შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (დასასრული)


10-01-2018, 05:20
ავტორი niakonia6
ნანახია 8 539

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (დასასრული)


უკვე ერთი დღე გავიდა რაც დემეტრემ ჩემი ძმისგან "მომიტაცა" და შორს, თავის სახლში წამომიყანა.
მთელი დღე და ღამეა ერთმანეთს ვეხუტებით და ვეფერებით
დემეტრემ მაგიდაზე დამსვა ერთი სიმაღლის, რომ ვყოფილიყავით და აგრძელებდა ჩემ კოცნას
მეც გახარებული ავყევი კოცნაში სანამ კარის გაღების ხმას არ გავიგონებდი
თვალები გამიფართოვდა და დემეტრემაც გაიხედა მისკენ
არა..
არარსებობს..
შეშინებული ვუყურებდი მას, აზრზე არ ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა..
ცხოვრებაში პირველად ვიყავი ქვეყნის პრეზიდენტთან ესე ახლოს
-მამა?
უთხრა დემეტრემ დაბნეული სახით, ალბათ ისიც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა ეს ადამიანი მის სახლში
მან პატარაზე გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა
-როგორც ჩანს ეს სიმართლე ყოფილა როცა ამბობდნენ რო ვიღაც გოგო გამოჩენილა შენს ცხოვრებაში
თქვა მან და ჩემკენ იყურებოდა. მე ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და დემეტრესკენ გავიხედე შეშინებული სახით
დემეტრე მიხვდა როგორ ვნერვიულობდი და ხელი მაგრად ჩამკიდა
-აქ რას აკეთებ? მემგონი შევთანხმდით რო მხოლოდ საქმეების გამო შევხვდებოდით ერთმანეთს
უთხრა დემეტრემ ამჯერად გაბრაზებული ხმით
-და რა იცი იქნებ საქმე მაქვს შენთან?
უპასუხა მან ცინიკური ღიმილით
-პატარა მემგონი აჯობებს ზევით, რომ დამელოდო
ჩუმად ჩამჩურჩულა დემეტრემ და მეც ანერვიულებულმა თავი დავუქნიე.
გვერდით გავუარე მამამის და ვგრძნობდი როგორი ბოროტული ღიმილით მიყურებდა, თითქოსდა ჭიანჭველა ვიყო და ახლა ფეხს დამაბიჯებდა

შეშინებული ავედი ზევით და ოთახში ჩავიკეტე
არ ვიცოდი რა მექნა, ისე ვიყავი თითქოსდა გული მალე გადმომივარდებაო
ესეთი ანერვიულებული ჯერ ალბათ არასდროს ვყოფილვარ
საწოლზე დავჯექი და ველოდებოდი დემეტრე როდის ამოვიდოდა და მის მკლავებში როდის მომიქცევდა.
ველოდებოდი რომ ამოვიდოდა და მეტყოდა, რომ სანერვიულო არაფერია და ჩემს დამშვიდებას ყველანაირი გზით შეეცდებოდა..
მაგრამ ეს არასოდეს არ მომხდარა..
დემეტრე აღარ ამოვიდა ჩემთან..
აღარც მის მკლავებში ვგრძნობდი თავს ყველაზე დაცულ ადამიანად მთელ მსოფლიოში..
აღარც მის ტუჩებს შევხებივარ..
აღარც მის მწვანე თვალებში ჩამიხედავს..
აღარც მისი ძლიერი ხელები მიგრძვნია ჩემსაზე..
მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ აღარც მისი სიყვარული მიგრძვნია..
ის არასდროს ამოსულა ჩემთან და დამტოვა ამ უზარმაზარ სახლში, რომელიც ჩემი სახლიდან 400 კილომეტრით იყო დაშორებული.
რამდენი ხანი ველოდე მის გამოჩენას, მაგრამ უშედეგოდ..
დემეტერემ.. მიმატოვა!




~~~ 2 წლის შემდეგ ~~~



-აბა გავიცინოთ ბავშვებო ყველამ
თქვა ჩვენმა მასწავლებელმა და ჩვენც ყველანი დავიკრიჭეთ რაც ძალა და ღონე გვქონდა
-ვსო აი იდეალურია!
თქვა მასწავლებელმა და ყველანი სასწრაფოდ დავიშალეთ
მეც ჩემი თმა გავისწორე და ანას ძებნა დავიწყე. უკვე ზუსტად 1 წელი გავიდა რაც სკოლა დავამთავრეთ, ამიტომ ჩვენმა მასწავლებელმა ყველა შეგვკრიბა და პატარა ექსკურსიაზე წაგვიყვანა
-უკაცრავად რომელი საათია?
მესმის უკნიდან ნაცნობი ხმა და მეც სიცილით გადავხვიე ხელი
-რომელი საათია და ზუსტად 11 საათში ზაფხული დაიწყება!
ვთქვი მე და ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა
-არ მესმის რატო გვიხარია ზაფხული ასე ძალიან, მაინც ყოველდღე უნდა ვიმეცდაინოთ
ვთქვი მე და ღიმილით გავხედე ანას
-რასქვია რატო გვიხარია, ამ ზაფხულს გული მიგრძნობს ძალიან მაგარი რამ მოხდბა!
გახარებული სახით ვიყურებოდი აქეთიქეთ, მაგრამ უცებ ჩემი ბიჭი კლასელები დავინახე ეზოში რომლებიც მწვადებს წვავდნენ და იცინოდნენ
ადგილზე გავშეშდი, მათ თეთრი საროჩკები ეცვათ..
მასაც ძალიან ხშირად ეცვა ხოლმე თეთრი საროჩკა..
მათ ვუყურებდი და თვალები ნელნელა მიცრემლიანდებოდა, მიკვირს კიდე თუ იყო ჩემ თვალებში ცრემლები შემორჩენილი..
ამ დროის განმავლობაში იმდენჯერ ვიტირე ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე ოდესმე ტირილი თუ კიდევ შემეძლო..
ანამ ჩემი ცრემლიანი თვალები შეამჩნია და თვითონაც ანერვიულებული მიყურებდა.
ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ძმის და ანას თანდასწრებით არ მეტირა ხოლმე, ისინი ისეთი თვალებით მიყურებდნენ თითქოსდა მზად იყვნენ ჩემი ტკივილი თავის თავზე აეღოთ რომ შეეძლოთ..
ბავშვობაში ერთხელ ხიდან ჩამოვარდი და ისე ცუდად დავეცი ხელ-ფეხი სულ მოტეხილი მქონდა.
მაგაზე საშინელი ტკივილის განცდა თუ ოდესმე შემეძლო არ მეგონა..
წარმოიდგინეთ როგორია 8 წლის ბავშვი ყოველდღე სახლში რომ ზიხარ და ტკივილისგან იტანჯები, შენი მეგობრები კიდევ გარეთ იყვნენ და ათასნაირ თამაშებს თამაშობდნენ
ვერასდროს წარმოვიდგენდი ამაზე უარესი ტკივილის განცდა თუ შემეძლო, მაგრამ ახლა 1000ჯერ უფრო მტკივა ვიდრე მაშინ..
რატომ?
ყოველწამს მისი სახის გახსენებისას გულში თითქოს ვიღაც იყოსო და გულზე ხელს მიჭერდესო

2 დღე გავიდა უკვე რაც კლასთან ერთად ქალაქგარეთ სახლში ვიყავით და ვისვენებდით, ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობა იყო.
არ მეგონა ძველ მეგობრებთან ერთად დროის ტარება თუ ასეთი კარგი აღმოჩნდებოდა

სახლში დავბრუნდი და ბიჭების სურპრიზიც დამხვდა..
გასაღები გადავატრიალე და სულ სიბნელე, რომ დამხვდა თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე უცებ შუქი აინთო და ბუშტებით და საყვირებით გამოვარდნენ ბიჭები ოთახიდან
-აუ რა სულელები ხართ რა სულ რაღაც 3 დღე არ ვიყავი
ვთქვი სიცილით და ყველას ჩასახუტებლად გავიქეცი
-აბა ჩემი პატარა დაიკო რო ამდენი ხანი არ იქნება სახლში გგონია სურპრიზს არ მოვუწყობ?
მითხრა სანდრომ და მაგრად ჩამეხუტა
-დებილო
ვუთხარი და თმა ავუჩეჩე
ეგრევე სამზარეულოსკენ წავედი და ნამცხვრების ჭამა დავიწყე.
შემდეგ კი სანდროს და მის ძმაკაცებს დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.

სანდრომ უკვე კაი ხანია რაც ჩხუბს თავი დაანება და ნამდვილი სამსახური იშოვა, უბედნიერესი ვიყავი როცა ეს ყველაფერი გავიგე.
სახლში რომ დავბრუნდით სანდრო ძალიან ბედნიერი იყო დემეტრეს გაუჩინარებით, ასე ეგონა მისი მთავარი მტერი მოიშორა და ახლა ყველაფერი იდეალურად იქნებოდა..
მაგრამ გავიდა რამდენიმე საათი, დღე, თვე და აცნობიერებდა რომ მისი პატარა დაიკო დღითიდღე უფრო და უფრო მოწყენილი და თავის თავში ჩაკეტილი ხდებოდა.
როცა ამჩნევდა რომ საჭმელს თითქმის აღარ ვჭამდი და არაფრის ხალისი აღარ მქონდა საშინლად გრძნობდა თავს.
თავიდან მას ადანაშაულებდა ამ ყველაფერში და სერიოზულად მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ როცა დაინახა ჩემი სიყვარული მისადმი თითქოსდა ყველანაირად გამიგო..
სანდრო და ანა ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ჩემ სახეზე ღიმილი ისევ გამჩნდარიყო
სად აღარ წამიყვანდნენ და რას აღარ გამიკეთებდნენ.
წინა ზაფხულს ზღვაზე წამიყვანეს ძალით და ყველანაირად ცდილობდნენ გარეთ გამოვსულიყავი და ცოტა ხასიათზე მოვსულიყავი, მაგრამ მე ისევ ჩემს თავში ჩაკეტილი ვიყავი..

მეორე ღამე იყო ჩვენი ზღვაზე ერთად ყოფნის და საშინლად მომინდა წყალი.
უკვე შუაღამე იყო ამიტომ ფეხის წვერებზე დავდექი და სამზარეულოში გავდიოდი, როცა გზად ანას ოთახის კარი ღია დავინახე.
არ შემეძლო ისე გამევლო ოთახში რომ არ შემეხედა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა სანდრო დავინახე მის ოთახში რომელიც სკამზე იჯდა და თავი დაბლა ჰქონდა ჩახრილი..
სანდრომ ანას ახედა და მის თვალებში ცრემლები დავინახე, მაგ მომენტში თითქოსდა ჩემ გულში ხანძარი გაჩნდა.. მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვამ საშინლად ცუდად გამხადა და ეგრევე ჩემი თვალებიდან ცრემლების ჩანჩქერი წამოვიდა
-სანდრო ნუ ღელავ სუ ესე კი არ იქნება
უპასუხა ანამ და ცრემლებს იწმენდდა.
ის სანდროსკენ დაიხარა და მაგრად ჩაეხუტა.
მაგ მომენტში ჩემ ოთახში გავიქეცი და მთელი ღამე ტირილში გავატარე.
გადავწყვიტე მათ გამო გამეგრძელებინა ნორმალური, ხალისიანი ცხოვრება და უფლება აღარ მიმეცა დემეტრესთვის ჩემი მთელი ცხოვრება, რომ გაეფუჭებინა..

დღეს უნივერსიტეტიდან ეგრევე ბიბლიოთეკაში წავედი და კითხვა დავიწყე.
ვცდილობდი რომანტიკის ჟანრის წიგნები აღარ წამეკითხა, არ მინდა კიდევ ვინმეს სასიყვარულო სევდიან ისტორიაზე ვიტირო, ჩემიც საკმარისია!
ბიბლიოთეკაში ბევრი ბავშვი შემოდიოდა და თითქმის ყველას ვიცნობდი.
ამ დროის განმავლობაში შევიცვალე და აღარ ვარ ისევ ისეთი მორცხვი გოგონა რომელსაც თავი მერხზე ჰქონდა დადებული და ყველასგან იმალებოდა.
პირიქით ახლა უნივერსიტეტში ბევრი მეგობარი გავიჩინე.
არ მინდა ამის თქმა, მაგრამ რამდენიმე თაყვანისმცემელიც კი გამომიჩნდა.
ესეთი რამ არასოდეს გადამხდარა ჩემს თავს და ცოტა არ იყოს მიკვირდა ხოლმე, მაგრამ რათქმაუნდა ჩემი გული ისევ სხვასთანაა და თავიდან ბოლომდე გატეხილია, ამიტომ არამგონია ახლო მომავალში ვინმე მომეწონოს და ჩემი გულის გამთელება შეძლოს.

-გოგონი
ვგრძნობ როგორ მეხება ვიღაც უკნიდან
-უკაცრავად, გოგონი
ის ისევ აგრძელებს
-ბიბლიოთეკა უკვე დავკეტეთ ერთი საათია და ჩვენც მოვრჩით დალაგებას, გთხოვთ სახლში წახვიდეთ
-5 წუთიც რა
ვუპასუხე და გვერდით გადავბრუნდი
-გოგონი!
ამჯერად უფრო მკაცრად თქვა მან და მეც სკამზე წამოვჯექი
-ვდგები ხო, ვდგები
ვუპასუხე გაბრაზებულად და თვალების გასრესვა დავიწყე
-ვაიმე
ნელნელა გამოვფხიზლდი და ფეხზე წამოვდგი
-უკაცრავად ქალბატონო, არ ვიცი მერამდენეჯერ მოგიხადოთ უკვე ბოდიში აქ დაძინების გამო
ვუთარი მე უცნაური ღიმილით
-ეს ბოლო იყოს, სახლში წადი თორე დაბნელდა უკვე!
თავი დავუქნიე და ჩანთას როგორც კი წავავლე ხელი ეგრევე შენობიდან გავიქეცი

გარეთ გავედი და ვხედავ როგორი საშინელი წვიმა იყო..
გაბრაზებული გავედი წვიმში და ეგრევე ყველაფერი დამისველდა
-ჯანდაბა! მარშუტკებიც აღარ არიან ამ დროს
გადავირბინე ქუჩაზე და ვცდილობდი სახლამდე ცოცხალი მიმეღწია
წვიმა კეტებში ჩამივიდა და ვგრძნობდი ნასკები როგორ დამისველდა, ტრუსიკზე ხომ აღარაფერს ვამბობ!
უკვე ნელნელა ჩემ სახლს ვუახლოვდებოდი როცა ფეხი ამიცდა და დიდ ტყლაპოში ჩავარდი..
შესანიშნავია!
ვცდილობ ავდგე, მაგრამ დავინახე როგოე დგას ჩემ წინ ვიღაცა
მას თავზე კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული, მაგრამ ვგრძნობდი რო მამაკაცი იყო
-დაგეხმაროთ?
გავგონე როგორ თქვა ჩუმად და ხელი გამომიშვირა ასადგომად, მეც გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი
-დიდი მადლობა, ძალიან მოუხერხებელი ვარ და სულ ვეცემი
ვუპასუხე მე და გავუცინე
უცებ უკნიდან ფარები მოგვიახლოვდა და შუქმა თვალებში შემოგვანათა, თავიდან სახეზე ხელ ავიფარე, არ მესიამოვნა სიბნელის მერე ესეთი განათებული რაღაც რომ დავინახე, მაგრამ წინ მდგარ უცნობს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, ის იდგა და ხელები ჯიბეში ჩაწყობილი ჩემკენ იყურებოდა
-კიდევ ერთხელ მადლობა, ახლა წავალ
ვუპასუხე მას და ღიმილით ავხედე
ვიგრძენი როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა და ადგილზე კანკალი დავიწყე, ის ჩემ წინ იყო და სევდიანი სახით მიყურებდა
ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, მაგრამ ამ მომეტში ისე სუსტად ვიყავი ეგრევე ძირს წავიქეცი
-ეს სიზმარია?
ვკითხხე ჩემ თავს და ისევ მისკენ ავიხედე, მანქანამ უკვე გაიარა ამიტომ ვეღარ ვხედავდი მის სახეს
-გთხოვ მითხარი რომ ეს ყველაფერი მესიზმრება!
ვუთხარი ამჯერად ხმამაღლა მას და კიდევ ერთხელ ვცდილობდი ამ კოშმარიდან გაღვიძებას
-ბოდიში
თქვა მან და მისი ხმის გაგონებისას ეგრევე ყველაფერი ერთდროულად მომაწვა
ჩემი თვალებიდან ცხარე ცრემლებს ვყრიდი და სასწრაფოდ სახლისკენ გავიქეცი.
ასე მეგონა კიდევ თუ გავჩერდებოდი მის გვერდით გონებას დავკარგავდი

სახლი გასაღებით გავაღე და სასწრაფოდ ჩემ ოთახში გავიქეცი.
სასწრაფოდ აბაზანაში შევედი და ცხელ წყალში ვიბანავე, არ მინდოდა ავად გავხმადრიყავი და კიდევ იმიტომ რომ არ მინდოდა სანდროს ჩემი ტირილის ხმა გაეგო.
ღამის პერანგი ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი.
საწოლზე აქეთიექთ ვფართხალებდი, არ შემეძლო დაძინება
-ნიაკო გღვიძავს?
გავიგონე ჩემი ძმის ხმა და სასწრაფოდ ბალიში გადავიფარე სახეზე ჩემი ნამტირალები სახე რომ არ დაენახა სანდროს
-ნიაკო ლაშამ დამირეკა, ასე თქვა მანქანა შუა გზაში გამიფუჭდაო და დახმარება უნდა. შეგიძლია მარტო იყო სახლში რამდენიმე საათით? ჭექაქუხილის არ შეგეშინდეს
მითხრა სანდრომ სიცილით
არა არა და არა.
-კარგი სანდრო
ძალიან მინდა, რომ სანდრომ არ მიმატოვოს სახლში როცა ესეთი ანერვიულებული ვარ, მაგრამ ერთი მხრივ არშემიძლია ლაშა მარტო ქუჩაში რომ დარჩეს ამ წვიმაში და რამე არ დამართოს
სანდრო სახლიდან გავიდა და მეც ვცდილობდი ერთ ადგილზე გაჩერებას, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დემეტრე ნებისმიერ მომენტში შემოვარდებოდა კარებში
სასწრაფოდ შეშინებული კარებისკენ გავიქეცი და კარგად შევამოწმე ჩაკეტილი იყო თუ არა, შემდეგ კი ფანჯრის დასაკეტად გავიქეცი როცა რაღაცამ ჩემი ყურადღება მიიქცია.
ეს ადამიანი იყო რომელიც წვიმაში იდგა და ერთ ადგილას იყო მიშტერებული
ფანჯარა გამოვაღე და როცა ფანარი მივანათე დემეტრეს სახე ამოვიცანი
შეშინებულმა ფანჯარა დავკეტე და ფარდები გადავწიე
სულ გაგიჟდა? როგორ შეუძლია ერთ ადგილზე იდგეს ამ წვიმაში?
ანერვიულებულმა გადავწყვიტე ყურადღება აღარ მიმექცია მისთვის და ძილს ვაპირებდი, მაგრამ არ შემეძლო უბრალოდ დამეტოვებინა ამ წვიმაში გარეთ, ისიც ხო ადამიანია?
გადავწყვიტე ფანჯრიდან დამეყვირა რამე, ბოლოსდაბოლოს მისადმი არანაირი გრძნობები აღარ გამაჩნია!
-შენ საერთოდ ნოლმალური ხარ? დროზე სახლში წადი და აქ აღარ დაგინახო
დავუყვირე მას და პასუხი არ გაუცია, მეგონა სახლში წავიდოდა და გათბებოდა, მაგრამ ის ისევ ადგილიდან არ ინძრეოდა
არა ამდენს ვეღარ გავუძლებ..
სასრაფოდ სახლიდან გავიქეცი მოსაცმელის და ქოლგის გარეშე და დემეტრესკენ მივარდი
-ეს გინდოდა? ახლა ორივე ვიდგებით ამ წვიმაში
დავუყვირე გაბრაზებულად და ვცდილობდი ტირილი არ დამეწყო
-ნორმალური ხარ? ღამის პერანგით აქ როგორ დგახარ
ყვირილით მიპასუხა მანაც
-სანამ შენ არ წახვალ არც მე არ წავალ
ვთქვი და ამაყად დავიჭირე თავი
რამდენიმე წამი გავიდა და დემეტრემ ხელში მომკიდა ხელი და ჩემი სახლისკენ წამიყვანა
სახლის კარები დაკეტა და კაპიშონი სახიდან მოიშორა..
შეშინებული ვუყურებდი მის სახეს რომელიც საერთოდ არ შეცვლილა.
ღმერთო.. როგორ მომნატრებია
მისი გადაპარსული თმები პატარაზე გაზრდილა
-გთხოვ.. ნუ მიყურებ
ვუთხარი ტირილით და სახეზე ხელი ავიფარე, აღარ შემეძლო მისი სახის ყურება
-პატარა, ნეტა ყველაფრის გამოსწორება შემეძლოს
თქვა დემეტრემ სევდიანი სახით და თავი დაბლა დახარა
მის ნათქვამ "პატარაზე" ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა და კანკალი დავიწყე
ყველაფერს მივცემდი ოღონდ ჩემთვის კიდევ დაეძახა მას ეგრე, ახლა კი ეს ოცნება ამიხდა
-დემეტრე გთხოვ სახლში წადი, არ შეგიძლია ჩემ ცხოვრებაში ესე ადვილად წახვიდა და მოხვიდე როცა გაგიხარდება
ყველანაირად ვცდილობდი ნორმალური ხმით მელაპარაკა, მაგრამ მაინც არ გამომდიდა
-სიგიჟემდე მენატრებოდი, დღე არ გასულა შენზე რო არ მეფიქრა და ცრემლები არ წამოსულიყო ჩემი თვალებიდან.. ესეთი რამ იცი არასოდეს მომხდარა, მაგარამ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ღამე არ გასულა ერთი ცრემლი რომ არ წამომსვლდა
თქვა მან და ნელნელა ჩემკენ ახლოს იწევდა, ყველანაირად ვცდილობდი მისთვის წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ამას ვერანაირად ვახერხებდი, ჩემი ფეხები თითქოსდა ერთ ადგილას გაშეშდნენო
-ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი.. შენ არ იცი რამდენი რამე გადავიტანე ამ დროის განმავლობაში
თქვა მან და უკვე ჩემთან ძალიან ახლოს იდგა
-მაშინ რატომ წახვედი? რატო მიმატოვე იმ სახლში სულ მარტო? შენ არ იცი რამდენი ხანი გელოდე, შიმშილით მოვკვდებოდი ალბათ ჩემ ძმას რომ არ ვეპოვე დროლად. იმდენი რამის გადალახვა მომიწია, ერთი პერიოდი ცხოვრება აღარ მინდოდა და შენ ამბობ, რომ ბევრი რამ გადაიტანე?
ვუთხარი ერთ ამოსუნთქვაში, აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ჩემში შენახვა
-ეს ყველაფერი რომ..
დაიწყო მან მაგრამ აღარ გააგრძელა
-რომ რა დემეტრე? ამას არანაირი გამართლება არ აქვს
-იმიტომ რომ.. მამაჩემი დამემუქრა შენი და შენი საყვარელი ადამიანების განადგურებით თუ საზღვარგარეთ არ წავიდოდი სამუდამოდ..
რა?
ეს ეხლა მომესმა?
ამ მომენტში მინდოდა სადმე დიდი შენობიდან გადავმხტარიყავი
-რ-რა?
ვუპასუხე და ვდილობდი ცრემლები მომეშორებინა სახიდან
-ვიცი ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან შემეშინდა! შემეშინდა იმის რომ სამუამოდ დაგკარგავდი.. მაგრამ ის ვერ გავაცნობიერე რომ ჩემი საქციელით უფრო დიდი ტკივილი მოგაყენე ვიდრე ვინმეს ოდესმე შეეძლო ჩემთვის
თქვა დემეტრემ და თვალიდან პატარა ცრემლი მოიშორა, ეს პირველი შემთხევევა იყო მისი ტირილ რომ დავინახე
-მაშინ ახლა რატომ დაბრუნდი?
ვუთხარი გაკვირვებულმა, კიდევ აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა
-ის კაცი უკვე სამუდამოდ გავანადგურე ჩემი ცხოვრებიდან, მას ჩემზე არანაირი კონტროლი აღარ ააქვს და ვერასოდეს გაბედავს ჩემ დაშანტაჟებას
თქვა მან
-ვიცი პატარა, რომ ეს ყველაფერი თავოს დროზე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი თავი დაკარგული მყავდა. მეგონა რომ ამით შენ დაცვას ვცდილობდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე ცუდად თუ ვიქნებოდი უშენოდ
აგრძელებდა ლაპარაკს ის და ყველანაირად ვცდილობდი ცრემლები შემეჩერებინა, მაგრამ უკვე იმდენი ვიტირე თვალიდან ნორმალურად ვეღარ ვიყურებოდი
-დემეტრე არ შემიძლია უბრალოდ ესე მარტივად შენი პატიება, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.. ჩემი სიყვარული წამითაც არ გამქრალა შენსადმი, პირიქით, უფრო და უფრო მიყვარდებოდი.. მაგრამ ჩემი ნდობა უნდა დაიბრუნო
ვუთხარი და დიდზე ამოვისუნთქე
-ვიცი პატარა, ვიცი
დემეტრემ ჩემი ხელები მისაში მოიქცია და ჩვენი შუბლები ერთმანეთს მივადეთ
-შენგან არ ვითხოვ ჩემ პატიებას, დრო მომეცი და გეფიცები ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება!
თავი პატარაზე დავუქნიე და გავუღიმე
-უბრალოდ მომეცი შანსი მხოლოდ ამაღამ შენთან ახლოს ვიყო, გთხოვ! ისე ძალიან მომენატრე, შენ გაშვებას ვერასოდეს ვეღარ შევძლებ
თქვა დემეტრემ და მაგრამ მიმიხუტა.
უკვე სიხარულის ცრემლებით ვტიროდი.
ღმერთო გთხოვ ეს თუ სიზმარია არ გამაღვიძო!
მე და დემეტრე ჩემ ოთახში ავედით და მთელი ღამე ერთმანეთის მკლავებში გავატარეთ.
ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ყველაფერი ძველებურად რო ყოფილიყო დიდი დრო დაჭირდებოდა, მაგრამ ორივენი მზად ვიყავით ამისთვის!
როცა შენი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს იპოვი, ყოველთვის უნდა იბრძოლო მისი შენარჩუნებისთვის . . .





~~~ 10 წლის შემდეგ ~~~




-20 წელია ამ ბაღის დირექტორი ვარ და ესეთი რამ ჯერ არ მომხდარა!
დაიყვირა ამ საზიზღარმა ქალმა, როგორც კი მის კაბინეტში შევედით
-დამშიდით ქალბატონო, შეგიძლიათ ნორმალურად აგვიხსნათ რა გააკეთა ჩვენმა გეგიმ ესეთი, რო ჩვენ დაგვიბარეთ აქ?
ვუთხარი წყნარად და დემეტრეს გავხედე რომელიც აზრზე არ იყო სად იყო და რა ხდებოდა
ლუკასთან ერთად იყო ვარჯიზე და ძალით წამოვიყვანე, არ მინდოდა ამ ქალს მარტო მე გამოველანძღე
-რადა თქვენმა ძვირფასმა ბავშვმა ჩვენს ერთერთ საუკეთესო და ჭკვიან ბავშვს ხელი დაარტყა! როგორ შეიძლება ეგეთი რამ, სად გაზარდეთ?
დაგვიწყო ამ ქალმა ჩხუბი და დემეტრეს გავხედე რომელიც ღიმილით უყურებდა დირექტორს, თითქოსდა თვითონ დაარიგა გეგის ეს ყელაფერიო და ახლა ამაყობდესო..
მეც სახეზე ხელი შემოვირტყი და შევეცადე ყველაფერ ამეხსნა ამ ქალისთვის
-ეგრე იმიტო გააკეთა, რომ ის თქვენი "საყვარელი ბავშვი" გოგოს აწვალებდა და თმებზე ხელს ქაჩავდა, შემდეგ კი გეგის მეგობარს წებოთი სათამაშო მიაკრა შუბლზე და მაგის მოშორება ძალიან გაუჭირდა
ვეცადე ამეხსნა, მაგრამ ეს ქალი მაინც თავისას აგრძელებს
-ეს არ ამართლებს არაფერს! ბავშვი უნდა სასტიკად დაისაჯოს
ეს ქალი მგონი ვერაა სრულ ჭკუაზე. პასუხის გაცემას ვაპირებდი როცა დემეტრემ დამასწრო
-ეგ უკვე თქვენი საქმე არ არის, ბავშვს არსადაც არ გადავიყვანთ და ისევ გააგრძელებს აქ სიარულს და თქვენს ყოველდღე გახარებას
უთხრა დემეტრემ და თვალი ჩაუკრა ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წავედით.
ამ ქალმა კიდევ მოგვაძახა ზურგს უკან რაღაცეები, მაგრამ მეც და დემეტრესაც დიდად არ გვაინტერესბდა რას იძახდა ამიტომ ყურადღება აღარ მიგვიქცევია


გეგი ბაღიდან გამოვიყვანეთ და შემდეგ ნიკუშასაც მივაკითხეთ სკოლაში..
ჩვენ უკვე ორი შვილი გვყავდა და ორივე ბიჭი იყო..
დემეტრეს გაზრდილი ბიჭები რათქმაუნდა წარმოგიდგენიათ როგორია ხო?
ამიტომ სულ გვირეკავენ ხოლმე უფროსები საყვედურებით, მაგრამ დემეტერე ყოველთვის ისეთ პასუხს გასცემს ყველას რო ადგილზე გაშეშდებოდნენ ხოლმე
დემეტრე მანქანიდან გადმოვიდა ნიკუშას რო დახვედროდა და ისიც ეგრევე ზურგზე შეახტა
-მამიკო დღეს ფეხბურთი ვითამაშეთ და ჩვენმა გუნდმა მოიგო
ნიკუშა შემდეგ მანქანაში შემოხტა და დედიკოს ლოყაზე აკოცა, პატარა გეგის კი თავში მოფერებით წაოარტყა, იმან კიდე ჩხუბი დაიწყო
-იცოდე ცარიელი ხელებით მოგერევი!
უთხრა გაბრაზებულად და მე ხმამაღლა გამეცინა

უკვე სახლში ვიყავით და ანასთან წასასვლელად ვემზადებოდით.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ანა და ლუკა უკვე ერთად არიან და ბავშვსაც ელოდებიან!
არ ვიცი ეგ ორი როდის და რანაირად დაახლოვდნენ, მაგრამ მაგათი ბედნიერების გამო მეც უბედნიერესი ვარ!
მეც და დემეტრესაც მშვენიერი სამსახურები გვაქვს..
დემეტრე ისევ აგრძელებს კლუბების დირექტორობას, მაგრამ არაკანონიერ ჩხუბს უკვე სამუდამოდ თავი დაანება.

ხალათი ჩავიცვი და დემეტრესთან გავედი შემოსასვლელ ოთახში რო გამეხსენებინა ანასთან წასასვლელები რომ ვიყავით.
ოთახში გავედი და სიხარულისგან თვალები გამიფართოვდა ჩემი ძმა, რომ დავინახე შემოსასვლელში დემეტრესთან ერთად
-სანდროო
გავიქეცი მასთან და ჩავეხუტე
-უკვე მივდივა ნიაკო, დემეტრესთან მქონდა რაღაც საქმე
უთხრა დემეტრეს და თვალი ჩაუკრა
-კარგი წავედი მე, ბავშვები მომიკითხეთ
სანდრო დაგვემშვიდობა და წავიდა
ოდესმე ვინმე იფიქრებდა, რომ ორი ერთმანეთის დაუძინებელი მტერი ძმაკაცები გახდებოდნენ?
თავიდან სანდრომ ჩემზე და დემეტრეს შერიგებაზე, რომ გაიგო საშინლად გაბრაზდა.
მაგრამ დრო რო გავიდა დემეტრეს შეეგუა და მასთან ლაპარაკი დაიწყო, ბევრჯერ აფრთხილებდა, რომ ნიაკოს ერთხელაც რომ აწყენინოო ჩემთან გექნება საქმეო.
თავიდან სერიოზული სახეებით იჯდნენ ხოლმე ერთად რომ ვიყავიფ, მაგრამ მაგათი მეგობრობა მაშინ დაიწო სათევზაოდ რომ მიდიოდნენ ხოლმე ბიჭები.
იმდენი საერთო რამ იპოვეს ერთმანეთში, რომ მართლა გაუკვირდათ და ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ

-დემეტრე აი ეს მაიკა ჩაიცვი, გუშინ გავრეხე
ვუთხარი დემეტრეს და მაიკა გადავუგდე, მე კიდე თმის საშრობის ძებნა დავიწყე
-პატარა, აუცილებელია რო წაიდეთ? მეზარება
თქვა დემეტრემ და დატანჯული სახით შემომხედა
-დემეტრე პატარას ნუღა მეძახითქო! უკვე 28 წლის ვარ!
ვუთხარი მკაცრად დემეტრეს, რომელიც მომიახლოვდა და უცებ მისკენ შემატრიალა
-ჩემთვის ყოველთვის ჩემი პატარა გოგო იქნები! სულ რომ 128 წლის იყო
თქვა მამ და კოცნა დამიწყო
უკვე ამდენი წელია ერთად ვართ, მაგრამ მის გვერდით რომ ვარ და ესეთ რაღაცეებს რომ მეუბნევა მაინც ვწილდები
-პატარა, იცი რას ვფიქრობდი
თქვა დემეტრემ და ხელში ამიტაცა, მეც ფეხები წელზე შემოვხვიე და ეგრე გავაგრძლეთ ერთმანეთის კოცნა
-რას?
ვუპასუხე მეც და ჩემი ახალი გარეცხილი მაისური გავხადე და ძირს გადავგდე
-იმას რო ნიკუშას და გეგის მემგონი პატარა დაიკო უმდა ჰყავდეთ
თქვა დემეტრემ და მის ნათქვამზე თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავდნენო
არ მესმის როგორ ვახერხებ მის უფრო და უფრო შეყვარებას ყოვეკდღე, ეს თუ კიდევ შესაძლებელია ამაზე მეტჯერ, რომ შეგიყვარდეს
-მემგონიმეც მზად ვარ პატარა გოგოსთვის
ეს ვუთხარი თუ არა დემეტრემ გაიცინა და რამდენიმე წამში ორივე საწოლზე მოვთავსდით..

რამდენი დაბრყოლება შეგვხვდა წინ, მაგრამ დღეს მაინც ერთად ვართ და ყოველთვის ესე ვიქნებით..
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგაა!



. . . . . დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . . . .






ავტორისგან: ჩემო საყვარელო მკითხველებო, არ მჯერა რომ ეს ისტორია უკვე დასრულდა..
მართლა ამეტირა ბოლო თავის წერის დროს(( ისე შევეჩვიე უკვე ამ მოთხრობის წერას, რომ აღარ ვიცი რა ვქნა..
მოკლედ უკვე რამდენიმე თვე გავიდა რაც ეს მოთხრობა დავდე ამ საიტზე და ძალიან მახარებდა თქვენი დადებითი კომენტარები <3
რათქმაუნდა იდეალურად დაწერილი მოთხრობა არ ყოფილა და ბევრი გრამატიკული შეცდომა დავუშვი, მაგრამ მემგონი ეგეთი საშინელებაც არ ყოფილა :დ
კიდევ ბოდიშით ჩემო საყვარლებო ვისაც დიდხანს გალოდინეთ და ხშირად გიწევდათ საიტზე შემოწმება დაიდო თუ არა მოთხრობა :(
მინდა გითხრათ, რომ ახალი მოთხრობებით მალე დავბრუნდები და ვეცდები ამაზე ბევრად უფრო მაგარი და საინტერესო რამ დავწერო ამიტომ მელოდეთ..
მიყვარხართ ძალიან <3



№1  offline წევრი Mariami 1408

აი ეს მესმის...საუკეთესო იყო...არმჯერა რომ დამთავრდა ჩემი საყვარელი ისტორია....გული დამწყდა რომ ვეღარ წავიკითხავ ნიაკოს და დემეტრეს ისტორიას...მე ხომ ისინი ასე ძალიან შემიყვრდა...???? საუკეთესო მწერალი ხარ საუკეთესო მოთხრობით❤ კითხვა რომ დავიწყე გული მიმეწურა და რაც შემეძლო ნელა ვკითხულობდი მალე რომ არ დამთავრებულიყო❤ საუკეთესო ხარ მართლაც❤ მიყვარს შენი ისტორიები და მიყვარხარ შენ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო მოტხრობაა.იმედი მაქვს ახალი ისტორიიტ ცქარა გაგვახარებ.❤❤❤

 


№3  offline მოდერი ენემი

ისე ამათ ბავშვებზე რო დაწერო არაა? laughing ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა, სიტყვები არ მეყოფა დასახასიათებლად, ყველაზე კარგია რაც კი წამიკითხავს heart_eyes ველი შენს ახალ მოთხრობას ძალიან მალე, ბევრი დემეტრეები მინდა მე heart_eyes მისნაირი ცუდი ბიჭები heart_eyes და მასსავით სიმპათიურები smile საოცრებაზე საოცრება იყო ნი kissing_heart

 


№4  offline წევრი skida

Mariami 1408
აი ეს მესმის...საუკეთესო იყო...არმჯერა რომ დამთავრდა ჩემი საყვარელი ისტორია....გული დამწყდა რომ ვეღარ წავიკითხავ ნიაკოს და დემეტრეს ისტორიას...მე ხომ ისინი ასე ძალიან შემიყვრდა...???? საუკეთესო მწერალი ხარ საუკეთესო მოთხრობით❤ კითხვა რომ დავიწყე გული მიმეწურა და რაც შემეძლო ნელა ვკითხულობდი მალე რომ არ დამთავრებულიყო❤ საუკეთესო ხარ მართლაც❤ მიყვარს შენი ისტორიები და მიყვარხარ შენ❤

მეც გული დამწყდა რომ დამთავრდა საუკეთესო ისტორია იყო იმედია მუზა მალე გეწვევა და ახალი ისტორიით გაგვახარებ

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

არ მჯერაა როგორ შემიყვარდა და შევეჩვიეე ერთერთი საუკეთესო ისტორია წყვილი და მწერალიი❤ გული ძალიან დამწყდაა მგონი თავიდან დავიწყეებ:) ნიაკო და დემეტრე უსაყვარლესებიი ძაან მომენატრებაა❤

 


№6  offline წევრი blondeangel631

ძალია მაგარი იყო ამდენი რაღაცის შედეგ ბედნიერად ცხოვრება კარგი ხარ kissing_heart

 


№7 სტუმარი kusa13

აი დთავრებას ველოდებოდი ბოლომდეე :D ჰოდა ახლა დავიწყეებ სუულ, სუუულ თავიდან და გადმოვაფრქვრვ ჩრემს აზრს :დ :** ისეე ველოდებოდი როდის დაამთავრებდი სული გამძვრაა :D აუ სათაურმაც ისე დამაინტერესაა რო ვუუჰ :))) ჰოდა წავედი ახლაა ჩავუჯდეეე ❤❤

 


№8 სტუმარი ..

Srulad dade ra gtxov????????????????????????

 


№9  offline წევრი niakonia6

Mariami 1408
აი ეს მესმის...საუკეთესო იყო...არმჯერა რომ დამთავრდა ჩემი საყვარელი ისტორია....გული დამწყდა რომ ვეღარ წავიკითხავ ნიაკოს და დემეტრეს ისტორიას...მე ხომ ისინი ასე ძალიან შემიყვრდა...???? საუკეთესო მწერალი ხარ საუკეთესო მოთხრობით❤ კითხვა რომ დავიწყე გული მიმეწურა და რაც შემეძლო ნელა ვკითხულობდი მალე რომ არ დამთავრებულიყო❤ საუკეთესო ხარ მართლაც❤ მიყვარს შენი ისტორიები და მიყვარხარ შენ❤

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️ მეც ეგრე ვიყავი რაც შეიძლება ნელა ვწერდი :დ მიყვაეხარ❣️

სტუმარი lia
შაუკეტესო მოტხრობაა.იმედი მაქვს ახალი ისტორიიტ ცქარა გაგვახარებ.❤❤❤

დიდი მადლობაა❤️❤️❤️❤️ ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით

ენემი
ისე ამათ ბავშვებზე რო დაწერო არაა? laughing ძალიან შემიყვარდა ეს მოთხრობა, სიტყვები არ მეყოფა დასახასიათებლად, ყველაზე კარგია რაც კი წამიკითხავს heart_eyes ველი შენს ახალ მოთხრობას ძალიან მალე, ბევრი დემეტრეები მინდა მე heart_eyes მისნაირი ცუდი ბიჭები heart_eyes და მასსავით სიმპათიურები smile საოცრებაზე საოცრება იყო ნი kissing_heart

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა❤️❤️ რათქმაუნდა ისევ ცუდ ბიჭებზე იქნება მოთხრობები :დდ კიდევ ერთხელ მადლობა შენ არ იცი როგორ გამახარა შენმა კომენტარება❣️

მარი. ელ❤
არ მჯერაა როგორ შემიყვარდა და შევეჩვიეე ერთერთი საუკეთესო ისტორია წყვილი და მწერალიი❤ გული ძალიან დამწყდაა მგონი თავიდან დავიწყეებ:) ნიაკო და დემეტრე უსაყვარლესებიი ძაან მომენატრებაა❤

უღრმესი მადლობაა❤️❤️❤️ მიყვარხარ❣️

გეგე მარიშკა
ძალია მაგარი იყო ამდენი რაღაცის შედეგ ბედნიერად ცხოვრება კარგი ხარ kissing_heart

მადლობა დიდიი საყვარელო <3

 


№10 სტუმარი is

Gtxov ertad dade ra ase cal-calke ver vkitxulob arada dzalian damainteresa <3 gtxoooooov ertianad dade niakoo <3

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საბოლოოდ ძალიან კარგი დასასეული იყო ♥♥ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მართლა საინტერესოც და საყვარლობაც იყო ♥ცუდია რომ დასრულდა თუმცა ასეთი დასრულება ნაღდად ღირდა *--* იმედია არ დაიკარგები და ახალი ისტორიით ისევ გაგვახარებ ♥♥♥წარმატებები ♥♥

 


№12  offline წევრი niakonia6

is
Gtxov ertad dade ra ase cal-calke ver vkitxulob arada dzalian damainteresa <3 gtxoooooov ertianad dade niakoo <3

გადმოდი ჩემ გვერძე და აღარ დაგჭირდება ძებნა ყველა ერთადაა❤️

ტკბილიწიწაკა
საბოლოოდ ძალიან კარგი დასასეული იყო ♥♥ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მართლა საინტერესოც და საყვარლობაც იყო ♥ცუდია რომ დასრულდა თუმცა ასეთი დასრულება ნაღდად ღირდა *--* იმედია არ დაიკარგები და ახალი ისტორიით ისევ გაგვახარებ ♥♥♥წარმატებები ♥♥

მადლობა საყვარელო❤️❤️❤️❤️ ვეცდები მალე დავწერო ახალი ისტორია ამაზე ბევრად უფრო მაგარი❣️

 


№13  offline წევრი nededback

Gadmocema dzaan ragacnairia ai titqos atacebuli 15wlis bavshvi xar cota daxvewe da sadac arari emociis gamoyeneba sachiro nu akvexeb

 


№14 სტუმარი სტუმარი Liza

Dzalian momewona❤️❤️ Ai sityvebi ar myopnis ise dzaan miyvars es motxroba da sheen???? asee gaagrdzelee da gelodebi axali motxrobebit❤️ Gviyvarxar dzalian????????

ვგიჟდები ამ მოთხრობაზე.. ერთერთი საუკეთესოა❤️

 


№15 სტუმარი kusa13

ვაიმეე რა რაა საყვარელი ისტორია იყო რაა ^__^ გავგიჟდი :* სახელ დემეტრეზე ვგიჟდები, აი მიყვარს ეს სახელი და ასეთმა პერსონაჟმა სულ გმაგიჟაა,ისეეთი საყვარელიი იყოო შემიყვარდა... ლამის :დ<33 ნუ რაღაც-რაღაცეებს დახვეწა სჭირდება,მარა მოევლება მაგასაც კაცოო ;) აი ძალიან საყვარელი ისტორია იყოო დაა პირადა მე ძალაინვისიამოვნე ^^ მართალიათვალები მთკივა ამდენი კითხვისგან,მარა ღირდაა <33 შინაარსიც ძალიან მომეწონაა,სულ მიზიდავდა ასეთი ისტორიები და გამახარეე ^__^:** ველოდები შენს შემდეგ ისტორიაასმოუთმენლაად:** საყვარელოო დაწარმატებები შეენ ❤❤

 


№16 სტუმარი Nati

Gamarjobat tu shegidzliat damexmaret ert motxrobas vedzeb zapxulshi wavikitxe da saxeli agar maxsovs shinaarss getyvit da tu icit damikomentaret dzalian gtxovt ,,Anu metormete klaselebi gaagzavnes sazgvar garet turit xoda mtavari gmirs ragac chauyares barshi da im gamit tavis klaseltan iwva nu ertmanrti ki mowondat magram bichs sul sxvanairi egona es gogo da turme gamit ragaceebi chautarebia mere dashordnen eseni gogo tavs aridebda da ragaca da es gogo agmochda orsulad ojaxma rom gaigo uaryves es gogo da am bichs dauwyes dzebna da mere dzalit gaatxoves nu cemes.da erti ambebi raa xoda bolos sheuyvardat ertmaneti '' ar dagezarot gtxovt

 


№17 სტუმარი სან

აუუ ნიაკო ძალიან გთხობ good girls , love bad boys დაასრულე რა ❤️❤️ძალიან ძალიან გთხოოვ ❤️❤️

აიი ძაან კარგი დასასრული ქონდა , , ჩემი უსაყვარლესი მოთხრობააა❤️❤️

 


№18 სტუმარი skira

sakvarelo ertgulad vkitxulob shens am romans da saocard momconda mee cota sxvanair dasasruls movelodi isets romelzec vitirebdi da ar gavcherdebodi megona ar ikneboda "happy and" magram vpikrob rom am istorias kavs bevri sxvadasxva mcrali mtavari shen xar romelic am istorias gamzadebuls gavcvdi daa aii amistvis udides madloba minda gitxra. magram romans kvela mkitxveli ise amtavrebs rogorc tviton unda da mee minda rom es romani ar ikos "happy and" minda am dasasrulze imdeni vitiroo roo arasodes damavickdes da asec ikneba es romani ar damavickdeba arasodes ar damavickdebi arc shen rogorc didi bichs ar davickebia misi patara gogo arasodes

 


№19 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან ემოციური და საყვარელი მოთხრობა იყო ჩემთვის და როცა ასეთ მაგარი მოთხრობას წერ გრამატიკა კიდევ რომახსენო იმ ადამიანსმოვკლავ ვინც ეგსიტყვა გამოიგონა,რადგან გრამატიკას იმ დროს როცა ასეთ საოცრებას ქმნი არ აკისრია დიდი პროპრიტეტი!!! heart_eyes heart_eyes kissing_heart
დიდი სიყვარულით შენი ერთგული მკითხველი! საოცარი დასასრული იყო wink bowtie kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინო

საშინლადაა დაწერილი :(((( პატარაზე პატარაზე . მომაბეზრებელი გახდა. ისტორიის შინაარსი კარგი იყო, დასასრული ბანალური. არა, შეიძლება დასასრულიც კარგი გამოსულიყო უფრო კარგად და ლამაზად რომ ყოფილიყო დაწერილი. ბევრი შეცდომა გქონდა, თავადაც იცი ალბათ . ნუ მოკლედ საერთო ჯამში არაუშავდა რა :დ

 


№21 სტუმარი სტუმარი ქეთი

საუკეთესო ხააარ ❤ მიყვარხარ❤❤❤????

 


№22 სტუმარი გეგა

სან
აუუ ნიაკო ძალიან გთხობ good girls , love bad boys დაასრულე რა ❤️❤️ძალიან ძალიან გთხოოვ ❤️❤️

აიი ძაან კარგი დასასრული ქონდა , , ჩემი უსაყვარლესი მოთხრობააა❤️❤️

აუუ ხორა ნიაკო დადე გთხოვ <3 ხო ძალიან კარგი იყო და მიყვარხარ <3

 


№23 სტუმარი სტუმარი კატო

ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო არ ვიცი რა გითხრა ამ მოთხრობის ითხვა რომ დავიწყე ვერ ვძლებდი ღამეები დღეეები ამაზე რომ არ მეფიქრა სულ ეს ისტორია მიტრიალებდა თავში ნეტა მართლა ასეთი იყოს ყველას სიყვარულიიიიიიი ამ ნაწილს რომ ვკითხულობდი ცრემლები ვერ შევიკავე და ავტირდი თან ჩემი მეგობრების გვერდით ვიჯექი და ისე ხმამალა ვტირივარ ეხლაც რომ ისინი გაკვირვებულები მიყურებენ და ერთმანეთს ეუბნებიან ხომ არ შეიშალა ან გადაირიააააოოოოოოოოოოო ძალიან მაგარი მოთხრობააა ასეთები კიდევ დაწერე ბეეეევრიიიიი და მთელი სულთ და გულით წარმატებებს გისურვებ

ხო და ის ჩემი გიჟი გოგოს არ ასრულებ?????

 


№24 სტუმარი სტუმარი Mari mari

Dzan magaria yohag❤❤❤ cudia rom damtavrda????????????

 


№25 სტუმარი სტუმარი ქეთი

Saocreba gogo xaaar ❤❤❤ miyvarxart shenc es istoriac da personajebic ❤❤❤❤????

 


№26 სტუმარი ეკა

აუ, ჩემნაირ გოგოზე დაგიწერია ჩემსავით მორიდებული და მშიშარაა ჩემსავით გიჟდება საყვარელ ადამიანზე და ჩემსავით მარწყვზე გიჟდება smile kissing_heart

 


№27 სტუმარი თეოოო

აუუ ახალი ისტორია როგორ მოვძებნოო??

 


№28  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaa ❤❤❤

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამი

აიმეკიეხლა გადავაწყდიამ მოთხრობას სრულიად შემთხვევით დაისეძალიან მომეწონა პირველითავი რომ ამ მოთხრობამძალიან ჩამითრია და კითხვა გავაგრძელე უმაგრესი მოთხრობაიყოო????რაცშეეხება დემეტრეს და ნიაკოს ძალიან შემიყვარდა ორივე????ისეთისაინტერესოიყო ესმოთხრობარო ერთდღეში ყველა თქვი წავიკითხე❤❤????მართლაც ძაან მაგარიიყოო????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent