შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ექთანი [სრულად]


13-01-2018, 18:02
ავტორი მე♥
ნანახია 36 415

სულ თავიდან რომ დავიწყო ძალიან მოსაწყენი და არაფრით გამორჩეული ისტორიის წაკითხვა მოგიწევთ, ამიტომ ჯობია იქიდან დავიწყო საიდანაც ყველაფერი იწყება.
მართალია ამ ამბის ასე გახსენება ძალიან დიდი ზიანს მაყენებს, მაგრამ ხანდახან ისეთი რაღაცების გაკეთება გვიწევს, რაც ჩვენთვის სულაც არ არის სასიამოვნო.

თვალები რომ გავახილე და ჩემს გვერდით იმ ადამიანის სილუეტი დავინახე, ვისაც ამდენი ხანი გავურბოდი, შემეშინდა... შემეშინდა იმის გააზრება რაც რეალურად ხდებოდა დაწყევლილ ოთხ კედელში. თვალებ გაფართოვებულმა დავხედე მის ნაცრისფერ მაისურს, რომელიც კუნთების გამო მჭირდოდ მოტმასნოდა ტანზე.
ხო! ეს დილა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული აღმოჩნდა, დილა რომელსაც ალბათ ვერასდროს დავივიწყებ! იმ წამს დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემი ზღაპრული ცხოვრება ერთმა ღამემ გააცამტვერა... წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა ჩამეხედა იმ ადამიანისთვის თვალებში, ვისთვისაც ამ ყველაფერს ასე სათუთად ვინახავდი.

^?^?^
კვირა დღეს მეგობრებთან ერთად ბარში ვიყავი გასართობად და გულის გადასაყოლებლად, უკვე მეორე სამსახურიდან გამომაგდეს, ხოდა მეც ღირსეულად ავღნიშნავდი ჩემ “წარმატებას”. გამომაგდეს იმიტომ, რომ უფროს სიმართლის თქმა გავუბედე და არ დავუთმე, თუმცა რომ მითხრათ უკან დაბრუნიო, მაინც იგივეს გავაკეთებ. არ ვნანობ, ძალიან კარგად მოვიქეცი, მეტის ღირსი იყო ის თავგარიჯგვინებული, მელოტი ჯუჯა!
სად გავჩერდი? ხო, ბარში ვიყავი მეგობრებთან ერთად და წარმატებას ავღნიშნავდი, მოულოდნელად კარებში მაღალი, მხარბეჭიანი და ყველასთვის ცნობილი სახე რომ შემოვიდა. ალბათ, იფიქრეთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ფილმებშია, მაგრამ არა! ეს მაღალი, მხარბეჭიანი და ყველასთვის ნაცნობი სახე, ჩემი ბიძაშვილია, ადამიანი რომელთან ერთადაც ბოლო სამი წელია ვცხოვრობ. ღიმილით აუარა გვერდი ლამაზმანების ჯგუფს და ჩვენკენ წამოვიდა. მონატრებული ბიძაშვილი ხმაურით გადამკოცნა და ჩემ წინ თავისუფალ სკამზე მოკალათდა, თან ეშმაკურ-მექალთანისეური მზერთი გადახედა ჩემ დასაქმებულ დაქალს, რომელიც გაღიზიანებული თვალებით უყურებდა წლების სიყვარულს.

-ჰა, ახლა კიდევ დიდხანს უნდა ბურღოთ თვალებით ერთმანეთი?_უკმაყოფილომ ჩავიდუდღუნე და ლევანის უკან დასკუპებულ მომღიმარ გოგონებს გადავხედე._შენა და, როდემდე უნდა გსდიონ ამათმა, ასე?_ჩემი მეგობრის დარდი გავიზიარე და ის კითხვა დავსვი რომელზე პასუხსაც წლებია ელოდება.

-ანასტასია, შენ მაგას ვერ გაიგებ!_თვალი ჩამიკრა და ლოყებაწითლებულ, დაბოღმილ ნესის გადახედა._შენ როგორ ხარ?_ღიმილით კითხა და თვალი ჩაუკრა.

-როგორ და ძალიან კარგად, რომ იცოდე რა მოხდა..._პირდაღებულ ნესის სიტყვის თქმაც კი არ დავაცადე ისე ჩავერიე მათ დიალოგში... არა ბიჭოს, ეგღა მაკლია ბიძაშვილმა დაქალი დამიჩაგროს.

-რა მოხდა?_ინტერესით იკითხა. თან ნესისთვის თვალი არ მოუშორებია.

-დღეს იმ ბიჭმა დაურეკა ამასწინებზე რომ ველაპარაკეთ. _წამებში მოფიქრებული ტყუილი დავაბრეხვე და პირდაღებულ ნესის თვალების ბრიალით გავუღიმე.

-აა, ხო, დარეკა._დაბნეული ამყვა თამაშში და წარბაწეულ მამაკაცს გადახედა.

-რომელმა?_გაღიზიანებულმა იკითხა და მე გადმომხედა.

-ოოო, როგორ გაგახსენოთ ახლა, არ გეცოდინება შენ. _ხელი ავიქნიე და ნესის გადავხედე.

-ანუ მოგწონს?_ახლა უკვე ნესის ჯერი დადგა. დაბნეულმა, თვალებჩაწითლებულმა და ნიკაპაკანკალებულმა გადმომხედა მავედრებელი მზერით, მეც თანხმობის და ჩემი ბიძაშვილის გამწარების ნიშნად თავი დავუქნიე და თვალი ჩავუკარი.

-ხო, მომწონს. ძალიან კარგი ბიჭია ყურადღებიანი, ზრდილობია, განათლებული და რაც მთავარია ძალიან მოვწონვარ. _გაილექსა ნესი.

-გასაგებია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავი ორჯერ ზედიზედ დააქნია.

კმაყოფილმა, ეშმაკური ღიმილით გადავხედე მომღიმარ მეგობარს და ბარმენს თითით ჩემი საყვარელი კოქეტეილის გამეორება ვთხოვე.

^^^
-ტასია, დარწმუნეული ხარ რომ სწორად ვიქცევით?_უკვე მერამდენედ მიწევს, ერთი და იგივე კითხვის მოსმენა.

-ნესი, შენ თუ გინდა, რომ ჩემმა ყეყეჩმა ბიძაშვილმა კიდევ დიდიხანი იპარპაშის, მაშინ არასწორად ვიქცევით და თუ გინდა, რომ კისერი მოუგრიხო, უბრალოდ მომენდე, რაა!_თვალების ბრიალით დავუღრინე და ჩემი პროფესიით სამსახურის ძებნას შევუდექი.

პროფესია?
პერსპექტიული ექთანი, მაგრამ ისეთი, თავისი პროფესიით ჯერ რომ არ უმუშავია და ალბათ უახლოესი 3 წელი ვერ იმუშავებს. არადა რამდენჯერ მითხრა ლევანმა დაგეხმარებიო, მაგრამ მე როგორც განათლებული და ნასწავლი გოგო უარს ვეუბნებოდი სულ, მინდოდა რომ ჩემი შრმით და ჩემით მიმეღწია ყველაფერს. თანაც როგორ, ერთხელ მაინც არ დასჭირდებათ ჩემნაირი გამოუცდელი ექთანი. ეგ არის რომ საავადმყოფოში არ მიმუშავია, თორემ ბებიასთან სოფელში ყველას ექიმი და გულის წამალი მე ვარ.

^^^
-ხვალ გასაუბერებაზე მივდივარ._მობუზულმა ჩავილაპარაკე და ტელეფონი სფიქერზე ჩავრთე.

-ეე, რა მაგარია._ასე მოკლედ გამოხატავს ნესი სიახარულს. _გინდა გამოგყვე?

-არ ვიცი, კი ვნერვიულობ, მაგრამ მირჩევნია მარტო წავიდე. _შევეცადე არ წყენოდა.

-რა პრობლემაა, ხვალ თან იმ ბიჭს ვხვდები მე._ფხუკუნით ჩაილაპარაკა ჩემმა დაკავებულმა დაქალმა.

-ხო, ეგ კარგი გამახსენე, ვინმე უნდა ვიშოვოთ სასწრაფოდ._საჩვენებელი თითი ნიკაპზე მივიდე და დივანზე გავიშოტე.

-კარგი რა, ვინ დაგვთანხმდება მაგაზე?_თავი გაისულელა ნესიმ.

-ერთი კვირის წინ სიყვარულს რომ გეფიცებოდა ის რემბო სად არის?_ ჩაფიქრებულმა ვკითხე.

-რემბო კი არა რობიკო ქვია მაგას. _სიცილით გამცა პასუხი.

-ნუ რა მნიშვნელობა აქვს, რემბო, რობიკო, რამაზი... სად არის?_თითები ჰაერში დავატრიალე.

-მემგონი ბათუმშია და ისვენებს. _სავარაუდოდ მხრები აიჩეჩა და ისე გამცა “ზუსტი” პასუხი.

-კარგი, რომ ჩამოვა უნდა შეიყვარო!_კატეგორიული ტონით მოვთხოვე დაქალს.

-არა! გამორიცხულია, ხომ იცი რომ ეგეთი რაღაცები არ მიყვარს. _სასწრაფო წესით შეიცხადა და ამჯერადაც, სვარაუდოდ ხელები გააფართხალა.

-მაშინ დაჯექი და უყურე როგორ კერავენ შენ ლევანიკოს!_გაბრაზებულმა გავუთიშე ტელეფონი.

^^^
-არ მჯერა... არ მჯერა._გახარებული გავკიოდი მთელი სახლში და დივანზე დასჯილი ბავშვებივით ჩამწკირვებულ ბიძაშვილს და დაქალს ვუცინოდი.

-გავიგეთ, ახლა ის თქვი რა არ გჯერა, ან რისი არ გჯერა. _ჩემი ქცევით დაღლილმა ამოიგმინა და თვალები მოჭუტა.

-მე ვიცი ამას რისიც არ ჯერა... _თვალი ჩაუკრა ნესის და გააგრძელა._რისი და დილითაც რომ შესაძლებელია “ხიხიებით” დაკავება._ირონიული სიცილით ჩაილაპარაკა ლევანიმ.

-ხა, ხა, ხა, როგორი სასაცილოა. მაგრამ ახლა ისეთი გახარებული ვარ მაინც ვერ ჩამაშხამებ.

-ტასო, ამოთქვი, რა დავიღალეთ!

-სამსახური დავიწყე!_გახარებულმა შემოვკარი ტაში და მოულდოენლად ფეხზე წამომხატარ ნესის კისერზე შემოვეხვიე.

-ეეე, რა მაგარია!_საფირმო ფრაზა. _სად? რას აკეთებ? კვირაში რამდენი დღე? რა თანამდებობაზე?

-თანამდებობაზე არა, მე უფრო ზემოთ ვხედავ ანასტასიას. _ირონიული სიცილით ასწია საჩვენებელი თითი მაღლა და ნესის წინადადებას უხმოდ დასცინა.

-შენ იცინე, იცინე და ისეთ საავადმყოფოში ვიწყებ მუშაობას ხალხი სპეციალურად ხდება ცუდად, ოღონდ იქ მოხვდნენ. _ცხვირაბზუებულმა ჩავილაპარაკე და ბიძაშვილს ბოროტულად დავემანჭე.

-ანუ, მუშაობა დაიწყე?

-ჯერ, არა ერთი კვირა დაგაკვირდებით, ვინაიდან და რადგანაც გამოცდილება არ გაქვსო და მერე ერთი თვიან ტრენინგებს ჩამიტარებენ... მერე უკვე შემიძლია ბატონი ამირეჯიბის ასისტენტი ვიყო. _თვალებ გაბრწყინებულმა ჩავარიკინე და თითები დავიზილე.

-არ არსებობს._პირადღებულმა დაიჩურჩულა ნესიმ და თვალები დააწვრილა. _ნოდარ ამირეჯიბის?_დასაზუსტებლად გაიმეორა სახელი და გვარი.

-აჰაამ. _ეშმაკური ღიმილით დავუდასტურე და წარბწეულ ბიძაშვილს გადავხედე.

^^^
მთელი ერთი კვირა მონდომებული ვაკეთებდი ყველაფერს, მართალია ბევრი სამუშაო არ იყო, მაგრამ რასაც მავალებდნენ ყველაფერს ზუსტად და ზედმიწევნით ვასრულებდი. ერთი ორჯერ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელმა შემაქო კიდევაც, მეც გახარებული მთელი დღე თავაწეული დავაბოტებდი დერეფნებში.

ერთი კვირის შემდეგ რა თქმა უნდა , პატარა გამოსაცდელი სახის თეორიული ტესტები გვქონდა, მერე კი მონდომებული “სტუდენტი” პრაქტიკულ გამოცდაზე გამიშვეს. იქაც ჯგუფი შევიკრიბეთ, კვირაში ოთხი დღე ჩვენი ხელმძღვანელის პაციენტებთან დავდიოდით და მათ ამბებს ვკითხულობდით. რამდენიმეჯერ ჩემი დამატებითი პროფესის გახსენებაც დამჭირდა, ფიზიო თერაპიებიც ვისწავლე თავის დროზე და მემგონი ამან უფრო დიდი როლი ითამაშა და იმიტომ დამტოვეს სამსახურში.

-სწრაფად საოპერაციოში.

საიდანღაც ექოსავით ჩამესმა ხმა, თავიდნა გამიჭირდა სიტყვების გააზრება, მაგრამ მერე რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე ანერვიულებულმა ძლივს გავიკვლიე გზა გამოსაცვლელი ოთახისკენ... როგორც კი კარები შევაღე მერე გავიზრე რას ვაკეთებდი და დაფეთებული სირბილით წავედი საოპერაციოსაკენ. საიდანღაც მოჩეჩებულ, პაციენტის ისტორიას დავხედე და მთავარ ექიმს გავუწოდე ხელებ აკანკალებულმა.

-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. _მხარზე ხელი დამადო და ღიმილით გამეცალა.

შორიდან ვადევნებდი ყველაფერს თვალს, საოპერაციო მაგიდასთან ახლოს არ მიმიშვეს, ჯერ ახალი ხარ და ვითარებაც ძალიან რთულიაო. ამიტომ ყველაფრის დამახსოვრება შორიდან მიწევდა, ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო წამით ვიფიქრე კარებს გავაღებ და გავიქცევი-მეთქი, მაგრმა მერე გამხსენდა ჩემი არაფრის მთქმელი მომავალი ამ სამსაუხრის გარეშე და გავჩერდი.

ოპერაცია ზუსტად 4 საათი მიმდინარეობდა, მთავარი ექიმიც ისეთი გადაღლილი და დაძაბული ამოძრავებდა ხელებს. თითქმის ყველა გასუსული იდგა და მის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ. მარტო გულის აპარატის ხმა ისმოდა გამაღიზიანებლად. ბოლოს ღიმილნარევი, ჩაცინება გაისმა და გავიგონე, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
ეს იყო ჩემი პირველი შეჯახება რთულ საქმიანობასთან, როცა აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც მე მეგონა. ვინ იცის იქნებ ერთხელ მეც მომიწიოს მთავარი ექიმის გვერდით დგომა და მისი მითითებების შესრულება.

^?^?^

-სად მიდიხართ?_ოთახში თავი შემოყო ლევანმა და გაკვირვებულმა შეგვათვალიერა ღამისთვის გამოპრანჭული გოგონები.

-დღეს პირველი ოპერაცია ქონდა ტასოს და უნდა ავღნიშნოთ...

-თან ნესის თაყვანისმცემელი უნდა ვნახოთ. _სიტყვა გავაწყვეტინე დაქალს და ბიძაშვილის რეაქციას დაველოდე, რომელმაც არ დააყოვნა და გამწარებულმა დამანჭა სახე.

-დამელოდეთ, მეც მოვდივარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა... ჩაილაპარაკა და რა თქმა უნდა ჩვენ გავფითრდით. რა სანტერესოა რომელი თაყვანისმცემელი უნდა მოინახულოს ნესიმ?!

-ახლა... ღმერთო ჩემო, ახლა რა უნდა ვქნათ?_ტირილის პირას მისულმა ნესიმ ამოიგმინა და საწოლზე ჩამოჯდა.

-მე ვიცი._საკუთარი თავით ამაყმა ჩავილაპარაკე და მეგობარი ფეხზე წამოვაგდე.

^?^?^
-ლევან გაიცანი ეს გიგია._ღიმილით გავაცანი ჩემს ბიძაშვილს ჩემი ბავშვობის სიყვარული, რომელთაანც ბოლო ორი წელია საოცრად კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.

-სასიამოვნოა. _ღიმილით გაუწოდა გიგიმ ხელი და დარიგებისამებრ ცალი თვალი ნესისკენ გააპარა.

-ჩემთვისაც!_კბილების ღჭიალით დაიღრინა ლევანმა და მის მზერას თვალი აგრესიით გააყოლა.

მთელი საღამო თვალს არ აცილებდა ნესის და გიგის, გამწარებული ადევნებდა ჩემი დაქალის ყველა მოქმედებას თვალს. ზოგჯერ აგრესიული ტონით ჩაიდუდღუნებდა რაღაცას, ზოგჯერ სიმწრის ღიმილით უყურებდა წყვილს და ცდილობდა მოწოლილი ბოღმა როგორმე დაეფარა. მე რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი და შემდეგი ეშამკობისთვის გეგმას ვსახავდი.
^?^?^
-დღეს შემოვლა გვაქვს. _ერეკლემ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ყავის ფინჯანი წინ დამიდგა.

-როგორ ფიქრობ, მეხუთე პალატაში რომ პაციენტი წევს ფეხის ამპუტაცია დასჭირდება?_შუბლშეჭმუხნულმა იკითხა მაგდამ.

-საიდან დაასკვენი?_გაკვირვება ვერ დავმალე და ჯგუფელს თვალებდაქაჩულმა გადავხედე.

-რა ვიცი, წეღან მიმღებში საუბრობდნენ ფეხი რა ცუდ დღეში აქვსო. _მხრები აიჩეჩა მაგდამ და ჩაი მოსვა.

-ხო, ფეხი მართლაც ძალიან ცუდ დღეში აქვს, მაგრამ ამპუტაციას არ საჭიროებს. უბრალოდ რამდენიმე ფიზიო თერაპია და ეგ არის, მემგონი ნემსებსაც უნიშნავს ბატონი ამირეჯიბი. _სიტუაცია აუხსნა ერეკლემ.

-ხო, მართლა. აი, ეს პაციენტის ისტორიაა და გადახედე, რომ შევალთ და არ იცოდე შეიძლება ამირეჯიბი გაგიჟდეს. _მაგდამ ფურცლების დასტა დამიდო წინ.

-კონსტანტინე აშკარელი. _ხმამაღლა წავიკითხე პაციენტის სახელი და გვარი.

-მზად ხართ?_ბუფეტთან დაყუდებულმა ლეილამ გადმოგვძახა და წარბებით გვანიშნა ადექითო.

ისტორიის კითხვით გართული წამოვდექი ფეხზე და ჩემს წინ წასულ ჯგუფელებს ვარაუდით გავყევი. როგორც კი პალატის კარებთან გაჩერდნენ, პაციენტის ისტორია გულზე მივიკარი და მოსაუბრე ლეილას გადავხედე.

-ზედმეტად არ იხამუროთ ძალიან პრეტენზიული პაციენტია, თანაც უხასიათო და ნუ გავაღიზიანებთ. _თითის აწევით გაგვაფრთხილა და პალატის კარები ქურდივით შეაღო. _დილა მშვიდობისა, ბატონო კონსტანტინე. _ისეთი შეშინებული ალაპარაკდა ლეილა, ცოტა არ იყოს და მეც დავშინდი. პაციენტისკენ გახედვაც კი შემეშინდა და დაფეთებული ვუყურებდი ერეკლეს ზურგს. _ესენი ჩვენი პრაქტიკანტები არიან, ბატონი ამირეჯიბის ჯგუფიდან. _ენის ბორძიკით გააცნო ჩვენი თავი. ჩემი ვარაუდით ბატონმა კონსტანტინემ სამივე დაკვირვებით შეგვათვალიერა და ისევ ლეილას მიუბრუნდა. _ფეხი როგორ გაქვთ, კიდევ გტკივათ?_მთავარ სათქმელზე გადავიდა და თვალებით გვანიშნა ახლოს მოდითო.

ბავშვობაში მეზობლის ბაღიდან ქლიავს რომ ვიპარავდით ხოლმე ყველთვის მე ვიყავი სიტუაციის და გარემოს “მზვერავი”. ყოველთვის მე ვატყუებდი ბავშვებს პატრონი მოდის-მეთქი და ისინიც თავქუდმოგლეჯილები ეშვებოდნენ დაღმართზე. მაშინ ქლიავის ქურდი, შეშინებული ვაპარებდი თვალს ყველა კუთხეში და პატრონს ვეძებდი, ახლა ზუსტად იგივე მზერით გადავხედე ჩვენს პაციენტსაც რომელიც თვალებდაწვრილებული აშკარად გაღიზიანებული გვიყურებდა სამეულს.

-ბატონმა ამირეჯიბმა მითხრა, რომ ფიზიო თერაპიების გაკეთება სახლში გადაწყვიტეთ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლეილამ და მაგდას ნემსი გაუწოდა. კონსტანტინემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მაგდას აკანკალებულ ხელს დახედა.

-ნემს პირველად აკეთებ?_უხეშად კითხა და შუბლი შეკრა.

-არა, უბრალოდ დაბნეულია. _მაგდას სიტუაციდან გამოძრომა სცადა ლეილამ. _თორემ ისე, ისეთი ტკბილი ხელი აქვს. _ეს ექიმის დაძველებული ფრაზები. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით ისე დაარჭო გამწარებულმა მაგდამ ვენაში ნემსი. პაციენტს ტკივილისგან სახე დაემანჭა, მაგრამ თქმით არაფერი არ უთქვამს, წარბაწეულმა ახედა მაგდას და მერე ნანემსარს დახედა.

>>>
-თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. _კაბინეტში დაგვიბარა ამირეჯიბმა. ინტერესით მივაჩერდით სამივე. _კონსტანტინემ გადაწყვიტა თქვენ სამიდან რომელიღაცა წაიყვანოს სახლში ფიზიო თერაპის ჩასატარებლად. რა თქმა უნდა ეს მისი იდეა იყო და რომ დავფიქრდი თქვენთვისაც ძალიან კარგი და პერპექტიულია. დამოუკიდებლად მოგიწევთ ყველანაირ სირთულესთან შეჭიდება და ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ისწავლით. აბა, რას იტყვით?

ცოტა არ იყოს და მთავარი ექიმის შემოთავაზებამ გამაკვირვა, ჯერ სულ რაღაც 3 კვირა საავადმყოფოში დავიწყეთ პრაქტიკანტებად მუშაობა და უკვე სერიოზულ საქმეს გვავალებს, თანაც ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე. მემოგნი ამ კაცს რაღაცა ჩაუყარეს და თვითონაც არ იცის რას ამბობს. წარბწეულმა ჯერ თვალებდაქაჩულ მაგდას გადავხედე, მერე წარბშეკრულ ერეკლეს რომელიც სავარაუდოდ... უფრო სწორად რა თქმა უნდა შემოთავაზებაზე უარს განაცხადებს, ამიტომ დავრჩით მე და მაგდა. კიდევ კარგი მაგდა მასაჟებსაც აკეთებს, თორემ დავრჩებოდი მარტო მე და მომიწევდა ბატონ კოსტანტინესთან ერთად ვარჯიშების კეთება... და მერე როგორ არ მიყვარს ვარჯიშები, მერე რა ჩემი მეორე პროფესია რომ არის, მაინც არ მსიამოვნებს, უხერხულად ვგრძნობ თავს.

-მე არ შემიძლია, ეგეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ!

კატეგორიული ტონით განაცხადა მაგდამ. თვალებდაქაჩულმა გადავხედე ჯგუფელს და კბილების ღჭიალით დავურბიალე თვალები, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ოდნავადაც კი ვერ შევაშინე.

-მესმის, რომ ეს თქვენთვის პირველია და გიჭირთ, მაგრამ დამიჯერეთ თუ ერთხელ არ გადადგით სარისკო ნაბიჯი მომავალში უფრო გაგიჭირდებათ... თანაც მე ჯერ არ ვიცი რომელს აირჩევს პაციენტი. ტესტირება უნდა გაიაროთ და სამივემ გაუკეთოთ კვირის ბოლოს მასაჯი, რომელიც უფრო დააკმაყოფილებს იმას წაიყვანს.

ისე საუბრობდა, თითქოს ცხვრები ვიყოთ. გამწარებული ლამის წამოვუხტი ფეხზე და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები სათითაოდ გადავახიე თავზე, მაგრამ ისევ გამახსენდა რომ ეს სამსახური ჩემი მომავალია და ამაზე უკეთესი შანსი აღარასდროს მომეცემოდა. ნიკაპდაჭიმული წამოვდექი ფეხზე და მთავარი ექიმის კაბინეტი დავტოვე.
მთელი კვირა დაღლილი ველოდებოდი კვირა დღეს, დღეს როდესაც ჩემი საავადმყოფოში დარჩენის ბედი გადაწყდებოდა. როგორ შეიძლება ამას ეძახდე “შანს”, ან კი რა არის შანსი. მიდიხარ ვიღაცასთან სახლში და იქ ასრულებ შენ მოვალეობას, სავადმყოფოში კიდევ იმდენი საქმის კეთება მიწევს.
“მემგონი სულაც არ არის ცუდი აზრი, ჯერჯერობით ძალიან გადაიტვირთე და ცოტახანი დაისვენებ, სხვა გარემოშიც მოსინჯავ ბედს, იქნებ და მასაჟისტობა უფრო გიზიდავს.” შაბათს ღამის ოთხ საათზე ჩემ თავთან გავაბი ბაასი. “მასაჟისტობა რომ მდომოდა დღეს ჩემი მეზობლის ბავშვთან ვიქნებოდი მასაჟებზე.”- გამწარბეული გამოვეპასუხე საკუთარ თავს და მთვარის შუქზე განათებულ ოთახს თვალი მომავლე.

ჩვენ უკმაყოფილო და ჭირვეულ პაციენტთან შეხვედრის ისევ შემეშინდა, რა თქმა უნდა ისევ ლეილას დამსახურებით. ფიზიო თერაპის გავლის პროცედურები, ისე დაწვრილებით აგვიხსნა, რომ საკუთარი ქცევების შემეშინდა. შემეშინდა რომ თავის გაკონტროლება გამიჭირდებოდა და ამ ქალს საკუთარი ხელებით დავახრჩობდი, იმ ჭირვეული პაციენტის წინაშე.

-ცოტა ფრთხილად!_ღრენით დამიბრიალა თვალები და ტკივლისგან შუბლი შეჭმუხნა.

-უკაცრავად, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერჯობით ფეხი არ არის მიჩვეული მსგავს პროცედურებს და ბუნებრივია გტკივათ!_მკაცრად ავუხსენი სიტუაცია და ჩემი საქმე გავაგრძელე.
გულამოვარდნილი ველოდებოდი საბოლო “განაჩენს.” მაგდასაც დიდი მონდომებით ვაძაგებდი გულში წინა კვირას გაკეთებული განცხადებისთვის, იმედია ეს ყველაფერი აგდაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს-მეთქი ვფიქრობდი, მაგრამ რად გინდა, შემოვიდა თუ არა ბატონი ამირეჯიბი გაბადრული სახით მომილოცა “წინსვლა” და ბარგის ჩალაგებისკენ მომიწოდა.

-რა ბარგი?_თვალებგაფართოვებულმა დავიკრუსუნე.

-რას ნიშნავს, რა ბარგი, ექთანი ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვე პაციენტთან უნდა იცხოვრო! უნდა მიხედო ისე, როგორც საჭიროა. დამშვიდდი ყველანაირად დაზღვეული ხარ, საბუთები მოგვარებულია, არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. _მამა-შვილურად დამამშვიდა თავისი ჭკუით და გამიცინა.

-ბატონო ნოდარ, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ეს ყველაფერი მე თავიდანვე უნდა მცოდნოდა, იქნებ არ ვარ მსგავს პირობებზე თანახმა?_მათი საქციელით გაღიზიანებილი აგრესიას ვერ ვმალავდი.

-ანასტასია, მისმინე, ეს სამსახურია და არა უბრალო თამაში! შენ ხარ მომავალი ექიმი და ვალდებული ხარ ჩვენ თითვეულ მითითებას პატივსცემით მოეკიდო და შენი საქმე გააკეთო!_არც ისე ჩამომრჩა.

-კონტრაქტი?_მივხვდი რომ მათთან არანაირ საუბარს აზრი არ ქონდა და დავნებდი. დავნებდი, ალბათ ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ იმ სიტუაციას სხვა სიტყვას ვერ ვუსაბამებდი.

-კონტრაქტს დღეს გაგატან, წაიკითხე და თუ რამეზე პრეტენზია გექნება ხვალ მითხარი. _10 ფურცელი გადმომაწოდა და გამეკრიჭა.

^?^?^
მთელი ღამე თეთრად გავათენე ათჯერ მაინც გადავიკითხე ერთი და იგივე წინდადადება, იქნებ რამე ისეთი ვიპოვო პრეტენზია რომ გამიჩნდეს და განვაცხადო-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ისეთი სიზუსტით იყო დაწერილი. ისეთ კარგ პირობებს მთავაზობდა ბატონი კონსტანტინე წამით დავფიქრდი სულ ხომ არ ჩავუსახლდე-მეთქი, არ არის ცუდი იდეა.

დილით ბარგი გავამზადე და საავადმყოფოში ისე წავედი, მთელი ღამის უძილო ძლივს ვიკლვევდი გზას დერეფანში, ბოლოს როგორც იქნა უფროსის კაბინეტამდეც მივაღწიე, მაგრამ იმხელა რიგი დამხვდა. უკმაყოფილო სახით ჩამოვჯექი სკამზე და თავი კედელს მივადე.

-ანასტასია?!_ძილბურანში წასულს ბატონი ამირეჯიბის ხმამ მომესმა, დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები და ფეხზე წამოვხტი.

-გელოდებოდით. _უხერხულად ჩავიცინე და რიგს გადავხედე.

-ახლა ძალიან ბევრი ხალხი მყავს, შენ ის მითხარი ყველაფერი რიგზეა?_სწრაფად მომაყარა და ერთ-ერთ პაციენტს გაუცინა.

-კი, ყველაფერი კარგად არის, ახლა რა უნდა გავაკეთო?_მხრები ავიჩეჩე დაბნეულმა.

-ახლა სახლში წადი და ბარგი ჩაალაგე, საღამოს კოსტანტიენს მძღოლი გამოგივლის და წაგიყვანს. _დამარიგა და კაბინეტისკენ დაიძრა.

-და ეს კონტრაქტი?!_კაბინეტში შესულს დავაწიე სიტყვები, მაგრამ ვერ გაიგონა.

საღამომდე მეორე ჩემოდნის გავსებაც მოვასწარი. ორი ჩემოდანით რომ შევალ ინფაქტი უნდა მივაღებინო. ვნახოთ როგორია თვალების ბრიალი და ბრძანებების გაცემა, ახლა უკვე ჩემს ხელშია მისი ფეხიც და საერთოდ ბატონი კონსტანტინეც.

-სად მიდხარი შენ ხომ არ გადაირიე?_თვალების ბრიალით შემომივარდა ოთახში ლევანი.

-სად და ჩემი მოვალეობის შესასრულებლად, პაციენტთან მივდივარ ცოტახნით. _გაჯგიმულმა გავეცი პასუხი.

-როდის აქეთ დადიან ექთნები პაციენტებთან?_ეჭვისთვალით გადმომხედა, რამეს ხომ არ მატყუებო.

-როდის აქეთ და წლებია დადიან!_გავუბრაზდი ბიძაშვილს.

-შენ რა გინდა, შეეშვი, უკვე დიდი გოგოა და როგორმე თავისით გადაწყვიტავს საკუთარ ბედს!_ხმამაღლა მოუვიდა ნესის საყვედურის თქმა, მაგრამ მისი სიყვარულით დამწვარმა ლევანმა ვერაფრის თქმა ვერ გაუბედა ისე გატრიალდა ოთახიდან.

-რა მაგარი გოგო ხარ!_გახარებულმა შევაქე და მკლავზე ვუჩქმიტე.

-მაგარი გოგო კი არა, სად ჯანდაბაში მიდიხარ, ნომრლაურად ამხისენი!_ახლა უკვე ნესი გადმოვიდა შეტევაზე.

-პაციენტთან რამდენიმე თვით, ფიზიო თერაპიები უნდა ჩავუტარო სახლში. _მოკლედ ავუხსენი და მაკიაჟის ჩანთაც ჩემოდანში ჩავაგდე.

-დარწმუნებული ხარ რომ რამდენიმე თვით?_წარბები დაეჭვებით შეკრა.

-2 თვეც რომ იყოს ტანსაცმლის გამოცვლა ყოველ დღე დამჭირდება, იქ უნდა ვიცხოვრო!_ გავუჯავრდი მეგობარს.

^?^?^
საღამოს შავი გაპრიალებული აუდი მოსისინდა ჩემს კორპუსთან, იმ წამსვე მივხვდი ჩემთან რომ იყვნენ და კისრისტეხვით შევაგორიალე ბარგი ლიფტში. ლევანის ლექციების მოსმენაც მოვასწარი, მეზობლების ეჭვნარევი თვალებიც დავიჭირე და კონსტანტინეს მძღოლიც გავიცანი. გუგეებ გადიდებულმა, ზრდილობიანად ჩამომართვა ორი ჩემოდანი და წვალებით ჩადო საბარგულში, მერე კი თავისი ადგილი დაიკავა. მე როგორც “პატიოსანი” გოგო უკანა სავარძელზე დავსკუპდი და აივანზე გადმოყუდებულ ნესის და ბიძაშვილს ხელი დავუქნიე.

^?^?^
სასიყვარულო ისტორიების მოყვარული არ ვარ, ხშირად მათ შინაარსზე სიცილითაც ვკვდები, მაგრამ თვალები შუბლზე ამივიდა ორსართულიანი სახლის წინ რომ გააჩერა მანქანა კონსტანტინეს მძღოლმა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ რომელიმე ისტორიის შინაარსი მიხდება-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ასეთი სახლი სულაც არ ნიშნავს დიდ ფუფუნებას. ვისაც საშუალება აქვს რატომაც არა, საკუთარ სახლს ლევანიც ყიდულობდა რამდენიმ თვის წინ, მაგრამ მე არ მივეცი უფლება, ეს სახლიც საკმარისია ჩვენთვის-მეთქი.
ასე რომ სასიყვარულო ისტორია აქ არაფერ შუაშია. გულდაწყვეტილი გადავედი მანქანიდან და გავჩერდი.
ჩემი ორი დიდი ჩემოდან წვალებით გადმოიღო მძღოლმა, ჭიშკართან მიიტანა და შავი ფერის ოთხკუთხედი ფორმის ღილაკს დააჭირა თითი. ცოტახანში კარებიც გაიღო და ლამაზი, მაღალი, საოცრად მოხდენილი და სექსუალური ქალი გამოჩნდა.
“არადა კონსტანტინეს ისტორიაში მის ოჯახურ მდგომარეობაზე არაფერი იყო ნახსენები, ნუთუ ცოლი ყავს და რა გამოდის, რომ ცოლთან ერთად უნდა ვუკეთო მასაჟები? არაა, ხომ დავიწყვი სირცხვილით. შენ რა გწვავს, შენი საქმე უნდა აკეთო.”_დაბლიდან ამომძახა ხმამ. მართალიც არის, მერე მე რაა...
ღიმილით გავემართე ქალისაკენ და ზრდილობიანად გავუწოდე ხელი, მანაც არ დააყოვნა და საოცრად მომხიბვლელი მანერით შეაგება ჩემს თითებს თავისი.

-მე ლანა ვარ, კონსტანტინეს და.

ღიმილი სახეზე მიმეყინა. როგორი ნაზი და წვრილი ხმა აქვს, ყური კარგად რომ არ დამეგდო ვერც კი გავიგებდი რა თქვა. სამაგიეროდ გავიგონე და პირდაღებულიც დამტოვა, არადა მე რამდენი ვიფიქრე.

-სასიამოვნოა, ანასტასია. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ჩემი ბარგით დატვირთულ მძღოლს გავხედე.

-ჩემთვისაც. კონსტანტინემ მითხრა, რომ რამდენიმე თვე მასთან იცხოვრებ. _”მასთან’ ე.ი. გამოდის რომ ლანა კონსტანტინესთან არ ცხოვრობს.

-დიახ, რამდენიმე თვიანი პროცედურებია. _თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ტუჩები განზე გავწიე.

-კარგი, აღარ მოგაცდენ._ხელები კლასიკური ოდნავ განიერი შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და გზიდან ჩამომეცალა. _დროებით, საღამოს ისევ შემოგივილით. _ღიმილით დამემშვიდობა და ეზო დატოვა.

-აქეთ. _ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამომიყვანა, სწრაფი ნაბიჯებით ავედევნე უკან და გაპრიალებულ იატაკზე შევდგი ფეხი.

-შემოვდგი ფეხი...._ხმადაბლა ჩავილაპარაკე ჩემთვის და მოულოდნელად, საიდანღაც გამოგორიალებულ ეტლს გავხედე ცალი თვალით. _მეორე ფეხიც._სწრაფად დავამატე და ფეხები ერთმანეთს მივატყუპე დასჯილი ბავშვივით. _გამარჯობა. _ზრდილობიანად მივესალმე ჩემს პაციენტს და გავუღიმე.

-ბესო, ოთახი აჩვენე. _დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და ეტლის ბორბლები დაატრიალა.

ამ ერთ და მოცუცნულ წინადადებაში რამდენი რამის გაგება მოვახერხე. პირველი ის, რომ მძღოლს ბესო ქვია და მეორე, ბატონი კონსტანტინე ხეპრე და უზრდელია! ცხვირაბზუებული ავედევნე კიბეებისკენ წასულ ბესოს, თან ცალ თვალს უკან ვაპარებდი, მაგრამ კოსტანტინე ვეღარსად დავლანდე.

პატარა, უბრალო და ავეჯით გადატვირთულ ოთახში შემიყვანა ბესომ. ავეჯით გადატვირთულში იმიტომ, რომ ისეთი ვიწრო და მოუხერხებელი იყო, ერთი გარდერობი, საწოლი და საწერი მაგიდაც კი თავისუფლად ავსებდა.
“დავიჯერო უკეთესი ოთახი ამ სახლში არ მოიძებნენა, ბოლოს და ბოლოს ექთანი ვარ, მოახლე კი არა. “არასდროს ვყოფილვარ მატერიალურ ღირებულებებზე გადარეული, მაგრამ ოთახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მისი სიგრძე და სიგანეც. ამ ოთახში იმ დათუნიების ნახევარიც კი არ დაეტევა რაც წამოღებული მაქვს. უკმაყოფილოდ შევათვალიერე საკუთარი თავი გარდერობის ვიწრო სარკეში და ბესმოს მორიდებით გავუღიმე.

-დიდი მადლობა. _გარდერობთან აყუდებულ ჩემოდნებზე ვანიშნე და მივახვედრე რომ ჩემი მარტო დატოვების დრო იყო.

-თუ რამეში დაგჭირდე ეს ჩემი მობილურის ნომერია, ყოველთვის ხააზე ვარ. _ღიმილით გამომიწოდა მართკუთხედი ფორმის სქელი ფურცელი და თვალი ჩამიკრ.ა

-აუცილებლად. _ხმადაბლა დავიჩურჩულე და ციფრებს დავხედე.

ცოტახანი ოთახში გავჩერდი, ნახევარი ჩემოდანი ამოვალაგე და გარდერობის ვიწრო თაროებზე წვალებით დავალაგე, რა საინტერესოა როგორ უნდა დავატიო ამდენი ტანსაცმელი ასეთ პატარა გარდერობში. იმედია ბატონი კონსტანტინე ადრე თუ გვიან მიხვდება და ნორმალურ ოთახს გამომიყოფს. მეორე ჩემოდანში ჩაყრილი დათუნიები საწოლზე დავყარე და მათ შუაში ხელებგაშლილი ჩავესვენე.

“ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ქვასავით საწოლი რა უბედურებაა?”_ზურგნატკენმა ამოვიგმინე და ხერხემალზე თითები ნაზად დავისვი. _”მატრასიც მე უნდა მომეტანა?”_ჩემთვის დუდღუნს არ ვეშვებოდი, კონსტანტინეზე გაგულისებული. _”არადა, რომ კითხო ფული აქვს და იცის რაში უნდა დახარჯოს.”

უკმაყოფილო სახით წამოვდექი ფეხზე და ხისფერი კარებისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი, თითქოს მსხვერპლს ვეპარებოდი. ფრთხილად გამოვაღე ოთახის კარები, მერე ცალი თვალით დავზვერე გრძელი დერეფანი და ქვემოთ ჩასასვლელი კიბეები. როგორ მოუფიქრებია, ჩემი ოთახი ყველაზე მივარდნილ ადგილას არის, რომ დამჭირდეს მოგნება გამიჭირდება. ფრთხილი, გათვლილი ნაბიჯებით გავედი დერეფანში და თვალებმოჭუტული დავუყევი კიბეებისკენ მიმავალ გზას. კედლებზე თანამედროვე მხატვრების, ან სულაც კომპიუტერული პროგრამების ნამუშევრები იწონებდნენ თავს. გემოვნება ნამდვილად აქვს, ვერ დავუკარგავ.

-კარგია რომ შენით გამოხვედი. _დაბლიდან მამაკაცის ბოხი ხმა მომესმა, დაფეთებული ერთ ადგილზე შევხტი, მაგრამ არ მიკივლია. კიბის თავში გაჯგიმული დავდექი და დაბლა დივანზე წამოწოლილ კონსტანტინეს გადავხედე. _აღარ ჩამოდიხარ?_წარბწუელმა მკითხა და ფეხზე თითები ნელა გადაისვა, ალბათ ტკივლს ამოწმებს.

-ჯერ ვარჯიში ადრეა._გაკვირვებულმა ვკითხე და ხის კიბეებს დავუყევი.

-ვიცი, უბრალოდ მწყურია.

თუ ტონს არ შეიცვლის და ისევ უხეში ბარიტონით გააგრძელებს ჩემთან საუბარს, კარგ უფრთო ჩიტს დაიჭერს. ცხვირაბზუებულმა გადავხედე და წარბები გაკვირვებულმა მაღლა ავქაჩე. კიბეების სწრაფად ჩავიარე და მისკენ წავედი.

-მერე მე, რა?_მხრები ავიჩეჩე და თავთით დავუდექი.

-შენ ის, რომ დამლაგებელი დროებით გავუშვი და ნაწილობრივ მოგიწევს ჩემზე სხვანაირადაც იზრუნო.

ირონიული ღიმილით ჩამიკრა კონსტანტინემ თვალი. “მოიცადე, სხვანაირად ზრუნვაში რა იგულისხმა ამ გარეწარმა, ამას თავი ვინ გონია, ან... ან მე ვინ ვგონივარ?” ახლა უკვე გაკვირვებულთან ერთად გაბრაზებულმა ავქაჩე წარბები კიდევ უფრო მაღლა.

-ეს კონტრაქტში არ ეწერა. _სწრაფად მოვიშველიე კონტრაქტის შიდა წესები.

-კონტრაქტში ისიც წერია, რომ შენი პაციენტის სიცოცხლეზე შენ ხარ პასუხისმგებელი და თუ ახლა წყალს არ მომიტან, მე დავიხრჩობი და შენ გისოსებში ამოყოფ თავს!

ეჭვისთვალით დავხედე აქა იქ სახე შელამაზებულ კონსტანტინეს და ფეხების ფრატუნით წავედი სამზარეულოსკენ, მაგრამ...

-სამზარეულო სად არის?_დიდი მისაღები მოვათვალიერე და ხის ღია კარებს დავასე მზერა.

-ეგ არა, ეგ სავარჯიშო ოთახია, სამზარეულო შენგან ხელმარცხნივაა._ამიხსნა და თითი გაიშვირა.

^?^?^
ცოტა არ იყოს და ამ კაცთან მუშაობა მომწონს, არ არის ისეთი როგორებიც სხვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მაღიზიანებს მისი გაცემული ბრძანებები, მაინც საინტერესოა მასთან ერთად თანაცხოვრება. ჯერ პირველი დღეა და წაკამათებაც მოვასწარით, უკვე მესამედ დამიძახა და წყლის მოტანა მთხოვა, ბოლოს დიდი გრაფინით გამოვუტანე და მაგიდაზე დავუდგი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. 10 წუთში მიძახის და მეუბნება რომ წყალი გათბა და ახალი უნდა.

-ვარჯიშის დროა!

კატეგორიული ტონით ჩავილაპარაკე დაღლილმა და ფეხზე წამოდგომაში დავეხამრე. გულმოსულს ზედმეტად სწრაფად მომივიდა წამოყენება და ისე შეყვირა სიმწრისგან, გული ლამის გამისკდა. თვალების ბრიალით გადმომხედა და მიმახვედრა, რომ მეორედ მსგავს სისულელა აღარ უნდა გამემეორებინა. მეც დასჯილი ბავშვივით დავაქნიე თავი და რაც შეიძლება ნელი ნაბიჯებით მივიყვანე ეტლთან, მერე კი ღიმილით წავაგორიალე სავარჯიშო ოთახისკენ.

-მაზებს ჩამოვიტან და ახლავე ჩამოვალ. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე როგორც კი საწოლზე დაწვა.

საავადმყოფოდან წამოღებულ პატარა ჩემოდანს დავავლე ხელი და სწრაფი ნაბიჯებით წავედი ისევ უკან, მოულოდნელად დავარდნის და ხმამაღალი შეძახილის ხმა რომ მომესმა.

დაფეთებულმა ჩავირბინე კიბეები, თან პატარა ჩემოდანს გულზე ვიხუტებდი რომ არ გამვარდნოდა. სავარჯიშო ოთახის კარები კი არ შევაღე შევანგრიე და იატაკზე გაწოლილ კონსტანტინეს თვალებგაფართოვებულმა დავხედე. თავიდან გამიჭირდა გამეაზრებინა რას აკეთებდა იატაკზე, მერე ჩემი ყველაზე ცუდი თვისება გამოვამჟღავნე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი, ჩემოდანს ისევ არ ვუშვებდი ხელს. კონსტანტინემ შუბლშეკრულმა ამომხედა და წარბები კიდევ უფრო მიაახლოვა ერთმანეთთან, მე სწრაფად დავკუმე პირი და პაციენტის დასახმარებლად დავიხარე. ჩემოდანი იატაკზე დავდე, ცალი ხელი წელზე შევუცურე კონსტანტინეს ცალი მუცელზე და ღიმილნარევი მზერით დავაჩერდი მის ხელს, რომელსაც არაფრის დიდებით მადებდა მხარზე.

-დავიჯერო ისეთი კომფორტულია იატაკზე ჯდომა, ადგომა აღარ გინდა?

წარბაწეულმა ვკითხე და ღიმილით მოვათვალიერე ხის იატაკი. ჩემმა პაციენტმაც ცალი წარბი მაღლა აზიდა და რისი ვაი ვაგლახით დამადო დალურჯებული ხელი მხარზე. პირველად რომ ვნახე ისეთი მკვდარი სახე ქონდა, რას წარმოვიდგენდი ოდესმე ასე თუ ამოძრავდებოდა. არადა რა ცუდად იყო, ოპერაცია გაიკეთა და სულ რაღაც 1 კვირაში დალეწილი ფეხზე დადგა. რომ ვამბონ ყველაფერს ბედი უნდა-მეთქი არ მიჯერებენ. აბა მე ვყოფილიყავი, ახლა საიქიოდან დაგიწერდით ისტორიას... კი, როგორ არა, ხელსაც ვერ დაგიქნევდით. ნელა წამოვაყენე ფეხზე და დაბალ საწოლზე წვალებით დავაწვინე, კიდევ კარგი თვითონაც მეხამრება და ყველაფერს ძალდატანებით აკეთებს, თორემ მარტო მე ამის ამწევ-დამწევი ვარ? ხომ გამძვრა ძვლები.

-სად მიდიოდი?_დავინტერესდი და ჩემოდანი გავხსენი.

-არსად, ფეხი ამისრიალდა და თავი ვერ შევიმაგრე. _ჩაიდუდღუნა გულმოსულმა და გულაღმა გაშოტილმა ჭერს ახედა. მე ისეც გამეცინა.

-კარგი, დავიწყოთ თორემ ძალიან დაგვიგვიანდება. _ჩავიფრუტუნე და თხევადი მაზი ხელისგულზე დავისხი.

^?^?^
ერთი საათის განმავლობაში კონსტანტინეს ტკივილისგან წამოძახილი ბგერების მეტი არაფერი არ გამიგონია, მეც კმაყოფილი ვაგრძელებდი ჩემ საქმეს და თან გულში ჩემთვის ნაცნობ და საყვარელ მელოდიას ვღიღინებდი. არცერთი სიტყვა, არცერთი ასო და საერთოდ არაფერი ჩემი მისმართით. როგორი უყურადღებო და უინტერესო ადამიანია, კი მაგრამ დავიჯერო არ აინტერესებს ვინ უკეთებს მასაჟებს, იქნებ და წინა ცხოვრებაში სწორედ ის ბოძი ვიყავი ორი კვირის წინ რომ შეასკდა. მეც აღარ ჩავძიებივარ, არ უნდა და ნუ უნდა.

-მორჩა. _დაღლილმა ამოვიგმინე და წელში მოხრილი წვალებით გავსწროდი, ძვლებმა ისე დაიტკაცუნა გამეფებული სიჩუმეც კი დააღრვია.

-რამდენი ხანი უნდა ვიწვე?_უკმაყოფილო სახით დახედა დალურჯებულ და შეხვეულ ფეხს.

-15 წუთი იწექი და შეეცადე არ იმოძრაო, მე მანამდე ხელებს გადავიბან დარომ მოვალ ადგომაში დაგხემარები. _ღიმილით მივაყარე და მაზები თაროზე დავაწყე.

>>>
სახლი ძალიან კომფროტული და მოვლილია, თითქმის ყველაფერი ხეშია ჩასმული. რა გინდა, ჭკვიანური გათვლაა, ზამთარში გათბობის ხშირად ჩართვა არ მოუწევს, ზაფხულში კიდევ კონდიციონერის. ფერებით ზუსტადაა შეხამრბეული, იმედია ეს ყველაფერი კონსტანტინეს მოფიქრებულია და არა რომელიმე დიზაინერის, თორემ ძალიან მეწყინება. ან იქნებ კონსტანტინეს დის შერჩეულია, ისეთი ტანსაცმელი ეცვა, რატომაც არა. გემოვნებიანად ქონდა არჩეული წითელი პიჯაკი, შავი მაისური და წითელი ტანზე ოდნავ მომდგარი შარვალი.

-მწყურია. _ფიქრებიდან კონსტანტინეს ხმამ გამომაფხიზლა, მოულოდნელობისაგან ბგერებით გავიკვრივე და პაციენტს გადავხედე. _მწყურია, ვიხრჩობი!_დამარცვლით გამიმეორა და ცერა თითი ტუჩებისკენ წაიღო.

-როდემდე?_ამოვიზმუილე და ფეხზე წამოვდექი.

-რა როდემდე?_გაკვირვებულმა მკითხა და ცალი თვალით გამომხედა.

-როდემდეა შენი მოახლე წასული?_კითხვა გავუშიფრე და მაცივრის კარები გამოვაღე.

-არ ვიცი._მოკლედ დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა და დადუმდა.

^?^?^
დილით ადრიანად წამოვფრინდი ფეხზე, მოკლე შორტებით და ბრეტელებიანი პიჟამას მაისურით გავტანტალდი დერეფანში, მოულოდნელად საიდანღაც ბესო რომ გამოვარდა. დაფეთებულმა იმხელა ხმაზე შევკივლე, მეორე ოთახიდან კასტილით ხელში კონსტანტინე გამოვარდა. რა მაგარია, ზუსტად მაშინ დამესხა ორი საოცრად სიმპათიური და მომხიბლელი მამაკაცი თავს როცა პიჟამოებში ვარ გამოწყობილი და ღმერთმა უწყის როგორ გამოიყურება ჩემი ქერა თმა. ბესომ ცალწარბ აწუელმა შემათვალიერა და შუბლშეკრულ უფროსს გადახედა.

-ბესო, დაბლა ჩადი და დამელოდე!

კატეგორიული ტონით უბრძანა მამაკაცს კოსტანტნემ და ახლა უკვე მან დაიწყო ჩემი სამუზეუმო ექსპონატივით შესწავლა-დათვალიერება. წარბწეულმა დავიხედე საკმადო მოკლე შორტზე და გულამოღებულ შავ მაისურზე. მემგონი ცუდად არ უნდა გამოვიყურებოდე, მართალია ბოლო პერიოდში დარღვეული სწორი კვების გამო წონაში მოვიმატე, მაგრამ არც იმდენად რომ შორტებში დგომის შემრცხვეს. ყემოღებულმა, ცალი წარბი მაღლა ავზიდე და უსიტყვოთ დავუსვი კითხვა.

-ბესო დაბლა რატომ გელოდება, სადმე მიდიხარ?_ინტერესით ვიკითხე და თვალები მოვჭუტე. კონსტანტინემ გაკვირვებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ოდნავ ჩაახველა. ალბათ ელოდა როგორ დავიმორცხვებოდის მის წინაშე. _მაინტერესებს იმიტომ, რომ შენთვის სიარული არ შეიძლება. თანაც როგორც ვხედავ კასტილით აპირებ წასვლას. _მისი საქციელით უკმაყოფილომ შევკარი შუბლი და მისკენ წავედი. _ოთახში შედი და დაწექი, თორემ შენ თუ ასე გააგრძელე შეიძლება ფეხი მართლა მოსაჭრელი გაგიხდეს. _მაგდას სიტყვები გამახსენდა და დავემუქრე.

-საქმეები მაქვს!_ხმა დაიბოხა.

-შენ წარმოიდგინე და მეც ჩემს საქმეს ვაკეთებ. არანაირი სურვილი მაქვს პაციენტის ჭირვეულობის გამო დამატებით თვეები მომიწიოს აქ ყოფნა._ცხვირაბზუებულმა ვცადე დამენამუსებინა და მკლავზე ხელი მოვკიდე. _დავწვეთ. _მუდარამ გაიჟღერა ხმაში და ოთახისკენ ოდნავ ვუბიძგე. კონსტანტინემ კიბეებს გახედა, მერე მე, მერე ოთახის კარებს და უსიტყვოდ დაჰყვა ჩემ თხოვნას.

-ბესოს მე ვეტყვი რომ არ ჩახვალ. _როგორც კი საწოლზე დაწვა ოთახიდან გატრიალება დავაპირებ, მაგრამ მაჯაში ჩამავლო ხელი და გამაჩერა. კიდევ ერთხელ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თავი გააკანტურა.

-არ უნდა, დავურეკავ და მე ვეტყვი, შენ წადი თავი მოიწესრიგე. _დამარიგა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

^?^?^
-ფეხი ხომ არ გტკივა?_ღიმილით გადავხედე დივანზე წამოწოლილ კონსტანტინეს და მაცივრის კარები გამოვაღე. ჩემი თავის მიკვირს, როგორ ვერ შევნიშნე სამზარუელო, როცა სულ რაღაცა ერთი კედელი ჰყოფს მისაღებთან, კარებიც კი არ აქვს.

-გამაყუჩებელი დავლიე და გამიარა. _ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ტელევიზორს მიუბრუნდა.

-იცი..._წყლის ჭიქა დაბალ მაგიდაზე დავდე და სავარძელში მოვკალათდი. _ძალიან დიდიხანი მოგვიწევს ერთად ცხოვრება, შეიძლება 4 თვეც კი და ერთმანეთზე არაფერი არ ვიცით. _მხრები ავიჩეცე და გავეკრიჭე.

-4 თვის განმავლობაში საკმარისზე მეტ ინფორმაციას დავაგროვებთ. _უკმეხად გამცა პასუხი და მისაღებში შემოსულ ბესოს გახედა._ ჩააბარე?

-ჩავაბარე და დამაბარა მალე გამოჯანმრთელდესო. _ღიმილით გადასცა დანაბარები და მზერა ჩემზე გადმოიტანა. _როგორ ხარ?_ინტერესით მკითხა და ჩემთან ახლოს დადგა.

-გმადლობ კარგად, შენ როგორ ხარ?

ზრდილობიანად მოვიკითხე სიმპათიური მამაკაცი. მე და ბესომ ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, კონსტანტინე ტელევიზორს უყურებდა და ყურადღებას საერთოდ არ გვაქვცევდა, მომენტებში თუ გამოგვხედავდა ისიც იმიტომ, რომ ბესო რაღაცას ამბობდა თავის სამსახურზე. მოკლედ რომ გითხრათ, ერთი დიდი უინტერესო კაცია და მეტი არაფერი. მეც როგორი უკმეხი პასუხი გამცა, თუ არც უნდა, აგერ ბესო ისეთი კომუნიკაბელური და ჭკვიანი ბიჭია, მასთან ერთად დავჯდები და გავილექსები ხოლმე.

-ბესო, სამზარეულოში პარკი დევს და ლანას წაუღე, მაღაზიაში იქნება. _მოლაპარაკე მძღოლს გადახედა კონსტანტინემ და პარკზე მიუთითა. ბესო უსიტყვოდ გატრილდა პარკი აიღო, მერე კი ღიმილით დაგვემშვიდობა და სახლი დატოვა.

-ხო, ჩვენ სად გავჩერდით?_ხელისგულები ერთმანეთს გავუხახუნე და კონსტანტინეს მივუბრუნდი. _გამახსენდა..._თითი საფეთქელთან მივიდე და ჩემი თავით კმაყოფილმა წარმოვთქვი. _მე ვიცი რომ ცნობილი პიროვნება ხარ, მაგრამ არცერთხელ არ მინახიხარ და წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ._პირდაპირ ვუთხარი სიმართლე, რეაქცია არ ქონია.

-ცნობილი პიროვნება არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა იცოდეს მისი ვინაობა. _წარწეულმა გადმომხედა.

-ეგ წარბი მექანიკურია თუ, ასე ხშირად რატომ ამოძრავებ... _ცნობისმოყვარემ გველურად დავისისინე. _ააა, მიეჩვიე. _ხმამაღლა შევძახე და თავი ორჯრ დავაქნიე.

-ყავა არ გინდა?_აგრესიულად მკითხა.

-მინდა._ღიმილით გავეცი პასუხი, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ კოსტანტინე მომიდუღებდა მე ყავას.

-მეც. სამზარეულოშია ყველაფერი. _ირონიული ღიმილით გაწელა ტუჩები, მერე სწრაფად დასერიოზულდა და ტელევიზორს მიუტრიალდა.

-ჰ-ჰ-ჰ, როგორი სასაცილოა. _ჩემთვის, ხმადაბლა ჩავიფრუტუნე და ფეხზე წამოვდექი.

-ბატონო?!_ცალი ყური ოდნავ წინ გამოსწია და თვალები ოდნავ დააწვრილა.

-როგორი ყავა გიყვარ-მეთქი. _სწრაფად მივაყარე და სავარძლის საზურგეს ხელისგლებით დავეყრდენი.

-უშაქრო, რძით. _მოკლედ გამცა პასუხი.

-ყავა რამდენი?

-2 ყავა და ნახევარზე ცოტა რძე.

ხმადაბლა დააყოლა და ისევ ტელევიზორს გახედა. ტუჩები ამრეზიით დავბრიცე და გაგულისებულმა ჩავრთე წყლის მადუღარა. ყავის ფინჯნებით გულმოსულმა დავახეთქე მაგიდაზე, ან კი რა მაბრაზებდა.. ადამიანმა მთხოვა ყავის მოდუღება, თანაც მისი ექთანი ვარ და რა მოხდა სურვილი ავუსრულო.
კი, როგორ არა სურვილი, მთელი დღე უაზროდ დამარბენინებდა წყლის მოსატანად, სვავდეს მაინც, მოსვავს ორ ყლუპს და გათბაო. ცალი თვალით ჩემს პაციენტს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი, ერთ ადგილზე იწვა, არც კი ტოკდებოდა, როგორ ძლებს მიკვირს. მე ისეთი მოუსვენარი ვარ დივანზე წოლის დროს, მითუმეტეს თუ ტელევიზორს ვუყურებ.

-ყავა მოგყავს თუ რძელს წველი?_მოულოდნელად მომესმა კონსტანტინეს ხმა, თვალები სწრაფად დავჭყიტე და წყლის მადუღარა ავიღე.

-ძროხამ წიხლი მიკრა და რძე დამიქცია. _ხუმრობა ვცადე, იქნებ ხასიათზე მოვიდეს-მეთქი, მაგრმა შენც არ მომიკვდე.

თეფშზე ლამაზად დავაწყვე შოკოლადები და ყავასთან ერთად გავიტანე, ვიფიქრე ტბილი იმოქმედებს-მეთქი. “ზედმეტად ბევრს ფიქრობ კონსტანტინეს ხასიათის ცვლაზე.”_დაბლიდან ამომძახა მემ. უნდა ვაღიარო ინტერესი მკლავდა რას საქმიანობდა ჩემი პაციენტი, რითი ერთობოდა თავისუფალ დროს, განათების ბოძზე შემოხვევის გარდა, ყავდა თუ არ მეგობარი გოგონა, ან ვისთან ერთად ცხოვრობს ამხელა სახლში. მიუხედავად დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობისა კითხვა მიანც ვერ გავბედე და დადუმებული მივაჩერდი ტელევიზორს. მსოფლიოს ამბებით და სიახლეებით იტენიდა ტვინს კონსტანტინე. ერთ საათში ბესოც დაბრუნდა ლანასთან ერთად, გოგონა ისევ ისეთი ლამაზი და მომხიბლავი იყო. რა თქმა უნდა ჩემს მახვილ და ეშმაკუნა თვალებს არ გამოპარვია ბესოს დაჟინებილი მზერა, რომელსაც არაფრის დიდებით აცილებდა უფროსის დას.

-ყავას დალევთ?_ზრდილობიანად წამოვიძახე და ახლად მოსულ წყვილს გადავხედე.

-დიდი სიამოვნებით._ღიმილით დაჯდა სავარძელში და ხელები ონდავ მოხრილ მუხლებზე დაიწყო.

-ბესო, შენ?_გაშტერებულ მძღოლს ხუთი თითი ავუფრიალე წინ და გავუცინე.

-ა-ა, მე ჩაის დავლევ თუ არ შეწუხდები.

ზრდილობიანად დაიმორცხვა ბესო და იმ სავარზელში ჩაჯდა სადაც რამდენიმე წამის წინ მე ვიჯექი. თავის კანტურით წავედი სამზარეულოსკენ, თან თვალს ლანასკენ ვაპარებდი, რომელიც ღიმილით ესაუბრებოდა მომღიმარ ძმას. ე.ი. სულაც არ ყოფილა მუდო და უხასიათო, უბრალოდ მე ჯერ არ მინცობს და ნორმალური ურთიერთობის დამყარება უჭირს, ალბათ, ან სურვილი არ აქვს. კარადიდან ფინჯნები გამოვიღე, მაგრამ ვია იმ გამოღებას თეფში გამისრიალდა და ზედ მოთავსებული ფინჯანი კაფელს ხმაურით დაასკდა. მისაღებში ლანამ წამოიკივლა და ფეხზე წამოხტა, მეც სწრაფად გავყავი თავი და ღიმილით დავამშვიდე შეშფოთებული.

-კარგად ვაარ, ფინჯანი გაიტყდა..._შეწუხებულმა ჩავიჩურჩულე და კონსტანტინეს გავხედე, ისიც მიყურებდა წარბწეული და დაღრენილი._ხელფასიდან დამიქვითე._ჯმუხ მზერას საკადრისი პასუხი გავეცი და ისევ უკან შევტრიალდი.

^?^?^
ძალიან სასიამოვნო, თბილი და ლაღი მოსაუბრე არმოჩნდა ლანა. თურმე ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლებმა არ დართეს ნება და ახლა წარმატებული ადვოკატია, რომელიღაცა საადვოკატო ფირმაში, მაგრამ დიდად არ გიჟდება თავის პროფესიაზე, ამიტომ მეორე პროფესიაც აქვს. კონსტანტინეს დახმარებით პატარა მაღაზია გახსნა და საკუთარი ხელით დახატულ და შექმნილ ტანსაცმელს ყიდის. მე გაკრეჭილი ვუყვებოდი ბოლო დროს მომხდარ ისტორიებს, ისიც მოვუყევი როგორ გადამიცივდა გული კონსტანტინეს ოპერაციის დროს. აშკარეს თვალები გაუფართოვდა, როგორ შენც ესწრებოდი ოპერაციასო.
საღამოს ისევ ბესომ წაიყვანა სახლში, როგორც გავიგე ლანა მშობლებთან ერთად ცხოვრობს წყნეთში, ეს სახლი რამდენიმე თვის წინ უყიდია კონსტანტინეს, განმარტოვებით, მშვიდად რომ ეცხოვრა. ადგილი ისეთია სიმშვიდე და სიწყნარე ნამდვილად არის, შესანიშნავი გარემო, მოვლილი ეზო, პატარა აუზი ყველა პირობაა იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო.

როგორც კი სტუმარი გავაცილეთ კონსტანტინემ ოთახში აყვანა მთხოვა, ღიმილით წამოვდექი ფეხზე და მხარი შევუშვირე. წვალებით წამოჯდა ჯერ დივანზე, მერე წვალებით გასწორდა წელში და ბოლოს ჩემი დამხმარებით შეძლო ფეხზე დადგომა.

-მემეგონი შენთვის უმჯობესი იქნება რამდენიმე თვე პირველ სართულზე თუ ჩამოხვალ.

როგორც კი კიბის ბოლო საფეხრუზე დავდგით ფეხი დაღლილმა ჩავილაპარაკე და წელში გავსწორდი. აშკარელმა წარბწეულმა გადმომხედა, აშაკრად არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები.

-მემგონი შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეს, რისთვის ხარ აქ!_გაღიზიანებულმა დააბოლოვა და თავისი ოთახის კარები გააღო. _ჩემით. _როგორც კი კარბეისკენ წავიღე ხელი მისმა სიტყვებმა შემაჩერა, კედელზე მიყუდებულ ყავარჯენს დაავლო ხელი და კარები ხმაურით დაკეტა.

-არ გინდა და ნუ გინდა, გიტეხია კისერი!_გაგულისებულმა მივაძახე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი.

მთელი ღამე ნესის ვესაუბრებოდი სკაიპში კიდევ კარგი სასაუბრო მაინც გავქვს. ლევანიზე მიყვებოდა, ჩემი წამოსვლის მერე განსაკუთრბულ ყურადღებას იჩენსო. არადა მე არაფერ შუაში არ ვარ, უბრალოდ გიჟათაა ნესის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი რომ “გამოჩნდა” და წვალობს. გამთენისას ჩამეძინა, მაგრამ როგორც კი 8 საათი გახდა გაბმულად ატეხა ვიღაცამ ჩემი ოთახის კარებზე კაკუნი. დაფეთებული, თვალებდახუჭული წამოვჯექი საწოლზე. ღამე ნათევს, ძილბურანში მყოფს ძალიან გამიჭირდა აღმექვა სად ვიყავი და შიშისგან კბილები ერთმანეთს ძალიან მაგრად დავაჭირე. კაკუნი კიდევ ერთხელ განმეორდა ამან კიდევ უფრო შემაშინა და ამჯერად საბანში გახვეული წამოვხტი ფეხზე.

-ვინ არის?_ხმააკანკალებულმა ვიკითხე.

-მე ვარ, ვარჯიშის დროა!_

ატეგორიული ტონი მომესმა კარს უკან. როგორც კი კონსტანტინეს ხმა გავიგონე ერთიანად დავმშვიდდი. მოჭუტული თვალებით გავხედე ხის ყავისფერ კარებს და საბამი მჭიდროდ მოვიხვიე ნახევრად შიშველ ტანზე.

-ხუთ წუთში გამოვალ. _ყვირილით გავძახე და საწოლზე დავჯექი.

კარებზე ასეთი უხეში კაკუნი რა უბედურებაა, რა საინტერესოა სად ისწავლა. გულიც გამიხეთქა და წამოხტომის დროს ფეხიც ვიტკინე, კიდევ კარგი თითები არ მივარტყი საწოლის ბოლოს, თორემ გამიმწარდებოდა სული. სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავედი. სააბაზანოს კარებთან ვიყავი მოულოდნელად გაოცებულმა პირი რომ დავაღე.

-კონსტანტინე!_კივილით გადავიხედე მისაღებში და დივანზე წამოწოლილ კოსტანტინეს და სავარძელში მჯდარ ბესოს მივაჩერდი, შვებით ამოვისუნთქე და წელში გავსწორდი. _კიდევ კარგი, მე მეგონა ისევ დამოუკიდებლად ადექი. _გულზე ხელი მივიდე და სააბაზანოსკენ წავედი ჩქარი ნაბიჯებით.

>>>
-რამდენ კვირაში ექნება შედეგი?_ინტერესით მკითხა კარებთან ასვეტილმა ბესომ.

-ზუსტად არ ვიცი, ფეხის სიმაგრეზეა დამოკიდებული, შეიძლება ერთ თვეში ირბინოს, შეიძლება ერთი წელი კოჭლობდეს._მხრები ავიჩეჩე და წარბწეულ აშკარელს გადავხედე. _რა მოხდა?_ღიმილით ვკითხე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე.

-ერთი წელი..._დაეჭვებით გაიმეორა და მეორე წარბიც მაღლა ასწია. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ცხიმიანი ხელები სალფეთქზე გავიწმინდე.

-დღეს საღამოს მეგობართან ვაპირებ გასვლას და იმედია არანაირი პრობლემა არ არის. _ხმადბალა ჩავილაპარაკე.

-პრობლემა რატომ უნდა იყოს?

-გადაადგილება ხომ გინდა?_დაბნეულმა ვიკითხე.

-დამოუკიდებლადაც შევძლებ!_კიდევ ერთხელ მოვახერხე კონსტანტინეს გაღიზიანება. _თუ გამიჭირდება ბესო აქ იქნება!_

^?^?^
ისეთი შეგრძლება მქონდა თითქოს დროში ვიყავი შეძღუდული და ყველაფერს ძალიან სწრაფად ვაკეთებდი. კაფემდე სირბილით მივიდე, ნესის გადარეული გადავეხვიე და ჩემი ადგილი ქოშინით დავიკავე.
მეგობარმა გაკვირვებულმა სიცილით გადმომხედა და მიმტანს ღიმილით უხმო. ჯინსის შარვალში და თეთრ პერანგში გამოწყობილი გოგონა წარბწეული მოგვიახლოვდა და ამრეზიით დაგვაჩერდა ორივეს.

-რამე მაცხია?_ყბამოღრეცილმა ვკითხე და ტანზე დავიხედე, ჩემმა კითხვამ ცოტა დააბნია. _აბა, შენზე ნაკლები მაისური მაცვია თუ ფეხსაცმელი?_ჩემებურებს არ ვეშვებოდი. ყველაზე მეტად ვერ ვიტან მდაგავს დაწესებულებებში ასეთი სახეებით რომ მხვდებიან. ხელფას იმისთვის გიხდნიან რომ შენი მოვალეობა ზუსტად შეასრულო და კლიენტები არ დააშინო.

-ვერ მივხვდი..._გაწელილად ჩაილაპარაკა და საწერ კალამს თითები მაგრად მოუჭირა.

-ხოდა რომ მიხვდები გვიანი იქნება, ახლა გამიღიმე და ორი ამერიკანო მოგვიტანე!_კატეგორიული ტონით მოვთხოვე და “თბილად” გავუღიმე.

-შენ ვიღაცა დაგკლავს._საყვედური მითხრა ნესიმ როგორც კი გოგონა ჩვენს მაგიდას გაეცალა.

-ნუ დადიან მოღრეცილი სახეებით და ხმას არ ამოვიღებ!_ოდნავ ავუწიე ტონს და ჩანთა მეორე საკამზე დავაგდე.

-კარგი, შენ რას შვები აბა?_ჩემი ამბებით დაინტერესდა.

-რა ვიცი, ყველაფერი ნორმალურადაა, ვუკეთებ მასაჟებს და ვარ._მხრები ავიჩეჩე და ჩვენსკენ მომავალ მიმტანს ღიმილით გადავხედე._ასე არ ჯობია, თან როგორ გიხდება ღიმილი. _გულწრფელად შევაქე, მართლაც ძალიან უხდებოდა ღიმილი, მაგრამ ცოტა გულიდან წამოსული რომ ყოფილიყო უფრო მოუხდებოდა.

ნესისთან ერთად კიდევ ცოტახანი ვიყავი, მერე ფეხით გავისეირნეთ და ლევანიზეც ვიჭორავეთ. იმდენი საინტერესო რაღაც მომხდარა ორ დღეში თვალები კეფაზე გადამივიდა. ლევანი ძალიან გააქტიურებული და მონდომებულიაო ნესიმ, დღეში ათასჯერ მირეკავს და მეკითხება სად ვარო, მაგრამ თან ცდლობს არ შეიმჩნიოსო. არადა ზუსტად ვიცი როგორი გამწარებულია ჩემი ბიძაშვილი, ალბათ ცეცხლებს ყრის.

სახლის კარები შევაღე თუ არა ქალის წკრიალა ხმა მომესმა, თავიდან ვიფიქრე ლანა იქნება-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ლანას ასეთი წვრილი ხმა და სიცილი არ აქვს და თვალემოჭუტულმა დავუგდე ყური. ფრთხილი ნაბიჯებით დავიძარი მისაღებისკენ და კონსტანტინეს გვერდით დივანზე ჩამომჯდარ შავგვრემანი ქალის მოღებულ ზურგს გავხედე. თვალები შუბლზე ამივიდა ისეთი მოხდენილი რუჯი ქონდა, თან მერე როგორ უხდება რუჯს თეთრი ზურგმოხდილი მთლიანი შორტები. ღიმილი გავემართე მოსაუბრე წყვილისაკენ, თან შევეცადე ჩემი ოთხკუთხედძირიანი ფეხსაცმელები რაც შეიძლება ხამურით დამედგა იატაკზე, როგორმე მათი ყურადღება რომ მომექცია... ქალის მზერამაც არ დააყოვნა, თავიდან ეჭვნარევი მზერით გამომხედა, მერე მზერა ირონიულმა ღიმილმა შეუცვალა, “რა საინტერესოა ამას რაღა არ მოეწონა. ჯერ იყო და მიმტანი, ახლა ეს... მემგონი მართლა რაღაცა მაცხია და მიმალავენ.”-ჩემთვის წავიჩურჩულე გონებაში და ფეხზე წამომდგარს გავსუწროე თვალი. “სიმაღლე დიდი ვერაფერი, მე აშკარად უფორ მაღალი ვიქნები იმ ცათამბრჯენებიდან რომ ჩამოვა.”-რა ვართ ქალები, გივნდა არ გვინდა გონებაში ყველა ქალს ვეჯიბრებით. საინტერესოა ამ ქალთან რა მაქვს გასაყოფო?!

-გამარჯობა. _ზრდილობიანი ღიმილით გავუწოდე ხელი და დაველოდე როდის ჩამომართმევდა, თან ინტერესით ვაკვდებოდი როგორი თითები ქონდა.

-გამარჯობა. _წვრილი ხმით ჩაიჩურჩულა და თითები ჩემს თითებს ოდნავ შეახო, წითელი ლაკი ესვა გრძელ ლამაზ ფრჩხილებზე.

-ანასტასია. _თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩემი სახელი ცოდნოდა ქალბატონს.

-ლიზა.

-სასიამოვნოა, ლიზა._ჩავილაპარაკე და კიბეებისკენ წავედი, თან ცალი თვალი კონსტანტინესკენ გავაპარე. _როგორ ხარ, ფეხი ხომ არ გაწუხებს?_კიბის პირველ საფეხურზრ ავდგი ფეხი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მაინც ვკითხე.

-ნორმალურადაა, ოდნავ მტკივა, მაგრამ არაუშავს.

ისეთი ამომწურავი პასუხი გამცა ცოტა არ იყოს და გამიკვირდა, მერე გამახსენდა ლიზა რომ იყო სტურმად და ყველაფერს მივხვდი. მძიმედ ამოვიხვნეშე და საფეხურებს ნელი ნაბიჯებით ავუყევი, თან გულში ნაბიჯებს ვზომავდი. ტყავის ზურგჩანთა საწოლზე მივაგდე, ოთხკუთხედ ძირიანი შავი ფეხსაცმელებიც იქვე მივყარე და საწოზლე გულაღმა გავიშოტე, მაისური წვალებით ამოვიჩაჩე შორტიდან და შიშველ მუცელზე თითები დავისვი. როგორ მიყვარს დაღლილ სხეულს რომ ვეფერები ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ერთიანად ვიცლები.

ცოტახანში სპროტულ ფორმაში გამოწყობილი დავეშვი კიბეებზე, თან სულელივით ვუღიმოდი სივრცეს. ლიზა ისევ მისაღებში იჯდა კონსტანტინესთან ერთად და ტელევიზორს უყურებდა ”ბატიბუტის ახალვა მოსუწრია.”_ხმადაბლა ჩავიჩურჩულე, მაგრამ მემგონი შევცდი. ორივემ ორთდორულად მოატრიალა თავი ჩემკენ.

-რამე თქვი?_ინტერესით მკითხა კონსტანტინემ.

-ა-ა, ა-არაა._დაბნეულმა ამოვილუღლუღე და მაისურის ბოლოები გავისწორე. _ვარჯიშის დროა-მეთქი უნდა მეთქვა.

სწრაფად გადავასწორე და სამზარეულოში შესასვლელი კიბის პირველ საფეხურზე ავდგი ფეხი. კონსტანტინემ მძიმედ ამოისუნთქა და ოდნავ წამოიწია, ვიფიქრე მივალ მივეხმარები-მეთქი, მაგრამ ქალბატონმა ლიზამ ისე დასტაცა ხელი მაჯაზე მომერიდა და ჩემი გზა გავაგრძელე. დიდ ფინჯანში ყავა გავიკეთე და ისევ მისაღებში დავბრუნდი, ლაზას წვალებით და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკა-კუკით მიყავდა კონსტანტინე სავარჯიშო ოთახისკენ. ირონიული ღიმილით ავწკიპე წარბები და უგემრიელესი ყავის, უგემრიელესი პირველი ყლუპი მოვსვი.
ვარჯიშის დროს ოთახიდან ცხვირი ვერ გავაყოფინე ლიზას, ღია კარებთან იდგა და თვალს გვადევნებდა, ალბათ ფიქრობდა როგორც ფილმებშია ისე არ მოხდეს და კაცი არ წამართვას ამ გაიძვერა ექთამაო. არადა რომ იცოდეს, როგორ არ მაინტერესებს მაგის ძვირფასი და საშინლად სიმპათიური კაცი. ათასჯერ გადავხედე გადიდებული თვალებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ჯიუტად, პრინციპულად არ დგამდა ნაბიჯს. აშკარად არც კონსტანტინე იყო კმაყოფილი, ალბათ ვერ იტანს მსგავს პროცედურებს მისი ახლობლები რომ ესწრებიან, მაგრამ თქმით არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ ერთი საათის განმავლობაში ლიზასთვის ხმა არ გაუცია.

-ცოტახანი იწექი. _როგორც კი ფეხზე წამოვდექი ჩავილაპარაკე და კარებისკენ წავედი. _მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო!_ვუბრძანე და ოთახი დავტოვე.

ცოტახანში მოწესრიგებული შევედი უკან, ლიზა ჩემს ადგილას იჯდა და გაშტერებული თვალებით უყურებდა კონსტანტინეს დაბინტულ ფეხს. ნაბიჯების ხმაზე ორივემ მე გადმომხედა და ინტერესით მომაჩერდნენ.

-შეგიძლია წამოჯდე. _ღიმილით ჩავიჩურჩულე და მისკენ წავედი, მაგრამ მის გვერდით მჯდარი ლიზას გახსენებისას ერთ ადგილზე გავხევდი და უხერხული ღიმილით გადავხედე კონსტანტინეს.

-ლიზა, შეგიძლია მისაღებში გახვიდე და იქ დამელოდო.

ხმამაღლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თავით ანიშნა გადიო. ქალი უკმაყოფილოდ წამოდგა ფეხზე, ტუჩები გააწკლაპუნა, მტურლი მზერით ამათვალ-ჩამათვალიერა და ოთახიდან გაკაკუნდა. წარბწეულმა გავაყოლე ქალს თვალი და ტუჩები მარჯვენა კუთხეში ჩავტეხე, გონს კონსტანტინეს ჩახველებამ მომიყვანა. დაფეთებული ხელების ფრიალით წავედი მისკენ. ცალი ხელი წელზე შევუცურე ცალი მუცელზე და ვანიშნე რომ ოდნავ დამყრდნობოდა.

-ფოთოლივით ხარ._მოულოდნელად ჩაილაპარაკა ჩემმა პაციენტმა. არა, განა მისი ლაპარაკი გამიკვირდა, უბრალოდ მსგავსი “კომპლიმენტის” მოსმენამ ცოტა დამაბნია. _მე რომ დაგეყრდნო წონასწორობას ვერ შეიკავებ და იატაკზე მოადენ ზღართანს. _ირონიულად გამიცინა და იატაკს დახედა.

-ჩემი მოვალეობაა შენი მუტანტი მაჯა რამდენიმე თვე ვზიდი, ასე რომ დამეყრდენი.

გაბრაზებულმა დავგესლე. ლევანის თქმის არ იყოს “როცა ხმას არ იღებ ბევრად მიმზიდველი და კარგი გოგო ხარო” ზუსტად ეგ დამემართა იმ წამს. ისეთი თვალებით დამხედა კონსტანტინემ წამით სავარჯიშო ოთახიდან გაქრობა ვინატრე, მაგრამ მივხვდი რომ მსაგვს სურვილებს ასრულება არ უწერია და ჯობია ჩემს საქმეს მივხედო.

-დროს ვკარგავთ. _ჩავიჩურჩულე როცა მივხვდი, რომ კონსტანტინე მართლა არ აპირებდა ჩემს მხარზე დაყრდნობას. _ნუ ნერვიულობ, თუ წავიქცევი ავდგები. _თვალი ჩავუკარი, მისი მარჯვენა ხელი ავიღე და მხარზე ღიმილით გადავიდე. _გავიდეთ, თორემ ლიზა ინერვიულებს. _გავახსენე, რომ მისაღებში ეჭვიანობის ბუკეტი გველოდებოდა.

^?^?^
მთელი დღე გვერდიდან არ მოსცილებია კონსტანტინეს, სულ მის გარშემო ტრიალებდა და ყურადღებას აქცევდა. მე გახარებული ჩემს მოკუჭულ ოთახში ვიწექი და ნესის ვემესიჯებოდი ფეისბუქზე, თან აქაურ ამბებს ვუყვებოდი. მიხაროდა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ წყლის ჭიქით სირბილი რომ არ მიწევდა, მიხაროდა კონსტანტიენს უჟმური სახის ყურება რომ არ მიწევდა და საერთოდ მემგონი ლიზას სახლში ყოფნა მიხაროდა... არა, გატყუებთ, არ მიხაროდა!

საღამოს რვა საათისთვის კიბეებზე ნელი ნაბიჯებით დავეშვი, თან ვცდილობდი არ მეხამურა, მაინტერესებდა რაზე საუბრობდა წყვილი, მაგრამ როგორც კი მისაღებს მივუახლოვდი გამეფებული სიჩუმე დამეტაკა. არაფერი საინტერესო, ლიზას კონსტანტინეს გვერდით დივანზე გათიშულს ეძინა. აშკარელი ქალის ქერა თმებს აწვალებდა და თან ტელევიზორს უყურებდა. ფრთხილად დავდგი ფეხი იატაკზე და სამზარეულოსკენ ჩემი თეფშით ხელში გავემართე, მაგრამ კონსტნტინეს ყურთასმენას კიდევ ვერ გავეპარე.

-შეგიძლია პლედი მომიტანო?

ჩურჩულით მკითხა და მობუზულ ქალს დახედა. ცოტა არ იყოს და არ მესიამოვნა, “რატომ უნდა მივუტანო მე პლედი. გააღვიძოს და უთხრას რომ აქ ცივა და სხვაგან გავიდეს.” გულმოსული ვლუღლუღებდი ჩემთვის და თან მეორე სართულისკენ მივდიოდი პლედის მოსატანად. ღრენილი შევედი კონსტანტინეს საძინებელში და საწოლის ბოლოში ლამაზად დაკეცილ პლედს დავწვდი. “მოიცადე, თუ მოსამსახურე არ არის აბა საწოლს ვინ ულაგებს?” გაკვირვებულმა დავჭყიტე თვალები და ოთახი მოვათვალიერე. “აა, შეიძლება ლიზამ დაულაგა?!” ჩურჩულით წავედი აივნის კარებისკენ და უკანა ეზოს გადავხედე. “ხვალ აუცილებლად გარეთ ვისაუზმებ.” ღიმილით დავგეგმე ხვალინდელი დილა და ოთახი დავტოვე. კონსტანტინე ისევ იმ პოზაში იწვა, ვაი და არ გავაღვიძოო, პლედი დივნის საზურგეზე გადავფინე და ჩემი გზა გავაგრძელე.

-ყავა მინდა.

ისევ კონსტანტინეს ჩურჩულმა შემაჩერა, ღრენით გადავხედე მამაკაცს. ტუჩები ერთმანეთს რაც შეიძლება მაგრად დავაჭირე რამე რომ არ წამომცდენოდა და ცეცხლებ ანთებული თვალებით შევედი სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად. კონსტანტინეს ყავა გავუკეთე, ჩემთვის მწვანე ჩაი, ყველაფერი სინზე დავაწყე და ნელი ნაბიჯებით წავედი მისაღებისკენ.

-არ ჯობია ოთახში ავიდეს და იქ დაიძინოს? _კონსტანტინეს სხეულზე, ოთხად მოკუნტულ ლიზას გადავხედე და შუბლი შევჭმუხნე. _თანაც შენ მდგომარეობაში ამხელა მასის ფეხზე დაწოლა სახარბიელო ნამდივლად არ უნდა იყოს. _ხაზი გავუსვი მის ჯანმრთელობას და თვალები დავაწვრილე.

-არ მტკივა. _დამიღრინა შუბლშეკრულმა.

-დღეს არც გეტკინება, სამაგიეროდ გაგირთულდება და მომიწევს 2 თვის მაგივრად 3 თვე ვიყო აქ!

ყველა ასოში, სიტყვაში და წინადადებაში მეტყობა რომ ჩემ თავზე ძალიან ვზრუნავ. მაგრამ კონსტანტინეს ამბავსაც არ ვხვდები გულგრილი, ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოჯანმრთელება. პირველი იმიტომ, რომ ის ჩემი პირველი სერიოზული პაციენტია და მეორე ამ ყვეალფერზე ჩემი მომავალია დამოკიდებული.

-უნდა გავაღვიძოთ!_ჩავილაპარაკე კატეგორიულმა და ოდნავ გადავიხარე ლიზასკენ.

-ჩემით!_როგორც კი ქალის ფეხისკენ წაღებული ხელი დაინახა სწრაფად ჩაიჩურჩულა და ლიზას მოშიშვლებულ მხარს თითები შეახო. _ლიზა... ლიზა, ადექი და მაღლა ავიდეთ.

ყურთან ახლოს უჩურჩულა, მაგრამ ჩემს ყურთა სმენას მაინც არ გამოპარვია. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა მეგონა, ერთად დაიძინებენ და ხვალ ლიზა დაულაგებს ოთახს. აფერისტული ღიმილით გადავხედე თვალებდასიებულ ლიზას და სავარძლიდან წამოვდექი, ჩემს მწვანე ჩაის რაღაცაზე გაბრაზებულმა დავავლე ხელი და კიბეებისკენ წავედი.

დილით გაგიკვირდებათ და რვის ნახევარზე გამეღვიძა, საკუთარი თავით კმაყოფილმა ტაში შემოვკარი და ფეხზე წამოვდექი. ერთი ორი გამამხნევებელი ვარჯიში გავაკეთე და ღია ფანჯრისკენ წავედი. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა კონსტანტინეს მოვლილ და გადამწვანებულ ეზოში. თხელი, ატლასის გრძელი ხალათი შემოვიცვი და კარებისკენ წავედი, როგორც კი კარები გამოვაღე, ჩემი ოთახის გვერდით არსებული კარიც გაიღო და იქიდან გუშინდელ ფორმაში გამოწყობილი ლიზა გამოვიდა. ჯერ გამიკივრდა, მერე ვიფიქრე რამე ხომ არ აიღო-მეთქი, მაგრამ რვის ნახევარზე რა უნდა აეღო, თანაც ხელში არაფერი არ ეჭირა. ალბათ ჩემი გაკვირვების მიზეზს მიხვდა და არ ესიამოვნა, მე ეშმაკურად ჩამეცინა და გზა გავაგრძელე.
>>>
კონსტანტინეს საძინებლის კარებზე საჩვნებელი თითით ოდნავ დავაკაკუნე, პასუხს არ დავლოდებივარ ისე შევაღე კარები ოდნავ და ნახევრად შიშველ აშკარელს გადავაწყდი. ელდანაცემივით დავახამხამე თვალები და ტუჩებზე მარჯვენა ხელისგული ავიაფარე. აი, რა იცის დაუკითხავად სხვის ოთახში შესვლამ. ზომიერად ნავარჯიშები სხეული და ხორბლისფერი კანი აივნის ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივებზე ძალიან გამომწვევად მიმზერდა. უხერხულად გაჩხერილი ბურთულა დიდი ნერწყვით ჩავაბრუნე უკან და ოდნავ მოშიშვლებულ გულ-მკერდზე თითები ანერვიუელბულმა დავისვი. კარების ხმაზე არც კონსტანტინემ დააყოვნა მოქმედება და წვალებით შემოტრიალდა ჩემკენ. პაციენტს ექთნის დანახვისას ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, როცა მივხვდი რატომ იღიმოდა ასე დამპლურად სწრაფად ავიფარე ხელი თვალებზე და ტუჩები ისევ, ისე დავკუმე როგორც გუშინ.

-რომ გაემზადები მითხარი და დაბლა ჩასვლაში დაგეხმარები.

გულამოვარდნილმა ჩავიჩურჩულე. ღმერთო ჩემო, როგორ იმოქმედა კონსტანტიენს ასეთ ფორმაში ნახვამ. არა, ვერ ვიტყვი რომ ნახევრად შიშველი მამაკაცი არ მყავს ნანახი, აუზზე რამდენიც გინდა... ლევანიც სახლში სულ შორტებით დადის ხოლმე, მაგრამ ეს ნამეტანი იყო. აჩქარებული გულისცემა ძლივს დავიმშვიდე და კიბის მოაჯირს დავეყრდენი ხელებით. ლიზა მისაღებში სუფრას შლიდა და თან თავისთვის ღიღინებდა. წარბები სიცილით შევყარე და ქალის ხმას ყური დავუგდე, მაგრამ ისე ხმადაბლა ჩურჩულებდა ვერაფერი ვერ გავიგე. ოთახის კარების ხმაზე უკან მივტრიალდი და ყავარჯენზე დაყრდნობილ კონსტანიტნეს აჭარხლებულმა გადავხედე. სირცხვილით არ ვიცოდი სად წავსულიყავი. აშკარელს არაფერი არ ეტყობოდა, მემგონი იფიქრა მომეჩვენაო, აბა ასეთი უემოციო სახე როგორ უნდა გქონდეს. თავი ოდნავ გავაქნიე უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად და მამაკაცისკენ წავედი.

-ფოთოლს გავხარ, ფაიფურივით ხარ და ბულმბულივით ჰაეროვანიო არ გინდა, უბრალოდ დამეყრდენი!

წინასწარ გავაფრთხილე და მხარი შევუშვირე, მასაც ბევრი არ უფირქრია ისე დამეყრდნო, მაგრამ ვაი, ამ დაყრდნობას. დავიჯერო ერთ ღამეში ასე დამძიმდა, წინა დღეს შედარებით მსუბუქად მეყრდმობოდა.

-ჩათვალე რომ ფოთოლი ვარ რომელიც ძალის გამოყენების შემთხევაში ხის ტოტს მოწყდება და დაბლა მოადენს “ზღართანს.”_შეწუხებულმა ჩავიჩურჩულე და ვანიშნე რომ მკლავი ოდნავ მოედუნებინა. კონსტანტინემ ირონიული ღიმილით გადმომხედა და ხელი მოადუნა.
ფრთხილი ნაბიჯებით ჩავიყვანე დაბლა ჩვენი დანახვისას ღიმილით წამოვიდა ლიზა ჩვენკენ, თან ცალ ხელში ლამაზად დაჭრილი სალათით სავსე თეფში ეკავა.

-გეთქვა და დაგეხმარებოდი.

ნაწყენმა მიახალა კონსტანტინეს და კიტრის ნაჭერი შეასწორა. მე ისევ უხერხულად გამეღიმა. კონსტანტინე მაგიდასთან მივიყვანე, მერე კი თავისი ძალებით ლიზას გამოწეულ სკამზე დაჯდა და ლამაზად გაწყობილ სუფრას გადახედა.
სამზარეულო-ჩემი სუსტი და ყველაზე მტკივნეული წერტილია, რამდენი ხანია მე და ლევანი მარტო ვცხოვრობთ და საჭმელების გაკეთება მაინც ვერ ვისწავლე. სამაგიეროდ მაკარონს ვხარშავ სასწაულს, ლევანი ყოველთვის მიქებს.
ლიზას გაწყობილ სუფრას რომ გადავხედე ქალურმა სიეშმაკემ მძილა, მემგონი ცოტა დავიბოღმე კიდევაც. “რატომ უნდა გამოსდიოდეს ამ ცხრასართულიანებზე შემხტარს, ასეთი გემრიელი საჭმელები და მე არა-მეთქი.” ხოდა გადავწყვიტე საღამოსთვის რაიმე გემრიელი მომემზადებინა.

-უნდა წავიდე._მოწყენილმა გადაულაპარაკა კონსტანინეს. მამაკაცმა ოდნავ გაუღიმა და თავი დაუქნია._თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.

ტუჩთან ახლოს ხმაურით აკოცა და საჯდომის ქნევით გაემართა კარებისკენ. მეც როგორც ზრდილობიანი “დიასახლისი” სწრაფი ნაბიჯებით ავედევნე და ხის დიდ კარებთან მასთან ერთად გაკრეჭილი გავჩერდი.

-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა._გესლაიანდ ჩაილაპარაკა.

-ჩემთვისაც ზუსტად ისე, როგორც შენთვის!_არანაკელბ სისინით მივახალე და თვალი ჩავუკარი. _კიდევ შემოგვიარე ხოლმე.

მარცხენა ფეხი ოდნავ მაღლა ავწიე და კარებს ორივე ხელით დავეყრდენი, თან ირონიული ღიმილი ვაცილებდი გარეთ გასულ ლიზას. როგორც კი ჭიშკარი დაიკეტა და ქალის სილუეტიც გაქრა, ღიმილი სახიდან მოვიშორე და კარები ხმაურით დავკეტე.

მისაღებში დავბრუნებულმა დივანზე წამოწოლილ კონსტანტინეს ეჭვის თვალით გადავხედე, ჩემმა პაციენტმა ჩემი მზერა დაიჭირა და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მომანათა. სწრაფად მოვედი გონს და თავი ოდნავ გავაქნიე ფიქრების გასაფანტად, კონსტანტინესაც ოდნავ გავუღიმე და სავარძელში ჩავესვენე დაღლილი.

-დღეს ფეხბურთებია._რიცხვი და თვე გამახსენდა, მერე ლევანის ნაქები გუნდების სახელები და ღიმილით ჩავილაპარაკე. აშკარელს ორივე თვალი ერთდროულად გაუფართოვდა, ალბათ არ ელოდა ჩემგან... ან უბრლაოდ გოგოსგან არ ელოდა. _ჩემი ბიძაშვილი ელოდებოდა და..._სულელი ბავშვივით ვიმართლე თავი. კონსტანტინემ თავი ოდნავ მაღლა ასწია და ისევ ტელევიზორს გადახედა.

-ჩემს ოთახში, კომოდზე კომპიუტერი დივს და შეგიძლია ჩამომიტანო?

ხმადაბლა მკითხა და თვალები დამიჟუჟუნა, მემგონი ლიზას ნახვამ შედეგი გამოიღო და ცოტა მოლბა. ან უბრალოდ ჩემ მკაცრ მზერას ვეღარ უძლებს და იძულებულია თხოვნით მომმართოს. ღიმილით დავუქნიე თავი და ფეხზე წამოვდექი, ყავის ფინჯანი ჟურნალების მაგიდაზე დავდე და ჩქარი ნაბიჯებით წავედი კიბეებისაკენ.

კიდევ ერთხელ მომიწია კონსტანტინეს ოთახის დათვალიერება. როგორც კი შევედი საოცარი სურნელი მეცა, წინა საღამოსაც კი შევამჩნიე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ღიმილით შევისუნთქე ოთახში დაგუბებული სასიამოვნო ჰაერი და კომოდისკენ გაკრეჭილი წავედი. კომპიუტერი გულზე მივიხუტე, კარებისკენ შევტრიალდი და ადგილზე გავხევდი.
“სხვის ოთახში დაუკითხავათ ამდენიხანი გაჩერება უზრდელობაა!” საკუთარ თავს გავუბრაზდი და კომპიუტერით ხელდამშვენებული კონსტანტინესთან გავემართე.
>>>
მეორე დღეს ჩემი ძვირფასი ბიძაშვილის ზარმა გამაღვიძა, ზლაზვნით გადავწვდი იატაკზე დაგდებულ ტელეფონს და თვალებმოჭუტულმა ვუპასუხე.

-ამ დილაუთენია, რა ზურნა გინდა?_გაბრაზებულმა დავუღრინე და ორივე თვალი ძალიან მაგრად დავხუჭე.

-გილოცავ.

მოკლედ გამცა პასუხი და გაიცინა. თვალები წამის მეასედში გამიფართოვდა. გაკვივებული წამოვჯექი საწოლზე და ცალი ხელი გაშლილ მუხლზებზე დავიდე. ღმერთო ჩემო, მემგონი მართლა ვბერდები. მემგონი კი არ აუკვე დავბერდი, საკუთარი დაბადების თარიღიც კი არ მახსოვდა.

-დღეს 23 ივლისია?_თვალებდაჭყეტილმა ავხედე ჩემი საწოლის თავზე გაკრულ პატარა კალენდარს. _პირველი ხარ._გახარებული წამოვფრინდი ფეხზე და სარკის წინ დავტრიალდი.

-ნესის არ მოულოცია?_დარწმუნებული ვარ პირდაღებულმა მკითხა.

-არა, ალბათ გუშინ ადრე დაიძინა და ჯერ კიდევ ძინავს.

სიცილით გავამართლე მეგობარი, ან კი რა ქონდა გასამართლებელი. მე და ნესი არასდროს ვიგიჟებდით თავს პირველობაზე, ჩვენთვის ყოველთვის მთავარი იყო ერთმანეთის დაბადების დღეებზე ერთად ვყოფილიყავით და ღირსეულად აგვეღნიშნა.

-ჩაეძინებოდა აბა რა იქნებოდა, მთელი დღეები იმ ლიყიანთან ერთად დადის. _გამწარებულმა დაიჩურჩულა.

-რა?_ყური მოვიყრუე მე.

-ანასტასია, ვიცი რომ გაიგონე!_სკმადო კარგად მიცნობს ლევანი.

-ხო, გავიგონე და თუ ნორმალურად არ მოქიცევი, კიდევ დიდხანს ისერინებენ ერთად!_დავგესლე და ტელეფონი გავუთიშე.

საათის ისრებს გავხედე და გახარებულმა დავაფახუნე თვალები, “ჯერ ერთი საათი წინ მაქვს, ჩავალ ყავას გავიკეთებ და ისევ დავწვები.” დავსახე გეგმა და პიჟამოებში გამოწყობილი გავედი გარეთ. მიუხედავად პირველი დღის ინციდენტისა მაინც არ მერიდებოდა საწოლის ფორმაში გამოწყობილს დერეფანში ტანტალი, თანაც განსაკუთრებული არაფერი მცმია, მოკლე შორტი და ბრეტელებიანი მაისური. ეგეც რომ არ იყოს რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კონსტანტინეს დილის 7 საათზე მკვდარივით ეძინებოდა. გაბადრული სახით გავაღე კარები და კიბეებისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი.

-დილა მშვიდობისა._ოთახის კარებთან ასვეტილ კონსტანტინეს ტუჩებდბრეცილი მივესალმე და ყავის ფინჯანს ორივე ხელი მაგრად მოვხვიე.

-დილა მშვიდობისა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ერთიანად ამათვალ-ჩამათვალიერა, მერე კი ტუჩები ერთმნეთს ოდნავ დააშორა და ჩემთვის გაუგებარი ბგერები ჩაიჩურჩულა.

-ყავა ხომ არ გინდა?_ჩემი ფინჯანი ოდნავ წინ გავწიე და გავუცინე.

-არა, შენ ტკბილ ყავას სვამ, ახლას თუ გამიკეთებ..._ოდნავ წამოზრდილ წვერიან ნიკაპზე თითები დაისვა და თვალი ჩამიკრა.

-ჩემი ყავის შემოთავაზება აზრადაც არ მომსვლია. _ჩავიბურტყუნე და კიბეებზე დავეშვი.

მემგონი იმდენად ვარ მიჩვეული მამაკაცთან ერთად ცხოვრებას და სახლში თავისუფლად სიარულს კონსტანტინესი არც კი მერიდება. სახლში სულ ხალათით და პიჟამოებით დავდიოდი, იშვიათად ტანსაცმელში ვენახე ვინმეს. რა ვქნა, მიჩვეული რასაც ვარ იმას ვაკეთებ, თანაც მემგონი არაფერს არ ვაშავებ. გამომწვევად მე არ მაცვია და კონსტანტინეს კიდევ საცოლე ყავს, ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის. თანაც იუბილარი ვარ და ყველაფერი მეპატიება, ბოლოს და ბოლოს 25 წლის გავხდი.

დაუფიქრებლად, მოულოდნელად, საიდანღაც კონსტანტინეს ნახევრად შიშველი სხეული წარმომიდგა თვაწინ. ყველაფერი ერთმანეთში აირია, ზომიერად გარუჯული მოშიშვლებული ზურგის და მხრების გარდა ვერაფერს ვერ ვხედავდი. ფიქრებმა ამიყოლიეს და სიამოვნების მორევში ჩამითრიეს, გაგიკვირდებათ და საშინლად მესიამოვნა კიდევ ერთხელ იგივე სურათის ხილვა, მერე რა მეხსირებიდან რომ იყო ამოქექილი... მთავარია ერთხელ ვნახე!

მთელი დღე მისაღებში ვიჯექი და ნესის ზარს ველოდბოდი, თავიდან ვიფიქრე ალბათ სურპრიზს მიწყობს და სპეციალურად არ მეხმაინება-მეთქი, მაგრამ მერე ლევანმა რომ დამირეკა და მითხრა წეღან ნესის ველაპარაკე და გიგასთან ერთად წყნეთში ადის ორი დღითო თვალები შუბლზე ამივიდა. ვიფიქრე, ალბათ ლევანის გასაგიჟებლათ მოიგონა ტყუილი-მეთქი... სასწრაფო წესით გადავურეკე დაქალს, მაგრამ არ მიპასუხა. გაწბილებულმა დავაგდე ტელეფონი მაგიდაზე და დივანზე ჩაძინებულ კონსტანტინეს ცალი თვალით გადავხედე. როცა დავრწმუნდი რომ ღრმა ძილით ეძინა, ნელა წამოვდქი ფეხზე და დივნის საზურგეზე გადაკიდებული თხელი პლედი ფრთხლად მივაფარე. ტელევიზორი გამოვრთე და გადამრთველი მაგიდაზე დავდე.

რაც ამ სახლში გადმოვედი ყავას ძალიან დავეჩვია, არა, აქამდეც არ ვიკლებდი, მაგრამ იმ დოზით რა დროზითაც კონსტატინეს სახლში ვსვამ ტყუილია. გაბადრული სახით მოვსვი სასიამოვნო ყლუპი და ისევ სავარძელში ჩავჯექი, ლეპტოპი ფეხებზე დავიდე და სოციალურ ქსელში შევიჭყიტე. ცხოვრებაში პირვლად გამიხარდა ასე ძალიან სოციალურ ქსელთან სტუმრობა, იმდენი მოლოცვა და თბილი შეტყობინება დამხვდა. მართალია ზოგს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მაინც მესიამოვნა. ერეკლეს შეტყობინებაც დამხვდა, ჯერ დაბადების დღე მომილოცა, მერე მომიკითხა და ბოლოს ჩემი პაციენტის მდგომარეობა გაიგო.
ცოტახანში იქაურობაც მომბეზრდა და ვრაითერის ფაილი გახვესენი. ჩანაწერებს ბავშვობიდან ვაკეთებ, ადრე დღიურში ვწერდი, მაგრამ თითქმის 5 წელია კომპიუტერს არ მოვცილებივარ, მერე ეს ყველაფერი ფურცლებზე გადამაქვს, ლამაზად ვკინძავ და ვინახავ. კონსტანტინემ ძილში რაღაცა წაიჩურჩულა და ჩემი ყურადღებაც მიიქცია, ორივე ყური დავძაბე, მაგრამ ხმა აღარ განმეორებულა.

სახლში ყოფნით რომ დავიღალე უკანა ეზოში გავედი კომპიუტერითურთ, რამე კარგ ფილმს მაინც ვუყურებ-მეთქი. ერთი საათი ქართულ კომედიური ჟანრის სერიალს ვუყურებდი, მერე ისიც მომბეზრდა და გადავწყვიტე კოსტანტინეს მსგავსად დამეძინა. კომპიუტერი ხის დაწნულ მაგიდაზე დავდე და ჰამაკში კომფორტულად მოვკალათდი.

-გილოცავ!

ძილბურანში მყოფს გაუკრვევლად ჩამესმა ვიღაცის ხმა. ჯერ მარჯვენა თვალი გავახილე, მაგრამ საკუთარ მხედველობას ვერ დავუჯერე ამიტომ, სწრაფად მივაყოლე მარცხენაც და თავზე წამომდგარ ყავარჯნიან კონსტანტინეს გაკვირვებულმა ავხედე. აზრზე რომ მოვედი თვალები რამდენჯერმე დავაფახუნე და თავი ოდნავ წამოვწიე იმის გასააზრებლად თუ რა მითხრა. ალბათ მიხვდა ჩემი გაკვირვების მიზეზს და ღიმილით წაიღო ხელი უკან.

-ტელეფონი მისაღებში დაგრჩა, შეტყობინება მოგივიდა, სხვათაშორის გამაღვიძა_მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა პაციენტმა. _ ეკრანზე დიდი სურათი იყო და ჩემდაუნებურად წამეკითხა.

თავი იმართლა და ეკრანი გაანათა. თვალები კიდევ უფრო გამიფართოვდა ჩემი მშობლების სახლის ეზოში ბუშტებით ხელდამშვენებული ნესი რომ დავინახე, მის უკან კი ლამაზი სანთლებით “დაბადების დღეს გილოცავ” ეწერა. გახარებულმა და გაბადრულმა ხელისგული ტუჩებზე ავიფარე და სიცილი დავიწყე. გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ნესი ასე უნამუსოდ არ დაივიწყებდა, ასეთ მნიშვნელოვან დღეს, თანაც იცის როგორი ძვრიფასია ჩემთვის ჩემი დაბადების დღე. ისიც იცის როგორი ძვირფასია ჩემთვის ჩემი მშობლების სახლი. გაბადრულმა ავხედე წარბწეულ კონსტანტინეს და გავუცინე.

-დიდი მადლობა.

დაბნეულმა ამოვილუღლუღე და თვალები დავაფახუნე. ძალიან მესიამოვნა ჩემი პაციენტის მოლოცვა, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. დიდი ხომ არაფერი, არც გამორჩეული ფრაზებით გამოსულა, მაგრამ მე მაინც მესიამოვნა და გამიხარდა... ალბათ იმიტომ, რომ ნესის ამბავიც მან შემატყობინა. რაღაცის თქმა დავაპირე მოულოდნელად საიდანღაც გამოვარდნილი ლიზა რომ დაგვადგა თავს. დაღებული პირი სწრაფად დავკუმე და ქალს ღიმილით გადავხედე, იმ აფთარმა კოპები შეკრა და თვალები დამიბრიალა. ქალის საქციელზე ხმამაღალი სიცილი ლამის ამიტყდა, მაგრმა ისევ კონსტანტინესი მომრიდა და ჩუმი ჩაცინებით შემოიფარგლე. ფრთხიალდ წამოვდექი ფეხზე და ჩემ პაციენტს მხარზე ხელი ქალური ეშმაკობით დავადე, ლიზას რეაქციასაც არ დაუგვიანია. თვალებიდან ცეცხლები დააკვესა, რამაც ჩემი ხასიათის გაუმჯობესება გამოიწვია.

-ძალიან დიდიხანი ფეხზე ნუ იდგები და ნუ დატვირთავ, ჯობია დაჯდე. _ღიმილით დავმოძღვრე და ჰამაკზე მივუთითე. _თქვენ აქ იყავით მე წვენს გამოგიტანთ.

ირონიული ღიმილით გადავხედე ლიზას და სახლისკენ წავედი, მაანმდე კი კონსტანტინე კომფორტულად მოვაკალათე ჰამაკში. აშკარად მიმიხვდა ეშმაკობას და შუბლი შეკრა, მაგრამ ჩანაფიქრი მაინც ვერ გადამაფიქრებინა. ჩქარი ნაბიჯებით შევედი სამზარეულოში მაცივრიდან ცივი წვენი გამოვიღე, ჭიქებში გავანაწილე და ისევ ეზოსკენ გავუყევი გზას.

>>>
-ანასტასია..._კომპიუტერში ჩამძვრალს ჩემი პაციენტის ხმა მომესმა, კითხვის ნიშნებით ათმაშებული თვალები მივანათე და გავუყურსე. _თუ გინდა დღეს შეგიძლია წახვიდე.

-სად?_გავიკვირვე.

-არ ვიცი, სადაც გინდა... დაბადების დღე აღნიშნე. _მხრები აიჩეჩა აშკარელმა.

-დაბადების დღე გაქვს?_კონსტანტინეს სიტყვებს სწრაფად გამოეხმაურა ლიზა.

-კი. _ლოყებგაწელილმა ვუპასუხე და კომპიუტერს ცალი თვალი შევავლე, თან აშკარელის წინადადებაზე დავფიქრდი.

-რამდენი წლის გახდი?... ან არ მითხრა გამოვიცნობ._გაკრეჭილმა მკითხა, მერე საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო, ალბათ ასე ფიქორბს ხოლმე. ფიქრობს კი საერთოდ?!_30?_წამოიყვირა უცებ.

ჰმ, როგორი დაბალი დონის იუმორი აქვს, არადა წესით აშკარელისნაირი კაცს ასეთი მდარე იუმორის მქონდე ქალი გვერდით არ უნდა ყავდეს. სად აქვთ ამ კაცებს ჭკუა!

-30 წლის 5 წელში გავხდები და მერე დამგესლე. _მივახალე და ფეხზე წამოვდექი. _დროებით, თუ რამე დაგჭირდება ჩემი ნომერი სამზარეულოში, მაცივარზეა გაკრული და დამირეკე. _ხელის აწევით დავემშვიდობე კონსტანტინეს.

>>>
როგორც კი სახლიდან გავედი ლევანის ნომერი ავკრიფე და ვაცნობე რომ სახლში მივდიოდი, მერე ოპერატიულად გადავურეკე ნესის და ისიც ჩემთან დავიბარე სახლში დაბადების დღის აღსანიშნად. ბევრი არ მიფიქრია, პროდუქტები ჩვენ კორპუსთან მდებარე მაღაზიაში ვიყიდე და ავიტანე. ლევანისმ პატარა შოკოლადის ტორტი დამახვედრა 25 სანთელითურთ.
როგორც ყოველთვის ამჯერადაც ძალიან ვისიამოვნე, იმ ხალხთან ერთად ვიყავი ვინც ჩემთვის ყველაფერია. მთელი საღამო ვიკრიჭებოდით და ამბებს ვიხსენებდით, ჩემი და ჩემი პაციენტის ურთიერთობაზეც მოვუყევი ბიძაშვილს. თავიდან ცოტა გამიბრაზდა პიჟამოებით ნუ დატანტალებო, მაგრამ მერე ავუხსენი რომ განზრახ არ მიქნია და ცოტა დამშვიდდა.... თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ ბოლომდე ვერა. გვიან დავიშალეთ, ლევანმა ჯერ მე მიმიყვანა ჩემი პაციენტის სახლში, მერე ნესი წაიყვანა კაცმა არ იცის სად.

ფეხაკრეფით შევედი სახლში, ტუფლები იქვე გავიხადე და ფეხისწვერებზე სიარულით წავედი კიბეებისკენ.

-როგორი დრო გაატარე?_ზურგს უკან კონსტანტინეს ბარიტონი მომესმა, ნასიამოვნებმა ხმადაბლა ჩავიცინე და ჩაბნელებული მისაღებისკენ მივტრიალდი.

-ძალიან კარგი, შენ?_ირონია ნარევი ტონით ვიკითხე და თვალებით ლიზა მოვძებნე, მაგრამ ვერსად ვერ დავლანდე და ისევ კონსტანტინეს სილუეტს გავუსწორე თვალი.

-მე..._ხამდაბლა ჩაილაპარაკა და ოდნავ წამოწია. _ნორმალურად._დაასრულა და წვალებით წამოდგა ფეხზე.

-ოთახამდე აგაცილებ. _სწრაფად მივარდი პაციენტს და ხელი წელზე მოვხვიე.

-აცილება არ და მიცილება დამჭირდება _ხმადაბლა ჩაიალაპარაკა.

-ანუ..._დავიბენი.

-შენი რჩევა გავითვლაისწინე და პირველ სართულზე ჩამოვედი. _თავი ოდნავ დამიქნია და გამიღიმა.

ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე აკითხავდა ლიზა კონსტანტინეს, ხანდახან პროდუქტებიც მოქონდა. ისეთი მზრუნველი ქალის როლს თამაშობდა ზოგჯერ სურივილი მიჩნდებოდა გამეწეწა, მაგრამ რომ მკითხოთ რატომო ვერ გიპასუხებთ. რა ქნას, საქმროა და ლოგიკურია მასზე ღელავს. უბრალოდ არ ვიცი მე რა მჭირს, რომ გითხრათ კონსტანტინეზე ვირევი და ვეჭვაინობ-მეთქი მოგატყუებთ. მგონია რომ ეს ყველაფერი ფარსია და ლიზა თამაშობს, ან მე ვაზვიადებ ყველაფერს და იმდენად მაქვს ეს უაზრო ფიქრები გამჯდარი, რომ რაღაცებს თავად ვიგონებ. ლანას და ბესოს ძალიან დავუახლოვდი, ორივე ისეთი თბილი და მეგობრულია. სახლის დალაგებაც საკუთარ თავზე ავიღე, ვინაიდან და რადგანაც კონსტანტინეს მოახლე არა და არ გამოჩნდა. მთელი დღეები, ან სახლში ვიჯექი, ან ეზოში. ათაში ერთხელ თუ გავიდოდი რამდენიმე საათით ნესის და ლევანის სანახავად ქალაქში. მაღაზიებში გასვალას და განტვირთვასაც ვეღარ ვახერხებიდ და ცოტა არ იყოს გადავიღალე.
>>>
კარების ხმაზე თვალები და ყურები ერთდროუალდ ვჭყიტეთ მე და ლანამ. ლიზას დანახვისას ორივემ ერთდორუალდ დავმანჭეთ ტუჩები და ფეხზე წამოვდექით. ლანა განსაკუთრებით შემაყვარა მისმა აღიარებამ ლიზასთან დაკავშირებით. ერთხელ შემთხევით შეხვდნენ ერთმანეთს ეზოში, ლიზა მიდიოდა და ლანა მოდიოდა. უმცროსმა აშკარელმა ისეთი სახე მიიღო მიმიქარავს ლიმონნაჭამი ადამიანი. თვალების ბრიალით გადახედა, ოდნავ ჩაუღიმა და სახლისკენ აიღო გეზი. მე თვალები გამიფართოვდა ბესოს რეაქცია არ ქონია, კონსტნატინე სახლში იჯდა და ვერაფერს ხედავდა. ლიზამ მძიმედ ამოიხვნეშა და გზა განაგრძო.

-ზუსტად 10 წელია ვიცნობ და 10 წელია მაღიზიანებს!_როგორც კი ლანას ოთახში ავედით საუბარი დაიწყო.

-10 წელია იცნობ?_გაოცებისგან პირი დავაღე. დასტურის ნიშნად თავი დამიქნია და საწოლზე დაწვა.

-ჩემი კლასელი იყო ხოლმე. _თვალები სასაცილოდ გადაატრიალა და მობეზრებულმა ჩაიდუდღუნა.

-ანუ, კონსტანტინესთანაც დიდიხანია ურთიერთობა აქვს?!_თითქოს ლანას ნათქვამმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, თავი შეუძლოდ ვიგრძენი. ჩავთვალე რომ ამდენწლიანი ურთიერთობის დაშლა შეუძლებელი იყო, ან კი რატომ ვფქირობდი ურთიერთობის დასრულებაზე.

-არც ისე, კოსტანტინე 5 წელი ინგლისში იყო საცხოვრებლად... რომ ჩამოვიდა მერე გაიცნო ლიზა, მაგრამ თავიდან არ მოეწონა, დროთა განმავლობაში დახლოვდნენ. _ბოლო წინადადება ბოროტულად მოხითხითემ ჩაილაპარაკა. _შენ რას შვები, მარტო ხომ არ გიჭირს?

რა დროს ჩემი გაჭირვება იყო, ჯერ კიდევ კოსტანტინეს და ლიზას ურთიერთპობაზე ვფქირობდი, ე.ი. თავიდან არ მოეწონა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ახლა ერთად არიან. ლანას უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გავუქნიე, ფანჯარასთან მივედი და ეზოში მოსიყვარულე წყვილს ალმაცერად გადავხედე.

^?^?^
ერთი ორჯერ კონსტანტინესთან კამათიც მოვასწარი, მართალია ხშირად არ ვსაუბრობთ, მაგრამ როცა ვსაუბრობთ სულ ვკამათობთ. სულ ცდილობს დამასაქმოს და ნერვები მომიშალოს. თვითონ რა ენაღვლება, დივანზეა არხეინად წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებს, ან კომპიუტერში აკეთებს რაღაცებს. კვირის ბოლოს ბატონი ამირეჯიბი გვესტუმრა, დაგვხედა, მოგვიკითხა და წავიდა. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა ვერ მივხვდი, მაგრამ, ალბათ ყურადღება გამოიჩინა პაციენტის მიმართ.

-მემგონი დროა შენითაც სცადო რაღაცები მოტანა.

გაგულისებულმა დავუღრინე პაციენტს და კოპები შევკარი, მაგრამ ვაი, იმ შეკვრას. ისეთი თვალებით გადმომხედა, ნელი ნაბიჯებით ავდექი ფეხზე და სამზარელოსკენ უკანმოუხედვად მოვუსვი, თან გამწარებული ენას ვაჭერდი კბილებს და საკუთარ თავს ვაწამებდი.

-ლიზა რატომ აღარ მოდის?_ქვედა ტუჩზე კბილები დავისვი და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. კონსტანტინემ წარბწეულმა გადმომხედა “რა შენი საქმეა” მზერით და ყავა მოსვა. _რამდენიმე დღეა არ ყოფილა და გამიკვირდა, ხომ კარგად არის?_ენას არ ვაჩერებდი.

-კარგად არის! _მოკლედ გამცა პასუხი და როგორც ყოველთვის უყურადღებოდ დამტოვა.

-გინდა დამოუკიდებლად ეზოში გასვლა სცადე._სიჩუმით დაღლილმა წამოვიყვირე და ხელისგულები მუხლებზე დავიტყაპუნე.

-საშიში არ არის?_ალბათ ჩემი სიტყვები ძალიან ცუდად დაამახსვორდა.

-საშიში არის, მაგრამ დაგეხამრები. _თვალი ჩავუკარი, ფეხზე წამოვდექი და მოკლე შორტები შევისწორე.

საკუთარი თავი რამდენიმე ქალურ ხრიკში გამოვიჭირე, დილაობით ძალიან დიდიხანი ვფიქრობ რა ჩავიცვა, რა ფერი და როგორ მოვიხდინო. არა, ადრეც მჭირდა მსგასვი წიკები, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. მითუმეტეს სულ სახლში ვარ და არსად გავდივარ. მერე კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალში გამოვიჭირე ჩემი გარყვნილი მე, გვიან ღამით კონსტანტინეს მოშიშვლებულ ზურგზე მეფიქრება, თან ეგეც რომ არ იყოს ბოლო დროს სულ მოკლე კაბებით და შორტები დავდივარ. მაგრამ რად გინდა, კონსტანტინეს რეაქცია არ აქვს, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ქალური ღირსებები არ გამაჩნია, არადა ვერცერთის სიმცირეზე დავიწუწუნებ. “აშაკარელი ლიზას ღირსებებს ყავს გადარეული და რაში აინტერესებს ჩემი. “-გაწბილებული საკუთარ თავს ველაპარაკები ხოლმე. ამჯერადაც ჩემი მოკლე შორტი უბრალოდ მოკლე შორტი იყო და მეტი არაფერი. კონსტანტინე ფრთხილად წამოდგა ფეხზე, ჯერ მარჯვენა ფეხი დადო იატაკზე მყარად, მერე დაშავებული მარცხენა და ოდნავ წამოწია, მეც სასწრაფო წესით მივაშველე ჩემი მოშიშვლებული მხარი.

-ფრთხილად. _როგორც კი მოღონიერებული და მონდომებული კონსტანტინე დავინახე შენიშვნა მივეცი და ვაიძულე ნელა ემოქემდა. ნელი ნაბიჯებით მივიწევდით ეზოში გასასვლელი კარისკენ, კონსტანტინე ცდილობდა ძლიერი ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ მარცხენა ფეხის დამსახურებით ისე არ გამოსდიოდა როგორც მას უნდოდა. თუმცა მოიხედავად ამისა, მაინც ცდილობდა.

-რა მაგარია!_გახარებულმა წამოვიკივლე როგორც კი ჰამაკზე დაჯდა და ადგილზე შევხტი. _ამის მერე ვეცდებით სულ, ასე ვიაროთ. _თითი დავუქნიე და გვერდით მივუსკუპდი. _ძალიან ხომ არ დაიტვირთა?_მუხლზე მივადე ხელი და თითებით მოვსინჯე გამაგრებული ხომ არ იყო.

-არა, კარგად ვარ. _დამამშვიდა და თვალი ჩამიკრა.

-გინდა ცივი ყავა დავლიოთ?

გაშინაურებული შევხუნტრუცდი ადგილზე და ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი. კონსტანტინემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჰამაკზე ოდან გადაწვა. სწრაფად წამოვფრინდი ფეხზე და სახლისკენ სირბილით წავედი, სწრაფად გადმოვიღე კარადის თავზე შემოდებული ბლენდერის ყუთი და წვალებით დავდგი მინის მაგიდაზე. კარადიდან დიდი მინის ჭიქები გამოვიღე და გაბადრულმა დავაწყვე მაგიდაზე. ყველაფერს მომღიმარი სახით ვაკეთებდი იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხევა როცა კონსტანტინეს კამათის გარეშე ვუკეთებ რაღაცას, თანაც საკუთარი სურვილით. ყველაფერს რომ მოვრჩი ფინჯნები სინზე დავაწყვე და გასასვლელისკენ წავედი, მოულოდნელად კარები რომ გაიღო და მომღიმარი ლიზა გამოჩნდა. ყბადავარდნილმა სინი ოდნავ დაბლა დავწიე და მძიმედ ამოვიხვნეშე. ყავის ფინჯნებს უღიმღამოდ დავხედე, მერე ისევ ლიზას და ბოლოს ჰამაკში გაწოლილ კონსტანტინეს გადავხედე.

-ეზოშია. _ჩავიჩურჩულე ხმადაბლა და ჩემკენ წამოსულს სინი გავუწოდე._დალიეთ, გესიამოვნებათ. _ლიზას პასუხის არ დავლოდებივარ ისე წავედი კიბეებისკენ.

ოთახის კარები გაგულისებულმა დავხურე და პატარა საწოლზე გაშხლართული გადავწექი. ღია ფანჯრიდან ლიზას წიკვინა ხმა ისმოდა და ისედაც აშლილ ნერვებს უარესად მიშლიდა, გაბრაზებული წამოვხტი ფეხზე და ფანაჯრას ვეცი. უნდა დამეკეტა, მაგრამ მერე გამახსენდა როგორ ვიწრო ოთახში ვცხოვრობ და გადავიფიქრე, გაგუდვას ისევ ლიზას ვუსმინო მირჩევნია-მეთქი. ისევ საწოლს დავუბრუნდი და ჭერს ავხედე. ძლივს ნომრალური ურთიერთობსკენ გადავდგით ნაბიჯი და მურმანის ეკალივით ამოიფურჩქნა დედაკაცი ლიზა. “ცივ ყავას რაღას აძლევდი, ამოგეტანა აქ, დალევდი მაინც.”- უაზრო ქცევისათვის დავტუქსე ჩემი თავი და ოთახის კარებს გავხედე, დაბლა ჩასვლა და ყავის გაკეთება ვიფიქრე, მაგრამ გაბრაზებულ გულზე არც ყავა მინდა და არც შოკოლადი.

-ჩადი და მიუჯექი გვერდით. _ჭკვიანური რჩევა მომცა ნესიმ და გადაიკისკისა.

-ახლა ლიზასთან ერთად ამ სიცხეში ჯდომას მირჩევნია, ისევ ამ ამოხუთულ ოთახში ვეწამო. _ამოვიკნავლე საცოდავად და თხელი რვეული დავინიავე. _შენ რას შვები, რაო ლევანიკომ?_სიცილით მოვიკითხე ბიძაშვილი.

-დღეს დილით დამირეკა საღამოს სავახშმოდ მივიდვარ მეგობრებთან ერთად და წამოხვალო?_გახარებულმა ჩამომირიკინა.

-მერე..._დაიმდებულმა ჩავილუღლუღე.

-მერე... მერე მირჩიე რა ჩავიცვა, როგორ სიტუაციაში ვახშმობენ ხოლმე?_აჟიტირება ვერ დამალა დაქალმა.

-სოლიდურად არა, ბუდას ბარში მიდიან ხოლმე და იქ ვახშმონებ. რამე კაბა ჩაიცვი და ფეხზე დაბლები.

-კარგი, წავალ გავემზადები. _ბედნიერი ხმით დამემშვიდობა და ტელეფონი გამითიშა.

ბოლოს საკუთარ თავთან ბრძოლის შედეგის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე დაბლა ჩასვლა, იქნებ რა სჭირდება კონსტანტინეს. ბოლოს და ბოლოს მისი ექთანი ვარ და ვალდებული ვარ ყველა დეტალი ვიცოდე. წელში გამართული წამოვდექი ფეხზე, შორტი ოდნავ მაღლა ავიქაჩე და დინჯი ნაბიჯებით გავემართე გაასასვლელისკენ. კონსტანტინე ისევ ჰამაკში იჯდა და მოტიტინე ლიზას უსმენდა, მომენტებში შუბლს კრავდა და წარბებს ჭმუხნიდა. ნაბიჯების ხმაზე ორივემ მე გამომხედა, ლიზამ იმ წამსვე გაატრიალა თავი. კონსტანტინემ სანამ მასთან არ მივედი მზერა არ მომაშორა, ბოლოს იძულებული გახდა ენად გათქვეფილი ლიზასთვისაც მიექცია ყურაღება.

-სახლში შესვლა ხომ არ გინდა?_ღიმილით ვკითხე და სავარძელში ჩავჯექი. თან პარალელურად გაბრაზებული ლიზასკენ ვაპარებდი მზერას.

-არა, ჯერ არა. _მოკლედ მომიჭრა და თითქმის საცოლეს გადახედა. _გინდა ბესოს ვეტყვი და სახლში ის წაგიყვანს. _წაგიყვანსო რომ გავიგე ყურებამდე გაკრეჭილმა დავძაბე სმენა და მხედველობა. ლიზას აშკარად არ ესიამოვნა კონსტანტინეს შეთავაზება და ტუჩები უკმაყოფილოდ დამანჭა, თქმით არაფერი არ უთქვამს მარტო თავი დააქნია და გაიყურსა.

-ცივი ყავა როგორ მოგეწონათ?_დუმილი ისევ მე დავარღვიე.

-ტკბილი იყო. _თავისი ჭკუით მინისუ დამიწერა ლიზამ.

-ეგ იმიტომ, რომ ჩემი ყავა მოგეცი. _ირონიულად დავგესლე და სავსე ჭიქას გადავხედე._უი, საერთოდ არ დაგილევია?_ცინიკურად შევიცხადე და ტუჩზე ორი თითი მივიდე, კონსტანტინემ თვალებმოჭუტულმა გადმომხედა. მემგონი იფიქრა გიჟია და მალავსო. _გათვალისწინებული არ მყავდი, თორემ შენც გაგიკეთებდი. _შევახსენე დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსით რომ იკავებდა კონსტნაიტნეს გვერდით ადგილს.

-არა უშავს, ყავა დიდად არ მიყვარს. _”ღიმილით დამამშვიდა” ლიზამ და ფეხზე წამოდგა. _წავალ მე, დღეს გოგონებთან უნდა გავიდე და არ მინდა დავაგვიანო. _კბილების ღრჭიალით ჩაიდუდღუნა და კონსტანტინეს ტუჩთან ახლოს აკოცა. ქალის საქციელით გაღიზიანებულმა თვალები ცისკენ ავქაჩე და ტუჩები გამოჯავრების მიზნით გადავატრიალე, მაგრამ ვაიმ ზუსტად მაგ დროს გამომხედა კონსტანტინემ, სწრაფად გავასწორე მზერა და პაციენტს მორიდებით გავუღიმე.

მეორე დღეს ლიზა საერთოდ არ გამოჩენილა და შანსი მოგვეცა მე და კონსტანტინეს მშვიდ გარემოში დაგველია ჩემი მომზადებული ცივი ყავა. მაგრამ სამწუხაროთ ზუსტად იმ დღეს გამოუჩნდა კონსტანტინეს გადაუდებელი საქმე სკაიპში და მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულა. ხანდახან თუ დამიძახებდა ყავა შემომიტანეო, თორემ ისე ხმაც არ გაუცია. მეც გაბუსხული ვიჯექი მისაღებში და ათასი უაზრო ფიქრით ვირთობდი თავს. ბოლოს არაფრით დაღლილს დივანზე ჩამეძინა, თვალები რომ გავახილე ზუსტად ის პლედი მეფარა რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარი ხელით გადავაფარე ჩემ პაციენტს. დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ კონსტანტინეს საქციელი ძალიან მესიამოვნა, ღიმილით წამოვდექი ფეხზე, პლედი შიშველ მხრებზე მოვიხურე და კიბეებისკენ წავედი.

>>>
ლიზა ისევ გაქრა, ან გამოჩენა რა იყო, ან გაქრობა. თუ ყურადღებას იჩენ შეეცადე კვირაში ორჯერ მაინც მოხვიდე. ორი დღე რომ არ გამოჩნდა ვიფიქრე საქმეები აქვს-მეთქი, მერე მესამე დღესაც რომ არ გამოჩნდა და კონსტანტინესაც ვერაფერი შევატყე ცოტა დავეჭვდი, მაგრამ საკუთარი თავის დაიმედება არც კი მიცდია. სამზარეულოში ვიყავი შუადღისთვის სადილს ვამზადებდი, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა რომ გავიგონე, უფროს სწორად კასტილების ხმა.

-რა კარგია, პროგრესი აშკარად გვაქვს._კმაყოფილმა ჩავიჩურჩულე და კიტრი პირისკენ გავიქანე.

-მალე იქნება? მშია. _პატარა ბავშვივით დაიწუწუნა კონსტანტინემ და სალათას ჩახედა.

-ცოტა მოითმინე და მზად იქნება. _სალათის ჯამისკენ წაღებულ ხელზე თითები დავარტყი და თვალები დავუბრიალე. _ჯამიდან ჭამა ვინ გასწავლა?

-შენ!_ტუჩები დაბრიცა და წარბი ამიწია. პირდაღებულმა საჩვენებელი თითი გულზე მივიდე და ტუჩებით “მე?” ჩავიჩურჩულე. _ხო, შენ რამდენიმე წუთის წინ!_თვალი ჩამიკრა და პომიდორი ამოიღო.

-მე ვსინჯავდი..._დაბნეულმა ვიმართლე თავი.

-მეც ვსინჯავ!_მხრები აიჩეჩა პაციენტმა.

კამათით ძლივს მოვახერხე სალათას ბოლომდე გაკეთება, კონსტანტინე სამზარუელოში იყო და ნერვებს მიშლიდა. ჯერდ “წვრილად” დაჭრილი მწვანილი დამიწუნა, მერე ხახვი და ბოლოს საქმე სტაფილოზე რომ მიდგა გამწარებულმა იმხელა ხმაზე ვიგრიალე კონსტანტინეს თვალები გაუფართოვდა.

-ნერვები მეშლება. _არ დავმალე და დანა კონსტანტინეს მიმართულებით დავიჭირე. _იცოდე კიდევ რამე რომ მითხრა, მოგკლავ. _დავემუქრე და დანა ისე დავიჭირე ვითომ ვსვრიდი.

-მაშინ მოგიწევს ისწავლო, არანაირი სურვილი მაქვს ხახვისხელა მწვანილი ვჭამო!_არც მან დანამკლო.

>>>
ორივე უხმოდ მივირთმევდით ჩემს ნახელავს, მე ინტერესით ვაკვირდებოდი მის მიმიკებს, იქნებ გავიგო მოეწონა თუ არა-მეთქი, მაგრამ ისეთი მოჟამული სახით იჯდა.
როგორც კი ჭამას მორჩა ჩანგალი და დანა თეფშზე დადო და ამომხედა.

-უკეთესი შეიძლებოდა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა. პირისკენ წაღებული ლუკმა ჰაერში გამიშეშდა.

-რა არ მოგეწონა?_ცოტა არ იყოს და მეწყინა.

-მარილი ქონდა ბევრი._მხრები აიჩეჩა და სალათას გადახედა._როცა მაიონეზს უშვები მარილი ძალიან ცოტა უნდა უქნა იმიტომ, რომ მაიონზესაც აქვს მარილი. _თვალი ჩამიკრა ჩემმა პაციენტმა.

-ააა._პირი დავაღე მე.

-ააა და ამის მერე გაითვალისწინე!

ღიმილით გამომაჯავრა და სკამის სახელურზე მიყუდებულ ყავარჯნებს დასწვდა. მის საქციელზე მეც უნებურად გამეცინა, სულ დამავიწყდა წყენა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე, კონსტანტინესთან მივირბინე და ვანიშნე მხარზე დამეყრდენი-მეთქი. აშკარელმა ჯერ დაეჭვებულმა გადმომხედა, მერე ოდნავ ჩაიცინა და მარჯვენა ხელი მხარზე მომხვია. როგორც კი თითები შემახო სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. არ ვიცი ეს რა იყო, ან საიდან იყო გამოწვეული, მაგრამ ფაქტია რომ საშინლად მესიამოვნა და სურვილი გამიჩნდა დიდიხანს გაგრძელებულიყო. თავიდანვე ძალიან კარგად ვიცოდი რატომაც არ მომდიოდა ლიზა თვალში, მაგრამ საკუთარ თავთან ამის პირველივე დღეს აღიარება მომერიდა. ვიფიქრე, უბრალოდ ნახევრად შიშველი, სიმპათიური მამაკაცის ხილვის ბრალია და მალე გადამივლის-თქო, მაგრამ ასე რომ არ მოხდა მივხვდი, რამხელა შარში გავყავი თავი. ყელში გაჩხერილი ბურთულა წვალებით გადავაგორე და კონსტანტინეს ავხედე ღიმილით.

-წავედით. _ბგერებ არეულმა ჩავიჩურჩულე და ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ, მაგრამ ერთ ადგილზე გახევებული კონსტანტინე ადგილიდან ვერ დავძარი.

-მოხდა რამე?_ეჭვით მკითხა და ირონიულად ჩამიღიმა.

-არაა, არაფერი..._დაბნეულმა ამოვილუღლუღე.

-სახეზე ფერი არ გადევს.

თვალებში ჩამაშტერდა პაციენტი. დარწმუნებული ვარ სახეზე სულ გავლურჯდი. ყოველთვის ასე ვიცი რაღაცაზე რომ ვნერვიულობ, ან კიდევ მაშინ როცა რაღაცა ზომაზე მეტად მსიამოვნებს. კონსტანტინეს არ გამოპარვია ჩემი ერთ წამში გადასხვაფერება და ბუნებრივია კითხვაც გაუჩნდა, მაგრამ ეს ირონიული მზერა რა საჭირო იყო.

-არა, კარგად ვარ უბრლაოდ თავბრუ დამეხვა._ურცხვად მოვიტყუე და წავედით მეთქი ხელით ვანიშნე. აშკარელმა კიდევ ერთხელ გადმომხედა ცინიკურად, დამცინავი მზერით და ჩემთან ერთად გადადგა პირველი ნაბიჯი.

^?^?^
მეორე დღეს ლიზა ისევ გამოჩნდა ამჯერად ისეთი მომაკვდავი სახე ქონდა გამარჯობაც ვერ ვუთხარი ისე გავიძურწე ეზოში. თვითონ კი პირდაპირ კონსტანტინესთან მიაჭრა და ანერვიუელბული ჩაესვენა სავაძელში. მივხვდი რომ ამ ორ ადამიანს შორის რაღაცა ხდება, უბრალოდ ვერცერთი ეუბნება ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემდაუნებურად ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მაინც ვერ გავიმეტე მათი ურთიერთობა დასაშლელად ამიტომ, ცუდი ფიქრები უკუვაგდე და აუზთან გავწექი.

-ჩემი მომავალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!_ფიქრებიდან ლიზას განწირულმა კივილმა გამომაგფხიზლა. დენდარტმულივით წამოვფრინდი ფეხე და სახლისკენ წავედი, მაგრამ გზაში გააზრება მოვასწარი და დავსტოპდი. _ჩვენი ურთიერთობაც._ამოილუღლუღა ქალმა.

-ლიზა, მე უკვე გითხარი შენ თუ წასვლა გადაწყვიტე შეგიძია წახვიდე!

“მოიცადე, კონსტანტინეს და ლიზას გარდა ოთახში კიდევ არის ვინმე?”_როგორც კი მამაკცის ხმა გავიგონე საკუთარ თავს დავუსვი კითხვა. ცალი თვალი სახლისკენ გაავპარე, მისაღეში მარტო ორი სილუეტი მოძრაობდა. “ეს კონსტანტინე იყო?” გაკვირვებუს თვალები შუბლზე ამივიდა და ყბა მიწაზე დაეცა. ღმერთო ჩემო, როგორი სხვანაირი ხმა ქონდა. ძალიან ბოხი და საოცრად ცივი, ალბათ ლიზას ახალმა ამბავმა მისი ხმის ტემბრის შეცვლაც მოახრხა, ან უბრალოდ როცა ბრაზდება ასეთი ხმა აქვს. მე ამაკანკალა, ლიზა აზლუქუნდა.

-რატომ არ გესმის, იქ ჩემი მომავალია.

-რატომღაც მეგონა რომ შენი მომავალი აქ იყო, ამ სახლში!_დამცინავი ტონით დაგესლა კონსტანტინემ. _აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, შეგიძლია გატრიალდე და წახვიდე!

მშვიდი ბარიტონით დაასრულა წინადადება და აზლუქუნებულ ქალს მიაჩერდა, აშკარად ძნელი იყო მისთვის თითვეული ასოს წარმოთქმა, ყველაფერი დაძარღვულ შუბლზე და დაჭიმულ კისერზე ეტყობოდა. ლიზამ ხმამაღლა ამოიხვნეშა სავარძელში მიგდებულ ჩანთას ხელი დაავდო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკა-კუკუთ წავიდა გასასვლელისკენ. ვიფიქრე შევალ და დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ ისეთი სახე ქონდა იმ წამსვე გადავიფიქრე ჩანაფიქრი და ბალახზე დავქეჯი.
ცოტახანი ორივე გაუნძრევლად ვიჯექით, მე ბალახზე ის დივანზე. ვგრძნობდი როგორ მძიმედ სუნთქავდა და როგორ უჭირდა მომხდარის გააზრება. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ფეხზე წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი კონსტანტინეს.

-ყველაფერი გავიგონე._ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და დივნის საზურგეს დავეყრდენი. კონსტანტინემ ცალი თვალით ამომხედა, ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და დივანზე დაწვა.

-შენთვის არ უსწავლიათ, რომ სხვისი ლაპარაკის მოსმენა უზრდელობაა?_ღიმილნარევი ტონით მკითხა, მაგრამ ბოხი და ცოტა სევდიანი ბგერების ამოცნობა მაინც არ გამჭირვებია. მივხვდი რომ მომხდარზე საუბარი არ უნდოდა და მასთან ერთად გამხიარულება ვცადე.

-როგორ არა დედა სულ მაგას მასწავლიდა ხოლმე, მაგრამ ძალიან ჯიუტი შვილი ვიყავი და..._კისკისით ჩავიმუხლე დივანთან და ერთმანეთზე დალაგებულ ხელებს ნიკაპი დავადე. ღიმილნარევი სახით მიყურებდა კონსტანტინე და თან ცალ წარბს იწვალებდა._ერთხელ მეც მიმატოვასავით შეყვარებულმა. _სიცილით გავიხსენე ბავშვობა. აშკარელს სიტყვა “მიმატოვა” არ ესიამოვნა და უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი, მაგრამ ჩემმა სიცილმა იძულებული გახადა ჩემზე არ გაბრაზებულიყო. _17 წლის ვიყავი და ჩემი კლასელის ძმაზე ვგიჟდებოდი, ის კიდევ ზედაც არ მიყურებდა, სხვა გოგო უყვარდა. _წინადადება დავასრულე თუ არა წარსული და აწმყო ერთმანეთთან გავაიგივე და ხმამაღალი, სიმწრის სიცილი ამიტყდა. ჩემმა პაციენტმა გაოცებულმა შემომხედა, ალბათ იფიქრა რამე სასაცილო გაახსენდაო, რომ იცოდეს რაზე ვფიქრობ. _იმას კიდევ ჩემი პარალელ კლასელი გოგო მოსწონდა და სულ მასთან ერთად იყო, მერე იმას დაშორდა და თითქოს ჩვენც გამოგვივიდა რაღაცა, მაგრამ 1 თვეში მირეკავს და მეუბნება ელენეს შევურიგდი და უნდა დავშორდეთო... კრეტინი!_ემოციები ვერ შევიკავე და გაბრაზებულმა მივალანძღე, ჩემი პირველი ვითომ სიყვარული. ჩემ აღშფოთებაზე კონსტანტინესაც ხმამაღლა გაეცინა.

-ვსიო, ეგ იყო სულ?

-ხო, კულტურულად დამადო და წავიდა. _ჩავიფრუტუნე და ფეხზე წამოვდექი. _გინდა ცივი ყავა დავლიოთ...

თვალების ფახუნით შევთავაზე. კონსტანტინემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ტელევიზორის ჩამრთველს გადასწვდა. ღიღინით წავედი სამზარეულოსკენ და კუთხეში ლამაზად დაწყობილ და დაშლილ ბლენდერს დავეტაკე.

-ვაიმე._ტკივილით ამოვიკრუსუნე და ბოლო ხმაზე დავიკივლე.

-ანასტასია, რა მოგივიდა?_ჩემ კივილს არანაკლებ ხმამაღალი ტონით შეეგება კონსტანტინე.

-ხელი გავიჭერი. _ამოვიჩურჩულე ტირილით და სისხლიანი თითი სალფეთქით გადავიხვიე.

გავიგონე როგორ დააბრახუნა კონსტანტინემ იატაკზე ყავარჯენი, მერე ნაბიჯების და ყავრჯნის ხმა ერთად მესმოდა, ბოლოს სახეწაშლილი შემოვარდა სამზარეულოში. ჩემი გაფითრებული სახის დანახვისას მემგონი კიდევ უფრო გადაუცივდა გული და გონება, სამზარეულოს პირველ საფეხურზე სწრაფად ამოვიდა და ხტუნვა ხტუნვით მოვიდს ჩემთან. მის საქციელზე სიცილი ლამის ამიტყდა, მაგრამ ისე მტკიოდა ბლენდერის დანით გადაჭრილი თითი, ვის ეცალა საკისკისოთ. კონსტანტინემ წვალებით გამოსწია სკამი და უხმოდ დამაჯინა, თვითონ კი სამზარეულოს ერთ-ერთი პატარა კარადა გამოაღო და პირველადი დახმარების ყუთი გამოიღო.

-ასე როგორ გაიჭერი. _როგორც კი სალფეთქი მომაშორა გაოცებულმა დახედა ლამაზად მოთხუპნულ თითს. მე გაუბედურებულმა მხრები ავიჩეჩე და ტირილს ვუმატე. _მოიაცდე, შენ რა სისხლის გეშინია?_დამცინავი ტონით ჩაილაპარაკა ჩემმა პაციენტმა. კითხვამ შემაკრთო, პროფესიური თავმოყვარეობა შემილახა და ამანერვიულა.

-არა, საიდან მოიტანე?_ტირილნარევი ხმით გავაპროტესტე.

-აბა თვალებს რატომ ხუჭავ?_ჩამჭრელი კითხვა დამისვა და ცალწარბწეული ინტერესით მომაშტერდა.

-უბრალოდ საკუთარმა თითმა შემაშინა..._ამოვიბლუყუნე ბავშვივით და თითს ცალთვალმოჭუტულმა დავხედე. _მტკივა._ამოვიკნავლე საცოდავად.

-იმედია იცი, რომ სპირტის წასმის დროს წვას გრძნობ, მაგრამ მალე გაგივლის. _ცინიკურად მელაპარაკებოდა ჩემი პაციენტი.

-რა თქმა უნდა ვიცი, მომავალი ექიმი ვარ!_დავუღრინე დაბოღმილმა. კონსტანტინემ დამცინავი ღიმილით გააქნია თავი და ბამბა სპირტით დაასველა, მე გული გადამიქანდა. სველი ბამბა ძალიან ფრთხიალდ დამადო ჭრილობაზე, თან განუწყვეტლივ მიბერავდა სულს და თვალებში მიყურებდა, “მემგონი ჩემ ტკივილს იზიარებს”.-სიცილით გავიფიქრე, თუმცა წვამ იძულებული გამხდა სასიამოვნო ფიქრები დამეთმო და რეალობაში დავბრუნებულიყავი. კარების დაჯახუნების ხმაზე ორივემ ერთდროულად მივატრიალეთ თავი უკან, მისაღებში ცრემლიანი თვალებით იდგა ლიზა და გვიყურებდა.

-მე ჯერ არ წავსულვარ და..._ამოისლუკუნა ქალმა.

-მე, შენ აეროპორტში მგონიხარ. _ირონიულად გასცა პასუხი კონსტანტინემ, თან ჩემი დაშავებული თითისთვის ბამბა არ მოუცილებია, როგორც კი წინადადება დაასრულა სული შემიბერა და ისევ ქალს გახედა. მე სიმწრის ოფლმა დამასხა, სურვილი გამიჩნდა ლიზას თმებით ახლადმოწმენდილი იატაკი მეორედ მომეწმინდა.

დაბნეულს წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკთებინა, ვმჯდარიყავი ჩემთვის და კონსტანტინესთვის საშუალება მიმეცა ჭრილობა ნომრლაურად დაემუშავებინა თუ ფეხზე ავმდგარიყავი და წყვილისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა სასაუბროთ... როგორც კი წამოდგომა ვცადე კონსტანტინემ ისეთი ძალით მომიჭირა მარცხენა ხელზე თითები იზულებული გავხდი სკამზე დავმჯდარიყავი.

-ასეც ვიცოდი, ეს... ეს..._ლუღლუღით ცდილობდა ჩემთვის ზედმეტსახელის შერჩევას.

-ძალიან გთხოვ სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი.. გაითვალისიწნე ცხრა თითი ისევ ჯანზეა!_მუქარით დავუქაჩე თვალები. ცალი თვალი კონსტანტინესკენ გავაპარე, რამე ზედმეტი ხომ არ წამომცდა-თქო, მაგრამ მამაკაცი საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღება, ჩემი თითის დამუშავებით იყო გართული. ლიზამ მძიმედ ამოიხვნეშა და თვალები მაგრად დახუჭა.

-ცოტახანი გეჭიროს და რომ მოვალ გადაგიხვევ._სამზარეულოში გამეფებული სიჩუმე კონსტანტინეს ბოხმა ბარიტონმა დაარღვია. ხელში სპირტიანი ბამბა შემომაჩეჩა და თვითონ ფეხზე წამოდგა. იქვე მიყუდებულ ყავარჯნებს დაავლო ხელი და ლიზასკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.

-ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ. _მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გახევებულ ქალს გვერდი აუარა. ლიზამ ავსული ქალის თვალებით გადმომხედა, ტუჩებით დამიღრინა და ყოფილ საქმროს აედევნა უკან.

“ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა.” ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ბამბა მაგიდაზე დავაგდე. ყუთიდან მაზი ამოვიღე ჭრილობაზე თხლად გადავისვი და მერე ბინტით გადავიხვიე თითი. პარალელურად ანერვიუელბული ველოდებოდი ჩემ “განაჩენს”, ვინ იცის იქნებ ლიზამ გადაიფიქრა და დარჩენა გადაწყვიტა, კონსტანტინემაც შეიძლება დილით მომხდარი ინცდიდენტი აპატიოს და შეურგიდეს... მერე,მერე მე რა უნდა ვქნა? საცოდავად ვლუღლუღებდი, თითქოს უგონოდ ვყოფილიყავი აშკარელზე შეყვარებული.
შეყვარებული არა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძბობდი, სიმპათიებზე და მოწონებაზე ოდნავ მეტს, ან ძალიან მეტს. კარების ხმაზე თვალები გამიფართოვდა ყურები კი დაემძაბა. სწრაფად გადავიხვიე ბინტი და წვალებით გავბანტე. ფეხსაცმლის კაკუნზე მივხვდი, რომ ლიზა მიახლოვდებოდა, მე ვითომც აქ არაფერიო მაგიდაზე დაყრილი ბამბები ავკრიფე და ფეხზე წამოვდექი.

-დროებით. _ხაზგასმით დამემშვიოდბა ლიზა.

-დროებით?_ჩემდაუნებურად წამომცდა და წეღანდელი ფიქრები ცხადად წამომეშალა. მის უკან წარბშეკრული კონსტანტინე მოდიოდა.

-ხო, დორებით!_ცინიკურად ჩამიცინა და გასასვლელსიკენ წავიდა. ერთ ადგილზე დაყუდებულმა ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და ჩემ პაციენტს იმედიანი თვალებით მივაშტერდი.

-შერიგდით?_საცოდავად ამოვიკნავლე და სისხლით გაჟღენთილ ბამბებს თითები მაგრად მოვუჭირე.

-არა!_მოკლედ, მაგრამ საოცრად მკაცრად ჩაილაპარაკა კონსტანტინემ. _უბრალოდ ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ ერთად როგორც წყვილი ვერ ვიქნებით.

დაძაბული ნაკვთები წამებში მომიდუნდა და გამეღიმა, აჩქარებულმა გამოვაღე კარადა და ნაგავი ნაგვის ურნაში ჩავყარე, მერე კი წელში გამართულმა გადავიბანე დასვრილი ხელი.

-აბა, დროებითო რატომ მითხრა?_ქალური ცნობისმოყვარეობა საშუალებას არ მაძლევდა კონსტანტინეს ნათქვამით დავკმაყოფილებულიყავი.

-არ ვიცი, ალბათ შენთან ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავს. _ირონიულად ჩაილაპრაკა, თვალი ჩამიკრა და ჩემს ხელს დახედა. _ყოჩაღ. _შემაქო და ლოყაზე მიჩქმიტა.

-არ მიკვირს, შენ თუ ასე ჩქმეტდი ლიზას დაგშორდებოდა, აბა რას იზამდა. _ამოვიფრუტუნე და ხელი გავმშრალე.

-ასე, როგორ?_ღმერთო ჩემო, დიდი სიამოვმებით მივუნაყავდი იმ ცინიკურ სახეს.

-როგორ და... ასე, ბავშვივით. _ამოვილუღლუღე მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი ჩემი სიტყევი სახრჩობელსავით იყო.

-ლიზა ჩემი საცოლე იყო, შენ კიდევ ჩემი ექთანი ხარ, განსხვავებას ხედავ თუ?!_და აი, უბედურების ზარმაც რა უცებ ჩამოკრა და მერე რა ჩამოკრა, დამიზანზარა სხეულში აგებული ცათამბრჯენები.

-ვიხუმრე... ვიხუმრე. _სიცილით ვიმართლე თავი.

-იხუმრე. _ხმადაბლა, შეპარვით, თავის უდნავი კანტურით ჩაილაპარაკა და დამაკვირდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავიყურსე. _კარგი, იხუმრე!_სწრაფად დამეთანხმა და უკან მიტრიალდა. _ცივი ყავა უნდა დაგველია._შემახსენა რის გამოც დავიშავე მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი. კონსტანტინემ ბლენდერს გადახედა, მერე ახლოს მივიდა და დანა თავისი ხელით ჩასვა. _ფრთხილად!_გამაფრთხილა და კოჭლობით ჩავიდა კიბეზე.

გადახვეულ თითს წარბწეულმა დავხედე, მერე ოთახში შემოვარდნილი აზლუქუნებული ლიზა გავიხსენე და ჩემდაუნებურად ბოროტულად ჩამეცინა. კონსტანტინეს გამზადებულ ბლენდერში საჭირო ინგრედიენტები ჩავყარე და სამზარეულო ავახმაურე.
მაღალ ჭიქებში გამზადებული ყავა ჩავასხი და მისაღებისკენ ღიღინით წავედი, მაგრამ კონსტანტინე იქ არ დამხვდა. გაკვირვებულმა გადავატრიალე ქვედა ტუჩი და მხრები ავიჩეჩე.

-ეზოში ვარ!_ხმამაღალი ძახილი შემომესმა.

>>>
გასუსული ვიჯექი და მზის სხივებზე მოლივლივე აუზს ვუყურებდი, პარალელურად კონსტანტინესკენ ვაპარებდი თვალს. მართალია ძალიან მსიამოვნებდა განმარტოვებით, მშვიდ გარემოში აშკარელთან ერთად ყოფნა, მაგრამ უხერხულად ვიყავი. რამდენიმე წუთის წინ ლიზასთან იკამათა და დაშორდა, ჩემთვის გაუგებარია რატომ. ზუსტად ამ მიზეზის გამო არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, გავშინაურებულიყავი ჩემ პაციენტთან თუ ზუსტად იგივე დისტანციე დამეტოვებინა, რაც უკვე იყო. დაბნეული ვათამაშებდი ფეხებს მიწაზე და ცივ ჭიქას თითებს მაგრად ვუჭერდი.

-თითი როგორ გაქვს, ხომ არ გეწვის?_ინტერესით მკითხა და დაბინტულ თითზე დამხედა.

-ნტ, ისე მაგრად მოვიჭირე თითს საერთოდ ვერ ვგრძნობ. _სიცილით გავეცი პასუხი და თითი ჰაერში ავწიე. კონსტანტიმენ ფრთხილად მომკიდა ხელზე ხელი და ინტერესით დააჩერდა ჩემს გადაჭერილ თითს.

-სისხლი გაგიჩერდება.

აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა და სწრაფად შემხისნა ბინტი. ლიზაზე გამწარებულს როგორ მომიჭერია, როგორც კი ბინტი შეხსნა თითმა შვებით ამოისუნთქა. როგორც ყოველთვის ხელისშემშლელი ფაქტორები უდროო დროს გამოჩნდებიან ხოლმე. იმ დროსაც დაუგეგმავი და არასასურველი ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე. გულში ათასჯერ დავცოფე ზარის ინიციატორი და უგონოდ გაკრეჭილმა ვუპასუხე ტელეფონს.

-ლევან, იცოდე რამე სერიზოული მითხარი, თორემ მოგკლავ. _როგორც კი კონსტანტინეს გავცდი ღრენით ჩავძახე ბიძაშვილს.

-ნესის სიცხე აქვს და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. _ანერვიულებული მემგონი საერთოდ არ მისმენდა.

-კი, მაგრამ დილით ველაპარაკე და კარგად იყო, რა მოუვიდა?_მეგობრის ამბით შეშფოთებულმა წამოვიყვირე.

-არ ვიცი, ექიმთანაც არ მომყვება უბრალოდ გავცივდიო და რა გავაკეთო, აფთიაქში ვიყავი წამლები ვუყიდე, მაგრამ მაინც არ უწევს სიცხე. _სიტყვებს ერთმანეთზე არეულად აყრიდა ლევანი.

-კარგი, დამშვიდდი, ვის არ ჰქონია სიცხე, რა დაგემართა!_როცა დავრწმუნდი რომ ნესის ლაპარაკი შეეძლო გაბრაზებულმა დავცოფე ბიძაშვილი. _ძმრიანი საფენები დაადე შუბლზე და უცებ დაუგდებს სიცხეს. _დავარიგე._ოღონდ ძმარი წყალში გაურიე და ისე!_როცა მივხვდი რისი გამკეთებელი იყო სწრაფად მივაყარე.

-კარგი, დაგირეკავ. _აჩქარებულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გამითიშა. მომღიმარი სხით წავედი კონსტანტინესკენ და ისევ გვერდით მივუჯექი.

-მშვიდობაა?_ინტერესით მკითხა.

-კი, ჩემს დაქალს სიცხე აქვს და ჩემი ბიძაშვილი იყო, როგორ მოვუაროო. _ტელეფონი ოდნავ წინ გავწიე და ჩავიცინე. აშკარელმა მსუბუქად დამიკრა თავი და ნატკენი მუხლი დაიზილა. _გეწვის?_შეწუხებულმა გადავხედე და მუხლი შორიდან შევათვალიერე, მაგრამ თეთრი ბინტი საშუალებას არ მაძლევდა ნორმალურად დამენახა სილურჯეები.

-ოდნავ.

>>>
საღამოს მონდომებული ვცდილობდი რაც შეიძლება გემრიელი კერძებით გავმასპინძლებოდი ლანას, ბესოს და კონსტანტინეს. რატომღაც აშკარელმა გადაწყვიტა საღამოს ყველას ერთად გვევახშმა. მეც გახარებულმა “შანსი მომეცა ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო-მეთქი” ფრთები გავშალე და სამზარეულოსკენ ვიფრინე.
ამასობაში ლევანმაც დამირეკა ნესი კარგად არის და ახლა ძინავსო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი დღის ნათრევი ტვირთი მომხსნეს ზურგიდან, ვითომ ხომ არაფერი და თურმე როგორ განვიცდიდი შენაგადნად ჩემი საბრალო ნესის ამბავს. გახარებულმა კიდევ უფრო დიდი შემართებით განვაგრძე დიასახლისობა. 7 საათზე ბესომ ლანა მოიყვანა და ისიც დამეხმარა, მართალია ლანა ჩემზე ბევრად გარკვეული და სამზარეულოში კარგად აღზრდილი ქალი გამოდგა, მაგრამ ვცდილობდი ასპარეზი ბოლომდე არ დამეთმო.

-დღეს მე უნდა გაგიმასპინძლდეთ და ხელს ნუ მიშლი. _თვალების ბრიალით გადავხედე გააქტიურებულ ლანას. ქალმა სიცილით ასწია ორივე ხელი მაღლა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.

-რა სუნებია._ცხვირის თამაშით შემოვიდა სამზარეულოში ბესო და გაზქურას ცალი თვალით გადახედა. _არ მითხრა რომ სუფს აკეთებ. _პირი დააღო და ფანჯრიდან გაიხედა._ანასტასია, გარეთ 39 გრადუსია_თითი ჰაერში დაატრიალა და თვალები დააწვრილა.

-ვიცი, მაგრამ ისეთ სუფს ვაკეთებ უარს ვერცერთი ვერ იტყვით. _ჩავიქირქილე ჩემთვის და ქვაბს თავსხური ავხადე.

>>>

-და... და... და...დაამ!_სიცილ-კისკისით შევძახე და ჩემი ნახელავი მაგიდის შუაგულში ჩავდგი. კონსტანტინეს ორივე თვალი ერთდორულად გაუფართოვდა, ამას მოყვა შუბლზე საოცრად დიდი ხაზების დამჩნევა და წარბების კუშტად შეკვრა.

-ანნა, ზაფხულია!_ საოცრად მესიამოვნა კონსტანტინეს მიერ გადაკეთებული ჩემი სახელი.

-ვიცი, ვიცი!_ნაწყენმა დავაბაკუნე ფეხები. _მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია, დედამ მასწავლა 5 წლის წინ, ზუსტად ივლისში. _ჩავიცინე და ქვაბს თავსახური ავხადე. _გაროხის სუფი!_თავსახურიანი ხელი და ცარიელი ხელი განზე გავშალე და არტისტულად შევძახე.

-გაროხის სუფი... _ეჭვისთვალით გადმომხედა კონსტანტინემ და ქვაბში ჩადებული დიდი კოვზით წვიანი შეამომწა. _ან ქათამი სად არის, ან კარტოფილი, ან დანარჩენი ბოსტნეული._მხრებს იჩეჩავდა და საგულდაგულოდ ათვალიერებდა კოვზზე ამოღებულ წვნიანს.

-გაროხის სუფი, იმიტომ ქვია, რომ არის გაროხის და არა კარტოფილის და ხორცის!_გაჯავრებულმა გამოვაგრიხინე სკამი და ჩემი ადგილი დავიკავე.

-რა დაუნახავი ბიჭები ხართ._ამ დროის განმავლობაში დადუმებულმა ლანამ ხმა ამოიღო და ორივე დაცოფა. _გოგომ იწვალა, იფიქრა ვასიამვონებო და თქვენ კიდევ... კი, ბატონო, არ გინდათ და ნუ გინდათ, ჭამეთ ყველი და პური!_ქვაბი რაც შეიძლება ახლოს მისწია და ღრმა თეფზე ოთხი კოვზი წვნიანი ამოიღო. ღიმილნარევი სახით წაიყო კოვზი პირისკენ და ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმნეთს. _მმმ, საოცრებაა. _როგორც კი პირველი ლუკმა დააგემოვნა აღფრთოვანებულმა შესძახა და თვალები მინაბა. კონსტანტინე და ბესო დამშეულები უყურებდნენ ლანას თითოეულ მოქმედებას და ნერწყვებს ყლაპავდნენ.

-არ მჯერა. _ცინიკურად ჩაიჩურჩულა აშაკრელმა და შუბლი გახსნა.

-ნუ გჯერა, ჭამე ყველი და პომიდორი-მეთქი. _შეახსენა და ქვაბზე მიმითითა ამოიღეო.

-არა, სუფრაზე საჭმლის ქვაბით მოტონა ვინ გასწავლა?_მინუსში გამომიჭირა კონსტანტინემ და ბოროტულად დამცინა.

-რა ვიცი, ვიფიქრე ბიჭებს ისე მოეწონებათ ბევრს მოითხოვენ-მეთქი და..._არც მე დავაკელი და თეფში გავივსე.

მთელი საღამო დამშეულები გვიყურებდნენ, თავიდან მეც დიდ გულზე ვიყავი, მაგრამ მერე ორივე ძალიან შემეცოდა და ვცადე მათთვისაც გამენაწილებინა კერზი, მაგრამ ლანას ისე ამიბრიალა თვალები შეწინაარმდეგება ვერ გავბედე და ბიჭები მოვკალით მშივრები. ცოტა არ იყოს და აშაკრელის შემდეგი მოქმედების შემეშინდა, ლანა და ბესო წავლენ და მე მარტო დავრჩები ამ თვალებრიალასთან, მერე სად გავექცევი-თქო.

როგორც კი სტუმრები გავაცილე იმ წამსვე ოთახისკენ დავაპირე წასვლა, მაგრამ კიბეებთან დაყუდებულმა კონსტანტინემ მაჯაში ხელი ჩამავლო და ოდნავ მიმიკრა სხეულზე. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ საზიზღარ და საოცრად სექსუალურ კაცზე გადარეულ გოგოს, რა დამემართებოდა. ერთიანად დამეფუფქა ყველა ორგანო და ყველა ძაფი. ანერვიულებულმა აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, უაზროდ ვაცეცებდი თვალებს და ვცდილობდირ როგორმე უმოქმედოდ დავსხლტომოდი აშკარელის ძლიერ თითებს. ის კიდევ ჩემ ჯინაზე არ მიშვებდა ხელს და უფრო და უფრო ახლოს მიკრავდა. თვალებგაფართოვებულმა ავხედე მამაკაცს და გამომშრალი ტუჩები ენის წვერით გავისველე. ჩემი სულელური საქციელი არ გამოპარვია ჩემ პაციენტს. ხმამაღლა, ბოროტულად და ცინიკურად დამცინა და ხელი შემიშვა.

-მშია!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ჩემკენ ოდნავ დაიხარა, მე კიდევ ერთი დაძაბული ბურთულა გადავუშვი სასულეში და სიმწრის ოფლით დაცვარული ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი.

-საჭმელი... სამზარეულოშია და შეგიძლია ჭამო. _დადუმებულს პირველი სიტყვის წარმოთქმა ძალიან გამიჭირდა და ხველება ამიტყდა, მერე ამოვისუნთქე და გავაგრძელე, თან ვცდილობდი კონსტანტინეს სხეულს მოვშორებულიყავი.

-შენ წარმოიდგინე და ვიცი სადაც არის, მაგრამ მე მინდა რომ შენ გამიმზადო. _ვნებამორეული ბგერები ამოვიცანი კონსტანტინეს ხმაში და ისედაც გადარეული უარესად გადავირიე. გული ხან მარჯვნინ გადამიქანდა, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ კონსტანტინემ ხუთი თითი წინ არ ამიფრიალა.

-ისა... არ ვიცი.... კი არა და... კი, კი შეიძლება. _დაბენული, მდგოამეობიდან გამოსული ავმბლუყუნდი, რამაც კონსტანტინეს ხმამაღალი ჩაცინება გამოწვია. ასეთი გალაღებული აშკარელის დანახვისას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით “32 კბილი გამოვაჩინე” ისე დავაღე პირი. ბოლოს ყბები მეტკინა და დავხურე.

ორი დღის განამავლობაში ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი, კონსტანტინე ან კომპიუტერში აგვარებდა საქმეებს, ან კაბინეტში იყო და იქიდან არ გამოდიოდა. რამდენჯერმე ყავის შეტანა მთხოვა ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი. ვარჯიშის დროს როგორც ყოველთვის არ საუბრობს და არც მე ვაწუხებ ზედმეტი ლაქალქით, თანაც ისე ვიტვირთებით ფიზიკურად ორივე, სადღა გვაქვს საუბრის თავი. ლიზაზე რა თქმა უნდა არცერთი არ ვსაუბრობთ, კონსტანტინე მითუმეტეს. თუმცა დარწმუნებული ვარ ქალზე ძალიან ბევრს ფიქრობს, ნამდვილად არ არის ადვილი ორ დღეში ამდენწლიანი ურთიერთობის დავიწყება, თუმცა თუ ქალმა ასე უნამუსოდ მიგატოვა, რატომაც არა!
ლანამ რომ გაიგო შენი ძმა და ლიზა ცა და დედამიწასავით არიან უკვეო, სიხარულის ტაში შემოკრა, მერე კონსტანტინესთან გავარდა ორივე ლოყა დაუკოცნა და ისევ სამაარეულოში შემოვარდა. მართალია მიზეზი გავიგე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები რატომ ეჯავრება ასე ლანას ლიზა.
საღამოს ჩემი გამომცხვარი კექსით და ყავით გავუმასპინძლდი სტუმარს, კონსტანტინე ისევ საქმეებს აგვარებდა, თან დუდღუნებდა რამდენი საქმე დაგროვდაო. მე ისევ არ მქონდ წარმოდგენა მისი საქმიანობის შესახებ და სურვილიც არ მქონდა გამეგო, თუ თავად არ ჩათვლოდა საჭიროდ.

-ტასო, შენი ტელეფონი წვალობს. _ღიმილით გამომიწოდა ტელეფონი ბესომ და დივანზე დაჯდა. გაკივრვებულმა დავხედე ნაცნობ ნომერს.

-მადლობა. _ხამდაბლა გადავულაპარაკე ბესოს და ტელეფონს ვუპასუხე. _გისმენ.

-ტასო, ზაზა ვარ. _ დამნაშავე ბავშვივით ალუღლუღდა ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი.

-ვიცი, გიცანი!_გაბრაზებულმა ვერ მოვთოკე და ცოტა ხმამაღლა მომივიდა. სამივემ გაკვირვებულმა გადმომხედა, მე სულელივით გავიკრიჭე და ფეხზე წამოვდექი. _რამ შეგაწუხა?_აგდებულად ვკითხე და დაძაბულმა ამოვისუნთქე.

-მინდა რომ აგიხსნა. _მორიდებით საუბრობდა ზაზა.

-ზაზა, მე ხომ გითხარი, რომ არ მაინტერესებს.... ე.ი. არ მაინტერესებს და შენ ეს უნდა შეიგნო!_ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი და სიმშვიდე ბოლომდე შემენარჩუნებინა.

-შენც მითხარი და ლევანმაც, მაგრამ მე უნდა გელაპარაკო!_ლევანის ხსენებისას ხმა დაუსუსტდა, ალბათ დალეწილი ნეკნები გაახსენდა და სიცილი ამტიყდა._შემხვდები?_თავისას არ იშლიდა.

-კარგი, შეგხვდები, მაგრამ იცოდე თუ ისევ იმის თქმას აპირებ რაც უკვე მითხარი, ლევანის დალეწილი ნეკნები მონაგონი იქნება!_ისე დავემუქრე, თითქოს შესრულების თავი მქონოდა.

-კარგი. _გახარებულმა შესძახა. _აი, ნახავ რომ აგიხსნი...

-რომ ამიხსნი შენ შენ გზაზე წახვალ, მე ჩემსაზე!_წინადადების დასრულება არ ვაცადე და ტელეფონი გავუთიშე.
აღელვებულმა მუშტები შევკარი და თვალები მაგრად დავხუჭე, ცოტა რომ ამოვისუნთქე ტელეფნი შორტის ჯიბეში ჩავიდე და უკან მივტრიალდი. ბესო და კონსტანტინე რაღაცაზე საუბრობდნენ, ლანა ეშამაკურად მიღიმოდა და ტუჩებს აცმაცუნებდა. მის საქციელზე მეც გაემცინა, თავი ოდნავ გავაკანტურე და გვერდით მივუჯექი.

-ვინ იყო?_შეპარვით მკითხა და თვალი ჩამიკრა.

-ძველი ნაცნობი..._ამოვილუღლუღე რამაც კიდევ უფრო დიდი ეჭვი გაუჩინა ლანას.

-ძველი ნაცნობის ზარმა ასე აგაფორიაქა?_ “შენ რომ ფიქრობ, მე ეგრე, სულ სხვა მაფორიაქებს.” ღიმილნარევი ტონით გავიფიქრე და კონსტანტინეს ცალი თვალით გადავხედე, ზუსტად იმ დროს გამომხედა პაციენტმა და წარბები შეკრა.

-მერე მოგიყვები..._ხმადაბლა გადავულაპარაკე და მხარი გავკარი, იცოდე აღარაფერი მითხრა-მეთქი. ლანამ “აააო” ამოილაპრაკა და ეშმაკურად მომღიმარი დადუმდა.

>>>
-ძველი თაყვანისმცემელია, რამდენიმე თვის წინ რაღაცა მომატყუა და დღეს მირეკავს უნდა აგიხსნაო. _სიცილნარევი ტონით ავუხსენი და საწოლზე ჩამოვჯექი.

-ასეთი, რა მოგატყუა?!_გაიკვირვა აშკარელმა.

-რა და გიტაცებო..._იმ დღის გახსენებისას ეკლებმა დამაყარა.

-გიტაცებო?_გაოცებულმა პირი დააღო და ბოლო ხმაზე გადაიკიკისია._მერე?_ინტერესით წამოჯდა საწოლზე და სმენად იქაცა.

-მერე ლევანმა გვიპოვა და ისე ცემა, ისე ცემა, მემგონი ახლა გამოწერეს საავადმყოფოდან...

-მოგისწროთ?_საჩვენებელი თითები ერთმანეთს ოდნავ გაუხახუნა და მერე დააშორა.

-არა, ეგრეც არ ყოფილა საქმე... როგორც კი სახლში მიმიყვანა ნახევარ საათში ლევანიც მოვიდა.

-და მერე ახლა როგორ რისკავ, იქნებ კიდევ რამე აქვს ჩაფიქრებული?_შეშფოთებულმა ამოიჩურჩულა.

-არა, მარტო წასვლა არც მიფიქრია ნესის ვეტყვი და გამყვება. _სწრაფად გავაქნიე თავი.

ცოტახანი კიდევ ვიჭორავეთ, მერე ლანამ გვიანია უნდა წავიდეო. მისაღებში რომ ჩავედით მარტო კონსტანტინე იჯდა, ბესო სადღაც გამქრალიყო.

-ბესო სადაა?_ცარიელი ოთახი მოათვალირა უმცროსმა აშკარელმა.

-თავისმა ძმამ დაურეკა და წავიდა._ეჭვისთვალით გადმოგვხედა ორივეს, მე აპილპილებული წავედი სამზარეულოსკენ.
-აუ, ახლა ტაქსით უნდა წავიდე?_დაიწუწუნა ლანამ და კონსტანტინეს გვერდით დივნის სახელურზე ჩამოჯდა.

-რა თქმა უნდა არა! დარჩი!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა უფროსმა აშკარელმა უმცროსს.

-ჰოო?!_ორივეს ღიმილით მოგვავლო თვალი. მე გახარებულმა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წყალი მოვსვი. _კარგი მაშინ ჩემს ოთახში თეთრეულია გამოსაცვლელი და დამეხმარე._თითის ქნევით “დამემუქრა” და ჩამიცინა.

ლანას დაჟინებული თხოვნით ღამე მასთან დავრჩი, ჩემი მოკლე და გამომწვევი პიჟამათი ჩავუგორდი ლოგინში და მისი ამბების მოსმენა დავიწყე. გაბადრული სახით მიყვებოდა რამდენიმე წლის წინ მომხდარ ისტორიების.

-ძალიან ცერცეტა ვიყავი ხოლმე, სკოლაში ვინც კი სიმპათიური იყო ყველა მომწონდა, ჩემი სპორტის მასწვლებლის თამადობით._სიცილით გაიხსენა ბავშვობა. _მერე კონსტანტინემ გამიგო ეშმაკობები და კონტროლზე ამიყვანა. მოსვენებას არ მაძლევდა, თან ცდილობდა ძალიან არ შევეზღუდე მეგობრების მხრივ, მაგრამ ვერცერთ ჩემ კლასელ ბიჭს ვეღარ ვეკარებოდი ახლოს.... ნუ ვინც მომწონდა იმათ, თორემ დანარჩენებს, იცოცხელ. _ქირქილებდა ხმადაბლა. _მერე კონსტანტინე სასწავლებლად წავიდა ინგლისში, ხო და, დავრჩი მარტო, მაგრამ უკვე ისე ვიყავი შეგუებული თაყვანისმცემელებზე უარის თქმას ყველას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამომოყალიბდა და გადავყევი სწავლას. კონსტანტინე ხუთ წელში დაბრუნდა უკან ზუსტად ისეთი როგორცი აქედან გავაცილეთ, თუ არ ჩავთვლით დახვეწილ გემოვნებას და უფრო მეტ მამაკაცურობას. იმ წელს არა და მეორე წელს გაიცნო ჩემი კლასელი ლიზა, კლასელები სკოლის დამთავრევიდან 2 წლის გასვლას ავღნიშნავდით, მაშინ მომაკითხა წასაყვანად. რატომ ის დღე არ დაიწვება, მაშინ გაიცნო ლიზა, ეს გაიძვერა აეკიდა, აეკიდა და ბოლოს იმდენი ქნა ურთიერთობაც დაიწყეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ზედმეტად არამყარი და იმიტომაც, მიდის სადაც მიდის.

გაილექსა და რა გაილექსა, ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არა აძლევდა საკუთარ თავს. მე რა თქმა უნდა კმაყოფილი ვუსმენდი და ჩემთვის, სულელურად ვიკრიჭებოდი. ძალიან მომწონდა ლანას დამოკიდებულება და ემოციები ლიზას მიმართ, მეგონა რომ თუ ლანა მის მიმართ უარყოფითად იქნებოდა განწყობილი კონსტანტინეზე ესც იმოქმედება, მაგრამ მერე მივხვდი რომ უფროსი აშკარელი თავის არჩევანს ძალიან წინ აყენებს, თორემ აქამდე ათასჯერ დაშორდებოდა ლიზას. “ნაწილობრვ კარგიცაა კონსტანტინე სხვებს რომ არ უსმენს, რა იცი რა დროს გამოგვადგეს ეგ თვისება.”- ჩემთვის ვფიქრობდი და თან გულში საკუთარ თავს ბოლო ხმაზე დავცინოდი.

-კარგი, ეგ გავიგე, ახლა ბესოზე მომიყევი. _ღიმილით ვიცვალე გვერდი და მივაშტერდი.

-ბესო 3 წლის წინ გავიცანი კონსტანტინესთან რომ დაიწყო მუშაობა... მაშინ ცოლი ყავდა და ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, რა თქმა უნდა არც ის მიყურებდა როგორც ქალს. თანაც მე მყავდა ჩემი საყვარელი მამაკაცი, თუმცა ეგეც უაზრობა იყო და მალე დასრულდა. ერთი წლის წინ ცოლს დაშორდა და სამსახურსაც დაანება თავი, ვეღარ ვნახულობდი ხოლმე და ჩემდაუნებურად მივხვდი რომ მომენატრა, ზუსტად 4 თვის წინ დაუბრუნდა თავის ძველ პოსტს და ახლა ისეთი შეგრძენბა მაქვს, რომ მასაც ზუსტად ისე მოვენატრე როგორც მე. _ქალური ლოგიკა ჩართო ლანამ და თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა.

-ჰო, მეც შეგამჩნიეთ რაღაცა და იმიტომ გკითხე._ჩემის მხრიდანაც მივახვედრე რომ მართალი იყო.

-ხო, მაგრამ არ გინდა ეს კონსტანტინეს უთხრა, ცოტა ძნელი ადამიანია... ვიცი რომ არ დამიშლის, მაგრამ ცოტა ეწყინება და ცოტაც გაბრაზდება. _სახე სასაცილოდ დამანჭა ქალმა.

-არაუშავს, ცივ წყალს დალევს და გადაუვლის. _ჩავიფხუკუნე მე.

-კარგი, შენ ამ ეტაპზე არავინ გყავს ხომ?_ჩემი პირადითაც დაინტერესდა. უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გავუქნიე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე. _რაღაცა რომ გითხრა ხომ არ გეწყინება? გეფიცები ცუდად არ მინდა, რომ გაიგო. _აფორიაქლებულმა დაიწყო საუაბრი.

-კარგი, რა უნდა მითხრა ასეთი?_მის საქციელზე გამეცინა.

-ჩემი ძმა მოგწონს?_პირდაპირ, ყოველგვარი შესვლების გარეშე მაჯახა და ჩემ პასუხს დაელოდა.

-ხო, მომწონს. _დამალვა არც მიცდია. კითხვა დამისვა, ლოგიკურია რაღაცა შემატყო და იმიტომ, აბა, საიდან მოელანდებოდა. თანაც არ მინდა ლანასთან ისე გამოვიდეს, რომ მე რაღაცებს ვმალავ, ზუსტად ვიცი კონსტანტინესთან არაფერს იტყვის.

-რა მაგარია, უნდა ვაღიარო ისეთი არ ხარ როგორიც ჩემი ძმის გვერდით წამომდეგინე, მაგრამ ლიზას რომ ჯობიხარ უდაოა!_გულწრფელობით კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ საოცრად კარგი გოგოა.

-მმმ, მაინც როგორი ქალი წარმოგიდგენია შენი ძმის გვერდით?_ინტერესით ჩავეძიე.

-არ ვიცი, ცოტა “გრუბი”, ალბათ კონსტანტიენს ხასიათიდან გამომდიარე და ცოტაც მაღალი. _ბოლო სიტყვები დაბნეულმა ჩაილაპრაკა, ალბათ ფიქრობდა ვთქვა თუ არაო.

>>>
გვიან მოგვიწია დაძინება, ლანას რა ენაღვლება შაბათია და რომელ საათამდეც უნდა იძინებს, მე ვიკითხო დილის რვის ნახევარზე რომ წამოვფრინდი ფეხზე. ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე, იქვე გადაფენილი გრძელი ხალათი მოვიცვი და ვარაუდით წავედი კარებისკენ. როგორც კი კარები გავაღე მოპირდაპირე მხარეს წელს ზევით შიშველ კონსტანტინეს მოვკარი თვალი. ძილბურანში მყოფმაც კი მოვახერხე დანახულის აღქმა, გააზრება და “დაგემოვნება”. თვალებდასიებული, მაგრამ თვალებგაფართოვებული ვუყურებდი მამაკაცის საოცრად მომხიბვლელ და ზომიერად ნავარჯიშებ სხეულს. ნერწყვი ხმაურიაღ გადავუშვი სასულეში და დაქაჩული თვალები დავახამხამე. ჩემ ქცევებზე კონსტანტინეს ირონიულად ჩაეღიმა. ისედაც გათიშული, მამაკაცის შიშველმა სხეულმა უარესად გამთიშა.

-მე.. სააბაზანოში მივდიოდი..._ამოვიჩურჩულე ხმადაბლა და თითები სააბაზანოსკენ გავიშვირე.

-მერე?_ცინიკურად ჩაიცინა პაციენტმა.

-მერე, მერე შენ გამოხვედი და უნდა მოგესალმო... დილა მშვიდობისა. _სასწრაფო წესით ვიხსენი საკუთარი თავი უხერხული სიტუაციიდან და გზა გავაგრძელე.

-20 წუთში დაბლა იყავი!_მიბრძანა და კიბეებისკენ კოჭლობით წავიდა.

-მოიცადე!_მოულოდნელად გამინათდა გონება. კონსტანტინე სწრაფად შედგა და ჩემკენ მოტრიალდა. _შენ პირველ სართულზე არ დასახლდი, რა გინდა აქ?_მკაცრად ჩავეკითხე და წარბი მაღლა ავწიე.

-ჩემი ნივთები დამჭირდა. _მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

-კერძოდ ტანსაცმელი, ალბათ. _თითით შიშველ სხეულზე მივანიშნე და კიდევ ერთი მოზრდილი ბურთულა გადავაგორე.

-არა, ვფიქრობ ტანსაცმელი და “ლიფი” ზედმეტია!

ირონიულად ჩაიცინა და თვალებით მკერდზე მიმანიშნა. ინტერესით დავიხედე ოდნავ დაბლა და ბოლომდე გადაღეღილ ხალათს და ღამის პენურას დავაჩერდი. უხერხულად ავწიე თავი მაღლა, პაციენტს გავეკრიჭე და აცახცახებული თითებით შევისწორე ხალათი.

-რა გინდოდა, მშვენივრად იყო!_ხმაშეცვლილმა მისაყვეუდრა, მე თვალები გამიფართოვდა და სიცილი ამიტყდა.

ყველაფერი ძალიან ჩვეულებრიად იყო, მე კონსტანტინეს ვუკეთებდი ვარჯიშებს, ის სამსახურის საქმეებს სახლში აგვარებდა. ხანდახან თუ ვისაუბრებდით ზოგადსაკაცობრიო თემებზე. სამაგიეროდ მე მჭირდა ახლადშეყრილი სენი, რომელსაც სახელად “კონსტანტინ-შიშველი” ერქვა. დილას, შუა დღეს, საღამოს და შუაღამისას სულ კონსტანტინეს ნახევრად შიშველი სხეული მელანდებოდა “ბუასავით”. მეც რა თქმა უნდა კმაყოფილი ვფიქრობდი და ვფიქორბდი, სურვილი არ მქონდა რამე სხვაზე გადამეტანა ყურადღება, თუ რა თქმა უნდა, ეს რამე სხვა ისევ კონსტანტინეს არ ეხებოდა. ბოლო დროს განსაკუთრებით გავაქტიურდი, სულ ვცდილობდი საუაბრში ამეყოლიებინა, ხანდახან ძალიან კარგად გამომდიოდა, ხანდახან ისე, რაა. თუმცა უნდა ვაღიარო ურთიერთობა ნელ-ნელა ჩვენდაუნებურად ყალიბდებოდა.
ჩემი პაციენტის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა, ხანდახან დამოუკიდებლად სიარულსაც ცდილობდა, მიუხედავად რამდენიმე მარცხისა. ლიზა მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა, ან გამოჩნდა, მაგრამ ამბავმა ჩემმადე ვერ მოაღწია. სულ მგონია, რომ ერთი ნაბიჯით წინ რომ წავიწიო რაღაცა მოხდება და ისევ უკან დახევა მომიწევს, ამიტომაც ვტკეპნი ერთ ადგილს და ვარ.

-ანასტასია, იქნებ ჯობია მიახვედრო?!_ქვედა ტუჩს კბილები დაასო ნესიმ და შეპარვით შემომთავაზა კონსტანტინესთან გრძნობების გაშიშვლება.

-მეც ვიფიქრე, მაგრამ არა! ერთი კვირის წინ დაშორდა ლიზას და ბუნებრივია ჯერ კიდევ ექნება მისადმი გრძნობები, მე კიდევ არ მინდა რამე ვაიძულო._კატეგორიული ტონით ჩავილაპარაკე და თავი გავქნიე.

-ნუ გადამრიე, შენ რა უნდა აიძულო კონსტანტინეს. _საჩვენებელი თითით დამცინოდა ნესი. _არა, მართლა დაფიქრდი და მიხვდები, რომ დროა რაღაცები მიახვედრო, იქნებ იმასაც მოსწონხარ და გონია, რომ ვიღაცა გყავს, ხოდა ვერ გიბედავს თქმას?

-შენ ბევრ ტლიკინს გირჩევნია მითხრა ჩემმა ბედოვლათმა რაო?_ინტერესით დავჭყიტე თვალები.

-რაო და გუშინ ვისაუბრეთ და ავუხსენი რომ გიგი ჩვენი მოგონილი ზღაპარი იყო... ძალიან გაბრაზდა._მობუზულმა შეჭმუხნა შუბლი.

-არა უშავს, მოუხდება!_რატომღაც ვერ ვინდობიდ ბიძაშვილს.

-მოხდომაც არის და მოხდომაც...._ბოროტულად ჩაიცინა ნესიმ. _რომ იცოდე რეებს აკეთებდა ჭკუიდან გადახვალ, ეჭვიანი და პათოლოგი ქმრის ქცევები ქონდა..._სიცილს ვერ იკავებდა ჩემი დაქალი.

-მერე რა გიხარია, რომ დათვრება ეგრე გაუბერავს ხოლმე. _დავცინე და ამჯერად მე გავუშვრე საჩვენებელი თითი. ნესის წამებში დაუსერიოზულდა სახე, ალბათ იფიქრა მართალა მეუბმებაო, მაგრამ მერე უნებურად ჩაეღიმა.

-როდის იყო ლევანი სვამდა და მერე აფრენდა?

გამომეჯიბრა და ცხვირზე წკიპურტი წამკრა. მე მხრები ავიჩეჩე “რა ვიცი, რა ვიცის” ჩურჩულით და ცივი ყავა მოვსვი. ცოტხანში დაბარებულივით გამოჩნდა ლევანიც, ღიმილით შემოაღო კაფის კარები და შემოუყოლა კლიენტების არმია... კლიენტების თუ თაყვანისმცემლების ეგეც საკითხავია, ან კი რა მოსწონთ ამ გაბურძგნულ და წვერგაუპარსავ კაცში ვერ ვხვდები. “ეგრე, კონსტანტინესაც აქვს წვერი და რა მოგწონს?” გაღიზიანებულმა ჩამძახა ალტერეგომ. ლევანი ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ, ნესისთან ოდნავ დაიხარა ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და მის გვერდით დაიკავა თავისუფალი ადგილი. მე და ლევანიკოს თაყვანისმცმელებს ერთოდურლად ჩამოგვივარდა ყბები.

-რააა?_ბოლო ხმაზე ვიგრიალე და კაფეში მყოფი საზოგადოება კულუტურლად დავაფრთხე. _შე... შე გაიძვერა გოგო, რატომ არ მითხარი?_მუშტის ქნევით მივუტრიალდი ნესის.

-ოოო, ხომ გითხარი, არა?!_ჩაიფრუტუნა კედელთან აყუდებული ბავშვივით.

-შენ, ექთანი ხარ თუ მოახლე, გოგოს ნუ მიფრთხობ!_აფუზული ნესი გულზე მიიკრა ლევანიკომ და მუშტი დამიქნია. ბიძაშვილის ქცევად ტუჩეგადატრიალებული შევხვდი და ცერა თითები მაღლა ავწიე.

საღამოს ფეხით გავისერინე, რამდენიხანია გვიან სუფთა ჰაერზე, თბილისის ქუჩებში არ მისეირნია. არადა უმუშევარი რომ ვიყავი თითქმის ყოველ საღამოს გამოვდიოდი და ჩემ უბანს წრეებს ვურტყამდი, მერე ლევანი მირეკავდა სახლში აღარ მოდიხარო და იძულებული ვიყავი სიამვონეაბზე უარი მეთქვა. ახლა უკვე, რაც კონსტანტნესთან ჩავსახლდი ყველაფერზე უარის თქმა მიწევს, ვიცი რომ ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ შეგუება მაინც მიჭირს. ყველაფერს ასე უცებ მოწყდე და სახლში გამოიკეტო, თანაც ისეთ სიტუაციაში როგორშიც მე ვარ. გიჟდებოდე კაცზე ვის გვერდითაც 24 საათს ატარებ და ახლოსაც ვერ მიდიოდე მასთან, უამრავი არსებული და არარსებული მიზეზების გამო. შუა ქუჩაში სიცილი ამტიყდა, მერე ცრემლები წამსკდა. დაუგეგმავად, გაუაზრებლად, ისეთი შეგრძნებებებით ცრემლების აზრს რომ ვერ გებულობ და თან, რომ გებულობ. ცუდია როცა ვერ ხვდები რეალურად რა გაწუხებს, რომელი ორგანო და გგონია, რომ სხეულის ყველა უჯრედი გტკივა... ჰო, შეიძლება ზედმეტად ვაზვიადებ, მაგრამ იმ მომენტში მართლა არ შემეძლო ჩემი ცრემლების რეალური და არსებული მიზეზის დასახელება, არადა ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფრის თავი და ბოლო კონსტანტინე აშაკრელი იყო. სლუკუნს მალე მოვრჩი, ერთი ორი წამოტირება და ეგ არის, ალბათ ემოციებისგან დავიცალე. ამდენიხნის ნაგროვებმა ემოციებმა ვეღარ მოთოკა და ერთიანად იხეთქა შუა რუსთაველზე. სველი ლოყევი ხელისზურგით შევიშრე და იქვე გაჩერებული ტაქსისკენ წავედი ნელი ნაბიჯებით.
სახლში ღამის ორ საათზე მივედი, კარები ფრთხილად გავაღე და ფეხაკრეფით წავედი კიბეებისკენ. გულის სიღმეში, იქ, სადღაც ძალიან კუნჭულში მეგონა რომ კონსტანტინე დივანზე ლოდინისგან ჩაძინებული დამხვდებოდა, მაგრამ კარგად შეთვალიერებულ დივანზე მარტო დაკეცილი პლედი და ბალიშები იდო. იმედგაცრუებული ავუყევი კიბეებს და დერეფნის ბოლო კარი ცრემლებმორეულმა შევაღე.

დილით კარებზე კაკუნმა გამაღვიძა, თვალები ერთმანეთის მიყოლებით გავახილე და ტუმბოზე მოთავსებული საათის ისრებს დავხედე. თვალებგაფართოვებული წამოვხტი ფეხზე და აბურდულ თმებზე ხელისგული გადავისვი. იქვე გადაფენილი ხალათი მოვიცვი და კარებს გაგიჟებული დავეტაკე. ღია კარებში წარბაწეული, შუბლშეკრული და ძალიან გაბრაზებული კონსტანტინე იდგა.

-რომელი საათია?_ღრენით გადმომხედა და თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა.

-ბოდიში... დამეძინა. _მივხვდი რომ დამნაშავე ვიყავი და ლუღლუღით ვთხოვე პატიება.

-5 წუთი გვაქვს დრო, ჩქარა!_მიბრძანა და კიბეებისკენ კოჭლობით წავიდა.

-ისე, გიყურებ და ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღე და სახლში დაბრუნება მომიწევს.

ჩემდაუნებურად წამომცდა ჩემი გულისტკივილი და ზუსტად, იმ წამს გავიაზრე, რა მატირებდა წინა ღამე შუა რუსთაველზე. კოსტანიტნემ თავი ოდნავ მოატრიალა, ცოტახანი ასე დაჰყო, მერე უხმოდ გატრიალდა და გზა გააგრძელა. მე სიმწრის სიცილით დავხურე ოთახის კარები და სკამზე გადაკიდებული სპორტულებისკენ წავედი.

სამზარეულოში ვიჯექი, წინ ყავის სავსე ფინჯანი მედგა და ანერვიულებული ვათამაშებდი თითებს სახელურზე. ფიქრებში წასულმა ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდა კონსტანტინე სამზრეულოში, როგორ დაისხა ყავა და როგორ დამიმშვენა გვერდით.

-გუშინ სად იყავი?_სიჩუმე კონსტანტინეს ცნობისმოყვარე ხმამ დაარღვია. სწრაფად გამოვფხიზლდი და თავი მისკენ მივატრიალე. ქვედა ტუჩს ღიმილით დავაჭირე კბილები და თითები ერთმანეთში ავხლართე.

-მეგობართან ერთად ყავას ვსვამდი. _მხრები ავიჩეჩე და ყავა მოვსვი.

-ღამის ორ საათამდე?_ეჭვნარევი მზერით გადმომხედა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-არა, მერე ცოტა გავისეირნე.

ძალიან მესიამოვნა იმის გაგება რომ გუშინ კონსტანიტნემ ჩემი მოსვლა გაიგო, ეს იმას ნიშნავს რომ ნაწილობრივ ჩემი ბოდიალი აინტერესებს. მართალია, შეიძლება მე არ მელოდებოდა და გვიანობდამდე მუშაობდა, მაგრამ ფაქტია რომ ჩემი წინა დღის ხეტიალით დაინტერესდა და ეს არც დაუმალავს. გაკრეჭილმა მოვსვი კიდევ ერთი ყლუპი და საკუთარი თავი შევიცოდე, ელემენტარული სიხარულისთვის, რომელიც კონსტანტინესთვის ჩვეულებრივი ცნობიმოყვარეობის დაკმაყოფილება იყო, აი, ჩემთვის კი... ჩემთვის კოშკზე წითელი დროშის დარჭობა!
პაციენტს ხმა აღარ ამოუღია, ყავა მოსვა და სამზარეულოს ფანჯრიდან ეზოს გახედა.

-იცი, ფიზიო თერაპიებს რომ ვსვალობდი იქ მითხრეს რომ წყალი საუკეთესო საშუალებაა ტკივილის გასაყუჩებლად. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე, ისე რომ აუზისთვის თვალი არ მომიშორებია. კონსტანტინემ ჩაფიქრებულმა გადმომხედა. _ვიცურაოთ?_თითები მაგიდაზე ავათამაშე და თვალებდაჭყეტილი მივაჩერდი პაციენტს. აშკარელმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ოდნავ გამიღიმა.

ზუსტად ვიცოდი რატომაც ვიქცეოდი ასე, უბრალოდ მინდოდა რომ რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო დრო გამეტარებინა ჩემ პაციენტთან, მამაკაცთან რომელიც უკვე ჩემი ცხოვრების მთავარი საფიქრალი გახდა. ვხვდებოდი, რომ რამდენიმე კვირაში კონსტანტინეს სახლის დატოვება მომიწევდა და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოგონებებით დახუნძლული წავსულიყავი. მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, თხელი ფრიალა შარფი შემოვიჭირე და “შლოპანცების” ტყაპა-ტყუპით დავეშვი კიბეებზე. კონსტანტინესაც მოესწრო გამოცვლა და მისაღებში მელოდებოდა.

-აბა, მზად ხარ დატვირთვისთვის?

შევაგულიანე და ხელები თეძოებზე შემოვიდე. კონსტანტინემ ერთი ამათვალ-ჩამათვალიერა, ჩემი საცურაო “აღჭურვილობა” კარგად შეამოწმა და თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დამიკრა. ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდი, აუზის ზედაპირი წყლით ისე ლიპლიპებდა ერთი არასწორი ნაბიჯი და ორივე ქვაფენილზე მოვაგებდით ზღართანს ჩემი დამსახურებით. კონსტანტინე ჩემი დახმარების გარეშე მივიდა აუზთან და კიბეების დახმარებით ჩავიდა. როცა მივხვდი, რომ მამაკაცი ჩემ გარეშეც შეძლებდა რაღაცების გაკეთებას ხელები დაბლა ჩამოვიღე და აუზის კიდესთან დავდექი. ხელები წინ გავწიე და ერთმანეთზე მივატყუპე, ტანი ოდან მოვხარე და პროფესიონალური მანერით ვისკუპე გაკრიალებულ, ცისფერ წყალში.
პაციენტს გვერდიდან არ ვშორდებოდი, ვცდილობდი თითოეული მოქმედება გამეთვალა, მაგრამ კონსტანტინე ისე სწრაფად მოძრაობდა, ცოტა არ იყოს და მიჭირდა. გაგიკვირდებათ და ერთმანეთს არცერთხელ არ შევხებივართ, ჩემი პაციენტი შესანიშნავად ართმევდა თავს ჩემ დავალებულ ვარჯიშებს. ბოლოს დაღლილები ძლივს ამოვედით წყლიდან და მზის სხივების ქვეშ გავწექით შეზლონგზე.

-ხშირად გამოვიდეთ ხოლმე.

ხმადაბლა ჩავილაპარაკე და მისკენ გავიხედე. სიცხისგან გათიშული და მიძინებული კონსტანტინეს დანახვისას ღიმილი ვერ შევიკავე. ტანი ოდნავ წამოვწიე და ზემოდან დავაჩერდი მძინარეს.

>>>
-დღეს რა გავაკეთო?_ფიქრით გადაღლილმა მეასედ დავუსვი იგივე კითხვა საკუთარ თავს და სკამზე ჩამოვჯექი. _ჩაშუშული კომბოსტო?_მოჭუტული თვალებით გავხედე მაცივრის კარებს და საჩვენებილი თითი ნიკაპზე დავისვი. _თუ ჩაშუშული პომიდორი?

-კარტოფილი შეწვი. _სამზარეულოს კარებთან დაყუდებული კონსტანტინეს ხმა მომესმა. თავი ოდნავ მივატრიალე მამაკაცისკენ და თანხმობის ნიშნად გავუცინე.

-სანამ საჭმელი იქნება ყავა ჩაი?_ფეხზე წამოვდექი, კარადიდან კარტოფილის პარკი გამოვიღე და მაგიდაზე დავდე.

-ყავა. _ხმადაბლა ჩაილაპრაკა და სკამზე ჩამოჯდა.

-იყოს ყავა. _წავიღიღინე და მადუღარა ჩავრთე. _აუ, იცი რადენიხანია ნალექიანი ყავა არ დამილევია... არ გინდა?

უცებ გამახსენდა ჩემი ბავშვობის “ოცნება”, რომელსაც დედა არასდროს მისრულებდა, სამაგიეროდ დედის დაქალები მაწრუპებდნენ ყავის თეფშიდან ცოტას. კონსტანტიე წარბწეული დაფიქრდა მერე ეჭვით გადმომხედა, ალბათ იფიქრა საიდან მოაგონდაო.

-შენი ხათრით დავლევ. _ჩამიღიმა და თითები ერთმანეთში ახლართა. _დანა მომაწოდე. _ხელი გამომიშვირა და დანას დაელოდა. ახლა წყლიანი ჯამი მომაწოდე.

-აჰ..._ხმამაღლა გამეცინა._არ მითხრა რომ კარტოფილი უნდა გათალო. _ჯამი ნიჟარაში ჩავდგი და ონკანი მოვუშვი.

-არა, კარტოფილის გათლა უნდა გასწავლო. _ცინიკურად მომღიმარმა გამომაჯავრა და დანა მაგიდაზე დადო. _და კიდე , ეს დანა კარტოფილის არ არის, ეს თევზის დანაა. _დანას ცალი თვალით დახედა.

>>>
საღამოს ნესიმ დამირეკა საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა გნახოო, ვიფიქრე აქ მოვიყვან და კონსტანტინესაც გავაცნობ-მეთქი, მაგრამ თავი გაიგიჟა გინდა თუ არა გარეთ უნდა გნახოო. მეც იძულებული გავხდი კონსტანტინესთვის მეთხოვა ცოტახანი გავენთავისუფლებინე. თავიდან ეჭვით გადმომხედა, ცოტახანი იყოყმანა მე რამე რომ დამჭირდეს რა გავაკეთოო, მაგრამ ბოლოს მაინც გამიშვა და თან კატეგორიული ტონით დაამატა, რომ სახლში 9 საათამდე უნდა დავბრუნდე. კარებთან მისული წარბწუელი მივტრიალიდ მისკენ და დოინჯი შემოვიდე. კონსტანტინემ მხრები აიჩეჩა, ხელები ოდნავ გაჩალა და ტუჩების მოძრაობით შემახსენა ჩემი მოვალეობა. ტუჩები ოდნავ წინ გავწიე და ხმამაღლა ამოვისუნთქე, თანხმობის ნიშნად იძულებულმა დავუქნიე თავი და კარები დავკეტე.

-რა ქვა გეტაკა?_როგორც კი კაფეში შევედი ნესისკენ ლაპარაკით წავედი და მის წინ თავისუფალ სკამზე დავენარცხე.

-დღეს ლევანმა გამაბრაზა._თავი ოდნავ მაღლა ასწია და ცხვირაბზუებულმა ჩაილაპრაკა. მე სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავკაკანდი.

-ოო, მეთქი რამე სერიოზული მოხდა._ხელი ავიქნიე და ბარისკენ გავიხედე._მე ყავას მოვიტან, შენ რამე ხომ არ გინდა?_ოდნავ წამოვიწიე და ნახევრად სავსე წვენის ჭიქას დავხედე.

-ყავა წამომიღე მეც._თავი დამიქნია და ფანჯარაში გაიქხედა._ლათე!_ბართან მისულს დამაწია.

-აბა, დაფრთქვი ახლა რა და როგორ მოხდა..._როგორც კი ჩემი ადგილი დავიკავე მკაცრად მოვთხოვე და ყავა მოვსვი.

-რა და დღეს ერთად უნდა წავსულიყავით სადმე, ხოდა ეს შენი ვაჟბატონი მირეკავს და მუებნება, რომ საქმეები გამოუჩნდა და ვეღარ მივდვიართ! _გაგულისებულმა ჩაიდუდღუნა და ფინჯანს თითები მაგრად მოუჭირა.

-აუ, მე კიდევ გამისკდა გული..._ჩავიფრუტუნე უმაყოფილომ. _ცოტა გაგებუქებინა მაინც._თვალები გადავატრიალე და ფანჯრიდან გავიხედე. _ეს ნახე, რაა. _ნაცნობი სილუეტის დანახვისას ირონიულად ჩავიჩურჩულე და თვალებმოჭუტული დავაკვირდი ქალს.

-ვინაა?_ჩემ მზერას თვალი გააყოლა ნესიმ და ინეტერესით ჩაეძია.

-კონსტანტინეს ყოფილი საცოლე, თუ ქალი, თუ შეყვარებული, ნუ მოკლედ ყოფილია, რაა!_დაბნეული და მაინც კმაყოფილი ვტლიკინებდი.

-აქეთ მოდის.

ხმადაბლა ჩაიჩუჩულა ნესიმ და სასწრაფოდ სხვა რაღაცაზე, ან ვიღაცაზე გადაიტანა მზერა, არ ვიცი მე ლიზას ვუყურებდი, რომელსაც ძალიან სიმპათიურმა მამაკაცმა დაუმშვენა გვერდი...

-ფუ, ბანძი, ამ კაცის გამო როგორ დაშორდა კონსტანტინეს?!_გაკვირვებულმა დავაღე პირი.

-რა იცი, იქნებ ახლობელია?

-ხო, ახლობლებს, ასე ნაზად კიდებენ საჯდომზე ხელს... ნუ რა ვიცი ჩემი საჯდომი, ასე “მოწიწებით” ჯერ არცერთ ახლობელს გაუსინჯავს._მხრები ავიჩეჩე და ყავა მოვსვი. _გეუბნები, შანელის კაბის ქვეშ, რა იმალევა კაცმა არ იცის-მეთქი და არ მიჯერებ... აა, ბატონო, ცოცხალი მაგალითი!_თითი ლიზასკენ გავიშვირე და მოგებულმა ჩავუკარი თვალი დაქალს.

-რა გინდა, ბურთი და მოედანი შენია, ახლა უკვე თამამად შეგიძლია კონსტანტინეზე ნადირობის სეზონი გახსნა._ვალში არ დამრჩა ნესი.

-მე უკვე დიდიხანია სეზონი გახსნილი მაქვს, უბრალოდ კონსტანტინემ დახურა!_ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და თვალები მაღლა ავქაჩე მოწოლილი ცრემლები რომ შემეკავებინა.

სახლში ცხრას რომ ათი წუთი აკლდა მაშინ დავბრუნდი. ღიმილით შევაღე დიდი კარები და გასაღები იქვე, დაწნულ კალათაში ჩავაგდე. ოდნავ ავიწიე ფეხისწვერებზე და მისაღები ტუჩებმოკუმულმა დავზვერე, მაგრამ კონსტანტინეს ლანდი ვერსად ვერ შევამჩნიე, ვიფიქრე ლოდინით დაიღალა და დაიძინა-მეთქი, მაგრამ საიდან დავასკვენი რომ მელოდებდა ვერ გეტყვით. ფეხსაცმელები იქვე გავიხადე ორი თითით კომფორტულად დავიჭირე და ცეკვა-ცეკვით წავედი კიბეებისკენ.

-აი, მესმის პუნქტუალურობა. _მოულონდელად ზურგს უკან მამაკაცის ბოხი ბარიტონი გაისმა. ვინ თუ არა პაციენტი აშაკრელი.

-გამისკდა გული, შენ გაგისკდა ფილტვი!_ჩავიჩურჩულე ჩემთვის და მისკენ ოდნავ მივტრიალდი.

-ბატონო?!_სმენა დაძაბა და ნათქვამის გამეორება მთხოვა, ან მიბრძანა...

-შემაშინე-მეთქი.

სწრაფად გადავასწორე როგორც კი მისი აღრენილი მზერა დავინახე. კონsტანტინემ ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შეჭმუხნული შუბლი ჩემ მოღეღილ გულ-მკერდს დაასო. მესიამოვნა და მერე როგორ, ე.ი. სულაც არ არის გულგრილი ჩემი ღირსებების მიმართ.
საკუთარი “სიმდიდრით” კმაყოფილმა ჩავიღიმე და წელში გავიმართე.

-მშია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა აშკარელმა.

-მერე?_გამიკვირდა.

-მერე ის რომ მე მშია და შენ უნდა მოახერხო როგორმე და შიმშილი მომიკლა!_ბრძანებას უფრო გავდა ეს ვიდრე თხოვნას.

-ჰმ._ირონიულად დავცინე პაციენტს. _და შენ ხელები არ გაქვს, მოიმზადე!_არ დავუთმე და გავეჯიბრე. ცოტა უკმაყოფილო დარჩა ჩემი საქციელით.

-ანნა, მშია! _ხმაშეცვლილმა გამიმეორა.

-უი, შენ იცი, რომ ღამით ჭამა ჯანრმთელობისთვის მავნებელია?_ჩემი პროფესია მოვიშველიე.

-არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს იმიტომ, რომ მგელივით მშია.

კატეგორიულობას ინარჩუნებდა აშაკრელი. გახდილი ფეხსაცმელები კიბესთან დავყარე და ფეხების ტყაპუნით წავედი სამზარეულოსკენ, იქნებ გაღიზიანდეს და იჩხუბოს-მეთქი, მერე მეც მექონებოდა მიზეზი გემრიელად მომედო ყბაში. ფეხდაფეხ მომყვა კონსტანტინეც, თან ირონიულად იღიმოდა და ოდნავ წამოზრდილ წვერიან ნიკაპს იწვალებდა. ყველაფერს მივხვდი სულაც არ შია, უბრალოდ მე ხომ უნდა დამასაქმოს და დამტვირთოს. ამაზე კიდევ უფრო გავმწარდი და ყველაფრის ხმაურიანად გაკეთება დავიწყე. მშვიდი გამომეტყველებით ადევნებდა ჩემ თითოეულ მოქედებას თვალს. შემწვრი კვერცხი და ყავა მაგიდაზე დავუდე და გასასვლელისკენ წავედი.

-ეს რა არის?_კონსტანტინეს ხმამა შემაჩერა. ღრმად ამოვისუნთქე, თავი მოვთოკე და მისკენ მივტრიალდი.

-კვერცხი და ყავა. _ჩავილაპარაკე ხმადაბლა.

-მერე მე გითხარი, რომ კვერცხი მინდოდა?_მხრები აიჩეჩა ჩემმა პაციენტმა და შუბლი მოისრისა.

-ა-ა, შენ არ გითქვამს, მაგრამ..._ამოვილუღლუღე და თვალები დავქაჩე._აქ რომ იდექი და მიყურებდი, არ უნდა გეთქვა?_ვუსაყვედურე.

-წესით შენ უნდა გეკითხა._ვალში არ დამრჩა აშკარელი.

-ხო, კარგი, მე დამავიწყდა, გადაღლილი ვარ და ვერ ვაზროვნებ და შენ?_გაგულისებულმა ოდნავ ავუწიე ხმას.

-მე მშია!_ცინიკურად გამეკრიჭა, თვალი ჩამიკრა და თითები მაგიდაზე აათამაშა.

-კონსტანტინე, როგორც წესი მე არ ვარ ვალდებული საჭმელები ვაკეთო და შენზე ვიზრუნო, ამიტომ რაც გაგიკეთე იმით დაკმაყოფილდი!

გავახსენე ჩემი მოვალეობა და ამჯერად ცინიკურად მომღიმარმა მე ჩავუკარი თვალი. გაბადურს წამებში დაუსერიოზულდა სახე, კბილების ღჭიალით გადმომხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩუმდა... თავიდან ვიფირე ვეღარაფერი მითხრა-მეთქი, მაგრამ ბოროტულად მომღიმარი რომ დავინახე ცოტა არ იყოს და შემეშინდა. სასწრაფო წესით დავტოვე სამზარეულო და კიბეებისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.

დილით როგორც ყოველთვის რვის ნახევარზე გამეღვიძა, 5 წუთი საწოლში ვიკოტრიალე, მერე ნელა წამოვდექი და რამდენმე ვარჯიში გავაკეთე. იქვე გადაფენილი ხალათი მოვიცვი და კარებისკენ მთქანრებით წავედი.

>>>
-რომელზე მოვალო?_შეშინებულმა მკითხა და ჩანთა შეისწორა.

-ნესი, ნუ კანკალებ, თორემ მოგადე!

ღრენით გადავხედე მეგობარს და ჩვენკენ წამოსულ ზაზას გავუსწორე მზერა. ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი და თითქმის ყოფილი ქმარი ჩემკენ ოდნავ გადმოიწია საკოცნელად, თვალებდაქაჩულმა გავწიე თავი უკან და თითით ვანიშნე “ხომ კარგად ხარ-მეთქი?!” ზაზა ჩაიცინა, ალბათ სიმწრით და ნესის მიუტრიალდა.

-როგორ ხარ?_კარგი ნაცნობივით მოიკითხა და გაუცინა. ნესიმ ჯერ მე გადმომხედა გაკვირვებლმა, მერე ისევ ზაზას და ღიმილით დაუბრუნა პასუხი.

-მე კარგად, შენ?_ზრდილობიანად მოიკითხა და ჩანთა შეისწორა. ზაზამ მხრები აიჩეჩა ოდნავ ჩაახველა და კვლავ მე გამისწორა მზერა.

-დავსხდეთ ხო?_შეშფოთებული დაგვეკითხა. თანხმობის ნიშნად ოდნავ დავუკარი თავი.

ცოტახანში ზაზას შერჩეულ კაფეში ვისხედით და შეკვეთას ველოდებოდით. მე როგორც ყოველთვის ნერვიულობის დროს ზომაზე მეტ ყავას ვსვამ და შესაბამისად სამმაგი კაპუჩინო შევუკვეთე. რატომ ვნერვიულობ? როგორია დაჯდე იმ მამაკაცის წინ რომელთანაც შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ლამის ოჯახი შექმენი.

-ძალიან მოკლედ ამიხსენი და უნდა წავიდე, არ მცალია._კატეგორიული ტონით მოვთხოვე და ჩემი შეკვეთა დავაგემოვნე.

-იმ დღეს ცოტა ნასვამი ვიყავი და გადამეკეტა, თან მერე შენი წინააღმდეგობა და ხომ გესმის?_ღმერთო ჩემო, როგორ ნაგავია.

-მოიცადე, შენ რა გინდა თქვა რომ ჩემი ბრალია? შენ ცხოველივით იქცეოდი რა ჩემი ბრალია?_თვალები დავუქაჩე და ხმას ავუწიე. ნესიმ ოდნავ მიბრწკინა და თვალებით მანიშნა დამშვიდდიო.

-არა, არა მე მაგის თქმა არ მინდა, უბრალოდ ნასვამი ვიყავი და გადამეკეტა-მეთქი. _სწრაფად დაიხია უკან.

-ჰმ, ნეტა თუ არ გრცხვენია... ან საერთოდ რატომ დამიბარე, ან მე რატომ მოვედი?_ჩემი საქციელით გაღიზიანებული წამოვდექი ფეხზე და კარებისკენ წავედი. _ნესი!_ხმამაღლა დავუძახე დაქალს და მინის კარები ღრენით გავაღე.

-ანასტასია...

ზურგს უკან ზაზას ხმა მომესმა, მაგრამ არ მივტრიალებულვარ. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა პათოლოგი და უაზროვნო რომ არის. გამწარებულმა გამოვგლიჯე ტაქსის კარები და უკანა სავარძელზე დავჯექი, ცოტახანში ნესიმაც დამიმშვენა გვერდი და მძიმედ ამოიხვნეშა.

-მემგონი ეგ ბიჭი ცოტა ვერაა, ხოო?!_სიცილით მკითხა ნესიმ და ტაქსის მძღოლს მისმართი უკარნახა.

-ცოტა?!_გავიკვირვე და ხმამაღლა გავიცინე.

>>>
როგორც კი სახლში მივედი სიცხისგან გაწითლებული პირდაპირ სააბაზანოში შევარდი და წყალი გადავივლე. როგორც ყოველთვის არც ამჯერად შემიტანია ყველაფერი. სულ ასეთი დაბდურა და უყურადრებო ვარ, არ არსებობს სააბაზანოში შევიდე და რაღაცა არ დამრჩეს. ახლაც, მაინც და მაინც ხალათი დამრჩა. ფრთხილად გადმოვედი ვანიდან და ფეხები იქვე დაფენილ ტილოზე შევიმშრალე. სველ სხეულზე თხელი პირსახოცი შემოვიხვიე და სარკეში საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე. სააბაზანოს კარები ქურდივით გავაღე და გრძელი დერეფანი დავზვერე. “კონსტანტინე წესით კაბინეტში უნდა იყოს და საქმებს აგვარებდეს, შესაბამისად თავისუფლად შემიძლია ოთახამდე ნელი სიარულით მივიდე” ფეხები იქვე მიყრილ “შლოპანცებში” გავუყარე და ფრატუნით გავედი დერეფანში. პირსახოცი ღიმილით შევისწორე და ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. ჩემი ოთახის კარებთან ვიყავი ზურგს უკან ნაბიჯების ხმა რომ მომესმა, ვცადე სწრაფად შევსულიყავი ოთახში, მაგრამ ვერ მოვასწარი. მოულოდნელად, საიდანღაც, ქარბორბალასავით მომვარდა კონსტანტინე და ზურგიდან ამეკრო. ძლივს გაგრილებული სხეული წამებში ამიდუღდა და გადამიდუღდა. ერთი ამოსუნთქვა მოვასწარი და მერე მემგონი სუნთქვა საერთოდ შევწყვიტე. გული და პულსი ერთდორულად ამიჩქარდა. პირი სულ გამომიშრა, ცხვირშიც გავიჭედე, ზუსტად ისე გაციებული ბავშვები რომ ხროტინებენ ხოლმე. თვალები ძალიან მაგრად დავხუჭე და ბაგეები სულ ოდნავ დავაშორე ერთმანეთს ჰაერი რომ ჩამეყლაპა და მართლა არ გავგუდულიყავი. აშაკრელი კი ჯიუტად არ ინძრეოდა ადგილიდან და ნახევრად შიშველ სხეულზე ურცხვად მეკვროდა.

-რატომ აკეთებ?

ჩემთვის უცხო და ძალიან ნაცნობი ხმა ჩაემესმა დაგუბებულ ყურებში. თვალები სწრაფად დავჭყირე და ვეცადე ხმის ტემბრი აღმედგინა. ეჭვი არ შემპარვია რომ ჩემ ზურგს უკან კონსტანტინე ნებივრობდა, მაგრამ ასეთი შეცვლილი და ვნებიანი ხმა... ნუთუ მე მეკუთვნის?! მიუხედავად გათიშული გონებისა, გაშეშებული და ადუღებული სხეულისა, მაინც მოვახერხე გააზრება და გაბედნიერება. საოცრად მესიამოვნა იმის გაანალიზება რომ მამაკაცს, რომელიც ასე ურცხვად ეხება ჩემ სხეულს, ჩემი საქციელები ვნებიანს ხდის!

-რას ვაკეთებ?_ძლივს ამოთქვი ორი სიტყვა და ისევ დავდუმდი.

-რატომ ცდილობ გამომიწვიო?

ჩემ ყელთან დაჩურჩულა და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია. გაჩერებულმა გულმა წამებში იწყო ფეთქვა და მერე როგორ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხელებით უნდა დამეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს აიდგამდა და გაიქცეოდა. მეც რა თქმა უნდა როგორც სულელმა საკუთარი ფიქრები დავიჯერე და გულზე ორივე ხელი მაგრად მივიჭირე, თითქოს ამით რამეს შევცვლიდი. პირიქით, კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენი აჩქარებული გულისცემა.

-მე... მე... მე მეგონა...შენ... კაბინეტში იყავი.

ამოვილუღლუღე და თავი ოდნავ უკან გადავაგდე. რაზე ვფიქორბდი იმ წუთას არ ვიცი, ერთადერთი რაც მინდოდა იმ წამის დიდხანს, ან საუკუნოდ გაგრძელება იყო. მიუხედავად დაძაბულობისა, ნერვიულობისა და აჩქარებული გულისა, მაინც საშინლად მსიამოვნებდა ჩემი სასურველი მამაკაცი შეხება. კონსტანტინემ მარცხენა ხელი მუცელზე მჭირდორ მომხვია და ტუჩებით შიშველი, ოდნავ სველი მხრები ამომიწვა. არ ვიცი საიდან ამომივიდა ხმა, მაგრამ როგორც კი კონსტანტინეს ვნებიანი და მწველი ბაგეები ვიგრძენი ჩემდაუნებურად აღმომხდა სიამოვნების კვნესა. ჩემმა მოულოდნელმა ბგერებმა ჩემი პაციენტი უფრო გაახელა, მარჯვენა ხელიც მაგრად მომხვია მუცელზე და ერთი მოძრაობით შემატრიალა თავისკენ. მე როგორც გამოუცდელს ლოყევი ამიპილპილდა, მართალია პირველი კოცნა არ იყო, მაგრამ ასეთ სიტუაციაში პირველი იყო, აბა რა იყო. თანაც მერე როგორი ვნებიანი და სექსუალური ტუჩები აქვს, ერთხელ შემეხო და გოგოს ყველაფერი დამავიწყდა... გამრავლების ტაბულაც კი, არადა როგორ მაქებდა ხოლმე იზო მასწავლებელი, კედელზე უნდა გამოგაკრა გამრავლების ტაბულის მაგივრადო. “ღმერთო ჩემო, რეებზე ვფიქრობ.”

-ძალით არ გინდოდა არა?!

ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მკითხა კონსტანტინემ და სავარაუდოდ წყლისგან ჩაწითლებულ თვალებში ჩამხედა. როგორც კი მის თვალებს მზერა გავუსწორე დავინახე როგორ აცეკვდნენ ჩემთვის უცხო და საზიზღარი არსებები. თავიდან ვიფიქრე იმდენად გამთიშა, რაღაცები მელანდება-მეთქი, მაგრამ მერე კარგად დავაკვირდი და ნესის ნათქვამი “ლევანის თვალებში ჭინკებს რომ ვხედავ ვკვდები” გამახსენდა. მივხვდი რომ არსებები რომლებსაც მე ცხადად ვხედავდი კონსტანტინეს გარყვნილი და ვნებიანი ჭინკები იყვნენ.

-ჰო...არა._ჩავიჩურჩულე ხმადაბლა და თვალები კონსტანტინეს დაწითლებულ ბაგეებს დავასე.

-ჰო გინდოდა თუ არა არ გინდოდა?_ცინიკურად და ვნებიანად მომღიმარი არ მეშვებოდა.

-ჰო, არ მინდოდა. _როგორც იქნა ძალები მოვიკრიბე და ამოვილაპარაკე.

-კარგი, თუ არ გინდოდა...

მოჩვენებით დასევდიანებულმა ჩაილაპარაკა და მომშორდა. მე მის სხეულზე დაკონწიალებულმა წონასწორობა ვერ შევიკავე და იატაკზე მოვადინე ზღართანი. კონსტანტინე ჯერ კიდევ იმ სივრცეს უყურებდა რომელსაც რამდენიმე წამის წინ მე ვავსებდი, მერე მიხვდა რაც მოხდა და სწრაფად დაიხედა იატაკზე, რომელსაც ახლა უკვე ჩემი გაშხლართული სხეული ავსებდა. პირსაცოხი სწრაფად შევისწორე და ნატკენ ხელზე თითები ზმუილით დავისვი. აშაკრელმა ჩამუხვლა სცადა, მაგრამ მარცხენა ფეხმა ამის საშუალება არ მისცა და უხერხულად დაიახარა. გაბოროტებულმა, დამცირებულმა და ხელნატკენმა გადავხედე და კბილები გავაღჭაიალე.

-მე რა ვიცოდი ასე თუ იყავი მინაბული._ცინიკურად მომღიმარმა აიჩეჩა მხრები და ნატკენ ხელზე თითები ნაზად დამისვა. გაბრაზებულმა სწრაფად გამოვგლიჯე ხელი და უარესად ავიტკიე.

-ვერ გიტან!_ამოვილუღლუღე და მოწოლილი ცრემლები გადმოვყარე. აშკარად დააფრთხო ჩემმა ცრემლებმა. ვიღას ახსოვდა ნატკენი ფეხი, სწრაფად ჩაიმუხლა და ნიკაპზე ორი თითი მომკიდა, თავი მაღლა ამაწევინა და წარბწეული ჩამაშტერდა ცრემლებისგან და წყლისგან აწითლებულ თვალებში.

-ნუ სულელობ!_ხმამაღლა დამიღრინა.

-მტკივა. _ამოვიზლუქუნე და ტირილს ვუმატე. კონსტანტინემ წვალებით დადგა ფეხზე, მერე მე მომხვია ორივე ხელი მსუბუქად და ფეხზე დამაყენა. ნატკენ ხელზე წამით შემავლო თვალი, ჩემი ოთახის კარები გააღო და ნელი ნაბიჯებით მიმიყვანა საწოლამდე.

-კაცმა რომ გკითხოს ხელი გტკივა და პირსაცხოს ერთი წამითაც არ უშვებ!_ყურთან ახლოს დამჩურჩულა, საწოლზე ნაზად დამსვა თვითონ კი უკან გატრიალდა.

“არა ბიჭოს, ეგღა მაკლია ჩემი ღირსებები დაგანახო! მაგას დამსახურება უნდა, ჩემო კარგო, დამსახურება.” საკუთარ თავს ვეჩურჩულებოდი და თან კოპებს ვკრავდი.

ცოტახანში ყინულებიანი პარკით დაბრუნდა უკან. ჯერ პროფესიონალურად დააკვირდა დაწითლებულ ადგილს, მერე ოდნავ მიმადო პარკი და ჩემ გვერდით ჩამოჯდა, თან ხელს უყურებდა და პარკს უფრო და უფრო უჭერდა თითებს.

-ჩამილურჯდება.

ამოვიჩურჩულე ხმადაბლა და თბილი თითები შევახე გაყინულ მაჯას. კონსტანტინემ წარბწეულმა გადმომხედა, თითქოს მას ვადანაშაულებდი რამეში... არა და მართლა მისი ბრალი იყო, რას მიშვებდა ხელს რომ მიშვებდა, ან კიდევ რა ცირკი დამიდგა. დამაბნია, მდგომარეობიდან გამომიყვანა, ქალური ღირსებებიც კი დამავიწყა და უცებ ჰოპ, იატაკზე ვაგდივარ.
მთელი დღე ვწუწუნებდი და ვწუწუნებდი, არცერთი წამით დავდუმებულვარ, კონსტანტინეც ღირსეულად იტანდა ჩემ სიჯიუტეს. ბოლოს მთხოვა ყავა მომიდუღეო, ნუ რა თქმა უნდა მე ჯერ დავგესლე და მერე წავედი ყავის მოსადუღებლად. ვიფიქრე დილით მომხდარი ინციდენტი როგორ უნდა ვაპატიო-მეთქი და ყავაში ძალიან ბევრი შაქარი ჩავყარე. კონსტანტინესთვის ერთი კოვზიც კი საწამლავივითაა და წარმოიდგინეთ ერთ ჭიქა ყავაში 10 კოვზი შაქარი. ჩემი თავით ამაყმა მოვკიდე ფინჯნს ხელი და აშკარელისკენ წავედი თავაწეული.

-ეგ შაქრიანი ყავა გადაქციე და ახალი გამიმზადე!_კონსტანტინეს დამცინავი ბაროტონი მომესმა, ყბები მთელი ძალით დავჭიმე და ფინჯნის სახელურს თითები მთელი ძალით მოვუჭირე. აშაკრად ვერ მოვზომე და მეტი მომივიდა, სახელური მარჯვენა ხელის თითებში შემრჩა ყავა კი იატაკზე დაიღვარა დალეწილ ფინჯანთან ერთად. _შეიძლება კვირა გავიდეს და რაღაცა არ გატეხო?_ჩემი საქციელით უკმაყოფილომ და ოდნავ გამხიარულებულმა ინტერესით მკითხა. მე მხრები ავიჩეჩე და ნამსხვრევების ასაკრეფად დავიხარე. _ეგ იმის ბრალია, ყველაფერს ღიღინით რომ აკეთებ!_თვალი ჩამიკრა და ტელევიზორს მიუტრიალდა.

-რაა?!_გაოცებულმა ბოლო ხმაზე დავიღრიალე, ჩემ ამგვარ ქცევას აშკარად არ ელოდა და დივანზე ოდნავ შეხტა. _ვღიღინებდი?_თვალები და ყბა ერთდორულად გამიდიდდა.

-ხო, ღიღინებდი... მოიცადე გავიხსენო._ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო და დაფიქრდა.

-არა, არ არის საჭირო!_წამოვიძახე და თავი მოვიქექე.

“დავიჯერო ისე დავბერდი საკუთარ ხმასაც ვეღარ ვიგებ?” ჩემთვის ვფიქრობდი და თან იატაკს ვასუფთავებდი. ცალ თვალს პაციენტისკენ ვაპარებდი და ეჭვით ვუყურედი, კონსტანტინეს ერთხელაც არ გამოუხედავს გაშტერებული უყურებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ჩიფსებს მადიანად მიირთმევდა. “არა, მაინც ვერ ვხვდები ამ დროს ყავა რა ჯანდაბად უნდა.” გავიფიქრე და მაგიდაზე დაწყობილ ფეხბურთისთვის საჭირო “აღჭურვილობას” შევავლე თვალი.

>>>
მთელი კვირა ცუგა-ცუგას ვთამაშობდით... ხან ის მაწამებდა, ხან მე. რაც მთავარია ვალში არცერთხელ არ დავრჩენილვარ, მერე რა რომ ქალი ვარ, მეც ძალიან მოხერხებული და მიხვედრილი ვარ. ერთხელ სულ შემთხევით გადავაწყდი კონსტანტონეს ბავშვობის ალბომს. ისეთი სასაცილო სანახავი იყო, ტიტლიკანა ეგდო საწოლზე და იკრიჭებოდა. ყოველივე ეს ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენე და სურათი ჩემი ოთახის გარდერობის სარკეზე გავიკარი. დილა პოზიტიურად იწყებოდა, ხოლო ღამით თავატკიებულს ყველაფერი მავიწყდებოდა და გულიანად ვიცინოდი. ერთ მშვენიერ დღეს დაუპატიჟებლად შემოაჭრა ჩემს ოთახში და მაშინ გადააწყდა სურათს. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მერე, ალბათ რაღაცა დეტალი ეცნო და თვალებდაწვრილებულმა გადახედა სურათს. მე ხარხარით მოვკურცხლე და პირველი სართულისკენ მოვუსვი. საღამომდე მესმოდა კონსტანტინეს ღრენა!

^?^?^
-როგორ ფიქრობ, როდის მორჩები?_თვის ბოლოს მკითხა ნესიმ.

-არ ვიცი, ალბათ ერთი კვირაც და ეგ არის, მერე უკვე რამდენიმე პროცედურა საავადმყოფოში უნდა გაიაროს._მძიმედ ამოვიხვნეშე და კაფეში შემოსულ ზაზას გადავხედე._ამას აქ რა უნდა?_თავი სწრაფად მიატრიალა უკან ნესიმ და ჩვენკენ წამოსულ ზაზას გადახედა.

-ძალიან გთხოვ არ დაიწყო!_ჩურჩულით მოასწრო ჩალაპრაკება და მამაკაცს მიესალმა. ზაზამ ოდნავ დაუკრა თავი, გაუღიმა და თავისუფალ სკამზე დაჯდა. მისმა თავისუფლამა საქციელმა გამაღიზიანა და ორივე წარბი მაღლა ავწიე.

-ზაზა, რამე დაგვრჩა გასარკვევი?

მისი ქცევებით შეწუხებულმა აგდებით ვკითხე და მაგიდაზე თითები ავათამაშე. ზაზამ რაღაცის თქმა დააპირა მოულოდნელად ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა. ნომერს ცალი თვალით დავხედე და გაბადრულმა დავავლე აპარატს ხელი. ეს პირველი შემთხევა იყო როც კონსტანტინე ჩემს მობილურზე რეკავდა.

-სად ხარ?_მოკლედ მკითხა.

-ნესისთან ერთად ვარ კაფეში. _ჩავილაპარაკე მომღიმარმა და შუბლშეკრულ ზაზას მხრების ჩეჩვით გადავხედე.

-რომ წამოხვალ პური წამოიღე.

-კარგი!_”ფუ, დეგენერატი”! გამწარებულმა დავგესლე და ტელეფონის გათიშვა დავაპირე, ისევ კონსტანტინეს ხმა რომ გაისმა.

-რამდენ ხანში მოხვალ, ყოველი შემთხევისთვის რომ ვიცოდე რომელ საათამდე უნდა გავძლო მშიერმა._როგორც იცის ხოლმე, კულტურულად დამანამუსა.

-კარგი, ვდგები და მოვდივარ. _ამოვიგმინე და ფეხზე სიცილით წამოვდექი. _რომელი პური წამოვიღო?_ჩანთა მხარზე მოვიკიდე და ნესის თვალი ჩავუკარი.

-რა ხდება, რაღაცა დაბნეული მეჩვენები..._ირონიული ტონით, მაგრამ ცოტა გაბრაზებულმა მკითხა. _როდის აქეთ კითხულობ რომელ პურს ვჭამთ?

-რა ვიცი, იქნებ დღეს სხვა გინდა?!

თავი გავაქნიე და დაქალთან ერთად კაფე უსიტყვდ დავტოვე. ზაზა ისევ იქ იჯდა და გაკვირვებული მიყურებდა, ალბათ ეგონა, რომ მასთან ერთად ბაას გავაბამდი და მთელი დღე გვერდიდან არ მოვცილდებოდი. რა ვქნა, დედას ჩემთვის არ უსწავლებია იმ ადამიანებს დრო დაუთმე ვინც გულზე არ გეხატებაო.

-მალე მოდი!_მიბრძანა და ტელეფონი გამითიშა.

-ეს კაცი ვერაა!_საკუთარ სიტყვებში 100% დარწმუნებულმა ჩავიდუდღუნე და ტელეფონში ჩამძვრალ ნესის გადვხედე._ონლაინშიკო, შენ გესაუბრები!_მხარზე ხელი მივარტყი და ხუთი თითი წინ ავუფრიალე.

-ჰო, ჰო, მესმის. _თითების ქნევით ჩაილაპრაკა, თან ისე რომ ტელეფონისთვის თვალი არ მოუცილებია არამც თუ თვალები.

-კარგი, მაშინ ახლა მე წავალ და შენ რაც გინდა ის ქენი... პოსტე, ალაიქე და აზიარე!_ჩავიდუდღუნე გაბრაზებულმა და გაჩერებაზე ჩამოვჯექი. ნესიმ სასწრაფო წესით ჩააქრო ტელეფონის ეკრანი და ჩანთაში ჩაიგდო.

-ნუ მიბრაზდები, მწერენ და რა ვქნა არ ვუპასუხო?!_გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი მომხვია.

-ჩემთან წამოხვალ?_ლოყაზე ვუჩქმიტე და გავუწელე.

-ოოო....ააა..._ლოყებ გაწელილი რაღაცას მეფრუტუნებოდა. _ჰო, წამოვალ._მაჯებზე მიჩქმიტა და ტყვეობიდან განთავისუფლებული ლოყები დაიზილა.

-ახლა შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. _ჩავილაპარაკე აღრენილმა როგორც კი ზაზას მანქანას მოვკარი თვალი.

-ტასო, ეს ბიჭი ძალიან მაშინებს. _ამოიჩურჩულა ხმაშეცვლილმა და უფრო მაგრად ამეკრო მხარზე.

-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა აქვს გეგმაში. _ჩვენკენ მოამრთულ მზერას თვალი გავუსწორე და ტუჩების ოდნავი მოძრაობით გადავულაპარაკე ნესის.

-მაინც და მაინც ახლა არაა არავინ. _უარესად დაპანიკდა ჩემი დაქალი.

-კარგი, ნუ იცი ხოლმე, რომ შეგვატყოს გვეშინია უარეს გააკეთებს.

-შენ იცი ასე მანიაკები იქცევია, ტიპი დაგსდევს!
ამოიღმუილა როგორც კი მანქანიდან გადმოსული ზაზა დაიანხა. სწრაფად ავარიდე მზერა და ტაბლოზე გამოსახულ ასოებს დავაკვირდი. უნდა ვაღიარო ნესიზე ძალიან მე შემეშინდა როგორც კი ზაზას ამაზრზენად მომღიმარი სახე დავინახე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უძლური ვიყავი, ერთ ადგილზე უნდა ვმჯდარიყავი და მოვლენებისთვის თვალი მშვიდად მედევნებინა. ადგომა და გაქცევა ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა, მითუმეტეს როცა რეალურად არაფერს გვიშავებდა, უბრალოდ თვალებით გვბურღავდა ორივეს. ნესის უფრო მტრული მზერით უყურებდა, მე ამაზრზენი! სკამზე გაჩერებაც აღარ შემეძლო, აკანკალებული თითებით ამოვიღე ტელეფონი ჩანთიდან და ნაცნობი ნომერი ავკრიფე.

-ალო, სად ხარ?_ამოვიკრუსუნე ხმადაბლა თან უაზროდ გავიცინე მოშტრებული ზაზა რომ არ დამეფრთხო.

-სად ვიქნები სახლში ვარ, რა მოხდა, რა ხმა გაქვს?_ანერვიულდა ჩემი ბიძაშვილი.

-არაფერი, უბრალოდ მე და ნესი გარეთ ვართ და შეგიძლია მოხვიდე?_შევეცადე დავმშვიდებულიყავი, ზაზა არ ვახსენე, თორემ ისე გამოქანდებოდა რომელმე განათების ბოძს აიკიდებდა და ისე მოვიდოდა.

-რას ნიშნავს შემიძლია, მითხარი სად ხართ და მოვალ.

ჩაიცინა და ჩემს პასუხს დაელოდა. სწრაფად ვუკარნახე მისამართი და ტელეფონი გავთიშე, მაგრამ ჩანთაში არ დამიბრუნებია. ლევანის ნომრის დაბლა კონსტანტინეს შემოსულ ზარს დავაკვირდი და თითი მწვანე ყურმილისკენ წავიღე, მაგრამ რაღაცა ძალამ დამაკავა და ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე.
ზუსტად 10 წუთში მოვიდა ლევანი თავისი გაკრიალებული მანქანით. მანქანა ზაზას მანქანის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა, ჩვენთან ახლოს და ზაზაც დაფარა. ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ და წარბი მაღლა ასწია.

-რა შეშინებული სახები გაქვთ, რა მოხდა?_როგორც კი მოგვიალხოვდა ჯერ გადაფითრებულ ნესის გადახედა მერე მე და დაბოხებული ბარიტონით გვკითხა ორივეს.

-არაფერი, უბრალოდ ბიჭები ჩხუბობდნენ წეღან და ცოტა შეგვეშინდა.

ამოვიკრუტუნე და ნესის მხარზე ვუჩქმიტე არაფერი არ დაგცდეს-მეთქი. ტელეფონის ხმაზე სამივემ ჩემს ჩანთას დავხედეთ.

-სწრაფად რა თორემ გადაირევა ეს. _როგორც კი კონსტანტინეს ნომერი დავინახე წამოვიყვირე და მანქანისკენ წავედი სირბილით.

-გჩაქრავს ხო?_გულიანად დამცინა ბიძაშვილმა.

-ხო, მჩაგრავს და მალე თუ არ მივუტან პურს მშიერზე შეიძლება თავი ვერ გააკონტროლოს.

>>>
სამიი დღე სახლიდან არ გავსულვარ, ცოტა არ იყოს და ზაზას ქცევებმა დამაშინა, თითქოს რაღაცას მაფრთხილებდა. ხომ არაფერი, მაგრამ ნესის თქმის არ იყოს მანიაკური ქცევით გულიც გამიხეთქა და ფსიქოლოგიური ზეწოლაც განახორცილა ჩემზე. ახლა უკვე დაპანიკებული ვკეტავდი საძინებლის ფანჯრებს, თან ღამე ათასჯერ ვამოწმებდი და ისე ვიძინებდი. კონსტანტინემაც შემამჩნია ცვლილებები, რამდენჯერმე მკითხა, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუპასუხე და შემეშვა. ეს მე შემეშვა, თორემ ჩუმ-ჩუმად ცდილობდა გაეგო რა დამემართა ერთი გასვლით.
მეოთხე დღეს ყველაფერი ჩაწყანრდა, მეც ერთიანად დავმშვიდდი და ზაზა სულ დავივიწყე. კონსტანტინესთანაც არ ხდებოდა არაფერი, ვარჯიშები, ვარჯიშები და ისევ ვარჯიშები. ერთი და იგივე რუტინა ძალიან მღლიდა. მღლიდა იმის გააზრება რომ აშაკრელისთვის არაფერს არ წარმოვადგენდი ექთნის გარდა, რომელიც მისი ფეხზე დაყნეებისთვის ყველაფერს აკეთებს. ზოგჯერ სურვილი მიპყრობდა ეს პროცესი წლები გაგრძელებულიყო, მერე ვხვდებოდი რამხელა სისულელეს ვნატრობდი და საკუთარ თავს ვლანძღავიდ, მსგავსი უაზრო სურვილებისთვის.
ლანა იმ დღის მერე სულ ორჯერ იყო, ერთხელ ბესომ მოიყვანა ნივთები აიღო, ცოტახანი დარჩა და ისევ უკან წავიდა. მეორედ უკვე თავისი ფეხით მოვიდა, საღამომდე ჩვენთან იყო, ვისაუბრეთ ერთად ვისადილეთ და წავიდა, დედას დავპირდი ხვალისთვის კაბას აგარჩევინებო.

-იცოდე რომ არ მოხვიდე ვიტირებ!_მობუზული ხმით წამოკრუსუნა ნათიამ.

-ნათი, სამსახურში ვარ და არ ვიცი მოვახერხებ თუ არა გამოსვლას._სიცილნარევი ხმით შევეცადე მეგობრის დამშვიდება.

-არა! აუცილებლად უნდა მოხვიდე!_კატეგორიული ტონით მომთხოვა და ტელეფონი გამითიშა. შეწუხებულმა გადავხედე დივანზე წამოწოლილ კონსტანტინეს და შუბლი მოვისრისე.

-შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ძალიან დიდხანს ნუ გაჩერდები. ბესოს ვეტყვი წაგიყვანს და მოგიყვანს. _ჩემთვის არ შემოუხედავს, ტელევიზორის ეკრანზე გაშტერებულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი აიღო. _ბესო, დღეს მჭირდები.

>>>
არ გამოვპრანჭულვარ ჩვეულებრივად ჩავიცვი, ჩემს ოთხკუთხედძირიან ფეხსაცმელებზე შევხტი და შავი ტყავის ზურგჩანთა მოვიკიდე. ღიმილით დავემშვიდობე პაციენტს და კარების წავედი.

-თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე!_მიბრძანასავით და ტელეფონი ოდნავ მაღლა ასწია. თანხმობის ნიშნად გაბადრუმა დავუქნიე თავი და კარები გავაღე. ბესო ეზოს გასასვლელთან მელოდებოდა.

-სად მივდივართ?_ინტერესით მკითხა როგორც კი მანქანაში მოვკალათდით.

-ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და იქ._ხელისგულები მუხლებზე დავიწყე და თვალები დავახამხამე.

>>>
ძალიან კარგად ვერთობოდი, ჩემთვის საყვარელი ადამიანების გვერდით ვიყავი, რამდენიმეს არ ვიცონობდი, მაგრამ მაინც შესანიშნავდ გავუგეთ ერთმანეთს. სასმელი არ დამილევია, ზოგადად ალერგიული ვარ ალკოჰოლზე და ვერიდები. რატომღაც გადავწყვიტე დროზე ადრე წავსულიყავი სახლში, მე თვითონაც არ ვიცი რამ მომიარა და რამ ამაცუნდრუკა. ბესოს დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, რამდენჯერმე ვცადე მასთან დარეკვა, თუმცა ისევ უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე გზაზე გავალ და ტაქს გავყვები-მეთქი.
მეგობრებს დავემშვიდობე, ჩემი ჩანთა მოვიკიდე და ნათიას სახლი დავტოვე.
ნათია საკუთარ სახლში ცხოვრობს, თანაც ისეთ მივარდნილ ადგილას, მართალია სახლები არის, მაგრამ გვიანია და ყველა სახლშია შეყუჟული, მიუხედავად ზაფხულისა და დღის განათებისა. ყურსასმენები ღიღინით გავირჭე ყურებში და ფეხსაცმელების პაკუნით ავუყევი აღმართს მთავარ გზამდე.
მოულოდენლად არ ვიცი რატომ მაგრამ გულმა ცუდი მიგრძნო, სასწრაფოდ მივატრიალე თავი უკან და ჩემთვის ნაცნობ მანქანას მოვაკრი თვალა. საქარე მინიდან ზაზა ამაზრზენი ღიმილით მიმზერდა. თავი ოდნავ გავაქნიე წინ გავიხედე და ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა, არ მინდოდა ეფიქრა რომ შემაშინა. არადა რომ იცოდეთ როგორ მიცემდა გული. ყველაზე ცუდის მოლოდინში ვაგრძელებდი სვლას და ველოდებოდი როდის დამეტაკებოდა ზაზა უკნიდან. რა თქმა უნდა მუსიკები გამოვრთე და გულამოვარდნილმა დავუგდე ყური საბურავების ხმას.
ცოტახანი, ასე ვიარეთ, მე ფეხით იმან მანქანით. მერე როცა უკვე მთავარ გზას მივუახლოვდით საბურავების ძლიერი ხმა მომესმა და შეშინებული მივტრიალდი უკან, ზუსტად იმ დროს ჩამიშხუილა რდა მანქანა ჩემ წინ გაჩერდა. თანაც ისე რომ ხის ღობებთან მიმიმწყვდია. აკანკალებულმა, პირგამომშრალმა ძლივს მოვაბი თავი სათქმელს და ხმამაღლა დავიწყე:

-გადაირიე, გული გამისკდა. _მოჩვენებითი სიმშვიდით მივიდე ხელი გულზე.

-არ მინდოდა შენი შეშინება, უბრალოდ ისე “ხოშიანად” დამაიგორე ცოტა “გამიტყდა”!_აგრესიულად ჩაისისინა და მანქანიდან გადმოვიდა. _დაჯექი გაგიყვან. _”ზრდილობიანად” შემომთავაზა.

-არა იყოს, ახლა მოვლენ ჩემ წასაყვანად._ამოვიკნავლე საცოდავად და გზას გავხედე ბესოს მოლოდინში.

-ჰოო, შენი პაციენტის მძღოლი მოვა და წაგიყვანს._ცინიკურად ჩაიცინა და მანაც გზას გახედა. _კაი, კაი, მოდი დაჯექი და გაგიყვან, თუ სადმე შეგხვდება გავაჩერებ და გადახვალ, რაა. _ისე მესაუბრებოდა მემგონი თვითონა ჯეროდა თავისი სიტყვების.

-ზაზა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა ბესოსთან ცუდად გამომივიდეს. _ბოლომდე ვცდილობდი ნერვების მოთოკვას.

-ანასტასია, დაჯდები თუ როგორ იქნება ჩვენი ამბავი?_დამიღრინა და კბილები გააღჭიალა.

-ახლა არ მითხრა იგივეს ვაპირებო. _სიმწრის სიცილით გამეცინა.

-ხო, ოღონდ ამეჯერად გაანალიზებული მაქვს ყველაფერი. _თვალი ჩამიკრა და ჩემკენ წამოვიდა.

-არ გაბედო, ხომ იცი რაც არ უნდა გააკეთო მე მაინც სახლში დავბრუნდები და შენ ტრავმატოლოგიურში!_დავემუქრე და თვალი ჩავუკარი.

-ძალიან ბევრს ლაპარაკობ!_დამიღრიალა, მაჯაში ხელი ჩამავლო და ძალის გამოყენებით წამიყვანა მანქანისკენ. ნაცრისფერ მაისურზე გაგულისებული დავეკიდე.

-რა მაგარია, მიტაცებ და უკვე ვიცი როგორი ქმარიც იქნები. _ჩავისისინე და გამოღებული მანქანის კარებს ამრეზიით გავხედე.

-როგორი?_დაინტერესდა ზაზა.

-როგორი?... როგორი და მოძალადე!_დავუბღვირე და შევეწინააღმდეგე. ჩემმა სიტყვებმა კიდევ უფრო გააგიჟა და მანქანაში თავით შემაგდო. რა თქმა უნდა არცერთი სიტყვა არ მინანია, რა აზრი აქვს მაინც იგივეს გააკეთებდა რაც არ უნდა მეთქვა და არ ჯობდა თავიდნავე სცოდონდა ჩემი აზრი. მშვიდი გამომეტყველებით დავიდე ჩანთა მუხლებზე და დაველოდე როდოს დაჯდებოდა თვითონაც. არ ვიცი, რატომ მქონდა ასეთი არაფრის მთქმელი რეაქცია, ალბათ მეგონა რომ ლევანი კიდევ ერთხელ მიშველიდა. ან ბესო გაიგებდა ჩემ ამბავს და კონსტანტინეს ეტყოდა, ის კიდევ როგორც ყურადღებიანი პაციენტი აუცილებლად მომძებნიდა და მიპოვიდა.... მაგრამ რა ვიცოდი ეს ყველაფერი რომ მეგონა და მეტი არაფერი. თვალები ძალიან მაგრად დავხუჭე და პირით ამოვისუნთქე.

-ტელეფონი მომეცი!_როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ჩემკენ მოტრიალდა და ხელი გამომიწოდა. უსიტყვოდ ამოვიღე აპარატი, შუა ღილაკს თითი დავაჭირე, მაგრამ არ აინთო.

-უი, დამჯდარა. _ბოლო იმედიც გადამეწურა, რა საინტერესოა როგორ უნდა მომაგნოს ლევანმა როცა ჩემი ტელეფონი გამორთულია და ყველანაირი საკონტაქტო წყარო გათიშულია.

-ჰო, ეს ტელეფონი რამდენიმე თვის წინაც რომ დამჯდარიყო შენი ბედოვლათი ბიძაშვილი ვერ მოგვაგნებდა და ახლა ვინ იცის გაბერილიც ყოფილიყავი.

-ვერა ხარ შენ, ხო?_სიცილით ვკითხე და მუცელზე დავიხედე. _გაბერილი, კი, როგორ არა._გამოვაჯავრე და ხელები ჰაერში ავაცეკვე.

ძალიან დიდხანს მივდიოდით, ბოლოს თბილისსაც გავცდით. თავიდანვე ვიცოდი ახლოს რომ არსად წამიყვანდა, მაგრამ ამდენი ბოდიალი თუ მოგვიწევდა რას წარმოვიდგენდი. ჩამოგვაღამდა, მე გზას ვეღარ ვხედავდი და უაზროს ვაცეცებდი თვალებს. ყველაფერი როგორ აეწყო, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სპეცოპერაციასავით, ან კიდევ ფილმის სიუჟეტივით.
ემოციებისგან და მგზავრობისგან გადაღლილს თვალები მიმებლიტა, ბოლოს კი საერთოდ გავითიშე. ბუნდოვნად მესმოდა ქვების ხმა, რომელზეც მანქანა დადიოდა, მერე ზაზას ჩურჩული, ბოლოს რაღაცა მძაფრი ვიგრძენი და სმენაც დამეხშო.

თვალები რომ გავახილე და ჩემს გვერდით იმ ადამიანის სილუეტი დავინახე, ვისაც ამდენი ხანი გავურბოდი, შემეშინდა... შემეშინდა იმის გააზრება რაც რეალურად ხდებოდა დაწყევლილ ოთხ კედელში. თვალებ გაფართოვებულმა დავხედე მის ნაცრისფერ მაისურს, რომელიც კუნთების გამო მჭირდოდ მოტმასნოდა ტანზე.
ხო! ეს დილა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული აღმოჩნდა, დილა რომელსაც ალბათ ვერასდროს დავივიწყებ! იმ წამს დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემი ზღაპრული ცხოვრება ერთმა ღამემ გააცამტვერა... წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა ჩამეხედა იმ ადამიანისთვის თვალებში, ვისთვისაც ამ ყველაფერს ასე სათუთად ვინახავდი.
იმ წამს გავიაზრე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემი ცხოვრებისთვის კონსტანტინე, მისი ბრახუნი კარებზე და მისი გამუდმებით შეკრული შუბლი... საუბედუროდ იმის გააზრებაც მოვასწარი, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარსულია, რომელიც აღარასოდეს განმეორდება.
გონებადაბინდული ვცდილობდი ყველაფრის აღდგენას. დღის შუქით ვხვდებოდი, რომ ერთი დღე გავიდან, ან ვინ იცის რამდენი. არაფერი არ მახსოვს, გარდა იმისა რომ ჩაძინებულს რაღაცა ხმები მესმოდა, მერე, ალბათ ღრმა ძილში წავედი და ეგ იყო. თვალების სრესვით გადავხედე ზაზას და ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში. ვცდილობდი რაც შეიძლება მშვიდად ვყოფილიყავი და საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა, რომ რაც ჩემ თავს ხდებოდა, უბრალოდ ცუდი სიზმარია, რომლიდანაც კონსტანტინეს მიერ კარებზე გამოწვეული ბრახუნი გამომიყვანდა. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სიზმარი არ იყო და ყველაფერი ცხადად ხდებოდა. ყელში გაჩხერილი ბურთულა წვალებით გადავუშვი სასულეში. ყელის ტკივილმა გონება დამიბინდა, ერთი ჩვეულებრივი ნერწყვის გადაყლაპვას მთელი ჩემი ენერგია დავახარჯე. ბაგეები ოდნავ დავაშორე ერთმანეთს და მივხვდი რომ პირი სულ გამომშრალი მქონდა. ნერვიულობისგან ხელისგულები სულ დაკაწრული მქონდა, აქა იქ ფრჩხილების კვალიც დამიტოვებია. ჩემდაუნებურად ამომიტივტივდა ფიქრები კონსტანტინეზე, ძალიან დამაინტერესა მეძებდა თუ არა... არა, ცოტას რომ ინერვიულებდა ეგ ზუსტად ვიცი, არ ვიცი რა უფრო მენერვიულებოდა, ის რომ დილის ვარჯიში გამოვტოვეთ, თუ ის რომ ასეთი საძაგლობა ხდებოდა ჩემ თავს. მიუხედავად ასეთი გამოუვალი მდგომარეობისა, მაინც ვფიქორბდი ჩემი ცხოვრების მამაკაცზე. მჭამდა იმაზე ფიქრი, მეძებდა თუ არა, საერთოდ დაინტერესდა თუ არა ჩემი აორთქლებით. ან ვის დაუკავშირდება და გაიგებს ამბავს, ან იქნებ იფიქროს რომ ჩემი ნებით არ მივიდე და საერთოდ არ მომძებნოს. არ ვიცი, ერთადერთი რაც ვიცი არის ის რომ საშინლად მინდა მომძებნოს!
ხუთი თითი ყელზე მოვისვი და თითები ოდნავ დაბლა ჩავაყოლე, როცა გაავაანალიზე რომ ზუსტად ის მაისური მეცვა რაც წინა დღეს. სასწრაფო წესით ავწიე საბანი მაღლა და ჩემ მოკლე შორტებს შევავლე თვალი. “ღმერთო ჩემო!” ჩემდაუნებურად აღმომხდა ხმამაღლა და ახლა უკვე გუშინდელი ღამის დამადასტურებელი “საბუთის” ძებნა დავიწყე საწოლზე, რომელიც არსად არ ჩანდა.
თითქოს ერთიანად მომეხსნა მძიმე ლოდი, პირიც გასველდა და გონებაც ამიმუშავდა. რაც მთავარია გულმა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად იწყო ძგერა. ზაზას ჩემთვის არაფერი არ დაუშავებია, ფიქრები რომელიც რამდენიმე წამის წინ ამომიტივტივდა ჩემდაუნებურად სულაც არ შეესაბამება სიმართლეს და შემიძლია კონსტანტინესთან ერთად თანაცხოვრებაზე ფიქრი, ან ოცნება თავისუფლად განვაგრძო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ზაზა გაჩერდება, შეიძლება მოერიდა მძინართესთვის რაღაცის დაშავება. “აბა, რა, მოერიდა.” დავცინე საკუთარ თავს. “კი არ მოერიდა, უბრალოდ იფიქრა რომ გამოფხიზლებულზე ბევრად უკეთესი იქნებოდა.” რატომღაც, არაადამიანურად არ ვინდობდი საკუთარ თავს. ამის გაფიქრებამ დამაპანიკა, სასწრაფო წესით წამოვდექი ფეხზე და კარებისკენ წავედი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი გაქცევის შანსი ნული მქონდა. ოთახის კარები ჩაკეტილი ქონდა, გასაღები კი კაცმა არ იცის სად.

-რაო, ჩიტო, გაპარვა გადაწყვიტე?_საწოლზე წამოკოტრიალებულმა, თვალებდახუჭულმა ზაზამ ცინიკურად ჩაილაპარაკა და გამიცინა.

-შენ წარმოიდგინე და არა, უბრალოდ მინდა, რომ წყალი დავლიო!_გავეჯგიმე გაგულისებული.

-ჰოო, წყალი მართლა კარგი იქნება, თან მერე დილით როგორი სასარგებლოა._ირონიულად ჩაისისინა და საწოლზე წამოჯდა.

-უყურე შენ, რამდენი რამე გვცოდნია. _არც მე ვინდობდი და ვცდილობდი მეჩვენებინა როგორ “მაგარი გოგო” ვიყავი.

-ხო, მაგრამ მე წყალი არ მიყვარს ყავა მირჩევნია.

თვალი ჩამიკრა, ფეხზე წამოდგა, შარვლის მარჯვენა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა. ყავაზე კონსტანტინე გამახსენდა, ყოველ დილით, საუზმესთან ერთად რომ ვუმზადებდი. მერე მეწუწუნებოდა ცივია და თავიდან გამიკეთეო, მეც რა თქმა უნდა მის ბრძანებას ბუზღუნით და აღენილი ვასრულებდი.

-ზაზა, როდემდე უნდა ვიყოთ აქ?_მშვიდი ტონით ვკითხე, ვითომც აქ არაფერიო. მამაკაცმა გაკვირვებულმა გადმომხედა, ალბათ იფიქრა უკვე გაგიჟდაო.

-არ ვიცი, როცა შენი ბიძაშვილი მიხვდება, რომ ჩვენ დევნას აზრი არ აქვს!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ოთახიდან გავიდა.

ზაზამ თავისი ხელით გაიმზადა ყავა და მისაღებში გავიდა, მე ყურადღებასაც არ მაქცევდა, მემგონი ზედმეტად მენდობა და იცის რომ ადამიანის მკვლელი არ გავხდები, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ასე არხეინად სიარული მაინც ვერ ვხვდები რა წესია. ცოტა ინერვიულოს მაინც, მითუმეტეს ხვდება რომ ლევანი აუცილებლად მოგვაგნებს.
ამასობაში სახლის შეთვალიერებაც მოვასწარი, დიდი არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ხის სახლია, რომელიღაცა მივარდნილ სოფელში. ფანჯრიდან მარტო ტყე, მთები და გადამწვანებული მინდორი ჩანდა, ე.ი. მაღალმთიან სოფელში ვართ, სადაც კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. “ყველაფერი მართლა როგორ გაუაზრებია და დაუგეგმია, მემგონი ამას სერიოზულად სჯერა, რომ ლევანი ვერ მომაგნებს.”გულში ბოლო ხმაზე დავცინე დივანზე წამომჯდარ “ქმარს” და ყავა ჩემთვისაც გავიკეთე.

-ზაზა, შემახსენე რამდენი წლის ხარ?!_ძველ ხის ტახტზე დავსკუპდი, ფეხი ფეხზე გადავიდე და ინტერესით მივაჩერდი ქმარს.

-24_ის!_უხეშად გამცა პასუხი.

-უი, ჩემზე ერთი წლით პატარა ქმარი მეყოლება. _ცინიკური ტონი მოვიშველიე. ზაზამ წარბწეულმა გადმომხედა, მერე ცხვირით ხარბად შეისუნთქა ჰაერი და ისევ ოთხმოცდაათიანი წლების შავ-თეთრ ტელევიზორს გადახედა.

-მეჩვენება თუ ძალიან მშვიდად ხარ?_როგორც კი ფილმი დამთავრდა მე მომიტრიალდა.

-და აღელვებული რატომ უნდა ვიყო, ჩემი სურვილის მიუხედავად გავთხოვდი და შესანიშნავ სოფელში მოვხვდი. _მხრები ავიჩეჩე. აშკარა იყო ჩემი ტაქტიკა შესანიშნავად მოქმედებდა ზაზაზე. _ისე, სოფელს არ დამათვალიერებინებ? წეღან ფანჯრიდან გავიხედე და ძალიან მომეწონა..._ტუჩებდაბზეკილმა ჩავუკარი თვალი თხოვნით და თითი ფანჯრისკენ გავიშვირე.

-ჰოოო..._გაწელილად ამოსთქვა და ეჭვისთვალით გადმომხედა. _ჭვკიანი გოგო ხარ, ხომ იცი შენ._თითის ქნევით შემაქო და ფეხზე წამოდგა._სოფელს აუცილებლად დავათვალეირებთ, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ახლა საჭმელი უნდა ვჭამოთ. _ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.

>>>
დღის მეორე ნახევარში იმედგადაწურული ველოდებოდი სოფლის შარაგზაზე მანქანის საბურავების ხმას, მაგრამ მერე მივხვდი რომ ასეთ მიგდებულ სოფელში ვერავინ ვერ მოგვაგნებს, ვერც ლევანი. ჰო და, დავსევდიანდი, აღარც ზაზას ხასიათის მოშხამვაზე ვზრუნავდი და აღარც ჩემ დამშეულ მუცელზე. ხის ტახტზე ვიჯექი იმედ გადაწურული და ტელევიზორის ეკრანს უაზროდ მივშტერებოდი. ღამის მოსვლა უფრო და უფრო მაშინებდა, როგორც კი ჩამოღამდა მთელი დღის შემართება სადღაც დაიკარგა და შემეშინდა. შემეშინდა, რომ ზაზა რაღაცას დამიშავებდა და გადავწყვიტე მასზე ადრე დამეძინა, თანაც გათიშულს. ტახტზე მიგდებული გადასაფარებელი დავიფარე, ძველი წუთელი მუთაქა კომფორტულად დავიდე და თვალები დავხუჭე. ალბათ ნახევარი საათი ვწვალობდი დაძინებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თუმცა თვალები მაინც არ გამიხელია.

-გძინავს?_ზაზას ხმადაბალი ბგერები მომესმა. ხმა არ გამიცია, წამწამებიც კი არ გამიტოკებია. _არა და რომ კითხო არ უნდოდა.

სიცილით ჩაილაპარაკა გადასაფარებელი შემისწორა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე კი კარების დაკეტვის ხმა გაისმა. სწრაფად დავჭყიტე თვალები და ოდნავ წამოვიწე, ზედმეტი მოძრაობები არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი კარებზე ქონდა ყური მოდებული, თანაც ისე ჭრაჭუნობს იატაკი, ერთი ნაბიჯი და ხაფანგში ვარ. ისევ იმ პოზაში დავწექი და ხელები თავქვეშ ამოვიდე.

>>>
გვიან ღამით თვალებში რაღაცამ შემომიჭყიტინა, ორივე თვალი სწრაფად დავჭყუტე და ფანჯრიდან შემოპარულ სინათლეს თვალებმოჭუტულმა გავხედე. თავიდან ვიფიქრე ზაზა ხომ არ მაიმუნობს-მეთქი, მაგრამ მერე მანქანის ძრავა რომ გამოირთო თვალებდაქაჩული წამოვჯექი ტახტზე, ზუსტად იმ დროს გამოვარდა ოთახიდან გაგიჟებული ზაზა.

-როგორ მოგვაგნო..._ღრიალით გადმომხედა საცოდავად ატუზულს და მუშტი შეკრა.

-რა გაღრიალებს, მე რა ვიცი, მე ტელეფონი არ მაქვს!_გულმოსულმა ყვირილით ვუპასუხე და თვალი ფანჯრისკენ გავაპარე. ზაზა აფორიაქებული ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მერე მე მეცა და ფეხზე წამომაგდო. _ცოტა ნაზად!_უხეშ ქმარს შენიშვნა მივეცი და დინჯად გავყევი. _ვაიმე, არ მითხრა რომ ოთახში ჩაკეტვას ვაპირებთ.

როგორც კი ჩანაფიქრი ამოვიცანი ბოლო ხმაზე გადავიხარხარე, ზაზამ რაღაცის სათქმელად დააღო პირი მოულოდნელად ხის კარები რომ შემოამტვრია ვიღაცამ... ვიღაცამ კი არა კონსტანტინემ! თვალები შუბლზე ამივიდა ყავარჯნების გარეშე, ძალმოსული პაციენტი რომ დავინახე. თუმცა საკითხავია ნამდვილად კონსტანტინეა თუ არა. ისეთი შეცვლილი და ფერებგადასული იყო, თითოეული ძარღვი ეტყობოდა შუბლზე, ყელზე და მკლავებზე. მიუხედავად ღამის შუქისა, მანქანის ფარების განათებაზე მაინც დავინახე როგორ იღრინებოდა ჩემი სექსუალური მამაკაცი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა კარგად ვიგრძენი თავი, ვიყავი ძალიან ბედნიერი და ზაზას ასეთი უაზრო ქცევისთავის გულში ვლოცავდი. რომ არა მისი “დაუგეგმავი ქორწინება” დღესაც არ მეცოდინებოდა როგორ ღელავს ჩემზე ჩემი ვნებიანი და დიდტუჩება პაციენტი.

-მემგონი მისამართი შეგეშალა!_ცინიკურად შეშინებული ალუღლუღდა ზაზა.

-მისამართი შემეშალა არა?!_სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა მისკენ კონსტანტინე. გაავებული სწვდა საყელოში და გვარიანად დააჯანჯღარა. ზაზა არაფრის დიდებით არ მიშვებდა ხელს და უფრო და უფრო მიჭრდა მაჯაზე.

-მეტკინა ხელი, შე ველური_დავუყვირე ცრემლებამდე მისულმა და მაჯა გამოვგლიჯე. კონსტანტინემ ნელა გამოაყოლა თვალი ჩემს დალურჯებულ მკლავს და სიბრაზისგან გამოწვეული ბურთულა შესამჩნევად და ხმაურით გადაუშვა სასულეში, მერე კი გაორმაგებული ძალებით დაეტაკა ზაზას.

-ანნა, გადი გარეთ ლევანი გელოდება!_მიბრძანა ჩემმა პაციენტმა და თავით კარებისკენ მანიშნა.

-ძალიან გთხოვ შეეშვი, არაფერი დაუშავებია. _როცა მიახლოვებით მივხვდი, რა ბედი ეწეიოდა ჩემი გასვლის მერე ზაზას, მუდარაზე გადავედი.

-ვეცდები!_თვალი ჩამიკრა, ოდნავ გამიღიმა, მერე ისევ დამიბღვირა და თვალების ბრიალით მანიშნა გადიო. უსიტყვოდ გავიქეცი კარებისკენ. იქვე დაყუდებულ და ანერვიულებულ ლევანს სხეულზე შემოვეტმასნე.

-როგორ ვინერვიულე!_ხმადაბლა ჩამჩურჩულა ლევანმა და თავზე მაკოცა.

-მეც ძალიან შემეშინდა._გამოვუტყდი და ტუჩებით ყელზე შევეხე._როგორ მომაგენით?_დავინტერესდი.

-კონსტანტინემ დამირეკა და მითხრა ვინც იყო, მერე შენი ამბავი მითხრა. თურმე ბესოს ტელფონი დაუჯდა და ვერ გიკავშირდებოდა, მერე რომ ჩართო უამრავი გამოტოვებული ზარი ნახა, ბოლოს არც მეგობრის სახლში დახვდი და იძულებულები გახდნენ შენი ახლობლები დაეძებნათ. ტელეფონი გამორთული გქონდა და ჩემთვის შეუძლებელი გახდა შენი ადგილსამყოფელის გაგება, პოლიციამ კიდევ 24 საათი უნდა მოიცადოთო. საღამოს კონსტანტინემ დამირეკა და მითხრა ვიდეო ჩანაწერები ვნახე და მიახლოვებით ვიცი სადაც არიანო. _მხრების ჩეჩვით დაასრულა ისტორია და ისევ მაკოცა.

მე ჭკუაზე არ ვიყავი, ყელმოღერებული ველოდებოდი კონსტანტინეს გამოსვლას. ხმაურიც არ გამოდიოდა, ე.ი. ზაზა ცოცხალია და არაფერი დაუშავებია მისთვის. ერთ ორს თუ მოადებს კიდევ ძალიან კარგი, იქნებ საბოლოოდ ისწავლოს ჭკუა. ცოტახანში პოლიციის სირენების ხმა გაისმა, მე ბოლო ხმაზე ავხარხარდი და ბიძაშვილი დავაფეთე.

-რა დაგემართა?_შეშინებულმა მომკიდა ხელი ორივე ლოყაზე.

-რა და..._სიცილს ვერ ვწყვეტდი. _ამერიკული ფილმი გამახსენდა, პოლიცია სულ ბოლოს რომ მიდის ხოლმე. _ავუხსენი რაშიც იყო საქმე და პატრულის თანამშრომელს გადავხედე.

-არა, ჩვენ ასე ვიყავით შეთანხმებულები. _ხმადაბლა გადმომჩურჩულა ლევანმა და გვერდებზე მიჩქმიტა. პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი ნელა მოგვიახლოვდა, აშკარად პატრულზე დიდი და საინტერესო წოდება ქონდა. 3 ვარსკვლავი უმშვენებდა მხრებს.

-ხომ ყველაფერი კარგადაა?_ღიმილით გადმომხედა ჯერ მე და მერე ლევანს მიუბრუნდა. ჩემმა ბიძაშვილა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ხელი მომხვია. _სახლშია?

-კი, სახლშია, მაგრამ სიმშვიდეა. მემგონი ხმადაბლა მოადო!_ჩაიცინა და მოცინარ პატრულს ხელი ჩამოართვა.

-შევალ, რამე შარი არ აიკიდოს. _თვალი ჩაუკრა და სახლისკენ წავიდა.

-მოიცადე, იცნობ?_გაკვირვებულმა გავხედე მამაკაცს და მერე ლევანიკოს მივტურიალდი.

-კონსტანტინეს მეგობარია, ეს გვეხამრებოდა. _ამიხსნა და თმები ამიჩეჩა.

გულაფრიალებული ველოდებოდი კონსტანტინეს გამოსვლას და თითებს ნერვიულად ვიმტვრევდი. როგორც კი ხის კარები გაიღო და გაჭრიალდა გულაჩქარებული მივტრიალდი და კარებში გამოსულ კონსტანტინეს დაძაბული ღიმილით მივაჩერდი. ჩემი პაციენტი უსიტყვოდ წამოვიდა ჩემკენ, ორივე ხელი წინასწარ გაშალა და ძალიან მაგრად მომხვია მხრებზე. ზაზას მიერ გამოწვეული ტკივილი სულ დამავიწყდა ისე ჩამეხუტა. სიამოვნებისგან სუნთქვა შემეკრა, გული და პულსი ისევ ერთდორულად გაჩერდა და პირიც გამომიშრა. დავასვკენი, როცა ეს კაცი მეხება სულ ასე მემართება. გაბადრულმა და ცოტა ანერვიულებულმა მოვხვიე ორივე ხელი და გატრუნულმა თავი გულზე მივადე. კონსტანტინე ხმას არ იღებდა, მძიმედ სუნთქავდა და უფრო და უფრო მიკრავდა თავის სხეულზე.

-როგორ ხარ?_თბილი ხმით ჩამჩურჩულა ყურში და თმები ყურს უკან გადამიწია, თან არაფრის დიდებით მიცილებდა.

-კარგად ვარ._ამოვილუღლუღე ჩუმი ხმით და ხელები მეც მაგრად მოვხვიე.

-ბესომ რომ დამირეკა და მითხრა არ დამხვდაო, თავიდან ვიფიქრე ვეღარ გაძლო და გაიქცა-მეთქი. _სიცილით ჩაიჩურჩულა და ჩემი თმები თითზე ნაზად დაიხვია. მის ფიქრებზე მეც გამეცინა, საიდან მოიტანა რომ მასთან ერთად თანაცხოვრებას ვერ ვუძლებდი._ცოტახანი დაგაცადე და რომ არ გამოჩნდი ავნერვიულდი. _ხმადაბლა აღიარა და ოდნავ უკან დამწია.

-ანერვიულდი?_ტირილის პირას მისულმა ტუჩების ოდნავი მოძრაობით ვკითხე. აშკარელმა ოდნავ დამიქნია თავი და გამიღიმა. _ჩემზე ინერვიულე?_ამოვილუღლუღე დაბნეულმა, ბედნიერმა და ათასი ემოციით შეპყრობილმა.

-არა, საჭმელი რომ არ მქნებოდა საღამოს იმაზე._ცინიკური და ოდნავ გაბრაზებული ტონი ქონდა კონსტანტინეს. მე ავსრუტუნდი და გაშლილი ხელისგული გულზე მივარტყი, ნუ მაშაყირებ-მეთქი._მაშინ ნუ სვამ უადგილო კითხვებს!

გამაფრთხილა და ცხვირზე ორი თითი მომიჭირა. ცოტახანში ბორკილებით ხელდამშვენებული ზაზაც გამოუყვანეს, ისეთი ავი თვალებით მიყურებდა, მემგონი მესამედ მოტაცებასაც მიპირებს. ჩემს ფიქრებზე სიცილი ვერ შევიკავე კონსტანტინეს მკერდზე მივადე შუბლი და ხმადაბლა ჩავიფხუკუნე. სანამ მანქანაში ჩასვამდნენ რამდენიმე სიწითლის შეთვალიერებაც მოვასწარი ზაზას სახეზე, მესიამოვნა და მერე როგორ. დიდი სიამოვნებით მოვადებდი მეც ერთი ორს, მაგრამ ამ ეტაპზე კონსტანტინეს მუშტიც ეყოფა. როგორც კი ლურჯ-წითელა მანქანები ეზოდან გავიდნენ ლევანი კონსტანტინეს მანქანისკენ წავიდა, სადაც თავჩაღუნული ბესო იჯდა.

-ბესო, როგორ ხარ?_გახარებულმა მოვიკითხე მეგობარი და მხარზე ხელი დავარტყი.

-ბოდიში. _ხმადაბლა, დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გამომხედა.

-ნუ სულელობ, რა შენი ბრალია მე ადრე წამოსვლა მომინდა._სიცილით გავამხნევე და თვალი ჩავუკარი. _მთავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, თან რაღაც რაღაცებიც გავიგე._ეშმაკურად ჩავიქირქილე და თვალების ბრიალით გადავხედე იქვე აყუდებულ კონსტანტინეს.

-ბევრს ნუ ტლიკინებ ჩაჯექი და წავიდეთ, თორემ ლანა და ნესი გაგიჟდებიან. _ბიძაშვილმა მხარზე ხელი მიმკრა და უკანა სავარძელზე შემაგდო, თვითონ კი ბესოს გვერდით დაიკავა ადგილი და ხელისგულები მუხლებზე დაიტყაპუნა. კონსტანტინემ ალმაცერად გამიღიმა, ვნებიანი მზერა მესროლა და ჩემ გვერდით მოკალათდა.

-ფეხი როგორ გაქვს?_შეწუხებულმა ვკითხე და მუხლზე ოდნავ მივადე თითები.

-არ მტკივა.

ნიკაპზე თითები მომიჭირა და ცხვირზე ოდნავ მომადო ტუჩები. დამორცხვილმა დავხარე თვალი და ალიპლიპებულ ლოყებზე თითები მივიდე, კონსტანტინეს სიცილი აუტყდა და წინ გაიხედა.

-შენ თუ ასე გააგრძელე არაფერი არ გამოგვივა._მოულოდნელად დაიხარა ჩემკენ და ყურში ხმადაბლა ჩამჩურჩულა.

-რა... რა, არ გამოგვივა?_დაბნეულმა ვკითხე და თვალები ავაფახუნე.

-აი, მაგას სახლში რომ მივალთ მერე განახებ.

პირდაპირ კონსტანტინესთან მივედით, ნესი და ლანა ეზოში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. ჩემი დანახვისას ანერვიულებულები წამოცვივდნენ ფეხზე. ნესი გახარებული გამოიქცა ჩემკენ და ლევანიზე აკრული მაგრად ჩამიხუტა. სიცილით მოვხვიე ორივე ხელი და სწორი თმები ავუჩეჩე. ნესიმ რომ გული იჯერა და ზლუქუნს მორჩა, მერე ლანას ჯერი დადგა. მომღიმარი წამოვიდა ჩემკენ დინჯი ნაბიჯებით, ხელებიც დინჯად მომხვია, მაგრამ, აი, მერე როგორი სიძლიერით ჩამიხუტა ვერ გეტყვით, ლამის ძვლებში დამტეხა. ცოტა არ იყოს და ასეთი ფაფუკი ქალისგან გამიკვირდა და თვალები გამიფართოვდა, კონსტანტინემ სიცილით მომაშორა და და სახლისკენ წამიყვანა.

-სააბაზანოში შედი მოწესრიგდი და მერე დაბლა ჩამოდი.

კიბეებთან მიმაცილა, დაწითლებულ მკლავზე თითები ჩამომივა და ყბები მაგრად გააღჭიალა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, კონსტანტინე უსიტყვოდ მიტრიალდა, მე სწრაფად მოვკიდე მაჯაზე ხელი ჩემკენ ჩემოვატრიალე და ტუჩთან ახლოს ხმაურით ვაკოცე, მერე კი სიცილ-ხითიხითით ავირბინე კიბეები.
თბილი წყალი საშინლად მესიამოვნა, განაბული ვიწექი წყლით სავსე ვანაში და ვნებივრობდი. ხანდახან გალაღებული წავიმღერებდი “ყველაფერი კარგად მთავრდებააა, მთავრდებაა-მეთქი.” მერე გამახსენდა კონსტანტინეს “შენიშვნა” ხმამაღალ ღიღინთან დაკავშირებით და პირი მაგრად დავკუმე. თვალებდახუჭულმა განვაგრძე მომხდარზე ფიქრი, მაგრამ დიდხანს არ მიფიქრია. ზოგადად ასეთი ვარ, წარსულზე და მითუმეტეს ცუდ წარსულზე ბევრს არ ვფიქრობ, მოხდა და მოხდა, რა მნიშვნელობ აქვს როგორ, რანიარად და რა სიტუაციაში. მთავარია რომ ჩემი ბრალი არ ყოფილა და მთავარია რომ ყველაფერი, ისე დამთავრდა როგორც მე მაწყობდა. ღიმილით ამოვედი წყლიდან ტანზე თხელი პირსახოცი შემოვიხვიე და კარებზე ჩამოკიდებულ ხალათს ალმაცერად გადავხედე.
გამახსენდა როგორ დამიჭირა პირსახოცშემოხვეული კონსტანტინემ ჩემი ოთახის კარებთან, როგორ შემომაჭირა ორივე ხელი მუცელზე და როგორ ამიკანკალა მთელი სხეული. საშინელმა სურვილმა შემიპყრო ყველაფერი ისევ ისე განმეორებულუყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ იგივე არ განმეორდებოდა. დაბლა საბჭოთა არმია მელოდებოდა, შესაბამისად ვერც კონსტანტინე დატოვებდა მარტოებს. გაბუსხულმა მოვიცვი ხალათი შიშველ სხეულზე და კარები გავაღე. როგორც ყოველთვის დერეფანი ქურდივით დავზვერე, მერე კი სირბილით დავეშვი ჩემი ოთახისკენ. კარები სწრაფად შევაღე და საწოლზე წამოწოლილ კონსტანტინეს პირდაღებული მივაჩერდი. ოდნავ ღია კარში გავიხედე ვინმე ხომ არ დგას და გვიყურებს-მეთქი, როცა დავრწმუნდი რომ სივრცე ცარიელი იყო დაფეთებულმა დავკეტე კარები, ხალათი მაგრად შემოვიჭირე და დოინჯშემოდებული მივაჩერდი ჩემს პაციენტს.

-შენ აქ რას აკეთებ?_წარბწუელმა ვკითხე და შუბლი შევკარი.

-ვალის დასაბრუნებლად ამოვედი. _ჩაიჩურჩულა საოცრად ვნებიანი ხმით და ოდნავ წამოჯდა საწოლზე. მე ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, თითქოს და სადმე წავიდოდი, ან კი ვინ მოდიოდა ჩემკენ, ერთ ადგილზე იწვა და ნებივრობდა.

-რა ვალის?_დაბნეულმა დავახამხამე თვალები.

-რომ დაგიბრუნებ მაგას მერე გეტყვი ყურში. _სწრაფად წამოდგა ფეხზე. კიდევ ერთხელ მოახერხა ჩემი გაოცება, ისე მოძრაობდა, თითქოს ფეხი საერთოდ არ აწუხებდა. თვალებ გაფართოვებულმა დავხედე ნატკენ მუხლს და კოპები შევკარი.

-მოიცადე, ფეხი რატომ არ გტკივა?

ეჭვნარევი ხმით ვკითხე და ცალი წარბი შევათამაშე. კონსტანტინემ ფეხს დახედა და მერე ისევ მე გადმომხედა ვნებიანი მზერით. ღმერთო ჩემო, რას მიშვება ეს საზიზღარი და საძაგელი კაცი, ერთი გამოხედვა და ცუდად ვხდები. ამოსუნთქვის საშუალებასაც კი აღარ მაძლევს, ისეთ მდგომარეობაში მაგდებს.

-ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო. _მხრები აიჩეჩა და ჩემკენ კიდე ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მე ეჭვნარევ მზერას არ ვაცილებდი.

-ჰოო?!

დაბნეულმა ვიკითხა და ტუჩები ოდნავ წინ გავწიე. კიდევ ერთხელ მოვასწარი კონსტანტინეს ნატკენი მუხლის შევლება და მერე საერთოდ არაფერი არ მახსოვს. ისეთი სისწრაფით დამეტაკა ჩემი პაციენტში. ორივე ხელი თეძოებზე მომხვია, და დაბლა დახრილი თავი წამებში ამაწევინა მაღლა, მერე კი გაშმაგებული დამეძგერა ათრთოლებულ ბაგეებზე. რა თქმა უნდა გული და პულსი დამემშვიდობნენ და დროებით სადღაც გაუჩინარდნენ. აი, რაც შეეხება ჰორმონებს და მოწოლილ ვნებას ორმაგად იფეთქეს ჩემში. ორივე ხელი მთელი ძალით ჩავავლე თმებში და ჩემკენ რაც შეიძლება მაგრად მოვქაჩე. ამდენი ხნის ნანატრი ოცნება მისრულდებოდა და უარს ვიტყოდი?! არამც და არამც! სანამ აზრზე ვიყავი და გონება ჯერ კიდევ აანალიზებდა სიტუაციის არს, ვცდილობდი ყველაფერი მომესწრო. ტუჩებიდან სწრაფად გადავიდა ყელზე, მე გამოცდილი ქალივით გადავაგდე თავი უკან და ჩემს ყელში უკეთ ნებივრობის საშუალება მივეცი. როგორც კი ტუჩები ყელიდან ოდნავ დაბლა ჩაცურდა და მკერდს მიუახლოვდა ვნებამორეული კვნესა აღმოხდა ჩემს ოდნავ გახსნილ ბაგეებს. კონსტანტინე ისევ თეძოებზე მიჭერდა ხელს და წელში ნახევრად გადატეხილს ძირს დავარდნის საშუალებას არ მაძლევდა. მოულოდნელად არ ვიცი რამ მოუარა სასწრაფო წესით დამავლო ხელი და კარებზე ამაკრა.

-ზურგი.

მიუხედავად სიამოვნებისა მაინც მოვასწარი მოყენებული ტკივილის გახმაურება და კონსტანტინეს მკლავზე ოდნავ ვუჩქმიტე. ჩემმა ქცევამ მემგონი უარესად გაახელა, არა თუ შემიცოდა. მჭიდროდ შეკრული ხალათი, ცელქობის დროს ოდნავ გადაღეღილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კონსტანტინესთვის ეს საკმარისი არ იყო და ხალათი ერთი ხელის მოსმით მოაცალა ჩემს სხეულს. დამორცხვილმა ორივე ხელი მკერდზე ავიფარე და ოდნავ ამოივიკივლე. კოსნტანტინეს ჩემ საქციელზე ხმამაღლა ჩაეცინა, მაგრამ ჩემი მხრების და ყელის დაგემოვნება არ შეუწყვეტია. მართალია მეც ძალიან მინდოდა ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, მარგამ სირცხვილის გრძნობამ მძლია და კონსტანტინე ერთი ხელის კვირით მოვიშორე. კიდევ კარგი მოდუნებული იყო და მისი მოშორება გამიადვილდა. სანამ აზრზე მოვიდა ხალათს დავწვდი და შიშველ სხეულზე ფაციფუცით ავიფარე. როგორც კი მიხვდა რამხენა სიამოვნებას მოვაშორე თვალები გაახილა და უკმაყოფილო მზერით შემათვალიერა “შეფუთული”. თავი ოდნავ გააქნია და ნელი და დამშეული ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. წინ ამესვეტა, სახე ძალიან ახლოს მომიტანა და კოსცნისგან აწითლებულ ბაგეებზე დამეტაკა გაშმაგებული. მე მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვდა. ხალათზე მოჭერილი თითები დამეძაბა, ორ-ორი თითი ჰაერში გავფშიკე და თვალებდაჭყეტილი მივაჩერდი კონსტატინეს. ჩემმა პაციენტმა ორივე ხელი შიშველ ზურგზე მომხვია. ისედაც გადიდებული თვალები უარესად გამიდიდა, ხალათზე ჩაბღაუჭებული ხელისგულები კონსტანტინეს გულ-მკერდს მივადე და მისი მოშორება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. პირველ შემთხევას ჭკუა უსწავლებია და ახლა ისე მაგრად ვყავარ ჩახუტებული, მემგონი მე კი არა ლევანიც ვერ გამოწიწკნის ჩემს თავს. სიამოვნებისგან მინაბულს ყველაფრის აღქმის უნარი დაკარგული მქონდა, მაგრამ ზედაპირზე მაინც ტივტივებდა თეთრ ფურცელზე შავი კალმით წაწერილი “მოიშორე.” როგორც კი ჩემს ტუჩებს მოცილდა და ბაგეები მხრებზე ჩააცოცა, ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ტუჩები დავაღე რაღაცის სათქმელად, ზუსტად იმ დროს დაგეგმილივით რომ დაუბრუნდა ჩემს ტუჩებს და კვლავ ველურივით დაუწყო დაგემოვნება. ბოლოს მივხვდი რომ ამ კაცთან ბრძოლას და უაზროდ ხელების პარჭყვას აზრი არ აქვს და მეც ავყევი. განაბული მივეხუტე, ისე რომ ხალათი მჭიდროდ მომტმასნოდა და ხელებით დაჭერა აღარ დასჭირვებოდა, თავისუფალი ხელები კი კისერზე შემოვაჭირე და ჩემკენ დავქაჩე. როგორც კი მონდომებული ანასტასია დაიგულა სასწრაფო წესით ამაფრიალა ჰაერში და საწოლისკენ წამიყვანა. მე საერთოდ აღარ ვეკუთვნოდი დედამიწას. ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი რომელ პლანეტაზე ვკვნესოდი სიამოვნებისგან... მარზე ვიყავი, ახლად აღმოჩენილი “ჩანჩქერის” ქვეშ და ჩემს პაციენტთან ერთად ვნებივრობდი.
მართალია ჩემი ხალათი საკმაოდ გრძელია და ყველაფერს მიფარავს ხოლმე, მაგრამ ეგ მაშინ როცა მაცვია, ახლა ისეა ახლართული და აბრუდული მემგონი მარტო ერთ ნაწილს მიფარავს და იმასაც ხათრით. თუმცა რა აზრი აქვს, კონსტანტინეს მაინც ურცხვად უნდა მოეშორებინა ჩემი სხეულიდან ზედმეტი მატერია. როგორც კი აშაკრელმა გაშლილი თითები ჩემს ფეხზე აასრიალა ხროტინის მაგვარი ხმები ამოვუშვი ცხვირიდან. მემგონი მისი თითოეული მოქმედება ჩემს ჯანმრთელობას სერიოზულს ზიანს აყენებდა. პარალელურად ტუჩებს უსირცხვილოდ დააცოცებდა ჩემს გულ-მკერდზე, მხრებზე, ტუჩებზე, თვალებზე და ყველგან სადაც ის მოისურვებდა. ბოლოს დაბლა დაბლა რომ დაიწყო ჩასვლა და ტუჩები ჩემს აბრჭყვიალებულ “პირსინგს” რომ შეახო, არ ვიცი სიცივისგან თუ სიამოვნებისგან, მაგრამ გამაჟრიალა... გამაჟრიალა და მერე როგორ, მთელი გულ მუცელი ამეწვა.

თვალები რომ გავახილე უკვე კონსტანტინეს სხეულზე ვიყავი ტკიპასავით აკრული, მომღიმარი სახით ვუყურებდი ფანჯრიდან შემოპარულ მზეს და თავს ყველაზე ბედნიერ გოგოს ვგრძნობდი... არა, უფრო სწორად ქალად, ეს ისეთი რაღაცა არასოდეს არ უნდა დამავიწყდეს! მზის სხივებმა რომ დამღალეს და თვალები ამიჭრელეს მზერა კონსტანტინეზე გადავიტანე. ჩემი დიდტუჩება და სექსულური მამაკაცი ღიმილით მიყურებდა და თან თმებს მიწვალებდა. გაბადრულმა გავუსწორე მზერა და ყურებამდე გავეკრიჭე, ჩემს საქციელზე მასაც გაექინა. თავისუფალი ხელი მოშიშვლებულ ზურგზე ნაზად დამადო და თითებით ხერხემლის ძვლების დათვლა დაიწყო. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ გავითიშე.

>>>
-ყავა მინდა!_მისაღებში დივანზე წამოკოტრიალებულმა კონსტანტინემ ხმამაღლა დამიძახა და თვალი ჩამიკრა.

-ჰმ, მერე ადექი და მოიდუღე, ხომ არ დაგავიწყდა მე შენი ექთანი აღარ ვარ!_ნიშნის მოგებით ჩავუკარი თვალი და გავიჯგიმე.

-მართალი ხარ, ექთანი აღარ ხარ, მაგრამ შემახსენე ახლა რა სტატუსით სარგებლობ ამ სახლში?_ირონიული ტონით გამომეპასუხა და ჩამჭრელი კითხვა დამისვა.

-ხო, კარგი ვადუღებ.

ბუზღუნით დავაბაკუნე ფეხები და წყლის მადუღარა ჩავრთე. სინზე კონსტანტინეს მოტანილი შოკოლადები დავაწყვე. დილით სამსახურში რომ მიდიოდა დავაბარე, მაგრამ დაავიწყდა, ამიტომ მოუწია მეორეთ გასულიყო მაღაზიაში და ჩემი სურვილი პატიოსნად შეესრულებინა. ვერ ვიტყვი რომ იდეალური ოჯახის კაცია, ხშირად ძალიან ბევრი რაღაცა ავიწყებდა, თუნდაც ის რომ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა აუცილებლად უნდა წამოიღოს პური. ერთი თვის განმავლობაში შესანიშნავად შევისწავლე კონსტანტინეს თვისებები და ხასიათები, ამიტომ ყოველთვის მე მომაქვს პური და პროდუქტები. ყავის ფინჯნები სინზე დავაწყვე და ნელი ნაბიჯებით წავედი მისაღებისკენ.

-დღეს იცი ვინ შემხვდა?_ღიმილით ვკითხე და გვერდით მივუსკუპდი. კონსტანტინემ შოკოლადი მადიანად ჩაკბიჩა და ინტერესით მომაჩერდა. _ლიზა._ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.

-მერე?_უინტერესოთ აიჩეჩა მხრები და ტელევიზორს გახედა.

-არაფერი, ვიღაცასთან ერთად იყო.

არ ვიცი რატომ ვტლიკინებდი ამდენს, მაგრამ ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ, ბოლომდე გამეგო რას ფიქრობდა კონსტანტინე ლიზაზე. ერთი თვის განმავლობაში არცერთხელ გვისაუბრია გრძნობებზე, თუმცა ამას ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. მე უკვე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ასეთი ურთიერთობები,შესაბამისად ყოველ დღე სიყვარულის ახსნას არც ველოდებოდი და სიმართლე გითხრათ სურვილიც არ მქონდა.

-და ის ვიღაცა, კაცი იყო. _საოცრად გაიმკაცრა ბარიტონი. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. _შენ რა გიანტერესებს?_ირონიულად ჩაეცინა და წარბაწეულმა გადმომხედა.

-არაფერი, უბრალოდ მინდა ვიცოდე..._დაბნეულმა ამოვილუღლუღე და სიტყვა შუა გზაში გავწყვიტე იმიტომ, რომ მეც არ ვიცოდი რა მინდოდა, რომ მცოდნოდა. თითქმის ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი რომ კონსტანტინეს და ლიზას შეხება არ აქვთ და მაინც... რას ვძიობდი წარმოდგენა არ მაქვს.

-გინდა იცოდე დღესაც ვფიქორბ თუ არა ლიზაზე!_ჩემი სათქმელი დაამთავრა და გაბრაზებულმა გადმომხედა.

-ნუ მიყურებ ეგრე..._ამოვისრუტუნე ბავშვივით. _ვიცი, მაგრამ მინდა რომ შენგანაც გავიგო!

-მე რომ დღეს ლიზაზე ვფიქრობდე შენ ჩემს საწოლში არ იწვებოდი!

დაბოხებული ბარიტონით ჩაილაპრაკა, ყავა მოსვა და ტელევიზორს გახედა. ეს იმას ნიშნავდა რომ თემა “გვინდა თუ არა ლიზა” დაიხურა.
ჩემი თავით და კონსტანტინეს პასუხით კმაყოფილი წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში გავედი დარჩენილი ჭურჭლის გასარეცხად.

-დღეს ლანა და ბესო უნდა მოვიდნენ.

-მოვიდნენ, საჭმელები შენი გასაკეთებელია. _ირონიული ღიმილით აიჩეჩა მხრები და ახლად ჩართული ლეპტოპი მუხლებზე დაიდო.

-ჰა, ჰა, ჰა, როგორი სასაცილოა... ან როდემდე უნდა გააგრძელო ჩემი დაცინვა?_გაბრაზებულმა დავუღრინე და თვალები დავაბრიალე.

-სანამ არ ისწავლი, როგორ კეთდება ადამიანური საჭმელი!_თვალი ჩამიკრა და საქმეეს მიუბრუნდა.
>>>
-იცოდი მაგდა და ერეკლე რომ ერთად იყვნენ?_სიცილით მკითხა ჩემმა თანამშრომელმა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვა მაგდას და ერეკლეს დანახვისას.

-ნუ, ხო, რაღაცას ვხვდებოდი. _ჩავიცინე და ჩვენკენ წამოსულ წყვილს ხელის აწევით მივესალმე.

-აქვთ რამე?_ინტერესით გადახედა ბუფეტს მაგდამ.

-აჰამ, ძალიან გემრიელი სენდვიჩი აქვთ. _თავი დავუქნიე და სენვიჩით პირგამოტენილმა ვუპასუხე.

ჩემი და ბატონი ამირეჯიბის დუეტი შედგა. შესანიშნავად ვუგებდით ერთმანეთს, როგორც აღმოჩნდა კონსტანტინემ არაჩვეულებრივი დახასიათება დამიწერა, ეგეც რომ არ იყოს მისი ფეხის მდგომარეობა იმაზე კარგი იყო ვიდრე რომელიმე ელოდა. ამირეჯიბმა ერთი კვირა მაქო და მადიდა, ფიზიო თერაპიების საუკეთესო ექიმათაც კი მაღიარა განყოფილებაში. რამდენჯერმე მთხოვა რამდენიმე პაციენტია და იქნებ მათთანაც გადახვიდეო, მაგრამ სამჯერვე კონსტანტინეს და ჩემი მტკიცე უარი მიიღო. მე არ ვაპირებდი იმ პროფესიით გამეგრძელებინა მუშაობა რამაც ჩემი სექსუალური პაციენტი მაპოვნინა, მე მინდოდა ვყოფილიყავი ბაოტნი ამირეჯიბის ასისტენტი.
სახლში ყოველთვის გადაღლილი ვბრუნდებოდი, კვრაში 5 დღე ვმუშაობდი, ზოგჯერ 6 და ზოგჯერ ღამის სმენაშიც ვიყავი დაუგეგმავად. კონსტანტინე სულ უკმაყოფილო იყო, ხშირად მეწუწუნებოდა, მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი მდგომარეობა ესმოდა და ძალიან არ ვჯავრობდი. უბრალოდ ნერვებს ის მიშლიდა მასთან ძალიან მცირე დროის გატარება რომ მიწევდა. კვირა დღეს ყოველთვის საქმეები ქონდა, შესაბამისად სახლში არასოდეს იყო.

>>>
კვირას როგორც ყოველთვის გამოძინება გადავწყვიტე ვინაიდან და რადგანაც კონსტანტინე დილაადრიან აპირებდა სამსახურში წასვლას. თერთმეტ საათზე გამეღვიძა, ხელები გავშალე და გაოცებულმა გადავხედე ჩემ გვერდით სავსე საწოლს.

-შენ აქ რა გინდა?_იმდენად მოულონდელი იყო კვირა დღეს, დილის თერთმეტ საათზე კონსტანტინეს სახლში ხილვა რომ შეშინებულმა ვიკივლე.

-ჩშშ, რა გაკივლებს?_უკმაყოფილოდ აიფარა ხელისგულები ყურებზე და გვერდი იცვალა.

-შენ გეკითხები, რა გინდა ამ დროს სახლში?_ზემოდა დავაჯექი და მხარზე ვუჩქმიტე.

-გადავწყვიტე დავისვენო და ჩემს ქალს დილითაც მოვეფერო. _ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა და საწოლის მეორე მხარეს გადამაგდო.

-კონსტანტინე, რაღაცა უნდა გითხრა._ზემოდან მოქცეულ მამაკაცს მხრებზე თითები დავაწყვე და თვალები ავაფახუნე.

-ახლა არა, ახლა უნდა გაკოცო!_თავი გააქნია და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა გაშმაგებული.

-ორსულად ვარ!_სწრაფად მივაყარე და თვალებგაფართოვებულს, რობოტივით გაშეშებულს თვალებში ჩავხედე. კონსტანტინემ საკოცნელად გახსნილი ბაგეები ოდნავ დაკუმა, თან რაღაცა ამოილუღლუღა. მე სიცილი ამიტყდა, ორივე ხელი კისერზე მოვხვიე, ფეხები შიშველ ზურგზე და კოცნის ინიციატივა მე გამოვიჩინე, მაგრამ ჩემმა საყვარელმა გამაჩერა.

-კოცნა მერე! რა თქვი?_კატეგორიული ტონით გადაწყვიტა, რომ ‘კოცნა მერე.”

-ორსულად ვარ-მეთქი. _მხრები ავიჩეჩე, მაგრამ ხელ-ფეხისთვის ადგილმდებარეობა არ შემიცვლია.

-ანუ, მე მამა..._დაბნეული ალუღლუღდა, ზუსტად ისე მე რომ ვლუღლუღებ ხოლმე როცა მკოცნის.

-რაო, ვიპოვეთ სუსტი წერტილიო?_სიცილით ვუბრწკინე კისრის ძვალზე და ნიკაპზე ვაკოცე. _ნუ, ჰოო, შენ მამა მე დედა და ეს კიდევ შვილი.

მუცელს დავხედე და გადავიკისკისე. კონსტანტინემ ცალი ხელი მუცელზე დამადო, ცხელი, ცხელი მემგონი ვულკანს აფრქვევდა. ცალი ხელი კისერზე მომკიდა და მომაკვდინებლად სასიამოვნოდ დამეძგერა ჩემი მომავალი შვილის მამა ბაგეებზე.

-ვალი დაგიბრუნე!_ვებიანად ჩახლეწილი ხმით ჩამჩურჩულა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა.



№1  offline წევრი blondeangel631

აუ ძალიან მაგარი იყო შენი სტილია რა heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

Uზარმაზარი სიამოვნებაა,ამ მოტხრობის წაკიტხვა.

Mიკვარხარ,მიკვარხარ,მიკვარხარ❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

სიამოვნებით წავიკითხე ხელახლა და ძალიან მომეწონა .

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყო ძალაიანნ მომეწონაა

 


№5  offline მოდერი მე♥

blondeangel631
აუ ძალიან მაგარი იყო შენი სტილია რა heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა... მიხარია! <3
სტუმარი lia
Uზარმაზარი სიამოვნებაა,ამ მოტხრობის წაკიტხვა.

Mიკვარხარ,მიკვარხარ,მიკვარხარ❤❤❤

მეც ძალიან მიყვარხართ და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ. <3
lalita
სიამოვნებით წავიკითხე ხელახლა და ძალიან მომეწონა .

საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. <3
ნარჩიტა
კარგი იყო ძალაიანნ მომეწონაა

ნარჩიტ, რა კარგი ხარ, დიდი მადლობა. <3
--------------------
ა.ა

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მე♥
blondeangel631
აუ ძალიან მაგარი იყო შენი სტილია რა heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა... მიხარია! <3
სტუმარი lia
Uზარმაზარი სიამოვნებაა,ამ მოტხრობის წაკიტხვა.

Mიკვარხარ,მიკვარხარ,მიკვარხარ❤❤❤

მეც ძალიან მიყვარხართ და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ. <3
lalita
სიამოვნებით წავიკითხე ხელახლა და ძალიან მომეწონა .

საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. <3
ნარჩიტა
კარგი იყო ძალაიანნ მომეწონაა

ნარჩიტ, რა კარგი ხარ, დიდი მადლობა. <3

მადლობაა შენნ უგრმესიი

 


№7  offline წევრი ფერადიი...

საერთოდ რომ მინდება რამე ისტორისს წაკითხვა შენს პროფილზე შემოვდივარ და ვხსნი თუარა ვიცი რომ საოცრება იქნებააა როგორც წინაზე წაკითხული ასევე შესანიშნავი ისტორია ზოგადად არ მიყვარს კომენტარების წერა მაგრამ ახლა ეს სხვა სიტუაციააა
შენ მაგაროოო
რა ხარ ასეთი ახალკაცოო რააა
საოცრება გოგო შეენ
შენ ნიჭიეროოო
რა მაგარი იყო შოკში ვარრრ
კონსტანტინეეე ვაიმეე საყვარელი კაცი ეგგგ სიმპო ეგა
ანასტასიაა კიდე საძაგელი მაგრამ საყვარელი და მაგათი პატარა შოკი იქნება
ღმერთო პირველად ვარ ასე ემოციებს რომ ვერ გამოვხატავ შენ ყველაზე მაგაროოოოოო მიყვარხარ ტასო
(შენ თმაზე მეკეტება)

 


№8  offline მოდერი Someone wandering

ეს იყო ენით აუღწერელი სიამოვნება
დავშტერდი
დავლენჩდი
შეყვარებული მომინდა
საოცარი ისტორიაა, საოცარი ხარ შენც. გყვარობ.....ამ სტილის კიდევ თუ გაქვს ნაშრომი მითხარი რაა. ეს სექსუალური,ირონიული ტიპები მაგრად მევასებიან
კონსტანტინე სიყვარულია
ლევანიც ჩემი ბიჭია
გოგოები ხო არიან და არიან,მაგრამ ნუ რა თქმა უნდა საპირისპირო სქესი მიზიდავს და მათი პერსონაჟის ხასიათი უფრო მაინტერესებს.
''ქმედება ოცნების ნაცვლად''-ს შემდეგ საუკეთესო,არაჩვეულებრი და უსაზღვრო სიამოვნების მომტანი ისტორიაა ჩემთვის. heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ეს ყველაფერი კია სასიამოვნო, მაგრამ ყველა მოთხრობის სათაურში ღამე რატომ ფიგურირებს? ????

 


№10 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ,გამართული ,სახალისო და სასიამოვნო წასაკითხი..ზედმეტად რეალურიც კი .ყოჩაღ და მიხარია რომ აღმოგაჩინე ბრავო????????????????

 


№11 სტუმარი ნანული

თქვენს ნაწარმოებებს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.თითოეული თავისებურად საოცრებაა,ერთი სულის მოთქმით რომ წაიკითხავ ისეთი.დიდი მადლობა,რომ არსებობთ თქვენ და თქვენი საოცრებები.

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მარტივი და უცებ წასაკითხი ისტორია იყო

 


№13 სტუმარი სტუმარი Nestani

Me meoreti tu mesameti vkitxulib magari iyozaluab sasimovno saintereso saxaliso wasakitxi iyo wvilebic zaluan momewona kargi dasasrulit velodebi axal nacarmoebs madloba warmatebebi namdvilad kargi da nuwieri mwerali xart da warmatebuli ❤️????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent