შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (9)


25-12-2017, 23:55
ავტორი Constance
ნანახია 1 477


(მაიკლი)
- ეს რაღაც სასწრაფოდ მომაშორე თავიდან.. კამათის გარეშე!
გამწმენდი ავიღე და ნაჭერი დავასველე, რომ ხალიჩა გამეწმინდა.
- ცხოველების თავშესაფარიდან წამოვიყვანე.
- მერე რა, უკან წაიყვანე.
- მ..მაგრამ მის ადგილზე სხვა ძაღლი მიიყვანეს და ამის თავიდან მოშორებას აპირებდნენ.
- ცხოვრება უსამართლოა, რა ვქნათ. ადამიანები ძაღლებს უპასუხისმგებლოდ ყიდულობენ... - მკვეთრად წარმოთქვა და შემომიბღვირა - მერე როცა ვეღარ ინახავენ, ან ცხოველები ავათ ხდებიან თავშესაფარში მიჰყავთ და იქ ტოვებენ. ძაღლების მიმართ უსამართლობაა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით... და ეს ლეკვი აქედან უნდა მოაშორო. ეხლავე!
მის სიტყვებზე მოვიღუშე, ჰანასთან მივედი და შორტების შეკვრაში დავეხმარე. შემდეგ ლეკვთან მივედი, რომელიც კაენის ოფისის ერთ ერთ სკამს ღრღნიდა და ხელში ავიყვანე.
- იქ აღარ დავაბრუნებ... მ..მაგრამ ვეცდები საცხოვრებელი მოვუძებნო.
სანამ შეპასუხებას მოახერხებდა, კარიდან გავვარდი და შევკრთი, როცა ჰანას კივილი მომესმა.
" მაპატიე ძვირფასო, ვერ შევეწინააღმდეგები სანამ ხელფასს მიხდის. თანაც რომ დავტოვო, სანამ ჰანა სხვა რამით იქნება გართული, ალბათ, ეგ დემონი შეჭამს ამ საბრალო არსებას."
ლიფტით პირველ სართულზე ჩავედი და შემოსასვლელში მდგარ გოგონას ვკითხე, ვინმეს ხომ იცნობდა, ვისაც ლეკვი ენდომებოდა. ჩემდა გასაკვირად, რამდენიმე ადამიანი დამისახელა და მითხრა რომელ სართულზეც მუშაობდნენ. მადლობა გადავუხადე , სწრაფად გავემართე ლიფტისკენ და ყველაზე ახლოს მყოფ ადამიანთან მივედი.
ყველა უარს მეუბნეოდა, როცა იგებდნენ რომ ძაღლი საკმაოდ დიდი იზრებოდა.
ამოვიოხრე და უკანასკნელ ორ ადამიანს მივაკითხე, რომლებიც იმავე სართულზე მუშაობდნენ. ერთს ჩიხუახუა უნდოდა, მეორეს კი მოეწონა ჩემი ლეკვი, მაგრამ აცრების გადახდა არ მოისურვა.
ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი და კედელს მივეყრდენი. გამვლელები მიყურებდნენ, რადგან შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი არ ვიყავი და ფუმფულა ლეკვი მეჭირა. ამ საყვარელ არსებას დავხედე, გამეცინა და პატარა ცხვირზე მოვეფერე.
- გპირდები, უკან არ დაგაბრუნებ. რამეს მოვიფიქრებ.
ლეკვი გაიზმორა და ჩემს ხელებში მოიკალათა.
- ჰო, დაიძინე, დაიძინე. ალბათ დემონის ხალიჩაზე მოფსმამ სულ გამოგფიტა...
(კაენი)
- კარგი რა, ჰანა... შემომხედე. ჩემი დაიგნორება ლეკვს არ დაგიბრუნებს.
მაიკლის წასვლის შემდეგ, ბავშვი კუთხეში იჯდა და ყურადღებას არ მაქცევდა. ნუ თავიდან ძაღლის საყელური ეჭირა და კართან ელოდებოდა ძაღლის დაბრუნებას, მაგრამ როცა ვუთხარი, რომ ლეკვს ვეღარ ეთამაშებოდა, ტირილი დაიწყო და ვეღარ გავაჩერე. სანამ ტირილით გულს იჯერებდა, მე საქმეები დავამთავრე.... ეხლა კი კუთხეში იჯდა და ხმას არ იღებდა.
"ნეტა სულ ესე იქცეოდეს, როცა სამუშაო მაქვს. რამდენი რამეს მოვასწრებდი..."
დასრულებული დოკუმენტები გვერდით გადავდე, სკამიდან წამოვდექი და დაღლილმა წელმა რომ გაიტკაცუნა, ამოვიოხრე.
- წასვლის დროა ჰანა, ადექი.
ზედაც არ შემომხედა.
- სერიოზულად? რაღაც სულელური ძაღლის გამო? გპირდები, ქუჩაში ნებისმიერ შემხვედრ ცხოველს შეგიძლია მოეფერო.
ისევ დამაიგნორა, ამიტომ მივედი და ხელში ავიყვანე, მაგრამ მაშინვე ყვირილი მორთო,
- გაჩერდი ჰანა! შენი ძაღლი არ იყო! თუ არ მოისვენებ ვახშამს ვერ მიიღებ და დასაძინებლად ადრე დაწვები!
ოთახიდან გავიყვანე და ლიფტში შევედი, მაგრამ ბავშვმა მაინც არ მოკეტა! პატარა სივრცეში ყოფნისას, მისი ხმა უფრო შემაწუხებელი გახდა და თავი გახეთქვას მქონდა.
- ეს უკვე სასაცილო აღარაა!
როცა ლიფტიდან გამოვედი, ყველა მე და ჩემს ხელებში მყოფ ბავშვს გვიყურებდა. ზოგს უფროსის ესეთ მდგომარეობაში ნახვა ახალისებდა.
" ნაბიჭვრები! "
ჰანა უკვე სერიოზულად მიშლიდა ნერვებს, შემდეგ კი უეცრად სრულიად გაჩუმდა.
წარბები ავწიე და ბავშვს დავხედე, რომელიც კარებს უყურებდა. როცა მის მზერას მივადევნე თვალი, ღრმად ამოვიოხრე და ბავშვი ძირს დავსვი. წუთიც არ შეყოვნებულა, გიჟივით გაექანა და დაცემისა და სხარტად წამოხტომის შემდეგ მაიკლის კალთაში აცოცდა. ლამის საბრალო ლეკვს დააჯდა ზედ. მაიკლმა უხერხულად ამომხედა და თავის კალთაში მყოფი ორი არსების შეკავებას შეეცადა.
- ხომ გითხარი თავიდან მოიშორე მეთქი! - ჩემმა ხმამ დერეფანში მჭექარედ გაიჟღერა, მაგრამ მღვდელი ოდნავ შეცბა და ჰანას დახედა, რომელსაც ლეკვი უკვე ხელში აეყვანა და ბედნიერი სახით ეფერებოდა.
- ვერავინ ვიპოვე, ვინც მიხედავს....
- მაშინ უკან წაიყვან....
- არა!
- ეს რაღაც ჩემს სახლში არ შემოვა!
- მაშინ ისევ მანქანაში დავიძინებ!
წამით ორივე გავჩერდით და ჩვენს გარშემო თავმოყრილ ხალხს გადავავლეთ თვალი, რომლებით გვიყურებდნენ და ჩურჩულებდნენ.
- არც ჩემს მანქანაში ჩასვა...
- მაშინ ფეხით წავალ!
მანქანით ოცი წუთის სავალი იქნებოდა, მაგრამ ფეხით ლამის ერთი საათი უნდა გევლო, თანაც ამ ძაღლის გადამკიდეს.
- ჰანა, წამოდი.
ხელი ბავშვისკენ გავიწვდინე, მაგრამ ბიჭი ძაღლს ჩაეხუტა და თავი გააქნია.
- ეს უკვე სასაცილოა. წამოდი, სახლში წასვლის დროა.
- არა!
ვიგრძენი როგორ გაიღვიძა ბრაზმა ჩემში და დემონიც გამოაფხიზლა.
"ჯანდაბა!"
ძაღლს დავწვდი და ჰანას კალთიდან ავიყვანე, შემდეგ კი გასასვლელისკენ წავედი. მესმოდა როგორ მომყვებოდნენ მანქანისკენ. როცა მივუახლოვდი საბარგული გავაღე, ფუმფულა არსება შევაგდე, და ისევ მივაჯახუნე, სანამ მაიკლი მოსვლას და რამის გაკეთებას მოასწრებდა.
- კაენ, ლეკვის მანდ ჩაგდება არ შეიძლება!
მაიკლს საყელოში ჩავავლე ხელი, ოდნავ ავწიე და ჩავისისინე:
- შენი წმინდა პირი დახურე, მღვდელო. სანამ ამას მე თვითონვე გავაკეთებდე.
ვიგრძენი თითები როგორ დამეწვა, როცა მის კანს ოდნავ შევეხე, მაგრამ წუთით მოვითმინე და შემდეგ ხელი გავუშვი. მაიკლს ჭკუა ეყო და აღარაფერი უთქვამს, სანამ ჰანას მანქანაში სვავდა და ღვედს უკრავდა.
კარი დაიკეტა თუ არა, მანქანა დავძარი და სახლისკენ გავემართე. მთელი გზა საბარგულიდან წამოსული კაწვრისა და წკმუტუნის ხმა მესმოდა! ბოლოს სხვა გზა არ იყო, მაიკლმა მისაყუდებელი გადმოწია და ფსელისა და ბეწვების გროვა მანქანაში გადმოიყვანა. ძალიან მინდოდა ეს არსება ფანჯრიდან მომესროლა, მაგრამ საუბედუროდ პატარა მღვდელი ამის საშუალებას არ მომცემდა. როცა სახლში მივაღწიეთ, მანქანიდან გადავედი და ჰანა ხელში ავიყვანე. მესმოდა მაიკლის ნაბიჯების ხმა, რომელიც უკან მომყვებოდა. როცა შესასვლელთან მივედით, გავჩერდი და გაბრაზებულმა დავიღმუვლე.
- ეს რაღაც სახლში არ შემოვა!
- კაენ...
- არა მეთქი!
როცა სახლში შევვარდი და კარი მივაჯახუნე, მაიკლმა ფეხით შეაჩერა და სავარაუდოდ დაიზიანა კიდეც. ბიჭს შევხედე და დავიღრინე, მაგრამ ლაპარაკი მაინც გაბედა.
- გთხოვ კაენ! მხოლოდ ერთი ღამით... გარეთ ძალიან ცხელა და ხვალ კი მაღაზიაში დავაბრუნებ, როცა გაიღება. დარწმუნებული ვარ მიიღებენ!
თვალები დავაბრიალე და ვიცოდი გამიწითლდა კიდეც, როცა ბრაზმა ჩემი სხეული მოიცვა და დემონი დაესაკუთრა ჩემს არსებას.
- ს...სააბაზანოში? გთხოვ? მასთან ერთად დავიძინებ, რომ არაფერი გააფუჭოს. დ..და თუ ისევ მოფსავს, მე თვითონვე გავწმინდავ.
ძალიან მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ პასუხს მაინც მოიფიქრებდა, თანაც ჰანა მიყურებდა... და მაიკლს რომ თავს დავსხმოდი, ბავშვს უფრო მეტად დავაზიანებდი. ამიტომ ამოვიოხრე, კარს მოვშორდი და სამზარეულოსკენ წავედი.
კარის დაკეტვისა და ნაბიჯების ხმა მომესმა. წუთის შემდეგ სააბაზანოს კარი გაიღო და ისევ დაიხურა. გადაღლილი დღის შემდეგ, საჭმლის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ დემონის შეკავება უკვე მიჭირდა. მთელი დღის მანძილზე დაგროვილი ბრაზით დემონი გაძლიერდა და ძვირადღირებული სამოსის გახდა ძლივს მოვასწარი, როცა ფორმა ვიცვალე.
ჰანა უკვე შეჩვეული იყო ამას, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტმა ცოტა გააოცა.
- კეენ?
ჰანას შევხედე, დავიხარე და დინგი სახეზე მივადე. ოდნავ შეცბა და ჩემს დიდ სხეულს ჩაეხუტა.
- მაპატიე კეენ... ჰანა ცუდად მოიქცა.
ჩუმად ჩავიღრინე და ახლოს მოვწიე, რომ ჩავხუტებოდი. როცა ერთმანეთს დავშორდით, სააბაზანოსკენ წავედი. კარის უკან ხმა არ ისმოდა....
" ალბათ იმ არსებას დაეძინა."
ჩავიღმუვლე, კარზე თათით დავაკაკუნე და დავჯექი, რომ დავლოდებოდი. წუთის შემდეგ მაიკლმა ნელა გააღო კარი და თავი გამოყო.
- ამ... ფორმა იცვალე?
"გაფიცებ... ყოჩაღ შერლოკ."
ზურგს უკან გაიხედა, ეჭვიც არ მეპარება იმ პატარა, შეიძლება ითქვას, დემონს გახედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა.
- ამმ... რა გინდა?
" ამმმ... როგორ ვუთხრა, რომ საჭმელი უნდა გააკეთოს?"
გარშემო მიმოვიხედე, წამოვდექი და სამზარეულოში გავიქეცი, ქვედა კარადა გამოვაღე და კბილებით ჩაბღაუჭებული ტაფა მივუტანე.
- ოჰ, ვახშამი მოვამზადო? ჰო, შემიძლია რამის გაკეთება, მაგრამ...
როცა ლეკვს გახედა, ამოვიოხრე. მხოლოდ ჩემს კაბინეტში იყო ხალიჩა, ამიტომ ჩემს დემონთან შეკამათების შემდეგ, კარი გავაღე და თავს ვაიძულე ადგილზე გავჩერებულიყავი და იმ პატარა ცხოველს არ გავკიდებოდი, რომელიც სააბაზანოდან გამოვარდა და ჩემს ფეხებს შორის გაძვრა.
რა თქმა უნდა, ჰანა მაშინვე წამოხტა და იმ არსებას დაედევნა.
- აჰ... ეხლახანს მოისაქმა და მოვასუფთავე, ამიტომ ცოტა ხანს მაინც არაფერს დასვრის..
მაინც გავბრაზდი, რომ გავიგე ამ სულელურმა ლეკვმა ისევ რომ მოფსა, მაგრამ კიდევ კარგი მაიკლმა აწმინდა მაინც. როცა კართან მოვედი სუნიც კი ვერ ვიგრძენი. სახე დამეჭიმა, როცა პირიდან ტაფა გამომაცალეს, მაგრამ გავაანალიზე, რომ მაიკლი იყო და იმ ორი არსების მოსაძებნად გავემართე, რომლებიც ჩემი ნერვების მოსასპობად შეიქმნენ.
როცა მისაღებში გავედი, ჰანა ტელევიზორთან იყო, ძაღლის საყელოს ერთი ბოლო მას ეჭირა, მეორე კი ლეკვს ჩაებღაუჯა და არცერთი არ აპირებდა დანებებას.
თვალები გადავატრიალე, მათთან მივედი, საყელო ავწიე და ორივე ზედ დაეკონწიალა. ჰანა თითისწვერებზე იწეოდა და მაინც არ თმობდა თოკს, ძაღლი კი უკვე ჰაერში ეკიდა... მაგრამ მაინც იღრინებოდა და არ ნებდებოდა!
საყელოს ხელი გავუშვი, ჰანა შებარბაცდა, ძაღლი კი ძირს დაეცა თვის ფუმფულა უკანალზე. ჰანამ წამით ხელი გაუშვა თოკს და ლეკვმაც დრო იხელთა. ბავშვმა გაიცინა და იმ არსებას გაეკიდა, რომელიც მაგიდის ქვეშ შეძვრა.
"ახ,... ისევ დაიწყეს."
ცოტახანში კვლავ ჩაებნენ ორთაბრძოლაში. როცა სიცილი მომესმა, სამზარეულოსკენ გავიხედე, სადაც მაიკლი კარს ეყუდებოდა და ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა.
- ერთმანეთს მაინც დაღლიან.
" ერთადერთი დადებითი მხარე ამ არსების მოყვანის..."
მაიკლმა ჯამი მაგიდაზე დადო, სააბაზანოში გაიქცა და ხელსახოცით დაბრუნდა.
- განავალის ასაწმენდად ეს გამოვიყენე, რადგან ბევრ ქაღალდს ტყუილად დავხარჯავდი... როცა ლეკვს წავიყვან ახალ შეკვრას მოგიტან.
ნაჭერი საერთოდ არ მადარდებდა, მაგრამ როცა ნაჭერი გაზეთის ფურცელზე დადო, დაბნეულმა შევხედე.
- რა? რაღაც თუ იქნება, რასაც განავლის სუნი ექნება, იქნებ აქ მოისაქმოს და თან არამგონია სუნმა ძალიან შეგვაწუხოს.
ჩავიღრინე და დავჯექი, რომ ცოტა დამესვენა და წამეძინა ვახშმამდე... მაგრამ პატარა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ თამაშის დრო იყო.
- კენ!
ჰანა ჩემსგენ გამოიქცა და ძაღლი თოკით წამოათრია. პასუხად ამოვიოხრე, მაგრამ მან ჩაიხითხითა და საყელოს ბოლო გამომიწოდა.
- მაქსს ეთამაშები? ტუალეტი მინდა!
" მაქსი? სახელიც მოუფიქრა?"
ნელა გამოვართვი თოკის ბოლო და ჰანაც მაშინვე საპირფარეშოსკენ გაიქცა, მადლობა ღმერთს ერთ-ერთი არსება მაინც არ ფსავდა იატაკზე.
" იმას თუ არ ჩავთვლით, რაც ოფისში მოხდა."
ამოვიოხრე, თოკის ბოლოზე გამობმულ არსებას შევხედე, რომელიც ყავისფერი თვალებით ამომყურებდა და მთელი ძალით ცდილობდა თოკის წართმევას. რა თქმა უნდა, ძვრაც ვერ მიყო, მაგრამ ბოლოს ხელი გავუშვი და ბეწვის გროვა იატაკზე გაგორდა.
ლეკვი წამოხტა, ჰანაც სწორედ მაშინ გამოვიდა სააბაზანოდან და მაშინვე ძაღლს შემოეხვია. მინდოდა გამეფრთხილებინა, რომ ლეკვს არ ეკბინა, მაგრამ როგორც შევატყე, მსგავსი არაფერი უნდა მომხდარიყო.
- საჭმელი მზადაა!
"ჰმმ.. სწრაფად გააკეთა... მაგრამ კარგი სუნი კი დგას."
ჩემს წინ თეფში დადო წუთის შემდეგ.
"მმმ... ხორცი და შემწვარი კარტოფილი.."
დიდი არაფერი საჭმელი იყო, მაგრამ მუცელი მაინც გადამიტრიალა მისმა სუნმა. ზუსტად მაშინ, როცა ჭამა უნდა დამეწყო, თვალის კუთხიდან შევამჩნიე, როგორ მიყურებდა ლეკვი. პასუხად დავიღმუვლე, მაგრამ არსება არც გაინძრა.
ფუმფულა არსებას ყურადღება არ მივაქციე და სტეიკს შევექეცი.
- ჰანა მიდი და კაენის გვერდით დაჯექი, კარგი?
ჩვეულებრივ იატაკზე ჭამის ნებას არ ვრთავდი, რადგან ყველაფერს ძირს ყრიდა, მაგრამ შევამჩნიე, როგორ ასუფთავებდა ყველაფერს ლეკვი და თავი დავანებე. ჰმ, ისიც შევნიშნე როგორ აჭმევდა ჰანა ლეკვს.
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მაიკლი კედელთან ჩამოჯდა და პატარა ხორცისა და კარტოფილის ჭამა დაიწყო.
ფორმა ჭამის შემდეგ ისევ ვიცვალე. დასვრილი თეფშები შევაგროვე და ონკანში ჩავდე, სანამ ჰანას ავიყვანდი და სააბაზანოში გავიდოდი.
- ბანაობის დროა.
- ოოოო
დავსვი და მკაცრად შევხედე. გაბუტულმა შემომხედა, მაგრამ გაჩუმდა და მაისური გაიხად.
- ყოჩაღ - ვუთხარი როცა ყველაფერი გაიხადა და ბანაობისთვის გაემზადა.
მისი ტანსაცმელი ავიღე და ზურგსუკან გადავყარე, შემდეგ ონკანი მოვუშვი და დაველოდე სანამ გათბებოდა. ბავშვი სწრაფად დავბანე თავიდან ფეხებამდე რადგან ძალიან ვიყავი დაღლილი და მინდოდა მალე დამესრულებინა. როცა საპნის ასაღებად დავიხარე, წყლის წკაპუნის ხმა შემომესმა და ლეკვს გავხედე, რომელიც წყალს ლოკავდა.
- სერიოზულად? ეხლა შენც უნდა გაგხეხო?
თავი გავაქნიე და ორივე არსება დავბანე. მადლობა ღმერთს, ლეკვი კარგად იქცეოდა და ჰანაც მისი ყურებით ერთობოდა. პირველი ბავშვი ამოვიყვანე და გავამშრალე, შემდეგ ლეკვი და ისიც პირსახოცით გავამშრალე. ბოლოს შევნიშნე, რომ ორივე გამოფიტული იყო და ძილს ცოტაღა აკლდათ.
"ღმერთო... ძლივს!"
როცა ჰანა კარგად გავაშრე, ფუმფულა არსება ავიყვანე, სამზარეულოში გავედი და გაზეთზე დავსვი.
- შენი ტუალეტი.
ლეკვმა ამომხედა და დაამთქნარა, შემდეგ ნაჭერს შეხედა და დასუნა. არ მეგონა მართლა თუ იმოქმედებდა, მაგრამ მაიკლის გეგმამ გაჭრა.
- ამმ... კარგი ცუგაა?!
მხიარულად შემომყეფა და ფეხზე გამეგლასუნა.
"ოჰ, ჰანასგან უკვე კარგად ვცნობ ამ ჟესტს"
- ოთხი თათი გაქვს, შენითაც შეგიძლია სიარულო.
დიდი, თხოვნის გამომხატველი თვალებით შემომხედა, მაგრამ სწრაფად შევბრუნდი და ჰანას ოთახისკენ გავემართე. ბავშვი უკვე ჩაძინებული დამხვდა და საბნიდან მისი შიშველი უკანალი მოჩანდა. თავი გავაქნიე და გადასაფარებელი შევუსწორე, შემდეგ ისევ გარეთ გამოვედი. სანამ ოთახში არ გავედი და საწოლში არ მოვთავსდი ვერ გავაანალიზე, რომ 1. მაიკლი დივანზე იყო გათიშული და ლეკვი ზუსტად ჩემი საწოლის გვერდზე იჯდა და სიბნელეში ყავისფერი თვალებით ამომყურებდა.
-არა!
დაიყეფა.
- არა მეთქი.
ისევ დაიყეფა.
გადავბრუნდი და გამაღიზიანებელ არსებას ზურგი შევაქციე იმ იმედით, რომ იატაკზე გაითიშებოდა. სამწუხაროდ ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა და წუთის შემდეგ პატარა თათების მოძრაობის ხმა გავიგე, სანამ ლეკვი ჩემს საოლზე არ ამოძვრა.
ისევ მისკენ გადავბრუნდი და ვაპირებდი ეს დაწყევლილი არსება კარგად შემეშინებინა, როცა ცხვირით პატარა თათს დავეჯახე, რომელიც ლეკვს ჩემსკენ გამოეწვდინა.
- აქ დაძინება არ შეგიძლია!
"ღმერთმა დასწყევლოს... უკვე ხვრინავს..."



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian magari iyo...
Momwons amati tanacxovreba...
Geli miutbenlad....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent