შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეი ბიჭის დღიურები თავი (6)


24-12-2017, 20:00
ავტორი konstantine13
ნანახია 2 519

რამოდენიმე, წამის განმავლობაში ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ორი ოთახის იქით მაცივრის ჩართვის ხმაც კი მკაფიოდ და გამოვეთილად შემოგვესმა. ხმის ამოღებისაც კი მეშინოდა, არვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა მეგის. თავის გამართლებისაც მეშინოდა, რადგან არმინდოდა საბას გული სტკენოდა ჩემი უაზრო და დაუფიქრებელი თავის გასამართლებელი სიტყვებით. ასეთ სიტუაციაში ბოლოს მაშინ ვიყავი ღამით ბარში მამაჩემა ყვირილი რომ დაიწყო. ,,უკვე გაიზარდა ჩემი ბიჭი ქალებში წასვლის დროც მოვიდ“. იმ ღამით ჩემი სირცხვილის ყველაზე გამწვავებული გრძნობა დამეუფლა, სახის გაწითლებაზე, რომ აღარაფერი ვთქვა.

-სიმართლე გითხრა ვერ მიგიხვდი რისი თქმა გინდა.-მეგიმ გაურკვეველი და შეშინებული ხმით ძლივს ამოღერღა პირიდან სიტყვები.

შესაძლოა მეგის ისიც გაუკვირდა მე რატომ არაფერი ვთქვი, იმ წამს რადგან ეს მისთვის ზედმეტად მოულოდნელი იყო, სულ რაღაც 1 წლის წინ შეყვარებულთან იდეალური ურთიერთობა მქონდა. ცუდს რომ გააკეთებ და თავს ვერ იმართლებ ასეთ სიტუაციაში ვიყავი, სიმართლე რომ ვთქვა მე ისევ საბასგან ველოდებოდი ხმის ამოღებას, არც შევმცდარვარ.
-ყველაფერს აგიხსნით უბრალოდ მინდა, რომ გაგვიგო და მოგვისმინო.

-აუცილებლად ამიხსნით.

არ ვფიქრობდი, რომ ის გამიგებდა ან ამ ყველაფერს საიდუმლოდ შეინახავდა მაგრამ სხვა გზა აღარ იყო მისთვის ყველაფერი უნდა აგვეხსნა,მაშინვე სიტყვების ძებნა დავიწყე შესაფერისად ახსნისთვის, თავში ათასნაირი აზრი მიტრიალებდა, არვიცოდი საიდან უნდა დამეწყო, მაგრამროგრღაც შევძელი ხმის ამოღება.

-მეგი არვიცი როგორ ან საიდან დავიწყო ეს ყველაფერი ვიცოდი, რომ ამის დროც მოვიდოდა, როცა ყველაფრის ახნა მომიწევდა, მაგრამ არა ახლა. თუმცა რა გაეწყობა ყველაფერს მოგიყვები. შესაძლოა ვერ გამიგო და არც დაგადანაშაულებ, მაგრამ მინდა რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახო და არავისთანთქვა. ჩემი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა, ან უფრო სწორად რომ გითხრა საბამ შეცვალა. აქამდე არ მიფიქრია იმაზე რომ მე შესაძლოა ბიჭი შემყვარებოდა...

-შეგყვარებოდა.-ამის გაგონებაზე მეგიმ დამცინავად გაიღიმა.

-ხო შემიყვარდა, თუმცა არ ვთვლი რომ დავაშავე ან ცუდად მოივქეცი და არც ვაპირებ ვინანო ჩემი ეს გადაწყვეტილება, ამდენი წელია გიცნობ დაბადებიდან ერტად ვიზრდებით და იმედი მაქვს გამიგებ ამ ყველაფერს რადგან შენ თუ ვერ გამიგე სხვა როგორღა გამიგებს?!

-აქამდე რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი?

-არვიცოდი როგორ მეთქვა ან საერთოდ როგორ ამეხსნა ეს ყვეალფერი.

ხმა აკანკალებული ვხსნიდი მე და საბას ისტორიას და ვოცნებობდი რომ 10 წუთით უკან სემძლებოდა დაბრუნება, რომ ყველაფერი გამომესწორებინა. არ არის მარტივი ამ ყველაფრის ახსნა და ზოგადად რაიმეს ახსნა ჩემს პიროვნებაში არ ჯდება აქედან გამომდინარე არ მიყვადა არაფრის ახსნა და მიჭირდა ყველაფრის სწორად დალაგება და მეგისთვის მოყოლა.

ყველაფრის ახსნა რომ დავამთავრე ჩუმად დავსხედით მეგიმ თითქოს ენა ღრმად და მოუბრუნებლად გადაყლაპა, გაურკვევლობა ეტყობოდა სახეზე მკაფიოდ ისევე როგორც გაოცება.

-კარგი გავიგე, ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ აქ დასამალი არაფერი იყო რადგან მიცნობ და იცი რომ მე შენს ყველა გადაწყვეტილებას მივიღებ, რადგან შენ ჩემი ყველა გადაწყვეტილება თუ არჩევანი სწორად გაიგე და ათასი კაცის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩემს გვერდით იდექი და ჩემს პოზიციას იცავდი და არასოდეს მტოვებდი გასაჭირში. -მეგიმ ამის თქმის შემდეგ სახე დაულაგდა, გაიღიმა შემომხედა და ჩამეხუტა.

არვიცი როგო ავხსნა ეს ყველაფერი იმდენად მომეშვა გულზე, თითქოს ას კილოიანი ლოდი ამ ნათქვამმა დაამსხვრია და გააქრო. კონსტანტინე ახლოს მოიწია და ამ ყველაფრის უფრო დამაჯერებლობისთვის მეგის გარკვევით დაანახა კოცნის სცენა, რაც არც თუ ისე მესიამოვნა, ცოტა არ იყოს და შემრცხვა ერთ დღეში ამდენი რამის გაგება ცოტა რთულად მეჩვენებოდა.

-ფუუ გაეთრიეთ შეგრცხვეთ მაინც. ისე ყოველთვის ვიცოდი,რომ ბიჭები მოგწონდა.-მეგიმ გულიანად გაიცინა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.

-სად მიდიხარ?

-იმედია არ ფიქრობთ,რომ გტოვებთ. მაღაზიაში ჩავდივარ სასმელი გვინდა ეს უნდა ავღნიშნოთ ეს ხომ პატარა ამბავი არ არის.-ისეთი გულიანად გაიცინა მეგონა მეზობელი შემოვარდებოდა და თავის ავტომატს გადაგვატარებდა გაბრაზების დროს მჭიდს რომ ცლიდა ჰაერში.

მეგიმ სასმელი ამოიტანა მე საჭმელი გამოვიტანე და სუფრას მივუსხედით, ცოტა ხუმრობისთვის მან სანთლებიც კი ამოიტანა და აანტო მეტი რომანტიკისთვის, სინამდვილეში მეტი სიცილისთვის. ჩვეულებრივ მეგონა ჩაივლიდა დღე თუმცა იმდენი კარგი რამ მოხდა რასაც ალბათ სიზმარშიც ვერ ვნახავდი, ბევრი ვილაპარაკეთ, კარგზეც, ცუდზეც, მეგიმ ისიც კი უთხრა საბას რომ ყურებს დააჭრიდა თუ გამაბრაზებდა. და ხაზგასმით და ხმამაღლა ბოდიშის მოხდის სიტყვაც წარმოთქვა.

-ბოდიში შენი კოცნა,რომ მინდოდა . მაგრამ იცი რა კოსტა მშურს შენი ასეთი ბიჭს გულით რომ მინდოდეს ვერ ვიპოვი და შენ არც გიცდია ისე იპოვე. -ცოტა (ვითომ) გაბრაზებული სახით თქვა მეგიმ უფრო მეტად დამაჯერებელი რომ ყოფილიყო მისი ნათქვამი.

მიხაროდა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვიყავი. სადღაც გამთენიის 5 საათი იქნებოდა ძილი, რომ გადავწყვიტეთ. მე და საბა ოთახში შევედით მეგიმ თავის თავს მიხედა,როგორც თვითონ გვითხრა ჩვენი შეწუხება არ უნდოდა და დაწვა კიდეც.

-ძილინების მიყვარხარ.-საბა დამემშვიდობა ჩამეხუტა და თვალები მძიმედ დახუჭა.

მე ასე მარტვად ვერ ვიძინებდი მითუმეტეს მიყვარდა მისი ყურება როცა ეძინა, ამიტომაც ცოტახანს კიდევ მეღვიძა და ბოლოს როგორც იქნა ბევრი ბორგვის და მთქნარების შემდეგ ჩამეძინა.

თავიდან მეგონა რომ დილით თუმცა საათის ნახვის შემდეგ მივხვდი,რომ უკვე შუადღის სამ საათზე მეგიმ თავისი მომაბეზრებელი ხმით დაიწყო ყვირილი და ჩვენი სიმშვიდის დარღვევა. როგორც იქნა მე და საბამ თავი ავწიეთ, ცოტა არ იყოს და მეგიმ გამაკვირვა. სამზარეულოდან კი ვიგრძენი რაღაც გემრიელი სუნი მაგრამ ვერც კი შევძლებდი იმის წარმოდგენას რომ მეგი საუზმეს დაგვახვედრებდა. აბაზანაში შესვლა და კბილების გახეხვა, დავაპირე სანამ შევჭამდი მაგრამ ღიღინის ხმა შემომესმა, ძნელი მისახვედრი არ იყო ვინ იქნებოდა აბაზანაში, დეიდაჩემის ჰობი უკვე კარგად ვიცოდი, წყლის გადავლების დროს სიმღერა მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი რომ იყო.

-გამოხვალ მალე თუ მოვხსნა კარი?

-გამოვდივარ.

კბილები მე და საბამ ერთად გამოვხეხეთ ერთი ჯაგრისით მანამ სანამ დეიდა იცვამდა და ვერ გვხედავდა. მეგიმ კი ფოტოების გადაღება და დაფარულ ალბომში ჩაყრაც მოასწრო.



პ.ს
ბოდიში დაგვიანებისთვის <3 ამას მოგვიანებიტ გაიგებთ რატომ ვეღარ დავდე ახალი თავი.



№1  offline წევრი Gotham

კოსტა როგორ გამიხარდიი ვერც წარმოიდგენ
ამდენ ხანს რომ არ დებდიი რა აღარ ვიფიქრეე
წავედი წავიკითხავ ახლა და ხო გაასუფთავე პმ რა არის რაა

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

ii bro rogor xar

სტუმარი shalo
ii bro rogor xar

pm gaasuftave

 


№3  offline წევრი nededback

ჰომოსექსუალებზე მოთხრობა აღარ იცით?

 


№4 სტუმარი სტუმარი shalo

სტუმარი shalo
ii bro rogor xar

სტუმარი shalo
ii bro rogor xar

pm gaasuftave

rogor xar

nededback
ჰომოსექსუალებზე მოთხრობა აღარ იცით?

rato dambloke

 


№5  offline მოდერი pekhshvela

ოოხ როგორ მალოდინე (( კარგი იყო გამეხარდა, რომ მეგიმ სწორად გაიგო ყველაფერი. ასე გააგრძელე და ეცადე აღარ დააგვიანო. კარგი ხარ :**

 


№6 სტუმარი სტუმარი shalo

MoonLady
nededback
ჰომოსექსუალებზე მოთხრობა აღარ იცით?

მე მაქვს...

pornoebi maq

 


№7 სტუმარი სტუმარი kiki

ანუ არ აგძელებ რა წესია რააა

 


№8  offline წევრი Gotham

მაშინ ვეღარ მოვახერხე კომენტარის დატოვება^^
რა ვქნა ეს მეგი ყველაფრის მიუხედავად ანტიპატიას იწვევს ჩემში,ბოლომდე მაინც ვერ ვენდობი :დდ მართაია ყველაფერი მშვიდად მიიღო მაგრამ მაინც არ მომწონს ეს გოგო.
ველოდები უბრო მძაფრ სცენებს,საზოგადოების,ოჯახის მეგობრების რეაქციებს.
ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად ვითარდება,იმედი მაქვს რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს მალე მოაგვარებ და დაგვიბრუნდები <3
გელოდებიი ახალი და მსუყე თავით!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent