დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში IX
როცა მოსაღამოვდა ადილა მოუთმენლად ელოდა ბიძის წასვლას,თუმცა ჯამალი სახლიდან არ მიდიოდა.ნერვიულობდა,რადგან ტონის ვერ ატყობინებდა ბრაზილიაში გამგზავრების ამბავს.ადილა უკვე მიხვდა,რომ იმ დღისით ჯამალი აღარსად წავიდოდა,ოთახში სორაიას უხმო. -სორაია,ძია ჯამალი სახლიდან არ მიდის,ტონი კი არ ჩანს.მინდა დამეხმარო - უთხრა აფორიაქებულმა ადილამ -ადილა,გთხოვ არ გინდა - უთხრა შეშინებულმა და შეწუხებულმა სორაიამ -სორაია,გთხოვ - შეევედრა ადილა -ადილა,შენს გამო ბევრუ ტყუილის თქმა მიწევს.ნუთუ ვერ ხვდები,რომ ამით ალაჰს განვარისხებთ.შენც ცოდვას ჩადიხარ და ნეც ციდვაში ნადგმევინებ ფეხს -სორაია,მხოლოდ ამ ერთხელ.შენ ხომ იცი რას ნიშნავს სიყვარული -გგონია ამით გულს მომილბობ?ჯამალმა რომ გაიგოს,რომ გეხმარები,აქედან შენთან ერთად გამაგდებს,ან რაიმეს ჩაიდენს,უფრო უარესს -გპირდები,ძია ჯამალი ვერასდროს ვერაფერს გაიგებს,ყოველ შემთხვევაში შენ არასოდეს დაგასმენ მასთან.რომ იცოდე ახლა როგორ მჭირდევა შენი დახმარება.სორაია,შენ ხომ არ იცი რას ვგრძნობ,მაგრამ ხომ ხედავ როგორი უბედური ვარ?ნუთუ არ გებრალები? -კარგი,კარგი.სწრაფად მითხარი რა გინდა.არ მინდა ჩვენი საუბარი ვინმემ მოისმინოს -როგორც ჩანს აქედან ვერ გავაღწევ,რადგან ძია ჯამალი სახლიდან არ მიდის,ტონი კი არამგონია ჯამალთან მოვიდეს.დილით ჩვენი რეისია,მე კი ვერ ვახერხებ ტონის ნახვას და ჩემი გამგზავრების შესახებ ვერ ვატყობინებ.მინდა,რომ ტონისთან წახვიდე და უთხრა,რომ ბრაიზლიაში გავფრინდი და იქ ორი კვირით დავრჩები.როგორც კი მოახერხებს ჩამოფრინდეს,იქ კი დამალვას და გაქცევას შევძლევთ -ადილა,შენ წარნიდგენაც კი არ გაქვს რას მთხოვ -სორაია,უბრალოდ გააკეთე ეს -შენს გამო ალაჰი ჯოჯოხეთის ცეცხლში დამწვავს -არ დაგწვავს.შენ სიკეთეს აკეთებ,რადგან გაჭირვებულ,უბედურ და მარტოსულ ადამიანს ეხმარები.ღმერთი ამისთვის სამაგალითოდ დაგაჯილდოვებს,აი ნახავ - გაამხნევა ადილამ -კარგი,კარგი,როგორც კი მოვახერხებ წავალ -სორაია,მალე უნდა მიახერხო -ხვალ,როცა ბიძათქვენი გაგაცილებთ აეროპორტში,მაშინ წავალ -სორაია,რომ იცოდე როგორ მიყვარხარ - სიცილით ჩაეხუტა ადილა -კარგი,კარგი გეყოფა - ნახევრად გამწყრალი სორაია უკმაყოფილო ღიმილით ჩაეხუტა ირანი,თეირანი დილით რეზამ გაღვიძებისთანავე ბალიშის ქვეშ შედებული ტელეფონი აიღო.ახალი შეტყობინება არ ქონია.იფიქრა,ალბათ წინა ღამით ანას მალევე ჩაეძინაო.საათს შეხედა და ჯერ კიდევ ადრე იყო.ახსოვდა,რომ ანას დილით ლექციები უნდა ქონოდა და მისი გაღვიძება თბილი შეტყობინებით გადაწყვიტა. ,,დილამშვიდობის,პატარავ.შენი ადგომის და წასვლის დროა.წუხელ გვიან დაიძინე და ალბათ დაღლილი ხარ,მაგრამ ადექი,ლექციაზე არ დიგვიანო". რეზამ შეტყობონება გაგზავნა და სახიდან ღიმილი ჯერ კიდევ არ გაქრობია,რადგან ანაზე ფიქრობდა.მიუხედავად იმისა,რომ სულ რაღაც შვიდი საათი ეძინა,თავს მაინც დასვენებულად გრძნობდა.თბილი ლოგინიდან ადგომა ეზარებოდა.ძალიან მოუნდა იმ წუთას ანა მის გვერდით ყოფილიყო. რამოდენიმე წუთში ანას შეტყობინება მიუვიდა. ,,დილამშვიდობის,გუშინ მიმოწერის დროს ჩამეძინა.ახლა ძალინ მეზარება უნივერსიტეტში წასვლა.მხოლოდ ლოგინში წოლა,დასვენება და შენთან საუბარი მინდა,ამიტომ დავრჩები და შენ გესაუბრები." რეზას მის შეტყობინებაზე გაეღიმა და ტანში ბედნიერების ჟრუანტელმა დაუარა.მიხვდა,რომ წინა ღამიით ერთმანეთის ფოტოების გაგზავნის და შემდეგ ამით სიამოვნების მიღების შემდეგ უფრო გახსნილი იყო და უფრო თამამად შეეძლო მასთან ლაპარაკი. ,,კარგი არჩევანია,ყოჩაღ.გაგიმართლა,რომ ჯერ ლოგინში ნებივრობის რამოდენიმე საათი კიდევ მაქვს. ანამ შეტყობინების გაგზავნა არ დააყოვნა. ,,ძალიან მიხარია.მაპატიე,გუშინ მალევე დამეძინა." ,,არაფერია.მეც დამეძინა.გუშინ შესანიშნავად გავატარე დრო,არასდროს წარმომედგინა,რომ პატარა ბავშვივით მოვიქცეოდი." ,,მართლად რომ კარგი იყო,მაგრამ პატარა ბავშვივით მოქცევაში რას გულისხმობ?" ,,იცი რასაც,მაგრამ ეს კარგი გაგებით ვთქვი.ვგულისხმობ იმას,რომ თავი ასე არასდროს მიგრძვნია.თავი უფრო ახალგაზრდა მგონია,რომელსაც ყველანაირი სიგიჟის ჩადენა შეუძლია." ,,მიხარია,რომ თავს კარგად გრძნობ.მეც მშვენივრად ვარ.შენს გამოგზავნილ სურათს თვაკს ცერ ვაშორებ.შესანიშნავად გამოიყურები." ,,შენგან ამის თქმა დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.მეც დილიდან შენს სურათს ვუყურებ.ანა,შესანიშნავი სხეული გაქვს.მინდა სულ გიყურო,შეგეხო." ,,რომ იცოდე შენთან ერთად რა კარგად ვარ.არ ვიცი რა მეშველებოდა,ჩემს ცხოვრებაში რომ არ გამოჩენილიყავი.აქამდე ისე უინტერესოდ ვცხოვრობდი.რეზა,ყოველ წამს მენატრები." ანას შეტყობინებაში რეზამ ზუსტად იგრძნო ის ტკივილი,რომელსაც ორივე სიშორის გამო განიცდიდა. ,,არც კი ვიცი რა გითხრა,მეც ძალიან მენატრები.მინდა გხედავდე,გეხებოდე,გკოცნიდე.“ ,,შენნაირ საინტერესო ადამიანს არასოდეს შევხვედრივარ“ ,,აჭარბებ ანა“ გაეცინა რეზას ,,სულაც არა.დღეს რა გეგმები გაქვს?“ მოულოდნელად შეცვალა თემა ანამ ,,საღამოს შტატებში მივფრინავ“ ,,მართლა?იქ რა გინდა?“ ,,ცოტა ხნით იქ ვიმუშავებ.უნივერსიტეტში მიმიწვიეს რამდენიმე თვით სპარსულის მასწავლებლად.“ ,,იქაც ლექტორი იქნები?“ ,,კი“ ,,გილოცავ“ ,,მადლობა“ ,,ახლა ახალი სტუდენტები გეყოლება?“ ,,რა თქმა უნდა.“ ,,გოგოები გაგეპრანჭებიან“ რეზამ ანას შეტყობინებაში მისი ხასიათის ცვლილება იგრძნო ,,რას ამბობ ანა“ გაეცინა რეზას ,,ხო,გოგოებს მოეწონები და შენს გაცნობას შეეცდებიან“ ,,ანა,ამას სერიოზულად ამბობ?“ ხმამაღლა და გაკვირვებით გაეცინა რეზას ,,არასერიოზული რა ვთქვი?“ ,,შენ რა ეჭვიანობ?’’ ,,არა,უბრალოდ ის გითხარი,რასაც ვფიქრობ“ ანამ მაშინვე მეორე შეტყობინება მიაყოლა პირველა ,,კარგი.ჰო,ვეჭვიანობ.გული საშინლად მეტკინა,როცა წარმოვიდგინე,რომ იქ ახალ ხალხს შეხვდი,გოგოებს მოეწონე და შენც მოგეწონა ვიღაც.“ ,,ანა,რა სისულელეს ამბობ,ამის როგორ გჯერა.ღმერთო ჩემო,რომ იცოდე როგორ მინდა ახლა ჩაგეხუტო“ ,,მაპატიე,უბრალოდ ჩემთვის ახალი ამბავი,სულელურად გამომივიდა,მაპატიე,გთხოვ.“ ,,ანა,პატიებას ნუ მთხოვ,დარწმუნებულ ვარ მეც იგივე რეაქცია მექნებოდა,შენზე რომ რაიმე მსგავსი გამეგო.“ ,,მიხარია,თუკი შენც შეგეშინდებოდა“ გაეცინა ანას ,,კარგი,ახლა უნდა ავდგე,ბარგი ჩავალაგო და ფრენისთვის მოვემზადო.ჩასვლისთანავე მოგწერ.თავს გაუფრთხილდი.გკოცნი.“ ,,კარგი,დროებით“ დაემშვიდობა ანა *** ანამ ტელეფონი უჯრაზე დადო და იგრძნო,რომ ხასიათი შეეცვალა.უნდოდა ვინმესთვის მოეყოლა ეს ამბავი,ვეღარ მალავდა თავის გრძნობებს,განსაკუთრებით იმ ადამიანებთან უჭირდა ამის დამალვა,ვინც მისი ხასიათის ხშირ ცვლილებას ამჩნევდა.უნდოდა მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა როგორი ბედნიერი და თან როგორი უბედური იყო.საკუთარი თავისთვისაც ვერ გაეგო,თუ რატომ უმალავდა თავის და რეზას ურთიერთობას მის ოჯახს და მეგობრებს.თვითონ ხომ ევროპაში ცხოვრობდა,ამიტომ მისი ახლობლებისთვის ასაკობრივი სხვაობა,განსხვავებული რელიგია და ეროვნება არაფერი იქნებოდა.უნდოდა ვინმესთვის მაინც გაენდო მისი დარდი და წუხილი.უჯრაზე დადებული ტელეფონი აიღო და თავისი უახლოესი მეგობრის ნომერი მოძებდა. -ანა,დილა მშვიდობის - ტელეფონში მეგობრის ხმა გაისმა -ვიკა,შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? -რამე ხდება? -არაფერი,უბრალოდ რაღაცის თქმა მინდა -კარგი,მოვალ.რამე წამოვიღო? -არაფერი -კარგი.ანა,კარგად ხარ? -რატომ მეკითხები,უცნაურად ვიქცევი? -არა,უბრალოდ გკითხე.კარგი მოვდივარ ანა ლოგინიდან ადგა,მოწესრიგდა და ჩაი გააკეთა თავისთვის და ვიკასთვის.სამზარეულოში ჩამოჯდა და ფანჯრიდან მრავალსართულიან კორპუსებს უყურებდა.გარეთ მოღრუბლული იყო და წვიმას აპირებდა.გაიფიქრა ნეტავ ახლა რეზა რას აკეთებსო და თავი ჩაღუნა.ამასობაში კარის ხმა გაისმა და ანა ფიქრებიდან გამოერკვა. -ანა,საით ხარ? - გაისმა ვიკას ხმა -სამზარეულოში -როგორ ხარ? - სამზარეულოში ვიკა შემოვიდა პარკით ხელში. -კარგად,შენ როგორ ხარ? -კარგად.რამე მოხდა?უცნაური ხმა გქონდა - უთხრა ანას და თან პარკიდან ნაყინი ამოიღო -რაღაცის მოყოლა მინდა -კარგი გისმენ.ყველაფერი კარგადაა? -კი - დაამშვიდა ანამ -აბა რა ხდება,ამდენს რატომ მალაპარაკებ,დაიწყე მოყოლა ანამ ჯერ თვალებში შეხედა და გაეღიმა.სახეზე სევდანარევი ღიმილი ქონდა. -ორსულად ხარ? - კითხა მოულოდნელად ვიკამ -ვიკა - დაებღვირა ანა - რა სისულელეა.უბრალოდ - რამოდენიმე წამით გაჩუმდა - შეყვარებული ვარ -რა?ვიზე? - თვალები გაუდიდდა ვიკას -ერთი კაცია - დაიმორცხვა ანამ -კი,მაგრამ ანდრეი? -გაუკვირდა ვიკას -კარგი რა ვიკა,ანდრეისთან არაფერი მქონია ვიკამ ეშმაკურად შეხედა -ფლირტის გარდა - დააყოლა ღიმილით ანამ -კარგი,გააგრძელე,ვინ არის ის,ვიზეც შეყვარებული ხარ? -რეზა ქვია -რეზა?სადაურია? - ნაყინის ჭამით შეაწყვეტინა ვიკამ -ირანელია -მართლა?მერე?სად გაიცანი,როგორ შეგიყვარდა? -საქმე იმაშია,რომ შეიძლება ითქვას არ ვიცნობ პირადად და არც შევხვედრილვარ -ვერაფერი გავიგე -რეზა ინტერნეტში გავიცანი -რა? -შეიცხადა ვიკამ -გახსოვს სპარსულს რომ ვსწავლობდი ინტერნეტით?ამაში თავიდან რეზა მეხმარებოდა,შემდეგ სხვა თემებზეც ვსაუბრობდით ხოლმე,ასე დავუახლოვდით ერთმანეთს და - შეჩერდა ანა - ერთმანეთი შეგვიყვარდა -კი,მაგრამ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს ასე მარტივად როგორ ენდობი -ვიცი,ვიცი,მაგრამ ერთმანეთს ველაპარაკეთ კიდეც.დღე არ გავა,რომ ერთმანეთს არ მივწეროთ.მთელი დღე მას ვწერ ხოლმე.გულს ვეღარაფერს ვუდებ,განსაკუთრებით სწავლას,მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ -ანა,იქნებ ეგ კაცი გატყუებს?იქნებ თავის სხვა მოსწავკეებთანაც იგივე ურთიერთობა აქვს,რაც შენთან? -კი,მაგრამ ეს რაში დასჭირდებიდა?როგორც თვითონ მითხრა,თავის მოსწავლეებთან მხოლოდ პროფესიული და მეგიბრული ურთიერთობა აქვს.მითხრა,რომ ასე ახლოს მოსწავლესთან კი არა,არავისთან არ ყოფილა -რა?რანდენი წლისაა? -ჩემზე ბევრად დიდია - მორიდებით უთხრა ანამ -მაინც რამდენი წლით დიდი? -ოცი წლით -რა?ოცდაცხრამეტი წლისაა?ანა,შენ სერიოზულად გჯერავს,რომ შეყვარებული არ ყოლია ამხელა კაცს?და ქალთან საერთოდ არ არის ნამყოფი? -შეყვარებული ყოლია,ქალთანაც ნამყოფია,მაგრამ მითხრა,რომ ასეთი ურთიერთობა არავუსთან ქონია,რომ ასე კარგად თავი არავისთან უგრძვნია,ასეთს სიახლოვეს მხოლიდ შენთან ვგრძნობო მითხრა,თითქოს მთელო ცხოვრებაა გიცნობო -არც კი ვიცი რა გითხრა,ან ამ ყველაფერს სერიოზულად როგორ შევხედო -ვიკა,გთხოვ ეჭვი ნუ შეგაქვს.დიდი ხანია მასთან ურთიერთობა მაქვს და მივხვდებოდი,რომ მატყუებდეს -რამდენი ხანია? -ზუსტად რვა თვეა -რა?ამდენი ხანი ამ ამბავს მიმალავდი? -არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა,გამიგე -კარგი,კარგი - ღრმად ამოისუნთქა ვიკამ - კიდევ მომიყევი რამე?მუსლიმია? -კი -მერე?როგორვეგუება იმას,რომ შენი ოჯახი ქრისტიანი,შენ კი ათეისტი ხარ? -ჩვეუკებრივად.რეზა ტიპიური მუსლიმი არ არის,სტერეოტიპებს არ მიყვება.ძალიან თანამედროვედ აზროვნებს,არც ის არის მისთვის პრობლემა,რომ ქალიშვილი არ ვარ,ხელს არც ასაკი გვიშლის.უბრალოდ მხოლოდ ერთი პრობლემაა -მისი ოჯახი? ანამ თავი დაუქნია -არ ვიცი ამას მისი ოჯახი როგორ შეეგუება.ამდენი ხანია ურთიერთობა გვაქვს და არც მისმა ოჯახმა იცის,არც ჩემმა.მას თეირანში დედა ყავს,რომელიც ძალიან ტრადიციულია და უნდა მისი რძალი ღირსეული ირანელი,მუსლიმი ქალი გახდეს,რომელიც აუცილებლად ქალწული უნდა იყოს -ღმერთო ჩემო,ეს რა მარაზმია.მხოლოდ დედა ყავს ასეთი? -არა,მისი სხვა ნათესავებიც ასეთები არიან -და-ძმა ყავს? -ერთი ნახევარ და და ორი ნახევარძმა ყავს,რომლებიც მაროკოელები არიან.ახლახანს ცოლები მოიყვანეს და ბრაზილიაში გადადიან საცხოვრებლადრეზაც იყი მათ ქორწილში და წარმოდგენა არ გაქვს რა საშინელი ტრადიცია აქვთ.მთელი ოჯახი ელოდა ქორწილის ღამეს როდის გამოიტანდა ქმარი ცოლის სისხლიან ზეწარს,შემდეგ კი ამას მთელ ქალაქს აჩვენრბდნდნ.ხო მართლა,რეზა დღეს შტატებში მიფრინავს.იქ რამდენინე თვე იქნება.სულ მოგზაურობს,მაგრამ ირანში ყოფნა ხშირად უწევს,რადგან იქ ლექტორია -ახლა ის მითხარი,სიმპატიურია? -დააინტერესდა ვიკას და ღიმილით კითხა ანას -ძალიან - ტუჩებზე იკბინა ანამ -მაჩვენე სურათი ანამ ტელეფონი აიღი და წამებში აჩვენა ვიკას რეზას სურათი.ვიკას გაეღიმა ტელეფონზე გამოსახულ შავგრემან მამაკაცზე,რომელსაც გამოკვეთილი ნაკვთები,დიდი,შავი,ლამაზი თვალები,მაღალი შუბლი ქონდა.განიერი მხრები უფრო ლამაზს ხდიდა მის ფუგრას,ხოლო სახეს ოდნავ მოზრდილი ყბები. -საკმაოდ სიმპატიურია.არა,მართლა სიმპატიურია,ძალიან მომწონს.შენებს რატომ არაფერს ეუბნევი? -ვიცი,რომ ცუდი რეაქცია ექნებათ,თუმცა ამას რეზას ოჯახზე მარტივად გადაიტანენ -კი,მაგრამ რეზა არ იცავს თავის აზრებს და ინტერესებს? -იქ,ირანში დედა ყვრლაზე წმინდა არსებაა და მის აზრს ყოველთვის პატივს სცემენ,რასაც არ უნდა ფიქრობდეს ის.შეწინააღმდეგება და მის წინააღმდეგ წასვლა გამორიცხულია.უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს გყავდეს ირანელი დედა -ყველაფერი გასაგებია.ახლა ის მითხარი,სექსზე უკვე ლაპარაკობთ? - ეშმაკური გამომეტყვებეით კითხა ვიკამ - მაგრამ თუკი იცის,რომ ქალწული არ ხარ,ესეიგი გილაპარაკიათ ანას ხმამაღლა გაეცინა მეგობრის ნათქვამზე. -კიდევ როგორ ერთობით? - ვიკა ანასკენ მიიწია და მოუღუტუნა -ვიკა გაჩერდი - გაეცინა ანას -მიდი,აღიარე პატარა მაიმუნო - უღუტინებდა ვიკა - აღიარე,რომ ერთმანეთს საკუთარ შიშველ ფოტოებს და ბინძურ შეტყობინებებსაც უგზავნით ხოლმე -კარგი,კარგი.ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთეთ -რა?რვა თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ?იშვიათად უდგება? - განაგრძო სიცილი ვიკამ -არა,უბრალოდ დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ მეგობრები ვიყავით.ვიკა,რომ იცოდე როგორ მენატრება ხოლმე,როგორ მინდა მასთავ ვიყო,ცერ წარმოიდგენ.თავს საშინლად მარტო ვგრძნობ ხოლმე,როცა მას არ ვწერ და რიცა ვწერ,არც ეს არ არის საკმარისი -აქ ჩამოსვლას არ აპირებს? -არაფერი უთქვამს,მე კიდევ ვერ ვეტყვი ჩამოდითქო.მე ჯერ ვსწავლობ,ვერ ჩავალ.ალბათ ზაფხულში თვითონ ჩამოვა.როგორ მინდა მისი ნახვა. -რომ ჩამოვიდეს დედაშენს და მამაშენს გააცნობ? -არ ვიცი,ნამდვილად არ ვიცი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.