შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი VII


29-12-2017, 21:57
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 246

იდეალური ღამე გავატარეთ ერთად..
დილით გაღვიძება არ მინდოდა,რადგან მეგონა ყველაფერი სიზმარივით გაქრებოდა..მინდოდა ისევ გამეგრძელებინა ძილი,და დავბრუნებულიყავიი „ლამაზ სიზმარში“..
-აღარ აპირებ გაღვიძებას?-ვიგრძენი მისი სუნთქვა კისერში.
-ანუ ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა?
-არა.. ახლა ადექი,თორემ საუზმე გაცივდება..-ხელზე დამქაჩა მან.
ძლივს ავიზლაზნე და სამზარეულოში გავედით.საუზმე ლამაზად ორ პერსონაზე იყო გაშლილი... გამეღიმა.. მესიამოვნა ამგვარი ყურადღება.სუფრას მივუსხედით თუ არა კარზე ზარის ხმა გაისმა,ერთმანეთს გადავხედეთ რადგან არავის ველოდებოდით.ანდრეი კარების გასაღებად წავიდა მე კი საუზმეს გემრიელად მივირთმევდი დამღლელი ღამის შემდეგ...
ანდრეის უკან დაბრუნება შეაგვიანდა,თანაც კამათის ხმა შემომესმა ამიტომ შესამოწმებლად გავედი..
-ანდრეი ასე ვერ მომექცევი,მე ვიღაც არ ვარ კარგად იცოდე.-ნატალი იდგა და ანდრეის ეკამათებოდა,შემდეგ მე გამომხედა და დაამატა.-ამის გამო ამბობ საკუთარ შვილზე უარს? არ გრცხვენია?
-ნატალი საკმარისია.. წადი აქედან.-უბიძგა კერებისაკენ ანდრეიმ,მაგრამ ის არ ჩუმდებოდა.
-მაგასაც ვნახავთ ვინ წავა და ვინ დარჩება.-ნატალი წავიდა და ანდრეიმ ხმაურიანად დახურა კარი.
მე ვიდექი.. ხმის ამოღება არ შემეძლო.არ გავბრაზებულვარ არც მასზე და არც საკუთარ თავზე,მე უბრალოდ გავტყდი.. აი იმ დონემდე მივედი საკუთარი თავი რომ შეგეცოდება,ეს ხომ უკანასკნელი გრძნობაა რაც შეიძლება ადამიანს დაგეუფლოს... ისიც იდგა და მიყურებდა,ვერ ბედავდა რაიმე ეთქვა.. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე,მაგრამ როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და ოთახის მიმართულებით წავედი..
ბარგის ჩალაგება არ დამიწყია,მაგის დრო საკმაოდ მექნებოდა.. ახლა სხვა რამე მჭირდებოდა..
სასწრაფოდ ჩავიცვი ტანზე და ოთახიდან გავედი..
-არაფერს იტყვი?
-განა სათქმელი დამიტოვე რამე?
-ახლა რა იქნება?
-ახლა?... დალევა მინდა.
ანდრეი არ შემწინააღმდეგებია,ჩაიცვა და სახლიდან გავედით. ერთ პატარა ბარში შევედით,თითქმის ცარელი იყო.. შუაში მდგარი მაგიდა შევარჩიე თვალით და მისკენ გავემართეთ...
რამდენი დავლიეთ არ ვიცი.. მაგრამ საკმაოდ შევთვერი,ანდრეიც არ გამოიყურებოდა მთლად ფხიზლად.. ვიჯექით და ვსვამდით.. არ ვსაუბრობდით,რათა კიდევ უფრო არ გვტკენოდა გული...
საღამოს ცხრა საათი იქნებოდა,როცა ანდრეის ტელეფონზე ნატალის ზარი შემოვიდა,სწორედ მაშინ მივხვდი აქ უნდა დაგვესრულებინა ის რაც არც დაწრებულა..
დაახლოებით ათ საათზე უკვე სახლში ვიყავით.. ანდრეის დავეხმარე ოთახში შესვლაში და საწოლზე დავაწვინე..
-ჩემთან მოდი..-საკმაოდ სევდიანი ხმით მითხრა მან და მეც დავყევი მის სურვილს..
გვერდით მივუწექი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე... გული კიდევ უფრო გამიტყდა რადგან დარწმუნებული ვიყავი ბოლოჯერ ვხედავდი.ანდრეის ჩაეძინა.. მე კი ჩუმად ვიცრემლებოდი...
ძალიან რთული ყოფილა საყვარელი ადამიანის ისე მიტოვება,თითქოს არც არაფერი ყოფილა ჩვენს შორის.დაცლილი და განადგურებული ვალაგებდი ჩემოდანს.. ამჯერად ზუსტად ვიცოდი სადაც მივდიოდი...
ამერიკაში ჩემს დაქალთან მაიკოსთან გავემგზავრე.. გავაგრძელე ძველ სამსახურში სწავლა და ისევ ავუწყვე ფეხი ნიუ-იორკის სწაფ ტემპს,სადაც ჩემი პირადი მეათასე ხარისხზე უნდა გადამეტანა და თავი მთლიანად სამსახურისთვის დამეთმო,მაგრამ რა ვუყო გულს?.. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი ცხარე ცრემლით ვტიროდი..
სოციალურ ქსელს არ ვამოწმებდი,რადგან ვიცოდი ანდრეი დარეკავდა.. ვიცი თუ მოინდომებდა ისედაც მიპოვნიდა,მაგრამ ალბათ ისიც ცდილობდა „გავეშვი“
ორი წლის მანძილზე ყოველ ღამით საშინელი სიზმრები,ტირილი,კივილი არ წყდებოდა..
ორი წლის მანძილზე ყოველ ღამით თეთრად ვათენებდი...
ორი წლის მანძილზე ყოველ ღამით მის სახეს ვხედავდი...
ერთ დღეს ჩემდა უნებლიედ ძველ ემაილზე შევედი,სადაც ანდრეი უამრავი წერილი დამხვდა.. გულმა არ მომითმინ და წავიკითხე...
გავნადგურდი....
გადავწყვიტე ანდრეისთვის წერილი მიმეწერა და პოსტით გამეგზავნა.. ისე როგორც ადრე წერდნენ ხოლმე..

ანდრეი
ნატალის ისტერიკის შემდეგ მარიამი არაადეკვატური გახდა.. ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა,ან აცნობიერებდა მაგრამ არ გამოხატავდა...
მთელი დღის მანძილზე ვსვამდით,მაგრამ არცერთი ვჩქარობდით რაიმეს თქმას.ჩვენი მყუდროება ნატალის ზარმა დაარღვია,რმელიც ცდილობდა „ორსულობით“ მასთან დავეკავებინე.
მივხვდი მარიამმა გადაწყვეტილება მიიღო..
ვიცოდი ისეთ რამეს გადაწყვეტდა,რაც მეც გულს მატკენდა..
დილით გაღვიძებულს ის აღარ დამხვდა.. ისე წავიდა,თითქოს არც არასდროს ყოფილა ჩემთან..
ვიცოდი სადაც იყო,როგორც იყო,რას აკეთებდა.. მაგრამ მე მის სურვილს პატივი ვეცი და არ ვნახე..
ნატალიმ საქმე ისე მოაწყო,რომ დავქორწინდით.. ჯვრის წერის დღე ჩემი დაკრძალვის დღედ მიმაჩნდა..
ვცდილობდი,მარიამი გულში ღრმად ჩამეკლა და ნატალისთვის როგორც ჩემი შვილის დედისთვის პატივი მეცა..
ერთ დღესაც სახლში მისულს ნატალი შეშლილი სახით დამხვდა..
-შენ ძუკნას ისევ ეკონტაქტები ხომ?
-ვის გულისხმობ?
-ბევრი ძუკნა გყავს?
-შენზე მეტი ძუკნა ჯერ არ მინახავს ნატალი.. ამიტომ ამოღერღე რა გინდა.
-რაც მინდა ის იყო რომ ოჯახი ვყოფილიყავით,მაგრამ შენ ვერა და ვერ ივიწყებ იმ მახინჯს.. ბედავს და წერილსაც გწერს პოსტით რომ მე ვნახო ხომ?
-რა წერილი?-სიამოვნების ჭრუანტელმა დამიარა..მაგრამ უცებ შევნიშნე კართან გამზადებული ჩემოდნები.-ეს რა არის?
-მე და გაბრიელი(ჩემი შვილი) მივდივართ.. ამ დღეებში ჩემი ადვოკატიც დაგიკავშირდება..
ნატალიმ ბავშვი აიხუტა და ჩემოდნებს ხელი დაავლო,რატომღაც არ დავედევნე.. არ შევაჩერე..
დივანზე მობეზრებული ჩავჯექი და ჩემს წინ „მიგდებულ“ წერილს მოვკარი თვალი..
“გამარჯობა...
მე შენი დაკარგული სიყვარული ვარ...
ერთმანეთი სანაგვე ყუთში მოვისროლეთ...ჩვენი იმედები ხეზე ჩამოვკიდეთ და ჩამოვახრჩეთ...
ისე წავედით ერთმანეთისგან, რომ სათქმელიც არაფერი დაგვრჩა..
ახლა გწერ,რადგან მინდა ყელში ბურთივით გაგეჩხიროს სინანული და ამ ზამთრის ცივ საღამოს, უბრალოდ გეტკინოს....რომ
მე დაკარგული სიყვარული ვარ.. ბედნიერებამ კარი შემოგვიღო ორივეს, ჩვენ მძიმე ხელებით მივუჯახუნეთ და საკეტი გამოვცვალეთ.
ერთხელ მაინც გამოუტყდი შენ თავს, რომ მე შემეძლო შენი ბედნიერების უმაღლესი მწვერვალი ვყოფილიყავი...შენ სხვა ნეკნს ეძებ, სხვაგან იხედები....სხვა გზებზე დადიხარ და ყოველ დღე მცდები...
მე ვერ ვბრუნდები შენთან...ვერ ვივიწყებ, როგორ გამიმეტე....
ლოდივით მძიმე გახდი ჩემთვის და აუტანელი... ლოცვასავით მჭირდები ხანდახან და მარხვასავით გარღვევ...
ვერც სულიერ ცხოვრებაში აღმოვჩნდი სრულყოფილი...
დღეს შენი წერილები წავიკითხე და გული შემეკუმშა, თითქოს სუნთქვა არ შემეძლო, ისეთი უცხო გახდი...
ყველაფერმა გაგამტყუნა ჩემში...არადა თითქოს ყველა ჩემი ნაწილი შენ მხარეს იყო, თვალების გარდა...
თვალებმა ვერ გაპატიეს... გავცივდი...
მოვიღუშე...
წლებმა ლაქები ამომიყვანეს თვალის უპეებში და ვცდილობ ადამიანებს არ შევხედო.
გავურბივარ......
ხანდახან ბილიკებზე ვჩერდები და სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ შეგხვდე და გამოგამწყვდიო ჩემში..ზოგჯერ ვფიქრობ რომ ვალდებული ხარ, ჩემი ყველა ტკივილი მოისმინო...
ვალდებული ხარ რომ სიჩუმეშიც ჩემ გვერდით იდგე...
ასე არ ტოვებენ ამ მიწაზე ერთმანეთს....
ასე მაშინაც არ ტოვებენ, როცა ზეცაში მიდიან....
გაუსაძლისად სასტიკი იყო ყველა შენი ნაბიჯი.....
ვინ იცის,
ახლა სხვის მხრებში თბები და ოდესმე სხვის ჯვარს იტვირთავ“
გული ისე შემეკუმშა რომ ლამის გაჩერდა.. უცნაურ ტკივილს განვიცდიდი მის წარმოდგენაზე,მისმა წერილმა გამანადგურა.. თავი არაკაცად მაგრძნობინა,მაგრამ ამავდროულად გამაბედნიერა რომ ორი წლის შემდეგ ისევ ვახსოვდი და მის გულს არავინ დაპატრონებია.
სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი თბილისის ერთ ერთ უწყებაში..
სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი უფროსთან შესახვედრად,როცა ერთ-ერთი ოთახის ვიტრინებში ნაცნობი ვიზუალი შევნიშნე,მაგრამ როცა უკან დავბრუნდი ის აღარ დამხვედრია..
როგორც ჩანს მომეჩვენა,რადგან ეს დღეები გამუდმებით ვფიქრობდი მასზე..
-სოფრომაძე!
-კაპანაძე..-მივმართეთ ერთმანეთს მე და ცემმა თანამშრომელმა.
-გავიგე ახალი თანამშრომელი გვყოლია,შენებურად არ დააფრთხო.
-არ შევხვედრილვარ ჯერ,ვინ დამიფრთხია ამას რომ გადავეკიდო?-გავიკვირვე მე.
-ისეთი ამაღელვებელი ქალი ყოფილა,რომ მასზე ლეგენდები დადის მთელს განყოფილებაში.
-ქალი ?
-ჰო ჰო ქალი.-გამიცინა კაპანაძემ.-მოვიდა თუ არა ჩვენ ბიჭებს ხომ იცნობ.. მაგრამ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა ეს ჩვენი გოგო.
-მეჩქარება.. მერე ვისაუბროთ.-ვეცადე თავიდან მომეშორებინა კაპანაძე თორემ ქალებზე ლაპარაკს ვინ დაასრულებინებდა მას.
ნატალისთან ვაპირებდი წასვლას,მაგრამ გაყოფილებიდან დამირეკეს და მომიწია სასწრაფოდ მივსულიყავი.
მივედი თუ არა უცნაური სიტუაცია დამხვდა.. თანამშრომლების უმრავლესობა შეკრებლიყვნენ და „ჭორაობდნენ“ მე კი საქმის მასალები ავიღე და სახლში ვაპრებდი მათ გასაცნობად წაღებას..
კიბეებზე ჩავირბინე და სანამ კარებში გავდოდი ნაცნობი ხმა მომესმა ფოიედან..მაშინვე გავჩერდი და ხმის მიმართულებით წავედი..
ჩემს წინ ქუსლებზე შემდგარი ქერა ქალი იდგა ზურგით, რომელიც საუბრობდა და ჩვენი თანამშრომლები გულმოდგინედ უსმენდა.თითქოს არცერთი სიტყვის გაშვება არ უნდოდათ,მაგრამ ეს მოჩვენებითი იყო.. მის ვიზუალს როგორც მგლები ისე უყურებდნენ მისი მოტმასნილ ტყავი კაბას..
-მარიამ..- წამომცდა ჩემდა უნებლიედ ეს სახელი..
ქალმა ჩემკენ გამოიხედა



№1  offline წევრი Mariami 1408

აი ეს მესმის საუკეთესო ხარ ძალიან მომწონს და გთხოვ მალე დადე ველი შემდეგ თავს ❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

mwyurixar...

 


№3  offline წევრი naniko mindia

Au ramagaria warmatebebi♥♥♥♥male dade ra
--------------------
lomidze

 


№4 სტუმარი სტუმარი უცნობი

ძალიან მაგარი ისტორია გააფუჭე ყველას მსგავსი გახადეეე გააბანალურე სხვებივით სხვა ქალი შემოტენე და ეს ბავშვით დაშანტაჟებები და ამბები ვითომ ორი წლით გადაკარგვები მერე დაბრუნებები და სისულელეები შემოურიე არადა მართლა მაგარი ისტორია იყო სანამ ამ ნატალის შემოტენიდი ვითომ ანდრეი ამხელა სულელი იყო რომ ნატალის გააბრიყვებია თავი და თან ორსულად დარჩა.

 


№5  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი უცნობი
ძალიან მაგარი ისტორია გააფუჭე ყველას მსგავსი გახადეეე გააბანალურე სხვებივით სხვა ქალი შემოტენე და ეს ბავშვით დაშანტაჟებები და ამბები ვითომ ორი წლით გადაკარგვები მერე დაბრუნებები და სისულელეები შემოურიე არადა მართლა მაგარი ისტორია იყო სანამ ამ ნატალის შემოტენიდი ვითომ ანდრეი ამხელა სულელი იყო რომ ნატალის გააბრიყვებია თავი და თან ორსულად დარჩა.

იმედია მოგეწონებათ შემდეგი თავი..
პ.ს შAნტაჟი არ ყოფილა ამ ისტორიის არცერთ თავში..
მადლობა რომ კითხულობთ და გვიზიარებთ თქვენს შEხედულებას

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Is cerili saocreba iyoooo. Iseti uhhhh. Gums rom gagigmiravs da tan chagitans. Yochagg

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent