აღარასოდეს(2)
*** -დღეს ქორწილში შენი პანკი არ მოიყვანო. -მამა, ეს შენი გადასაწყვეტი არ არის-მათე მთვრალი იყო და ფეხზე ძლივს იდგა, ლაპარაკისას მამამისს ცინიკურად უღიმოდა. -ეს ქორწილი რომ ჩაშალო!!-მამამისმა ხელი აწია, მაგრამ მათე წამოუხტა. -რა მამა, შენი მეგობრები გაბრაზდებიან? შენ კიდე შეგრცხვება ხომ ჩემნაირი შვილი რომ გყავს?-თვალები დაქაჩა და შემდეგ ისევ სიცილი დაიწყო-მე ვაკეთებ იმას რაც მე მინდა, შენ გგავარ. -ეგ გოგო შენი შესაფერისი არ არის. -აბა ვინ არის? დავიღალე შენი ნოტაციებით, გინდოდა რომ მაგ ქორწილში წამოვსულიყავი, ხოდა ეხლა ჩემ პანკსაც აიტან-გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. -დაანებე თავი, აზრი არ აქვს. -ნუ ერევი. მამამისი მის ცოლს გაბრაზებული მიუბრუნდა. ეს ქალი მათეს ნამდვილი დედა არ იყო, არამედ მისი დედინაცვალი. -იცი, მემგონი ჯობს დღეს ამ ქორწილში არ წამოვიდე, ნინის მივხედავ, ისევ ცუდად არის. ჯაბასთან იჩხუბა მემგონი. ნინი მათეს ძმა იყო, ჯაბა კი მისი ქმარი. ეს ოჯახი სხვა ოჯახებს არ გავდა. აქ არავინ არ იყო ბედნიერი, მიუხედავად ამდენი ფულისა, უზარმაზარი კომპანიისა და ყველაფრისა რაც გააჩნდათ. მათეს დედა ლაშას(მათეს მამის) საყვარელი იყო, სანამ ის ჯერ კიდევ მათეს დედინაცვალზე იყო დაქორწინებული. ამიტომ იმ ქალს მათეს ატანა არ ჰქონდა. -კარგი, როგორც გინდა. მათე ემილისთან შესახვედრად წავიდა. მამამისი პანკს იმიტომ ეძახდა რომ... ის მათ წრეს არ შეეფერებოდა. სულ შავებში ეცვა, ერთი სიტყვით გოთი იყო. მათე ამას ლაშას გასაბრაზებლად არ აკეთებდა, მას მართლა უყვარდა ემილი, მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ისინი დიდი ხანი იყვნენ ერთად. -მათე, შანსი არაა, მამაშენი არ მოგვცემს ამის უფლებას. -მე კიდე -მისკენ მიიზიდა და აკოცა, თმაში ხელი შეუცურა და ყელში აკოცა. -მათე, ხალხი გვიყურებს-ემილი არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა შეეჩერებინა, თან ეცინებოდა-მათე, მათიუშშ. -დაიკიდე-ლიფტში შეიყვანა და კოცნა გააგრძელა, ყელიდან ყვევით ჩაუყვა და შემოსაცმელი გახადა. ემილიც აღარ შეწინაღმდეგებია, მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა, მანაც ჟაკეტი გახადა და ლიფტის კუთხეში მოიმწყვიდა. მათე მის ცისფერ თვალებში ჩაიძირა და მიაშტერდა-მიყვარხარ. -მეც. მეც მიყვარხარ, მინდა რომ ერთად მოვკვდეთ, რომ ერთად ვიცხოვროთ. ამ დროს ლიფტი გაიღო და ორივე გამოვიდა, გარეთ ლაშა დახვდათ. -მათე!! რამდენჯერ გაგაფრთხილო?!! -იმდენჯერ რამდენჯერაც გინდა. მე . ემილი იქნება ქორწილში, მოგწონს თუ არა, აი ეგ მართლა ყ*ეზე . -მათე, არ გინდა... წავალ. -არა, დარჩები-მათემ დაუღრინა და ხელი ჩაჭიდა. -არაუშავს, ყველაფერი კარგად არის-ემილიმ აკოცა, სახეზე ხელი ჩამოუსვა და ყურში ჩაჩურჩულა-მიყვარხარ-ჩანთა აიღო და წავიდა. *** მათემ ვერ გაუძლო ემილის გარეშე ყოფნა, ამიტომ გადაწყვიტა მასთან ყოფილიყო, სახლიდან წავიდა და მასთან დაიწყო ცხოვრება. მაგრამ რამდენჯერაც მიდიოდა სახლში თითქმის ყოველთვის ემილი ვენებგადაჭრილი ხვდებოდა. -რატო აკეთებ ამას!!! გეყოფა!!-მივარდებოდა ხოლმე, და მაშინვე ხელებს უხვევდა პირველივეთი რაც მოხვდებოდა. -მოგბეზრდი ხომ? აღარ გიყვარვარ!! ვერ მიტან ხომ?!! -რეებს ლაპარაკობ ემილი გამოფხიზლდი!!-თვალებიდან ლამის ცრემლები გადმოსვლოდა-რატომ აკეთებ ამას!! -წადი! მეზიზღები!! შენი სიყვარულით მახრჩობ!!-ეწინააღმდეგებოდა, ხელებს იქნევდა, ურტყამდა, მაგრამ მათე მაინც რჩებოდა. როდესაც ხელებს შეუხვევდა, უკნიდან ეხუტებოდა, ამშვიდებდა და საწოლში აწვენდა. ესე ხდებოდა ყოველ დღე. მეორე დღეს კი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი. -მათე, მათე გაიღვიძეე-დილით ადრე დგებოდა, მათეს ზედას იცმევდა და აღვიძებდა ხოლმე-მათიიუშ, თუ არ გაიღვიძებ დაგსჯი. -დამსჯი-მათემ ჩუმად თქვა-იქით უნდა დაგსაჯო-მათე გადმობრუნდა და გამომწვევად შეხედა, შემდეგ კი გაუღიმა, სახეზე ხელი ჩამოუსვა და აკოცა. ემილი ზემოდან ეჯდა და ანჯღრევდა. -ადეე. მათემ უცებ გადააგდო და თვითონ აღმოჩნდა მასზე ზემოდან. -ჰაა, აბა, ვინ ვის დასჯის?-გაიცინა და ყელში აკოცა, ცალი ხელით სახეზე ეფერებოდა, ემილის სიამოვნებისგან თვალები ეხუჭებოდა, ამ დროს მათე ჩერდებოდა და დგებოდა. -დამპალი ხარ-მასაც გაეცინა და სამზარეულოში გაყვა. -ემილი, ერთხელ შეილება ვეღარ მოგისწრო, ხო ხვდები ამდენს? -მათე, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მე შენ მიყვარხარ, ეს არის მთავარი. არასდროს არ დამტოვო. -არ დაგტოვებ, მაგრამ არც შენ უნდა დამტოვო. ემილიმ ხელები კისერზე შემოხვია და აკოცა. -რამე გაგიკეთო? -მე მოვამზადებ ჩვენთვის საუზმეს-მათე მართლაც კარგად აკეთებდა საჭმელს. ემილიზე თნ გადაყოლილი იყო, ყველაფერს უსრულებდა რასაც თხოვდა-საუზმე ჩემი დედოფლისთვის-გაღიმებული, ამაყად უდებდა თავის გაკეთებულ საუზმეს მაგიდაზე და შემდეგ ყავასაც მოაყოლებდა ხოლმე-დღეს შენთვის სურპრიზი მაქვს. -რა სურპრიზი? -არ გეტყვი. -მათეე-თავი გაისაწყლა და ტუჩები პატარა ბავშვივით დაპრუწა-გთხოოვ-წვრილი საყვარელი ხმით თხოვა. -არა, საღამოს გაიგებ. -ანუ არა? -ყავა მოსვა და გამომცდელად შეხედა. -არა. -კარგი, საღამოს გავიგებ-გაიღიმა და ყავის სმა გააგრძელა. რადგან მათე ოჯახიდან წამოვიდა, ახლა ბევრი ფული არ ჰქონდა, ის ხატავდა, მის ნახატებს ჰყიდდა და მხოლოდ ასე თუ შეეძლო ფულის შოვნა. დააგროვა, მათთვის შესაფერისი ბინა იპოვა, გადაწყვიტა ეყიდა და ემილისთვის სურპრიზი გაეკეთებინა. ოღონდ ჯერ ფულს აგროვებდა მაგრამ ჯერ ფული რესტორნისთვის უნდოდა. ემილისთვის ულამაზესი ბეჭედი ჰქონდა ნაყიდი, მისი ცოლად მოყვანა უნდოდა, მისთვის კაბაც კი ნაყიდი ჰქონდა. ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი. საღამოს რესტორანში წაიყვანა. -მათე, ამდენი ფული ... არ გვაქ.შეგვილია აქ ყოფნა? -შენ ფულზე არ იდარდო. -თან კაბაც...-ემილი გაწითლდა და გაეცინა-მაგრამ მომწონს. -ჰოდა ძალიან კარგი, ჭამე. მთლიანი რესტორანი დახურული იყო. მათე ამას 3 თვის განმალობაში ამზადებდა. მუსიკოსები ჰყავდა მოწვეული. ლუკმა ყელში არ გადადიოდა, ისე ნერვიულობდა რომ ცოტაც და გააფრენდა. ემილის უყურებდა და ისევ მის თვალებში იძირებოდა. ფიქრობდა როგორი იქნებოდა მათი ცხოვრბა მომავალში, მათი შვილები, შვილიშვილები, მაგრამ რა იცოდა რომ ემილის იგივე გეგმები არ ჰქონდა. რომ მას შვილები არ უნდოდა... -ემილი, ამ საღამოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ ვახშმისთვის არ მოვსულვართ-მათე წამოდგა და მუხლებზე დადგა. ემილის გაეცინა. -რას აკეთებ მათე? -როგორ გგონია? -არ ვიცი. -მე შენ მიყვარხარ, შენ მე მიყვარხარ, მიყვარხარ მე შენ, რამდენაირად შემილია ეს გითხრა, მაგრამ აზრი არ შეიცვლება. მინდა ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიყოთ, ერთად დავბერდეთ... კი... ვიცი ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მე შენ გარეშე ცხოვრება არ შემილია და არ მინდა. ემილი, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ გვერდით ვიქნები, ყოველთვის დაგეხმარები, მინდა ერთად გავიაროთ ყველაფერი. მესმის ახლა რთული პერიოდი გაქვს, მარტო არ ხარ. ემილი, ცოლად გამომყვები? -მათე... ჩვენ... -თუ გინდა ეხლა არ მიპასუხო-ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო-ვიცი, ძალიან ძვირიანი არ არის, არც ბრილიანტიანი და მოოქროვილი, მაგრამ გპირდები თუ გამომყვები, ბრილიანტის სასახლეს გაჩუქებ, მოოქროვილი საწოლი გექნება, ჩვენი სამხატვრო სტუდია... ყველაფერს შევძლებ. -ესე სერიოზულად გიყვარვარ? -შენ არა? -კი... კარგი... მაგრამ კარგად იფიქრე? მათე, მალე მოგბეზრდები, დაიტანჯები... მე -არ დავიტანჯები. მე შენ მიყვარხარ, რაც არ უნდა მითხრა ვერ გადამაფიქრებინებ. -თანახმა ვარ. მათე სიხარულისგან წამოდგა, ემილი ჰაერში აწია და დაატრიალა, შემდეგ კი აკოცა. -მიყვარხარ, მიყვარხარ. ვერ წარმოიდგგენ როგორ გამაბედნიერე-მათე სიხარულისგან პატარა ბავშვივით იქცეოდა, თვალები გაბრწყინებული ჰქონდა, გული ცოტაც და ამოუვარდებოდა გულმკერდიდან. *** რამოდენიმე თვის შემდეგ, მან ფული დააგროვა 3ოთახიანი ბინის საყიდლად, ყველაფერი მზად ჰქონდა. ერთხელაც სახლში რომ მივიდა ემილი მკვდარი ნახა. ვენები ჰქონდა გადაჭრილი, სკამზე იჯდა... სულ თეთრი იყო. მათეს კინაღამ გული წაუვიდა, სწრაფად მივარდა და ხელების გადახვევა დაუწყო. -არა, არა... არა... გაიღვიძე... ემილი! გამოფხიზლდი!-სახე მოიქცია ხელებში და ოდნავ შეანჯღრია. როდესაც მიხვდა რომ არაფერი არ გამოუვიდოდა ტირილი დაიწყო, გულზე მიიხუტა და ხელს არ უშვებდა-არა... შენ არ მომკვდარხარ.... არა.... ვერ მოგისწარი... *** ეს ძალიან მცირედია რაც მათეს გადახდა. უბრალოდ მოკლედ დავწერე, შემდეგ თავებში ბევრჯერ იქნება მათეს წარსული ნახსენები. ასევე შემდეგი თავიდან უკვე აწმყოში ვიწყებ წერას <3 იმედია მოგეწონათ <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.