შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე აივანზე [სრულად]


9-01-2018, 18:06
ავტორი მე♥
ნანახია 25 004

აივნის მოაჯირზე, ფეხები კომფორტულად მოვაკალათე და ტელეფონში ახლადმოსულ შეტყობინებას გადავხედე. ღამის ტრადიციას მე და ჩემი აივნის მეზობელი კვლავ არ ვარღვევთ და მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე მყავს, მაინც ვწერ... გავიგონე როგორ დაიწრიპინა მისმა ტელეფონმა და ტუჩით ბგერები გამოვეცი. ისიც გავიგონე როგორ მოაყარა სიცილი შეტყობინებას და ეს ტექსტში მოცემულ ნიშნულებზეც გამოისახა.

-დედა ტერეზა! როდემდე უნდა იჭიხვინო?_ გავძახე მისი კისკისით შეწუხებულმა და თავი ოდნავ მივატირალე უკან.

-აი პროსტა, «დონჟუანი» საიდან მოიტანე?_ სიცილს არ წყვეტდა ის და უშნოდ იჭაჭებოდა.

-იმენნო, დონჟუანსკია! პახოდკას დააკვირდი, ტიპი რომ დადის, შარვალი მიწას ედება!_ სერიოზულ გამომეტყველებას და ხმას არაფრის დიდებით არ ვთმობ.

-გამოვიდა!_ უცებ მოკუმა ტუჩები და ჩვენს მოპირდაპირე კორპუსში ახლდაგამოსულ მხარბეჭიან მამაკაცს გადახედა.

ქვედა ტუჩი ოდნავ მოვიმწყვდიე ტუჩებში და წარბაწეულმა შევათვალიერე, ჩვენი მომდევნო მსხვერპლი.
«მხსვერპლი» ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია... «ჩვენი» უკვე წამოძახილი! ჩემს მატრაკვეცა დედატერეზას მოსწონს ძალიან მისი განიერი მკერდი. მე დიდად ვერ აღამფრთოვანა, მისმა ბატიბუტებმა... ან რა აქვს ასეთი ეს გოგო რომ გადარია. ღამის განათებაზე მკვეთრად დავინახე როგორ აუწია მარჯვენა ხელი და ჩაშტვინა. მის ენაზე ეს მოსალმებაა, ესეც ახუნტრუცდა და საპასუხოდ ხელი ნაზად დაუწნია.

-რა მატრაკვეცობაა ახლა ეს?_ წარბები შევყარე და ცხვირი ავიბზუე.

-რა გინდა ვერ გავიგე? მომესალმა ადამიანი!_ ჩემს უხასიათობას არ იმჩნევს და იმ ხელს კიდევ აქანავებს.

-დიდხანს უნდა გეჭიროს ხელი? ვერ ხედავ შევიდა!_ სიცილნარევი ხმით გადავძახე მეორე აივანზე და ბატიბუტას აივნისკენ ხელი გავიშვირე.

-რომ ვუყურებ ჩემი სახელი მავიწყდება, ხელს ვინ ჩივის. _ უხერხულად ჩამოწია და მუხლზე დაიდო.

-დღეს ჩემმა ბედოვლათმა ძმამ ბათუმში მივდივარო გამომიცხადა.

-რა ჯანდაბა უნდა გაზაფხულზე ბათუმში?_ სიცილით მკითხა დაქალმა და თან თვალი მისი აივნისკენ გააპარა ჩუმად.

-ნუ გადააკვდი ახლა იმ კაცს დააცადე ათი წუთი და გამოვა კიდევ. _ შევახსენე მისი ყოველდღიური განრიგი აივანზე. _ რა ვიცი, ვიღაცა გოგო გავიცანი უნდა ვნახოო თუ დავკეროო... მოკლედ მაგისას კაცი რას გაიგებ. ჯერ ოჯახმა ისიც ვერ დავასკვენით ტვინის მაგივრად რა უდევს. _ არ ვაჩერებდი ენას მე.

-შენი ძმის დაკერილი გოგოები ვიცი მე კი. _ სიცილით წამოიძახა და მისი ოთახის ფანჯრებს გახედა, ვაიდა აქ იყოს მერე სად მივდივარო.

-მაგალითად შენ!_ წავკბინე ხუმრობაზე...

-ეე, როდემდე უნდა იძახოთ ახლა? რა ვქნა მე მართლა მეგონა რომ მოვწონდი, ისეთები მითხრა. რას წარმოვიდგენდი შენთან თუ წააგო სანაძლეო._ ბოლოს სიცილი ვერც მან შეიკავა.

-მაგარი გუბკაა რა! ჯოკრის აზრზე არ არის. _ სტიქიებში ვარ მე.

-გაგიგებს, დაგაბურთავებს და გისვრის აი იმ სტადიონზე... თან ბავშვებს ბურთი არ აქვს, ერთხელ მაინც გამოადგები სამეზობლოს... მაგრამ....

-დონჟუანი გამოვიდა!_ უცებ მოვაკეტინე და ფეხზე წამოვდექი. _ წავედი მე დავწვე და აბა თქვენ იცით. _ ორივეს ერთდოულად მგადავხედე და აივნის კარები საიმედოდ ჩავრაზე.

რავიცი რახდება, სახლში მარტო ვარ, ვინმე რომ შემომივარდეს, მერე სად მივდვიარ... დაზღვევა არავის აწყენდა, მათშორიც მეც. ფარდებს სანამ ჩამოვაფარებდი, მოპირდაპირ კორპუსის აივანს გავხედე, ბატიბუტა ისევ იქ იდგა და სახეს ტელეფონის განატება უნათებდა. «დაიწყო ყოველღამისეული, რიტუალი. 'როგორ დავკერო'» სიცილით ჩავილაპარაკე და ფარდები ჩამოვაფარე.
ბალიში ხელების ბარტყუნით გავაფუმფულე და გემრიელად მოვკალათდი.

ნეტავ ახლა მამაჩემი იყოს აქ, ხვალ დეიდაშვილი მყავს ბაღში გასაყვანი და მანქანას მათხოვებდა. ყველას ახლა მოუნდა ქალაქგარეთ წასვლა და საქმეების მოგვარება. ტაქსით წასვლა კიდევ არ მინდა, სად არის ეგრე ფულის ფლანგვა! ჩემი ჯიბიდან მაინც ვიხდიდე, როდემდე ვიყო ზაზუშას კალთას გამოკიდებული.
თავი მეორე მხარეს გადავატრიალე და თვალები დავხუჭე, ხვალ დილაადრიან ვარ ასადგომი. ვაკედან დიდ დიღომში გასვლას ეხუმრები შენ?

ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, მაღვიძარა რომ ამღერდა, მერე სახლის ტელეფონი და ბოლოს ჩემო მოპილური. ფეხზე სწრაფად წამოვხტი, აფეთქებულ საფეთქლებზე თითები მივიჭირე და გააფთრებული დავერიე, სამივე ნივთს. სახლის ტელეფონზე დეიდაჩემი მირეკავდა, დღევანდელი გეგმა შემახსენა. ტელეფონზე ჩემი ბედოვლათი ძმა.

-რა გინდა?_ ვკითხე მობუზულმა და პიჟამოები საწოლზე მივყარე.

-შენ რომ ვინმემ პაემანი დაგინიშნოს, რა გაგიხარდება რომ გაჩუქოს?_ სარკეში ჩემი წარბების თამაშით გართულს, მათი გაკვირვებსგან ამოძრავება არ გამომპარვია.

-მე რა გამიხარდება და საერთოდ თუ არ მოვა... იმიტომ რომ პირველ პაემანზე დაძაბული ვარ ხოლმე!_ ჩემი დიდი ჭკუით სასაცილო რაღაც ვთქვი.

-შენ და შენი პაემნები რომ ვიცი ახლაც გარდერობთან დგახარ და არჩევ რა ჩაიცვა... _ დამცინა მან და ტელეფონში ჩაშტვინა.

-წადი შენი!_ მივაძახე გაბრაზებულმა და ტელეფონი აბურდულ საწოლზე ვისროლე._ რა იპოვის ახლა იმას. _ მივაყოლე თან და ტანსაცმელი გადმოვალაგე.


ყვითელი სამარშუტო ტაქსის მოსვლამდე ავობუსი მოჩახჩახდა და იქ ჩავხტი... თან რა გინდა ეკონომიაც არის და ეკონომიაც.
კორპსთან იდგა დეიდაჩემი შავი ჯიპი და შიგნით ბარგდებოდნენ. ღიმილით წავედი მათკენ და სადარბაზოს კარებთან ატუზულ ნინას ლოყები დავუკოცნე. ბავშვს აშკარად გაუხარდა ჩემი ნახვა. ხელი ჩავკიდე და დეიდაჩემისკენ წავედი...

-რომ იცოდე როგორ მერიდება შენი დეი, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ბაღს მთელი ერთი კვირა ვერ გავაცდენინებ. _ უკვე მეათედ მიხსნის დეიდაჩემი მიზეზს.

-კარგი რა მადო, როდის იყო ეგეთ უაზრობებზე ვსაუბრობდით ჩვენ. მომეცით ამ ბავშვის ბარგი და წავედით ჩვენ. _ლოყაზე ვაკოცე გახარებულ დეიდას და ნინას ცხივრზე თითები მოვუჭირე.

-ყველაფერი აქ დევს რაც შეიძლება დაგჭირდეთ. პამპერსიც კი ჩავდე!_ სიცილით ჩაილაპარაკა და შვილს მუდარით დახედა. _ დედი, დაუჯერე ხომ ნიას? არ იცელქო ბევრი და ძალიან გთხოვ ბაღში ბლომასტერები არ ჭამო, თორემ მუცელი ისევ აგტკივდება. _ თმებზე სიყვარულით უსვამდა ხელს.

-ნია წავიდეთ თორემ დედიკო იტირებს. _ ჟაკეტზე დამექაჩა ნინა და მიბიძგა ფეხი გადადგიო.

-აბა ჰე გელა, კეთილი მგზავრობა!_ ხელის აწევით დავემშვიდობე ბიძას და გაჩერებისკენ წავედით.

-დღეს ნაყინს მაჭმევ?_ თავი მაღლა აწია და ინტერესით მკითხა.

-ბამბისას კი!_ თვალი ჩავუკარი და სკამზე ჩამოვჯექი. _ რამსიმძიმე ჩანთა რა დევს ასეთი, ტყვია?_ ვიკითხე ინტერესით და ცალი თვალით ჩავიჭყიტე. _ პამპერსი მართლა ჩაუდია. _ გაოცებულმა დავაღე პირი და ბავშვს გავხედე.

-ღამე არ გააღვიძებ ნიასო. _ სიცილით გამიმართა ბავშვმა.


დეიდაშვილი ბაღში დავაბინავე და სახლში დავბრუნდი. იმ სიმძიმე ჩანთა იყო, მხარი საშინლად ამტკივდა. შემოსასვლელში დავყარე ყველაფერი და ნინას ტანსაცმელი ჩემს ოთახში შევიტანე.

უსაქმურობა მაინც თავისას შვება და დედაჩემის დატოვებულ გაზეთში სამსახურის ვაკანსიების ძებნა დავიწყდე. რომ გითხრათ განათლებული ვარ და ტვინი გადმომდისმეთქი მოვიტყუები, მაგრამ მეც მაქვს სკოლა და სასწავლებელი დამთავრებული. იქაც მამაჩემი იხდიდა, ხოდა ახლა მინდა რაღაცით მეც შევუწყო ოჯახს ხელი.
გაზეთში რამოდენიმე ნომერი წითელი კალმით მოვინიშნე და ნინას გამოსაყვანად წავედი. გზაში ბატიბუტა შემხვდა, კარგი ახლობელივით მომიკითხა ოჯახითურთ. თურმე ჩემს ბედოვლათ ძმას იცნობს ძალიან კარგად და ძმაკაცონებს. არადა არასდროს უხსენებია ბაჩის ეს დონჟუანი.
სადარბაზოდან მომღიმარი ლილიკო რომ დავინახე, იმ წამს მივხვდი რომ აივანზე იყო ჩასაფრებული. ნაზი ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ და ბატიბუტა გადაკოცნა.

-სად მიდიხარ?_ ვითონ ინტერესით მკითხა და მზერა გამისწორა.

-ნინა მყავს ბაღიდან გამოსაყვანი. _ გავეცი პასუხი და თვალები დავუბრიალე, ნუ დაიღვენთემეთქი.

-მეც წამოგყვები. _ ხელმკლავი გამომდო და გაჩერებისკენ მიბიძგა. _ კარგად გიგა. _ თბილად დაემშვიდობა ბიჭს.

-მე გაგიყვანთ დასხედით. _ შავი გაპრიალებული მერსედესისკენ მიგვითითა და ლილიკოს თვალი აუხამხამა.

-არა, იყოს ნუ შეწუხდები. _ ვცადე თავი ამერიდებინა.

-ნუ მახვეწნინებთ ახლა. დასხედით!_ ხმა გაიმკაცრა დონჟუანმა და ლილიკოს მკლავში ჩააფრინდა, იძულებული გავხდი დაქალს გავყოლოდი. _ ძალიან გეჩქარება?_ მომიბრუნდა მე.

-არა, ოთხზე უნდა ვიყო იქ. _ თავი გავუქნიე და სარკეში გავხედე.

-ჩემს ძმაკაცს უნდა გავუარე და თქვენც გაგიყვანთ. _ აგვიხსნა სიტუაცია.



მანქანაში ისეთი დაძაბული ვიჯექი. ასე მეგონა მურმანის ეკალი ვიყავი და რაღაცაში ხელს ვუშლიდი წყვილს. თუმცა ვერცერთის აკიაფებულ თვალებში ვამჩნევდი, რომ რომელიმე მე მიმჩნევდა. ლილიკო ისე ლაღად ესაუბრებოდა მოცინარ გიგას, ის კიდევ სულ თბილი ხმით პასუხობდა. კარგი ბიჭია გიგა. ზრდილობიანი, განათლებული და კარგი ოჯახის შვილი.... მეც გავურიე დედაჩემისებურები, რაში მაინტერესებს ბიჭის ოჯახი, მთავარია ბიჭი იყოს კარგი... თუმცა ასე თუ ისე მაინც საჭიროა. ერთი სიტყვით ლილიკოსთვის მართლაც შესაშური კანდიდატია, მაგრამ კაცმა არ იცის ამ გოგოს ხვალ რა გადაუტრიალდება.
კორპუსთან გააჩერა მანქანა და ტელეფონზე გადარეკა. სადღაც ხუთ წუთში, მაღალი განიერი მხრებით, დინჯი ნაბიჯებით მამაკაცი გამოვიდა სადარბაზოდან და მანქანისკენ წამოვიდა. ახლოს მოსულს უფრო კარგად დავაკვირდი და ნაცრისფერი თვალები აღმოვაჩინე. მე რომ ვოცნებობდი ზუსტად ისეთი თვალის ფერი აქვს, ამ ახმახს. ტუჩები ნორმალური ზომის, ცხვირი ისეთი გოგონები რომ ვირევით ხოლმე, მაგრამ დიდას მოსაწონი არც იყო. უხეში წარბები და წამოზრდილი წვერი. მანქანაში ჩაჯდა და უკან გამოიხედა.

-გამარჯობა!_ ზრდილობის გულისთვის გვესროლა სალამი და ისევ წინ მიტრიალდა.

-საშა, ესენი ჩემი მეზობლები არიან მოპირდაპირე კროპუსიდან, ლილიკო და ნია... გოგოებო ეს ჩემი ბავშვობის ძმაკაცია საშა!_ ცივილიზებული ადამიანებივით გაგვაცნო ერთმანეთი. საშამ ისევ გადმოიხედა უკან გაგვიღიმა და მიტრიალდა.

«ღმერთო ჩემო რა უზრდელია!» აწიკვინდა ჩემი ტვინის უჯრედები. ბაღთან ჩამოგვსვა მე და ლილიკო და მეგობრულად დაგვემშვიდობა. ეს მე დამემშვიდობა მეგობრულად, თორემ ლილიკო თვლაებით შეჭამა. საშას წარბწეულმა გადავხედე და ბაღის ეზოსკენ გავწიე. ლილიკო ძუნძულით დამეწია და მკლავზე ხელი მომკიდა დამელოდეო.

-რა კარგი ბიჭია არა საშა?_ მკითხა ეშმაკური ხმით.

-ტიპიური უზრდელი, გაბღენძილი წვერებიანი ბიჭია!_ ამოვისისინე მე და ჩემსკენ გამოქცეულ ნინას გაშლილი მკლავები დავუხვედრე.

-შენი მოსაწოლი კაცი რით ვერ მოევლინა ქვეყანას?_ აბუზღუნდა ლილიკო და აწრიპინებულ ტელეფონს დახედა. _ ჩემი დონჟუანია!_ სიცილით ამოილაპარაკა და გვერდით გავიდა.

-დონჟუანი ვინ არის ნი?_ მკითხა ნინამ და ლილიკოს გახედა.

ისე ამიხურდა ღაწვები მტირსას. როგორ ავუხსნა ახლა ბავშვს, ვინ არის დონჟუანი.

-ცოტახანი მოითმინე და ლილიკოს ქორწილში გაგაცნობ. _ თავი დავიძვირე უხერხულად.

ის კვირა სრულ იდილიაში გავატარეთ მე და ნინამ, ხანდახან შეყვარებული ლილიკოც გვსტუმრობდა და გვართობდა. ჩემები ისევ არ ჩანდნენ და ალბათ უახლოესი ერთი თვე ცხვირსაც არ შემოყოფენ თბილისში. რაღაცნაირად დამწყდა გული პატარა მატრაკვეცა დეიდაჩემს რომ ჩავაბარე. რამოდენიმეჯერ აივნიდან თვალიც კი მოვკარი უკვე ნაცნობ სილუეტს. დიდად არც მის ფიზიკურ მომხივლელობას გადავურევივარ. ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელმაც არ იცის როგორ მოქცეს ახლადგაცნობილ გოგოსთან. ეს იქით იყოს და ხვალ პაემანი მაქვს. ჩემი ძმის ჯიბრით მაინც მოვაწონებ იმ ბიჭს თავს და ერთხელ მაინც ვიქნები ნორმალური გოგო.

გიორგი, ჩვენი უბნის შეკრებაზე გავიცანი. ცოტა უცნაური კია, მაგრამ ასეა. წყლის საკითხი წყდებოდა უფროსთან ერთად რომ ესტუმრა უბანს. მე ნინა და ლილიკო ეზოში ვისხედით და მზესუმზირით ვიცუცქნებოდით. მაშინ აზრი გვკითხა და იქ დავახლოდვით. მერე ხშირად ვეკონტაქტებოდი ერთი კვრის განმავლობაში და ახლა პაემანი დამინიშნა. თავიდან მეგონა, მაგის ჯიბე რესტორანსაც გაწვდება და თავი რომ მომაწონოს იქ დამპატიჟებს მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ჩვეულებრივ კაფეში დამითქვა შეხვედრა, მაგრამ მე ესეც ძალიან მომწონს. უფრო კარგად ვიგრძნობ თავს.
ლამაზად ჩავიცვი და წავედი, წასვლამდე ერთსაათიანი ლექსია მიტარა ლიკომ, როგორ უნდა მოვიქცე თავი რომ მოვაწონო და ა.შ.

თვითონაც ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. საერთოდ არ ემჩნევა, უბანს წყლის პრობლემას ის რომ გვიგვარებს. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ. მე შავი ამერიკანო მიყვარს გიორგის კაპუშინო შოკოლადით. ნამცხვარი მე კარამლის მიყვარს, მას შოკოლადის, მაგრამ მაინც შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს. ვისაუბრეთ ძალიან ბევრს საინტერესო თემაზე, განვიხილეთ ჩვენთვის საყვარელი ავტორები და მათი შედევრები. ვისაუბრეთ მუსიკის თითქმის ყველა მიმდევრობაზე. ჯაზზე გიჟდება, მეტიც მუსიკის სტილი გიორგისშია. მე როგორც თინეიჯერ გოგონას ადრე როკი მიყვარდა, ახლაც შემორჩა მათი სიყვარული ჩემში. შემორჩა რომელია, მეც ისევე ვარ მათით ავსილი როგორც გიორგი ჯაზით.
სად წავედი! ეს ყველაფერი პირველ პაემანზე, მეორე და მესამე პაემანი ძალიან ჩვეულებრივი იყო. გოგოს და ბიჭის იდუმალი ფლიტი, რომელმაც შედეგი ძალიან მალე გამოიღო. სადღაც ორ კვირაში გიორგისთან ერთად თითქმის სულ ყველგან დავდიოდი. მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ისიც ვიცოდი მე და მის სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრიც რომ არ ღრიდა.
გიო ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ არა ისეთი ვისთანაც მე ჩემს მთელ ცხოვრებას გავლევ... თუმცა ეს სულაც არ მიშლის ხელს, ამ ეტაპზე მასთან ერთად კარგად ვიყო. არც ის მაძალებს ურთიერთობების გაღრმავებას.
ლილიკოსაც გავაცანი უკეთესად, ჩემმა დაქალმა ძალიან კარგად გაუგო და ხელსაც უწყობდა რაღაც-რაღაცებში. ვერ შეიგნო ამ გოგომ, რომ ჩემს ურთიერთობებს მე თვითონ მივხედავ. თავისი დაალაგა და ჭკუაზე არ არის. გიგამ ოფიციალურად გამოუცხადა მიყვარხარ და მინდა ჩემთან იყოო. ამასაც მეტი რა უნდოდად, შეაფრინდა კისერზე და არიან დღეს ბედნირები.

დღესაც გიორგის სანახავად მივდივარ, ჩემს სამსახურზე უნდა ვისაუბროთ. დამპირდა რამეს აუცილებლად გიშოვი ისე არ დაგტოვებო და მეც ველოდები.
ისევ იმ კაფეში შევხვდით ერთმანეთს. ისევ იგივე შეკვეთა.

-ჩემს უფროსს ველაპარაკე და ასე მითხრა ამჟამად არაფერი მაქვს, მაგრამ ერთ თვეში შემცირებებს ვაპირებ და თუ სერიოზულად გამიჭირდება ვუშოვი რამესო. _ ამოილაპარაკა დარდიანმა.

-არაუშავს, დაველოდები. მანამდე მეც მოვძებნი რამეს იქნებ ვიშოვო. ძალიან დიდი მადლობა რომ მეხმარები. _ ხელზე ხელი დავუსვი და გავუღიმე.

-დახმარება ის იქნებოდა დღესვე რომ მიმყავდე ახალ სამსახურში. _ თითქოს საკუთარ თავს უწყრებაო.

-კარგი ახლა! რას ვიზამთ, იმ კაცს ძალით ხომ არ მივუვარდებით. _ ვცადე მისი გამხიარულება და გამომივიდა.



მანქანაშიც ბევრი ვისაუბრეთ სამსახურზე. აინტერესებდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი სად სრულდება და თითქმის ყველაფერი გამომკითხა. უფროსთან შერცხვენისაც ეშინოდა ალბათ.
ერთი კვირა კიდევ ველოდებოდი მის ზარს, სამსახურთან დაკავშირებით და მერე იმ ნომერებზე დავრეკე წითელი კალმით რომ მაქვს შემოხაზული. დიდი იმედი არც მაშინ მქონია, განცხადებები სამი კვირის წინ გამოქვეყნდა, მე კიდევ ახლა ვრეკავ.
დიდად ხელფასით და პირობებით აღფრთოვანებული არცერთით ვარ, მაგრამ სულ არაფრის კეთებას და სახლში, მტვრების ხვეტას მირჩევნია ისევ ბავშვს ან მოხუცს მოვუარო და ამაში ფული ავიღო.
დაქალთან ერთად კაფეში რომ წავიდე იმის ფული მაინც მექნება. საჭმელს კიდევ მამაჩემი მე არ შემომატანინებს და კომუნალურების გადახდაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თანაც ბაჩის იმხელა ხელფასი აქვს, მთელი ოჯახი რომ უმუშევარი დავრჩეთ ყველას გვეყოფა.

-გამარჯობა!_ დაბალ ნოტზე დავიწყე საუბარი.

-გამარჯობა. _ ოდნავ დაბნეული ხმით გამცა პასუხი მოსაუბრემ.

-მე განცხადების თაობაზე გირეკავთ. მომვლელის ვაკანსია... _ დავიბენი მეც.

-დიახ დიახ! იცით ზუსტად ახლახანს ვესაუბრეთ კიდე ერთ მსურველს. ხვალ მობრძანდით თქვენც და გასაუბრებაზე აგარჩევთ.

-დიახ აუცილებლად. რომელ საათზე?_ მოღუშული სახით ვიკითხე.

-თორმეთი საათისთვის. მისამართს მოგწერთ.

-ნახვამდის. _ ჩავილაპარაკე ჩემთვის და ტელეფონი გავთიშე.


ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებით მოვემზადე. დედაჩემის ამდენწლიანმა ჩიჩინმა გამოიღო შედეგი და ერთხელ მეც ჩავიცვამ კლასიკურად. გასაუბრებაზე როგორ შეეფერებათ ქალებს. ტანზე მომდგარი შავი შარვალი და ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ავარჩიე. სამწუხაროდ ჩემს გარდერობში პერანგი ვერ მოვიძიე და იმ წამსვე ლიკოსთან გავარდი. ჩემი დაქალი ტელეფონზე საუბრობდა და თან ჩირით ირთობდა თავს.

-ხვალ გნახავ! გკოცნი!_ დაემშვიდობა შეყვარებულს და ჩემსკენ მოტრიალდა.

-უნდა მიშველო ბარტყო. _ მუდარით ჩავესვენე დივანში და მანჩო დეიდას გავუღიმე. _ როგორ ხარ მანჩო?

-როგორ ვიქნები ამის გადამკიდე? საჭმელსაც ტელეფონით ჭამს უკვე. ვინ არის ის ბიჭი გამაცანით მაინც. _ ფეხი ფეხზე გადაიდო ქალმა და სანთებელა თითებში დაატირალა.

-გაგაცნობ დე! ხელს რომ გთხოვთ გაგაცნობ!_ სიცილით აკოცა დამაკიაჟებულ ლოყაზე დედას. _ შენ რა გჭირს?_ მომიბუნდა მე.

-ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და პერანგი ვერაფერი ვნახე ჩემს გარდერობში._ სიცილით ჩავილაპარაკე და ბანანს ხელი დავტაცე.

-რა მაგარია, მუშაობას იწყებ?_ მკითხა გახარებულმა დაქალმა.

-აბა რა, მარტო შენ კი არ ხარ დასაქმებული. _ თვალი ჩავუკარი და ოთახში გავყე.

-აი ეს ნახე, ერთი კვირის წინ მომიტანა დედაჩემა, ჯერ არ მცმია. ეს კიდევ მამაჩემმა ჩამომიტანა უკრაინიდან, ძალიან მაგარია. ტანზე ვაფშე სხვანაირია. _ საწოლზე დაყრილი პერანგებიდან ყველას ისტორიას მიყვებოდა და თან მასინჯავდა. _ აი ეს მგონი კარგია. _ მუქ შინდისფერ პერანგზე შეაჩერა არჩევანი და დამატრიალა. _ ყელთანაც ლამაზად არის შეყრული, მოკლედ გიხდება რა!_ შემაქო და ლოყაზე მიბრწკინა.

-დარჩები დღეს ჩემთან?_ მუდარით ავაფახუნე თვალები და ყელი გამოვიწელე.

-საჭმელი გაქვს?_ იკითხა და საკიდებზე პერანგების განთავსება დიაწყო.

-ღამე მაღაზიაში წასვლა არ მოგვიწევს. _ თვალი ჩავუკარი და საწოლზე ჩამოვჯექი.


დილით ათ საათზე ჯერ ლილიკო გავაცილე სამსახურში და მერე მე წამოვფრიდნი ფეხზე. შხაპი მივიღე და პირსახოც შემოხვეული გავტანტალდი სამზარეულოში, სასაუზმოდ. მოპირდაპირე კორპუსს ინსტიქტურად გავხედე, გიგას აივნის კარები ღია იყო. არადა წესით ახლა ლიკოსთან ერთად უნდა მიდიოდეს სამსახურში. თვალები შუბლზე ამივიდა იქიდან საშა რომ გამოვიდა. სწრაფად გავასწორე თავი და საპირისპირო მიმართულებით გავიხედე. სულ ტყუილად მამაკაცს არც კი შევუმჩნევივარ. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და უკან შეტრიალდა.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ სხვა ადამიანი დგას ჩემს წინ. სარკეში ათასჯერ დავტრიალდი და ტანზე მორგებული ტანსაცმელი შევათვალიერე. სულაც არ გამოვიყურები ცუდად, კარგი გოგო ვარ. ჩანთას ხელი დავავლე და სახლი დავტოვე. კიბეებზე ამოსვლა მეზარება თორემ ჩასვლას ვინ ჩივის. ფეხსაცმელების კაკუნით ჩავედი პირველ სართულად. სადარბაზოსთან ჩემი ჭერის მეზობელი შემხვდა, ათი წუთი იმას ველაპარაკე, ხომ უნდა გამეგო ვინ როგორ გრძნობს თავს კორპუსში. დილის ამბებს რომ გავეცანი სადგურისკენ წავპაკუნდი.
გაჩერებასთან ვიდექი საშას რომ მოვკარი თვალი სადარბაზოდან გამოვიდა, თან ტელეფონზე საუბრობდა. თეთრი ახალთახალი აუდის კარები რომ გამოაღო გული გადამიქანდა! « ჩემი მანც იყო ბიჭი!» ამოვძახე გულიდან გონებას და ტუჩი მოვიკვნიტე. სანამ მე საშას და თავი მანქანას ვზვერავდი ავტობუსიც გამექცა. გემრიელად მივწყევლე აუდიც, საშაც, იმ ავტობუსის მძღოლიც და ჩემი თავიც.
ისეთი მიყრუებულია აქაურობა ტაქსის ნასახი არ დგას, არც დადის. ახლა რომ გამოვიძაო ერთი საათი მოუნდება მოსვლას.
რაც იქნება იქნება. სკამზე გონება გაფუჭებული ჩამოვჯექი და ტელეფონში ზომბების ფერმაში შევძვერი.

-ნია. _ მომესმა ჩემი სახელი. თავი დაფეთებულმა წამოვყავი და ჩემს წინ გაჩერებულ თეთრ მათ, აუდს გავხედე. _ დილამშვიდობისა. _ ზრდილობა ქონია!

-დილამშვიდობისა საშა!_ ღიმილით ჩავიცურე ჩანთაში ტელეფონი.

-წამოდი მე გაგიყვან. _ შემომთავაზა ზრდილობიანმა ბიჭმა.

-არა, გამდლობ. მოვა უკვე ჩემი ნომერი. _ ტაბლოს მოწურული სახით ავხედე.

-დარწმუნებული ხარ?_ მკითა მოჭუტული თვალებით და საჭეზე თითები აათამაშა.

-კი... დიდი მადლობა!

გავუღიმე. ვაი იმ გაღიმებას, ისე მომეშალა ნერვები მანქანა რომ დაქოქა და წავიდა. კიდევ ერთხელ რომ ეთქვა წამოდიო, მოკვდებოდა. არ იცის გოგონებს ასეთ დროს რომ გვცხვენია და გამეორება გვინდა. ისე გავმწარდი ცოტაც და ოფლი გამივა. ჩემი ავტობუსი ძლივს მოღოღდა. ლოდინით დაღლილი ავედი და ცარიელი ადგილის ძებნა დავიწყე თვალებით. ვინ დაგითმობს ადგილს, 10 წლის ლაწირაკი ზის და მე თავზე ვადგავარ. მაგრამ რას ვერჩი, ამ სკამშიც ფულს იხდის ეს ბავშვი და ვერაფერსაც მოთხოვ. მე რომ ვიყო არ დავუთმობდი ძალიან გაჭირვებული თუ არ არის, ან მოხუცი.
ასე თუ ისე მეც კეთილი გოგო ვარ.
დანიშნულების ადგილზე გამიჩერა ავტობუსი მძღოლმა. სადარბაზოებს თვალებმოჭუტულმა გადავხედე. კუთზეში შავი კრასკით «2» წავიკითხე და იქითკენ წავედი. მეორე სართულზე ხელმარჯვნივ შავად შეღებილ კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე.
კარები ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო, ღიმილით ავუხსენი ვინც ვარ და შინ შემიპატიჟა. მისაღებში, ახალგაზრდა ქალი დამხვდა, სავარაუდოდ ის ვინც ტელეფონზე მესუბრა.

-ყავა ან ჩაის ხომ დალევთ?_ მკითხა თბილი ხმით.

-არა გმადლობთ, ნუ შეწუხდებით.

რა დროს ჩაია ამ გაგანია სიცხეში. დივანზე მოკრძალებით ჩამოვჯექი და ქალს მივაჩერდი. მანაც არ დააყოვნა და ამიხსნა, რომ დედამისისთვის ჭირდება მომვლელი ორი თვით. თვითონ საზღვარგარეთ მიდის თვის ბოლოს და ვერავის უტოვებს. იმდენი კითხვა დამისვა, თავი ბზმესმენების შეკრებაზე მეგონა. ისეთ დეტალებსაც კი მეკითხება აქამდე გარტყმაში რომ არ ვიყავი. მეც ჩლუნგი გოგოსავით თავს წინ და უკან ვაკანტურებ და სულელივით ვიღიმი. სათვალები ათასჯერ მაინც შევისწორე, საუბრის დროს.

-დღეს აუცილებლად დაგიკავშირდები და პასუხს გაგაგებინებ. _ ღიმილით გამომაცილა კარებამდე და დამემშვიდობა.

გაბრაზებულმა დავახეთქე ტელეფონი დივანზე და აივანზე გავედი. არა რას ველოდებოდი ნეტავ, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ... « მართალია არაფერში ღმერთს არ უქნიხარ, მაგრამ მაინც მოუარე დედაჩემსო.» სავარძელში ჩავჯექი და ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე. მოპირდაპირე კორპუსის აივანზე გიგა და საშა იდგნენ. ჩემმა მომავალმა სიძემ ხელი დამიქნია და ხმამაღლა გადმომძახა.

-როგორ ხარ?

-კარგად შენ?_ ჩემი მეზობელი ციალასას ვერ ვიტან, აივნიდან აივანზე რომ გაჰკივის ხოლმე და ახლა მე რას ვაკეთებ.

-რა ქენი დღეს?_ ხელი დამიტრიალა ინტერესით.

-რამე თუ გამოჩნდება შემეხმიანე!

სიცილით გადავძახე და საპასუხოდ მისი სიცილი და ხელის აწევა მივიღე. ის მუდო იდგა და ეზოს გადაყურებდა. რა უინტერესოა, ერთხელ მაინც გამოეხედა იქნება და რას ვაჩვენებ. აბა მე, ლილიკო რომ ელაპარაკება ვინმეს ყურებით და თვალებით იქ ვარ.

მეორე დღეს გიომ დამირეკა შემხვიო, მაგაზე ვეტყოდი უარს, მთელი დღე სახლში უაზროდ ვიჯექი. მიუახედავად იმისა რომ მაისის შუა რიცხვებია, ამინდი მაინც არ გვინდობს და ცივა. თხელი ქურთუკი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. გიო გადავკოცნე და მის მანქანაში ჩავხტი.

-როგორ ცივა გარეთ. _ გამათბობელს თითები მივუშვირე და თან ავათამაშე. _ როგორ ხარ?_ მისკენ მივტრიალდი და ინტერესით შევათვალიერე.

-შენგან დავიწყებული!_ ნაწყენმა ჩაიცინა და მანქანა დაქოქა.

-კარგი ახლა, ხომ იცი არ მიყვარს ეს გამუდმებით მოკითხვები. ასე მგონია რომ გაწუხებ. _ ვიმართლე თავი.

-ნუ ჭედავ ახლა! რას ქვია მაწუხებ? რომ მაწუხებდე გამუდმებით იმაზე არ ვიფიქრებდიი დღეს როგორ შევხვდემეთქი. _ დამტუქსა ბიჭმა.

საღამოს ისევ გიორგიმ მომაცილა სახლამდე და წავიდა. ფეხაკრეფით შევიპარე სადარბაზოში იმის შიშით, ჩემს მეზობელ გულნაზის არ დავეჭირე და მერე ჭორები არ მოედო. პირველ საფეხურზე შევდგი თუ არა ფეხი შიშისგან გამაკანკალა. ჩემს უკან დამთბარი თუ დახუთული სივრცე უკვე გულს მიხეთქავდა.

-ნუ გეშინია მე ვარ!_ გაისმა ძალიან ნაცნობი ხმა. როცა ვიგრძენი რომ საფრთხე არ მემუქრებოდა გაკვირვებულმა ტანი სხარტად მივატრიალე მისკენ.

-საშა?!_ გაოცება ვერც ასე დავმალე.

-გავიგე სამსახურს ეძებ და შენთან დალაპარაკება მინდოდა. გიგამ ამიხსნა რაღაცები, მაგრამ მირჩევნია შენთან ვისაუბრო...

-კი მაგრამ ასე გვიან რატომ შეწუხდი?

-მირჩევნია დღესვე მოვაგვაროთ.

-კარგი ავიდეთ ჩემთან და იქ ვისაუბროთ, აქ მეზობლები გაიგებენ და არ მინდა. _ კიბეებისკენ წავედი.

-მირჩევნია სადმე დავსხდეთ. _საფეხურზე ასადგმელი ფეხი ჰაერში გამიშეშდა.

-კარგი როგორც გინდა. _ მხრები ავიჩეჩე და უკან გავყე.

ჩვენს უბანში ერთი ძალიან კარგი კაფე ვიცი, მე და ლიკო სულ იქ დავდივართ. გვიანობამდე მუშაობენ და საშაც იქ მივიყვანე. ამ დროს სულ ხალიხა, ძლივს მოვძებნეთ თავისუფალი ადგილი კუთხეში.

-რას მიირთმევთ?

-კარამლის ლათე._ ერთხმად წამოვიძახეთ ორივემ. სიცილი ძლივს შევიკავე საშას და ჩემი თვალები ერთმანეთს რომ შეეჩეხა.

თითები მაგიდაზე ავათამაშე და თან კაფე შევათვალიერე.

-შენი პროფესიით ვერ დასაქმდები, მაგრამ ანაზღაურება მაღალია. _ დაიწყო საშამ.

-რას მთავაზობ?_ ვკითხე ინტერესით.

-აღმზრდელის ვაკანსიაა. _ ყავა მოსვა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-ბავშვს მოვუარო მე?_ ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე, ბავთვთან ერთად სიცილი ძლივს შევიკავე. _ რა ხნისაა?

-ხუთი წლის გახდება მალე.

-არა! ასეთ პატარასთან ვერ ვიმუშავებ. რამე რომ იტკინოს სად წავიდე მერე მე?_ დამფრთხალმა დავიხიე უკან. სულ არ მინდა ხელფასი და ფული.

-რა უნდა მოუვიდეს? ზედმეტი ყურადღება და ეგ არის.

-ხო მაგრამ, ბავშვია და ცელქი... არ ვიცი, რაღაც არამგონია ეგ სამსახური ჩემი შესაფერისი იყოს. თან დიდად არ ვგიჟდები ბავშვებზე. _ ვცადე უფრო ჩახედული ყოფილოყო სიტუაციაში საშა.

-მიეჩვევი ბავშვს!

-ხელფასი?

-400 ლარი თვეში.

-არ ვიცი დავფიქრდები, მეშინია ცოტა._ ბოლომდე მაინც ვერ მივედი დასკვნამდე.

-ეს ჩემი ნომერია და რომ გადაწყვეტ დამიკავშირდი. _ პატარა ფურცელი დამიდო მაგიდაზე და იქითკენ წავიდა საითაც სალარო ეგულებოდა.

რა უნდა მიქნას ერთმა ტილიანმა ბავშვმა, წავალ და ჩემს ძალებს მოვსინჯავ... ბოლოს და ბოლოს ეს კაცი გაისარჯა და პატივი მცა. ყავა მშვიდად და ტკბილად მივირთვი და სახლისკენ გამოვწიე. შემოსასვლელშივე გავიძრე ფეხსაცმელები და აქეთ-იქით მიმოვფანტე. ცივის შეგრძნება საშინლად მესიამოვნა. ფეხისწვერებზე გავიარე მისაღები და სამზარეულოში შევედი.
საღამოს ჩემებს ველაპარაკე სკაიპში და გავარკვიე რომ ჩამოსვლას მგონი სულ არ აპირებენ აქეთ.
ჩემმა ძმამაც დიდი სიყვარულით მომიკითხა და მახარა ხვალ დილით შენთან ვარო.

მართლაც ძალიან მომბეზრდა მარტოობა. არ ვარ ასეთ გარემოს მიჩვეული, სახლში სიმშვიდე რომ სუფევს ნერვები მეშლება. ჩემები სახლში რომ არიან, დასვენებას ვერასდროს შეძლებ. ჩემი ძმა დედაჩემს აწვალებს, ისიც ბოლო ხმაზე კივის, მამაჩემს აქეთ ფეხბურთი აქვს ჩართული და თავის სტიქიებშია. მე ოთახში ვარ გამოკეტილი და ყურებზე ხელი მაქვს აფარებული... ახლა ვხვდები ეს სიტუაცია როგორ მომნატრებია. ნეტავ ახლა დედა შემოაღებდეს კარებს და «გამოყრუვდები ამ ოთახში ჯდომით, მოგედებო ობი და ნახავ!» დასძენდა ის და ისევ უკან გადიოდა.
ღამ-ღამობით ჩემი ძმა შემოძვრებოდა ხოლმე და შემომიწვებოდა.
«ჩემი საწოლი ისევ გატყდა» ჩაილაპარაკებდა თავის მართლების მიზნით და მთლიან საწოლზე გაწოლას ცდილობდა. « დაატიე ერთი ადგილი და დამაძინე ნორმალურად თორემ შენი ძვალიც საწოლის ბედს გაიზარებს.» დავემუქრებოდი ხოლმე მე.


გამთენიისას კარებზე ბრახუნმა გამომაფხიზლა. თვალების ფშვნეტით წამოვდექი ფეხზე და ძმის შესაგებებლად წავედი. ჩემოდნით ხელში იდგა და იცინოდა. ორივე ხელი და ფეხი მაგრად მოვხვიე და ზედ ავეკრაი. მისაღებში რამოდენიმეჯერ დამატრიალა და ძირს დამსვა.

-რას გავხარ, საჭმელს ვაფშე არ ჭამდი?_ დამატრიალა და სიცილით ჩაილაპარაკა.

-შენ რაღაც ძალიან ხარ მოპუტკუნებული, რას გაჭმევდა ის გოგო ასეთს?_ ვკითხე და კალთაში ჩავუხტი.

-რასაც მე ის გოგო მაჭმევდა შენ ეგ არც კი დაგესიზმრება.

-გარყვნილო! რა ქენი გააკეთე ბავშვები?_ სიცილით წავუჭირე ხელები ყურებზე.

-ბავშვების გასაკეთებლად კი არ წავსულვარ. საქმე გავაკეთე და ჩამოვედი, იქითა თვეში სამი პარტია მანქანები ჩამომივა.

-რა მაგარია, რომელი უნდა მაჩუქო?_ გავეკრიჭე ყურებამდე.

-გააჩნია როგორ მოიქცევი და როგორ დამანაყრებ.

სიცილით ავუბურდე ჩემს ძმას თმები. თითქმის ყველაფერი მოვუყე რა ხდებოდა მის აქ არყოფნაში. ჩემს სამსახურებზეც ვისაუბრეთ, აზრი ვკითხე და სულაც არ ფიქრობს ბაჩი რომ რაიმე საშიშია.
საშაზე ცოტა კი დაეჭვდა, რა პონტში გთავაზობს სრულიად უცხო ადამიანი სამსახურსო. მერე ავუხსენი ვინც იყო და ცოტა დამშვიდდა. საჭმელი ვაჭამე და სადღაც გაიქცა, ნორმალურად არც ამიხსნა. ჩემს ოთახში შევედი და საშას ნომერი მოვიძიე. მაინც ვჭირვეულობდი, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ რომ ამ საქმიდან რამე გამოვა. თან მერე როგორია როცა ყველაფრის თავი საშაა და თავისდაუნებურად მას ვარცხვენ. ფუმფულა ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი. დილის სუსხი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. შიშველ ტერფებზე შემამცივნა და სახლში შევტრიალდი. თბილად ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.

-როგორ დამავიწყდა ყიდვა._ ამოვიბუზღუნე და კოკა-კოლის კუთვნილი ცარიელი ადგილი შევათვალიერე.

გარეთ როგორც ყოველთვის ჩვენი სამეზობლოს კოლორიტები სხედნან და გამვლელ-გამომვლელებს ათვალიერებდნენ, მერე მათი ოჯახის მდგომარეობას იხილავდნენ და დროს კლავდნენ. ვცადე ცოტა შეუმჩნევლად ამევლო გვერდი მათთვის, მაგრამ ისეთი თვალებით აკვირდებიან და თან ოთხნი არიან, რას გამოაპარებ.

-ნია შვილი. _ გამომძახა გულნაზიმ და ხელი დამიქნია. ტუჩები უშნოდ გავაფრუტუნე და მათკენ წავედი თვალების ბრიალით.

-დილამშვიდობისა. _ მივესალმე სამეზობლოს და თავისუფალი ადგილი დავიკავე. მინიმუმ ოცი წუთი მე აქედან ფეხს არავინ გამადგმევინებს და დავჯდე მაინც.

-შენი ძმა ჩამოსულა გავიგე.

«კი არ გაიგე დაინახე!» შევუსწორე გონებით.

-დღეს დილით ჩამოვიდა კი.

-დედიკო და მამიკო აღარ აპირებენ ჩამოსვლას?_ ეს ციცოა, ჩემს ქვემოთ ცხოვრობს და ამის შიშით ტელევიზორს ვერ მიყურებია. ხმა ჩამოდის გინდა თუ არა და მაწუხებსო.

-არა, ჯერ არ აპირებებ! _ საკმაოდ უხეშად ვუპასუხე. არ მომდის ეს ქალი თვალში და გამაძრე ტყავი თუ გინდა. _ მე უნდა წავიდე, მეჩქარება._ წამოვდექი ფეხზე და ღიმილით გავეცალე იქაურობას.

სუპერმარკეტში შესვლას და იქიდან გამოსვლას ერთი საათი მაინც მოვუნდები, ამიტომ პატარა მაღაზიაში შევედი. ჩემს გარდა არავინ იდგა. მაცივრიდან კოკა-კოლა გამოვიღე და სალაროსკენ წავედი.

-ამ დილაუთენია რა დროს კოკა-კოლაა._ მომესმა გიგას მხიარული ხმა. თავი მისკენ შევატრიალე და გავუცინე. _ არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, არ იცი შენ?_ ლოყაზე სასაცილოდ ამკრა თითი და მოლარეს პური თხოვა.

-ვიცი, მაგრამ ვერ ვეშვები. _ გავიცინე მეც და ჩემი კუთვნილი პარკი ავიღე. _ გამარჯობა საშა. _ მივესალმე იქვე მდგარს და გავუღიმე.

-გამარჯობა. რამე ხომ არ მოგიფიქრებია?_ შემახსენა ჩვენი დიალოგი.

-ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ ვცდი._ გავუცინე და მაღაზიიდან გავედით.

-ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვია. _მომახარა გიგამ.

-შენც იცნობ? _ვკითხე გაკვირვებულმა.

-საშას კარის მეზობლები არიან!

ანუ რა გამოდის მე და გიგას ძმაკაცი ერთ კორპუსში ვიქნებით? რამჯენერ მომიწევს მისი ნახვა დღეში კაცმა არ იცის... თუმცა მე სულაც არ ვარ ამის წინაარმდეგი, ყოველ დღე ასეთი მიმზიდველი მამაკაცი გხვდებოდეს დიდი ბედნიერებაა. ახალი ამბით გახარებულმა ავირბინე კიბეები და სახლში შევარდი. კოკა-კოლა დიდ ჭიქაში ჩამოვისხი და სკამზე შემოვჯექი. როგორც საშამ მითხრა, მისამართს და ტელეფონის ნომერს დღეს საღამოს მომწერს, ან ის ან გიგა.
პირველ რიგში დედაჩემს უნდა დავურეკო და ელემენტარული რაღაცები მაინც ვისწავლო ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ნინა რომ ცხოვრობდა ჩემთან, რაღაც რაღაცებში გავერკვიე. მაგრამ ის ისეთი წყნარი აღზარდა დეიდაჩემმა ზოგჯერ თავი მარტო მეგონა.
დედაჩემთან რამოდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ და სოციალურ ქსელში ბავშვების აღზრდის მთავარ მეთოდებსაც გავეცანი. ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე რაც აქამდე არ ვიცოდი.

თავიდან ჩემს მშობლებს კი გაუკვირდათ შენ და ბავშვიო, მაგრამ მერე როცა მიხვდნენ რომ არ ვხუმრობ და სამსახურს მართლა ვიწყებ გადაირივნენ. მამაჩემმა ახლავე ჩამოვალ და მე გიშოვი რამეს,რა ბავშვი უნდა აღზარდოო. დედაჩემი ქოთქოთს მოჰყვა, დამეღუპა შვილი, ნერვებს შეუჭამს ის გაწრიპულიო. ტრადიციული, ტირილი გაიმართა ჩემს სახლში! ჩემი ძმა იქით იჭაჭებოდა სიცილით მე აქეთ მქონდა ნერვები დაწყვეტას.

საღამოს ლილიკოსთან ერთად ვივახშმეთ და ჩემს ბედოვლათს ბათუმის ამბები გამოვკითხეთ. რამოდენიმეჯერ ისევ ვეხუმრე ლილიკოს და ბაჩის, ჩემს სანიძლეოზე. ისე გადასდიოდა ფერები სირცხვილით ლიკოს მტრისას.
გვიან ღამით მომწერა შეტყობინება გიგამ, მისამართით და ტელეფონის ნომრით, თან ისიც დაამატა ცხრა საათზე საშა გამოგივლის და დაბლა დახვიო. კი გამიკვირდა საშას გაყოლა რა ჯანდაბად მინდამეთქი, მაგრამ რომ დავფიქრდი ეგრეა საჭირო. ბოლოს და ბოლოს საშამ მიშოვა სამსახური.
მთელი ღამე არ მეძინა, ან ვინ დაგაძინა ლილიკო აივანზე იჯდა და გიგას ელაპარაკებოდა. ჩემი ძმა კიდევ კედლებს ისეთი სიმძლავრით ეხეთქებოდა ძილში, გამორიცხული არ არის ბათუმის პირველი ღამე ესიზმრებოდეს.
ისე ამტკივდა ბოლოს თავი ძლივს წამოვდექი ფეხზე და სამზარეულომდე მივფოფხდი. პირველადი დახმარების ყუთი გადმოვიღე და გამაყუჩებელი ამოვაძვრინე. საერთოდ წამალს სულ ვრიდები, დედაჩემმა მასწავლა, ერთს რომ კურნავს მეორეს ვნებსო და დამაშინა. თვითონ ექიმი ქალია, გინეკოლოგი და ერკვევა.

ჩემს ოთახში შესვლაზე აღარც მიფიქრია, უკანა აივანზე გავედი და მამაჩემის «მდიდრულ» სავარძელში მოვკალათდი. იმხელა სავარძელია ღამე ფეხსაც გაშლის კაცი და ხელსაც. მთავარია რა სიტუაციაში იქნები. პლედი მივიფარე და აქა-იქ მიმოფანტულ ვარსკვლავებს გავხედე.
საათისთვის არ შემიხედავს, მაგრამ გვარიანად გვიანი რომ იყო მივხვდი. ბაჩი ბანცალით გამოვიდა სამზარეულოში და მაცივრიდან ჩემი კუთვნილი კოკა-კოლა გამოიღო.

-სიზმრების მეფევ! იქნებ გაგვიმხილოთ რა გესიზმრა ასეთი, მთელი ღამე ტანი რომ ვერ გააჩერე?_ ვკითხე სიცილით და მოაჯირიდან ფეხები ჩამოვიღე. მოულოდნელობისგან შეხტა და ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა.

-შენ ხომ არ უბერავ ტო. გამისკდა გული. _ მისაყვედურა ძმამ. _ საშენო არაფერი, რომ გაიზრდები შენც ისწავლი!_ თვალი ჩამიკრა და ჩემი ბოთლიანად ოთახისკენ გასწია.

-ძმა, ეგ ჩემია და ძალიან გთხოვ უკან დააბრუნო!

-ხვალ დილით ორ ასეთს ამოგიტან. _ მომთაფლა უცებ.

-ორლიტრიანებს!


^^^
ცხრა საათისთვის უკვე მზად ვიყავი. აივნიდან თეთრი აუდი დავზვერე და კიბეები სულ რიკინრიკინით ჩავიარე. სადარბაზოდან სანამ გავიდოდი, წელში გავიმართე და ტანსაცმელი კიდევ ერთხელ შევისწორე. ნელი ნაბიჯებით გავედი გარეთ... საშა მანქანაში იჯდა და თითებს საჭეზე ათამაშებდა. ნაზად გამოვაღე მანქანის კარები და შიგნით მოვკალათდი.

-დილამშვიდობისა და დიდი მადლობა!_ მივაყარე უცებ.

მუდომ მარტო გამიღიმა და მანქანა დაქოქა. იცოცხლე, გამოგვყვა რვა წყვილი თვალი, ინტერესით.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. როგორი დამპალი ბიჭია, ცოტა მაინც დამამშვიდოს ვერ ხედავს როგორი აღელვებული ვარ. ან ის მითხრას როგორი ოჯახია, ან ბავშვი როგორია. რა ქვია, გოგოა თუ ბიჭი.

-ბავშვს რა ქვია?_ ისევ მე დავსვი კითხვა.

-ლაზარე!_ გამცა მოხლე პასუხი.

სახელიც ვიცით და სქესიც, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მანქანა რვასართულიან კორპუსთან გააჩერა და გადავიდა. მეზობლების ინტერესით დაქაჩული თვალები არც აქ გამოპარვია ჩემს კრიალა თვალებს. აბა დედა ბავშვობაში თევზს ტყუილად კი არ მაჭმევდა. სადარბაზოსკენ გამიძღვა, მანამდე უბნის გოგო ბიჭები მოიკითხა. პირველ სართულზე გაჩერდა და ნაცრისფერი კარებისკენ წავიდა. რამოდენიმეჯერ რიტმულად დააზარუნა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. კარები ახალგაზრდა ლამაზმა ქალმა გაგვიღო. საშას დანახვა ისე გაუხარდა, ცოტაც და იკივლებდა. ისე ჩაიკრა კაცი გულში, კარგა ხნის საყვარლები გეგონებოდათ... ან რა ვიცი იქნებ არიან! საშამაც თბილად მოიკითხა ქალი და ზურგზე ხელი დაუსვა. უხერხულად რომ ვიგრძენი თავი, ოდნავ ჩავახველე და გავიღიმე.

-ეს რა ანგელოზივით გოგო მოგიყვანია!

აბა, ფრთები მაკლია და გავფრინდები.

-გამარჯობა. _ წაწვრილებული ხმით ამოვილუღლუღე მე.

-შემოდით რა გარეთ დამდარხართ. _ ბატონმა საშამ ისე შეაბოტა გეგონება თავისი სახლია და სტუმრად სულაც არ არისო.

-შენმა ბიძაშვილმა დარეკა წეღან და გიკითხა, ტელეფონი რატომ აქვს გამორთულიო. _ გადაულაპარაკა დივანზე მჯდარ საშას და მუხლზე ხელი დაადო.

-როდის ჩამოდის?_ იკითხა ინტერესით.

-რას გაიგებ მაგისას. _ აბუზღუნდა ქალი. _ რა კარგია ასე ადრე რომ მოხვედით. გიგა და საშა იმდენს მელაპარაკებოდნენ შენზე. საერთოდ ძიძის აყვანის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ახლა საშინლად გადამღლელი პერიოდი მაქვს. თან თუ საიმედო ხელში იქნება ჩემი შვილი აღარ ვინერვიულებ.

-გამოგტყდებით და ჩემთვისაც პირველი ბავშვია, მაგრამ მათთან ურთიერთობის გამოცდილება ასე თუ ისე მაქვს. დეიდაშვილი მყავს თითქმის ლაზარეს ტოლი. _ დაბნეულმა ჩავილაპარაკე და საშას გავხედე.

-ლაზო დედიკო სად ხარ, მოდი ვინ გაგაცნო. _ ომახიანად გასძახა შვილს და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.

-საშა ძია.

იმხელაზე იღრიალა ლაწირაკმა გული გადამიქანდა. თვალებ დაქაჩულმა გავხედე ბავშვს. კი აქვს გემრიელი ლოყები და ლოგნები, დააწიწკნიდა კაცი. საშამ ბავშვი კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო.
«ძიაო» რომ გავიგონე წეღანდელი ჩემი ფიქრების შემრცხვა. თან როგორც მათი დიალოგიდან დავასკვენი, ნათესავები არიან და მე რეები აღარ ვიფიქრე. რა კარგად დაიწყო პირველი სამუშაო დღე.

-დე, გამოიხედე აქეთ. ეს არის შენი ძიძა.

უიმე, რანაირად გააცნო ბავშვ ჩემი თავი. რაიმე უკეთესი მეთოდი რომ მოეფიქრებინა არა? ისეთი თვალებით გადმომხედა, ბიჭმა მივხვდი დიდხანს აქ გაჩერება არ მიწერია. ხელები გადიაჯვარედინა და ღრენით მომესალმა. «უი რა კარგი ბიჭი ხარ შენ.» გავიფიქრე და ტუჩები აფერისტულად გავხსენი. იგრძნო ბავშვმაც დიდად რომ არ მეხატება უკვე გულზე და თავი მუქარით დამიქნია, მერე ისევ ბიძამის თუ ძიას მიუტრიალდა და ბაასი განაგრძო.

-ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვია. ოთხი წლის კია, მაგრამ რვა წლისას უფრო გავს ქცევებით. _ ამოილაპარაკა ქალმა და შვილს ლოყნებზე თითები გადაუსვა.

-არაუშავს, მე და ლაზარე ერთმანეთს აუცილებლად გავუგებთ. _ ჩავიქირქილე მე და ბავშვს თვალი ჩავუკარი.

-წავედი მე და რამე თუ დაგჭირდეთ დამიკავშირდით. _ ყველას ერთად გადმოგვხედა და გასასვლელისკენ წავიდა. ქალიც თან მიყვა. ბავშვი დივანზე არხეინად გაწვა და ფეხების თითები აათამაშა.

-ჩემი ძიძა ხარ შენ?! _ უყურე შენ რამსიგრძე ენა აქვს ამ გაწრუპულს.

-შენ კიდევ ჩემი აღსაზრდელი. _ არც მე დავაკელი ირონია და ოდნავ წამოვჯექი სავარძელში.

რაღაცის თქმას აპირებდა ლაწირაკი დედამისმა რომ შემოუსწრო.

-ჩემი სახელის თქმაც ვერ მოვასწარი, მე ლენა მქვია. _ თბილად გამიღიმა ქალმა და შვილი ფეხზე წამოაგდო. _წადი შენს ოთახში ითამაშე.

ლენამ ყველაფერი ამიხსნა და საქმის ვითარება უკეთ გამაცნო. თავის ოჯახზეც მომიყვა რამოდენიმე უმნიშვნელო ისტორია, ყოველი შემთხვევისთვის. ისიც მითხრა, მეხუთე ძიძა ხარ ამ თვეშიო.
ცოტა არ იყოს შემეშინდა, რა გაუკეთა ამ ლაწირაკმა ოთხ ქალს ისეთი რომ სახლიდან გააქცია.
ეგღა მაკლია ამ გატუტუცებულის ნებაზე ვიარო. ქალმა დიდი ნდობა გამომიცხადა, მარტო იმიტომ რომ საშას მოყვანილი ვარ. იმ დღესვე შევუდექი საქმეს. ბავშვის ოთახი კარგად შევისწავლე და შიგნითაც შევსახლდი.

-ნია, მე სამსახურში უნდა გავიქცე და ცოტახანი ბავშვთან დარჩი... მალე მოვალ, თუ რამე ამ ნომერზე დამირეკე.

მომაძახა ლენამ და სახლიდან გაიქცა. ფეხების ბაკუნით გავიარე ვიწრო დერეფანი და ნახატებით გაფორმებულ კარებს მივადექი. ზრდილობის გულისთვის დავაკაკუნე და თავი ოდნავ შევყე. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი რა შეიძლება მომხევდროდა თავში. ოდნავ შესიებულ შუბლზე ხელი მივიდე და საწოლზე მოხითხითე ბავშვს ძარღვებდაბერილმა გადავხედე.

ნერვები ძლივს მოვთოკე და ბავშვისკენ წავედი. თავიდან ცოტა დაფრთხა, ვაიდა ახლა გამიგდოს მერე სად მივდივარო. საწოლზე მეგობრულად ჩამოვჯექი და ღიმილით გადავხედე. მართალს ამბობენ, ბავშვს ვერაფერს ვერ გამოაპარებ, ვერც მოატყუებ. იგრძნო კარგი საქმისთვის რომ არ ვიყავი მისული და წარბები კუშტად შეკრა. ხელები გადაიჯვარედინა და ცალთვალმოჭუტულმა გამომხედა.

-ლაზო, მე და შენ დიდიხნით მოგვიწევს ერთმანეთის ატანა. მე შენი ძიძა ვარ, შენი ჩემი აღსაზრდელი. თითქმის ყველგან ერთად მოგვიწევს სიარული და ამისთვის ურთიერთშეთანხმება აუცილებელია. სიმართლე გითხრა დიდად არც მე მეხატება ბავშვები გულზე, მაგრამ მომიწევს ცოტახნით შენც აგიტანო, ისევე როგორც შენ ჩემი ატანა. ორივესთვის კარგი იქნება, თუ ვიმეგობრებთ და ვეცდებით რაღაცები ერთად გავაფუჭოდ და არა ცალ-ცალკე...

-მე შეთანხმებებს მარტო ჩემს მეგობრებთან ვდებ! შენ კიდევ ჩემი მეგობარი არ ხარ! არ მიყვარს ძიძები!_ განმიცხადა თამამად და შუბლი გახსნა.

-მოდი სიმართლეს გაგიმხელ და გეტყვი რომ მე ძიძა არ ვარ. უბრალოდ ახლა ძალიან მჭირდება სამსახური და იძულებული გავხდი შენ აღგზარდო!

-მაინც არ მევასები!_ რამსიგრძე ენა აქვს ამ მაიმუნს.

-კარგი! მოდი შევთანხმდეთ რომ ერთმანეთს არაფერს ვავნებთ და მშვიდობიანად ვიცხოვრებთ!

-საშა ძიასი ვინ ხარ შენ?_ მკითხა წარბწეულმა.

-მე და შენი ძია ნაცნობები ვართ.


ორი საათი ბავშვს ხმა არ ამოუღია. მეც უაზროდ დავდიოდი წინ და უკან და სახლს ვათვალიერებდი. აივანი პირდაპირ ეზოს გადაჰყურებდა, ეს მაწყობს. არც აქ ვიქნები უაივნოდ და უინფორმაციოდ. კარების ხმაზე სახლში შევტრიალდი და ლენას ღიმილით მივესალმე. დაძაბულობა იმ წამსვე მოეხსნა, ალბათ ეგონა სახლში აღარ დავხვდებოდი. ამან ხომ არ იცის მე რა მწარე გეგმები მაქვს, იმ ბავშვის ჭკუაზე მოსაყვანად. არა ბიჭო მაგას ვახუნტრუცებ როგორც უნდა, მანამდე არ გავადგამ აქედან ფეხს, სანამ ზრდილობას არ ისწავლის! ლენასთან ერთად ჩაი მივირთვი და მერე ლაზარეს შევაკითხე. ბავშვს მშივდად ეძინა, პლედი მივაფარე და უკან გამოვტრიალდი. ლენა კომპიუტერთან იჯდა და რაღაცეებს წერდა, მე ტელევიზორს ვუყურებდი და თან გადამრთველს მუხლზე ვათამაშებდი. ცოტახანში ლენა საქმესაც მორჩა და წადიო მითხრა. ისე გამიხარდა სულ ფრენა ფრენით დავემშვიდობე. ხვალაც იგივე დროს დამიბარა და კარები მიხურა. კიბეებზე ჩასვლას ვაპირებდი მოპირდაპირე კარებიდან მაღალწელიანი ქალბატონი რომ გამოკუნკულდა, უკან საშა გამოყვა. მამაკაცმა ერთი შემომხედა და ქალთან ერთად კიბეები ჩაიარა, თან ხელი წელზე ქონდა მოხვეული. ისიც ისე აქანავებდა საჯდომს, გეგონება მარტო მე მაქვსო. სიცილით ჩავიარე კიბეები და თვალებით გაჩერება მოვძებნე. გვარიანად მოშორებით იყო კორპუსიდან, რომელი ახლა მეც ქმარ-შვილი მელოდება სახლში, ნელა დავუყევი დაღმართს და გაჩერებისკენ წავედი. გზაში თეთრი აუდი წამომეწია და ჩამიქროლა.
აფსუს, რა დილა მქონდა დღეს.


^^^
არც მომდევლო დღეები ყოფილა რამით გამორჩეული. მე ვცდილობდი ლაზარეს გული მომეგო, ის ისევ ნერვებს მაგლიჯავდა. საღამოობით საშა და ქალი ისევ ტოვებდნენ სახლს. თავიდან ვიფიქრე იქენბ, ცოლია და მე არ ვიციმეთქი, აბა ასე თავისუფლად როგორ მოძროაბენ. მერე ლენამ მითხრა, ერთი წელია ურთიერთობა აქვთ და აქ ცხოვრობსო.
იმ საღამოს ლაზარე მყავდა გარეთ გაყვანილი, მოპირდაპირე ეზოში პარკში თამაშობდა. მე ძაღლივით დავრბოდი აქეთ-იქით რამე არ იტკინოს, ან ვინმეს არ ატკინოსმეთქი. ეზოში სულ სხვანაირი ბავშვია, ძალიან ლაღი და ხალისიანი. ამხანაგებიც ყოლია თურმე, ეს სახლშია ვირი და მოურჯულებელი.
ერთი საათი გავჩერდით ეზეში და მერე სახლში წავიყვანე საჭმელად. გზაში საშა და თავისი თანამაცხოვრები შეგვხვდნენ. თბილად მოიკითხა ქალმა ბავშვი, საშამ რაღაცები მკითხა როგორ იქცევაო. სწრაფად დავემშვიდობეთ წყვილს და სახლისკენ გამოვწიეთ.

-შოკოლადი გინდა?_ ვკითხე ბავშვს და მაღაზიასთან გავჩერდი.

-დედას რომ ფული არ გამოუტანებია. _ ამოიჩურჩულა ბავშვური გულუბრყვილობით.

-მერე რა? მე ხომ მაქვს და ვიყიდოთ._ გავუცინე და ლოყაზე ვუჩქმიტე.

-სულ ტუილად ცდილობ ჩემი გულის მოგებას. _ ამოილაპარაკა ბავშვმა.

-ჩვენ მაინც ვიყიდოთ შოკოლადი!_ არ მივაქციე მის გამოხტომას ყურედღება და მაღაზიაში წავაპორწიალე.

ისე გემრიელად ჭამდა მომენტებში მეგონა რომ საყვარელი ბავშვი იყო, მაგრამ როგორც კი შემომხედავს წარმოდგენა მეცვლება. სანამ სახლამდე მივედით, პირი გავუსუფთავე და ისე შევიყვანე. დედამისი სამზარეულოში ფუსფუსებდა,სიცილით გაიქცა დედამისისკენ და «ბუჰუ»თი შეაშინა. საწყალმა ქალმა იმხელა ხმაზე იკივლა რვა სართული დაზანზარდა.

-მოხვედით უკვე?_ იკითხა ჩამწყდარი ხმით და ლაზარეს თმები ოდნავ მოწიწკნა.

-მეტკინა დე. _ ამოიკრუსუნა საცოდავად და განზე გადგა.

-ჭკუის სასწავლებელია!_ დაუღრინა დედამ და მე მომიტრიალდა. _ ხომ არ გაგაბრაზა?

-არა! ძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭია.

მოღუშულ ლაზარეს გადავხედე და თვალი ჩავუკარი, იმან იმის მაგივრად რომ თბილი მზერით შემოეხედა, ენა გამომიყო და ცხვირზე თითები დაიტრიალა. «არ აყვე ნია, ხომ ხედავ შენს ნერვებზე დარბის სპეციალურად!» ვამშვიდებდი საკუთარ თავს. ლაზარეს ვაჭამე და მისაღებში დავსვი სათამაშოთ. ამასობაში, ლენაც მორჩა სამზარეულოში ფუსფუსს და შემოგვიერთდა. ძალიან კარგი და გულღია ქალია, უბრალოდ ამ შვილის გადამკიდე აქვს ნერვები გაფუჭებული. ელემენტარული ბავშვი ფეხზეც რომ დგება «ნელას» ძახილით იკლებს სახლს. სტრესის ქვეშ ყავს ამ მაიმუნ ბიჭს დედა.
საღამოს საშამაც შემოგვაკითხა, მარტო იყო. ლაზარე ისე დაჭკვიანდა ძია რომ დაინახა უფრთო ანგელოზი გეგონებოდა. წარბაწეულმა გადავხედე ბავშვს და თითი დავუქნიე სიცილით.

-როგორ იქცევა ბავშვი?_ კითხა ლენას.

-როგორც მამამისის შვილს შეეფერება! _ თავზე წასცხო ლენამ და ლოყაზე აკოცა.

-ძია არ მინდა მე ძიძა!

მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეში ჩემი ალიპლიპებული ლოყები რომ დავინახე იმ ლაწირაკის გაწიწკვნა მომინდა. ისე განუცხადა საშას გეგონება რამეს ვუშავებდე. თავი უხერხულობისგან სად წამეღო არ ვიცოდი. ხალიჩას გავუშტერე მზერა და გავისუსე. ლენასაც არ ესიამოვნა აშკარად შვილის უტაქტობა და ოთახში შეაგდო. საშა დივანზე ჩამოჯდა და ჩაახველა, იძულებული გავხდი თავი ამეწია და მოსალოდნელ კითხვებზე პასუხი გამეცა.

-ხდება რამე?_ მკითხა კაცმა და დაეჭვებით დამაკვირდა.

-რა უნდა ხდებოდეს?_ მხრები ავიჩეჩე და ლენას გავხედე.

-არ იცოდე მაინც რა გრძელი ენის პატრონია შენი ბიძაშვილის შვილი. _ ჩემს საშველად დაილაპარაკა ლენამ.

-ხომ მაგრამ ის იძახის რომ ძიძა არ უნდა!_ ირონიულად გადმომხედა მე.

-ძიძა ლაზარეს აქამდეც არ უნდოდა, მაშინ რაღატომ მოგყავდი?_ ვკითხე გაგულისებულმა.

-ლენა ყავა გამიკეთე რა. _ უცებ მოიშორა ქალი, ისიც უსიტყვოდ გავიდა სამზარეულოში. _ მე რატომ მოგიყვანე ეგ ჩემი საქმეა! მაინტერესებს ლაზარე რატომ არის ასეთი აგრესიული შენს მიმართ. _ არ წყვეტდა უხერხული კითხვების დასმას.

-ბავშვი ყველა ძიძის მიმართ ასეა განწყობილი, სხვა შემთხვევაში ხუთი ძიძა არ გაგექცეოდათ. _ შევახსენე ლაზარეს ვაჟკაცობები.

-დღეს ვჩუმდები! კიდევ ერთხელ რომ დიაჩივლოს ლაზარემ, სამსახურიდან წასვლა მოგიწევს. _ისე მელაპარაკება გეგონემა მე დავეკიდე კალთაზე და სამსახური მიშოვეთქო ვთხოვე.

-ასეთ უაზრო თემებზე შეზღუდვას თუ დამიწესებთ თავად წავალ აქედან! ნუ მასწავლი როგორ ავღზარდო ბავშვი! შენ ეს საერთოდ არ გეხება, როცა სერიოზული მიზეზით დაიჩივლებს თქვენთან მერე მომთხოვეთ პასუხი!_ გაგულისებულმა მივაყარე და ფეხზე წამოვდექი._ ახლა დაგტოვებ, ბავშვს უნდა დავხედო. _მივაძახე აგდებით და მისაღებიდან გავედი.

ისე მომიშალა ნერვები მისმა არაადეკვატურმა საქციელმა რომ ცოტაც და ალბათ ვიფრენდი აქედან. გავიგონე როგორ გაიკეტა რკინის კარები და სახლიდან გავიდა.
ლაზარე ოთახში იჯდა და თავისი კუბიკებით თამაშობდა. მის წინ დავჯექი და მივაშტერდი. ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო და მობეზრდა იკადრა და ამომხედა.

-რატომ უთხარი საშას რომ ძიძა არ გინდა? _ თვალებ დაქაჩულმა ვკითხე და მისკენ გადავიხარე.

-იმიტომ რომ პატარა აღარ ვარ! დიდი ვარ უკვე!

სიცილი ძლივს შევიკავე მის პრეტენზიულ წამოძახილზე. ე.ი. ბავშვი მარტო იმიტომ ვერ იტანს ძიძებს რომ თავი პატარა გონია.

-მოიქეცი შენც დიდი კაცივით და აღარ გეყოლება ძიძა! ქალივით ბიძაშენთან ჩაშვება დიდი კაცების საქმე რომ არ არის არ იცი?_ ვკითხე ღიმილით და ცხვირზე თითი ავკარი. _ ზოგჯერ დიდ კაცებსაც ჭირდებათ გვერდით ვიღაც ვინც მოუვლის... თუ კარგად მოიქცევი და ყველაფერს დამიჯერებ, ძიძა კი არა შენი მეგობარი ვიქნები! ჰა რას იტყვი?_ ხელი გავუწოდე დათვალი ჩავუკარი.

-ჩემი ძიძა აღარ იქნები ანუ?_ მკითა მოჭუტულმა და ხელს დახედა.

-ვიქნები ოღონდ, მეგობარი ძიძა!

-მაშინ მოსულა!_ სიცილით დამკრა ხელი ხელზე და თვალი ჩამიკრა.

-ახლა გავიქეცი მე სახლში და ხვალ რომ მოვალ, პარკში წავიდეთ. _ თმები ავუბურდე და კარებისკენ წამოვედი. _ პირობა პირობაა იცოდე!_ შევახსენე მაინც და კარები გამოვიხურე.

სადარბაზოდან გამომავალს ისევ შემხვდა ქალი, ამჯერად პარკებით დატვირთული მიდიოდა სახლში. მიცნო და გამიღიმა, მეც გავუღიმე და მიმავალს თვალი გავაყოლე. სულაც არ არის ურიგო ქალი, მაგრამ საშას არ შეეფერება. ამ კაცს სულ სხვანაირი გოგო შეეფერება მაგალითად: ქერა სწორი თმით, ლამაზი პატარა ცხივრით, სქელი და მშვენიერი მოყვანილობის წარბები...ღია მწვანე თვალები... აი ისეთი მე რომ ვარ, დავხატავდით ერთმანეთს. ოცნებებში გართული გაჩერებასაც მივადექი და სკამზე ფეხიფეხ გადადებული ჩამოვჯექი. ჩემს გვერდით ახალგაზრდა წყვილი იჯდა, გოგო აშკარად რაღაცით იყო უკმაყოფილო და მისკენ წაწეულ ბიჭს ზედაც არ უყურებდა. მარცხნივ კი მოხუცი ქალი იჯდა და ქოთქოთებდა, რათქამუნდა დღევანდელ ახალგაზრდებზე, კერძოდ კი იმ წყვილზე გვერდით რომ მიზის. რას ერჩის ვერ ვხვდები, თავიანთ ჭიას ახარებენ. ჩემს ავტობუსსში ავედი და თავისუფალი სკამისკენ ლამის სირბილით წავედი არავინ დამასწროსმეთქი, მაგრამ რად გინდა, მოქოთქოთე ქალბატონი ამოვიდა და ლამის თავზე დამადგა. მოღუშული სახით ავდექი და ადგილი დავუთმე. არ დავუთმობდ და მეც იმ ორის ბედს გავიზიარებდი და ვინ იცის უფრო საძაგლურადაც.

მეორე დილით სულ ღიღინ ღიღინით მივედი, გამყრელიძეებთან. ჩემი და ლაზარეს შეთანხმება რომ მახსენდება ტანში ჟრუანტელი მივლის. საშას იმხელაზე უნდა დავაღებინო პირი, თავისი აუდი შეაყენოს და გამოაყენოს. კარებზე გაბმულად დავრეკე ზარი, სანამ ჩემმა უფროსმა კარი გამიღო, მანამდე გადასარევ სცენას შევესწარი. ჩვენი ქალბატონი, ჩემი რა საშასი, ორ ჩემხელა ჩანთას მოაგორებდა სახლიდან, ორივე კარებთან და იდგა და კიბეებისკენ წაარიკინა. წარბაწეულმა გავაყოლე ჯერ ქალს თვალი და მერე კარებში გამოკიდებულ საშას. მამაკაცს ისეთი სახე ქონდა, შემეშინდა. სწრაფად მივტრიალდი კარებისკენ და ხელში ლენა შემრჩა გაოცებული სახით.

-საშა ხომ მშვიდობა?_ კითხა შეშინებულმა და სახლში შემატარა. _ კიდევ წავიდა?_ სიცილით ჩაილაპარაკა და ქალას გახედა.

-დაიკიდე! _ ხელი აიქნია კაცმა და სახლში შეტრიალდა.

მე ამასობაში ქურთუკის გახდაც მოვასწარი და მათი საუბრის მოსმენაც. ლენას ღიმილით მივესალმე და ლაზარეს ოთახისკენ წავედი. ბავშვი ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდა და ტელევიოზრში ანიმაციებს უყურებდა. მისი საწოლისკენ წავედი და ზემოდან გავიშოტე.

-რას ვუყურებთ?_ ვკითხე ღიმილით და ჯამიდან ბატიბუტი ამოვაცალე. სანამ პირისკენ გავაქანებდი გიგა გამახსენდა რატომღაც და გამეცინა.

-მაუგლის. _ განმიცხადა მეგობარმა.

-ეე! აბა დიდი ბიჭი ვარო?_ ხელი ავიქნიე და გადამრთველს გადავწვდი. _ რამე უფრო საინტერესო არ გაქვს?_ ვკითხე ინტერესით და დისკებისკენ წავედი._ სულ ანიმაციები!_ ამოვიჩურჩულე ხმადაბლა და ბავშვს გავხედე. _ კაცური კაცი. _ მისკენ გადავწექი და ხელები ნიკაპზე ამოვიდე. _ გინდა მაგარ ფილმს გაყურებინო?

-რაზეა?_ ინტერესით წამოიწია ჩემსკენ და ჯამი გვერდძე გადადო.

-ბოევიკია, ვიცი ბიჭებს გიყვართ.

-ხო მაგრამ დედამ ამიკრძალა ყურება. _ ამოიფრუტუნა შეწუხებულმა.

-მაშინ იცი ჩვენ როგორ მოვიქცეთ? დედა როცა სახლში არ იქნება მაშინ ვუყუროთ ხოლმე._ საიდუმლო დავალება გავუმხილე ჩურჩულით.

-შენ რა მაგარი ძიძა ხარ. _ წამოიძახა აღტაცებულმა.

-ძიძა არა! მეგობარი! _ შევუსწორე და თვალი ჩავუკარი. _ ადექი ახლა და წავიდეთ პარკში, როდემდე უნდა იგორაო?

ჩემმა უფროსმა ბავშვისთვის განკუთვნილი თანხმა მომცა და მთხოვა ძალიან არ გამეთამამებინა, თორემ სხვა დროსაც ხშირად მოიშხოვსო.ბავშვი კარგად შევფუთე და ლენას დავემშვიდობეთ. კარებში საშა შეგვეჩეხა, ლაზარე ხელში აიტაცა და ცხვირზე წაეთამაშა.

-საით?_ მომიბრუნდა მე.

-პარკში მივდვიართ. _ გავეცი პასუხი და თვალი მისი კარებისკენ გავაპარე, მაინტერესებდა დაბრუნდა თუ არა ის გოგო.

-წამოდი რა შენც. _ შეევედრა ბავშვი და ყელი გამოიწელა.

-წამოვალ. _ ხელი ხელზე მიკრა ლაზარეს და მე გამომხედა. _ მანქანასთან დამელოდეთ და მოვალ. _ ბავშვი ძირს ჩამოსვა და სახლში შეტრიალდა.

ძალიან კარგი წამოვა და უკეთ გავიცნობ. იქნებ მერე მაინც შეეცვალოს წარმოდგენა ჩემზე და ჩემს შესაძლებლობებზე. მანქანასთან შორიახლოს დავდექით და სადარბაზოსკენ მივტრიალდით. საშამაც არ დააყოვნა და გარეთ გამოვიდა, ბიჭებს ხელის აწევით მიესალმა და ჩვენსკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა. ცალ ხელში, ბავშვისთვის განკუთვნილი სავარძელი ეჭირა. ლაზარე უკან სავარძელში დასვა მე კიდევ წინა კარები გამიღო და თვალით მანიშნა ჩაჯექიო. გაიღიმებული სახით ჩავჯექი და ჩანთა მუხლებზე დავიდე.

-რომელ პარკში მივდივართ?

-ბომბორზე მინდა მე!_ განაცხადა ბავშვმა.

-წავიდეთ ბომბორაზე. _ მანქანა დაქოქა და ნელი სვლით გაიყვანა ეზოდან.

-ძია, ნუკი რატომ არ წამოვიდა?_ იკითხა ბავშვმა და საშას გადახედა.

ორივე ყური საშას მხარეს გადმოვიტანე და გავიტრუნე. მამაკაცმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ბავშვისკენ მიატრიალა თავი.

-ნუკი შვებულებაში გავიდა!_ ჩაილაპარაკა ცინიზმით და მე გადმომხედა.

-ნია, შვებულება რა არის?_ ცოტახანში მომიტრიალდა ლაზარე.

-სამსახურიდან დასასვენებლად რომ მიდიან ხოლმე ის..._ ავუხსენი ბავშვს თავის ენაზე და საშას მივაშტერდი.

მთელი გზა ვცდილობდი თვალები მისკენ არ გამქცეოდა. საშა მართლაც რომ ძალიან სიმპათიური მამაკაცია, მე რომ შემეფერება ისეთი. თან მარტო ფიზიკურობაც ხომ არ არის? იქნებ ხასიათებითაც ვეწყობით, არაფერია გამორიცხული. ჩემი რა მიდის, მოვინადირებ მამაკაცის გულს, თუ გამოგვივა ხომ კარგი და თუ არ გამოგვივა არც მაგით დაიქცევა ქვეყანა.
პარკში ძალიან კარგი დრო ვატარეთ, ლაზარე ატრაქციონებით იყო გართული, საშა ლაზარეს ყურებით და მე საშას ყურებით. ისე იმოქმედა მასთან ერთად თითქმის მთელი დღის გატარებამ, რომ მგონი მომწონს. არა რომ მომწონს ეგ ფაქტია, აბა ისე რატომ მივაშტერდებოდი, მაგრამ ახლა რომ მომეწონა ეგ მიკვირს. აქამდე სად მქონდა თვალები, თუმცა აქამდე არც ეცალა, დაკავებული კაცი იყო. ახლა თავისუფალია და ვისაც უნდა იმას შეხედავს, იმედია ის გრძელფეხებიანი მეტად აღარ გამოეჩხირება მის ცხოვრებაში და გეგმებს არ ჩამიშლის.
სახლამდე მიგაცილა და თვითონ სადღაც წავიდა, ეჭვიანი ქალივით გავაყოლე მის მანქანას თვალი შემოსვლისას, სად ჯანდაბაში წავიდა ნეტავ. ახლა რომ იმ ქალთან წავიდეს და შერიგება თხოვოს, მე რა ვქნა? ან ჩემმა სამომავლო გეგმებმა. ბავშვი ისეთი აღტაცებული იყო მთელი დღით, ადგილზე ხტუნაობდა. ლენას დილით მოცემული ფული ჩავაბარე, საშამ არაფერი გადამახდევინამეთქი. ბავშვს პატივი ბოლომდე სცა. ნანატრი, ჩიქენ ბურგერებიც ვაჭამეთ და ნაყინიც. სახლში ბოლომდე კმაყოფილი დავაბრუნეთ. მეც და ისიც.

^^^


ერთი კვირის განმავლობაში ლაზარეს ძალიან დავუახლოვდი. თითქმის ყველაფერს მიყვებნოდა და მიზიარებდა. გულის სიღრმეში სულც არ არის ცივი ბავშვი, პირიქით ისეთი თბილი და სიყვარულით სავსე ქცევები აქვს ზოგჯერ მიკვირს როგორ გამომიქანა ის წიგნი თავში. საღამოობით საწოლზე წამოვწვებოდით და ჩუმად ვუყურებდით ბოევიკურ ფილმებს. წამოძახილ ხმებსაც არ ვიმჩნევდით, ლენა რომ შემოგვივარდებოდა ხოლმე ოთახში უცებ დავაპაუზებდით და ეკრანს ვაბნელებდით. ასე გრძელდებოდა მთელი ერთი კვირა. ბავშვი ძალიან დამიახლოვდა, აღარ ცდილობდა ჩემთვის ზიანის მოყენებას, თითქმის ყველაგან დამყავდა. ლილიკოსაც გავაცანი, თავიდანვე დიდი სიმპათიით განიმსჭვალა პატარა კაცი ჩემი დაქალის მიმართ. უკანა გზა სულ მასზე მელაპარაკებოდა და მეკითხებოდა. იმდენი რამ მომაყოლა ლიკოზე ენა დამეღალა.
სახლთან რომ მივედით საშას მანქანა იდგა, გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ბოლოს პარკიდან რომ მოგივყვანა მაშინ ვნახეთ, ლაზარემ სიცილით დამიქნია საჩვენებელი თითი და მუცელზე შემიღიტინა.

-ჩემი ძია მოგწონს ხო?_ შევედით თუ არა ოთახში მაშინვე მკითხა და საწოლზე ახტა.

-საიდან მოიტანე?_ დაბნეულმა ავაფახუნე თვალები.

-კი კი როგორ არა! მოგწონს!_ არ აჩუმებდა ენას ის.

-მოდი ახლა შევთანხმდეთ, რომ შენ ხმას არავისთან ამოიღებ.

-დაგეხმარები. _ წამოიძახა უცებ და ძირს ჩამოხტა.

-რაში დამეხმარები?_ ვკითხე სიცილით და მის წინ ჩავიმუხლე.

-საშა დავკეროთ! _ გამომიცხადა სერიოზული ტონით და დაოინჯი შემოიდო.


მთელი საღამო ვარწმუნებდი რომ საშას მიმართ არაფერს არ ვგრძნობ, ის კიდე ჯიუტად იდგა თავის აზრზე და ხმას არ მაღებინებდა. გეგმაც კი დასახა სახელად «როგორ მოვიპაროთ საშას გული.» სიცილი ძლივს შევიკავე თაბახის ფურცელზე პატარ პატარა ნახატებს რომ მოვკარი თვალი. ის სრულიად სერიოზული გამომეტყველებით მიხსნიდა თითოეულ დეტალს და საქმის ვითარებაში მარკვევდა. იცის კი გამიმხილა როგორი გოგონები მოსწონს ბიძამის, რომ ვკითხე შენ საიდან იციმეთქი ასეთი პასუხი გამცა.

-მე არ მომწონს ეგეთი გოგოები, მე კიდევ ძიას ვგავარ!

-ხო, სერიოზული განცხადებაა!_ წამოივძახე სიცილით და ბავშვი საწოლზე დავაგდე. _ იცი ახლა მე შენ რას გიზამ?_ ვკითხე თვალების პაჭუნით და ლოყები გავუწელე.

-რას მიზამ?_ შეტევაზე გადმოვიდა თვითონაც და ზევიდან დამახტა.

-ნელა ლაზო, მეტკინა მუცელი._ ამოვიკვნესე საცოდავად.

-ბოდიში არ მინდოდა. _ უცებ გადახტა გვერდით მობუზული სახით.

-მოდი აქ შე ყაჩაღო. _ სიცილით მოვხვიე ხელები წელზე და მუცელზე დავისვი.


ჩვენ ჩვენი პოზიციები დავიკავეთ და თამაში დავიწყეთ. ლაზარეს თხოვნით რომელიღაცა თამაშის გმირი უნდა განმესახიერებინა და მასთან საჩხუბრად მივსულიყავი. შუაგულ საწოლში გაჩაღებული ომი, ბოხმა და ოდნავ შერბილებულმა ბარიტონმა დაგვირღვია.

-ოო, აი ეს მესმის.

მოუწესრიგებელ ოთახს თვალი მოავლო და მზერა პირდაპირ ჩემს მოშიშველბულ ფეხებს დაასო. დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და დაბნეულმა გავუსწორე მზერა. ლაზარე საწოლზე იწვა და სიცილისგან იჭაჭებოდა. ხელები უკან წავიღე და მათი გაუგებარი მოძრაობით ბავშვს დავემუქრე.

-კაცმა რომ გკითხოს დიდი ხარ!_ ირონიულად ჩაილაპარაკა და საწოლისკენ წავიდა.

-ვარ კიდევაც!_ განვუცხადე მტკიცეთ.

-აბა რა აბა რა. ფაქტი სახეზეა!_ ცინიკურად საუბარს არ წყვეტდა ის.

-მე გავალ. _ ამოვილაპარაკე დაბენულმა და კარებისკენ წავედი.

-ჩემი მოსვლა გეწყინა?_ კითხვა დამაწია კარებში საშამ. _ მოდი მოდი, ნუ გერიდება დაჯექი ცოტა ვისაუბროთ. _ საწოლზე ხელი დაატყაპუნა და მომაჯადოვებელი მზერით გადმომხედა. სადღა წამსვლელი ვიყავი, საწოლამდე სულ ფრენა ფრენით მივედი და გვერდი დავუმშვენე ჩემი ოცნების კაცს. ლაზარემ თვალი ჩამიკრა და გეგმა უკან მოისროლა.

-იცი დღეს მე და ნიამ თავისი შეყვარებული ვნახეთ. _ განუცხადა ბავშვმა, მე პირი დამრჩა ღია. წარბაწეულმა დავუბრიალე თვალები და მუშტი ვუჩვენე. საშამ ჩვეულებრივი სახით გადმომხედა და თავი ოდნავ გადაწია გვერდით.

-მაგას რა ჯობია._ ჩაილაპარაკა საშამ და ისევ ბავშვს გადახედა.

-მე არ მომეწონა ის ბიჭი... _ ჩემი თვალების ბრიალს და ხელების ქნევას არაფრად აგდებდა ლაწირაკი.

-რატომ ვითომ?_ იკითხა ღიმილით და ბავშვს ხელი გადახვია.

-რავიცი აბა. _ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა მხრები აიჩეჩა და გაიყურსა. _ გავედი მე დედიკო მეძახის. _ სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახიდან ქარბორბალასავით გავარდა.

-ე.ი. ბავშვთან ერთად შეყვარებულთანაც დადიხარ. _ მომიბრუნდა მე საკმაოდ მკაცრი ხმით.

-დღეს ქალაქში შეგვხვდა, შემთხვევით. _ სახეზე სულელური ღიმილი მქონდა აკრული.

-მომავალში იმედია, შენს პირად ცხოვრებას და სამსახურეობრივ მოვალეობებს ერთმანეთში არ აურევ!_ მკვახედ მომახალა და ფეხზე წამოდგა.

«მე არც მიფიქრია შენ მაიძულე!» ჩავიჩურჩულე როგორც კი ოთახიდან გავიდა და ფეხზე წამოვდექი იქაურობის მოსაწესრიგებლად. სადღაც ათ წუთში ლაზარე ჩუპაჩუფსით ხელში შემოვიდა და გამიღიმა.

-როგორი იყო?_ მკითხა ინტერესით და თავის სავარძელში გადაწვა.

-მე ხომ გთხოვე რომ ეგ არ გააკეთომეთქი?_ ვკითხე ნაწყენმა.

-ხო მაგრამ გაჭრა და. _ ამოიფრუტუნა ბავშვურად.

-არაფერიც, საშამ მისაყვედურა. _ ხელები გადავიჯვარედინე და საწოლზე ჩამოვჯექი.

-ეე, აზრზე არ ხარ რა! მერე ეგ იმას ნიშნავს რომ გაჭრა. _ სიცილით ჩაილაპარაკა და ჯიბიდან ჩუპაჩუფსი ამოიღო. _ ეს შენ. _ თბილი ხმით დაილაპარაკა და გამომიწოდა.

-ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მეორედ ჩემს დაუკითხავად ეგრე აღარ მოიქცე შევთანხმდით?

-შევთანხმდით... _ ხელი აწია და გაიცინა.

ცხრა საათისთვის ლენა სახლში დაბრუნდა და მეც წამოვედი. ყურსასმენები გემრიელად მოვირგე და ჩემი ფლეილისთი ჩავრთე. ბოლო საფეხურზე მქონდა ფეხი უეცრად ვიღაცამ ხელი რომ მკრა და კედელს მიმაჯახა. ტკივილისგან სახე დავჭმუხნე და ამოვკნავლე. შიშისგან მთელი სხეული ამიცახცახდა, არც ყურებში აღარ ისმოდა ჩემი საყვარელი მომღერლის ხმა. თვალებდაჭყეტილი ვცდილობდი თავდამსხმელის ამოცნობდას. ხელები ისე მაგრად ქონდა გაკავებული შეტოკებაც კი არ შემეძლო. კივილი რომ დავაპირე ცალი ხელი პირზე ამაფარა და მომაკეტინა.

-ე.ი. შეყვარებული არა?!_ სიჩუმეში საშას მრისხანე ხმა გაისმა.

არც ახლა გამიჭირდებოდა გაოცებულს პირის დაღება, მაგრამ ისე მაგრად მიჭერდა ხელს, ტუჩები სად მქონდა ისიც არ მახსოვს. გაკვირვებულმა ერთადერთი რაც მოვახერხე თვალების უფრო დაჭყეტა იყო. ზმუილის მაგვარი ხმით ჩაილაპარაკე მისი სახელი და ვცადე პირიდან ხელი მომეშორებინა. მიხვდა ალბათ კივილს რომ აღარ ავტეხდი და ხელი მომაცილა, სხეული კი უფრო მჭიდროდ მიიკრა თავისაზე.
ნატკენი ტუჩები ნელა ავამოძრავე და ვცადე ტკივილი გაემყუჩებინა.

-გული გამიხეთქე!

ამოვიჩურჩულე დამშვიდებულმა. თუმცა მისი სხეულიდან გადმოსული ცხელი ჰაერი საშვალებას არ მაძლებდნენ წამით მაინც მეგრძნო უკმაყოფილება. ცოტაც და ალბათ ორივე ხელით ჩავაფრინდებოდი კაცს. ალბათ გაიგონა ჩემი ნატვრა და ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორე ხელით კი თავი დამიჭირა და ტუჩებზე დამაცხრა.

რა მწარე ხარ სიამოვნებავ! ამოიგმინნა გულმა და მთლიანად ჩაიკარგა მამაკაცის ძლიერ მკავებში. სად მქონდა თავის დაფასების და წინააღმდეგობის გაწევის თავი, ან სურვილი. მსგავს მომენტებში გამიგია, რომ მუცელში პეპლენი იწყენენ აფრენასო, აი მე კი სულ არ მახსოვდა სად მქონდა მუცელი. ძლივს გავინთავისუფლე მოჭერილი სხეულიდან ხელები და კისერზე მოვხვიე. უფრო ახლოს მოვიზიდე ჩემსკენ და მისი სახის შესწავლა დავიწყე. მამაკაცი აშკარად არ ფიქრობდა ნეტარების შეწყვეტაზე, არც მე მინდოდა სიმართლე რომ ვთქვა. იმედანად დადებითად იმოქმედა ჩემზე პირველმა კოცნამ, რომ სული მომეხუთა.
ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, როგორც კი მომცილდება საშა ისე ამეფარკლება ლოყები და ისე გავწყრები, საკუთარ თავს მეტი რომ არ შეიძლება. ახლა, ახლა საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე... ისეთი ვნებიანი და მომთხოვნია ჩემი მამაკაცი.
ოდნავ მოცილდა მისი განიერი სხეული ჩემსას და განზე გადგა. რეალობაში დაბრუნებულმა და იმის გაცნობიერების შესაძლებლობების მქონემ, რომ ამ მამაკაცმა სრულიად მოულოდნელად მაკოცა ქალური ინსტიქტები ამიმუშავა.

-როგორ ბედავ?_ გავკაპასდი მე.

-ახლა არ მითხრა, არ მესიამოვნაო?_ იკითხა ღიმილით და თავის ხელებში მომიმწყვდია.

-სიამოვნება ერთია და თავდასხმა მეორე!_ არ ვცხრებოდი მე და ვცდილობდი ხელებიდან დავსხლტომოდი. _ შენ შენი თავი ვინ გგონია? არა გამაგებინე ერთი როგორ ბედავ და....

დამადუმა. უკვე ჩემთვის საყვარელი ხერხით მომაკეტინა და უფრო ძლიერად ამაწება თავის ტუჩებს. ახლა წეღანდელი გაწეული წინააღმდეგობა არ მაძლევდა საშუალებას სიამოვნების მორევში კვლავ ჩავძირულიყავი. ხელის კვრით მოვიცილე მამაკაცი და სადარბაზოდან ლამის სირბილით გავედი. უცებ დამეწია ჩემი თავდამსხმელი და ხელის მარტივი მოძრაობით გულზე მიმიკრა.

-რა მაგარი ბავშვი ხარ! გაქექილი ბავშვი!_ ჩემს დაცინვას არ წყვეტდა ის.

-მომშორდი შე მანიაკო! დაძვრება ღამე სადარბაზოებში. _ უფრო და უფრო ვწიწმატდებოდი მე.

-ახლა ზედმეტები ნუ მოგივა!_ ამოიგრიალა ხმამ. ისე დაზანზარდა ჩემს გარშემო მიწა ხმის ამომღები აღარ ვარ. გავისუსე და მერე როგორ. საერთოდ აღარ მიფირია იმაზე რომ წინააღმდეგობა გავუწიო. _ შენთვის არ უსწავლებიათ შეყვარებულის ერთგულება?_ მკითხა ოდნავ ირონიულად და ოდნავ აგდებით.

-არ არის გიორგი ჩემი შეყვარებული... და საერთოდ ეგ შენ საერთოდ არ გეხება!_ მივახალე ნაწყენმა და გაბრაზებულმა.

-კარგი ხო ნუ იბუტები! ვიცი რომ არ არის!_ მომაძახა და ჩემსკენ წამოვიდა. _ ისიც ვიცი, ის ყაჩაღი ბავშვი რომ მაბოლებდა!_ სიცილით დამისვა თმაზე ხელი და ლოაყზე მაკოცა. _ წამოდი გაგიყვან.

-არ მინდა ჩემითაც მივაგნებ როგორმე. _ გავუბრაზდი ამდენი ტყუილი რომ მითხრა ერთ დღეში.

-გინდა რომ პირველივე დღეს ვიჩხუბოთ?_ წარბები შეკრა და მხარზე თითები მომიჭირა.

-მერე ნუკი?!_ ვკითხე არანაკლებ აგდებით.

-ნუკი ვაფშე რა შუაში იყო ახლა?_ მკითხა ღიმილით და ჩემსკენ გადმოიხარა.

-ერთად ხომ ხართ?_ ვკითხე დაბალ ნოტზე.

-ნუკიზე არ გვინდა რა! ორი კურდღლის მადევარს ვგავარ?_ მკითხა ღიმილით და თვალი ჩამიკრა.

-რავიცი იქნებ ხარ კიდევაც და მალავ. _ ვცადე გამებრაზებინა.

-მიდი მიდი ჩაჯექი მანქანაში ბევრს ნუ მალაპარაკებ. _ წელზე ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა.

მანქანაში გაოცებული ჩავჯექი. ჯერ იმასაც ვერ ვიჯერებ რომ მაკოცა და ახლა მის მანქანაში ვზივარ, კაცმა არ იცის რა სტატუსით. თუმცა მე უკმაყოფილო არ ვარ... მერე რა ეს ყველაფერი სადღაც ათ წუთში რომ მოხდა. საკმაოდ სასიამოვნო პროცედურები იყო! თან საშა ისეთი ხმით მელაპარაკებოდა შეუძლებელია ეჭვი შეიტანო მის სიტყვებში. თუმცა არაფერია გამორიცხული, «სიფრთხილეს თავი არ ტკივა.» მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს ჯიუტად არ ვარღვევდით. მე წარმოდგენაც კი არ მქონდა რაზე შეიძლება მესაუბრა. ჯერ კიდევ აგონიაშიო ვარ და ვერაფერს ვფიქორბ. ერთადერთი რაც თავში მიტრიალებს წეღანდელი მოულოდნელი კადრებია. მერ რომ საშამ თითქმის ყველაფერი იცის ჩემზე და გიორგიზე. ცოტა არ იყოს ეს ყველაფერი მაეჭვებს და მაბნევს. მისკენ ქურდივით გავაპარე მზერა.

-გიორგისთან შეხვედრებს უნდა მოუკლო!_ მოულოდნელად დაილაპარაკა და ცალი თვალით გამომხედა.

-ბატონო?!_ მთელი ტანით მისკენ მივტრიალდი და მივაჩერდი.

-ვიცი რომ ერთმანეთის მხოლოდ კარგი მეგობრები ხართ, მაგრამ ჩემი სურვილია რომ მასთან შეხვედრებს მოუკლო! თუმცა ამისთვის დრო მაინც არ გექნება!_ ნიშნის მოგებით გადმომხედა მან.

ჩემს სადარბაზოსთან მიმიყვანა დამაბინავა და წავიდა. ჩემს სართულზე გაშეშებული ვცდილობდი კარგად გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. საკეტს გასაღები მოვარგე და სახლში შევედი. ჩემი ძმა როგორც ყოველთვის დივანზე იწვა და ტელეფონზე თამაშობდა. დაბნეული სალამი ვესროლე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ფანჯარასთან აღარ მივსულვარ, ვიცოდი რომ იქ საშა აღარ დამხვდებოდა ამიტომ პირდაპირ საწოლში ჩავწექი. თვალები დავხუჭე თუ არა სიბნელეში მომხდარი ფატები ამომიტივტივდა. მერე ამ ყვეალფერს საშას ბრძანებასავით წარმოთქმული სტყვები ემატება და მასზე სიბრაზე მომდის. არა როგორ გამიბედა და მითხრა გიორგისთან შეხვედრებს მოუკელიო? გეგონება წლებია ერთად ვართ და ბრძანებების გაცემის უფლება აქვს. რომ ეთხოვა კიდევ ხო მესმის, რაღაცნაირად გავუგებდი მაგრამ მას არ უთხოვია.

მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი როგორ მოვიქცე მეორე დილით, შევიმჩნიო თუ არა ბრაზი... ან იქნებ ჯობია რომ საერთოდ უკანა პლანზე დავწიო საშა და ჩემი ცხვორება განვაგრძო, იქნებ მისთვის ახლა ის იარაღი ვარ ნუკს რომ დაავიწყებს. არ არის გამორცხული რაღაცისთვის მიყენებდეს, მაგრამ ეს სადარბაზოში დახვედრა და გიორგის თემა ცოტა მაეჭვებს.
დილით ბაჩი შემოვიდა ოთახში და შემახსენა რომ დღეს სახლში არ მოვა... რვა საათისთვის ფეხზე წამოვდექი და გარდერობთან მივღოღდი. ჩვეულებრივი თავისუფალი ტანსაცმელი ავარჩიე და ჩავიცვი... ახლა საუზმისთვის ყბებსაც ვერ გავაქნევ ისე მეძინება.
სადარბაზოსთან მსხდომ ელიტას ღიმილით მივესალმე და გაჩერებისკენ წავედი.
ამ სამსახურის გადამკიდე ლილიკოსაც ვერ ვნახულობ წესიერად, მისი და გიგას ამბებიც არ ვიცი და ვარ ასე უაზროდ. დღეს რომ მოვალ, აუცილებლად ვნახავ და მოვაყოლებ დეტალებში.

კორპუსთან მდგარ თეთრ მანქანს გავხედე და სადარბაზოსკენ წავედი. ლაზარე ფანჯარაში გადმომდგარიყო და თავი ძმაკაცებს ეტიტინებოდა. დამინახა თუ არა ჩემი სახელი იღრიალა და ფანჯრიდან ჩახტა, სავარაუდოდ კარებში დამხვდება. ასეც მოხდა, კარები უკვე გაეღო და ღიმილით მელოდებოდა. მისკენ დავიხარე და ორივე ლოყა სითბოთი დავუკოცნე, მანაც მაკოცა ლოყაზე და ხელი ჩამკიდა.

-დილამშვიდობისა ლენა. _ მივესალმე ქალს.

-დილამშვიდობისა ნია. მოკლედ რა, სამსახურში გადარბენები გვაქვს, დღეს ცოტა შემაგვიანდება და დარჩი ძალიან გთხოვ კარგი?_ შემევედრა ქალი და ჩანთას ხელი დაავლო.

-არ ინერვიულო, მე და ლაზარე რამით გავერთობით. _ დავაწიე სიტყვა კარებში გასულს. _ რა ვქნათ ახლა ჩვენ? დილით ისაუზმე?_ ვკითხე და ჩაიდანი ჩავრთე.

-კი დედიკომ მაჭამა. _ განმიცხადა და კომპიუტერს მიუჯდა.

-აბა აბა, მოდი ჩემთან. ამ დილაუთენია რა დროს კომპიუტერია, ეგ შუადღეს ერთი საათით. ახლა რამე საინტერესო წიგნი ავარჩიოთ და იმას წაგიკითხავ კარგი?

ტომ სოიერის თავგადასავალი ავარჩიეთ დღეისთვის. ბავშვისთვის უფრო საინტერესო და ხულიგნურია. ბევრი იცინა მის ისტორიებზე. ერთ საათიან სწავლა-განათლებას რომ მოვრჩით მერე კინოს ვუყურეთ... დილა ამით გადავაგორეთ, მერე დაპირებისამებრ კომიუტერზე დავაჯინე ერთი საათით, თუმცა ისიც მალე მობეზრდა და ეზოში გაყვანა მთხოვა. ლამაზად ჩავაცვი და ეზოში გავიყვანე. სადარბაზოსთან საშა იდგა და ბიჭებთან საუბრობდა. დამინახა თუ არა თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და მზერა გამოგვაყოლა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელმა კორპუსმა იცის ყველაფერი, და ასი წყვილი თვალი მაკვირდებამეთქი...
თავს ჩვიდმეტი წლის თინეიჯერ გოგოდ ვგრძნობ, ასე მგონია მეც დამიშლიან მშობლები ურთიერთობას და იმიტომაც ვიმალები ასე.
შეყვარებული არასდროს არ ვყოფილვარ, არც სიმპათიებით ვიყავი განსჭვალული... საერთოდ არ მახასიათებდა ბიჭებთან მსგავსი ურთიერთობები. ყველას როგორც ჩვეულებრივ ნაცნობებად ისე აღვიქვამდი. თან მე ისეთი ქაჯანა ბავშვი ვიყავი წარმოუდგენლად მიმაჩნდა ვინმეს მოვწონებოდი, რომ იტყვიან დაკომპლექსებული ვიყავი. გიროგისთანაც ისეთი ურთიერთობა მქონდა როგორც მეგობრებთან, თავიდანვე ავღნიშნე ჩემი და მისი დამოკიდებულება... აი ნამდვილი სიმპათია და ცოტა სიყვარული საშასთან ვიგრძენი, მასთან თავიდანვე სხვანაირად ვიყავი, არც მეგობრად აღვიქვამდი და არც ჩვეულებრივ მამაკაცად. ვინც ჩემს მდგომარებოაში ყოფილხართ ან ხართ, ადვილად გამიგებთ რისი თქმა მინდა. შეიძლება ახლა უბრალოდ ეს ყველაფერი გადამეტებული დოზით მეჩვენება და მომავალში ამაზე გამეცინოს, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ეს მამაკაცი ძალიან მომწონს და მიზიდავს.
ლაზარეს ყურებით გართულმა ვერც კი გავიგე როგორ მომადგა უკნიდან მისი სითბო. უხერხულად შევიშმუშნე და ხელები ჯიბეებში ჩავიწყე.

-ახლა ასე უნდა მარიდო თავი?_ მკითხა ოდნავ შეწუხებული და მკაცრი ტონით.

-საიდან მოიტანე?_ ვკითხე დაძაბულმა.

-ნია, მე არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა შენთვის პრობლემების მომტანი იყოს. _ დაიწყო მან.

-მე ისიც არ ვიცი რა ურთიერთობა გვაქვს. _ გავუმხილე ჩემი გულის ნადები და გავხედე.

-ამ ეტაპზე ჩვეულებრივი ქალის და მამაკაცის, რომლებსაც ერთმანეთი მოსწონთ. მერე რა იქნება მეც არ ვიცი, შენ როგორ გითხრა?!_ მითხრა ღიმილით და ბავშვს გახედა.

-მე მართლა მაინტერესებს ნუკისთან რა ხდება. არ მინდა რაღაცა პერიოდის მერე აღმოჩნდეს, რომ ჩვეულებრივი «დამვიწყებელი» საგანი ვიყავი. _ მივახალე სიმართლე.

-მეორედ მაგ სისულელეს გაიმეორებ და მაგარდ მაწყენინებ! შენ ჩემთვის არ ხარ ის ადამიანი რომელიც ნუკის დავიწყებაში დამეხმარება. მე და ნუკის დიდიხანია პრობლემები გვაქვს და ვერ მოვაგვარეთ, ხოდა წავიდა... რომ მიყვარდეს და მისდამი გრძნობები დღესაც მქონდეს შემორჩენი, არ გავუშვებდი და თუ გავუშვებდი უკან გავყვებოდი!_ საკმაოდ ცივი ხმის ტემბრით საუბრობდა საშა.

-გასაგებია, მაგრამ მე მაინც ვიზღვევ თავს. _ ღიმილით ავხედე მაღალ მამაკაცს. _ არავინ არის ასი პროცენტით სანდო, მათ შორის შენც! მითუმეტეს ამ ეტაპზე, ნორმალურადაც არ გიცნობ!

-შენ ეგ არ დაგჭირდება დამიჯერე. რაც შეეხება ნდობის ფაქტორს ეს ურთიერთობაში მყარდება. _ მხარზე მხარი ოდნავ გამიქაცუნა და თვალი ჩამიკრა.

-იმედია._ ჩავილაპარაკე ჩემთვის და ლაზარეს გავხედე.

საშა ღიმილით გამეცალა და მანქანისკენ წავიდა, ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ გამომხედა თვალი ჩამიკრა და წავიდა. ამასობაში ლაზარესაც მობეზრდა ეზოში თამაში და სახლში შევიყვანე, საჭმელი ვაჭამე და თავისი თხოვნით ანიმაციები ჩავურთე. ნეტავ ის მანახა ვინც ეს ბინა დააპროექტა, პირველ სართულზე აივანს რა უნდა, თუმცა მე კი მაწყობს და. სკამზე ჩამოვჯექი და ახმაურებულ ეზოს გადავხედე, ბავშვებს ჟრიამული მთელს უბანში ისმოდა. აქა-იქ ახალგაზრდა გოგონების ხმებიც, მეორე კუთხეში მეზობელი ქალების ქოთქოთი, სულ იქით კი ბიჭების ყიჟინი. ბავშვს კიდევ ერთხელ გავხედე და ჩემი საყვარელი წიგნი გადავშალე. ისე შემითრია ნაცნობმა სიუჟეტებმა რომ ვერც კი გავიგე როგორ გამოვიდა აივანზე ლაზარე და როგორ გადაიეკიდა მოაჯირს. დაფეთებულმა მთელ ხმაზე შევძახე. «ვაიმე» მეთქი და მეზობლების ყურადღებაც დავიმსახურე. ბავშვმა გაოცებულმა გამომხედა და თვალებით მკითხა ხომ კარგად ხარო.

-როგორ შემაშინე ლაზარე. _ გულზე ხელი მივიდე და ბავშვი კალთაში ჩავისვი. _ ასე აღარასდროს გადაიწიო აივნიდან!_ გავაფრთხილე და შუბლზე ჩამოყრილი თმები გადავუწიე მერე კი ვაკოცე.

-ბოდიში. _ ჩაილაპარაკა დამნაშავე ხმით და გულზე მომეკრა.

-არაუშვს, მაგრამ აღარ შემაშინო გთხოვ.

-ნახე საშა ძია მოვიდა. _ თითი ნაცნობი მანქანისკენ გაიშვირა და თავი ოდნავ წამოყო.

საშა ჩვენი აივნისკენ წამოვიდა და წინ გაჩერდა. სულ რაღაცა სანტიმეტრებით იყო აივანი მასზე მაღალი, ფეხზე წამოვდექი და აივნის მოაჯირს დავეყრდენი. ლაზარე სკამზე დაჯდა და ჩემს წიგნს ჩააშტერდა.

-როგორ არის ჩვენი ძიძა?_ მკითხა თბილი ხმით და თვალი ჩამიკრა.

-წეღან შევაშინე. _ გამოაცხადა პატარა ყაჩაღმა.

-რატომ?_ იკითხა კოპებშეყრილმა.

-ისეთი არაფერია, უცებ შემეშინდა. _ საუბარში ჩავერიე მე და მამაკაცი დავადუმე. _ შენ სულ ასე წინ და უკან დადიხარ?_ ვკითხე და წარბები ავწკიპე.

-გააჩნია სახლში ვინ მეგულება. _ გამიცინა და ტუჩი ოდნავ გაისველა.

-ღმერთო ჩემო!_ ამოვილაპარაკე სიცილით და თავი მაღლა ავწიე.

-დღეს მე გაგიყვან სახლში. _ჩაილაპარაკა მშვიდად და სადარბაზოსკენ წავიდა.


საღამომდე ასე მეგონა ეკლებზე ვიჯექი და ყოველ გამოძრავებაზე უმოწყალოდ მჩხვლეტდნენ. ლაზარეც ეჭვის თვალით მიყურებდა მთელი ეს დრო, თან ეშმაკურად იცინოდა და თითს მიქნევდა. მე ჩვეულებრივი გამომეტყველებით ვცდილობდი სიმართლე დამემალა და საშას მიმართ გაჩენილი გრძნობები ერთ დღეში არ გამემხილა. ლენა როგორც კი მოვიდა ჩემი ნივთები შევკარკი და გარეთ გამოვედი. საშა არსად არ იყო, ამიტომ პირდაპირ გაჩერებისკენ წავედი. დალოდების აზრსაც ვერ ვხედავდი, იქნებ საერთოდ გადაიფიქრა. გაჩერების სკამზე თავჩაქინდრული ვიჯექი და ჩემს ფეხსაცმელებს დავჩერებოდი, ხან ერთი ფეხი ამოძრავდებოდა ხანაც მეორე.

-მე შენ რა გითხარი?_ მომესმა საშას განრისხებული ხმა. თავი ოდნავ ავწიე მაღლა და შევხედე.

-არ დამხვდი და ჩემს გზაზე წამოვედი!_ მეც უხეშად ვუპასუხე და ისევ ფეხსაცმელებს დავაჩერდი.

-კიდევ დიდხანს ვიყოთ ასე? დაჯექი!

მანქანის კარები გამიღო და თავით მანიშნა მოდიო. დასჯილი ბავშვივით ავზიდე ტანი და წინა სავარძელზე მოვთავსდი. საშასკენ ჯიუტად არ ვიხედებოდი და გზას ვუყურებდი. ის კიდევ თვალებით მჭამდა და თან ეშმაკურად იღიმოდა. რა დიდი სიამოვნებით შევულამაზებდი ამ ღიმილისთვის ცხვირ-პირს, მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია. ჩემს კორპუსთან შორიახლოს გააჩერა მანქანა და ჩემსკენ მოტრიალდა.

-რა გიყო ახლა მე შენ?_ მკითხა სიცილნარევი ხმით და თითებზე მომეფერა.

-შენ რა უნდა მიყო?_ გაკვირვებულმა დავაკვესე თვალები.

-რომ ბრაზდები თვალებს რა საყვარლად მიქაჩავ!_ სიცილით დამკრა ცხვირზე ხელი და წელში გასწორდა. _ ამ კვირაში დასვენების დღე გაქვს?_ მკითხა ინტერესით და გადმომხედა.

-არა, უკვე მქონდა. _ განვუცხადე და ჩემს კორპუსს გავხედე გვერდულად.

-ლენას რომ თხოვო ხვალ ვერ მნახავ?

-ვერა! ლენა მუშაობს და არ შეუძლია ლაზარეს მარტო დატოვება.

-რა გაეწყობა, მომიწევს სახლში გესტუმროთ. _ ღიმილით გადმოიხარა კვლავ ჩემსკენ და ლოყაზე მაკოცა. _ გაიქეცი და რომ ახვალ ზარი მომეცი. _ დამარიგა ალბათ შეყვარებულის სტატუსის მატარებელმა საშამ.

-შუქიც ხომ არ ავანთო ოთახში?_ ვკითხე ირონიულად და მანქანის კარები გავაღე. მკლავში ძლიერად წამავლო თითები და თავისკენ შემატრიალა.

-თუ გინდა აივანზეც გამოდი, მე არ ვარ წინააღმდეგი. _ გამცა ჩემთვის ალბათ სასურველი პასუხი და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. _ გაიქეცი ახლა თორემ დასცხებს წვიმას. _ ზარი გამომიშვი!_ მანქანიდან გადასულს დამაწია სიტყვები და ჩემი კორპუსისკენ დაძრა მანქანა.

კიბეები სწრაფად ავირბინე და კარებში კი არ შევედი შევარდი. ჩემმა ძმამ გაოცებულმა გამომაყოლა თვალი და სიცილით რაღაც ჩაილაპარაკა. როგორც კი ოთახში შევედი ტელეფონი მოვიძიე და ნაცნობი ნომერი მოვძებნე კონტაქტებში. ცოტახანი ვიყოყმანე დამერეკა თუ არა, ბოლოს მაინც დავრეკე და თან ცალი თვალით ფანჯრიდან გადავხედე... ტელეფონი გამითიშა და ცოტახანში თვითონ გადმორეკა, მის წვრილმან ზრუნვაზე გამეღიმა.

-მშვიდობიანად ავედი. შენი შიშით გზაში არც მგელი წამომწევია და არც ბუღა. _ ღიმილით ჩავარიკრიკე მე.

-კარგია! ახლა მაგ ფარდებიდან გამოძვერი, აივანზე გამოდი და დამშვიდებული წავალ. _ მანაც ღიმილით მიპასუხა. ფარდები უცებ გადავწიე და აივნის კარები გასაღებით გავაღე. ღამის სიცივეში მობუზული გავედი და გადავიხედე. ფარები ააციმციმა და ამით მანიშნა დაგინახეო, მის ქცევაზე გამეცინა.

-ახლა წადი. _ ჩავძახე ტელეფონში და მოაჯირს დავეყრდენი.

-ნუ იწევი ეგრე ძალიან!_ მიბრძანა ჩემმა შეყვარებულმა და ფარები ჩააქრო. მის ბრძანებას დავემორჩილე და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავდექი. _ დამჯერი გოგო ხარ! ძილინებისა.

დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა, რასაც მანქანის საბურავების ხმა მოყვა. ღიმილანი სახით გავაყოლე უბნის შესახვევამდე თვალი მანქანას და მერე სახლში შევტრიალდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი, ჩემი ძმა ისევ მისაღბში იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. ხელით მანიშნა წინ დამიჯექიო და საუბარი განაგრძო.

საშინლად ამითამაშდა გული, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ასაკის გოგოს სულაც არ უნდა ერიდებოდეს შეყვარებულის ყოლის, მე მაინც რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. თითქოს რაღაცას ვაშავებ, ჩემი ცხოვრება რომ შევქმენი. ბაჩის ღიმილით გადავხედე და სავარძელში დაძაბული ჩავჯექი. ჩემმა ძმამ ტელეფონი უცებ გათიშა და მაგიდაზე გააცურა.

-გიყვარს?_ მომახალა პირდაპირ და ჩემსკენ გადმოიხარა.

-არ ვიცი! ჯერ არ ვიცი!_ ამოვილუღლუღე დაბნეულმა და თავი დავხარე.

-ჩემი გცხვენია შე სულელო ბავშვო?_ სიცილით ჩაილაპარაკა და ჩემსკენ გადმოჯდა. _ ხომ იცი დაშლები და მსგავსი სიგოიმეები არ მიყვარს, მაგრამ მე უნდა ვიცოდე რას ფიქრობ შენ!

-ჯერ ახლახანს დავიწყეთ ურთიერთობა. არ ვიცი რა გამოვა. _ მაინც ვბლუყუნებდი მე.

-კარგი, აღარ დაგძაბავ და შეგრშვები, მაგრამ დაიმახსოვრე რომ შენს გვერდით ვარ! რაც არ უნდა მოხდეს ძმა გყავს და იცი სადაც ვარ... _ ღიმილით დამადო ხელი გულზე და შუბლზე მაკოცა._ ისიც გახსოვდეს რომ ძვლებში დავამტვრევ. _ ჩაილაპარაკა სიცილით.

-ძალიან მიყვარხარ. _ მისკენ მივჩოჩდი და ორივე ხელი კისერზე მოვხვიე.

-მე ისევ ის ტრუსიკებიანი გოგო მახსოვხარ, ჩემს დანახვაზე მამას რომ ეფარებოდა უკან._ ჩემი დაცინვა დაიწყო ტრადიციულად მან.


-შენ ის თუ გახსოვს, ჩემს დაბადების დღეზე ხელ-ფეხი რომ მოიტეხე. _ სიცილით ავუჩეჩე ჩემს ძმას ქოჩორი.

-მაგას რა დამავიწყებს, იმის მერე ვერ ვიტან მაგ რიცხვს და თვეს. _ არც მან დააკლო ჩემს თმებს აბურდვა.

ჩემი და ჩემი ძმის ასაკის სხვაობა ძალიან დიდია, თითქმის ექვსი წლით დიდია ბაჩი ჩემზე. სადაცაა ოცდაათ წელს მიუკაკუნებს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა იმ ასაკიდან არ იცვლება, მე რომ აზროვნება დავიწყე. მის თვალებში არასდროს დამინახავს ის სხივი რომ უმცროსი და ვარ და ჩემს გარეშე უნდა იაროს გასართობად. ცოტა რომ წამოიზარდა კიდევ და გართობისკენ მიჰყო ხელი იმ დროს ცოტა მიმივწყა, მეც არ მეცალა გასართობად სკოლაში ფრიადოსანი მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ სიზარმაცეს რა ვუთხარი. თუმცა ერთმანეთი მაინც არ დაგვიკარგავს.


მეორე დღეს საშა საერთოდ არ გამოჩენილა, მთელი დღე ველოდებოდი შეპირებისამებრ, რომ ჩვენთან ერთად გაატარებდა დღეს. მის საქციელზე ჩემი უხასიათობაც აისახა, მთელი დღე განწყობა ვერ გამოვიკეთე. რამოდენიმეჯერ ლაზარესაც ლამის წავეჩხუბე, მერე მივხვდი რომ პატარა ლაწირაკი გოგოსავით ვიქცევი და ნერვები მოვთოკე. ბავშვმა თითქოს იგრძნო რომ ხასიათზე ვერ ვიყავი და კითხვებით ამიკლო. მეც სულელივით ვაქიცინებდი თავს და ვიღიმოდი.
იმაზე ვბრაზდები პირობა რომ დაარღვია და არც გამაფრთხილა. მესმის რომ შეიძლება რაიმე მოხდა და დრო ვეღარ გამონახა, მაგრამ გაფრთხილებას ვიმსახურებდი. ლაზარესთან ერთად მთელი დღის პროცედურები ჩავატარე. ბავშვთან უკვე ისე ვიყავი როგორც საკუთარი ოჯახის წევრთან. თავის ასაკთან შედარებით ძალიან გონებამახვილი და ნიჭიერი ბავშვია. ანბანის ყველა ასო იცის და ახლა წერას სწავლობს ჩემთან ერთად. ხანდახან მათემატიკაშიც წავიმეცადინებთ, მაგრამ საშინლად არ უყვარს ეს საგანი. «ტვინი მეღლებაო.» გაიძახის მიზეზს. მეც აღარ ვაძალებ და ნელ-ნელა ვაჩვევ საგანს. სკოლაში რომ მივა იქაც ეყოფა ტვინის დაღლა.

საღამოს სახლშიც ჩემით წავედი, ბაჩი შინ არ დამხვდა, სამაგიეროდ კარეთან ლილიკო დამხვდა აკრული. ღიმილით გამომართვა გასაღები და საკეტს მოარგო. სახლში შემიძღვა და დივანზე გაიშოტა. ფეხები დივნის სახელურზე შემოდო და ჭერს მიაშტერდა. ლილი სულ კარგ ხასიათზე, მაგრამ დღევანდელი დღე გადაჭარბებულია. აშკარად ემჩნევა რომ მის თავს რაღაც ძალიან კარგი ხდება. ჩანთა იქვე დავდე და სავარძელში ჩავჯექი.

-რა ხდება?_ ინტერესით ვიკითხე და დაქალს ღიმილით გადავხედე.

-გიგა სამ დღეში, ჩემი მშობლების გასაცნობად მოდის. _ ბედნიერმა ჩაილაპარაკა და დივანზე წამოჯდა.

-მაგას რა ჯობია მერე. ნორმალური ურთიერთობა გეღირსებათ. _ ჩავიცინე მე და დაქალს მხარზე ხელი გავკარი.

-ხო მაგრამ ცოტას ვნერვიულობ, მამაჩემის მესაკუთრე ხასიათი რომ ვიცი გამიქცევს იმ კაცს სახლიდან._ დაძაბული სიცილით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-ნუ გეშინია, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მანჩო ხომ იცი რა ტიპიცა, ხმას არ ამოაღებინებს ზაურს. _ დავამშვიდე მეგობარი და ტელევიზორი მუსიკების არხზე გადავრთე.

-შენ და საშა რას შვებით? გუშინ დაგინახეთ, რომ მოგაცილა. _ ეშმაკურად ჩამირტყა და გამომცდელად დამაკვირდა.

-ხო რავიცი რაღაცას ვცდილობთ და რა გამოვა ვნახოთ. _ ღიმილით გადავხედე და ხელები თავზე შემოვიწყე.

-გამოვა, აი ნახავ გამოვა! _ დამაიმედასავით და თვალი ჩამიკრა.

გვიანობამდე დარჩა ლილიკო ჩემთან, თან ამბებს მიყვებოდა, თან გიგას ესაუბრებოდა ტელეფონზე. ორი დრით თელავშია წასული და მონატრებას ამ გზით იცხრობენ, თუმცა არც სხვა დროს იკლებენ.
რატომღაც საშას ზარს მეც ველოდები, არ ვიცი შეიძლება იმედი მაქვს რომ დამირეკავს და ამიხსნის რატომ არ მნახა დღეს. საერთოდ იმასაც ვერ ვხვდები წესით უნდა გავბრაზდე თუ არა. რათქმაუნდა ისტერიკების მოწყობას არ ვაპირებ, არც ვაგრძნობინებ რომ დღევანდელი დღე მის გარეშე ცოტა გამიჭირდა. მაგრამ იმდენს მაინც ვიზამ, რომ თავის არასწორ საქციელში მივახვედრო, რაც გამოვა გამოვა. მე და საშას ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, რომ რამის ახსნა მოვთხოვო. ერთი კოცნა არ ნიშნავს, რომ ხვალვე ცოლად მივყვები და მოვალეობები აკისრია ჩემს წინაშე. არც მე ვთვლი თავს ვალდებულად ამ ეტაპზე რამე ავუხსნა და იმიტომ. ჯერ ახლახანს დავიწყეთ, რაღაცის ძიება და რა დროს ერთმანეთის შეზღუდვაა. თავიდანვე ასე ცუდად თუ დავიწყეთ შუამდეც ვერ გავალთ, ბოლოზე ხომ საუბარი ზედმეტია. ცხრა სრულდებოდა ბაჩი რომ მოვიდა სახლში, ერთად ვივახშმეთ სამივემ და მერე ტელევიზორს სათავგადასავლო ფილმს ვუყურეთ. ეს ჟანრი განსაკუთრებით არ მიყვარს, გამორიცხულია რამე ფანტასტიკური არ ჩაურთონ და ეს მაღიზიანებს ზუსტად. ნერვები მეშლება რეალობას აცელილი რომ არის კინოს შინაარსი. ხშირს შემთხვევაში არ ვერჩი ამ ჟანრს, ნორმალური გადაღებული თუა და ზედმეტად არ ეტყობა მონტაჟი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ადვილად ვხვდები რა დროს რა არის არასწორი... სად გადავუხვიე, რა ვართ ეს ადამიანები, რაზე ვფიქრობდი და სად წავედი. გონება ისე დაქრის წინ და უკან, საერთოდ არ გეკითხება გინდა თუ არა ასეთ თემებზე ფიქრი.

გაბადრული სახით გადავხედე აზლუქუნებულ ლილიკოს და ჩემს სასაგებლოდ კიდევ ერთი «ერთიანი» ჩავიწერე.

-რა გატირებს ამხელა გოგოს, თან სათავგადასავლოა!_ სიცილით გაკრა მხარი ჩემმა ძმამ და თავზე აკოცა.

-ნახე როგორ მოკლა ის კაცი?_ ამოისლუკუნა და ტელევიზორისკენ თითი გაიშვირა.

-ის კაცი ღმერთმა ნათელში ამყოფოს და შენ ჩემთან სამი ორლიტრანახევრიანი კოკა-კოლა წააგე. _ თითებით რიცხვი ვუჩვენე და კოცნა გავუგზავნე.

-შენთან ერთად ფილმს აღარასდროს ვუყურებ, დავრჩი უფულოდ. _ ამოიტირა სიცილით და ბაჩის მხარზე თავი ჩამოდო. _ მთავარ როლში რომ გოგოა წესით ისიც უნდა მოკვდეს._ დაიწყო ტრადიციულად ფილმის ფინალის განხილვა.

-იქ მაინც ვიქნებით ერთადო არა?!_ ვიკითხე სიცილით და ფეხები მაგიდის კიდეზე დავაწყე.

-რა უგულო ადამიანი ხარ!_ მერამდენედ მიმეორებს ამ სიტყვებს, სათვალავი ამერია.

-გულზე გამახსენდა. თხილი მინდა!_ წამოვიძახე მოულოდნელად და ფეხზე წამოვხტი. _ გვაქვს?_ ვკითხე ჩემს თვალებდაქაჩულ ძმას და სამზარეულოსკენ წავედი.

სადაც მსგავს სასუსნავებს ვინახავთ იქ არ დამხვდა, ამიტომ ორსული ქალივით ავიტეხე და მაღაზიაში წავედი. ბაჩიმ ფეხები მტკივა და ვერ წამოგყვებიო, ლიკომ თვალები მაქვს დასიებული და ციურის მეტი კი არ უნდაო და გამიშვეს მარტო. გაზს ტელეფონის მბჟუტავი განათებით ვიკვლევდი და თან ფრთხიალდ ვადგამდი ნაბიჯებს. ისეთი დატეხილი კიბეები აქვს ამ სადარბაზოს, ერთი რომ გადაგიბრუნდეს სამარეში ხარ. კაცებმა გავაკეთებთო, მაგრამ ფული არავინ არ დადო. « კიბეების გარემონტებას ლიფტი გააკეთოთ გირჩევნიათო» ასეთი პასუხი გასცეს ჩვენი კორპუსის თავმჯდომარეს, იმ საწყალ ქალსაც რა ექნა, ადგა და ლიფტის ფულზე ჩამოიარა, აქაც ჯიბეზე იტაცეს ხელი და მოგვცილდი თუ ქალი ხარო. გემრიელად მიგვწყევლა ქალბატონმა მაკრინემ და ჩვენი კორპუსის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, ახლა არის საბურთალოზე, ახლადაშენებულ კორპუსში წამოჭიმული.

კიბეები ჩავიარე და სადარბაზოდან გავედი. სუპერმარკეტის ფანჯრებს გავხედე და როცა დავრწმუნდი რომ ღიაა, ნაბიჯს ავუქჩარე. რიგი არც ამ დროს აკლია აქაურობას, ათი წუთი ვიდექი სალაროსთან.
უკან დაბრუნებისას, მოპირდაპირე კორპუსის ეზოში თეთრი აუდი დავლანდე. თავიდან ცოტა გამიკვრიდა, დავიჯერო აქ მოვიდა და არ მნახამეთქი, მაგრამ მერე ჩემი ფიქრები გამახსენდა და შევეშვი. ჩქარი ნაბიჯებით წავედი ჩემი სადარბაზოსკენ.

ჩემი გულის გახეთქვა ამ კაცს ტრადიციად ექცა, სადარბაზოში მელოდებოდა სიბნელეში ჩასაფრებული.
იმხელა ხმაზე ვიკივლებდი ხელი რომ არ აეფარებინა დროულად, მთელ სამეზობლოს შევყრიდი... თან რა საჭორაო თემას მივცემდი, იცოცხე მთელი წელი ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ნელა ჩამომაცალა ტუჩებიდან ხელი და ღიმილით გამომართვა თხილის შეკვრა. კოხტად გახსნა და რამოდენიმეცალი ამოიღო, თან ამ ყველაფერს ისე აკეთებდა მზერა არ მოუცილებია ჩემთვის. მეც უნებურად გამეღიმა მის საქციელზე და თხილი ჩავაკრატუნე. ფრთხილად გადმოიხარა ჩემსკენ და ტუჩებზე ოდნავ შემეხო.

-დღეს ვერ მოვახერხე შენი ნახვა. _ თითქოს ბოდიშივით ჩაილაპარაკა და ხელები წელზე მომხვია.

-ჩემითაც მივხვდი. _ დამპლურად ჩავილაპარაკე და თავი გვერდით მივატრიალე.

-მოიცა მებუტები?_ ცალი ხელით ჩემი სახე თავისას გაუსწორა და თან გამიცინა.

-საიდან მოიტანე? არ გეცალა და არ მოხვედი. _ ვიმართლე თავი და მზერა კვლავ ავარიდე, თვალებში როცა ვუყურებ სურვილი მიჩნდება გაგუდვამდე ჩავიხუტო.

-სამსახურში შემაყოვნა უფროსმა, მერე ტელეფონი დამრჩა გიგასთან კაბინეტში და ის კიდევ კარებს სულ კეტავს. _ ამიხსნა სიტუაცია და კიდევ ერთხელ მაკოცა, ამჯერად ლოყაზე.

-კარგი ნუ მიხსნი!_ ვცადე თავი დამეხსნა მისი ძლიერი მკლავებიდან.

-და შენ მაინც ბრაზობ!_ ღიმილით წაიღიღინა მან და ნიკაპზე ისე მაკოცა ქვედა ტუჩიც მოიყოლა. _ ძალიან ლამაზი ხარ როცა, მაგ თვალებიდან ცეცხლებს აკვესებ. _ გამიმხილა საიდუმლო.

-როდის დავაკვეს?_ ვიკითხე გაკვირვებულმა და წარბები სასაცილოდ ავზიდე.

-მაგას მარტო მე ვხედავ, იმიტომ რომ მაგ თვალებში მარტო მე ვჩანვარ!_ მიისაკუთრა უცებ და ღიმილით მაკოცა ორივე თვალზე.

-როგორი თავდაჯერებული ხარ. _ ცხივრზე მოვუჭირე თითები და მეც ვაკოცე.

-შენ ხომ გიყვარს თავდაჯერებული მამაკაცები?_ მკითხა ეშმაკურად და ლოყაზე კიდევ ერთხელ მაკოცა ხმაურით.

-მეტიც, ვგიჟდები! _ ასევე ეშმაკური ხმით გავეცი პასუხი და თავი გულზე მივადე.

დიდხანს აღარ გაჩერებულა, დამემშვიდობა და წავიდა. თან დამპირდა ხვალ თუ მოვიცლი გნახავო. მაგის თუ მოვიცლი რომ ვიცი, ხვალაც ღამე მომიწევს კოკა-კოლაზე ან თხილზე ჩამოსვლა. სიცილით ავუყევი კიბეებს და ჩემი სახლის კარები შევაღე. ძმა და დაქალი ისევ ისე ისხდნენ, ამჯერად ლილიკოს თავი ბაჩის კალთაში ედო და ფილმზე სიცილით კვდებოდა. გაკვირვებულმა გავხედე ეკრანს, ამჯერად კომედიურ ფილმზე შეუჩერებიათ არჩევანი. პატარა ვაზაში ჩავყარე შენაძენი და მაგიდაზე დავდგი, ჩემი ძმა ორივე ხელით ჩააფრინდა და ლილიკოს გულზე დაადო ვაზა. წარბაწეულმა გადავხედე და მეორე შეკვრაც გავხსენი. ვიცოდი მსგავსი სიტუაცია რომ შეიქმნებოდა და თავი დავიზღვიე. სიცილით გადმომხედა ბაჩიმ და თვალი ჩამიკრა.

-რაო საშამ?_ მკითხა მოულოდნელად. ენის ქვეშ სათამაშოდ გამზადებული თხილისგული, პირდაპირ ხახაში გადავიდა და ხველება ამიტყდა. მარჯვენა ხელი მწარედ დამცხო და მეც ამოვისუნთქე, მაგრამ ხველა მაინც არ შემიწყვეტია. იმ დომენმდე მივედი ცრემლები წამსკდა და ჩემი ახლათახალი შეძენილი ტუში ჩამომეთხაპნა. _ ასეთი რეაქცია თუ უნდა გქონოდა ვაფშე არ გკითხავდი. _ სიცილნარევი ხმით მითხრა და მოკისკისე ლილიკოს თხილის გული გაუქანა, იმანაც სწრაფად დააღო პირი და გემრიელად ჩააკრატუნა.

-სახელი საიდან იცი?_ ვკითხე გაოცებულმა და ცრემლები მოვიწმინდე.

-მოსიარულე იფორმატორი!_ ხელის აწევით, გამოაცხადა თავისი ახალი სახელი ლილიკომ და გამიღიმა.

-შენ რაც გკითხე იმაზე გამეცი პასუხი. _ როც ამიხვდა რომ კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი შემაჩერა.

-არაფერი! დღეს არ ვუნახივარ და მინახულა. _ ღიმილით გავეცი პასუხი და ნანატრი თხილი გემრიელად ჩავკვნიტე.

-მერე არ იცი ზრდილობიანი გოგო სტუმარს სახლში რომ ეპატიჟება?!_ თავი უკან გადმოწია ლილიკომ.

-სტუმარს გააჩნია ჩემო ლიკო. _ გამოეპასუხა ჩემი ძმა.

-ხო აბა გამვლელს კი არ შევიყვან სახლში. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგომ.

-დღეს დარჩები ჩემთან?_ ვცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი და ლილიკოს მივუბრუნდი.

-დარჩენილი ასეთი მინახავს. _ საათის ისრებს ახედა ბაჩიმ.

-ნუ გაქვს შენ გრძელი ენა!_ მკლავზე უჩქმიტა ლიკომ. _ არ გეტკინა?_ კითხა სიცილით და კიდევ ერთხელ მოუჭირა ორი თითი იგივე ადგილას. _ ძმა კი არა ქვაა ეს!_ ამოიფრუტუნა და ტელევიზორს გახედა.

გვაინობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით, ხანდახან ფილმსაც შევავლებდით თვალს და ვხორხოცობდით. ბაჩიმ ადრე დაგვტოვა, მეძინებაო არადა ტელეფონი წიკწიკებდა მისი და სალაპარაკოდ გავიდა. სიცილით გააყოლა ლილიკომ თვალი და დივანზე დაგდებულ ბალიშს დასტაცა ხელი, ოთახში შესვლამდე დაუმიზნა თვალებმოჭუტულმა და პირდაპირ კეფაში მაოხვედრა. წარბაწეული შემოტრიალდა ბაჩი და ბალიში ჩემი მიმართულებით ისროლა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სავარძლის სახელურზე შემოსკუპებული უეცრად იატაკზე აღმოვჩნდი. ლანძღვით წამოვფოფხდი ფეხზე და ბალიშს დავუწყე გამწარებულმა ძებნა, მაგრამ რაღა დროს. ოთახის კარები საიმედოდ ჩაეკეტა ჩემს ბედოვლათ ძმას. იმაზე გაბრაზებულმა მოკისკისე ლილიკოს გავუქანე ბალიში და პირდაპირ სახეში მოვახვედრე. იმ საღამოს ხმა აღარ ამოუღია, სამაგიეროდ მე გავილექსე და რაც ამდენი წლის განავლობაში არ მილაპარაკია ერთიანად ამოვინაზღაურე.

დილაადრიან ჩემი ძმის ხმამაღალმა შეძახილებმა გამოგვაფხიზლა ორივე. თვალები ზანტად მოვისრისე და მოკრუსუნე ლილიკოს გადავხედე, აქეთ-იქით რომ ტრიალებდა. ხელი ოდნავ მივაკრი და გამოვაფხიზლე, ისედაც შეფხიზლებული. საწოლზე ტრადიცულად წამოვჯექი და თავი მუხლებზე დავიდე, გამოსაფხიზლებლად. ჯერ სამსახურში წასვლამდე ძალიან დიდი დროა ამოტიმ დილის ვარჯიშების გაკეთებასაც მოვასწრებ, სპეციალურად გამოყოფილ ფიტნეს ოთახში შევედი და კედელზე გაკრულ დიდი რეკლამას შევხედე. მამაჩემი ვარჯიშზე გადამკვდარი მამაკაცია, მიუხედავად ასაკისა და ძალისა მაინც არ თმობს ამ ოთახს და ყოველ დღე გარკვეულ დროს უთმობს. ჩემი ძმაც აქ მიეჩვია ფორმაში ყოფნას და მეც. ერთადერთი დედაჩემი ვერ მივაჩვიე აქაურობას, დასალაგებლად თუ შემოვა და ისევ უკან გარბის. ერთ საათზე მეტი დრო გავატარე ყურსასმენებთან ერთად და მერე გახურებული სხეული მოვადუნე. იქიდან პირდაპირ სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე, ოთახში დაბრუნებულს ლიკო ისევ საწოლში დახვდა. მთლიანი ტერიტორია დაეკავებინა და ფშვინავდა. სწრაფად ჩავიცვი ტანსცმელი და თმები მაღლა ავიწიე.

-ლიკო, ცხრა საათი ხდება ადე, თორემ დაგაგვიანდება!_ შევაფხზილე მეგობარი და ჩანთა მოვიკიდე. _ წავედი მე და ადექი ახლა! გასაღები შენებთან დატოვე._ გასვლამდე კიდევ ერთხელ გავხედე მოფხილზებულს და აჰეროვანი კოცნა გავუგზავნე.

-წარმატებები!_ თბილი ხმით ჩამიკრა ისედაც მოჭუტული თვალები და ფეხზე ადგა.

ბაჩი სულ ადრე აგდის სახლიდან, შვიდი საათისთვის უკვე ეზოშია და სამსახურისკენ მიიჩქარის. ისეთ კომპანიაში დააწყებინა თავის დროზე მამამ მუშაობა, დღე და ღამეს რომ ასწორებენ თანამშრომლები. ზოგჯერ ჩემი ძმაც ვერ ახერებს სახლში მოსვლას და ნორმალურად გამოძინებას. უმეტეს დროს გზაში ატარებს. მანქანების დიდი ფირმა აქვს მის უფროს გახსნილი და ყოველ დღე ოცამდე მანქანა მაინც ჩამოყავს ბაზარზე. თავიდან მიკვირდა ამდენი მანქანა დღეში, განა რას შულობენ მეთქი. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ფირმა ზედმეტად ცნობილიც კი გახდა...

კიბეები სირბილით ჩავიარე და პირველივე შემხვედრ ტაქსში ჩავხტი, წესით ცხრა საათზე იქ უნდა ვიყო, მე კიდევ ვაგვიანებ. ლენას გზაში მივწერე და ბოდიშიც მოვუხადე. ნახევარი საათით დავაგვიანე სამსახურში, ლაზარე ფანჯარასთან დამხვდა წარბშეკრული. ღიმილით დავუქნიე ხელი და სადარბაზოში შევედი, მანანდე კი ეზო მოვათვალიერე.

-დილით ადრე მიდის ხოლმე ძია.

«მომესმა» ლაზარეს სიცილნარევი ხმით და აივნის მოაჯირიდან ჩახტა. ლოყებაფარკლული შევარდი სახლში და ბავშვის ძებნა დავიწყე თვალებით, მანაც არ დააყოვნა და შარვლის ჯიბეებში ხელჩაწყობილი გამოვიდა თავი სასაცილო კანტურით.

-მამა რომ მეუბნება ჭკვიანი ბიჭი ხარო დედა არ უჯერებს ხოლმე. არადა მართლა ვარ. _ შეიქო საკუთარი თავი და სარკეში ქოჩორი შეისწორა

-სად არის დედა?_ ვიკითხე დაბნეულმა.

-ოთახში ვარ ნია. _ გამომძახა ხალისიანი ხმით ლენამ, მეც იქითკენ წავედი და შეღებილ კარში თავი შევყე.

-დღეს ჩემი ქმარი ჩამოდის და ჭკუაზე არ ვარ. _ სიცილით ჩაილაპარაკა და გარდერობიდან კაბა გამოიღო. _ ეს მიხდება?_ ტანზე მიიზომა და ტუჩები ოდნავ აწკიპა.

-რაღაც ძველმოდურს გაჩენს. _ უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე._ აი ის, შავი კაბა ნახე აბა. _ თითით საწოლზე გადაფენილ კაბაზე მივუთითე.

-ეს კაბა ვახომ მაჩუქა. _ სიყვარულით წარმოსთქვა ქმირს სახელი და კაბა გადაიცვა. _მგონი მართლა კარგია. _ ღიმილით დაისვა ხელი თეძოებზე და ჩემსკენ გამობრუნდა. _ გავიქეცი სამსახურში და მაგ ყალთაბანდ მიმიხედე. _ სიცილით აუჩეჩა ძლივს გასწორებული ქოჩორი შვილს.

-ეეე. _ ამოიბუზღუნა ლაზარემ და სარკეს მიუტრიალდა.

-დღეს მამიკო ჩამოდის და იცოდე ბევრი არ იცელქო. _ დაარიგა შვილი და კიდევ ერთხელ გადაუსვა თმებზე ხელი. ბავშვმა ტუჩები გამობრუცა და მერე გააწკლაპუნა. სიცილით გადავხედე ლაზარეს და ლენას კარები გავუღე. _საღამომდე.

-წარმატებები!_ ღიმილით დავუქნიე ხელი და კარები მივხურე. _ ახლა მე და შენ რა გავაკეთოთ?_ ვიკითხე ინტერესით და ბავშვს მივუბრუნდი.

-ტომის თავგადასავალი დავასრულოთ რა. _ მუდარით წამოიძახა და წიგნის მოსატანად გაიქცა. მეც სიცილით მივყე უკან და მისაღებში დივანზე მოკალათებულს გვერდით მივუჯექი.

-ოღონდ იცოდე, დღეს შუადღით დაიძინებ!_ ხელი მაღლა ავწიე და დაველოდე თანხმობის ნიშნად როდის შეახებდა თავის მოცუცნულ ხელს. მანაც არ დააყოვნა და თავის ქნევით გამოაქანა ხელი შორი მაძინილიდან.

-დღეს სამ გვერდს ხომ წავიკითხავთ?_ მკითხა ინტერესით და იმ გვერდის პოვნა ცადა რომელზეც გავჩერდით.

-დღეს ოთხსაც წავიკითხავთ. _ ლოყაზე ვუჩქმიტე და მერე კოცნით მოვუშუშე აწითლებული ადგილი. _ რა გემრიელი ლოყები გაქვს შე მაიმუნო. _ სიცილით გავუწელე ცალი ლოყა.

-შენ კიდევ გემრიელი ტუჩები. _ გამომაჯავრა და ლოყაზე კიდევ ერთხელ მომიშვირა, მეც არ გავანაწყენე და გემრიელად ჩავკოცნე ჩემი აღსაზრდელი.

-მოვრჩეთ ახლა და დავიწყოთ თორემ მოვიდა შუადღე. _ საათის ისრებს ავხედე და წიგნი გამოვართვი.

ტრადიციულად ცელქი ტომის ისტორიებზე სიცილით კვდებოდა ლაზარე. თითოეულ მონაკვეთზე მაჩერებდა და გულიანად ხარხარებდა, როცა სიცილს მორჩებოდა მარტო მაშინ მაძლევდა გაგრძელების უფელაბას. ღიმილით დავხურე წიგნი და ტუჩემოკუმულ პატარას ცხივრზე წავეთამაშე. ცოტა იატაკზეც ვითამაშეთ, სათამაშოებით, მერე ლენას ვესაუბრეთ ტელეფონზე და გავართეთ. 4 საათისთვის საწოლში ჩავაწვინე და გვერდით მივუწექი დაღლილი.
თვალები რომ გავახილე ლაზარეს სასაცილოდ ქონდა სახე მოჭმუჭნული ბალიშზე და ფშვინავდა. თითები ფრთხილად გადავუსვი ოდნავ დანამულ თმებზე. ღიმილით წამოვდექი ფეხზე და კარებისკენ წავედი, გაუჩერებლივ რომ რეკავდა ვიღაც ზარს. კარებში დაფეთებული საშა იდგა და გაავებული მიყურებდა.

-ხომ მშვიდობაა?_ ვკითხე შეშინებულმა და განზე გავიწიე სახლში რომ შემომეშვა.

-ახლა უკვე მშვიდობაა.

ღიმილით გადამისვა თმებზე ხელი და გულზე მიმიკრა. ვიგრძენი როგორ აუჩქარდა ჩემთან ერთად მასაც პულსაცია და სიამოვნებისაგან სახე გამებადრა. ხელები ნელა ავაცურე მის წელზე და ცხვირით მის ყელში თარეშობა დავიწყე. ვგრძნობდი რომ საშას ეს ყველაფერი გონის დაკარგვამდე სიამოვნებდა და მეც უფრო ვთამამდებოდი. ოდნავ გამწია უკან და ხელები სახეზე მომკიდა, მერე კი თავისკენ მიმიზიდა და ნანტრი კოცნა მაჩუქა. ხელები მის კისერზე გადავიტანე და თვალები დავხუჭე ნეტარება უკეთ რომ შემეგრძნო. ჩემი აჩქარებული გული და გაცხელებული სხეული მისთვის შეუმჩნეელი არ დარჩენილა და ტუჩის კუთხე უფრო ჩატეხა. ხელები წელზე მჭიდროდ დამაწყო და გულზე მიმიკრა.

-ლაზარე სად არის?_ მოიკითხა ალერსში გართულმა ბავშვი და ოთახები მოათვალიერა.

-ძინავს. _ გავეცი პასუხი და მის სხეულს მოვცილდი. _ არ გშია?_ ვკითხე ინტერესით და სამზარეულოში შევედი სუფრის გასაშლელად. კუთხეში მდგარ მაგიდასთან მოკალათდა და ტელეფონი მოიმარჯვა.

-ანუ ახლა მე და შენ მარტონი ვართ?_ ღიმილით ამოყო თავი მოულოდნელად და ჩემსკენ წამოვიდა.

-მარტონი რატომ? ლაზარეს სახლშია. _ ეშმაკურად გავეცი პასუხი და ბავშვის ოთახისკენ მივუთითე.

-ლაზარეს როცა ძინავს აქ არასდროს არ არის, და თანაც მისი არსებობა სულაც არ მიშლის ხელს შენით შევივსო. _ გამცა ჩემთვის სასურველი პასუხი და ხელები უკნიდან მომხვია. _ შენთვის მითქვამს რომ ძალიან კარგად ვგრძნობ შენთან ერთად თავს?_ მკითხა ინტერესით და კისერში მაკოცა.

-არა არ გითქვამს. _ გავეცი ხმაჩახლეჩილმა პასუხი და გავინაბე.

-ძალიან დიდი შეცდომა დამიშვია! მაგრამ გამოვასწორებ და გეტყვი რომ ძალიან მაგრად ვგრძნობ შენთან ერთად თავს. ყველაზე კარგი რამ ხარ რაც კი ოდესმე შემიძენია!_ მეჩურჩულებოდა დაბალ ნოტაზე და ცხვირს ჩემს თმებში დააცოცებდა.

სიხარულით და ჩემთვის უცნობი ემოციებით დამძიმებული ვიდექი სამზარეულოში მაცივართან და ჩემს თავს არ ვეკუთნოდი... იმდენად იყო ახლა საშა ჩემში გაბატონებული რომ ამას მეც კი ვერ ვხვდები. მისი სურნელით გაჟღენთილი გული და გონება ერთხმად გაიძახოდნენ, რომ მე ეს მამაკაცი ძალიან შემიყვარდა. აი ასე მარტივად, ავდექი და შევიყვარე! მერე რა ჯერ ნორმალურადაც რომ არ ვიცნობ მას და მის პიროვნებას, მერე რა სულ რამოდენიმეჯერ რომ მყავს ნანახი და ისიც წამებით... მერე რა პირველი კოცნა უნამუსოდ რომ მომპარა. მე მაინც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. სულ არ მაინტერესებს პრინციპები, რომლის გამოც ზოგი უჭკუო ბედნიერებას თმობს. შეიძლება რამოდენიმე დღის, კვირის, თვის ან სულაც წლის მერე ამ ურთიერთობამ ძალიან დიდი ტკივილი მომიტანოს, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე მე მზად ვარ საშასთან ერთად იმ მწვერვალებზე ავცოცდე, მთელი ცხოვრება დაპყრობას რომ ვოცნებობ.
სიყვარული არ არის არდვილი საქმე, ადვილი კი არა საშინლად ძნელი გრძნობაა! რატომღაც აქამდე მეგონა რომ მთავარია ადამიანი გიყვარდეს და მორჩა, ახლა როცა მიყვარს, კიდევ უამრავ ემოციას ვგრძნობ. ნდობას, პატივისცემას, ურთიერთგაგებას და კიდევ უამრავ იმ ემოციას, რომელსაც სახელს ვერ დავარქმევ... საშა ჩემთვის მხოლოდ მამაკაცი არ არის. ახლა ამ წუთას ის ჩემი სხეულის ნაწილიცა, აი ასე ჩახუტებულს მგონია რომ ეს მამაკაცი დაბადებისთანავე მომწყვიტეს და ახლა ჩემით აღმოვაჩინე, ან მან აღმომაჩინა. ღიმილით გადავუსვი გაუპარსავ ლოყაზე ხელი და მერე ხმაუროთ ვაკოცე.

-ვიცი რომ ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში სამუდამოდ არ გრძელდება. ზოგი თავისი უჭკუობის გამო ანგრევს ამდენი ხნის ნაშენებ კოშკებს და მიდის! მაგრამ ჩვენ ვიყოთ გამონაკლისები და არაფრის გამო არ დავთმოთ ის რასაც მომდევლო დღეების განმავლობაში შევქმნით!_ წამოვიძახე ის რაც ახლა გულით მსურდა და საშას ამღვრეულ თვალებს შევხედე.

-მთავარია რომ შენ ჩემთან იყო! _გამცა მოკლე და ბევრის მთქმელი პასუხი. მე დასტურის და დაპირების ნიშნად ორივე ხელი მაგრად მოვხვიე და გავიყურსე.

ლაზარეს ოთახიდან ფაჩუნის ხმამ მომესმა და თავი უცებ წამოვყავი. საშამაც მე მომბაძა და მზერა იმ კარებზე შეაჩერა სადაც პატარა ყაჩაში იდგა და სიცილს ძლივს იკავებდა. თან ისე სასაცილოდ გამოყურებოდა მიკი მაუსის პიჟამოებში თმააბურძგნული და სახე აწითლებული, რომ უხერხული მდგომარეობის მიუხედავად სიცილი ვერც მე შევიკავე. საშას სხეულს ბოლომდე მოვცილდი და ლაზარესკენ წავედი. ბავშვმა რამოდენიმე ნაბიჯი სიცილით გადადგა უკან და თვალი ბიძამისისკენ გააპარა. არ ვიცი იმან რა ანიშნა მაგრამ ბავშვმა ნაბიჯს აუჩქარა და ოთახში გაუჩინარდა. გაოცებულმა მოვატრიალე ტანი უკან და მხრებაჩეჩილ საშას მივაშტერდი.

-დავიჯერო ისეთი სახე მქონდა რომ შეეშინდა?!_ დავსვი კითხვა გაურკვევლობაში მყოფმა და ლაზარეს ოთახის კარებს კიდევ ერთხელ გავხედე.

-არადა მე ზუსტად მაგ მზერამ მომაჯადოვა!_ სასაცილოდ დაიწვრილა ხმა საშამ.

-ხო არა?!_ ღიმილით წავედი მისკენ და მადუღარა ჩავრთე.

-დიახ, დიახ! პირვლად რომ დაგინახე ზუსტად ასეთი სახე გქონდა. დეიდაშვილის გამოსაყვანად მიდიოდი, შენი დაქალის დონჟუანმა შეყვარებულმა კი რაინდობა გამოიჩინა და წაგიყვანა, მაგრამ აქვე გამოჩნდა ერთი «არასასურველი მგზავრი» რომლის გამოც მარშუტი შეიცვალა და კიდევ რამოდენიმე წუთით დააგვიანე... ზუსტად ასეთი გამგმირავი მზერით მიყურებდი იმ დღეს სარკეში. _ უცებ გამარკვია სიტუაციაში და ადუღებული წყალი ყავას დაასხა.

-რაღაც არამგონია ეგ ისტორია ეგრე მთავრდებოდეს... _ წარბები ეჭვით ავწიე და ფინჯანი თითებში მოვიქციე. _ ის არასასურვლი მგზავრი, დიდი გაუთლელი ხეპრე აღმოჩნდა რომელმაც საერთოდ არ იცის როგორ უნდა ესაუბროს ახალგაცნობილ მანდილოსანს. აი მაგიტომ გიყურებდი ეგეთი განმგმირავი მზერით!_ ნიშნის მოგევით ჩავუკარი თვალი და მაგიდასთან დავჯექი.

-ანუ რა გამოდის რომ დამნაშავე მე ვარ?_ მანაც აიღო ფინჯანი და ჩემს პირდაპირ მოკალათდა.

-როგორც თვითმხილველი დაკითხვის ოქმში იტყობინება, თქვენ ხართ!_ სიცილით ამოვიბურდღუნე, რაღაც და თვალი ჩავუკარი.

-და მაგ თვითმარქვია თვითმხილველმა არ იცის, რომ ცრუ ჩვენება ისჯება კანონის უმკაცრესი ზომებით, რომლებიც ჩემს სასარგებლოდ მოქმედებენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

-ცდებით ახალგაზრდავ! თვითმხილველი სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს და ძალიან გთხოვთ, სიტყვას ნუ მაწყვეტინებთ, შეგახსენებთ რომ ამ წუთას ჩემს ტერიტორიაზე იმყოფები და ძალები ჩემს მხარესაა.

-ნუ მეიურიდიულქალები ძალიან გთხოვ!_ სიცილით გადააბა რამოდენიმე სიტყვა და ფეხზე წამოდგა. _ მე ისეთი ნია უფრო მომწონს, ავაზას რომ უგავს თვალები!_ ისევ დაიწყო თავიდან.

-პანტერას!_ შევუსწორე მე და სიცილი ამიტყდა.

-იყოს პანტერა! ოღონდ ჩემი!_ მანაც შემისწორა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა._ ავაზა პანტერა. კარგად ჟღერს. _ წამით მოცილდა ჩემს ტუჩებს და ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა. _ ახლა მე შენ ბევრს გაკოცებ და იმ თვითმხილველს რაც უნდა ის ჩაუწერია დაკითხვის ოქმში!_ ღიმილით ამოსთქვა და ისევ ტუჩებისკენ გაცოცდა.

-თვითმხილველი საოცრად კმაყოფილია!

სანამ ბოლომდე მოწვდებოდა ჩემს აწითლებულ ბაგეებს ამოვილუღლუღე და ხელები კისერზე მოვხვიე. საშასაც ზუსტად ისე გაუთბა სხეული როგორც მე. ვიგრძენი როგორ აუხურდა ღაწვები და მესიამოვნა. უამრავი რაღაცის განცდამ გონება ლამის დამაკარგვინა. ნელა მოვცილდი ჩემთვის ძალიან სასურველ სხეულს და ფეხზე წამოვდექი. საშა ჩემს სკამზე დაჯდა და ღიმილით გამომაყოლა თვალი ლაზარეს ოთახისკენ მიმავალს. ბავშვი საწოლში შემძვრალიყო და ზღაპრების წიგნებს ათვალიერებდა, როგორც კი დაინახა საბანში ჩაძვრა და ხითხითი ატეხა. ნელა მოვუარე საწოლს და მის მხარეს ჩამოვჯექი, გაძრომას აპირებდა ხელი რომ დავავლე პატარა ფეხებში და ერთ ადგილზე დავლურსმნე. ნელა ამოწია ჯერ თვალები და მერე მთლიანი სახე საბნიდან და მაიმუნივით გამიცინა.

-აბა პატარა ყალთაბანდო რას საქმიანობ?_ ვკითხე ინტერესით და წიგნი გამოვართვი, ხელებში რომ ქონდა გამეტებით ჩაბღაუჯებული.

-არ მიბრაზდები?_ მკითხა გაკვირვებულმა და საწოლზე წამოჯდა.

-რატომ უნდა გაგიბრაზდე?_ მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებულმა გავხედე.

-საშა ძიამ რომ გაკოცა და მე რომ დავინახე და ბევრი რომ ვიცინე. _ სასაცილოდ აჭყლოპინდა ჩემი აღსაზრდელი.

-არა ჩემო საყვარელო, არ გავბრაზდებულვარ. _ თბილად დავუყვავე და გულზე მივიკარი. _ მაგრამ იცოდე მომავალში ეგრე აღარ უთვალთვალო არავის!_ გაფრთხილებით დავტუქსე ბავშვი.

-გპირდები!_ საფეთქელზე გაშლილი ხელი მიიდო და გამიცინა.

-ჩემი ჭკვიანი ბიჭი. _ შევაქე და საწოლის კიდეზე გადაკიდებულ ტანსაცმელს გადავწვდი. _ ჩავიცვათ და საშა ძიასთან გავიდეთ, გველოდება. _ უცებ გავხადე პიჟამოები და საშინაო ტანსაცმელი ჩავაცვი.

-ისე ჩემმა გეგმამ რა მაგრად იმუშავა ხედავ?_ გამიცინა და შარვალი ამოიცვა. _ შენ კიდევ გადაგდებას უპირებდი. _ მომიბრუნდა გაბუსული.

გამზადებული უცებ წამოფრინდა ფეხზე და სამზარეულოსკენ გაიქცა, მე საწოლი გადავსწორე და ლაზარეს გავყე. საშასთან კალთაში ჩახტომა და ახალი ამბების გაცვლა-გამოცვლა უკვე მოესწრო. ისიც ინტერესით უსმენდა მოტიტინე ბავშვს და მომენტებში სიცილით მზერას ჩემზე აჩერებდა. საჭმელი გავუმწადე ლაზარეს და წინ დავუდგი.

-გაიქეცი ხელები დაიბანე და ჭამე!_ საშას კალთიდან ჩამოვსვი და სააბაზანოსკენ ვუბიძგე.

-რა მაგარი დედა იქნები წარმომიდგენია. _ მოულოდნელად ხმადაბლა ჩაილაპარაკა საშამ და მაცდურად გამიღიმა.

-ჯერ რა დროს ჩემი შვილებია. _ შევიცხადე უეცრად და ხელი ავიქნიე.

-რატომ არ გინდა შვილები?_ მკითხა დაეჭვებით და სკამზე გასწორდა.

-როგორ არ მინდა... ძალიან მინდა, მაგრამ ახლა მე თვითონ ვარ ბავშვი რა დროს შვილებია. _ ღიმილით გავეცი პასუხი და ლაზარეს თავისი სკამი გამოვუჩოჩე.

-ანუ რა გამოდის მე რომ ახლა შვილები მინდა, ტყუილ უბრალოდ ვოცნებობ?_ მკითხა წარბაწეულმა საშამ.

-ეგრე გამოდის. _ სიცილით გავეცი პასუხი და ლაზარეს ვანიშნე ლუკმა გადაყლაპეთქო._ ნუ უსმენ ბიძაშენს, ჭამე მიდი!

-ეგრე გამოდის გაჩვენებ ცოტახანში, გაბერილი რომ იგორავებ წინ და უკან._ თითის ქნევით დამემუქრა და თვალი ჩამიკრა.

-ბავშვია აქ!_ ვცადე ამით მაინც გამეჩუმებინა.

-მერე რა? ლაზარე უკვე იმ ასაკშია, მსგავს თემებს თავისუფლად უსმინოს ხო ძია?_ლაზარესკენ დაიხარა და თვალებში ჩახედა. ბავშვმა დასტურის ნიშნად თავი დაუქია და ცალი თვალი ჩემსკენ გამოაპარა. _ რა აზრის ხარ აბა გაბერილ ნიაზე?_ კითხა და ცხვირზე მოცხობილი საჭმელი სალფეთქით მოწმინდა.

-მაგარი იქნება. _ შესძახა ომახიანად და ცერა თითი აწია.

-შენი გაგიჟებაღა აკლდა ამას. _ დავტუქსე შეყვარებული.

ყველაზე მეტად რაც მომწონდა, ჩემი თავი საშას მიმართ გამოჭერილ გრძნობებში იყო. ყოველთვის როდესაც სახლში მოვდიოდი მაცილებდა და ცდილობდა არასდროს დავეტოვებინე მარტო. სამსახურში როგორც კი თავისუფალი დრო გამოჩნდება სულ ჩემნთან არის. უამრავჯერ ვიკამათეთ ამის გამო, ნახევარსაათიან შესვენებაზეც კი ჩემს სანახავად მორბის ზოგჯერ, ამის გამო უკან დაბრუნება ცოტა აგვიანდება და ვკამათობთ. საერთოდ არ მინდა ჩვენი ურთიერთობის გამო რაღაცეები ასე უაზროდ დათმოს. მე მირჩევნია, ორივემ ერთად დავთმოთ რამე ისეთი რაც მერე გამოგვადგება ვიდრე ახლა ახირებების გამო სამსახური დაკარგოს და გეგმები შეგვიცვალოს. ოჯახზე უამრავჯერ ვისაუბრეთ, საშა სულ ცდილობდა ჩემთან დიალოგისას ბავშვები ხშირად ეხსენებინა. მეც ჭარხალივით ავწითლდებოდი ხოლმე და ვიცხადებდი, მერე ვუხსნიდი რატომ არ მინდა ახლა ბავშვები. თუმცა საკუთარ თავსაც ვატყუებდი ამით და საშასაც, ძალიან მინდოდა. მართალია მე ვთვლი რომ ბავშვს ჩამოყალიბებული და გაზრდილი დედა ჭირდება, მაგრამ ჩემი ასაკი სულაც არ არის ისეთი რაიმე რომ გამიჭირდეს. თანაც ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილებას ვიძენ. თუმცა ჯერ მაინც ადრეა! არ ვიცი რატომ ალბათ იმიტო რომ მე და საშამ სულ ახლახანს ავიდგით ფეხი. მე მირჩევნია წლები გაგრძელდეს ჩვენი ამგვარი ყოფა ვიდრე, ახლა ვიქრწინოთ და მერე პრობლემები არ დაილიოს. თანაც ჩემთვის ეს პერიოდი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელია. საშა არ გავს სხვა მამაკაცებს, ის ძალიან მოსიყვარულე და თბილია. იცის რა დროს როგორ უნდა მოქიცეს, და უაზრო სიცივით არასდროს მთრგუნავს. არც გადამეტებული უყვარს რამე, ყველაფრის საზღვარი აქვს. ხუმრობის დროს ჩემნაირია, იმიტომ რომ მე მსიამოვნებს. არასდროს მაწუხებს უაზრო კითხვებით, არ არის ზედმეტად პრიმიუტიული მამაკაცი და ზუსტად ისეთია მე რომ ვოცნებობდი. თავისი ნაკლებით და დადებითი თვისებებით!

გიორგისთან უთანხმოება არ შემქმნია ჩემი ამბავი რომ გაიგო. თავიდანვე იცოდა რომ ჩვენს ურთიერთობას დიდი გზა არ ეწერა. ის თავის გზაზე წავიდა მე ჩემსაზე საშასთან ერთად. «მიყვარხარ და მე შენთან მეგობრობას ვერ შევძლებ ამიტომ ჯობია ჩვენს ჩვენ გზაზე წავიდეთო.» უფრო დავაფასე ეს ადამიანი და უფრო დავრწმუნდი რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია. მე ჩემნაირი გიჟი და გადარეული მინდა გვერდით, გიორგიმ რამდენიც არ უნდა ცადოს ბოლომდე მაინც ვერ გაიმიგებდა.
ასე დავასრულეთ არდაწყებული ურთიერთობა.


სამსახურიდან იმ დღესაც ადრე მოვიდა, სახლში უნდა წაგიყვანო. გზაში ტრადიციულად ვეკამათე და ცოტა ნაჩხუბარიც ავედი სახლში. იმ ღამით ტელეფონზე არ დაურეკავს და არც შეტყობინება მოუწერია. იცის ასეთ დროს როგორი ფეთქებადი ვარ და შორს იჭერს ყოველთვის. მეორე დღეს მომაკითხავს და კოცნით შემომირიგებს. საშამ იცის როგორიც ვარ და ცდილობს ზედმეტად არ გამაღიზიანოს თავისი ქცევებით, ისევე როგორც მე.

რამოდენიმე დღის წინ, ჩემი კლასელის დაბადების დღე იყო. ვაჟას ბავშვობიდან მოყოლებული ვუყვარდი, ბაღშიც ერთად დავდიოდით, მერე სკოლა და ბოლოს სასწავლებელში ერთად მოვხვდით.
საერთოდ არასდროს მჯეროდა ბიჭის და გოგოს მეგობრობის, მაგრამ მიხედავად ამისა უამრავი ბიჭი ამხანაგი მყავდა და მყავს. არასდროს მჯეროდა იმ ზღაპრების რომელსაც «დაიკო ძამიკოთი» ასრულებდნენ. არ ვიცი შეიძლება შემი გადმოსახედიდან ამ ყვეალფრის დანახვა თქვენთვის ძნელია. შეიძლება თქვათ რომ ვცდები, მაგრამ მე მაინც ბოლომდე ჩემს აზრდე ვიდგები, რადგან ამ « მეგობრობის» ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი მაქვს.
უარმავი ისტორია, რომანი და ნოველა წამიკითხავს იმის შესახებ რომ გოგო და ბიჭი,სიცოცხლის ბოლომდე მეგობრები იყვნენ. რატომღაც სულ მეგონა რომ იმ მეგობრობის უკან ძალიან ღრმად რაღაც სხვა იმალებოდა. სულ ვფიქრობდი რომ რომელიღაცა რაღაცას მალავდა და ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გარედან ჩანდა.
ჩემს გვერდით კორპუსში, გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მათმა დედებმა ზუსტად ერთ დღეს, ერთ რიცხვსა და თვეში იმშობიარეს. იმის შემდეგ ეს ორი ახალგაზრდა ერთმანეთს არ მოცილებია. ერთმანეთის კალთებზე იყვნენ გამობმულები... მეც მათი თანატოლი ვიყავი და სულ მეგონა, რომ ისინიც ჩემსავით მეგობრები იყვნენ. მაგრამ გავიდა წლები და შევცდი! ახლა გოგონა მეხუთე თვეშია და შესანიშნავი ოჯახი აქვს, თავი ბავშვობის მეგობართან ერთად.

ზუსტად ამ მიზეზების გამო არ მჯეროდა მათი მეგობრობის. ვაჟას დაადებისდღეზე სულ ყოველთვის ერთად, ერთ რესტორანში ვიკრიბებოდით, იქ ამიხსნა პირვლად სიყვარული. საშასთანაც მაქვს მასზე ნათქვამი, ჩვენს თაყვანისმცემლებზე წამოვიწყე საუბარი და მაშინ ვახსენე, გადაკვრით... ვაჟა რომ ვახსენე დაბადებისდღემდე ორი დღით ადრე, რეაქცია არ ქონია! თავიდან მეგონა რომ ვერ მიხვდა, მერე რომ ავუხსენი ვინც იყო და რაც ხდებოდა იმ დღეს მივხვდი რომ ჩემს შეყვარებულს საერთოდ არ აინტერესბეს ვაჟა.

-ვიცი ახლა ელოდები როდის გეტყვი რომ ვაჟასთან დაბადებისდღეზე არ წახვალ, ან რამე მსგავს უაზრო ფრაზას.. მაგრამ არ ვაპირებ რამე აგიკრძალო. მე და შენ ეგ თემა უკვე განვიხილეთ და უკამ მოვიტოვეთ. მე არ მაქვს არანაირი საბაბი შენში ეჭვი შევიტანო და უაზრო ეჭვიანობით ისტერიკები გაგიმართო. მე შენ იმიტომ აგირჩიე, რომ ჩემნაირი ხარ, ჩემნაირი და ისეთი როგორიც მე მინდა გვერდით მყავდეს! ამიტომ არ ვაპირებ შენში ეჭვი მარტო იმიტომ შევიტანო რომ ვაჟას ადრე უყვარდი... მართალია მამაკაცები არასდროს არიან სანდო, მაგრამ ჩემი ქალი სანდოა! რომ არ გენდობოდე, ახლოსაც არ გაგიკარებდი, შენში ეჭვი ერთი წამითაც რომ მეპარებოდეს, დავასრულებდი და წავიდოდი! შეიძლება ახლა ცოტა ძნელი გასაგებია ის რასაც მე ვამბობ, მაგრამ დამიჯრე ასეა. მე ვერასდროს გავიგებ იმ ურთიერთობის აზრს, სადაც უნდობლობას ფესვები აქვს გადგმული. სადაც მამაკაცი ქალს არ ენდობა და აკონტროლებს... სადაც ქალი სულ ცდილობს კაცთან ისე მოიქცეს როგორც მას გაუხარდება და თავის თავა გადააბიჯოს, მარტო იმიტომ რომ ქმარს ესიამოვნოს. არ მესმის მე ასეთი ურთიერთობების, ვერასდროს დაგაძალებ რაღაცის გაკეთებას, იმიტომ რომ მე ასე მინდა. არასდროს მოგცემ უფელაბას, შენს თავს და თავმოყვარეობას გადააბიჯო და შენი სურვილის საწინააღმდეგოდ წახვიდე! მე არ ვთვლი რომ ეგ ურთიერთობა მყარია და იმიტომ! ქალებზე არ ვისაუბრებ ახლა, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ზუსტად ისეთი ხარ როგორიც უნდა იყო. არ ხარ გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი თინეჯერი გოგო, რომელმაც არ იცის რა სურს და რისკენ მიისწრაფვის. ზუსტად იმის გამო გაფასებ და მიყვარხარ, რომ შენს თავს ყველაზე უკეთ იცნობ!
დაბადებისდღეს თუ ასე ტრადიციულად აღნიშნავთ სამეგობრო, ცუდს ამაში მე ვერაფერს ვხდეავ... წადი და როგორც აქამდე იქცეოდი ისე მოქეცი, ოღონდ გახსოვდეს რომ შენ ხარ ჩემი! ჩემი ავაზე პანტერა!

ემოციებისგან მოგუდულმა ამოვიკრუსუნე და სიხარულით გამოწვეული ცრემლები გადმოვყარე. საშას სიტყვებში არცერთი წამით შემიტანია ეჭვი. ვერასდროს წარმოვდგენდი ასეთი მამაკაცი თუ არებობდა და თან ჩემი! მისმა თითოეულმა სიტყვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნეს რომ მე ეს მამაკაცი თავდავიწყებით მიყვარს. ხელები მაგრად მოვხვიე კისერზე და ცხივრი მის ყელში ჩავრგე. საშამაც არ დააყოვნა და თავისი ძლიერი მკალევბი ფაქიზად მომხვია წელზე და ოდნავ წამომწია მიწიდან. ეს მომენტიც ამაღელვებელია ჩემთვის და საერთოდ რაც მას უკავშირდება ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.
ზუსტად იმ დღეს დავრწმუნდი რომ საშასთან მსგავს თემებზე არასდროს მომიწევდა კამათი.

ვაჟას დაბადებისღე გადასარევად მოვიარე. ძველი მეგობრების შეკრებამ დადებითი ემოციებით ამავსო. ის ხალისი და მუხტი შემმატა, რაც აქამდე მაკლდა. ლილიკო მთელი საღამო წინ და უკან დარბოდა და გიგას ესაუბრებოდა ტელეფონზე, კვლავ ვერ ახერხებს მივლინებიდან დაბრუნებას და წვალობენ. ვაჟასანაც ვისაუბრე რამოდენიმეჯერ, საშაზეც გაიგო და ძალიან გაუხარდა ჩემი კარგი. თავიდანვე ეტყობოდა ამ ბიჭს რომ ძალიან კარგი პიროვნებაა. გვიან, დაპირებისამებრ საშას დავურეკე და გამოგვიარა. ორივე მანქანაჩი ჩავხტით და სახლში წაგვიყვანა. მანამდე გზაში კარგად დაგვცინა. ნასვამი არცერთი ვიყავით, მაგრამ ცეკვისგან ისე მქონდა გამოცლილი არაქათი, თავს აქეთ-იქით ვაკონწიალებდი დაღლილი. სადარბაზომდე მიგვიყვანა და დაგვემშვიდობა.

ახლა ვზივარ ჩემს აივანზე, ფეხები ისევ მოაჯირზე მაქვს შემოწყობილი და მთვარეს გავყურებ. რომ გითხრათ მთვარის და ღამის გადამკვდარი მეგობარი ვარმეთქი არა! საერთოდ არ მახასიათებს ღამესთან და მთვარესთან ბაასი. მე მირჩევნია ოთახიდან და ქუჩის ლამპიონებიდან მბჟუტავი შუქის დახმარებით წიგნი ვიკითხო და ღამე ცოტა გავათანაბრო. თან ამ დროს საშაზე ფიქრიც მეკვიატება და შესანიშნავად ვგრძნობ თავს. გვერდითა აივანზე ჩემი დაქალი ზის და წიგნს კითხულობს. დროდადრო გადმომძახებს და წიგნის შინაარსით გახალისებული მეც მახალისებს.

-ლიი. _ გავძახე ხმადაბლა და თავი მისკენ მივატრიალე. პასუხის ნიშნად წიგნი ნახევრად დახურა და მე გამომხედა._ როგორ ფიქრობ, შენს ქორწილში. მუქი შინდისფერი კაბა მომიხდება თუ შავი?_ ღიმილით ვკითხე და თვალი ჩავუკარი. სიცილი ძლივს შეიკავა ჩემმა დაქალმა და გულიანად გადაიკისკისა. მერე პირზე აიფარა ხელი და თვალებით გარშემო აივნები მოათვალიერა.

-რა სულელი გოგო ხარ! რა დროს ქორწილია ჯერ?_ მკითხა გაკვირვებულმა.

-როგორ თუ რატომ? დამიჯერე ეგ შენი გიგა დიდხანს ვეღარ მოიცდის. _ დაბეჯითებით ჩავილაპარაკე და წიგნი დავხურე.

-ჯერ მგონია რომ ადრეა. არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ჩვენს ურთიერთობას საფრთხელ შევუქმნა.

-ჭკვიანი გოგო რომ იყავი კოჭებშივე გეტყობოდა. _ გაიცინე გულიანად და ფეხებს ადგილი შევუცვალე.

-შენ და საშა რას აპირებთ?_ გადმოვიდა ჩემს ტერიტორაზე უცებ.

-ჩვენს არაფერს ჯერ. შეჩვევის და დაახლოვების პერიოდი გვაქვს, თუმცა უნდა ვაღიარო ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთ. _ მისი გახსენებისას უცნაური სითბო ჩამეღვარა გულში.

-ძალიან კარგია... გათხოვებას ყოველთვის მოვასწრებთ, ჯერ მინდა გიგასთან უფრო მეტი თავისუფალი დრო გავატარო. ოჯახი რაღაცნაირად შემბოჭავს, მაინც!

-ჭკვიანო ქალბატონებო, აწიეთ ერთი ადგილი და შებრძანდით თქვენ თქვენს ოთახებში. ძილი გვინდა ხალხს!_ მშვიდი ხმით დაწყებული გამსოვლა აღელვებულმა ოდნავ შეძახილით დაასრულა და თავისი ფანჯრიდან თავი გამოყო.

-ბაჩი, ძვირფასო მე მეგონა შენ გეძინა. _ ღიმილით გადაულაპარაკა ლილიკომ.

-მეძინა ჩემო კარგო, მაგრამ გამეღვიძა! როდემდე უნდა ილაპარაოთ შენ შენს დონჟუანზე და შენ... მოიცა შენსას რა ქვია?_ წარბები ინტერესით აწკიპა და მე მომიბრუნდა.

-მატრიცა!_ მოულოდნელად წამოიძახა ლილიკომ და როცა გაიზარა რამხელა შეუსაბამობა თქვა მოქანავე სკამიდან ძირს გაადინა ზღართანი.

-ამ გოგოს ფილმები წყენს. _ ხელი ლილისკენ გაიშვირა ბაჩიმ და ოთახში შეტრიალდა.

-კარგი დავიშალეთ... ძილინებისა ლი. _ ფეხზე წამომდგარ დაქალს დავემშვიდობე და ოთახში შევიყუჟე.


მეორე დილით ლილიკოს ზარმა გამაღვიძა. ნელა წამოვწიე თავი და ტელეფონის აპარატისკენ გადავიწიე. რატომღაც მეგონა სერიოზულ საქმეზე მირეკავსმეთქი, მაგრამ როგორც ყოველთვის ამ გოგოში შევცდი. რაღაცა უაზრო ფილმი უნახავს კინოთეტრის შესასვლელთან აფიშირებული და მირეკავდა დღეს საღამოს წავიდეთო. საათის ისრებისკენ თვალი ნელა გავაპარე და გაოცებულმა პირი დავაღე. დილის რვა საათზე კინოთეატრის წინ დგას და თან მე მირეკავს. აღარაფერი მიპასუხია ტელეფონი საწოლზე გადავაგდე და თავი ისევ ბალიშში ჩავრგე. დღეს კვირა დღეა და არაფერი მაქვს საქმე. ლაზარე მშობლებს მიყავთ ყაზბეგში დასასვენებლად და ერთი კვირა შვებულება მომცა ქალბატონმა ლენამ. მეც ძალიან გადავიღალე და დავისვენებ, თან მთელი ერთი კვირა თავისუფლად შევძლებ საშასთან ერთად ყოფნას. მართალია ის მუშაობს, მაგრამ ახლა უფრო მეტ თავისუფალ დროს გამონახავს და მინახულებს.

შუადღის პირველ საათზე ძლივს ავზიდე წელი საწოლიდან და სააბაზანოსკენ გავლასლადი. უცებ მოვიფხიზლე თავი და გავემზადე. ჩემი ძმა მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა თან კომპიუტერში რაღაცა სისულელებით ირთობდა თავს. რა ეტყობა ახლა ამას ოცდაათი წლის რომ ხდება, ან საერთოდ როგორ ხდება ეს ოცდაათი წლის.

დედაჩემი და მამაჩემი გამახსენდა რატომღაც და მათთან დარეკვა მომინდა. რამდენი ხანია ნომრლაურად აღარ მინახავს არცერთი და არ მოვფერებივარ. რაც ეს უაზრო მიმოსვლა დაიწყეს... ტელეფონის აპარატს დავწვდი, მაგრამ ვინ გაცადა, საშას ზარი შემოვიდა. ღიმილით ვუპასუხე ჩემს შეყვარეულს.

-როგორ არის, ჩემი ავაზა?_ მკითხა ღიმილნარევი ხმით და ჩაახველა.

-შენი ავაზა თავს შესანიშნავად გრძნობს იმისათვის რომ განხოს. _ გავილექსე მე.

-ხოდა ჩამოდი გელოდები. _ გამცა მოკლე პასუხი და ტელფონი გამითიშა. მე იმ წამს სამზარეულოს ფანჯარას მივარდი და გადავიხედე. საშა კორპუსის წინ იდგა და ჩემს მეზობლე თამილას ესაუბრებოდა აშკარად მობეზრებული სახით. უცებ ჩავიცვი და ჩემი ბიჭის საშველად გავემართე. დამინახა თუ არა ბგერები ამოუშვა და ჩემსკენ წამოვიდა, ქალბატონ თამილას კი ზრდილობიანად დაემშვიდობა. ორივე ხელი მაგრად მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე. თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი ჩემმა ჭორიკანა მეზობლებმა არ დაგვინახონთქო. თამილას რას გამოაპარებ, ჩაიცინა და წავიდა. მის მანქანაში მოვთავსდი და ღვედი შევიკარი, თან საშას ვუყურებდი და სულელივით ვიღიმოდი.

-სად წავიდეთ?_ მკითხა ინტერესით და მანქანა დაქოქა.

-სადმე წყანრ გარემოში, ყავა დავლიოთ. _ გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ გავუღიმე.

-შენთვის მითქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ როცა იღიმი?_ ლოყაზე ცალი ხელი მომისვა და თან გზას გახედა.

-არა ეგ არასდროს გითქვამს. _ სიამოვნებისგან გავინაბე მე.

-ხოდა ახლა გეუბნები რომ საოცრად ლამაზი და მომაჯადოვებელი ღიმილი გაქვს. რაღაცნაირად ავაზური. _ ბოლოს მაინც ჩააკვეხა თავისი.

-შენ კიდევ ზუსტად ის ბიჭი ხარ მე რომ ამდენხას ველოდი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით!_ არც მე დავუყოვნე ჩემი აზრების გაზიარება.

-ეგ ძალიან კარგია იმდენად კარგია რომ კიდევ ერთხელ მეფიქრება შენს გაბერილ მუცელზე. _ სიცილით ჩაილაპარაკა და მუცელზე თითი გამკრა.

-ჯერ ადრეა, მაგის დროც მოვა, აუცილებლად!

-აბა რა! მაგის დროს მოვა და სულაც არ არის ადრე! _ მაცდური ღიმილით ჩამიკრა თვალი და მცხეთის გზისკენ წავიდა.

-სად მივდივართ?_ ვკითხე ოდნავ დამფრთხალი ხმით.

-ვცდილობ მოვლენები დავაჩქარო და მალე გაგბერო!_ გამცა პასუხი და თვალი ჩამიკრა.

-ნუ გადამრიე ახლა! რას ამბობ საშა?_ გახარებულმა და შეშინებულმა ვკითხე.

-მოგიტაცე!_ სიცილით გამცა პასუხი და თვალი ჩამიკრა.

-სულ გადაირიე ხომ ამხელა კაცი?_ ვკითხე წარბაწეულმა.

-მოიცა შენ რა წინააღმდეგი ხარ?_ დამისვა ჩამჭრელი კითხვა.

-ახლა არ ვარ მზად!_ ამოვიკრუსუნე მე საცოდავად.

-კარგი კარგი, ვიხუმრე! როგორ ფიქრობ შენი გულის საწინააღმდეგოდ წასვლა შემიძლია? _ მანქანა გზიდა გადააყენა და ჩემსკენ გადმოიხარა.

-საძაგელო ბიჭო. მე კიდევ გული გამისკდა. _ ამოვისრუტუნე და თავი გულზე მივადე.

-ვიცი რომ ახლა მზად არ ხარ და მე თანახმა ვარ დაგელოდო!

-გპირდები ძალიან დიდხანს არ გალოდინებ!_ ლოყაზე თითი ჩამოვუსვი და მისი ტუჩებისკენ წავიწიე.


ახლა ასე დასრულდა! მაგრამ ჩვენ ორივეს გვჯერა რომ ამასაც აქვს გაგრძელება და ისეთი დასასრული ჩვენს გულებს რომ გაახარებს. ჩემი და ჩემი შეყვარებულის რომანი ერთ წელზე მეტია გრძელდება და დღესაც არ ვაპირებთ დაოჯახებაზე საუბარს... მართალია მას ძალიან უნდა გაბერილი მნახოს, მაგრამ ცოტას მოითმენს. იმიტომ რომ დამპირდა და ის პირობას ყოველთვის ასრულებს. მე საძაგელ გოგოს კი ისევ აივნის მოაჯირზე მაქვს ფეხები შემოწყობილი, ამჯერად ჩემს პარტნიორთან ერთად და ღამის თბილის გავცქერით.... საერთოდ არ ვფიქრობ მომავალზე, იმიტომ რომ ვიცი... საშასთან ერთად ის ყველაზე ლამაზი იქნება!


დასასრული.

>>>>
ესეც მორიგი ძველი ისტორია...
უზომოდ ბევრ შეცდომას წააწყდებოდით და ბოდიშს გიხდით. <3
იმედია შეცდომები ძალიან გამაღიზიანებელი არ იყო და მოგეწონათ. <3



№1  offline წევრი miyvarxar1992

ჩემი შაქარყინულიიიი მოსულააა.რა ქარგი მყავხარ ქალო შენ ხო არ იციიი.მომენატრე და გამახარე ძაან გემრიელო და ტკბილო♥♥♥

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

დასასრული მოულოდნელი იყო მაგრამ ძალიან კარგი ❣

 


№3  offline წევრი blondeangel631

აი რა ვთქვა არ ვიცი ძალიან ემოციურ ისტორიებს წერ kissing_heart

 


№4  offline წევრი Laliashvili009

dzalian visiamovnee ❤❤❤ gansxvavebuli da tkbili wasakitxi istoria iyo ❤❤❤

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი შენს ისტორიას რომ ვხედავ რაღა უნდა ვთქვა? ძააან მომეწონა აი ძალიან ძალიაან *-* რასიღვარულობა იყო და ემოციურჯი <3 ძაალჯან მომეეონა აი ძალიაან და კმაყოფილიც ვარ როფორც ყველა შენი ისტორიით და იმედია არ დაიკარგები და გამახარებ ახალი ისტორიით <3 წარმატებები

 


№6  offline წევრი თ. ა.

რა კარგია განსხვავებული დასასრულით იყო. რაღაც სხვანაორი. ძალიან მიხარია რომ გამოჩნდები და ახალი ისტორიებით გვახარებ. <3

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

Rogor gamixardiiii. Dilit cavikitxee da pozitivic shevisruteee. Miyvarxar meshenn nastiaaaa

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

Mიხარია დილიტ სენი ისტორიის დანახვა.ორი დგეა გახარებული ვარ.

Gამონახე დრო,დადე კიდევ სხვა ისტორია.

Mიკვარხარ უცკვიანესო და უტკბილესო.❤❤❤

 


№9 სტუმარი Nati

Gamarjobat tu shegidzliat damexmaret ert motxrobas vedzeb zapxulshi wavikitxe da saxeli agar maxsovs shinaarss getyvit da tu icit damikomentaret dzalian gtxovt ,,Anu metormete klaselebi gaagzavnes sazgvar garet turit xoda mtavari gmirs ragac chauyares barshi da im gamit tavis klaseltan iwva nu ertmanrti ki mowondat magram bichs sul sxvanairi egona es gogo da turme gamit ragaceebi chautarebia mere dashordnen eseni gogo tavs aridebda da ragaca da es gogo agmochda orsulad ojaxma rom gaigo uaryves es gogo da am bichs dauwyes dzebna da mere dzalit gaatxoves nu cemes.da erti ambebi raa xoda bolos sheuyvardat ertmaneti '' ar dagezarot gtxovt

 


№10 სტუმარი 13

Nati
Gamarjobat tu shegidzliat damexmaret ert motxrobas vedzeb zapxulshi wavikitxe da saxeli agar maxsovs shinaarss getyvit da tu icit damikomentaret dzalian gtxovt ,,Anu metormete klaselebi gaagzavnes sazgvar garet turit xoda mtavari gmirs ragac chauyares barshi da im gamit tavis klaseltan iwva nu ertmanrti ki mowondat magram bichs sul sxvanairi egona es gogo da turme gamit ragaceebi chautarebia mere dashordnen eseni gogo tavs aridebda da ragaca da es gogo agmochda orsulad ojaxma rom gaigo uaryves es gogo da am bichs dauwyes dzebna da mere dzalit gaatxoves nu cemes.da erti ambebi raa xoda bolos sheuyvardat ertmaneti '' ar dagezarot gtxovt

მხოლოდ ერთი ღამე ასე ქვია.

 


№11  offline წევრი ფარვანა

აუ უსაყვარლესობა იყოო მომეწონა ძალიან და საერთოდ შენი ისტორიები საყვარლობებია ხოლმე სუულ heart_eyes
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


მოკლედ რამდენი ხანია ვერ ვაკომენტარებდი და როგორც იქნა მეღირსა????????ძალიან თბილი, ღიმილიანი და პოზიტიური მოთხრობა იყო???????????? მიყვარს საშა და ნია????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent