მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეოთხე თავი(16)
სოფია საწოლზე იჯდა და ჩუმად იყო.ხმას ვერ იღებდა.მის გონებაში და გულში ახლა ერთად უამრავი გრძნობა ირეოდა.ამ ახალმა ამბავმა თავბრუ დაახვია და ფიქრის უნარიც წაართვა.გულიც უფრო ჩქარა უცემდა,ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებინა თუ რა ხდებოდა მის თავს. -სოფია,კარგად ხარ?_ჰკითხა მის გვერდით მჯდომარე დათომ და სახეზე მოეფერა. -დაუჯერებელია,მე მართლა... -უნდა დაიჯერო საყვარელო_ღიმილით უთხრა სალომემ -არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა..._ცრემლმორეული ხმით ამბობდა სოფია -რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ სოფია_უთხრა დათომ და სოფიას მოეხვია. სოფიამ თვალები დახუჭა,ლოყა მლაშე სკთხემ დაუსველა.მიხვდა,რომ უზომოდ ბედნიერი იყო,ქმარს მკერდზე მიეყრდნო,ღრმად ჩაისუნთქა და ბედნკერებას დანებდა,ფიქრი შეწყვიტა. ... -სად არიან ლევანი და სესილი ამდენ ხანს_ბუზღუნებდა გიორგი და თან გიტარას აწყობდა. -გეყოს რა ბუზღუნი,გაისეირნეს ალბათ_უთხრა ლუკამ და დრამის ჯოხები აიღო -რა დროს სეირნობა და პაემანია რაა,კონცერტი კარს მოგვადგა. -რა არსება ხარ ბიჭო,შეყვარებულები არიან გიორგის გაეცინა. -აი შენ რომ გეყოლება შეყვარებული მერე ვნახავთ როგორც იჭიკჭკიჭებ._უთხრა ლუკამ -ეგღა მაკლია ახლა.აი ჩემი შეყვარებული_გიტარას ხელი მოხვია გიორგიმ ორივეს გაეცინა.ამ დროს სარეპეტიციოს კარი გაიღო,ლევანი და სესილი შემოვიდნენ. -ოჰ,მოაგენით სარეპეტიციოს?_ირონიულად იკითხ გიორგიმ -კარგი ახლა,ნუ დაიწყე ბუზღუნი_ხელი აიქნია ლევანმა და ბას გიტარა ხელში აიღო. -რა კარგი რა,სად ხართ ამდენ ხანს,მალე იქნება კომცერტი და თქვენ... -საავადმყპფპში ვიყავით_სიტყვა გააწყვეტინა სესილიმ -რა?_იკითხა გიორგიმ -რატომ,რა მოხდა?_იკითხა ლუკამაც -კაფეში რომ წავედით მე და სესილი სოფია შეგვხვდა,ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წასვლას რომ ვაპირებდით ცუდად გახდა,გონება დაკარგა -რა? რას ამბობ?სოფია?ახლა როგორაა_შეშინებულმა იკითხა ლუკამ სესილიმ და ლევანმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. -ძალიან კარგადაა,ორსულადაა_თქვა სესილიმ -მოიცა...რა? მართლა?სერიოზულად?_გახარებული კითხულობდა ლუკა -ნამდვილად_ღიმილით უთხრა ლევანმა -აი რა მაგარი ამბავია,ანუ მალე პატარა დეიდაშვილი მეყოლება?რა მაგარია,ამ საღამოს შევივლი სოფიასთან და მივულოცავ,ძალიან გამიხარდა -სოფია ისეთი ბედნიერი იყო,სოტყვებს თავს ვერ უყრიდა.ძალიან მიხარია მისი ამბავი_თქვა სესილიმ -ჰო,წარმომიდგენია რა ბედნიერი იქნება. ... რეპეტიცია ადრე დაამთავრეს.გახარებული ლუკა პირდაპირ სპფიასთან და დათოსთან წავიდა.ლევანმა კი სესილი მიიყვანა სახლამდე.სოფიას ამბავმა მათზეც დადებითად იმოქმედა.მთელი გზა ჩუმად იყვნენ,მაგრამ ღიმილი არცერთს მოშორებია სახიდან.დრპდადრო ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე.უკვე სიტყვებიც არ იყო საჭირო იმის მისახვედრად თუ რას განიცდიდა ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ.სესილი ბედნიერებისგან თითქოს დაფრინავდა,საოცარი სითბოთი ავსებდა ლევანის თვალები,რომლებიც დიდი სიყვარულით უყურებდნენ მას და ის ღიმილი,რომელიც მამაკაცის გამომეტყველებას კიდევ უფრო თბილს და სოყვარულით სავსეს ხდიდა.სესილოს ცხოვრება მთლიანად შეიცვალა,ახლა ეგონა,რომ სამყარო მხოლოდ ბედნიერებით იყო სავსე და წარსულის იარები თითქოს გაქრა კიდეც. -მოვედით_ფიქრებიდან გამოარკვია სესილი ლევანის ხმამ. ბიჭმა სესილის კარი გაუღო.სესილი ჭიშკრისაკენ წავიდა,მაგრამ ლევანმა ხელი მოკიდა,მისკენ მიიზიდა და აკოცა. -კარგი,არავინ დაგვინახოს_თქვა სესილიმ -დაგვინახონ,ცუდს რას ვაკეთებთ.მე შენ მიყვარხარ ამ სიტყვებმა სესილის გულის ცემა კოდევ უფრო სწრაფი გახადა.ლევანს მიუბრუნდა,კისერზე ხელები მოხვია და აკოცა. -მეც მიყვარხარ. -შენ ჩემი ხარ,დაიმახსოვრე ეს... სესილო სახლისკენ წავიდა.ისე იყო გახარებული,რომ თავიდან უცხო მანქანა ვერც კი შეამჩნია ეზოში.შემდეგ დააკვირდა და რატომღაც უსიამოვმო გრძნობა დაეუფლა.სახლის კარი შეაღო,სანამ მისაღებში შევიდოდა ნაცნობი ხმები მოესმა,მისი მშობლები ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცს ელაპარაკებოდნენ.სოფია კედელს ამოეფარა და მამაკაცს დააკვირდა.იცნო ის და გულში ზიზღის და შიშის გრძნობა დაეუფლა. -კახა? აქ რა ჯანდაბას აკეთებს?_ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ და მათ საუბარს ყური დაუგდო -კახა,შვილო,ძალიან მიხარია,რომ ისევ საქართველოში ხარ_უღიმოდა კაცს ლუიზა -მადლობა ლუიზა დეიდა.ვერ წარმოიდგენთ როგორ მენატრებოდა აქაურობა. -რა ახალგაზრდა ხარ და უკვე რამდენს მიაღწიე,ყოჩაღ_მხარზე ხელი დაადო მიხეილმა-გამიხარდა,რომ ჩემთან პარტნიორობა გადაწყვიტე -ეს მეც მიხარია.ჩვენ ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ. -იმედია...როგორ ვწუხვარ,რომ შენი და სესილის ამბავი არ გამოვიდა,რა კარგი წყვილი იქნებოდით_დანანებით თქვა ლუიზამ -არაუშავს,არაუშავს.ყველაფერი წინაა,სესილი ისევ ჩემთან იქნება. სესილიმ საშინელი სიბრაზე იგრძნო ამ საუბრის მოსმენისას,მზად იყო შუაზე გაეგლიჯა კახა,მაგრამ თავი შეიკავა.უნდოდა ჩუმად აპარულიყო კიბეებზე,მაგრამ საუბედუროდ დედამისმა შეამჩნია. -სესილი,მოხვედი?რა კარგია...მოდი აქ ნახე ვინ ჩამოვიდა_უთხრა ქალმა -გამარჯობა_ცივად თქვა სესილიმ და ოთახში ასვლა დააპირა -ეს რა წესია,არ უნდა ჩამეხუტო ჩემო ლამაზო?_დამცინავად უთხრა კაცმა -5 წელია ერთმამეთო არ გვინახავს,შენ კიდევ უფრო გალამაზებულხარ ამ სიტყვებით წამოდგა მამაკაცი და სესილის მოეხვია.გოგონამ ძლივს დაიხსნა თავი მისგან და მისდამი ზიზღის გრძნობა კიდევ უფრო გაუძლიერდა -დაღლილი ვარ,წავალ დავიძინებ._თქვა სესილიმ და კიბეზე ავიდა -ჩემი ცოლი რომ გახდება ბენდის დავიწყება მოუწევს,არ მინდა ჩემმა ცოლმა ასე იწანწალოს_თქვა კახამ. -სწორია_დაეთანხმა ლუიზა-შენ თუ მოარჯულებ მაგ გოგოს. კახას ჩაეცინა და იმ კიბეს გახედა საითაც სესილი წავიდა. ... სესილიმ ოთახის კარი ჩაკეტა და ისე რომ სინათლეც არ აუნთია საწოლზე დაჯდა.მოულოდნელად ტირილი დაიწყო,თავი ვეღარ შეიკავა.ამ კაცის დანახვამ მასზე საშინლად იმოქმედა.ამ კაცისადმი სიძულვილი კი უფრო გაუძლიერდა. ... სესილი ოთახიდან წყლის დასალევად გამოვიდა,საბედნიეროდ კახა უკვე წასული იყო. -იმედია სულელურად არ მოიქცევი ამჯერად მაინც_უთხრა ლუიზამ -დედა,გეყოფა რა -რა მეყოფა.მშვენიერი ბიჭია -მშვენიერი_ირონიულად გაეღიმა სესილის -ჰო,ჰო და თან დიდი ფულის პატრონი იმ გაქუცულ გიტარისტს ყველანაირად ჯობია.კახას გაყვები ცოლად გაიგე? -რა?ნუთუ სულ არ გიყვარვარ? -რა უმადური ხარ,მე და მამაშენს შენთვის სიკეთე გვინდა,შენ კი ჩვენზე არასდროს ფიქრობ. -საკმარისია,თავი დამანებე სესილი ოთახში შევიდა და კარი ისევ გადაკეტა,საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ცრემლებს გასაქანი მისცა. კახა სკოლის პერიოდში გაიცნო,ის სესილიზე ორი კლასოთ იყო უფროსი და სესილი ბავშვობიდან უყვარდა.ვერ აიტანა,რომ სესილიმ მას უარი უთხრა და გასაქანს არ აძლევდა გოგონას.სესილის სძულდა ის,მის მოახლოებაზე მხოლოდ შიშს და ზიზღს გრძნობდა.სესილის მშობლები კი კახას სიმდიდრეს დახარბდნენ,იმ დიდძალ ქონებას,რაც მამის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მემკვიდრეობით და გადაწყვიტეს საკითარი ქალიშვილი მისთვის მიეთხოვებინათ,უფრო სწორად მიეყოდათ.მაგრამ სესილი გაიქცა და მშობლებმა ძლივს დააბრუნეს სახლში,შემდეგ კახა რუსეთში წავიდა,თუმცა სესილის დაემუქრა,რომ ის მაინც მისი გახდებოდა და ახლა ხუთი წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.სესილის ეს ძალიან აშინებდა.ეშინოდა,რომ ამჯერად ვეღარ გადაურჩებოდა. სესილი ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამოაფხიზლა -ჰო ლევან_უპასუხა ნამტირალევი ხმით გოგონამ -სესილი,რა მოხდა?ტირი? არაფერი...რაღაც დრამას ვუყურე და ცუდად დამთავრდა_იცრუა გოგონამ -ჩემო საყვარელო,არ იტირო.ეს ხომ უბრალოდ ფილმია,ცუდი არაფერი მოხდება ლევანის სიყვარულით სავსე ხმამ სიმშვიდე მოგვარა. -ჰო,ვიცი,რომ ფილმია,მაგრამ ისე რეალურივით იყო ყველაფერი,კარგი არ მომაქციო ყურადღება მალე დავწყნარდები -შენ გვერდით მინდა ყოფნა,მინდა შენი სურნელი შევიგრძნო სესილი.მიყვარხარ სესილი დუმდა...ცრემლები ახრჩობდა,არ უნდოდა ლევანს რამე შეემჩნია. -მეც...მეც მიყვარხარ_უთხრა აკანკალებული ხმით -სესილი,რამეს მიმალავ?_ჰკითხა ლევანმა -არა,არაფერს...ახლა დავიძინებ -კარგი,ტკბილი ძილი -შენც სესილიმ ტელეფონი გათიშა და გვერდზე გადადო.საწოლზე წამოწვა,თუმცა არ ძილი არ მიეკარა. ... მაღვიძარამ დარეკა.დათო ზანტად წამოდგა საწოლიდან და გამორთო.გაუკვირდა,როდესაც სოფია მის გვერდით არ იწვა.წამოდგა,ხალათი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა.სოფიას დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.ქმრის დანახვაზე გაეღიმა.წამოდგა,მოეხვია და აკოცა. -რა ადრე ამდგარხარ_თქვა დათომ და ცოლთან ერთად ჩამოჯდა. -გულის რევის შეგრძნებამ გამაღვიძა -ახლა კარგად ხარ? -კი,კი...უკვე გამიარა...იცი,კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ ეს ჩემ თავს ხდება,მართლა დაუჯერებლად ჟღერს,ამ ასაკში... -ასაკში?კარგი რა სოფი,მოხუცი ქალივით ნუ ლაპარაკობ,ახალგაზრდა ხარ,38 წლის_უთხრა დათომ -ექიმმა ხომ ჰვითხრა ადრე,რომ დაორსულების შანსი ძალიან ცოტა მქონდა,ამიტომაც მიკვირს. -მე კი სასწაულების მჯერა.ერთი სული მაქვს ჩვენ პატარას როდის ჩავიხუტებთ. -მეც_ბედნიერი ღიმილი მოეფინა სოფიას სახეზე.-ჰო მართლა სანდროს ველაპარაკე და ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი. -ჩვენი სანდრო_გაეღიმა დათოს-როგორ მენატრება,ნეტავ მალე ჩამოვიდოდეს. -ჰო,მეც ძალიან მენატრება საუბარი კარის ზარმა შეაწყვეტინა. -მე გავაღებ_თქვა დათომ და კარისკენ წავიდა -ზურა_სიხარულით წამოიძახა დათომ და მამაკაცს მოეხვია. -დათო,როგორ ხარ? -ძალიან კარგად,შემოდი ,როგორ გამიხარდა,რომ ჩამოდი -ბიძია_სირბილით წამოვიდა ზურასკენ სოფია და მაგრად მოეხვია -ჩემო გოგო,გილოცავ,ძალიან გამახარა ამ ახალმა ამბავმა. -მადლობა,რა კარგია,რომ აქ ხარ.ძალიან მომენატრე_უთხრა სოფიამ და კიდევ ერთხელ მოეხვია ზურას. -მეც ძალიან მომენატრე.ჩამოვედი თუ არა თქვენთან გამოვქანდი,სალომე არ მინახავს ჯერ და მომკლავს ალბათ. -მოდი ვისაუზმოთ,საუზმე უკვე მზადაა და შემდეგ დაისვენე დაღლილი იქნები,სალომესთან ჩვენ წაგიყვანთ. -დიდი სიამოვნებით ... სალომეს და ანდრიას ძალიან გაუხარდათ ზურას დანახვა.სალომე მამას ისე მაგრად მოეხვია,კარგა ხანს არ მოცილდა.ზურაც ბედნიერებით იყო სავსე,როდესაც დიდი ხნის მონატრებული შვილი და სიძე ჩაიკრა გულში.გადატვირთული რეჟიმის გამო ზურა იშვიათად ახერხებდა მათ ნახვას და ახლა საყვარელი ადამიამების გვერდით იჯდა და მისი გული სიხარულით სავსე იყო. -მამა,რა კარგია აქ რომ ხარ.სულ მენატრები. -მეც სალო,მაგრამ ხომ იცი ამ ბიზნესების გადამკიდე ხან ერთ ქვეყანაში ვარ ხან მეორეში_უპასუხა შვილს და თავზე მოეფერა. -ჰო,მართლა მძიმე გრაფიკი გაქვს_აღნიშნა ანდრიამ -ზურა_გაისმა ლუკას გახარებული ხმა.ბიჭი ის ის იყო ეზოში სესილოსთან,ლევანთან და გიორგისთან ერთად შემოვიდა ეზოში.ზურას ნახვას ნამდვილად არ ელოდა და ძალიან გაიხარდა. -ლუკა,ჩემო ბიჭო.როგორ ხარ? -კარგად.შენ?რა კარგია აქ რომ ხარ -ლევან,გიორგი...როგორ ხართ ბიჭებო?ძალიან მომენატრეთ._უთხრა ზურამ და ბიჭებს გადაეხვია. -ჩვენც ძალიან მოგვენატრე ზურა._უთხრა გიორგიმ -მიხარია,რომ აქ ხარ,რა კარგი ოყო ზაფხულობით ახლაც მახსოვს,ბათუმში ლუკასთან და სანდროსთან ერთად რომ ვისვენებდით შენთან,რა კარგ დროს ვატარებდოთ ხოლმე. -მართლაც_უპასუხა ლევანს ზურამ-ჰოდა ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა თქვენთვის ხომ იცით. -ჰო მართლა,ეს ჩვენი ბენდის ვოკალისტია,სესილი_გააცნო ზურას სესილი ლუკამ-სესილი,ეს ზურაა ბაბუაჩემი -სასიამოვნოა_ხელი ჩამოართვა ზურას სესილიმ -ჩემთვისაც.თქვენი ბენდის ვიდეოები ვნახე და ძალიან მომეწონა,სესილი შენ კი არაჩვეულებრივად მღერი._თქვა ზურამ -დიდი მადლობა_უპასუხა გახარებულმა სესილიმ -მოდი სესილი დაჯექი_დაუძახა სოფიამ სესილი მის გვერდით დაჯდა.გოგონა ამ ხალხის გვერდკთ თავს მშვიდად გრძნობდა,ისინი ახლახან გაიცნო,მაგრამ უკვე საკუთარ ოჯახად მიიჩნევდა მათ.ისინი სესილის ძალიან თბილად ექცეოდნენ და ისე მიიღეს ,როგორც ოჯახის წევრი.სესილი კი მათგან უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდა,ვიდრე მისი მშობლებისგან. ... -ისევ გვიან დაბრუნდა ქალბატონი,სად იყავი?_კითხა ლუიზამ სესილის -ლუკასთან იქ სოფიაც იყო და მთელ ოჯახთან ერთად ვისადილე,ისეთი კარგი ხალხია,ძალიან კარგად მიმიღეს. -ამას უყურეთ,მიხეილ გესმის ?ჩვენი შვილი სხვა ოჯახზე რა სიუვარულოთ ლაპარაკობს და მისას კი პატივს სულ არ სცემს -კარგი რა დედა,რას ამბობ. -დედაშენი მართალია სესილი_თქვა მიხეილმა -მამა,ხომ იცი ,რომ ასე არაა? -არა?დღეს მთელი დღეა გირეკავთ_თქვა კაცმა -რატომ,რა მოხდა?_იკითხა სესილიმ -ირინკა ჩამოვიდა გერმანიიდან,შენი და,შენ კი ვიღაც ბასისტ ბიჭთან ერთად დაწანწალებ უცხო ოჯახში. -ირინკა აქ არის?_გაუხარდა სესილის და ოთახისკენ წასვლა დააპირა -მოიცა,დაღლილი იყო და დაეძინა,არ გამიღვიძო ბავშვი -არა დედა მღვიძავს _კიბეებზე გამოჩნდა ირინკა. სესილი მისკენ წავიდა და უმცროს დას მოეხვია.დებს ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა.ირინკა სესილიზე ხუთი წლოთ უმცროსი იყო,სესილი ყოველთვის ზრუნავდა მასზე.მიუხედავად,რომ ირინკა ყოველთვის ჭირვეული ბავშვი იყო სესილის ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია მასზე,არც იმაზე ამბობდა საყვედურს,რომ მისი მშობლები ყოველთვის ირინკას ექცეოდნენ სიყვარულით სესილის მიმართ კი ერთ თბილ სიტყვასაც ვერ იმეტებდნენ.მიუხედავად ამ ყველაფრისა სესილის ძალიან უყვარდა მისი და. სესილი და ირინკა დივანზე ჩამოსხდნენ.სალაპარაკო მართლაც ბევრი დაუგროვდათ.ამასაობაში ლუიზამ ირინკას თავისი ხელით მოუტანა ჩაი და თან მოეფერა,ისე რომ სესილისკენ არც კი გაუხედავს.სესილის გულში რაღაც ჩაწყდა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია,ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და ნაძალადევი ღიმილით განაგრძო დასთან ლაპარაკი. -სესი,ხომ წამიყვან ხვალ რეპეტიციაზე?ძალიან მაინტერესებს -კი ირინკა ,აუცილებლად.ძალიან კარგი ბიჭები არიან,მალე დაუმეგობრდები -ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ.აუუ,არ მეძინება და რამე ფილმს ხომ არ ვუყუროთ? -კარგი_უპასუხა სესილიმ და ირინკასთან ერთად ფილმის არჩევას შეუდგა. ... დილით სესილი ირინკასთან ერთად გავიდა სახლიდან.ჭიშკართან კი არასასიამოვნო სიურპრიზი დახვდა კახას სახით.კახამ ირინკა მოიკითხა,შემდეგ სესილის მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა.სესილიმ მთელი ძალით ჩამოისვა ხელი სახეზე და მისი ნაკოცნი მოიშორა. -როგორ არის ჩემი საცოლე? -კახა,სისულელეებს თავი დაანებე_უყვირა სესილიმ -სისულელე ის ლევანია,შენ კი ჩემი გახდები,თუ არადა ..._აქ წინადადება გაწყვიტა და ჩუმად ჩაიცინა -თუ არადა რა?_მე შენი არ მეშინია -ნახავ...გირჩევნია კარგად დაფიქრდე,ტვინი გაანძრიე სესილი. სესილი კახას სასწრაფოდ მლშორდა და ირინკასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. ავადმყოფია ეგ კახა,არ ინერვიულო სესი_დაამშვიდა ირინკამ -ჰო,მართლა ავადმყოფია,არ ვიცი როგორ მოვიშორო. -თავს დაგანებებს,ნუ გეშინია -არ ვიცი,არ ვიცი_ამოიოხრა სესილიმ და მანქანა გააჩერა-მოვედით_თქვა მან და ირინკასთან ერთად სარეპეტიციოში შევიდა. ირინკა საკმაოდ კომუნიკაბელური იყო და ბიჭებთანაც მალე გამონახა საერთო ენა.მთელი დღე ბენდთან ერთად გაატარა და კარგადაც გაერთო.ბიჭებიც რა თქმა უნდა მეგობრულად ექცეოდნენ მას.საღამოს კი სახლამდეც მიაცილეს გოგონები. სესილი დაღლილი იყო და მაშინვე დასაძინებლად დაწვა,ირინკას კი ძილი არ მიეკარა,საწოლზე იჯდა და ფიქრობდა,დღევანდელ დღეზე და ბიჭებზე,უფრო სწორად,ლევანზე.არ უნდოდა ამის აღიარება,მაგრამ გულგრილი არ იყო მის მიმართ.ახსენდებოდა მამაკაცის თითოეული სიტყვა,ხმა,მიმიკა.ლეპტოპი ჩართო და ლევანს სოციალურ ქსელში მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.