სოხუმსკი (6 თავი)
ლევანის და გუკას გაოცებულ სახეს და მათეს ნასიამოვნებ სიფათს, რომ მოვავლე თვალი მანდ გადამეკეტა და ისეთი სილა გავაწანი ბოკუჩავას, ხელი ლამის მომტყდა. თავი ჩახარა და მარცხენა ხელი აწითლებულ ლოყაზე მიიდო. ნერვებ აშლილმა ღმად სუნთქვა დავიწყე და დამშვიდებას შევეცადე. -იდიოტო. ჩანთას ხელი დავავლე და გავარდი. ნეტა რა მაბრაზებდა ? ჩემი თავისაც ვერ გამეგო. ერთი მხრივ სასიამოვნოდ მიცემდა გული, მეორე მხრივ კი გონება მიწამლავდა მთელს სხეულს. ქუჩაში გიჟივით მივდიოდი წინ მათე, რომ გადამიდგა გაცოფებული სახით. -შენ გოგო ნორმალური ხარ? რეებზე მიჭედავ საერთოდ? მინდოდა და გაკოცე, რამე პრობლემა გაქვს? ისეთი ტონით მეუბნება თვალები მიფარდოვდება და მის წინაშე თავი დამნაშავე მგონია. -რა თქმა უნდა მაქვს. მგონი ნორმალური არ არის რამდენიმე დღის წინ გაცნობილი ბიჭი, რომ გკოცნის. ტონს ვუწევ მეც. -თან ამდენი ხალხის წინაშე და მითუმეტეს ჩემი პირველი კოცნაი იყო. ბოლო სიტყცები ისე ჩუმათ ვთქვი მეგონა ვერ გაიგებდა, მაგრამ მისი ლოკატორები რას ვერ გაიგებდნენ. -ხო და უნდა გიხაროდეს, რომ გაკოცე თორემ შენ ვინ მოგეკარებოდა. გახალისდა ვაჟბატონი. -საერთოდ ნუ მომკარებოდა ნურავინ ჯობდა. -დიანა, ნუ იქცევი პატარა ბავშვივით. ხელი მკლავში ნაზად მომკიდა და თვალებში ჩამხედა..-ისე მეც რას გეუბნები ბავშვი ხარ აბა რა ხარ.. გაიცინა და წამშივე დასერიოზულდა. -გაკოცე და არ ვნანობ. მინდოდა და იმიტომ. ამაყად ამბობს. -როგორ ვერ გიტან. ნერვებ აშლილზე მივახალე . -როგორც მე ვერ გიტან, ისე ვერ მიტან ხო? თვალები დააწვრილა. ეს კითხვა ორ აზროვანი იყო აშკარად. მე კი პირდაპირი გაგებით გავიგე. -იმაზე მეტადაც. ცხვირი ზევით ავწიე. -მეც. გაეღიმა. -რესტორანში მივდივართ.. ბიჭებმა უნდა ავღნიშნოთ მოგება, ლევანი და გუკაც მოდის და შენც წამოხვალ! -არ მცალია. -მოიცლი. ზევიდან დამხედა -დიანა სად გამოვარდი გოგო გამისკდა გული. ლევანის ხმა გავიგე და უკან შევტრიალდი. -ერთმა სულიერმა ნერვები მომიშალა და. ბოკუჩავას გავხედე. -იმ სულიერმა პირველი კოცნა მოპარა და გადააყოლა. თვალები აატრიალა კრეტინმა. ლევანს გაეცინა და ჭინკებ ათამაშებული თვალები ჩემსკენ გამოაცოცა. -გადასაყოლებელია. -კიდე კაი სხვა რამე არ მოგპარე თორე გადაყოლება მერე გენახა. -რაააა? მისი უხეში რეპლიკით გაცოფებულმა შევხედე. -ა გაიგე? -ყრუ თუ არ ხარ უნდა მიმხვდარიყავი ხმამაღლა, რომ თქვი ეგ შენი გონების სიბილწე. -ჰმ.. ბილწობა რა იყო მანდ? -რა და მე ანუ.. დაბნეულმა დავიწყე ახსნა..- რეებს მახსნევინებ საერთოდ?. მოხარხარე ბოკუჩავას სერიოზული მზერით გავბურღე. -შენ რაღა გაცინებს? ლევანს გავხედე -კაი კაი. დამშვიდდი. მათემ ხელი მხარზე დამადო და თვალი ჩამიკრა. ეს მამშვიდებს თავის ჭკუით, თავისი უაზრო გამოხტომებით. -წავიდეთ! -არ მოვდივართქო. -მოდიხართქო. დაჭრილი დათვივით იღრიალა და გადამიქანდა ეს გული. -რა გაღრიალებს ვერ გავიგე? აზრზე მოსულმა შევუტიე. -ნუ მაღრიალებ და არ ვიღრიალებ. -იღრიალე და იყავი. ლევ წავედი მე და გნახავ ხვალისთვის. ხელი დავუქნიე მომცინარ კეკელიძეს, ბოკუჩავას ენა გამოვუყავი და იქედან ისე გავიშხუილე "უსაინ ბოლტიც" ვერ დამეწეოდა. ჯერ ვერ მიხვდა მათე რაც ხდებოდა, აი რომ მოწვა სიტუაცია მერე ისიც გამომეკიდა, მარა მალევე დაიღალა და გაჩერდა. მე კი მივრბოდი რაც ძალი და ღონე მქონდა და მისი სიტყვები მისუსტებულად მესმოდა. -დიანა, გეფიცები მიგახრჩობ. ღრიალებდა უკან მყოფი. რომ მივიხედე კარგად დაცილებული ვიყავი. გავჩერდი. -ჯერ სირბილში ივარჯიშე.. სიცილით ვუთზარი, ზურგი ვაქციე და ხტუნვა ხტუნვით გავუყევი გზას. გულის დასამშვიდებლად თან ღრმად ვსუნთქავდი. -უაზრო.. უაზრო ბავშვი ხარ დიანა. დაიყვირა ბოკუჩავამ. გამეცინა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ნაოშნიკი გავიკეთე და >>CLის - No Better Feeling<< ჩავრთე. მივუყვებოდი ქუჩებს და თან მუსიკას ვყვებოდი. საღამომდე ვიბოდიალე თბილისის ქუჩებში. მობილური ფრენის რეჟიმზე ჩავრთე და სამყაროსაც მოვწყდი. ღამის ცხრა იყო ტელე ნორმალურ რეჟიმს, რომ დავუბრუნე და ესემესებმაც არ დააყოვნა. ნუ უმეტესობა მათესგან იყო, რომელიც გაგლეჯვით, ცოცხლად დამარხვით, დახრჩობით, ფეხების დამტვრევითა და ამგვარი სხვა სიტყვებით მემუქრებოდა. გაღიმებულმა გადავხედე მის მონაწერებს და პასუხი არ დავაყოვნე. "1-0ია პატარა, გიგებ". გულიანად ვიკისკისე მისი სახე, რომ წარმოვიდგინე ამ ესემესის ნახვისას. ათი წუთი ტელეფონზე მიშტერებული ველოდი მისგან რაიმე მწარე პასუხს, მაგრამ უშედეგოდ. არაფერი არ მოუწერია. მოვიწყინე. მობილური ავიღე და იკასთან დავრეკე. -გისმენ დიანუკ! ირაკლის მხიარული ხმა ჩამესმა. -როგორ ხარ? -არამიშავს. არ უნდა გენახე შენ დღეეს? -ოო ახლა აღარ შემომიშვებენ და აზრი არ აქვს მანდ მოსვლას. -სახლში ვარ გოგო. -რანაირად? -რა აზრი აქვს იქ ვიწვები თუ სახლში? ამო მიდი. ბიჭებიც აქ არიან. -ვინები ? -ბაჩო, დავითა და უჩა. -გეთქვა პირდაპირ შენი კლასელები არიან მოსულებიო. -ჯერ ეგ ერთი პირველი ჩემი ძმაკაცები არიან. -ხო აბა რა. -არ მოდიხარ? -მაცდი? -დროზე. ახლა მაინც წამომიღე გოგო სიგარეტი. -რატო? მერე ლენამ, რომ მისროლოს მეშვიდედან? არა მადლობა არ მინდა. -ვიღაც ამბობდა სიცოცხლეს დავთმობ შენ გამოო. -დავთმობ. -ეჭვი არ მეპარება. -არც შეგეპაროს. -კიდევ კაი ენა გაქვს. ჩაიდუდღუნა.. მაგ ლაპარაკს ტაქსი გააჩერე გიჯობს. -ოც წუთში შენთან ვარ..ტელეფონი გავთიშე და ავტომობილს ტაქსის წარწერით ხელი დავუქნიე. უკანა სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და მძღოლს იკას სახლის მისამართი ვუკარნახე. ოც წუთში არა, მაგრამ ნახევარ საათში იკას კარებთან ვიდექი და გამწარებული ვაჭერდი ზარის ღილაკს ხელს. კარი ლენამ გამიღო და გაღიმებულმა ჩამიკრა გულში. მისაღებში შესულს სიცილი ამიტყდა, დივანზე გაწოლილი ირაკლი, რომ დავინახე. ორივე თაბაშირი მარკერებით ქონდა დაჯღაბნილი. მოუსწრიათ ბიჭებს მაიმუნობა რას ერჩი. ყველა გადავკოცნე. უჩა ჩემს კორპუსში ცხოვრობდა და ასე თუ ისე ვხვდებოდი მაინც. დათა ბატონიც ჩემს უბანში იყო, მაგრამ მისი ნახვა ძალიან რთული გახლდათ "საქმიანი ბიჭის ტიტული" ქონდა მორგებული და დაღლაბუცობდა კაფე-ბარებში, გოგოჩკებთან ერთად. აი ჩემი ბაჩუკი კი ყველაზე კარგი გვყავდა სასტავს. ჭკვიანი, დინჯი, გაწონასწორებული, ნამდვილი ხევსური. ის იკას კორპუსში, მეექვსე სართულზე მცხოვრებთაგანი იყო. ნუ მიხვდებოდით უკვე, იკუნა და მე ერთ უბანში, რომ ვტრიალებდით. მე მესამე მიკროში, ის კი მეხუთეში ცხოვრობდა. სუ რაღაც 10 წუთის სავალი გზა გვაცილებდა ერთმანეთს. -ჩემი ბაჩუკი. გვერდით მივუჯექი ჯმუხ ხევსურს. -როგორაა ლია დეიდა? ან ნუკრი ბიძია? -კარგად რა უჭირთ მაგათ. გამიღიმა -შენი ძმა? -გერმანიაშია ისევ. -კაია. გულდაწყვეტილმა ვთქვი. -არა და რას ვიფიქრებდი ეგ თუ წავიდოდა და შენ არა. დათამ გამომხედა. -არ გამიშვებდნენ და აზრიც არ ქონდა. მხრები ავიჩეჩე. -ახლა? უჩა ჩაერთო დიალოგში. -ახლა ხო რას ამბობ რა. -გერმანული იცი, ბინა პრობლემა არ იქნება, სრულწოვანი ხარ. სწავლა არ გაგიჭირდება იქ და არაფერი.. აი მეტი რა გინდა ტო ? დათამ ისე მკითხა გეგონება მე ვწყვეტდი ჩემი წასვლის ამბავს. -წადი მიდი და გოგას უთხარი ეგ. -მე ვეტყვი! წარბები შეკრა ხევსურმა. -უთხარი და პასუხი გამაგებინე. გამეღიმა ბაჩოს შემყურეს. -ლევანი სადაა? რა იყო იჩხუბეთ? ირაკლიმ სხვა დიალოგი წარმართა. -არა.. რატომ უნდა გვეჩხუბა? არ ცალია უბრალოდ. ბევრი ვილაპარაკეთ უნიზე, ახალ ამბებზე რაც ჩვენს გარშემო იყო და ტრიალებდა. კლასელებიც გავჭორეთ, ძველი დროც გავიხსენეთ და გავხალისდით. სუნთქვა აღარ შემეძლო დათას, რომ აბრაზებდა უჩა. პატარაობაში ბურთივით იყო, ჭამის მეტი არაფერი არ უნდოდა. ბიჭებმა ჩიჩიაც შერქვეს თავისი ხორცისადმი სიყვარულის გამო. ახლა კი არის ზე სიმპატიური, ტანიც დაიყენა და კუნთებიც. აი დათას გაბრაზება მხოლოდ მისი სიმსუქნეზე ლაპარაკის მეშვეობით არის შესაძლებელი. ხევსურის კი მუდამ, ნებისმიერ თემაზე შეიძლება ისე ახტეს, რომ ვეღარ გააჩეროთ. ამ სამიდან ყველაზე რთულად გასაბრაზებელი კი უჩაა, რომელსაც უბრალოდ არ ანაღვლებს ბიჭების წაკბენები. თვითონ კი მარტივად უჭამს ნერვებს სხვებს. ღამის პირველი იყო იკას სახლი, რომ დავტოვეთ. ბაჩო მეექვსეზე ჩაცუნცულდა, დათა სადღაც დატყდა, უჩა კი შემომრჩა მე. ხელკავი გამოვდე და გზას დავადექით. -უჩა ნანოსთან რა ხდება? -არაფერი. -სულ არაფერი? -რა უნდა მოხდეს დიანა? იმ გამო*ლევებული ბიწაძის გამო ხელი გვკრა. იმ სი*მა დიშვილის ნახვა ამიკრძალა აზრობ? -ეგ უბერავს?. -კაი ხანია. -ბინაზე რა ქენი? -მე ვიხდი ბანკის ვალს. მაგან უნდა ჭამოს მე უნდა ვიხადო. მაინც და მაინც ეგ შეუყვარდა მაგასაც, მეტი სი*ი ვერ ნახა ვერავინ. -შენი და მეცოდება. -თავის თავს დააბრალოს. გაყვა და აიტანოს. -კიდევ სცემს? -თითი, რომ დააკაროს მოვკლავ. იმიტომ აქვს შიში. ამასაც აიძულებს ოჯახისგან შორს იყოს, რომ თავისი გავლენა ისევ გამოიყენოს მასზე. ნანოა სულელი. ეს მუშაობს და ის კიდე ლოთობს. მაშინ უნდა გაყროდა პირველად, რომ აწია ხელი. ახლა უკვე ბავშვია და ამასაც ქართული ფრაზები აუკვიატებია " ბავშვი მამასთან და დედასთან უნდა გაიზარდოსო". ეგეთ მამობას რა ვუთხარი. -რას აპირებ? -ნანოს წამოყვანა მინდა. -ბიწაძე უყვარს უჩა. -ხო და მაგას ვერ ვხვდები რანაირად უყვარს? რა აქ გოგო მაგას შესაყვარებელი? კაცი მაინც იყოს. -მამამისის გამოა ცუდად. -ვით ვერ გაუარა? -რა გასავლელია? მამამისი ნახა თავჩამომხჩვარი. -მერე ჩემი და რა შუაშია? მე თუ მკითხავ მთელი ბიწაძეები ვერ არიან მაგ ოჯახში. ერთი დედამისია და მეორე ეგ. -ლალისგან რაღა გინდა? -ამასწინ მომივარდა სამსახურში. თავზე დამამხო მთელი მაღაზია. ჩემს შვილს და ნანოს ვერ დააცილებ ერთმანეთსო. გეგონება დამნაშავე მე ვარ. მოკიდოს თავის შვილს ხელი და უმკურნალოს, აქეთ-იქით კაცებთან სიარულს. -კაი რეებს ამბობ? -ოოო ვითომ არ იცოდე ახლა. -ნუ ყვები ნერვებს. წყნარად დაელპარაკე ნანოს. იმას კიდე მკაცრად დაუსვი საკითხი, უნდა ოჯახი თუ არა. მართლა რა უბედურებაა მაგისი საქციელი. -აზრი არ აქვს დიანა მაგასთან ლაპარაკს. -მე დაველაპარკები -არ გინდა უფრო გაგიჟდება მასე. -მაშინ შენ მოაგვარე. ოღონდ წყნარად კაი? -ვნახოთ. სადარბაზოსთან შევჩერდით. -ამომიარე ერთხელ, ნუ მივიწყებ. -გესტუმრები ამ კვირაში. გადავეხვიე. -არ ინერვიულო ყველაფერი მოგვარდება. გამიღიმა, თვალი ჩამიკრა როგორც იცის ხოლმე და გამცილდა. სადარბაზოში შევედი. -რა თამაშს თამაშობ დიანა? კიბეზე უნდა ავსულიყავი უკნიდან მათეს ხმა, რომ გავიგე. -რომელ თამაშზე მესაუბრები? -იმ თამაშზე, რომელიც 1-0ია და შენ იგებ. ცალი წარბი ზევით ასწია და თავი გადახარა. -შენივე დაწყებულ თამაშს გულისხმობ? ბოკუჩავასკენ წავედი და მის წინ დავდექი. -კარგი. იყოს ასე რადგან ასე გინდა.. ვითამაშოთ! მაგრამ ამ თამაშში პატარა ნამდვილად შენ ხარ. ტუჩუს კუთხე ასწია და ცხვირზე საჩვენებელი თითი ჩამომკრა. ინსტიქტურად თვალები დავხუჭე. -ვინ იყო ის ბიჭი? დასერიოზულდა. -შენი რა სა..... -ხო კაი აღარ გააგძელო. ვიცი ვინცაა. სიტყვა გამაწყვეტინა და გაიცინა. -მიხარია საერთო წრეში, რომ ვტრიალებთ. -რამდენი ხანია რაც გიცნობ? სერიოზულად ვკითხე. -მაგას რა მნიშვნელობა აქ ახლა? წარბები შეკრა. -აქვს! -დღეები. -ხედავ? დღეები ყოფილა. -მერე? მხრები აიჩეჩა. -ისე იქცევი თითქოს საუკუნია მიცნობ. -შენც გრძნობ მაგას ხო? -არაფერსაც არ ვგრძნობ.. ჯობია შემეშვა..მეც დავისვენებ და შენც. -გეკიდები? -რაა? -შემეშვიო, რომ ამბობ. გეკიდებითქო? -იცი როგორ ვერ გი... -ვიცი! მითხარი უკვე და მეც გითხარი მაგის პასუხი. ისევ იღიმის. საპასუხოდ, რომ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე უკან დახევა გადავწყვიტე. კიბეებისკენ წავედი. -დიანა.. ისევ მისმა ხმამ შემაჩერა. -ახლა რაღა გინდა? დავუყვირე. -ტონს დაუწიე. თვალებით მანიშნა "მოჯექი შენს ადგილასო" ცხვირი ავიბზუე. - დღევანდელი დღე და ის კო.. -ნუ მახსენებ მაინც. -რა დამავიწყებს? -სხვისი კოცნა. -ხო.. შეილება. -მათე უკ.. -რანაირად ამბობ ჩემს სახელს?. -რანაირად? -რაღაც სხვანაირად. -ახლა არ დაიწყო ოღონდაც. -არაფერს არ ვიწყებ. ვსო მივდივარ. ჩემთან მოვიდა ლოყაზე მაკოცა და გაიწია. -ხვალ გუკასთან ერთად მივდივარ სოფელში და .... -ახლა არ მითხრა მომენატრებიო, თორემ ავბღავლდები ამდენი დრამატურგიით. ხელი ჰაერში ავაფრიალე. -არა.. პირიქით.. დავისვენებ შენგან. სიცილით მიბრუნდა და სადარბაზო დატოვა. ჩავიცინე. თავზე ხელი გადავისვი და ღრმად ჩავისუნთქე. სახლში ასულს ყველას ტკბილად ეძინა. ჩაბნელებულ ბინაში სრული სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა. ჩემს ოთახში შევედი და ლოგინშიც მალევე შევწექი. რამდენიმე წამში ესემესი მომივიდა ბოკუჩავასგან "ძილინებისა". ტუჩების კუთხეები თავისით წავიდა ზევით და ასე მომღიმარმა დავხუჭე თვალები. დილით ილიკომ გამაღვიძა ლოგინზე, რომ ამოფოფხდა და დამახტა თავზე. თვალების გახელისთანავე დავიჭირე და ჩავკოცნე. ილარიონთან გართობა, რომ დავასრულე მაშინვე მოვწესრიგდი, გოგას და ლიკას დავემშვიდობე და სახლიდან გავარდი. სადარბაზოდან გასვლისთანავე ლევანს დავურეკე, რომელიც სავარაუდოდ ლოგინზე ეგდო და პახმელიაზე იმყოფებოდა. -ლევანჩო, რაფერ ხარ ბიჭუნი? -რა გაყვირებს გოგო? მისკდება ისედაც თავი. -ნეტა რატომ არ მიკვირს? გამოცდა გვაქვს დღეს. -რომელია? -თორმეტი ხდება. -იქამდე გამოვალ მდგომარეობიდან. სახლში ხარ შეენ? -ნანასთან მივდივარ. -მანდ იყავი და გამოგივლი. -კაი. მობილური გავთიშე და ქუჩას ჩავუყევი. მაღაზიიდან გამოსული ვატო დავინახე და მისკენ წავედი. -დიანა, გამაგიჟებელი ამბავი გითხრა? წარბები აათამაშა -რა ამბავი? -მზად ხარ? -მითხარი ახლა. -ანუკი და აკო გაიპარნენ. -რააააა? როდის? -გუშინ. ისე კი ვიცოდი აკოს, რომ მოსწონდა მარა ამ გოგოსი ვერაფერი გავიგე. -ჩემი ანუკი.. სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა. -მტირალა.. სიცილით მომეხვია ვატო. -ისე მეჯვარე შენ ხარ. -სად არიან? -აკომ წაიყვანა სოფელში, თავისთან რა. ხვალ მივდივართ მე და ნიკუშა, ჩემი მამიდაშვილი.. ისე ხო იცი? ახლა ჩამოვიდა რუსეთიდან. -კი მახსოვს. ბავშვობაში სულ შენთან იყო. მეც რო წამოვიდე? თან დავისვენებ კიდეც. -წამო. ლეოც წამოვიდეს ვაფშე მაგარი იქნება. -რომელზე მიდიხართ? -პირველზე გავალთ. -ხო და ძაან კაი. დილით გამოცდა მაქვს ჩავაბარებ და ეგრევე გამოვიქცევი. -დაგელოდებით თუ რამეა. -კაი წავედი და ხვალ გნახავ. სირბილით გავეცალე და გაჩერებაზე დავდექი. სასურველი სამარშუტო ტაქსი გავაჩერე და ავედი. რამდენიმე წუთში უკვე ნანას სახლის წინ ვიდექი. კარი თომამ გამიღო. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. ჩემი დილის პოზიტივი იყო. ნანაც ვნახე და პატარასაც მოვეფერე მუცელში მყოფს. გიორგი სამსახურში იყო და ვერ მოვინახულე. თომას ისტორიების მოყოლამ ისე გამართო, გამოცდაც გადამავიწყდა. ალბათ ლეოს, რომ არ დაერეკა არც გამახსენდებოდა. ნანას და თომას მოღუშული სახით დავემშვოდობე და ქვევით ჩავირბინე, სადაც ლევანი მელოდა. -გაგიარა თავმა? მანქანაში ჩაჯდომისთანავე ვკითხე. -ცოტა. -რა იყო გუშინ დაიმხეთ თავზე ქვეყანა? -მართლა მაგრად გავერთეთ. სოხუმსკის დამსახურებით. -ეგ კაი გამახსენე. რატომ არ ამოიღე ხმა იმ ველურმა, რომ მაკოცა. -სოხუმსკის კოცნაზე ოცნებობს მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო და შენ კიდე მართლა გადააყოლე ის ბიჭი ამ ერთ კოცნას. -ლევან, გისვრი ახლა აქედან გეფიცები კიდევ ის, რომ გაამართლო. -ვაფშე ხმას არ ამოვიღებ რა. გაიბუტა. -მასე ჯობია.. გუშინ იკასთან ვიყავი. -როგორაა? -თაბაშირშია გახვეული. გამეცინა იკას წარმოდგენაზე. -ბაჩო, უჩა და დათაც იქ იყვნენ. -ეეე რაღა გუშინ ავუდნენ რა. -ეგ კი არა ახალი ამბავი უნდა გითხრა. -რა აბა? -ლობჟანიძე და ანუკი გაპარულან. -ღადაობ? -ვატომ მითხრა. ხვალ მიდიან თავზე უნდა დაადგნენ ეგ და ნიკუშა, მაგის დეიდაშვილი. მეც მივდივარ სხვათაშორის. -მეც მოგყვებით. ხითხითით თქვა და მანქანა უნის წინ გააჩერა. გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ. ლევანი კაფეში ავიდა ბიჭდბთან ერთად, მე სახლში წამივედი, სამეცადინო მქონდა ხვალინდელი გამოცდისთვის. ოთახში ვიჯექი უკვე შედგენილ კონსპექტს ვკითხულობდი. ლიკა შემოვიდა ყავა დამიდგა მაგიდაზე და უხმოდ გავიდა. გამეღიმა. საათს გავხედე. უკვე ათი იყო. ტელეფონი განათდა. ავიღე და ესემესი წავიკითხე. გეგი მწერდა "ან მნახავ, ან არა და ვანანებ ლევანს ამ ცემასო". მობილური ხელიდან გამივარდა. ანუ რა გამოდიოდა? ლევანმა სცემა თან იმ დონეზე, რომ ერთი თვის განმავლობაშუ არ გამოჩენილა. ეს მუქარა ნამდვილად არ იყო უბრალოდ ასე გასატარებელი. თუ ვინმე გეგის იცნობდა ყველა იტყოდა მაგასთან ხუმრობა ცოტა ისეაო. მთელი სხეულით ავკანკალდი. ლეოსთან მინდოდა დამერეკა, მაგრამ მეშინოდა უარესი არ მომხდარიყო. გეგისიც, რომ ვიცოდი ორ ჩიტს ერთად დაიჭერდა. მეც მნახავდა და ლეოსაც ცემდა. ასე მშვიდად ნამდვილად არ ჩაივლიდა ეს ამბავი. ხვალ გადავრჩებოდი სოფელში, რომ წავიდოდით, მაგრამ იქედან ჩამოსვლისას რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა ეგ აღარ ვიცოდი. ვერც მე და ვერც ლევანი ვერ ავორთქლდებოდით. ღამე ტკბილად მეძინათქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. ნუ ადვილი ხომ არაა შიზოიდს უყვარდე?. რა თქმა უნდა არაა. მითუმეტეს საგიჟეთში დასაწვენი და იქედან გამოსაშვები, რომ არაა. დილით გოგას გავაცანი ჩემი კვირის გეგმა. არაფერი უთქვამს, თავზე მაკოცა და ფული გამომიწოდა. ნუ გასვლისას მაინც მომაძახა ჭკვიანად იყავიო და სამსახურში წავიდა. მეც მალევე გავარდი, უნიში მეჩქარებოდა. ამჯერად წერითი გამოცდა მქონდა და დროულად უნდა მივსულიყავი. დავწერე და უნიც დავტოვე. ლევანს დავურეკე. შევთანხმდით, რომ ერთ საათში ჩემი კორპუსის წინ უნდა შევხვედროდით. მეტროში ჩავედი და სახლისკენ გავემართე. ბინაში ასულს ჩემოდანი უკვე ჩალაგებული დამხვდა. ლიკას გავხედე. მიღიმოდა. -მადლობა ლიკუ. მასთან მივედი და ჩავეხუტე. ილიკოსაც მოვეფერე და ჩემი ბარგიტურთ ვატოსთან ჩავურბინე. -მზად ხარ? ვატომ ამათვალიერა. -აჰამ. -მოიცა გამოვალთ ახლავე. -კორპუსის წინ ვიქნები. კიბეზე დავეშვი და მომლოდინე ლევანს გადავეხვიე. ვატოც მალევე გამოჩნდა, უკან ქერათმიანი ბიჭი მოყვებოდა. -გამარჯობა. ღიმილით დამიქნია თავი. მეც თავის დაქნევით მივესალმე. ლევანმა ხელი გაუწოდა და ჩამოართვა. ნიკუშას მანქანაში ჩავჯექით. ლევანი და მე უკანა სავარძელზე მოვთავსდით, კომფორტულად. ვატო წინ დაჯდა. ნუ ვინ დაასწრებდა. კეკელიძე ისე მეფერებოდა თმებზე, რომ ჩამეძინა. მთელი გზა სიზმრებში განვლე. ჯანჯღარმა გამომაღვიძა, თავი ნელა წამოვყავი და წინ გავიხედე. თვალები გამიფართოვდა თეთრად შემოსილი გარემო, რომ დავინახე. თოვს. წარმოუდგენელ სილამაზეს ვხედავ და თვალები მიბრწყინავს. ახლა ვხვდები რატომაც ვართ წამოსულები ნივით. ერთი შეცდომა და შესაძლებელი იქნებიდა სადმე გადავჩეხილიყავით. რაჭის სილამაზე იყო თვალითაც ვერ აღიქვემდით ისეთი. უბრალოდ გასაოცარი. მწვანე წიწვებზე, თეთრი ფიფქები ულამაზესი სანახავი გახლდათ. მობილური ამოვიღე და სურათების გადაღება დავიწყე. რამდენიმე წუთიანი ჯანჯღარის შემდგომ ნიკოლოზმა მანქანა გააჩერა, წინ გავიხედე რამდენიმე მანქანა იდგა. -გადავალ გავიგებ რა ხდება. ვატო გადახტა მაშინვე. რამდენიმე წუთში კი გვახარა. -ვერ წავალთ ტო წინ. ზვავია ჩამოწოლილიო. არავის უშვებენ. -რა უნდა ვქნათ? უკან უნდა დავბრუნდეთ? ამ სილამაზესთან დაცილებამ იმდენად შემაშინა, ლამის ის ვთქვი აქ გავათენოთ ღამეთქო. -არა რა უკან. გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება და დაასრულებენ ხვალისთცის ალბათ. -და ახლა რა უნდა ვქნათ? -უკან რაღაც გადასახვევი იყო და იმ სოფელში ვინმეს შევესახლოთ ერთი დღით. ნიკუშამ გადმოგვხედა თავისი იდეით კმაგოფილმა. -კაი აზრია. გაყინვასაც გადავურჩებით. დაეთანხმა ლეო. უკან მივბრუნდით და გეზი ახლოს მდებარე სოფლისკენ ავიღეთ. ყველაზე მაგარი ის იყო სახლს ჩვენი სურვილისამებრ, რომ ვარჩევდით. -აი ის სახლი კაია. ვატომ ორ სართულიანი სახლისკენ გაიშვირა თითი. -კაი. გადავიდეთ. ღობესთან ვიდექით და ოთხ ხმაში ვყვიროდით "მასპინზელოს". ვინმეს, რომ შემოეხედა სიცილს ნამდვილად ატეხდა. მაგრამ ახლა ისე გვციოდა არავის თავი არ გვქონდა და არც ფიქრი შეგვეძლო ეს მასპინძელო, როგორ ჟღერდა. სახლიდან შავ კურტკაში გამოწყობილი ბიჭი გამოვიდა და ჩევნკენ გამოემართა. ჭიშკრის გაღება და ჩემი პირის დაღება ერთდროული იყო. -არ არსებობს. წინ ბოკუჩავა მედგა და მიღიმოდა. -არსებობს. თვალს მიკრავს. -და, რომ არ არსებობდეს? თვალებს ვხუჭავ და ნელა ვახელ, იმ იმედით, რომ მათე გაქრება. -და მაინც, რომ იარსებებს. კმაყოფილი მიმზერს. -ჯანდაბა. ხელებს სახეზე ვიფარებ და ჩუმათ ვამბობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.