შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (12 თავი)


26-12-2017, 04:33
ავტორი annabelle
ნანახია 1 799

[ანასტასია]
888
-დასჯილი ვარ-თვალებს ვატრიალებ.ჩემს საწოლზე უხერხულად ჩამომჯდარი დანიელი თვალს ადევნებს,როგორ ვეძებ ჩემი საწერი მაგიდის სათავსოში გადაკარგულ წყეული ბიოლოგიის რვეულს და მის მოცემულ ტესტების წიგნს.
-ორი კვირით? რა სისასტიკეა.
-წარმოიდგინე,შენ რომ ვინმეს სისასტიკე გაგიკვირდება-როგორც ყოველთვის გაუაზრებლად ვხუმრობ.არ ვიცი რატომ ვარ ასეთი გაბედული დღეს მასთან.ველოდები,როდის იფეთქებს და გაბრაზებული რაღაც ისეთ საშინელებას მეტყვის,რაც გულს მატკენს,მაგრამ ამის მაგივრად მისი ხითხითი მესმის.გაოცებული ვუყურებ,როგორ უჩნდება ლოყებზე ფოსოები,რომლებსაც იმდღიდან მინდა შევეხო,როცა პირველად ვნახე.
-ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე.-წარბებ აწეული ღიმილს ძვლივს ვიკავებ.მის გვერდით,ჩემდა უნებურად ზედმეტად ახლოს ვჯდები და რვეულს დავყურებ.
-რას?-ჩურჩულით მეკითხება.ვგრძნობ,რომ მიყურებს და ეღიმება.
-იმას,რომ სიცილის ფუნქციაც გაქვს-მხრებს ვიჩეჩავ.კიდევ ერთხელ ვიქცევ ქვედა ტუჩს კბილებს შორის სიცილის დასამალად.მესმის,როგორ უცნაური ოხვრა ამოსდის მკერდიდან.თითებს ნიკაპზე მიჭერს,მისკენ მაბრუნებს და ჩემს ტუჩებს ეწაფება.
ჯანდაბა!
სანამ საკუთარ თავს გამაფრთხილებელ ნიშანს მივცემდე(რომელიც მახსენებს,რომ ჩემს ოთახში ვარ,ქვემოთ ჩემი მშობლები არიან და ჩემს სასტიკ მასწავლებელს ვკოცნი) მანამ ვხვევ მკლავებს კისერზე და კოცნითვე ვპასუხობ.ისეთი უცნაური გრძნობა მიპყრობს ლამის ჭკუიდან ვიშლები.მინდება უფრო ახლოს მოვიზიდო მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს,ხელებს კისრიდან მაშორებინებს და მკერდთან ისე მაგრად მაკავებს წამით ვიბნევი,თვალებს ვახელ და როცა მისას ვაწყდები გული მიჩქარდება.თავს განზე ვწევ, რა წამსაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შორდებიან.დანიელი წარბშეკრული,ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მიყურებს,იმასაც ვფიქრობ ხომ არ გავიქცე.
ამას რატომ აკეთებს?
ისე მექცევა თითქოს არც ვადარდებ,მერე კი ნაყინზე მეპატიჟება.ჯერ უხეშად მელაპარაკება მერე მკოცნის! რა ჯანდაბაა?
-ეს რა...
-რვეული მოიტანე-გაღიზიანებული მაწყვეტინებს სიტყვას.მინდა ვუთხრა როგორი ა მაგრამ,როგორღაც თავს ვიკავებ.რვეულს ვაძლევ და მისგან რაც შეიძლება შორს ვჯდები.მთელი გაკვეთილის განმავლობაში ზედაც აღარ ვუყურებთ ერთმანეთს.ისეთი დაძაბული ატმოსფეროა ერთი სული მაქვს მარტო როდის დავრჩები,რომ ლოგინში ჩავწვე და ტირილით გავსკდე.ნამდვილი იდიოტი ვარ! არ უნდა ვაძლევდე უფლებას ასეთი ზეგავლენა ჰქონდეს ჩემზე.
-ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია-მწველ სიჩუმეს დედაჩემის წკრიალა ხმა არღვევს,ოთახში შემოდის და სწრაფად ათვალიერებს აქაურობას.ამ კვირაში პირველად,ისეთი მშვიდია წარბები თავისით ამდის შუბლზე.-როგორ მიდის საქმე?-დოდოს ასეთი ტკბილი საუბარი საბოლოოდ შოკში მაგდებს,წამით პირღია შევყურებ,როგორ უღიმის დანიელს.
-გაცდენებმა უარესად იმოქმედა,როგორც ვვარაუდობდი-დანიც დედაჩემს ბაძავს და მაშნვე ტკბება.ვცდილობ სურვილი,რომ ორივე სადღაც ჯანდაბაში გადვკარგო ჩემში ჩავკლა და რვეულების თავის ადგილზე დალაგებას ვიწყებ.-ბევრი მუშაობაა საჭირო.მით უმეტეს,რომ ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნად ბიოლოგია აირჩია.
-რათქმაუნდა.როგორც კი გამოჯანმრთელდება.მე გპირდებით,რომ აღარ გააცდენს.-ისევ სულელივით იღიმება დოდო.მის ამ საქციელზე თვალებს ვატრიალებ და ორივეს ვუახლოვდები.
-მასწავლებელს ეჩქარება დედა.-,,მასწავლებელი“ ისე უცნაურად ჟღერს წამით სამივენი ღრმად ვისუნთქავთ ჰაერს.
-მართალია.უნდა წავიდე.-უხერხულად მიკრავს კვერს დანიელიც.
-რათქმა უნდა.მადლობა რომ შემოგვიარეთ. ტასიკო გაგაცილებთ-ჩემი ზედმეტი სახელის წარმოთქმისას ვგრძნობ,როგორ მიხურდება სახე და ალბათ ჭარხალივით ვწითლდები. ჯანდაბა!
გარეთ ისე გავდივართ ჩემი დესპოტი მასწავლებლისკენ წამითაც არ ვიხედები.
-ხვალ,სკოლაში თუ არა,სახლში მაინც მოდი.მერე მართლა გაგიჭირდება.-ამბობს როგორც იქნა და თეთრ ხელებს გრძელი მანტოს ჯიბეებში მალავს.
-კარგი...-თავს გაუბედავად ვუქნევ თანხმობის ნიშნად.ჯერ კიდევ ვერ ვუყურებ თვალებში,გამუდმებით განზე ვიხედები,რაც საშინლად უხერხულია მაგრამ არ შემიძლია.-შენი მეგობარი,როგორ არის?
-უკეთ.ხვალ წერენ სახლში.-რაღაც ღიმილისმაგვარი უკრთება სახეზე.რამდენიმე წამი სრულ დუმილში გადის.ისე მრცხვენია არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
-ხვალ ხომ მოხვალ?-მეჩვენება,რომ თავს ცუდათ გრძნობს.გამომეტყველება ისევ ისეთი ცივი და პირქუში აქვს,მაგრამ თვალები უცნაური სევდით სავსე.
-ვეცდები...დედაჩემს ისე მოეწონე, დიდი ალბათობით უნდა გამათავისუფლოს ამ საშინელი ,,პატიმრობიდან“-მხრებს ვიჩეჩავ და როცა სიცივისგან ცახცახს ვიწყებ,ხელებს მკლავებზე ვიხვევ.
-კარგი... ჩემი წასვლის დროა.სახლში შედი!-ამბობს ჩვეული მკაცრი ტონით.თითებს წინ ჩამოყრილ თმაში იცურებს და უკან ივარცხნის.-გაცივდები ტასიკო!-როგორც კი მაჯავრებს,ტუჩებს მაგრად აჭერს ერთმანეთზე სიცილის შესაკავებლად.ისეთი საოცარი სანახავია გაწითლებასაც ვერ ვახერხებ.ასეთი ბიპოლარულობა წარმოუდგენლად მეჩვენება და იმასაც კი ვფიქრო,რომ არ არის მთალად ჯანმრთელი.
-ღმერთო ჩემო-თვალებს თავმობეზრებული ვატრიალებ.საბოლოოდ მეც ძვლივს ვიკავებ თავს ღიმილისგან.-შეხვედრამდე.
-კარგად იყავი ანასტასია!-წარმოდგენა არ მაქვს,როგორ ვიკრებ გამბედაობას,მხარზე ვეყრდნობი და ლოყაზე ისე სწრაფად ვკოცნი გააზრებასა ვერც ერთი ვასწრებთ.პატარა ბავშვივით უკან მოუხედავად შევრბივარ სახლში და კარებს ცხვირწინ ვუკეტავ.
აი წლის დეგენერატული საქციელიც.
888
-ვიცი,რომ საშინელაბაა-ხელევს სახეზე ვიფარებ.ჩემი თავი მეზიზღება,რადგან არვიცი რა მოვუხერხო.-როგორ შეიძლება შენი მასწავლებელი მოგწონდეს?-გაბრაზებული ვეკითხები სოფოს.
-ყველაფერს ველოდი,ამის გარდა-თვალებ გაფართოებული,ჩემს წინ საწოლზე წევს და გიჟს გავს.-მაგრამ,ხომ ვერ იტანდი? ხომ იცი... აი,ცუდათ,რომ გექცეოდა იმიტომ. უფრო სწორად ახლაც ეგრე გექცევა-თვალებს ატრიალებს ჩემი საუკეთესო მეგობარი.
-ჯანდაბა რა! წარმოდგენა არ მაქვს რანაირად.ჭკუიდან გადავყავარ! ისეთი აუტანელი და საზიზღარია-ბრაზს ვერ ვერევი,მწარედ ვსისინებ და ბალიშს იატაკზე ვისვრი.-გამუდმებით მამცირებს და მეჩხუბება.-როგორც კი მოვიდა მაშინვე მოვუყევი,როგორ ვჭამეთ ნაყინი და მერე როგორ მომაცილა სახლამდე.მაგრამ კოცნაზე არაფერი მითქვამს.არც ვაპირებდი ასეთ ინტიმურ თემაზე საუბარს.ყოველშემთხვევაში ჯერ.
-ზუსტად მაგიტომ მიკვირს.-ჩემს გვერდით წვება,საბანს თავზე იფარებს და მეც მაიძულებს იგივე გავაკეთო.მერე ტელეფონს ანთებს,როგორც ბავშვობაში.პატარა კარავის იმიტირებას აკეთებს,რაც მაშინვე დაცულად და მშვიდად მაგრძნობინებს თავს.
ლაპარაკში ისე სწრაფად გადის დრო ვერც ვამჩნევთ.,,კარავი თავზე გვენგრევა“,სოფოს ხელები უდუნდება და ძილი ერევა.
-ტას. რაღაც უნდა გითხრა.-ბუტბუტებს ნახევრად მძინარე.
-ხვალ მითხარი.ახლა დაიძინე-საბანს კისრამდე ვაფარებ.მეც თბილად ვიკალათებ მის გვერდით და თვალებს ვხუჭავ.
-ხვალ დათოს უშვებენ ციხიდან-ამბობს თუ არა გაოგნებისგან პირს ვაღებ და კვნესისმაგვარი ბგერა მცდება.მისი ძმა ხვალიდან ისევ თავისუფალი იქნება. და ისევ გააგრძელებს ჩემს დაშანტაჟებას.ან უარესი,მომკლავს იმისთვის,რომ ვუჩივლე და ჩემს გამო ორი თვე ციხეში ჯდომა მოუწია...
ღმერთო ჩემო!
-ბოდიში მის გამო. ხომ მაპატიებ როდესმე?-ძვლივს ლუღლუღებს.უკნიდან ვხვევ ხელებს მუცელზე და მაგრად ვეხუტები.ეს ნამდვილად მჭირდება ახლა.
-შენ არაფერ შუაში ხარ სულელო-თბილად ვუჩურჩულებ ყურში-თანაც შენი იდიოტი ძმის საერთოდ არ მეშინია-დამაჯერებლად ვტყუი,სახეს მის კისერში ვმალავ და თვალებს ვხუჭავ-დაიძინე!
იმედს ვიტოვებ ის მაინც იძინებს ტკბილად.
888
[თხრობას განაგრძობს დანიელი]
-ერთად ლანჩზე რა აზრის ხარ?-მესმის ზურგს უკან.ვცდილობ გაოცება დავმალო მიკას დანახვაზე.ერთი კვირის შემდეგ პირველად დამელაპარაკა და მეც რატომღაც შვებით ვისუნთქავ.
-კარგი იქნებოდა.-ვუღიმი იმით მადლიერი,რომ ჩემი უაზრო ბოდვისგამო აღარ მიბრაზდება და ძველებურად კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ.
-ჩვენს ადგილზე შევხვდეთ გაკვეთილების შემდეგ-საპასუხოდ იღიმება ისიც და როგორც კი ჩემი მსგავსი ფოსოები უჩნდება ლოყებზე სუნთქვა მეკვრება.
-ორი გაკვეთილის შემდეგ იქ დაგელოდები.
-კარგი,გნახავ-მემშვიდობება და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით მშორდება.მე კი მტოვებს ბავშვებით სავსე დერეფანში,სრულიად გაოცებული.
888
-როგორ ფიქრობ მალე გამოჯანმრთელდება თორნიკე?-მეკითხება მიკა.ფართო,მაღალი კარადიდან ვისკის და ორ ჭიქას იღებს და მაგიდაზე აწყოს.
ლანჩის შემდეგ ისე საყვარლად შემიპატიჟა თავისთან, უარი ვერ ვუთხარი.
,,უარის თქმა არც გინდოა“-ხითხითებს ჩემი ქვეცნობიერი.
-ხვალ გამოწერენ ალბათ.მე უნდა გამოვიყვანო-მის მოწოდებულ ნახევრად სავსე ჭიქას ვიღებ,და ერთი ყლუპის შემდეგ მუხლებზე ვიდებ.ვცდილობ არ შევიმჩნიო,რომ საშინელი გემო აქვს.
-მაგარია.ადვილად გამოძვრა-მიღმის როგორც ჩვევია.დღეს უცნაურად გამოიყურება.გამუდმებით წინ ჩამოვარდნილი თმა ზემოთ აქვს აწეული.თვალებზე ჩრდილები უფრო გაუმუქებია.პომადასაც უფრო ღია ტონისას ატარებდა.-დამნაშავეები ვერ დააკავეს ?
-არა,ჯერ ახალი არაფერია.-თვალს არ ვაშორებ ისე ვლუღლუღებ, უფრო ჩემთვის ვიდრე მის გასაგონად.-საპირფარეშო საით არის?-ვკითხულობ მოულოდნელად.როცა ღია ფერის სააბაზანოში შევდივარ და კარს ვკეტავ ვმშვიდდები.სარკის წინ,როცა ჩემს ანარეკლს ვუყურევ ვხვდები, რომ ეს ქალი მჭირდება! აქვე და ახლავე!
მისაღებში დაბრუნებულს მიკა დივანზე მხვდება.ვისკის ბოთლით ხელში.მისკენ მივდივარ,ბოთლს ხელიდან ვართმევ,მის სახეს ხელებში ვიქცევ და ისე ვეკონები ტუჩებზე გააზრებასაც ვერ ვასწრებ.მეღიმება,როცა თითებს ჩემს თმებში ხლართავს,მისკენ მიზიდავს და დივანზე წვება. მეც მივყვები,ხელს თეძოზე ვასრიალებ,და ერთი მოძრაობით ვხდი ტანზე მოტმასნილ ჯერ კაბას და შემდეგ კანისფერ გეტრებს...
არამზადა ხარ დანიელ!
============



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ მაინტერესებს: რატომ წერ ამ ისტორიას?
რის მიხედვით იკარგები და აგრძელებ ხოლმე და რა მიზანი გაქვს?
ბოლოს დავწერ მერე ისტორიაზეც.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momenatre...
Rogorc yoveltvis intrigani xar :dd
Dabneuli var ar vici da verc veeanairad warmovidgen ra sheidzleba moxdes....

Gelodebii

 


№3  offline წევრი annabelle

grafo
ჯერ მაინტერესებს: რატომ წერ ამ ისტორიას?
რის მიხედვით იკარგები და აგრძელებ ხოლმე და რა მიზანი გაქვს?
ბოლოს დავწერ მერე ისტორიაზეც.

სამწუხაროდ დრო არ მაქვს. როცა მცალია მაშინ ვდებ <3 რათქმაუნდა არ შეიძლება ასე მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.ყოველ შემთხვევაში,საიტი არ კრძალავს ასეთ ,,ქმედებას". ნუ ჯერჯერობით მაინც laughing ვეცდები მალე დავდოო bowtie

nawkas12345
Momenatre...
Rogorc yoveltvis intrigani xar :dd
Dabneuli var ar vici da verc veeanairad warmovidgen ra sheidzleba moxdes....

Gelodebii

მეც მომენატრეეეე heart_eyes heart_eyes ინტრიგის გარეშე არ შემიძლია smile მალე დავდეებ kissing_heart

 


№4  offline წევრი TrustYourSoul

დღეს წავიკითხე თორმეტივე თავი❤განსხვავებული და ჩამთრევი ისტორიაა❤შენი განრიგიც გავიცანი და იმედია მეც სხვა მკითხველივით არ გამწირავ :დდდდდდ❤მოკლედ კარგია და გელოდები

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ის აშკარად არ მიკითხავს, რა პასუხებიც მივიღე:).

 


№6  offline წევრი annabelle

წარსული კვდება...
დღეს წავიკითხე თორმეტივე თავი❤განსხვავებული და ჩამთრევი ისტორიაა❤შენი განრიგიც გავიცანი და იმედია მეც სხვა მკითხველივით არ გამწირავ :დდდდდდ❤მოკლედ კარგია და გელოდები

მადლობაა heart_eyes ვეცდებიიი smile

 


№7 სტუმარი სტუმარი Tini

იმედია მალე დადებ. ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ისტორიაა. შენს დანარჩენ ნაწარმოებებსაც გდავხედე და შევამჩნიე რომ ეს ნაწარმოები არ ჰგავს მათ. სულ სხვა სტილია რაც ძალიან მომწონს. მომწონს რომ არ ხარ ჩაციკლული ერთიდააიგივე წერის სტილს რაც დასაფასებელია.
არ შემიძლია არ შევეხო წინა ისტორიას ძალიან მომეწონა რაღაც განსხვავებული და ჩემებური სასიყვარულო ისტორია იყო. სიმართლე გითხრა არ ველოდი ბედნიერ დასასრულს მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი უნდა ვაღიარო რომ საყვარელ პერსონაჟთა სიაში შევიდა ლურჯ თმიანი და დოქტორი ბოროტება ასევე დანი და ტასო იმედია ახალ თავს მალე დადებ ველოდები მოუთმენლად. აბა შენ იცი წარმატებები

 


№8  offline წევრი annabelle

სტუმარი Tini
იმედია მალე დადებ. ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ისტორიაა. შენს დანარჩენ ნაწარმოებებსაც გდავხედე და შევამჩნიე რომ ეს ნაწარმოები არ ჰგავს მათ. სულ სხვა სტილია რაც ძალიან მომწონს. მომწონს რომ არ ხარ ჩაციკლული ერთიდააიგივე წერის სტილს რაც დასაფასებელია.
არ შემიძლია არ შევეხო წინა ისტორიას ძალიან მომეწონა რაღაც განსხვავებული და ჩემებური სასიყვარულო ისტორია იყო. სიმართლე გითხრა არ ველოდი ბედნიერ დასასრულს მაგრამ სასიამოვნოდ შევცდი უნდა ვაღიარო რომ საყვარელ პერსონაჟთა სიაში შევიდა ლურჯ თმიანი და დოქტორი ბოროტება ასევე დანი და ტასო იმედია ახალ თავს მალე დადებ ველოდები მოუთმენლად. აბა შენ იცი წარმატებები

მადლობა დიდი ???????? რატომღაც ვეღარ ვაგრძელებ ამ ისტორიას მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად დავდებ სრულ ვერსიას <3 იმედი მაქვს ინედს არ გაგიცრუებ <3 მადლობა რომ კითხულობ <3 რაც შეეხება მწვანე თმიანს და დოქტორ ბოროტებას, ინდენად მიყვარდა ეგ წყვილი, ვერ გავიმეტე ცუდი დასასრულისთვის ^_^

 


№9 სტუმარი სტუმარი ლელა

არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიების კითხვა. იმედია მალე დაასრულებთ და არ დაიკარგებით. ძალიან კარგად წერთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent