Demon (13)
(კაენი) "მიყვარხარ?" ჩემთვის ამ სიტყვას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორ შეიძლება რამე "მყვარებოდა"? მითუმეტეს მღვდელი! ვიცოდი სიყვარული რაღაც გრძნობა რომ იყო, მაგრამ როგორც დემონს, წარმოდგენა არ მქონდა როგორ შეიძლებოდა ეს განგეცადა. - მ..მე ისიც კი არ ვიცი ეგ რას ნიშნავს, მღვდელო - დავიყვირე, გვერდზე ჩავუარე და მისაღებში გავედი. რა თქმა უნდა, იარაღისთვის ყურადღება უნდა მიმექცია, მაგრამ ტკივილი მკლავდა და თანაც ჰანას უსაფრთხოებაში უნდა დავრწმუნებულიყავი, მღვდელი აშკარად კარგად იყო. - თავის ოთახშია მაქსთან თამაშობს, თავი დაანებე - მითხრა მაიკლმა და უკან გამომყვა. სანამ ბავშვის ოთახში შევიდოდი, მღვდელს შევუბრუნდი და კბილებში გამოვცარი. - ნუ მეუბნევი რა უნდა გავაკეთო! - დამწვარი ხარ კაენ! ესეთ მდგომარეობაში ნუ დაენახები! - ჩურჩულ-ყვირილით მითხრა მაიკლმა, რომ ჰანას არ გაეგო. - წამოდი, რამეს მოვიფიქრებ და მალამო წაგისმევ, ისე რომ უარესად არ დაგწვა. მისაღებისკენ წავიდა და მეც გავყევი, მაგრამ როცა შევნიშნე, რომ მალამოს ასაღებად დაიხარა, მანამდე ავაცალე სანამ ხელის შეხებას მოასწრებდა. - ჩემითაც მოვახერხებ. როცა დავიხარე მთელს სხეულში ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ მღვდლის თანდასწრებით არ შევიმჩნიე. კისრის დამწვრობა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორიც ნაკურთხი წყლის შესხმით მიღებული. "აჰჰ, ჯერ უნდა ჩამოვიბანო, სანამ წამალს წავისმევდე." ამოვიოხრე და სააბაზანოსკენ სწრაფად წავედი, მაგრამ შენელება მომიწია, როცა ფეხები საშინლად ამეწვა. ტკივილი ისე გაძლიერდა, რომ კართან შევჩერდი და სახელურს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. - ჯანდაბა... მაიკლი სააბაზანოში ისე შემოძვრა, რომ მე არ შემხებოდა. - ერთი წუთი - მითხრა, მუხლებზე დადგა და ჯერ სააბაზანოს ონკანი მოუშვა, შემდეგ კი შხაპის. როცა წყალი ნახევრამდე გაივსო, იქითკენ დავიძარი. - გაიწიე - დავიღმუვლე რადგან არ მინდოდა მღვდელს შევხებოდი და უფრო მეტი დამწვრობა მიმეღო. ჩემს ბრძანებაზე გვერდით გახტა. როცა ცივი წყალი დამწვარ კანზე შემეხო ტკივილისგან ჩავისისინე. თვალები მაგრად დავხუჭე და უფრო მეტად შევაბიჯე საშხაპეში, რომ მთლიანი ტანი ჩამომებანა. - კაენ... შევუღრინე, მხრები დამეჭიმა, როცა ტკივილის ახალი ტალღა ვიგრძენი. შემდეგი ხუთი წუთის მანძილზე სუნთქვის აღდგენას ვცდილობდი. " შებრუნების დროა" ეს იდეა არ მომეწონა, მაგრამ თუ ზურგიდანაც არ ჩამოვიბანდი, დამწვრობები უფრო გამირთულდებოდა. (მაიკლი) იმას ვანადგურებდი, რის გამოც ამდენი ვიტანჯე! მთელი სხეული ისევ მტკიოდა, განსაკუთრებით მკერდის დამწვრობები, მაგრამ როცა კაენს ვხედავდი... " მისი დახმარების სურვილიც კი არ უნდა გქონდეს. შენი მეგობარი მოკლა!" ხელები მოვმუშტე და ახლაღა გავაანალიზე, რომ იარაღი სადღაც დავდე. სანამ ჰანა იპოვიდა, სწრაფად გავედი ოთახში და იატაკზე, სამედიცინო ყუთის გვერდით ვიპოვე. ავიღე და მაცივრის თავზე შემოვდე, მოგვიანებით გადავწყვეტდი სად წამეღო. მანქანიდან მაშინ ამოვიღე, როცა ბილმა დამირეკა. თავი გავაქნიე, სააბაზანოში შევბრუნდი და კარი დავკეტე, კაენი კი გადაბრუნდა და მკლავზე იკბინა, რომ ყვირილი ჩაეხშო. ამ ხმაზე მკერდში ტკივილი ვიგრძენი და გონებაში ათასმა აზრმა გამიელვა. როცა კიდევ ერთხელ დაიყვირა და მოგუდული ხმა ოთახში გაისმა, შევბრუნდი და შუბლი კარს მივაყრდენი, რომ არაფერი მომემოქმედებინა. მაგრამ... " ჩემს დემონს სტკივა... ძალიან იტანჯება..." მისი სუნთქვა უფრო გახშირდა და კიდევ ერთი კივილის ჩახშობა სცადა. ეს ხმა რამდენჯერმე კიდევ გაისმა, სანამ დამწვრობებიდან სრულიად არ ჩამოირეცხებოდა ნაკურთხი წყალი. ჩემს აკანკალებულ ხელებს, მაჯას, დავხედე, რომ საათი მენახა. "თხუთმეტი წუთი. თხუთმეტი წუთია რაც ტკივილისგან ყვირის" თავს ძალა დავატანე, შევბრუნდი და ვეცადე ყურადღება არ მიმექცია წვის სუნისთვის. გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი აბაზანისკენ და როცა კაენი დავინახე, სუნთქვა შემეკრა. ფეხების უკანა ნაწილი ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ მთელი კანი აღარ შერჩენოდა და მხოლოდ მუქი წითელი ჭრილიბებით დაჰფარვოდა. ზურგზე დავხედე და წელიდან მხრებამდე კიდევ უფრო მეტი ნაიარევი შევნიშნე. - კ..კაენ.. ამოიკვნესა, მაგრამ ხმა ისევ მკლავმა ჩაახშო. შევბრუნდი და მისი წამლების ყუთი ავიღე, სადაც დამწვრობისთვის კიდევ ორი მალამო ვიპოვე. " როგორც ჩანს დამწვრობებს მიჩვეულია... მადლობა ღმერთს წამლები მაინც ჰქონდა მომარაგებული." კაენთან დავბრუნდი, მუხლებზე დავდექი და დემონის ნახევარ სახეს შევხედე, რომელიც მკლავს ზემოდან მოუჩანდა. - კაენ.. თავი ოდნავ წამოსწია, რომ მარჯვენა თვალით შემოეხედა. - თქვი კაენ, გთხოვ... უბრალოდ თქვი. მის ტკივილით სავსე გამომეტყველებას დაბნეულობა შეემატა და გაკვირვებით შემომხედა. - კაენ. წეღან რაღაც გკითხე... ჩუმად ამოიღმუვლა და თავი ისევ კლავში ჩარგო. - გთხოვ, კაენ. უბრალოდ თქვი.. თუნდაც არ გესმოდეს ეგ რას ნიშნავს. გთხოვ? წარმოდგენა არ მქონდა რატომ ვეხვეწებოდი დემონს. მითუმეტეს მას, ვინც ახლახანს ჩემი მეგობარი მოკლა, ან ყოფილი მეგობარი.. მაგრამ არ შემეძლო ტკივილში მყოფი მარტო დამეტოვა. როცა მდუმარებაში განვლო რამდენიმე წუთმა, მისკენ დავიხარე და ხელი მისი მხრისკენ წავიღე, რომელსაც ეყრდნობოდა. თითებზე ოდნავ წვას ვგრძნობდი. - გთხოვ, თქვი.. წუთით ისევ ჩუმად იყო, სანამ ამომხედავდა. მისი სიძლიერე ტკივილს დაეფარა. "როცა სახლში მოვიდა, ალბათ, ცდილობდა არ ეჩვენებინა როგორ იტანჯებოდა. (კაენი) ამის თქმა არ მინდოდა, რადგან მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი. ეს სიტყვა ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. " მაგრამ ჩემი მღვდელი მთხოვს..." კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ ტკივილის ახალი ტალღისთვის გამეძლო, რომელიც ქუსლიდან ბეჭებამდე ამივიდა.. აკანკალებულმა ამოვიოხრე და მარჯვენა თვალით მაიკლს შევხედე, რომელსაც ხელი ჩემს მარჯვენა მკლავთან მოეტანა. ისევ მთხოვა, რომ მეთქვა და გადავწყვიტე დავმორჩილებოდი. ისედაც ძლიერად მტკიოდა და თუ მას უნდოდა ეს სულელური წინადადება მეთქვა, კარგი, დაე ყოფილიყო ეგრე. ღრმად ჩავისუნთქე, ტკივილისგან შევცბი, მაგრამ თავს ვაიძულე მელაპარაკა. - მე...მე... მიყვარხარ. როცა ეს სიტყვები წარმოვთქვი, მღვდელმა ონკანი დაკეტა და შემდეგ ნაცნობი წამლის შეხება ვიგრძენი. მაიკლი მალამოს ხელით ნაზად მისვამდა ჭრილობებზე. " ეშმაკმა დასწყევლოს.. ნამდვილი ნეტარებაა!" თვალები დავხუჭე და ცოტა დავმშვიდდი, როცა კრემმა ტკივილი ცოტა დამიამა. სრულიად არ გამოვკეთდი, მაგრამ წვა გასაძლისი გახდა. მაიკლი ნელა მისვამდა მთელს ზურგზე მალამოს. ტკივილისგან ძალა რომ არ მქონოდა გამოცლილი, ალბათ ამაზე დავცინებდი, მაგრამ არაფრის თავი აღარ მქონდა. - უკეთესია? - მკითხა როცა მთლიანი მალამო დაცალა და ზურგსუკან მოისროლა. ახალი გახსნა, ცოტა ზედ დამასხა და გვერდებზეც წამისვა. - ესეც ასე. ორმა ყუთმა მალამომ წესით უნდა გაგიყუჩოს. დაველოდე სანამ წამალი კარგად გამიჯდებოდა კანში, შემდეგ კი მუხლებსა და კლავებზე წამოვიწიე. - მეხ..მეხები? თავი გვერდით მივაბრუნე და შევნიშნე ტუჩს იკვნეტდა. - ჰო.. - ამაზე ლაპარაკი აშკარად არ სურდა. - შეგ...შეგიძლია.. საწოლთა.. მისვლაში დამეხმარო? თავი დამიქნია და ცოტა უკან დაიხია. ტკივილნარევი ღიმილი მივაგებე და ოდნავ წამოვიწიე რომ აბაზანიდან გადავსულიყავი. მაიკლი მომეჭიდა და გასვლაში დამეხმარა. მთელი ძალით მას ვეკავე, მაგრამ მაინც მოახერხა საწოლამდე მივეყვანე და როცა კომფორტულად მოვთავსდი, მაშინღა დაიხია უკან. - ვახშმისთვის რა გინდა? ჰანასთვის სპაგეტის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ შემიძლია შენ სხვა რამე მოგიმზადო. უკვე ჩაძინების პირას ვიყავი და ჭამას არ ვაპირებდი, ამიტომ სანამ გავითიშებოდი ის ვუთხარი, რაც ჰანას მოეწონებოდა. - პომიდვრის სუპი. (მაიკლი) ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა. სამზარეულოში ვიყავი და ჰანასთვის საჭმელს ვაკეთებდი. ბიჭი სამზარეულოს შემოსასვლელთან იდგა და მაქსს ხორცის ნაჭერს აჭმევდა. მადლობა ღმერთს, ვახშამი მალე მოვამზადე - მზად ხარ ჰანა? ბავშვი ხტუნვით მივიდა ონკანთან, რაზეც გავუღიმე და მასთან მივედი. - კარგი, აბა ხელები დავიბანოთ. ხელში ავიყვანე, რომ დაებანა, შემდეგ კი გასამშრალებლად სალფეტკი მივაწოდე. რა თქმა უნდა, აღარ მაძლევდა და ჭამაც მოინდომა, მაგრამ ამისთვის უკვე მომზადებული ვიყავი, დავიხარე და გავუღიმე. - ჰანა, გინდა გავცვალოთ? გემრიელი ყველის ტოსტი და პომიდვრის სუპი შენ და ეს სალფეტკი მე მომეცი? თვალები გაუფართოვდა და ქაღალდი სწრაფად მომიგდო, თავად კი მაგიდისკენ გასწია. მეც უკან მივყევი, სკამზე დავსვი და სუპი წინ დავუდე, რომ ჭამა დაეწყო. - კარგად მოიქცევი, სანამ მე წავალ და კაენს შევამოწმებ? ძალიან დაღლილია. ჰანას პირი უკვე საჭმლით გამოეტენა და ამიტომ მარტო თავის დაქნევას დასჯერდა. კაენის ოთახისკენ წავედი და კარი ოდნავ შევაღე. უკვე ხვრინავდა, თანაც ხმამაღლა. მისი დემონური ხმა ყოველ ამოსუნთქვას მოჰყვებოდა. " როგორც ჩანს ღრმად სძინავს." გადავწყვიტე არ შემეწუხებინა, ნელა გამოვუხურე კარი და წუთით მივეყრდენი. გონებაში ისევ გამიელვა მისმა ნათქვამმა. ვიცოდი, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობას ვერ ხვდებოდა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო. რაც არ უნდა იყოს, იმ მომენტში სწორედ ეს მჭირდებოდა, რომ ის სულელური შეცდომა გამომესწორებინა, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა. ღრმად ჩავისუნთქე და სუსტად გავიღიმე, შემდეგ კი სამზარეულოსკენ გავწიე. " სიყვარულის მნიშვნელობა არ იცის... როგორც ჩანს რაღაცეების სწავლება მომიწევს." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.