შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვადი გრძნობები(6)


30-12-2017, 21:44
ავტორი nia_93
ნანახია 2 071

ცხოვრება ისე ერთფეროვნად მიდიოდა,როგორც არასდროს. მარიამი ზოგადად,ისედაც არ გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით,სალომესგან განსხვავებით,მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მონოტონური იყო ყველაფერი. სალომესაც ისე ხშირად ვეღარ ხედავდა.ხან სამსახურიდან ისეთი დაღლილი მიდიოდა,არსად გასვლის თავი არ ჰქონდა,არც სალომე იწუხებდა თავს მოკითხვებით, ის მიჩვეული იყო,რომ ყველა იქეთ იკითხავდა და თავად ძალიან იშვიათად მოიკითხავდა ხოლმე ვინმეს.ბოლო პერიოდში კიდევ,გადართული იყო ახალი თაყვანისმცემლით, ასევე რაღაც სააგენტოებთან თანამშრომლობდა და ფოტოსესიები ჰქონდა.

სამაგიეროდ, მაქსიმე ურეკავდა ძალიან ხშირად და საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ.მარიამს მოსწონდა მასთან ასეთი ურთიერთობა,მისთვის მაქსიმე კარგი მეგობარი იყო, ყოველ შემთხვევაში ის ასე თვლიდა. თუმცა,მაქსიმე ნამდვილად არ აღიქვამდა მარიამს,როგორც კარგ მეგობარს,მას უფრო მეტი უნდოდა მისგან და ეს სწორედ ერთ საღამოს,მარიამთან სახლში მისულმა დაამტკიცა.

სამსახურიდან ისეთი დაღლილი მივიდა, საერთოდ არაფრის თავი არ ჰქონდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ტახტზე მიწვა.ძალიან შიოდა,მაგრამ ეზარებოდა. ტელევიზორი ჩართო და უაზროდ გადადიოდა არხიდან არხზე. ერთ-ერთ ფილმზე დატოვა და ყურება დაუწყო,მერე რა რომ უკვე დაწყებული იყო და არ იცოდა რამდენი ხნის,მაინც ინტერესით უყურებდა. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ძლივს წამოდგა.

-ახლა თუ ისევ დეზინფექციის სამსახურიდან არიან,შეიძლება შემომელანძღონ-ჩაიბუტბუტა დაღლილმა სალომემ და კარებისკენ წავიდა.საბედნიეროდ არც დეზინფექციის სამსახურიდან იყვნენ და არც მოწყალებას ითხოვდნენ,როგორც ხშირად ხდება ხოლმე. კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა თუ არა,მაქსიმე დაინახა. გაეღიმა და კარი სწრაფად გააღო

-მეგონა დეზინფექციიდან იყვნენ და უკვე მზად ვიყავი საჩხუბრად-გაუცინა და გადაკოცნა.

-უკეთესი ვარიანტი მაინც ვარ-გაეცინა მაქსიმეს, შიგნით შევიდა და დივანზე ჩამოჯდა

-ახლახანს მოვედი და ცოტა არეულობაა-უხერხულად მოავლო თვალი იქვე მიყრილ ფეხსაცმლებს, ჩანთას და ქურთუკს და მათი ალაგება დაიწყო

-უი,ასე გვიან? სპეციალურად დავაგვიანე,მეთქი დაღლილი იქნება და დასვენებაში ხელს არ შევუშლითქო-შეწუხდა მაქსიმე

-არაუშავს,რა პრობლემაა-გაუღიმა მარიამმა-არ შეჭამ რამეს?მე ძალიან მშიერი მოვედი,მაგრამ დამეზარა ჭამა და შენი ხათრით მეც შევჭამ- შესთავაზა და ახლა უფრო მოშივდა

-კარგი,მეც შენი ხათრით შევჭამ- გაუღიმა.

მარიამმა ორ კაცზე გააწყო მაგიდა და მაქსიმეს დაუძახა,რომელიც ტელევიზორს უყურებდა.გემრიელად ივახშმეს და შემდეგ ისევ მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს,თან ყავის ჭიქები და ტკბილეულობა გამოიყოლეს.

-არა რა,ჭამა არის ნეტარება-ბედნიერმა ამოთქვა მაქსიმემ-თან შენ კარგი ხელი გაქვს-ნახელავიც შეუქო. მარიამი გაწითლდა.სულ ესე ემართება როცა კომპლიმენტს ეუბნებიან.
ცოტა ხანი უხმოდ უყურეს ტელევიზორს და თან ყავას მიირთმევდნენ.მაქსიმეს აშკარად რაღაც აწუხებდა,რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მოეხერხებინა.

-მარიამ,რაღაც მინდა გკითხო-დაიწყო როგორც იქნა.მარიამმა ინტერესიანი მზერა მიაპყრო.

-ჩვენზე რა აზრის ხარ?-სწრაფად ჰკითხა და თან ყავა მოსვა ნერვიულობის დასაფარად.მარიამი შეკითხვამ გააკვირვა,ცოტა არ იყოს და არსსაც ვერ მიუხვდა

-რას გულისხმობ?-დაბნეულმა შეუბრუნა კითხვა

-ჩემთან ურთიერთობა მოგწონს?-ახლა სხვანაირად დაუსვა შეკითხვა

-კი-არც დაფიქრებულა ისე უპასუხა,რადგან მართლა ასე იყო-შენ კარგი ადამიანი ხარ

-და?-უფრო ჩაეძია

-და მომწონს შენთან ურთიერთობა-გაეცინა,იმავე პასუხის სხვანაირ ბრუნვაზე

-კონკრეტულად რა მოგწონს,შეგიძლია მითხრა?-არ ეშვებოდა მაქსიმე

-მაქსიმე,რა კითხვებით ხარ?-გაეცინა-რა ვიცი,ზოგადად მომწონს,როგორ დაგიკონკრეტო?!-მხრები აიჩეჩა

-კარგი,მოკლედ...-ერთი ღრმად ამოისუნთქა, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და მარიამს მიუბრუნდა-აღარ მინდა არაფრის დამალვა,დროა წინ წავიწიო-უთხრა და პაუზა გააკეთა.მარიამი ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა,ამიტომ გაჩუმდა და დააცადა სათქმელი თავად მაქსიმეს ეთქვა ბოლომდე-ბოლო პერიოდი,შენზე ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობ.სამსახურში,სახლში,მეგობრებთან,ძილის წინ, ნუ, მოკლედ, თითქმის სულ მეფიქრები და მენატრები-თქვა და ისევ გააკეთა პაუზა -სულ მინდა გხედავდე ხოლმე, მინდა დავდიოდეთ ერთად სხვადასხვა ადგილებში,მინდა ესეთი სიტუაცია,როგორიც დღეს გვაქვს, ხშირად გვქონდეს, მინდა შენი მოკითხვის უფლება მქონდეს ნებისმიერ დროს და ადგილას-ისევ შეჩერდა და ხელები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა-მარიამ, მიყვარხარ! - ამოთქვა ბოლოს რისი თქმაც სურდა და თვალებში ჩააჩერდა.
მარიამი ხმას ვერ იღებდა.მოსმენილისგან დამუნჯებული იყო და უჭირდა ყველაფრის გააზრება,რაც მაქსიმემ ახლახანს უთხრა.რას წარმოიდგენდა,მას თუ უყვარდა ? ზოგადად ისე იყო მარტო ყოფნას, ბიჭებისადმი სიმპათიების დამალვას მიჩვეული, ვერასდროს იფიქრებდა,ვინმე, განსაკუთრებით მაქსიმე სხვანაირად თუ შეხედავდა. არ იცოდა რა უნდა ეპასუხა.ინსტიქტურად ყავის ფინჯანი აიღო და ყავა მოსვა.ცოტა ხანი სიჩუმე იყო. მაქსიმე მარიამს უყურებდა და აკვირდებოდა მის სახეზე ცვლილებებს,მარიამი ყავის ფინჯანს მიშტერებოდა

-მე... არც კი ვიცი რა ვთქვა-ამოილუღლუღა ბოლოს, როცა მიხვდა რომ რაღაც უნდა ეთქვა- დაუჯერებელია ეს ჩემთვის, არ ვიცი, ცოტა ვერ ვაზროვნებ მგონი ახლა-ნერვიულად გაუცინა და ხელი შუბლზე მოისვა-მაქსიმე,დარწმუნებული ხარ?-ბოლოს მოუსვენრად ჰკითხა,იქნებ და შეცდა და უბრალოდ მოვწონვარ და გრძნობები აერია ერთმანეთშიო

-მე სიტყვებს ჰაერში არასდროს ვისვრი მარიამ!- ისეთი ხმით უპასუხა,ეს როგორ მაკადრეო.

-ბოდიში-სახეზე აწითლდა და თავი მორცხვად ჩახარა

-მარი,მომისმინე, მე პასუხს ან რამეს ახლა არ გთხოვ. უბრალოდ მინდა რომ კარგად დაფიქრდე. მე მართლა ძალიან მიყვარხარ და მინდა შენთან ერთად. თუ შენგანაც რაიმე მსგავსს ვიგრძნობ ოდესმე,ძალიან ბედნიერი ვიქნები

-მე შენ როგორც მეგობარს ისე გიყურებ-წარმოთქვა სიტუაციისთვის ყველაზე შეუფერებელი პასუხი

-თავიდან მეც ეგრე გიყურებდი,მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა

-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ამაზე რას იტყვის?-მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ მაქსიმე მისი საუკეთესო დაქალის ძმა იყო და ის სიყვარულს უხსნიდა

-შენი პრობლემა მხოლოდ სალომეა?-ინტერესით ჰკითხა

-ნუ ერთ-ერთი ეგეც-ხმადაბლა ჩაილაპარაკა

-და სხვა? კიდევ რა არის პრობლემა?

-სხვა..-ჩაფიქრდა,უნდოდა ეთქვა სხვა მიყვარსო,მაგრამ ამას ვერ ეტყოდა და არც ის უნდოდა იმედი მიეცა და მერე გული ეტკინა. არ იცოდა რა ეთქვა-აუ,არ ვიცი,მაქსიმე,დანეული ვარ ძალიან-ვერაფერი უპასუხა

-მოდი,ახლა მე წავალ და შენ დაისვენე და იფიქრე-ფეხზე წამოდგა,შუბლზე აკოცა და არაფრის თქმა არ აცალა ისე გაუჩინარდა მისი სახლიდან.
მარიამს კი,ძალიან დიდი თავსატეხი დაუტოვა.

მაქსიმეს ამის შემდეგ არაფერი შეუმჩნევინებია მისთვის.ერთხელ უთხრა და არ უნდოდა ზედმეტად თავი მოებეზრებინა ან შეეწუხებინა თავისი გრძნობებით,ამიტომ გაჩუმება და დაცდა არჩია.

ურთიერთობას ჩვეულებრივ აგრძელებდნენ,ვითომ არაფერი მომხდარა.

-მოდი-გაუღიმა სალომესთან მოსულ მარიამს და კარებში შემოატარა. მარიამი ჩვეულებრივად მიესალმა-სალომე ჯერ არ მოსულა,მაგრამ გზაშია-საერთოდ არაფერს იმჩნევდნენ. ჩვეულებრივად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე და ამასობაში სალომეც მოვიდა წუწუნით

-ასეთ დროს მანქანით სიარული მეზიზღება რა- ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და ჩანთა მოისროლა-ისეთი საცობია,სააკაძიდან საბურთალომდე ზუსტად 1 საათია,რაც მოვდივარ-მარიამი გადაკოცნა და დაღლილი დივანზე ჩამოჯდა-სად დამეკარგე?-ფეხსაცმელი გაიძრო,ფეხები აიკეცა და მარიამს მიუბრუნდა. მან მხრები აიჩეჩა

-შენ რას შვები,როგორ მიდის ფოტოსესიები?

-უფ,არაჩვეულებრივად.ძალიან მაგარია რა-ბედნიერმა უპასუხა

-მიხარია, რომ ისეთ რამეს აკეთებ, რაც მოგწონს-გულით გაუხარდა

მარიამმა და სალომემ ცოტა ხანში საძინებელში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს ჭორაობა.

-ეს შოთიკო ძალიან ფსიხი ვინმეა- დაიჩივლა სალომემ.მარიამს რატომღაც არ გაჰკვირვებია სალომეს უკმაყოფილება მისი თაყვანისმცემლისადმი, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს იყო ხოლმე სალომე არც ერთი მათგანით-ერთხელ მოკლე კაბაზე გამიჭედა, მერე ბიკინებში ფოტოების გადაღებას შეეშვიო,მერე ისაო,მერე ესაო,მოკლედ ვერ არის რა.მათეს არ ჰქონდა თავის დროზე ამ ყველაფერზე პრეტენზიები და ეს ვინ მიგდია ვაფშე?-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა-უნდა დავშორდე!-კატეგორიულად განაცხადა-მარიამს გაეცინა,მერამდენე იქნებოდა ნეტავ შოთიკო?!

კიდევ ცოტა ხანი დარჩა მასთან და მერე სახლში წავიდა.


ამ ამბიდან ზუსტად მეორე დღეს სალომე ატირებული მიადგა სახლში მარიამს. მას მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა გაუკვირდა,ის თითქმის არასდროს ტიროდა და ცოტა შეეშინდა

-სალო,რა მოხდა?-შეშინებულმა ჰკითხა,როცა შიგნით შეიყვანა, დივანზე დასვა და წყალი მიაწოდა. კარგა ხანი მოთქვამდა და არაფერს ამბობდა. მარის ცოტაც და ნერვები უმტყუვნებდა,ჯერ ერთი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა,მერე მეორე,არაფრის დიდებით არ იწყებდა ლაპარაკს -იტყვი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა?-ბოლოს მაინც ვერ მოითმინა. სალომე ცოტა დამშვიდდა და ცრემლები ხელებით მოიწმინდა

-შოთიკოს დავშორდი-ამოისლუკუნა. მარის ეგონა მოესმა. სალომე ბიჭის გამო ტირის?შანსი არაა.
-და ამის გამო ტირი?-გაოცებულს გაეცინა

-ხელი გამარტყა!- პირდაპირ მიახალა და მარის სიცილი სახეზე შეახმა

-რააა?-აღშფოთებულს აღმოხდა

-ხო,ისევ რაღაცაზე გამიჭედა,მე უკვე ვერ მოვუთმინე ,გავლანძღე და მეთქი გშორდები.ერთმანეთს ვუყვიროდით და ამ ყვირილში,ვერც გავიაზრე ისე ვიგრძენი მისი მწარე ხელი-თქვა და ისევ ატირდა-მერე გავფსიხდი და ჭიქა ვესროლე,მილიმეტრებით ასცდა-სლუკუნით ყვებოდა-პროსტა ასე არასდროს არავის დავუმცირებივარ-ტირილით აგრძელებდა.

-მაქსიმეს უთხარი?

-გაგიჟდი? მაგას არ გავრევ ამ ამბავში.არ მინდა ვიღაც იდიოტის გამო შარსი გავხვიო და გთხოვ შენც არაფერი არ წამოგცდეს-ისევ ცრელმები წამოუვიდა.

მარის მისი ხელები ეჭირა და ხანდახან გასამხნევებლად მაგრად უჭერდა. არაფერი უთხრა სანამ არ დამშვიდდა. მერე,თვითონაც ვერ მიხვდა ისე წავიდა სამზარეულოში და როდინდელი ნაჩუქარი ვისკი გამოიტანა და თან ორი ჭიქა გამოაყოლა

-მე სასმელთან ცუდად ვარ იცი შენ,მაგრამ ახლა ეს შენ ძალიან გჭირდება და მოდი, დავლიოთ-უთხრა და ვისკი ჭიქებში ჩამოასხა.სალომემ სახე ხელებით შეიმშრალა და ჭიქა აიღო. მოეწონა ეს იდეა.არც დაფიქრებულა ისე გადაკრა ერთი ჭიქა ბოლომდე.სასმელმა ყელი ჩაწვა და შოკოლადი მიაყოლა. მარიმაც მას მიბაძა და პირველი ჭიქა ბოლომდე დალია. მთელი შიგნეული აეწვა.ამაზე მწარე არასდროს არაფერი გაუსინჯავს.მანაც შოკოლადის ფილა აიღო და გემრიელად დააყოლა. ერთს მეორე ჭიქა მოყვა,მეორეს მესამე და ასე გამოცალეს მთლიანი ბოთლი.თან შიგადაშიგ დეპრესიულ კომენტარებს აკეთებდნენ,სალომე ძირითადად კაცების ლანძღვით იოხებდა გულს და მართლა შველოდა. მარიამისთვის 2 ჭიქაც საკმარისი იყო დასათრობად და ამ ვისკმა სასწაულები დამართა.თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. სევდა შემოაწვა და გულიდან ლოდის მოხსნა მასაც უნდოდა,როცა სალომემ კაცების ლანძღვა დაიწყო.

-მეც მიყვარდა ერთი-წარმოთქვა ლუღლუღით-ცალმხრივად-დაამატა მერე,თან ენა ებმეოდა-ის ყველაზე კარგი იყო და არის-თქვა და ცრემლები წამოუვიდა.სალომეს,მიუხედავად იმისა რომ მთვრალი იყო,ამის გაგონებაზე თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა.რას წარმოიდგენდა მარიამს ვინმე თუ უყვარდა,თან ცალმხრივად და მითუმეტეს მას ეს მისთვის არასდროს უთქვამს-მთელი ეს დრო მისი სიყვარული დიდ ლოდად მაწევს გულზე და თან სინდისიც მაწუხებს,უთქმელობა მტანჯავს-ძლივსძლივობით ლაპარაკობდა-მე...მე, მათე ბიწაძე მიყვარს-დაასრულა სათქმელი და ჭიქაში ჩარჩენილი რამდენიმე წვეთი სასმელი დალია და ჭიქა უღონოდ დადო მაგიდაზე.ამის გაგონებისას სალომეს ჭიქა გაუვარდა ხელიდან,პირი ბოლომდე დააღო და თვალები იმაზე მეტად გაუფართოვდა,ვიდრე ეს შესაძლებელი იყო

-ჩემი მათე?-იმანაც ძლივსძლივობით ჰკითხა.მარის პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა,უბრალოდ თვალებდახუჭულმა თავი უაზროდ დაუქნია თანხმობის ნიშნად და ხელები უღონოდ ჩამოყარა-შენ....შენ..ეს როგორ დამიმალე?-განწირულმა წამოიყვირა სალომემ და ფეხზე წამოხტა.მარის პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა,რადგან გრძნობდა რომ ითიშებოდა. სალომე შოკში იყო.ბოლოს გონზე მოვიდა და

-ყველაზე დამპალი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ-გაავებულმა დაუყვირა სალომემ და უკვე საერთოდ აღარ ეტყობოდა რომ მთვრალი იყო,თითქოს გამოფხიზლებულიყო-ვაიმე,ვერ გიტან,მეზიზღები-ტირილით წამოისროლა ღვარძლიანი სიტყვები და ელვის უსწრაფესად გავარდა მარიამის სახლიდან.
მარიამი საშინელ ტკივილს გრძნობდა. სალომეს გასვლა და ცრემლების ნიაღვარი ერთი იყო.თითქოს ისიც გამოფხიზლდა და გამწარებულმა ჭიქა კედელს შეანარცხა.
მასაც ეზიზღებოდა საკუთარი თავი.

აბა,რას ფიქრობთ?
მადლობა, ვინც კითხულობთ.




№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მდაა, აი ეს მესმის, მაგრამ ეს სალომე ძალიან ზედაპირული ადამიანის შთაბრჭდილებას ტოვებს. არ მომწკნს სასტიკად, მაქსიმეს დამოკიდებულება მარიამის მიმართ თავიდანვე ნათელი იყო, ძალიან საინტერესოა რა მოხდება მომავალში. რა კარგი გოგო ხარ რომ ასე პუნქტუალურად დებ ახალ თავებს. <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაქსიმე მომწონს მარიამისთვის.. სალომე ან გამოასწორე ან მოაშორე საერთოდ.. ნერვებს მიშლის

 


№3 სტუმარი Daldonidaldoni

ხოოო კარგი ისტორიაა და საინტერესოა რა მოხდება შემდეგ

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სალომეს რეაქციაზე გამეცინა, აბა სხვა რას იზამდა ეს ცალტვინა. სამწუხაეო ისაა, რომ ასეთები ცხოვრებაში ყრია კონა ათ შაურად. მინდა მარიამს და მაქსიმეს გამოუვიდეთ ურთიერთობა და წყვილი შედგეს. აიი სალომეს ადგილი ვერ გამოვნახე ჩემს გონებაში:დდ

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Chikochiko
სალომეს რეაქციაზე გამეცინა, აბა სხვა რას იზამდა ეს ცალტვინა. სამწუხაეო ისაა, რომ ასეთები ცხოვრებაში ყრია კონა ათ შაურად. მინდა მარიამს და მაქსიმეს გამოუვიდეთ ურთიერთობა და წყვილი შედგეს. აიი სალომეს ადგილი ვერ გამოვნახე ჩემს გონებაში:დდ

ვაიმე რა კარგათ თქვი გაიხარე რააა :დ :დ მომეფხანა გული

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

Mარიამი და მაქსიმე კარგი წკვილები იქნებიან.

Vნახოტ როგორ განვიტარდება მოვლენები.სალომე ბევრი არ აბლატავო..❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent