შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ნორმალური VIII


30-12-2017, 21:45
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 377

ჩემს წინ ქუსლებზე შემდგარი ქერა ქალი იდგა ზურგით, რომელიც საუბრობდა და ჩვენი თანამშრომლები გულმოდგინედ უსმენდა.თითქოს არცერთი სიტყვის გაშვება არ უნდოდათ,მაგრამ ეს მოჩვენებითი იყო.. მის ვიზუალს როგორც მგლები ისე უყურებდნენ მისი მოტმასნილ ტყავი კაბას..
-მარიამ..- წამომცდა ჩემდა უნებლიედ ეს სახელი..
ქალმა ჩემკენ გამოიხედა.. მაგრამ ის არ იყო ჩემი მარიამი..
ის სრულიად უცნობი იყო ჩემთვის... აღარ ჰქონდა საყვარელი ბავშვური მზერა,მისი გრძელი შავი თმებიც უკვე ქერად გამოიყურებდოდა. გრძელ თითებში სიგარეტი ჰქონდა კომფორტულად მოქცეული, „ნაპასი“ დაარტყა და გამიღიმა..

მარიამი

ყოველ დღე ვგრძნობდი,როგორ ვკვდებოდი და შემდეგ თავიდან ვიბადებოდი.მეგონა ანდრეის დავიწყებას უპრობლემოდ შევძლებდი,მაგრამ ის ადამიანია რომელმაც უკვდავი სიყვარული დანერგა ჩემში,რომელსაც ვერ მოკლავ,ვერ იტყვი „დავივიწყე“.. თურმე ასეც ხდება ჭეშმარიტი სიყვარულის დროს..
გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი და მისი ნახვით გამეხარა იმის მიუხედავად რომ ჩემი არ იქნებოდა,ერთად ვერ დავიძინებდით და მას აღარ ექნებოდა უფლება თბილად შემოეხედა და მზრუნველი ხმით გავეღვიძებინე.
ამჯერად საკუთარი ბინა ვიყიდე და იქ გადავედი საცხოვრებლად...
მამაჩემის ძმაკაცს ვთხოვე იმავე დაწესებულებაში ეშოვნა ჩემთვის სამსახური სადაც ანდრეი იყო,მინდოდა გამეკვირვებინა,მინდოდა მოულოდნელი ყოფილიყო ჩემთან შეხვედრა.ასეც მოხდა... შსს-ში დავიწყე მუშაობა „თანაშემწედ“,მართალია არ მესიამოვნა თანამდებობდა მაგრამ ესეც გამოდგებოდა თუკი ისევ სანაცნობოთი ანდრეის თანაშემწედ დამნიშნავდნენ,მაგრამ ეს მისი თანდასწრებით უნდა მომხდარიყო..
მოუთმენლად ველოდებოდი შეხვედრის დღეს..
და აი ისიც...
-მარიამ.-ჩუმი ხმით მომესმა მისი ხმა.
მისკენ შევბრუნდი.. ნაპასი დავარტყი და გავუღიმე...
სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში,ვიცოდი რომ ის ჩემი არასოდეს იქნებოდა მაგრამ მომინდა მაგრად ჩავხუტებოდი და აღარასოდეს გამეშვა ხელები... მისი ძლიერი და ნავარჯიშებ სხეუზე მაისური ისე შემოტმასნოდა რომ სხეულის თითოეულ ნაკვთს იმეორებდა.
-ანდრეი..
-აქ რას აკეთებ?..-ახლოს მოვდა ჩემთან,შევატყვე დაიძაბა და ირგვლივ მყოფებს რომელებიც თვალს არ გვაშორებდნენ გაღიზიანებული უყურებდა.
-მე აქ ვმუშაობ.
-ანუ შენ ხარ..-ვერ მივხვდი რა იგულისხმა მაგრამ ირონიულად გაიცინა და ძირს დაიხედა.
თვალს არ ვაშორებდი,ძალიან მომნატრებია.. ეტყობოდა ჩემზე გაბრაზებული იყო,მაგრამ ცდილობდა დაემალა.მე ისევ დავარტყი ნაპასი მან კი ამოიხვნეშა და სიგარეტი წამართვა,გადატეხა და სანაგვე ურნაშ ჩააგდო.
-კარგ სამუშაო დღეს გისურვებ..-მითხრა და ზურგი მაქცია..
ანდრეი კარებში გასვლას აპირებდა როცა მისმა ზემდეგმა დაუძახა..
-სოფრომაძე ჩემთან ამოდი.
შემდეგ მე მანიშნა ავსულიყავი მის კაბინეტში..
არ ვიცი ჩემს შესვლამდე რას საუბრობდნენ მაგრამ როცა მე შევედი ანდრეის არც გამოუხედავს..
-გიორგაძე იქნება შენი თანაშემწე.
-გიორგაძე მარიამი?-იკითხა მან
-იცნობ?
-არა!
-ჰოდა გაიცანით რადგან ერთად მოგიწევთ მუშაობა.
ანდრე

ფეხზე წამოდგა და ჩემდა მოულოდნელად ხელი გამომიწოდა.
-ანდრეი სოფრომაძე.
-მარიამ გიორგაძე.
ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და კაბინეტიდან გავედით.როგორც ვიცოდი ერთ საქმეზე მოგვიწევდა მუშაობა,რომლის საქმის მასალები უკვე ანდრეის ჰქონდა აღებული,ამიტომ მას უნდა შემოეთავაზებინა ჩემთვის ერთად წავსულიყავით მაგრამ ის არ ჩქარობდა საუბარს,სამაგიეროდ ნაბიჯს არ უკლებდა.
-ანდრეი.
-რა გინდა
-მგონი საქმე გვაქვს
-საჭირო არ არის,მე მივხედავ
-ეგრე არ გამოვა.
-გამოვა.. მე კაბინეტში ვიქნები თუ რამე დაგჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შემაწუხე.
ანდრეი ერთ-ერთ მინის ოთახში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა.უჭირდა ჩემთან საუბარი.. ამიტომ მინდოდა გამომეწვია,არ ვიცი რა დამემართა ვიცოდი ცოლიანი იყო მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი მის წინაშე.
მისი კაბინეტის წინ ბიჭები გავიცანი და ხალისიანად ვსაუბრობდით,მე მაგიდაზე ვიჯექი ისინი კი სკამებზე.. ფილმი „ცუდი მასწავლებელი“ გამახსენდა და ჩემთვის გამეღიმა.ერთ -ერთი თანამშრომელი გიორგი ყველაზე „კარგად“ გავიცანი.. დავმეგობრდით მაშინვე.. ის გვერდით მომიჯდა და რაღაც გადმომიჩურჩულა,ცოტახანში კი გაღიზიანებული ანდრეის ხმა მომესმა.
-გიორგაძე.. კაბინეტში!-გამეღიმა,მაგრამ სერიოზული სახით ჩავედი მაგიდიდან და მისი კაბინეტის მიმართულებით წავედი.
-გისმენთ სოფრომაძე.-სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი და ფეხიფეხზე გადავიდე.ანდრეიმ შემათვალიერა წარბაწეულმა რადგან მოკლე ტყავის კაბა მეცვა შემდეგ კი თავის სავარძელში ჩაჯდა..
-რას მისმენ?
-ხომ დამიძახე?
-არაფერი..-მე ფეხზე წამოვდექი მინდოდა გავსულიყავი.-საით?
-თუ საქმე არაფერია მე წავალ.
-მანდ დაჯექი და ფეხი არ მოიცვალო.-კიდევ ერთხელ შემათვალიერა და ვიტრინიდან მომცქერალ ხალხს გახედა,შემდეგ ისევ მე.-ნორმალურად დაჯექი.
-შენ ვინ გეკითხება მე როგორ დავჯდები?
-მეკითხება.
-შენ გეკითხება შენი ცოლ-შვილი და არა მე!
ავდექი და კაბინეტიდან გამოვედი.საღამოს თანამშრომლებთან ერთად მივდიოდი კლუბში,პარტნიორობას გიორგი გამწევდა,ძალიან კარგი ბიჭი იყო.ყურადღებიანი სიმპათიური,მაგრამ ჩემს მიმართ როგორც მეგობარი ისე იყო განწყობილი.. ანალოგიურად მეც!
სახლში მისულს დიზაინერი დამხვდა რომელიც ბინას სხვადასხვა მოდური ნვთებით აწყობდა.
საღამოს გიორგიმ გამომიარა და კლუბში წავედით.. იქ მისულებს ყველა ადგილზე დაგვხვდა,მათ შორის ანდრეიც რომელიც ვერ იტანდა თანამშრომლებთან ერთად კლუბში სიარულს.ჩვენი ერთად დანახვა რა თქმა უნდა არ ესიამოვნა,რომ ვიცნობდი სწორედ ამიტომ შევატყვე უკმაყოფილება..
მის წინ დავჯექი და გავუღიმე.
-ცოლმა გამოგიშვა?-ვკითხე სიჩუმის დარღვევის მიზნით.
-შენ რა იცნობ ანდრეის და მის ოჯახს?-მკითხა გიორგიმ.
-საკმაოდ კარგად.-ისევ გავუღმე მე..
-საიდან?-დაინტერესდა სხვა თანამშრომლები.-ისე კი შევნიშნე თქვენს შორის სიახლოვე.
-მარიამი ჩემი ცოლია.-ანდრეიმ „ჩემი ტყუილი გამოიყენა“ მე კი სიამოვნებისაგან გამეღიმა.
-შენს ცოლს ხომ ნატალი ჰქვია.. ვიცნობ.-აღნიშნა ეკამ.
-მე ნატალიმდე ვიყავი ანდრეის ცოლი.-დავამატე და ანდრეის ფეხი გავკარი.
-რა დაკითხვა მოაწყეთ!- ანდრეი გაღიზიანდა.
დიდხანს ვიჯექით ერთად ყველანი და ვსაუბრობდით ზოგად თემებზე,განვიხილავდით საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობ თემებს და ვცეკვავდით კიდეც..
კარგი ხალხი აღმოჩნდა.. თავი ისე ვიგრძენი როგორც დიდიხნის ნაცნობებთან,მხოლოდ ანდრეი იღრინებოდა დროდადრო როცა გიორგისთან გეგასთან და კდევ რამოდენიმე ახალ მეგობართან ერთად ვცეკვავდი ან საკმაოდ პირად თემებს ვეხებოდით.
-შენ გამომყევი.-ხელი ჩამკიდა ანდრეიმ
-სად?-შევეწინააღმდეგე მე
-წამოდი მეთქი.-ხელი უფრო ძლიერად ჩამკიდა და მშვიდ ადგილს დაუწყო ძებნა...


პ.ს მართალია სიტუაცია ერთი შეხედვით "აირია" მაგრამ მაინტერესებს რას ფიქრობთ?



№1  offline წევრი naniko mindia

Kargia saintereso istoria me piradad momwons da velodebi shemdegs .gilocav damdegs axal wels ♥♥♥♥♥warmatebebi
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი nededback

bolo ori tavi cota sisulelea

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

magra mwyurixar netav damesizmro

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ჩემი აზრით კარგად მიდის კი ცოტა აირია თუმცა დაალაგებ დარწმუნებული ვაარ და გილოცავ დამდეგ ახალ წეელს❤

 


№5 სტუმარი Vikacirekidze

Magaria gaagrdzele raaa

 


№6 სტუმარი სტუმარი hera

ძალიან კარგია მომეწონა ახალ წელს გილოცავ და შემდეგ თAვს მოუთმენლად ველოდები

 


№7 სტუმარი Tako

malee dade raa

 


№8  offline წევრი Mari-Mariami.16

Gilocav axla wels. Dzalian momewona, moutmrnlad veli shemdegs, gtxov ar daigviano dzlian
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№9 სტუმარი სტუმარი shalo

chemi deidashvili gatxovda

 


№10 სტუმარი მე შენ მიყვარხარ♡

მალე დადებ???

 


№11  offline მოდერი The Dreamer

მე შენ მიყვარხარ♡
მალე დადებ???

ეს ისტორია დიდიხნის დასრულებული მაქვს და საიტზე განთავსებულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent