფესიონალი მოცეკვავეების შესრულებული ნომერიც ვერ შეედრებოდა. ხოო კარგია საძინებელს რომ სქელი კედლები ჰქონდა. ცეკვა, ჩვენი ცეკვა ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო ჩვენი თანაცხოვრებიდან. ერთ დღეს მორიგი ვახშმისას ტანგოს მელოდია რომ გაჟღერდა აივანზე ვისხედით. არ ვიცი როგორ ვცეკვავდით,მხოლოდ ის ვიცი რომ ემოციების ზღვაში ვარხევდი სხეულს, ჩვენს სხეულებს ერთმანეთის ენა ესმოდათ. შენი თვალები ჩემსას ხვდებოდა და სამყაროსგან გარიყულები ერთმანეთში ვიკარგებოდით. შემდეგ შენი მხურვალე ტუჩები ასრულებდნენ საღამოს და ისევ ვაგრძელებდით შეთანხმებულ რხევას , მელოდიას კი ორი გულის აჩქარებული ძგერა ქმნიდა. შენი მზერა ყოველთვის განსხვავებული იყო, როდესაც ნელა მიკოცნიდი სხეულს ,როდესაც ჟინმორეული მახვევდი ვნების ქარცეცხლში და როდესაც მე ვიყავი დომინანტი სრულიდან სხვა სამყაროში გადადიოდი შენ ჩემით ტკბობა გგვრიდა სიამოვნებას ცხოვრებაში და სხვა არაფერი. ყოველთვის ვიცოდი რომ ვერავინ და ვერაფერი გაცდუნებდა ჩემს გარდა, მე შემეძლო ერთხელ შემომეხედა ვნებიანი მზერით და წამსვე ჩემი იყავი. სხვები ყველაფერს აკეთებდნენ ,მაგრამ შენ ყურადღებასაც არ აქცევდი. რამდენჯერ შევსწრებივარ მსგავს სცენას , როდესაც კლუბში ბიჭებთან ერთად იყავი.მე ბავშვებს დედასთან ვტოვებდი. ზოგჯერ არც კი იცოდი შევძლებდი თუ არა მოსვლას. მე მოვდიოდი და ვხედავდი როგორ კერავდნენ ჩემს ქმარს, მაშინ გაგაბრაზე,მაგრამ კიდევ გაგიმეორებ რომმ არ გითვალთვალებდი უბრალოდ გართობა მინდოდა.შორს დავჯექი და თვალს გადევნებდი მართალი იმ ქალის მოხრჩობა მომინდა ასე უსირცხვილოდ რომ მოგიჯდა გვერდით და ლამის სახეზე მოგარტყა თავისი მოშიშვლებული მკერდი ,მაგრამ მერე სასაცილო სანახავი იყო რაღაც რომ უთხარი და გაბრაზებული გავარდა. და აი გამახსენდა როდის გამიბრაზდი, სწორედ იმ ღამით როდესაც მიხვდი რომ მე დიდი ხნის მოსული ვიყავი და გაიაზრე რომ შორიდან გიყურებდი. ყველაზე მეტად მაშინ გავერთე შენმა სამმა მუშკეტერმა ხაფანგი რომ დაგიგო და სახლში ვიღაც გოგო გამოგიგზავნეს სწორედ მაშინ მე ბავშვებთან ერთად აგარაკზე რომ წავედი. თან კამერაც რომ დადეს და ყველაფერს უყურებდნენ, არა მაინც რა არანორმალური ბიჭები არიან? ჩემი ძმის მოფიქრებული რომ იყო იცი ხომ? ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დივანზე დატოვებულმა ქალის საცვალმა მოახდინა, ისე ის გოგო სპეციალისტი იყო . აბა ცოტნე მოუხერხებელს ხომ ვერ იპოვნიდა? სანამ წყალი მიუტანე „გულწასულს“ გახდაც მოახერხა საცვლის დამალვაც და ფეხების გაშლაც . პიკი იყო შენ რომ ხარხარი დაიწყე .შენც კარგი გიჟი იყავი რა , ნახევრად შიშველი ქალი გყავდა წინ შენ კი ხარხარებდი. რა გაცინებდა ,ისე დღემდე მგონია რომ ყველაფერს თავიდანვე მიხვდი . ბიჭები რომ შემოვარდნენ და ჩემი ძმა მოგვარდა მარიამს როგორ ღალატობ თანაც თქვენს სახლშიო ისე ჩაავლე ხელი მეგონა ტყუპს მომიკლავდი. რომ გაბრაზდებოდი რა სიტყვებს უშვებდი პირიდან თუ არ გცხვენია ნეტავ, არადა ჩემთან რა ბუნჩულა და საყვარელი იყავი სულ . ისე რომ გადაირეოდი კარგად მახსოვს მსხვერპლების სისხლიანი სახეები , საუკუნეში ერთხელ კარგავდი მოთმინებას ,მაგრამ ისეთ კვალს ტოვებდი სულ რომ ემახსოვრებოდათ . როგორ ვბრაზდებოდი შენი ხელების დანახვისას,სულ არ უხდებოდათ გადაყვლეფილი კანი და ტუჩი რომ გაგიხეთქა ერთხელ ვიღაცამ იცი საერთოდ რა დამემართა? რომ გაკოცე და დაიკვნესე ლამის გული გამისკდა. როგორ შეიძლებოდა შენი ტუჩების დაზიანება, ან თვალის ჩალურჯება. იმ არანორმალური,ფსიხი და შეშლილი დუდას გამო რომ იჩხუბეთ ყველამ ერთად რას გავდით თუ გახსოვს. არა რამდენი რამ გამახსენდა და ახლა ისევ ნერვები მომეშალა, საშინელი ბიჭები იყავით. ეს არანორმალურები შენს მერე რამდენჯერ მოყვნენ ჩხუბში თუ იცი. ვერ ესვრი მაქედან რამეს ჭკუა რომ ისწვალონ? ყველა არანორმალურია თავისებურად და ოღონდ მიზეზი მიეცეთ მეტი არაფერი უნდათ. კი დადიან მერე ამხელა კაცები დატყავებული ხელებით. შენს გარეშე ამათ გააფრინეს და კარგი იქნება თუ უშველი რამეს.
ისევ ბავშვებთან დავბრუნდეთ. გახსოვს რამდენს ასწავლიდი? სულ ელაპარაკებოდი და ისინიც ყურადღებით გისმენდნენ. ხომ იცი ყველაფერი ახსოვთ და დღემდე ისე იქცევიან როგორც შენ არიგებდი. რომ გისმენდით გული მითბებოდა, შემეძლო საათობით მეცქირა თქვენთვის ...
გახსოვს ვარჯიში როგორ დავიწყეთ? როგორ გეზარებოდა არადა სულ გაიზახოდი ჯანსა ცხოვრების წესი მნიშვნელოვანიაო. არადა მე რომ წონაში არ მომემატებინა და დილაადრიან ვარჯიში არ დამეწყო თავსაც არ შეიწუხებდი ვარჯიშის არაჩვეულებრივი ფორმა ვიცი და კალოირების დაწვაზე მე ვიზრუნებო კი მეუბნებოდი,მაგრამ მე დამატებით სირბილიც დავიწყე და მარტოობისთვის ვერ გამიმეტე. ასე გაქრა ჩემი მომატებული რამდენიმე კილოგრამი და გაჩნდნენ შენს პრესზე კუბიკები. მანამდე ხომ მაგიჟებდი ,მაგრამ შენდეგ რომ შემოგხედავდი წამსვე მებინდებოდა თვალები. ისე რა საინტერესოა არა? ყველანაირს გიცნობდი , ყველაზე კარგ ფორმაში ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ჩემთან ცხოვრებისას იყავი.უნდა გამესუქებინე, ბევრი კალორიული კერძები მომემზადებინა და არც არავინ შემოგხედავდა ,მაგრამ მე მომწონდა ყველა რომ გიჯდებოდა შენზე შენ კი მხოლოდ მე მამჩნევდი. თვითკმაყოფილება მიპყრობდა და ამას ვერაფერს მოვუხერხებდი. შენც ასე იყავი აღიარე... ოცი წლის ასაკში სრულიად სხვანაირი ვიყავი ,რაც დრო გადიოდა უფრო მეტად სექსუალური ვხდებოდი. არცაა გასაკვირი მასინ ჯერ კიდევ ბავში ვიყავი სტილიც კი სხვა მქონდა.
ტრენაჟორები რომ შეიძინე და დამახვედრე ოთახში მას შემდეგ უფრო მხიარულად და საინტერესოდ მიდიოდა ჩვენი ვარჯიში. დილის გამამხნევებელი ვარჯიში,როგორც შენ უწოდებდი. ბავშვებს რომ ძილი უყვარდათ თავიდანვე ხელს გვიწყობდა, სენი საქმეებიც უკეთ მიდიოდა, ამაყი ვიყავი შენით არა იმიტომ რომ რამდენიმე ათასი გახდა შენი თვიური შემოსავალი და სრულიად უზრუნველყოფილები ყვიყავით იმიტომ რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიე. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდი წინ,რისკავდი ხერთხელ წააგე კიდეც, მაშინ ყველაზე რთული პერიოდი გვქონდა,მაგრამ მაინც არ შეცვლილა ჩვენი ურთიერთობა. ისევ ისე შენი კოცნით ვიღვიძებდი, ერთად ვსაუზმობდით. ბავშვებს ვზრდიდით და საღამოს დამრლელი დღის შემდეგ ვსაუბრობდით, ვცეკვავდით , ან ფილმს ვუყურებდით. ყოველთვის ჩახუტებულებს გვეძინა , არ შეიძლებოდა გვერდით მყოლოდი და ჩემთვის ზურგი შეგექცია. რა ცფრო ცუდად იყავი მით უფრო ახლოს იყავი ჩემთან. მე ერთადერთი ვარ ვინაც შენი ცრემლები ნახა, მგონი რაც გაიზარდე მას შემდეგ არ გიტირია,მაგრამ საყვარელი ბებო რომ დაგემშვიდობა თავი ვერ შეიკავე. მხოლოდ მე და შენ ვიყავით, შენ თავი შემს მხარზე გედო და ტიროდი, ტიროდი საყვარელ ბებოს რომელმაც ძალიან ბევრი გასწავლა,რომელმაც გაგზარდა და რომელსაც აღმერთებდი. მხოლოდ ერთხელ, შემდეგ არც პანაშვიდების დროს ,არც დაკრძალვაზე .მაშინ მითხარი რომ ცრემლები მხოლოდ ამზიმებდნენ სულს, პირველი კი უბრალოდ ტკივილი იყო შემდეგ კი თვითგვემა. საყვარელ ადამიანს ტკივილი არ უნდა გავაყოლოთ,მათ უნდა იცოდნენ რომ კარგად ვიქნებით,რომ გავუძლებთ და არასდროს დავეცემით,რომ ძლიერები ვიქნებით ა ასე ვიზრუნებთ მათზეო. ეს სიტყვები გონებაში სამუდამოდ ჩარჩა, რა ვიცოდი თუ ოდესმე გახსენება მომიხდებოდა.
არწმუნებული ვარ არასდროს გაგიაზრებია ეს ,მაგრამ ბებოს გარდაცვალების შემდეგ მშობლებთან უფრო ხშირად დადიოდი. არც მანამდე გყავდა დატოვებული, ყოველთვის მზრუნველი და ყურადღებიანი შვილი იყავი,მაგრამ შემდეგ ყველა მათ წამოტკივებას ყურადღებას აქცევდი. გაციებულ დედასაც კი ექიმთან მიარბენინებდი. გააგიჟე ქალი შენთან დავრჩები მამა ვერ მოგივლისო რომ უთხარი. მერე სახლში ისე მოუსვენრად იყავი ისევ მათან გაგიშვი. მეც დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდი,მაგრამ ბავშვებს ვერ დავტოვებდი ,თანაც ვირუსებისგან მიცავდი. ფარით და ხმლით შეიარაღებული!
ჩვენი ტანაცხოვრების განმავლობაში სულ ოთხჯერ გაცივდი მგონი, ერთხელ ისე ცუდად იყავი ბალიშიდან თავს ვერ წევდი .მკვდარივით გეძინა და იმდენს აცემინებდი სახლი ზანზარებდა. არც მკოცნიდიგადაგედებაო იძახდი და ნიღბით შემოსვლას მაიძულებდი. ბავშვები ხომ საერთოდ არ გააკარე ოთახის სიახლოვეს. ბიჭები დაგცინოდნენ და ბალიშებს ესროდი სამ მუტრუკს რომელთაც მეტი გასართობი არ ჰქონდათ და შენი ნერვების მოშლით იყვნენ დაკავებულები. მე რომ მოვდიოდი გაიგეს და ლეპტოპში პორნო ჩაგირთეს შენც კი იცინოდი ჩემთან ერთად. მათე კი ჯუჯღუნებდა თქვენთან არაფერი ჭრის ვინ ხართ ასეთებიო.
აი მე რომ ერთს დავაცემინებდი ჩაის გადასხმებს მიდგამდი, ამის გამო სამაგიეროს ოდესმე გადაგიხდი ხომ იცი არა? თერმომეტრით მედექი თავზე და მგონი არც იძნებდი. მერე ყელში ამომიყვანე და იმის დასამტკიცებლად რომ ენერგიაც მქონდა, მუშაობაც შემეძლო,საჭმლის მომზადებაც,დალაგებაც და სხვა ბევრი რამეც გავიხადე. რომ გავიხადე მერე შენც გაიხადე , მერე გრიპი გადაგდე და ერთად ვაცემინებდით. რასაც სინქრონში ხარხარი მოჰყვებოდა. კიდევ კარგი ბავშვებს ამ დროს საყვარელი მსობლები და ნნათლიები უვლიდნენ. ისე რატო არ გვეყოლებოდა ბევრი შვილები სულ ვიღაც გვყავდა ვისთანაც დავტოვებდით და რამდენიმე დღიან შვებულებას მოვიწყობდით.მათაც უყვარდათ სხვაგან დარჩენა და ყველანი კმაყოფილები ვიყავით. თუმცა სამი დღე მაქსიმუმი იყო ერტადერთი გამონაკლისი როცა ჩემი ახირების გამო მთაში წავედით და მაინცადამაინც მაშინ ცაიკეტა გზბი იმხელა თოვლი იყო. თუმცა სასტუმროდან გამოუსვლელადაც არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო.
-მესამე ბიჭი გინდა თუ გოგო? - ერთ დღესაც მითხარი და მეც ეშმაკუნები მიხტოდნენ თვალებში
-გააჩნია რომელს შეძლებ
-შეძლებაზეა საქმე? - ხელი წელიდან საჯდომისკენ ჩააცურე და ისე მომიჭირე იმ დღეს უნდა ამეკრძალა ჩემს საჯდომზე თითის დაკარება,მაგრამ უთავმოყვარეო გამოვდექი . იცინი ხომ? მეც მეცინება
-ცეკვავთ თუ
-მინდა შიშველს გეცეკვო
-მხოლოდ მე უნდა ვიყო შიშველი? ასე არაფერი გამოვა
-არადა როგორც კი დამინახავ...დაგვინახავ მაშინვე შეშდები რა ცეკვაზეა საუბარი
-ვცეკვავ ლუციფერთან!
-მესამე შვილზე მუშაობას გახსნილად ვაცხადებ - კაბის შესაკრავი გახსენი და ხელში ამიტაცე- მუშაობის განმავლობაში დასაშვებია კვნესა ჩემი სახელისა, ხმოვნების წარმოთქმა შეუზღუდლად და რაც მთავარია ვმუშაობთ სპერ**** უკანასკნელ წვეთამდე
არა ეს რომ მითხარი უნდა შემემოწმებინა ღვინის ბოთლი მაგიდაზე ცარიელი იყო თუ არა. არადა თითქოს არ დაგვილევია ერთი ჭიქის მეტი . არ ვიცი აბა როგორ ავხსნა შენი ეს და სხვა არანორმალური გამოსვლები? საერთოდაც დემეტრეზე ისე დახელოვნებულად „ვმუშაობდით“ ერთი კი არა მინიმუმ სამნი უნდ აყოფილიყვნენ,მაგრამ ერთი და გენიოსი გამოგვივიდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგი მაინც სხვაა .
დემეტრეს არსებობის შესახებ რომ შევიტყვეთ უკვე სამნი ზრუნავდით ჩემზე. ბავშვებს ისე გაუხარდათ ოჯახის ახალი წევრის შესახებ რომ ვუთხარით არ უნდა გავჩერებულიყავით ამდენ ხანს...ახლა ხუთი კი არა მინიმუმ რვა შვილი მეყოლებოდა და იქნებ რომელიმეს მაინც ჰქონოდა ჩემნაირი ღამისფერი თვალები.
დემეტრეს ერტად აძინებდით, ზღაპრებს ბავშვები უკითხავდნენ,მერე იძინებდნენ და დემეტრეს ისევ ეღვიძა ამიტომ შენ აგრძელებდი მათ დაწყებულ საქმეს. ბოლოს მეც მიმაძინებდი და იძინებდი შენც.
დემე ორი წლის იყო დაწყებული მოგზაურობები რომ განვაახლეთ. ბავშვებს იმდენი რამ აჩვენე და ასწავლე მგონი მე არც არაფერი გამიკეთებია. შენ როგორ ახერხებდი ამდენ რამეს ერტად არ ვიცი,მაგრამ ბუნებრივად გამოგდიოდა ყველაფერი. არც კი ფიქრობდი რომ ვიღაცუყურადღებოდ გრჩებოდა არც გეგმებს ადგენდი როდის ვისთან უნდა მისულიყავი. როგორც კი იგრძნობდი რომ მოგენატრნენ მაშინვე მიდიოდი,ურეკავდი . შეგეძლო ნებისმიერ დროს გაჩენილიყავი მეგობრებთან როდესაც სწირდებოდათ, რამდენჯერ გავარდნილხარ შუაღამით სახლიდან ვინ იცის, ამ დროს ვნერვიულობდი ხოლმე,რადგან არავინ იცოდა რა შარში იყვნენ. სამი თავისუფალი ბიჭი , ერთი დაკავებული იყო,მაგრამ მაინც არაფერი შველოდა.სალომემ ფარ ხმალი მალევე დაყარა და დუდას დაშორდა კიდეც. შემდეგ წავიდა და დარცა ჩვენი დუდა მარტო დეპრესიული განწყობით, ამ დეპრესიას რომ უხსენებდით და აბრაზებდით კი იყავით დალურჯებულები ყველანი. დღემდე ასეთი ფიცხია ჩვენი დუდა და სალომეს გარდა მაგის სიფსიხეს წამალი არ აქვს. გახსოვს რომ იჩხუბეს ერთმანეთი დახოცეს და მერე დაეტაკნენ და კოცნა დაიწყეს? მერე სალომემ ისევ გაარტყა და კი აღმოჩნდა დუდას მხარზე ტომარივით გადებული.. როგორც დაქორწინდნენ ისე განქორწინდნენ. სენ კი სულ ეპიცენტრში იყავი, ჩემი მეჯვარე უბრალოდ გიჟი იყო ყოველთვის. ნიკუსა რასაც გიჟობს იცოდე რომ სალომეს ბრალია.
იცი რა გამახსენდა?
სალომემ რომ წაიყვანა სამივე ბავშვი და შენ ვერ ისვენებდი ბავშვებს რამეს დამართებს, ან დუდა მივა იჩხუბებენ და ჩემს შვილებს ფსიქიკას გაუნადგურებენო. მართლა იჩხუბეს , მაგრამ ბავშვები იცინოდნენ,რა ექნათ პირველად ხედავდნენ მსგავს რამეს. თელი კვირა აჟიტირებულები ყვებოდნენ მათ ამბებს, არადა როგორ შეიძლება ბავშვთან მსგავსი სცენების დადგმა. თუმცა ქორწილში ის ცეკვაც არ იყო მთლად ნორმალური,დიახ დიაახ ის ცეკვა დუდას და სალომეს ქორწილში რომ შეასრულეთ . სავსე რესტორანში კაცი არ იყო თქვენ რომ არ გიყურებდათ, ვერც გაიგეს ვის უცეკვოდით,ვერც ის გაიგეს რა ხდებოდა მხოლოდ დადორბლილები გიყურებდნენ , ვიდეოს იღებდნენ,იცინოდნენ და კიოდნენ. კიდევ კარგი არ შეგჭამეს იმ დღეს თორემ რა მეშველებოდა მერე ? მას შემდეგ ბევრი რამ იყო ჩვენს ცხოვრებაში.
იცი ? ძაღლი ისევ არ გვიყიდია, ვერ მოვიცალეთ მაგისთვის. ბავშვებიც არარ ითხოვენ. ჯერ ტყუპები იყვნენ პატარები და მეშინოდა ხომ იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს შინაური ცხოველების მიმართ. არ აკლიათ საქმე ბავშვებს, ბოულინგი ისევ მხოლოდ მე მიყვარს, ცხენით ჯირითზე ყველანი ვგიჟდებით,კალათბურთს ერთად ვუყურებთ, ფეხბურთს დემეტრე თამაშობს და ვგულშემატკივრობთ.მათემატიკას მაინც ვერ გავექეცი არადა როგორ ვერ ვიტან,ახლა შევეჩვიე რა ვქნა მათემატიკოსი მყავს სახლში. ცურვაა , ჩვენ და წყალიიი ცალკე განზომილებაში ვართ ასე არ არის?
არასდროს დამავიწყდება როგორ ასწავლიდი ბავშვებს ცურვას. აუზი რომ გავაკეთეთ ეზოში წყლის ნიმფად ვიქეცი. რა ვქნა ვგიჟდები წყალზე. მართალია ძირითადად ცურვას არ მაცლიდი ბატონო დავით,მაგრამ წყალში ჩასვლას ხომ მაინც ვასწრებდი და აღიარე რომ ვიმარჯვებდი ხოლმე. რაც შეეხება სწავლებას, კამერებში ჩასმულ ორ ბავშვს ისე უხსნიდი ცურვას თეორიულად თვალებდაჭყეტილები გიყურებდნენ,ვერ გაიგეს რას ეუბნებოდი შენც კი იცინოდი. მერე ბიჭები სეოცვივდნენ და ისე ჩაეშნენ აუზში მგონი დააცარიელეს. მე რომ გავიწუწე ეგ მახსოვს და ჩემ გამომეტყველებაზე რომ იცინოდი ეგეც. ცუდი ბიჭი ხარ ..იყავი შენ!“
ბავშვებთან ერთად ფანჯარასთან იჯდა, ცხელი შოკოლადის ,ჩაისა და ყავის თანხლებით უმზერდნენ ფიფქების ცვენას. დედიკოს ციოდა,მაგრამ ფიფქები მაინც ძალიან უყვარდა.
-უნდა ვილაპარაკოთ ...
-რა ხდება დე?
-ყველამ იცით რომ ძალიან მინდოდა კიდევ მყოლოდა შვილები, დედიკოს მუცელში ვეღარ გაიზრდებიან სხვა ბავშვები თქვენს გარდა იმიტომ რომ დედიკოს მამიკო არ ჰყავს .ხომ იცით რომ არიან ბავშვები რომელთაც არც დედიკო ჰყავთ და არც მამიკო ,არც თქვენსავით ბევრი და-ძმა .მარტოები არიან და ძალიან უნდათ რომ დიდი და თბილი ოჯახი ჰყავდეთ.მათაც აქვთ უფლება რომ უყვარდეთ , ზილის წინ კოცნიდნენ, ეფერებოდნენ, ასწავლიდნენ და უბრალოდ უყვარდეთ. ისიც თქვენი ძმა იქნება , უბრალოდ ჩემს მუცელში არ იქნება ნამყოფი ...ყველაზე პატარა იქნება
-სწორად გავიგეთ?
-ბავშვი უნდა ისვილო დედა?
-პატარა იქნება სულ სულ პატარა? ჩვენზე პატარაც?
-ხო ე ჩვენზე პატარა იქნება? ანუ მე და სესო უფროსი დები ვიქნებიტ?
-ბიჭია ? ანუ მეც უფროსი ძმა ვიქნები?
-ბიჭია, დათუნა ჰქვია და ნიკუშა შენს მსგავსად ლურჯი თვალები აქვს, ცოტა უფრო მუქი. 3 წლისაა და ძალიან მინდა რომ ჩვენთან იცხოვროს ,მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ ამიტომ ახალ წევრს ერთად უნდა შევხვდეთ,ყველამ ისე უნდა მიიღოს როგორც ჩემი შვილი და თქვენი ძმა ...
-მე მინდა ...მალე გაგვაცნობ?
-მეც მინდა კარგი იქნება თუ ჩვენტან მოიყვან ... ვასწავლი რაც ვიცი და მე მეყვარება თუ შენც გეყვარება დე - დემეტრემ უთხრა და გაიღიმა-მეც მინდა ვნახო
-დათუნა ის დათუნა მე რომ ვიცნობ?
-ხო ელე ის დათუნააა
-გამაგებინებთ ვინ დათუნაზე საუბრობთ? რადგან მამას სეხნიაა მაინცადამაინც ის უნდა ავიყვანოთ?
-არა ნიკოლოზ დათუნა ჰქვია მას და არ არის დათას სეხნია,ეს არც არაფერ შუაშია... ელენა იცნობს რადგან იმ ბავშვთა სახლში ცხოვრობს სადაც ერტად ვიყავით. შენ რომ ნახავ მიხვდები რატომ ის და არა სხვა
-ასე მარტივია ბავსვის აყვანა? მარტოხელა დედა ხარ ...ხუთი შვილი გყავს. ათასობით უშილო ოჯახია და როგორ მოახერხებ ამას?
-მოვახერხებ, მე მხოლოდ იმის მოსმენა მინდა რომ თქვენს უმცროს ძმას მიიღებთ
-მგონი მხოლოდ მე არ მითქვამს ჩემი პასუხი -ნიკუშამ ჭიქა დადო ა ოჯახის წევრებს გადახედა- ჩემი მანქანების კოლექციას არავის მივცემ ეს კარგად იცოდეთ,შენც გახსოვრეს ბატონო არ დაგავიწყდეს! დილით ჩემს ოთახში არ შემოვა,რომ გავიღვიძებ და გამოვალ ოთახიდან მერე შეიძლება...სხვა სათქმელი მე არაფერი მაქვს . აწყვილებ მარუსა? სამი ბიჭი სამი გოგო ბიჭით დაიწყე ბიჭით ამთავრებ?
-ჯერ არ ვიცით ვამთავრებ თუ არა ... მაგრამ ასე გამოდის... აბააა მე წავალ ახლა და მალე დავბრუნდები
-თოვს დედა... შორსააა მოიცადე და მერე წადი
-არც ეგრე თოვს ხელი რომ შემიშალოს... ვერ მოვიცდი ... მიყვარხაააააააააააააართ
-ისე მიდიხარ არ გვაკოცებ?
-რომ მოვალ მერე გაკოცებთ... სახლი არ აურიოთ- ქურთუკი მოიცვა და ბავშვების გაფრთხილებსი შემდეგ სახლიდან გავიდა.
მანქანაში იყო უკვე ანდრეას რომ დაურეკა , ბიჭი დიდხანს არ პასუხობდა ბოლოს ბავშვის ხმა გაიგო, დათუნა იყო. მაშინვე გაეღიმა და სიჩქარეს უმატა
-ჩემთან მოდიხარ? ანდლოც აქააა მალიამ და მიცი მობილული მე მაქ თვითონ გაცულია
-მოვდივარ ,მაგრამ საჩუქრების ყიდვა ვერ მოვასწარი
-ააუჩავც...ბავჩვებც გაუქალდებათ მაინც
-შენ?
-მე ? მე ალაფელი მინდა
-არც მე ?
-ჩენ კი
-მალე მოვალ და მაგ დაჩხვლეტილ ლოყებს დაგიკოცნი იცოდე
-კაქი ...
მობილური გათისა, ყურსასმენი მოისორა და გზას გახედა. მალევე მივიდა შენობასთან. სწრაფად მიირბინა კარამდე და ფიფქებით დაფარული შევიდა ოთახში. დათუნას რომმოეფერა მერე სხვა ბავშვებსაც შეხვდა ა ბოლოს ანდრეასთან ერთად დარჩა.
-ასეთ ამინდში აქ რამ მოგიყვანა მარიამ?
-შენც არ დაწყო ახლა...ჩემი ხუთიც მეყოფა. ისე შეიცხადეს არც მიშვებდნენ მგონი...
-მართლებიც იქნებოდნენ,აშკარად ვერ შეუჩერებიხართ
-არ მიყვარს საქმის გადადება, არვაინ იცის ხვალ რა მოხდება ამიტომ დღეს გასაკეთებელი დღესვე უნდა გააკეტო!
-რა ხდება ასეთი?
-ბავსვებს ვესაუბრე და ყველას ძალიან გვინდა რომ დათუნა ჩვენთან იყოს ... დარწმუნებული ვარ შენ წინააღმდეგი არ იქნები
-მეგონა ცუდად გავიგე შენი მაშინდელი კითხვა... დარწმუნებული ხარ ? იცი მე არც კი ვიცი რა გითხრა ... ხუთი სხვადასხვა ასაკის შვილი გყავს სრულიად განსხვავებული მოპყრობა სჭირდებათ და ძალიან რთულია მათი აღზრდა ახლა კიდევ მეექვსე პატარა ბიჭი იქნებ უბრალოდ
-გგონია რომ დათუნას სხვა უფრო უკეთ მოუვლის,უფრო მეტად ეყვარება და მეტ სითბოს მისცემს ვიდრე ჩემი ოჯახი?
-არ ვიცი... მე საერთოდ არ მჯერა რომ ხუთი შილის დედა,ქვრივი ქალი რომელსაც უამრავი საქმე და სადარდებელი აქვს მეექვსე სხვის შვილს უპირებს დედობას
-იდეალური დედა ნამდვილად არ ვარ, არც ქალი .მარტო ვარ და ჩემი მარტოობა ზოგჯერ იმდენად აშკარაა რომ სხვებზეც ვმოქმედებ ალბათ. მაქვს პერიოდები როდესაც თავს ვერ ვერევი და უბრალოდ მარტო ყოფნა მჭირდება. ამ დროს სესაძლოა დათუნაც ნაწყენი დარჩეს,მაგრამ როცა მე ა რვიქნები მასთან ჩემი შვილები იქნებიან,ხუთივე ცალ-ცალკე ან ერთად.
-დარწმუნებული ხარ რომ დათუნას წაყვანა გსურს?
-ანდრეა შენი აზრით დარწმუნებული რომ არ ვიყო აქ ვიქნებოდი? შეგიძლია რომ წესები დაარღვიო და დათუნას დიდი ხნით არ ამაშორო თუ ჩემი ადვოკატი,განცხადებები ,რიგში დგომა და ლოდინი დამჭირდება.
-ერთადერთი პირობა მაქვს მხოლოდ,სხვა დანარჩენს პირადად მე მოვაგვარებ ... პირობას რომ გიყენებთ ცუდად გამომდის თქვენთან,მაგრამ დათუნა ძალიან მიყვარს და მინდა რომ ვნახო ხოლმე. თქვენთან არ მოვალ ,მაგრამ ბაღში ვინახულებ ცოტა ხნით მეყოლება ხოლმე
-ესაა პირობა?
-დიახ
-ხანდახან მაოცებ ... რა გეგონა რომ დათუნას დაგაშორებდი და მასთან მიახლოების უფლებას არ მოგცემდი? მე მისტვის იმ ილუზიის შექმნას არ ვაპირებ რომ არავინ ჰყავს ჩვენს გარდა. არც იმას დავავიწყებ რომ ჩემი ბიოლოგიური შილი არ არის.
-იმედია მეტყვით როგორია 6 ბავშვის დედობა
-გამოცდას აპირებ?
-არაა ...უბრალოდ ინტერესის სფეროა- გაიცინა ანრომაც და მერე ისევ ისეთი გამომეტყველება დაიბრუნა როგორიც მანამდე ჰქონდა-თქვენ ჩემს გაოცებას არ წყვეტთ მარიამ
-შვილო შენობით ფორმაზე აღარ გადავედთ ჩვენ?
-გადავედით...
-ხოდა ძალიან კარგი…აბააა როდის წავიყვან დათუნას?
-მალე...დღესვე ვერა ,მაგრამ მალე რამდენიმე კვირაში სავარაუდოდ
-კარგი , მაშინ წავალ და თუ რამე დაგჭირდება მიტხარი არ მინდა რომ ყველაფერი შენ გააკეთო
-არაფერია საჭირო . ყველაფერს მე მივხედავ
მარიამს აღარაფერი უთქვამს. ბოლოს ისევ სახლში დაბრუნდა. მშობლებს ესაუბრა ოთხივეს ერთად შეხვდა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. არცერთს გამოუთქვამს პროტესტი. ბიჭებიც გაკვირვებულები დარჩნენ ,მაგრამ შეწინააღმდეგება არც უფიქრიათ. მხოლოდ ის უკვირდათ რომ ანდრეა შონიას სახელი გაიგეს. ამაზე ცოტა იკამათეს კიდეც,მაგრამ ბოლოს დანებდნენ და თავიანთ აზრზე დარცენილებმა შეწყვიტეს უაზრო დავა.
ანდრეას ელოდა და დათუნასთვის ოთახს ამზადებდა. ბავშვებიც ეხმარებოდნენ, სათამაშო ოთახს კიდევ შემატეს დათუნასთვის სათამაშოები. გარდერობი გაავსეს და ყოველ დღე კითხულობდნენ ახალ ძმას,მაგრამ ანდრეა დიდხანს არ ჩანდა. ამ დროს დათუნასთან ატარებდა და აჩვევდა იმ ფაქტს რომ წასვლა მოუხდებოდა,მხოლოდ ის და ბავშვი საუბრობდნენ. შემდეგ მარიამს დაურეკა დათუნა თავად მიუყვანა სახლში დოკუმენტებთან ერთად .
-გამალჯობა მალიამ მე მოვედი - ქვემოდან უყურებდა კარში მდგომ ქალს და იღიმოდა.მარიამი გაოცებული უყურებდა პატარა ბიჭს,შემდეგ ხელშ აიყვანა და ლოყევი დაუკოცნა
-ჩემო პატარავ მოხვედიი ... კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სახლში
ანდრეა შესვლას არ აპირებდა,ბავშის ნივთები და ხელმოსაწერი ფურცლები ჰქონდა მხოლოდ თან. მარიამს ანიშნა ,მაგრამ მან სახლში შეიპატიჟა. უკან მიჰყვებოდა შემდეგ უბრალოდ იდგა და უყურებდა როგორ ხვდებოდა ხუთეული ოჯახის ახალ წევრს. დათუნა გაფართოებული სფეროებით უყურებდა ყველას, სახელებს იმეორებდა და მარიამის კაბის ბოლოს ხელს არ უშვებდა.
-ეე შენ რა მაგარი კაცი ხაარ ...მოდი ქურთუკს გაგხდი თორემ აქ ცხელა - ნიკუშამ ხელზე აკოცა და მერე ქურთუკი გახადა- ეს ღიპი შენიაა ? - მუცელზე მიადო ხელი და მერე უფრო ახლოს მიიწია
-კიი ჩემია
-ნიკოლოზ გაეცალე ბავშვს რომ მოხვიე ხელი და არ გვაცლი საუბარს- ელენა გაბრაზდა და ტყუპებს გადახედა- ბავშვებს საუბარი უნდათ
-მობრძანდით პრინცესებო - წამოდგა და ბავშვებს მოშორდა. მარიამთან მივიდა მერე ანდრეას გასუწორა მზერა-საღამომშვიდობისა
-გამარჯობა ... მარიამ ხომ გესმის შენი ხელმოწერაა საჭირო და მე წავალ
-ახლავე მოვაწერ... დროს არ დავკარგავ - მაგიდაზე დადო ფურცლები და რამდენიმე ადგილას მოაწერა. შემდეგ კი პატარა ბავშვივით ბედნიერეს გაეღიმა- დათუნა მარგიანი მშვენივრად ჟღერს
-დათუნას გაუხარდა რომ გაიგო ეს ამბავი, იმაზე უკეთ მიიღო ბავშვების დატოვების ამბავი ვიდრე ვვარაუდობდი. ჭკვიანი ბიჭი ..დათუნა მარგიანი ! ჩემი წასვლის დროა - ბავშვებს კიდევ ერთხელ გადახედა და დათუნასკენ გადადგა ნაბიჯი
-ვახშამზე დარჩი -ნიკოლოზის ხმამ შეაჩერა -რა თქმა უნდა, თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს
იმ საღამოს მარგიანების სახლში მარიამი და შვიდი ბავშვი ვახშმობდა. უყურებდა თითოეულ მათგანს , შვიდ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს. სხვაასხვა სურვილების მქონე, სრულიად განსხვავებულ პიროვნებებს . ყველა მათგანს ერთადერთი რამ ჰქონდა საერთო, შინაგანი ტკივილი, რომელსაც ვერასდროს მოიშორებდნენ მუდამ თან ატარებდნენ ,იცინოდნენ, საუბრობდნენ, ერთობოდნენ ,ცხოვრობდნენ მაგრამ ჭრილობას ვერაფერს უხერხებდნენ,რადგან სიკვდილის დამარცხება არავის ძალუძს.
ამ დღის შემდეგ მარიამ მარგიანის დილა განსხვავებულად იწყებოდა. თითქოს ახალი ენერგიით დაიმუხტა, ბედნიერების კიდევ ერთ სხივს გრძნობდა და ანათებდა კიდეც. დათუნას გემოვნება ნამდვილად ყველაფერს აერთიანებდა, მაგრამ ჰქონდა გამორჩეული კერძები. ერთი დიდი ბედნიერება იყო საუზმობისას მისი ცქერა,ისე საყვარლად ილუკმებოდა ყველანი ჩუმ-ჩუმად იცინოდნენ. დასვრილ ტუჩებს რომ ილოკავდა თვალებს აწვრილებდა და სრულ ნეტარებაში იყო. მარიამი პირველი რამდენიმე კვირა სახლდან აგვარებდა საქმეებს. დათუნასთან ერთად ატარებდა დროს , ისიც მალე შეეჩვია ახალ გარემოს. ბავშვებთან ერთად თამაშობდა, გოგონები როცა მეცადინეობდნენ ისიც იჯდა და უყურებდა იმდენ ხანს რამდენ ხანსაც გაძლება შეეძლო.შემდეგ ხმლებით დარბოდა,ანდათ თოფებით, თვითმფრინავს სახლში აფრენდა და ერთი მინაც შეიწირა.ნეტავ გენახათ როგორ შეწუხდა, ცოტაც და იტირებდა. მარიამი კიბის თავში იდგა იქედან უყურებდა ბავშვს მსხვრევის ხმა რომ გაიგო ლამის ჭკუიდან გადავიდა.ისე გაიქცა მგონი მიფრინავდა. სახეს,ხელებს უმოწმებდა და კოცნიდა. ბავშვმა ტირილი რომ დაიწყო გული შეეკუმშა. ბოლოს როგორც იქნა დაამშვიდა მარიამმა და გულში ჩაიკრა. ბავშვები რომ შევიდნენ სახლში და ასე ნახეს მათაც შეეშინდათ,მაგრამ მალევე გადაიტანეს ყურადღება.დათუნაც გაამხიარულეს, დედაც მოიყვანეს გუნებაზე და მთელი სახლი გამოაცოცხლეს.
-დედუუ როდის წავიდეთ წიგნების საყიდლად? მოვიდა უკვე გოგოს დაბადების დღე- მარიამი ოთახში შეეჭრა დემეტრეს
-ხვალ წავიდეთ... სკოლის მერე
-არის კაპიტანო...დედასა არ აკოცებს ერთს თავისი ბიჭი?
-აკოცებს- საწოლზე დადგა ხელები მოხვია ქალს და ლოყაზე აკოცა
-ჩემი ტკბილი ბიჭი ... დედას ძილის წინ ხომ არ მოუყვები სკოლის ამბებს? ხვალ პარასკევია უკვე
-არაფერი ხდება ისეთი...ხელოვნების მასწავლებელს ჩემი ნახატი მოეწონა. პირველად იყო ჩვენთან და არ იცოდა რომ ვხატავდი ...გამოფენაზე გავიტანო . სკოლაში რომ ტარდება კონკურსი იმაზე
-ხვალ სკოლაში რომ მოვალ გავიცნობ სენს ახალ მასწავლებელს ...კიევ ხომ არ ხდება რამე?
-არა სხვა არაფერი...შაბათს თამაში მაქვს და მოიყვან დათუნას?
-მოვიყვან ... ჭადრაკზე რა ხდება?
-ვცდილობ ყველას არ მოვუგო,პატარები არიან არ იციან და იბუტებიან
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი- გაიცინა და თმები აურია- დეე ყველას როგორ უგებ?
-თიკუნამ მომიგო... ცოტა ხანს ყურადღება გადვაიტანე და მომიგო
-მერე გაუხარდა?
-არა ... ცეკვა ტამასია რ დაუწყია ,მაგრამ ისე შემომხედა თითქოს მეუბნებოდა ხომ მოგიგეო. არადა ვერ მომიგებდა უბრალოდ ცხვირზე დაკოსლ სათვალეს ისე ისწორებდა ფიქრის დროს რომ ... იცი რამხელა ტვალები აქვს? დიდი და ბრიალა
-არ გამაცანი და აბა საიდან მეცოდინება. ფოტო მაინც მაჩვენე
-საიდან მექნება ფოტო
-სელფი მაინც გადაიღეთ...გოგო მოგწონს და ფოტო არ უნდა გქონდეს დემეტრე? სირცხვილი შენ
-დედა კარგი რა...
-კარგი წიგნებს რომ მივუტანთ შევავლებ ჩუმად თვალს...დაიძინე ახლა და შეეშვი ამ წიგნს. თვალები გეტკინება და ოფთალმოლოგთან ვიზიტი გინდა? არ სეიძლება დაწოლილი კითხვა ,ღამეა და ძილი გჭირდება რომ დიდი ბიჭი გახდე - საბანი გაუსწორა წიგნი აართვა და ლოყაზე აკოცა- ტკბილი ძილი დედას ტკბილო
-შენც ტკბილი ძილი დე ...
ტყუპებს როგორც ოჯახის ყველაზე მძინარა წევრებს უკვე მსვიდად ეძინათ. მათაც მოეფერა და შემდეგ დათუნასთან შვეიდა.ბატონი ოთახსი არ დახვდა . ნიკოლოზის საძინებელში იყო შეტანტალებული და მის საწოლში იწვა. საბანზე ნიკოლოზის მანქანების კოლექცია ჰქონდა გაშლილი და ნიკუშას უსმენდა ,რომელიც მანქანებს ისტორიებს უყვებოდა სამი წლის ბავსვისტვის გასაგებ ენაზე.
-მალიამმა მიპოვააა
-დაიმალე და აბა თუ გიპოვის კიდე- ნიკუსამ საბანი გადააფარა და ვითომ გადაეფარა- სად წავიდა ნეტავ ეს ბავშვი?
-ერთი ქერა ბიჭი დამეკარგა და თუ ვიპოვნეეე ტიტლიკანა რომ დატანტალებს მაგის გამო ყველაზე თბილ სარვალს ჩავაცმევ და ისე დავაძინებ
-აუუ ალა ლაა ნიკუჩა უთქალიი ალ ვალ ტიტიკანა - თვალები გამოაჩინა მხოლოდ და ნიკუშას აუფახუნა წამწამები
-აბა ვნახოთ ...სად აქვს პატარა ფეხუცები ამ ქერა ვარსკვლავბიჭუნაას...აბა ვიპოვოთ აბაა სად დამალა პუტკუჩა ფეხუჩებიოო სადოოო- მარიამმა საბანში შეყოხელი და როგორც იქნა იპოვა დათუნას პატარა ფეხები. ბაყვზე უჩქმიტა და საწოლში დამალული ბიჭიც გამოააშკარავა-ვიპოვეეეე ...ახლა ამ ბიჭს ჩავყლაპავ
-აუუ ალ მინდა ჩაკლაპვააა
-დედაა არ ჩაყლაპო გთხოოოვ
-შენ ჩუუ! შენ მერე მოგივლი ... რომ არ ეუბნები ჩაიცვას იმიტომ - დათუნა მუხლებზე დაისვა და ისე უკბინა ხელზე- მოკლესახელოიანი გაცვია ? ოოოხ შენ რას გიზააამ შენ იმ ერთიან პიჟამას ჩაგაცმევ ახლა მე და მერე რას გაიხდი ვნახოთ
-აუუუ ალააა ალ მინდაა
-აბა ლა გინდა?
-შუუ
-შუ? აჰ ანუ ღიპუცას ჭამა უნდა?
-შუ მშია
-როგორ მიცინის ნახეთ ერთი რაა... ეს პატარა ეშმაკუნა- ჩავიცვათ და ვჭამოთ მე და შენ ერთი შუ..მეტი არა.არ შეიძლება ძლის დროა უკვე.ყველას სძინავს შენ ნიკუშას რას უყურებ ამას სამეცადინო აქვს დედუ თორე მერე ჩაიჭრება და კი არავის მოეწონება არც ჟღალებს და არც შავგვრემნებს- ბავშვი წაიყვანა და ნიკუშასაც გაჰკრა კბილი
-მარიააამ არაფერში ცავიჭრები და ზალიან კარგი ქულებიც მყავს
-სპორტში კი ... მოვალ შენამდეც
-აუუ უსამართლო ხარ რა დემეტრეს მიხედვით მაფასებ ვუნდერკინდი ძმა რომ გეყოლება იჩაგრები ტო
-დავბრუნდები
-მეც მინდა შუ, რატო მჩაგრავთ
-ალაა მალტო მე და მალიამც გვინდა
-დიახაც...შენ რომ მოხვალ აღარ დარჩება
დათუნას ჩააცვაპიჟამა და მერე სამზარეულოში გაიქცნენ ერთად. მაგიდაზე დასვა ბავშვი და ისე აჭმევდა საყვარელ შუს.შემდეგ საძინებელში შეიყვანა, ზღაპარი მოუყვა.გვერდით ჰყავდა და ტმაზე ეფერებოდა.მალევე მილულა თვალები
-მალიამ ჩემთან დაიძინებ?
-დავიძინებ ... მშვდი ძილი პატარავ ,მიყვარხარ
-მეც, გულჩი-თავი მკერდზე დაადო და ღრმად გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
მარიამი ბოლო შემოვლის შემდეგ დათუნას ოთახში დარჩა. მის გვერდით დაწვა და მსვიდად დაიძინა.
მეორე დღეს დემეტრეს მასწავლებელი გაიცნო, სკოლაში ბავსვების ამბებიც შეიტყო. სემდეგ დემეტრესთან ერთად წიგნები შეარჩია და შემდეგ იუბილარსაც ესტუმრნენ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ დემეტრე მიიყვანა და თავად უბრალოდ შორიდან უყურებდა.ჭადრაკის თამასი იმ დღეს არც თუ ისე უბრალოდ ჩაივლიდა.
დემეტრეს თამაშზე ბავშვები იყვნენ მხოლოდ, ელენას არ ეცალა. კვირას ნიკოლოზის თამაშზე იხილა წითელთმიანი ლამაზმანი. წამით მოჰკრა თვალი და ისიც კარგად დაინახა როგორ გააყოლა ნიკუშამ გოგოს თვალი. იმ საღამოს ნიკოლოზის გვერდით იჯდა და თვალების ჟუჟუნით უცქერდა
-რა ხდება დედიკო?
-სიყვარულის სურნელია ,გრძნობ?
-შენ ახლა იგრძენი? ეს სახლი გაჟღენთილია მაგ სუნით
-არააა ეს სხვაა ... ჟღალის სუნი დაჰკრავს
-დედა!
-რატო არ მეუბნები ,ცუდი ბიჭი ხარ. გაგებუტები ახლა იცოდე
-აუუ მარიააამ როგორ მიხურებ ხოლმე რა ...რა უნდა გითხრა ვაფსე არაფერია სათქმელი
-ვინაა ის მაინც მითხარი
-მე ვიცი ვინ არის? ჯადოქარია
-ლამაზი ჯადოქარია...ნუუ ზურგიდან
-უკნიდან რა გაიგე დედა ...მე მეგონა დაინახე
-წითელი თმა რო დავინახე ისე დავაკვირდი ,დედიკო წელის ზომას გეტყვი თუ გინდა
-როგორ ერთობი ,ყოჩაღ
-გათხოვოილია თუ გოგოები მოსწონს.. რატო უნდა იყო ცუდ ხასიათზე . რომ მოგწონს ვინმე უფრო ბედნიერი და მხიარული უნდ აიყო და არა ნერვებმოშლილი
-მამამ როგორ გაუძლო ამდენ წელლს მიკვირს, რა ნერვები ჰქონდა ასეთი. მე არ მიყვარს და რა მემართება და წარმოდგენაც არ მინდა ის როგორ გრზნობდა თავს რომ გიყურებდა და ვერ გეხებოდა
-მოგწონს,გიყვარს თუ უბრალოდ გინდა
-სისხლი მიდუღს რომ ვუყურებ
-სისხლი სიედაც გიდუღს 17 წლის ხარ
-აუ მარიამ რა ანჩხლი ხარ ხანდახან...
-მაინც ბევრს მალაპარაკებ ,სე კაცო მიტხარი ვინ არის
-გაგიჟდები რომ გაიგებ
-არავინ მყავს ისეთი ვისი შვილიც ან ნათესავიც არ მენდომება რომ იყოს
-ეგ არაფერ შუაშია... მახარაძის დეიდაშვილია .
-რომელი მახარაძის ვაჩე მახარაძის?
-ხო დედა ჩვენი ვაჩეს
-არ არსებობს
-დედა რანაირი დედა ხარ? სეცხადებაც არადედური გაქ
-მარიკა საუკუნეა წასულია და ეს ბავშვი საიდან როგორ რანაირად ...
-ვაჩემ არ თქვა დეიდაშვილი ჩამოდის ჩემთანო?
-ვაჩესთან გაიცანი? მერე შე კაი კაცო საუკუნეა ვაჩესთან არ წასულხარ მიხვედი ნახე და იმის მერე აღარ მიდიხარ?
-აბა რა ვქნა იქ ვიყო 24 საათი და ვეფლირტაო? ბარემ ვაჩეს ვეტყვი ღამე გვერდით მივუწვები-თქო
-მამშენს რატო ემსგავსები შვილო? ხანდახან ისე მინდოდა უფრო ხშირად მოსულიყო და ვენახე ბრაზისგან მინდოდა მომეკლა. შეყვარებული რომ არ იყო ზუსტად მაშინ, თავს მარიდებდა
-იმიტო რო თავს ვერ შეიკავებდა და
-არავითარი და ... იქნებ მასაც მოსწონხარ ,იგივეს განიცის და ჰგონია რომ სენი დამოკიდებულება სრულ გულგრილობას მიანისნებს. საიდან უნდა მიხვდეს რომ მოგწონს თუ არ ნახე და ემოცია არ გამოხაე .როგორი ჯმუხი ხარ შვილო მაგიჟებ
-მე თვითონ არ ვიცი რა მინდა და ტყუილი იმედები,მერე წყენა, ბუტიაობა და უხერხული სიტუაციები არ მინდა .
-ვაჩემ და დიმამ იციან? პრინციპში არც არაფერი ყოფილა ,მაგრამ
-ხუთი თითივით მიცნობენ,სანამ მე მოვწვი მანამ ატეხეს აჟიოტაჟი. ვაჩე დღემდე მეღადავება მე მეჯვარეობა მინდოდა და შენ სიძედ რა პონტში მეჩითებიო
-საზიზღრებო ამ დროს მე არაფეირ ვიცი ...რა ცუდები ხართ.ნახე იმატ რას ვუზამ
-ბრაზდები უსენოდ რომ მეღადავებოდნენ ხო?
-აბა ? როგორ მიმაგდეს და მარტო ერთობოდნენ
-რა ცუდი ხარ მარუსაა
-შვილო ჩემო გონებას უხმედა ნუ იტანჯავ თავს.. კოცნა თუ გინდა უნდა აკოცო ტუჩის კუთხეში ! ჩახუტება თუ გინდა უნდა ჩაეხუტო სანამ გვერდით გყავს და ვინმე წაგართმევს თუ არ უთხარი რომ მოგწონს მერე სხვა გამოჩნდება სხვა ეტყვის რომ უყვარს და შემდეგ უფრო ცუდად იქნები. დაფიქრდი და თუ მიხვდები რომ უბრალოდ ეიფორიაში არ ხარ გააკეთე რამე.მეეჭვება სულელი გოგო იყოს და მასინვე შეყვარებულად ან მომავალ ქმრად გამოგაცხადოს სახლის გეგმა მოგთხოვოს და საძინებელში ფარების ფერზე იფიქროს
-ხანდახან უარესად მირევ ტვინს... 17 წლის ვარ რა ფარდები
-კარგი ფარდებს მე ავარჩევ... საწოლი თქვენ აარჩიეთ
-დედა ბარემ შვილიშვილი მომთხოვე
-ახლა რომ გამოგივა ისე უნდა
-ღმერთო ედაჩემი ცოტას აფრენს
-ღმერთო ცოტასო... შეფასების სისტემა ნული ნუუუ
-მსოფლიოს ედათა სორის დედა ხარ რაა- გადაიხარხარა ნიკუსამ და ლოყაზე ხმაურიტ აკოცა- რას შემომივარდი ახლა რაღა დამაძინებს
-დახუჭე თვალები ,ისე იფიქრე და დაგეძინება.რა დროს ძილია . შეყვარებული და ძილი ერთად სად ნახე
-შენ დავიჯერო სანამ ცოლად გაჰყევი მანამ არ გიძინია?
-სიმართლე თუ გინდა 20 წლის შემდეგ არ მიძინია,მაგრამ მე დათას ხშირად ვხედავდი და სანერვიულო სადარდებელიც არაფერი მქონდა
-კიდევ კარგი ჩვენი საძინებლები გვერდი გვერდ არ იყო მაშინ
-ნიკოლოზ ძილის დროა!
მარიამი წავიდა, უბრალოდ ღიმილს ვეღარ ინარჩუნებდა. გული ისე შეეკუმშა იქაურობას რომ არ გაცლოდა მოკვდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა მესამე სართულისკენ, ოთახის კარი ხელისკანკალით გააღო შევიდა და იქვე ჩაიკეცა. ზურგით კარს მიეყრდნო თვალები დახუჭა და დათასთან მარტო დარჩენილმა შვება ჰპოვა. შეუძლებელი იყო შეყვარებული შვილის მოსმენისას დათაზე არ ეფიქრა. ღამის ხსენებაზე მისი შეხება არ გაეხსენებინა, ნახატი იპვნა სადაც თავად იყო დათასთან ერტად. ფანქრით შესრულებულ ნახატზე ორი შიშველი სხეული იყო გამოსახული ის ღამეც კი ახსოვდა როდესაც ნახატი შექმნა. ის ემოცია ისევ იგრძნო და სხეული გაეყინა,თითქოს ელოდა რომ დათა შეეხებოდა წამსვე გაუთბობდა გაყინულ კანს აკოცებდა ,ისევ ისე ვნებიანად დაუკოცნიდა ტუჩებს მას ხომ სეეძლო ერთ ღამეს მშვიდი ყოფილიყო ამ სიმსვიდით გაეგიჟებინე შემდეგ კი ველურივით ჩაევლო ხელი ქალისთვის და ჟინმორეულს ხელის მოძრაობის საშუალებაც კი არ მიეცა. მარიამის შეხებას ისეთი ძალა ჰქონდა რომ ზოგჯერ უბრალოდ თითების მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. ყველაფერი მათ განწყობაზე იყო დამოკიდებული,თითქოს სხეულით უხსნიდა განცდებს, ყველაფერს ფანტავდა და არაფერს იტოვებდა თავისთვის. ამიტომ იცხოვრეს ასე სტაბულურად და ამავე დროს ამაღელვებლად. მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. იმდენი ფერი იყო მასში რომ მარიამს მისი დათვლაც კი არ შეეძლო. ყოველი დღე რაღაც ახალს აძლევდა,მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჯერზე ხედავდა მას. მხოლოდ მარიამისთვის იყო ეს ფერები ,მისთვის შესამჩნევი და სხვა ვერასროს დაინახავდა.
კონტროლი დაკარგა,ყველა ნახატი თავიდან ნახ,იმენი იყო უკვე თავს ვეღარ ერეოდა, დიდი დრო იყო მას შემდეგ რაც მსგავსი ტკივილი იგრძნო. ბოლომდე ბავსვებზე იყო გადართული,მაგრამ ვეღარ გაუძლო. დათას სახეზე დაატარებდა თითებს,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა მხოლოდ საღებავის კვალს გრძნობდა . შეგრძნება სურდა დაეკარგა თუ დათას ვერ შეიგრძნობდა, მხედველობა დაჰკარგვოდა თუ დათას ვერ დაინახავდა . იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს იჯდა ხის იატაკზე ნახატებით გარემოცული ,მაგრამ დათას ვერ გრძნობდა მანამ სანამ კივილი არ დაიწყო, პირზე ჰქონდა ხელები აფარებული და ისე ყვიროდა. მერე ერთიანად გათავისუფლდა, სუნთქვა სეზლო.იატაკზე დაწვა სწორედ იმ ხალიჩაზე ერთ დროს დათას სხეულს რომ ეკვროდა სახებავებით მოსვრილ თითებს ტანზე დაატარებდა და იცინოდა. ემბრონის ფორმაში დაწვა და ხელი აამოძრავა, წამით დაინახა დათა რომელც მის გვერდით იწვა ზუსტად ისე როგორც მასინ თვალები უბრჭყვიალებდა ,იღიმოდა მერე ხელი სახეზე შეახო,თმებში თითები შეუცურა და კოცნისგან დაწითლებულ ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა. ხელი შეკრულ თმას შეახო და უფრო მაგრად დახუჭა თვალები, დათას გარდა თმაზე არავინ შეხებია, იმ დღეს რომ შეკრა თითოეული თმის რერი მას შემდეგ საძინებლიდან თმაგაშლილი არ გასულა. დილით გამოფხიზლდა, მზის სხივები რომ შეიჭრნენ ფარდებს შორის მიხვდა რომ იქ დარცენის დრო არარ იყო. ისევ დიდხანს იდგა დუშის ქვეშ, ისევ ვერ შეძლო ნორმალურად ვარჯიში, საუზმე სწრაფად მოამზადა და ბავშვებს დაელოდა. სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო, სახლიც დაცარიელდებოდა.
შვება მაშინ იგრძნო,არსებობა ბედნიერი გახდა როდესაც მიყოლებით ექვსჯერ მიესალმნენ, აკოცეს ,გაუღიმეს და დაანახეს რომ უყვარდათ. გულისცემა ისევ იგრძნო ,სუნთქვა შეძლო და გაღიმება ისევ სცადა. გოგონები ლექსს ყვებონენ რომელიც მასწავლებლისტვის უნდა ჩაებარებინათ, ელენა მეგობრებს ხმოვან სეტყობინებებს უგზავნიდა , ნიკოლოზი როგორც ყოველთვის გემრიელად ილუკმებოდა, დათუნა ფეხებს ათამაშებდა და კარაქიანი პურის მეორე ნაჭრისკენ იწევდა. ვერ აიღო და მარიამმა მიაწოდა,მერე აკოცა და თავად განაგრძო საკუთარი ულუფის დაგემოვნება. გემოს ნაკლებად იგებდა უბრალოდ ჭამდა იმას რაც სჭირდებოდა მის ორგანიზმს. დემეტრე კი მოწყენილი იყო და ჩანგალს თეფშზე ატრიალებდა, დიდი პაუზის შემდეგ ერთ ლუკმას იღებდა და ისევ იგივეს აგრძელებდა. დღის გეგმებზე მოახსენეს ბოლოს დედიკოს და მომზადება დაიწყეს . დათუნას თავად გაჰყვა სააბაზანოში .შემდეგ ქურთუკი ჩააცვა, ქუდი დაახურა და ბავშვებთან გაუშვა
-დემე რა ხდება?
-არაფერი დე... სკოლაში დამაგვიანდება
-არაუშავს, ჯერ უმადობის მიზეზი მითხარი
-არ მინდოდა ჭამა...რაღაცაზე ვფიქრობდი
-რაზე ფიქრობდა ჩემი ბიჭი?
-წიგნები რომ მივუტანე მერე ჭადრაკზე აღარ მოსულა თიკა და მაგაზე ვფიქრობდი
-იქნებ საქმე ჰქონდა, გაცივდა ან კიდევ სადმე სხვაგან წაიყვანეს მსობლებმა და მოსვლა ვერ მოახერხა
-ხო ვნახავ მომდევნო მეცადინეობაზე და გავარკვევ
-სკოლაში შეგხვდება მანამდე და კითხე...
-ასე პირდაპირ ხომ ვერ ვკითხავ...რომ მივალ ყველა დაინახავს და მერე ოხმ იცი ბავშვები როგორები არიან ...იჭორავებენ,თიკო გაბრაზდება
-კარგი მაშინ ისე მოიქეცი როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ სკოლაში შეძლებ დალაპარაკებას დრო არ დაკარგო. ახლა წადი , დაგირეკავ შესვენებისას ....
-კარგად დე - უცებ აკოცა და სახლიდან გავარდა. დათუნა თავად მიიყვანა ბაღში და ცოტა ხანს ელოდა, უყურებდა როგორ ეცნობოდა ბავშვებს შემდეგ მიხვდა რომ წავსლის დრო იყო და სამსახურს მიაშურა. იმდენი საქმე დახვდა მთელი დღე მოადგილესთან ერთად იყო კაბინეტში .რამდენჯერმე ესაუბრა ბავსვებს მერე დუდამ შეუარა ცოტა ხნით მას წაეჭორავა და ბოლოს გამოფხიზლდა მისგან ახალი ამბავი რომ სეიტყო
-სალომე ბრუნდება და რამე უნდა მიშველო
-მე რ აუნდა გიშვ...ვინ ბრუნდება?
-სალომე არ მელაპარაკება უკვე ორი თვეა თითქმის,მაგრამ გავიგე რომ ჩამოსვლა გადაწყვიტა.
-ჩემტან საუკუნეა არ დაურეკავს მეგონა ცოცხლების სიაში აღარც იყო
-ნუ გამახსენებ, რარაც საქმე ჰქონდა არებული და საერთოდ არავის ეკონტაქტებოდა მე ცრომ ვნახე კინაღამ მესროლა ...არ ვიცი რა შარში გაეხვია ამჯერად . ახლა ბოლო შანსია , უნდა დავარწმუნო რომ შეეშვას ამ უბედურებას ან საქართველოში იმუსაოს აქ ნარკობარონები და ქილერები მაინც არ გადაემტერებიან და ყაცარებს გაუმკლავდება
-ჯერ მე თუ აგდამირჩა მერე ესაუბრე შენ
-მარიამ მქონდეს შენი იმედი?
-მე ვცდილობ მთელი ცხოვრებაა შეგარიგოთ ,თქვენი შერიგება მხურვალე სექ** გამოიხატება და მერე ისევ ჩხუბობთ. რა გავაკეთო გირცევ საწოლიდან არ გაუშვა და იქ ხომ არ გეჩხუბება არა?
-შენი დაქალია თორემ მე რაც კი შემეძლო როგორც კაცს ყველაფერი გავაკეთე უკვე
-იქნებ უნდა დაასვენოთ ერთმანეთი და შეწყვიტოთ
-შენი აზრით მშვიდად ვიქნები და მივცემ სხვასთან ყოფნის საშუალებას?
-შენ რომ ხარ სხვებთან?
-არავისთან ვარ და ახლა არ მითხრა ტიპური ქალური რეპლიკები
-მე ვერ განგსჯი ,სალომე ყველაფერს ერთად გააკეთებს.მე უბრალოდ არ მესმის თქვენი ,ხომ იცი რომ მსგავსი არაფერი გამომიცდია . დათა ველური ავადმყოფი არ ყოფილა
-ეგრე ის მეძახის და შენ რა იცი
-დაქალებმა ბევრი რამ ვიცით დუდიკ ...ახლა კი წადი მოემზადე დახვდი მოიფიქრე რამე
-მოფიქრებული მაქვს უკვე
-ისევ იტაცებ? პირდაპირ აეროპორტიდან?
-საიდან გამოიცანი
-დამცინი ბიჭო?
-სახლსი წავიყვან რა... აბა ეგ თუ თავის ბინაში შევიდა მერე ვსიო. იტოკში მსობლებმაც იციან ოღონდ შენ მაგას მიხედეო და ჩვენ შენკენ ვართო .ჯიგრები არიან ხო იცი,ვევასები ორივეს
-როგორ აპირებ ქალის სახლში გამოკეტვას რომელმაც ატას მკვლელს,,გიჟს და ავადმყოფს დააღწია თავი
-მე მიყვარს იმათ არ უყვარდათ,იარაღი მე მაქვს მის წინაარმდეგ
-აიი ეს მომწონს...ვატყობ მე და ჩემი შვილები პოპკორნით დავჯდებით და გიყურებთ. ჩემთან როდის გამოუშვებ? მომენატრა
-ვნახოთ თუ ჭვიანად მოიქცევა მოვალთ...
-მაზოხისტები ხართ ორივე
-შენ ვერ გაგვიგებ, ვერასდროს გაიგებ იმიტომ რომ სალომე რომ აფრენს ისე შენ რომ გააფრინო საგიჯეთში დაგაწვენენ...წავედი ახლა დიდი დღე მელის წინ
-გამძლეობას გისურვებ რა ვიცი მე თქვენკენ ვარ და ხომ იცი თუ რამე შემიძლია
-ვიცი რძალო...წადი შენც სახლში გვიანია უკვე ტო - უცებ შეკრა წარბები და ისე დახედა
-წავალ მალე ... წარმატებები ხვალ
დუდაც წავიდა, შემდეგ საქმე განაგრძო.მოადგილეც დაუბრუნდა კაბინეტს ,მაგრამ ისიც გაუშვა და ბოლოს თავადაც დატოვა შენობა. ბავშვები სახლში ელოდნენ, სამზარეულოდან ხმა რომ გაიგო და საჭმლის სურნელი იგრძნო გაეღიმა. ყველანი იქ იყვნენ, ელენა ამზადებდა,მაგრამ სხვები ეხმარებოდნენ, რა თქმა უნდა ურევდნენ,მაგრამ ნიკუშა კვალდაკვალ მიჰყვებოდა და ალაგებდა. დემეტრე რაღაცას ამზადებდა მას ნამდვილად უყვარდა კერძების მომზადება, როგორც შეეძლო გამოსდიოდა კიდეც.
-მალიამიი მოვიდაა -დათუნამ პირველმა შენიშნა მაგიდიდან სკამზე გადაბობღდა სკამიდან იატაკზე და მერე მარიამისკენ გაიქცა-მომენატლე დე , ამდენ ქანც ქო აგალ დაგვიანებ ქოლმე?- თავი მარიამის მხარზე ედო და ისე ელაპარაკებოდა. მარიამს კი ისევ „დე“ ჩაესმოდა . პირველი „დე“ დათუნასგან. ისე იგრძნო თავი თითქოს პირველად დაუძახეს დედა ეს იმდენად გულწრფელი იყო,გულიდან წამოსული ერთი „დე“
-დეე ამდენ ხანს მართლა რატო არ მოხვედი? ჩვენ ყველაფერი ვისწავლეთ უკვე... ნიკუშამ გვამეცადინა. დათუნამ მოიწყინა უშენოდ -კესომ წამსვე მოახსენა და ქვემოდან ახედა. მასაც უნდოდა ჩახუტება, სესილი უბრალოდ უყურებდა და ერთ ადგილას ირხეოდა . უფროსები კი ვახშმს მზადებასთან ერთად იღიმოდნენ და სანახაობით ტკბებოდნენ.
-დედას ჭკვიანები ხართ თქვენ...დედას სიხარულები. ჩემი ლამაზთვალება გოგოები - დაჯდა ,დათუნა არ მოშორებია ისევ ისე ტკიპასავით ეკვროდა . გოგონებს აკოცა, მოეფერა მათი სურნელი შეიგრძნო და მერე ორივეს უსმენდა. დათუნას მოყოლილი ამბებიც კი მათ უამბეს. დათუნა კი ისევ ისე იჯდა, სახეზე ეფერებოდა მარიამს და ქვემოდან უყურებდა . მარიამი კი სიხარულით ივსებოდა. ბიჭს თავისი ხელით აჭამა, ელიკოს ნახელავი შეუქო. მარტლა გემრიელი იყო ყველაფერი. შემდეგ ამბები მოისმინა, დემეტრე ასკარად მშვიდად იყო და კმაყოფილი ჩანდა რაც ყველაფერზე პასუხს იძლეოდა. იმ ღამით დათუნას მარიამის საძინებელში ეძინა, ტყუპებიც მის გვერდით იწვნენ და დედიკოს ეკვროდნენ.არ აღიარებდნენ,მაგრამ უმცროსად ყოფნა უფრო მოსწონდათ ახლა პატარა რომ გამოჩნდა აღარ მოსწონდათ გაზრდა.
-საწოლზე ვეღარ ვეტევით ... დიდი უნდა ვიყიდოთ- დილით ნიკუშამ შეიჭყიტა ოთახში და ჩუმად გადაუჩურჩულა დედიკოს
-ამ დილადრიან რატომ გღვიძავს?
-გამეღვიძა უბრალოდ და ვეღარ მოვისვენე საწოლში
-ყველაფერი რიგზეა?
-კი უბრალოდ ადრე დავიძინე წუხელ და ხო იცი როგორ მემართება ამ დროს
-წამო ჩემთან ერთად ივარჯიშე
-აუ მეზარება...მერე კიდე ვარჯიში ,ძალა ხო მინდა
-როგორც შენ გინდა ...მე წავედი
საავბაზანოში იყო უკვე მობილურის ხმა რომ გაიგო, საძინებელში ჰქონდა დატოვებული და გასვლას ვერ ახერხებდა. როგორც იქნა გავიდა და ერთ-ერთ ზარს მიუსწრო
-გისმენთ-ნაჩქარევად უპასუხა უცხო ნომერს და დაელოდა
-გამარჯობათ, ანდრეა შონიას ახლობელი ბრძანდებით? ჩვენ კლინიკიდან გირეკავთ პაციენტს ბოლო ზარი თქვენთან ჰქონდა განხორციელებული
-პაციენტს? კი მაგრამ რა მოხდა? როგორაა ანდრეა?-წამით წონასწორობა დაკარგა,სავარძელში დაჯდა - ცოცხალია? მითხარით
-ამ მომენტში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ჯერ კიდევ სძინავს იქნებ დაურეკოთ მის ახლობლებს ან თავად მობრძანდეთ ხომ გესმით
-დიახ რა თქმა უნდა... გმადლობთ - სიტყვები ისე არეულად თქვა არც მოუსმინა ბოლომდე ქალს. სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან სირბილით გაიქცა-ნიკა სად ხარ?
-აქ ვართ ქვემოთ დეე..სად გარბიხარ - კიბესთან ელოდა უკვე.მაშინვე მიხვდა რომ ცუდი ამბავი იყო-რა მოხდა
-ბავშვებს მიხედეთ ხო? მე უნდა წავიდე მერე დაგირეკავთ
-დედა სად მიდიხარ
-საავადმყოფოში... ანდრეას სჭირს რაღაც
ნიკუშას პასუხს არ დალოდებია, მალე დატოვა სახლი ,ისე მირბოდა კლინიკის დერეფანში ყველაფერი თავიდან გაახსენდა. თითქოს დათას მეორედ ართმევდა ღმერთი. პალატის ნომერი გაიგო და ბოლოს ექიმის წინ გაჩერდა
-მე ანდრეას ახლობელი ვარ ....მისი მდგომარეობა მაინტერესებს
-მდგომარეობა სტაბილურია , პაციენტი თავს კარგად გრძნობს .თქვენ ნათესავი ხართ?
- და რა სჭირს
-მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, სხვა დანარცენს ალბათ თავად გიამბობთ . მისი გადაღლა არ შეიძლება ,მაგრამ თუ გგნებავთ ცოტა ხნით შებრძანდით
ყურებში ისევ ექიმის სიტყვები ჩაესმოდა, პალატაში რომ შევიდა და ანდრეა დაინახა ადგილზე გაქვავდა. ბიჭი ფანჯრისკენ იყურებოდა, ხელი ჰქონდა შეხვეული და საავადმყოფოს პერანგი ეცვა. აპარატზე იყო შეერთებული, წვეთოვანი ედგა და ძალიან მშვიდად იწვა. მარიამისკენ არც გაუხედავს სანამ მისი ხმა არ გაიგო
-ანდრეა
-აქ რას აკეთებ...როგორ
-ბოლოს ჩემთან დაგირეკავს
-არ უნდა მოსულიყავი,კარგად ვარ
-ვხედავ როგორც ხარ ! რა მოხდა?
-ისეთი არაფერი, ორმა იდიოტმა გადაწყვიტა მილიონერი ბიჭის გაქურდვა - გაიღიმა და ტუჩები დაისველა. პირი უშრებოდა ახალი გამოფხიზლებული იყო და ჯერ კიდევ ნარკოზის მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა
-ისეთი არაფერი? დაჭრილი ხარ იცი?
-შენ ისინი უნდა გენახა - თვალები ეხუჭებოდა ისე საუბრობდა
-დაისვენე ... მერე ვილაპარაკებთ
-კარგად ვარ! სახლში წადი ,აქ არ დარჩე გთხოვ
მარიამს არაფერი უთქვამს, ოთახი დატოვა და დერეფანში მდგომ სკამზე ჩამოჯდა. სხეული ისევ უთრთოდა, კადრებს ვერაფერს უხერხებდა ისევ ისე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ექიმს ისევ ესაუბრა ამჯერად დეტალურად შეიტყო ყველაფერი ანდრეას ჯანმრთელობის შესახებ. შემდეგ პოლიციელებიც შენიშნა , ორივე ბრალდებული კლინიკაში იმყოფებოდა. მარიამი ვერც კი იაზრებდა როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო ყველაფერი.
-დე რა დაემართა ანდრეას? - ელენას ზარს უპასუხა და მაშინვე გაიგო ანერვიულებული ხმა
-სად ხარ?
-სკოლაში ...ხომ კარგადაა ?
-ახლა კარგადაა ... ველაპარაკე . რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება
-შენ დარჩები?
-დავრჩები ...ვერ დავტოვებ არ შემიძლია
-ნუ მიხსნი დე...კაი მე გაკვეთილზე უნდა შევიდე დამირეკე თუ რამე კარგი?
-მე გვიან მოვალ და ნატა მოვა თქვენთან ... დაგეხმარებათ შენ დაისვენე და თავს მიხედე.ნიკუშას ეტყვი ხო ?
-აქაა ისიც და ვეტყვი ახლავე ყველაფერს
-გკოცნით,ჭკვიანად
ანდრეას ყველაფერი მიუტანა რაც შეიძლება დასჭირვებოდა. შემდეგ პალატაში დარჩენის საშუალებაც მისცეს,როგორც აღმოჩნდა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა ბატონი ანდრეა. ეძინა მარიამი რომ შევიდა, რამდენიმე საათში გამოფხიზლდა .მარიამის რომ დაინახა წამოჯდომა სცადა
-რას აკეთებ ... არ შეიძლება
-კარგად ვარ ამათ გააბუქეს არ იცი ექიმების ამბავი? რატომ ხარ აქ. არ უნდა იყო აქ ! რომ მომხედონ ნახევარი კლინიკა დავიქირავე და ნუ ღელავ არაფერი მომივა, ვიცოცხლებ კიდევ დიდხანს და ფუჭად არ ჩაივლის დათას თავგანწირვა რა გავაკეთო მეტი
სანამ მარიამი უპასუხებდა ,ანდრეას სახე შეეცვალა კარში მდგომი გოგონა რომ დაინახა . მარიამმაც კარისკენ გაიხედა და ელენას დანახვისას გაოცება ვერ დამალა. გოგო დამრგვალებული თვალებით უყურებდა ანდრეას, აშკარად ნერვიულობა, მარიამი კარგად ხვდებოდა როგორ იყო.
-შეიძლება?
-აი მოგაკითხეს... სახლში სჭირდებით აშკარად
-შენთან მოვედი,მაინტერესებდა როგორ იყავი და რა დაგემართა
-არ იყო საჭირო
-აშკარად არ ხარ კარგად
-თქვენ სიკეთის ოლიმპიური ჩემპიონები ხართ? უპატრონოებს უვლით? მე არ მჭირდება გმადლობთ .
-მე ვერ გავიგე რა შუაშია
მარიამი მის სიტყვებს ყურადღებასაც არ აქცევდა, მხოლო მიზეზზე ფიქრობდა. ელენას კი ისე აემღვრა თვალები ლამის იქვე აქვითინდა. საწოლს მოშორდა და უკან დაიხია
-გარეთ დამელოდე ,მე წაგიყვან -მარიამმა მშვიდად უთხრა , დაელოდა როდის გავიდოდა ელენა და შემდეგ მიუბრუნდა ბიჭს-მივდივარ,მაგრამ 15 წლის ბავსვივით მარტივად მე ვერ ამიხვევ თვალებს ამ ყალბი უხეშობითა და უზრდელობით!
ელენასთვის სიტყვაც არ უთქვამს ისე მიიყვანა სახლში. ყველანი იქ იყვნენ, მიხვდა რომ სალომეც მალე ესტუმრებოდათ. ყველაფერი დაივიწყდა და მეგობრის დასახვედრად მოემზადა. ცოტნე რომ ნაადრევად დახვდა პოსტზე ცოტა გაუკვირდა ,მაგრამ ნატაც რომ გამოჩნდა მერე ყველაფერს მიხვდა.
იმ საღამოს მხოლოდ ელენე იყო მოწყენილი, ცდილობდა მაგრამ მაინც ვერ ფარავდა უგუნებობას. კარი რომ გაიღო და სალომე გამოჩნდა უბრალოდ თავი ვერავინ შეიკავა
-მარგიანების დიდ ოჯახს ჩემი სალამიიი
-სალოოო შე დაკარგულოო
-ნათლიიი ასე უნდა დაკარგვა?
-ვინ ნათლიო რა ნათლიო სადაა ჩემი პატარა ნიკუშა? ეს ორმეტრიანი ახმახი ვინ არის? ამ საღამოს რას ვაკეთებთ ყმაწვილო?- ძალიან სერიოზული სახით უთხრა და მერე ჩაეხუტა- მართლა რამხელა ხარ ბიჭო . აუუ როგორ მომენატრეეეეთ თქვენ არ იცით.
-მე არც კი მომიახლოვდე, გაბრაზებული ვარ !- მარიამის რიგი რომ დაგდა წამსვე განაცხადა ,მაგრამ ვინ უსმინა.
-აუუ მარუსიი რო მოგიყვები რა ამბები გადამხდაა ყველაფერს გამიგებ ვიცი! ახლა კი მშია ,მაჭამეთ რამე თორე ხო იცით ფრენისას ვერაფერს ვჭამ.მერ ემომიყევით რა ხდება თქვენს თავს და ეს ქერა ბიჭუნა გამაცანით,რომ მემალება და ჩუმად მიყურებს...ლამაზთვალებების კოლექცია გაქვს მარიამ მარგიანო
-რა გენაღვლება დეპრესიაში ჩამიგდე ჩემი ლომკაცი და გაქრი ... პროსტა ცოდვები როგორ გასვენებს. გამიუბედურე სიმწრით გამოზრდილი ბიჭი - ცოტნემ ცრემლები მოიწმინდა
-შენი ძმაკაცი თუ გაინტერესებს ბინაშია გამოკეტილი და რა ვიცი იქნებ და რა მოუნდეს საძინებელშია მიაკითხე მაინც
-რაა? ოთახში გამოკეტე გოგო? იმენა მიყლ*** ამ ბიჭს ტოოო ეს ვინ არის! მეტი ექკუთნის შენ რო უყვარხარ რა- ცოტნე გაბრაზებული წამოვარდა და გასასვლელისკენ გაიქცა ,მაგრამ არ დასჭირდა თავად ლომკაცი შემოვარდა, გააფთრებული პირდპაირი მნიშვნელობით ცეცხლს აფრქვევდა. ხელიდან სისხლი მოსდიოდა ,მაგრამ აშკარად ვერ ხვდებოდა. სალომე დაჯდომას აპირებდა რომ ჩაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა.
-საღამომშვიდობისა ბავშვებო...მე და ეს დეიდა ვთამაშობთ ,არ დგავსირულებია ამიტომ უნდა წავიყვანო! დაბრუნდება ერთ-ორ თვეში ...იმედია ისევ ასეთი როგორიც ახლაა - ისარგებლა იმით რომ სალომე იქ არ დაუდგამდა სცენებს, პატარებს ღიმილით შეხედა და ისე გაიტანა სალომე თითქოს უსულო საგანი იყო
-ეს ადამიანური ქცევა იყო ახლა?
-დახოცავენ ესენი ერთმანეთს
-იც ლამაძი დეიდა დუდაც ვინ ალიც?
-ცოლია საყავრელო,მაგრამ ახლა ცოტა გაბრაზებულია და სალაპარაკოდ წაიყვანა. ჩვენ ვივახშმოდ. ნატაა მოდი ჩვენთან დაჯექი
-მე წავალ ,თუ დავრჩე ამ ღამით?
-დარჩენა არ არის საჭირო, ცოტნე წაგიყვანს. მანამ ვივახშმოთ ერთად სად გეჩქარება ,რამდენი ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ
-მე მომაკითხავენ
-ვაა ნატუშკები ბოიფრენდი გვყავსოო? მეგონა სამუდამოდ ხელშეუხებელი რჩებოდი-ცოტნეს რეაქციამ არ დააყოვნა ყბებდაჭიმული უყურებდა გოგოს და ისე იქცეოდა თითქოს ძალიან ხალისობდა
-ესენი ვაფშე რა გაურკვევლობაში არიან- ნიკუშამ ჩაიცინა და მარიამს თვალი ჩაუკრა- დე ვუშველო გინდა?
-შენ თავს უშველე ჯერ და მერე ჩაყავი ეგ ლამაზი ცხვირი სხვის საქმეებში
ვახშმობდნენ ისე როგორც ყოველთვის, ყველლა საუბრობდა, მხიარულება იყო. მაგრამ ყველა მშვიდად არ იყო, ყველას რაღაც აწუხებდა,რაღაც აფიქრებდა და საუბარს აგრძელებდა ფიქრების გასაფანტად.
ბოლოს ისევ მარტონი დარჩნენ ,მხოლოდ მარგიანები .ექვსი პრობლემა და ერთაერთი წამალი,მარიამი.
ჯერ დათუნა დააძინა, ძილისწინ ზღაპარი მოუყვა,მოეფერა .შემდეგ ტყუპების დავალება ჩაიბარა, ორივეს თმა დაუწნა და მათ შორის დაწვა. მანამ ელაპარაკებოდა სანამ არ ჩაეძნათ. დემეტრე წიგნს კითხულობდა და ხელი აღარ შეუშალა, ნიკოლოზი მეცადინეობდა ისე ეზარებოდა ხოლმე ზოგი საგანი მოცდენა ნამდვილად არ სჭირდებოდა. ელენა კი საწოლზე იწვა და მობილურს დაჰყურებდა, ისე თითქოს ვიღაცის შეტყობინებას ელოდა.
-მე და შენ უნდ ავილაპარაკოთ ქალბატონო ელენა
-სხვა დროს არ შეიძლება?
-რამდენიმე კითხვაზე მიპასუხებ და მერე წავალ ,გპირდები
-გისმენ
-რამდენჯერ შეხვდი ანდრეას, როდის როგორ და რა ვითარებაში იმათ გარდა რაც მე ვიცი
-საიდან მოიტანე...მე არ
-მოტყუება არ გაბედო,ისიც საკმარისია რომ დამიმალე და რაღაც მნიშვნელოვანი,შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი არ მითხარი !
-ზუსტად ამიტომ არ გითხარი,ვიცოდი გაბრაზდებოდი! როდესაც რაიმე მამასთანაა კავშირში უბრალოდ უკონტროლო ხდები რომ მეთქვა რამდენიმე წელის წინ შევხვდი პირველად და სანამ ჩვენთან მოვიდოდა მანამ ვიცოდი მისი დაბრუნების შესახებ-თქო, მერე რომ მეთქვა რამდენჯერმე ვესაუბრე კიდეც ,ტყის ინციდენტის შემდეგ .
-რატომ არ მითხარი
-დარწმუნებული ვარ ახლა ფიქრობ რომ მასზე შეყვარებული ვარ, რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. მეც არ ვიცი რა მემართება,უბრალოდ ორი წლის წინ რომ გავიგე მისი სახელი მივხვდი რომ იმ ადამიანთან ურთიერთობა მჭირდებოდა.უნდა გამეგო როგორი იყო, რა უნდოდა რა გადაიტანა. შენ ისე იყავი არც კი ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა. სრულიად შემთხვევით გავიგე რომ საქართველოში დროებით იყო ჩამოსული. მას საერთოდ არ შევუმჩნევივარ,არც ახსოვს ალბათ მის სასტუმროში რომ შევიპარე. ზედმეტად ახლოს მივედით მე თამუნა და ანა. იფიქრეს რომ უბრალოდ სასტუმროს ნომერში შევიპარეთ. სიგიჟე იყო ვიცი, მაგრამ მაშინ უფრო ვაფრენდი ხომ იცი. მერე ჩვენთან რომ დავინახე და ტყის ამბავიც რომ მოხდა, წარმოდგენა შემეცვალა.იქ სრულიად სხვანაირი იყო ,უხეში და ცოტა ბოროტი. რეალურად არაა ასეთი ,მას უბრალოდ სჭირდება ისეთი ადამიანი ვისთანაც მშვიდად იქნება, ახლოს არ მიშვებს არ უნდა რომ ცხოვრება შეიცვალოს ,უნდა სულ მარტო იყოს.მეგობარიც კი არ ჰყავს,არავის ენდობა. ერთ გოგოს სიგიჟემდე უყვარს და ისე ექცევა სიტყვებით ვერ აღვწერ, არადა ვიცი უყვარს. მე მასზე ვღელავ და მინდა კარგად იყოს, არ ვიცი რატომ,მაგრამ ვგრძNობ რომ მერე უფრო მშვიდად ვიქნები ახლა თითქოს მამაც არაა კარგად. შეიძლება მეჩვენება დ ავერაფერს ვიგებ,ერთი ვიცი რომ მინდა კარგად იყოს და მასზე ვღელავ!
-არ მიფიქრია რომ გიყვარდა, მე უბრალოდ იმაში დავრწმუნდი რომ შენი მოშორებ აუნდოდა იმ სიტყვებით. შესაბამისად სხვა დროსაც გყავდა ნანახი... უნდა გეთქვა,არ ვიცი როგორი რეაქცია მექნებოდა ადრე,მაგრამ ახლა უნდა მოგეყოლა. ასე აღარ მოიქცე გთხოვ,ანდრეა ასეა მიჩვეული და გაუჭირდება ვინმესთან კონტაქტი,მაგრამ რომ მოხვედი ისე შეეცვალა მზერა თითქოს გული გაუთბა,მას უბრალოდ ამოკვიატებული აქვს ის აზრი რომ მასზე ყველა რაღაცის გამო ღელავს. ხო შეიძლება მეც დათას გამო დავუახლოვდი, ახლა კი უბრალოდ მასზე ვღელავდი .შენც შინაგანად გრძნობ მასთან კავშირს და ამას გარემოება ვერ შეცვლის. ნუ აიძულებ, ვერ შეძლებ უფრო გაჯიუტდდება. უბრალოდ ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს და ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.
-იქ მარტო უნდა იყოს?
-მე რომ იქ დავრჩე უფრო ანერვიულდება, რომ მიხედავენ ეჭვი არ მეპარება,მაგრამ ნაცნობს რაც შეეხება შეიძლება შეყვარებული ქალის ნახვა გაუხარდეს
-მე ვიცნობ იმ გოგოს
-რაა?
-იმ გოგოს ვისაც ანდრო უყვარს... მაშინ რომ მოვიდა ანდრეასთან თავი ვერ შევიკავე და გავიცანი. ისე რომ ანდრეას არაფერი გაუგია ,ნომერიც გამოვართვი აღმოჩნდა რომ საერთო ნაცნობები გვყავს და მერეც ვნახე. იცი რა საყავრელი გოგოა?
-საყვარელი გოგო და ანდრეა?
-სიყვარულს რას გაუგებ... დუდა და სალომე მაინც არ გინახავს?
-არა როგორ იფიქრე რომ სხვანაირად გავიგებდი, ვერ მივხვდებოდი რომ მას შეყვარებული ქალივით არ უყურებდი? შენ მე ვინ გგონივარ
-არ ვიცი დედა, ძალიან გავბრაზდი და მეწყინა მისი სიტყვები
-ჩემი პატარა,ჩემი საყვარელი გოგო როგორი სათუთი გული გაქ დე ...
-იცი მე ნიკუშას რიჟასაც ვიცნობ- ჩუმად უთხრა და თავი წამოყო- გინდა გაგაცნო?
-ნუ ხარ ეშმაკუნა, ნიკუშა გაგიჟდება
-ანიმ გაიცნო ვაჩეს პონტში და მეც გაამცნო. ძაან ხსირადაა ჩვენთან, მარტო ჟღალი კი არაა ისედაც ცეცხლი გოგოა იმიტოა ჩვენი ნიკუშა ასეთი დამფრთხალი
-ნუ ხარ ცუდი გოგო ,როგორ დასცინი ძმას
-არ გაგვიგოს თორე მომკლავს ,მაწამებს
-მე წავალ,დაიძინე და გაიგე იმ გოგომ იცის თუ არა ანდროს დაჭრაზე
-გავარკვევ მე ყველაფერს...დავიძინებ ხო ნუ ღელავ
მარიამი ოთახიდან გადიოდა უკვე უკან რომ შემობრუნდა-ვის ზარს ელოდი ?
-რა?
-რომ შემოვედი ვიღაცის ზარს ან შეტყოინებას ელოდი
-თამუნას უნდა მოეწერა რაღაც,არაფერი ისეთი სკოლის ამბებია
-კარგი ,იმედია ყველაფერი კარგად იქნება
ანდრეას დილამდე მშვიდად ეძინა,მანამ სანამ წამლის მოქმედება არ შეწყდა. რომ გამოფხიზლდა პირველად წამლების სურნელს შერეული ნაცნობი სუნი იგრძნო, შემდეგ სახეზე მოფრქვეული სუნთქვა და წამსვე გაახილა თვალები. გვრდით მძინარე გოგო რომ დაინახა , რომელიც არც კი ეხებოდა ღიმილი ვერ შეიკავა,ტუჩის კუთხე შეუტოკდა.თვალები დახუჭა , თავი მისკენ მისწია, კანზე ოდნავ შეეხო და მალევე მოშორდა. ისე ჩაახველა გოგო რომ გაეღვიძებინა, მანაც წამსვე გაახილა შვლისებრი თვალები და დაბნეული,ლოყებაწითლებული საწოლიდან წამოდგა,ცოტაც და დაეცემოდა. ზედა გაისწორა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-ოთახი შეგეშალა, შეგიძლია წახვიდე!
-ანდრეაა მე
-დაცვას დავუძახებ და ვეტყვი რომ მაწუხებ,რადგან მართლა მაწუხებ ! ახლა რა მშვიდად ვეღარ უნდა დავიძინო იმის შიშით რომ გვერდით მომიწვები?
-კარგად ხარ, ახლა დავრწმუნდი და მშვიდად წავალ! დავბრუნდები იტალიაში და განვაგრძობ სწავლას,იმედია აღარასდროს შეგხვდები ასე სამუდამოდ დაგივიწყებ!
გოგო წავიდა,ანდრეა თვალს არ აშორებდა იმ ადგილს სადაც წამის წინ იდგა. მერე გაახსენდა რომ სწორედ იმ დღეს უნდა დაბრუნებულიყო გოგო უკან . გიჟივით წამოვარდა,ყველაფერი მოიშორა და საავადმყოფოს პერანგით დერეფანში გავიდა. თავბრუსხვევა წამსვე იგრძნო,მაგრამ დერეფნის ბოლოსკენ მიმავალი გოგო რომ დაინახა ვერაფერი შეაჩერებდა. სწრაფად წავიდა და მკლავში ჩაავლო ხელი, გოგოს ცრემლიანი თვალების დანახვისას ენა ჩაუვარდა
-ანდრეა ... გაგიჟდი? როგორ ადექი სად მიდიხარ .ჭრილობა გაგეხსნება ,ღმერთო ჩემო - ხელი ისე მოხვია თითქოს წამის წინ სხვამ აატირა.
-სად მივდივარო რა თქვი?
-არ იცი სად მივდივარ? ექთანიიი ...ვინმე არ ხართ? დახმარება მჭირდება. არ გაინძრე მგონი უკვე სისხლი მოგდის
-რომ გელაპარაკები მიპასუხე ამის დედას შევეც* ნუ ეძახი ამ ექიმებს შემომხედე დროზეე
-რა ვერ გაიგე,მივდივარ! მორჩა , საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი უბრალოდ რომ გავიგე ცუდად იყავი ვერ გავუძელი და მოვედი!კარგად ხარ, ხელს არაფერი მიშლის წავალ და მივხედავ საკუთარ თავს ,დავიღალე უკვე შენი სიყვარულით დავიღალე ,აღარ მინდა
-გარბიხარ, გეუბნებოდი არაფერი გამოვა-თქო და არ მისმენდი. ახლა გარბიხარ და გგონია ყველაფერი დასრულდება. გზა ხსნილია, შეგიძლია მიბრძანდე რას ელოდები სამ საათზეა ფრენა, ხომ გინდა მომზადება მანამდე
-ამის სათქმელად გამოხვედი იქედან?
-აბა რა გეგონა შორიდან დაგიძახებდი მიყვარხარ არ წახვიდე ჩემო ერთადერთო ცხოვრების სიყვარულო-თქო მერე ხელს ჩაგავლებდი გაკოცებდი და ერთ კვირაში ცოლობას გთხოვდი?
-შენს უგულობას საზღვარი არ აქვს...მგონი მეზიზღები უკვე და უბრალოდ ვერ ვხვდები. ერთი ნაბიჯიაო ამბობენ,მე კი გადავდგი ეს ნაბიჯიც და დასრულდა ის რაც არასდროს ყოფილა
ექიმები იქვე იდგნენ, ანდრეა ისე საუბრობდა მისვლა ვერ გაბედეს. თანაც ხელით ანიშნა არ მომიახლოვდეთო.
-შენ გიყვარვარ და ავადმყოფი მაინც მე გამოგყავარ... სასაცილოა
-შეგიძლია დიდხანს იცინო... მაგვიანდება უკვე,როგორც თქვი მომზადება მჭირდება წასვლამდე -ისევ აქცია ზურგი და გზა განაგრძო.მალე მიეფარა თვალს. ანდრეა კედელზე მიკრდნობილი იდგა, ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და დიდხანს არ განძრეულა. პალატისკენ რომ წაიყვანეს ხელი აიქნია და ყველა მოიშორა, ოთახში ყველაფერი დაამსხვრია ,ბოლოს მშიდად დაწვა და საქმეს მიხედეთო განაცხადა.
გაქვავდა ,ლოდად იქცა და წარბსაც კი არ ხრიდა.ისე იდო საწოლზე თითქოს ქანდაკება იყო.
მარიამს ისევ მესამე სართულზე გაეღვიძა, არც კი ახსოვდა იქ როდის შევიდა. შემდეგ გაახსენდა რომ რაღაც ესიზმრა და შემდეგ ავიდა ოთახში. მაგიდაზე ფოტოები ეწყო სადაც ბავშვებთან ერთად ცეკვავდა, დემეტრე მხრებზე ჰყავდა დასმული და კამერას უცინოდა. ცეკვის პროცესში იყო ფოტო გადაღებული და კარგად ჩანდა როგორ იგრიხებოდა დავით მარგიანი. ბავშვებიც იცინოდნენ , ელენა ჰაერში იყო ნიკუშას ფეხები ჰქონდა გაშლილი და ახტომას აპირებდა. ფოტოები ისევ თავის ადგილას დაალაგა და იქაურობას გაეცალა.
დრო ისევ დაუკითხავად აგრძელებდა სვლას, არაფერს ელოდა არც არაფერი ადარდებდა. ყველაფერი იცვლებოდა, ზოგი რამ უცვლელი რჩებოდა ხალხი ვინც მარიამის ირვლივ იყო. ყოველ დღე ახალი რაღაც ხდებოდა,ახალი პრობლემა და ახალი საზრუნავი. ანდრეა კლინიკიდან გამოწერეს, ჟურნალისტების არმია ელოდა კლინიკასთან. შემდეგ გააფთრებული ეძებდა ჩამშვებს, რომელმაც ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. ყველას განსაკუთრებულად ურრენდა,არავის ინდობდა.ერთადერთი ბავშვებთან იყო ისევ ისეთი, დათუნას დანახვისას მშვიდდებოდა და მასთან დროს ისე ატარებდა თითქოს თავადაც პატარა ბიჭი იყო.
სალომე და დუდა არსად ჩანდნენ, არავინ იცოდა სად იყვნენ. გადიოდა დღეები,კვირები ისინი კი უბრალოდ არ იყვნენ. ცოტნე და მათე მარტოები დააბოტებდნენ,აკლდათ თავიანთი სერიოზული დუდიკა .
და მოვიდა დღე ,რომელიც ყველას აერთიანებდა. ტყუპების დაბადების დღე,რომელსაც აუცილებლად აღნიშნავდნენ ,მთელი ოჯახი ერთად მარგიანების სახლში იყო ამ დღეს. ბებიები,ბაბუები,ბიძები, ნათლიები , ნიკუშას და ელენას განუყრელი სამეგობრო და პირველად დათუნა მარგიანი ხვდებოდა მათთან ერთად ამ საოცარ დღეს. დღეს როდესაც ტყუპებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ,იყვნენ ყველაზე გიჟები, იღებდნენ უამრავ საჩუქარს და ყველას თავიანთ ნებაზე ატრიალებდნენ. საღამოს როდესაც მხოლოდ მარგიანები რჩებოდნენ მარტო,ყველანი მისაღებში დიდი ეკრანის წინ ისხდნენ. თითქოს ეს უბრალოდ ტრადიცია იყო,რომელიც ახსნას არ საჭიროებდა. ეკრანზე დათა გამოჩნდებოდა, მისი ცეკვა,მისი საუბარი,მისი და ბავშვების თამაში, ვიდეოები რომლითაც ბავშვებს ულოცავდა დაბადების-დღეს. ტორტით ხელში , ყვავილებით ხელში როდესაც ელენას უჩოქებდა და ცეკვას სთხოვდა პატარა ქალიშვილს. უბრალოდ დათა რამდენიმე წუთით ცოცხლდებოდა. ტყუპები პირველად გაბრაზდნენ, მამა ყველას ულოცავდა დაბადების დღეს მხოლოდ ჩვენტან არ მოვიდაო, არ ელენას,ნიკუშას და დემეტრეს ეთამაშება ჩვენტან არ თამაშობსო. მარიამს გული ეკუმშებოდა სანამ პატარებს უხსნიდა ,ცდილობდა რომ აეხსნა მაგრამ კაცმა არ იცის გამოსდიოდა თუ არა. უბრალოდ ტყუპებმა იცოდნენ რომ მამას ძალიან უყვარდა ორივე,რომ მამა ელოდა ერთადერთ ვიდეოში ამბობდა რომ ოდესმე ტყუპი გოგონების მამა იქნებოდა,მერე იცინოდა კამერას თვალს უკრავდა და მარიამს ეუბნებოდა „ჩემო ერთო უთხარი ამათ რომ მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ,განსაკუთრებით მაშინ როდესაც შენ ჩემთან ხარ „ სუფრასთან მსხდომები იცინოდნენ, შემდეგ კი ეკრანი შავდებოდა.
-დეე ...იც კაცი ვინ ალიჩ?- დათუნა მარიამის მუხლებზე იჯდა და როგორც ყოველთვის სხეულზე ეკვროდა
-ჩემი ქმარია, ბავშვების მამა
-გიკვალდა?
-უზომოდ
-იც ზეცაჩია ქო? იქ სადაც ანდლოც მჩობლები ალიან
-ხო ზეცაშია და იქედან გვიყურებს ყველას. მათ შორის შენც და დარწმუნებული ვარ უნდა რომ ბევრი გაკოცოს
-ისე ლოგოლც დემეც კოცნიდა იქ? - გაიცინა და თვალები მიანათა მარგიანის ქალს
-უფრო მაგრად - ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა- საჩუქრების გახსნის დროააა სანამ დასრულდება ეს დღეც
მარიამის შეზახილმა ყველა გამოაფხიზლა. გოგონები საჩუქრებს ხსნიდნენ , ცელქობდნენ ,მაიმუნობდნენ.ყველაფერი აურიეს,მერე გაიყუჩნენ ,რადგან დათუნას მარიამის მკლავებში მიეძინა და მისი გაღვიძება ვერ გაბედეს.
ყველას მარიამის ოთახში ეძინა იმ ღამით. ყველა მის გვერდით იყო ,მაგრამ ის მაინც მარტო იყო. თავიდან გრძნობდა სამშობიარო ტკივილებს, თავიდან განიცდიდა ყველაფერს.მთელი ცხრა თვე ,ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის გატარებული თვეებიროდესაც საკუთარ ტავს ებრძოდა ,ფეხზე დგომა რომ შეძლებოდა ყველაფერს აკეთებდა. ტკივილი ღრღნიდა დათას მონატრებას ვერ უმკლავდებოდა,შემდეგ გრძნობდა ბავშვების მოძრაობას და თავს მაღლა სწევდა. დათას ხელის ნაცვლად საწოლს უჭერდა თითებს , არავინ ამხნევებდა,არავინ კოცნიდა შუბლზე და ეუბნებოდა“ ცოტაც გაუძელი დედოფალო“ „ჩემი ძლიერი გოგო“ „ერთიც და ჩვენი ჩვენთან იქნება“ ძალა დაკარგა, გონება დაებინდა , უბრალოდ აღარ შეეძლო თვალები დახუჭა და დანებდა, წამსვე დაინახა დათას სახე , თითქოს ძალა მოემატა,თვალი რომ გაახილა ისიც იქ იყო ,ხედავდა დათას გ,გძნობდა და მალე ორ პაწაწინა სხეულს მკერდზე იკრავდა. ბედნიერებას ტკივილი ფარავდა, ჩიხში მოხვედრილი გზას ხედავდა და ისევ აგრძელებდა სვლას. ზოგჯერ როდესაც ბავშვები ტიროდნენ ელოდა რომ დათა ადგებოდა გააჩუმებდა მერე გვერდით მიუწვენდა აკოცებდა და ეტყოდა რომ გამოფხიზლების დრო იყო,მაგრამ არ იყო დათა. გახდა მთვარეული, შუაღამით იჯდა არწევდა ორ ბავშვს, აჭმევდა ორ ბავშვს, დილით უვლიდა ხუთს ერთად . ძალა აღარ ჰქონდა ,დაცემას რომ აპირებდა მაშინ გაივსებოდა სახლი. ზოგჯერ დედა მიდიოდა, ხშირად სალომეც მასთან იყო. ბიჭები მიდიოდნენ და რჩებოდნენ.“რძალოო „ დილით გაიგებდა ძახილს და ხვდებოდა რომ მარტო არ იყო, დათამ ძალიან ბევრი ადამიანი დაუტოვა. ბევრი ადამიანი ჰყავდა, ბავშვების დაბადებიდან ორი თვე იყო გასული ბებომ რომ ნახა . საავადმყოფოშიც იყო,მაგრამ დარჩენას ვერ ახერხებდა, ჯერ კიდევ ცუდად იყო, ტირილში ატარებდა დღეებს. ბავშვებთან მიკარებას ვერ ახერხებდა,შემდეგ კი მივიდა და დარჩა. დარჩა რამდენიმე კვირა, ეხმარებოდა ყველა საქმეში და ბოლოს უთხრა რომ მარიამის დრო იყო. ერთი წეიც არ იყო გასული მარიამს რომ გაახსენა დათას საქმე, მანამდე ფიქრობდა რომ ბიჭებს გადააბარებდ აყველაფერს,მაგრრამ დედამთილმა რამდენიმე სიტყვით მიაწოდა აზრი , შემეგ მიხვდა რომ ეს სჭირდებოდა. ას ეიპოვნა ნატა და დაიწყო საქმის შესწავლა. ისეთი მონდომებული იყო მალე სამსახურსიც წავიდა. საქმეში ჩაეფლო და ცხოვრებაც განაგრძო დატას საქმესთან ერთად. ყოველწამს ახსენდებოდა დათა, ზოგჯერ ისე ცუდად იყო რომ უბრალოდ არავის დანახვა სურდა, მარტო გამოკეტვა და სამყაროსგან მოწყვეტა სურდა. მაშინ მიხვდა რომ მესამე სართულის ოთახი უნდა მოეწყო ამისთვის. იქ ისედაც უამრავი რამ იყო რაც დატას ეკუთვნოდა, მარიამმა უბრალოდ ფუნქცია შესძინა. შემდეგ მიხვდა რომ არ იყო სუსტი, რომ დათას გარეშეც შეძლო ყველაფერს გამკლავებოდა.მალე აკეთებდა ორ საქმეს უძღოდა საკუთარ კომპანიას, აგრძელებდა დათას ბიზნესს , ზრდიდა ხუთ შილს . ყველაფერს თან ახლდა განმეორებად, მოვლითი ტკივილი რომელიც ისევ ისე უცებ ქრებოდა, დროებით იმალებოდა და შეიძლება დიდხანს არ გამოჩენილიყო. უბრალოდ გამოსავალს ეძებდა, პოულობდა, ზოგჯერ მცდარ გზას ირჩევდა, უკეთესი გამოსავალიც შეიზლებოდა,მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ბავშვებს არ ეგრძნოთ დათას არყოფნა მძაფრად, არ ემოქმედა მათ ცხოვრებაზე. ახერხებდა იმას რომ ბავშვებს წამითაც არ ავიწყდებოდათ დათა, ტყუპებიც კი იცნობდნენ მასმას,რომელიც არასროს უნახავთ. ერთი ზუსტად იცოდა, მისი შვილები არ იტანჯებოდნენ. ამ მიღწევით კი ნამდვილად კმაყოფილი იყო, სიმშვიდე სწორედ ამ გზთ ჰპოვა. უბრალოდ თავისთავად გაქრა ქალი მარიამი, დარჩა დედა, მეგობარი, შვილი, და, ბიზნესვუმენი, ხელოვანი მარიამი. ხედავდა რომ მის გამო ბიჭები საკუთარ ცხოვრებაზეც ამბობდნენ უარს, თითქოს ეშინოდათ რმ მარიამს რაღაც დასჭირდებოდა და მის გვერდით არ იქნებოდნენ,რომ დათას იმედებს გაუცრუებდნენ. მარიამს ყოველთვის უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, ხშირად კამათობდა ბჭებთან ამის გამო,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა,ბოლოს უბრალოდ დანებდა.
მთელი ღამე ბავშვებს უყურებდა , ეფერებოდა და მათ სურნელს შეიგრძნობდა.ოთახში ისეთისითბო ტრიალებდა როგორც არასდროს. უყურებდა კედლებს,თითქოს უბრალოდ და მაინც რამდენი ემოციის მნახველს. მათ რომ საუბარი შესძლებოდათ რამდენ ამბავს მოყვებოდნენ, მათ უნახავთ ვნებიანი ღამეები, ცოლ ქმრის მშვიდი ძილი, ბავშვებთან ერთად გატარებული დრო, გათენებული ღამეები, ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში ჩვილით ხელში დათა და მარიამი. დილით მძინარე მშობლებსშორის ბავშვების გამოჩენა, სირბილით რომ გაიქცეოდნენ საწოლისკენ ჯერ ასვლა უჭირდათ,შემდეგ უცებ ხტებოდნენ და ასე აღვიძებდნენ მძინარე წყვილს. ბალიშებით ომი, ოთახში სირბილი . მოლბერტთან მჯდომი შიშველი ქალი და უბრალო ფურცელი რომელიც ცოცხლდებოდა. ქალის ცრემლები, ოთახის კუთხეში მარტოდ მჯდომი . სიცარიელე,სიჩუმე და მარტოობა...საწოლის ცარიელი ნახევარი დილით ინსტქტურად ხელს რომ გაწევდა და არარსებულს გაუღიმებდა ,იმედგაცრუება და მაინც ყოველი ახალი დაწყებული დილა რომელსაც უბრალოდ ღამე ანაცვლებდა,ღამე რომელიც ადრე იყო ცეცხლოვანი, ემოციებითა და გრძნობებით სავსე . ქალი რომელსიც რამეებს თეთრად ათენებდა არა საყვარელი მამაკაცის ალერსით გართული არამედ კოშმარების შიშით შეპყრობილი. ათასი ფიქრით დამძიმებულს ძილი არ ეკარებოდა, თვალს ვერ ხუჭავდა ანდაც ძლიერად აჭერდა ქუთუთუებს ერთმანეთს და შემდეგ მთელი სახე მლაშე სითხით ენამებოდა. იგივე ქალი ჩანდა ყოველ დღე, მაგრამ მის სხეულს ის სული აღარ ჰქონდა,მასში ქალი აღარ ცხოვრობდა. ხშირად ყველას ერთად ხედავდა, ბავშვები შედიოდნენ ცოტა ხნით რჩებოდნენ და მერე ისევ გადიოდნენ. ქალი კი სულ იქ იყო, ბოლოს მაინც იმ საძინებელს მიაშურებდა სადაც პირველი ღამე გაატარა, როგორც მარიამ მარგიანმა,სადაც სამუდამოდ გახდა დათა მარგიანის ქალი. დილას თმას შეიკრავდა ყველა გრძნობას ერთად მოაგროვებდა და დაიწყებდა მორიგ დღეს ! ეს მხოლოდ მარიამმა იცოდა, მას შეეძლო ყველაფრის გახსენება,მაგრამ შეუძლებელი იყო სიტყვებით გადმოეცა იქ გატარებული ერთი დღე-ღამე მაინც,რადგან ეს არ ყოფილა უბრალოდ დღეები ეს მისი მთელი ცხოვრება იყო ,მარიამ მარგიანის ცხოვრება რომელიც არსებობად იქცა!
სალომესთან ერთად სეირნობდა ბაღში ყვავილებს უვლიდა , გაზაფხული ისევ მოვიდა მათ ეზოში და ყველაფერი ყურადღებას საჭიროებდა. უცებ სალომე შედგა და პირდაპირ ერთი ამოსუნთქვით თქვა
-ფეხმძიმედ ვარ ! უკვე ოთხი თვეა და მალე მუცელი დამეტყობა ისედაც ძლივს ვმალავ! სამსახურიდან წამოვედი , ალბათ მოგვიანებით რამდენიმე წლის სემდეგ დავუბრუნდები ოღონდ სხვა საქმეს გავაკეთებ... მე დედა გავხდები მარიამ ხომ დამეხმარები? ხუთი როგორ გააცინე? ექვსს როგორ უვლი? გავგიჟდები, ამაზე მარტივი იყო ნებისმიერი დავალება რომელზეც მაგზავნიდნნენ, ოც მკვლელს დავიჭერ ოღონდ ვიცოდე რომ ყველაფეირ გამომივა... კარგად რომ ვერ მივხედო? თავს რომ ვერ მოვუარო? მიშველეეე
-დედა გახდები ...ჩემი გადარეული გოგო.ოთხი თვის ხარ და ახლა მეუბნები? სიმპტომი საერთოდ არ გაქვს? - ეხვეოდა,კოცნიდა და თან ელაპარაკებოდა- დუდას ისევ რომ ეჩხუბე იცის რომ მამა გახდება?
-სახლიდან არ მიშვებს, არ მიშვებს რა მე არ ვტოვებ! ნეტავ იცოდე რატომ მეჩხუბა...თქმაც არ მინდა მეშინია სიცილი არ ამიტყდეს. არა მეცინება უნდა გითხრა აღარ გიზიდავ და ჩვენს შორის თუ ვნება გაქრება ეს იმას ნიშნავს რომ საერთოდ წახვალო. შენ საერთოდ წარმოდგენა რომ გქონდეს ჩემი და მისი სექ** რას ნიშნავს ამ ბავშვის არსებობას ეგრევე დაივიწყებდი. ის არანორმალური იმას კი არ მეუბნება რომ გავსუქდი და აღარ მოვწონვარ, საერთოდ იდიოტია მგონი . აბა ქალი ასე გასუქდეს და მაინც ისე გინდოდეს? უგემოვნოა-თქო სულ გეუბნებოდი!
-ამოისუნთქე,არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა,ზედმეტი დატვირთვა საერთოდ ექსტრემალური რამეების კეთება. ნორმალურად უნდა იკვებო,იმედია აღარ სვამ. აღარც ეწევი და იმდენს აღარ ვარჯიშობ როგორც ადრე. გინეკოლოგი ვინ არის? ჩემ გინეკოლოგთან მიგიყვან ბოლოს და ბოლოს მარტო მე მამშობიარა ოთხჯერ... დუდას თუ არ ეტყვი იცოდე მერე საშინელება მოხდება!
-უბრალოდ არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება, მე რომ გავიგე ჯერ კიდევ მეგონა რომ არასდროს გამოვიდოდა ჩვენი ურთიერთობა, გახსოვს როდის დავქორწინდით? რამდენჯერ სევრიგდით და დავშორდით არარც კი ვიცი ახლა ფეხმზიმედ ვარ ბავშვის გაჩენა სრული უპასუხისმგებლობაა ჩვენი მხრიდან , აბა როგორ წარმოგიდგენია ახლა ჩემი და მისი შვილი და საერთოდ ჩვენი ოჯახი. არ ვციი როგორ უნდა მოვახერხო რომ ბავში ორივესთან იყოს
-უდა სიგიჟემდე გიყვარს და ვერ ვხვდები ორ შეყავრებულ ადამიანს როგორ შეიძლება ამდენი წელი ომი ჰქონდეთ, როგორ რა მიზეზით ... ახლა შვილი გეყოლებათ რაც იმას ნიშნავს რომ ორივემ უნდა შეწყვიტოთ სისულელეებზე ფიქრი
-მალე 27 წლის გავხდები პირველად უნდა ვიმშობიარო ,სეიძლება მეტი შვილი არც მეყოლოს ახლაც რისკია და მალე გავგიჟდები
-ღმერთოო არ მჯერაა დუდა მამა გახდება, შენი არ ვიცი და ჩემი დუდა რომ საუცხოო მამა იქნება ვიცი.შეგიძლია გააჩინო და დუდას გააზრდევინო,აი ნახავ ბავშვზე რომ გაიგებს სრულიად შეიცვლება
-კარგი რა დათა ისევ ისეთი იყო ...
-დათა არასდროს მეჩხუბებოდა სისულელეებზე, არც ეჭვიანობდა და არც მე ვიეჭვიანებდი არასდროს. შიშველი ქალი რომ დამენახა მის წინ მაინც არ დავიჯერებდი რომ ხელი დააკარა , იმიტომ რომ მისი თითები ჩემ გარდა უბრალოდ ვერავის შეეხებოდა.შენ კი ისე იქცეოდი ყოველთვის რომ დუდას აგიჟებდი, აგდებდი თავიდან იშორებდი ის კი არაა ის კაცი რომ დაჯდეს და დეპრესიაში ჩავარდეს,მაგრამ არც მოღალატეა. შენ კი უნდა შეწყვიტო პანიკიორობა და ენდო ადამიანს რომელიც გიყვარს, გაიაზრო რომ სამსახურში არ ხარ ყველაფერს ეჭვის თვალით არ უნდა უყურო და დამნაშავეები სხვაგან არ უნდა ეძებო!
-გავითვალისწინებ,ჩავიწერ მერე და ვისწვალი! ხომ დამეხმარები? ექიმები და წიგნები არ შემიძლია მაგათ რა იციან... შენ უნდა მასწავლო ყველაფერი რა როგორ რანაირად. ექიმტან მარტო კონსულტაცია,წამლები და ამბები. მგონი ბიჭი იქნება, გოგო არ შემიძლია უფრო ნაზი იქნება და სათუთი .იმ იდიოტსაც ბიჭი უნდა ვიცი !
დიდხანს საუბრობდნენ, მერე სალომე წავიდა .გადაწყვიტა , რომ დუდას ყველაფერს ეტყოდა. მარიამი ისევ ბაღში იდგა და ყვავილებს უვლიდა, რამდენიმეჯერ დაურეკეს სამსახურიდან მათაც ესაუბრა შეხვედრების განრიგი მოაწესრიგა. შემდეგ უკვე ბავშვებს ელოდა ,საღამოს რესტორანში შეხვედრაზე უნდა წასულიყო. ყველაფერი მოამზადა,ბავშვებიც ასადილა, დათუნას ლექსი ასწავლა,ტყუპებს დავალება მოამზადებინა და შემდეგ მომზადება დაიწყო. არ უყვარდა მსგავსი შეხვედრები,მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ იყო. კაბებს რომ გადახედა სევდისფერი დაედო მის თვალებს. ყველა მათგანი რომელიც ადრე ჰქონა შეძენილი ისე მარტივად იხსნებოდა წამები იყო საჭირო მის მოსაშორებლად. რამდენიმე კაბა რომ შეიწირა დათამ მერე გადაწყვიტა რომ უნდა შეეცვალა სტილი . ვახშამზე კაბას რომ ირგებდა განსაკუთრებით ემზადებოდა, ყველა დეტალს არჩევდა და ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურებოდა. ახლა უბრალოდ იცვამდა ისე როგორც საჭირო იყო. უკვე იგვიანებდა ამიტომ სწრაფად ჩავიდა პირველ სართულზე
-ლა ლამაძი ქალ მალიამ - თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა დათუნა და კოცნას ელოდა. რომ მიიღო შემდეგ გაიცინა
-ბავშვებოო მაგვიანდება მე... ნიკუშ ნუ იცინი ასე - თითი დაუქნია და მერე კარისკენ წვაიდა. თან ბავშვებს არიგებდა რა უნდა გაეკეთებინათ.
რესტორანში რომ შევიდა მალევე დაინახა თავისი მოადგილე და მაგიდისკენ დაიძრა. ჯერ სტუმრები არ იყვნენ მისულები ამიტომ მშიდად დაჯდა კაცის გამოწეულ სკამზე. მისი მოადგილე 40 წლამდე სიმპათიური უცოლო კაცი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი და ერთგული ხელქვეითი.არასდროს ამბობდა უარს მარიამის დახმარებაზე და მარიამიც თვალდახუჭული ენდობოდა მის გადაწყვეტილებებს. ცოტნეს ძველი მეგობარი იყო და სწორედ მისი დამსახურებით ჰყავდა კომპანიაში.
-რა საჭირო იყო აქ საუბარი ვერ ვხვდები...
-ისე შემომთავაზეს უარი ვეღარ ვუთხარი,მნიშვნელოვანია მათთან კონტრაქტის დადება. იმედია გამოგვივა , იშვიათად თანამშრომლობენ სხვა კომპანიებთან. ახალი მფლობელი ჰყავთ და მისი გაცნობაც არ იქნება ურიგო
-კარგი მოვახერხებთ ყველაფერს...მგონი უკვე აქ უნდა იყვნენ.
-მისი მდივანი უკვე აქ არის ...საპირფარეშოში გავიდა ცოტა ხნის წინ . თავად მგონი აგვიანდება
-ნამდვილად გვჭირდება მათთან კავშირი?
-ძალიან!
მდივანი მალე გამოჩნდა, ნამდვილი ტიპიური მდივანი იყო მოკლე კაბით,მაღალქუსლების კაკუნით მოდიოდა და ისეთი მაკიაჟი ეკეთა ანათებდა მთელს დარბაზს. მარიამს მიესალმა და უთხრა რომ ბატონი მალე მივიდოდა. მარიამს მოთმინება რომ ამოეწურა მაშინ გამოჩნა ნაცნობი სილუეტი. მშვიდად დაჯდა გოგონას გვერდით და მარიამს გაუღიმა
-ირაკლი?
-როგორ ხარ მარიამ?
-შენ იყიდე კომპანია?
-ამჯერად დაგვიანების გამო არ ბრაზობ ,აშკარად გჭირდება ჩემთან თანამშრომლობა. კაბინეტის გარეთ რომ გადაწყვიტე შეხვედრა
-როგორც აღნიშნე საქმიანი შეხვედრა გვაქვს, თუ დავიწყებთ საუბარს საქმესთან დაკავშირებით
-მე არსად მეჩქარება, ვივახშმოთ ჯერ . წითელი ღვინო მივირთვათ და შემდეგ გადავიდეთ საქმეზე
-არაა საჭირო, ჩვენ არ ვაპირებთ შენთან თანამშრომლობას
-შეიძლება გაკოტრდე
-ნუ მემუქრები! - ჩანთა აიღო მოადგილე უკვე მის გვერდით იდგა და მასთან ერთად დატოვა შენობა- არაფერი მითხრა
-არც ვაპირებდი,მე უბრალოდ ბოდიში მინდა მოგიხადო,არ ვიცოდი ის თუ იყო
-და რომ გცოდნოდა უარს იტყოდი შეხვედრაზე?
-ვიცი შენ რატომ ამბობ უარს, ისიც ვიცი მან რა ჩაიფიქრა...მიხარია რომ არ აპირებ მასთან კონტაქტს! ხვალამდე მარიამ
კაცი წავიდა.მარიამი მანქანასთან იდგა უკვე. გასაღებს ეძებდა, ისე მოეშალა ნერვები ხელები უკანკალებდა. უცებ ვიღაცამ ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა
-მაინც ვერ გამექცევი, რამდენჯერაც არ უნდა გაიქცე და როგორც არ უნდა მომიშორო ბოლოს მაინც ჩემი გახდები! თავად მოხვალ ჩემთან -ირაკლის ხმის გაგონებაც კი ცუდად ხდიდა უკვე, ის ეხებოდა რასაც ჭკუიდან გადაჰყავდა. იმდენად ახლოს იდგა რომ მალე ქალს კანკალი დაეწყებოდა . ხელი ჰკრა და მოიშორა
-ვინ ხარ შენ ? თავი ვინ გგონია .როგორ ბედავ
-ტყუილად ირჯები, სჯობს ახლავე შევთანხმდეთ .მერე გვიანი არ იყოს ...ერთი კომპანიით მეტზე უარს არ ვიტყვი და მერე რას ეტყვი შენს ქმარს რატომ დავკარგე შენი ნაშრომ-ნაწვალებიო
-არარაობა ხარ ! კაცი არ ხარ შენ მე კი არაკაცებთან ფიზიკურად ვერ დავიჭერ საქმეს
-გიყვარს მოთმინებიდან რომ გამოგყავარ ხომ? გგონია დიდხანს დავიცდი კიდევ? ისედაც მთელი წელია ვიცდი. ჭკუიდან გადამიყვანე ,შემშალე და ახლა ისევ ისე უემოციოდ მიყურებ -ხელი ისევ ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. გიჟს გავდა- მაგიჟებ მარიამ, შლეგიანივით დავეხეტები ყველგან შენ მელანდები ,მჭირდები და რომ მიგიღო ეშმაკთანაც დავდებ გარიგებას - ხელი ისე მოუჭირა მარიამმა თავის დახსნა ვერ გაბედა, არ ცდილობდა ფიქრობდა რომ მარტივად დაეხსნებოდა ,მაგრამ ირაკლი წამში დააცხრა ტუჩებზე .იმის გააზრება რომ ვიღაც კოცნიდა მისთვის მომაკვდინებელი ჭრილობასავით იყო. შეკრულ ხელებზეც არ უფიქრია ,უბრალოდ ვერ აზროვნებდა მხოლოდ მისი მოშორება უნდოდა ისე დაარტყა კაცი მოიკეცა. მერე უბრალოდ ვერ აზროვნებდა, არავინ და არაფერი აინტერესებდა,მთელი სხეული ეწვოდა თითქოს შანთით წვავდნენ. მდუღარე წყალს ასხამდნენ და თავის დახსნას ცდილობდა. შემდეგ მანქნაში იჯდა, თვალწინ უდგა კადრები როგორ გაარტყა გაშეშებულ კაცს როგორ წასკდა ცხვირიდან სისხლი და შეეხება მთელი სახე.როგორ ემუქრებოდა განადგურებით თუ კიდევ მიუახლოვდებოდა როგორ მოიშორა თავიდან როდესაც კიდევ ერთხელ სცადა კაცმა მიახლოება . მანქანას სწრაფა მიაქროლებდა, წვიმდა ,გაზაფხულის წვიმა იყო.ისევ ისეთი ძლიერი ,კოკისპირული წვიმა როგორც მაშინ. მიდიოდა საფლავებს შორის ლამაზ კაბაში გამოწყობილი,თმებიც კი ჩამოეშალა, წვიმამ სულ მთლად დაასველა. ფეხი რამდენჯერმე გადაუბრუნდა სანამ დათას სახე დაინახა. ცა თითქოს ორად გაიხსნა ისეთი ელვა იყო, ქუხილი და საშინელი ხმა,რომელიც ქალის კივილმა გადაფარა
-მეზიზღები , არ გაპატიებ არასდროს ! არასდროს გესმის? მთელი ცხოვრება ისე გაატარე ჩემთან რომ ერთხელაც არ დაგიშვია შეცდომა,ერთხელაც არ გიტკენია. იდეალური იყავი , ნამდვილად სრულყოფილი იყო ჩვენი ურტიერტობა ჩემთვის ,მაგრამ ყველაფერი გაანადგურე, სულ ყველაფერი ფუჭია დღეს გესმის? არ გაპატიებ ამას არ გაპატიებ...არ უნდა წასულიყავი,არ უნდა დაგეტოვებინე.ერთხელ მოგიხდა ჩემთვის ბრძოლა ერთადერთხელ უნდა გებრძოლა ჩემთან ყოფნისთვის მე სულ შენთან ვიყავი,არასდროს მიცდია სხვასთან გავლა .არასდროს დაგჭირვებია ჩემ გამო ბრძოლა ,კი არ მენდობოდი ზუსტად იცოდი რომ მე თავს ნებას არ მივცემდი სხვას ეფიქრა ჩემთან ურთიერთობაზე. შენ კი მაშინ არ იბრძოლე როცა საჭირო იყო,უბრალოდ დამტოვე. წახვედი და დამტოვე ფეხმძიმე, ხუთი შვილით .ყველა მე დამიტოვე შენი მშობლებიც შენი მეგობრებიც ყველააა და ყველაფერი მე დამიტოვე და მანამდე რაც სამოთხეში მაცხოვრე ყელში ამომადინე! ვერ გიტან , მეზიზღები გესმის? არ გქონდა უფლება ჩემგან წასვლის! მარტო არ უნდა ვიყო, არ უნდა მიწოდონ ქვრივი ქალი .არ უნდა იფიქრონ ჩემზე როგორც მარტოხელა ,თავისუფალ ქალზე! დავიღალეეე გესმის? დავიღალეე მეექვსე გაზაფხულია უკვე ექვსი წელია ვიბრძვი იმის დასამტკიცებლად რომ არ ვარ ქვრივი, რომ შენ ისევ ჩემში ხარ და არავის აქვს უფლება მომიახლოვდეს! არ შეიძლებოდა ,არ შემიზლია, მოვკვდები ... მე მე შენი გემო რომ გამიქრეს ტუჩებიდან გავგიჟდები გესმის? ვერ გავუძლებ . მე შეურაცხადი ვარ უკვე,მე არ ვარ ნორმალური ქალი მე შენმა წასვლამ გამაგიჟა. შენ მე გამანადგურე დათა მარგიანო! ასე მარტივად წახვედი და ცხოვრება თავზე ჩამომექცა! შენ უფლება არ გქონდა ასე მომქცეოდი , მე არ დამიმსახურებია უშენობა ...დავიღალე ,დავიღალე შენ მე დამტოვე შენ წახვედი, შენ არ იბრძოლე ჩემთვის შენ ნება არ მიეცი გადაერჩინეთ,ჩემთან დაბრუნების შანსიც არ მიეცი ექიმებს. აღარ უნდა მიყვარდე, აღარ უნდა გაღმერთებდე არ იმსახურებ შენ არ იმსახურებ. შენ ყოფილხარ სუსტი,რადგან მე არ დაგტოვებდი,მე ასე მარტივად არ დაგტოვებდით შენ და ბავსვებს. მე ვიბრძვიი გესმის? ყოველ დილას ვიბრძვი მათთვის ,შენ არ გყვარებივარ შენ მე დამტოვე, შენ ჩვენ დაგვტოვე ,მაგრამ მე არ შემიძლია უშენოდ. მტკენ ,მაგრამ მაინც მიყვარხარ.მანადგურებ მაგრამ მაინც ისევ ისე გაღმერთებ...განადგურებული ვარ,მაგრამ მაინც ვიბრძვი შევწყვეტ არსებობას და დავიწყებ ცხოვრებას. თავშეკავებასაც დავივიწყებ და ყველას თავის ადგილას დავაბრუნებ, აღარავის მოვუთმენ,აღარავის ვაპატიებ ჩემი შექმნილი წარმოსახვის გაქრობას. არავის აქვს უფლება ასე შემოიჭრას ჩემს ცხოვრებაში! შენ წახვედი,მაგრამ არ დავუშვებ შენი კვალი გაქრეს ,ჩემგან არ გაგიშვებ! იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ და არ მადარდებს არაფერი! ერთი იცოდე, შენთან რომ მოვალ ყველაფრისთვის ,ყოველი დღისთვის მოგთხოვ პასუხს,ყოველი ტკივილისთვის,ყოველი დღისთვის რომელიც უშენოდ დავიწყე! მოემზადე , დრო არც გეყოს შეიძლება ! სიზმარში მოსვლა არ გაბედო, სულ არ დავიძინებ სანამ შენი ნახვა არ მომინდება! არ მოვალ მანამ სანამ არ მივხვდები რომ საბოლოოდ ვიპოვე სიმშვიდე! მე არ ვარ სუსტი შენზე დამოკიდებული ქალი, მე ექვსი შვილი მყავს , მშობლები მყავს ,ძმა რომელსაც ვჭირდები.მეგობრები რომლებსაც ჩემთან ყოფნა უნდათ . შეშლილი, შენგან მიტოვებული მარიამი აქ მოკვდა იცოდე!
საფლავთან იდგა , ყვიროდა, ხელებს იქნევდა და წამითაც კი არ ეცვლებოდა გამომეტყველება. არც მლაშე სითხე ერეოდა სახეზე დაცემულ წვიმის წვეთებს. იქნებ ოდესმე მიმხვდარიყო რომ დათას სურვილით არაფერი მომხდარა,მაგრამ ფაქტია იმ დროს ეს სჭირდებოდა . სახლში ისე შევიდა რომ ვერავის დაენახა. სწრაფად გამოიცვალა და ქვემოთ ბავშვებთან ჩავიდა.
თითქოს გათავისუფლდა, ისევ დათასთან იყო ,მაგრამ აღარ ტკიოდა. ანდრეას ხშირად ხვდებოდნენ. შემდეგ უბრალოდ წავიდა , ელენამ იცოდა სადაც იყო, იცოდა და ბედნიერი იყო. ზაფხულს ისევ ზღვაზე ატარებდნენ, უყურებდა ბავშვებს და წინა წელს იხსენებდა. ახლა უკვე დიდები იყვნენ, ერთი წელი მოემატათ. ვაჩე და ანა ოფიციალურად ერთად იყვნენ თამუნა და დიმა ისევ ჩხუბობდნენ,მაგრამ ორივემ იცოდა რომ უყვარდა. იმ წელს მათთან ერთად ჟღალი ლამაზმანიც ისვენებდა, ნიკოლოზი იყო სამაგიეროდ მოუსვენრად. ან სულ მთლად ითიშებოდა ანდაც საოცრებებს სჩადიოდა. გოგოს აწამებდა , ბოლოს ჟღალს მოთმინება ამოეწურა და თავად გამოუტყდა გრძნობებში. ნიკოლოზი მერე ჯუჯღუნებდა შენ როგორ უნდა დაგესწროო, მაგრამ ამაზე ყველა იცინოდა. დემეტრეს ახალი გატაცება ჰქონდა, მანქანებით დაინტერესდდა და უკვე ყველა ელოდა რომ ერთ დღეს დემეტრეს შექმნილი მანქანით ივლიდნენ. ტყუპები უკვე მეორეკლასელებად აცხადებდნენ თავს, ზაფხულში მეცადინეობა ეზარებოდათ,მაგრამ დემეტრე ისე ჭკვიანურად უდგებოდა ამ საკითხს რომ ვერც იგებდნენ როგორ მეცადინეობდნენ. მარიამიც ამ ხერხს მიმართავდა ერთ დროს . დათუნა ისევ ისე იყო მარიამის კალთას მიჯაჭვული, უკვე ყველა ძალიან უყვარდა, ყველაფერს შეეჩვია და ბავშვთა სახლში სტუმრობის დასასრულსაც აღარ უწყლიანდებოდა თვალები,უბრალოდ მომდევნო ვიზიტს ელოდა.
დუდა და სალომე მშობლების სტატუსს ეჩვეოდნენ, დუდა ისეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ცოტნემ მოახერხა და მიხვდა რომ ნატა უყვარდა ,როგორც იქნა ქალი გაახარა და სრულიად მოულოდნელად სთხოვა ცოლობა. თქვენ დედამისი უნდა გენახათ როგორი ბედნიერი იყო რომ გაიგო მათი ამბავი. მათე ისევ მარტო ყოფნას არჩევდა, უბრალოდ არ შეეძლო ერთ ქალზე ფიქრი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო 33 წელი არც არაფერია. ვინ იცის როდის ეწვევა სიყვარული . მაინც სამეგობროს პატარა წევრი იყო და ჰქონდა უფლება თავისუფლებით ტკბობის.
ეზო სავსე იყო, ყველა რაღაცას თამაშობდა. ბიჭები ცალკე ისხდნენ და ლუდს მიირთმევდნენ. გოგონები სალომეს დასტრიალებდნენ თავს. შეყვარებულები ჯერ კიდევ სანაპიროზე დახეტიალობდნენ , როგორც იქნა დაბრუნდნენ და გაიხსენეს მარტოხელა ელენა,რომელიც ყველას სათითაოდ დასცინოდა ყოველი ჩხუბის დროს, ერთობოდა მათი წუწუნით და ტკბებოდა თავისუფლებით.
-მშობიარობა აქ რომ დამეწყოს ერთი ექიმი არ გვყავს ამხელა ოჯახში
-მე მინდა ექიმობა- დათუნამ განაცხადა და სალომეს კიდევ ერთხელ მოეფერა მუცელზე- როდის გამოვა შენი შვილი სალო დეიდა?
-აბა მე რა გითხრა...ჰკითხე იქნებ გითხრას. შენ მართლა ექიმობას აპირებ? აუუ რა სიმპათიური იქნებიი თეთრ ხალათში დათუუნააა .მოიწიე უნდ აგაკოცო
-არ მიკბინო იცოდე
-ცოტა ცოტა არა? კაი არ გიკბენ - გაიცინა და მერე ლოყები დაუწითლა ბავშვს
-სალომეეე
-მორჩა ვსიოო...ჩემი ჩასაყლაპი ბიჭი ხარ შენოოო
-ტყუილი... დუდას გარდა არავის ყლაპავ შენ - მათემ თვალი ჩაუკრა და გადაიხარხარა
-ვაი შე გაჭირვებულო ერთი ქალი ვერ ნახე რო დაგაკმაყოფილოს
-ჩემს ტემპერამენტს ვერ უძლებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები
-ვაი ეს მუცელი არ მქონდეს ახლა გაცვენებდი სუსტ სქესს..შენ ერთ მშობიარობას რო დაესწრო ნახავ მერე რომ შენ ხარ სუსტი
-იმიტო არ გინდა დუდა შემოგყვეს?
-შეწუხდება ეგ იქ
-დუდიკ უეჭველი ბავშვი უნდა გამოცვალოს იქ...გოგო რო გეყოლოთ გაგიჟდება
-ფანტაზიაც მესმის რაა
-როდის მოგბეზრდებათ ნეტავ,როგორ მაინტერესებს- ცოტნე მშვიდად იყო მიწოლილი პლედზე , ნატას მუხლებზე ედო თავი და არხეინად აბოლებდა სიგარეტს. შიგადაშიგ ნატას ხელზე კოცნიდა და თვალებს უჟუჟუნებდა-რძალო მათუნას ნუ მიჩაგრავ რაა...არ იცი როგორი სათუთი გული აქვს?
-რძალოო მჩაგრავენ აშკარად რამე მიშველე თორე სალომეს თუ არა ცოტნეს მაინც მივწვდები - მარიამს გახედა მათემ და წარბები შეკრა
-უნდა გაუძლო მათე, სხვა გზა არ არის !
შუაღამემდე ეზოში იყვნენ, შემდეგ ყველანი თანიანთ ოთახებში შევიდნენ. მარიამმა ბავშვები რომ დააძინა და მთელ სახლში სიმშვიდე გამეფდა დიდი ხნის შემდეგ ისევ წერა დაიწყო.
“ზღვაში ვიყავით ყველანი, ბავშვები ნაპირთან ახლოს ცურავდნენ, დემეტრე და-ძმას არ შორდებოდა მე და შენ უფრო შორს ვიყავით. ჯერ მე გავცურე როდესაც ჩავყვინთე შენც იქ გაჩნდი. ხელები წელზე მომხვიე და ერთად ამოვედით წყლის ზედაპირზე. მაშინვე მოგხვიე ხელები და სხეულზე აგეკარი, გაიცინე და ტუჩებში მაკოცე
-გისწავლია ცურვა
-შენ რომ გასწავლიდი მაშინ დავხელოვნდი
-რა ენამახვილი ცოლი მყავს - ქვედა ტუჩზე მაკოცე .მე ვისარგებლე და ფეხი ისე მოგარტყი რომ წყალჩი ჩაყვინთე. დიდხანს არ ამოხვედი , ბოლოს ისე შემეშინდა დაპანიკებულმა წყლის სიღრმისკენ დავიწყე შენი ზებნა. უცებ ფეხში მწვდი და ზემოთ ამომიყვანე
-დათაა რა გააკეთეე გული გამისკდა
-ასე მარტივად ვერ მომიშორებ, ცუდი გოგო ხარ მიმეტებდი ხომ?
-ასე აღარ იხუმრო იცოდე !
-დამშვიდდი ,შენთან ვარ
-დეეე მე მჩია და ალ წავიდეეთ? - დემეტრე თავის გასაბერ ჟილეტში აღარც ჩანდა
-წავედით...ბრძანებაა ბატონი ემეტრესგან- ხელში რომ ამიყვანე და ისე მიგყავდი სულ კომფორტულად ვგრძნობდი თავს.იმედია ძალიან მძიმე არ ვიყავი,არაფერი გეტყობოდა წელის ტკივილის ასე რომ ვიფიქრებ რომ შენც მოგწონდა ჩემი ხელით ტარება.
ყოველი შენი ნათქვამი“ნუ გეშინია,მე შენთან ვარ!“ გაუაზრებლად მმატებდა ძალას. მაშინ ვერც კი ვიაზრებდი რას ნიშნავდა ამ სიტყვების მოსმენა, ახლა ისიც არ შემიძლია რომ კვლავ ვინატრო შენგან ამ სიტყვების მოსმენა. ზოგჯერ მგონია რომ ცუდ სიზმარს ვხედავ, გამომაფხიზლებ ხელებს მომხვევ მაკოცებ და მეტყვი „მე შენთან ვარ , დამშვიდდი „
მივდიოდით სანაპიროზე, ჩემ გრძელ კაბას ქარი არხევდა, თმები სახეზე მეყრებოდა. კოსად შევიკარი და ურჩი ღერები მოსვენებას მაინც არ მაძლევდნენ, შენ ჩემ გვერდით მოაბიჯებდი ბავშვები როგორც ყოველთვის წინ გარბოდნენ, დახტოდნენ , ელენა ცეკვავდა მომენტებში და ისე აგრძელებდა გზას. სახლში სამივენი სწრაფდ შერბოდნენ, კიბეზე დემეტრე ჩამორჩებოდათ შენ ხელში აიყვანდი და ვერტმფრენის ხმას გამოსცემდი , ჩაუქროლებდი ცელქ ბავშვებს , დემეს კისკისი ისმოდა ყველგან.
-აბაზანაში მე და დემეტრიუსი შევდივართ ჯერ
-ნუ ეძახი ბავშვს ეგრე- არასდროს მავიწყებოდა შენიშვნის მოცემა, მაგრამ არ მისმენდი.
-მალე გამოდით რაა ... - ნიკუშა წუწუნებდა ელო მშვიდად ელოდა თავის რიგს. ჯერ ნივთებს იღებდა, თმას იშლიდა და არსად ეჩქარებოდა. ბოლოს სამზარეულოშ ამოვყოფდით თავს, სწრაფი კვების ობიექტებს ვერჩოდით და შესაბამისად მზადება გვიწევდა როდესაც რესტორანში ან კაფეში არ ვისხედით. ბავშვებს როცა მე ვუვლიდი შენ ამზადებდი, ზოგჯერ ისე გემრიელი გამოგდიოდა ყველაფერი მეც კი მიკვირდა. ანდაც ძალიან მშიერი ვიყავი და მეჩვენებოდა.
-ჩემი ბიჭი ჩიტვით იკენკება დედიკო და რა ვუყოთ?
-დემეე ჭამე თორემ კექსს ვერ მიიღებ
-აგალ მინდა მეტი
-ამხელა კაცს ეს გეყოფა მა?- დემე მუხლზე დაისვი და თავად აჭმევდი, იმდენი ელაპარაკე ბოლოს მთელი ტეფში მოაპრიალა. კექსის ჭამის თავი აღარ ჰქონდა . ნიკოლოზი ისედაც ყველაფერს აცარიელებდა, ელენას მტავარია თავისი საყვარელი კერძები დაენახა. ახლაც ასე არიან,არაფერი იცვლება. ნიკუშა იმდენს ჭამს ხოლმე მგონი კალათბურთის ბურთს გადაყლაპავს ვარჯიშზე მშიერი რომ მივიდეს. დემეტრე სულ გამხდარია, სულ ანალიზებს ვუკეთებ და ვაკონტროლებ რომ ამ უჭმელობით რამე არ დაემართოს. როგორ შეუძლია სირბილი მიკვირს ხოლმე. ფაქტია ენეგრიას პოულობს.
-დავამთავრე...- ნიკუშამ პირველმა დაიძახა და თავისი თეფში ნიჟარაში ჩადო- დავიძინოთ ჯერ თუ მეთამაშები
-ცხელა ძალიან...საღამოს ვითამაშოთ მა -- ბიჭს აკოცე და ისიც დასაძინებლად წავიდა. ნუ პირდაპირ არ დაიძინებდა ჯერ სახლში ივლიდა, ბოლოს შუადღის ძილსაც ინებებდა. ნეტავ ახლაც ჰქონდეთ დრო შუადღეს დასვენებისთვის. იმდენი საქმე აქვთ ღამითაც ძლივს იზინებენ, გათობაც ხომ უნდათ.
შენ კი იჯექი და დემეს წიგნს უკითხავდი. ისიც სულ გისმენდა, არ ვიცი როგორ მიხვდი რომ წიგნები ეყვარებოდა,მაგრამ ფაქტია მართალი იყავი. კითხვა რაც დაიწყო მას შემდეგ წიგნს არ უშვებს ხელიდან. უკვე რთული ხდება მისთვის ისეთი წიგნის შერჩევა რომელიც ასაკის შესაბამისია და ჯერ არ წაუკითხავს.
ბავშვი რომ დააწვინე ხელი მომხვიე და საძინებლისკენ წამიყვანე.
-ჩვენი ოთახიდან ხმა როგორ გადის?
-თუ მოვინდომებთ არ გავა
-მოვინდომოთ...ზღვის სუნი გაქვს ისევ ზედა ნაწილი როდის გაიხადე რა წესია?
-მგონი გაგიჟდი შიშველი ვარ და არ მოგწონს?
-ახლა მე რაღა გაგხადო? თან ხმა გადისო - ისეთ სახე გქონდა თითქოს რაღაც ძალიან სამწუხარო მოხდა
-ბავშვები საათნახევარში გაიღვიძებენ,მერე კალათბურთი უნდა ეთამაშო ნიკუშას და იქნებ ძალა შემოგენახა?
-რომ გიყურებ საათნახევარი გახურებისთვის მჭირდება, მერე კალათბურთის ბურთზე უცებ გადავალ
-დათა
-ჩშ... გასაჩივრებას არ ექვემდებარება
ორ საათში ნიკუშასთან მატჩი გქონდა. ჯერ კიდევ სწავლის პროცესში იყო , მთლად კარგად არ გამოსდიოდა,მაგრამ დიდხანს ავარჯიშებდი ისიც არასროს ნებდებოდა. მე ელო და დემე გიყურებდით , ბავშვებს ნაყინითა და ხილით ვამარაგებდი .ნერვებს მიშლიშლიდი მაისურის გახდის დროს მე რომ მიყურებდი და მინდოდა ნაყინი მესროლა ,მაგრამ ვერ გიმეტები ხომ იცი მიზანში შესანიშნავად ვისვრი. ტირში ტყუილად ხომ არ დავდიოდით, ისე დარცს უკეთ ვუმიზნებდი, თოფი ჩემი საქმე არ იყო. არც თოფი და არც ყინულზე დგომა, როგორ გამიტეხე გული რომ დამცინე“ ბემბი ხარ ,ჩემი თვალებხატულა ბემბი“ ახლა რომ გამახსენდა როგორ ვიდექი ყინულზე ნამდვილად ბემბის ვგავდი,ისე ამეხლართა ფეხები ერთმანეთში კიდევ კარგი დამიჭირე თორემ უთუოდ რამეს მოვიტეხდი. მაშინ კი დამცინოდი,მაგრამ ვიცი შეგეშინდა და მას შემდეგ ყინულზე მარტოს არ მიშვებდი. არადა სულ რაღაც 15 წლის ვიყავი ,ბავშვები დაგყავდა და მე ისევ ხელს არ მიშვებდი. ვიცი ისევ დამცინი, ნუ ხარ ბოროტი დ ანუ გავიწყდება რომ როიალზე დაკვრას მე გასწავლიდი. აი შენი თითები რისთვის იყო ზედგმოჭრილი, რომ უკრავდი რაღაც უმარტივეს მელოდიას მე ისე გიყურებდი საერთოდ არ მესმოდა რას სჩადიოდი. არადა ისეთი კარგი ხმა გქონდა ,სმენას არ უჩიოდი ,მაგრამ შენგან პიანისტი ვერ დადგებოდა დაგისვი დიაგნოზი 20 წლის ასაკში და დავასრულეთ. მერე რომ დაუკარი დაქორწინებულები ვიყავით ზუსტად იმ მელოდიას უკრავდი მე რომ სიცილით გასწავლიდი და ისე მითხარი მთელი თვეა ვმეცადინეობო თითქოს მოცარტს შეეჭიდე.
არც კი ვიცი რა უნდა გავიხსენო,იმდენი რამეა სულ რაღაც მახსენდება , ყველა მოგონება ერთმანეთს მიჰყვება და არარც კი ვიცი რომელი ერთი გამოვყო. ყოველგავრი გადაჭარბების გარეშე, შენთან გატარებული ყოველი დღე ზღაპარი იყო, ზღაპარი სიყვარულისა ...
ზღაპრები ხომ ცუდად არ სრულდება, შეყვარებულები ყოველთვის ერთად რჩებიან სამუდამოდ ,შენ კი წახვედი, აღარ ხარ ჩემთან ,აღარც მშვიდად ვარ...ყოველთვის შეიძლება რარაც მხოდეს რაც დამირღვევს სიმშვიდეს. შენთან კი მუდმივად დაცული ვიყავი , ვიცოდი უბრალოდ ხელს მომხვევდი და ყველაფრისგან დამიცავდი. ვიცოდი მოგეხვეოდი და ყველა დარდს გაგიქრობდი, ყველაფერს გავამარტივებდი ჩემი შენს ცხოვრებაში არსებობით, აღარაფერი შეგაჩერებდა .
არ ვიცი რა უნდა გითხრა, უკვე მეექვსედ გიშვებ მივლინებაში, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდა. ბოლოჯერ ზუსტად ამ დროს მაკოცე ,ბავშვებს მოეფერე მითხარი მალე დავბრუნდებიო და წახვედი. მას შემდეგ შენი შეხება აღარ მიგრძვნია,აღარც შენი სურნელი ,შენი სურნელი ჩემსას რომ ერეოდა. რამდენიმე დღე ვსაუბრობდით,მირეკავდი ამბებს მიყვებოდი, შემდეგ კი შენი შეხებაც ვერ მოვახერხე ,თბილიც არარ იყავი რომ მოვედი. ასე დასრულდა, დასრულდა ,მაგრამ გაგრძელდება.
სიყვარულს ხომ დასასრული არ აქვს, არც შეცერებულა,მე ისევ მიყვარდები ყოველ დღე როდესაც ჩვენს შვილებს ვხედავ . მე ისევ შეგხვდები და იქ გაგრძელდება ჩვენი ამბავი ... აქ კი ჩვენი შვილები,შვილიშვილები და შვილთაშილები გააგრძელებენ. მარგიანები ხომ ბევრნი ვართ, შენი მარგიანები !
გაღმერთებ დათა...
ვბრაზობ , ვგიჟდები,მტკივა უშენოდ,მაგრამ მაინც ვაბოდებ შენზე!
მე შენ გაზაფხული მაჩუქე როდესაც წვიმის წვეთებისგან დამიცავი
მე კი ელენა გაჩუქე გაზფხულის მზიან დღეს
მე შენ ზამთარიც მაჩუქე როდესაც პირველი ამბორი მაჩუქე
მე შენ ტყუპები გაჩუქე , ორი პრინცესა რომელსაც ელოდი
შემოდგომა ჩვენი სეზონია ღმერთმა ჩემთვის გაგაჩინა ოქტომბრის თვეში ,სამი წლის შემდეგ ნოემბერში ჩემი თავი გაჩუქა
ზაფხულში დავქორწინდით დათა, აგვისტოს ცხელ დღეს დემეტრე გაჩუქე . ივნისში შენი ცოლი გავხდი და მე ზაფხული შემიყვარდა.
შენ მე ზაფხული მაჩუქე , ცხელი და მზიანი !
შენ მე ისევ მყავხარ დათა- ვბრაზობ,მტკივა, მენატრები მაგრამ ივლისი ისევ ჩვენი თვეა ივლისში ჩვენი თაფლობის თვე იყო , ცხელი და მწველი
მე , შენ და უსასრულობა
მარიამ და დავით მარგიანები სამუდამოდ! „
.........
ივლისის თვეში მარგიანების სახლში იყვნენ ყველანი, ისინი ვინც მარგიანებს უყვარდათ. იცინოდნენ, ერთობოდნენ, საუბრობდნენ. აგვისტოს გეგმებს აწყობდნენ. ბავშვები დარბოდნენ, შემდეგ წუწაობდნენ, მთელი ეზო მოირბინეს ყველგან მათი ხმა ისმოდა. ბებიები და ბაბუებიც კი ჩართეს ამ სიგიჟეში. მარიამი ნიკუშამ გაწუწა და რომ უნდა გაქცეულიყო სალომეს კივილის ხმა გაიგეს. გაწუწულმა გოგოს ფეხებთან წყალი რომ იყო ბევრს არ უკვირდა,მაგრამ „წ....ბი დავღვარე დუდაააა“ უკვე ყველაფერზე მეტყველებდა.
დერეფანში იდგნენ, ზუსტად იმ დღეს და იმ დროს დერეფანში იდგნენ მარგიანები და ანდრეა შონია. არ ფიქრობდნენ წარსულზე, არც საავადმყოფოს კადრები ჩანდა მათ წინ, მხოლოდ ტირილის ხმას ელოდნენ, პატარა ბიჭის ან გოგოს ტირილს რომელიც მისი სიცოცხლის დასაწყისი იქნებოდა. კარში დუდას გამოჩენას ელოდა ყველა, ჯერ ბავშვის ტირილის ხმამ გაიჟღერა რასაც სიხარულის ცრემლები, ბევრი სიცილი, ბედნიერების სხივები მოჰყვა შემდეგ კი დუდა გამოჩნდა. სახე სულ მთლად წაშლილი ჰქონდა თითქოს იქ სულ სხვა ადამიანს უყურებდა და არა თავის მეგობრებს
-დავით ნაკანი დაიბადა ,ძმაო
დუდას ამღვრეული თვალები მარიამსაც წააწყდნენ წამით, ბევრმა ვერ გაიგო დუდას სიტყვებს რატომ მოჰყვა მარიამის გაქვავება. მაგრამ სამმა მუშკეტერმა იცოდა ...მარიამმა და ანდრეამ .ანდრეა რომელიც მარგიანების ნაწილი გახდა. ასე იყო თუ ისე ეს დღე დავით ნაკანის დაბადების დღე იყო ,რომელსაც მას შემდეგ კიდევ დიდხანს ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ. სალომე და დუდა ნაკანების პირველი ვაჟი ,რომელიც ლურჯთვალა მშობლების ცისფერთვალება ბიჭი იყო .
მარიამ მარგიანი კიდევ ბევრ ზაფხულს შეხვდა ექვს შვილთან ,მათ საყვარელ ადამიანებთან და შვილიშვილებთან ერთად
მარიამ მარგიანი იყო შვილი, და , მეგობარი, ცოლი, დედა, მხატვარი, ბიზნესვუმენი და ბოლოს მარიამ ბებო
მარგიანების სახლი ისევ ისე ხმაურიანი იყო, ისევ ისე ისმოდა სიცილის ხმები, ისევ მიდიოდა სახლის დიასახლისი მესამე სართულისკენ, წლებთან ერთად ისიც იცვლებოდა, მისი გზა კი ბოლოს ისევ საძინებელში სრულდებოდა. სადაც მხოლოდ მარიამი და დათა იყვნენ!
-ბებოო - სირბილით მივიდნენ ეზოში მჯდომ მარიამთან ბავშვები იქვე დასხდნენ და დამრგვალებული თვალები მიანათეს
-რა ხდება ონავრებოო რამ შეგაწუხათ? ბებოს არ უნდა აკოცოთ?- შავი თვალები გაუნათდდა ბავშვები რომ ჩაეხუტნენ და დანაოჭებული ლოყები დაუკოცნეს
-ბეებიკოო მოგვიყევი რა როგორ გაიცანი ბაბუ
-ხო რააა მოგვიყევი ... დიდები ვართ უკვე და გვიამბე
-უკვე ხომ გითხარით არა?
-„გაზაფხულის წვიმისგან დაგიცვა“
-კაი რა ბებოოო წვიმაში ქოლგა დაგაფარა და შეგიყვარდა?
-შევხედე მის ცისფერ თვალებს და გავაღმერთე
ბავშვებს კიდევ ბევრი რამ აინტერესებდათ, მაგრამ ინტერესს ბოლომდე მაინც ვერ იკმაყოფილებდნენ. სულ სურდათ ამბების მოსმენა.თითქოს რაღაც ისტორიას, ზღაპარს ან თავგადასავალს უყვებოდათ ბებო.
არ ვიცი მარიამი როდის შეხვდა დათას, მაგრამ ვიცი რომ მარიამ მარგიანი ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.მარიამ მარგიანისა და დათას სიყვარულზე ყველამ იცოდა, მათი ამბავი ლეგენდასავით გადადიოდა თაობიდან თაობაში და ყველას სწამდა ჭეშმარიტი სიყვარულის, რომელიც არასდროს ქრება!








ვფიქრობდი რომ დიდი ხნით გემშვიდობებოდით,მაგრამ ზუსტად ერთი თვის შემდეგ გიბრუნდებით. მივხვდი რომ მჭირდებოდა წერა და თქვენთან ყოფნა . ამ ისტორიის წერისას დაგროვილი უარყოფიტი ემოცია გამიქრა და ისევ დავიბრუნდე სიMშვიდე . არ ვიცი თქვენზე როგორ იმოქმედებს,მაგრამ მე ტირილსა და სიცილს ვანაცვლებდი წერისას იმედი მაქვს ბევჯრერ გაიღიმებთ და ნაკლებად აგიჩუყდებათ გული .გპირდებით კკიდევ დიდხანს არ დავწერ მსგავს ისტორიას,უბრალოდ არ შემეძლო ეს ისტორია თქვენთვის არ გამეზიარებინა
პ.ს მაპატიეთ რომ ისევ მარიამია მთავარი გმირი უბრალოდ ვერ გადავეჩვიე. როდესაც ჩემ სახელს ვიყენებ უფრო კომფორტულად ვწერ



№1  offline წევრი triniti

ვაიმეეე რა მაგარი გოგო ხარ შენ დღეს რამე თუ გამაბედნიერებდა არ ვიცოდი მოკლედ გიზიარებ ჯერ იმ ემოციას რომ ვნახე შენი ისტორია რა დამემართა ...უბედნიერესი ვარ ძალიან ძალიან გამაბედნიერე ჩემო ლამაზოოო...ეხლა კითხვას ვიწყებ და ჩემ აზრს მერე დავწერ და შტაბეჭდილებებს...მადლობა შენ რომ ასე გამახარე...

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

gillocav dabrunebas

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

triniti
ვაიმეეე რა მაგარი გოგო ხარ შენ დღეს რამე თუ გამაბედნიერებდა არ ვიცოდი მოკლედ გიზიარებ ჯერ იმ ემოციას რომ ვნახე შენი ისტორია რა დამემართა ...უბედნიერესი ვარ ძალიან ძალიან გამაბედნიერე ჩემო ლამაზოოო...ეხლა კითხვას ვიწყებ და ჩემ აზრს მერე დავწერ და შტაბეჭდილებებს...მადლობა შენ რომ ასე გამახარე...

მეც ზალიან მიხარია რო დავბრუნდი heart_eyes heart_eyes

სტუმარი shalo
gillocav dabrunebas

მადლობა smile

 


№4  offline მოდერი bibo

ვაიმე მარიამ
მარიამ ვაიმე
რა გითხრა
რა ვთქვა
მეორედ რო წავიკითხე ხო იცი
რა ომი გვქონდაა
რატო არ მსურდა წაკითხვა
ვნანობ რო გეუბნებოდი მე ესეთი არ მომწონს არ მინდა ასეთითქო
ისიც კი შემოგაპარე იქნებ და კაი ბოლო
მაგრამ რა ვქნა რო უხდება ეს
რა ვქნა რო ეს ისა
რასაც მე ასჯერ ათასჯერ მილიონკერ მიუბრუნდები
ეს ის ისტორია რომელმაც გამაგიჟა
ნახე სიტყვებიც არ მაქ
ვმუნჯდები
მაშტერებ
მადებილებ
ეს რა იყო
ცრემლები დასწაყისიდან ბოლო წამამდე მიზდევდა
ისე რო თან ბედნიერების იყო თან ტკივილის
აი იმდენად სასწულია იმდენად
რო აი გავგიჟდი
ჩემო პატარა ბედნიერებავ
რატო ხარ ასეთი სასწაული
იმდენად მეტკინა მარიამი
იმდენად სული ჩემწვა
გული ამეწვა
აი იმდენი მატირა მისმა სიტყვებმა
მისმა მოგონებებმა
მისმა ბედნიერება
ეს ის იყო რაც შენზე მეტად მე მჭირდებოდა
მეც მჭირდებოდა ეს ყველაზე დიდი სიყვარული
დათა საოცრება სასწაულია
დათა ყველაფერზე მეტია
სასწაული კაცის იდეალი
კაცი სიგიჟე
კაცი ბედნიერება
და ერთისთვის შექმნილი
ერთისთვის გამოყოფილი
ერთი გულისთვის მფეთქავი
ეს ის სიყვარულია უცებ რო მომანდომა
დათა მაგიჟებს მაგიჟებს
ეს ბიჭი რაღაც სხვა განზომილება
როგორ უცებაც გაფერადა ისევ უცებ გაუფრინდა
იქ ზევითაც ხო კარგები უნდათ
ელენე ნიკოლოზი დემეტრე ტყუპები და დათა ერთმანეთზე საოცარი ბავშვები იმდენად საოცარი რო სუ ტკბილად ჩავიკიფხე ის მომენტები სადაც ისინი ხანტია და სადაცმათი გულისცემა ძგერს.
ჟღალი და დემეტრეს გოგო
იმდენად საოცარი იყო
იმდენად სხვანაირი
სხვა სტილი
სამეგობრო სამი მუშკეტერი დარტანიანის გარეშე
იქ იმდენი ვიტირე ისე უცებ
რო რატო რატო
დათა რისთის
ასეთი საოცრებები უცებ მიდიან
სხვ კი დედამიწას ამძიმებს
იქაც ხო კარგი უნდათ
ირაკლი ვერ ავიტანე
ვერა მიდი თვალების ბრიალი
მისი თვალების შეხედვა
მისი უბრალოდ მარიამისადმი ლაპარაკიც კი მამძიმებდა
არ მინდოდა შემჩნია არ მიდნდოდა არა
ის კოცნა კიდე საშინელება იყო რო გაბედა როგორ გაბედა
აი უბრალოდ მინდოდა შევმხტარიყავი მეთქვა მეყვირა ეს ქალი დათოსია
ვიცი რო არ შეიძლება უნდა იყოს ბედნიერი მაგრამ დათოს მერე
დათოს შემდეგ
მის შენახრბ ადგილებს
მის ნაკოცნს
მის მონაფერებ
მისი პირიდან წამოსულ სიტყვებს
მის უბრალოდ გაფერადებულ მარიამ
მისი სუნით მოტრიალე მარიამს არ მსურდა სხვისი გემო გაეგო
არ მსურდა სხვა შეხრბოდა
დათო ერთადერთი იყო
დათო ერთია
მას ვერ შეცვლიან
ის სუ სხვა
არ აქ უფლება ვინმეს შეხოს
მიყვარს დათო
დათო სასწაულია
შენ საოცრება ხარ
სიგიჟე
აი ასე ყელში მიჭერს
სულში მიჭერს
გულში მიჭერს
უბრალოდ იმდენი ვიტირე
იმდენი სევდა იმდენი ფერი
დედის დიალოგი დედის სიტყვები
საფლავზე არ წასული მარიამი
არ წაყვანილი შვილები
ყველაფერი ხო საოცრება
ყველაფერი ხო სიგიჟეა
ეს იყო სასწაული
ეს იყო საოცრება
და შენ ხარ ყველაზე სიყვარული
მე ეს საიტი შენად მიღირს
მე ბედნიერი ვარ რო გიცნობ
მე უბრალოდ ვგიჟდები შენზე
აი ასეთი გასაოცარი ისტორია
რომელმაც გამაგიჟა
იქ ვიჯექი
იქიდან უყურბდი მესამ სართულზე ასულ მარიამს იქ დათას სუნში დაკარგულს
იქ დათას ფოტოებში ჩაკარგულს
ის საოცრება იყო სამივე რო დადგა და რო უსურვეს ბედნიერება დათა იქ ბედნიერი იქნება თუ ირაკლის გაუხსნი გულსო
იქ მეტკინა არ მინდოდა მე ირაკლი
დათას სუნი დათა უნდა შერჩენოდა
გამაგიჟა სამეგობრომ სანათესაომ
ყველაფერმა გამაგიჟა
და უბრალოდ დათა სასწაულია
მარიამი ხო სიგიჟეა მაგრამ დათა ერთია
დათა სხვა
ჩემო მარიამ ვგიჟდები მე შენზე
შენ ხარ სხვა განზომილება
სხვა ფიქრი და ოცნება
კიდე ყელში წაჭერილი ბურთით
გულ გამსკდარი
სულ ჩაწყვეტილი ვარ
ისევ ისე მეტირება
ისევ ისევ მეცინება მათ დიალოგზე
დათა
ოთხი ასო და მთელი სამყარო
მთელი ოცნება
მოგონებები
ზღაპარი სიყვარულისა
სიყვარულის ზღაპარი
საერთოდ შენ ხარ ჩემი ბედნიერება
შენ ხარ ჩემი სიყვარული
და საერთოდ ემოცისგან ვგიჟდები
შოკისგან ვგიჟდები
უბრალოდ მარიამ გყვარობ
ჩემო პატარა
უსაზღვროდ
უკიდეგანოდ
უსივრცოდ
აი ასე უბრალოდ
ჩემი ბედნიერება ხარ შენ
პატარა ქალო
გყვარობ
ჩემო ციცქნა

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ბიბოოო მემგონი რეკორდი მოხსენი,ნუ ჩემთვის ჯერ ამხელა კომენტარი შენ არ დაგიწერია და სხვის ისტორიაზე ტუ გქონდა არ ვიცი.მართლა ისტორიისხელა კომენტარია. რა ვიცი რ აუნდა გითხრა ახალი იცი რომ არ მიყვარს მე ასეთი სიტყვებით რომ მამკობ,მაგრამ ვერ გადაგაჩვევ ამიტომ ვნებდები heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი anisia

Am abiturientobis dros mochvenebebii mawuxebsss xolme magram mgoni dges dzalian gadavigale :DD mariamm esshenxarrr tuu mechvenebii :D wavedii wavikitxooo darwmunebulii varr iseti iqnebaa rogoric gchvevia :D

 


№7  offline წევრი TrustYourSoul

ვაიმე ღმერთოოო!!!რას ხედავს ჩემი თვალეეები? ნიკი,რომ დავინახე მოსასულიერებელი გავხდი,წავედი ახლა წავიკითხო❤❤❤როგორ გამიხარდი მარიაააააამ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი shalo

bibo
ვაიმე მარიამ
მარიამ ვაიმე
რა გითხრა
რა ვთქვა
მეორედ რო წავიკითხე ხო იცი
რა ომი გვქონდაა
რატო არ მსურდა წაკითხვა
ვნანობ რო გეუბნებოდი მე ესეთი არ მომწონს არ მინდა ასეთითქო
ისიც კი შემოგაპარე იქნებ და კაი ბოლო
მაგრამ რა ვქნა რო უხდება ეს
რა ვქნა რო ეს ისა
რასაც მე ასჯერ ათასჯერ მილიონკერ მიუბრუნდები
ეს ის ისტორია რომელმაც გამაგიჟა
ნახე სიტყვებიც არ მაქ
ვმუნჯდები
მაშტერებ
მადებილებ
ეს რა იყო
ცრემლები დასწაყისიდან ბოლო წამამდე მიზდევდა
ისე რო თან ბედნიერების იყო თან ტკივილის
აი იმდენად სასწულია იმდენად
რო აი გავგიჟდი
ჩემო პატარა ბედნიერებავ
რატო ხარ ასეთი სასწაული
იმდენად მეტკინა მარიამი
იმდენად სული ჩემწვა
გული ამეწვა
აი იმდენი მატირა მისმა სიტყვებმა
მისმა მოგონებებმა
მისმა ბედნიერება
ეს ის იყო რაც შენზე მეტად მე მჭირდებოდა
მეც მჭირდებოდა ეს ყველაზე დიდი სიყვარული
დათა საოცრება სასწაულია
დათა ყველაფერზე მეტია
სასწაული კაცის იდეალი
კაცი სიგიჟე
კაცი ბედნიერება
და ერთისთვის შექმნილი
ერთისთვის გამოყოფილი
ერთი გულისთვის მფეთქავი
ეს ის სიყვარულია უცებ რო მომანდომა
დათა მაგიჟებს მაგიჟებს
ეს ბიჭი რაღაც სხვა განზომილება
როგორ უცებაც გაფერადა ისევ უცებ გაუფრინდა
იქ ზევითაც ხო კარგები უნდათ
ელენე ნიკოლოზი დემეტრე ტყუპები და დათა ერთმანეთზე საოცარი ბავშვები იმდენად საოცარი რო სუ ტკბილად ჩავიკიფხე ის მომენტები სადაც ისინი ხანტია და სადაცმათი გულისცემა ძგერს.
ჟღალი და დემეტრეს გოგო
იმდენად საოცარი იყო
იმდენად სხვანაირი
სხვა სტილი
სამეგობრო სამი მუშკეტერი დარტანიანის გარეშე
იქ იმდენი ვიტირე ისე უცებ
რო რატო რატო
დათა რისთის
ასეთი საოცრებები უცებ მიდიან
სხვ კი დედამიწას ამძიმებს
იქაც ხო კარგი უნდათ
ირაკლი ვერ ავიტანე
ვერა მიდი თვალების ბრიალი
მისი თვალების შეხედვა
მისი უბრალოდ მარიამისადმი ლაპარაკიც კი მამძიმებდა
არ მინდოდა შემჩნია არ მიდნდოდა არა
ის კოცნა კიდე საშინელება იყო რო გაბედა როგორ გაბედა
აი უბრალოდ მინდოდა შევმხტარიყავი მეთქვა მეყვირა ეს ქალი დათოსია
ვიცი რო არ შეიძლება უნდა იყოს ბედნიერი მაგრამ დათოს მერე
დათოს შემდეგ
მის შენახრბ ადგილებს
მის ნაკოცნს
მის მონაფერებ
მისი პირიდან წამოსულ სიტყვებს
მის უბრალოდ გაფერადებულ მარიამ
მისი სუნით მოტრიალე მარიამს არ მსურდა სხვისი გემო გაეგო
არ მსურდა სხვა შეხრბოდა
დათო ერთადერთი იყო
დათო ერთია
მას ვერ შეცვლიან
ის სუ სხვა
არ აქ უფლება ვინმეს შეხოს
მიყვარს დათო
დათო სასწაულია
შენ საოცრება ხარ
სიგიჟე
აი ასე ყელში მიჭერს
სულში მიჭერს
გულში მიჭერს
უბრალოდ იმდენი ვიტირე
იმდენი სევდა იმდენი ფერი
დედის დიალოგი დედის სიტყვები
საფლავზე არ წასული მარიამი
არ წაყვანილი შვილები
ყველაფერი ხო საოცრება
ყველაფერი ხო სიგიჟეა
ეს იყო სასწაული
ეს იყო საოცრება
და შენ ხარ ყველაზე სიყვარული
მე ეს საიტი შენად მიღირს
მე ბედნიერი ვარ რო გიცნობ
მე უბრალოდ ვგიჟდები შენზე
აი ასეთი გასაოცარი ისტორია
რომელმაც გამაგიჟა
იქ ვიჯექი
იქიდან უყურბდი მესამ სართულზე ასულ მარიამს იქ დათას სუნში დაკარგულს
იქ დათას ფოტოებში ჩაკარგულს
ის საოცრება იყო სამივე რო დადგა და რო უსურვეს ბედნიერება დათა იქ ბედნიერი იქნება თუ ირაკლის გაუხსნი გულსო
იქ მეტკინა არ მინდოდა მე ირაკლი
დათას სუნი დათა უნდა შერჩენოდა
გამაგიჟა სამეგობრომ სანათესაომ
ყველაფერმა გამაგიჟა
და უბრალოდ დათა სასწაულია
მარიამი ხო სიგიჟეა მაგრამ დათა ერთია
დათა სხვა
ჩემო მარიამ ვგიჟდები მე შენზე
შენ ხარ სხვა განზომილება
სხვა ფიქრი და ოცნება
კიდე ყელში წაჭერილი ბურთით
გულ გამსკდარი
სულ ჩაწყვეტილი ვარ
ისევ ისე მეტირება
ისევ ისევ მეცინება მათ დიალოგზე
დათა
ოთხი ასო და მთელი სამყარო
მთელი ოცნება
მოგონებები
ზღაპარი სიყვარულისა
სიყვარულის ზღაპარი
საერთოდ შენ ხარ ჩემი ბედნიერება
შენ ხარ ჩემი სიყვარული
და საერთოდ ემოცისგან ვგიჟდები
შოკისგან ვგიჟდები
უბრალოდ მარიამ გყვარობ
ჩემო პატარა
უსაზღვროდ
უკიდეგანოდ
უსივრცოდ
აი ასე უბრალოდ
ჩემი ბედნიერება ხარ შენ
პატარა ქალო
გყვარობ
ჩემო ციცქნა

oqros xelebi gaq

 


№9  offline წევრი Mrs grey

ვააააიმეეეე scream scream აბა არ ვიცი როდის დავბრუნდებიო ? აბა ჯერ ვერ დავწერო ?? არა მაგარი სიურპრიზიააა heart_eyes heart_eyes გულები დამცვივდააა თვალებიდაან <3 გვაბედნიერებ და არ დაიკარგო რაა <3 წავიკითხავ და გაგიზიარებ აზრსს <3

 


№10  offline წევრი miyvarxar1992

Mixaria rom dabrundi da gamaxare.matire kidec magram kidev ertxel damarwmune siyvaruls ra dzala sheswevs.mixarixar qalbatonoo mariam

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ყველას დიდი მადლობა,მეც ძალიან მიხარია თქვენთან დაბრუნება heart_eyes heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი ფორთოხალი

რანაირად ახერხებ გამოიყენო ერთნაირი სახელები, გვარები, ადგილები, პროფესიები... შებოჭილი ხარ წერისას?!
ყველა ისტორიაში ერთნაირად "ძლიერე" ქალები და "მუსკული" მამაკაცები და ენამოჩლექილი ბავშვები რანაირად გყავს?! შენ თვითონ ვერ ამჩნევ, რომ ერთ წრეზე ბრუნავ? არ დაიღალე? მერედა რაც არ უნდა მოხდეს ბოლოში საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავ :)))
რამდენიმე მომენტში ვიგრძენი, რომ კატერინას გავლენით წერ?! და ამან საშინლად გამაღიზიანა. ზოგადად ისიც სირცხვილია, შენნაირი და მისნაირი ისტორიები რომ ერთ საიტზე იდება, მაგრამ ნუ რას ვიზამთ.....
შემდეგში შენს ისტორიას ჯერ კომენტარს დავუწერ, მერე წავიკითხავ და ვიღადავებ იმაზე, რომ ყველაფერი დაემთხვა. :))) სიახლე არ არის, არ არის, არ არის, რაც გინდა ის ქენი, სიახლე არ არის. - ვინმემ რომ მთხოვოს, ასე შეგაფასებდი.
ენივეი, ახლა აქ შენი ფანების კომენტარები ატყდება და მე ძაან "ცუდ" ტიპად გამომიყვანენ, რომ უკვე შევწუხდი ამ "მარიამთა" ჯოგით, ბათ უნდა მეთქვა რა, არ მიწყინო.
წარმატებები ნებისმიერ საქმეში,
წერაშიც გისურვებდი წარმატებებს, შენ რომ წამით მაინც გინდოდეს განვითარება ელემენთარიდან რაღაც დონეზე მაინც.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ფორთოხალი
რანაირად ახერხებ გამოიყენო ერთნაირი სახელები, გვარები, ადგილები, პროფესიები... შებოჭილი ხარ წერისას?!
ყველა ისტორიაში ერთნაირად "ძლიერე" ქალები და "მუსკული" მამაკაცები და ენამოჩლექილი ბავშვები რანაირად გყავს?! შენ თვითონ ვერ ამჩნევ, რომ ერთ წრეზე ბრუნავ? არ დაიღალე? მერედა რაც არ უნდა მოხდეს ბოლოში საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავ :)))
რამდენიმე მომენტში ვიგრძენი, რომ კატერინას გავლენით წერ?! და ამან საშინლად გამაღიზიანა. ზოგადად ისიც სირცხვილია, შენნაირი და მისნაირი ისტორიები რომ ერთ საიტზე იდება, მაგრამ ნუ რას ვიზამთ.....
შემდეგში შენს ისტორიას ჯერ კომენტარს დავუწერ, მერე წავიკითხავ და ვიღადავებ იმაზე, რომ ყველაფერი დაემთხვა. :))) სიახლე არ არის, არ არის, არ არის, რაც გინდა ის ქენი, სიახლე არ არის. - ვინმემ რომ მთხოვოს, ასე შეგაფასებდი.
ენივეი, ახლა აქ შენი ფანების კომენტარები ატყდება და მე ძაან "ცუდ" ტიპად გამომიყვანენ, რომ უკვე შევწუხდი ამ "მარიამთა" ჯოგით, ბათ უნდა მეთქვა რა, არ მიწყინო.
წარმატებები ნებისმიერ საქმეში,
წერაშიც გისურვებდი წარმატებებს, შენ რომ წამით მაინც გინდოდეს განვითარება ელემენთარიდან რაღაც დონეზე მაინც.

რამდენი ხანია ასეთი შეფასება არ წამიკითხავს smile smile მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის ყველა შენიშვნა შეიძლება მივიღო იმის გარდა რომ ისტორიის შინაარსს ვიპარავ ვერ ვხვდები ეს ისტორია რით ჰგავს კატერინას , კატერინა ნამდვილად საოცრებაა და არც ვაპირებ მას და კიდევ რამდენიმე ისტორიას თავიანთი ავტორებითურთ გვერდით ამოვუდგე ,მაგრამ ვერც ვერავინ იმოქმედებს ჩემს ისტორიებზე. მე ასე ვწერ აქ კი შეზღუდვა არ არის როგორც ვიცი . მე ვერ ვხვდები ბევრი ჩემი ისტორია თუ იცით რა მაზოხისტი ხართ ასეთი კიდევ ერთს რომ კითხულობთ,ანდაც მომდევნოს დაწყებას რატომ გეგმავთ, მე საერთოდ არ მინდა იმ ადამიანებმა იკითხონ ჩემი ისტორიები რომლებიც ამით სიამოვნებას ვერ იღებენ. ძალიან ცუდია თუ ასე მარტივად წუხდებით და ჩემი მკითხველი მოქმედებს თქვენზე გისურვებთ რომ აღარ შეგაწუხოთ ჩემმა მკითხველმა და ჩემი ისტორიის წაკითხვაც აღარ მოგინდეთ ,აშკარად ავადმყოფობაა როდესაც რაღაც არ მოგწონს და მაინც აკეთებ

 


№14 სტუმარი სტუმარი bibo

სტუმარი ფორთოხალი
რანაირად ახერხებ გამოიყენო ერთნაირი სახელები, გვარები, ადგილები, პროფესიები... შებოჭილი ხარ წერისას?!
ყველა ისტორიაში ერთნაირად "ძლიერე" ქალები და "მუსკული" მამაკაცები და ენამოჩლექილი ბავშვები რანაირად გყავს?! შენ თვითონ ვერ ამჩნევ, რომ ერთ წრეზე ბრუნავ? არ დაიღალე? მერედა რაც არ უნდა მოხდეს ბოლოში საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავ :)))
რამდენიმე მომენტში ვიგრძენი, რომ კატერინას გავლენით წერ?! და ამან საშინლად გამაღიზიანა. ზოგადად ისიც სირცხვილია, შენნაირი და მისნაირი ისტორიები რომ ერთ საიტზე იდება, მაგრამ ნუ რას ვიზამთ.....
შემდეგში შენს ისტორიას ჯერ კომენტარს დავუწერ, მერე წავიკითხავ და ვიღადავებ იმაზე, რომ ყველაფერი დაემთხვა. :))) სიახლე არ არის, არ არის, არ არის, რაც გინდა ის ქენი, სიახლე არ არის. - ვინმემ რომ მთხოვოს, ასე შეგაფასებდი.
ენივეი, ახლა აქ შენი ფანების კომენტარები ატყდება და მე ძაან "ცუდ" ტიპად გამომიყვანენ, რომ უკვე შევწუხდი ამ "მარიამთა" ჯოგით, ბათ უნდა მეთქვა რა, არ მიწყინო.
წარმატებები ნებისმიერ საქმეში,
წერაშიც გისურვებდი წარმატებებს, შენ რომ წამით მაინც გინდოდეს განვითარება ელემენთარიდან რაღაც დონეზე მაინც.

გამაცინე გემრიელად :D :D :D :D კაი გაჩერდი ეს აზრი შენით ,პგივიდა თუ დაგეხმარა ვინმე :D :D :D :D რა ემთხვეოდა კატერინას აბა მითხარი flushed ჩვენ ეს მოგვწონს ჩვენ გვიხარია ეს და არა ტკივილი და ტირილიი არავინ არ გეუბნება ცუდი ხარო პროსტა დაუკვირდი რას წერ სასაცილოა ეს კომენტარი მე არც აღვიქვამ შენს კომენტარს კომენტრად :( არ მოგწონს ნუ კითხულობ არავინ გაძალებს გადი გაისეირნე ჩვენ მოგვწონს და გვახარებს ასე რო ნუ გაქ იმის პრეტენზია განითარდეს წეროს ისეთ თემებზე რაც დაგვამძიმებს და გვატირებს ჩვენ მოგვწონს არა საჭირო ათობით ასობით ადამიანს მოეწონოს ასე რო ჩემო გემრიელო გოგოვ და არ შეწუხდები თუ არ შემოხვალ არ წაიკითხავ დაიოკე ნერვები ჩემო გოგოვ

 


№15  offline წევრი ucnobi_18

აიოროგორ მომენატრე შენხო არ იცი heart_eyes საოცრებბეს წერ და არ შეწყვიტტო რა
cry

 


№16  offline წევრი An_Gel

სტუმარი ფორთოხალი
რანაირად ახერხებ გამოიყენო ერთნაირი სახელები, გვარები, ადგილები, პროფესიები... შებოჭილი ხარ წერისას?!
ყველა ისტორიაში ერთნაირად "ძლიერე" ქალები და "მუსკული" მამაკაცები და ენამოჩლექილი ბავშვები რანაირად გყავს?! შენ თვითონ ვერ ამჩნევ, რომ ერთ წრეზე ბრუნავ? არ დაიღალე? მერედა რაც არ უნდა მოხდეს ბოლოში საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავ :)))
რამდენიმე მომენტში ვიგრძენი, რომ კატერინას გავლენით წერ?! და ამან საშინლად გამაღიზიანა. ზოგადად ისიც სირცხვილია, შენნაირი და მისნაირი ისტორიები რომ ერთ საიტზე იდება, მაგრამ ნუ რას ვიზამთ.....
შემდეგში შენს ისტორიას ჯერ კომენტარს დავუწერ, მერე წავიკითხავ და ვიღადავებ იმაზე, რომ ყველაფერი დაემთხვა. :))) სიახლე არ არის, არ არის, არ არის, რაც გინდა ის ქენი, სიახლე არ არის. - ვინმემ რომ მთხოვოს, ასე შეგაფასებდი.
ენივეი, ახლა აქ შენი ფანების კომენტარები ატყდება და მე ძაან "ცუდ" ტიპად გამომიყვანენ, რომ უკვე შევწუხდი ამ "მარიამთა" ჯოგით, ბათ უნდა მეთქვა რა, არ მიწყინო.
წარმატებები ნებისმიერ საქმეში,
წერაშიც გისურვებდი წარმატებებს, შენ რომ წამით მაინც გინდოდეს განვითარება ელემენთარიდან რაღაც დონეზე მაინც.

ძალიან არ მომეწონა ასეთი ტონის კომენტარში "კატერინაც" რომ ვნახე ნახსენები. და ბოდიში, მაგრამ შემრცხვა. ბოდიშს იმიტომ გიხდი, რომ როგორც ჩანს ჩემი მკითხველი ხარ და წესით უნდა გაფასებდე და გემადლიერებოდე, მაგრამ ასე არა, რა confused
ძალიან ეჭვი მეპარება მარიამზე რაიმე გავლენას ახდენდეს წერისას. როგორც ჩანს, არ ხარ დაკვირვებული მკითხველი, თორემ ბევრ ნიუანსს შეამჩნევდი, რითაც მისი ისტორიებიც განსხვავდება და რის გამოც მის მკითხველს უყვარს.

 


№17 სტუმარი Grey

gavskdi tirilit????????es iyo emociebis zgva????

 


№18 სტუმარი kati

ras merchodi am saaxalwlod Mariam?!rac me vitire,tvalebi mewvis,magram zalian kargi iyo...

 


№19 სტუმარი სტუმარი Marusia

Vaime es Ra dainaxa chema tvalebma :* rogor gamaxare Mariam <3 shens gamo shemovdiodi marto axali istoria xom AR dadotqo da gavdiodi <3 xasiati gamomikete :*

 


№20  offline წევრი Tskrialashvili Mariami

თბილი და ცოტა სევდიანი იყო :*
მიყვარს მთავარ პერსონაჟს მარიამი , რომ ქვია და კიდევ უფრო მიყვარს მარიამის სახელს გვერდით სახელი ალექსანდრე რომ ამშვენებს :დ
#კარგიდანიჭიერიხარმარიამ :*

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა heart_eyes მიხარია თუ მოგეწონათ

 


№22  offline წევრი თუთა პირველი

ასეთ აგრესიულ კომენტარებზე ძალიან ვბრაზდები! საკუთარი აზრის გამოთქმაც ჯდება ზნეობის ჩარჩოებში!!!!
მარიამ, ჩემო საყვარელო ისე მაკლდი შენი უსაყვარლესი პერსონაჟებითა და შენებური წერის სტილით, იყავი ამდენ ხანს ??? ))))

 


№23  offline წევრი jina

მარიამ საოცრება ხარ
უბრალოდ საოცრება კიარა, სეულყოფილება
იმ ემოციების გამო, რომლებსაც ახლა ვგრძნობ და იმ ცრემლების გამო რომლებიც ამ წუთასაც კი მდის...
შეუძლებელია გადმოგცე თუ როგორ გაფასებ,თუ როგორ ვაფასებ შენს ფანტაზიას, გადმოცემის უნარს, გადმოცემის ფორმას...
ემოციების ზღვა იყო ეს მაწარმოები, შენს მხოლოდ 3 ისტორიას მოყვა ჩემი ტირილი(მხოლოდ ერთო ღამე, სულს მოგცემ,დაუვიწყარი)
რაღაც განსაკუთრებული სევდა კი მხოლოდ ამ ისტორიამ დამიტოვა, ვერ გავიმეტე მარიამი მარტოობისთვის
ბავშვები უმამოდ აღვიქვი მაგრამ მარიამი დათას გარეშე სულის შემძვრელად მტკივნეულია ჩემთვის
და მოუხედავად იმისა რომ უარყოფითი ემოციები დამრჩა, ვიტყვი რომ მე ეს მჭირდებოდ და სულზე მომისწარი
მადლობა შენ ამ ისტორიისთვის,
უამრავი მადლობა რომ გულამდე მოაღწიე <3
გყვარობ ????

 


№24 სტუმარი სტუმარი კუსი

Mოვკდი მარიამ შენი ლოდინით.. აკვიატებული მაქვს მგონი შენი ნაწერებიი. მინდააა სულ ვკიტხულობდეე. სულ გელოდებიიი. ძალიან მიყვარხარ შენც და შენი პერსონაჟებიც. ❤️❤️❤️

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

jina
მარიამ საოცრება ხარ
უბრალოდ საოცრება კიარა, სეულყოფილება
იმ ემოციების გამო, რომლებსაც ახლა ვგრძნობ და იმ ცრემლების გამო რომლებიც ამ წუთასაც კი მდის...
შეუძლებელია გადმოგცე თუ როგორ გაფასებ,თუ როგორ ვაფასებ შენს ფანტაზიას, გადმოცემის უნარს, გადმოცემის ფორმას...
ემოციების ზღვა იყო ეს მაწარმოები, შენს მხოლოდ 3 ისტორიას მოყვა ჩემი ტირილი(მხოლოდ ერთო ღამე, სულს მოგცემ,დაუვიწყარი)
რაღაც განსაკუთრებული სევდა კი მხოლოდ ამ ისტორიამ დამიტოვა, ვერ გავიმეტე მარიამი მარტოობისთვის
ბავშვები უმამოდ აღვიქვი მაგრამ მარიამი დათას გარეშე სულის შემძვრელად მტკივნეულია ჩემთვის
და მოუხედავად იმისა რომ უარყოფითი ემოციები დამრჩა, ვიტყვი რომ მე ეს მჭირდებოდ და სულზე მომისწარი
მადლობა შენ ამ ისტორიისთვის,
უამრავი მადლობა რომ გულამდე მოაღწიე <3
გყვარობ ????

ძალიან დიდი მადლობა,მეც მჭირდებოდა ეს ისტორია. მხოლოდ ერთ ღამეზე ვერაფერს გეტყვით და სულს მოგცემს რომ ვწერდი ერთხელ თუ ორჯერ მეც ამემღვრა თვალები.სხვა კი მგონია რც არაფერი ყოფილია ისეთი heart_eyes heart_eyes

 


№26 სტუმარი (Ana)stasia

რამე “პრივილეგიაა” საჭირო მხოლოდ “გამორჩეულ” კომენტარებს რომ პასუხობ ინდივიდუალურად თუ?)))

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

(Ana)stasia
რამე “პრივილეგიაა” საჭირო მხოლოდ “გამორჩეულ” კომენტარებს რომ პასუხობ ინდივიდუალურად თუ?)))

ვცდილობ ყველას ვუპასუხო,უბრალოდ რამდენიმე შეტყობინება რომ არის მიწევს ერთად ვუპასუხო ყველას , დღეს რაღაც შემოტევების დღეა საინტერესოა laughing laughing

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Hela
საოცრებააა
არ მბეზრდება ამის წაკითხვა
როგორი ძლიერი ქალია მარიამი ძალიან შემიყვარდა

მალობა,მიხარია თუ მოგეწონა

 


№29 სტუმარი (Ana)stasia

არ ვიცი ვინ გიტევს ან რისთვის. არ ვაპირებ მე იგივე ვქნა. მე ჩემსას გიწერ. ისტორია კი საკმაოდ მომეწონა, მაგრამ რამდენჯერაც და სადაც კომენტარი დაგიწერე, იმდენჯერ უპასუხოდ დავრჩი. თუმცა “გამორჩეული” კომენტარები ყოველთვის პირველ ადგილზეა. დიდი და ბევრი საქებარი სიტყვით. არადა იმდენი სიკეთე მე, რამდენჯერაც მთელი გულით დამიწერია თუნდაც ორი ან სამი სიტყვა. სამადლობელი შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ აქ მკითხველისთვის წერთ ყველა, მხოლოდ თქვენი თავებისთვის შეგიძლიათ ვორდის ფაილიც იკმაროთ, ასე არ არის? ვატყობ რომ მარტო მე არ ვარ ასეთი და ცოტა საწყენია. მეტი არაფერი. თუ ვცდები, მაპატიე ბატონო

 


№30 სტუმარი სტუმარი Pawu

Magari iyoooo.dalian bevri vitire,sheni istoria titqmis igivea rac chems cxovrebashi xdeba da iseve cudad var rogorc mariami.madloba eseti istoriisatvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent