ჭირვეულის მორჯულება (11 თავი)
...მარიამი... დილით აშკარად ვიგრძენი ნაცნობი სურნელი ახლოს, ზედმეტად ახლოსაც კი, თავი რომ წამოვწიე მაშინღა გავაცნობიერე როგორ ძალიან მტკიოდა...თუმცა თურმე ამაზე დიდ ტკივილსაც ვიგრძნობდი, ტელეფონი ავიღე და უცებ ვიფიქრე რომ აპოკალიფსი მოხდა, ან კიდევ უარესი...ყველგან სიტყვა გილოცავ, ორმნიშვნელოვნად, დედას 128 გამოტოვებული ზარი, წუხანდელი 760 ფოტო, 50 ვიდეო...300 ესემესი მესინჯერზე, ორჯერ მეტი ინსტაგრამზე,უკვე მივხვდი რომ ძალა არ მქონდა გამეგრძელებინა ყველა იმპულსი ერთად ამენთო თავში, გვერძე გავიხედე-ლუკა, ხელზე თვალმოჭუტულმა დიდი იმედით დავიხედე, ოღონთ ეს არათქო-დიდი, ბუთქუნა ბრილიანტის ბეჭედმა რომ თვალი მომჭრა მივხვდი რომ ჩემი საქმე წასული იყო. -რათქმაუნდა ისწავლი, ყველაზე წარმატებული იქნები და ამაში მეც დაგეხმარები, ნუ გეშინია კაი? გაიღიმე გთხოვ ოღონდ ასეთი ცუდი ბიჭიც არ ვარ მგონი ასე რო გწყინდეს ჩემი ცოლობა, ახლა მართლა გულიანად გაიღიმა და საწყალი თვალები შემომციცინა -იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ერთად უნდა ვიცხოვროთ? შეშინებულმა გავხედე -ხო ვიცხოვროთ მაინც ხომ თბილისში გადმოხვედი, რა პრობლემაა თუ გინდა სხვა ოთახში დაიძინე, საჭმელი არ გამიკეთო ხოლმე თუგინდა საერთოდ მე გაგიკეთებ ხოლმე გინდა? და კიდევ დამლაგებელი გვინდა ხო? შენ არ გეცლება დასალაგებლად, შენ აივნიანი ოთახი გინდა ალბათ? ჩემი ოთახი შენი იყოს მე გადავალ გვერძე.აუ გაიცინე რა გთხოვ ისე ნერვიულად საუბრობდა რა უნდა გაეკეთებინა მართლა გულიანად გამეცინა და ცოტა მეწყინა რომ, ასე მოხდა ეს ყველაფერი და არა უფრო ლამაზად. -სრულად მაკმაყოფილებს პირობები არარის საჭირო ამდენი პრინცესულობა, აქამდე არ გამიკეთებია საჭმელი შენზე? ან სახლი არ დამილაგებია? რა პრობლემაა არანაირი. -ყველაზე კარგი გოგო ჩემი მარიამიამ ისეთ ხმაზე დაიყვირა აშკარად უნდოდა მსოფლიოზე გაეგონებინა, მსოფლიო არ ვიცი მაგრამ აშკარად ხალხი წამოყარა საწოლიდან და ერთდროულად შემოვარდა ყველა. -ცოლ-ქმრის ოთახში რომ დაუკაკუნებლად არ უნდა შემოხვიდეთ არ გასწავლესს? ვითომ გაბრაზებულმა თქვა ლუკამ , მე კი ხმამაღლა გამეცინა და ყველა ჩვენსკენ წამოვიდა და ჩაგვიგორნენ, გვილოცავდნენ აშკარად ეშინოდათ ჩემი რეაქციის და ახლა ოდნავ დამშვიდებულები იყვნენ. პირველმა სესმესტრმა ისე ჩაირბინა თვალის დახამხამება ვერ მოვასწარით, პატარა სადა და ლამაზი ქორწილიც გვქონდა, და უნიშიც ძალიან პატიოსნად დავდიოდით ორივე...არანაირი ბარიერი პირიქით ტექნიკურებში ლუკა მეხმარებოდა ხოლმე, ერთი რეფერანტიც დამიწერა, ასე შემთხვევით შექმნილი ოჯახი თითქოსდა იდეალურად ვაქციეთ, ფინალურებმაც მოგვიკაკუნა კარზე და ორივემ არაჩვეულებრივად ჩავაბარეთ. ...ლიზი... -გოგო საახალწლოდ მორთეთ სახლი შენ და ლუკამ? -ფინალურები გვქონდა ორივეს და დღეს ვაპირებთ მოვრთოთ გამოდით დაურეკე ბავშვებს, ხოო მოვდივარ...კი კი მეც მშია გავაკეთოთ პიცა...დამაცადე...ლიზუ წავედი პიცას გავაკეთებთ, რომ მოხვალთ გაჭმევთ თქვენც -ოკეი ესეიგი რომ წამოვალთ პიცა წამოვიყოლოთ, სიცილით ვუპასუხე და ვიღაც შემომეჭრა აურაში, ვინ თუ არა სანდრო -ლიზუუზი ლიზუზი მომენატრე გოგო, აუ გუშინ აქ ღამე საათი დამრჩა ხო? უცებ ხველება ამიტყდა მაგრამ აშკარად არაფერი არ ეშველებოდა ამ სიტუაციას, ტელეფონიდან ხმამაღალი სიცილი რო მომესმა დუეტში -ყოჩარ სანდრიკ რა, რაო არაფერი არ ხდებაო და გუშინ ღამე საათი დამრჩაო ჰაა? რას მალავთ, აშკარად აჟიტირებული იყო ლუკა -არაფერსაც არ ვმალავთ და თქვენ გშიოდათ მემგონი, ისე გამომიარა გუშინ ორი წამით და მაგიდაზე დარჩა...ნერვებმოშლილმა გამაბეზრებლად ვუპასუხე -ნახე ლუკა რა თავიდან გვიშორებს, დაქალიც ამას ქვია რა, მიდით კუსკუსებო, ისე იცინოდნენ მეშნოდა შოკში არ ჩავარდნილიყვნენ, თავიანთივე უსაფრთხოებისთვის გავუთიშე და ვაის გაყრისთანავე ვუის შევეყარე კარებში ორი გადარეული იდგა და ეჭის თვალით შემომციცინებდა, მეც და ჩემ საცოდავ მიჯნურსაც, სანამ რამეს იტყოდნენ დავასწარი -ხმა! კრინტი არ გავიგო, გვირტებო, ჩიტები, კუსუნები და მაიმუნები არ მიხსენოთ გევედრებით, ლუკა და მარიამს ველაპარაკეთ და გავიარეთ უკვე ეგ ეტაპი, ხელი ჩაიქნია საბამ და უკმაყოფილოდ აწუწუნდა ნათიაც -აუ კიდე დაგვასწრეს რა -მაგათმა ბევრი რამე დაგასწრეს სხვათაშრის და იქნებ აგეღოთ რევანში? როგორც იქნა ამოიღო ხმა სანდრომაც -ვგონებ კიდე ვიღაცეები დაგვასწრებენ და მერე ორმაგ რევანშს ავიღებთ, დაკა ხელი ნათუ, არა ესენი თუ ძაან დაქნეულები არ იყვნენ მე მოვკვდე, ამდენი გადარეული ერთად საიდან მოვიდა.. -მოკლედდ დადადადამ! რატომ მოვედით, ახალ წელს ვხვდებით ყველა ერთად გუდაურში! აუცილებლად, მე ასე მინდა და მორჩა, 3 იანვარს დილით ჩამოვალთ ისევ აქ! სიტყვით გამოვიდა ქალბატონი ნათია და 100ზე აუწია სიმღერებს ჩემს ტელევიზორში, ყველანაირი ნებართვის გარეშე, საბა და სანდრო მეორე ტელევიზორზე ფიფას ჩაუჯდნენ და ასე დამირღვიეს 31 დეკემბრის დილის სიმშვიდე... საღამოსთვის უკვე ყველა ჩაბარგებული ვიყავით და მანქანებში ვნაწილდებოდით, როცა სიტყვით გამოვედი -მოკლედ ნათუ და საბაჩკა-საბას მანქანაში, ლუკა და მარიამი-ლუკასთან, მე, დემეტრე, გიორგი, სანდრო-სანდროს მანქანაში. ჩამოვაყალიბე და ზუსტად ვიცოდი ერთადერთი ადამიანი ვინც უკმაყოფილოდ დარჩა სანდრო იყო. მაგრამ ჩემდა გასაკვირად უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, ყველა ჩავსხედით და აშკარად ბიჭები არ ჩანდნენ, სანდრომ რომ შემოყო მანქანაში თავი -რაო პატარა ჩაგიშალე შენი ოინები? გიორგი და დემეტრე-დემეტრეს მანქანით მოდიან შეგეშალა განაწილება, შენ ჩემთან, დედაშენმა დამირეკა შვილს მარტო შენ განდობ ამხელა გზაზე, ყურადღება მიაქციე დიდი ხანი გარეთ არ იყოსო გუდაურში, მოკლედ სხვა გზა არაგაქვს. აშკარად არ დამთავრდა ეს თამაში ჩემი ტრიუმით, ცოტა მოწყენილმა თავი სარკეს მივადე და ძილი ვცადე თუმცა ზედმეტად ცივი მეჩვენა და სანდროს მხარზე მშვიდად და ბედნიერად გავემართე მორფეოსისკენ... დადადადადაამ! დავბრუნდი, ვეცადე მაქსიმალურად მოზრდილი და გემრიელი თავი დამეწერა, შემდეგი თავი იქნება საახალწლო სიურპრიზი გაცილებით დიდი და უსაშველოდ საინტერესო. მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.