შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (XI თავი)


13-01-2018, 00:27
ავტორი cool baby
ნანახია 1 094

XIთავი
ნანატრ საპირფარეშოში ვზივარ, აბაზანის კიდეზე და დროის გასაყვანად ჭიქაში გარჭობილ კბილის ჯაგრისებს ვითვლი.სულ ორია მალე მხოლოდ ერთი დარჩება - ლადოსი. ხელები უკვე დავიბანე , პირზეც შევისხი წყალი, ჩავრეცხე უნიტაზი, ლადომ რომ ეჭვი არ აიღოს , მაგრამ აქაურობის დატოვება მესიკვდილება.
ყურს წყდება სავენტილაციო მილიდან შემოსული მელოდია , მაღლივ კორპუსში უთუოდ რუსული ესტრადის ფანი ცხოვრობს. საოპერო ბარიტონი უმღერის ანდალუზიის ღამეს, შავთვალა ლამაზმანს და კარდინალის შერყეულ რწმენას. არ ვიცი, რა ხდება ანდალუზიაში , მაგრამ თბილისის დროით ღამის თერთმეტი საათი იქნება, თუ მეტი არა.
- რას შვები , ჩავარდი? - არ დაახანა ლადომაც , კართან აიტუზა.
- არა.
- რას აკეთებ ამდენ ხარს?
- ბუზებს ვითვლი.
- მე კი ვინმე დათას ველაპარაკე.
„დათა!“ განწირული მზერა ვესროლე სარკეს ( ვინ იცის, ესეც უკანასკნელი) და სწრაფად გამოვედი.
- დათამ დარეკა?
- დარეკა სვა სიტყვაა, ამიკლო - ლადო ნიშნისმოგებით მაჩვენებს ჩემს მობილურს, - ვინ არის დათა?
- ახლობელი, - ვპასუხობ ბუნდოვნად.
- შეყვარებული?
- რა მნიშვნელობა აქვს ... რა უთხარი?
- ზღვაზე გაგიშვი დასასვენებლად, ბათუმში. წყლიდან როგორც ამოვა , დაგირეკავს -მეთქი. მგონი, ეწყინა, ხო იცი...
თავჩაქინდრული ვდგავარ. ჩემს ავგუსტინეს გავახსენდი, ამან კი ბათუმში გამიშვა . ბოროტი!
- იათამზე, შენ ალბათ მოგშივდა არა, ? - მზრუნველად მეკითხება ლადო.
გაკვირვებული მივჩერებივარ . ნუთუ გადაიფიქრა ჩემი მოკვლა? თუ სიკვდილის წინ უნდა გამომაძღოს, სააღდგომო გოჭივით?
სირცხვილით როგორ გავამხილო, მაგრამ მართლა მომშივდა. ვერაგულადაა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, კრიტიკულ სიტუაციაშიც კი თავს ახსენებს მიწიერი პრობლემები. მავანს ერთ ოთახში მიცვალებული ასვენია, მეორეში კი ლობიოს ხეთქავს . თან ტირის, თან ჭამს. ბებიაჩემის სიკვდილი მახსენდება... პანაშვიდამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი , დედა ლუკმის გასატეხად სამზარეულოში გავიდა , უცებ შეშლილი სახით შემოდის ანანო , ჩემი დისშვილი : „ბებიკო, ბებიკო, უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები მოვიდნენ არიქა, გამოდიო!“ სიჩქარეში დედას ლუკმა გადაცდა, ხველებით გავიდა სამძიმრის მისაღებად , ისე ჩაბჟირდა საწყალი, ლამის დედამისს მიეწია. მე და ლელა სამზარეულოში ჩავბჟირდით, ოღონს დიცილით.
- მომშივდა, კი, - გაუბედავად ვლუღლუღებ.
- მარწყვი და ნაყინი მაქვს. ხომ გიყვარს ნაწინიანი მარწყვი? და ცივი კატლეტი, ვერას გაკეთებული.
ვერას გახსენებაზემადა მეკარგება, მაგრა ლუკმა თუ არ დავღეჭე, გული წამივა. ჩემი ორგანიზმი შიმშილს ვერ იტანს .
- კატლეტი არ მინდა.
- მაშინ მოკიდე ამ ფიალას ხელი და მიბრძანდი, - ლადო მაგიდაზე დადებულ ფიალაზე მანიშნებს. ფიალაში მარწყვი და ნაყინია.
უკანა გზაზე უხმოდ მივდივართ. წინ მე, უკან - პისტოლეტიანი ლადო, გვერდზე - ჩვენი გაწელილი ჩრდილები.
ლადომხოლოდ ბუნკერში ინახავს იარაღს. გორგოლაჭებიან სკამს მოაგორებს და ჩემს წინ ჯდება. მე უგემურად ვღეჭავ საკმაოდ გემრიელ მარწყვს.
- მიპასუხე, იამზე, რატომ არ მოგწონდით შენ და შენ მეგობრებს ? მაგალითად, შენი მეორე ქმარი ყველას მოსწონდა , მათ შორის სოფოს. მე რით ვერ დავიმსახურე თქვენი სიმპათია ? თქვი, თქვი, ნუ გერიდება, არ მეწყინება.
- კაცია და გუნება, - ვამბობ ორაზროვნად.
- ეგ რა პასუხია ?! ხომ გითხარი, არ გაგიბრაზდები - მეთქი. გულახდილად ვილაპარაკოთ, პირადად შენი მოსაზრება მაინტერესებს.
მარწყვი ბოლომდე შევჭამე, ნაყინი ცოტა დავტოვე. მომჟავო გემო დაკრავს, არ მოეწონა. ფიალას კომპიუტერის მაგიდაზე ვდებ და ვცდილობ , ვიყო ორიგინალური.
- წარმოიდგინე, მაგიდასთან ზის ორი კაცი , აი, ასე, ჩვენსავით. თეფშზე ორი ატამი დევს , ერთი - პატარა და შეუხედავი, მეორე- დიდი და დაბრაწული. შენ ის კაცი ხარ რომელიც დაელოდა , რომელ ატამს აირჩევს მეორე კაცი.
- რით არის ეს ცუდი ?
- ღირსეული ადამიანი პატარა ატამს აიღებს , მეორეს რომ უკეთესი შეხვდეს.
- საიდან მოიტანე ეს სისულელე?
- ფსიქოლოგიური ტესტია. სოფომ ჩაგვიტარა ერთხელ.
- მერაბ წკრიალაშვილი ღირსეული კაცია ?
- შენთან შედარებით, კი.
- მე ცოლი არავისთვის დამიწერია.
- სჯობდა დაგეწერა, ვიდრე ნარკოტიკზე შეგესვა.
- ჩემს ნარკომან ცოლს არავინ მოუკლავს , მაგის ისტერიჩკა ცოლმა კი ექვს კაცს გაოუყვანა წირვა.
- წკრიალამ იცის?
- რას გაიგებ... რომც იცოდეს, საკუთარ ცოლს ხმ არ ჩაუშვებს?! გინდა , გაგასინჯო? - მეკითხება უცებ.
- რა უნდა გამასინჯო ?
- კოქსი. კოკაინი. შენს სიტუაციაში მისწრებაა. დავაი, გარისკე, არ ინანებ .
- სიკვდილს, მირჩევნია, ნათელი გონებით შევხვდე, - პათეტიკურად ვამბობ.
- ისე გაგინათდება, შეიძლება აქეთ შემეხვეწო - დროზე დამბრიდე, რაღას უცდიო. ჰეროინი კი არაა , მოგადუნოს, მაგარ ხოდზე იქნები.
ლადოს ჯიბიდან პაკეტი ამოაქვს , თეთრ ფხვნილს ხელისგულზე იყრის და ცხვირით ისრუტავს.
- იიიფ... კარგია, წაიღო... სხვათა შორის, ნარკოტიკის მოხმარებაშიც საჭიროა ძომიერების დაცვა . რაც გრძელია ინტერვალი , მით ნაკლებია მიჩვევის საფრთხე. ისე გადის ორი, სამი თვე არც მახსენდება... პერედოზიროვკა ორგანიზმს ფიტავს , ზოგს შიზოფრენია ეწყება , ასე რომ ... - ლადო სახეს ისრისავს და გადიდებული გუგებით მომჩერებია . - აუ მაგარი იდეა მომივიდა! გინდა ერთად დავტყდეთ ?
- რაა?
- ხო იცი გერმანული?
- ვიცი.
- ჰოდა, დავტყდეთ გერმანიაში . რა დაგრჩენია აქ, პირადად მე- არაფერი. შენი მეგობრები კაპუტ... ქმარი არ გაწუხებს და შვილი. მესამედ გათხოვების შანსი პრაქტიკულად არ გაქვს . რაც არ უნდა იყოს, საქართველოა. პროვინცია!
ბრაზისგან მაცახცახებს. აქედან თუ ცოცხალი გავაღწიე , ლადოს ჯიბრზე მესამედ გავთხოვდები. დათა თუ არ წამიყვანს , ერთი სათადარიგო თაყვანისმცემელი მყავს - დედაჩემის ყოფილი ასპირანტი, რომელსაც თავის დროზე მგონი , დედაჩემის მიმართ სჭირდა „შორით ბნედა, შორით კვდომა“, მოგვიანებით კი ჩემზე გადმოერთო.
- საყვარლის სტატუსით მეპატიჟები ? - ყოველ შემთხვევაში, ვაზუსტებ.
- ეგ შენი გადასაწყვეტია, თუ გინდა, სულ ნუ მომცემ ! მე მეგობარი მჭირდება, თანამოაზრე, სიყვარულის ობიექტი. შენ საინტერესო ქალი ხარ, იუმორის გრზნობა გაქვს, შენთან ადვილია ცხოვრება.
- სამაგიეროდ, შენთან არის ძნელი! - წამომცდა. მაინც წამომცდა! ენა მაქვს ამოსაძრობი, ჩემი გრძელი ენა.
ლადო დაძაბული მიყურებს . ახლა წამოიმართება და ჩამაფარებს. ის წამოიმართა და... და ჩემ წინ მუხლებზე დაემხო.
ეს კაცი ვერ არის სრულ ჭკუაზე. რა მიკვირა? ჯერ არაყი ხუშა , მერე კოკა ყნოსა. მე არც ერთი გამისინჯავს, არც მეორე, მაგრამ ისე მირატრატებს თავი , ლამის ტახტიდან გადმოვგორდე .
- ცდები, იაკო, ჩემთან ძალიან ადვილია ცხოვრება , - გრძნობით ღაღადებს ლადო და თავის გასიებულ გოგრას მუხლებზე მადებს , - არც ისეთი ცუდი ვარ , ერთი მოუფერებელი კაცი ვარ , იმიტომ არ მასვენებს ეთმაკი...
გაუნძრევლად ვზივარ. არ ვიცი , რა რეაქცია მივცე. ალბათ მოთმინება მმართებს . ბრაზმა გამიარა, მაგრამ მაინც მაცახცახებს.
- მომეფერე , იაკო, თავზე გადამისვი ხელი, ვითომ დედაჩემი ხარ ... უბედური ბავშვი ვიყავი, იცი ?... დედა არასოდეს მეფერებოდა, განა არ ვუყვარდი, ვუყვარდი... ვინ ყავდა ჩემს გარდა , მაგრამ მე არასოდეს მაკმაყოფილებდა ისი სიყვარული . ყოველ ღამე ველოდი, რომ ის შემოვა ოთახში და ლოყაზე მაკოცებს , როგორც სხვა ბავშვებს კოცნიან ძილის წინ ... ის შემოდიოდა , გადადებდა სკამზე დაუთოვებულ პერანგს და გადიოდა. სუფთა თეთრეული და ცხელი კერძი ბიჭისთვის - ეს იყო ის მაქსიმუმი, რისი მოცემაც შეეძლო . შვილს ხანდახან უნდა შეუძახო, იამზე, უთხრა, რომ ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საყვარელია ... დედაჩემმა ეს არ იცოდა , ისიც ოუფერებელი იყო და იმიტომ . მამა გვიან გავიცანი. ის უბედურება რომ არ დამართნოდა , ასი წელი არ გაახსენდებოდა ვიღაც წკენტას . ვინ ვიყავი მისთვის, ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ჩაებღაუჭა. სოფოს ფეხმძიმობა რომ შევიტყვე , სიხარულით ჭკუაზე გადავდექი . ვიცოდი, რომ მერაბისგან დაორსულდა, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, ოღონდ ბავსვი გააჩინოს და გავზრდი. როცა ქალი გიყვარს, მისი შვილიც გიყვარს. ასეა ეს. სოფოსაც უხაროდა, ჯამრთელი ცხოვრების წესს მიჰყო ხელი , მეც თბილად მექცეოდა... არასოდეს ვყოფილვართ ასეთი ბედნიერები, ასეთი მშვიდები. ყოველ საღამოს დამყავდა სასეირნოდ, გეგმებს ვაწობდით . და უცებ , ერთ მშვენიერ დღეს განქორწინებაზე ალაპარაკდა! თურმე ნუ იტყვით, მერაბი ირას მიოვებას და სოფოს ცოლად მოყვანას აპირებს , მაგრამ ერთი პირობით - თუკი სოფო ჯამრთელ ბავშვს გაუჩენს. შენ ახლა იტყვი, მერაბი შვილების ნაკლებობას არ განიცდის, სამი შვილი ჰყავს შინ , ერთი შვილიც რაღაში სჭირდებაო? მე კი წეღან თქმულს გაგიმეორებ - საყვარელ ქალთან გაჩენილი შვილი სულ სხვაა , იათამზე... მამაძემის მაგალითი აიღე: დაბარებულივით დარბოდა ყოველ უქმ დღეზე სასაფლაოზე , საყვარელი ქალის მკვდარი შვილები ერჩია ჩმნაირ ცოცხალს. როცა საგვარეულო, მონოგრაიან საათს მჩუქნიდა ტირილი აუტყდა. ის საათი ტრადიციისამებრ უფროსი ვაჟისთვის უნდა გადაეცა და არა ძუნძგლიან საპარიჯმახეროში ჩასახული ნაბუშვრისთვის. შემეცოდა. ისიც შემეცოდა და ჩემი თავიც . ყვალამ დამაღალატა, ყველამ, მაგრამ სოფოს ღალატი ყველაზე მტკივნეული იყო. მიყვარდა და იმიტომ ... გაბრაზებულ გულზე საძინებელში ვიდეოთვალი დავამონტაჟე და მივლინებაში წასვლა მოვიმიზეზე. იმ ღამესვე ამოაგრიალა შინ თავისი შეუდარებელი წკრიალა. ვუყურე ვიდეოკასეტას და მივხვდი - სოფო ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულია. კასეტა ირას გადავეცი. იმანაც იგივე დასკვნა გამოიტანა და სამოქმედო გეგმა დასახა. მე არ მქონდა სხვა არჩევანი , მე ის არასდროს მქონია...
რაღაცის თქმა მინდოდა არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ უცაბედად აღმოცენებული მთქნარება სახეს იღრიცავს. ვეშვები, ვიღვენთები , ხელ - ფეხი მიბუჟდება . ქუთუთოებზე თითქოს ფუთიანი გირები ჩამომკიდეს „რა მჭირს, რა მჭირს , რა მჭირას“... ზარივით რეკავს გონებაში.
ლადო თავს სწევს. ნამტირალევი თვალები აქვს, და ორაძროვანი, შეიძლება ითქვას, დარცხვენილი ღიმილი.
- ძილი მოგერია ,იამზე? ნუ კანკალებ, წამოწექი, დაიძინე... აგერ ბალიში, მე ფეხსაცმელს გაგხდი...
ჩემი თვალთახედვის არეალში მარწყვის ფიალა ხვდება. „მოვიწამლე“ მინდა ვიყვირო, მაგრამ ყვირილის ნაცვლად პირს ვაღებ და რაღაცნაირი მხეცური პირდაპირობით ვამთქნარებ.
- რა კარგი კბილები გაქვს, იათამზე, არც ერთი პლომბი შენს ასაკში...
„ქვედა ყბაზე მაქვს ერთი“, - მინდა ვუპასუხო, მაგრამ ლაპარაკის თავი არ მაქვს, და დღის განმავლობაში უკვე მეორედ, სიბნელეში მივექანები.

* * *
გულისრევის შეგრძნებით ვიღვიძებ. წამოდგომას ვცდილობ , მაგრამ ენით აუწერელი სისუსტე ისევ ბალიშისკენ მექაჩება. ნამუსგარეცხილმა ლადომ მარწყვიან ნაყინში დასაძინებელი შემაპარა, მე კი ლამის რევერანსში შევკუნტრუშდი.
მოიცა, მოიცა... რად დაჭირდა ჩემი მიძინება?
ინსტიქტურად წავეპოტინე ჯინსის ქვედაკაბას. ზოგიერტი ღილი გახსნილია . ხელი ჩავაცურე სალტეში . ვაი! საცვალი უკუღმა მაცვია! დავიჯერო, გამაუპატიურა ამ იმპოტენტმა ? იქნებ კოკაინის მაგივრად ვიაგრას ყნოსავდა ? დაფხვნილ ვიაგრას...
გაჭირვებით ვდგები. არა, არ ვგავარ გაუპატიურებულს. მაშინ რაღაში დასჭირდა ჩემს საცვლებში ფათური ? მორღვეული ფეხებით მივლასლასებ კარისკენ . რასაკვირველია, დაკეტილია. სადღაც უნდა იყოს ჰაერის გამწოვი. გაჩაჩხული თითებით ვეხები ხორკლიან კედლებს . იქნებ სოფოს პლაკატის უკან იმალება საჰაერო მილის მსგავსი რამ , სულაც საიდუმლო კარი ან გვირაბი... ვიცი, უაზრობაა, მაგრამ უმოქმედობას აბსურდული ქმედება სჯობს.
პლაკატი კომპიუტერის მაგიდის თავზეა გაკრული. სკამს ვიდგამ და მაგიდაზე ვბობღდები. მაგიდის ზედაპირსა და ჭრს შორის იმდენად პატარა მანძილია, იძულებული ვარ , მუხლებზე დავდგე და პლაკატამდე მივხოხდე.
საკეტის ჩხაკუნმა პლაკატის ქვეშ ხელის ფათურისას მომისწრო. კარებისკენ ვბრუნდები და გონებაში ვხატავ ასეთ მიზანსცენას: ლადო შემოდის და ტახტისკენ იცქირება, სადაც, წესით, მე უნდა ვიწვე. მე ვსარგებლობ მომენტით და თავზე ვახტები, თუ ვერაფერს გავხდები, შევაშინებ მაინც.
მაშ ასე, სტარტზე ვარ .
ახტუნგ! ახტუნგ!
ლადოს შემოსვლა და ჩემი კუნინძასავით ჰაერში აწევა ერთი იყო. მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა . ლადო სახით ეხეთქება იატაკს. არც მე მადგას კარგი დღე, თუმცა ფეხზე ადგომას ვასწრებ და კარისკენ გავრბივარ. უნდა გამოვტყდე, ბიკინისამარა გავრბივარ, რადგან ლადომ მოასწრო წვედაკაბაში ხელის ჩავლება, მე გავიწიე და დავრჩი პრაქტიკულად შიშველი.
რას დავეძებ, დაოთხილი გავრბივარ ნახევრად ჩაბნელებულ ტალანში , უკან მომდევს გამძვინვარებული მოძალადე - ქშენით, გინებით, ბრაგაბრუგით. უკვე კაბინეტში ვარ, თითქმის სამშვიდობოს. თითქმის არ ითვლება , რადგან ლადო დამეწია და ყბაში ისეთი ჰუკი მგლიჯა , რომ ზურგით წიგნის კარადას ივეხეთქე. კარადა ლაყლაყებს, მძიმე ტომეულებიჩემს მრავალტანჯულ თავზე შვავდება.
დარეტიანებული ვეშვები დაბლა, ბუნდოვნად ვარჩევ ლადოს მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ ბრინჯაოს დონ კიხოტს და ვხვდები : ეს ჩემი მიწიერი ცხოვრების დასადრულია! მაგრად ვხუჭავ თვალებს და დარტყის მოლოდინში ვიკუმშები. ერთი, ორი , სამი, ოთხი... წესით, უკვე მკვდარი უნდა ვიყო. თვალებს ვფხრეწ და მაიორ ოქრუაშვილის ტორებში აფართხალებულ ლადოს ვხედავ. უკანა ფლანგზე სპეცრაზმელები ირევიან , ვიღაც მზრუნველად მაფარებს პლედს, თავს ვაბრუნებ და საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ - ეს ხომ დათაა, ჩემი ავგუსტინე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent