შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (11)


8-01-2018, 19:50
ავტორი Constance
ნანახია 1 403

(მაიკლი)
გაუნძრევლად ვიჯექი და ველოდი, სანამ კაენის მშვიდი სუნთქვა არ მომესმა, რამაც მანიშნა, რომ უკვე ჩასძინებოდა. ფეხზე წამოვდექი, ოთახიდან გავედი და კარი ჩუმად მივხურე.
- მაიკლ?
შევხტი და ჰანასკენ შევბრუნდი, რომელიც ლეკვთან ერთად იდგა დერეფანში.
- რა მოხდა ჰანა? - ვკითხე, მასთან მივედი და საძინებლისკენ წავიყვანე. საწოლზე აძვრა და ლეკვმაც იქვე მოიკალათა/
- კენი კარგადაა? - მკითხა წვრილი, აღელვებული ხმით, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დემონზე გიჟდებოდა, თუნდაც მკვლელი ყოფილიყო.
- კი, კარგადაა.
ჩემს ნათქვამზე ფართო ღიმილი მომაგება და საბანში მთქნარებით გაეხვა. როცა დავრწმუნდი, რომ თბილად იყო ფეხზე წამოვდექი:
- ღამე მშვიდობის ჰანა.. ტკბილი ძილი.
ლეკვი უკვე მკერდზე მიეხუტა და ისე მიპასუხა:
- ღამე მშვიდობის მაიკლ.
ჩუმად ჩავიცინე და ფრთხილად დავხურე კარი. არ ვიცოდი ხვალ რის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ამდენი რაღაცის შემდეგ გამოძინება არ მაწყენდა. სამზარეულოში წყალი ავავსე და დივანზე ოხვრით წამოვწექი. რამდენიმე წუთში ისე დამეძინა, რომ საღამოს ლოცვაც არ მითქვამს, არც კი გამხსენებია.
დილით ჰანას კარზე ლეკვის თათების ბრახუნმა გამაღვიძა.
"ჰმმ.. ალბათ მოფსმა უნდა.."
ამოვიოხრე, იდაყვებზე წამოვიწიე, გავიზმორე და იატაკზე გადმოვგორდი.
წამოვდექი და სწრაფად წავედი ჰანას ოთახისკენ, რომ ლეკვი გამომეშვა. ძაღლი მაშინვე სამზარეულოსკენ გაიქცა კუდის ქიცინით და ძლივს მოასწრო გაზეთამდე მიღწევა.
- კარგი ძაღლი..
თავისი საქმე რომ დაამთავრა, გაზეთები ავიღე და ნაჭერი გავასუფთავე სანამ ისევ ქაღალდების გროვაზე დავდებდი. მეგონა ლეკვი ჰანასთან შებრუნდებოდა, მაგრამ ჩემს ფეხებთან ჩამოჯდა და წკმუტუნი დაიწყო.
- ოჰ, ვიცი რაც გინდა.
ბავშვური ღიმილით ქათმის ნაჭერი გამოვიღე მაცივრიდან და იატაკზე დავჯექი, რომ მაქსს ჩემს კალთაში მოეკალათა და საჭმელი ეჭამა.
- ძაღლის საჭმელი უნდა გიყიდო. არამგონია კაენს მოეწონოს, რომ ჩვენს საჭმელს ჭამ.
ლეკვი მხიარულად გადაგორდა ბეჭებზე, მე კი თვალები გადავატრიალე და დარჩენილი ხორცი ვაჭამე.
- როგორი გათამამებულიხარ.
- ....აიკლ.
ძაღლთან ერთად ავიხედე, როცა რაღაც ხმა შემომესმა.
- მაიკლ...
" კაენ.."
უეცრად გამახსენდა წინა ღამით მომხდარი ამბები, მაგრამ მაინც, მაქსი ხელში ავიყვანე და ფეხზე წამოვდექი. მეგონა კაენი ხუმრობდა და სავარაუდოდ არც ეხსომებოდა რა მოხდა. ლეკვი ჰანას ოთახში შევიყვანე და კარი ჩუმად დავხურე, შემდეგ კი კაენის საძინებელში შევედი.
ზურგზე იწვა და მისი სახვევებით დაფარული მკერდი სუნთქვისას მშვიდად, მონოტონურად მოძრაობდა. მასთან მივედი, თვალებში არც შემიხედავს ისე დავადე შუბლზე ხელი და სიცხე გავუსინჯე.
- არამგონია მაღალი ტემპერატურა გქონდეს... მგონი დემონებს ჩვეულებრივ აქვთ ადამიანებზე მაღალი სიცხე.
როცა არ მიპასუხა სახვევები ოდნავ მოვუშვი და ჭრილობებს დავხედე, რომლებიც თითქმის შეხორცებულიყვნენ.
- ცოტა წამოიწიე...
სიტყვისუთქმელად დამემორჩილა და ნატყვიარების დათვალიერების საშუალება მომცა. შედეგით კმაყოფილი დავრჩი.
- კარგად გამოიყურება. მხოლოდ ერთიღაა ღია და ისიც მალე შეხორცდება. დანარჩენი კი უკვე ნაკაწრებია.
როცა ისევ არ მიპასუხა ამოვიოხრე, წამოვდექი და სიბნელეში თვალებში შევხედე. მზე ისევ არ ამოსულიყო და ამიტომ თითმის არაფერი ჩანდა. ჭრილობების შემოწმება მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქის საშუალებით შვძელი.
- კარგი... რადგან ავდექი საჭმელს გავაკეთებ... რა გინდა რომ მოვამზადო?
უეცრად გულაღმა დავეცი...საწოლზე. კაენმა მარცხენა ხელი მკერდზე დამადო, საწოლზე მიმაჯაჭვა და ზემოდან მომექცა. სიბნელეში მისმა თვალებმა გაანათა, მე კი მუცელში თითქოს რაღაც დამიტრიალდა.
- კ..კა..კაენ? დამშვიდდი.. ჰანა თ..თავის ოთახშია.
ბოროტულად ჩიცინა და ვერბალური პასუხის ნაცვლად, კიდევ უფრო მომიახლოვდა და ლავიწიდან ყბამდე ენის სველი კვალი დამიტოვა.
- სრულიად მშვიდად ვარ, ადამიანო. უბრალოდ... ჩემს საუზმეს ვაგემოვნებ.
მკერდიდან ხელი ამაცალა, მაგრამ მოძრაობა მაინც ვერ გავბედე. როცა მისი ხელის შეხება კანზე ისევ ვიგრძენი, უკვე ბარძაყზე დააცურებდა თითებს და მანამდე ჩააცურა, სანამ მუხლამდე არ ჩავიდა და ფეხი ოდნავ მომახრევინა. ტუჩები ისევ ჩემს ყელს შეახო და ნაზად მაკოცა.
მთელი ეს სიტუაცია არასწორად მეჩვენებოდა, მაგრამ როცა კი გონებაში ლოცვას ვიწყებდი ან ვაპირებდი კაენი გამეჩერებინა, აზრებს ვერ ვუყრიდი თავს. ამის მაგივრად ამოვიკვნესე, რამაც უფრო ცუდათ მაგრძნობინა თავი, ვიგრძენი კაენი როგორ იღიმოდა.
შარვალი რატომ გავიხადე საერთოდ??? ჩემი საცვლები აშკარად არშეაჩერებდა ამ დემონს.
- გადაბრუნდი.
როგორღაც შევძელი ხმა ამომეღო და ჩუმად, თითქმის გაუგებრად ჩავიჩურჩულე.
- ა..არა.
- გარყვნილო მღვდელო.. შენგან წვას ვეღარ ვგრძნობ როცა გეხები. შენც გინდა ეს - ყურში ჩამსისისნა და ჩემი სხეული უფრო მეტად დაიძაბა.... არა ისე როგორც მე მინდოდა. როცა არ ვუპასუხე და არც გავინძერი, გაღიზიანებულმა დაიღრინა და მაკოცა.
"ღმერთმა დასწყევლოს"
მისი ტუჩების ძლიერ და უხეშ მოძრაობას ვგრძნობდი. მაიძულებდა ავყოლოდი და მას დავმორჩილებოდი... კაცისთვის დამემორჩილებინა ჩემი სხეული... დემონისთვის... ამის შემდეგ სამუდამოდ დავკარგავდი ეკლესიაში დაბრუნების შანსს. იმ ერთადერთ რაღაცას დავკარგავდი, რის გარშემოც ჩემი მთლიანი სამყარო იყო აწყობილი.
ამად არ ღირდა.
თავი გვერდზე გადავხარე და ტუჩზე ვიკბინე, რომ თავი გამომეფხიზლებინა და შევწინააღმდეგებოდი... მაგრამ უეცრად მუხლებზე ვიდექი და კაენის ძლიერ მკლავს წელზე ვგრძნობდი.
- კა..კაენ?
მხოლოდ ბოხი, ჩახლეჩილი ღრენით მიპასუხა და უფრო მეტად მიმიკრო მკერდზე. მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი და მაშინღა შევნიშნე, რომ სრულიად შიშველი იყო. ვცდილობდი რაღაც მეთქვა, მაგრამ როცა წინადადებას დავიწყებდი ან საერთოდ პირს გავაღებდი მხოლოდ კვნესაღა აღმომხდებოდა ხოლმე, თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ხმამაღალი. მისი ტუჩების შეხება თითქოს კანს მისერავდა და სურვილს მიძლიერებდა, რომ ის თხელი ბარიერიც მოეშორებინა, რაც ჩვენს კანს ერთმანეთთან აშორებდა.
" სად... წავიდა ჩემი... მაისური...?"
დაბინდული თვალებით მიმოვიხედე და შევნიშნე, რომ მაისური შემოფლეთილი ეგდო საწოლზე. ყურადღება ისევ კაენზე გადავიტანე და ვიგრძენი როგორ დასუსტდა ოდნავ, რაც ალბათ ჭრილობების ბრალი იყო. სუნთქვა უკვე ქოშინში გადამეზარდა და თავს ძლივს ვიმაგრებდი...
" ღმერთო... დამეხმარე." - გავიფიქრე, მისი დახმარება ნამდვილად მჭირდებოდა, რადგან საცვალთან კაენის თითების შეხება ვიგრძენი, როცა ტანსაცმლის უკანასკნელ ბარიერსაც ნელ-ნელა მაშორებდა.
- როგორი გარყვნილი პატარა მღვდელი ხარ.... - ჩაიცინა და სახე ჩემთან ახლოს მოიტანა. დაბინდული მზერით ძლივს ვარჩევდი მის ნაკუთებს, კაენი კიდევ უფრო დაიხარა და ცრემლები ენით შემიშრო. ყველა მოქმედება მისი დომინანტობისა და სარკაზმის გამოვლინება იყო.
- ჩემი იქნები ადამიანო... მე დამემორჩილები.
" რატომ ვაძლევ ამის გაკეთების უფლებას? მან არ იცის სიყვარული რა არის. დემონები ვერ გრძნობენ. უბრალოდ სტრესის მოსახსნელად გამომიყენებს და დამამცირებს! უკვე აკეთებს ამას, დამცინის!"
- კენ?
ჰანას წვრილმა ხმამ ორივე ადგილზე გაგვაშეშა. კაენმა ჩაისისინა და სანამ კარის სახელური ჩამოიწეოდა მომშორდა და საცვლები ამოიცვა. არც დავფიქრდი ისე გავეხვიე ადიელაში და კარს ზურგი შევაქციე, რადგან ვიცოდი, რომ სახეზე მემჩნეოდა, როგორი გულდაწყვეტილი ვიყავი.... მტკიოდა! შეიძლება ფიზიკურად არაფერი დამიშავა, მაგრამ სული საშინლად მტკიოდა. ცოტაც და საშინელებას გავაკეთებდი... და რის გამო?
გავიგე როგორ გააღო კაენმა კარი, ჰანა ხელში აიყვანა და შუბლზე აკოცა.
- ჰანა, საუზმეს შეჭამ?
- კიიი!
- წამოდი ბლინები გავაკეთოთ - ჩაიცინა დემონმა და წამის შემდეგ კარიც დაკეტა.
გაშეშებული ვიყავი, შემდეგ კი ისღა მოვახერხე კაენის ერთ-ერთ ბალიშში ჩამერგო თავი. არ უნდა მეტირა. კაცი ვარ და ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია... ამიტომაც მტკიოდა... საშინლად ვიტანჯებოდი.. სხვადასხვა მიზეზის გამო და ზოგი მათგანი რატომ იყო ჩემთვის მტკივნეული ვერც კი ვხვდებოდი.

(კაენი)
"ჯანდაბა ჰანა! თითქმის უკვე მივაღწიე მიზანს მღვდელთან! რა ცუდი დრო აარჩიე შემოსასვლელად."
- კეენ? გაბრაზებული ხარ?
ჰანას მშვიდი, ჩუმი ხმის გაგონებისას ემოციები მოვთოკე და ყალბი ღიმილი მივიკერე სახეზე. სამზარეულოში გავიყვანე, დახლთან ჩამოვსვი და პასუხად თავი გავაქნიე, შემდეგ კი საჭმლის კეთებას შევუდექი.
- არა, არ ვარ.
ტუჩები გამობურცა და ჩაფიქრებულმა ფეხების ქანაობა დაიწყო, ბოლოს ამჯობინა, რომ აღარ ეკითხა ამაზე. მშვენიერია. ხომ ვერ ავუხსნიდი რაც მოხდა.
- ბევრი შოკოლადით შეიძლება?
- კი, რა თქმა უნდა.
ჰანამ ხელები გამომიშვირა, მე კი გახსნილი პარკი გავუწოდე, რომ ბავშვს თავისი პატარა ხელებით შოკოლადის ნატეხები ამოეღო. შემდეგ ბლინებისკენ მივანიშნე, როცა შევნიშნე, რომ პირდაპირ პირისკენ გაიქანა ხელები...
- ბლინებს უნდა მოაყარო... - გავიცინე, სალფეტკი მივაწოდე ხელების გასაწმენდად და შევბრუნდი, რომ ბლინები ამომებრუნებინა. სწორედ ამ დროს გავიგე მისი სლუკუნი. როდესაც შევბრუნდი დავინახე, რომ მაიკლს ქაღალდი გამოერთმია და ნაგავში გადაეგდო.
- სერიოზულად? - თვალები დავუბრიალე.
როცა ამომხედა, მისი ფერმკრთალი სახეს მაშინვე მუქი წითელი ფერი დაედო.
"მმმ.. ეს უკვე მომწონს."
- ჰო... ამას არ უნდა ჭამდეს.
თვალები გადავატრიალე, მაგრამ მაიკლი კარისკენ შებრუნდა და დაიხარა, რომ ლეკვი აეყვანა. და დიახ, ზუსტად იმას ვუყურებდი, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ ჩემი უნდა გამხდარიყო.
" ღმერთმა დასწყევლოს.. კარგი რა ჰანა."
ჰანამ ლეკვი დაინახა თუ არა სიხარულით კივილი დაიწყო. ვიცოდი, რომ გადმოხტებოდა თუ არ მივეხმარებოდი, ამიტომ სკამიდან ჩამოვსვი.
- მაქს! მაქსთან თამაში მინდა!
ხელები ჰაირში აიწვდინა და მაიკლი დაიხარა, რომ ლეკვი ბავშვისთვის გადაეცა. როცა ჰანამ მაქსი ხელში ჩაიგდო, ოთახიდან გავარდა და საბრალო ცხოველიც გაათრია. შევბრუნდი და საჭმლის კეთება დავიწყე. წამის შემდეგ მაიკლის მზერა ვიგრძენი და მთელი ჩემი სხეული ვნებამ მოიცვა. წესით უკვე უნდა გაეგო, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანდა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
" დემონის ცდუნება კარგად არასდროს მთავრდება... მაცდურისთვის."
- მე გავაკეთებ, შენ ისევ სუსტად ხარ.
ჩემთან ახლოს მოვიდა და ტაფის სახელურს დასწვდა. ნება მივეცი გამოერთმია, მე კი უკან დავუდექი და ხელები წელზე შემოვხვიე. შეხებაზე კანი აღარ მეწვოდა, ასე რომ მკერდთან უფრო ახლოს მივიკარი. სამწუხარო იყო, რომ შარვალი უკვე ეცვა, მაგრამ როგორც შევნიშნე, ჩემი ტანსაცმლიდან აეღო, რაც რატომღაც უფრო მესიამოვნა.

(მაიკლი)
"სასიამოვნო იყო... მისი შეხება მსიამოვნებდა."
- შე...შეწყვიტე.
ზურგიდან მეკვროდა.
- ღმერთმა დასწყევლოს, კაენ! - ჩუმად ჩავისისინე, რომ ჰანას არაფერი გაეგო.
- ნწ.ნწ. მღვდელიც იწყევლება? როგორ შეიძლება - ჩამჩურჩულა ყურში, რაზეც ეკალმა დამაყარა. შემცბარმა კბილები ერთმანეთზე ძლიერად დავაჭირე, სხეული კი ჩემდაუნებურად გამიშეშდა. წესით ლოცვა უნდა დამეწყო და რელიგიისთვის უნდა მიმემართა, რომ ჩამომეშორებინა, მაგრამ სხვა გზა ავირჩიე, რაც წესით უფრო უნდა გამომდგომოდა.
მოულოდნელად შევბრუნდი და ფეხებს შორის მუხლი ჩავარტყი. ვიცოდი ეს დიდხანს არ შეაკავებდა, მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი იატაკზე ჩაკეცილი ფორმის დანახვა, როცა ერთ ადგილს ხელით იჭერდა.
- ჰმმ.. შეიძლება სწორ გზას ავცდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გამოყენების უფლებას მოგცემ.
პასუხად ჩაიღრინა, მე კი შევბრუნდი და ქურა გამოვრთე.
- როგორც ჩანს შენი ჭრილობები დიდად არ გაწუხებს, ამიტომ ეკლესიაში მივდივარ იმ შეცდომის გამოსასწორებლად, რაც არც უნდა მომხდარიყო.
ისევ მაინტერესებდა როგორ მიიღო ამდენი ჭრილობები, მაგრამ ჩემი სულიერი სიმშვიდის დაბრუნებას მივანიჭე უპირატესობა. მინდოდა ჰანას წაყვანაც მეთხოვა, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩვენი არყოფნისას ძაღლს შეჭამდა. ჩემს ჩანთასთან მივედი, რომელიც მისაღებში იყო, შავი შარვალი და თეთრი მაისური ამოვიღე, გავემზადე და კარისკენ წავედი.
- კარგად!
გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი, რადგან კაენის გარეშე საწვავს ვერ ჩავასხავდი.
"გუშინ ღამით პოლიციამ ორი დემონი მოკლა ერთი კი დაჭრა. პოლიციელები კიდევ რამდენიმე თავდასხმას გეგმავენ, რადგან დემონებს გააგებინონ, რომ ადამიანები აღარ ვაპირებთ მათი მკვლელობების ატანას"
ტელევიზორების მაღაზიასთან ხალხის მასა იყო შეკრებილი და ამ ახალ ამბებზე კმაყოფილი შეძახილები ისმოდა... მე კი იგივეს ვერ ვგრძნობდი.
" კაენი სწორედ ამ თავდასხმისას დაიჭრა... გაქცევა მაინც მოახერხა, დანარჩენი ორი კი დაიღუპა"
მინდოდა დამერეკა, მაგრამ ვიცოდი რომ კარგად იყო. მისი ჭრილობები იმდენად მაინც შეხორცდა, რომ ჩემი წვალება მოეხერხებინა. თავი დავაქნიე ჩემთვის და ეკლესიისკენ გავაგრძელე გზა. როცა შენობაში შევაბიჯე, მაშინვე ვიგრძენი თითქოს მხრებზე რაღაც სიმძიმე დამაწვა.
- სალამი მაიკლ!
ვილიამი, ერთ-ერთი ღვთისმსახური იყო ამ ეკლესიაში. ჩემთან ღიმილით მოვიდა და ხელი გამომიწოდა. ვაპირებდი ჩამომერთმია, მაგრამ ვიგრძენი როგორ დამეწვა კანი, შევხტი და უკან დავიხიე, რომ ტკივილი შემეჩერებინა!
"რა ჯანდაბა ხდება?"
წამით ვილიამსაც ჩემი მსგავსი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე... შემდეგ კი თითქოს მიხვდა და თვალები ჩაუმუქდა.
- მაიკლ?
მის ხმაში დაუჯერებლობა და სიბრაზე იგრძნობოდა, რასაც ხშირად ვერ ნახავ ერთად.
- ვ..ვილიამ... მე..მე..
- რა შენ? ახლა ეშმაკს ეთაყვანები?
მის ყვირილზე შემოსასვლელთან შეგროვილმა ხალხმა დაკვირვებით შემოგვხედა. იმედი მქონდა არავინ მოვიდოდა ჩვენთა, მაგრამ ვიცნობდი რამდენიმეს და სწორედ ისინი დაუდგნენ მაიკლს გვერდით.
- რა ხდება ვილიამ? - იკითხა ბილმა, რომელსაც ხშირად ვხედავდი მოხალისედ ეკლესიაში.
ვილიამმა მკაცრად შემომხედა და ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა, რამაც გაუცნობიერებლად უკან დამახევინა.
- წმინდა აღარაა! შეხედე!
სანამ გააზრებას მოვასწრებდი, ხელი გავიწვდინე და ნასროლი ბიბლია დავიჭირე. წიგნს შევეხე თუ არა ხელები დამეწვა და მაშინვე ძირს დავაგდე. ბილის სახეზე ვილიამის მსგავსი გამომეტყველება შევნიშნე, რამაც შეიძლება ითქვას, რომ გული გამიჩერა.
- მე...მე... მისთვის ზურგი არ შემიქცევია! ისევ მწამს ღმერთის! არასდროს მდომებია ჩემი რწმენის შელახვა!
ერთმანეთს გადახედეს... შემდეგ ჩურჩულით რაღაც ჩაილაპარაკეს და მიახლოებისკენ მომიწოდეს. მეგონა მაშინვე გამრიყავდნენ, მაგრამ თუ მცირე შანსი კიდევ მქონდა, რომ ეკლესიას დავბრუნებოდი, ყველაფერს გავაკეთებდი რასაც მეტყოდნენ. ვილიამის ოთახში შემიძღვნენ და გავიგე, როგორ დახურა კარი ბილმა.
- იცი რისი გაკეთებაცაა საჭირო.
დაბნეულმა წარბები შევჭმუხნე... შემდეგ კი გავიაზრე რას გულისხმობდნენ და სხეულზე ცივმა ოფლმა დამასხა. ვილიამს უკვე ხელში ეკავა ხის ჯვარი, მაგიდას შემოუარა, მე კი შეშინებულმა უკან დავიხიე, მაგრამ ბილმა მხრებში ჩამავლო ხელი და მოძრაობის საშუალება არ მომცა. ძლიერ ვყავდი შებოჭილი და ვერ გავინძერი, როცა საშინელი წვა ვიგრძენი ტანსაცმლის შიგნით, სადაც ჯვარი შემეხო.
- მაიკლ, მაისური გაიხადე.
აკანკალებული თითებით ის გავაკეთე, რაც მითხრეს. თეთრი ზედა გავიხადე და ხელში ჩავიბღაუჭე, ჩემმა სხეულმა კი კანკალი დაიწყო.
- დაიჩოქე.

(კაენი)
საღამოს ოთხი იყო, როცა კარის გაღების ხმა გავიგე და მაიკლის სიარული მომესმა... თითქოს ფეხებს ძლივს მოათრევდა.
მისაღებისკენ გავიხედე და ლეკვი მეასედ გადავაგდე გვერდზე. როცა ცხოველს თვალები გაუფართოვდა, მაშინ მეც შევნიშნე რაღაც რიგზე ვერ იყო.
"სუნი.. მაიკლს წვის სუნი ასდის."
- მაიკლ?
შეჩერდა როცა მისი სახელი ვთქვი და ამომხედა... მაგრამ მაშინვე ძირს დაეცა. დაუფიქრებლად გავიწვდინე ხელი, რომ დამეჭირა, ხელი დამეწვა და გავუშვი.
" ნაბიჭვარმა მართლა გააკეთა ეს."
დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ ამჯერად წვა ზედმეტად ძლიერი იყო! წინათ უბრალოდ მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა თითქოს ხელებზე კანი მძვრებოდა! როცა დამწვრობას დავხედე, მივხვდი, რომ საკმაოდ სერიოზული იყო.
- ჯანდაბა, მღვდელო!
ძალიან, ძალიან ფრთხილად ვეცადე კანს არ შევხებოდი, გადავაბრუნე და მაისური შუაზე გავხიე.
- ჯანდაბა!
მთელს კანზე მუქი იისფერი და წითელი დამწვრობები ჰქონდა, რომლებიც მესამე ხარისხის მაინც იქნებოდნენ. მანამდე მკვრივ და ფერმკრთალ მკერდზე, ახლა ჯვრის გამოძერწილი კვალი ემჩნეოდა.
- როგორ... როგორ გაბედეს! - დავიღრიალე არაამქვეყნიური ხმით.



№1  offline წევრი ფსიქოპატი

ufro saintereso xdeba tandataaan
--------------------
tamo♡

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარი იყო..
მაინტერესებს რა მოხდება
მიხარია რომ დღეს დადე ახალი თავი...
საინტერესო მოტრობაა და საინტერესო პერსონაჟები გყავს

 


№3  offline წევრი skida

საინტერესოა კაენი მერე რას იზავს ძალიან კარგი სიუჟეტი გაქვს ასე გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent