სოხუმსკი (8 თავი)
თბილისამდე გზა ძალიან გაიწელა. ხმასაც არ ვცემდი საჭესთან მჯდომს. ისიც ჩუმად იყო და საჭეს ატრიალებდა აქეთ-იქით. გონება არეული მქონდა, აზრებს ვერ ვალაგებდი. რამე უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ ვერაფერზე ვფიქრობდი. ტირილისგან თვალები მტკიოდა. საღამო იყო ბოკუჩავამ კორპუსის წინ, რომ გააჩერა ავტომობილი. ისე გადავხტი არც დავლოდებივარ მის გადმოსვლას. ლევანი, გუკა და ვატო, სადარბაზოს წინ იდგნენ. ნიკა ასასვლელში კიბეზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. კეკელიძეს შევხედე თვალცრემლიანმა. ცოტახანს მზერა ჩემზე მოეყინა, თვალები დააწვრილა და კარგად შემათვალერა. ისევ მათეს ჩახუტება და კვლავ მათეს თვალებში ანთებული ბრაზი. ხელი მოვაცილებინე და კიბეები ავირბინე. ლიფტი მალევე მოვიდა. მე, მათე, ვატო და ლევანი შევედით. ტევადობის გამო ნიკა და გუკა მერე ამოვიდოდნენ. ლევანს თვალები ქონდა დახუჭული და ღრმად სუნთქავდა. ხელის ჩაკიდება მინდოდა, მაგრამ ჰაერშივე გავაშეშე, მისკენ გაწეული მარჯვენა. ბოკუჩავას გავხედე ანთებული თვალებით. თვალები დახუჭა, თითქოს ჩემს თვალებში დანახული ზიზღის დანახვა არ სურდა. მალევე გავედით. კარები ჩემი გასაღებით გავაღე და სახლში შევლაგდით. მათემ ზურგზე მოკიდებული ჩემი ჩანთა გამომიწოდა და მისაღებში გავიდა, ბიჭებთან ერთად. ნიკა და გუკაც ამოვიდნენ. -ჩამოხვედი დიანა?. ლიკა გამოვიდა სამზარეულოდან. -ჰო. არც შემიხედავს მისთვის ისე ვთქვი. -მამა სადაა? -ირაკლის სანახავად გადავიდა და მოვა მალე. გამიღიმა. -დიანა ხომ კარგად ხარ? -ხო. ძალით გავიღიმე და მისაღებში შევლასლასდი. ილიკო მათეს კალთაში იყო მოთავსებული და მიცინოდა. ჩემს დანახვაზე ხელები გაშალა. მასთან მივედი და ხელში ავიტაცე. -ჩემი ბუშტი. მისი ფერებით გული ვიჯერე და იატაკზე დავსვი.. მაშინვე ლევანთან მიჩოჩდა. -ნათლიას კაცუნა. კეკელიძემ დაუწყო ილარიონს ლოყების გაწელვა. -ლიკა გაიცანი ეს არის გუ... გაცნობის ცერემონია გოგას მოსვლამ შემაწყვეტინა. -ოჰ სტუმრები გვყოლია. ღიმილით გადახედა საზოგადოებას. -გამარჯობა. ფეხზე წამოდგა ვაჟბატონი და მამაჩემს ხელი ჩამოართვა. სიბრაზისგან ლამის გავსკდი. -გოგა ძია თუ შეიძლება ცალკე, რომ დავილაპარაკოთ. ლევანი ფეხზე წამოდგა და ილიკო ვატოს გაუწოდა. მანაც გამოართვა და ნიკას ჩაუსვა კალთაში. -რამე ხდება? შემომხედა.. მე თავი გავაქნიე. -გავიდეთ. ლევანმა, მათეს ანიშნა ხელით შენც წამოდიო და გოგასთან ერთად ცალკე ოთახში შევიდნენ. ანერვიულებული აქეთ-იქით დავდიოდი, თან გეგმებს ვაწყობდი, რომელიც გონებაში აშენებისთანავე მენგრეოდა. -კაი დაწყნარდი გოგო რა გჭირს შენ კიდე? გაგაყოლებს გოგა მაგ ბიჭს აბა რა იქნება? ფხუკუნით თქვა ვატომ. -რო გამაყოლებს ეგ მანერვიულებს მე.. ჩავიბურდღუნე და დივანზე მოწყვეტით დავეშვი. -იდიოტი. კრეტინი. საზიზღარი.. უტვინო. ჩუმათ ვლანძღავდი მათეს. კარის გაღებისთანავე წამოვარდი ფეხზე და მომლოდინე მზერით გავხედე მომღიმარ გოგას, რაც იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ მათეს სპექტაკლი ოსკარის ღირსად იქცა. -დიანა მოდი ჩემთან მა. ხელი მომხვია გოგამ და ჩამიხუტა. -ლიკა ქალიშვილი მითხოვდება გაშალე სუფრა. მომღიმარ ცოლს გახედა. ლამის გული წამივიდა. რეტდასხმული ჩავეშვი გუკას გვერდით, რომელმაც ხელი მომხვია. -ჩემი რძალიც ხდები დაჟე ტო?. გამიცინა. სუფრაზე ვიჯექი მათეს გვერდით. მამაჩემი ჩვენს სადღეგრძელოს სვავდა და ბიჭებიც ჰყვებოდნენ სმაში. თავზარ დაცემული ვიყავი და აზრზე ვერ მოვდიოდი ასე ერთ დღეში, როგორ გამიჩალიჩა ეს ყველაფერი. ცირკისტი. მის სახეზე გამოსახული კმაყოფილება ხომ საერთოდ მაცოფებდა. ლევანთან დალაპარაკებას ვცდილობდი, მაგრამ ის თავს მარიდებდა. ნერვებ ათხრილი დავჯექი სკამზე და მათეს ჭიქაში დასხმული არაყი გადავკარი. ზედიზედ დავლიე რამოდენიმე ჭიქა და ძალა მოვიკრიბე. ბედნიერების სადღეგრძელოს სვავდნენ მე, რომ შევაწყვეტინე. ფეხზე წამოვდექი და გოგას გავხედე. -მე ამას ცოლად არ გავყვები. ყველა გაჩუმდა. ყინულის ქანდაკებებივით გაშეშდნენ და მზერა მე მომაპყრეს. -იტყუება ყველაფერს. გაფითრებულ ბოკუჩავას ზევიდან დავხედე, რომელიც მოულოდნელობისგან გათეთრდა, მერე ბრაზისგან გაწითლდა, გაცოფდა და ფეხზე წამოხტა. -რა ხუმარა ხარ. სიცილით მომხვია ხელი წელზე და ლოყაზე მაკოცა. ლამის გავგიჟდი გოგას, რომ გაეცინა. -არა და ლამის დავიჯერეთ. გაიცინა ვატომ. -რაც დასაჯერებელია იმას არ იჯერებთ მაინდამაინც. ისევ სკამს დავუბრუნდი. -მე შენ ხომ გითხარი? მათემ ღიმილიანი სახით, ჩუმათ მკითხა. ხმა არ გამიცია. -მოგივლი შენ. გამაფრთხილებლად დამიქნია საჩვენებელი თითი და ისევ სუფრას მიუბრუნდა. -აჰა ასე ხო? კაი. ვნახოთ ვინ ვის მოუხაზავს. ჩემთვის ვთქვი და კიდევ ერთხელ გადავკარი სპირტიანი სასმელი. ფხიზლად მე იმას ვერ ავიტანდი, ამიტომ კარგად გამოვთვერი. დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. გვერდით გავიხედე და მომღიმარი მათე დავინახე. საწოლზე წამოვჯექი. -აბა ახლა რაღა გესიზმრა? იქნებ ახლა ისიც თქვა ფეხმძიმეთააო და ვაფშე დაამშვენებ შენს ილუზიას. ირონიულად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -დაიცა ერთი თვე გავიდეს ჯერ. სერიოზული სახით გამომხედა. -არახარ შენ კარგად, მიაკითხე ფსიქიატრს. აბაზანასი შევედი. იქიდან გამოსულს ოთახში არ დამხვდა. სწრაფად ჩავიცვი, ოთახი მოვაწესრიგე და ფანჯარასთან დავდექი. წვიმდა. უაზროდ ეცემოდა წყლის პატარა ბურთები აქეთ იქით. მისაღებში გავედი, მათე ილიკოს ეთამაშებოდა. გუკა სამზარეულოში იყო და რაღაცას გემრიელად მიირთმევდა. აივანზე გავედი სადაც ლევანი იდგა და სიგარეტს ეწეოდა. -ლიკა სადაა? ხმაც არ გაუცია. -შენ ხმას არ მცემ? -არა. გაბუტული ბავშვივით მაქცია ზურგი. გამეღიმა. მასთან მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე. -ლევ.. მომისმინე გთხოვ. -არ მინდა მოსმენა. ახლა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. თავიდანვე უნდა გეთქვა, რომ გიყვარდა. ნუთუ არ მენდობი დიანა? რამე დამიშლია შენთვის? -როგორ არ გენდობი. ყველაზე მეტად შენ გენდობი და შენც იცი. თავი ზურგზე მივადე. -ეს ყველაფერი ტყუ.. -დიანა კარზეა ვიღაც. ბოკუჩავას ხმამ გამაწყვეტინა სიტყვა. -ეს ვინ გადამეყარა ვინაა საერთოდ. გაბრაზებულმა ვიყვირე. ლევანს გაეცინა. -მართლა ერთმანეთისთვის ხართ მგონი შექმნილი. ლოყაზე ხმაურით მაკოცა და ჩამიხუტა. -მგონი. ჩავიბურდღუნე და კარის გასაღებად წავედი. ანუკი კარების გაღებისთანავე შემომეხვია ყელზე. გამხიარულებულმა ჩავკოცნე დაქალი და აწ უკვე სიძეს მივუბრუნდი. -ლობჟანიძე რანაირად მოახერხე ეს კანფეტი გოგო, რომ ჩაიგდე ხელში? -აქეთ ჩამიგდო ეს ლეღვის მურაბასავით ბიჭი. გამიცინა აკომ. -აუ მაჭამე რა რამე მოვკვდი შიმშილით -ვერ შეჭამე მერე ქვევით. ვატომ წაარტყა ხელი მხარზე. -გამიტყდა ტო. სიდედრს რანაირად ვეტყოდი მშიათქო? თვალები ააფახულა. -ჩემი მორიდებული ბიჭი. ლოყაზე ვაკოცე და პირდაპირ სამზარეულოში გავიყვანე. -ღორი. ვატომ დააწია სიტყვა სიძეს. -ვიღაცას თავი გაუტყდება. არ ჩამორჩა აკო. -ვიღაცა ცოლის გარეშე დარჩება. -ნუ მემუქრები რა. -კაი დამშვიდდით. ლევანმა გააჩუმა ორივე. -აბა როდისაა ქორწილი? -ორ კვირაში. ანუკიმ სწრაფად თქვა და აკოს მიეხუტა, რომელიც ქათმის შემწვარ ბარკალს აგემოვნებდა. -სუ დამავიწყდა. შუბლზე მსუბუქად მივირტყი ხელი. -გაიცანით ეს არის გუკა და ეს კიდევ მათე. იმ წუთას შემოსულ ბოკუჩავას შევხედე, რომელიც თვალს არ მაცილებდა. -ვა სოხუმსკი? ამას ვინ არ იცნობს? გაიცინა ლობჟანიძემ. -ნუ ლაპარაკობ არ დაიხრჩო. -ამას რა დაახრჩობს. წაკბინა ვატომ. მისაღებში გავედი და ილიკოს გვერდით ჩამოვსკუპდი. ანუკიც გამომყვა და წინ დამიდგა. -რა გინდა? თვალები ავატრიალე. -სოხუმსკისნაირი ტიპი რანაირად გამოიჭირე? ისეთი ინტერესით მეკითხება გეგონება ჯადო გავუკეთე იმ დებილს. -აქეთ ავაგდე. ხითხითით თქვა მათემ და ჩემს გვერდით დაჯდა. -აბა. თავი გავაქნიე. -ჩვენ როდის დავნიშნოთ ქორწილი? მეკითხება სერიოზული სახით. -უშაბათო კვირაში. ტუჩის კუთხეს ვტეხ. -ანუ ერთ კვირაში? აიგნორებს ჩემს ღადავს. -ანუ არასდროს. იგივენაირად ვპასუხობ. -მაგასაც ვნახავთ. ამისი დამპლური ღიმილი ნერვებს მიწამლავს. შუადღემდე ჩემთან იყვნენ. მერე ანუკის მოკიდა აკომ ხელი და გააქცუნა რესტორანი გვაქვს საპოვნელი და მთელი ამბებიო. ვატოც მალევე წაბრძანდა. ლევანმაც საქმე მაქვს საღამოს მოვალო და ისიც გავარდა. გუკაც მას მიჰყვა. -შენ არ მიბრძანდები? მისაღებში მყოფს მივუბრუნდი. -მაგდებ? წარბები ზევით აწია. -კი. -მივდივარ ხო. გაიცინა. -იმედია ჭკუა შერჩენილი გაქვს და არ იქაჯებ. ისე მაინც არავინ არ დაგიჯერებს რაც არ უნდა თქვა და გოგასთან კიდევ იმას ვერ იტყვი ქალიშვილობა მართლა კი არ წაურთმევიაო. ხითხითით ჩაარაკრაკა, ცხვირზე თითი დამკრა და ბინიდან გავარდა. -ფუ დებილი. კარს ფეხი მივარტყი.. -დაუნის არამსგავსი სახე. მისაღებში შევედი და ილიკოსთან ერთად დავიწყე მუტფილმის ყურება. რამდენიმე საათში ლიკაც მოვიდა. ნანასთან მივდივართქო ვუთხარი და ოთახში შევედი. მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი.. თითქმის ერთი საათი დამჭირდა ნანასთან სანამ მივიდოდი. გზაში იკას დავურეკე და მოვიკითხე. ახალი ამბავიც იცოდა ჩემს და გასაკვირად. ისე რა დაიმალებოდა მოსდებდა ვატო უბანს. თავიდან კი იყო გაბრაზებული მარა მერე მოლბა. რახან სიძე სოხუმსკია რაღას ვჩივიო. ამან ცალკე დამაგლიჯა ნერვები მათეს ქება დიდებაში და ტელეფონი გავუთიშე. ნანასთან ცალკე ამბები იყო. როგორ არ მითხარი მათე თუ გიყვარდაო. ნუ მოკლედ ვინ ვის ატყუებდა, და ვინ ვის აბოლებდა მეც არ ვიცოდი. მათეს დადგმულ სპექტაკლს ვყვებოდი და ჩემს დროს ველოდი მომგებიანი სვლა, რომ განმეხორციელებინა. უკვე ღამე იყო ტაქსით რო წავბრძანდი სახლში. სადარბაზოში შევდიოდი მანქანის დამუხრუჭების ხმა, რომ გავიგე. მაშინვე მივბრუნდი უკან. -ესღა მაკლდა. მანქანიდან გადმოსული გეგის დანახვაზე სახე მომეღრიცა. -ეს რა დღეა ღმერთო. ხელები ზევით ავღმართე. -დიანას ვახლავართ. კარგად შელამაზებული დამიდგა წინ. ნუ ვერ დაუწუნებ ლევანიკოს დარტყმას. -რაო დავსეინობთ აქეთ-იქითოო? ირონიული ლაპარაკი არ მოშლია. -გეგი მეჩქარება და თუ რაიმე პრობლემა გაქვს ლეოს მიაკითხე კასტეტების, დანის და იარაღის გარეშე. ნაგლურად გავუღიმე და კიბეებისკენ წავედი. მარა ვინ გაცადა რო? მკლავში ჩამავლო ხელი და შემაბრუნა. -შენ მგონი გერევა რაღაცეები. ცალი წარბი ზევით აწია. -რეები? უემოციო სახით შევხედე. -დიანა, წყობილებიდან არ გამომიყვანო თორემ... -თორემ რა? მათეს ხმის გაგებისთანავე ერთდროულად მივაბრუნეთ თავი მისკენ. -თორემ რაათქო? იღრიალა და გეგისკენ გამოიწია. გეგიც ისე ხომ არ დარჩებოდა? მე ხელი მიშვა და დაეტაკა ბოკუჩავას. ამათ გაშველებაზე მე არც დროს და არც ძალას არ დავხარჯავდი, ამიტომ საფრთხის ზონას მოვცილდი და კიბის რამოდენიმე საფეხურის ავლის შემდგომ შემოვბრუნდი. კაი სცენა კი იყო. მათეს ხან გეგი დაარტყამდა, ხანაც მათე გაიგდებდა და ასე გორავ გორავში იყვნენ. -რომელიც გადარჩება გამარჯვებულიც ის იქნება. ტაში შემოვკარი -მე მეძინება და თქვენვე გაარკვიეთ რა მოკლედ. აბა წავედი ჩაგქისეთ ორივე. რავქნა ამ ჩემს სათუთ გულს ორივე ებრალებით. არა რამ შეგაყვარეთ ის მაინც ვერ გავიგე? ბურდრუნით ავიარე კიბეები და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. კარი, რომ არავინ გამიღო, მერე ნება ვიბოძე და ჩემივე კუთვნილი გასაღებით გავაღე. შუქი ავანთე და მისაღებში შევბრძანდი. -ლიკუუუ. ილიკოო.. გოგაა. უიმე რა ახლა წახვედით ხალხნო ყველა და გაიკრიფეთ. ტელეფონს დავწვდი და მამაჩემის ნომზე დავრეკე.-ჯანდაბა.. იმედია აქ არ ამომივარდებიან. კარებთან მივარდი და შევამოწმე. -ჩაკეტილია. კიდევ კაი. გულზე ხელი მივიდე. -გისმენ დიანა. -მა სად ხართ? -იკასთან ვართ გადმოსულები და დღეს აქ დავრჩებით, ვსვამთ მე და გურამი. გაიცინა..-მიხვედი შენ სახლში? -კი. ახლახანს. -ჭკვიანად იყავი დილას გადმოვალთ.. ნუ ლიკა გადმომათრევს. ჩაიფხუკუნა და ტელეფონი გამითიშა. -კაით რა.. შეშინებულმა გავხედე კარს და ლამის გული გამისკდა კარებზე ბრაგუნის ხმა, რომ გაისმა. კვლავ რამდენიმეჯერ განმეორდა დარტყმა და შიშმა უფრო ამიტანა. -დიანა გააღე ეს დედ... მოტ* კარი სანამ ჩამოვიღე. იღრიალა მათემ კარს მიღმა. დაფეთებული მივარდი. -არ გაგიღებ. დამანებე თავი და წადი. ვუყვირე. -ჩამოვიღებ კარს გეფიცები. -რომ გაგიღო არაფერს დამიშავებ? -მინიმუმ მიგტყიპავ და მაქსიმუმ გაკოცებ.. ჩაიფხუკუნა. -ხო და იყავი მანდ. -გოგო გააღე კარი არ გამაგიჟო. -ისედაც გიჟი ხარ. -დიანა. -გიღებ ხო. კარები გამოვგლიჯე და ისიც შემოვარდა. სწრაფად მიხურა, გადაკეტა და ზედ ამაკრო. ისედაც გალამაზებული სახე კიდევ გალამაზებოდა. დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად დაიწყო. -რა უნდოდა იმ ს*რს აქ? ან ვაფშე რა უფლება აქვს შენ, რომ გეკარება? -რავი ვუყვარვარ როგორც ამბობს და.. უდარდელად ავიჩეჩე მხრები. -წყობიდან გამოგყავარ უკვე თუ ატყობ. განრისხებული თვალებით შემომხედა. -სამსონიას არ გაეკარები მეორედ და ის ვაფშე აღარ გაგეკარება თავის თავი თუ უყვარს. -ნეტა ვინმეს კიდე ვუყვარდე და შენ გცემოს იმან. დაბოღმილმა გავხედე და მისაღებში გავედი. -ჩემი ცოლი, რომ გახდები მაგ ტიკტიკისტვის მერე მოგთხოვ. დივანში ჩაჯდა და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოდო, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ დაიძრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.