შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეექვსე თავი (18)


8-01-2018, 20:18
ავტორი fireending
ნანახია 1 746

დილიდანვე ნერვიულობდა სესილი.ჯერ ხუთი საათი არ იყო,მაგრამ კარს თვალს არ აცილებდა.დღევანდელს დღეზე ფიქრობდა.აღელვებული სცემდა ბოლთას დერეფანში და დროდადრო ფანჯრიდან იყურებლდა.ღელავდა,რადგან მშობლების რეაქციის ეშინოდა,უფრო მეტად კი არ უნდოდა ლევანისთვის გული ეტკინათ.წამით ეჭვიც კი შეიტანა იმაში,რომ ლევანის მოსვლა ღირდა.სიარულით დაიღალა,ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა.
-რას აკეთებ?
ფიქრებიდან გამოაფხიზლა სესილი ირინკას ხმამ.
-არაფერს,ისე ვფიქრობდი
-ნეტავ რაზე?უფრო სწორად ვიზე?_სიცილით ჰკითხა ირინკამ და მის გვერდით ჩამოჯდა
-ძალიან მეშინია_თქვა სესილიმ
-რისი?_გაუკვირდა ირინკას
-დღევანდელი დღის,მეშინია რომ ცუდად ჩაივლის.იქნებ არც ისე კარგი იდეა იყო ლევანის დაპატიჟება
-რატომ ფიქრობ ასე?
-ხომ იცი ჩვენი მშობლების ამბავი.არ მინდა ლევანს გული ატკინონ.
-მომისმინე!_სესილისთან ახლოს მიიწია ირინკა და ხელზე ხელი დაადო-ცუდზე ნუ იფიქრებ,უკვე დიდო ხარ და დამოუკიდებლად უნდა მართო შენი ცხოვრება.ჩვენი მშობლებიც შეეგუებიან ამ ამბავს.მთავარი ხომ სიყვარულია არა?
-ჰო_მოკლედ უპასუხა სესილიმ
-თანაც_განაგრძო ირინკამ საუბარი-თანაც გამოჩნდება რამდენად ძლიერია ლევანის სიყვარული შენდამი,ასე რომ არ ინერვიულო.მშვიდად იყავი.კარგი?
-კარგი_გაუღიმა სესილიმ დას
-აი ასე,გიხდება ღიმილი.მინდა ხშირად იღიმოდე_ლოყაზე მოეფერა ირინკა.
სესილიმ გაუღიმა.მისი სიტყვების შემდეგ თავი უკეთ იგრძნო და იმედი მიეცა.
კარზე ზარის ხმა გაისმა და მსახური კარის გასაღებად წავიდა.
-ჯერ ადრეა,ლევანი იქნენა?_გაიკვირვა სესილიმ.
-წამო,ქვემოთ ჩავიდეთ_უთხრა ირინკამ,ხელი მოკიდა და ქვემოთ ჩავიდნენ.
სესილი გახარებული წავიდა კარისკენ,როდესაც შორიდან მისკენ მომავალ სილუეტს მოკრა თვალი,მაგრამ ღიმილი გაეყინა,როდესაც კახა დაინახა.შუა გზაში გაჩერდა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა.სამაგიეროდ მამაკაცი არ გაჩერებულა.სესილისკენ წამოვიდა და ლოყაზე აკოცა.
-გამარჯობა ძვირფასო._დამცინავი ხმით მიესალმა კახა
დერეფანში ლუიზა და მიხეილიც გამოჩდნენ,რომლებმაც დიდი სიხარულით შეიპატიჟეს კახა სასადილო ოთახში,სადაც მაგიდა უკვე გაეწყოთ.
სესილი ისევ გაშეშებული იდგა.ხმას ვერ იღებდა.კახას აქ ნახვას არ ელოდა.მითუმეტეს ახლა,როცა ლევანს ელოდებოდა.ათასი გრძნობა ერთად ირეოდა ახლა მის გულში.მალე ლევანიც მოვიდოდა და ყველაფერს გაიგებდა.ამის გაფიქრებაზე გული ეკუმშებოდა.როგორ ცდილობდა ამ ამბის დამალვას,არა მარტო დამალვას,დავიწყებასაც,მაგრამ ახლა ყველაფერი აირია.
ადგილიდან არც კი დაძრულა,მანამ სანამ მხარზე შეხება არ იგრძნო.
-სესილი,მაგიდასთან წამოდი_უთხრა ირინკამ
-ამას აქ რა უნდა_სიძულვილით სავსე ხმით წარმოთქვა სესილიმ
-დაწყნარდი,გთხოვ.ახლა უთანხმოება არ გვინდა.მოდი შემოდი.
სესილის არაფერი უთქვამს,საშინლად არ უნდოდა ამ კაცის დანახვა.მაგიდასთან დაძაბული იჯდა,თვალები კარისკენ გაურბოდა.გული კი ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა.საერთოდ არაფერი ესმოდა რასაც მაგიდასთან საუბრობდნენ.
კარზე ზარის ხმა გაისმა.სესილიმ მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში.დაძაბულად ჯდომისგან კისერი ტკიოდა და ხელები უკანკალებდა.
ოთახში ლევანი შემოვიდა.სესილი გეხზე ირინკამ წამოაყენა.ლევანი მაგიდასთან მსხდომებს მიესალმა.სესილის მშობლებმაც ცივად უპასუხეს სალამზე.
-მობრძანდით_ნაძალადევი ღიმილით თქვა მიხეილმა და ლევანს ხელი ჩამოართვა.
-სესილი,გაგვაცანი ეს ახალგაზრდა_ირონიულად თქვა ლუიზამ და ლევანზე მიუთითა.
-ეს ლევანია,ლევან ბენდელიანი_დაბნეული ხმით წარმოთქვა სესილიმ-ლევან ეს დედაჩემია,ლუიზა,ეს კი მამაჩემი მიხეილი.ჩემ დას კი უკვე იცნობ
-სასიამოვნოა ჩემთვის სესილის ოჯახის გაცნობა_თქვა ლევანმა
-სესილი,ჩემო კარგო,მე გამოგრჩი,ხომ უნდა მიცნობდეს შენი მეგობარი
ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა კახამ და ლევანისთვის მზერა არ მოუშორებია.
-ეს ჩვენი ოჯახის ახლობელია,კახა_გულგრილად თქვა სესილიმ
ლევანმა ხელი ჩამოართვა კახას და ისევ სესილის გვერდით დაჯდა.სადილი განაგრძეს.სესილი ისევ დაძაბული იჯდა,თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი წყნარად იყო.თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამაღიზიანებელ კითხვას,რომლებსაც სესილის მშობლები უსვამდნენ ლევანს.ეს ძირითადად ეხებოდა მის ფინანსურ მდგომარეობას.თუმცა ლევანმა იცოდა,თუ რაც ელოდა,ამიტომ დიდად არ აღელვებულა,როცა,მსგავს შეკითხვებს ისმენდა.დროდადრო კი ხელზე ეფერებოდა მის გვერდით მჯდომ სესილის,რომ გოგონა როგორმე დამშვიდებულიყო.გრძნობდა თუ როგორი დაძაბული იჯდა სესილი.მაგრამ სესილის ნერვიულობის მიზეზი მხოლოდ ეს უადგილო და უტაქტო შეკითხვები არ იყო,თითქოს ეკლებზე იჯდა,როდესაც კახას უყურებდა.ეშინოდა,რომ რამეს წამოროშავდა.
-სესილი,მიხარია რომ ჩემი დაპატიჟებაც გადაწყვიტე._თქვა კახამ
-რა?_გოგონა შეეცადა გაოცება დაემალა
-შენმა მშობლებმა გადმომცეს შენი დანაბარები და რა თქმა უნდა მეც მოვედი,აბა როგორ.წარსული უნდა დავივიწყოთ და...
-კახა_მისი გაჩუმება სცადა სესილიმ,თუმცა უშედეგოდ.მამაკაცს უკვე რამდენიმე ჭიქა ღვინო ჰქონდა დალეული და ჩანდა რომ გაჩუმებას არ აპირებდა.
ლევანმა სესილის გადახედა.ბიჭს აშკარად ვერ გაეგო რა ხდებოდა და რა წარსულზე იყო საუბარი.სესილიმ თვალი აარიდა და თეფშს დააჩერდა.
-მართლა გული მტკივა,როცა თქვენი ჩაშლილი ქორწილი მახსენდება_დანანებით წარმოთქვა ლუიზამ
-ეგ არაფერი ჩემო ძვირფასო_მედიდურად წამოდგა კახა-ახლა,რადგან აქ ვარ და თანაც სესილის ინიციატივით,მინდა რომ ჩვენი ურთიერთობის გამოსწორების სადღეგრძელო შევსვა
-რას ბოდიალობ?_ხმამაღლა დაიყვირა სესილიმ და ფეხზე წამოდგა.
-როგორ იქცევი_დაუყვირა მამამ
ლევანმა გაოცებისგან ვერაფერი თქვა.ხან სესილის აკვირდებოდა და ხან კახას,რომელიც უკვე ფეხზე ვეღარ დგებოდა.
-იქნებ შენ ამიხსნა აქ რა ჯანდაბა ხდება_ტონს აუწია ლევანმა და სესილის აიძულა თვალებში შემოეხედა.
-მე... _სესილიმ ვეღარაფრის თქმა შეძლო.თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ხმა აღარ ემორჩილებოდა
ლევანი ფეხზე წამოდგა,სესილისკენ არც გაუხედავს ისე დატოვა სახლი.სესილი გაუნძრევლად იდგა და ცრემლები ახრჩობდა.მისი მშობლები კი კმაყოფილი ღიმილით აკვირდებოდნენ ამ სანახაობას.კახა სესილის მიუახლოვდა და ხელი მოხვია
-შემეშვი_დაიყვირა სესილიმ და მისგან თავი გაითავისუფლა და თავისი ოთახისკენ გავიდა.კახამ გადევნება სცადა,მაგრამ ლუიზამ შეაჩერა.
-შეეშვი,ცოტა ხანი მარტო იყოს,დაწყნარდეს,მთავარია,რომ ის ბიჭი მოვიშორეთ_გამარჯვებული სახით წარმოთქვა ლუიზამ და ირინკასკმაყპფილი ღიმილით გადახედა.
-მაღიარე რა დედა,ხომ კარგი იდეა მომივიდა?ახლა სესილი სამუდამოდ დაშორდება იმ ბიჭს.
კმაყოფილ ლუიზას გაეღიმა და ირინკას სახეზე მოეფერა.
-ახლა უკვე ვეღარაფერი დაგვიდგება წინ,სესილის ცოლად მოვიყვან და ის მათხოვარი ბიჭი ხელს ვერ შემიშლის_გახარებული ამბობდა კახა.
-ჰოდა ძალიან კარგი,ჩემი დისთვის ასე სჯობს.წავალ ავაკითხავ,დავამშვიდებ_თქვა ირინკამ და სესილის ოთახისკენ წავიდა.
...
-რა?რა საქმრო რას ამბობ?_გაკვირვებული ეკითხებოდა ლუკა ლევანს,როდესაც მისი მონაყოლი მოისმინა.
-ჰო,აი ასე.სესილიმ საქმრო დამახვედრა სახლში.თვითონ დაუპატიჟებია თან_თქვა ლევანმა და სიგარეტს მოუკიდა.
-იქნებ რამე ვერ გაიგე წესიერად,დაელაპარაკე სესილის?_ჰკითხა გიორგიმ
-არა,არც ვაპირებ.რაღა საჭიროა ლაპარაკი.
-ასე არ შეიძლება,უნდა გაარკვიო რა მოხდა
-გიო მართალია_თქვა ლუკამ-
-რაზე უნდა ველაპარაკო,გოგომ,რომელიც სიგიჟემდე მიყვარს დამცინა,მიწასთან გამასწორა.დამიმალა,რომ საქ,რო ჰყავდა ,ეს არ იკმარა და სახლში ჩემთან ერთად დაპატიჟა.ვნანობ,რომ ვენდე საერთოდ.მისი ხმის გაგონებაც კი არ მინდა და მის ზარებსაც არ ვპასუხობ.
-ახლა ძალიან ხარ გაბრაზებული,მაგრამ როცა დაწყნარდები სესილის დაელაპარაკე.უნდა გაარკვიო ყველაფერი._თქვა გიომ და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო
-ჰო_დაეთანხმა ლუკაც-სესილი კარგი ადამიანია და ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ გაეკეთებინა.ასე ხელაღებით ნუ დაადანაშაულებ
-არ ვიცი,არ ვიცი...ახლა მისი ნახვა არ მინდა.ამ დამცირებას არასდროს ვაპატიებ.უნდა წავიდე_ფეხზე წამოდგა ლევანი.
-მოიცა_მხარზე ხელი დაადო გიომ-მე გაგიყვან სახლში ნასვამი ხარ და საჭესთან არ უნდა დაჯდე.
-კარგი
. . .
-ალბათ ვძულვარ_ამოიოხრა სესილიმ და ტელეფონი გვერდით გადადო
-ასე ნუ ამბობ.დამშვიდდება და დაგელაპარაკება_აწყნარებდა ირინკა.
-მთელი დღეა ვურეკავ დამითიშავს.მართალიცაა ჩემ გამო თავი რა დამცირებულად იგრძნო წარმომიდგენია_სესილის სახე მლაშე სითხემ დაუსველა.ლოყაზე ხელი მოისვა და ცრემლები მოიწმინდა-უნდა დაველაპარაკო
-არა,არავითარ შემთხვევაში სესილი_მკაცრად თქვა ირინკამ-შენ არ უნდა დაელაპარაკო.ისე წავიდა არც კი მოგისმინა.ნუ შეეტენები.თავი დაანებე.ესე იგი არ უყვარხარ ისე ძლიერად,რომ შენთვის მოესმინა.შენ კი სულაც არ იყავი დამნაშავე.არ უნდა გაეკიდო იმას ვინც ასე უმოწყალოდ მიგატოვა.ძალიან გაბრაზებული ვარ ლევანზე_იგესლებოდა ირინკა და ჩუმად იღიმოდა კიდეც.გულში ზეიმობდა და ფიქრობდა,რომ გამარჯვებას მიაღწია და ახლა რადაც არ უნდა დაჯდომოდა შერიგების საშუალება არ უნდა მიეცა.
-ახლა დაგტოვებ სესი,ცოტა დაიძინე და მოძლიერდები,არ იტირო_უთხრა დას და ოთახიდან გავიდა.
სესილის ხმა არ ამოუღია,მაგრამ ირინკას ნათვქამზე წამითაც კი არ შეუწყვეტია ფიქრი.დაეჭვდა,იქნებ მისი და მართალი იყო.თვალწინ კადრებად წარმოუდგა ,როგორ მიატოვა ლევანმა ყველას თვალწინ,უსიტყვოდ,უგულოდ,ლაპარაკიც არ აცადა.
უკვე გვიანი იყო,საშინელი დაღლა იგრძნო და საწოლზე ტანსაცმლით დაწვა.ტელეფონისკენ გაიწვდინა ხელი,მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა.გადაწყვიტა ირინკას რჩევა გაეთვალისწინებინა და ლევანისთვის აღარ დაერეკა.თავი ბალიშში ჩარგო და ცრემლებს გასაქანი მისცა.
...
-როდემდე უნდა იყოს ჩაკეტილი იმ ოთახში ეს გოგო_საყვედურით თქვა ლუიზამ
-აცადე რა,ცოტას გამოიგლოვებს და გამოვა_გულგრილად თქვა ირინკამ და ყავის სმა განაგრძო.
-მიხარია,რომ იმ ბიჭს დაშორდა,კახაა ჩვენი ოჯახის შესაფერისი
-უდაოდ_ქმარს დაეთანხმა ლუიზა.
საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.ირინკა კარის გასაღებად წავიდა.
-გიორგი?ლუკა?აქ რას აკეთებთ?_გაუკვირდა გოგონას მათი დანახვა
-სესილის უნდა დაველაპარაკოთ,აუცილებლად_თქვა ლუკამ
-ჰო ,მაგრამ არავის ნახვა უნდა._უპასუხა ირინკამ
-უნდა დაველაპარაკოთ,დღესვე_გადაჭრით თქვა გიორგიმ
-კარგი,კარგი გამომყევით_თქვა ირინკამ და სესილის ოთახისკენ წავიდა.
ბიჭები სესილის ოთახში შევიდნენ.გოგონა ფანჯრის რაფაზე იჯდა და ეზოში იყურებოდა.
-თქვენ გამოგაგზავნათ?_დაცინვით თქვა გოგონამ და გიორგის და ლუკას გახედა.
გიორგიმ თავი გადააქნია.
-სისულელეებს ნუ ამბობ_გაბრაზებული ხმით თქვა გიორგიმ
-ლევანმა არც კი იცის აქ რომ ვართ_თქვა ლუკამ
-აბა რატომ მოხვედით?ჩემ გასალანძღად?
-სესილი,გეყო რა_უსაყვედურა ლუკამ და მის გვერდით ჩამოჯდა-შენზე ვღელავთ და ლევანზეც,ორივე ჩვენი მეგობრები ხართ და არ გვინდა რაღაც სისულელის გამო დაშორდეთ.
-იქნებ ასეც ჯობს_მწარედ გაიღიმა სესილიმ და კვლავ ცრემლები მოაწვა თვალებზე,როდესაც გაიხსენა თუ როგორ წავიდა ლევანი.
-როგორ ასე?_იკითხა გიორგიმ-როგორ სესილი?არც კი გილაპარაკიათ,უნდა გაარკვიოთ ყველაფერი.
-აზრი არ აქვს,მე აღარ დავურეკავ,ჩემ ზარებს არ პასუხობდა,არც კი მომისმინა.ალბათ არც ვყვარებივარ და ასე მარტივად მაგიტომაც წავიდა._დაზეპირებულივით იმეორებდა იმ ფრაზებს,რომელსაც მისი და ჩასჩიჩინებდა ამ დღეების მანძილზე.
-წლებია ლევანს ვიცნობ სესილი_თქვა გიორგიმ-ასეთიშეყვარებული და ბედნიერი არასდროს ყოფილა,როგორიც შენთან,ახლა წარმოოდგინე მან რა იგრძნო,როცა სახლში ვიღაც კაცი,საქმრო დაახვედრე
-ყოფილი_კბილებში გამოსცრა სესილიმ და თვალები ზიზღით აევსო კახას გახსენებაზე.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს_თქვა ლუკამ-ფაქტი ისაა,რომ სახლში დაახვედრე
-ანუ მე ვარ დამნაშავე ყველაფერში?მე არც ვიცოდი თუ ის კაცი იმ დღეს აქ მოვიდოდა,გეფიცებით.
-კარგი,მაგრამ რატომ არაფერი იცოდა ამ ამბოს შესახებ?რატომ არ იცოდა,რომ საქმრო გყავდა?_ეკითხებოდა გიორგი
სესილი გაჩუმდა,ხვდებოდა,რომ გიორგი მართალი იყო,მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა.ფიქრობდა,რომ ლევანს მისი დანახვაც არ მოუნდებოდა.უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი.გოგონამ ცრემლებს გასაქანი მისცა
-კარგი,გთხოვ დამშვიდდი,არ იტირო_ამშვიდებდა ლუკა-გიოს ცოტა ზედმეტი მოუვიდა_უკმაყოფილოდ გადახედა ძმაკაცს
-მაპატიე,უხეშად გამომივიდა_თქვა გიორგიმ-უბრალოდ მინდა ყველაფერი გაარკვიოთ და ურთიერთობა დაალაგოთ.ახლა წავალთ,შენ კი დაფიქრდი ყველაფერზე კარგი?
სესილის არაფერი უთქვამს,მხოლოდ გახედა გიორგის.
ბიჭების წასვლის შემდეგ ირინკა მაშინვე შემოვიდა ოთახში და სესილის მიუჯდა გვერდით.
ჩუმად იჯდნენ.ირინკას რა თქმა უნდა აინტერესებდა რა ილაპარაკეს,მაგრამ ასე პირდაპირ კითხვას ვერ უბედავდა.თანაც ეშინოდა ,რომ სესილისთვის გბრაზებას არ გაევლო და ლევანთან შერიგება არ მლენდომებინა.
-დამნაშავედ ვგრძნობ თავს_სიჩუმე დაარღვია სესილიმ
-რა?რატომ?
-ლევანს არასწორად მოვექეცი.
-კიდევ შენ მოექეცი არასწორად?თვითონ მიგატოვა
-ჰო,მაგრამ სიმართლე დავუმალე.კახაზე რომ არ მოვუყევი თავიდანვე მაგიტომ ვარ დამნაშავე.უნდა დაველაპარაკო,თუ ვუუვარვარ დამიჯერებს.მეც ვარ დამნაშავე.ბოლო დროს მის ზარებს არ ვპასუხობდი,არადა რომ მეპასუხა იქნებ...
-რა? თავი უნდა დაიმცირო მის წინაშე? ეგ არ გააკეთო_მკაცრად უთხრა ირინკამ
-უნდა ვცადო
ირინკა მიხვდა,რომ ვეღარ გადააფიქრებინებდა სესილის.სიბრაზისგან ხელები უკანკალებდა.ხვდებოდა,რომ შეიძლებოდა ლევანი და სესილი ისევ ერთად ყოფილიყვნენ,ეს კი მას და მის გეგმებს ნამდვილად არ აწყობდა.სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა რამე.
-ირინკა,კარგად ხარ?
-ჰო_ფიქრებიდან გამოერკვა ირინკა-რატომ მეკითხები?
-ჩაფიქრებული მეჩვენები._უპასუხა სესილიმ
-არაფერია.სესიი უნდა გავიდე ცოტა ხნით საღამომდე მოვალ.
-კარგი
-არ ინერვიულო კარგი?და ახლა ლევანის ნახვისგან თავი შეიკავე.
-დავფიქრდები_ნაძალადევად გაიღიმა სესილიმ.
გოგონა აბაზანაში შევიდა.ტირილისგან თვალები ეწვოდა.ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.აზრები აერია,ირინკას ნათქვამზე ფიქრობდა,მაგრამ არ ავიწყდებოდა ასევე ლუკასთან და გიორგისთან საუბარი.პრად იყო გაყპფილი,არ იცოდა რომელი ხმისთვოს დაეჯერებინა.სახეზე წყალი შეისხა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა.რამდენიმე დღის უჭმელობის გამო ისედაც გამხდარი იყო და თვალები სულ ჩაცვენოდა.იგრძნო ,რომ დაიღალა ამ გაირკვევლობით.გადაწყვიტა ყველაფრისთვის წერტილი დაესვა და საკუთარ ცხოვრებაში აღარავისთვის მიეცა ჩარევის საშუალება.
სესილის მობილურის ზარის ხმა მოესმა.ეს არ იყო მისი ტელეფონი.ხმას მიყვა და საქოლზე ირინკას ტელეფონი დაინახა,რომლის წაღებაც სიჩქარეში დავიწყებოდა.სესილიმ შეტყობინებას დახედა და თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა,როდესაც შეტყობინება კახასგან იყო.თავი ვერ შეიკავა და შეტყობინება წაიკითხა.
თვალებს არ უჯერებდა.თოთქოს თავზე ყინულივით ცივი წყალი გადაავლეს.მთელი მათი დიალოგი წაიკითხა.სიბრაზე,გაოცება,სასოწარკვეთა ერთად გამოიკვეთა მის თვალებში.მოულოდნელობისგან თითქოს დამუნჯდა და მოძრაობის
უნარიც წაერთვა.
მართლაც საშინელება იყო რაც წაიკითხა.აღმოჩნდა ,რომ კახამ და ირინკამ ერთად დაგეგმეს ყველაფერი სესილის წინააღმდეგ,რომ ის ლევანთან დაეშორებინათ.საშინლად ატკინა გული მისი დის საქციელმა,განსაკუთრებით კი იმან თუ როგორ წერდა,რომ ლევანის ხელში ჩაგდებას რა უნდოდა.
სესილი საწოლზე დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა.კარგა ხანს ასე იჯდა.ერჩივნა მომკვდარიყო,ვიდრე მსგავსი ტკივილი ეგრძნო.საკუთარი და ასე საშინლად მოექცა.მისმა უმცროსმა დამ,რომლისთვისაც სიცოცხლესაც არ დაიშურებდა ,ასე გაწირა და გული მოუკლა.სასოწარკვეთანარევი სიბრაზე ყველაზე საშინელი გრძნობა,თითქოს პირდაპირ გულში გირტყამენ ცივ დანას.სესილი განადგურებული იყო.არ იცოდა რა გაეკეთებინა.რობორტივით მოქმედებდა.ზურგჩანთა აიღო და შიგნით ცოტა განსაცმელი და რამდენიმე საჭორო ნივთი ჩადო,ჟაკეტი მოიცვა და ოთახიდან გავიდა.მაგრამ მალევე შემობრუნდა ირინკას მობილურს დასწვდა,შეტყობინებებს ფოტო გადაუღო და თავის ტელეფონში გააგზავნა,შემდეგ მობილური ადგილზე დააგდო და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა.
...
ლევანი მთელი დღე დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა,ამასობაში კი მაგიდა ლუდის ცარიელი ბოთლებით გაივსო.ტელევიზორი ტყუილად ოყო ჩართული,რადგან მთელი მისი ყურადღება მხოლოდ მობილურის ეკრანს მიეპყრო.ამაოდ ელოდა სესილის ზარს,ეკრანზე მათი ფოტო ჩანდა,ერთ-ერთი კონცერტის მერე გადაიღეს.ძალიან უყვარდა ეს სურათი,ახლა კი მხოლოდ სევდას უმატებდა.ბრაზობდა ,არა სესილიზე,არამედ საკუთარ თავზე,რომ გოგონას არ მოუსმინა,მაგრამ ვერც იმ ამბავს ივიწყებდა.გულნატკენი იყო,რომ ეს ამბავი სესილიმ დაუმალა.
ყველაზე მეტად რაც უნდოდა იყო,რომ გოგონა გულში ჩაეკრა და მისი სურნელი კვლავ შეეგრძნო,მაგრამ ფიქრობდა რომ ეს აღარასდროს მოხდებოდა.თავიდან თვითონ არ პასუხობდა სესილის ზარებს და ახლა აღარც სესილი პასუხობდა მისას.შემდეგ კი ორივე დანებდა.ასე ადვილად? ასე მარტივად დამთავრდა ყველაფერი?რატომ?რატომ დავუშვი ეს?მხოლოდ ეს კითხვებიღა უტრიალებდა მამაკაცს თავში და საკუთარ თავზე კიდევ უფრო ბრაზობდა.
კარზე ზარის ხმა გაისმა
ლევანი ფიქრებიდან გამოერკვა,უხალისოდ წამოდგა და კარი გააღო
-ირინკა?_გაოცება ვერ დამალა ლევანმა
-ჰო მე ვარ.შეიძლება?
-შემოდი,შემოდი_თავაზიანად შეიპატიჟა სახლში გოგონა და კარი მიხურა.
-ვიცი გაგიკვირდა ჩემი აქ ნახვა._დაიწყო ირინკამ
-ნამდვილად.რამე მოხდა?
-ჰო,უფრო სწორად ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
-რა?შენ რა შუაში ხარ?_გაუკვირდა ლევანს
-ჩემი დის გამო მრცხვენია.ასე არ უნდა მოგქცეოდა.არ იმსახურებდი
-გეყოფა,არ გინდა_სიტყვა გააწყვეტინა ლევანმა
-ჰო,მაგრამ ფაქტია,რომ არასწორად მოგექცა.მეც გვიან გავიგე,რომ მისი ყოფილი საქმროც ყავდა შენთან ერთად დაპატიჟებული.ამის მიზეზი კი..._ირინკა შეჩერდა
-რა?რა იყო ამის მიზეზი?_აღელვებულმა თქვა ლევანმა
-ის რომ შენთან დაშორება უნდოდა
-რა?ეს რა სისულელა_ლევანს არ უნდოდა დაეჯერებინა მსგავსი რამ
-მე მრცხვენია მის მაგოვრად_განაგრძობდა ირინკა-რაც კახა დაბრუნდა სულ მასზე ლაპარაკობდა.აღნიშნავდა თუ როგორი მდიდარი იყო ის
-არა,სესილი არაა ასეთი_დაიყვირა ლევანმა
-ძალიან მიმძიმს ამას რომ ვამბობ ჩემ დაზე_შეწუხებული ხმით თქვა ირინკამ და ჩუმად ლევანს აკვირდებოდა.უხაროდა,რომ მისმა ნათქვამმა შედეგი გამოიღო და სიბრაზე გააღრმავა მასში.
-დაუჯერებელია, ეს როგორ გააკეთა_სასოწარკვეთა გამოეხატა ხმაში ლევანს.
მამაკაცი დივანზე ჩამოჯდა და სახეზე აიფარა ხელები.
-ძალიან ვწუხვარ._გვერდით მიუჯდა ირინკა და ხელი მოხვია.
-დროს არ კარგავთ არა?_გაისმა სესილის ხმა
ლევანი გაკვირვებისგან ფეხზე წამოხტა.ირინკა შეკრთა.
-აქ რა გინდა?_უხეშად ჰკითხა ირინკამ დას.
-მე თუ შენ? არაადამიანი ხარ ირინკა
-სულ გაგიჟდი? რა დაგიშავე_ყვიროდა ირინკა
-არ იცი ?ტელეფონი დაგრჩა დაიკო,და შენი და კახას მიმოწერები წავიკითხე.ყოჩაღ,ყოჩაღ_დაცინვით გაიღიმა სესილიმ-ისე არ მეგონა აქ თუ იქნებოდი
ირინკამ ხმა ვერ ამოიღო.ფეხები აუკანკალდა.
-ხმა ამოიღე?_დაუყვირა სესილიმ-ეს რატომ გამიკეთე ორინკა,რატომ?
სესილიმ მთელი ძალით შეაჯანჯღარა და.
-შეწყვიტე,ირინკას შეეშვი_ჩაერია ლევანი-მისგან რა გინდა?იმას ერჩი რომ სიმართლე მითხრა?მითხრა რომ იმ კახას ფულზე გამცვალე?
სესილის გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
-რას ბოდავ?_იკითხა სესილიმ
-საკმარისია სესილი,აქედან წადი.ლევანს მოვუყევი ყველაფერი.ამ ბიჭს შეეშვი და რაღაც სისულელეებს მე ნუ მაბრალებ_თქვა ირინკამ
-გაბრალებ?_ხმას აუწია სესილიმ-აჰა _ტელეფონი ფეხებთან მიუგდო ლევანს-კარგად დაათვალიერე.
ტელეფონის აღება ირინკას უნდოდა,მაგრამ ლევანმა დაასწრო.ირინკა სასწრაფოდ გავიდა ბინიდან.
ლევანმა ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი,როდესაც შეტყობინებების კითხვა დაამთავრა.გაოცებას ვერ ფარავდა.ყველაფერი ლოშმარულ სიზმარს გავდა.ვერ იჯერებდა იმ ფაქტს,რომ ყველაფერი ორინკას გამო მოხდა,სესილის საკუთარმა დამ რომ გაუკეთა მსგავსი რამ.
სათქმელს თავს ვერ უყრიდა.გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა და ვერც მის წინ მდგარ სესილის უსწორებდა თვალს.თავი საშინლად დამნაშავეხ იგრძნო მის წინაშე
-ახლაც ფიქრობ ,რომ ფულზე გაგცვალე?
-სესილი,მაპატიე...
-უნდა წავიდე,საშინლად მატკინე გული.
-არ დამტოვო_ლევანის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა იყო,რომ წამით სესილიმ უკან მოიხედა.
მათი ხელები ერთმანეთს შეეხო.ორივეს სალცრად ენატრებოდა ეს შეხება.
-უნდა წავიდე_კვლავ გაიმეორა სესილიმ და კარისკენ წავიდა.

...
უკვე გვიანი საღამო იყო.დათო კაბინეტში იჯდა და დაღლილს ეძინა.რამდენიმე რთული ოპერაციის გაკეთება მოუწია და ახლა ძალაგამოცლილს სკამზე ეძინა.სალომემ კარი შეაღო და მძინარე დათოს დანახვაზე გაეღიმა.ფრთილად მიუახლოვდა და შეაღვიძა.
დათომ თვალები გაახილა და დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ.
-მეძინა?_ჩახლეჩილი ხმით იკითხა მამაკაცმა და წელში გაიმართა
-ჰო_გაეღიმა სალომეს-სახლში წავიდეთ უკვე დროა
დათო წამოდგა.ხალათი გაიძრო და საკიდზე ჩამოკიდა.
-ჩემი მანქანით წაგიყვან_შესთავაზა სალომემ
-ჰო,კარგი აზრია.ძალიან ვარ გაბრუებული
-ჰო,ხუმრობა ხომ არაა,დღეს ზედმეტად დაიტვირთე
სალომე და დათო ქვემოთ ჩავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.დათო ძალიან იყო დაღლილი.საზურგეს მიეყრდნო,ის იყო უნდა დაეძინა,რომ მობილურის ხმამ გამოაფხიზლა.
-ჰო სოფი_უპასუხა ნახევრად მძინარე ხმით
-აჰაა ,კარგი საყვარელო.
-კი,მალე მოვალ.გკოცნი
დათომ ტელეფონი გათიშა
-სალო,მარკეტთან შეგიძლია გააჩერო?მარწყვის ნაყინი უნდა ვუყიდო სოფიას_გაეღიმა მამაკაცს
-კარგი_გაეღიმა სალომესაც
-შენთვისაც წამოვიღო?
-არა,არა,ყელი მტკივა და არ მინდა გავირთულო_უპასუხა ქალმა და მანქანა მარკეტთან გააჩერა.
დათო მანქანიდან გადავიდა.ნაყინები იყიდა და უკან მანქანისკენ წამოვიდა,როცა იქვე,გრძელ სკამზე ჩამომჯდარ სესილის მოკრა თვალი.გოგონას თავი ჩაღუნული ჰქონდა.გვერდით კი ზურგჩანთა ედო.დათოს მისი დანახვა გაუკვირდა.გოგონას მიახლოვდა.
-სესილი,აქ რას აკეთებ ასე გვიან?_ჰკითხა მამაკაცმა
სესილი შეკრთა.აქ ნაცნობის ნახვას არ ელოდა.
-არაფერს...მე ...
გოგონა ვეღარ ლაპარაკობდა.ცრემლებმა კი თავისით გაიკვლიეს გზა.
-რამე მოხდა?_შეშფოთდა დათო
სესილი პასუხს ვერ სცემდა.
-დამშვიდდი._გულში ჩაიკრა გოგონა დათომ
სალომე მანქანიდან გადმოვიდა და მათკენ წავიდა.სესილის დანახვა მასაცგაუკვირდა და ატორებული გოგონას დანახვაზე ძალიან შეწუხდა.დათომ და სალომემ ხელი მოკიდეს გოგონას და მანქანაში ჩასვეს.
...
-ბიძია არ გძინავს?_ჰკითხა სოფიამ ზურას
-ჰო,ვერ დავიძინე.თან ჩემი საყვარელი ფილმი გადის.შენ ხომ კარგად ხარ?_ჰკითხა მამაკაცმა
-კი,კი.დათოს ველოდები.უფრო სწორად ნაყინებს._თქვა სოფიამ და ზურას გვერდით ჩამოჯდა
ზურას გაეცინა და სოფიას ხელი მოხვია.სოფიაც მიეხუტა მამაკაცს.სწორედ ისე,როგორც ბავშვობაში.საღამოობით ერთად რომ უყურებდნენ ფილმს.სოფიას ძალიან მოენატრა ის დრო.ბათუმის სახლი.თითქოს ზღვის სურნელიც კი იგრძნო.მოგონებებს გაიღიმა და ფილმის ყურება განაგრძო.
-ბატონო ზურა,სოფია რძიანი ყავა მოგიტანეთ_თავაზიანად თქვა ნაირამ,რომელიც შეუმჩნევლად შემოსულიყო ოთახში.
-მადლობთ_ცივად თქვა ზურამ და ფინჯანი მაგიდაზე დადგა
-მადლობთ_გაკვირვებისგან ვაეღიმა სოფიას-მე ხომ არ მითხოვია,როგორ მიხვდით როგორი ჩაი მიყვარს?
ქალმა გაიღიმა და სოფიას გახედა.
-მე ბევრი რამ ვიცი და უნდა ვიცოდე კიდეც,გაამოთ_თქვა ქალმა და ოთახი დატოვა.
-უცნაური ქალია,არ მომწონს_თქვა ზურამ მას შემდეგ ,რაც ნაირა ოთახიდან გავიდა
-რას ერჩი?_ჰკითხა სოფიამ და ჩაი მოსვა
-არ ვიცი,რაღაცნაირი ქალია,ზედმეტად ბევრი იცის ჩვენ ოჯახზე,არ მომწონს.
-ჰო,ცოტა უცნაური ქალი ჩანს,მაგრამ მგონი აზვიადებ.
-რავიცი,რავიცი_თქვა ზურამ
საუბარი ეზოდან შემომავალმა მანქანის ხმამ შეაწყვეტინა.
-დათო იქნება_გახარებული სოფია ფეხზე წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა.
მამაკაცი მანქანიდან არც კი იყო გადმოსული ,რომ სოფია მოეხვია.დათოს ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე და ცოლს აკოცა.
დათომ მანქანის უკანა კარი გააღო და სესილი გადმოიყვანა.სოფიას ძალიან გაუკვორდა გოგონას დანახვა.
-სესილი,რა დაგემართა?_ჰკითხა შეშფოთებული ხმით სოფიამ,როდესაც მის ნამტირალევ თვალებს შეხედა.
სესილი ხმას ვერ იღებდა.სოფიამ ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა.
-ჩამოჯექი საყვარელო_თბილად უთხრა სოფიამ
სესილი დივანზე ჩამოჯდა.სოფია ამაოდ ცდილობდა სესილისთვის ჩაის ან საჭმლის შეთავაზებას.გოგონამ მხოლოდ წყალი ითხოვა.სოფია ძალიან შეწუხებული იყო ,რომ გოგონას ამ დღეში ხედავდა.სამზარეულოში გავიდა,რომ მისთვის წყალი მოეტანა.გზაში დათოს შეხვდა.
-დათო,რა ჭირს სესილის?
-არ ვიცი სოფი,ქუჩაში ვიპოვეთ მე და სალომემ ,ატირებული იყო.ლაპარაკიც არ შეეძლო._შეწუხებული ხმით თქვა დათომ
-ნეტავ ისევ მშობლებთან ხომ არ მოუვიდა ითანხმოება?
-არ ვიცი,შესაძლოა.იმ ხალხისგან არაფერია გამორიცხული_ზიზღით თქვა დათომ
-საშინელი ხალხია.იმედია ყველაფერი დალაგდება.საშინლად მტკივა გული ამ გოგოს ასეთ დღეში რომ ვხედავ.
-ჰო,მეც._უპასუხა დათომ-იქ სულ მარტო რომ დავინახე გული საშინლად მეტკინა
-ნეტავ რა მოხდა,საბრალო გოგო,რა დღეშია.წავალ წყალს მაინც მივუტან,ჭამაზეც უარი თქვა
-კარგი საყვარელო_სახეზე მოეფერა ცოლს დათო
სოფიამ ჭიქა შეავსო და სესილისთან დაბრუნდა.
-მადლობთ_ჭიქა გამოართვა სესილიმ
-სესილი,ჩემო კარგო.იქნებ რამით დაგეხმარო_მზრუნველი ხმით უთხრა სოფიამ და სესილის თმაზე მოეფერა.
-მე ვერავინ დამეხმარება_თქვა გოგონამ სევდიანი ხმით-ჯობს წავიდე,არ მინდა შეგაწუხოთ
-რა?რას ამბობ?სად უნდა წახვიდე?თანაც სულ არ გვაწუხებ.შენზე ძალიან ვღელავ
სესილის გაეღიმა და ცრემლები წამოუვიდა.ასეთი სიყვარულით საკუთარი დედაც კი არ დალაპარაკებია არასდროს,სოფია კი მისთვის უცხო ადამიანი ასე სიყვარულით და მზრუნველობით ექცეოდა.
-არ იტირო_უთხრა სოფიამ და ცრემლები სალუთარი ხელით მოწმინდა
სესილი მოულოდნელად მოეხვია ქალს.სოფია ატირებული გოგონას დამშვიდებას ცდილობდა.სესილი კი ვერ წყნარდებოდა.ასეთმა მზრუნველობამ კიდევ უფრო აუჩუყა გული.
სოფია გოგონას ეფერებოდა.სესილი ცოტათი დაწყნარდა.წყალი მოსვა.
ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.უჭირდა იმაზე ლაპარაკი რაც თავს გადახდა,თუმცა სოფიას ყველაფერი უამბო.სოფიას ძალიან ატკინა გული მისმა ნათქვამმა.საშინელი სიბრაზე იგრძნო სესილის ოჯახის მიმართ,განსაკუთრებით კი ირინკაზე ბრაზობდა.ვერ წარმოედგინა დისგან ასეთი უღირსი საქციელი.
-სესილი,არც კი ვიცი რა ვთქვა.რა უღირსი საქციელია.
-ჰო,მთელი ცხოვრებაა ასე სასტიკად მექცევა საკუთარი ოჯახი.არ ვიცი რატომ,რა დავაშავე_ცრემლები მოაწვა სესილის თვალებზე-ლევანიც წამართვეს
სოფიამ ხელზე მოეფერა.
-სესილი,მათ გამო ცხოვრებას ნუ დაინგრევ,გთხოვ.ნამდვილ სიყვარულს ვერაფერი დაასრულებს,დამიჯერე სესილი.ამას ჩემი მაგალითით გეუბნები
-არ ვიცი,ნუთუ შესაძლებელია ისევ ერთად ვიყოთ მე და ლევანი
-კი,თუ ერთმანეთი ნამდვილად გიყვართ.დაიმახსოვრე,არ უნდა დათმო საყვარელი ადამიანი.ცხოვრებაში უამრავი უღირსი ადამიანი შეგხვდება და გადაგეღობება გზაზე,მაგრამ არ უნდა დანებდე.თუ დანებდები,დათმობ ამით მხოლოდ იმას გაახარებ ვისაც შენთვის ცუდი უნდა.საკუთარ გრძნობებს და სურვილებს უსმინე.მხოლოდ შენ თავს მოუსმინე
სესილი უსმენდა და ხვდებოდა,რომ მისი ყოველი სიტყვა მართალი იყო.ამ დღეების განმავლობაში პირველად მიეცა იმედი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-ნეტავ შენ იყო დედაჩემი_მოულოდნელად თქვა გოგონამ
სოფიამ უცნაურად იგრძნო თავი ამ სიტყვებმა გულისცემა აუჩქარა.სესილის თმაზე მოეფერა და გულში ჩაიკრა.
-ჩათვალე,რომ ჩემი შვილი ხარ სესილი.ახლა კი კარგი იქნება თუ დაისვენებ,ალბათ ძალიან გეძინება.წამო ოთახამდე მიგაცილებ
...
-სულელი ხარ ირინკა,სულელი.ტელეფონი როგორ დაგრჩა_ხელიმაგიდაზე მაგრად დაარტყა კახამ
-რას მიყვირი?შემთხვევით დამემართა.
-შენ მართლა სულელი ხარ მგონი.
-სიტყვები შეარჩიე_ხმას აუწია ირინკამ-რა ჩემი ბრალია ჩემ დას თუ არ უყვარხარ და არ უნდა შენთან ყოფნა.
-ენა გააჩუმე გირჩევნია.თორემ შენზე ვიყრი ჯავრს.ყველაფერი წყალში ჩაყარე შენი უყურადღებობით.მოშორებული მყავდა ის ლევანი.ახლა კი შენი წყალობით შეიძლება შეეიგდნენ
-გეყოფა რა_ხელი აიქნია ირინკამ-შენ გგონია მე მაწყობს მაგათი შერიგება?ყველაფერს მე ნუ მაბრალებ.
-რა გაყვირებთ?_ოთახის კარი შემოაღო მიხეილმა
-ის რომ შენი შვილის წყალობით გეგმები წყალში ჩაგვეყარა.
-ყვირილით და ჩხუბით რას უშველი ამ ამბავს,დაწყნარდი და ყველაფერში ირინკას ნუ ადანაშაულებ._უთხრა მიხეილმა
-მომისმინე,შენი ოჯახისგან ერთხელ უკვე მივიღე შეურაცხყოფა,როცა სესილიმ ქორწილის დღეს მიმატოვა.ახლა კი როგორც გინდათ ისე დაითანხმეთ ან ჩემი ცოლი გახდება ან ჩვენი კონტრაქტი და თანამშრომლობა დაივიწყე_თქვა კახამ და ოთახიდან გქვიდა,ისე რომ არ დაუცდია პასუხისთვის.
-ფუ ამის ,ეს მინდოდა_ამოიოხრა მიხეილმა-მილიონებს ვკარგავ შენი სულელი დის გამო.
-იდიოტი,წავიდა და არც კი ვიცით სადაა_ზიზღით თქვა ირინკამ
-ვიპოვი,ვიპოვი და იმის გაკეთება მოუწევს რასაც ვეტყვი._მუქარამ გაიჟღერა კაცის ხმაში
...
იმედი მაქვს მოგეწონებათ.მადლობთ ვინც კითხულობს და დროს უთმობს. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.უინტერნეტობის გამო ხშირად ვერ ვდებ.კიდევ ერთხელ მადლობა იმას ვინც დროს მითმობს.



№1  offline წევრი fireending

მადლობთ რომ კითხულობთ <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან უემოციოდ წერ , როგორ გითხრა მშრალად გამოგდის მეტი ემოცია გადმოეციდა სახელების წარამარა გამეორება ყურს ცუდად ხვდება შეცდომები გაქ .იმედია არ გეწყინება წარმატებას გისურვებ.

 


№3 სტუმარი ნიი

ძალიან კარგად წერ,სასიამოვნო წასაკითხია,ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№4  offline წევრი fireending

lalita
ძალიან უემოციოდ წერ , როგორ გითხრა მშრალად გამოგდის მეტი ემოცია გადმოეციდა სახელების წარამარა გამეორება ყურს ცუდად ხვდება შეცდომები გაქ .იმედია არ გეწყინება წარმატებას გისურვებ.

არა რას ამბობთ,რა უნდა მეწყინოს,პირიქით მადლობელი ვარ რომ კითხულობთ ჩემ "ნაჯღაბნს" და უფრო მადლობელი,რომ შენიშვნას მაძლევთ.

ნიი
ძალიან კარგად წერ,სასიამოვნო წასაკითხია,ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,მოუთმენლად ველი შემდეგს

მადლობთ

 


№5 სტუმარი მაკი

ძალიან მაინტერესებს ეს რა ტენდენცია გაქვთ ან სად ნახეთ ძალად დაქორწინება, ძალად გამაყოლეს ცოლად , ერთი წელი ვიქნები და გავცილდები არცერთ მშობელს შვილის ცუდი არ უნდა და ფულიც შვილებისთვის უნდა

 


№6  offline წევრი fireending

მაკი
ძალიან მაინტერესებს ეს რა ტენდენცია გაქვთ ან სად ნახეთ ძალად დაქორწინება, ძალად გამაყოლეს ცოლად , ერთი წელი ვიქნები და გავცილდები არცერთ მშობელს შვილის ცუდი არ უნდა და ფულიც შვილებისთვის უნდა

უკაცრავად,მაგრამ რა შუაშია თქვენი კომენტარი ჩემ მოთხრობასთან?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent