შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ყველაფერი სულ შემთხვევით ხდება თავი მეშვიდე


13-01-2018, 12:17
ავტორი Mariami 1408
ნანახია 2 268

-დიანა აქ რაგინდა-კითხა ანდრეამ გაღიზიანებულმა
-ანდრეა რაღააც უნდა გითხრა-თქვა ეშმაკური ღიმილით დიანამ
-არაფრის მოსმენა არ მინდა წადი აქედან-დაუღრიალა მან
-ორსულად ვარ-ეს სიტყვები წარმოთქვა დიანამ და დრო გაჩერდა, წამი გაიყინა, რა ვიგრძენი იმ დროს? გულის ტკივილი სიცივე, ყველაფერი ცუდი ერთად...
ანდრეა შეცბა
-რათქვი?(ანდრეა)
-ხო საყვარელო ორსულად ვარ შენ შვილს ვატარებ მუცლად-უთხრა გახარებულმა
-შეუძლებელია-ჩაილაპარაკა ანდრეამ
-არა არ არის შეუძლებელი ნახე ორსულად ვარ-ტესტი მისცა მან.
აზრზე ვერ მოვედი ისე გამივარდა ხელიდან ყავიანი ჭიქა. ანდრეამ შემომხედა და მიხვდა რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.
ვერც ვიგრძენი ისე წამომივიდა თვალებიდან ცრემლები
-მარიანა-მითხრა ანდრეამ და მივხვდი რომ სიტყვებს თავს ვერ აბამდა-მარიანა-მითხრა კიდევ ერთხელ და ხელზე ხელი მომკიდა. უცბად წავართვი ჩემი ხელი და უკან გავიწიე
-გადით აქედან-ვთქვი ხმადაბლა
-მარიანა-გაიმეორა ისევ ანდრეამ
-გადით აქედან-დაციღრიალე ბოლო ხმაზე. ანდრეამ ერთი მზერით შემომხედა და დიანა უხეშად გაიყვანა სახლიდან.
კარი მივაჯახუნე და მას მივეყრდები ხმით ავტირდი.
-ჯანდაბა დაიწყევლოს ყველაფერი, რა ჯანდაბააა, ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ გამიმართლოს, რატომ ღმერთო რატომ-დავიწყე ყვირილი და ყველაფრის დამსხვრევა
-მხოლოდ ბედნიერება მინდა მეტი ხომ არაფერი რადავაშავე ასეთი მე ხომ უბრალოდ ბედნიერებას ვითხოვ-ვთქვი და ტირილის ვუმატე. იმდენად გულნატკენი ვიყავი ვერ ამოვთქვი, მტკიოდა გული მტკიოდა ვკვდებოდი ცოცხლად ვიმარხებოდი.
ანდრეა ჰაერზე მეტად მჭირდება ის მთელ სხეულში მყავს გამჯდარი, მთელი გულით მიყვარს, რაღაც დიდს ვგრძნობ მის მიმართ სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ ზუსტად ისეთს.
ვაჩეს დავურეკე იმანირი ხმით ვთხოვე სამსახურიდან 1 თვით გათავისუფლება რომ იმწუთშივე დამთანხმდა.
ცხელი წყლის აბაზანა მივიღე და ლოგინში ჩავწექი, დაძინება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, არაფრით გამომივიდა, დავიღალე სიცოცხლისგან დავიღალე ახლა მხოლოდ მუსიკა თუ მიშველიდა
LP-lost on you ჩავრთე და თვალები მაგრად დავხუჭე, გამახსენდა ანდრეას ტუჩების გემო და ხელი მოვისვი, მისი სურნელი ჯერ კიდევ მქონდა შერჩენილი.
მთელი ღამე თეთრად გავათენე და გამთენიას ჩამეძინა ისიც მხოლოდ ერთი საათი.
შემდგომი ერთი კვირა სახლიდან არ გავდიოდი არავის ველეპარაკებოდი. ლინდა რდენჯერმე მოვიდა ჩემთან თუმცა კარი არ გავუღე, ბოლოს კი მივხვდი რომ ასე არ შეიძლებოდა მივხვდი რომ ცხოვრება უნდა გამეგრძებინა, ანდრეას სიყვარული დღითიდღე უფრო ძლიერდებოდა და ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
ერთი კვირის შემდეგ გადავწყვიტე ცხოვრება გამეგრძელებინა, ანდრეა ამას აკეთებდა ისიც გავიგე რომ მალე დიანა და ის ქორწილს აპირებდნენ. ხოდა წამოვდექი საწოლიდან და დავიწყე ცხოვრების არსის შესწავლა, ანდრეა და ის დიდი ტკვილი რაც მას ახლდა გულის იმ ნაწილში დავმალე სადაც არავის არასდროს ჩაეხედება.
დილით ადრიანად წამოვდექი, მართალია ვაჩემ ერთ თვიანი შვებულება მომცა მაგრამ გადაცწყვიტე სამსახურში დავბრუნდე და ჩემი საქმიანობა გავაგრძელო.
გადაცწყვიტე თეთრი კაბა ჩამეცვა რომელიც დედაჩემმა მაჩუქა, თეთრი თითქმის კოჭამდე თავისუფალი კაბა რომელიც ზევიდან შავი ტყავის ქურთუკით დავამშვენე, ფეხზე კი თეთრი ბოტასები მოვირგე. სათვალე ავიღე ასევე ჩემი შავი ჩანთა და სამსახურში წავედი.
ოფისში შესვლისთანავე ყველა მამაკაცის მწველი მზერა ჩემსკენ გამოიქცა, მათ ყურადღება არ მივაქციე და ვაჩეს კაბინეტისკენ დავიძარი.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე
-ბატონო ვაჩე შეიძლება?-ვთქვი მორიდებით
-მარიანა?-გაისმა ვაჩეს გაკვირვებული ხმა-შემოდი-მითხრა და ჩემი ფრიალა კაბით შიგნით შევედი. როგორც ჩანს მოეწონა ჩემი ვიზუალი და სასიამოვნოდ გაიღიმა
-შენ ხომ შვებულებაში იყავი?-მკითხა დაინტერესებულმა
-კი შვებულებაში ვიყავი მაგრამ გადავწყვიტე დავბრუნდე და ჩემს საქმეებს მივხედო-ვუთხარი ღიმილით
-კარგი მაგას რაჯობია-მითხრა მანაც იგივე სახით
-მარიანა შეიძლება რაღაც შემოგთავაზო?(ვაჩე)
-კი რათქმაუნდა(მარიანა)
-ერთ ჟურნალს ჭირდება მოდელი, ანუ გარეკანის სახე თუმცა ვერავინ ნახეს და იქნებ გეცადა? თან შესაფერისადაც გაცვია-მისმა შემოთავაზებამ დამაბნია, არ ველოდი ოღონდ მართლა. მე ხომ ფოტოგრაფი ვარ და მოდელობაზეც არასდროს მიფიქრია
-მაგრამ მე ხომ ფოტოგრაფი ვარ-ვუთხარი გაკვირვებულმა
-კი მაგრამ გთხოვ იფიქრე ამ შემოთავაზებაზე-მითხრა და გამიღიმა
-კარგი აუცილებლად-ვუთხარი და გავუღიმე თან დავემშვიფობე. გადასაღები არაფერი მქონდა ამიტომაც საბუთებში ჩავრგე თავი, ჩემი კაბინეტის პირდაპირ სარეკლამო ბანერები დგას, მათი თვალიერება დავიწყე როდესაც ერთ ერთზე ანდრეა და დიანა შევნიშნე. თვალებზე ცრემლები მომადგა თუმცა თავი შევიკავე და ისევ საბუთებს დავუბრუნდი.
ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, ლინდა იყო
-ალო გისმენ(მარიანა)
-გოგო შენ ნორმალური ხარ?იცი როგორ ვნერვიულობდი? გული გამისკდა ადამიანო არ გრცხვენია? ტელეფონს არ იღებ არ იღებ მაგრამ კარს მაინც რატომ არ მიღებ? სულ გამოშტერდი რა, ღმერთო რადავაშავე დაქალი გამიდებილდა-შეიცხადა თავისებურად-იცოდე თუ კიდევ ერთხელ მასე მოიქცევი მოგკლავ და მერე თავსაც მოვიკლავ-ყვიროდა ბოლო ხმაზე ლინდა,მე კი სიცილით ვკვდებოდი, როგორ შეიძლება ასეთ თეტრალურ შესრულებაზე არ გაგეცინოს
-კარგი ლინდა დაწყნარდი-ვუთხარი როდესაც სული მოვითქვი სიცილიგან
-აუ პერერივზე არ მნახავ?-მითხრა მმუდარე ხმით
-კაი ხო გნახავ ჩევნ კაფეში შევხვდეთ-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.
პერერივიც მალე მოვიდა და დანიშნულების ადგილასაც მალევე მივაღწიე
-ოხ გოგო რას შვები?-ვკითხე ლინდას და გადავკოცნე
-ვაიმე მარიანა რა ლამაზი ხარ ნუ დამშოკე-მითხრა სიცილით როდესაც ჩემი კაბა შენიშნა
-მართლა მოგწონს?(მარიანა)
-აბა არ მომწონს გოგო? ძალიან ლამაზი ხარ-მითხრა სიცილით და ოფიციანტს დაუძახა
-ესეიგი კივის ნაყინი მინდა არა მანამდე სალათა მინდა და პიცა შემდეგ მინდა ნაყინი-მივაყარე უცბად
-რაიყო გოგო უნდა გასკდე?-მითხრა სიცილით ლინდამ
-დღეს ჭამის დღეა-ვუთხარი სიცილით და ოფიციანტს კიდევ დავუმატე რაღაცეები.
ჩვენი საჭმელი შევსანსლეთ თან სხვადასხვა რაღაცეებზე ვისაუბრეთ როდესაც ლინდამ თემა წამოჭრა
-გოგო თომამ დამირეკა-მის ამ ნათქვამზე წყალი გადამცდა
-მოიცა კაცო შენთან რაუნდოდა-ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით
-არაფერი პროსტა მარიანაა ჩემზე გაბრაზებულიო და როგორ შემოვირიგოო-მომაბეზრებლად აატრიალა თვალები ლინდამ
-აუ რა იდიოტია ეს თომა(მარიანა)
-კაი რა შეეშვი(თომა)
-არა მართლა ძაააან იდიოტია-ვუთხარი გაბრაზებულმა
-ფეხები რისთვის არსებობს დაიკიდე მოგეშვება თუარ მოგეშვება ისიც დაიკიდე-მითხრა სიცილით ლინდამ და ამაზე მეც გამეცინა. შემდეგ ბევრ რაღაცეებზე ვილაპარაკეთ და ჩემი სამსახურში დაბრუნების დროც მოვიდა.
შესვლისთანავე ვაჩე შემეჩეხა
-მარიანა შეიძლება რაღაც გთხოვო?
-კი შეიძლება-ვუთხარი ღიმილით
-დღეს პრესა მოდის ჩვენ კომპანიაში და მათთან ქალთან ერთად უნდა წავრსდგე ხომ გესმის როგორც ჩემი...(ვაჩე)
-როგორც შენი საცოლე-ვუთხარი ღიმილით
-ხო და შეგიძლია ეს შენ იყო?
-კი შემიძლია-ვუთხარი ღიმილით
-დარწმუნებული ხარ? ანუ იმას ვამბობ რომ ტელევიზორში ლაივით გავა და ყველა გაზეთის ყდაზე ეს იქნება-მითხრა მორიდებულად და მისი ცისფერი თვალები შემომანათა
-დარწმუნებული ვარ-ვუთხარი ღიმილით როდესაც კარში ჟურნალისტები და პრესა გამოჩნდა. უცბად შევვარდი გრიმიორებთან, მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთეს კაბა გამისწორეს და ისევ ვაჩესთან გავედი.
კამერების წინ ისე წავრსდექით როგორც მომავალი ცოლ ქმარი. ხელი წელზე შემომხვია მე კი ფოტოებისთვის ხელები კისერზე შემოვაჭდე,ჰაერი დამიბერეს რომ ჩემი თმა ჰაეროვანი გამოჩენილიყო. ვაჩე ერთხანს მონუსხულივით მიყურებდა როდესაც პირდაპირ კამერების წინ ტუჩებზე დამაცხრა, ვიცოდი ეს ანდრეას გასამწარებლად გამომადგებოდა ამიტომაც კოცნაში ავყევი. ყველა კამერამ დააფიქსირა ეს მომენტი და ლაივითაც გაუშვეს ტელევიზორში.
შემდეგ ერთი ჭიქა შამპანიური დავლიეთ ყველამ. ვაჩემ ბოდიში მომიხადა იმ კოცნისთვის და მადლიბა გადამიხადა, სახლშიც მან მიმაცილა.
უცბად ავირბინე კიბეები და სახლის კარი გავაღე, ჩანთა იქვე მივაგდე ქურთუკიც იქვე გავიხადე და მისაღებში გავედი როდესაც მდივანზე მჯდომი ძარღვებდაბერილი ანდრეა შევნიშნე...

----------
პს.ესეც მეშვიდე თავი მარწყუნიებო❤ იმედია მოგეწონათ ანდრეასა და მარიანას ახალი თავგადასავალი❤ თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიარეთ კომენტარებში❤ მიყვარხართ❤



№1 სტუმარი nini

auu exla sheidzleboda am adgilze gacherebaaa veli shemdeg tavs male dadeee superr

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

au dzaan magaria shemdegs male dadebb

 


№3 სტუმარი bubi

male dade shemdegi tavi, au es andrea ra idiotia, vache kai tipia, andrea ar imsaxureb marianas

 


№4  offline წევრი blondeangel631

ძაიან მაგარი იყო კი ანდრეა იდიოტია მაგრამ მაინც მაგარი წყვილია heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

ისე მიდის რო კარგი არაფერი მოხდებაა:დდ მაგარია ძაან ყოჩააღ❤❤❤

 


№6 სტუმარი marikuna

Male dade Ra shemdegi Ravi interest movkvdebi Ra moxdeba

 


№7 სტუმარი ნია

ძალიან მაგარია შემდეგს როდის დადებბ

 


№8 სტუმარი Aliyah

აღარ აგრძელებბ???

 


№9 სტუმარი სტუმარი კატო

უძალიანმაგრესად მაგარიააააააააააააააააააააა ვაფრენ ამ მოთხრობაზე ძალიან გთხოვ მალე დადე რატომ აღარ აგრძელებ გააგრძელეე რა ძალიან გთხოვ

 


№10  offline წევრი Mariami 1408

სტუმარი კატო
უძალიანმაგრესად მაგარიააააააააააააააააააააა ვაფრენ ამ მოთხრობაზე ძალიან გთხოვ მალე დადე რატომ აღარ აგრძელებ გააგრძელეე რა ძალიან გთხოვ

კი ვაგრძელებ უბრალოდ რაღაც მოხდა და საიტზე შეფერხებაა სულ მალე დავდებ ახალ თავს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent