შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გახსოვდეს სიკვდილი! (სრულად)


4-01-2018, 22:15
ავტორი bla.ell
ნანახია 3 477

სწრაფად მივაბიჯებდი ტროტუარზე და კიდევ უფრო მეტად მინდოდა, რაიმე დამელეწა ემოციების გადმოსაცემად,ამ წვიმის წვეთების გამო,რომლებიც სახეზე დაცემისას ისე მიღოღავდნენ ყელისკენ თითქოს ჩემი დახრჩობა გადაეწყვიტა ზეცას.
საკუთარი თავი მძულდა,
მინდოდა მთელი სხეული "შემომეხია" და სულად დავრჩენილიყავი...ვერავის რომ ვერ დავენახე...აღარ შემეძლო, შუა ქუჩაში დავეცი გათიშული,იმდენად უიღბლო ვიყავი,რომ ჩემი გზატკეცილზე დაცემისას აენთო წითელი,ცრემლები უაზროდ მოედინებოდა ღაწვებზე,იმ დროსაც კოკისპირულად წვიმდა.
თავი რომ წამოვწიე დავინახე როგორ მიყურებდა მანქანის შუშებიდან უცნობები,ყველა მძულდა,არცერთის გამოკლებით...
ვიგრძენი ვიღაც ძლიერად მწვდა მაჯაში წამომაყენა და სწრაფად გამაბრუნა უკან,მწვანეც აინთო და მანქანებმაც დაიწყო მოძრაობა მე კი პანიკებში ჩავარდნილი კიდევ უფრო მეტად ავყვირდი.მერე?!არაფერი მახსოვს,თვალები გავახილე თუ არა ვიღაცის ნაცრიფერ მოღრუბლულ თვალებს წავაწყდი...
-გამარჯობა!აშკარად ეტყობოდა სიგარეტს,რომ იოგები დაეზიანებინა,ხმა ჩახლეჩილი და დაბალი იყო,ცოტა არ იყოს და შემრცხვა თვალებში რომ ვუყურებდი,წამოვწითლდი და ხელი ჩამოვისვი სახეზე...
-ახლავე ექიმს დავუძახებ!ოდნავი ღიმილით მითხრა უცნობმა და პალატიდან გავიდა. მოულოდნელად კუთხეში
ნიკოლოზი დავინახე.თითქმის არ ჩანდა,ვხედავდი როგორ მიყურებდა,ოდნავადაც არ მოძრაობდა,თვალებსაც არ აფახულებდა სწრაფად წამოვხტი საწოლიდან,ხელზე მიმაგრებული "უცნაურობები" მოვიხსენი და შეშინებული გამოვიქეცი პალატიდან,არვიცოდი სად მივრბოდი. სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი მაგრამ ტკივილი უფრო მაიძულებდა რომ ამ აჩრდილს გავქცეოდი...ერთ-ერთი კარი შევაღე დასამალად თუ არა მისი გაშეშებული მიმიკა შემეჩეხა,შიშისგან დავიკივლე და უკან გავვარდი,სხვა კარის სახელური ჩამოვწიე და კიბეებზე დავეშვი ისეთი სისწრაფით,ვერც ვხვდებოდი რომელი ფეხი უნდა გადამედგა და სადაც იყო საბოლოოდ დავილეწებოდი,როცა კიბეები ჩავამთავრე და შენობის კარებიდან გავვარდი...
-მამაო ჩვენო...ხმა ჩამიწყდა ხმას ვერ ვიღებდი...ეს არ უნდა მომხდარიყო,ჩემი მეგობარი,ჩემი ნიკოლოზი მე მე მოვკალი,ჰო მე ვარ სატანა...
-ღმერთო ეს როგორ ჩავიდინე,
ეს რა შევცოდე! ყურში სირენების ხმა ჩამესმოდა,მე კი ვცდილობდი როგორმე ჩამეხშო არეული ხმები. განწირული ყვირილი ახლაც ჩამესმის...ერთხელ ერთმა ადამიანმა თავისი წიგნის სიტყვები გამიმეორა,
" ადამიანი რომ მოკლა ან სიგიჟემდე უნდა გიყვარდეს ან სიგიჟემდე უნდა გძულდესო"...ჰო მე ის ძალიან მიყვარდა,სიგიჟემდე მიყვარდა...
ნიკოლოზი ადამიანი იყო რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრების შესახებ იცოდა...თუ დამიჯერებთ იმდენად ვენდობოდი,რომ საერთოდ არ მქონდა მასთან საიდუმლო,არანაირი საიდუმლო არ მქონდა,ყველაფრის მოყოლა შემეძლო მისთვის. ვფიქრობდი, რომ ისიც ასე იყო...არვიცი მაგაში ნამდვილად ვერასდროს დაგარწმუნებთ...ნიკოლოზს სიმსივნე ჰქონდა,ყოველ დღე როცა ვაკითხავდი,ვხედავდი როგორ ურთულდებოდა ასე არსებობა,მთხოვდა,მევედრებოდა შენი სიგიჟემდე სიყვარული დამიმტკიცეო.არ შემეძლო.
ღამეებს ვათენებდი მასზე ფიქრებით და ვერანაირ გამოსავალს ვერ ვპოულობდი,დასახმარებლად.
ვაკითხავდი ყოველ დღე და უფრო მეტად ვინადგურებდი თავს მისი დანახვით.ის ჩემი მეგობარი იყო!ჩემი არაბიოლოგიური ძმა,რომლის დაკარგვაც ჩემი სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა,მაგრამ დადგა დღე როცა ვეღარ ავიტანე მისი ტკივილი,უნდა მომეკლა,ეს მისთვის ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის კი "ცოცხალი სიკვდილი".მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი იმაზე ფიქრით,თუ როგორ მოვკალი ჩემი მეგობარი.
მის ოთახში,რომ შევედი ცრემლიანი ჩაწითლებული თავლებით მიყურებდა,სახე იმდენად გათეთრებოდა დიდხანს,რომ გეყურებინა ნახატადაც შეიძლება წარმოგედგინა.
-ელ!გთხოვ დამეხმარე!
-ნიკოლოზ!არ მინდა რომ დამტოვო!ვერ გავძლებ უშენოდ!არ შემიძლია,შენზეც რომ არ ვდარდობდე,საკუთარი თავი მაინც მეცოდება უშენოდ,რომ ვერ შეძლებს ცხორების გაგრძელებას.
-ელ!გთხოვ...დამეხ...დამეხმარე!
სლუკუნით მეუბმებოდა და სახე დამანჭული,დამახინჯებული გამომეტყველებით მიყურებდა...
მის თვალებში ასე არასდროს დავკარგულვარ.
ეს ნიკოლოზი არ იყო...
-რა გინდა ნიკოლოზ.რატომ გინდა,უფრო მეტად დავიტანჯო?!
-შე...ნ არ ამბობდი ვგიჟდები შენზეო?!
თუ გიყვარვარ ე...ერთი თხოვნა როგორ ვერ უნდა შემისრულო!
მე?!მე როგორი რეაქცია მქონდა?!მოვკვდი სანამ მას მოვკლავდი მე მოვკვდი...
მაგრამ გადავწყვიტე მისი ტკივილი გამექრო...ჩამედინა ეს უდიდესი ცოდვა...რაც მთავარია მეცოდინებოდა,რომ ჩემს ნიკოლოზს დავეხმარებოდი ტკივილების შემსუბუქებაში...
-კარგი მორფინს მოვიტან...
დამალული სეიფიდან მორფინის მთლიანი შეკვრა გამოვიღე,რაც გამომატანეს საავადმყოფოდან.ყველა სათითაოდ გავხსენი და გავამზადე,სათითაოდ შევუყვანე კანში ყველა ნემსი.ხელები მიკანკალებდა...მკლავებით ცრემლებს ვიწმენდდი და ვცდილობდი ყველა კაფსულის მოგროვებას.ციხეს რომ გადავრჩენოდი,ამ ერთი კაფსულის დაკარგვის გამო მაინც დამიჭერდნენ...დავინახე როგორ შეხტა საწოლში ჩემი ძამიკო...თითქოს სიზმარში საღაციდან გადახტაო და მუცელმაც შეწყვიტა მოძრაობა...ხელი გულზე დავადე და მივხვდი რომ აღარ ფეთქავდა...თუმცა ისევ სუნთქავდა...ჩემი თვალით ვხედავდი ისევ სუნთქავდა და პირში ქაფიანი ბუშტები ებერებოდა...თვალები სულ,სულ ოდნავ გაეხილა და უცნაურად სუნთქავდა თითქოს გადაიფიქრა და დაბრუნება უნდოდა მაგრამ, არაფერი შეეძლო უკვე.
ვინანე...მაგრამ ვერც მე დავაბრუნებდი დროს უკან.
ხელი ჩავკიდე და სახეზე ჩამოვისვი მისი ხელის ზურგი...
-მომენატრები ბუზღუნა...სევდინად გავუღიმე,თითქოს მისი ოდნავ გახელილი თვალებიდან დამინახავდა.ვიცი მასაც გაეღიმებოდა ჩემს წარმოთქმულ "ბუზღუნა"-ზე.უყვარდა ასე,რომ მივმართავდი...ვიგრძენი ხელი ოდნავ რომ მომიჭირა ხელზე და ყველაფერი გაიყინა.ჩემი ნიკოლოზიც...ის მე მოვკალი...სიგიჟემდე სიყვარულის გამო.ჰო...ახლა ეს საყვარელი ადამიანი ჩემს ყოველდღიურ კოშმარად იქცა...ის იდგა და მიყურებდა როცა თვალებს ვახელდი დილით. საკუთარი თავი მძულდა,ადამიანი მოვკალი რომელსაც ვერასდროს დავივიწყებდი,"ჩემი ადამიანი"! ვიცი მასსავით ვერავის ვერ შევიყავრებდი,ვერასდროს...
გახსოვთ?!ვთქვი,რომ ნიკოლოზი ჩემი მეგობარი იყო...ჰო მეგობარი იყო, სანამ სკოლაში პირველ კოცნას არ მომპარავდა.მახსოვს როგორ დამაჟრიალა,სახე შემეფარკლა და სირცხვილისგან უკან
მოუხედავად გავიქეცი საკლასო ოთახიდან. სახლში ტირილით მივვარდი ბებია გაოცებული მიყურებდა და მეკითხებოდა რა ბზიკმა გიკბინაო.მოვიტყუე ქალი დავინახე დედას გავდა და მომენატრა-მეთქი.ჰო ხშირად ხდება როცა წუხილს და წრემლებს უკვე გარდაცვლილს აბრალებ,რადგან იცი მას ვეღარავინ ვერაფერს ჰკითხავს.
მეორე დღეს სკოლაში ჩემი კლასელები გვჭორავდნენ მე და ნიკოლოზს,ტირილი,რომ ამივარდა ნიკოლოზი მოვიდა და ჩამეხუტა.
-ელ რა გჭირს
-ჩემი ჩანთა ვერ ვიპოვე,უცებ რაც მომაფიქრდა ის წამოვილუღლუღე და ტირილი გავაგრძელე.
-მაგიტომ ტირი?!მე წავიღე სახლში ჩანთა აი მოგიტანე დღეს! გამეღიმა რომ არ დაავიწყდა ჩემი ჩანთის შენახვა
-მადლობა.
-გუშინ რომ გაკოცე გეწყინა?!
წინა დღის ამბავი,რომ გამახსენდა,სახე ამიღაჟღაჟდა.
-რატომ მაკოცე?! დავიჩურჩულე და ცრემლები მომადგა.
-არვიცი,ძალიან მინდოდა შენი წითელი ტუჩები გამესინჯა,იცი პირველად ვაკოცე გოგოს...თავი მორცხვად ჩაქინდრა.გამეღიმა მის საქციელზე,ისეთი საყვარელი იყო ჩახუტება მომინდა,გული ისე ამიჩქარდა,სწრაფად მივედი და კისერზე შემოვხვიე ჩემი სუსტი მკლავები,საპასუხოდ თვითონაც ჩამეხუტა...დამცხა...ვიგრძელი როგორი სიცხე მოდიოდა მისი მკლავებიდან,მუცელში ზოოპარკი დაიშალა ასე მეგონა...
-ელ ძალიან მიყვარხარ!
-მეც ბუზღუნა!
ასეთი ისტორია გვქონდა ჩვენ ორს...რომლის შემდეგ მაინც ისე გავაგრძელეთ ცხოვრება თითქოს ეს დღე არასდროს არ ყოფილიყო.
თქვენც იცით,ჩვენ დავრჩით მეგობრებად,რადგან არ ვიცოდი ჩემი გრძნობები,რომ გამემხილა საპასუხოს თუ მივიღებდი.
ჩემი ბუზღუნა აღარ არის.
ვნანობ,რომ მას სიკვდილამდე არ გავუმხილე გრძნობები...
ჩემი სიგიჟე იყო ნიკოლოზი,რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად.ვერასდროს ვიფიქრებდი ყველაფერი ასე თუ დასრულდებოდა ჩვენს შორის...
მეორე დღეა უკვე ჩემი ნიკოლოზი ტკივილებისგან გავათავისუფლე,მე კი ცოცხალი დავწოწიალებ ქუჩებში და "უნიკოლოზობით" დაავადებული ვტირი.ალაბთ მალე გამოძიება დაადგენს ყველაფერს და ქუჩებში ჩემს ძებნასაც დაიწყებენ.თუმცა აღარაფერი მადარდებს ნიკოლოზის დახუჭული თვალების გარდა რომელსაც ვერასდროს ვერ ვიხილავ...
-რატომ უფალო!თუ არსებობ ასე რატომ გამანადგურე.მინდა ჯოჯოხეთში მოვხვდე,ჩემი ნიკოლოზის სიკვდილის გამო...
ჩემი ნიკოლოზი...ჩემი ნიკო...ჩემი ბუზღუნა. სახეზე მუჭით ვიწმენდდი ცრემლებს და მტკვრისკენ მივაბიჯებდი მძიმედ...არაფერს გავურბოდი ახლა,რადგან ნიკოლოზს ვერ ვხედავდი.
ვიდექი და ვუყურებდი მტკვარს ზემოდან,რამდენი გამწარებული და განადგურებული ადამიანი ჩაყლაპა მისმა ბოროტმა ხმაურმა.
-გოგონი რას აკეთებ! მესმოდა ხმები როგორ ყვიროდნენ ჩემი დანახვისას ნუთუ ასეთი შესამჩნევი იყო ის,რომ მე გადახტომას ვაპირებდი.
არაფერი ვუპასუხე რადგან ლაპარაკი მხოლოდ საკუთარ თავთან შემეძლო...
-ნიკოლოზ,ჩემო სიგიჟევ!ვიცი შენ ვერ გიხილავ როცა მოვკვდები,შენ ახლა სამოთხეში ხარ ალბათ...
ქარი ამოვარდა თითქოს რაღაცას მანიშნებდა...მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და შემაკანკალა.
-ჰეი,არ გადახტე! ჩურჩულით მითხრა ყურთან და გვერდოთ გადგა ვიღაცის სილუეტი ,დარწმუნებული ვიყავი რომ ნიკოლოზი იქნებოდა.გამეღიმა თავი ნელა მივაბრუნე მაგრამ,ნიკოლოზი არ დამხვდა,ვიღაც ასაკიანი მამაკაცი იდგა ხელზე მიმინოები თოკებით მიება,რომ არ გაფრენოდა ალბათ.
-ვიცი,შენი ამბავი გავიგე,შენი მეგობარი გარდაიცვალა...
მემგონი ჯობია არ გადახტე ამ ბინძურ წყალში,რად გინდა ასეთი სიკვდილი თუ შენს მეგობარს ვერ იხილავ სიკვდილის შემდეგ...
-წადი რა მაგ მიმინოებს მიხედე ბებერო.
მოხუცს ჩაეცინა თითქოს ასეთ პასუხს ელოდაო...
მომიახლოვდა და ხელი გადამხვია.
-იცი შენს ნიკოლოზს ვიცნობდი!
ჩემი შვილი მის პალატაში იწვა.
ჩემმა ბიჭმა ვერ გაუძლო ტკივილებს და მალე დამტოვა.
გავშეშდი მის სიტყვებზე...ფიქრიც აღარ შემეძლო.
-ნიკოლოზი მიყვებოდა როგორ უყვარდი,როცა დაიწყებდა იმ გრძნობის ახსნას,რაც შენს მიმართ ჰქონდა,ენა ებმებოდა და და წნევა იმდენად უწევდა,რომ ცხვირიდან რამდენჯერმე სისხლიც კი წასკდა შენზე საუბრისას...იცოდა,რომ მოკლავდი.მითხრა მას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობო...გთხოვ დაიცავი ჩემი გოგონაო,არ მინდა ჩემთან მოგებული სიკეთე,ციხეში ცხოვრებით გაატაროსო...
მას ძალიან უყვარდი...შეშფოთებულმა გადავდგი უკან-უკან ნაბიჯები.მივხვდი,ჩემი ნიკოლოზი გამიბრაზდებოდა ასეთი არჩევანი,რომ გამეკეთებინა და გადავმხტარიყავი.
-ჩემი ბუ...ბუზღუნა გიცნო...გიცნობდათ?!
-ჰო ძალიან კარგად!ახლა კი წამოდი,შეხედე ხალხი როგორ გვიყურებს არ შეიმჩნიო,წამოდი და ვილაპარაკოთ,გული გადამიშალე,რაც გაინტერესებს მკითხე.ცხელი ჩაი ან ყავა დავლიოთ...ყველაფერი კარგად იქნება...

***
სახლის კარი ჭრიალით შეიღო,
მომწონდა ეს ხმა,მახსოვს მე და ნიკოლოზი როგორ ვიპარებოდით ბაბუას სარდაფში,რაიმეს კიარ ვაშავებდით,უბრალოდ მოგვწონდა ასეთი თამაში,ვითომ
გამომძიებლები ვიყავით და რაღაცეებს ვეძებდით...ბაბუას სარდაფში ყველაფერს დავათვალიერებდით,მერე კარადაში გადამალული სასუსნავებიდან,ორცალ კანფეტს ავიღებდით კარებს ჩუმად მოვიხურავდით ჭრიალით და ყიჟინით გავრბოდით.
გამეღიმა...სიმწრით გამეღიმა,კარის ჭრიალზეც კი ნიკოლოზი მახსენდება.ნეტავ აქ იყოს,ჩემთან და როგორც იცოდა,ისე შემიღუტუნოს წელზე მე კი როგორც ყოველთვის არა ღიტინზე,არამედ მის ამ ქცევაზე მეცინებოდეს...ჩემი ბუზღუნა.
-შემოდი რას გაშეშებულხარ.
ფრთხილად მივაბიჯებდი ოთახში,ირგვლივ გაჟღენთილი სურნელი მეცნობოდა.ნიკოლოზის სურნელი მახსენდებოდა,თავი რომ ავწიე გაკვირვებული დავრჩი.ოთახში უამრავი ქოთნის ყვავილები ელაგა,ხის იატაკი გაშავებულიყო,ალბათ რამდენიმე ქოთანს ძირი გაუსკდა და წყლის დასხმისას იატაკზე იჟონებოდა...
-რა ლამაზია...ნიკოლოზის სურნელი ტრიალებს...
-ჰო ნიკოლოზი ხშირად დადიოდა ჩემთან,მცენარეულ მალამოებსა და საპნებს ვამზადებ...
-ჰმ...იმიტომ ქონია ნიკოლოზს განსხვავებული სურნელი ყოველ თვის...
-ნიკოლოზი მიყვებოდა ბავშვობაში პირველად შენს მიმართ გრძნობები,რომ გაუჩნდა.
თვალები ჩამიწითლდა...ასე მეგონა ოთახში ნიკოლოზიც იყო და ნერვიულად დააბიჯებდა. ელოდა ჩემს რეაქციას მოხუცის მონაყოლის შემდეგ.
-და რას გიყვებოდათ,როდის გაუჩნდა გრძნობები...
-პირველად,რომ გაკოცა.
მტკივნეულად გამეღიმა,ნეტავ აქ ყოფილიყო და ისევ ისეთი ბავშვური კოცნით მოვენუსხე.
-მეგონა არასდროს ვუყვარდი ისე როგორც მე...მეგონა მხოლოდ მეგობრად მიმიჩნევდა,მე კი...მე ვერ ვბედავდი ჩემი გრძნობები გამემხილა მის მიმართ...სლუკუნთ წამოვილუღლუღე და სავარძელში მძიმედ ჩავესვენე.
-სანამ დაგვტოვებდა რამდენიმე დღით ადრე დამირეკა და დამიბარა...
ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გაზზე ცეცხლს მოუკიდა.გაკვირვებულმა ავხედე მოხუცს.
-მერე?!
-მერე პატარა წერილი გადმომცა...
-რა წერილი!ოდნავ წამოვიყვირე და ფეხზე წამოვიჭერი.
-დამშვიდდი ელისაბედ...დამშვიდდი და ყველაფერს გაიგებ! მშვიდად მიმითითა მაგიდასთან დაჯექიო და მეც მაგიდისკენ წავედი,ცხელი ყავა ჭიქაში ჩაასხა და ხმაურით მოაჩოჩა ჩემსკენ.
-სად არის წერილი?!დაღონებულმა აწყლიანებული თვალებით ავხედე.
-მოვალ ახლავე.კლასიკური ფეხსაცმელების ბაკუნით გაუჩინარდა,სხვა ოთახის კარებში და მალევე თეთრი ბარათით მომიახლოვდა.
-აი ნახე...გაუხსნელი ბარათი სხარტად გავხიე და წერილი ამოვიღე.
"ძვირფასო ელ...მინდა ამ წერილში ჩემი სიყვარული გამოვხატო შენს მიმართ.
ვიცი ამ წერილს,რომ ნახავ მე აღარ ვიქნები,იქნებ შენს წინ უჩინარი ვიდგე და ძალიან მინდოდეს,შენი ტუჩების შეგრძნება,თუმცა ვერ შევძლო.
მიყვარხარ! გიჟურად...იმ დღეების მერე შენს ტუჩებზე ხშირად მიფიქრია...შენს გრნობებზე...შენს სულზე, როგორი სუფთა და ლამაზი ხარ შინაგანადაც და გარეგნულადაც...
შენ ერთადერთი იყავი მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე,ვინც გულწრფელად ასე სუფთად მყვარებია...ორი ობოლი ადამიანი...ერთმანეთის კარგად,რომ გვესმოდა...
ვერ წარმოიდგენ შენთან სიახლოვისას როგორ მივლიდა ჟრუანტელი...სამწუხაროდ ახლა არც ძალა და არც შეგრძნების უნარი აღარ მაქვს...ჰო ამ წერილს ახლა კოტე ბიძია წერს,ჩემი კარნახით...
ვიცი,რომ დამიხსნი ამ განსაცდელისგან...არ მინდა სხვა ამას ვერ შეძლებს...რადგან შენსავით არავის ვყვარებივარ ვიცი...არც არავის ვძულდი ისე როგორც შენ გიყვარვარ.შენი გრძნობები ჩემს მიმართ,ადვილი შესამჩმევი იყო...თუმცა მე ვიყავი იმდენად სუსტი,რომ არ ვერ შევძელი ამეხსნა ჩემი გრძნობები...მაპატიე,ყველა უთქმელი "მიყვარხარ" ...
მაპატიე,რომ ვერ შევძელი შენ გამო ძლიერი ვყოფილიყავი და გევედრები რომ მომკლა.
ვიცი ვერ გამიმეტებ გრძელვადიანი ტკივილებისთვის,დამეხმარები შვება ვიგრძნო...
ჭკუა ვერ მასწავლა სიმსივნემ,
მეგონა წახვიდოდი ჩემგან როცა გაიგებდი,ჩემი ავადმყოფობის შესახებ,მაგრამ უფრო შემაყვარე თავი,უფრო ძლიერად შემოაღწიე ჩემს ფიქრებში...ჩემთან დარჩი...მაკითხავ ყოველ დღე,მოგაქვს საჭმელი,მიყურებ როგორ ვნადგურდები, ყელში მოწოლილ ბურთს უკუაგდებ,რომ უფრო მეტად არ დამამძიმო...ვხედავ შენს უძილო,ჩამუქებულ თვალებს.ვხვდები როგორ გინდა ჩემი ტკივილები შენც გაიზიარო...ოდნავ მაინც შემიმსუბუქო ტკივილი.
გინდა ფანტაზიები ცოცხლდებოდეს და ჯადოსნური ჯოხით(რომლისაც ბავშვობაში გჯეროდა)შეგეძლოს ჩემი გადარჩენა...მაგრამ მხოლოდ მორფინის ზედმეტი დოზით თუ მომკლავ და ტკივილებს გამომამშვიდობებ...მშვიდობით,ელ,იცოდე უჩემოდ ცხოვრება ისწავლე,ნუ გაექცევი სიცოცხლეს თუ ჩემსავით უკიდურეს მდგომარეობაში არ იქნები.მიყვარხარ ჩემო მზეთუნახავო,გაიღიმე და იყავი ძლიერი. სიყვარულით შენი ბუზღუნა".
ცრემლები მომდიოდა,გული ისე მიცემდა ლამის საგულედან ამოვარდნილიყო.ოთახმა ტრიალი დაიწყო...ყველაფერი გაშავდა...ისევ კოტე ბიძიასთან ვიყავი,
ბებია ალბათ ნერვიულობს და ბაბუაჩემს ეკითხება სად არის ამდენი ხანიო...მობილური ამოვიღე ქურთუკის ჯიბიდან და
ბლოკი ავხსენი, 3 შეტყობინება და 9 გამოტოვებული ზარი დამხვდა,პირველად შეტყობინება გავხსენი.
ხელები ამიკანკალდა იმის წაკითხვისას,რომ თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მიბარებდნენ.
-კოტე ძია! რა ვქნა...ნიკაპი ამიკანკალდა და მოულოდნელად ტირილიც დავიწყე...მოხუცი ერთ-ერთი ოთახიდან სწრაფად გამოვიდა და მხრებზე ხელი შემომხვია.
-დამშვიდდი შვილო!თავს შემოუძახე,ნიკოლოზს შენი ასეთი სისუსტე არ მოეწონებოდა დარწმუნებული ვარ.
მზერა დანისლული თვალებით მოვავლე ოთახს და ფანჯარაში გავიხედე.
-მეგონა როცა,მოვისურვებდი მაშინ ვეტყოდი ყველაფერს.
ჰოო...ჩემი სიამაყე და პრინციპები ვერ დავთმე...ვერ შევძელი პირველს მეთქვა რომ,"მეიმგრძნობებოდა" სიგიჟემდე...ახლა კი?!ახლა ვნანობ...მტკივა გესმით?!ისე მტკივა ვერც კი ავღწერ ამას.
მინდა აქ იყოს და ვხედავდე მის თვალებს.ღია,ძალიან ღია, თაფლისფერი თვალებით მიცქერდეს და მიღიმოდეს მისებურად...უცნაურად.მინდა ვიჯდეთ ამ ამინდის შესაფერისად,ერთი პლედით ვთბებოდეთ,ვიცინოდეთ უაზროდ. დამშვიდებულები კი ისევ თავიდან ვიწყებდეთ სიცილს.როგორ მინდა მისი სურნელი ვიგრძნო,ღმერთოოო!
როგორი რეალური მინდა იყოს ეს წარმოდგენა...მკლავს გაფიქრებაც იმისა რომ,ის ვეღარასდროს მომისმენს,ვეღარასდროს ჩამეხუტება,ვეღარასდროს ვიტირებთ ერთად მშობლებზე,ვეღარასდროს შემომხვევს მკლავებს და ვეღარასდროს დამიცავს...როცა შეშინებული გამოვიქცევი სახლიდან ჩვენს საიდუმლო ადგილას ვეღარ დამხვდება...
ჯანდაბა,როგორ მახრჩობს ეს ყველაფერი...
მოხუცი დამწუხრებული მისმენდა,არაფერს ამბობდა,თითქოს ჩემს საუბარზე ვიღაც გაახსენდაო და ფიქრებში გადაეშვა.
-კოტე ძია...დუმილი ისევ მე დავარღვიე.-დამიჭერენ?!
-ელისაბედ!არ დაგიჭერენ, რადგან ვერ გაიგებენ როგორ დაეხმარე მას...დაკითხვაზე იმიტომ არ გიბარებენ,რომ იციან შენი და ნიკოლოზის ამბავი,უბრალოდ მათ აინტერესებთ თვითმკვლელობა იყო თუ უბრალოდ გარდაიცვალა...რადგან ყველანაირი კვალი გავაქრე,ანაბეჭდებიც მოვაშორე...ნიკამ თავისი სახლის გასაღები მე ჩამაბარა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე.მენდობოდა ჩემი ბიჭი,ძალიან მენდობოდა.შვილო მეც მტკივა მისი დაკარგვა...ჩემი შვილი და ნიკოლოზი ერთი ტკივილით წავიდნენ ამ ქვეყნიდან.
-ძია კოტე.
-გისმენ შვილო!
-მადლობა...
-მადლობა ნამდვილად არ არის საჭირო...ნიკოლოზის თხოვნა და დანაბარები,რომ არ შემესრულებინა სინდისის ქენჯნა დამტანჯავდა.
-ეჰ კოტე ძია...რა ვქნა როცა მომენატრება?! თავი მხარზე ჩამოვადე კეთილ მოხუცს,წლებს და დარდებს სულ,რომ დაენაოჭებინდა და გაეჭაღარავებინა კაცი.
-შვილო...წლებია მონატრებს ვებრძვი...უამრავმა საყვარელმა ადამიანმა დამტოვა.მაგრამ ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება.შენც უნდა ეცადო,იყო ძლიერი.
-ჰო მაგრამ ნიკოლოზი აღარ იქნება...
-ნიკოლოზი როდის გაიცანი?!
-ჰ.ჰ ძალიან პატარა ვიყავი,ბაღში დავდიოდი...იქ გავიცანი.
-ეჰ ბევრი დრო გამოგივლოათ ერთად.
-ჰო...წავალ კოტე წია იქნებ გამაცილოთ,ჩემები ინერვიულებდნენ.
-წამოდი ელისაბედ წამოდი.
უხმოდ მივყვებიდი და მის ნაბიჯებს ვაწევდი ჩემსას.
გზაში ტაქსი გამიჩერა,მადლობა გადავუხადე,დავემშვიდობე ძიას და მძღოლს მისამართი ვუკარნახე.
ვუყურებდი ხეეებს,ერთმანეთის მიყოლებით,რომ იცვლებოდა.
ხეების ცქერაში გამახსენდა ჟანგბადი,ჟანგბადზე სუნთქვა,უჟანგბადობა სუნთქვას შეგიკრავს და მოგკლავს...ნიკოლოზი... მე უნიკოლოზობა მომკლავს...გამახსენდა ლოყებ გაბერილები სუნთქვას,რომ შევიკავებდით და ვეჯიბრებოდით რომელი უფრო დიდი ხნით შეძლებდა სუნთქვის შეკავებას.ყოველთვის მატყუებდა და სულ მოგებით ასრულებდა თამაშს ჩემი ბუზღუნა.ამას რომ,წამოვიზარდე მერე მივხვდი,მაგრამ არც მაშინ შევიმჩნიე...

***
-გამარჯობა ქალბატონო ელისაბედ!-კარებში მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა მსუქანი მამაკაცი.
-გაგიმარჯოთ!-ხმა ჩამხლეჩოდა,ხელ-ფეხი მიკანკალებდა და დაძაბული ვიჯექი სკამზე.
-ქალბატონო ელისაბედ თქვენს ისტორიას გავეცანი და გავიგე,რომ თქვენ და ნიკოლოზი ძალიან ახლო მეგობრები იყავით!ხომ ასეა?!-თავლები ოდნავ მოჭუტა და უცნაური მზერა მომაბყრო...აი ისეთი თითქოს უკვე იცოდა დამნაშავე,რომ ვიყავი.
-იცით...-თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ჭერს ავხედე,ორივე ხელით სკამს ჩავეჭიდე-ჰო ჩემი ძალიან ახლო "მეგობარი იყო"-ბოლო სიტყვები საკმაოდ გამოვკვეთე და თავი დავხარე,ცრემლი ქვედა წამწამზე ჩამოცუდა და იატაკისკენ დაეშვა.
-როცა გაიგეთ რომ გარდაიცვალა...-მოულოდნელად გაჩერდა და თვალების დაუხამხამებლად კედელს მიაჩერდა.შემდეგ ამოიხვნეშა და განაგრძო
-სად იმყოფებოდით?!
-როცა ეს ამბავი გავიგე ქუჩაში ვიყავი...ნიკოსთან მივდიდოდი,მაგრამ არ ამიშვეს თქვენმა სამსახურის თანამშრომლებმა.-ტუჩების კბილებით წვალება დავიწყე.
-განაგრძეთ!-წარმოთქვა კაცმა,როცა მიხვდა,არაფრის თქმას არ ვაპირებდი.
-მერე თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მინდოდა,არ შემეძლო რეალობისთვის თავლის გასწორება...
-შემდეგ?!-ინტერესი უფრო დაეტყო მიმიკაზე.
-შემდეგ...ვიღაც მოხუცმა მომქაჩა უკან და გამომათრია იმ ადგილიდან...-მწარედ ჩავიცინე და ჩაწითლებული თვალებით ავხედე ქვემოდან.
-გასაგებია,ნიკოლოზს მტრები ხომ არ ჰყოლია?!
-არა...ნამდვილად არასდროს იყო ისეთი კომფლიქტური ადამიანი,რომ მტრები გაეჩინა...
-კარგით,გმადლობთ დროულად რომ,გამოცხადდით რადგან იქვე არ იმყოფებოდით და არაფერი არ იცით აღარ შეგაწყენთ კითხვებით თავს,შეგიძლიათ წაბრძანდეთ ქალბატონო,თავისუფალი ხართ!
-გმადლობთ ბატონო...-ყოყმანი დავიწყე.
-ზაალი...-სახელი წარმოთქვა და ხელი გამომიწოდა,მეც სწრაფად შევაგებე ხელი.
-გმადლობთ ბატონო ზაალ!გავიმეორე და კაბინეტის კარი გამოვაღე
-ჰო მართლა!-თავი მისკენ მივაბრუნე სათქმელის მოლოდინში.
-თუ რაიმეში დაგჭირდეთ მისამართი კი იცით,აი...-ნელი მძიმე მაბიჯებით მომიახლოვდა.-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,ამ ნომერზე დამიკავშირდით.წარმატებას გისურვებთ.-ფლირტის ეს მანერა მოძველდა,მაგრამ რა მექნა,მოთმინებით გავუღიმე და კაბინეტი სწრაფი ნაბიჯებით ჩამოვიტოვე უკან.
სახლის კარი ღჭრიალით შევაღე,
-ბებია?!-ბაბუააა?!
-შვილო,აქეთ ვართ!გავიგონე ჩემი ტკბილი ბებიას ხმა და მონატრებული გავეშურე მათი ოთახისკენ.
-ბებიაააა გადავეხვიე ორივეს და ცრემლები ჩამომცვივდა.იმედია არ გეწყინათ რომ არ მოვედი თქვენთან...არ მინდოდა იმ დღეში გენახეთ...ორივეს სახეზე მოვეფერე და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე.
-ბებია გენაცვალოს,არ ინერვიულო ბებია ხომ იცი,ნოკოლოზს როგორ არ უყვარდა შენი ცუდად ყოფნა!არ იტირო ბებია,ცრემლები თავისი დამჭკნარი თითებით შემიმშრალა და საწოლიდან წამოდგა ცოლ-ქმარი...

***
ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში ვიჯექი და ქალაქს ვერა მაგრამ ცის ხედს თვალებს ვერ ვაშორებდი...სულაც არ მელამაზებოდა მაგრამ,ფიქრები იმდენად მაცლიდა ძალას,ვერც ვიაზრებდი თვალების დახამხამებაც,რომ არ შემეძლო...
ცრემლები მომერია იმ დღის გახსენებისას როცა წარმოვიდგენდით ერთმანეთის დაკარგვა როგორი იქნებოდა...მან კი ეს სიტყვები მითხრა " -მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეძლებ ჩამჭიდო ხელი და მითხრა
'წამოდი გთხოვ...წამოდი რაა'
თვალებს ვერ გავახელ მაგრამ გავიგებ აუცილებლად..."ახლა ამას ვიაზრებ ცხადად.
"-ნიკო ჩვენ რომ დიდები გავიზრდებით ჩვენი სახლი ხომ გვექნება და ერთად ვიცხოვრებთ?!
-ერთად ცოლი და ქმარი ცხოვრობენ ელ,ჩვენ კიდევ მეგობრები ვართ...".
მტკივნეულ მოგონებას ვსუნთქავდი და ვაფრქვევდი ირგვლივ...კარადას ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი,
პატარა დღიური გამოვიღე თაროდან და ისევ სავარძელში ჩავესვენე.წიგნაკი ცვირთან მივიტანე,შემდეგ კი 100გვერდზე გადავშალე და ფურცელზე შესხმული სუნამოს სურნელი ისევ,თავიდან ჩავისუნთქე,უფრო მძაფრად,იმდენად მძაფრად,რომ თითქოს აქ იყო ჩემი ბუზღუნა.მხარზე ხელს მადებდა და მეფერებოდა.
-ნიკო...თვალდახუჭულმა დავიჩურჩულე და ძლიერად დაჭერილი ქუთუთოებიდან მაინც ჩამონცვივდა ცრემლები...
"-ელ მოდი შენ ჩემი ნახატების რვეულზე დაასხი სუნამო მე კი შენს დღიურზე დავასხამ,როცა ერთმანეთი მოგვენატრება შენს სუნამოს დავსუნავ და მონატრება შემიმსუბუქდება...წარმოვიდგენ, რომ ჩემთან ხარ და ჩაგეხუტები".
ცრემლები ნიაღვარივით მომდიოდა თვალებიდან და ღაწვებზე სასაცილოდ გადადიოდა...ფეხზე წამოვვარდი,მთელი სისწრაფით ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები,ტაქსი გავაჩერე ლოდინის შემდეგ და ნიკოს სასაფლაოზე,ცრემლიანი თვალებით დინჯი ნაბიჯებით მივედი...
-ნიკოოოო!ნიკოოო.ნიკოოო რატომ...-მთელი ხმით დავიწყე ღრიალი როცა მისი სურათი დავინახე ქვაზე.მთელი სახე დავიბღოტე,ტკივილისგან მიწაზე ჩავიკეცე და მის საფლავის ქვას ფერება დავუწყე...ვეღარ ვაზროვნებდი განადგურებული მუხლებზე ვიდექი მის საფლავთან,მის სურათს თვალებს ვერ ვაშორებდი,ვერ ვახამხამებდი წამწამებს,იქით-აქით ვირწეოდი და ვერაფერზე ვფიქრობდი...ვერაფერზე.
- და შენ დამტოვებ...არ წაიღებ არცერთ ჩემს ღიმილს,
მე დამიტოვებ,ჰოდა ვხარჯავ სხვებთან ყოფნისას.-მისი სიტყვები წარმოვთქვი, მოულოდნელად აზრზე მოსულმა და თითქოს მის სახეს ვეხებოდი,ქვაზე მიხატულ ლოყებზე მივეფერე და ფრთხილად წამოვდექი...
-მიყვარხარ!ვერასდროს დაგივიწყებ..."მხოლოდ შენ!".-ბოლო სიტყვა გამოკვეთით წარმოვთქვი და გავუღიმე...წამოვედი...და რა მოხდა შემდეგ?!...არაფერი ისეთი.ნიკოსთან ყოველ დღე დავდიოდი იმ დღის შემდეგ და ფურცლებს ვუტოვებდი.სადაც ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა,"მიყვარხარ" და ეს იმიტომ,რომ სიცოცხლეში ვერ გავბედე მისთვის უამრავჯერ მეთქვა.ვერ ვიაზრებდი რამდენად არასწორად ვიქცეოდი თურმე როცა ჩემთან იყო და არ ვუმხელდი იმ გრძნობებზე,სულში,რომ ვკლავდი...დღეს?!დღეს ვცდილობ ეს სინანული ასე დავფარო...ყოველ ჯერზე ვტოვებ "მიყვარხარ"-ს და არ ვიცი სად ქრება...ან ვინმე ნახულობს თუ არა,მაგრამ ფურცელი თავის ადგილას იშვიათად მხვდება...მე ისევ ნიკოლოზი მიყვარს...ახლა?!ახლა 63 წლის მოხუცი ვარ...არასდროს მყვარებია სხვა,რადგან ჩემთვის მხოლოდ ის ერთი იყო თურმე ნამდვილი...და სანამ ამას გავიაზრებდი ბევრიც მყოლია...თუმცა არავინ,არ ყოფილა მასზე ძლიერი,რომ ჩემს გულში შემოეღწია და იქ დარჩენილიყო...მთელი სიცოცხლით...არ ვიცი რისთვის ვცოცხლობ...შვილები არ მყავს,რათქმაუნდა არც შვილიშვილები.ეს სიხარული არ მიგრძვნია.უარი ვთქვი ასეთ ბედნიერ წუთებზე...ვწერ...მწერალი გავხდი და ამ დღიურში ჩაწერილი ყოველი სიტყვა,სიკვდილის შემდეგ იქნებ ცნობილიც გახდეს...უამრავი ტკივილი გამოვიარე ბავშვობა მშობლების გარეშე,ახლგაზრდობა ნიკოს გარეშე,სიბერე რომ შემეპარა ორი ადამიანი გაქრა...ჰო ბებია წავიდა და ბაბუა გაყვა.დავრჩი ცხოვრებასთან მარტო,ნიკოლოზის ნახატებთან და საფლავებთან ერთად...მხოლოდ ის ვიცი,როცა იცი,რომ მის გარდა ვერავის შეიყვარებ,ხმა მაღლა უნდა თქვა,თუ გინდ ღრიალით,ოღონდ თქვი...რათა გულში არ დაგრჩეს ის ტკივილი რითაც მე ვკვდები.
" მე შევიხორცე ეს ღიმილი
როგორც ჭრილობა...
და როცა ვიღაც მეკითხება
რატომ ვიღიმი...
უცნაურია მაგრამ ვამბობ
'ისე უბრალოდ'...
თითქოს არც არაფერიო.
ეს ღიმილი შრამია ჩემი,
ყელში მობჯენილ მძიმე
ბურთსაც აკავებს დიდხანს...
სანამ არ იგრძნობს სხეული რომ,
ყველა წავიდა."


პ/ს დიდი მადლობა ყველას წინასწარ❤❤ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის და იმედია მაქვს მოგეწონებათ,მიყვარხააართ heart_eyes



№1 სტუმარი l,m not sick

ეეეე ისტორიებსაც წერ?
რა მაგრობაა

 


№2  offline მოდერი bla.ell

l,m not sick
ეეეე ისტორიებსაც წერ?
რა მაგრობაა

heart_eyes იშვიათად ვწერ ძალიან...წაიკითხე?! თუ უკვე წაიკითხე და მაგაზე მითხარი მაგარიაო მადლობა მაშინsmileheart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან სევდიანი ისტორია ოყო, მომეწონა.

 


№4  offline მოდერი bla.ell

#Mariam grigalashvili მადლობა ძალიან დიდი ძალიან გამახარეეე❤❤❤
#Guranda gelantia გურანდაა❤
lalita
ძალიან სევდიანი ისტორია ოყო, მომეწონა.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა საყვარელოო უბედნიერესი ვარ რომ მოგეწონა ჩემი ისტორია❤❤❤

 


№5 სტუმარი qeti

Ra kaiaaa vitireee rogor momewonaaa❤❤magari istoria iyo

 


№6  offline მოდერი bla.ell

qeti
Ra kaiaaa vitireee rogor momewonaaa❤❤magari istoria iyo

ვაიმეეე მადლობა საყვარელოოო ძალიან ვნერვიულობ რადგან ისტორიებს იშვიათად ვწერ მადლობააა ❤❤❤

 


№7  offline მოდერი bla.ell

iname123
Shen rom icode ramdeni emocia momacva ertad am istoriis cakitxvis shemdeg.shen rom icode ra karishxali damitriale aucileblad gaikvirvebdi.imdenad axlos iko sheni naceri rom meegona elizabedi vikavi.shen mteli chemi grdznobebi gadmoeci.cremlebs ver vikavebdinmteli istoriis kitxvisas da mivxvdi rom dro martla ar unda dakargo da unda utxra ,,mikvarxar".saocreba iko es istoria chemtvis da araertxel cavikitxav.da saocreba xar shen!
PS.dzalian bodishi kartuli shriptit romar vcer radgan ver movitmine kompiutertan sanam mividodi :d❤

უკვე ძალიან მიყვარხარ აი ერთი ჩვევა მაქვს სიახლეს რომ ვდებ მერე ყოველ დილას როცა ავდგები პირველი ჩემს სიახლეს ვნახულობ ვინმე საყვარელი მკითხველი ხომ არ ჰყოლია...ჰოდა თუ ყავს მერე მთელი დღე ბედნიერი ვარ...შენ დილიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენე და ძალიან დიდ მადლობას გიხდი ამისთვისheart_eyesრომ ვწერდი მეც ბევრი ვიტირე...თუმცა მიხარია რომ შენც იმ ემოციით კითხულობდი რითაც მე ვწერდი...❤❤❤❤ძალიან ძააალიან დიდი მადლობა შენ!kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი თეონა

ძალიან მომეწონა მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, მთელი ემოციებით წავიკითხე...????????????

 


№9  offline მოდერი bla.ell

სტუმარი თეონა
ძალიან მომეწონა მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, მთელი ემოციებით წავიკითხე...????????????

ძალიან დიდი მადლობა საყვარელოო მიხარია რომ ჩემი ისტორია მოგეწონაააheart_eyesგამიხარდიი❤

 


№10 სტუმარი metro

რა კარგი იყოოოო ამეტირააა,სევდიანი და ძალიან კარგი...უამრავი საინტერესო მომენტი იყოოოო მაგარი ხაარ❤❤❤

 


№11  offline მოდერი bla.ell

metro
რა კარგი იყოოოო ამეტირააა,სევდიანი და ძალიან კარგი...უამრავი საინტერესო მომენტი იყოოოო მაგარი ხაარ❤❤❤


ძალიან ძააიან დიდი მადლობა საყვარელოო❤❤მიხარია რომ მოგეწონა ჩემი ისტორია❤❤

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიაან ემოციური და ძლიერი ისტორია იყო.. მგონი ასე არ მახსოვს რომელი ისტორია მომეწონა და რომელმა ისტორიამ დამიტოვა ასე ემოციების კორიანტელი <3 შეიძლება იშვიათად წერ მაგრამ ისეთებს წერ რომ ძნელია არ მოგეწონოს და არ დაიშოკო <3 ყოჩაღ უბრალოდ შეუდარებელი იყო და მიხარია ეს ისტორია რომ წავიკითხე რადგან არაჩვეულებრივი ავტორი ჰყავს <3 წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას <3

 


№13  offline მოდერი bla.ell

ტკბილიწიწაკა
ძალიაან ემოციური და ძლიერი ისტორია იყო.. მგონი ასე არ მახსოვს რომელი ისტორია მომეწონა და რომელმა ისტორიამ დამიტოვა ასე ემოციების კორიანტელი <3 შეიძლება იშვიათად წერ მაგრამ ისეთებს წერ რომ ძნელია არ მოგეწონოს და არ დაიშოკო <3 ყოჩაღ უბრალოდ შეუდარებელი იყო და მიხარია ეს ისტორია რომ წავიკითხე რადგან არაჩვეულებრივი ავტორი ჰყავს <3 წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას <3

უღრმესი მადლობა საყვარელო ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი თანაც ასეთი თბილი და კარგი❤heart_eyesისტორიებს მართლაც იშვიათად ვწერ და არ ვიცი კიდევ როდის მომინდება ისტორიის დაწერა ან მომინდება თუ არა მაგრამ მაინც მადლობა შენც ასევე გისურვებ წარმადებას❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი lile-eli

ძალიან კარგად წერ და კარგი ხარ!
ხშირად უნდა წერდე არა მხოლოდ ლექსებს, არამედ ისტორიებსაც.

 


№15  offline მოდერი bla.ell

სტუმარი lile-eli
ძალიან კარგად წერ და კარგი ხარ!
ხშირად უნდა წერდე არა მხოლოდ ლექსებს, არამედ ისტორიებსაც.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვიისheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent