შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის (სრულად ) ნაწილი 2

28-12-2017, 00:24
ავტორი Aunt B.
ნანახია 7 022

მეორე დილას ელენემ უპრობლემოდ რომ დაიჯერა სპეციალურად მისთვის შეთხზული წამოსვლის მიზეზი ყველაფერი შეზიზღდა.. მიხვდა, რომ მისი ნდობის ღირსი ვერასდროს გახდებოდა, არ იმსახურებდა სიყვარულით სავსე თვალებს და ბედნიერ ეშმაკურ ღიმილს, რომელსაც მხოლოდ მას უძღვნიდა ელენე..

სამსახურში რომ დატოვა და ბიჭებთან მარტო დარჩა თავიანთ რეალობასთან ერთად სული შეეხუთა, აღარც საუბრის სურვილი ჰქონდა.. ერთადერთი რაც დამძიმებულ გარემოს უმსუბუქებდა ელენეს არჩეული მშვიდი მელოდია იყო, საქსაფონის ტკბილი ჟღერადობა სასიამოვნოდ ჩაესმოდა და ცდილობდა უკვე მილიონჯერ წარმოდგენილი დამახინჯებული სისხლიანი საძულველი სახე როგორმე უკანა ფლანგზე დაეწია მაგრამ ვერაფრით ახერხებდა არ ეფიქრა ამ ყველაფერზე.. კანის თითოეული უჯრედიც კი ცდილობდა როგორმე, რამენაირად ჩაეხშო სისასტიკე, რომელიც აუტანელმა ცხოვრებამ უმოწყალოდ ჩაუნერგა.. კარგად იცოდა ახლა როგორი არასწორი იყო ელენესთან, როგორ არ იმსახურებდა ამ სიბინძურეს მისი უანგარო სიკეთე მაგრამ საუბედუროდ გულის უდიდეს ნაწილს მაინც სჯეროდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო და ეს კიდევ უფრო მეტად ტკენდა. მის მკლავზე თომას ხელი რომ იგრძნო მაშინ გამოერკვა, მეგობარი ახლა უსიტყვოდ უგებდა.. მანქანა გააჩერა და უთქმელად გაუცვალა ადგილი, პირველად დაეუფლა ისეთი შეგრძნება, რომ ასეთ მეგობრებსაც არ იმსახურებდა... უკვე ფიზიკურად ვეღარ იტანდა სიცარიელეს, რომელსაც მხოლოდ ელენე უვსებდა მაგრამ ამაში ვერაფრით გარევდა, მისთვის ისიც საკმარისი იყო რაც იცოდა.
- ვიპოვე ! - რეზის წამოძახილმა სულ გადაავიწყა გრძნობებთან ჭიდილი, ახლა მხოლოდ საძულველის სისხლის სუნს გრძნობდა, ჯი ფი ესის პატარა წითელ წერტილს ისე აკვირდებოდა თითქოს მთელი სამყაროს ბედი მასზე ყოფილიყოს დამოკიდებული.
ყველაფერი იმაზე სწრაფად მოამთავრეს ვიდრე ეგონა, ახლაც მანამდე ვერ მოისვენა, სანამ ტკივილისგან დაკრუნჩხულ სხეულს ბოლომდე არ დააცალა ტყვიები, მაგრამ მაინც მიაჩნდა, რომ კიდევ ერთი სიმდიდრეზე გაგიჟებული ექიმისთვის ეს ბევრად უმტკივნეულო სიკვდილი იყო.. კიდევ ერთხელ დაეუფლა ზიზღისგან გულისრევის შეგრძნება და იქაურობას სწრაფად გაეცალა..
ალბათ გულმა უგრძნო კაბინეტში შესვლისას პირველად მობილური რომ შეამოწმა. ელენეს მოწერილმა ერთმა სიტყვამ, ყველაფერს რომ იტევდა , მოძრაობის უნარიც კი დაუკარგა. მეასედ გადაიკითხა მისი „მიყვარხარ“ , ბევრჯერ დაწერა ტექსტი მაგრამ ვერცერთი გაიმეტა გასაგზავნად.. იცოდა, რომ ამ მცირეოდენ ბედნიერებასაც არ იმსახურებდა მაგრამ უკვე ესეც არ ანაღვლებდა. იმდენად ქაოსური იყო მისი დამოკიდებულებები, გრძნობები, აზრები ვეღარ არჩევდა როდის რას ფიქრობდა. შესაფერისი ვერაფერი მოიფიქრა.. გადაწყვიტა, რომ შეტყობინება უპასუხოდ დაეტოვებინა.. იცოდა, რომ ელენე ამასაც უპრობლემოდ გაუგებდა, სასწრაფოდ გადაურეკა ერთერთ დაცვის წევრს და გოგონას ამბები დეტალურად გამოკითხა. იმით გახარებული, რომ მასთან მაინც იყო ყველაფერი კარგად, სავარძელში დაღლილი გადაწვა და გონება ისევ მძიმე ფიქრებით გაივსო...

---

მთელი დღე მობილურს ამოწმებდა, არ წყინდა, მაგრამ მაინც ელოდა ალექსანდრესგან პასუხს. ძალიან არ მოწონდა დილით ასე განერვიულებულს რომ გამოემშვიდობა, დიდი ხანი იფიქრა მიეწერა თუ არა, მისი შეწუხება არ უნდოდა მაგრამ ზუსტად იცოდა გაეხარდებდა, ბოლოს მაინც სასწრაფოდ აკრიფა სასურველი სიტყვა და სასწრაფოდ გააგზავნა რომ არ გადაეფიქრებინა. გონებაში ათასჯერ გაამართლა, „ალბათ არ ცალია, ალბათ ჯერ არ უნახავს, იქნებ შეხვედრაზეა?“ მხოლოდ მსგავსი ფიქრები უტრიალედა თავში და არაფრით უშვებდა, რომ უპასუხოდ დატოვებული შეტყობინება ალექსანდრეს მხრიდან იგნორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს ლოდინით დაღლილმა ეკრანის ყოველ წუთას განათება შეწყვიტა, სამსახურიც უხასიათოდ დატოვა.. გაბრაზებული მართლა არ იყო, უბრალოდ ძალიან მოენატრა... სახლში რომ მივიდა სკაიპით ანიტას ესაუბრა, რომელიც ალექსანდრეს წყალობით ახლა ესპანეთის ერთერთ საუკეთესო კლინიკაში მკურნალობდა. თავიდან სურვილი გამოთქვა ანიტას გავყვებიო მაგრამ ალექსანდრემ ისე გააპროტესტა უშენოდ ერთი დღის გატარებასაც არ ვაპირებო, რომ მაშინვე გადააფიქრებინა. მშვიდად იყო.. იმიტომ რომ იცოდა, პატარა გოგონას ვარდისფერშეპარულმა ლოყებმა და გამოცოცხლებულმა თვალებმა მიახვედრეს, რომ სანდო ხელში იყო.. ემოციები ვერც ახლა შეიკავა და თვალები სიხარულის ცრემლებმა აუვსო, მეგობარი რომ არ გაენერვიულებინა სასწრაფოდ დაემშვიდობა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. მალევე გააცნობიერა რომ ნანახ კადრებს ვერ აღიქვამდა, სარეკლამო ჭრის დროს ისიც ვერ გაიხსენა რომელ სატელევიზიო შოუს უყურებდა. კარგად იცოდა, რომ მოსვენება ალექსანდრეზე ფიქრის გამო დაეკარგა, ისეთი დრო იყო ახლა აღარც შეხვედრაზე იქნებოდა, მობილურს ერთხელ მაინც დახედავდა.. ისევ ეწყინა, ისევ ვერ შეიკავა ცრემლები ასე უპასუხოდ რომ დაუტოვეს ძლივსგამოხატული გრძნობები.. დიდხანს იტირა, საწოლშიც ვერაფრით მოისვენა.. გამთენიისას ძლივს ჩაიძირა ძილის ბურუსში, მაგრამ კარზე ჯერ ფრთხილმა, მერე კი გაძლიერებულმა კაკუნმა ისევ გამოაფხიზლეს. გულმა უგრძნო რომ კარს იქით აუცილებლად ალექსანდრე უნდა ყოფილიყო მაგრამ თან იმ ფაქტმაც დააეჭვა, რომ სახლის გასაღები მასაც ჰქონდა და ასეთ დროს ელენე წესით არ უნდა გაეღვიძებინა. საკეტი ფრთხილად გააჩხაკუნა და მომღიმარ ალექსანდრეს რომ შეავლო თვალი ერთიანად დამშვიდდა.
- მეც ძალიან მიყვარხარ ელე! - არ დააყოვნა სასურველმა პასუხმაც, რომელსაც მათი ურთიერთობის განმავლობაში ყველაზე ნაზი, ტკბილი, და მგზნებარე კოცნა მოჰყვა.
არცერთი ითხოვდა ერთმანეთისგან უფრო მეტს, მხოლოდ ორივესგან წამოსული უსაზღვრო სიყვარული და სითბო ქმნიდა იმ საშინლად სასიამოვნო გარემოს, რომელზეც ვერცერთი ვერასდროს იტყოდა უარს. მანამ არ შეუწყვეტია მისი ტუჩების დაგემოვნება, სანამ არ გააცნობიერა, რომ ელენეს ზედმეტად დიდხანს შეუზღუდა სუნთქვის ფუნქცია. ძლივს მოშორდა მის ტუჩებს და მთელი სახე დაუკოცნა. ეს მომენტი ყველაფერს ერჩია, ყველა სიცარიელეს უვსებდა.. ელენეც ალბათ სპეციალურად არ იღებდა ხოლმე ამ დროს ხმას, განაბული ხვდებოდა მის თითოეულ შეხებას და თვითონაც ყველანაირად ცდილობდა მისთვის ეჩვენებინა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ალექსანდრეს გვერდით ყოლა.

დანაშაულის გრძნობამ უმოწყალოდ შემოუტია ალექსანდრეს მარცხენა ხელში ჩაბღუჯული ძალიან პატარა, შავი ლეკვი რომ დალანდა. ძალიან შერცხვა მისი ფერებით გონდაკარგულს აქამდე რომ არ შეუმჩნევია, გაკვირვებულმა ააფახურა ბედნიერების ცრემლებით დანამული წამწამები და ისევ მთელი ძალით ჩაეკრა ფართო მხრებს.

სავარძელში ჩამჯდარი ალექსანდრე, რომელსაც რთული დღის გავლენას სახე ადვილად შეამჩნევდით, უსაზღვროდ კმაყოფილი იჯდა და ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა იმდენად ასუფთავებდა შინაგანად ლეკვის მოვლაში გართული ელენე რომ დაღლილობას და აუტანელ ფიზიკურ ტკივილს ოდნავადაც ვერ გრძნობდა.
- არ მჯერა, რომ მართლა მომიყვანე! - კალთაში ჩაუხტა და მის შუბლზე გაჩენილ თითქმის შეუმჩნეველ მიმიკურ ზოლებს ნაზად მოეფერა. - ცუდად ხარ? - აღელვებულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში გული აუჩქარდა.
- არა ელე..უბრალოდ ცოტა დავიღალე .. - გამამხნევებლად გაუღიმა და ლეკვის თბილ ბალანში მოთამაშე მის თითებს თავისიც შეუერთა.
- ლაბრადორს ჰგავს .. მაგრამ ვიცი ასეთი განიერი თათები არ აქვს ? რა ჯიშია? - ეიფორიიდან ვერ გამოდიოდა ელენე და კითხვების ნაკადს არ წყვეტდა.
- კანე კორსო .. მოგეწონა? - სიცილი ვერ შეიკავა ელენეს მოუსვენრობაზე.
- უკვე ძალიან მიყვარს! - სრული სერიოზულობით გამოაცხადა და ფრთხილად მიიხუტა გულზე. თითოეულ მიმაკაზეც კი ემჩნეოდა ელენეს როგორი ბედნიერი იყო, ალექსანდრეს მის ყურებას არაფერი ერჩია მაგრამ თავს ვეღარ ართმევდა აუტანელ დაღლილობას.
- ელე, მაგარ ყავას დამალევინებ? -ინტონაციაში დაჭერილმა თხოვნამ ელენე კინაღამ გადარია.
- რას მეკითხები ალექსანდრე, აბა რას ვიზამ ! - სასწრაფოდ წამოხტა მაგრამ ალექსანდრეს მკლავებმა წამში მოიქციეს მისი მხრები, ტუჩებმა კიდევ ერთხელ დააგემოვნეს მისი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს წამოდმომის უფლება.
- ახლა გაიქეცი და ეს მე დამიტოვე ! - ძაღლზე მიუთითა, თავი საზურგეზე გადაწია და თვალები დახუჭა. ელენე ღიმილით გაეცალა და ფიქრებში ჩაიძირა. ვერაფრით მალავდა სიხარულს, ალექსანდრეს უანგარი მზრუნველობით გამოწვეულს , რომელსაც ყოველ წამს გრძნობდა.. გულწრფელად ინანა მთელი დღის განმავლობაში გაჩენილი ფიქრები, ხან რა დააბრალა ხან რა.. თავს პირობა მისცა, რომ აღარასდროს შეიტანდა ეჭვს მასში და გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ღიმილით ჩაყარა ფინჯანში ყავისფერი გრანულები. ფიქრებში ისე გაერთო გვიან ჩაესმა ტელეფონის მონოტონური წკრიალა ზარი, ოთახში სწრაფად გამოვიდა, მობილურს დაავლო ხელი და ისევ სამზარეულოსკენ გაიქცა ჩაძინებული ალექსანდრე რომ არ გაეღვიძებინა.
- გისმენთ ? - აღელვებულმა უპასუხა უცნობ ნომერს.
- ელენე.. ალექსანდრე შენთანაა? ელე კარგად ხართ? - კიდევ უფრო მეტად ააღელვა ნაცნობმა ხმამ.
- კი, თომა .. რა ხდება? - შეშინებულს ხმა აუთრთოლდა.
- როგორ არის? რატომ არ გვპასუხობს? დამალაპარაკე რა - ვერაფრით მიხვდა რატომ იყო ასეთი აღელვებული თომა.
- იცი.. ძალიან დაღლილი იყო და ჩაეძინა.. ახლავე გავაღვიძებ - ცხელი ყავით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და ოთახისკენ დაიძრა.
- ძინავს? ჯანდაბა.. ჯანდაბა! ელენე ახლავე უნდა გააღვიძო გესმის? დაჭრილია , ბევრი სისხლი დაკარგა და არაფრით მისცე დაძინების საშუალება! ელენე გესმის ჩემი? - იმდენად მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო მოსმენილი კიდურებიც კი გაეყინა, მომენტალურად დაუგუბდა ყურები და მოძრაობის უნარიც კი დაუქვეითდა.. თითქოს ძალიან შორიდან ჩაესმოდა მათეს ზედმეტად ხმამაღალი ტემბრი, როგორღაც მიუახლოვდა სავარძელს, ალექსანდრეს გაფითრებულ სახეს რომ წააწყდა ერთიანად მოეძალა მანამდე შოკისგან ძლივსშეკავებული ცრემლები..
- ალე..ქს , გთხოვ ალექსანდრე.. - საწყლად ამოიტირა და ფრთხილად შეაჯღრია მკვრივი სხეული. ალექსანდრეს არაფერზე ჰქონდა რეაქცია.. შეშინებულმა პირზე აიფარა ხელი, ცრემლების ნაკადი როგორმე რომ შეეწყვიტა და ახლა მიაქცია ყურადღება თომას არაადამიანურ ყვირილს.
- თომა, ვერ.. ვაღვიძებ.. გთხოვ მოდი.. - ისეთი მუდარა ისმოდა მის ხმაში თომამ ვეღარ გაუძლო და მობილური რეზის გადასცა, ორივე ხელით ტკივილამდე ჩააფრინდა საჭეს და ყურადღება აღარ მიუქცევია მეგობრის დამამშვიდებელი საუბრისთვის.. რომ ვერ მიესწრო არასდროს აპატიებდა თავს რამდენიმე წუთით უყურადღებოდ დატოვებულ ალექსანდრეს და ელენეს მუდარით სავსე, სულის შემძვრელ ხმას...

უკვე ვეღარ უძლებდა რამდენიმე საათში თითქოს უფრო მეტად დასუსტებულ და განადგურებულ ელენეს, საცოდავად მობუზული რომ იჯდა სავარძელში და ამქვეყნიურობას არ ეკუთვნოდა. ნერვიულად იმტვრევდა თითებს და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით , ირგვლივ შავი რგოლებიც რომ შერეოდნენ, გაუაზრებლად აშტერდებოდა მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტულ ნივთებს, ნერვიულობისგან დაძაბული კუნთებს ვერაფრით იმორცილებდა და კანკალს ვერ წყვეტდა, უკვე ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. სწრაფად მოუმზადა მაგარი ყავა და ფრთხილად მიუახლოვდა, იცოდა გოგონა ახლა სულ სხვა განზომილებაში იყო და მის აქ ყოფნასაც კი ვერ ამჩნევდა, ზუსტად მის პირდაპირ ჩამოჯდა ხის მაგიდაზე და ფრთხილად მოიქცია ელენეს გაყინული ხელი თავისაში.
- ელე... კარგად არის, რეზი თითქმის ყველაფერს მორჩა.. - ჩუმად დაიწყო გოგონა ოდნავ რომ მოეყვანა აზრზე და არ შეეშინებინა. გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა მის თვალებში თითქმის შეუმჩნეველი იმედის სხივი რომ დალანდა. თავი ასე უმოქმედოდ არასდროს უგრძვნია ელენემ მადლობის ნიშნად ძლივს რომ გაუღიმა და ხმამაღლა ატირდა.. ცოტა ხნით კიდევ აცადა , მაგრამ იმით დაშინებულმა ისევ ცუდად არ გამხდარიყო ძალით დაალევინა ცხელი ყავა.
- შეიძლება ვნახო? - ისეთი აღელვებული იყო პასუხის გაცემაც ვეღარ შეძლო და უარის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია, ახლა მიხვდა რატომ შეიყვარა ასე ძალიან ალექსანდრემ მაინცდამაინც ელენე, რთული იყო გამკლავებოდი იმ ამოუცნობ ემოციებს, რომელსაც ელენეს საოცარი თვალები და მისი მთლიანი არსება იწვევდა. ალექსანდრეს გრძნობებში სრულიად დარწმუნებულს, ახლა თავისუფლად შეეძლო ელენეს შესაძლებლობების დაეჯერებინა, ზუსტად ამ მომენტში გააცნობიერა, რომ მას ყველაფრის შეცვლა, ალექსანდრეს შველა შეეძლო ისე, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებოდა. თავის პირდაპირ მოვალეობად ჩათვალა, რომ მისთვის მითითება ან რაიმე მინიშნება მაინც მიეცა იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნებოდა ახლა ყველაზე კარგი ალექსანდრესთვის..
- ლეკვი მომიყვანა .. - ფიქრები ელენეს სიტუაციასთან შეუსაბამო სიტყვებმა შეაწყვეტინეს, გოგონა ასე მშვიდად რომ არ მჯდარიყო ალბათ გაგიჟდაო.
- რა ლეკვი ელე? - იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და უფრო მეტად გადაიწია ელენესკენ, ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო მის კარგად ყოფნაში.
- მაშინ ტბაზე რომ ვიყავით როქსის გამო ვიჩხუბეთ და.. მერე შემპირდა შენ სხვას მოგიყვანო და ამიტომ მოვიდა დღეს ჩემთან ასე.. არც უთქვამს რომ დაჭრილი იყო, მე კი.. როგორ ვერაფერს მივხვდი .. - ისევ სატირლად დაბრიცა ტუჩები და სახე თითებში ჩარგო. უკვე ფიზიკურად ტკენდა ელენეს მოცახცახე მხრები და უხმო ტირილი.
- ძალიან გთხოვ სულ ცოტა ხნით დამშვიდი, მინდა ალექსანდრეზე დავილაპარაკოთ.. მინდა რაღაცეები იცოდე! - ხელები სახიდან ჩამოაღებინა და გამამხნევებლად გაუღიმა. - ელე, არც კი იცი იმდენად მადლობელი ვარ შენი მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდი... გულწრფელად ვამბობ, ძალიან დიდი ხანია ასეთი არ მინახავს, თითქოს დამშვიდებულია, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ როგორმე ვუშველით.. ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს ელე და ეს უკვე შენც კარგად იცი! ერთადერთი ხარ, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია და მე ეს ყველაზე მეტად მახარებს. ვერასდროს ვერაფერს ვუსურვებდი შენზე უკეთესს ელენე! მადლობა რომ მიუხედავად ყველაფრისა მის ტკივილს ჩვენსავით ან უფრო მეტადაც კი ითავისებ.. იცოდე ახლა დაიძინებ თორე თუ ალექსანდრემ გაიგო, რომ მთელი ღამე აქ ჯდომის ნება დაგრთე სერიოზული პრობლემები შემექნება.. - სწრაფად წამოდგა და ელენესაც შეაშველა ხელი, თითქოს მისი სიტყვებით გაბრუებული თავიდან გონზე ვერ მოვიდა, მაგრამ როგორც კი გააცნობიერა რას ითხოვდა თომა მისგან მაშინვე შეჩერდა უკან დაიხია..
- არა.. არაა რა, გთხოვ, ახლა ვერ დავიძინებ - უკან დაბრუნდა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. ვერც ახლა გაუწია წინააღმდეგობა და ალექსანდრეს კიდევ ერთხელ გაუგო..
- მთელი ღამე აქ ხომ არ იქნები? - იცოდა, რომ ვერც ამით დაიყოლიებდა მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც სცადა.. დასტურის ნიშნად ელენემ ოდნავ რომ დაუქმია თავი ფარხმალი დაყარა, რამეს მოგიტანო შეუთანხმდა და სამზარეულოსკენ დაიძრა...

არასდროს უგრძვნია ასეთი სიცარიელე, არასდროს შეჯახებია ასე პირისპირ მარტოობას.. თომას სიტყვებმა ნათლად დაანახეს რომ მხოლოდ მისი უსაზღვრო სიყვარული ალექსანდრეს მიმართ არ იყო საკმარისი, მაგრამ ვერც იმას ხვდებოდა რისი გაკეთება შეეძლო. როცა ალექსანდრემ გული გადაუშალა და თავის პიროვნება დეტალურად აუღწერა მართლა გაუგო, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდა გააზრებული როგორი საფრთხისმომცველი იყო მისი ცხოვრების სტილი.. გული შეეკუმშა როცა წარმოიდგინა რამდენჯერ მოუწია, ან მოუწევდა მსგავს გართულებებთან გამკლავება, მაგრამ რა მოხდებოდა ერთ დღესაც თავი ვეღარ გაერთვა და... შემდეგ წარმოდგენილმა ერთიანად შეძრა, სისხლიანი ბინტებით დახუნძლული რეზი გამოჩნდა და ელენემ გულში მადლობა გადაუხადა ამაზრზენი წარმოსახვა რომ შეაწყვეტინა.. ერთიანად შემატა ძალა მისმა სიტყვებმა : „კარგადაა, უკვე გაიღვიძა“, იმდენად ჰქონდა გამჯდარი გონებაში, რომ ალექსანდრეს სიმშვიდე სჭირდებოდა ნებართვის გარეშე მაინც ვერ გაბედა მის ოთახში შესვლა. სამზარეულოში გიჯივით შევარდა და თომაც გვარიანად დააფრთხო..
- თომა ალექსმა გაიღვიძა და შეიძლება ვნახო? - მუდარით იკითხა და პასუხის მოლოდინში კინაღამ გაგიჟდა. მისი კითხვით გაკვირვებულმა თომამ რამდენიმე წამით ხმა ვერ ამოიღო, ელენეს კი კინაღამ სული დაელია..
- რას მეკითხები ელე, რა თქმა უნდა შეიძლება.. - სასწრაფოდ დართო ნება და ჩვეული გამამხნევებელი ღიმილი შეაგება. სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყო აუცილებლად გულიანად იცინებდა მის ლოყაზე დატოვებულ ელენეს სამადლობელ კოცნაზე. ბედნიერმა გააყოლა თვალი, მაგრამ წამებში დასერიოზულდა რეზის უსაშველოდ დაღლილ მზერას რომ წააწყდა.
- როგორ არის? - ჩუმად იკითხა და ყავისფერი სითხით ბოლომდე გაუვსო გამჭვირვალე ჭიქა..
- ამჯერადაც გამოძვრა! - ერთი ყლუპით გამოცალა ჭიქა და თვალდახუჭული ცივ კედელს მიეყრდნო.
- ამას უნდა მივხედოთ რეზი, შეტევას არ ველოდი.. გუშინდელის მერე შეიძლება ყველაფერი გაარკვიონ ...
- ვიცი, ვიცი თომა.. ახლა ვერ ვიფიქრებ, ცოტა ხნით მაცადეთ.. - მეგობრის თხოვნამ და შეჭმუხნულმა შუბლმა მიახვედრეს, რომ თვით მუდამ ენერგიული და საქმეში მთელი არსებით ჩართული რეზისთვისაც კი აუტანელი გამხდარიყო ყველაფერი.. თავადაც გაივსო ჭიქა და ისე გამოცალა საუბარი აღარ გაუგრძელებია..

ჭკუიდან გადაჰყავდა აუტანელ ტკივილს ყველაზე ძლიერმოქმედი პრეპარატებიც რომ ვერ უყუჩებდნენ.. არ იცოდა რატომ იყო ასეთი აფორიაქებული, ყველაფერი უსაზღვროდ უშლიდა ნერვებს და ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას. კარის სახელური ფრთხილად რომ ჩამოიწია და ნამტირალევ, გაფითრებულ ელენეს რომ შეავლო თვალი თავის უჩვეულო აღელვებას მაშინვე მოუძებნა ახსნა, რამდენიმე წამში მის ნაზ ტუჩებს რომ შეეხო თითქოს ტკივილიც კი აღარ იყო ისეთი საშინელი და წამებში გააცნობიერა, რომ ამქვეყნად არავის და არაფერს შეეძლო მისი დამშვიდება, როგორც ელენეს სასიამოვნო გრილ სურნელს..

უცნაური იყო, მაგრამ როცა ელენესთან ატარებდა დროს თითქოს თვითონაც ყველაფერს იჯერებდა, ეგონა, რომ მართლა ჰქონდა ისეთი ბედნიერი ცხოვრება, უყურებდა ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ სახეს და მართლა ეგონა, რომ მის გამო უპრობლემოდ ყველაფერს შეძლებდა, იმ ყველაფერს, რასაც ტყულად დაპირდა. ყველაზე მეტად სამსახურის საქმეების მოგვარება უჭირდა, ვერაფრით ახდენდა კონცენტრაციას და არც მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები შველოდა, მანამდე ოდნავ მაინც რომ უმსუბუქებდნენ ხოლმე გაუსაძლის არსებობას. ელენე, ელენე და ისევ ელენე, მთელ ენერგიას, სიმშვიდეს, ყველაფერს არარეალურს მხოლოდ მისგან იღებდა და თავს უფლებას აძლევდა მხოლოდ მასთან ყოფილიყო მართლა უსაშველოდ ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ რომ ელენეს არაფერი ეგრძნო, ვერაფერს მიმხვდარიყო. დაუსრულებლად შეეძლო ეკამათა ქორწილის საკითხებზე, დეკორაციებზე და ხელსახოცის ფერებზეც კი მაგრამ საბოლოოდ რა თქმა უნდა მაინც ელენეს უთმობდა და ყველაფერს მისი სურვილის მიხედვით არჩევდა.
უკვე მერამდენე ღამეს ატარებდა მის ფერებაში მთელი არსებით ჩაძირული მაგრამ მაინც არაფრით ჰყოფნიდა მისი სიახლოვე, ალერსი და სუნთქვაც კი.. ყველაზე მეტად მაშინ უჭირდა ხოლმე, როცა დამსახურებული ეჭვის მაგივრად ახლადგაღვიძებული ელენეს თვალები სითბოს ვერ იტევდნენ, მის უანგარო მზრუნველობას კი საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავდა.. თითოეულ უმნიშვნელო მოქმედებაზეც კი ეტყობოდა გოგონას რომ მისთვის ალექსანდრე ყველაფერი იყო..მისით შექმნილი ბედნიერება ყველაფერს ისეთ რეალურს ხდიდა, რომ თითქოს აუტანელი დაუმსახურებლობის შეგრძნებაც კი დროებით შორდებოდა..

- ელე, 10 წუთში სადარბაზოსთან ჩამოდი, რაღაც მინდა გაჩვენო.. - პასუხის გაცემა არც დააცადა ისე გათიშა. ყველაზე მეტად ეს გაურკვევლობა არ უყვარდა, ლოდინიც იმდენად აღიზიანებდა 10 წუთი მთელ საუკუნედ მოეჩვენა.. არ იცოდა რატომ მაგრამ ალექსანდრეს მოლოდინში რა აღარ იფიქრა, თავს არწმუნებდა რაიმე საგანგაშო რომ ყოფილიყო ალექსანდრე ასე არ მოექცეოდა მაგრამ მაინც ვერაფრით ჩაიხშო აღელვება და მოუსვენრად აწვალებდა თხელი ქურთუკის შესაკრავს. ალექსანდრეს მანქანა რომ დალანდა წამში დამშვიდდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა მათ შორის დარჩენილ მცირე მანძილს. ალექსანდრემ არაფრით არ გასცა პასუხი სანამ დილის „თერაპია“ არ ჩაიტარა.. მანქანიდან გადმოსვლისთანავე მოიქცია მკლავებში მონატრებული სხეული და ელენეს გაბუსხული ტუჩებს დიდი ხნით არ მისცა ხმის ამოღების საშუალება.
- იცოდე სანამ შენი თვალით არ ნახავ არაფრის თქმას არ ვაპირებ ! - თითის აწევით გააფრთხილა მისი კოცნა შეწყვიტა თუარა და თვითკმაყოფილი ღიმილით გამოუღო მანქანის კარი. კიდევ უფრო მეტად ამხიარულებდა ელენეს გაბრაზება, სასაცილოდ რომ უბრიალებდა საყვარელ ყავისფერ თვალებს და გამიზნულად მის არცერთ კითხვას არ სცემდა პასუხს ოდნავ მაინც რომ არ მიენიშნებინა გოგონასთვის მოსალოდნელი სურპრიზის შესახებ. ზუსტად მაშინ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს, როცა ელენე საბოლოოდ დანებდა და არაჩვეულებრივი ხედის თვალიერებით გაირთო თავი.
- ელე, მოვედით.. - თბილი ღიმილით გადახედა და მანქანა ძალიან ლამაზ, ძველებურ ჭიშკართან გააჩერა. მაინც ვერ მოახერხა ელენემ მოჩვენებითი გაბრაზების ბოლომდე შენარჩუნება, ვერასდროს უწევდა წინააღმდეგობას მის ნათქვამ „ელეს“, რომელმაც ახლაც ტრადიციულად დაიმორჩილა და მაშინვე შეაწყვეტინა ბავშვური თამაში.
- ახლა მაინც რომ არ მითხრა სად ვართ გავგიჟდები! - თვითონვე გაეცინა ვერდაკმაყოფილებულ ცნობისმოყვარეობაზე და ალექსანდრეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
- ჩვენს სახლში! - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა და ელენელეს გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შეაღო სუროთი დაფარული ძველებური ორნამენტებით გაფორმებული ულამაზესი ჭიშკარი.
მანამდეც ყოველ წუთას გრძნობდა, რომ ალექსანდრე ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მის სიამოვნებაზე და სურვილებზე ფიქრობდა მაგრამ ნანახმა იმდენად გადააჭარბა ყველა შესაძლებელს, რომ ერთბაშად ყველა ემოციისგან დამუნჯებულმა ვერაფერი თქვა, მხოლოდ მთელი ძალით უჭერდა ხელს ალექსანდრეს და ყველაფერს განუზომელი ინტერესით ათვალიერებდა. არ შეიძლებოდა არ გეგრძნოთ უჩვეულო სიმშვიდე, რომელიც ირგვლივ ყველაფერში ასე აშკარად გამჯდარიყო და თავს ზღაპრულ გარემოში გაგრძნობინებდათ. ერთსართულიან, დიდ სივრცეზე გაშლილ ქვის სახლს ზედმეტადაც კი ემჩნეოდა, რომ ყველაფერი მხოლოდ ელენეს პიროვნებას და გემოვნებას მორგებოდა. ალექსანდრემ ზუსტად იცოდა, რომ გრაციოზული, გრანდიოზული არქიტექტურით ყველაზე ნაკლებად გაახარებდა გოგონას, ყველაფერი ძველებური, ნათელი, უბრალო მაგრამ აშკარად რომ გაგრძნობინებდათ დაფარულ განსაკუთრებულობას - ზუსტად ასეთი იყო ელენე და ასეთი უნდა ყოფილიყო ის სამყაროც რომელშიც ერთად უნდა დაეწყოთ ორ კვირაში თანაცხოვრება. ელენე განსაკუთრებით უკანა ეზომ მოხიბლა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მიხვდა ალექსანდრე რამდენჯერ უოცნებია სუროში ჩაფლულ ხის ფანჩატურზე და ყვავილების სასიამოვნო სურნელზე. მთელ ქალაქში არცერთ ადგილს არ ემჩნეოდა გაზაფხულის მოსვლა ასე ძალიან, როგორც ამ პატარა ეზოს.. ახლაც ვერ შეიკავა ცრემლები მაგრამ ალექსანდრე არ აღელვებულა, კარგად იცოდა მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას რომ გამოხატავდნენ ეს ცრემლები და იმიტომ.. უსიტყვოდ ჩაიკრა გულში და მისი დამშვიდება არც უცდია, პირველად აძლევდა თავს უფლებას ახლა უკვე მისი ცრემლებითაც დამტკბარიყო.
- ალექს, რა საყვარელია .. - გაკვირვება და სიხარული ვერაფრით დამალა, ჯუჯების დეკორატიულ ქვის ქანდაკებასთან რომ ჩაიმუხლა და თითებით განაგრძო მათი შესწავლა.
- ელე, რამე თუ არ მოგწონს შეგიძლია შეცვალო! და კიდევ, ავეჯი შენ უნდა აარჩიო, ამდენად გმირიც არ ვარ .. - ელენემ კარგად იცოდა ალექსანდრეს არც ეს გაუჭირდებოდა, მაგრამ აქაც მისი სიამოვნება იყო პირველ ადგილზე.. უკვე აღარ იცოდა რით დაიმსახურა მისგან ეს ყველაფერი, მსოფლიოს არცერთ ენაზე არ არსებობდა სიტყვები, რომლითაც შეძლებდა ოდნავ მაინც გამოეხატა მის მიმართ სიყვარული ან თუნდაც ოდნავი მადლიერების გრძნობა.

ორივეს დაუვიწყარი ემოციებით ავსებდა თავიანთ სახლში გატარებული პირველი ღამე.. არცერთს ადარდებდა ბუხართან იატაკზე წოლით ატკიებული სხეული.. ამ ღამით თითქოს გაასმაგებული სითბო და მზრუნველობა იგრძნო ალექსანდრესგან, დაუვიწყარი იყო მისი ტუჩების შეხება ყელზე, მკერდზე,მუცელზე.. მხოლოდ მასთან ვერ აკონტროლებდა გრძნობებს, მის მთელ არსებას მხოლოდ ალექსანდრეს ალერსი სურდა.

გაბადრული უყურებდა ჩუმად ყავის მზადებაში გართულ ალექსანდრეს პერანგში გამოწყობილ ელენეს, თავისთვის უცნობ მელოდას რომ ღიღინებდა. დიდხანს აღარ უცდია, სწრაფად შემოსვა ბარზე და ისე დაეწაფა მის ტუჩებს ელენეს მოულოდნელობისგნან სუნთქვა შეეკრა.
- ეს სახლი მგონი რაღაც რაღაცეებზე სასწაულად მოქმედებს .. - ბედნიერმა გადაიკისკისა და მისი ყელის დაგემოვნებით გართული ალექსანდრეს ზურგს უკან ხელები ერთმანეთში ისე გადახლართა თითქოს გასაშვებად ვერ იმეტებსო.
- ვერ შეგეწინააღმდეგები! - მაშინვე დაეთანხმა ალექსანდრე და ახლა მისი სახის შესასწავლად მოემზადა.
- ჩემი ყავა ! - უცებ გაახსენდა ელენეს და ისე ჩამოხტა ბარიდან ალექსანდრეს „მკვლელი“ გამომეტყველება კულტურულად არ შეუმჩნევია.
- მშვენიერია, ყავაზე უკეთესიც აღარ ვარ .. - ყველაზე ნაკლებად ალბათ ამ ფრაზას არ ელოდა მისგან, თვალებგაფართოებული შემოტრიალდა წარბშეკრული ალექსანდრესკენ და მის გამომეტყველებაზე ფინჯანი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ახლა ყველაზე მეტად რამის გაფუჭება და მისი სყწნინება უნდოდა.
- მადლობა, ყავისთვის! - ფინჯანი რომ გამოსტაცა და ეშმაკურიღიმილით დაიძრა უკანა ეზოსკენ მაშინ მიუხვდა ეშმაკობას, უფრო მეტად გაბედნიერებულმა თავისთვის ხელახლა გაამზადა ყავა და საყვარელ სილუეტს სიცილით მიჰყვა უკან...

---

- ელენე ხომ იცი ტყუილად ნერვიულობ, მარიამის ჩამოსვლის ამბავი უკვე მოგვარებულია.. რატომ განიცდი? - მართლა ვერ იგებდა ელენეს უმიზეზოდ აფორიაქებულს რატომ ხედავდა. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა გოგონას ელემენტარული პრობლემაც კი გულთან ასე ახლოს მიჰქონდა, ახლაც აღელვებული აკვირდებოდა მის ნერვიულ ჟესტებს და აღარ იცოდა რითი დაემშვიდებინა.
- ალექსანდრე როგორ არ გესმის, თომას ქორწილის დღეს რომ დაეკარგა ჩვენი ბეჭდები არ ინერვიულებდი? - თავის მართლებას არ ეშვებოდა ელენე.
- ეს სულ სხვა რამეა ელე, მარიამის საბუთები უკვე იპოვნეს და სამ დღეში შენს მეჯვარეს აეროპორტში ყოველგვარი გართულებების გარეშე დავხვდებით, რთულია ამის გაგება? - მის ტონს გაღიზიანება დაეტყო და ელენეც მიხვდა რომ მართლა ზედმეტი მოუვიდა. კარგიო, მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და ჟურნალის თვალიერება უინტერესოდ განაგრძო. უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ალექსანდრემ და წასასვლელად წამოდგა.
- მიდიხარ? - ვერაფრით უმკლავდებოდა თუნდაც რამდენიმე საათის დაშორებით გამოწვეულ მის სევდიან მზერას.
- ძალიან მალე დავბრუნდები ! - მაშინვე დაპირდა და ძლიერად მიიხუტა მკერდზე.
- დღეს საერთოდ რომ არ წახვიდე კომპანიაში დაშავდება რამე? - თვითონაც ვერ ხვდებოდა ელენე რატომ გადაეკიდა ასე.
- სამსახურში არ მივდივარ ელე .. - საშინლად არ ესიამოვნა ალექსანდრეს დახრილი თვალები და მის ზურგს უკან დაჭიმული მისი მკლავები.
- რამე ხდება? - შეშინებულმა ამოილაპარაკა და პასუხის მოლოდინსი მოუთმენლად მიაჩერდა დაძაბულ სახეს.
- ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მალე მოვალ .. - ნაჩქარევად აკრიფა მაგიდიდან საჭირო ნივთები, მოწყვეტით აკოცა ელენეს და სწრაფად გაეცალა.
ვერაფრით ახერხებდა ემოციებს მოთოკვას, ასე აშკარად არასდროს არაფერი დაუმალავს ალექსანდრეს მისთვის. ამ ხნის განმავლობაში პირველად გაუჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი ისე კარგად არ იყო როგორც ეგონა. მანამდეც მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისგან ზედმეტად ბევრს ითხოვდა, ყველაფერს ერთდრულად გრძნობდა : შიშს, გაბრაზებას, დანაშაულს.. არ უნდოდა აღიარება მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან წყინდა, რომ მათ ურთიერთობაში რაღაც მაინც იყო დაფარული.. თავიდან იფიქრა ბიჭებს ხომ არ დავურეკო და ვკითხო რა ხდებაო, მაგრამ მერე გადაიფიქრა.. ზედმეტად არავის შეწუხება არ სურდა, თან დარწმუნებული იყო მათ რამე რომც ცოდნოდათ არაფერს ეტყოდნენ. ძალიან ეცადა მთელი ყურადღება მის მუხლებზე ნებიერად ჩაძინებულ ლეკვზე გადაეტანა მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. იცოდა ალექსანდრე აუცილებლად რომ შენიშნავდა მის ნამტირალებ თვალებს და ისიც ზუსტად იცოდა, რომ მასაც ძალიან გაანერვიულებდა მაგრამ თავს ვერ იკავებდა. სანამ კარის გაღების ხმას გაიგებდა ეგონა მთელი საუკუნე იყო გასული, კიდევ ერთხელ შეიმშრალა თვალები, მძინარე ლეკვი მაგრად მიიხუტა და ისე წამოდგა. არ შემცდარა, მაშინვე დაეძაბა მზერა ალექსანდრეს ასეთ დღეში რომ დაინახა. აღარ იცოდა რა ექნა, თვალებით ცდილობდა მობოდიშებას, ხმა რომ ამოეღო ალბათ ხმამაღლა ატირდებოდა.
- ელენე ! ბოლოს მომიღებს ეს შენი ემოციურობა.. რა გატირებს, ამიხსენი! - წამებში დაუთბა ხმა როცა გრილი სუნთქვა იგრძნო ყელთან და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა სუსტი სხეული.
- ეს რა არის? - მაშინვე გადაიტანა ყურადღება ელენემ შემოსასვლელში დატოვებულ უზარმაზარ ჩემოდნებზე.
- ეს ჩემი ნივთებია.. მამაჩემის სახლიდან წამოვიღე! - დაუკონკრეტა მაქსიმალურად რომ დაეკმაყოფილებინა ელენეს ცნობისმოყვარეობა.
- შენ.. იქ.. - ენა დაება და თვალები სასაცილო ააფახურა.
- კი , იქ ვიყავი.. ტყუილად იტირე ! - წამებში გაშიფრა გოგონას აცრემლებული თვალების მიზეზი და დამამშვიდებლად ცხვირზე თითით წაეთამაშა . ასეთ დროს ყველაზე საყვარელი იყო, რაღაც ძალიან რომ აწუხებდა ზოლმე მაგრამ ალექსანდრეს გამო არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არაფერი წყენოდა. ახლა ის მომენტი იყო, როცა მხოლოდ ელენე დაამშვიდებდა, ყოველთვის საშინლად უარესდებოდა მისი განწობა, როცა ბავშვობისდროინდელ სახლს სტუმრობდა.

###

იცოდა, რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა და ელენეს წაყვანა ოდესმე აუცილებლად მოუწევდა იმ სახლში, სადაც მისი ცხოვრება დაინგრა, სახლში სადაც ყველაფერი დაკარგა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ამას მარტო თვითონ უნდა გამკლავებოდა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამაში მაინც არ გაერია ელენე მაგრამ თან ვერც მისი თხოვნის შეუსრულებლობა დაუშვა. გოგონამ ძალიან მარტივად განუმარტა, რამდენად აუცილებელი იყო ყველაფერი ცოდნოდა, თავის უშუალო ვალდებულად თვლიდა მისი ტკივილი მასაც ბოლომდე გაეთავისებინა, ისე როგორც ეს ერთ დროს მისმა მეგობრებმა გააკეთეს. სადარბაზოს კიბეები ელენესთან ხელჩაკიდებულმა მძიმედ აიარა და კართან შეყოვნდა, გოგონასკენ ნებართვის ასაღებად კიდევ ერთხელ გააპარა თვალი, უკანასკნელ წამამდე ელოდა, რომ ელენე უკან დაიხევდა მაგრამ იცოდა ეს ქმედება როგორი ამაო იყო. ღრმად ჩაისუნთქა და კარს გასაღები ძლივს მოარგო, საკეტის გაჩხაკუნების ხმამ თითქოს მთელი სხეული გაუყინა.
- ელენე, დარწმუნებული ხარ, რომ..
- ალექს, გთხოვ! - არაფრით დათმო ელენემ.. კარი ფრთხილად შეაღო და გამიზნულად შევიდა თვითონ პირველი, თითქოს საცოლეს რაიმე საფრთხისგან იცავდა... ზღურბლს გადააბიჯა თუ არა მაშინვე ეცა დაგუბებული ჰაერი და ნესტის გულისამრევი სუნი, ალექსანდრეს მაგრად ჩაკიდა ხელი და ჩაბნელებულ ჰოლს თვალი ინტერესით მოავლო.
- მინდა იცოდე, რომ .. იმ დღის შემდეგ როცა.. უნდა იცოდე, რომ არაფერი შემიცვლია.. ყველაფერი ისევ ისეა .. - ალექსანდრე თითქოს წინასწარ იმართლებდა თავს რაღაცის გამო და ელენეს რეაქციებს აღელვებული აკვირდებოდა. გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია და გამამხნევებლად გაუღიმა. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ალექსანდრეს სიტყვები, როცა მისაღებ ოთახში აღმოჩნდა. ღია ფერის ნოხზე ადვილად ამოიცნო მისმა გონებამ სისხლის მუქი ლაქები, გარშემო ყვითელი ლენტები რომ ეყარა.. სუნთქვაც კი შეწყვიტა, როცა უფრო მეტად მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს, კარგად დააკვირდა მუქ წაბლისფერ იატაკს და ადვილად შეამჩნია სხეულის ფორმის თეთრი მოხაზულობა, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელებს უნდა დაეტოვათ გვამების ადგილსამყოფელის დასაფიქსირებლად. ალექსანდრეს რომ შეხედა და მის არაამქვეყნიურ გამომეტყველებას წააწყდა ზუსტად მაშინ მიხვდა როგორი აფსურდი იყო ყველაფერი, მაშინ გააცნობიერა, რომ ვიაც არ უნდა ეთხოვა, როგორი აუცილებელიც არ უნდა ყოფილიყო მისი მსხვერპლი, მაინც ვერასდროს შეძლებდა ალექსანდრე გონებიდან ამ თეთრი კონტურების ამოშლას. ახლა მიხვდა რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა კატეგორიულად მოთხოვა მათი ერთად ყოფნის გამო ჩამოშორებოდა ყველაფერს. ვერაფრით გაეგო როგორ ახერხებდა ალექსანდრე ამ ყველაფერთად ბრძოლას, დანაშაულთან ერთად კიდევ ისეთი აუტანელი შეგრძნება დაეუფლა სახელი ვერაფრით დაარქვა. იმასაც მიხვდა, რომ როგორი უსაზღვროც არ უნდა ყოფილიყო მათი გრძნობა ალექსანდრეს ტკივილს მაინც ვერ გაწვდებოდა, ვერ მოაშორებდა სისხლისფერ საბურველს, ვერ დაავიწყებდა იმას რომ ამ სისხლის ლაქების გამო მკვლელი უნდა დაესაჯა. ერთიანად მოიცვა სასოწარკვეთამ, უნდოდა ჩახუტებოდა, უნდოდა ალექსანდრესთვის ეგრძნობინებინა, მისი პირობა რომც დაერღვია მაინც ყველაფერს გაუგებდა მაგრამ ვეღარ შეძლო.. მოულოდნელად ყველანაირი ძალა გამოეცალა და უგონოდ ჩაესვენა ალექსანდრეს მკლავებში..

ემოციურად უკვე მისთვისაც კი აუტანელი გახდა ის საშინელება, რომელშიც ამდენი წლის განმავლობაში უწევდა ცხოვრება. თითქოს ბედის არანორმალური ირონია იყო, რომ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ერთ დროს მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები დაკარგა, ახლა მუხლებზე იდგა და ელენეს მოსულიერებას ცდილობდა. მაშინვე მიხვდა, რომ სხვა დანარჩენს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, იატაკზე თეთრად შემოხაზული მისი პატარა დისა და დედის სხეულის კონტურები ამდენი წლის შემდეგ მაინც რომ არ კარგავდნენ სიმკვეთრეს იმდენად უფერულად მოეჩვენა, რომ გაიფიქრა ხომ არ ვგიჟდებიო, მაგრამ როგორც კი ელენემ თვალები გაახილა მაშინ მიხვდა, რომ როცა თაფლისფერი თვალები მისთვის მზერას შეწყვეტდნენ ზუსტად ეს იქნებოდა მისი არსებობის დასასრული და არა ეს მუქი ლაქები ნოხზე, რომლებიც უკვე ზიზღსაც ჰგვრიდნენ. მანამდეც მშვენივრად იცოდა, რომ ელენეს აქ წამოყვანა ყველაზე ცუდი იდეა იყო მაგრამ რაღაც მომენტში მაინც გამოიჭირა თავი იმაში რომ გულის სიღმეში თავადაც უნდოდა გოგონას ეს ყველაფერი ენახა, ენახა არა იმიტომ, რომ ალექსანდრე შეცოდებოდა.. უბრალოდ უნდოდა უკეთ გაეგო რამდენად რთული იყო მისთვის ამ ყველაფრით ცხოვრება, ადრე თუ გვიან როცა ყველაფერს დაასრულებდა და მისი ჩანაფიქრი ტყუილთან ერთად გამომჟღავნდებოდა, ელენესთვის პატიების საბაბი უნდა დაეტოვებინა. იცოდა, რომ მისი თბილი თვალები ყოველთვის მის უსაზღვრო სიყვარულს დაიტევდა მაგრამ უნდოდა ოდნავ მაინც ყოფილიყო პატიების ღირსი.
არცერთს ამოუღია ხმა, ახლაც უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.. არაფრით მისცა მისი მკლავებიდან ჩამოსვლის საშუალება, ხელშიაყვანილმა გაიყვანა გარეთ და სახლი ისე დატოვა კარი არც ჩაუკეტავს. გამიზნულად ძალიან ნელა მიდიოდა მანქანისკენ ელენეს სუფთა ჰაერი რაც შეიძლება დიდხანს რომ ესუნთქა, მთელ ენერგიას მის მაისურზე ჩაბღაუჭებული თლილი თითებისგან იღებდა და ღმად სუნთქავდა ნიავისგან უფრო მეტად გამძაფრებული ელენეს თმის სურნელს, ფრთხილად მოათავსა წინა სავარძელზე, არაფრით დაანება თვითონ შეეკრა ღვედი.. როცა ყველაფერი მოამთავრა ნაზად დაუკოცნა მთელი სახე და მხოლოდ ამის შემდეგ მიუჯდა საჭეს.
- მართლა კარგად ვარ.. - ადვილად ამოიკითხა ალექსანდრეს ნევიული მზერის მიღმა დაფარული კითხვა და არც პასუხის გაცემა გაჭირვებია. მართლა კარგად იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ახლა ზუსტად იცოდა როგორც უნდა მოქცეულიყო. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ყველაფერს გააკეთებდა, რომ მისთვის თითოეული წამი გაეფერადებინა. თანხმობის ნიშნად ალექსანდრემ ძლივსშესამჩნევად დააქნია თავი მაგრამ ზუსტად იცოდა პანიკის ნიშნებს ასე ადვილად ვერ წაშლიდა მისი სახიდან.
ასეც მოხდა.. დილა გათენებული არც იყო სასწრაფოდ რომ გააღვიძა ელენე და ბუზღუნით წაიყვანა ექიმთან. თუკი რაიმეს გამოკვლევა შეეძლოთ ყველაფრის ანალიზი ჩაატარებინა სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა, რომ გოგონას გულის წასვლის მიზეზი მხოლოდ ზედმეტად გამძაფრებული ემოციური ფონი იყო. არც კი იცოდა ელენემ რა უნდა ეთქვა მისი ბავშვობისდროინდელი სახლის ნახვისას, ვერც სიტყვებს აგროვებდა, ვერც აზრებს ალაგებდა, მაგრამ ალექსანდრე ყოველგვარი ახსნის გარეშეც ამჩნევდა მის გვერდში დგომას და საოცრად გამამხნევებელ თვალებს, რომლებიც ყოველ დილას მასზე ადრე ეგებებოდნენ მზის ამოსვლას.

---

ერთმა ზარმა მის არსებაში ყველაფერი შეცვალა.. დიდხანს ვერ აპატიებდა თავს ელენეზე ფიქრები უკანა ფლანგზე რომ დაწია და სისხლისგან მოსვრილ საძულველი სახის ზმანებას საშუალება მისცა მთლიანად დაპატრონებოდა მის გონებას. მისი დაცვის წევრს მიაგნო! ახლა მთელი სისწრაფით მასთან მიდიოდა და მალე უფროს გაგნიძესაც მიაგნებდა. ახლა ვერც იმაზე დარდობდა, რომ მისი დაგვიანებისთვის ელენე ალბათ მთელ ღამეს გაათენებდა, გვერდითა სავარძელზე დაუდევრად მიგდებულ გამორთულ მობილურს ყოყმანით გადახედა მაგრამ მაშინვე ამოიგდო ელენესთან დარეკვის აზრი თავიდან რა წამშიც მიხვდა, რომ გოგონას მშვიდი, მონატრებული ხმა ბევრ რამეს გადააფიქრებინებდა. მთელი ყურადღება სანავიგაციო სისტემის ეკრანზე გადაიტანა და მოძრავ წერტილს დიდი ინტერესით დააკვირდა გზა რომ არ შეშლოდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც აწყობდა.. მშვიდი, უკაცრიელი ადგილი კიდევ უფრო გაუმარტივებდა საქმეს. ფრთხილად გადმოათრია უკანა სავარძლიდან ვერცხლისფერი ქეისი, არც ხელთათმანების მორგება დავიწყებია, პროფესიონალურად მოარგო იარაღს მაყუჩი და მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან. ახლა შეცდომა არ უნდა მოსვლოდა, ყველანაირად უნდა გამოეყენებინა ხელსაყრელი შემთხვევა და გაგნიძის ადგილსამყოფელის შესახებ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეგო. ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე მოძველებული სტილის სახლი შეამჩნია, მათ შორის მხოლოდ ორიდან გამოდიდოდა მბჟუტავი სინათლე. საწადელის ასრულებასთან ასეთმა სიახლოვემ ერთიანად დაუძაბა სხეული, ემოციებმა ენერგია მოუზღვავეს მაგრამ მაინც არაფრით მისცა თავს აჩქარების უფლება სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა გარემოს ხელსაყრელობაში. ფრთხილად ამოეფარა დიდ კაკლის ხეს და კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაზვერა შემოგარენი. ის იყო შეტევაზე გადასვლას აპირებდა, ჯერ ფრთხილი მერე კი ოდნავ აჩქარებული გაუბედავი ნაბიჯების ხმა რომ მოესმა. არაადამიანური, ამოუცნობი შეგრძნება დაეუფლა უკან რომ გაიხედა და მის მანქანასთან მიახლოებული სილუეტი ელენეს მიამსგავსა. თავიდან ეგონა, რომ მოეჩვენა მაგრამ მალევე გაანათა მთვარემ მისი სახე და ძარღვებში სისხლიც კი გაეყინა მართლა ელენე რომ აღმოჩნდა.

შიშისგან კინაღამ სული განუტევა მოულოდნელად რომ ააფარეს პირზე ხელი და ნაძვზე მთელი ტანით ააკრეს. წამიერად დამშვიდდა ალექსანდრეს შავ თვალებს რომ წააწყდა მაგრამ სიმშვიდე მაშინვე გაეფანტა როცა შედარებით კარგად დააკვირდა სიბრაზისგან მის დაძარღვულ ყელს და არაადამიანურ გამომეტყველებას, მძიმედ რომ სუნთქავდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. რამდენიმე წამით თვალები დახუჭა ძალები რომ მოეკრიბა, მომენტალურად მოიშორა პირიდან მარწუხი და რომ არ შეეწყვეტინებინა რაც შეეძლო სწრაფად მიაყარა:
- იცოდე ვერ გამიბრაზდები, ფეხმძიმედ ვარ და ვერ მეჩხუბები! ალექს, პატარა გვეყოლება.. ეს არ უნდა გააკეთო. - უნდოდა ყველაფრის თქმა მოესწრო და ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა.. სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ ელენეს ყველაზე მეტად ალექსანდრეს გამომეტყველება გაამხიარულებდა ალბათ, მაგრამ ახლა თვითონაც ისე ეშინოდა მთავარი იყო როგორმე აქაურობას მოშორებოდნენ.. ალექსანდრემ ფრთხილად მოაშორა ხელი მის მკლავებს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და მუცელზე შემოხვეულ ელენეს ხელებს გაოგნებული დააჩერდა. საშინელი დასანახი იყო როგორ ცდილობდა გაბრაზების და ნერვიულობის ჩახშობას, გაურკვევლობა და ჯერ გაუცნობიერებელი სიხარულიც რომ შერეოდა თან.
- ჯანდაბა.. ელენე.. - ვერაფრით მოუყარა სათქმელს თავი, ფრთხილად აიტაცა გოგონა ჰაერში და მაშინვე მანქანისკენ გააქანა. მთელი გზა შეშლილივით უყურებდა იმაში დასარწმუნებლად ხომ ნამდვილად კარგად იყო და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ბოლომდე მამობის აშკარა პერსპექტივას. ჯერ ისიც ვერ გაერკვია როგორ აღმოჩნდა ელენე მასთან, ვერც თავის შეგრძნებებში გაერკვა. არასდროს უგრძვნია ემოციების ასეთი სასიამოვნო ნაკადი, ცხოვრებაში პირველად არ ფიქრობდა გაფუჭებულ საქმეზე, კიდევ ერთხელ გამომძვრალ გაგნიძეზე.. ვარდისფერი პატარა ფეხისგულები რომ წარმოიდგინა მიხვდა რომ ცოტა ხნით მანქანა უნდა გაეჩერებინა რომ აღელვებულს არაფერი დამართნოდა, გონებაში საზიზღარმა ეჭვმა გაუელვა და წამებში მოექუფრა სახე.
- ელე, ელენე.. მითხარი რომ რაც თქვი სიმართლეა და არ მოგიტყუებივარ.. თქვი, რომ ეს ჩემს შესაჩერებლად არ მოგიგონებია! - გოგონას გაფართოებულმა თვალებმა ადვილად მიახვედრეს რამდენად აფსურდული იყო მისი ფიქრები. სასწრაფოდ შეუხსნა ღვედი და მის ტუჩებს არაფრით მისცა პასუხის გაცემის საშუალება. მანამდე მასთან ყოველთვის ფრთხილი ახლა გაასმაგებული სინაზით იკრავდა გულში და გაურკვეველ სიტყვებს ან მის სახელს უაზროდ ჩურჩულებდა. რთულია გადმოსცეთ რა შეიძლება იგრძნო მსგავს მომენტში, რამდენად სასიამოვნოა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა და წარმოდგენაშიც კი რამდენად შოკისმომგვრელია ვარდისფერ ერთი ციდა ფეხისგულებთან თამაში, რომელიც შენს შვილს ეკუთვნის.
ახლაც არაფრით დაანება მანქანიდან თავისით გადმოსვლა, საჭირო რომ ყოფილიყო მთელი 9 თვის განმავლობაში მიწაზე ფეხს არ დააკარებინებდა. სავარძელში რომ ჩასვა თვითონ მის პირდაპირ ჩამოჯდა მაგიდაზე, მუხლებს დაეყრდნო და ბედნიერი, მაგრამ მაინც თავშეკავებული ღიმილით კიდევ ერთხელ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გამხდარი სხეული, რომელიც მისთვის მთელი სამყაროს ცენტრად ქცეულიყო. უფრო სწორად ქცეულიყვნენ! გონებაში მაშინვე შეასწორა და თბილი ხელი თავისაში მოიქცია.
- როდის გაიგე, ელე? - ყველაფრის დაზუტება და დეტალების გამოკვლევა ახლა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
- ექიმთან რომ გყავდი ანალიზებზე მაშინ .. მე ვთხოვე და მაგიტომ არ გითხრეს.. - სასწრაფოდ დაამატა გაურკვევლობა რომ მოეშორებინა მისი თბილი მზერისთვის.
- და იმიტომ არ მითხარი, რომ სიურპრიზის გაკეთება გინდოდა.. - არ გაჭირებია ამოეცნო მისი ფიქრების, გეგების, სურვილების ამოცნობა, რომელიც ბოლო დროს „ცხოვრებისეულ პროფესიად“ ექცია.
- ნუუ.. რაღაც ასეთი.. - გაუცინა და მოფერებაში გართულ მის ხელს ცერა თითით თვითონაც ნაზად მოეალერსა.
- აშკარად გამოგივიდა! - ადვილად შეატყო დაბღვერილს, რომ თავს მხოლოდ მისი მდგომარეობის გამო იკავებდა.
- იცოდე არ გაგვიბრაზდე ! - ბრძანების მრავლობითმა ფორმამ ბედნიერებისგან ორივეს სუნთქვა შეუკრა. მთელი არსებით რომ მოენდომებინა ალესანდრეს ამის მერე ვეღარ გაბრაზდებოდა.
- ელენე რატომ გადაეკიდე ამ გაბრაზებას? ან მანამდე როდის გიბრაზდებოდი ხოლმე? - მაშინვე გაახსენდა გოგონას მათი გაცნობის შემდგომი დღეები, ტბის სახლში ძაღლთან დაკავშირებული ჩხუბი და ალექსანდრეს აბსურდულ კითხვაზე გულიანად გაიცინა.
- შენი სახე რომ გენახა, დამიჯერე თავს აუცილებლად დაიზღვევდი ! ჩვენი პატარა რომ არა მგონი მომკლავდი! - დააპირა ეხუმრა მაგრამ ალექსანდრემ აშკარად ზედმეტად სერიოზულად აღიქვა მისი ნათქვამი.
- იქ როგორ აღმოჩნდი? - ძალიან ეცადა, მაგრამ დაძაბული ტონი ვერაფრით მოიშორა. ელენემ თავი ჩახარა და რამდენიმე წამი არ უპასუხია. მისმა ქმედებამ უფრო მეტად რომ ააღელვა გოგონამ ადვილად იგრძნო მის ხელზე მოსრიალე დაჭიმული თითებით..
- თომას ლაპარაკი მოვისმინე.. მერე გამოვეპარე.. და გამოგყევი.. არ გამიბრაზდე რა, გთხოვ.. - ცოტა აკლდა რომ ტირილი არ დაეწყო.
- ჯანდაბა, ელენე არ გიბრაზდები! მაგრამ ამ მდგომარეობაში როგორ გაბედე იქ წამოსვლა? რამე რომ მოგსვლოდა მერე რას აპირებდი? - მაინც ვერ შეიკავა ბოლომდე თავი რომ არ ესაყვედურა.
- აბა, არ გიბრაზდებიო? - კინაღამ გააგიჟა აშკარად აწყლიანებულმა თვალებმა და რამდენიმე ცრემლმა მის გაფითრებულ ლოყაზე.. მეტი აღარ გაუგრძელებია, სწრაფად ჩაისვა კალთაში და დიდი ხნით დააკავა ბევრად უფრო სასიამოვნო საქმიანობით მისი ტუჩები. თავისით ხელით გახადა ტანსაცმელი და მზრუნველად ჩააწვინა საწოლში, მართლა ისე უვლიდა როგორც პატარა ბავშვს, ელენეც ყველაფერს უპრობლემოდ იფერებდა და ახლა უკვე მართლა იცოდა როგორ შეეძლო ალექსანდრეს სრულყოფილად გაბედნიერება ყოველგვარი ულტიმატუმების, მოთხოვნებისა და დათმობების გარეშე.
არ იცოდა რა სახელი უნდა დაერქვა ამ გრძნობისთვის, რომელსაც ერთიანად მოეცვა მისი არსება და საოცარი ენერგიით ავსებდა. ოთახის აივნის მოაჯირს მიყრდნობილი გარედან ადევნებდა გოგონას ძილს თვალს და მართლა ხვდებოდა, რომ ახლა ყველაფერს შეძლებდა. ზუსტად მაშინ დაკარგა ყველაფერმა აზრი, როცა იქ, ტყეში ელენემ ჩუმად გაუმხილა, რომ მალე მამა გახდებოდა. ბოლომდე ახლა იაზრებდა ყველაფერს, ყოველთვის წარსულზე პასუხისმგებელს ეჩვენებოდა, რომ მომავალი ახლა მხოლოდ მას აღარ ეხებოდა. შვილი ეყოლებოდა, რომელიც არაფრით არ იმსახურებდა მამის ცოდვების გამო რამით მაინც დასჯილიყო, ზუსტად გონებაში წარმოდგენილი ვარდისფერი ფეხისგულების გამო ამჯერად მართლა უნდა დაემთავრებინა ყველაფერი. მნიშვნელობა არ ჰქონდა სადამდე გაანადგურებდა ვერასრულებული შურისძიებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა მაგრამ ცხოვრებაში პირველად მოუნდა თვითონაც ყოფილიყო უცოდველი, ძალიან სუფთა და მართალი. ელენეზე ფიქრი ახლა უკვე სულ სხვანაირი იყო, უყურებდა და ვერ ხვდებოდა რატომ დაიმსახურა მისი იმდენად უსაზღვრო სიყვარული, რომ პირობის დარღვევაც კი უპრობლემოდ რომ აპატია. მართლა ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ელენეს ყველაფერს მხოლოდ მის გამო შეგუებოდა.. ზუსტად ამიტომ იცოდა, რომ უკვე მართლა მიატოვებდა, აუცილებლად დაივიწყებდა წარსულს და ახლა უკვე ელენეს უსაზღვრო ბედნიერებით მოიწყობდა სრულფასოვან მომავალს...

№1 სტუმარი nini

vaimee vgijdebii dzalian kargiaa gaavrdzele

№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ღმერთო რამხელა და რამდენი ემოციებიააააააა ძალიან მაგარია ძალიააააან.

№3  offline წევრი ანაკონდა

ველოდები შემდეგს ❤❤ ძალიან მომწონს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent