შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა გზა (თავი მესამე)


3-01-2018, 21:47
ავტორი AnnieStories
ნანახია 1 139

დრო იცვლება...
ვიღაცეები მიდიან, ვიღაცეები მოდიან...
მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისინი, ვინც არასდროს წავლენ და მუდამ ჩემთან იქნებიან.
(ნენეს ჩანახატი)
***
“პეპლები მუცელში“ ალბათ ნაცნობია. მახსოვს, ორი წლის წინ ეს შეგრძნება ყოველ დღე მკლავდა. თუნდაც მაშინ, როდესაც საჭირო არ იყო გიორგი მიქელაძის დანახვისას ეს გრძნობა გააუცნობიერებლად მაბრუებდა. თუმცა, დიდი ხანია ეს შეგრძნება დავიწყებული მქონდა და ცოტა კი მეუცნაურა. ბოლოს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო და შიმშილის გრძნობა მაწუხებდა და მაშინვე ჩემ წინ დადებულ ბურგერს ვსტაცე ხელი, თან ვცადე მთელი ყურადღება ნატაზე გადამეტანა, რომელიც ჩემთვის რაღაცის მოყოლას ცდილობდა. კარგი რა, ჩემ თავს მაინც არ ვატყუებდე! ვერანაირად ვერ მოვწყვიტე იმ ჩაჩხვლეტილ ლოყას თვალი მე რომ ასე ძალიან მიზიდავდა.
–ჰეი! მისმენ?–ნატას თთების დატკაცუნებამ გამომაფხიზლა.
–მაპატიე, ნაცნობი დავინახე–ჩავიბურტყუნე ბურგერით პირგამოტენილმა.
–აბა, სად?–ინტერესით გააყოლა თვალი ჩემს მზერას, მაგრამ უკან იმდენი იდგა ვერც კი მიხვდა რომელი იყო.
მე კი ამდენ ხალხშიც ვარჩევდი ლიზას ჩაჩხვლეტილ ლოყას, რომელიც მეგობართან საუბრისას ეჩხვლიტებოდა. მოკლე, წითელი კაბა და გრძელსახელოებიანი თეთრი ზედა ეცვა შავ ზოლებში, რომელსაც მანტო ოდნავ უფარავდა. მისი ჩაცმულობა იმიტომ აღვწერე, რომ ემის მსგავსად ისიც მიზიდავდა თავისი სტილით. რაღაც განსაკუთრებული არჩევანი ჰქონდა. ჩემს თავს რომ დავუკვირდი ძველი დახეული და გადაქექილი ჯინსი, თეთრი მოკლეკლავიანი ზედა და სპორტული მოსაცმელი მეცვა... უფრო სწორად მეცვა კი არა შემოხვეული მქონდა. ნამდვილად ვერ იტყოდით ნენე წიკლაური დაინტერესებულია თავის თავზე ზრუნვითო. ასე ჩაცმული ბიჭიც კი არ გავიდოდა გარეთ. თავზე ჩმოფხატული გადაქექილი კეპი ნამდვილად მარწმუნებს, რომ ჩემზე საშინელი სტილის მქონე ადამიანი არ არსებობს.
ტრადიციულად ფიქრებმა წამიღო და ამჯერად ნატას თითების დატკაცუნებას არ გამოვუფხიზლებივარ. შევამჩნიე, რომ ლიზამ სადღაც გაიხედა ას ოთხმოცი გრადუსით და მოტრიალებისას სადღაც ოთხმოცდახუთ გრადუსზე თვალებით ჩემი მზერა დაიჭირა. ახლაღა გავაცნობიერე, რომ პირი ბურგერისგან დასვრილი მქონდა და ლუკმა არც კი გადამიყლაპია. თავი სწრაფად მოვიწესრიგე, რაზეც გაეღიმა.
–ნენე, დიდხანს უნდა გელოდო?–თვალები გადაატრიალა ნატამ. ჩემკენ გადმოიწია და ხელი მკრა.
–შესასვლელთან რომ დგას, იმ ქერა ბიჭთან–მზერა არ მომიშორებია ისე ვუპასუხე.
–საიდან იცნობ?–დაეჭვდა ნატაც, რადგან ჩემს ყველა ნაცნობს იცნობს. ლიზა კი აქამდე არ შეხვედრია.
–გუშინ წიგნის არჩევაში დამეხმარა–ავუხსენი და ვეცადე მისთვის მეყურა.
–გასაგებია–ჩაიბურტყუნა თავისთვის.
დავინახე როგორ მოვიდა ვიღაც გოგო, რომელმაც ქერა ბიჭს ხელი მოკიდა და შემდეგ წავიდნენ. ლიზამ ხელი დაუქნია მათ და არ გაყოლილა. მშვიდი ნაბიჯებით ჩემკენ წამოვიდა და შიმშილის გრძნობამ ისევ შემაწუხა. ამჯერად მშვიდად ვცადე ბურგერის ჭამა, მაგრამ ნერვიულობისგან სწრაფად გამომდიოდა... ან რა მანერვიულებდა. ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანია. ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბარი კი ყველასათვის ბუნებრივია... თუ ნენე წიკლაური არ ხარ, რომელიც ყველამხრივ ჭკუაშეშლილი და არანორმალური ხარ...
–როგორ ხარ?–მომიკითხა, როგორც კი ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა.
–არამიშავს–ვუპასუხე და ვცადე ნორმალურ ადამიანს დავმსგავსებოდი, რომლებსაც მსგავსი საუბრების არ ეშინია–შენ როგორ ხარ?
–ნორმალურად–მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობ შევამჩნიე, რომ ღმილი მისთვის დამახასიათებელი იყო–წიგნი მოგწონს?
–სიმართლე გითხრა დღეს ვაპირებდი დაწყებას–ენა დამება, რადგან ჯერ წესიერად არც კი გადამიშლია–ეს ჩემი დაქალი ნატაა–გავაცანი სკამის საზურგეს მიყუდებული ეჭვიანი დაქალი, რომელიც ირონიული ღიმილით შეჰყურებდა ლიზას.
–სასიამოვნოა, ლიზა–ნატასკენ შეტრიალდა და მისკენ მიბრუნებულმაც კი შევნიშნე ჩაჩხვლეტილი ლოყა.
–ჩემთვისაც–ტუჩზე იკვნიტა ნატამ, აშკარად ეჭვიანობდა და ამაზე მეცინებოდა.
–ჩვენთან არ დაჯდები?–ვკითხე მოულოდნელად და ნატამ თვალები დაძაბა.
–ჰო, არ გინდა?–ამყვა ისიც, როგორც კი ჩემმა მზერამ მას აჯობა.
–სხვაგან წასვლას ვაპირებდი...
–არ მოიცდის?
–... კარგი–დაგვეთანხმა წამიერი ყოყმანის შემდეგ. მე გვერდით ჩავიწიე და ისიც მომიჯდა–ისე არ მეგონა კიდევ თუ გნახავდი.
–არც მე–გამეღიმა და დაბღვერილ ნატას შევხედე, რომელიც თავისი ეჭვიანობის დამალვას მთელი ძალით ცდილობდა.
–ლიზა, ჰოროსკოპით რა ხარ?–საუბარში ნატაც რომ ჩაერთო გამიხარდა და უხერხულიბას თავი დავანებე. თუმცა ამავდროულად თავში ხელი წამოვირტყი, რადგან მისი ტრადიციული კითხვა ჰოროსკოპებს, ვარსკვლავებს და მსგავს რაღაცებს უკავშირდებოდა.
–თევზები–ჩაიცინა მან–შენ?
–კურო–ცბიერი მზერით შეხედა და ანიშნა ჩემთან შეჯიბრებას ჯობია თავი მოიკლაო–თებერვალი?
–არა, მარტი–თავი გააქნია.
–მეც მარტში მაქვს–გამიხარდა და გავხედე–რომელ რიცხვში?
–თორმეტში შენ?
–აუ რამაგარია!–შევძახე ხმამაღლა და მივხვდი, რომ ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა და ხმას დავუწიე–მეც თორმეტში.
–რა მაგარია, ორი თევზი–აგრძელებდა ნატა ტლიკინს.
–კარგი, რა გეყოფა–თვალებით ვანიშნე გაგრძელება.
–ჰო, კარგი–თავი დამიქნია მან–არ გინდათ სადმე გავისეირნოთ? ზამთრისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდია.
მის სარკაზმზე ორივეს გაგვეცინა და თავი დავუქნიეთ. წამოვდექით და გასაკვლელისკენ წავედით.
–შენ თბილი ეძახე–თავისთვის თქვა ლიზამ–გარეთ რომ გავიხედე მეც ეგრე მეგონა, მაგრამ გამოვედი და გავიყინე.
–საერთოდ არ ცივა–მხრები ავიჩეჩე–მე თუ მკითხავ პირიქით, ცხელა კიდეც.
–შენთვის სულ ცხელა–თვალები გადაატრიალა ნატამ და იდაყვი ოდნავ მკრა, თან კიბეებზე ჩავდიოდით.
მოულოდნელად მარჯვენა ხელზე რაღაც დენივით დამიარა და დამსუსხა. თან რაღაც სითბოს მსგავსი ვიგრძენი, თითქოს დენმა დამარტყაო. რაღაცნაირად მიმიზიდა, თუმცა ჩემთან არ დარჩენილა დიდხანს და ჩემგან ეს შეგრძნება მალევე წავიდა.
–არა და ხელები ცივი გაქვს–მითხრა ლიზამ და შევამჩნიე, რომ მისი ხელი ჩემს ხელს მოშორდა.
–სულ ასე აქვს–უპასუხა ჩემ მაგივრად ნატამ და შენობიდან გასულებმა ქუჩაში დავიწყეთ სიარული.
–და საერთოდ არ გცივა?–გაიკვირვა ლიზამ.
–ნწუ–თავი გავაქნიე.
მოულოდნელად ტელეფონის ხმამაღალი ზარის გაგონებაზე უეცრად შევხტი. ეს რა თქმა უნდა ნატას ტელეფონი იყო, რომელსაც ჩემგან განსხვავებით ტელეფონის ხმა ყოველთვის აწეული ჰქონდა. იმდენად ხმამაღალია მისი ზარის ხმა რომ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე რეაქცია მაქვს.
რამოდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ ნატამ დაგვტოვა, რადგან როგორც თვითონ თქვა ახლავე თუ არ მივიდოდა მოკლავდნენ. მე და ლიზამ კი სეირნობა მარტო გავაგრძელეთ. ქუჩებში დავდიოდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. სახალისო ის იყო, რომ ბავრი საერთო გამოგვიჩნდა და უცხოებთან საუბრის „შიში“ ოდნავ გამიმარტივდა. საუბარი უფრო გამიადვილდა, როცა გავიგე ქვინს რომ უსმენდა. ქვინი ჩემი ფავორიტი ჯგუფია და ძალიან გამიხარდა ლიზას მისი სიმღერები თავის ფლეილისთში რომ ჰქონდა. კიდევ ისიც გავიგე, რომ კითხვა უყვარდა და ჩვენს საყვარელ ნაწარმოებზეც ვისაუბრეთ. სიმართლე ვთქვა ნატასთან ლიტერატურაზე მხოლოდ ზედაპირულად ვსაუბრობ, მაგრამ ისიც ნაკლებად, რადგან არ აინტერესებს მსგავსი რაღაცები. მისი ინტერესები ნებისმიერ რამეზე ზედაპირულად შემოიფარგლა. მე კი ყოველთვის სიღრმეებს ვეძებ. მესიამოვნა ლიზასთან ჩემი ემოციების გაზიარება და მისი აზრის მოსმენაც. თითქოს სხვა სამყაროში გადავედი და ჩემს ემოციურ სიღრმეებზე თავისუფლად ვსაუბრობდი. არ მეშინოდა იმის, რომ ვიღაც ასეთ საუბარზე დამცინებდა, უცნაურად შემომხედავდა ან რამე სხვა. იმ წამს მე უბრალოდ მჯეროდა, რომ ჩემი ემოციური ნაწილი ლიზაში ვიპოვე.
–არ უპასუხებ?–ვკითხე მას. მოსაღამოვებულიყო და ორივე რომელიღაც კორპუსის სახურავზე ვიყავით ასული. მისი ტელეფონი უკვე მერამდენედ რეკავდა ლიზა კი არცერთხელ არ პასუხობდა. სულ უთიშავდა ან ყურადღებას არ აქცევდა–ინერვიულებენ.
–თავიც არ მოიკლან რა–ემოციებისგან დაცლილმა მიპასუხა. ტელეფონის ეკრანს დახედა, სადაც უცნობი ნომერი ზარს არ წყვეტდა.
–ვინ რეკავს?–უკვე დავვეჭვდი, რომ მშობლები არ რეკავდნენ.
–ჩემი ყოფილი–თქვა და სწრაფად გაუთიშა. შემდეგ ტელეფონიც გათიშა და იქვე მიაგდო. გათიშულ ეკრანს იქამდე უყურებდა სანამ ბოლომდე არ გაითიშა.
–მოდი გამოვიცნობ–ვუთხარი და ხელები ფეხებს შემოვხვიე, ნიკაპი მუხლებს ჩამოვად და ჩაფიქრებულმა შევხედე–ადრე დაგშორდა და ახლა ამას ნანობს.
ტელეფონს თვალი მოწყვიტა ლიზამ და გაეცინა. მე შემომხედა და ჩემს დაბნეულ სახეზე უფრო გაეცინა.
–არა–თავი გააქნია და ნიკაპი ასწია. ღიმილი ნელა ჩამოერეცხა სახიდან–მე დავშორდი სადღაც ერთი–ორი კვირის წინ და იმიტომ მირეკავს რომ კრეტინია.
–ყველა ბიჭი კრეტინია–ჩავიბურტყუნე და გიორგი გამახსენდა. საშინლად მომინდა ნაფაზის დარტყმა, მაგრამ გამახსენდა რომ გუშინ გამოვცალე. ნერვულად თითების ტეხვა დავიწყე.
–ჰო–ტუჩზე იკბინა, რომ ღიმილი შეეჩერებინა და თავი ჩახარა–ბიჭებიც.
–ბიჭებიც?–ხელების ტეხვას თავი ვანებე და ლიზას შევხედე.
–და ზოგი გოგოც–თვალის კუთხით შემომხედა და ტუჩზე უფრო ძლიერად იკვნიტა.
–იმის თქმა გინდა რომ რომ დაშორდი შენი ბრალია და შენ ხარ კრეტინი?–დავიბენი და ჩემს ნათქვამს რომ დავუფიქრდი უხეშად გამომივიდა–ბოდიში.
–არა მაგისი არა–თავი გამიქნია და ჩემნაირად დაჯდა–იცი... მე... გოგოები მომწონს.
–ოჰო...–არ ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა და პირი გაღებული დამრჩა.
ამას ნამდვილად არ მოველოდი. პირდაპირ შოკში ვიყავი, თუმცა არ მინდოდა ჩემი რეაქცია უარყოფითი ყოფილიყო. ლიზა ახლახანს გავიცანი და უხერხული იქნებოდა თავიდანვე ცუდი ურთიერთბა მისგან თავის შორს დაჭერა... მაგრამ სიმართლე ვთქვა ჩემი გაოცების რეაქცია ამგვარი საერთოდ არ იყო. ჩვეულებრივ მივიღე და არც უარყოფითი დამოკიდებულება მქონია ამის მიმართ და არც შიში.
–ჰო–დააბოლოვა მშვიდად. ტუჩზე კბილი ჯერ კიდევ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ კუთხეში ღიმილი კიდევ ეპარებოდა.
–არ იფიქრო რომ რამე ცუდი ვიფიქრე ან მსგავსი–სწრაფად დავიწყე ლაპარაკი და ბოდიშების მოხდა–უბრალოდ აქამდე ლეზბოსელს არ შევხვედრილვარ.
–ნეტა იცოდე ახლა რა სახე გაქვს... მაპატიე მეტს ვერ მოვითმენ–თქვა და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
მის სიცილს მეც ავყევი და რაღაცნაირად ის უხერხულობის შეგრძნება მომეხსნა და თითქოს უფრო თავისუფალი გავხდი.
–ანუ შენი ყოფილი გოგოა?–ვკითხე როგორც კი დავწყნარდით.
–აჰამ–თავი დამიქნია ოდნავ სიამაყით.
–და რა დააშავა?
ცოტახანს არ მპასუხობდა და მხოლოდ მანქანების სიგნალისა და ღმუილის ხმა ისმოდა. შემდეგ კი ჩუმად მითხრა.
–გამომიყენა...
მის სახეზე აქამდე ყოველთვის ღიმილი და ჩაჩხვლეტილი ლოყა ჩანდა. ბედნიერი და თამამი სახე ამ წამს არ არსებობდა და მხოლოდ იმედგაცრუებას ამოიკითხავდით. ეს აშკარად არ იყო მისი დამახასიათებელი იერი, მაგრამ რაღაც ხიბლს იწვევდა...
–და თუ გამოგიყენა მთელი ამ დროის მანძილზე რაზე გირეკავს?
–რომ უფრო კარგად გამეღადავოს–მხრები აიჩეჩა და მანტოს ბოლოების წვალება დაიწყო–არ ვიცი, ნენე, მხოლოდ ის გავიგე რომ ჩემნაირი კიდევ ბევრი ჰყავდა... და ახლაც ყავს.
–და რა იცი?–ცოტა არ იყოს გამიკვირდა–ის გირეკავს და... სხვის ნათქვამს ასე მალე დაუჯერე?–მეგონა, რომ ჭორებს დაუჯერა.
–თვითონ მითხრა–მოულოდნელი და სწრაფი მზერით შემომხედა. მისი თვალები წყლით იყო სავსე რომლიც ცდილობდა თვალებიდან არ გადმოსულიყო. როგორც პატარა ბავშვი საწოლიდან გადმოვარდნისას. ცდილობს არ გადმოვარდეს, რომ არ ეტკინოს და არ იტიროს...
გავჩუმდი. არ ვიცოდი რა მეთქვა მსგავს სიტუაციაში. ცოტა თავი უხერხულადაც ვიგრძენი მათი ურთიერთობით რომ დავინტერესდი. არ მინდოდა მისთვის წარსული მწარედ გამეხსენებინა, თუმცა ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
–არ გიფიქრია, რომ დალაპარაკებოდი?... კაი მაპატიე ჩემი საქმე არაა–მივაყარე ბოლოს.
–არაა–თავი სწრაფად გააქნია. მერე ღრმად და მშვიდად ამოისუნთქა, დაბერილი ლოყები რომ ბოლომდე ჩაეფუშა განაგრძო–როდესაც ეს მითხრა ვიგრძენი რომ მაგრად ვეკიდე! ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა ახლა კი სულ არ მაინტერესებს რაზე მირეკავს რადგან იმ წამს საერთოდ არ ვაინტერესებდი! არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემზე, ან ჩვენზე, ან საერთოდ იმაზე რაც გააკეთა... ან რას გააკეთებს...–სიმწრის სიცილით ჩაიცინა და სახიდან თმები გადაიყაა. ჩაჩხვლეტილი ლოყა სევდიანად ეჩხვლიტებოდა–არ მოველოდი... მისგან არ მოველოდი... ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული იყო, გესმის? ძალიან მიყვარდა, იმდენად ძალიან, რომ მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი... საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ამით მიყენებდა–წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო თან ხელებს უაზროდ იქნევდა. მე კი ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი–როდესაც მითრა „იცი შენნაირი რამდენი მყავს?“ ამით ყველაფერი შეიცვალა!–ლიზა ხმამაღლა ყვრიდოდა და ემოციებისგან იცლებოდა–და ყველაზე საშინელება ისაა რომ, მიუხედავად მისი საქციელისა და იმისა, რომ მე დავშორდი ამ ყველაფრის მერე, ჯერ კიდევ მაქვს გრძნობები და ჯერ კიდევ მზად ვარ ვაპატიო! მარტო იმიტომ, რომ მინდა ისევ ჩემი ერქვას! და სულ ფეხებზე რომ მან...
–გული გატკინა?–დავამთავრე მისი მონოლოგი. ლიზა ხმამაღლა სუნქავდა და დამშვიდებას ცდილობდა. ადგილზე გაჩერდა და ემოციებისგან დაცლილმა თავი ნელა დამიქნია–ვიცი რა გრძნობაცაა.
–ზოგადად მასზე არავისთან ვლაპარაკობ–თავი დახარა და დასჯილი ბავშვივით ხელები წინ გადააჯვარედინა–ბოდიში, ზედმეტი მომივიდა.
–არაფერია–მხრები ავიჩეჩე–ზოგჯერ ყველას ჭირდება დაცლა.
–ამდენი ჩემზე არავისთან მილაპარაკია–ისევ განაგრძობდა მობოდიშების დიალოგს და ჩემკენ მოდიოდა და ისევ თავის ადგილას ჯდებოდა–ახლა ფიქრობ რომ მაგარი გიჟი ვარ არა? ადამიანმა გამომიყენა და მე კიდევ მიყვარს, თან რამდენს ვლაპარაკობ...
–გაივლის–ვუთხარი მშვიდად–მე გამიარა.
–მე კიდე არამგონია. ასე მგონია ვინც არ უნდა შევიყვარო, თუ შევიყვარებ საკითხავია, ის მაინც მემახსოვრება.
–მეც ასე ვფიქრობდი–მხრები ავიჩეჩე–მაგრამ ახლა არც კი მაინტერესებს.
ამაზე ლიზამ არაფერი მიპასუხა. ჩუმად იყო, ალბათ არა სურდა საუბრის გაგრძელაბა. ამჯერად არც მე ჩავაცივდი, რადგან ვხედავდი მის მხიარულ სახეზე როგორ ეფინებოდა სევდა სხვადასხვა ტონალობაში. თანდათანობით მისი სევდა ამაყად გადაეფინებოდა მეორე სევდაზე და უფრო მძაფრდებოდა. რატომღაც მაინც ამშვენებდა, რაც მე მომწონდა. თუმცა მის ბედნიერ ღიმილსა და ჩაჩხვლეტილ ლოყას არაფერი სჯობდა. მზის წვრილი სხივი მის სახეს თითქოს ეთამაშებოდა ისე ედებოდა.
–იცი...–გააგრძელა დუმილის შემდეგ–ზოგჯერ მგონია რომ მართლა ვუყვარდი და ეს ზარებიც ამისი ახსნაა...–გათიშულ ტელეფონს ხელი მოკიდა და ჩართო.
–მაგრამ მეორე მხარეცააქვს. იქნებ თამაშობს? შენ თავზეც იფიქრე–ჰორიზონტს გავხედე სადაც მზე უკვე ჩასულიყო და მზის ერთი–ორი სხვივი ანათებდა საღამოს ქუჩებს. მანქანების სიგნალი და ღმუილი არ წყდებოდა–ისევ შეიძლება გატკინოს გული.
–უბრალოდ ვერ ვხვდები სიმართლე რაარის–თვალის კუთხით ვხედავდი, რომ ხელი ნიკაპის ქვეშ ამოიდო და ჰორიზონტს გახედა–მითხრა, რომ ჩემნაირი ბევრი ჰყავდა და ამავდროულად მაინც მე მირეკავს? კიდევ რა უნდა?
–მაგიტომ უნდა დაელაპარაკო–ვუთხარი მას მშვიდად და გავხედე–მაგრამ მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ჩემი გულის ტკენას არ ვაპატიებდი.
ისევ არაფერი მიპასუხა. ორივე ჩუმად ვიჯექით და ჰორიზონტს ვუყურებდი. როდესაც მას ვესაუბრებოდი მასში ჩემ თავს ვხედავდი. ორი გულნატკენი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ერთმანეთი იპოვა. ორი უკვე კარგი მეგობარი, რომელმაც ერთმანეთს გაუგეს. ჰო, მეგობარი, მე მას მეგობარს ვუწოდებ და შეიძლება მომავალში საუკეთესო მეგობარი ყოფილიყო, რადგან მასთან თავს ისე თავისუფლად ვგრძნობდი, როგორც ნატასთან ან ჩემს რომელიმე დასთან. ის უბრალოდ კარგი მეგობარი იყო, რომელთანაც ღრმა საუბრისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. მას შეეძლო ჩემთვის გაეგო და მე მისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent