შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში VIII


27-12-2017, 02:33
ავტორი Ancksunamun
ნანახია 1 432

დასავლური გრძნობები შუა აღმოსავლეთში VIII

ფესი,მაროკო
ქორწილის შემდეგ დილას მუჰამედი და ამინა ჯერ კიდევ ლოგინში იწვნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ.ნათესაბები ოთახში ჯერ კიდევ არ შესულიყვნენ,მათაც დრო იხელთეს და ერთმანეთთან ყოფნით ტკბებოდნენ,თუმცა წყვილს სიმყუდროვე მალევე დაურღვიეს და კარზე კაკუნის ხმა გაისმა.ორივე ანერვიულდა.ამინა ლოგინიდან წამოხტა და ხალათს ეძებდა.
-გაიღვიძეთ - ყვიროდა გარედან ჯამალი
-დაწეწექი,მე გავაღებ - უთხრა ამინას მუჰამედმა და კართად მივიდა
-დილა მშვიდობის - უთხრა გახარებულმა ჯამალმა და ოთახში სინით ხელში შემოვიდა,რომელზეც საჭმელი ეწყო და თან მთელი სანათესაო შეყვა ოთახში.ქალები ამინასთან მივიდნენ და ყველამ რიგ-რიგობით აკოცა.
-დილამშვიდობის - ლოგინიდან მიესალმა ამინა ბიძას და თან საბანს ძლიერად იყო ჩაბღაუჭებული
-დილამშვიდობის ამინა - თბილად მიესალმა ბიძაც
-კარგით.ახლა მისი ქალწულობის საბუთი გვინდა - თქვა გახარებულმა ფარიდან
-აგერ,იქაა - ღიმილით ანიშნა ამინამ სააბაზანოსკენ - ნახეთ
მუჰამედის მოხუცი ბიძა და ჯამალი მუჰამედთან და მწოლიარე ამინასთან ერთად დარჩნენ ოთახში,ქალები კი სააბაზანოსკენ გაემართნენ.ჯამალმა იქვე მდგარ მუჰამედს შეხედა და თვალებით იკითხა ის,რაც ახლა იმ ოთახში მყოფ ყველა ადამიანს აინტერესებდა.მუჰამედმა თანხმობის ნიშნად თავი ოდნად დაურკა და სწორედ ამ დროს სააბაზანოდან ქალების ყიჟინის და სტვენის ხმა გამოვიდა.
-ძალიან კარგი მუჰამედ,ძალიან კარგი - უთხრა გახარებულმა ჯამალმა,მისკენ ტაშის დაკვრით გაემართა - ყოჩაღ
მუჰამედს ჯამალი და ბიძამისი რიგ-რიგობით გადაეხვივნენ,ამინამ კი პირჯვარი გადაიწერა და ალაჰს მადლობა შესწირა.
***
ამინას ოთახიდან გამოსული ჯამალი სამზარეულოში გავიდა,სადაც მისი ერთ-ერთი ცოლი დახვდა.ახლა მასთან საუბრის გუნებაზე არ იყო,რადგან ადილაზე ნერვიულობდა.ახლა მხოლოდ სორაიასთვის შეეძლო იმის მოყოლა,თუ რა აწუხებდა.
-ჯამილა,სორაიას დაუძახე და შემდეგ მარტო დაგვტოვე
ჯამილამ თავი დაუკრა,სამზარეულოდან გავიდა და რამოდენიმე წუთში სორაიასთან ერთად დაბრუნდა.სორაია ჯამალის წინ დაჯდა სკამზე და თან ძირს იყურებოდა,ჯამილა კი ისევ საქმეების კეთებას შეუდგა.
-ჯამილა,რა გითხარი - უხეშად უთხრა ჯამალმა ცოლს.მიხვდა,რომ ჯამილას მათი საუბრის მოსმენა სურდა.ჯამილა თვალის დახამხამებაში გაქრა ოთახიდან.
სორაია ელოდებოდა როდის დაიწყებდა საუბარს ჯამალი,თვითონ თავს იკავებდა პირველი სიტყვის თქმისგან.
-ადილას ვეღარ ვცნობ ბოლო ხანებია - ამოიოხრა ჯამალმა
სორაიამ არც ამაზე უპასუხა არაფერი
-ვიცი,ხვდები რასაც გეუბნევი - გააგრძელა ჯამალმა
-ძალიან შეიცვალა,რაღაც აწუხებს და არ გვეუბნევა - თავი მოიკანუტა სორაიამ,თითქოს არ იცოდა ადილას დარდის მიზეზის შესახებ
-ძალიან,ძალიან შეიცვალა.გული ძალიან მტკივა სორაია,ვერც კი წარმოიდგენ როგორ.როცა ვფიქრობ მისთვის რა რთულია აქ ყოფნა,გათხოვება,აქაური ცხოვრება ბრაზილიაში ცხოვრების შემდეგ,თითქოს გულში დანას მირტყავენო
-მეც ძალიან მტკივა გული,ბატონო - უთხრა თავჩაღუნულმა და დადარდიანებულმა სორაიამ
-ვხვდები,რომ კიდევ რაღაც აწუხებს.მგონია,რომ ვიღაც უყვარს და ეს ვიღაც აქაური არაა.ეს არასწორია,მაგრამ გული მაინც მტკივა.შენც ხომ კარგად მიცნობ,აქ ყველას სასტიკი და მკაცრი ვგონივარ,მაგრამ შენ ხარ მოწმე,რომ ადილას დასჯა ასე მარტივარ არ შემიძლია,თანაც იმის გამო,რომ ჩემი გოგონა შეყვარებულია და აქ ცხოვრება არ უნდა.ალაჰმა იცის როგორ მიმძიმს მისი დასჯა - თქვა ტირილნარევი ხმით ჯამალმა
-ვხვდები ჩემო ბატონო,ვხვდები - ტირილი მოერია სორაიასაც
-გულს ის მიკლავს,რომ მისი შველა არ შემიძლია.იმასაც კი არ მეუბნევა,თუ რა სჭირს.გასაგებია,რომ ბრაზილია ენატრება,მაგრამ იმას ჩემთან არ აღიარებს,რომ შეყვარებულია.ძალიან მეცოდება ადილა ასეთი დარდისა და ტკივილისთვის,ალაჰმა იცის როგორ შემტკივა მასზე გული
-კი,მაგრამ რა იცით,რომ შეყვრებულია? - დააინტერესდა სორაიას და მამაკაცს თვალებში შეხედა
-გეტყვი - დაიჩურჩულა ჯამალმა და სორაიასკენ უფრო ახლოს მიიწია - თუმცა ეს არც ადილასთან უნდა თქვა და არც სხვა ვინმესთან
-ბოლო დროს ბევრი სამუშაო მქონდა,ხან აქლემების ბაზრობიდან მიწევდა შუაღამისას დაბრუნება.ერთხელაც,როცა დავრუნდი და დასაძინებლად მივდიოდი ჩემს ოთახში,ჯერ სტუმრების ოთახის გავლა მიწევდა.ყურადღებას არ მივაქცევდი ოთახს,რადგან სტუმრებისაა და სულ დაკეტილია,რომ არა იქიდან გამომავალი სინათლე.ოთახის კარს მივუახლოვდი,ჩუმად,ოდნავ შევაღე და რას ვხედავ - ადილა ფანჯარასთან იჯდა და ტიროდა.სიტყვებით ვერ აღგიწერ რა დამემართა მის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე.მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი და გული წამივიდოდა.თავი ძლივს მოვთოკე,რომ უხმოდ მოვშორებოდი იმ ოთახს.თვალებზე ცრემლები მომადგა და იმ დღეს მთელი ღამე არ მძინებია
სორაიას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.ჯამალიც თითქმის ტიროდა.
-გგონია ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა?არა,ამ ოთახში მტირალი ადილა ხშირად შემიმჩნევია.გახსოვს რამდენიმე დღის წინ მთელი ღამე გადაუღებლად რომ წვიმდა?
სორაიამ თავი დაუქმია
-იმ დღეს გამთენიისას ვიყავი წასასვლელი ფერმაში.სტუმრების ოთახს რომ გავუარე სინათლე ისევ გამოდიოდა.გამიკვირდა,რადგან უკვე თენდებოდა.კარი შევაღე და გული დამეწვა,როცა დავინახე,რომ ადილას ფანჯარაზე დასძინებია.ოთახსი შევედი,მივუახლოვდი და სულმთლად გაყინული იყო.ვიფიქრე გავაღვიძებ,რომ ოთახში დაბრუნდესთქო,მაგრამ არ მინდოდა ჩემი შერცხვენოდა და ისევ ჩუმად გავედი ოთახიდან
-ღმერთო ჩემო,საწყალი გოგონა - აქვითინდა სორაია
-ახლა მასთან უნდა წავიდე,უნდა დაველაპარაკო.მინდა ცოტა ხნით,მის ქორწილამდე მუჰამედთან და ამინასთან ერთად ბრაზილიაში გავუშვა
-მართლა?ძალიან გაუხარდება - გულზე ხელი დაიდო სორაიამ
***
შუადღე იყო,ადილა კი ოთახში სავარძელზე მოკუნტული იჯდა,ხელები მუხლებზე მაგრად შემოედო და ჟალუზებით დაბურული ფანჯრიდან ქუჩებს უყურებდა.ყველაფერი ტონის თავს ახსენებდა,განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების დანახვა.ყველაფერი გულს უკლავდა და გულში ხანჯალივით ერჭობოდა.ალაჰს შველას სთხოვდა,თუმცა გამოსავალი არა და არ გამოჩნდა.ქუჩიდან შემოსულ მოლას ხმაზე ადილამ სიმშვიდე ჰპოვა.უყვარდა ეს ხმა.საბოლოოდ ვერც მოლას ხმამ დაამშვიდა.გულს ისიც სტკენდა,რომ არავინ ყავდა ისეთი,ვისაც ამ ყველაფერზე დაელაპარაკებოდა,ვისაც მის გრძნობებზე და სიყვარულზე დაელაპარაკებოდა,როემლსაც ტონის მიმართ გრძნობდა.
ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა.ადილამ უკან მიიხედა და იქვე მდგარი ბიძამისი დაინახა,რომელიც ადილას სევდიანი თვალებით უყურებდა.
-ძია ჯამალ
-გამარჯობა ადილა - მიესალმა ჯამალი,მისი სავარძლისკენ გაემართა და ადილას გვერდით ჩამოჯდა
-ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? - მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი ჯამალმა
-არა,სულაც არ ვარ - ნაღვლიანად უპასუხა ადილამ
-როგორ არა ჩემო გოგონა,გატყობ,რომ ხარ.ტყუილად ცდილობ ამის დამალვას - შეეცოდა ჯამალს
ადილამ ამაზე აღარაფერი უპასუხა,თვალი მოარიდა და ისევ ფანჯრისკენ გაიხედა.
-ადილა,მითხარი რა გაწუხებს,შევეცდები დაგეხმარო
ადილა ისევ დადუმდა.მოულოდნელად მოუნდა ჯამალისთვის მისი გულის ნადები გაეზიარებინა,თუმცა მისმა შემდეგმა სიტყვებმა გადააფიქრებინა მისთვის გულის გადაშლა.
-ჩემო გოგონა,გული მიკვდება ასეთს რომ გხედავ.ვგრძნობ,ვხედავ,რომ რაღაც გაწუხებს.მომიყევი და ვეცდები დაგეხმარო.ვიცი,ვიცი,რომ გეშინია,თუმცა შენს თავში უნდა იპოვო იმის ძალა,რომ ღრმად არ გაიდგას ფესვები შენში იმან,რასაც ალაჰი გვიკრძალავს.ვხვდები,რომ შეყვარებული ხარ,გათხოვება არ გინდა,გინდა სწავლა გააგრძელო,მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირადაა.გახსოვდეს,ალაჰი გვასწავლის,რომ ოჯახი ყველაზე წმინდა რამაა და მასზე წინ არაფერი არ უნდა დავაყენოთ.სხვა გზა არ გაქვს ადილა,შენ უნდა გათხოვდე,უნდა გააჩინო ბიჭები,ქმარს უნდა მოუარო
-მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყო? - უცებ მიატრიალა თავი გაღიზიანებულმა ადილამ ჯამალისკენ - და ამას თქვენ ცხოვრებას ეძახით?
-ვიცი,რთულია შენთვის ეს ყველაფერი.დასავლეთში გაზრდილი ადამიანი აღმოსავლეთის ცხოვრებას ვერასოდეს შეეგუება.ეს ასეა,მაგრამ შენ ეს უნდა შეძლო ადილა.შენ აქაური ხარ.ის,რომ ბრაზილიაში გაიზარდე არაფერს ნიშნავს.შენი სახლი ესაა,მაროკოა
ადილას თვალები ცრემლებით გაევსო და ჯამალმა ეს შენიშნა.
-ადილა,როგორ მტკივა შენზე გული - ჯამალმა მუქ,შავ თმაზე ხელი გადაუსვა.ადილაც მისკენ მიიწია,თავი მის კალთაში ჩარგო და ჩუმად ატირდა,თუმცა ჯამალმა ეს იგრძნო.ჯამალს გულს უღრღნიდა იმაზე ფიქრი,რომ ადილა ასე იტანჯებოდა და ამაზე ლაპარაკი არავისთან შეეძლო.თავის თავზეც ბრაზობდა,რომ მისი არ ესმოდა,მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო.თითქოს ადილას ნაცვლად მას სტკიოდა,მაგრამ იცოდა,რომ მისი გულის ტკივილი არაფერი იყო ადილას ტკივილთან,დარდთან და უძილო ღამეებთან შედარებით (ეს ხშირად შეუმჩნევია) და უნდოდა ეს გოგონა ამ ტკივილისგან გაეთავისუფლებინა.
-ვიცი ახლა ძალია გიჭირს,მინდა დარდი ცოტათი,ცოტა ხნით მაინც შეგიმსუბუქო.ამაღამ ამინა და მუჰამედი რიო დე ჟანეიროში მიფრინავენ.ადილა,შენ თუ მოინდომებ შემიძლია ბილეთი ახლავე გავაჩინო და ამაღამ შენც მათთან ერთად წახვალ.ცოტა ხანს იქ დარჩები,იქ ყოფნას გულს გადააყოლებ.ვიცი,რომ ბრაზილია მოგენატრა.შემდეგ შენს ქორწილამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩამოხვალ,შემდეგ კი საიდი გადაწყვეტს როდის სად წახვალთ
-ბიძია,მართლა? - წამოხტა გახარებული ადილა - მართლა გამიშვებ ბრაზილიაში
-კი,მართლა - თბილად გაუღიმა ჯამალმა
ჯამალმა ვერც კი გააცნობიერა ისე სწრაფად ჩაეხუტა ადილა.თვითონაც ხელები მოხვია და გულზე მოეშვა,გახარებული ძმისშვილი რომ დაინახა.
ადილა ცამდე ბედნიერი იყო.ახლა მხოლოდ ის სურდა ტონისთვის ეთქვა ეს ამბავი,ბრაზილიაში ჩასვლისას კი გაქცევას და დაქორწინებას მოახერხებდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent