შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე. თავი (7)


27-12-2017, 15:00
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 110

სუფრის მარცხენა მხარეს, სკამზე ჩემი ადგილი მიჭირავს. თავს ყველაზე არაკომფორტულად ვგრძნობ. სუფრის თავში ბატონი ივანე ზის, ჩემს პირდაპირ ქალბატონი ანა, ცოტა ხანში კი, მის გვერდით მეორე სართულიდან სანდრო ჩამოდის და ისე ჯდება სკამზე, რომ არც გამომხედავს. სუფრის მეორე თავში, სანდროს და, ქეთევანი ზის და ბედნიერი სახით იყურება. უკვე რამოდენიმე საათია, რაც ჩამოვიდა. თუ მას აღვწერდი, ვიტყოდი რომ იგი ძალიან განსხვავდება თავისი ძმისგან, როგორც ხასიათით, ასევე გარეგნობითაც,
მისი თმა ღია ფერისაა, თვალებიც გაცილებით ღია ფერის აქვს და სანდროსგან განსხვავებით მისი ღიმილი გულწრფელი და ადვილად ამოსაცნობია, იმის თქმა მინდა, რომ ნათლად ჩანს რამდენად თბილი და პოზიტიური პერსონაა.
ერთ ადგილას დაბნეული ვზივარ და არ ვიცი რამეს უნდა ვამბობდე, თუ არა. ამაზე ვფიქრობ და ვიხსენებ, რომ იმის შესახებ, რაზეც ახლად გაცნობილ ადამიანს შესაძლოა ესაუბრო, უკვე ამოვწურე. სიტყვები გამომელია. მიუხედავად ამისა, ის მაინც ღიმილით ერთხელ შემომხედავს და თავის თეფშს დაჰყურებს. ქალბატონი ანა და ივანე ბედნიერების მწვერვალზე იმყოფებიან, მათი თვალები ამას ღიად იუწყებიან. ცოტა ხანში ვიგებ, რომ ისინი ოჯახურ თემაზე იწყებენ საუბარს, ცოტა ხანს მათ საუბარს ყურს ვადევნებ, მაგრამ შემდგომ ფიქრებით სხვაგან ვინაცვლებ და უკვე არაფრის მოსმენა არ შემიძლია.
მათ მხოლოდ ვაკვირდები. მათი ოჯახი მჭიდრო, თბილი და მოსიყვარულეა, თავისუფალი და გულწრფელი ურთიერთობა აქვთ, ზუსტად ის, რაც ოჯახს ესაჭიროება. მიუხედავად სანდროს ხასიათისა, მისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ გულწრფელია, ამას მარტივად ვამჩნევ.
რატომღაც ყველაფერი შენელებულ კადრში მიმდინარეობს, ასე უკვე ხშირად მემართება. რაღაცას მივჩერებივარ და ჩემს ირგვლივ ადამიანები ნელა მოძრაობენ. ამ ხნის განმავლობაში სანდრომ მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა წარმოთქვა. თავისი და თვითონ მოიყვანა აეროპორტიდან, ეტყობა რომ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები არიან და მათი კავშირი ძალიან ძლიერია. მათი შემხედვარე ჩემი ძმა, გიორგი მახსენდება და ოდნავ მეღიმება.
ქალბატონი ანა და ივანე თბილი მზერით მიყურებენ, ქეთევანიც არ მალავს დადებით განწყობას, მაგრამ ჩემს წინ, ერთი სრულიად ამოუცნობი და უცნაური ადამიანი ზის. ვახშამს ჩუმად მიირთმევს, ოჯახის წევრების ხუმრობებსა და მოგონებებზე მსუბუქად ეღიმება და ჭამას ორი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ აგრძელებს. არცერთხელ არ შემოუხედავს.
მიუხედავად იმისა, რომ მათგან ყურადღება არ მაკლია, ეს ადამიანი ამგვარი ქცევით თავს მაინც უჩინმაჩინად მაგრძნობინებს.
იქნებ ასე იმიტომ იქცევა, რომ მისი ოთახი დაუკითხავად დავათვალიერე?
შესაძლოა. საკუთარ კითხვას ვპასუხობ.
სანამ კიდევ ერთი მცირედი პანიკური შეტევა მაქვს, მის დამალვას ვახერხებ და სალათის ერთ ლუკმას ვყლაპავ. ახალი შემოტეული აზრის ირგვლივ ვმსჯელობ და თითოუელ მათგანს ვაკვირდები.
ჩემს წინ მჯდომი ბიჭი, ოდნავ გრძელ, შავ თმას ისწორებს და ხელებს მაგიდაზე აწყობს. მისი წამწამები გრძელია. რაღაცას ამბობს, მაგრამ არაფერს ვუსმენ. მისი ხმა ზურა ყიფშიძის ხმის ანალოგია.
მის ხელებს ვაკვირდები და ნამდვილად გაკვირვებული ვრჩები. აქამდე არ დავკვირებივარ, ან ამის საშუალებაც არ მქონია, მაგრამ ახლა, გამორიცხულია ეს არ შეამჩნიო. მისი თითები გრძელი და თხელია, მიკვრის, რომ შესაძლებელია ბიჭს ასეთი ხელები ჰქონდეს.
მგონია, რომ თუ მას შევეხები, გავიყინები.
მისი სიცივე ყველაფერში იგრძნობა, არ მინდა იმის წარმოდგენა, როგორ გავიყინები.
სანამ წვრილმანებს ვაკვირდები და მათ ვსწავლობ, გაუცნობიერებლად მას შევხედავ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს.
უცნაური ღიმილითა და სერიოზული გამომეტყველებით ერთხელ თვალს მისწორებს, ისინი საერთოდ არაფერს ამბობენ. თვალს მაშინვე ვაცილებ, არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს მას მივაშტერდი და ამ დროს გამომიჭირა.
სანამ უხერხულობას გავფანტავ, მზერას ისევ ვაპარებ, ამჯერად ისევ თავის თეფშს დაჰყურებს და თითქოს ეშმაკურად ეღიმება, მგონი ცდილობს რომ ეს შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ არ გამოსდის. ტელეფონს იღებს და იქაურ სივრცეში ეფლობა.
***
საღამოა და უკვე ჩემს საძინებელში ვარ. უცნაურია რომ ყველაფრისგან დაღლილს, ძილს ვერ ვახერხებ. მგონი ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
სასიამოვნო სიჩუმეს უეცრად წამოჭრილი სიმღერა არღვევს, შიშისგან ვხტები.
ამჯერად რომელი სიმღერაა შემდეგი უცნაური ბიჭის ფლეილისტში?! საკუთარ თავს ცოტა სიბრაზით ვეკითხები.
არ ვიცი რომელი სიმღერაა, მაგრამ განსხვავებას ვგრძნობ. ამგვარი სტილის, მხიარული სიმღერა პირველად ჩართო. ცვლილებები?
-არ ვიცი.- -არ ვიცნობ.- ვამბობ და მეცინება, ისე, რომ ამით საკუთარ თავს დავსცინი.
კარზე კაკუნია, ფეხზე ელდანაცემივით წამოვდგები და გაღებულ კარს შევცქერი. იქ ქეთევანია.
-ლიკუშ, ჩვენთან გადმოდი, მე და სანდრო ვართ.- ამბობს და მიღიმის. არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო.
-იცი, არ ვიცი თუ..- ბოდიალს ვიწყებ, მაგრამ მაწყვეტინებს.
-კარგი რა, წამოდი.- უფრო მხიარული ხდება და ხელს ხელში ჩამავლებს, კარისკენ მივყავარ და მალე დერეფანში ვართ. -რაღაცეებზე ვლაპარაკობდით, მარტო მოგვწყინდა და კარგია რომ უკვე შენც გვიერთდები ჩვენს ჯგუფში.- ამბობს და ხითხითებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი ახირებაა, სანდროს სულაც არ სურს, რომ მის ოთახში მეორედ ამოვყო თავი. უხერხულობა და ოდნავი შიში მიტანს, როცა უკვე ოთახის კარებში ვდგავართ და მაგიდასთან მდგარ სანდროს ვლანდავთ, ძველებურ, უზარმაზარ, შავ სიდის ხელში ატრიალებს და უსწორმასწოროდ მიმოყრილ ნივთებს ხელით ასწორებს. შავი სპორტული შარვალი და ნაცრისფერი მაისური აცვია. ისეთივე უფერული, როგორიც მისი ხასიათი ერთიშეხედვით.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემი ძმის მოსაწყენ და უფერულ ოთახში.- ქეთა ხელებს შლის და ხითხითებს. სანდროს მზერას ვამჩნევ, ოდნავ იცინის და ხელებს აჯვარედინებს.
-მინდა გითხრა რომ ლიკასთვის უკვე კარგად ნაცნობია ეს უფერული ოთახი. ხომ ასეა ლიკა?- სანდრო ეშმაკური ღიმილით ამბობს და კედელს ეყრდნობა. ყელი მიშრება და თვალებს ვჭყეტ.
-კი, ასეა.- უხერხულად ვიღიმი, არ მინდა ქეთამ რამე შეამჩნიოს. მის სახეზე დაეჭვებულ გამომეტყველებას ვამჩნევ, მაგრამ აშკარაა რომ მას უკუაგდებს და აიპოდთან მიდის.
-მაშ ასე, რადგან აქ ყველაფერი იცი, მოდი სანდროს მოსაწყენი ფლეილისტიც გადავამოწმოთ.- ქეთა ეშმაკური თვალებით მიყურებს, საპასუხოდ ფართოდ ვიღიმი.
-არამგონია რამე ახალი იპოვო მისთვის.- სანდროს ხმამაღლა ეცინება, მაგრამ ნათქვამს ვერ ვწვდები.
-ო ღმერთო არა, სანდრო.. ისევ?- ქეთა გაოცებული სახით ტრიალდება ძმისკენ. რას გულისხმობენ?
-ნუთუ აგრძელებ შენი ფლეილისტის მთელ ხმაზე გაჟღერებას სახლში?!- ახლა გასაგებია. სანდრო კმაყოფილია და თავს იქნევს.
- არ მჯერა, ღმერთო ლიკა, გიზიარებ. მგონი მისი აკვიატებებითა და დაძველებული ფლეილისტით დაძინების საშუალებას არ გაძლევს არა?!- ქეთა ახლა ჩემსკენ ტრიალდება.
-თავი მოგაბეზრა არა?- მეკითხება და მგონი სურს რომ დადებითი პასუხი გავცე, მაგრამ ტყუილის თქმა არ შემიძლია. ჯერ სანდროს გავხედავ, ვგრძნობ რომ ჩემს პასუხს ისიც ელოდება.
-არა, სულაც არა, პირიქით კარგი ფლეილისტია, ხმა კი არ მაწუხებს, ნამდვილად.- თავს ვუქნევ და ძლივსძლივობით ვუღიმი.
ასე რატომ ხდება?!
-კიდევ კარგი რომ ასე ფიქრობ.- ქეთას თითქოს გულზე ეშვება და ამ შვებით ღრმად ამოისუნთქავს. აიპოდში რაღაც სიმღერას არჩევს, ხმას ოდნავ უწევს და უეცრად ხელზე მექაჩება, თავისკენ მათრევს და ორ წამში უკვე საწოლზე ვზივართ, მე და ქეთა.
-მიდი, შენზე რამე მომიყევი, მინდა რომ კარგად გაგიცნო, ახლა უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, ვალდებული ვარ, რომ შენზე ყველაფერი ვიცოდე.- კატეგორიული ხმით მეუბნება და ბოლოს მაინც ეღიმება.
-ო არა.- უეცრად სანდროს შეწუხებულ და ამავდროულად ღიმილნარევ ხმას ვიგებ, ხელს შუბლზე იდებს. -ქალური საუბრები.- ბოლოს დააყოლებს.
-შეგიძლია ოთახი დატოვო, ზუ.- გამოაჯავრა. ზუ? ეს რას უნდა ნიშნავდეს?
-მგონი უნდა შეგახსენო, რომ ჩემს ოთახში ხარ.- სანდრო არ ჩამორჩება, ჩვენსკენ მოდის და საწოლის კიდეზე ჯდება. ქეთა მას ყურადღებას არ აქცევს, მე მიბრუნდება, იგივე კითხვით და გამომეტყველებით.
-მგონი ისეთი არაფერია მოსაყოლი, ჩვეულებრივი და მოსაწყენი ცხოვრება მაქვს.- ვამბობ, მაგრამ ჩემს ხმაში დიდ დაბნეულობას მაინც ვერ ვმალავ.
-კარგი რა, რამე მომიყევი, შენს მეგობრებზე, ცხოვრებაზე, არვიცი რამეზე..- ქეთა დაჟინებით მთხოვს. მგონი მომიწევს, რომ ჩემი ერთადერთი მეგობრის შესახებ რამე მოვყვე.
-მე.. მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით..- საუბარს ვწყვეტ და ქეთას სახეს თვალს ვავლებ.
-მერე?- ამჯერად უფრო ინტერესიანი თვალებით მეკითხება.
-მერე, სხვა რა უნდა ვთქვა..- ტუჩს ვიკვნეტ.
-არ ვიცი, რა ჰქვია, რამდენის არის..- აგრძელებს. მე კი ლამის გული გამისკდეს, არ მინდა რომ მასზე ვისაუბრო, არ მინდა რომ იმდენად დავიბნე, რომ რამე შემამჩნიონ, არ მინდა რომ ჩემმა გამოუცდელობამ გამყიდოს.
-მას.. ი.. ილია ჰქვია.- ტუჩი მიკანკალებს, მის დასაფარად ოდნავ თავს ვხრი, მაგრამ, ვხვდები რომ ეს ჟესტი ჩემს გვერდით მჯდომ პერსონას, არ გამოჰპარვია. დარწმუნებული ვარ რომ შეამჩნია. ახლა მისი თვალები უფრო დაწვრილდნენ. ზუსტად ის დროა, როცა რაღაცას კიდევ იძიებს ჩემს შესახებ და თანაც ისე, რომ კითხვის დასმაც კი არ სჭირდება.
-სხვა მეგობრები არასოდეს მყოლია, ალბათ ამიტომაც ვარ ასეთი მოსაწყენი, ჩემთან ყველაფერი ერთფეროვანია.- ნერვიულად ვიღიმი.
-მოიცა, გინდა თქვა რომ ერთადერთი მეგობარი გყავს?- გაოცებას ვერ მალავს. გვერდიდან თვალები ჩუმად კითხულობენ რაღაცეებს. უფრო მეტად ვიბნევი, მეშინია და ხელები მეყინება.
-ჰო, ასე გამოვიდა.- თავს ვუქნევ. სახეს იმ ბიჭისკენ ვატრიალებ, რომელიც რაღაცას ხვდება. თუ მან იცის, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც მნიშვნელოვანი არსებობდა, ან არსებობს, დიდი ალბათობაა, რომ გამოიცნოს ვინ არის ის.
იმიტომ რომ, მე ახლახან ვახსენე, სხვა მეგობრები არ მყავს. ეს ბიჭი მჭიდრო ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ უცხო ადამიანებისადმი გრძობების არ ქონის ალბათობას ადვილად გამორიცხავდა. ღმერთო.
-უცნაურია, მაგრამ უნდა გითხრა, რომ ძალიან საინტერესო და დადებითი პერსონა ხარ, ნუ ფიქრობ რომ მოსაწყენი ცხოვრება გაქვს.- ჩემს ხელს მისსაში იქცევს და თბილად მიღიმის.
-ვიცი რომ ახლა შენთვის ძალიან რთული პერიოდია,- მეგონა ამ თემაზე სანდროს თანდასწრებით არაფერს მეტყოდა. -უფროსწორად თქვენთვის, მე და შენ, შენ და სანდრო, ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ, არმინდა რომ ამის გამო თავი შევიზღუდოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ამის გამოსწორებას არ შევეცადოთ.- ისევ იღიმის,
-დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი გამოსწორდება.- ხელს მხარზე მკიდებს.
-იმედი მაქვს.- ვამბობ და სანაცვლოდ მეც თბილად ვუღიმი. გვერდიდან უცნაურ ჩაცინებას ვიგებ, ქეთა მას აიგნორებს. პაუზაა.
-მაპატიე, რომ.. ამ თემას ვეხები, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს..- ქეთა უხერხულად მეუბნება ამ სიტყვებს.
-არაუშავს, რა თემაზეც გსურს მკითხე, გისმენ.- ვუღიმი.
-შენს ცხოვრებაში ვინმე ყოფილა?..- ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. -ანუ.. ვინმე გყვარებია?-
სიცივესთან ერთად, ხელები ახლა კანკალს იწყებენ, მათ ვმალავ და ყალბი ღიმილით ქეთას ვუყურებ. სიტყვის თქმა არ შემიძლია, ჩემს გვერდით ბიჭი ზის, არ მინდა რომ ერთი სიტყვა მაინც დამცდეს ამის შესახებ მისი თანდასწრებით. ეს გამოუვალი სიტუაციაა, სადაც მომიწევს ვთქვა ის, რაც თვითონაც ვერ გამირკვევია. გვერდიდან დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, ვხვდები რომ პასუხს ელის, მაგრამ, ხომ იცის? რაზე ფიქრობს ახლა, როცა ამდენად დაბნეულს მხედავს?! რატომღაც ვბრაზდები.
-მე..- წამომცდება. ვიგებ როგორ ამოიზმუვლებს ერთხელ სანდრო. -ჰმმ..-
ხელები მიოფლიანდებიან და მისკენ ნელა ვიხედები. იღიმის, თავს საწოლის თავზე ადებს და ცდილობს გამოხატოს, რომ უკვე ყველაფერი იცის, რომ ჩემი პასუხი არ სჭირდება. დარწმუნებულია რომ „კის“ ვიტყვი. მისი ღიმილი ზუსტად ამას გამოხატავს.
-არა, არ მყვარებია.- მტკიცედ ვამბობ, ისე რომ მას თვალს არ ვაცილებ. და ახლა, დარწმუნებული ვარ რომ სიმართლეს ვამბობ. ეს ბიჭი კი, ჩემს პირდაპირ რომ შემომყურებს, ალბათ დაბნეულია, მაგრამ მის სახეს არანაირი ემოცია არ აფერადებს.
მან არ იცის ჩემი ეჭვების შესახებ და დიდი იმედებით ვერც გაიგებს.
არაფერს ვამბობ, ქეთა რაღაცას მხიარულებით ამბობს, მაგრამ ამ პერსონას ცივ მზერას არ ვაცილებ. მინდა იგრძნოს რომ რაღაც მეც შემიძლია.
და რა შემიძლია მე?
ასე ყურება?
თითქმის სუნთქვაც კი შევწყვიტო, მას კი ამ დროს უცნაურად, მრავლისმომცველად ეღიმება. სამწუხაროდ მიზეზს ვერ ვიგებ. ისევ აგრძელებს ყურებას და მეც იგივეს ვაკეთებ.
ვცდილობ წავიკითხო, მთელი უნარებით, მაგრამ არ გამომდის. ვრწმუნდები, რომ ამ ღიმილსა და მზერაში ჩემთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობს.
დარწმუნებული ვარ.

***
იმ საღამოს, როცა ჩემს საძინებელში, საწოლში ვიწექი, მოპირდაპირე ოთახიდან უცხო სიმღერა მოულოდნელად გაისმა.
სიტყვებს ყურს ვუგდებ, რომლებიც ამბობენ: „ მე ვიცი, როგორ არიან განლაგებულნი სივრცეები შენს გულში.“
და ეს წინადადება ინგლისურად დაუსრულებლად გრძელდება,
თვალებს ვხუჭავ და ვხვდები.
ეს მინიშნებაა.
მე სიმართლე ვთქვი.
მიხვდა.
***
-მაინტერესებს რას ელით, როგორია თქვენი გადმოსახედიდან ამ მოთხრობის გაგრძელება. და რათქმაუნდა, დააფიქსირეთ აზრი.
მადლობა.
-ავტორი.-



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ერთ-ერთი ისტორია, რომელსაც მოუთმენლად ველი და არ მინდა არც ერთი სიტყვა გამომრჩეს. ძალიან საინტერესოდ წერ. სანდროს პერსონაჟი მაოცებს, რაღაც ამოუცნობივითაა. ვერანაირ პროგნოზს ვაკეთებ,რა შეიძლება მოხდეს მომდევნო თავში.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან ძალიან ძალიან კარგია❣❣ არაჩვეულებრივად გამოგდის ყველაფრის ისე გადმოცემა რომ ერთი ამოსუნთქვით ვცდილობ წავიკითხო ... საუკეთესოა იმათ შორის რაც წამიკითხვას ???? ასე გააგრძელე და მალე დადე ნუუ :დდდ ????

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

Grma shinaarsis istoriaa.momwons zaliannnnn.
shen ganumeorebeli xar.
Uhkvianesi.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent