შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 10


2-01-2018, 23:36
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 245

კლაუდიო წავიდა კარის გასაღებად.საკეტი გაჩხაკუნდა და წამის მეასედში ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა. მარკო იყო, მაგრამ ამ შუაღამეს ნეტავ რა საქმე ჰქონდა.
-რა ხდება? მკაცრი ტონით ჰკითხა კლაუდიომ.
-წესით მეც მაგის საკითხავად მოვედი. გაეცინა მარკოს.
-რაა?
-ჰო ბიძაშენმა დამირეკა. ჩემ ბიჭს ტვინი გამოურეცხესო და ათასი სისულელე მითხრა. -ვერ გავიგე რას ამბობდა ჰოდა მეც აქ მოვედი გასარკვევად. ეს თქვა და მისაღებში შემოაბიჯა. ჩემს დანახვაზე გაეცინა.-მოკლედ მარტო ყოფნას არ გაცდით. დიდ დროს არ წაგართმევთ. თვალი ჩამიკრა და დივანთან მოშორებით მდგომი სკამი მოაჩოჩა და ისე დადგა რომ ზუსტად ჩემს წინ აღმოჩნდა. -აბა რა ხდება?-რა ქენი ისეთი რომ ბიძაშენი შეაშფოთე. კლაუდიმ თვალები დაუბრიალა, მაგრამ ტიპი აშკარად აზრზე ვერ მოვიდა რა მნიშვნელობას ატარებდა ეს. მე მის გაურკვეველი და ვითომ რამეს მივხვდი სახეზე, სიცილი წამსკდა.-აუუ ვერაფერი გავიგე, მითხარით ბოლოსდაბოლოს.ეს მიცინის, ის მიბღვერს ავირიე კაცი. ისე ეს ცეცხლი და ყინული როგორ ხართ ერთად? მეგობარმა ისევ თვალები აატრიალა..
-მე გეტყვი. ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე. დღეს ბიძამისთან ვიყავით და იმ კაცს საშინლად არ მოვეწონე. არ ვიცი კლაუდიომ რა უთხრა, მაგრამ მას გონია რომ მისი გადაწყვეტილება ჩემიდან გამომდინარე მიიღო. ამიტომ მთელი საღამო მიბღვერდა. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მათ შორის ჩავეკვეხე.
-ნუ რას ვიზამთ? ასეც ხდება ხოლმე. პრინციპში ვერ ვეწინააღმდეგები.
-ნეტა არ სულელობდე.კაცს კიდევ უფრო გაუფუჭდა ხასითი. ხელის კანკალით აიღოო ჭიქა და ყელში მოწოლილი ბურთის გადასაგორებლად, რამდენიმე ყლუპი მოსვა და გააგრძელა. მანაც და ყველამ ვინც მის ირგვლივაა კარგად იცოდა რომ ოდესმე ეს დღე დადგებოდა. მე უკვე რამდენიმე წელია ამას ვამბობ და სწორედ ახლა დადგა ეს მომენტი. ნერვიულად მოავლო ოთახს თვალი. -იცოდა რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. რა? მე მხოლოდ იმიტომ უნდა დავრჩე მასთან რომ მის უკონტროლო და მხეც შვილს არ შეუძლია საქმეების მოგვარება? არ მინდა ხალხს ვაშინებდე, ვცემდე და ვატერორებდე მხოლოდ იმის გამო რომ რამდენიმე კვადრატული მეტრი მიწა ვერ დაისაკუთრა. ნორმალური ცხოვრება მინდა. ნორმალურ ადამიანებთან ერთად. ეს თქვა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. მე და მარკომ ერთმანეთს გადავხედეთ.
-მეც მინდა საქმიდან გასვლა.
-იმედია ესეც მე არ დამბრალდება. ორივეს გაეცინა.
-არა შენ რა შუაში ხარ? ჩვენ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს.
-ასე ორივე რომ ავდგებით და წამოვალთ მერე ნახე შენ რისხვა.
-მე ბიცოლაჩემი მეცოდება. ბიძაჩემი რაც ბერდება, მით უფრო უარესი ხდება, მართალია ჩემთვის კაცის ეტალონი იყო, მაგრამ რაც გავიზარდე ვხვდები რომ მან ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, სამწუხაროდ მე და შენც.ასეა როცა ობოლი ხარ.. ორივე თავჩახრილი იჯდა.ღმერთო მგონი მარკოსაც არ ჰყავდა მშობლები- მაგრამ იმ ქალს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, ალესანდროც მეცოდება. ის არც ჩემსავით გამძლეა და არც შენსავით გაქექილი, ვერ გადარჩება. იქნებ...
-იქნებ ჩვენთან წაგვეყვანა....
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
-ისე ერთმანეთი სად გაიცანით? ისევ მოულოდნელად გადახტა.
-სახლში მივაკითხე პირადაპირ. ორივეს გაეცინა
-დარწმუნებული ხარ? თვალი ჩამიკრა ბიჭმა.
-მგონი სახლში უნდა წახვიდე. თვალები დაუბრიალა მან.
-მე კი წავალ , მაგრამ შენ ფრთხილად იყავი. ცეცხლმა არ დაგადნოს. ზანტად წამოდგა. ისე ამას თუ მანახებ დადებილებულს აიი ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ.
-გეყოს, ერთი დღისთვის საკმარისია. მარკომ მომნუსხველად გაიღიმა და ზანტად წამოდგა ფეხზე. თბილად დამემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა კლაუდიოსთან ერთად. რამდენიმე წუთი ჩუმად ჩურჩულებდნენ კართან, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე. ის მისაღებში დაბრუნდა, გვერდით მომიჯდა და ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე.დაღლილი იყო. მინდოდა რაღაცეები მეკითხა, მაგრამ ერთი დღისთვის ისედაც ზედმეტად დაისტრესა და თავი დავანებე.
-როდის აპირებ წასვლას? მკითხა რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ.
-ხვალ..
-გთხოვ არა რა. თავისი ლურჯი თვალები მუდარით აევსო.
- შობას იქ მინდა ვიყო. ნინა მარტოა და მეცოდება. ისედაც ამდენი ხანია აქ ვარ.
-კარგი. მე ჩემებთან წავლა. იმედია მიმიღებენ.
-კარგი რა ასე ნუ ამბობ. ბიცოლაშენი ძალიან საყვარელია და ალესანდროც. და საერთოდაც, ჩვენთან ჩამოდი.
-რა სტატუსით? ეშმაკურად გამიცინა კაცმა.
-რა სტატუსითაც გაგიხარდება.
-იმაზე მეტად ეშმაკი ხარ ვიდრე ვფიქრობ. კარგია უკეთესად გავერთობით. ისევ გამიცინა კაცმა და მომეხუტა.
-არც შენ აკლებ.საერთოდ სხვანაირი მეგონე. აშკარად ხმამაღლა ვიფიქრე, რა სულელი ვარ.
-მაინც როგორი? უცებ დასერიოზულდა.
-მკაცრი, შეუვალი, უჟმური, მეგონა არაფერი არ მოგწონდა. ცოტა მეშინოდა კიდეც შენი, პირველ პერიოდებში განსაკუთრებით, მაგრამ იმ დღეების მერე რაც შენთან ვიყავი, მივხვდი რომ არ იყავი ასეთი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი მზრუნველი თუ იქნებოდი და მომთმენი ჩემი კაპრიზების მიმართ.იმ პერიოდის გახსენებაზე, თვალები ამიწყლიანდა.
-რა კარგი წარმოდგენა გქონია.გაეცინა კაცს.- თავიდან მეც ყინულის გოგო მეგონე, კარიერისტი, არაფერი რომ არ ადარდებს სამსახურის მაგივრად. მასკუნალური ტიპი, მაგრამ ხელში ნაზი, საყვარელი მშიშარა და საოცრად საყვარელი არსება შემრჩა ხელში.ისეთი მზერა მომაპყრო.. ასეთი სიყვარულით არასოდეს არავის შემოუხედავს ჩემთვის. კატასავით მიველამუნე და კალთაში ჩავუწექი, კაცს ჩემს ქმედებაზე გაცინა. ხელები მაგრად შემომხვია და საფეთქლზე ხმაურიანად მაკოცა.
-დავიძინოთ რო ჩავიჩურჩულე მე. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ოთახისკენ წავედი. ისიც სწრაფად ამედევნა უკან.პიჟამა ჩავიცვი და საბნის ქვეშ შევძვერი. მან ზანტად გაიხადა ტანზე და ნელა მოახლოვდა საწოლს.
-ჩემი ფისო სად არისო. ჩუმად იკითხა და საბნის ქვეშ შემოყო ხელი, ვცადე დავმალულიყავი. რატომ მემალება. ისევ გააგრძელა დამტკბარი ხმით საუბარი. მე ისევ გავიწიე. კლაუდიო საწოლში სწაფად შემოძვრა და ზემოდან მომექცა. კისერში მკოცნიდა და გვერდებზე მჩმეტდა. მეც მთელი გულით ვიცინოდი..
გვერდით მომიწვა ხელი წელზე მომხვია, მე კი თითები მისი მაისურის სახელოს ქვეშ შევაცურე, ისეთი თბილი იყო ლამის დავდნი.
მთელი ღამე ერთმანეთზე მიტმასნილებს გვეძინა. საკმაოდ ფხიზელი ძილი ჰქონდა, აშკარად გამოიმუშავა, ძილში რამდენჯერმე შემეშინდა და შევხტი. ვგრძნობდი კლაუდიო როგორ მიყურებდა და მეფერებოდა.
დილით პირველს მე გამეღვიძა, მას ისევ მშვიდად ეძინა. ამჯერად ჩემზე იყო მოწებებული ბალიშის მაგივრად.მაისური გაეხადა, მისი იდეალური სხეულის დანახვისას ცოტა არ იყოს და შემახურა. გარეთ ჯერ კიდევ ჯერ კიდევ ბნელოდა, მზერა დავძაბე და ფანჯარას მივაშტერდი.მინა წვეთებით იყო დაფარული. დავიჯღანე. ხვალაც თუ ასეთი ამინდი იქნებოდა დიდი ალბათობით წასვლა დამეზარებოდა, მაგრამ ნინა მარტო მეცოდებოდა, ასე ვერ დავტოვებდი, თან ახალი წელი მოდიოდა. სახლი ერთად უნდა მოგვერთო და გოგოებიც უნდა დაგვეპატიჟა, მაგრამ მისი დატოვებაც მენანებოდა, ასეთ დღეს რომ მარტო იქნება. საწოლის საზურგეზე ვიყავი მიყრდნობილი და ისევ პანჯარას ვიყავი მიშტერებული. როცა ჩემმა ტელეფონმა უცებ გაანათა. ფრთხილად გადავიწიე და თითებით მოვაჩოჩე ტელეფონი ჩემსკენ. ნინას მესიჯი იყო. ნეტავ ამ დილის შვიდ საათზე რამ გადარია. სანამ ტელეფონს ბლოკი მოვხსენი ათასმა ცუდმა აზრმა გამიელვა თავში, რაღაცნაირად ავნერვიულდი.
ნინა: ვიცი რომ გძინავს, მაგრამ ისეთი აღელვებული ვარ, ვერ ვიძინებ და მინდა რომ პირელს შენ გითხრა. დღეს მასიმომ მითხრა რომ ჩემთან უნდა ყოფნა და რომ ვუყვარვარ.ძალიან ბედნიერი ვარ... უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. კიდევ რამდენჯერმე გადაიკიტხე ტექსტი და გამეცინა. მაშინვე დავუბრუნე პასუხი.
ანა:რააა? მართლა? როდის გითხრა? დარწმუნებული ხარ?
ნინა:გუშინ სამსახურიდან კინოში წავედით და მერე რომ მოვდიოდით მითხრა ძალიან მომწონხარო და შენთან მინდა ყოფნაო. და საერთოდაც არაა ისეთი უჯმური შენ რომ გგონია.. და ამ დროს რატომ გღვიძავს.
ანა: რომ ჩამოვალ მერე მოგიყვები. ეხლაც შენთან ხომ არ არის?
ნინა:არა გოგო ჯერ არაა. რაც წასული ხარ უფრო ყურადღებიანი გახდა.
ანა:აქამდე ჩემი ეშინოდა?
ნინა:მგონი, ისე ებღვირებოდი არც გამიკვირდება. მე სულელივით მეცინებოდა.
-ამ დილაუთენია ასე რამ გაგაბედნიერა?
-ნინამ.
-ნინამ? რაო ამ დილაუთენია? ანშენ რატო გღვიძავს? ან მე რატომ ვერ გავიგე.
-ჩვენ უფროსს მასიმოს, სიყვარული აუხსნია გუშინ. ისე მგნი შენც იცნობ.
-კი ვიცნობ კარგი ბიჭია მასიმო, ძალიან კარგი. შენი მეგობარი კარგ ხელში მოხვედრილა.
-იმედია.
-ჩამოძვერი რა საწოლში ვერ გრნობ რომ სულ გაიყინე? მოშიშვლებულ მხარზე დამისვა ხელი და ქვემოთ ჩამაჩოჩა.-ღმერთო როგორ შეგცივნია. სხეულზე მიმიხუტა და საბანი კარგად დამაფარა. მეც მთელი ძალით მივეწებე.
-მაისური რატომ გაიხადე?
-რა იყო გრცხვენია? გაეცინა კაცს-დამცხა. ჩემი ნება რომ იყოს სულ გავიხდიდი. ვნებანარევი ხმით ჩაილაპარაკა და ყურზე წამკბინა. ტანზე ეკალმა დამაყარა. იგძნო და ეშმაკურად ჩაიღიმა. ყურიდან კისრისკენ ჩააცურა ცხელი ტუჩები. მე ისევ შევიშმუშნე, ისევ დამაყარა ეკალმა. კისერს ზემოთ აყვა და ტუჩებამდე მივიდა. ნაზად მკოცნიდა. ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე.ამ ეტაპზე უფრო შორს წასვლა არ მინდოდა. ისიც ხვდებოდა და ამიტომ ძალა არ დაუტანებია..
დილით გვიან გამეღვიძა. ნელა წამოვდექი საწოლიდან და მისაღებისკენ წავედი. კლაუდიო იქ არ დამხვდა. მთელი სახლი მოვიარე მაგრამ არსად იყო. სამზარეულოში შევედი.მაცივარზე წერილი დაეტოვებინა. მარკეტში წასულიყო. წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და ოთახში დავბრუნდი.
-რატომ არ გამაღვიძე წყენით ვუთხარი.
-ისე ტკბილად გეძინა, შემეცოდე და აღარ გაგაღვიძე. ვისაუზმოთ და მერე სასეირნოდ წავიდეთ.
-სად წავიდეთ? პატარა ბავშვივით ვიკითხე მე.
-სადაც გაგიხარდება იქ წავიდეთ.
-უი მართლა საახალწლო დეკორაციები ვიყიდოთ, სახლი ხომ უნდა მორთო.
-შენ თუ არ იქნები რად მინდა მორთული სახლი.
-კარგი რა რატომ ამბობ ასე? ეხლა ისიც არ მითხრა რომ სახლი არასოდეს მოგირთავს?
-არა. მშვიდად მიპასუხა კაცმა და ყავა მოსვა.
-რააა? გავიოცე მე/ მართალა ვერ წარმომედგინა რომ ადამიანები საახალწლოდ ნაძვის ხეს არ რთავენ.
-ხო რა მოხდა?ისევ მშვიდად მიპასუხა.
-რატომ?
-რა რატომ?
-ხომ აქვს მიზეზი იმას თუ რატომ არ რთავდი სახლს.
-მარტო ვარ ანა, მარტო. შობა კი ოჯახური დღესასწაულია. ნაძვის ხე და მორთულობა მაშინ მექნება როცა ოჯახთან ერთად შევხვდები ამ დღეს.- ნუ მიყურებ ეგეთი სახით. როცა ასეთი რამ ხდება სახლში, უფრო მეტად გტკივა შენი მარტობაა. ამიტომ ეს დღე დღემდე ისეთივე ჩვეულებრივია ჩემთვის როგორც სხვები.მაგრამ იმედი მაქონდა წელს ასე არ იქნებოდა და შენ გაამხიარულებდი ჩემს მოწყენილ სახლს. ეს ისე ჩაიჩურჩულა რომ მე არ გამეგო, მაგრამ მაინც მიხვი წინადადების შინაარსს.მეც აღარ გავამახვილე ამაზე ყურადღება.
-შენები არ მოდიან აქ?
-ყოველთვის მე მივდივარ მათთან, მაგრამ წელს არ ვიცი.
-მეგობრები?
-მეგობრები და ნათესავები შენ საკუთარ ოჯახს ვერასოდეს ცვლიან. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებასში, მაგრამ მთავარი ადგილი ცარიელია და წელსაც ასე იქნბა.ცოტა მაკლდა და ვიტირებდი. შეამჩნია.- შენ ჩემს გამო ნუ შეცვლი გეგმებს, მეგობარი გელოდება, მე ჩემს მეგობრებთან ერთად შევხვდები ამ დღეს. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.გული ჩამწყდა.
ჩუმად ვისაუზმეთ. არცერთს არ ამოგვიღია ხმა. მაგიდა სწრაფად ავალაგე ფეხსაცმალი და მანტო ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე.
-საით გაგიწევია? ინტერესით მკითხა კაცმა.
-სასტუმროში.
-რატომ?
-ტანსაცმელის წამოღება მინდა.
-კარგი დამელოდე და მე გაგიყვან.
-არ მინდა. მარტო წავალ და მალე დავბრუნდები სანამ ჩანთას ჩავალაგებ მოგწყინდება. არადა სინამდვილეში მარტო დარჩენა და ფიქრი მინდოდა. ნინასთანაც დავრეკავდი.
-კარგი როგორც გინდა. მე მარკოსთან გავალ გასაღებს კარის კაცს დავუტოვებ თუ მოსვლას მომასწრებ იცოდე რომ მას ექნება. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ბინა სწრაფად დავტოვე.
ლიფტს არ დავლოდებივარ კიბეზე ჩავირბინე, ტაქსი გავაჩერე და სასტუმროსკენ დავიძარი. პორტიემ ზრდილობიანად მომიკითხა და ნომრის გასაღები მომაწოდა. საძინებლისკენ დავიძარი, კარადიდან პატარა სპორტული ჩანთა გამოვაძვრინე და ტანსაცმელი მთელი სისწრაფით ჩავყარე შიგნით. ყველაფერი კართან გავიტანე და ოთახში შევბრუნდი საწოლზე ჩამოვჯექი. არ ვიცოდი რა მექნა. მეგონა ჩემი ემოციურობით მანიპულირებდა და სინდისზე მაგდებდა, რომ დავრჩენილიყავი, ამიტომ გადავწყვიტე ზუსტად გამერკვია. მარკოს დავურეკე, მაგრამ რატომ გავაკეთე ეს თვითონაც არ ვიცი.
-ღმერთო ჩემო ეს ვინ მირეკავს. სიცილით ჩამძახა ბიჭმა ყურში. რამ შეგაწუხა?
-იცი რა მაინტერესებს? ვიცი რომ ძალიან სულელურად ჟღერს მაგრამ მაინც მინდა გკითხო.
-ზუსტად ვიცი კლაუდიომ რაღაც სისულელე დაახეთქა და გასარკვევად მირეკავ.
-როგორ მიხვდი?
-კარგად ვიცნობ ჩემს მეგობარს.
-შობას მართლა მარტოა ხოლმე?
-ვაა არც ისე მარტივი საკითხია. კი თითქმის და მერე მათთან მიდის.
-სახლსაც არასოდეს რთავს ?
-15 წელია ვიცნობ და მაგისი მორთული სახლი და ნაძვის ხე მე არ მინახავს. მარტოობას აბრალებს, მეც მარტო ვარ მაგრამ მაგრად მევასება მორთვა თუ რამე ერთად მოვურთოთ სახლი და ბუხართან დავაბათ. გადაიკისკისა ბიჭმა.
-რა სულელი ხარ. გამეცინა მეც. დავემშვიდობე და ტელეფონი სალოზე მივაგდე და მეც ზედ მივეგდე. ახლა უფრო შემეცოდა. მაგრამ ნინა? ისევ ტელეფონს დავწვდი და მეგობარს გადავურეკე.
-ან როგორ ხარ? მხიარულად ჩამძახა ყურში გოგომ.
-რავი რაა.
-რა ხდება? რამე ცუდია?
-შობას რას აპირებ?
-აუუ გოგო ჯერ ზუსტად არ ვიცი. მასიმომ მითხრა სადმე წავიდეთო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაა რას ვიზამთ. თუ რამე შენ გოგოებთან ერთად წადი. არ გეწყინოს რაა, მარა მგონია რო მაინც სახლში ვიქნები.
-კარგი ხვალ დილით მოვფრინავ.
-ისე რა ხდება? ეხლა რატომ მკითხე?
-არა არაფერი ისეთი. ტელეფონი გავუთიშე. კიდევ უფრო უხასიათოდ წამოვდექი საწოლიდან და ოთახი დავტოვე.
მთელი დღე სახლსში ვიყავი. კლაუდიო სახლში გვიან მოვიდა. ორივე უხასიათოდ ვიყავით.
-დილით მიდიხარ?
-ჰო.
-გაგაცილებ. კაცმა შუბლზე რამდენჯერმე მაკოცა.-თუ მარტო გირჩევნია წასვლა.
-არაა.
-არ მინდა შენი გაშვება.
-კარგი რაა. ნუ ამატირებ.კაცმა კალთაში ჩამიწვინა, ისე მალე გავითიშე ვერც კი გავიგე. დილას მან გამაღვიძა. ორივე მალე მოვემზადეთ და ერტოპორტისაკენ წავედით. მთელი გზა ვღელავდი, ის კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.დიდად არ მიყვარდა დამშვიდობებეი ამიტომ ვთხოვე მალე წასულიყო.
როგორც კი წავიდა საშინელი გრძნობა დამეუფლა. არ მინდოდა გამეშვა, არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა. აქამდე ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა მივხვდი რომ მასზე ძალიან დამოკიდებული ვიყავი, ჩემი გრძნობა გაზრდილიყო მის მიმართ.
უკვე რეგისტრაცია იწყებოდა როცა ტელეფონმა დაიწკრიალა. ნიან იყო.
-რა ხდება ნინ.
-აუუუ ანი. მე და მასიმო რომში მივდივართ მის მეგობრებთან ერთად..
-როდის? არ დავასრულებინე წინადადება.
-დღეს. რამდენიმე საათში. და ახალ წელს შევხვდეთ ერთად რაა. თან 25 ში ისედაც არ ვიყავით ხოლმე ერთად. მის თავის მართლებაზე გამეცინა.
-კარგი, კარგად გაერთე. ისე მართალი ხარ ეს ხომ ჩვენი დღსასწაული არაა ამიტომ არ იდარდო, მეც აქ დავრჩები მაშინ.
-რაააააა? ყურში ჩამყვირა გოგომ- მანდ რატომ?
-კლაუიოსთან დავრჩები.
-რატომ?
-მარტოა და იმიტომ.
-ეს ნახე რა ჩუმჩუმაა. იცოდე რომ ჩამოხვალ ყველაფერს მომიყვები. კარგი ეხლა წავალ ბარგი მაქვს ჩასალაგებელი.
არც კი მიფიქრია ისე მოვბრუნდი უკან ტაქსი დავიჭირე და მისამართი ვუთხარი. ვიცოდი რომ ახალ სახლში აპირებდა წასვლას. სახლი უკვე დამთავრებული იყო. იქ აპირებდა შობას ყოფნას.ეხლა მისვლა არ მინდოდა. საღამოს მივაკითხავდი.
ქალაქში გავისეირნე. უაზროდ ვიყიალე. ცხელი შოკოლადი დავლი, მაქსიმალურად ვცდილობდი დრო გამეწელა. საათს დავხედე უკვე რვა იყო, აშკარად კარგად გამომსვლია. ჩემს ნაცნობ ტაქსისტს დავურეკე, სწრაფად მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე. ცოტა არ იყოს და ვნერვიულობდი. ეზო სწრაფად გადავჭერი. კარზე არ დამიკაკუნებია. ღია დამხვდა. ჩუმად შევიპარე და მისაღებისაკენ წავედი. ბუხართან იჯდა და წიგნს კითხულობდა, ისე იყო გართული ვერც კი შემამჩნია.
-კლაუდიო.
-თითქმის ჩურჩულით დავუძახე. კაცმა წიგნი გადადო და ჩემსკენ შემოტრიალდა.
-რააა? სწრაფად წამოხტა ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე დამაბზრიალა.-არ წახვედი. სახე დამიკოცნა კაცმა.
-ვერ წავედი.
-როგორ გამახარე შენ ხომ ვერ წარმოიდგენ. ორივე ისეთი აჟიტირებულები ვიყავით.
-ხედავ. წელს ნაძვისც გვექნება და ბედნიერი დღესასწაულიც..
-ხვალ წავიდეთ. ჩემი სახლი ყველაზე ლამაზი უნდა იყოს წელს და ყვეაზე ბედნიერიც.
ვახშამი ერთად მოვამზადეთ. კაცი სიხარულისგან ლამის დახტოდა. ხვალინდელი საყიდლებიც დავგეგმეთ. მთელი საღამო ჩემზე იყო მოწებებული.მე მალე ჩამეძინა. კლაუდიო ძილშიც კი მკოცნიდა და მეფერებოდა....ვერასოდეს წარმომედგინა თუ ასე შევძლებდი ვინმეს გაბედნიერებას.





მეგობრებო ყველას გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერება გისურვებთ. დაგვიანებისთვის ბოდიში და გპიდებით ახალ წელს ვეცდებო გამოვსწორდე. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3 <3 :*



№1 სტუმარი სტუმარი დი კო

როგორც იქნააა:))))იმდენი ხანია ველოდებიიი,მომწონს ძალიან ეს ისტორია❤❤❤

 


№2 სტუმარი Grey

vgijdebi ise miyvars es motxroba da ese dzaan nu igvianeb xolme raa

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან იგვისნებ და წინა თავის წაკითხვა მჭირდება გასახსენებლად იმედია გამოსწორდები და მალე დადებ.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

მომწონს ოღონდ ეცადე აღარ დააგვიანოოო ისე ყველაფერია კარგად მიმდინარეოობს❤

 


№5 სტუმარი სტუმარი კრისტი

აუუ ძალიან მაგარიაააა ???? 11 თავი წავიკითხე დღეს???? იმედია მალე დადებბ შემდეგსს არ დაააგვიანოოო

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ გამახარე შენ ვერ წარმოიდგენ.მალე დადე რააა

 


№7  offline წევრი blondeangel631

გილოცავ ახალ წელს დაესწარი მრავალს <3 ძალიან კარგი იყო კლაუდიო ადეთი ბედნიერი მგონი არასდროს უნახავს <3

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

Iსტორია სჰეუდარებელია,მომწონს ზალიან.
Aსეტი დიდი ინტერვალიტ დაკარგვა სეზლება???
იმედი მაქვს დიდხანს აგარ გვალოდინებ❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი bella

vaimee exashenarici rogor gamaxareee ! arada gulimwydeboda agaragrdzelebsmetqi :D awi saswaulebisac mjera

 


№10  offline წევრი modemodka

Dzalian kargiaa , magram amdenxans nugar daaagvianeb , velodebi shedeg tavs da ise gvian nu dadeb , rom damaviwydes wina tavebi.

 


№11  offline წევრი თუთა პირველი

Istoria gansxvavebulia da dzalian momwons chemo kargo, magram ase saukuneshi ertxel axali tavis dadeba upasuxismgeblobaa, bodishi magram jobia mobilizeba moaxdino da tqva rom magalitad yovel kvirashi axal tavs dadeb an yovel 10 dgeshi, an arada raviici aba....))))

 


№12 სტუმარი ))))

არ დააგვიანოო გთხოოვ კაიიიი.

სასწაულიი ოსტორიაა... არვიცი რაგითხრა რო დავიწყე კითხვა პირველი თავიდან გავედი 11 თავამდეე აი ძალიან მოკეწონაა.. <3 ვერც კი მოვწყდიიი აი სასწაულიაა <3 არ დააგვიანოო გთხოოვ ჩემი ხათრით რა :/ :(

ტირილამდე შეიძლება მივიდეე გთხოოვ დადეეე რა :(

 


№13 სტუმარი ana

au kide agar gvalodino raaa kvela velodebitt

 


№14 სტუმარი Natia

გთხოვ დადე რა გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent