უსასრულობიდან უსასრულობამდე IV
რამოდენიმე დღე ანდრეის საძინებელში ვიძინებდი,ანდრეიც ჩემს გვერდით იყო,მაგრამ საინტერესეო არაფერი ხდებოდა. მისი მოსვლისა და წასვლის დროს შუბლზე კოცნით განვსაზღვრავდი.თითქოს ჩვენს შორის ყველაფერი ნელ-ნელა ეწყობოდა... 11111111111111111111111111111111 -ანდრე- დავიწყე საუბარი,როცა სახლში შედარებით ადრე დაბრუნდა. -გისმენ კესანე -მინდა დედას ჩვენზე დაველაპარაკო,თანაც დარწმუნებული ვარ ძალიან ნერვიულობს ჩემზე.-ანდრეი შეყოყმანდა. -ნება შენია,მაგრამ დედაზე ნუ ღელავ მან იცის სადაც ხარ.. ხვალვე წაგყვანენ ბიჭები. -კარგი იქნება.-გავუღიმე და საძნებელში ავედი. დილით გავღვიძე თუ არა მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი,ანდრეი უკვე წასული დამხვდა ამიტომ გარეთ გავედი.ერთ-ერთი დაცვს თანამშრომელი მომახლოვდა და წაყვანა შემომთავაზა. ძალან ვღელავდი,არ ვიცოდი,ლალი რას მოიმოქმედებდა,მაგრამ ვიცოდი რამეს მოიმოქმედებდა. ხელის კანკალით გავაღე კარებდი... ლალი მისაღებში დამხვდა,ფეხიფეხზე გადადებული ნერვიულად ეწეოდა სგარეტს.ჩემს დანახვაზე რეაცია არ ჰქონია.. წარბიც კი არ შეუტოკავს. -იკადრე მოსვლა?-მკითხა როცა მის პირისპირ დავჯექი. -ახლა გამომიშვა.-მშვიდად ვუპასუხე,მე მაგრამ ლალი ძალიან იყო გაბრაზებული. -მაგას ვასწავლი მე როგორ უნდა დატყვევება-ჩაიცინა რონიულად და სიგარეტი ჩააქრო.-დღეიდან ფეხს ვერ გაადგამ გარეთ.ორ დღეს გაძლევ იმ აზრთან შესაგუებლად,რომ თქვენ ერთად ვეღარასოდეს იქნებით,ორი დღის შემდეგ კი შენთან გუგას მშობლები მოვლენ,დაგნიშნავენ და რაც შეიძლება სწრაფად იქორწინებთ,შემდეგ კი აქედან გაემგზავრებით.-ლალიმ ისე სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს,რომ ვერ მოვასწარი გამეაზრებინა. -დედა მე ის შემიყვარდა. -კესო,ეგ მე არ მაინტერესებს.სიყვარული მაშინვე გაქრება,როცა მიხვდები მის ცხოვრებაში ერთადერთი არ ხარ. -რას გულისხმობ ლალი? -ჩემო ლამაზრო რა მიამიტი ხარ.-ლალი ირონიას არ იშურებდა.-გგონია მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდა? მან უკრაინაში ცოლი მოიყვანა,შემდეგ გაშორდა და რუსზე იქორწინა,ბოლოს გაშორდა თუ არა ზუსტად ვერ გავიგე,მაგრამ ახლა გეგმაში შენ ხარ? ლალის სიტყვებზე გამეცინა,რადგან ვიცოდი იტყუებოდა,ვიცოდი ამას რატომაც აკეთებდა,მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე,რაზეც ლალი კიდევ უფრო განრისხდა. -ლალი რაც გინდა ის ილაპარაკე,მაგრამ მასთან ურთიერთობას ვერ დამიშლი და მეტიც გუგაზე ძალით ვერ დამაქორწინებ.. ჰო და კიდევ.. მე უკვე დანიშნული ვყოფილვარ. -იცოდე,მასთან თუ დაბრუნდებ და გუგას ცოლად არ გაყვები წამსაც არ ვიცოცხლებ.-სიცილის ხალისი წამერთვა. ლალის სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა და ბევრჯერ უცდია .. ჯერ კიდევ ღრმა ბავშობიდან მახსოვს მამასთან კამათისას,როგორ გადაისერა ვენები,ლევანის გარდაცვალების შემდეგ კი ბევრჯერ წამლებით გაიბრუა თავი,აბაზანიდან ცოცხალმკვდარიც ბევრჯერ ამოუყვანათ და რაკი ამბობს ზე ამას ჩემს შესაშნებლად არ ამბობს,დარწმუნებული ვიყავი გააკეთებდა. მისთვის არაფერი მითქვამს ოთახში ისე ავედი.. გავნადგურდი,რადგან ჯერ არ დაწყეული სიყვარული უნდა ჩამემარხა გულში ღრმად. ან კი რა წესებია? მშობელი შვილს ასე უმოწყალოდ როდის მერე სწირავს? ჯერ იყო სულ ჩვილს ნიშნობა მომიწყვეს,ახლა გავიზარდე და იგივეს აპირებს დედაჩემი. ყველაფერს დავთმობდი და ანდრეიის გვერდით ვიქნებოდი,მაგრამ ლალის ცხოვრებაში დიდი ტკივილი აქვს გადატანილი თანაც არაერთი და კიდევ იმედის გაცრუება სავალალო შედეგამდე მიიყვანდა.ჩემზე იმხელა გეგმებს სახავდა,რომ ახლა მსგავს დარტყმას ვერ მივაყენებდი. შეიძლება იფიქროთ მშობელს არ აქვს უფლება შვილის თანაც ზრდასრული შვილის ცხოვრებაში ჩაერიოსო,მაგრამ სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით რომ მათი აზრი ჩვენთვის უმთავრესია.ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.მშობელზე წინ არასოდეს დამიყენებია ვინმე... მიუხედავად ჩემი ანდრეის მიმართ გრძნობებისა მე ჩემს ბედს უნდა დავმორჩილებოდი,უფრო სწორედ დედაჩემის სურვილს.. მე რომ გამბედაობა მქონოდა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა,მაგრამ მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი,რომელსაც არასოდეს ეკითხებოდნენ აზრს და ისე განაგებდნენ მის ცხოვრებას... რა საკვირველია ლალი სახლიდან არ მიშვებდა,ეგ კი არა დაცვა ოთახიდან ოთახშიც კი მაცილებდა.. ორი დღე გავიდა,მაგრამ მე იმ აზრს ვერ ვეგუებოდი,რომ გუგაზე უნდა დავენიშნე დედას.. საღამოს უნაკლო სუფრა გაიშალა ჩვენთან,მოვიდა გუგა და მისი ახლობლები „გოგოს შესათვალიერებლად“,მიუხედავად იმისა რომ ყველამ იცოდა ვინ ვიყავი და როგორ გამოვიყურებოდი,ისე მათვალიერებდნენ ვითომ მათ წინაშე ადამიანი კი არა ილუსტრირებული წიგნი ვიყავი. -ცოტა გაიღიმე.-დაისისინა ლალიმ და სტუმრებთან მივიდა. აქ ყოფნას სიკვდილი მერჩივნა,მაგრამ სიკვდილსაც კი არ ჭირდება ჩემნაირი გამოუდეგარი და გაუბედავი ადამიანი.ირონიულად გამეღიმა ჩემს იდიოტ თავზე და დივანზე ისე დავეშვი თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომაცალესო. -კესო ძალიან გამაკვირვეთ.-გადმომჩურჩულა გუგამ. -რატომ? -ლალიმ გვითხრა,რომ შენ გამოთქვი ჩვენი დაქორწინების სურვილი.-ამ სიტყვებზე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. -ჰო?.. აი ვეღარ ვითმენ,ერთი სული მაქვს .-ცოტაც და ალბათ სტუმრების წინაშე თავს შევირცხვენდი,მაგრამ ესეც სულ ერთი იყო ჩემთვის. ნიშნობამ „იდიალურად“ ჩაიარა,ქორწილის დღეც კი დათქვეს.. ზუსტად ერთ კვირაში მე გუგას ცოლი გავხდებოდი,ზუსტად ერთ კვირაში გამოვესალმებოდი სიცოცხლეს. ახლა უკვე აღარ მიკვირს ლალისი,ასე ხშირად რომ ცდილობდა ს.. მეც კი გამჩნდა ამის სურვილი.. მიუხედავად იმისა რომ ანდრეი რამოდენიმე კვირის წინ გავიცანი ის ჩემს ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა,მგრძნობდი ჩემი სისხლის ყოველივე წვეთში მის არსებობას,ჩემი გონების ყოველ კუნჭულში ანდრეი არის და ნამდვილად ვერ ავიტანდი გუგა თუნდაც სათოფეზე გამკარებოდა.დარწმუნებული ვარ ამას ვერც ანდრეი აიტანდა. ფიქრებში გართული აივანზე ვიჯექი,როცა ჩემთან ლალი შემოფრიალდა გრძელი,შავი ატლასის ხალათითა და საღამურით. -კესო! -რა გინდა ლალი -იცოდე თუ ანდრეის ქორწილს ჩააშლევინებ ან მიანიშნებ რომ ეს შენი სურვილით არ ხდება.. -რას იზამ ლალი ამაზეც თავს მოიკლავ? -კესო,გაფრთხილებ ანდრეი ისე უნდა ჩამოიშორო და დაარწმუნო შენი და გუგას სიყვარულში რომ სამუდამოდ გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან.-ლალის სიტყვებზე გამეღიმა. -ლალი,მას მსოფლიოში ვერავინ ვერ დაარწმუნებს ამ მარაზმში,მან ზუსტად იცის რას ვგრძნობ და ვის მიმართ. -არ მაინტერესებს შენ ეს უნდა შეძლო.-ამოვიხვნეშე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უაზროდ მივშტერებოდი. არ ვიცი ლალი,როდის გავიდა.. ღამით როცა მეძინა სიცივემ შემაღიძა,თვალი მოვავლე ოთახს და იქ ყველაფერი რიგზე იყო ამიტომ განვაგრძე ძილი.. უცებ შუბლზე კოცნა ვიგრძენი,ნაცნობი სუნამოს სურნელი მთელ ოთახში იფანტებოდა.. მეგონა მესიზმრებოდა,მაგრამ მისი ტუჩები უკვე ყელთან ვიგრძენი.მაშინვე საწოლზე გიჟივით წამოვვარდი.მინდოდა ჩავხუტებოდი,მაგრად მეკოცნა.. მაგრამ ლალის სიტყვები ამომიტივტიდა. -აქ რას აკეთებ?-ძლივს გასაგონად წარმოვთქვი. -ნიშნობის მოსალოცად მოვედი.-ირონიას ვერ მალავდა ანდრეი -მე.. -რა შენ? აქ რატომ გამოგიშვი დაგავიწყდა?-სიბრაზისაგან შავი თვალები უელავდა. -ანდრეი მე ვთხოვდები ადამიანზე რომლის გამოც მიღირს სიცოცხლე,მე ის იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე შენ ან ნებისმიერს ჰგონია.ასე რომ აქედან წადი,უფლება არ გაქვს აქ ყოფნის. -მეღადავები?რა უფლება არ მაქვს აქ ყოფნის? ისე ნუ გამაკეთებინე რომ დაქორწნებისთანავე დაგაქვრივო თორემ ამის გამკეთებელი ვარ ხო იცი.-ანდრეის ტონი იმდენად შეეცვალა რომ საკუთარი თავი შემეცოდა,მაგრამ მაინც გამეცინა.-რა გაცინებს,ჭკუიდან გინდა შემშალო? -ყველანი მეზიზღებით ანდრეი,შენ და შენი გარემოცვა ხართ იმ უბედურებაში დამნაშავე რაც ჩემს ოჯახს შეემთხვა.. იქნებ სულაც შენ გაიმეტე მამაჩემი და მოკალი? -რას ბოდავ გოგო?-ლოყებზე წამავლო ხელი და ჩემი სახე მის სახესთან იმდენად ახლოს მიიტანა,რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა.-არ გირჩევ მეორედ ეგ გაიმეორო. -თავი დამანებე ანდრეი ხომ გითხარი მე ვთხოვდები ჩემს საყვარელ მამაკაცზე.-მისი ხელი ძლივს მოვიშორე. -მაგასაც ვნახავთ ვის გაყვები.-ანდრეიმ ცაიფრუტუნა და განაგრძო.-ზუსტად ერთ კვირაში დავბრუნდები და თუ საჭირო იქნება ეკლესიიდან თმებით გამოგათრევ.არც ისე ცივილურად ჟღერს არა? ჰოდა სანახაობა უფრო უარესი იქნება.-ადრეიმ აივნის კარები გააღო და გაუჩინარდა. მთელი ღამე თეთრად გავათენე,ვერ ვხვდებოდი იმის ფასი რა დავაშავე,რომ ყველა მემუქრებოდა,ყველა ცდილობდა მის ჭკუაზე ვეტარებინე და მე რომ ადამიანად აღარ მყოვებდნენ და თავს ცოცხალმკვდარ მარიონეტად ვგრძნობდი ეს არავის აინტერესებდა. დილით ავდექი და ჩემს ამაზრზენ ანარეკლს თვალი შევავლე სარკეში.ჩაშავებული და დასიებული თვალები,გაწეწილი თმა და დაღლილი გონება.. ხალათი არც კი მოვიცვი ისე გავედი ოთახიდან და კიბეებზე ნელა,აუჩქარებლად მივაბიჯებდი. დაცვის ბიჭებმა თვალი ამარიდეს,რადგან მოკლე მაისური და შორტებით ჩემს გამოჩენას არავინ ელოდა. -რას აკეტებ სულ შეიშალე?-დამეტაკა მკლავში ლალი. -შენ შემშალე ლალი,ახლა რაღარ გინდა ჩემგან? -ეს რა ფორმაში ხარ?-ამათვალიერა ზიზღნარევი სახით. -ჩემი საქორწინო ფორმაა.-მისი ხელი უხეშად მოვიშორე და სამზარეულოში გავედი ყავისათვის. მთელი კვირა სახლში ვიჯექი,სახლში კი ქაოსური სიტუაცია იყო.ვინ სად გარბოდა,ვინ რას აკეთებდა არავინ იცოდა.ყველა სტრესულ სიტუაციაში მუშაობდნენ რომ ქორწილისათვის მზადება მალე დაემთავრებინათ,მე კი თითქოს ეს სულაც არ მეხებოდა ისე ვიჯექი. დიზაინერები სახლში დადიოდნენ კაბის შესაკერად,არც კაბის არჩევაში მიმიღია მონაწილეობა,არც თაიგულის,არც ვარცხნილობისა და მაკიაჟის არჩევისას გამომითქვამს ჩემი სურვილი,ყველაფერზე თავს ვუქნევდი ლალის და მის „ქვეშევრდომებს“. და აი დადგა „სანატრელი“ ქორწილის დღეც... დილით ლალიმ ოთახში რამოდენიმე ადამიანთან ერთად შემოვიდა,რომელთაც ხელში დიდი ვერცხლისფერი ქეისები ეჭირათ,მივხვდი სალონიდან იყვნენ. საშხაფეში შევედი.. ცხოვრებაში ასე ნელა შხაპი არასოდეს მიმიღია,ალბათ იმიტომ რომ ცხოვრებაში ასეთ სიტუაციაში არც არასოდეს ვყოფილვარ. საშხაპიდან გამოვედი თუ არა სავარძელშ ჩამსვევს.. ზოგი თმას მიკეთებდა,ზოგი მაკიაჟს,ორი ადამიანი აქეთ-იქეტ დამიჯდა და ფრჩხილებზე მანიკიურს მიკეთებდა,ორიც პედიკიურს.. ნაატნახევრიანი „ჯახირის“ შემდეგ თავი დამანებეს და ოთახში კაბის ჩასაცმელად მატო დამტოვეს.. სავარძლიდან არც კი ავმდგარვარ ისე ვათვალიერებდი ჩემს ფერმკრთალ სახესა და უსიცოცხლო თვალებს.. შემდეგ კაბას გავხედე,რომელიც უკვე უნდა ჩამეცვა თორემ ლალი საკუთარი ხელით ჩამაცმევდა. -საყვარელო მზად ხარ?-ოთახის კარი შემოაღო ლალიმ ჩემს ორ „დაქალთან“ ერთად. -ძალიან ლამაზი ხარ,გინდა კაბის ჩაცმაში მოგეხმაროთ?-შემომთავაზო გოგონებმა,რომლებსაც საპასუხოდ მხოლოდ სევდიანი ღიმილი მიიღეს. -გოგონებო მიეხმარეთ დედოფალს.. ძალიან ნერვიულობს ეცადეთ გაამხნეოთ.-ლალიმ განკარგულება გასცა და ოთახიდან გავიდა. -ულამაზესი ხარ.-ოცნებებში გადაშვებულმა ანამ კაბის შეკვრა დაასრულა თუ არა ცრემლები შეიწმინდა. -ანა ნუ ტირი,ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა.. ტირილით ნუ გააფუჭებ.-ავღნიშნე ცივად და სარკეს მოვსცილდი. -ეკლესიას მოლაპარაკებია გუგას მშობლები და როგორც კათოლიკეები მუსიკის თანხლებით შეხვალ ტაძარში.. გუგა კი საკურთხეველთან დაგელოდება.-ისევ ეს გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.. გოგონები კი ჩემს მაგივრად გამოხატავდნენ სიხარულს.. გავუღიმე და ფაჯრიდან გავიხედე. -გოგონებო წავედით.-დაიძახა ლალიმ და ჩვენც დაბლა ჩავედით. დედა და ჩემი მეჯვარეები ერთად წავიდნენ ტაძარში,ბოლოს კი მე უნდა მივსულიყავი. მანქანა დაიძრა... ვხვდებოდი დიდხანს ვერ გავძლებდი და ახლა თუ არა საკურთხევლის წინ ღებინებას ვერ შევიკავებდი. დაცვას ვთხოვე მანქანა გაეჩერებინათ,მაგრამ პასუხად უარი მივიღე... სუნთქვა ნელ ნელა გამიხშირდა,გონება მებინდებოდა,წამიც და გავითიშებოდი.ვხვდებოდი ეს დღე კარგს არაფერს მომიტანდა... ჰაერის უკმარისობა მქონდა,ალბათ ნერვიულობიდან.. და მე გავითიშე.. კადრებად ვხედავდი ყველაფერს.. ჯერ საავადმყოფო,სადაც ნაცნობი ვერავინ დავინახე,შემდეგ უსასრულოდ გრძელი გზა,შემდეგ თოვლი და სიცივე,შემდეგ პატარა სახლი,ბუხარი და თბილი პლედი. პ.ს როგორ მოგეწონათ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.