შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი პიროვნება


27-12-2017, 21:36
ავტორი LevanB
ნანახია 1 261

"უცნობი პიროვნება"
ავტორი: ლევან ბოლქვაძე
ნუთუ შენც იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები რომელიც ფიქრობს რომ ცხოვრება მშვენიერი და ფერადია?. თუ დღესდღეობით ფული არ გაგაჩნია და მაინც ასე ფიქრობ ან ძალიან კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს ანდაც დამოუკიდებლად არ ცხოვრობ. ცხოვრება ისეთი ადვილი არაა როგორც შენ ფიქრობ და არც არასდროს ყოფილა.
შუა დეკემბრის რიცხვებია ,დილით მზე ისევ ამაყად ამოვიდა და ქალაქს სხივები სტყორცნა. დილიდანვე თბილისი ახმაურდა, ყველას სადაც ეჩქარებოდა და უკან ტოვებდნენ თბილ სახლს, სადაც უფრო თბილი საწოლი მათ თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა.საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა მეზობლების ერთმანეთში ჭიკჭიკი , მოხუცი ხალხის ხმა რომელიც მთელს ეზოს აყრუებდა. მშობლების ქება დარიგება ბავშვების მიმართ ,რომლებსაც ჩანთა მოეგდოთ ზურგზე და სკოლაში მიაქანებდნენ.ზოგიერთი სამსახურში მიიჩქაროდა,ზოგიც უნივერსიტეტში და ყველა ეს პიროვნება ერთიანად არეულობას ქმნიდა.ძველი თბილისის ერთ კუთხეში კახას ეძინა თავის ყუთში.დიახ დიახ, სწორედაც რომ ყუთში ცხოვრობდა 55 წლის კახა , რომელსაც უკვე ათი წელია ღია ცის ქვეშ სძინავს.ცოლ-შვილის ბედნიერება კახას არ გამოუვლია , მამამისი ჯარში მსახურობის დროს ავღანელებმა მოკლეს და კახას მხოლოდ ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავდა.პენსიის წყალობით თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდათ მაგრამ მოვიდა ის დღეც როცა კიდევ ერთ ადამიანს უნდა დაეტოვებინა სამყარო და კახა სულ მარტო დარჩა.
გავიდა დრო და როდესაც კახამ ამდენი ხარჯების შედეგად ბინის ქირას ვერ გადაიხადა, გაუმაძღარმა მეპატრონემ იგი უმალვე გამოასახლა.
ამ დილით კი კახამ ლაზათიანად გაიზმორა, ერთადერთი გადასაფარებელი რომელიც თითქმის ყველა ადგილას დახეული იყო გადაიძრო და არყის ბოთლი მის ტუჩებს შეეხო.დროთა განმავლობაში ყველას აქვს მომენტი როდესაც უბრალოდ დაჯდება და ცხოვრების აზრზე იწყებს ფიქრს. რამოდენიმე წუთის წინ მსმენელი ჩვეულებრივ ატარებდა ცხოვრების დროს და ახლა კითხულობს საცოდავი მათხოვრის ისტორიას ,რომელსაც იმდენჯერ უფიქრია თბილ საწოლზე რომ მისი ყუთი უკვე ფუფუნების საგნად ეჩვენებოდა და აღმერთებდა რაც იმას ამტკიცებს რომ ყველანაირი უბედურების მიუხედავად ადამიანი ბედნიერებას ყველაფერში პოულობს. რაც შეეხება კახას, მისმა უბედურებამ იგი იქამდე მიიყვანა როცა მან საკუთარი სამყარო შექმნა სადაც მშვენივრად ცხოვრობდა, სახლში იყო თავის ოჯახთან ერთად სადაც ბუხარი გიზგიზებდა და ორგანიზმს ათბობდა. ამ სამყაროში კახას ცოლ-შვილიც ყავდა და დედ-მამაც ცოცხალი იყო.ნუ იფიქრებთ რომ მე შევიშალე ან რამეს გაზვიადებულად ვამბობ, არამედ მე ვქადაქებ ჭეშმარიტებას რამეთუ ცხოვრებას სძალუძს დაგანახოთ სამყაროს ისეთი თვალით რასაც ფული ვერ იყიდის. რომ პიროვნება რომელიც სახლში თბილად იჯდა ახლა ქუჩაში ორ თეთრზე მათხოვრობს და ის ბუხარი რომელიც მას ფანტაზიაში ათბობს არყის მიერ შექმნილი გრადუსია რომელიც ორგანიზმს ათრობს.იყო ადამიანი ეს უკვე იმაზე დიდი დილემაა ვიდრე თქვენ- უბრალო ადამიანებს შეგიძლიათ ამის წარმოდგენა, რადგან თქვენ არ ხართ ცხოვრებისგან დაჩაგრული არ ნიშნავს იმას რომ სხვაც ასე ლაღად ცხოვრობს.დრო ისე სწრაფად გადის რომ ადამიანები არც აქცევენ მას ყურადღებას, არადა ნეტავ იცოდეთ როგორ შეუძლია დროს ყველაფერი შეცვალოს. სულ ორიოდე წამი სჭირდება წინადადება "მე შენ მიყვარხარ" ს რომ მეორე პიროვნება ბედნიერი გახადოს.ორ წამში შეიძლება ის ადამიანი აღარ იყოს ამ ქვეყნად რომელიც აქამდე მხიარული და ბედნიერი იყო.იმ ღამით ძალიან სიცივე იყო და კახა კანკალმა აიტანა. ადამიანს ყველაზე და ყველაფერზე მეტად ბოლოს მაინც სიკვდილის შიში აქვს მაგრამ კახას საერთოდ არ ეშინოდა სიკვდილის.სუსხიანი ქარი უეცრად დადუმდა. გარშემო ყველაფერი გაჩერდა და კახამ თვალები როდესაც გაახილა იგი აღარ იყო იმ ყუთში რომელშიც ყოველღამე იძინებდა. კახამ გარშემო მიმოიხედა და დაინახა სახლი, სახლი სადაც ბუხარი ენთო და და თითოეული მისი ოჯახის წევრი მის გარშემო იჯდა. თვითონაც იქვე იჯდა, თბილი სვიტერი ეცვა და ხელებს ისრისავდა.ყველა მისკენ იყურებოდა და იღიმებოდა.აღარ იყო სიცივე და ამავდროულად აღარ იყო არყის დოზა საჭირო რომ კახას სხეული გამთბარიყო.უცებ მის წინ დედამისი მოვიდა და ხელი გამოუწოდა.კახამ დედის ხელს შეეხო და იგრძნო სიცივე მაგრამ იგი მალევე გაქრა,ნელ ნელა მან თვალები დახუჭა და ოჯახის წევრებთან ერთად ოთახიდან გავიდა. იგი ბედნიერი იყო სიკვდილით რადგან იმ ქვეყანაში სადაც თვითონ მიდიოდა არ არსებობდა ცხოვრება რომელიც ხალხს ასე უმიზეზოდ იმეტებს სასიკვდილოდ.კახა ბედნიერი იყო რომ ისევ შეეძლო ყველას გვერდით ყოფნა, შეეძლო მამასთან ჩახუტება და შეეძლო კიდევ ერთხელ ეგრძნო დედამისის სიყვარული და სითბო.კახა იმ ღამით გარდაიცვალა და სწორედ მაშინ დაიწყო წვიმა, თითქოს დედამიწას ენანებოდა შვილი ,შვილი რომელსაც მშობელი აღარ ჰყავდა . მეორე დღეს მხოლოდ სამმა ადამიანმა ნახა კახას გვამი და მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს. შემდეგ მათაც დაავიწყდათ ყველაფერი და კახა დარჩა პიროვნებად, ისეთ პიროვნებად რომელსაც არავინ არ იცნობდა. იგი იყო უცნობი პიროვნება რომელმაც გაბოროტებულ ცხოვრებაზე იმარჯვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent