შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი მშობლები ტერორისტები არიან ასეთი ბომბა რომ გაგაჩინეს?!-5


10-01-2018, 00:41
ავტორი Tasska
ნანახია 2 875

ეს თავი ჩემგან საჩუქრად <3
თქვენმა თბილმა კომენტარებმა სტიმული მომცა და დღეს კიდევ ერთი თავი დავდე. ძალიან მიყვარხართ და მახარებთ ყველა <3
თავი 5
სახლში გაცოფებული მივვარდი, ჯერ კარგად ვაბრახუნე კარზე, მერე თვალებგაშტერებული მაშო დამიდგა წინ.
-რა იყო ტასო, რანაირად შემოვარდი გოგო, გაცეცხლებული ქმარი მეგონე-მომახალა სიცილით.
-გაცეცხლებული ვარ, სქესის შეცვლაზე კი ჯერ არ მიფიქრია-მე ავყევი სიცილით.
-ჰე ქალო ახლა, რას დგახარ კარებში შემომიშვი რა ეს დაკავებული კაცი-გავაკეთე “გაცეცხლებული ქმრის” იმიტაცია.
მაშოც უცებ გაიწია, მეც შევვარდი სახლში და იმ წამსვე დივანზე დავევესვეტე.
-ახლა მართლა ქმარივით შემოვარდი, რამე მოხდა?-მკითხა შეშინებულმა მაშომ.
-კი მოხდა!
-რა მოხდა გოგო ამოღერღე!
-ჯერ ნასკები გამხადე და მერე-მივახალე და სიცილი ვეღარ შევიკავე.
-ფეხებიც ხოარ დაგბანო?-მოუმატა სიცილს-დაფქვი გოგო თორე მოვკვდი ქალი ლოდინით.
-რაიყო? შენც რა ნერვებდათხრილი ხარ რა მოხდა?
-აუ მაგას მერე გეტყვი.. ამოღერღე ახლა
-ის ზორბა შემხვდა.
-როგორ? რამე დაგიშავა?
-დამიშავა აბა რა ქნა?!
-რა დაგიშავა გოგო-ამოთქვა კნავილით.
-კაი ნუ კნავიხარ..
-აუ მართლა ვკნავივარ?
-სერიოზულად მეკითხები? -მეგონა მეხუმრებოდა.
-ხოო!
-თითქმის-ყველის ვაჭარივით გავეკრიჭე.
-გოგო რა გიქნა იმან აღარ იტყვი?
-ჯერ მომვარდა თავისი ჯაბახანათი, კინაღამ დამეტაკა ეგ ხეპრე, მე ჩხუბი დავუწყე, ის კი აქეთ წამოვიდა საჩხუბრად. ფუ ეგ იდიოტი, ჩემი სამაჯირი მომგლიჯა ხელიდან.
-რომელი? ოღონდ არ მითხრა რომ ის სამაჯური ოქროს დაბადების დღეზე რომ გაჩუქე!
-ხო ეგგ-ამოვთქვი და სახე მომეღრიცა.
-რანაირად გოგო, ან რად უნდოდა მაგას?
-სილა უნდა გამეწნა და იმან ხელი დამიკავა, მერე გამიშვა და მომწყვიტა სამაჯური, რო ვკითხე ეას აკეთებ მეთქი გძარცვავოო-განრისხებული, ტირილის პირას ვიყავი. სხვა რამ უფრო ძვირფასიც რომ ყოფილიყო არ ვინერვიულებდი, უბრალოდ ეს სამაჯური ძალიან მიყვარდა.
-კაი, არაუშავს, შენი ჭირიც წაუღია.. -ჩემ გამხნევებას შეეცადა მაშო. რახან ის არ ნერვიულობდა მეც უმალ გამომიკეთდა ხასიათი.
-და შენ რაღა დაგემართა?-ვკითხე ინეტესმორეულმა.
-ხო გახსოვს ტელეფონში გაუთხოვარი დავრჩები მეთქი რომ გითხარი? მაშინ მოვიდა დემეტრე და მითხრა ბოლოსდაბოლოს მე მოგიყვან ოღონდ შენი თმის გამოი.
-ვინარი გოგო დემეტრე?
-ის მეორე ზორბა. -საყვარელი სახით მითხრა მაშომ.
-არ ხუმრობ ხოო? -ვკითხე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
-მერე მე ვუთხარი არც გიცნობ მეთქი და არაუშავს გაგიცნობო და მერე მომწერა რო დემეტრე ქვია.
-დაიცა, შენი ნომერი საიდან ქონდა?
-აზრზე არ ვარ..
-აუუ, დარწმუნებული ვარ გუგუშვლიმა დაფქვა ყველაფერი.
-ხო ნამდვილად ეგ იქნებოდა!
-ხვალ უნივერსიტეტში ვნახოთ და დავაფქვევინოთ ყველაფერი.
-ისე ეგ ბიჭია თუ წისქვილი მგონია.-ვთქვი და ავხარხარდით.
——-
მეორე დღეს უნივერსიტეტში შევედით თუ არა საბას ძებნა დავიწყეთ.
-საბუუ, მოდი აქ ერთი წუთიი-დაუძახა მაშომ.
-გოგო მე გითხარი დაუძახე მეთქი , გადაადნი ზედ კიარ მითქვამს. -სიცილით ვუთხარი.
-ოო, ეგ იმ ამბის მერე ისე შიშით გვიყურებს შენ რომ დაგეძახა კინწისკვრით გავარდებოდა.
-კაი გაჩე მოდის. -გავაჩუმე და გუგუშვილის მობაჯბაჯებას დაველოდეთ.
-მაშო მეძახდი?
-კიი, მე და ტასოს საქმევს გვაქ შენთან, ეზოში დავსხდეთ სანამ ლექცია დაიწყება.
-კარგი, აბა მითხარი რა საქმე გაქვს?
-საბ..
-დაფქვი ყველაფერი ზორბას და მერე ზორბა დემეტრეს შესახებ. -არ ვაცადე მაშოს მიკიბ-მოკიბვით საუბარი და პირდაპირ ვაჯახე.
-მე..მე არაფერი ვიცი..-ისე დაიბნა სიტყვას ვეღარ ამბობდა.
-კაი საბა, ვიცით, რომ შენთან შენი ძმის თხოვნით დაგვპატიჟე და არ უნდა ამას ამდენი ლუღლუღი, ნუ დაიბენი ლობიოსავით და აგვიხსენი წესიერად რა ხდება და ვინ არიან ეგენი-ახლა სრულებით, სერიოზულად გავაგრძელე.
-არა, მე ჩემით დაგპატიჟეთ, მაგრამ მერე ჩემმა ძმამ რომ დაგინახათ უნივერსიტეტში მაშონვე მკითხა თქვენ შესახებ, მე კიდევ არ ვიცოდი რატომ დაინტერესდა და თქვენი სახელები ვუთხარი.
-უი, ჩვენი სახელები უთხრა.. აბა ჩემი ნომერუმი საიდან გაიგო დემეტრემ?-მართალია ვუყვირე, მაგრამ გულში მადლობას ვუხდიდი გუგუშვილს.
-ხო მე მივეცი, ოღონდ ჩემდაუნებურად-ისევ ლუღლუღი დაიწყო საბამ.
-კაი არაუშავს, ნუ ჩაწვები ახლა მაგის გამო მიწაში-სიცილით უთხრა მაშომ. შემდეგ ისევ სერიოზულად გავაგრძელეთ საუბარი.
-კარგი, ახლა სერიოზულად გვითხარი ვინ არიან ეგენი და საერთოდ რა იციან ჩვენზე?
-მგონი მხოლოდ თქვენი ვინაობა და მაშოს ნომერი..
-ახლა მათი სახელები გბითხარი და ყველაფერი რაც მათ შესახებ იცი!-მნრძანებლურად ვუთხარი.
-ალექსანდრე ბაბლუანი და დემეტრე ავალიანი. ერთმანეთის ბავშვობის ძმაკაცები, თითქმის ძმები არიან. ჩემ ძმასთან ერთად სწავლობდნენ სკოლაში შემდეგ კი საზღვარგარეთ წავიდნენ ერთად. რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ საქართველოში და ვიღაცებთან ჩხუბი მოუვიდათ. ჩემი ძმაც კამათობდა მათთან და მერე ალექსანდრესთან და დემეტრესთან მივიდა ერთად დავუპირისპირდეთო და ასეც აღმოჩნდნენ ერთად, რამდენიმე ღამე გრძელდებოდა კამათი და მაშინ შეწყდა ტასომ რომ იჩხუბა. ხოდა იმის მერე იმათმა -იმათთან საქმე არ გვაქ ლაწირაკები რომ აჯ*ამენ თავზეო. ხოდა ამის მერე გაცოფდა დადიანი და აგეკიდა უნდა ვაზღვევინოო.
-ააჰ, ანუ შენი ძმა და ეგენი ძმაკაცები არ არიან?
-არა, ძველი მეგობრები არიან, მაგათ მხოლოდ თავის გარემოჩვაში ჰყავთ ძმაკაცები და.. სულ ეს არის რაც ვიცი.
-კაი მადლობა საბუ, წავედით დაიწყება მალე მექცია.
ამბები გავიგეთ და წამოვედით.
-უფფ, კიდე კაი იმ დარტყმული გუგუშვილის ძმაკაცები არ არიან, თორე..
-დემეტრეს როგორ გაუძლებდი ხო?-გავაწყვეტინე მაშკას.
-აუ რა გინდა რაა, არარი დემეტრე ცუდი ბიჭი..
-კაი ნუ ღელავ არ ვიწუნებ სიძეს, მაგის ძმაკაცისგან განსხვავებით-სიცილი ავტეხეთ ერთად.
მე და მაშომ ბიჭების სახელების გაგების თანავე ყველაფრის გარკვევას ვცდილობდით მათ შესახებ, მაგრამ არავის არაფერი სმენია მათ შესახებ. მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ მათი მრავალი წლის წინანდელი უკბილო, მუხლებგადატყავებული ფოტოები აღმოვაჩინეთ სოციალურ ქსელში.
—————
-ტასოო, კაი წამო რაა..-კნუტის თვალებით მეხვეწება მაშო.
-არა, არა და ისევ არა!
-რატომ არ მოდიხარ ის მაინც მითხარი..
-მაგ კლუბში იდიოტი დათუჩის ბენდი უკრავს იმ სულოსთან ერთად და კიდე ერთ სპექტაკლს ვერ გავუძლებთ ვერც მე და ვერც შექსპირი!
-კაი ეგ არ იქნება გოგო მანდ, მანამდე ვერ თქვი? ხოიცი საახალწლოდ ბაკურიანშია წასული. თან არც მე წავიდოდი, მაგრამ ელენემ მთხოვა ძალიან.
-ვისში გამცვალე გოგო?-სიცილით ვუთხარი.
-ტასო, ელენე დიმიტრაძე არ გახსოვს?
-ააჰ, ჩემი ელიკოო, თავიდანვე ვერ მითხარი ეგ თუ იქნებოდა?
-ახლა ვინ, ვის, ვისში ცვლის?-მანაც გააგრძელა ჩემი ხუმრობა.
-აუ დამაცა რაა რამდენი ხანია არ მინახავს, ძალიან მომენატრა,
-ხოდა მიდი შეიკაზმე და გამოჭნდი ვააახხ-სიცილით მითხრა მაშომ.
-ცხენს ვგავარ გოგო მეე?
-რაგინდა ცხენივით ჭიხვინებ, მის მსგავსად მაღალი ხარ, ზოგჯერ წამოგვლის რაღაცა და ზურგზეც კი მისვამ ხოლმე და არა ხარ ცხენი?-ასე, ხუმრობით მივემზადეთ და კლუბამდეც მივაღწიეთ.
———
-ვაიმე, ელენე როგორ შეცვლილხარ! ძალიან მომენატრე გოგო-მაგრად მოეხვია მაშო.
-ვაახ ჩვენი ელიკო დაბრუნდა! ასე უნდა დაივიწყო გოგო ტრუსიკის დაქალებიი -სიცილით ვუთხარი და მეც ერთი კარგად “ჩავბურჯღნე”.
-ხომ გაგიგია მეგობრობას და სიყვარულს დრო ვერაფერს დააკლებსო, ხოდა არც ჩვენ გვეშველება რამე.
-მთელ სკოლას შიშის ზარც ვცემდით-სიცილით გავიხაენე ძველი დრო
-სულ რაღაცებს რომ ვხლაფორთობდით, აუ რაკაი დრო იყო-ამოთქვა მაშომ.
-არ შევიდეთ?-ვიკითხე მე.
-ერთი წუთი ჩემი ბიძაშვილი უნდა მოვიდეს ბავშვებთან ერთად.
-ელიკო თხუთმეტი წელი ბიძაშვილს გვიმალავდი?-ვკითხე ხუმრობით.
-ჩემი გარე ბიძაშვილია, სიმართლე გითხრა მეც რამდენიმე წელია რაც შევხვდი, რაც უცხოეთში წავედი მაშინ, მანამდე უბრალოდ ვიცოდი რომ ეგეთი ნათესავი მყავდა.
-ვაა კაია ახალი ნაცნობები, შენი ბიძაშვილი თუა მაშინ კაი ტიპი იქნება. -ჩემი აზრი გაახმოვანა მაშომ.
-კი, მართლა ძალიან აკრგი ბიჭია. აუ მოვიდმენ კიდეც.
ეს რას ხედავს ჩემი თვალები? ფუი ეს უტუხი, გაცეცხლებული ვუყურებდი და ძლივს ვიკავებდი ნერვებს.
-ტასო, მაშო, გაიხანით ეს ჩემი ბიძაშვილი ალექსანდრე, მისი ძმაკახი დემეტ.. -არაბიოლოგიური ძმა დემეტრე- მხიარულად გააწყვეტინა ელიკოს და დაამატა. -ესენი კიდევ ლევანი, გაბრიელი, ლიკა და ანი. ეს გოგონები კი ჩემო ბავშვობის გიჟი დაქალები ტასო და მაშოა.
-ძალიან სასიამოვნოა-გაინაზა მაშო.
ოხ მაგას ვაჩვენებ იდიოტი ეგ..
-ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-შენი, შენი, შენი..ასე მივუთითე ყველას ალექსანდრე გარდა-შენ კიდე დამიბრუნე სამაჯური!
-განაძარცვს არ აბრუნებენ ხომ იცი შენ?
-გაუთლელი ხეპრე ხარ..-კბილებში გამოვცარი და ბავშვებს შევუყევი შიგნით.
ამის შემდეგ ბაბლუანს ყურადღებას აღა ვაქცევდი და ბავშვები უკეთასად გავიცანი. ყველანი ძალიან კარგები იყვნენ და გამიკვირდა კიდეც, ამ ზორბასან რა ესაქმებათ მეთქი.
——
-კაი მაშო, რომ აღარ იტანჯო აგისრულებ ოცნებას და სახეკვაოდ გაგიყვან-წარბების თამაშით მითხრა დემემ.
-შენ ყოველთვის ასეთ ორიგინალურ ცოლობის თხოვნის და მერე საცეკვაოდ გაძახების ხერხებს საიდან იდიქრებ? სამომავლოდ ალბათ ოჯახის და ბავშვის შესახებაც ეგრე შემაპარებ? -ჯერ ინტერესით ვკითხე და მხოლოდ შემდეგ მივხვდი რა წამოვროშე და სახელე ქარხლის ფერი დამედო.
-არმეგონა ასეთი მიხვედრილი თუ იყავი
-მე..მე..
-ნუ ნერვიულობ -გამამხნევა -კარგი ვითომ არაფერი გითქვამს პრინცესა-უსაყვარლესად მითხრა და ცეკვა გავაგრძელეთ.
საღამო ყველამ ძალიან კარგად გავატარეთ. ტასო და ალექსანდრე ერთმანეთს მზერით კლავდნენ, მე და დემეთრე კი თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს. საღამოს ბიჭებმა სახლში დაგვარიგა. მე, ტასო, ელენე, დემე და სანდრო ერთ მანქანაში ვიყავით დანარჩენები კი მეორეში. ჯერ ტასომ კი დაიწუწუნა ჩვენ ტაქსით წავალთო, არ ჩავჯდები მე ხეპრესთანო, მაგრამ არ დასცალდა და სახლში მათ მიგვიყვანეს. მანქანიდან გადმოსვლის დროს დემემ დამიჭირა
-კარგად პრინცესავ-მითხრა და ლოყაზე მაკოცა. კინაღამ იქვე დავიღვენთე. ტასო რომ არა ალბათ მოვკვდებოდი. მორჩა! ამ ლოყას აღარასოდეს დავიბან!



№1 სტუმარი მარიამმი

კარგია ძალიან ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიყვარს ეს ისტორიაა *--* ძალიან სახალისო და საყვარლობაა ♥♥♥კარგად წერ და ძალიან მომწონს ყველაფერი ♥♥ წარმატებები თავები გაზარდე და არ დააგვიანო♥♥♥

 


№3  offline წევრი Tasska

მარიამმი
კარგია ძალიან ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

მადლობა <3

ტკბილიწიწაკა
მიყვარს ეს ისტორიაა *--* ძალიან სახალისო და საყვარლობაა ♥♥♥კარგად წერ და ძალიან მომწონს ყველაფერი ♥♥ წარმატებები თავები გაზარდე და არ დააგვიანო♥♥♥

მადლობა დიდი <3 შევეცდები რომ გავზარდო თავები და არ დავაგვიანო <3

 


№4 სტუმარი lion

არ წამიკითხავს უბრალოდ სათაური აქვს საშინელება,

 


№5  offline წევრი Tasska

lion
არ წამიკითხავს უბრალოდ სათაური აქვს საშინელება,

შეიძლება შენ არ მოგეწონა, მაგრამ სხვას მოეწონა...ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent