შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი (სრულად)


3-01-2018, 15:04
ავტორი The Dreamer
ნანახია 6 364

ანდრეიმ გარეთ გამიყვანა,რადგან მშვიდი ადგილი იქ ვერ ვიპოვეთ.გაღიზიანებულმა კედელზე მიმანარცხა და სიგარეტს გაუკიდა.. ვიცოდი რომ არ ეწეოდა მაგრამ ახლა... გამიკვირდა,თუმცა არაფერი ვუთარი.. ანდრეი წინ და უკან ნერვიულად დააბიჯებდა,თანაც ნაპასს ნაპასზე ურტყამდა.
-ანდრეი რა ხდება?
-გაჩუმდი!
-რას მიყვირი ?-მეც ავუწიე ხმის ტონს.
-სწორედ რომ გიყვირი.არ მეგონა შენს დანახვაზე თავს ასე თუ მოვთოკავდი თორემ მეტსაც ვიზამდი.
-რატომ?
-იმიტომ რომ წახვედი.. ისე წახვედი რომ ადამიანად აღარ დამტოვე.
-განა ადამიანი ხარ?სიყვარულს მეფიცებოდი და ნატალისთან იწექი.
-მასთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი..
-ეგ გამართლებს ანდრეი?მეც ვიწექი შენთან,იქნებ მეც ვიყავი ფეხმძიმედ და იქნებ მეც გავაჩინე.-ანდრეი დაიბნა,ვერ მოვიდა აზრზე რას ვეუბნებოდი.
-შენ.. შენ..
-მე მე რა მე ანდრეი,ფეხმძიმედ იყავი?
-არა! თავი დამანებე და შენც ცხოვრებას მიხედე.
-და გინდა რომ ჩემს ცხოვრებას მივხედო?-კედელთან მიმიმწყვდია და წელზე ხელი შემომხვია
-კი.. -ვუთხარი მთრთოლვარე ხმით.
-შენ ხარ ჩემი ცხოვრება.
-და ნატალი?
-ის წავიდა..
-ჩემს გამო?
-შენს გამო
-ახლა რა ქნება?
-არ ვიცი მარიამ,იმედია შევძლებ გაპატიო.-ისევ გაუკიდა სიგარეტს და ავტოსადგომზე მდგარ საკუთარ მანქანაში ჩაჯდა.
როგორც ვამბობდი ანდრეი ჩეზე გაბრაზებული იყო,ალბათ იმიტომ რომ საშუალება მივეცი მისი ცხოვრება ისე დაეწყო როგორც საჭიროება მოითხოვდა.
მე ანდრეის და ნატალის შანსი მივეცი ჩემი წასვლით,მაგრამ რომ და დავრჩენილიყავი მათ შორის მომიწევდა ჩადგომა და ანდრეი უფრო დაიტანჯებოდა.
არ ვიცი ამ ორიწლის მანძილზე რა ხდებოდა მათ შორის ან კი ხდებოდა რამე? მაგრამ ის შანსი რაც მათ მივეცი მევე წამირთმევია.. რატომღაც სინანულს არ განვიცდიდი.. ჩემში ეგოიზმი იყო გამძვინვარებული და ანდრეი მხოლოდ ჩემთვის მინდოდა ვერ ავიტანდი თუ მას ნებისმიერი სხვა ქალი ისევ მიეკარებოდა.
-კარგად ხარ?-მკითხა გიორგიმ და ჩემი მოსაცმელი მომახურა.
-არამიშავს,ცოტა დაღლილი ვარ.
-გინდა სახლში წაგიყვან.-ძალიან ყურადღებიანი იყო,მაგრამ მე არ მჭირდებოდა ყურადღება
-არ არის საჭირო გიო უკვე დიდი გოგო ვარ გზას თვითონ გავიკვლევ.-გავუღიმე და წამოვედი
ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი.. ემოციებიდან ისეთი დაღილი ვიყავი რომ მეძინებოდა. აბაზანიდან გამოვედი პირსახოც შემოხვეული და კარებზე ზაროს ხმა გაისმა..
ჩემი ახლანდელი მისამართი ერთეულებმა იცოდა,ამიტომ საათს გავხედე ღამის პირველი საათი იყო და ძალიან გამიკვირდა ამ დროს სტუმარი. კარი გავღე და ხელში ანდრეი შემრჩა..
ჩემს დანახვაზე ანდრეის გაეღიმა,ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თვალებ ანთებულმა ეშმაკურად რომ გამიღიმა მხოლოდ მაშინ მივხვდი თუ რა ფორმაში ვიდექი მის წინაშე,მაგრამ არ შევიმჩნიე და სახლში შემოვიპატიჟე.
-საიდან გაიგე აქ რომ ვცხოვრობდი?-ვკითხე ცნობისმოყვარე სახით
-შენ რა მეღადავები?
-არა
-ჩაცმული გირჩევნია თუ გახდილი საუბარი?-ისევ შემათვალიერა.
-შენ როგორც გინდა..-ვუპასუხე მაცდურად.
-ჭკუდან გადაგყავარ მარიამ.. მე მინდა ისევ ჩემს გვერდით იყო,ჩემთან იცხოვრო,დილით გაღვიძებულს გიყურებდე როგორ გძინავს.
-მაგრამ ნატალი..
-ნატალი დაიკიდე.. მაგ საკითხს მე მივხედავ.
-მაშინ დარჩი ჩემს ცხოვრებაში,იცხოვრე ჩემს გვერდით და ნებას გაძლევ დილით გაღვიძებულს მიყურო თუ როგორ მძინავს.-მასთან მივედი და ისე მგრძნებარედ ვაკოცე რომ ის ორი წელი „გაქრა“ ჩვენს შორის.
სხეულზე მოხვეული პირსახოცი ერთი ხელის მოძრაოფით შემომაცალა...
იდეალური ღამე იყო,იდეალური მამაკაცის გვერდით..
ანდრეის გვერდით თავს მშვიდათ ვგრძნობდი.
დილით გაღვიძება არ მინდოდა მაგრამ მაღვიძარა არადა არ ჩუმდებოდა,თვალები ძლივს გავახილე,თუმცა ანდრეი აღარ იყო..
სამზარეულოში გავედი,ვიფიქრე საუზმეს ამზადებდა,მაგრამ არც იქ იყო..
სასწრაფოდ მოვემზადე და სამსახურში წავედი.
-გიო ანდრეი აქ არის?-მივუახლოდი მის მაგიდას.
-ზემდეგის კაბინეტშია.
გიორგისთვის აღარაფერი მითქვამს,სწრაფი ნაბიჯით ავიარე კიბე და კაბინეტთან შევჩერდი.რომ შევსულიყავი რა უნდა მეთქვა,მაგრამ მაინტერესებდა რაზე საუბრობდნენ.. თავი შევამზადე,მინდოდა დამეკაკუნებინა,მაგრამ კარები გაღო და ანდრეი გამოვიდა,ჩემი დანახვა არ გაკვირვებია,მაგრამ კარები სწრაფად მოიხურა რომ არ დავენაზე ჩვენს ზემდეგს.
-კარგი სანაცნობო გყოლია..-აღნიშნა ანდრეიმ
-რას გულისხმობ?-აშკარად ჩემთან საუბარს გაურბოდა.. კიბეებისაკენ წავიდა და მეც უკან დავედევნე.
-სამსახურიდან არ გიშვებენ.
-მოიცა და რატომ უნდა გამიშვან?
-იმიტომ რომ მე მინდა ასე
-შენ რა.. მას ჩემი განთავისუფლება სთხოვე?-გაკვირვებული ადგილიდან ვერ ვიძროდი.
-კი
-რატომ?
-ასეა საჭირო.
-რატომ?
-მარიამ საკმარისია.-მაღალ ხმაზე დამიყვირა მან და ყველა ჩვენ გვიყურებდა.
შევნიშნე გიორგის სახე რომელიც თვალს არ გვაშორებდა..
-არ არის საკმარისი შენ ჩემი გაგდება გინდა და მაინტერესებს რატომ.
-დღეიდან ჩემი თანაშემწე არ ხარ, ზემდეგს მიმართე და სხვას „მიგამაგრებს“
მასთან საუბარი აღარ გამიგრძელებია, რადგან კიბეზე ცაირბინა და წავიდა.ვერ მივხვდი რა დაემართა გუშინდელი დღის მერე.. ჩვენ ხომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით ერთად.კიბეზე ჩამოვჯექი მინდოდა რამე მომეფიქრებინა,მაგრამ გიორგი მოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-რა ხდება თქვენს შორის?
-აღარ ვიცი.
-და მართლა ცოლ-ქმარი იყავით?
-არა
-ანუ ანდრეის უყვარხარ და ეჭვიანობს შენზე რადგან ასეთი რამე თქვა.
-არც ეგ ვიცი და უკვე აღარც მისი სიყვარულის მჯერა.
-მოკლედ ერთ რამეს მივხვდი.ერთმანეთთან დაახლოების ნაცვლად შორდებით და გულს ტკენთ.
-ასეთი შესამჩნევია?
-კი!
-როგორ მოვიქცე?
-მე ნუ მეკითხები,დაფიქრდი და თვითონ მიხვდები.
გიორგიმაც მაქცია ზურგი და წავიდა.
ბევრი ვიფიქრე რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ანდრეისათვის მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე,ამის მიუხედავად მასთან წავედი. კარები დაგვიანებით გააღო ამიტომ ელვს სისწრაფით შევვარდი სახლში.
-რას აკეთებ, ერთ ადგილზე დადექი.-ანდრეი განცვიფრებული მიყურებდა.
-არ შემიძლია.
-რატომ?
-იმიტომ.
-რატიმ?
-ასეა საჭირო.
ანდრეი დაივანზე დაჯდა და თვალს ადევნებდა ჩემს თითოეულ მოძრაობას,ვცდილობდი მასთნ საუბრის დაწყებას,მაგრამ საშუალებას არ მაძლევდა.რაიმეს ვეტყოდი თუ არა წარბებს ზემოთ ასწევდა.
-იტყვი თუ არა რატომ მოხვედი?
-მეგონა ჩემთან საუბარი არ გინდოდა.
-შენ ეგ ისედაც იცოდი,მაგრამ მაინც მოხვედი.. ამიტომ გისმენ..
-რა მოხდა გუშინ.. რატომ წახვედი?
-მარიამ ასე არ ხდება.. უცებ გამოჩნდე თავბრუ დამახვიო და მერე ისევ გაუჩინარდე..
-მაგრამ შენც ხომ ასე მომექეცი გუშინ?
-მე ასე შენი გულის მოსაკლავად არ მოვქცეულვარ.
-აბა რატომ მოიქეცი ასე
-ჭკუას ვკარგავდი რომ გიყურებდი და ვერ გეხებოდი.. მენატრებოდა შენი სურნელი,წამიერად დამავიწყდა რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი.
-და როცა ჩემთან დაწექი და შენი მოთხოვნილება დაიკმაყოფილე.. ამის შემდეგ წახვედი..
-რა უხეშად იცი საუბარი მარიამ? რას ჰქვია ჩემი მოთხოვნილება დავიკმაყოფილე.. საუბარი ვერა და ვერ გასწავლე.-წამიერად გადაერთო ანდრეი.-რა არანორმალური ხარ.
-შენ კი არაჩვეულებრივი ხარ და მე აქედან წასვლას არ ვაპირებ.. გინდა თუ არ გინდა ჩემი ატანა მოგიწევს.
-და რომ ვერ შევძლო შენი ატანა?
-მოგიწევს ამიტანო ყველაფრის მიუხედავად.
ანდრეის გამოწვევები უყვარდა სწორედ ამიტომ შევთავაზე.დიდი გეგმები დავსახე თუ როგორ შემერიგებინა ისევ და გავმხდარიყავით ერთი მთლიანი..
რაღაც საქმეზე წავიდა ანდრეი,მე საღამოს ვახშამი მოვამზადე,ნუ შევუკვეთე რესტორანს მაგრამ მე გავაწყვე სუფრაზე ლამაზად.ლამაზი,მოკლე კაბა ჩავიცვი,სადა მაკიაჟი გავიკეთე და ველოდებოდი.
ანდრეიც მალე მოვიდა,სანთლების დანახვამ ძალიან გააკვირვა,მაგრამ არ შეიმჩნია,შემდეგ სუფრას შეხედა და აღტაცება ვეღრ დამალა.
-ადამიანმა,რომელმაც კვერცხის შეწვაც კი არ იცის ეს ყველაფერი მოამზადა?-დაეჭვდა.
-მხოლოდ შენთვის ანდრეი.-გავუღიმედა მოსაცმელი ჩამოვართვი.
სუფრას მივუსხედით.ანდრეი ცდილობდა თვალი აერდებინა ჩემთვის,მაგრამ ნაკლებად გამოდიოდა.უცნაურად იქცეოდა,თავს ისე ვგრძნობდი რომ უკვე მაპატია. შევატყვე რაღაც გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული,რადგან უკვე მშვიდად იყო.
-რატომ მიყურებ ეგრე?
-იმიტომ რომ მე ასე მინდა
-ჰო მაგრამ მე არ მინდა.
-მოდი შევთანხმდეთ,მე რასაც გეტყვი იმას გააკეთებ და წინააღმდეგობას არ გამიწევ.-შევთავაზე მას და ანდრეის გაახსენდა მისი სიტყვები.
-მარიამ,შენს გრძნობებში დარწმუნებული ხარ?
-სავსებით.
-მაშინ რატომ წახვედი ჩემგან?
-მინდოდა შენს შვილს ოჯახი ჰქონოდა და მამის გვერდით აღზრდილიყო.
-ახლა რა შეიცვალა?
-ვიცი ნატალი არ შეგიყვარდა,ვიცი ვერ დამივიწყე,ამიტომ დავბრუნდი თანაც ბავშვს როცა გინდა მაშინ ნახავ ისედაც ხომ ასე იყო.. სახლში არ მოდიოდი და კვირაში ერთხელ თუ შემთხვევით გადააწყდებოდი.-ანდრეი გაკვირვებული მიყურებდა.
-საიდან ასეთი ინფორმირებულობა?
-მე ჩემი კავშირები მაქვს.
-ეჭვიც არ მეპარება.
-ისიც ვიცი ნატალის ხშირად ღალატობდი.
-ნატალის არა.. შენ გღალატობდი.-გამეღიმა მაგრამ არ ვიცი რატომ
-რატომ იცინი?
-იმიტომ რომ ვხვდები გინდა საკუთარი თავი რაღაცაში დაადანაშაულო,რომ შეძლო მაპატიო..
-მაგრამ თუ გეტყვი რომ გაპატიე?-ანდრეიმ გამომიწოდა საქაღალდე სადაც განქორწინების საბუთები ეწყო.. დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მინდა რომ ვიქორწინოდ
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ? მინდა ჩემი ცოლი იყო და არა ქალი რომელთანაც მძინავს.
-სხვების აზრს ყურადღებას აქცევ?
-რატომ მგონია რომ ჩემთან დაქორწინება არ გინდა?
-ანდრეი ადამიანს ცოლობას ბეჭდით თხოვენ და არა განქორწინების საბუთებით.-მან გამიღიმა
-ასეთი ბეჭედით?-ჯიბიდან ლამაზი ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და ჩემს წინ მუხლზე დადგა.არ ვიცოდი ასეთი რომანტტიული თუ იყო.
-თანახმა ვარ გამოგყვე ცოლად.
ანდრეის გაეღიმა დ აბეჭედი გამიკეთა.მინდოდა ეს წამის სამუდამოდ გაგრძელებულიყო.. ვგრძნობდი მის თბილ მზერას როგორც წარსულში... ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,რომელიც მზად გახლდათ ჩემნაირი არანორმალური ცოლად შეერთო.. მაგრამ ისიც ასე თვლიდა ,რომ მე ვიყავი არაჩვეულებრივი...
ჩენ არცერთი ვიყავით სინამდვილეში იდეალურები,ჩენ არანორმალურები ვიყავით,რომლებსაც ჰქონდათ არაჩეულებრივი ურთიერთობა და ოჯახი.


პ.ს მადლობა მეგობრებო,რომ კითხულობდით <3
ყველანი ძალიან მიყვარხართ.
ფინალზე ცოტა ვიჩქარე მოგეხსენებათ ახალი წლის საზადისის შესახებ
ავტორი:მ.ცნობილაძე





№1 სტუმარი love

მართლაც არაჩვეულებრივი იყო
ძალიან მომეწონა
მომენატრება ალბათ მისი წაკითხვა

ძალიან მომეწონა და მეწყინა რომ დამთავრდა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არც ერთი არ იყო "არანორმალური" და არც მეორე "არაჩვეულებრივი".. მე არ მომეწონა :/

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

axal nomers viyidi da davregiatrildebi

 


№4  offline წევრი blondeangel631

(არა)ნორმალურად (არა)ჩვეულებრივი იყო მართლაც და ესენი ხო მაგარი წყვილია რა <3

 


№5  offline მოდერი ენემი

ანი ანი
არც ერთი არ იყო "არანორმალური" და არც მეორე "არაჩვეულებრივი".. მე არ მომეწონა :/

ეს ბოლო თავი იყო როგორც ჩანს სრულად არ წაგიკითხავს, და თუ სრულად ნახე მაშინ აზრსაც გამოიტანდი imp

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ენემი
ანი ანი
არც ერთი არ იყო "არანორმალური" და არც მეორე "არაჩვეულებრივი".. მე არ მომეწონა :/

ეს ბოლო თავი იყო როგორც ჩანს სრულად არ წაგიკითხავს, და თუ სრულად ნახე მაშინ აზრსაც გამოიტანდი imp

პირველი თავიდან ბოლო თავის ჩათვლოთ მაქ წაკითხული და ჩემი დასკვნაც ეგ იყო რაც დავწერე ;)

 


№7  offline წევრი naniko mindia

Dzalian kaia iyo me momewona da momwons yvela sheni istoria warmatebebi ♥♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№8  offline მოდერი The Dreamer

naniko mindia
Dzalian kaia iyo me momewona da momwons yvela sheni istoria warmatebebi ♥♥♥♥♥♥

მადლობა საყვარელო ❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent