Demon (12)
დემონის შეკავება არც კი ვცადე და სხეული შევიცვალე. მაიკლს ჭრილობების დამუშავება ჭირდებოდა, მაგრამ ვერც კი ვეხებოდი ამ იდიოტს. - კ...კენ? დერეფნისკენ გავიხედე, ჰანა კედელს ეფარებოდა და ხელში მძინარე ლეკვი ეკავა. ისევ მაიკლს შევხედე, ამოვიოხრე და ჰანას ჩემი დემონური ხელებით მოსვლა ვანიშნე. ისინი ცხოველის თათებსა და ადამიანის ხელების ჰიბრიდს ჰგავდნენ და მითითებების მიცემა გამიჭირდა. ამის მიუხედავად, ჰანა ადვილად მიხვდა რასაც ვეუბნევოდი და ჩემსკენ წამოვიდა. (რა თქმა უნდა, მძინარე ლეკვიც მოათრია.) ისევ ამოვიოხრე, რაზეც ბავშვი თითისწვერებზე დადგა და ცხვირზე მომეფერა. ამ გზით ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, როცა გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ამჯერად არ მიშველა. წამით დავფიქრდი, სააბაზანოში შევირბინე და სამედიცინო ყუთი გავხსენი. როცა დიდი ხელებით ყველაფერი გადმოვაპირქვავე, დამწვრობის მალამო ვიპოვე პატარა ყუთით და კბილებით ფრთხილად ავიღე, რომ შემთხვევით არ გამეფუჭებინა. როცა მისაღებში დავბრუნდი, ლეკვს უკვე ეღვიძა და თამაშობდა, ჩემთან მოირბინა და სცადა მალამო წაერთმია. " ვფიცავ თუ არ გაჩერდები შეგჭამ! " ჩემმა დემონმა პოტენციური საკვების დანახვისას დაიღმუვლა, მაგრამ შევაჩერე და საზიზღარი ფუმფულა არსება გვერდით გადავაგდე. დავიხარე და ჰანას მალამო გავუწოდე. ორივე ხელით გამომართვა და სცადა მოეხსნა, რაც რამდენიმეწუთიანი წვალების შემდეგ გამოუვიდა. როცა ისევ ამომხედა, მაიკლისკენ ვანიშნე და თათი მღვდელის დამწვრობასთან მივიტანე, რომ ჰანასთვის გასაგები გამხდარიყო რასაც ვგულისხმობდი. საბედნიეროდ, ბავშვი ადვილად მიხვდა და მალამო მაიკლის მკერდს ნაზად დაადო. მღვდელი ამან შეაცბუნა და ტკივილისგან ამოიკვნესა, მაგრამ თავად დამართა თავს ეს ყველაფერი და ამიტომ დიდად არ მიდარდია. როცა მკერდზე საჭირო რაოდენობის მალამო ესხა, ჰანას მოვუწოდე რომ ჭრილობებზე გადაესვა, რაზეც თავი დამიქნია და ხელით ნაზად დაიწყო წამლის წასმა. შეხებაზე მღვდელმა ამოიკვნესა, მაგრამ ჰანას ვანიშნე გაეგრძელებინა. ბავშვმაც ის გააკეთა, რაც ვუთხარი, მაგრამ შევამჩნიე ატირებას ცოტაღა აკლდა. ბიჭი იმასაც ვერ იტანდა, როცა დამწვრობებითა და ჭრილობებით ვბრუნდებოდი ნადირობიდან, ახლა კი მაიკლის დამწვრობებისთვის კრემი უნდა წაესვა. " კარგად იქნება. თავისი "ღმერთი" დაიბრუნა და ის გადაარჩენს... დაიცავს.. ჰაჰ." სარკაზმით ჩავიცინე, გასასვლელისკენ წავედი და კარი გამოვაღე. - კენ, მიდიხარ? უკან რომ მივიხედე, ჰანას ორივე ხელში მალამო ჩაებღუჯა და ისე უჭერდა, რომ ცოტა უკვე ძირს დაიქცა. თავი დავუქნიე, რამაც შეაცბუნე, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი. მაიკლთან უნდა დარჩენილიყო და მე რაღაც უნდა გამეკეთებინა... ვიღაც უნდა მომეკლა... და მერჩივნა ჰანა არ ყოფილიყო ახლომახლოს. გარეთ გავედი და კარი დავკეტე, შემდეგ კი ღობეს გადავახტი და პარკინგზე გადავედი. რამდენმა ადამიანმა დამინახა, რადგან მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა. მათ ეგონათ, რომ სახურავიდან გადმოვხტი და არც უფიქრიათ, რომ ჩემი სახლიდან მოვდიოდი. ახალგაზრდა პოლიციელმა იარაღი ამოიღო და დამიმიზნა, მაგრამ უკვე ვშორდებოდი და კედლიდან კედელზე დავხტებოდი ქუჩის გაყოლებით, ხალხი კი მიფრთხოდა და ადგილს მითავისუფლებდა. ისე სწრაფად დავრბოდი, რომ სავარაუდოდ მალე ძალა გამომელეოდა, რადგან მთელი დღე არაფერი მეჭამა, მაგრამ არც ეს მადარდებდა. ჭრილობებმა წვა დამიწყო, როცა ეკლესიას მივუახლოვდი, რამაც ჩემი მიზნის განხორციელება უფრო მეტად მომანდომა. კიდევ ერთხელ გადავხტი და შესასვლელის კიბეებთან აღმოვჩნდი. სულელური რელიგიის სიმძიმემ მთელი ჩემი სხეული მოიცვა და საფრთხის სიახლოვეზე მანიშნა... მაგრამ ამჯერად არ ვაპირებდი უკან დახევას. როცა ეკლესიაში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა მომკრა თვალი, კივილი დაიწყო და ამაზე სხვებიც შემობრუნდნენ. პანიკა დაიწყო, რამაც სისხლი უფრო სწრაფად ამიჩქეფა და თითქოს ძალა მომემატა. " გაიქეცით თქვე გულისამრევო ნაბიჭვრებო, მაგრამ ვერსად წამიხვალთ!" შიგნით შევვარდი, ხმამაღლა დავიღრიალე, რომ მათაც გაეგოთ ჩემი მოსვლა, ვინც მანამდე ვერ შენიშნა! - განიდევნე! დემონო!! თავი მარცხნივ მივაბრუნე, როცა ვიღაცის ყვირილი მომესმა და კაცი დავინახე ჯვრით ხელში, რომელიც ზუსტად იგივე ზომის იყო, რომელიც ჩემი მღვლის მკერდზე იყო აღბეჭდილი.... " მოკალი! " - დაიღრიალა ჩემში არსებულმა დემონმა. კაცს ისე მივვარდი, რომ ჯვრისთვის არც მიმიქცევია ყურადღება და მღვდელს მხარზე ვუკბინე! დაიკივლა და ყელის მარცხენა მხარეს ხის ჯვრის შეხება ვიგრძენი, მაგრამ ამ ნაბიჭვარს მაინც არ ვუშვებდი და არც ვაპირებდი, სანამ ჩემს ხელში არ დაამთავრებდა სიცოცხლეს! კაცს რომ ვანჯღრევდი. ზურგიდან წვას ვგრძნობდი, თითქოს ვიღაც ნაკურთხ წყალს მასხავდა. - ვილიამ!! როცა ჩემს ხელებში არსებულმა ადამიანმა მოძრაობა შეწყვიტა, წუთით დაველოდე შემდეგ კი მისი უსულო სხეული იატაკზე დავაგდე და დანარჩენებს მივუბრუნდი. შევნიშნე რამდენიმეს ჯვარი და ნაკურთხი წყალი ეკავა ხელში. " დამპალი თაღლითები! " მხოლოდ ჩემი შემზარავი ღრიალი გაისმა ჩემი ფიქრების გადმოსაცემად, მაგრამ როგორც ჩანს მიმიხვდნენ, რადგან ზოგიერთმა კანკალით უკან დაიხია, როცა შეამჩნიეს, რომ მათ წინაშე დემონი ისევ მყარად იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ყელში ჯვარი ჰქონდა ხოლო ზურგი ნაკურთხი წყლით დამწვარი. ვიცოდი, რომ უფრო მეტად დავზიანდებოდი თუ სწრაფად არ ჩამოვიბანდი, მაგრამ ჯერ ჯვარი უნდა გამენადგურებინა. აქეთ-იქით მიმოვიხედე და მარჯვნივ მაგიდა შევნიშნე, მივედი და კლანჭები ჩავასე. ძალამ სწრაფადვე ნაკუწებად აქცია ხის ნაკეთობა და მხოლოდ რკინის ფეხიღა დატოვა, რომელსაც პირით დავწვდი. როცა იარაღი ხელში ჩავიგდე ჯვრისკენ წავედი რომელმაც მაიკლი დაწვა... მაგრამ როცა შევბრუნდი პატარა ბიჭი დავინახე, რომელიც ოთხი ხუთი წლის თუ იქნებოდა და მკერდთან ჯვარი მიეკრა. მასთან ახლოს მივედი, მაგრამ ნელა ვმოძრაობდი, რადგან ახლა ყველას ეგონა, რომ პატარა არსებას თავს დავესხმევოდი. ერთმანეთს თვალებში შევყურებდით, როცა ბავშვისგან ერთი ნაბიჯიღა მაშორებდა, ჩემი მოოქროსფრო წითელი დემონური თვალებით მის ყავისფერ შიშჩამდგარ თვალებში ჩავიხედე. " ოჰჰ, ისევ ბავშვები " იარაღის გასროლის ხმამ გამომაფხიზლა და მაშინვე შემოსასვლელისკენ შევბრუნდი. ვერც მივხვდი უეცრად რა მოხდა, ჩემი დემონი გამოფხიზლდა და წამით ძირს დაწვა, რომ ტყვია აგვეცილებინა. ვიცოდი მეორე გასროლაც იქნებოდა, ასე რომ კაცს დავედევნე და გასასვლელი კიბისკენ გავისროლე, იარაღი კი დავაგდებინე. მარცხენა მხარზე წარმოუდგენელი ტკივილი ვიგრძენი, ეკლესიის სახურავზე ავძვერი და სახლისკენ ავიღე გეზი. შემოვლითი გზებით წავედი, რომ დავრწმუნებულიყავი პოლიცია არ მომყვებოდა, არ მინდოდა მაიკლთან ან ჰანასთან მიმეყვანა. როცა შევნიშნე, რომ ყველა ჩამოვიშორე და ეგონათ სადღაც გავქრი, ჩემს აივანზე ავძვერი და კარი გავაღე. ზურგი და ფეხები უფრო მეტად ამეწვა, როცა ადამიანური ფორმა დავიბრუნე და კარი ფრთხილად დავკეტე. ვიფიქრე დამწვრობის მალამოს წასმის შემდეგ ჰანასა და მაიკლის მიხედვა მომიხდებოდა, მაგრამ შემდეგ იარაღის ნაცნობი გატკაცუნების ხმა გაისმა ჩემს ჩაბნელებულ საძინებელში და დაღლილმა ამოვიოხრე. - ჩემმა მეგობარმა დარეკა ... - გაისმა მაიკლის ხმა. - და გაცნობა, რომ ეკლესიას თავს დაესხნენ - დავამთავრე მის მაგივრად, რადგან დამალვას აზრი არც ჰქონდა. - დემონს, რომელმაც ეს ჩაიდინა, ფეხები და ზურგი აქვს დამწვარი... " თქვი.. ორივემ ვიცით რაც მოხდა, ასე რომ უბრალოდ თქვი! " სინათლე აინთო და ვიგრძენი სხეული როგორ დამეძაბა. მაიკლმა ჩუმად ამოიოხრა და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა. - რ..რატომ? " რას ნიშნავს რატომ?!" მისკენ შევბრუნდი და ამოვიღმუვლე. იარაღი მარჯვენა, აკანკალებული ხელით დამიმიზნა. - რა?! - ჩავისისინე. "თითქოს ვერ ხვდება" - ეს რატომ გააკეთე კაენ?! მისმა ყვირილმა უფრო გამაბრაზა და წინ წავიწიე. - შენს გამო იმბეცილო! ეს იმიტომ გავაკეთე რომ... - რომ... ყბა დამეჭიმა და დაძაბულმა ამოვისუნთქე, ჩემს ქმედებებში უკვე ეჭვი შემქონდა. "რატომ დავესხი თავს ეკლესიას? და რატომ მოვკალი ის კაცი?" - ჯვარი ჰქონდა - ჩავიბუზღუნე ბოლოს ჩუმად, მაგრამ მიზეზს ბოლომდე მაინც ვერ ვიგებდი. - ვილიამს ჰქონდა არა? - დაამატა მაიკლმა, რომ ლაპარაკი გამეგრძელებინა. კანკალით ჩავისუნთქე და თავი დავუქნიე. ვცდილობდი გამერკვია რა მომივიდა და რატომ დამაბნია ამ ყველაფერმა. სხვა დემონებსაც კი ვერ დავაბრალებდი, არავის დაუძალებია... ყველაფერი ჩემი ნებით გავაკეთე. - მას ჰქონდა... - ეს რატომ გააკეთე კაენ? ჩემი დემონი გაცხარდა, ერთი ნაბიჯით მღვდლისკენ წაიწია და ხმამაღლა დაიგრგვინა - არ ვიცი!!! იარაღი მკერდზე ძლიერად მომადო, მაგრამ უკან არ დავიხიე. - ეშმაკმა დასწყევლოს, წარმოდგენა არ მაქვს! - გავიმეორე და თავი შევიმაგრე, რომ ფეხების დამწვრობის გამო არ წავქცეულიყავი. - როცა სახლში მოვედი, შენ მაშინ გავარდი... და ის ადამიანი მოკალი, ვისაც ჩემი დამწვრობების გამომწვევი ჯვარი ეჭირა. ნელა დავუქნიე თავი, არ ვიცოდი საით მიჰყავდა საუბარი. - ძლიერი დამწვრობები მიიღე და შეიძლება დაჭრილიყავი... მაგრამ ნანობ? - არა - პასუხი სწრაფად გავეცი, არც კი შევყონებულვარ. - არ ნანობ... მაგრამ არც იცი რატომ გააკეთე ეს. თავი ნელა დავუქნიე, ვუყურებდი როგორ ჩაფიქრდა წამით. - ამას ისევ გააკეთებდი? დამწვარი რომ მოვსულიყავი... ისევ გააკეთებდი? ვიცოდი, რომ სისულელე იყო, მაგრამ წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე - კი. თავი ასწია და თვალებში შემომხედა. გული სწრაფად ამიძგერდა. - კაენ? თვალები დავახამხამე და თავი ინტერესით გვერდზე გადავხარე. - გიყვარვარ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.