შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წელი (თავი3)


12-01-2018, 11:56
ავტორი tvildo13
ნანახია 1 379

ახალი წელი
(თავი 3)
შემდეგ დღესაც გადაწყვიტეს ერთმანეთის ნახვა. საჩუქრებზე წავიდეთო ,შესთავაზა ქალდანმა. იმდენი იმხიარულეს , იცინიეს რომ ბოლოს ორივეს ძალიან ეძინებოდა. მაკდონალდში შევიდეთო და შევიდნენ.აკვირდებოდა ქალდანი სანდრას, როგორ ჭამდა როგორ უღიმოდა მას. თითქოს ბედნიერი იყო, მაგრამ ამ ბედნიერებასც ხვდა წილად უბედურება. ჯერ ამ თემაზე საუბარი ადრეა.
სახლში მისულს ნიტასგან 4 მესიჯი დახვდა. ატყობინებდა, რომ კლუბში იკრიბებოდნენ. ჩაიცვა და წავიდა. ზოგადად კლუბებში ხშირად არ დადიოდა მაგრამ ახლა იმდენად მოუნდა წასვლა რომ. თან იცოდა რომ ქალდანიც იქ იქნებოდა. ფიქრები უკუაგდო. არ უნდოდა ქალდანი შეყვარებოდა , მაგრამ პატარა ბავშვივით მხიარული ხდებოდა მასთან. ხანდახან იმასაც გაიფიქრებდა, რომ ქალდანი რაღაცას გეგმავდა, მაგრამ ასეთი თბილი არ იქნებოდა მაშინ. ბევრი ფიქრი მოაწვებოდა ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ის მგლის თვალები ახსენდებოდა და სურნელი რომელიც ქალდანს სულ ასდიოდა. განა შესაძლებელი იყო მისი სუნის დავიწყება. ქალდანი ბაბულიკა იყო. იცოდა რომ მასთან ურთიერთობას ცუდი რამ შეიძლება მოჰყოლოდა, მაგრამ თქვენც ხომ გქონიათ ისეთი მომენტი როცა იცით რომ ცუდია მაგრამ მასში მაინც ეხვევით. განა უნდოდა სანდრას ქალდანთან ყოფნა უბრალოდ ბრმავდებოდა და სულ ესა. სიყვარულზე ვერაფერს იტყოდა იმისდა მიუხედავად რომ დიდი ხანია იცნობდა ქალდანს ან როგორ იტყოდა როცა მთელი მათი ნაცნობობა ქალდანზე არაფერი კარგი არ გაეგონა და არც არაფერი კარგი გაუკეთებია სანდრასთვის.
ტაქსში იჯდა და ლამაზად მორთულ რუსთაველს ათვალიერებდა. ქუჩაში გასვლილას ხვდებოდა, თუ რამდენად უყვარდა მისი თბილისი. არ ესმოდა იმ თაობის რომელიც თბილისის სიყვარულის ხსენებაზე სიცილით იხრჩობოდა, არც იმათი ესმოდა ვინც სამშბლოდან გარბოდა და სამუშაოდ მიდიოდა. განა აქ არ იშოვებოდა სამუშაო ?
ბევრჯერ უნდოდა სიყვარულო წვეოდა მაგრამ არ ეწვია. ბავშობიდან თავისებური იყო. ნაზი ფარფატა და მსუბუქი ბუმბული. ბავშვის ყოფნას სახლში ვერ გაიგებდი ისეთი ჩუმი იყო. ერთ შეხებაზეც კი დალურჯებები უჩნდებოდა. უყვარდა თოჯინები მაგრამ პირველი კლასიდან წიგნებს აკვდებოდა. წიგნი სხვა სამყაროს ნაწილად ხდიდა .
ფიქრებში გართულს ისიც კი გადავიწყდა სად იყო. ჯერ მძღოლს შეხედა მერე წინ გაიხედა. უყურებდა გზაზს, რომელზედაც თოვლი თხელ ფენად დადებულიყო. გზაჯვარედინზე გაჩერდნენ ,მაგრამ მძღოლმა უცებ პედალს ფეხი დააჭირა. შემდეგ იყო დამაბრმავებელი შუქი. შუქი , რომელმაც ყველაფერი შეცვალა სანდრას ცხოვრებაში.


არ ახსოვს ვინ უთხრა სანდრას ამბავის შესახებ, არც ის ახსოვს როგორ იჯდა მანქანაში და როგორ მივიდა სავაანდმყოფოში. არც ის ახსოვს როგორ გააჩერეს ექიმმებმა, შემდეგ კი იგრძნო როგორ იჭერდა გაბესკირია (ძმაკაცი).
4 საათის განმავლობაში ისხდნენ რაიმე ახლის გარეშე. არ იცოდნენ კარგად იყო თუ ცუდად. არცერთი ექიმი არ გამოსულა. არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ. ხვდებოდა რომ სიგიჟის პიკს წააწყდა. ძმაკაცებთან ერთად ჩავიდა სასადილოში. ყავას სვავდნენ. ერთ ადგილას ძლივს ჩერდებოდა. დიდხანს უყურა გაბესკირიამ მერე რაც უნდა ეთქვა თქვა:
- მართლა შეგიყვარდა?
- რა სისულელა
გაცხარებულმა შეხედე, მაგრამ იქნება მართლა შეუყვარდა და ამას არ აღიარებდა. სიყვარული სხვა თემაა იყო მისთვის. სანდრა სულ სხვა არსებაა, რომლისთვისაც მის გვერდით ყოფნა საშიში გამოდგებოდა.
ყავა დალიეს და ავიდნენ. დერეფანში სანდრას ორეულმა შემოაბიჯა დიდი მუცლით. მას თან შავგვრემანი ბიჭი მოჰყვა მწვანე თვალებით. მერე როგორც გაირკვა სანდრას და ყოფილა ანიტა. რო შეხედავდი გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს. აწეული ცხვირი, მწავნე მუქი თვალები და ოქროსფერი სწორი თმა.
გადიოდა საათები და არაფერი ახალი არ ისმოდა. აქეთ-იქით დადიოდა. ვერ პოულობდა ადგილს.
შიშმა შეიპყრო. შიშმა რომლის დაძლევაც არ შეეძლო. შიშმა რომელიც მოუსვენრობა დააკარგვინა. ან შეიძლება მაშინ გამოიჩინა შიში მის დაკერვაზე რომ დადო ფსონი. იქნებ მაშინ მოვიდა შიში.
ადამიანს თავიდანვე თან სდევს შიში, მაგრამ ზოგი ამ შიშს ფარავს, ზოგიც კი ლაჩრად იქცევა. ისევე ლაჩრად როგორც ქალდანი იქცა. ლაჩრად რომელმაც გოგოს დაკერვის გამო ფსონი დადო. განა შეიძლება ასეთ ადამიანს სიყვარული შეეძლოს. შეიძლება ამ ადამიანის ნდობა. შეიძლება ამ ადამიანის მეგობრობა. არა, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე ყველა სიბნელეში აუცილებლად უნდა მოვძებნოთ სინათლე და ვიპოვით კიდეც.
3 დღის წინ:
ბარში იჯდნენ და საუბრობდნენ ბაბულიკები. ნაშებზე. სასმელზე. მერე საუბარში ჩართავდნენ ოჯახს. სწორედ მაშინ გაიხსენეს ქალდანის და ანკა და მისი მეგობრები. ბევრი იცინის ზოგზე, ზოგთან სექსუალური კავშირი წარმოიდგინეს. ხოლო სანდრაზე სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედეს, რადგან იმ ღამეს როცა პარკში სანდრამ გაიარა (1 თავში პიჟამოები რომ ეცავა ) ქალდანმა გააჩუმა სულ ყველა. მაგრამ როგორც ქალდანის საუკეთესო ძმაკაცი (და იცოდა რომ არაფერს არ ეტყოდა მას) გაბესკირია მაინც აჭიკჭიკდა. დაიწყო სანდრაზე საუბარი. როცა მიხვდნენ , რომ ქალდანს ცუდი რეაქცია არ ჰქონდა ამ თემაზე სხვებმაც გააბეს საუბარი. ბევრი ლაპარაკის შემდეგ, როგორც მათ ჩვევით ფსონი დადეს. ლიპარტელიანი (ძმაკაცი ) ამბობდა რომ ქალდანი მას ვერ დაკერავდა ახალ წლამდე, ხოლო ქალდანი პირიქით. ფსონი იზრდებოდა და ზოგი ქალდანზე დებდა და ზოგიც კი ლიპარტელიანზე. იქ რომ ყოფილიყავით თავი ავტომობილის რბოლაზე გეგონებოდათ, როცა ყველა ფსონს ჩამოდის.
გადიოდა დღეები და ქალდანი მართლაც რომ უახლოვდებოდა სანდრას. მასთან ურთიერთობას აბავდა. დიდ დროს ატარებდა. თავიდან მასთან ყოფნა და საუბარიც კი გაუჭირდა. მერე თბილადაც ძლივს მოექცა. კერავდა და რაღაც შიში იპყრობა.
მივიდა ბარში და გადაწყვიტა ფსონი გაეუქმებინა , მაგრამ კატეგორიულ უარზე დადგა ლიპარტელიანი. გაცეცხლებული თვალებით უყურებდა ქალდანი. ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეცემა, ან რატო უნდა ეცემა თვითონ რაღამ გამოაშტერა რომ ასეთი უგუნური ნაბიჯი გადადგა.

ახლა:
ანკა თვალებით ბურღავდა ძმას. საუბარი გაეგონა მისი და მისი ძმაკაცების და აპირებდა სანდრასთის ეთქვა. განა იმიტომ რომ ძმის გაუბედურება სურდა, არაა უბრალოდ სანდრას ვერ იტანდა. კითხვაზე რატომ ვერ იტანო? პასუხი ერთი იყო. ძალიან საზიზღარიაო. მაგრამ მეც კარგად ვიცი, რომ მისი შურდა და არანაირი სხვა მიზეზი არ იყო.
სანდრას მშობლების სახეები. მისი დის სახე. მისი მეგობრების სახეები. ყველაფერი ცუდად ხდიდა. უკვე ერთ კოლოფზეე მეტი მოეწია. თვითონაც არ იცოდა რა ანერვიულებდა.
შემდეგ გამოვიდა ექიმი. ყველა ფეხზე წამამოდგა თითქოს მაშველი გამოეცხადაო, და მართლაც იყო ასე ან არა..

უღრმესი მადლობა მათ ვინც კითხულობთ. უღრმესი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის. მალე დასრულდება მოთხრობა. იმედიაა თქვენს იმედებს გავამართლებ ჩემო საყვარლებო <3 <3



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent