ღამის მეგობრები [სრულად]
დედაჩემის თქმით ცელქი ბავშვი არ ვიყავი. პირიქით ზედმეტად ჭკვინიც კი ვიყავი ჩემი ასაკის კვალობაზე. სულ მაინტერესებდა რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა. აი სამეზობლოში რომ გაგეკითხათ ვინ იყო ლენკა ხუციშვილი, ალბათ ყველა ერთსა და იმავეს გიპასუხებდათ, შეიძლება სხვადასხვანაირადაც კი. არ ვიცი ასეთი რა დავაშავე, მაგრამ ჩემი მეზობლები «ეზოს დამაქცევარს» მეძახდნენ. ერთი ორჯერ თურმე მათი შვილებიც მიცემია, მაგრამ უმიზეზოდ არა რათქმაუნდა. ასაკის მიუხედავად ზოგჯერ ახლაც მიპყრობს მათი ცემის სურვილი, თან ისე ძალიან რომ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. ერთი ბიჭი მიყვარდა ბავშვობაში, ისიც ჩვენი ეზოს მეგობარი იყო. სულ ერთად ვაფუჭებდით რაც გასაფუჭებელი იყო. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც კარგად ვუგებდი ჩემი ასაკის მიუხედავად. ხუთი წლის რომ გავხდი, მისმა მშობლებმა ბინა გაყიდეს და წავიდა, კაცმა არ იცის სად. იმის მერე მთელი ბავშვობა სულ ვეძებდი. ბაღშიც, სკოლაშიც... მერე მივხვდი რომ ის რასაც მე ვაკეთებდი დიდი სისულელე იყო და შევეშვი. სიმართლე რომ გითხრათ დღეს მისი გვარიც კი არ მახსოვს. თან ბავშვობაში ვიღაც მიყვარდა დიდი ამბავი. მოგეხსენებათ ჩვენთან თბილისში როგორი სიცივეები იცის ზამთარში. არც მე დამინდო ბუნებამ და ფილტვების ანთებით ჩამაწვინა. კიდევ კარგი ჩემი სამსახური დროებით დაკეთეს. ოფისს არემონტებენ და გადარბენები აქვთ. პატარა ფართი იქირავეს და ვინც საჭირო იყო მხოლოდ ისინი დაიტოვეს თან. მე არც არაფერში ვჭირდები, უბრალოდ მამაჩემმა თხოვა თავის მეგობარს და იმან გამომიძებნა გაჭირვების დროს სამსახური. ფურცლები დამაქვს წინ და უკან და ამაში ვიღებ სამას ლარს. ფული რა მოსატანია ჩემს ანთებასთან. მთელი ერთი კვირა უბრალო გაციება მეგონა, მეც და ჩემებსაც. მერე როცა არა და არ გამიარა დედაჩემის დაჟინებული თხოვნით წავედი კლინიკაში გასასინჯათ. ისეთი გაბადრული სახით მახარა ექიმმა ფილტვების ანთება გაქვს, იმის მაგივრად რომ მწეყნოდა ხათრით გამიხარდა. ხომ იცით ამ დროს დედები როგორი ნერვიულებიც ხდებიან? დედაჩემიც ზუსტად ეგ შემთხვევაა. რა წამალი არ დამალევინა, ნემსებს თავისი ოქროს ხელებით მიკეთებდა. პატარაობიდან მეშინია ერთი წვრილი ნემსის. მამაჩემი სულ დამცინოდა ამის როგორ გეშინიაო და ერთხელ რომ დაჭირდა მთასავით კაცი დაპატარავდა. იმის მერე სულ დავცინივარ. ახლაც ნემსი რომ გამოაჩინა დედაჩემმა პირველი სოფელში წასული მამა გამახსენდა, მერე მივხვდი რატომაც გამოაჩინა და სატირლად დავბრიცე ტუჩები. -იყოს ეს ანთება არ მიშლის არაფეში ხელს. _ შევევედრე დედას და ნემსიანი ხელი დავუკავე. -ნუ გადამრიე შვილო, ამის როგორ გეშინია?_ შეეცადა სხვა კუთხით მომდგომოდა. -მეშინია და მორჩა! არ მინდა ნესმი, წამლები დამალევინე და გამივლის. _ მუდარით ავხედე და სატირლად დაბრეცილი ტუჩებით კოცნა გავუგზავნე. -ბევრს ნუ ტლიკინებ გადატრიალდი მალე. _ მომაყარა უცებ და მეორე მხარეს ჩემი გადაბრუნება ცადა. -მცხვენია. _ ჩავილაპარაკე უკანაკსნელი ძალებით და თავი მისკენ მივატრიალე. -აჰა, გეტკინა?_ წელში გასწორდა და ნემსი პარკში ჩააგდო. გაკვირვდებულმა მივატრიალე თავი მისკენ და ჩემს დანემსულ ადგილს წვალებით შევავლე თვალი. -გააკეთე?_ ვკითხე პირდაღებულმა და შარვალი შევიკარი. -ამის გამო ტეხ პანიკებს?_ მკითხა დაცინვით და ოთახიდან გავიდა. -სხვათაშორის მე სულაც არ მეშინია მაგ «არსების». _ თითი ჰაერში დავატრიელე და საწოლიდან წვალებით წამოვდექი. ხვალ კიდევ საავადმყოფოში ვარ წასასვლელი, ამჯერად სულ სხვა მიზეზით. ჩემს დეიდაშვილს გული აწუხებს ბოლო ერთი კვირაა და უნდა გავყვე. არადა იმ კედლებს რომ ვხედავ უკვე ცუდად ვხდები, წარმომიდგენია იქ მწოლიარე პაციენტებს რაც ჭირთ. თან ჩემთვის სიარული არ შეიძლება, მაგრამ მარტო ვერაფრით ვერ გავუშვებ. ისედაც სულ ცუდად ხდება და რამე ისეთი რომ მოხდეს იქ პატრონი არავინ ეყოლება. გვიან ღამით კიდევ ერთი «ნემსთან ბრძოლის» რიტუალი ჩავატარეთ მე და დედამ და დავიძინე. დილით ანას ზარმა გამომაფხიზლა. მაღვიძარას დაყენება დამწვიყდებია და დამაგვიადა. სწრაფად მოვიწესრიგე თავი და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდი. კორპუსთან იდგა აბუზული და მელოდებოდა. ხელმკლავი გავუკეთე და გაჩერებისკენ წავედით. -ხომ არ ნერვიულობ?_ ვკითხე როგორც კი საავადმყოფოში შევედით. -ცოტას. _ ამოიკნავლა საცოდავად და მკლავზე უფრო მაგრად დამეჯაჯგურა. -შევიდეთ და ნახავ რომ სანერვიულო არაფერია. _ გავამხნევე და ექიმის კაბინეტისკენ წავიყვანე. _ ეს არის ხო?_ თითით დიდი ასეოებით წაწერილ « კარდიოლოგი ვაჩე ვიბლიანი»_სკენ გავიშვირე. -უფრო ცუდად გამიხდა გული. ხო ეგ არის. ამოიკურსუნა და კარებზე დააკაკუნა. იქიდან საოცრად ცივი და მრისხანე ბარიტონით გამოგვძახა ექიმმა «მობრძანდით»_ო. მისი ხმის გაგონებაზე უარესად ანერვიულდა ანა. როგორი მომსხურება, ასეთ ხმას და სახეს რომ დაუხვედრებ პაციენტს ხომ ჩაგაკვდა ხელებში. სიმპათიური კია ისე! -პაციენტი რომელია?_ იკითხა თვალების ბრიალით და ორივეს თვალი შეგვავლო. -მე. _ ამოიწრიპინა ანამ და ხელი სკოლის მოსწავლესავით აწია. -მაშინ თქვენ დაგვტოვეთ. _ მომიბრუნდა მე. -ნერვიულობს და რომ ვიყო?_ ვკითხე შეპარვით და თვალები დავწვრილე. -კუთხეში დაჯექით და ხმა არ ამოიღოთ! რა ბაღის მოსწავლესავით დამსაჯა. იქვე პაციენტების საწოლზე დავჯექი და ხელები მუხლებზე დავიკრიფე. პასუხებს შეშინებული ცემდა ანა და თან მე მიყურებდა. მერე სადღაც გაიყვანა, გულზე უნდა მოგისმინო და გადაგიღოო. კი დავინტერესდი, მაგრამ როგორც კი ფეხზე წამოვდექი თვალებიდან ცეცხლები გადმოყარა და «აქ დაელოდე!»_ო მითხრა. ტუჩები უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე და კაბინეტის თვალიერებას მივყავი ხელი. დიპლომები დიდი სამბით გამოაულაგებია თაროებზე. ნეტა ფსიქოლოგიურიც ესწავლა, ასეთი ჯმუხი და დამშინებლი ხომ აღარ იქნებოდა. ქურთუკის ჯიბეებში ხელჩაწყობილი დავაბოტებდი ოთახში ბატონი ექიმი რომ დაბრუნდა მარტო. -ანა!?_ ვიკითხე და უკან გავიხედე. -ამოიყვანენ. _ გამცა პასუხი და სავარძელში ჩაესვენა. -ანალიზების პასუხი როდის იქნება?_ ვცადე დიალოგი გამება მამაკაცთან და მის წინ სავარძელში დავჯექი. -ხვალ ორი საათისთვის. _ ისე გამცა პასუხი ფურცლებისთვის თვალი არ მოუშორებია. აღარც მე ჩავაცივდი. ცოტახანში ფერწასული შემოიყვანეს ანა და გავიდნენ. -ხომ კარგად ხარ?_ ვკითხე დეიდაშვილს და ხელზე ხელი დავადე. -უფ იმდენი ვნერვიულე აღარც კი მახსოვს გული სად მაქვს. _ სიმწრით ჩაიცინა და სახემოქუფრულ ექიმს გახედა. -ხვალ ანალიზების წასაღებად მოდი ორ საათზე და დანიშნულებას იმის მიხედვით დაიგწერ. _ გამოგვისტუმრა უცებ. მთელი დღე უკმეხ ექიმზე ფიქრი დამჩემდა. ნემსის გაკეთების დროსაც კი მასზე ვფიქრობდი. განა რაიმე სასიამოვნოს, პირიქით ვაძაგებდი და ვლანძღავდი ასეთი მოპყრობისათვის. წარმომიდგენია თანამშრომელბი როგორი დაშინებული ყავს. ან საერთოდ მაგსთან ვინ ჩერდება. უხეში და გაუთლელი ექიმი! როგორ შეიძლება პაციენტთან ასეთი მოპყრობა. ან პაციენტის თანამგზავრთან. -რაო რა უთხრა ანას ექიმმა?_ სადილის დროს მკითხა დედამ. -ხვალ გვეტყვიან ანალიზების პასუხს. _ გავეცი პასუხი და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დავხედე. უკმაყოფილოდ ჩავაქვრე ეკრანი და საჭმელს მივუბრუნდი. -ისევ ის საზიზღარი ბიჭია ხო? _მკითხა ქეთიმ და ტელეფონს დახედა. -არ გვინდა ახლა მაგაზე საუბარი. _ თავი ავარიდე ყოფილ შეყვარებულზე ბაას და კოვზი შევათამაშე. დედაჩემსაც აღარ გაუგრძელებია. სუფრა აალაგეო დამიბარა და სამსახურში წავიდა. ორსაათამდე დიდი დროა, რამით თავის გართობა ცუდი იდეა არ უნდა იყოს, მაგრამ რით? ჩემი დაც მამაჩემს გაყვა სოფელში. საქონელს ღობე მოუნგრევია და შესაკეთებლად წავიდნენ. ჩემმა დამ რა უნდა გაუკეთოს გონზე არ ვარ, მაგრამ აიჩემა გინდა თუ არა წამოვალო. მე მგონი ჩვენი მეზობლის ბიჭზეა შეყვარებული და მალავს. თან ისეთი ასაკი აქვს, იცის რომ ზურა დაუშლის ახლა შეყვარებულობანას და ხმას არ იღებს. არადა ცუდი ბიჭი არ არის. სასწავლებელი დამთავრა და სოფელში დაბრუნდა ქვრივ დედასთან. იქ მუშაობით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს. ჭკვიანი და განათლებული ბიჭი სულ იყო, ახლა წარმომიდგენია რა კარგი იქნება გამხდარი. ჩემზე ერთი წლით არის პატარა. ჩემი და ჯერ ჩვიდმეტისაც არ არის და ცოტა ეშინია. ორ საათამზე წვალებით გადავაგორეთ დრო. საავადმყოფოში მისვლამდე, ათასჯერ მაინც ახსენა ვაჩე ანამ ხმის კანკალით. როგორ დაუშინებია გოგო იმ საძაგელ კაცს. -შენ რომ შეხვიდე და გამომიტანო?_ მკითხა შესფოთებულმა. -ანა მეჩვენება თუ ზედმეტად ღელავ?_ ვკითხე სიცილით და გვერდით მივუჯექი. -რამე ცუდი რომ ეწეროს?_ ამოილუღლუღა და ექთანს თვალი გააყოლა. -კარგი რა... განა რა უნდა ეწეროს?_ მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი. _ ადექი და შევიდეთ. აი ნახავ როგორი ჯანმრთელი ხარ. _ თვალი ჩავუკარი და კარებზე დავაკაკუნე. ისევ ისეთი ბარიტონით გამოგვძახა. -სანერვიულო არაფერია. წნევა გაქვს დაბალი და შესაბამისად ამან გულზეც იმოქმედა. ამასთანავე კალცის ნაკლებობაც შეინიშნება. შეეცადე ხილს და ბოსტნეულს უფრო დიდი დოზით დაუთმო კვება. ორგანიზმიც ძალიან დასუსტებული და გადაღლილია. ეს დანიშნულებაა და ყველაფერი ისე გააკეთე როგორც მანდ წერია და გითხარი. ორ თვეში გელოდები. _ ჩაილაპარაკა და თეთრ ფურცელზე დაწერილი რეცეპტი მიაწოდა. ფურცელს ცალი თვალით დავხედე და სიცილი ძლივს შევიკაცე, გაუგება კალიგრაფიაზე. -რომ გვითარგმონთ შეიძლება?_ ვერ მოვითმინე და ღიმილით ვანიშნე ფურცელზე. ისეთი მომაკვდავი სახე მიიღო ადგილზე მიმყინა. თავი ოდნავ დავუკარი და დაშინებული ღიმილით დავტოვე კაბინეტი. ცოტახანში ანიც გამოვიდა და სიცილით დამკრა მხარზე ხელი. ^^^ ყოფილ შეყვარებულზეც ვისაუბრებ ცოტას. თორნიკე სასწავლებელში გავიცანი. ოთხი წელი ვიყავით ერთად. საკმაოდ კარგი და გამგები პარტნიორი აღმოჩნდა. რამოდენიმეჯერ უცხოეთში მოუწია სასწავლებლიდან წასვლა, არც ამას შეუქმნია დიდად პრობლემები. სერიზოული სახის მიცემას არცერთი ვაპირებდით უახლოეს მომავალში. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს დაქალთან სექსუალური ურთიერთობებით კავდებოდა კარგა ხანი. თავიდან რომ მითხრეს ისტერიული სიცილი ამივარდა. ორი კვირა მდგომარეობიდან ვერ გამომიყვანეს ჩემებმა. ექიმებიც კი დამჭირდა. ორი დღე უგონოდ ვეგდე საწოლზე. მერე როცა ცოტა მოვძლირდი და გონება გამინათდა კიდევ ერთხელ გავიკითხე და გავიგე რომ სიამრთლე ყოფილა. ასე ერთბაშად დავკარგე საყვარელი მამაკაცი და დაქალი რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებდი. რამოდენიმეჯერ თორნიკეს გამო კამათიც კი მოგვივიდა. ის იქიდან მეჯინებოდა არ მომწონს ეგ შენი დაქალიო, ეს აქედან მიმტკიცებდა არ არის შენი შესაფერისი თორნიკე, ვინმე ნორმლაური მოძებნეო. კარგი მეგობრის დაკარგვას ისევ თორნიკეს დაკარგვა მერჩივნა, მაგრამ მიზეზს არ მაძლევდა და ასეთი უაზრო მიზეზით მის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებდი... თურმე სად ხარ! ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდოდა ორივეს და სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. სულ მინდოდა რომ მათთვის პირში მეთქვა ის რასაც ამდენი ხანი გულით ვატარებ, მაგრამ არცერთხელ მომეცა საშუალება. ლიკა თორნიკესთან ერთად ბათუმში გადაცხოვრდა და ასე დაიკარგა ჩემი თვალთახედვიდან. კარგიცაა, თავის დამცირება და უაზრო ახსნა განმარტებების მოსმენა არ მომიწია. ორი წელი ვცდილობდი ამ ამაბავთან შეგუებას და ყველაფრის გადაგორებას. თორნიკე მალევა გადავაგორე და წარსულს ჩავაბარე... ლიკა დღემდე ვერ მომინელებია და ალაბთ ვერც ვერასდროს მოვინელებ მისგან დატოვებულ იარებს. მთელი ბავშვობა ერთ საწოლში გვქონდა გატარებული. ჩემი ყველა განცდა და ტკვილი ზეპირად იცოდა. თორნიკესთან ჩხუბის შემდეგ მასთან მივდიოდი და ვტიროდი...და მოულოდნელად აღმოჩნდა რომ ზურგს უკან ორივე სულში მაფურთხებდა. ჩემებმა რომ გაიგეს ასეთი რამ დამემართა, საავადმყფოდან გამოწერის დღესვე სოფელში ბებიასთან გამიშვეს. რომ არა მისი თბილი ხასიათი, დღესაც ვერ გამოვიდოდი მგომარეობიდან. ერთ თვეზე მეტი დავყავი ჩემს სოფელში. ერთად დავდიოდით ბაბუას საფლავზე, ერთად ვამზდებდით სტუმრებისთვის სუფრას. ქალქიდან ჩამოსულებს იქაური ქალივით ვხვდებოდი. მერე სასწავლებში პრობლემები შემემნა და ქალქში დავბრუნდი. ლიკას მშობლები სირცხვილით თვალებში ვერ მიყურებდნენ. მათგან იგივე სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი როგორც ადრე. არცერთი იყო დამნაშავე იმაში რაც მე და ჩემს დაქალს გადაგვხდა თავს და ვერც დავადანაშაულებდი. ყოველ დილით სასწავლებლში წასვლამდე ჩემი გულისთვის ფანჯარაში გადმოყუდებულ ელზას ვესალმები და ისე მივდივარ. ორი კვირაა ჩემს ყოფილ შეყვარებულს გავახსენდი და ამიკლო. ერთხელ დაველაპრაკე, ლიკას ხომ არაფერი დამეართას შიშით... სიყვარულის ახსნა და ბოდიშების ხდა რომ დაიწყო სული გამეყინა ზიზღით. ჯერ მე დამინგრია ცხოვრება და ახლა ლიკას ჯერი დადგა. ყველაფრის მიუხედავად არანაირი სურილი მაქვს გაუბედურებული და ნატანჯი ვნახო... ცოტა რამ ჩემი წარსულდიან გაგანდეთ, ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ფილტვების ანთება ღმერთის და ნემსების წყალობით მალე გადავლახე. სამსახურშიც დაასრულეს რემონტი და გავედი. სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, როგორც გითხარით საბუთების გადამზიდად. ამ ეტაპზე საავადმყოფოებს და კორპუსებს ვაშენებთ. ადრეც იყო რამოდენიმე უცხოელი ინვესტორებისგან შემოთავაზეებები, მაგრამ ვერ მოვიგეთ და გვაჯობეს. საავადმყოფოს ვიღაცა ფულიანი ბიძა იშენებს თავისთვის. საკუთარი კლინიკა მოუნდა და რატომაც არა, თან თუ ფინანსები ხელს უწყობს. ასეთ გაწამაწიაში ვიყავით, ერთ მშვენიერ დღეს სათათბიროში საბუთების შეტანა რომ დამავალა ჩემმა «შეfმა»... დავავლე დასტას ხელი და ტანის რხევით წავედი დარბაზისკენ. მანამდე ჩვენი დაცვის წევრის ხარბი მზერა დავიჭირე, ჩემს მკერდზე და საჯდომზე. რითი ვერ გაძღა ეს კაცი, თანამშრომლების ყურებით ჩემმამდე არ დადის. კარები შევაღე და ჰოი საოცრებავ. ვაჩე ვიბლიანი! ალბათ გეცოდინებათ მსგავს სიტუაციებში, როგორ ვიბნევით. თავიდან იმის დაჯერება გამიჭირდა, აქ რომ იჯდა... მერე რას აკეთებდა და ბოლოს მივხვდი რომ საავადმყფოს მფლობელი იჯდა ჩემს პირდაპირ. დაბნეულმა და უხერხულობაში მყოფმა მსუბუქად ჩავახველე და ბატონი დიმასკენ წავედი. ღიმილით დავაწყე საბუთები მინის დიდ მაგიდაზე და გამობრუნება დავაპირე, უფროსის ხმამ რომ შემაკრთო. -ლენკა!_ ტანი მისკენ მივატირალე და ინტერესით დავაკვირდი. _ გაიცანი ეს ჩვენი ახალი პარტნიორია ბატონი ვაჩე ვიბლიანი. _ გამოსცრა კბილებში და თვალები დამბრიალა, როგორც თუ არ მივესალმე. -სასიამოვნოა ბატონო ვაჩე, მე ლენკა ვარ. _ გავუღიმე და თავი დავუკარი. _ თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. _ ასევე ღიმილით გადავხედე ჩემს უფროსს და კარებისკენ წამოვედი. არა, რა ვალდებული ვარ მივესალმო როცა ზედაც არ შემომხედა. იშენებს კლინიკას და დიდი ვინმე გონია თავი. არადა ერთი ჩვეულებრივი ჯინიანი სვანია! რას ვერჩი ახლა სვანებს, შესანიშნავი ხალხია. ეს არის უხეში და უწესო. მართასთან მივედი და სავარძელში ჩავესვენე. წარბაწეულმა გადმომხედა და ხელით მანიშნა ეს საბუთებიც წასაღები გაქვსო. მძიმედ ავზიდე სხეული და უკმაყოფილო სახით დავავლე, ფურცლების შეკვრას ხელი. -საით?_ ვკითხე ჩემი მარშუტი და კარებისკენ წავედი. -ლევანს ჩაუტანე და მალე ამოდი, მერე თინათინთან ეს საბუთები გაქვს წასაღები. _ გამცა უკმეხი პასუხი და კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა. -რა ქენი დახურე ეგ ტური? ვკითხე გასვლამდე და თვალებით კომპიუტერს გავხედე. ისეთი ფერის გახდა ჩემს გულს რომ გაუხარდება. ეკრანი ისე აქვს მიტრიალებული ვერაფერი რომ ვერ დავიანხო, მაგრამ ჩემს თვალებს რა გამოეპარება...რაც აქ ვმუშაობ ერთ ტურზეა გაჭედილი. ვერც წინ მიდის და ვერც უკან. ისე ჩააფრინდა ეკრანს თითებით სიცილი რომ არ ამვარდნოდა სასწრაფოდ დავტოვე კაბინეტი და ლევანისკენ წავედი. ლევანი ამ კომპანიაში ერთადერთი ნათელი წერტილი და მოსიარულე ცირკია. საოცრად პროზიტიური და მეგობრული ბიჭია. ჩუმად ლექსებსაც წერს და მიკითხავს. ოღონდ ისე არა თქვენ რომ ფიქრობთ, შეყვარებულისთვის წერს და მე აზრს მეკითხება. ცოლად მოყვანა სურს იმ გოგოსი, ის კიდევ გაიძახის შენზე დიდი ვარ და არ შეგეფერებიო. არადა საერთოდ არ აინტერესებს ამ კაცს, მისი ასაკი. უყვარს და მოკალი თუ გინდა, თანაც ორი წელი რა პრობლემაა? უბრალოდ ქალია დაკომპექსებული ვიღაცისგან აშკარად. დიდი გაწი გამოწის მიუხედავად ალბათ გახსება რამეს ჩვენი მოწერავე რომელო. საბუთებით ხელში რომ დამინახა დაფიქრდა, ალბათ რითმას ეძებს და სიტყვებს ახალი ლექსისითვის. -ლევანჩო, ეს საბუთები დაახარისხე და ლექსებზე მოგივანებით იფიქრე._ გავუცინე და საბუთები მაგიდაზე დავაწყე. -რა ქნა მართამ დახურა?_ მკითხა სიცილით და ფურცლებს დაწვდა. -დღეს ვუთხარი რომ ვიცი და რომ გენახა რა ფერი დაედო სახეზე, მოკვდებოდი სიცილით. _ გადავიკისკისე და კარებისკენ წავედი. _ გავიქეცი თორემ დამადგება თავზე და გამომლანძღავს. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ლევანს და კარები გამოვიხურე. ჩემს უფროსთან მისასვლელად სათათბირო დარბაზი უნდა გავიარო. ხოდა ზუსტად მაგ დროს გამოვიდნენ ბატონი დიმა და ბატონი ვაჩე ოთახიდან. ღიმილით დავუკარი ორივეს თავი და ნელი ნაბიჯებით დავუყევი გრძელ დერეფანს. ჩემს უკან მოდიოდნენ და ისევ საქმეზე საუბრობდნენ. კაბინეტის კარებთან წამით შევჩერდი, დაველოდე როდის გაივლიდნენ. მხარბეჭიან მამაკაცს მზერა გავაყოლე და კარები შევაღე. -სად ხარ აქამდე? ანდე შენნაირს საქმე. _ გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და საბუთები გამომიწოდა. -რა დღეში გაქვს მართლა ნერვები?_ ვკითხე დაცინვით და ფურცლები გამოვგლიჯე. _ ხვალ კატაბალახას მოგიტან. _ თვალი ჩავუკარი და ისევ გამოვიხურე კარები. ახლა თინათინზეც მოგიყვებით ცოტას. საოცრად მაგარი ქალია. ჯერ მარტო რა ვიზუალი, მერე ინტელექტი და ბოლოს ხასიათი. ყველაფერი ეს იმდენად კარგად აქვს შეხამებული ერთმანეთთან რომ მინუსს ვერ უპოვი. ჩვენი დიმა ეპრანჭება, მაგრამ ვერ მიწვდინა თავისი ბინძური კლანჭები. თინათინმა იცის ვისთან როგორ დაიჭიროს თავი, ზედმეტს არ აბედინებს იმ დამშეულ კაცს. დიმას მერე თინათინია აქაურობის ბატონ პატრონი. მე თუ მკითხავ დიმას მაგივრადაც ეს არის, ყველა საქმეს ეს უგვარებს ის მარტო შეხვედრებზე დადის და ზოგჯერ იმასაც ვერ აბავს თავს. კარებზე დავაკაკუნე და თავი ოდნავ შევყე. ტელეფონზე საუბრობდა, ხელით მანიშნა შემოდიოდა და საუბარი განაგრძო. -სამშენებლო მასალებს ვინც გვისპონსორებდა უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე. _ ჩაილაპარაკა შეწუხებულმა და შუბლი მოისრისა. -რამით უკმაყოფილოები არიან?_ ვიკითხე ინტერესით. -არ ვიცი. არაფერს ამბობენ. გაიძახიან, ახალი პარტნიორი გამოჩნდა უფრო მეტს გვიხდისო. თავს დავდებ აბაშიძეების სააგენტოსთან აქვთ საქმე. _ ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და ხელები გაასავსავა. ესეც საოცრად მოხდენილად. -ახლა რა უნდა ქნა?_ შევწუხდი მისი მდგომაროებით. -არ ვიცი, დიმას ვეტყვი და იქნებ მაგან მოაგვაროს ეს საქმე... მაგრამ მაგის ამბავი რომ ვიცი ჩინურ მასალებს შემოაპარებენ. _ თავი გააკანტურა და ტელეფონს დაწვდა. _ შენ კიდევ რამე ხომ არ გინდა ლენკა, ძვირფასო?_ მკითხა და ღილაკებზე ფრჩხილები აათამაშა. -არა. მართამ ეს საბუთები გამომატანა._ გავუწოდე და გამოვედი. ასე ჩავამთავრე გადამღლელი დღე და სახლში წამოვედი. დაღლილს და გასავათებულს ჭამის თავიც არ მქონდა ისე მივწექი დივანზე და ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე დედაჩემი ჩემს გვერდით იჯდა და ქსოვდა. -სალამი. _ მივესალმე ხელის აწევით და ხელები გავშალე. -არ გშია?_ მკითხა და საქსოვი ძაფი დააგორგოლავა. -არა... შევალ გადავივლებ და მერე დავწვები. ფეხზე წამოვფოფხდი და საბაზანოსკენ წავედი. გვიან ღამით წყურვილმა გამომაფხიზლა. საშინლად მეზარებოდა საწოლიდან ადგომა და სამზარეულოში გასვლა, თანაც ამ სიცივეში. საბანი მაგრად მოვიხვიე და შიშველი ფეხები ფლოსტებში გავუყარე. კარები ნელა გამოვაღე, დედაჩემს რომ არ გაღვიძებოდა და სამზარეულოსკენ მთქნარებით წავედი. ონკანიდან წყალი ავავსე და ორი ჭიქა სულ მოუთქმელად დავლიე. «მოგიწევს კიდევ ერთხელ გაღვიძება» ჩავილაპარაკე სიცილით და უკან გამოვტრიალდი. დილით ჩემი დის ხმამ გამომაფხიზლა. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები და გარშემო მიმოვიხედე. ჩემს ოთახს ჯერ არ მოსდგომია ლანას რისხვა. საბანი გვერდძე გადავაგდე და ფეხზე ზანტად წამოვდექი. კარების გამოღებაც კი არ მაცადა ისე მეცა და ჩამიხუტა. ორივე ხელი ნელა მოვხვიე ჩემს დას და წელზე ნაზად გავუქაცუნე. -ლენკა, როგორ მომენატრე რომ იცოდე._ დამაყარა წამებში და ლოყები გამიწელა. -სანამ გადამიფიქრებია და ჯერ კიდევ მგონია რომ მენატრებოდი გააჩერე ხელები. _ გავუჯავრდი დას და მისაღებისკენ წავედი. მამა სად არის? _ ვიკითხე გაოცებულმა და ჩემს დას მივუტრიალდი. -სოფელშია. სახლშიც უამრავი რამეა შესაკეთებელი და დარჩა._ უცებ მომიყვა და დივანზე დაწვა. -ჩვენი მეზობელები როგორ არიან?_ ვკითხე ეშმაკურად და გადაფითრებულს მივაჩერდი. -კარგად არიან. ნაზი დეიდამ მოგიკითხა. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და თავი ამარიდა. -და ნაზი დეიდას ბიჭი როგორ არის ხომ არ იცი?_ ვკითხე ღიმილით და დივნის საზურგეზე ჩამოვჯექი. -რავიცი, ალბათ კარგად. _ მხრები აიჩეჩა და ტელევიზორს გახედა. -რა იცი არა?!_ ვკითხე წარბწეულმა და ხორცები ლამის ამოვაგლიჯე სიმწრით. -კარგი მეტკინა!_ წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. _ რას შემიჩნდი ვერ გავიგე? დაღლილი ვარ და დასვენება მინდა. _ ჩაილაპარაკა ხმამაღლა და საძინებლისკენ წავიდა. -დღეს მოვალ სამსახურიდან და დაგასვენებ ჩემს გემოზე. _ დავემუქრე და გასამზადებლად წავედი. სამსახურში ისევ იგივე სიტუაცია. გადაღლილი წინ და უკან სირბილი. მართას უაზრო ისტერიკების მოსმენა, მარტო იმიტომ რომ სამსახურში საბუთების სირბილიც სანატრელი არ გამიხდეს. ლევანის ახალი ლექსებით აღფრთოვანება და რესტორანში აღნიშნული «თანხმობა». ორი კვირა ზეიმობდა ნინოს თანხმობას. ამ გაწი გამოწიში, ჩვენი მომავალი რძალიც გავიცანით და ძალიან კარგი გოგოა. სულაც არ ემჩნევა, მალე 34 წელს რომ მიუკაკუნებს. მოვლილი და ნაპატრონებია, მეტი რა უნდა ქალს. ახლა გვერდით საყვარელი მამაკაციც დაიყენა. ჩემი დეიდაშვილის მკურნალობის საქმეც ძალიან კარგად მიდის. თვის ბოლოს დაბარებული ექიმთან კონსულტაციაზე მიდის და ისევ მივყვები. რამდენი ხანია ვაჩე არ გამოჩენილა ჩვენთან სამსახურში. მემგონი გადაიფიქრა კლილნიკის აშენება. ჩემი და ისევ ჩუმად არის და ხმას არ იღებს, აღარც მე ვაძალებ. თუ სურვილი გაუჩნდება თვითონ გადამიშლის გულს. მამა ორი კვირაა რაც ქალქში დაბრუნდა და საოცრად კმაყოფილია. სოფლის ჰაერმა უფრო მოასუქა და გაამხიარულა. არც ისე ვუჩივოდით მის ხასიათს, მაგრამ ვინმემ თუ გააბრაზა აღარავის დანდობა იცის. გკბენს და გკბენს! ჩემი დისკენ ეჭირა ოცდაოთხი საათი თვალი, მემგონი ისიც ამჩნევს რაღაცას და ყარაულობს. -კიდევ გაწუხებს ხოლმე გული?_ ერთ დღესაც ჩვენთან სტუმრად მყოფ ანას კითხა დედამ. -არა აღარ მაწუხებს. ექიმის დანიშნულებას ბოლომდე მივყე და მომარჩინა. _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. -ექიმების და ექიმბაშების იმედზე იყავით თქვენ. _ ჩაიქირქილა მამამ. -არ უსმინო შვილო შენ ამას. ხომ იცი ექიმების ატანა არ აქვს. _ გაიცინა დედამ და ანას მხარზე ხელი დაუსვა. -ლანა სად არის?_ მოიკითხა უმცროსი დეიდაშვილი და თვალების ცეცება დაიწყო. -ლანა?_ ეჭვის თვალით შემყურე ზურას გადავხედე და გავიცინე. _ ლანა სკოლაშია, ღონისძიება აქვთ თვის ბოლოს და ემზადება. _ მოულოდნელად თავს დამტყდარი ტყუილი ისე დავაბრეხვე, ეჭვი არცერთს არ შეპარვია. სამაგიეროდ მე მომიწია ჩემი დის დასჯა, ასეთი უპასუხისმგებლობის გამო. -ხვალ ხომ გამომყვები?_ ახლა მე მომდგა ანა. -აბა რას ვიზამ. უფროს ადრე გავენთავისუფლები და წამოვალ. აბა მარტო ჩემმა მტერმა უყურა იმას. _წარბები კუშტად შევკარი და გავიფხორე. -რომ მახსენდება მაკანკალებს. _ ჩაიცინა ანამ და ტუჩი მოიკვნიტა. -ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ თქვენ?_ ალმაცერად გადმოგვხედა ზურაბმა. -შეეშვი შენ ამ ბავშვებს და უყურე მაგას. _ გაუწყრა დედა და ხილით სავსე ჯამი წინ დაგვიდო. სწრაფად გადავწვდი მანდარინს და თეფშზე მოვიმარაგე. საავადმყოფოზე რომ არ ვგიჟდები ეს უკვე გითხარით. მამაჩემის მსგავსად დიდად არც ექიმების მწამს და არც მათი დანიშნული მკურნალობის... მაგრამ ფაქტია მომარჩინა, მეც და ანაც. ექიმმა ზუსტად ერთი საათით დააგვიანა და გვალოდინა. ექთანმა კიდევ ანალიზები არაფრის დიდებით არ აუღო. გინდა თუ არა ბატონ ვაჩეს დაველოდოთ, რას გვეტყვისო. სკამზე ჯდომა რომ მომბეზრდა წინ და უკან სიარული დავიწყე. ზუსტად მაგ დროს გამოჩნდა, ბატონი სვანი დერეფანში. წარბშეკრული წამოვიდა ჩვენსკენ და ანას მიესალმა. იმანაც თბილად დაუკრა თავი და კაბინეტში შეყვა... კარების მიხურვას აპირებდა, წამით რომ შეჩერდა და გამომხედა. -შემოდიხარ?_ მკითხა და კარები გაამოძრავა. -დიახ..._ ამოვილუღლუღე და სკამზე დაგდებულ ზურგჩანთას ხელი დავავლე. ისევ იქ მოვკალათდი ჩემთვის და კაბინეტის კედლების თვალიერება დავიწყე. -საიდანღაც მეცნობი. _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა ვაჩემ და თვსლები მოჭუტა. -ჩვენს სამშენებლო კომპანიაში იშენებთ კლინიკას. _ გავეცი უკმეხად პასუხი და ცინიკურად გავუღიმე. -გამახსენდა. ლენკა ხო?_ ვითომ არ ახსოვს. -დიახ ბატონო ვაჩე. ჩავილაპარაკე და ისევ კედლებს გავხედე. სულაც არ მაქვს სურვილი მასთან საუბრის, მითუმეტეს ამ ყველაფრის შემდეგ. დაივჯერო ასეთი უვარგისი მახსოვრობა აქვს, ორი თვის წინ ვინ ნახა ის არ ახსოვდეს? ანა ანალიზების ასაღებად გაიყვანა და მე ისევ მარტო დამტოვა კაბინეტში. ცოტახანში მარტო შემოტრიალდა და თავისი ადგილი დაიკავა ზუსტად ისე როგორც ორი თვის წინ. წამით მის თეთრ და გაუთავებულ პერანგს დავასე მზერა. აშკარად გემოვნებიანი მამაკაცია, თანაც მოვლილი და მოწესრიგებული. იშვიათია თეთრ პერანგს კაცი ასე უვლიდეს. თუმცა რატომ კაცი? იქნებ ცოლი ყავს. არა! საქორწინო ბეჭედი არ უკეთია. თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას რომ უცოლოა. ზოგი ვერ გუობს ბეჭედს და არ იკეთებს. ცოტახანში გაფითრებული და უკმაყოფილო ანაც შეოგვიყვანეს. ნანემსარზე ბამბას გამეტებით იდებდა და სახეს მანჭავდა. სიცილით გადავხედე დეიდაშვილს და თვალი ჩავუკარი. ექიმმა რაღაც რჩევენი კიდევ მისცა და გამოგივისტუმრა. თორნიკეს ზარები უთავმოყვარეოდ არ წყდებოდა ჩემს ტელეფონზე. მამაჩემთან ერთადაც მომიწია რამოდენიმეჯერ ტელეფონის გათიშვა და ეს საიეჭვოდ არ მოსწონს ზურას. სულ იმას მიმეორებს არაფერი დამიმალო თორემ მერე ხომ იციო. არადა თორნიკეზე რომ ვუთხრა ფეხით ჩავა და იმ ადიდებულ ზღვაში, ისე ჩაგუდავს თვალს არ დაახამხამებს. იმ დღის შემდეგ აღარავის ენდობა! ამიტომაც გვაკონტროლებს გაორმაგებულად მეც და ლანასაც. სამსახურში ბატონი ვაჩეს ვიზიტები შედარებით გახშირდა. რამოდენიმეჯერ მეც მომიკითხა თავის დაკვრით. თავიდან მიკვირდა, მერე მივეჩვიე და კარგი ნაცნობივით მეც ვკითხულობდა. თან მართასგან გავიგე უცოლოაო... ისე ლაპარაკობდა უდაოდ მოხიბლულია მისით და ანკესი კარგა ხანია გადააგდო როგორც ჩანს. ეს ჩვენი თავმომწონე ვაჩე ზედაც არ უყურებს ამ გაფხორილ და ცხივრაბზუებულ მართას. მე სიცილით და ბედნიერებით თავს ვერ ვიკავებ და დღის ბოლოს გემრიელად დავცინივარ. მთელი დღის ჯავრი, რაღაცით ხომ მაინც უნდა ვიყარო და ეს შესანიშნავი ვარიანტია. ვაჩეზე გიყვებოდით, შეხვედრებს მოუხშირამეთქი. ქალბატონ თინათინთანაც რამოდენიმეჯერ ქონდა თათბირი. ისეთი მეწვრილმანე ყოფილა, გოგონებმა მითხრეს თინა გადარიაო. არადა არაფერი ემჩნევა გადარევის. ყველაფერს დაკვირვებით და წერტილ წერტილ განიხილავს. მართალიც არის, საავადმყოფოა და დაზღვევა აუცილებელია. როგორც მე გავიგე, საავადმყოფოში სადაც ახლა მუშაობს პრობლემები აქვს და იქიდან წამოსვლა უწევს. სახლში დაჯდომას კლინიკის გახსნა ამჯობინა და ხეირიანადაც გამოდის. იმ დღესაც შემთხევით მოვხვდით ერთად ლიფტში, მე როგორც ყოველთვის საბუთები მქონდა გულზე აკრული და ჩემს საყვარელ მელოდიას ვღიღინებდი. მესამე სართულიდან დამემგზავრა ექიმი ვაჩე. -გამარჯობა. _ მივესალმე ზრდილობიანად და ღილაკს თითი ჰაერიდან დავასე. -გამარჯობა. _ ჩაილააპრაკა მუდოდ და თავი მაღლა აწია. -ბატონი დიმა დღეს არ არის._ რა მატლიკინებს ნეტავს. ვინ რა მკითხა. -ვიცი! თინასთან მივდიარ!_ გამომეპასუხა და ლიფტის კარებს გახედა. ხმას რაღა ამომაღებინებდა. ისეთი ბარიტონით გამცა პასუხი, ერთი თვე მაინც დამუნჯებული ვივლი. ასე მოუვა ყველა იმ ადამიანს სხვის საქმეში ცხვირს რომ ჩაყოფს. ვინ მეკითხებოდა მე, სად მიდოდა ვაჩე. ლიფტიდან ისე გავიდა ზედაც არ შემოუხედავს. მეც გავყე უკან და ლევანის კაბინეტისკენ ავიღე გეზი, იმიდა მიუხედავად რომ ქალბატონ თინათინთან ვიყავი შესასვლელი. ახლა იქ რა შემიყვანს. კარებშივე მივესალმე თანამშრომლებს და ლევანის მაგიდასთან ახლოს ჩამოვსკუპდი. -რახდება მაღლა?_ მკითხეს ინტერესით. -საგიჟეთია. _ ჩავილაპარაკე შეწუხებულმა და საბუთები უფრო მჭიდროდ მივიკარი გულზე. -კლინიკას რომ ვაშენებთ ხომ იცით?_ ჩაილაპრაკა ხმამაღლა ზიზიმ და ყველას გადმოგვხედა._ მაგ კლინიკის მეპატრონეს უთქვამს, მასალა მე თვითონ უნდა ვნახოო. _ ტუჩაბზუებულმა ჩაილაპარაკა და შიკოლადი მოტეხა. -რა შეჭამა მაგ კაცმა ტვინი. ვის არ აუშენებია კლინიკა, ეგეც დიდი ვინმე არ მყავდეს ახლა... გააწუხა თავისი პრეტენზიებით გული. _ აქაქანდა ეკატერინე. -მართალია ის კაცი. დაგავიწყდათ ჩვენმა კომპანიამ, კორპუსი რომ ააშენა და შესახლებამდე რომ დაიბზარა კედლები?_ გაბრაზებულმა ჩაილაპრაკა ლევანმა. -რას ამბობ?!_ გავიკვირვე მე და გულზე მიბჯენილი საბუთები მაგიდაზე დავწყე. -ხო. რომელიღაცა კომპანიამ შემოგვატენა ნაგავი მასალა და აშენებული არ გვქონდა ერთ თვეში კედლებს დედა ეტირა. -კარგი ახლა. ერთხელ მოხდა ეგ. _ თავის პოზიციას არ თმობდა ეკატერინე. -ხოდა მეორედაც რომ არ მოხდეს, თავს იზღვევს. არავის უნდა ზედმეტი ხარჯები ჩემო ეკა. _ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი ლევანიკომ და ტუჩები გააწკლაპუნა. -წავედი ეს საბუთები შევიტანო თორემ მეც დავიბზარები მალე. _ ჩავიცინე და ფეხზე წამოვდექი., სამდივნოს კარები გაღიმებულმა შევაღე და, ჩვენი თბილი და კეთილი მანანიკო მოვიკითხე. ესეც ერთ-ერთი მოსიაურლე პოზიტივია. ღიმილით გამომართვა საბუთები და მაგიდაზე დაილაგა. გამიხარდა კაბინეტში შესვლა და ბატონი ვაჩეს ნახვა კიდევ ერთხელ რომ არ მომიწევდა. თუმცა ამის შანსები მანანიკომ ისედაც გამინულა. -კაფეში წავიდნენ მოსალაპარაკებლად. _ ტუჩები ეშმაკურად დაბრიცა და თვალი ჩამიკრა. ღიმილი ვერ შევიკავე მის ეშმაკურად ჩალაპარაკებულზე და თვალები მეც ავაფახუნე. გამოდის რომ შეხვედრები სამსახურეობრივი მოვალეობის გარეთად შედგება. ეს უკვე კარგია, ერთხელ მაინც გაუმართლოს ქალბატონ თინათინს. რამდენი კაცი უნდა გაექცეს. არადა ცუდი ქალი მართლა არაა, უბრალოდ ურთიერთობებში ვერ უგებენ. სიცილ კისკისით გამოვიხურე კარები და ჩემი სართულისკენ კიბეებით დავეშვი. გზაში მართა შემხვდა მოჭმუხნული სახით, დამიბღვირა და გვერდი ისე ამიარა ლამის ჩემი მხარიც თან წაიღო. ნირწამხდარმა გავაყოლე თვალი და გულში გემრიელად მოვიკითხე მისი მამა პაპანი. ჩვენს საერთო სამდივნოში მოწყვეტით დავეშვი და ფეხები დივანზე კომფორტულად შემოვაწყე. სავარაუდოდ ერთი ნახევარი საათი მართა აქ შემომსვლელი აღარ არის. ახლა ეგ ეკატერინესთან ერთად ერთ ჭიქა ყავას დალევს და ცოტას წაიჭორავებს. მანამდე მეც წავუძინებ და მოვღონიერდები. ჩემს დღეში ყოფნას არავის ვუსურვებ! სულ ვფიქრობდი რა არის ყველაზე საშინელებამეთქი და გავიგე. თვალებ გახელილს წარბშეკრული და ტუჩებგადმობრუნებული მართა რომ გადგას თავზე, ცელით. ნელა წამოვფრინდი ფეხზე და კაბის სწორებით გავიმართე წელში. -გინდა შენი თავი დღესვე გავაბუნძულებინო თინას? _ თან რომ მეკითხება. -შენ იმდენს იზამ, აქეთ გაგაბუნძულებს თინათინი!_ არც მე დავუთმე და გავეჯგიმე. -როდემდე უნდა გვატენონ ეს გაუნათლებელი და ნათესაობით მოწყობილი ხალხი. _ ამოისისინა გველურად და სკამზე ჩაეშვა. -იმიტომაც მჭრის შენი დიპლომები თვალს ყოველდღე. _ ჩავიცინე და დივანზე ჩამოვჯექი. -ბევრს ხომ არ მიბედავ ლენკა?_ წარბები დიდი ქალივით ამიწია და ისე გამომხედა. -რამდენსაც მაბედინებ და იმახურებ იმდენს გიბედავ. _ დავსისინე მეც. _ეგღა მაკლია შენი უაზრო გამოხტომები და პრიკაზე მარტო იმიტომ ვითმინო რომ ჩემზე დიდი სტაჟი გაქვს. -დღესვე დაველაპრაკები თინას შენი საქმის თაობაზე. -სამსახურის საათები დასრულდა, მე წავედი... რაც შეეხება თინათინს, წარმატებები! თუ გინდა განცხადებას მე დაგიწერ, ენა რომ არ დაგებას იქ. ფეხზე არისტორკრატული მანერით წამოვდექი და საკიდზე ჩამოდებულ მანტოს და ჩანთას მივადექი. ხმა აღარ მოუღია, სამაგიეროდ გავიგონე როგორ ამუშავდა ჩემი გამოსვლის შემდეგ. ვიცი რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა, და ვიქაჯე, მაგრამ მისი გაუთავებელი დამცირების მცდელობა ყელშია უკვე და ამომასხა. რაც მუშაობა დავიწყე იმ დღიდან ჩემს მოშორებას ცდილობდა. გული უსკდება მის გასაკეთებელ საქმეს მე რომ მაწერენ და ხელფასი რომ შეუმცირეს ასი ლარით. ღირსია, მარტო ფულის გამო წამოკოსებული თანამშრომელი უარესისი ღირსია. სახლში ძალაგამოცლილი და ნერვებმოშლილი მივედი. დედაჩემმა იმ წამსვე შემატყო კარგად რომ არ ვიყავი და გამომკითხა. მერე გაგულისებულმა სამსახურს თავი დაანებეო ეგეც მირჩია. -რომ დავანებო მერე სად წავიდე?_ ჩავილაპარაკე და ჭიქა შევათამაშე. -გიშოვის დედიკო მამა რამეს. ხომ იცი არ დაგკარგავს. -კარგი რა! სადაც მომაწყო ისიც მეყოფა. არ მინდა ეს ნათესაობები და ამბები. _ ჩავილაპარაკე აბუზულმა და ჩემს დას გავხედე. _ რა ჭირს ლანას? -არ ვიცი, რაც სკოლიდან მოვიდა ასეთ უჟმურ ხასიათზეა. სულ ბებიამიის გავს. _ გადაწვდა მამაჩემის დედას და ცხვირი აიბზუა. სიცილით გავემართე ჩემი დისაკენ და მუხლებზე დავაჯექი. რეაქცია არ ქონია, არადა სხვა დროს დივნიანად გამომეკიდებოდა. -რა გჭირს ლანუ?_ ვკითხე და შევუღიტინე. -არაფერი, დავიღალე. _ მოკლედ მომიჭრა და ფეხები ოდნავ შეარხია, იმის ნიშნად რომ ავდგე. მეც აღარ გავჯიუტებულვარ და ქვემოთ ჩავცოცდი. -როდემდე უნდა მიმალო?_ ვკითხე ნაწყენმა და კოპები შევკარი. -დღეს უნდა დაერეკა და არ დამირეკა. _ უცებ გაიხსნა და ნაწყენმა ჩაილაპარა. -მერე მაგაზე ბრაზობ? ხომ იცი სოფელში არ იჭერს ყველგან. _ დავამშვიდე და მუხლებზე ხელი დავუსვი. -რომ ამბობს დაგირეკავო უნდა დამირეკოს! _ გაგულისებულმა ჩაილაპარაკა და ტელევიზორის გადამრთველი ნერვიულად აათამაშა. -ნუ ისტერიკობ ახლა შენ! არ ცალია ეტყობა, შენნაირი მოცლილი კი არ არის. _ გავბრაზდი მეც. ჩემი დის დაწყნარებას გვიანობამდე მოვუნდი. მერე როგორც იქნა ირაკლიმაც დაურეკა და გავიდა. დავრჩი ისევ მარტო. უნებურად მომეძალა ჩემზე და თორნიკეზე ფიქრები, მერე ლიკა გამახსენდა და საშინელი მონატრება ვიგრძენი წარსულის. რა სხვანაირი იყო ადრე ჩემი ცხოვრება. ასეთი ერთფეროვანი და დამღლელი კი არ იყო, პირიქით ყველაფერი ქაოსური და სასიამოვნო. გვიანობამდე გარეთ ვბოდიალობდით სამივე და ათას სასაცილო ისტორიას ვუნახავდით მომავალს. მერე თორნიკე სახლამდე მოგვაცილებდა და წავიდოდა. ჩვენ ისევ ერთად ვიყავით და ჩემი შეყვარებულის ქმედებებს ვაფასებდით. ახლა რომ ვიხსენებ ნერვები მეშლება, როგორ ვერცერთს ვერაფერს ვამჩნევდი. ასე როგორ დამაბრმავა სიყვარულმა და ნდობამ. სამაგიეროდ ახლა ვიცი რომ გვერდით ასე ახლოს აღარავინ უნდა გავიკარო. ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში მომაკითხა თორნიკემ. გაოცებულმა თავიდან თვალებს ვერ დავუჯერე. მე მეგონა მოლანდებები დამეწყო ისე მომენატრა წარსულიმეთქი, მაგრამ რომ დავუფქირდი არაფერიც მომნატრებია. მისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი და გაცეცხლებული ავესვეტე წინ. გადასაკოცნელად რომ გადმოიხარა, ლამის ჩანთა ვუთავაზე ყბაში. სახე შორს გავწიე და თვალები გადავატრიალე. -სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ. _ ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერიო. -შენ მემგონი, წყნარად გამომშვიდობებამ გაწყინა. _ ჩავისისინე და მანქანიდან გადმოსულ ვაჩეს გავხედე. მერე ისევ თორნიკეს დავასე მზერა. _ რას გადამეკიდე რა გინდა?_ ვკითხე გაღიზინაებულმა და მისკენ მოღერებული ჩანთა მხარზე გადავიკიდე. -გითხარი სალაპარაკოდ მოვედი მეთქი. -რა დიდ გულზე ხარ შენ? _ ვკითხე კუშტად და ჩანთა კვლავ მოვიღერე. _ რა გინდა ვერ გაკმაყოფილებს ლიკა? _ აგდებით ვკითხე და ჩემსკენ წამოსულს გულზე ხელი მსუბუქად ვკარი. _ ახლა აქედან მომცილდი და მეორედ ჩემმა თვალებმა არ გნახოს თორემ დავივიწყებ რომ ქალი ვარ!_ გამწარებულმა ხელი ვკარი და წასასვლელად ვუბიძგე. -ლენკა! გითხარი უნდა ვილაპარაკოთ მეთქი და მანამ არ წავალ სანამ არ მომისმენ! ისევ ჩემსკენ გამოიწია. გამწარებულმა და წარსულის მოგონებებით მოშხამულმა გაშლილი ხელი ვუთავაზე და ლოყა ავულაპლაპე. თავიდან ვერ მიხვდა რა გავაკეთე. მერე როცა გაიაზრა ამდენი ხალხის წინ რაც ჩავიდინე დასარტყმელად გამოიწია. ინსტიქტურად შეკვივლე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, ჩემს წინ თორნიკეზე ბევრად ძლიერი მკლავი რომ აღიამრთა. თვალები დავხუჭე და გავახილე... მერე იგივე და ბოლოს მამაკაცის მკლავში ანას ექიმი ამოვიცანი. ცხოვრებაში პირვლად შემშურდა მამაკაცის სიძლიერის. თვალების ბრიალით მივაჩერდი, უსუსურ თორნიკეს და ნიშნის მოგებით გადავხედე. სანამ მე გამოვფხიზლდი და სიტუაცია ბოლომდე გავიაზრე, ვაჩემ ისე მოიქნია თორნიკეს აწეული მკლავი, სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ტანით უკან გადაქანდა. ქურთუკი შეისწორა გაბისონიამ და ცეცხმოკიდებული თვალებით გადმომხედა. -მე და შენ არ დაგვიმთავრებია! ამისთვის მოგთხოვ. _ აწითლებულ ლოყაზე ხელი მოისვა და მერე მე დამიქნია. -მეორესაც აგიწითლებ!_ დავემუქრე ვაჩეს სიძლიერეზე დაიმედებულმა და მამაკაცს უფრო ამოვეფარე. ხელი და თავი ერთდროულად დამიქნია გაბისონიამ და ტერიტორის დარცხვენილი გაეცალა. -ძალიან დიდი მადლობა. _ ჩემსკენ მოტრიალებულ ვაჩეს გადავხედე და მადლიერება გამოვხატე. -ამის მერე გეცოდინება რომ კაცზე ხელის აღმართვა, საშინლად ცუდი ტონია... ისევ შენთვის. _ ჩაილაპარაკა დაბოხებული ხმით. -ახლა აქ რომ იდგეს იგივეს გავიმეორებდი.ვიგინდარა!_ არ ვწყვეტდი მასზე მუქარას მე. ვიბლიანმა ირონიულად ჩაიღიმა და ლოყაზე თითები აათამაშა. ვაჩე უსიტყვოდ მიტრიალდა და შენობისკენ წავიდა. მეც ფეხდაფეხ მივყე ჩემს გადამრჩენელს და დაცვის გაოცებულ წევრებს თავის დაკვრით მივესალმე. -ამის მერე გამაჯრობას თითის აწევით გეტვი. _ გულიანად გაიცინა ვაჟიკომ და ლოყებზე ხელები აიფარა. მეც გამეცინა და თითი დავუქნიე მეგობარს. ლიფტის კარებთან იდგა ვაჩე და ტელეფონში იყურებოდა. კარები გაიღო თუ არა შევიდა, მეც უკან შევყე და კუთხეში ჩემთვის მივიმალე. მეოთხე სართულზე ლიფტის კარებთანვე დახვდა თინათინი და ღიმილით წაიყვანა თავისი კაბინეტისაკენ. გაოცებულმა გავაყოლე მიმავალ წყვილს თვალი. თინა მომენტებში სიცილით თავს აკანტურებდა და ვაჩესკენ იყურებოდა. როგორც ჩანს თინათინთან ჩემს შესახებ მართას არაფერი უთქვამს, თორემ რამეს მაინც მეტყოდა გაფრთხილებასავით. კაბინეტის კარები შევაღე და სკამზე გაფხორილ ჩემს უფროსს მივაჩერდი. დამინახა თუ არა ცხვირი აიბზუა და ეკრანს გახედა. -ეს საბუთები თინას შეუტანე!_ ჩაილაპარაკა და ხელით მინის მაგიდაზე მიმოფანტულ ქაღალდებზე მიმითითა. უსიტყვოდ შევაგროვე და თინასთან წავედი. სამდივნოში მანანიკო არ დამხვდა, ამიტომ პირდაპირ ქალბატონი თინათინის კაბინეტისაკენ ავიღე გეზი. მანამდე რამოდენიმეჯერ დავაკუნე და დასტურის შემდეგ კარები ოდნავ შევაღე. -გამარჯობა! მართამ საბუთები გამომატანა._ ჩავილაპარაკე მორიდებით და თინათინთან შორიახლოს მდგარ ვაჩეს გავხედე. -მოდი ლენკა მოდი. ხელი მქვს მოსაწერი ხო?_ მკითხა და ვაჩეს გახედა დაბნეული ღიმილით. იმ წამსვე მივხვდი რაშიც იყო საქმე და მეც უნებურად გამეღიმა, რაც ჩემს გადამრჩენელს არ გამოპარვია და დამიბღვირა. _ მართა იყო გუშინ ჩემთან. _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა თინამ. მიტკლის ფერი დამედო ალბათ ისე ავფორიაქდი. _ რაღაც ვერ უგებთ კარგად თქვემ მემგონი. _ ჩაილაპარაკა ეჭვით და კალამი აათამაშა. -ზოგჯერ ძალიან ზედმეტი მოსდის. _ ვცადე მოკლედ ამეხსნა სიტუაცია. -ძალიან გაბრაზებული და აფორიაქებული იყო გუშინ, ძლივს დავაწყნარე. _ როცა ვაჩეს მზერა ჩემზე დააფიქსირა შემომიტია და რა შემომიტია. ეჭვიანი! -არანაკლებ აფორიაქებული ვიყავი მეც, მაგარმ თქვენი შეწუხება მიზანშეწონილად არ ჩავთვალე!_ ჩავილააპრაკე დარცხვენილმა. -რახდება გამარკვევთ?_ მკითხა და ვაჩეს გადახედა. _ ბოდიში ვაჩე. -არა განაგრძეთ. _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ფანჯრისკენ მიტრიალდა, თუმცა დარწმუნებული ვარ მთელი გულით ჩვენთან იყო. -გისმენ, რაშია საქმე?_ მომიბრუნდა მე თინათინი. -ხომ გითხარით, ზოგჯერ ზედმეტები მოსდის და მე ვერ ვითმენ დამცირებას!_ კუშტად ჩავილაპარაკე შეწუხებულმა. -შეურაწყოფა მოგაყენა?_ აღშფოთდა თინა. -არ გავულანძღივარ, მაგრამ კულტურლად «მომიხაზა»_ ხმადაბლა ჩავილაპარაკე მარტო მას რომ გაეგო. თუმცა სულ ტყუილად კუთხიან ფხუკუნს ხმა მომესმა. -მოგვიანებით დაგელაპარეკბით ორივეს. _ ჩაილაპარაკა და მანიშნა გადიო. დაძაბულმა გამოვიხურე კარები და დერეფანს აფორიაქებული დავუყევი. ეს მინდოდა ახლა, მართას რომ დაუჯეროს და მომისროლონ აქედან რა პასუხი გავცე მამაჩემს ან დიმას... ენას კბილი უნდა დავაჭირო, ამის მერე თორემ პრობლემები არ დამელევა. თან ვაჩესთანაც როგორ შევრცხვი დღეს. ჯერ ის ხეპრე თორნიკე, ახლა მართა და თინათინი. ისე ეს სამსახურეობრივი რომანი რა უბედურებაა, სხვაგან რომ მოაგვარონ ეგ ამბები არ შეიძლება. თან ყოველდღე რომ აკითხავს უკვე ისიც. დერეფნის ბოლოში ჩასული არ ვიყავი თინას კარები რომ გაიღო და იქიდან ვაჩე გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა. სანამ მე ლიფტამდე მივედი დამეწია და გვერდით ამომიდგა. ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მე ჩემთვის ვიდექი ლიფტში ის თავისთვის. მეორე სართულზე მოღუშული გამოვედი და კაბინეტისკნე წავედი, გზაში მართა რომ გამომიდგა. ლიფტის კარები დაკეტილი არ იყო ისე შემომყვირა მოულოდნელად. გაოცებული ადგილზე შევხტი. -ხომ მშვიდობაა?_ ვკითხე და ლიფტისკენ მივტრიალდი, კიდევ კარგი კარები დაკეტილი იყო. -როდემდე უნდა ვითმინო ამ ხალხის ქცევები ჩემმამდე არ დადის. _ ბობოქრობდა მართლა. ჩემი მისამართით რომ არ ჩხუბობდა დავმშვიდდი და გზა განვაგრძე, არც ის შეყოვნებულა და ქოთქოთით წავიდა კიბეებისკენ. ^^^ ორი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე ხდებოდა. ვაჩე ისევ თინათინს აკითხავდა, მეც ზუსტად მაგ დროს მიწევდა საბუთების შეტანა და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდი. მე და მართა ასე თუ ისე თინამ შეგვარიგა. მართალია გულზე არცერთს გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ უფროსის ხათრით ვიტანთ. რამოდენიმეჯერ შემთხვევით ბუფეტშიც კი მოვკარი ჩვენს შეfს და ჩემს გადამრჩენელს თვალი. ისე საუბრობდნენ ერთმანეთში, კარგა ხნის ნაცნობები გეგონებოდათ. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე რამოდენიმეჯერ, ისეთ ადგილას წავიჭირე ორივე, ჩემდა უნებურად გავღიზიანდი. ცუდს არცერთი არ აკეთებდა, უბრალოდ ისხდნენ და საუბრობდნენ. უბრალოდ, ზოგჯერ თინა, ხან მუხლზე შეეხებოდა ხანაც მხარზე. ეს იყო და ეს, მე რამ გამაღიზიანა ვერ გეტყვით. იმ დღის შემდეგ თორნიკე აღარ გამოჩენილა. მუქარა ისე დამიტოვა, რაღაც საეჭვოდ მეჩვენრბა მისი უეცარი გაქრობა. ვაიდა სადმე დამხვდეს და გემრიელად მომდოს იმ ერთი ალიყურისთვისმეთქი მეშინოდა. გვიან ღამე სიარულს ჯერ ისედაც მოვეშვი, და ახლა მითიმეტეს. ერთი რაღაცის შიში თუ ავიკვიატე გამორიცხულია რამემ მიშველოს. ჩემი დის თხოვნით სანამ ერთ კვირიანი არდადეგები მაქვს სკოლაში, სოფელში გამეყო. მეც შვებულება დავწერე და წავედით. რამდენი ხანია ჩემს თბილ კერას არ გავკარებივარ ახლოს. სასწავლებელი, მერე სამსახური და ბოლოს ისე ჩავეშვი აქაურობისკენ გამოხედვაც მეზარებოდა. არადა რა კარგ დროს დამიდგა ეს სოფელი გვერდში. ჩემი დის და ირაკლის შეხვედრა სადგურზე შედგა. ისეთი მონატრებული ეხვოედა ბიჭი რომ ემოციები ვერ დავმალე და ლამის ავტირდი. ლანაც სულ სხვანაირი მომეჩვენა მასთან ყოფნის დროს. ბევრად თბილი და მხიარული, არადა საშინლად მოღუშული გოგოა. იშვიათად გაიცინოს და გამხიარულდეს. მთელი გზა ხელი ქონდა ჩაკიდებული ირაკლიზე და ებურტყუნებოდა. მეც მომიკითხა ჩვენმა ღობის მეზობელმა, ქალქის ამბები გამომკითხა და ისევ ჩემს დას მიუტრიალდა. სახლამდე რომ მიგვაცილა, შეგვპირდა საღამოს გადმოგივლით და ეზოში დავსხდეთო. მიუხედავად იმისა რომ დაქირავებული ქალი სულ ალაგებს სახლს, მაინც მოსდებოდა მტვერი ძველ ნივთებს. ბებიას და ბაბუას ოთახში შესვლაც კი არ ღიდა. იქაურობას დედას გარდა არავინ ალაგებს და დიდი ხნის მტვერი მოსდებოდა. მე და ჩემმა დამ ძირფესვიანად დავალაგეთ ირაკლის მოსვლამდე სახლი და დაღლილებმა ვახშამიც გავამზადეთ. ლანა დიდი მონდომებით ფუსფუსებდა და ცდილობდა ბიჭისთვის თავი მოეწოენბინა საღამოს. სიმაღლის გამო აქ არასდროს იჭერს ტელევიზორი და ვართ ჩაყუჩებულები. გვიან გამოგვიარა ირაკლიმ თავის ძმაკაცთან ერთად. რამდოენიმეჯერ მყავს ჯონი ნანახი, ისიც სოფლის შეკრებებზე. კარგი ბიჭია ძალიან, მეგობრული და რაც მთავარია ალალი. ეზოში ვისხედით და ლანას გამზადებულს კერძებს ვაგემოვნებდით, თან სოფლის ამბებს ვისმენდით ჯონისგან. აბა ირაკლის სად ეცალა, ლანას ხელების ფერებით იყო დაკავებული. ერთი კვირა რომ იტყვიან დავისვენე. არავინ არ გაწუხებს, მოწყვეტილი ხარ ქაოსურ სამყაროს და სიმშვიდით ტკბები. ჩემი და და ირაკლი სულ სადღაც დაბოდიალობენ, რამოდენიმეჯერ შემომთავაზეს წამოდიო, მაგრამ ფეხს როგორ ავითრევდი მათი საცოდაობით. ერთი კვირა ძლივს გამონახეს ერთმანეთის მოსაფერებლად და ჩემი ეკლობა არ ივარგებს. მე ჯონისთან ერთად ვტრიალებდი ჩემს ბოსტანში და ვუვლიდი. -ქალაქში ხშირად ჩამოდიხარ?_ ვკითხე ინტერესით და მიმოფანტული ფოთლების კრეფა დავიწყე. -იშვიათად. სოფლიდან თუ რამე საქმეზე გამაგზავნეს. _ გამიცინა და ხის ძირში ჩამოჯდა. _ შენ როგორც გატყობ სოფელი ძალიან გიყვარს. _ გამიცინა და კეფა მოიქექა. -სოფელი ბებია და ბაბუა რომ ცოცხლები იყვნენ მაშინ მიყვარდა, ახლა იმდენად აღარ. _ ჩავილაპარაკე მოწეყნილმა და მათი სასაფლაოს გორას ავხედე, ჩვენი ეზოდან ბუნდოვნად რომ მოჩანდა. -კარგია მაინც რომ სტუმრობთ და არ ივიწყებთ. _ გულახდილად გამოხატა სიხარული ჯონიმ. -ქალქში რომ ჩამოხვალ აუცილებლად გვესტურე, მამასაც ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. _ ჩვენთან დავპატიჟე ჯონი და დაღლილი გვერდით მივუჯექი. -აუცილებლად, შენ მისამართი და შენი ნომერი დამიტოვე. _ გამიცინა და ტანი ოდნავ შეარხია. სადგურზე ბიჭებმა გაგვაცილეს. ერთსაათიანი დამშვიდობების მერე ძლივს ავატიე ლანა მარშუტკაში. ჯონის და ირაკლის სტუმრობა კიდევ ერთხელ შევახსენე და ჩვენს თბილისისკენ წამოვედით. მთელი გზა მებუზღუნებოდა ლანა, ნეტავ კიდევ შეგვეძლოს დარჩენაო. ქალაქში ჩამოსულს ბევრი ახალი ამბავი დამხვდა. პირველი ის რომ დედა სამსახურიდან წამოვიდა... მამაჩემი ამით ერთობ გახარებული სიხარულს ვერ მალავდა და ყოველ წუთას ლოყაზე კოცნიდა საყვარელ მეუღლეს... მეორე ის რომ ჩვენთან სამსახურში ახალი თანამშრომელბი აუყვანიათ. და კიდევ ჩვენი კომპანიის დაარსებიდან ხუთი წლის თავს ავღნიშნავთ ხვალ. სამსახურში რომ გამოვცხადდი ყველას ძალიან გაუხარდა, მართას გარდა. ეგ დიდად არც მიჯავრია. ის დღე საქმე თავზე დამაყარა და ერთი კვირის დასვენებული ერთ დღეში დამღალა. საღამოს სახლში ლევანის უნდა წამოვეყვანე, მაგრამ მოულოდნელად გეგმები შეიცვალა და ჩემით მომიწია წამოსვლა. მეორე დღეს ადრე გაგვიშვეს სახლებში, მომზადება რომ მოგვესწრო. მე როგორც სილამაზის მოტრფიალემ ერთი საათი ვიკაზმე თავი და ბოლოს ძლივს გავეტიე სახლიდან. მამაჩემა დაიჟინა მე წაგიყვანო, მაგრამ არ დავანებე და ტაქსით წავედი. იქ მისულს გაოცებულს ყბა გამიდდიდა, ვაჩე და თინათინი გვერდი-გვერდ რომ დავინახე. მერე თვალი რომ მოვავლე დარბაზს, ჩვენი პარტნიორები ამოვიცანი და ღიმილით გავემართე ჩემი მაგიდისკენ. ლევანის გვერდით მივუსკუპდი და გოგონებს გავუღიმე. -თვალის მომჭრელი ხარ ლენკა!_ პირველი კომპლიმენტი ლევანისგან დავიმსახურე და გაბადრულმა გადავხედე სუფრას. მერე იყო ჩვენი დაცვის ბიჭის კომპლიმენტი, ასევე ბატონი დიმასი, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ისე მოიხიბლა დღეს ჩემით. ცეკვაც კი ვიცეკვეთ, ლამაზი ვალსი. ისეთი მოხდენილი და ლამაზი მანერები ქონდა გამიკვირდა. მერე ისე მოხდა რომ თინათინმა და დიმამ პარტნიორები გაცვალეს და ბატონი ვაჩეს მკლავებში აღმოვჩნდი. ვაღიარებ და მისი ძლიერი მკლავების უკეთ შეგრძნება მესიამოვნა. ღიმილით დავადე მხარზე ხელი და გავიტრუნე. -საოცრად გამოიყურები! _ჩამჩურჩულა ვნებიანი ხმით და წელზე თითები მაგრად მომიჭირა. -გმადლობთ! თავი ოდნავ ავწიე და თვალებში ჩავაშტერდი. ვაჩემ შეუმჩნევლად დაისველა ტუჩები ენის წვერით და გამიღიმა. საოცრად მომწონა მის სახეზე ხილული ღიმილი და მეც იგივე ჟესტით ვუპასუხე. ის კვლავ მიჭერდა თითებს წელზე და სხეულს სიამოვნებით მატკიებდა. -მეჩვენება თუ დაძაბული ხარ?_ მკითხა გამომცდელად და თვალებში ჩამაშტერდა. საოცრად მაბნევს მისი კუპრივით შავი თვალები. -დაძაბული რატომ უნდა ვიყო?_ მისი ტუჩების შორიახლოს ჩავილაპარაკე და ინტერესით მივაჩერდი. -თითქოს შებოჭილი ხარ. _ არ მეშვენოდა ის. -გეჩვენებათ. _ ჩავილააპრაკე და თავი მხარზე მივადე სიწითლის დასამალად. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა ვიბლიანს. თითები ოდნავ მოადუნა და შედარებით ნაზად დამაწყო წვრილ წელზე ხელები. ამავდროულად ვამჩნევდი მის დაუფარავ სხეულით ფლირტს... რაც საოცრად მსიამოვნებდა. მისგან წამოსული იმპულსები რომელიც სხეულში ურცხვად დადიონენ, ამოუცნობ სიამოვნებას მანიჭებდა. არც არის გამორიცხული, ოცდაშვიდი წლის გოგოსთვის, მომხიბვლელი და სექსუალური მამაკაცისგან მსგავი ემოციების დაფიქსირება. როგორც კი ცეკვა დასრულდა, ის ისევ უხეშ ვაჩედ გადაიქცა და მარტო დამტოვა. მხრები ნელა ავიჩეჩე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ვაჩეს ხელისგულებით ამომწვარ ზურგი ახლაც მიხურდა. ნელა დავისვი თეძოებზე ხელი და გოგონებს ღიმილით გადავხედე. მთელი საღამო თინათინს და ვაჩეს ვაკვირდებოდი. თინათინმა რამოდენიმეჯერ მისი მუხლისკენაც კი გააპარა ხელი, რასაც ვაჩე ურეაქციოდ შეხვდა. გოგონები ლევანმა დაგვარიგა გვიან სახლში. საფეხურებზე ღიღინით ავედი და სახლის კარები ჩუმად შევაღე. ^^^ მეორე დღეს სამსახურში, სახედასიებული თანამშრომლები გამოცხადდნენ. გაბადრული სახით შევედი მართასთან და მეორე სართულზე ჩასატანი საბუთების დახარისხებაში მივეხმარე. ნასვამი როცაა ძალიან ბუნჩულა და საყვარელი გოგოა, ფხიზელს რა ემართება ჩემამდე არ დადის. ძლივს დახარიხსებული საბუთებს სპეციალური დამჭერი გადავარტყი და გულზე მივიხუტე. ლიფტის კარებთან თინათინი იდგა და ტელეფონზე საუბრობდა, ღიმილით მომესალმა და საუბარი განაგრძო. ცხოვრებაში პირვლად დავინტერესდი თინას ცხოვრებით. პირვლად დამაინტერესა ვის ესაუბრებოდა ტლეფონზე და ოთხი ყური გამოვიბი. საქმიან პარტნიორს უთანხმდებოდა შეხვედრაზე. პირველ სართულზე გაჩერდა ლიფტი და ისიც გავიდა. დაცვის წევრს მანქანის გასაღები გამოართვა და გასასვლელისკენ გაემართა. მერე ძლივს მოვედი გონს და მეოთხე სართულის ღილაკს თითი მივაჭირე. სულ ცოტაც და ალბათ კარები დაიკეტებოდა მამაკაცის ძლიერ და ჩემთვის კარგად ნაცნობ მკლავს რომ არ შეეჩერებინა. ღიმილით გააჩერა ლიფტი და კარები ფართედ გახსნა. დარცხვენილმა გავაპარე მის გვერდით მდგარ დიმასკენ თვალი და ღიმილით მივესალმე. მამაკაცები ჩემს გვერდით დადგნენ. -ლენკა, მამა როგორ არის?_ მოულოდნელად იკითხა დიმამ და გადმომხედა. -გმადლობთ კარგად არის. _ გავეცი მოკრძალებული პასუხი და ჩემს გვერდით აყუდებულ ვაჩეს ავხედე. დაუფარავი ვნება და ცეცხლი დავინახე მის თვალებში. მორიდებით დავხარე თავი და ჩემს ოდნავ მოღეღილ მაისურს დავეჯაჯგურე. აშკარად მიმიხვდა ქმედებას და ცოტა ხმამღლა ჩაიღიმა. -სულ დაიკარგა. _ ფიქრებიდან დიმას ხმამ გამომიყვანა. _ გადაეცი ამ დღეებში მესტუმროს. _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ორივე საეჭვოდ აგვათვალიერა. _ შენ, თინა ხომ არ გინახვს?_ მომიბრუნდა ისევ მე და ინტერესით მკითხა. -წეღან გავიდა გარეთ. _ჩავილაპარაკე და იმ წამსვე ვაჩეზე დავასე მზერა. რეაქცია არ ქონია ქალის ხსენებისას. -თინა ვაჩეს დეიდაშვილია. _ ჩაიცინა დიმამ. ჩემი ფიქრების გახსენებისას სირცხვილის გრძნობა თვალებამდე მომაწვა. გამწარებულმა რამოდენიმეჯერ მაგრად დავაჭირე ქუთუთოები ერთმანეთს და ჩემს უფროსს გაოცებულმა გადავხედე. ვაჩე აშკარად მიხვდა, რაც მეგონა აქამდე და წარბაწეულმა მრისხანედ გადმომხედა. არადა ყველაფერი ისე ემთხვეოდა ერთმანეთს. ღიმილი, მათი დიალოგები, ერთმანეთის მიამრთ გამოჩენილი ყურადღება, და რესტორანში ვაჩეს მუხლზე მოთავსებული თინას ხელი... თუმცა რა არ შეიძლება დეიდაშვილთან ასეთი კარგი ურთიერთობა გქონდეს. ბოლოს და ბოლოს ,მეც ვადებ სიცილის დროს, ჩემს ბიძაშვილს მუხლზე ხელს. -თინას დახმარებით მოაკვლია ჩვენს სამშენებლო ფირმას. _ ისევ აგრძელებდა საუბარს დიმა. ლიფტიდან ორივე ერთდორულად გავიდა. მე ისევ იქ დავრჩი და ჩემს თავზე გაბრაზებულს სიტყვები არ მყოფნიდა. ვაჩეს ვნებიან და ცეცხლოვან თვალებს რომ ვიხსენებ, მერე მის ბრაზით, აკიაფებულ თვალებს, ცივი ტალღები მივლის სხეულში უმოწყალოდ. როგორ იცის გაბრაზება, არადა ღიმილი საშინლად უხდება მის მამაკაცურ და ჯმუხ სახეს. ნეტავ იცოდეს როგორი სიმპათიებით ვარ მის მიმართ განსჭვალული, მითუმეტეს ახლა როცა ვიცი რომ თინა აღარაფერ შუაშია... მერეც ასეთი ცივი იქნება ნეტავ?! არადა სიცივის გუშინ არაფერი ეტყობოდა, კომპლიმენტიც კი მითხრა. მერე როგორ მიწვავდა მისი ძლიერი თითები ზურგს, როგორ დათარეშობდნენ ჩემი კაბის ზემოდან. საოცრება იყო! ძლივ ავაღწ-დავაღწიე სასურველ სართულამდე. ლიფტიდან მგზავრობით დაღლილი გამოვედი და ბუღალტერის კარებისკენ წავედი. დაუკითხავად შევაღე კარები და კუთხეში მაგიდასთან მჯდომ გოდერძის საბუთები ვუჩვენე. ღიმილით დამიქნია ხელი და მაგიდისკენ მიმითითა. არც მე მომიცდენია დიხანს და მალევე დავტოვე იქაურობა. ახლა კიბეებით ავალ თორემ, ლიფტში ჯაყჯაყის თავი აღარ მაქვს. ნელი ნაბიჯებით დავუყევი განეირს კიბეებს და თან საფეხურების დათვალ დავიწე. ოცდამეორე საფეხურზე ვიყავი ნაცნობმა ფეხსაცმელებმა თვალები რომ მომჭრა. ეს კაცი მე დამსდევს კუდში თუ ისეთი პატარა შენობაა, სულ ვემთხვევით. ჩვეულებრივად გავაგრძელებდი გზას მის ბოხ ბარიტონს და ძლირ თითებს რომ არ შევეჩერებინე. -გულახდილად მითხარი რა იფიქრე. _ ჩაილაპარაკა ცოტა სარკაზმით და ცოტა გაბრაზებულმა. ვითომ ვერ მივხვდი რა იგულისხმა და მხრები ავიჩეჩე. -რას გულისხმობთ? -გუშინ არ დავკვირვებივარ!_ მოულოდნელად სულ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და ჩემს საფეხურზე ამოვიდა, თან თვალს არ მაცილებდა. _ ჩემნაირი თვალები გაქვს, შედარებით ვნებიანი და ქალური. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალი ჩამიკრა. -სულაც არა! მე ცისფერი თვალები მაქვს, თქვენ შავი. _ გამოვაჯავრე და ხელი გავინთავისუფლე. -მერედა მე ვთქვი რომ ფერებშია დამთხვევა?_ იკითხა წარბააწეულმა და ჩაიცინა. _ შენი თვალებიც ისეთივე ვნებიანი ხდება ჩემი დანახვისას როგორც ჩემი... _ დახშული ხმით ჩაილაპარაკა და შიშველ მკლავზე არათითის ზურგი ჩამომისვა. ეკლები და პეპლები არ ვიცი, მაგრამ დიდი რაკეტები რომ უმისამართოდ დაფრინავდნენ ჩემს მუცელში ფაქტია. ისე დამაბნია და ამავდროულად შემრცხვა ვაჩესი რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი. ყველანაირ მამაკაცს შევხვედრივარ, მაგრამ ასე გაბედულს არა! კაცმა არ იცის მის ადგილას სხვა რომ იყოს რას ვუზამდი, მაგრამ ახლა ამ ექიმს სიტყვასაც ვერ ვეუბნები ზედმეტს. არადა შეურაფმყოფელია ყოველივე ეს ჩეთვის... ქართულ ტრადიციულ ოჯახში აღზრდილ შვილს ეუბნები, მე რომ მხედავ ვნება გეღვრება სხეულშიო. არადა მართალია! ზუსტად მისმა სიტყვებმა მიმახვედრა რომ ეს მამაკაცი ცეკვის შემდეგ საოცარ ემოციებს იწვევს ჩემში. სიმპათიით განსჭვალული ვარ უკვე მის მიმართ და მგონი მომწონს კიდევაც. აბა სხვა შემთხვევაში ვნებას რატომ ვიგრძნობდი? მარტო ვნება ვის დაკარგვია! მართალია საკუთარ თავს ვერ ვხედავდი, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ჩემს ლოყებს ბროწეულისფერი ედო... ვაჩეც ისე იღიმოდა, ირონიულად, ვნებიანად და რაღაცნაირად მომაჯადოვებლად. ჩემს შიშველ ხელზე მოთარეშე თითი მოვიცილე და წარბაწეულმა ავხედე ჩემზე მაღალ მამაკაცს. თუმცა ხმა ვერ ამოვიღე! -რისი თქმა გინდა? _ ცინიკურად ჩამიცინა და კიბის მოაჯირს ცალი ხელით ისე დაეყრდნო რომ მის შუაში მომიქცია. -არაფრის! გამატარეთ თუ შეიძლება მეჩქარება!_ ამოვილუღლუღე საცოდავ მდგომარეობაში ჩავარდნილმა და თვალები გადავატრიალე. -მე რომ სათქმელი არ დამისრულებია?_ ჩემს ჯინაზე იღიმოდა და მაბნევდა. არადა როგორ უხდება ღიმილიც და სიმკაცრეც. -მე და თქვენ მხოლოდ საქმეზე თუ ვისაუბრებთ! სულაც არ მაინტერესებს, როგორი გიხდებათ თვალები ჩემი დანახვისას. დიდი ამბავი!_ ჩავილაპარაკე სარკასტულად და მხრები უმისამართოდ ავიჩეჩე. -ხო არა?!_ ჩაილაპარაკა ვითომ კითხვის ნიშნით და ჩემსკენ გადმოიხარა. _ აი მე სულ სხვა რაღაცას ვგრძნო, ლიფტში მარტო რომ დგახარ ჩემთან ერთად და ახლა! ჩაიცინა ჩემს ყურთან და მოულოდნელად მომხივა ორივე ხელი წელზე. დენდარტყმულივით შევხტი საფეხურზე და თავი მაღლა შეძლებისდაგვარად ავწიე. კიდევ მაღლა და მის ტუჩებს შევეხებოდი, ამიტომ შევეცადე ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით დისტანცია დამეცვა და მის მკლავებში ავფართხალებულიყავი. -სირცხვილია! გამიშვით ახლავე!_ წამოივძახე აფორიაქებულმა და თვალებით ტერიტორია დავზვერე, ხომ არავინ გვიყურებს მეთქი. მაგრამ რად გინდა, სამი ვიდეოკამერა მარტო ჩემს ზურგს ზვერავს დანარჩენები კი მთლიანად სივრცეს. -ნუ ხვანცალებ!_ გასცა ბრძანება და თითები ზუსტად ისე მომიჭირა როგორც ცეკვის დროს. სუნთქვა შემეკვრა და ნაპირზე გამოდებული თევზივით დავიწყე მის ძლირ და სასიამოვნო მკლავებში ფართახლი. -დაგვინახავენ._ სხვა ხერხს მივმართე და თვალებით შევევედრე გამვენთავისუფლებინე. -რა მოხდა მერე, ერთმანეთზე გაგიჟებულ ქალს და მამაკაცს დაინახავენ. რომლებმაც ცდუნებას და ვნებას ვერ გაუძლეს. _ ჩაილაპარაკა სრულიად უმნიშვნელოდ და ჩემი აცახცახებული ტუჩებისაკენ დაიხარა. _ ტუჩებიც როგორი სქელი და მადისაღმრძველია. _ სახე საოცრად დაუსერიოზულდა ვაჩეს -არ გაბედო თორემ მთელ შენობას შევყრი!_ დავიმუქრე და თავი გვერდით გადავაქნიე. -მიდი იყვირე პატარავ!_ ჩაიცინა და ჩემი სახე ცალ ხელში მოქიცია. პირის დაღებას ვაპირებდი მოულოდნელად მისმა ბევრად სქელმა და ვნებიანმა ტუჩებმა რომ დამადუმა.... თორნიკეს შეხებაზე და კოცნაზე ხომ მემართებოდა «ელეთ-მელეთი», მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს. თითქოს ჩიტი ვიყო, გალიაში გამომწვდული ჩემს პარტნიორთან ერთად. სივრცე რომ არ გვყოფნის და საშინლად მინდა არარსებული ფრთები გავშალო. თვალები სიამოვნებისგან მივლულე და გულზე მიხუტებულ საბუთებს უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი. ვაჩეს თითები უკვე ჩემს წელზე დასრიალებდნენ, მეორე ხელით კი სახეზე ნაზად მეფერებოდა. მე ისეთი დაბნეული ვიყავი კოცნაშიც კი ვერ ავყევი მამაკაცს. არადა როგორ მინდა მეც ვაგრძნობინო, რომ ვნებისგან და სიამვონებისგან ლამისაა ცეცხლი წამეკიდოს. თუმცა ამას მგონი უჩემოდაც მშვენივრად ხვდება, სხვა შემთხვევაში კოცნა ამდენხანს არ გასტანდა. ოჯახმა და ჩემი თავის მიმართ შემორჩენილმა პატივისცემამ ისეთი სიმძლავრით მკრა ხელი კიბიდან ლამის გადავქანდი. საბუთებიანი ხელის კვრით მოვიცილე ვაჩეს ტუჩებზე ხელის ზურგით გადავისვი და კოცნის კვალი მოვიცილე. გააფრებულმა დავაბრიალე თვალები და უთქმელად გავეცალე ტერიოტრიას. კიბეები აქოშინებულმა ჩავირბინე, თან სახიდან გაბრაზებული ღიმილი არ მცილდებოდა. -ტუჩები სულ სხვა რამეს ამბობენ. _ ჩაილაპარაკა ვაჩემ. უპასუხოდ დავტოვე მისი წამოძახილი და საპირფარეშოს კარები შევაღე. სარკიდან კმაყოფილი ლენკა მიმზერდა და მაცდურად მიღიმოდა. რაც არ უნდა ვთქვა და ვიყიყინო, საოცრად მაგარი კაცია. ვნებიანი, სექსულური და რაც მთავარია სიმპათიური. კოცნაც როგორი ნაზი და მომთხოვნი იცის თურმე. ინსტიქტურად გადავიტარე თითები აწითლებულ ბაგეებზე და გავიცინე... მერე საკუთარ თავზე გავბრაზდი რამ მომაცილებინა მისი ნაკვალევი ტუჩებიდან და ჩემს ხელს დავხედე. ჩემი და თორნიკეს პირველი ამბორი გამახსენდა და ისტერიული სიცილი ამიტყდა. როგორი გამოუცდელები და ბავშვები ვიყავით. თუმცა მისი კოცნა ვაჩესთან რა მოსატანია. კაცმა მაგრძნობინა რომ ქალი ვარ, თანაც როგორი ქალი? ვნებიანი და რაც მთავარია სასურველი. აი თორნიკეს კოცნაში კი მსგავს ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ახლა როგორ უნდა მოვიქცე ნეტავ? მასთან შეხვედრების დროს დავივიწყო კიბეზე მომხდარი და ჩვეულებრივად გავაგრძელო მუშაობა, თუ თავი შორს დავიჭირო. არა! ქაჯივით ხომ არ მოვიქცევი და განზე გავხტები. მოვიქცევი ისე როგორც აქამდე... მაგრამ როგორია იმ მამაკაცთან დისტანციის დაცვა, რომელმაც კოცნა ასე უნამუსოდ მოგპარა და ფიქრებში დაუკითხავად გიძვრება. საბუთები დავაბინავე და ჩემი ოთახისკენ წავედი. თან მთელი გზა ჩემს წინ და უკანა სივრცეს ვამოწმებდი სადმე არ გადამეყაროს მეთქი. კაბინეტამდე მშვიდად მივედი. მერე საერთოდ აღარ გამოჩენილა ბატონი გადამრჩენელი. სულ მის კოცნაზე ვფიქრობდი და ვერაფერზე ვახდენდი კონცენტრაციას. კიდევ კარგი მართას ჩემთვის არ ეცალა და ვერ მამჩნევდა, თორემ რა გაუძლებდა მის საყვედურებს. სახლში მისულიც ვაჩეს გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. მთელი საღამო ტუჩებზე მოქნდა ხელი მიჭედილი და ვეფერებოდი. რა გამიკეთა იმ საძაგელმა კაცმა ისეთი რომ ფიქრები ვერ მოვიცილე. ამეკვიატა ახლა და როგორ გინდა გადაგიაროს? ლანას რომ მოვუყვე იქნებ მერე მაინც მომეშვას. ჩემ დასთან ერთად ოთახში შევიკეტე და ყველაფერი დეტალრად მოვუყევი, რათქმაუნდა ჩემს გრძნობებს ვგულისხმობ. აჟიტირებულმა წინ და უკან სიცილით დაიწყო სიარული. ვერაფრით ვერ დავაწყნარე, გეგონება მას აკოცა ირაკლიმ და არა მე ვაჩემ. -მოგეწონა?_ მეათედ დამისვა კითხვა. -ლანა! რამდენჯერ უნდა მკითხო? მომეწონა კი არა გადავირიე. _ ჩავილაპარაკე დატანჯული ხმით და საწოლზე გადავწექი. _ მსგავსი მე არაფერი მახსოვს. _ ამოვსთქვი ბოლოს და გავიცინე. -თორნიკემ რომ გაკოცა მაშინაც ეგრე იძახდი._ დამცინა და გვერდით მომიწვა. -კარგი რა! თორნიკეს კოცნა რა მოსატანია. კაცი ერთდროულად ათას ემოციას აღვიზებდა ჩემში, სულ რაღაც ორ წუთში. ასეთი ნაზი და მომთხოვნი თორნიკე არასდროს ყოფილა. _ ცოტა მწყრალად ჩავილაპარაკე. მეწყინა ვაჩე თორნიკესთან რომ გააიგივა. -კარგი ხო. ეგ ისე უბრალოდ ვთქვი. _ გადაიკისკისა და ლოყაზე მაკოცა. მეორე დილით სამსახურში წასვლამდე, ათასჯერ მაინც შევისწორე მაკიაჟი და ტანსაცმელი. გასვლამდე ჩემმა დამ თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და სულ დამაბნია. სამსახურში რომ შემხვდეს როგორ მოვიქცე? მივესალმო თუ უბრალოდ გვერდი ავუარო. წარმოდგენა არ მქვს რა შეიძლება მოხდეს. ჩემდა საბედნიროდ მთელი დღე არ გამოჩენილა ვაჩე. მეც მშვიდად მაგრამ ცოტა დაძაბული დავდიოდი დერეფნებში. რატომღაც ყველგან მას ველოდებოდი, ჩასაფრებულივით. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გუშინდელი კადრები, ყველამ დაიანხა და ყველა ჩვენზე საუბრობდა დღესმეთქი. იმ საფეხურსაც ალმაცერად ვუყურებდი მთელი დღე, თან მეღიმებოდა... როცა წარმოვიდგინე შორიდან როგორი დასანახი ვიქნებოდი მამაკაცის მკლავებში სიამოვნებისგან და სირცხვილისგან მოფართხალე. მართამ რომ მითხრა ერთი საათით ადრე შეგიძლია წახვიდეო ყურებს არ ვუჯერებდი. ათასჯერ ვკითხე ხომ კარგად ხარმეთქი... -საქმე აღარაფერია და რა უნდა აკეთო?_ გამცა პასუხი და კარებისკენ მანიშნა გადიო. ჩემს ნივთებს სასწარაფოდ დავავლე ხელი და კარებისკენ დამშვიდებული წამოვედი. მანამდე ლევანი და გოდრძი შემხვდნენ დერეფანში, ცოტახანი მათთან ვიჭორავე და მერე გასასვლელისკენ წავედი. მოგეხსენებათ ზამთარში როგორი ბნელი დღეებია. გარეთ საშინელი წვიმა და ქარი დამხვდა. მობუზულმა მანტო ზემოთ ავიქაჩე და ჩემი ხელთათმანები გათოშილ თითებზე ჩამოვიცვი. სადგურამდე მისვლაც რომ სიკვდილის ტოლფასია ისეთი ამინდია. ქალის ბუნება რომ ძალიან ეშმაკი და გონეირი რამ არის ყველას ძალიან კარგად გეცოდინებათ. არ ვიცი მე რომელმა ალტერეგომ მიმახვედრა რომ ჩემს უკან ფეხის ნაბიჯების ხმა ვიბლიანს ეკუთვნოდა. ღიმილით ავიქაჩე მანტოს საყელო ნიკაპთან და შევეცადე სიამვონებისგან გამოცემული ხმები დამეხშო. ნელა მომიახლოვდა და გვერდით ამომიდგა. შავი მანტო და შარვალი ეცვა. თან მე მიყურებდა და ტუჩის კუთხეს მაცდურად ტეხავდა. -როგორ ხარ?_ დაიწყო მან და ჩემთან ერთად გაჩერდა სადგურზე. -შესანიშნავად თავად?_ ვკითხე ალმაცერად და მის ტუჩებზე გადავიტანე მზერა. -მეც კარგად. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ჩემს წინ აისვეტა. _ როგორ მოგყინვია ცხვირი. _ სასაცილოდ მომიჭირა თითები ცხივრზე და გამიცინა. მე უხერხულად გავაკანტურე თავი და მისი თითები მოვიცილე. _ ახლა არ მითხრა გუშინდელი დღის მერე შეურაწყოფილი ვარო. _ ჩაიცინა სარკასტულად და მანაც ტუჩებზე დამასო მზერა. -არა ნაწყენი ვარ! _ ჩავიდუდღუნე და ტაბლოს ავხედე. -ნაწყენი რატომ რომ გაკოცე?_ ვითომ არ იცის რატომაც. -ხო. _ ჩავილაპარაკე გაპარული ხმით და მის თვლებს მივაჩერდი. ვცდილობდი მეც მეპოვა მსგავსება. -არადა იქ სულ სხვა რაღაცას ვგრძნობდი. _ ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა დაბოხებული ხმით. უსიტყვოდ დავუსვი კითხვა და პასუხმაც არ დააყოვნა. _ რომ საშინლად გესიამოვნა!_ ჩაილაპარაკა და თითი წარბზე გადაიტარა. -რაში გამოიხატებოდა?_ ვკითხე აგდებით. -ყველაფერში... თვალებში, კოცნაში და რაც მთავარია მთრთოლვარე სხეულში. _ ჩემს დაცინვას აგრძელებდა ის. -ძალიან ცდები თუ გგონია, რომ შენი კოცნა ქალისთვის სასიამოვნო პროცედურაა. _ მხრები ავიჩეჩე და გვერდულად დავდექი. -თანაც შენნაირი მადისაღმძვრელი ქალისთვის არა?! -მითუმეტეს! დიდად არ გამაკვირვო უნამუსოდ მოპარული, არაპროფესიუნალური კოცნით. აშკარად ვიწვევდი მამაკაცს. თან არც ის ბრაზდებოდა, პირიქით ჩემი ქმედება აშკარად უფრო ახელებდა მას. ორივე ხელი მაგრად მომკიდა მკლავებში და მისი სახის პირდაპირ დამაყენა. წარბაწეულმა გამომწვევად ავხედე ჩემს გადამრჩენელს. მამაკაცმა ღიმილით გადამისვა ტუჩებზე თითი და ჩემსკენ წამოიწია. მე ინსტიქტურად რაკეტების მოლოდინში თვალები დავხუჭე და დაველოდე როდის მისწვდებოდა მისი საოცრად სასიამოვნო ბაგეები ჩემს მთრთოლვარე ტუჩებს... მაგრამ არამც და არამც... იმის მაგივრად რომ ჩემთვის სიამოვნება მოენიჭებინა და კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი პროფესიონალიზმი, სიცილი ატეხა. დამცინავი სიცილი. თვალები დარცხვენილმა ვჭყიტე და ისევ იმ პოზაში მოცინარ ვაჩეს მივაჩერდი. მივხვდი რომ გამაბითურა და ხელები ავიქნიე, რათა მისი თითები მომეცილებინა. -ვერ წარმოიდგენ როგორი ვნებიანი გამოხედვა გაქვს როცა ბრაზდები. _ ჩაიცინა მან და ტუჩებზე მოწყვეტით და ხმაურიანად მაკოცა მერე კი ხელი დამავლო და იქვე გაჩერებული მანქანისაკენ წამიყვანა. არ ვიცი რატომ არ ვუწევდი წინააღმდეგობას და რატომ მივყვებოდი, მაგრამ ერთადერთი ფაქტი რაც ჩემთვის იმ მომენტში ნათელი იყო, მამაკაცის მიმართ უზომო სიმპათია და ნდობა იყო. ვაჩემ მანქანის წინა კარები გამოაღო და თავით მანიშნა დაჯექიო. მეც უყოყმანოდ ჩავხტი გაღუნღულებულ მანქანაში და ხელები მუხლებზე დავიწყე. ცოტახანში ოდნავ დასველებული ვაჩეც მომიჯდა გვერდით და ღიმილით გადმომხედა. -რა?_ ვკითხე დაბნეულმა და მზერა ავარიდე. -ძალიან ლამაზი ქალი ხარ!_ ჩაილაპარაკა და თვალი ჩამიკრა. -მადლობა. _ დავიმორცხვე მე და ხელები ლოყებზე ავიფარე. -სექსუალურიც. _ დააყოლა ბოლოს და მანქანა დაქოქა. ხმა არ ამომიღია, ან რა უნდა მეთქვა. პირი სად მქონდა ისიც კი არ მახსოვდა ისე მაბნევს მისი სითამამე და პირდაპირობა. ერთხანს ისიც ვიფიქრე, ზედმეტად ხომ არ ვაბედინებ და ხომ არ მაშაყირებს მეთქი, მაგრამ მერე რომ გადავხედე მის ქმედებებს რაღაც მსგავსი არაფერი ემჩნევა. თან მეც არ ვარ მის მიმართ გულგრილი და სულ მამაკაცზე გადაბრალება არ ივარგებს. ჩემი მისამართი მკითხა, მეც ლუღლუღით ვუკარნახე. თავიდან რაღაცა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეცნოო. მერე გარემო რომ მოათვალიერა ხმადაბლა ჩაილააპრაკა: აქ ნამყოფი ვარო და ეჭვის თვალი მოავლო იქაურობას, მზერა. ჩემს სადარბაზოსთან გავჩერდით ორივე. ხელები მანტოს ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი და ნერვიულად ვიმტვრევდი მუჭში თითებს. ვაჩე ღიმილით გადმოიხარა ჩემსკენ და ლოყაზე თავისი ნელ-თბილი ტუჩები გამიხახუნა. მე ისევ დავიმორცხვე და ალბათ ისევ ამიწითლდა ლოყები. რაც ახლა ჩემს თავს ხდება ვიცი რომ არასწორია და ნორმალური ადამიანი ამ ყოფას სახელსაც კი ვერ დაარქმევს, მაგრამ ფაქტია მე მსიამოვნებს. მსუბუქად ჩავახველე და ჩემი სათქმელის თქმა დავაპირე მოულოდნელად მამაკაცის თითებმა რომ გამაჩუმა. -ახლა არ გვინდა! ვიცი რომ ცოტა უცნაურია ყოველივე ეს, მაგრამ ორივესთვის სასიამოვნო და ეს საკმარისია. _ ჩაილაპარაკა და გატრიალდა. გაოცებული და პირდაღებული ვუყურებდი მიმავალ მამაკაცს, მერე როგორ ჩაჯდა მანქანაში და განათებული სალონიდან როგორ დამიქნია ღიმილით ხელი. მეც ინსტიქტურად ამოვაძვრინე ჯიბიდან მარცხენა მოცახახე თითები და რიტმულად ავათამაშე ჰაერში. მანქანის საბურავების ხმამ რომ გააყრუა ეზო მერე მოვედი გონს და გამოვფხიზლდი. მხრების ჩეჩვით ავედი ჩემს სართულზე და კარები ჩუმად შევაღე. ჩემი და სამზარეულოს ფანჯარასთან დალურსმნილიყო და ალბათ ყველაფერი დაინახა. თითის ქნევით ჩაიმიცინა და ყავის მადუღარა ჩართო. -ძალიან სიმპათიურია. _ გამიმხილა გულახდილად და ყავა «მოხვრიპა» -ნორმალურად დალიე. _ დავტუქსე მე და ვეცადე ვაჩეს თემისთვის გვერდი ამევლო. -მაღალი, მხარბეჭიანი და ძალიან მომხიბვლელი. _ აგრძელებდა ის მის დახასიათებას და მეც მახსენებდა, ვაჩეს ყველა ნაკვთს. -ხო! ვიცი რომ საშინლად სიმპათიურია და ზუსტად ეგ მანბევს მეც. _ ჩავილაპარაკე ხმადაბლა და თავი ცივ მაგიდაზე დავდე. -დავიჯერო მარტო მის მიმართ სიმპათიების გამო აბედინებ ამდენს?_ ეჭვის თვალით გადმომხედა მან. _ ეგრე ხომ ცუდი გოგო გამოდიხა. _ ჩაიცინა და მაგიდაზე თითები დააბაკუნა. -მომწონს, თანაც ძალიან! _ ამოვსთქვი ბოლოს და ტუჩები გავაწკლაპუნე. -რა გითხრა წეღან?_ ჩამეძია ინტერესით და გამიცინა. -არაფერი! საერთოდ არაფერს არ ამბობს, ეგ მაბნევს და მაგიჟებს მეც. _ ჩავილაპარაკე ვაჩეზე ნაწყენმა. -მიყვარს უცნაური და მგზნებარე ურთიერთობები. _ აშკარად მაშაყირებდა ჩემი და. -კრინტი!_ დავემუქრე და თავში მსუბუქად ვუთავაზე ხელი. მთელი ღამე ნატანჯივით ერთსა და იმავეს ვფიქრობდი და ვიმეორებდი. იმასაც კი ვივლებდი გულში რომ ვაჩე ახლოს აღარ უნდა გავიკარო. მისი ქცევები უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება. ან მითხრას რას გრძნობს ჩემს მიმართ, გარკვევით, ან არადა წავიდეს. სულაც არ მინდა ვიღაცის სათამაშო ვიყო, როგორ მოეპრიანება მაკოცოს, როცა მოეპრიანება ზურგი მატკინოს ძლიერი თითებით. ამ გადაწყვეტილებებით წამოვდექი მეორე დილით ფეხზე. ტანზე მომდგარი შავი ნაჭრის შარვალი და ამავე ფერის შიფონის პერანგი ავარჩიე. მართალია გარეთ საშინლად ცივა, მაგრამ სამსახურში, სირბილისგან ძალიან მცხელა ხოლმე და თხლად ვიცვამ. შავი სქელი მანტო მივიგდე მხრებზე და ჩანთა გადავიკიდე. სამსახურში მისვლისთანავე მოვიკითხე თვალებით ვაჩეს მანქანა და ვაჩე, მაგრამ არ დამხვდა. ან რატომ ველოდები ყოველ წუთას აქ, მუშაობს და არ ცალია ასე წამდაუწმო სასიარულოდ. მთელი დღე წინ და უკან უაზროდ დავეხეტებოდი. საქემც არ მქონდა ბევრი და ყველაფერს უგულოდ ვაკეთებდი. შესვენებაზე ბავშვებთან ერთად ბუფეტში ვიჯექი და ახალ ჭორებს ვისმენდი. თინათინიც ჩვენს მაგიდასთან იჯდა და სიცილით კვდებოდა ლევანის გამოგონილ ლექსებზე. მერე ვეხუმრებოდით, მიკვირს იმ გოგომ როგორ მოგცა თანხმობაო. გუშინდელ დღესთან შედარებით მართა დღეს ძალიან უხასიათოდ არის და გვიანობამდე არ გამასუნინა გარეთ. მეც მორჩილად ვიჯექი ჩემს კუთვნილ სავარძელში და ქლიბს ხან წინ გავწევდი ხან უკან. ქლიბი სულ თან დამაქვს, ისეთი სუსტი ფრჩხილები მაქვს ყოველ წამს მტყდება. არადა როგორ მომწონს ქალებზე ლამაზად წამოზრდილი ფრჩხილები... სულ სხვანაირ თითებს აჩენს. ერთი პერიოდი მოკლე ფრჩხილებით დავდიოდი ჩემი ვიტამინების ნაკლებობის გამო, მერე თითქოს მეშველაო... შენც არ მომიკვდე, სულ ქლიბით ხელში დავბრბივარ. ჩემი ფუმფულა მანტო მოვიცვი და ლევანთან ერთად დავტოვე შენობა. მანამდე გულიანად მაცინა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელზე. შემომთავაზა მე გაგიყვანო, მაგრამ უარი ვუთხარი. არ ვიცი რატომ, ალბათ გულით მინდოდა რომ ვაჩე მოსულიყო და მას წავეყვანე. სადგურზე აკანკალებული ვიდექი და მოყინულ ფეხებს ვაბაკუნებდი. ისე ავედი ავტობუსში ვაჩე არ გამოჩენილა. გაწბილებული ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და კორპუსისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი. სადარბაზოს შესასვლელთან მანქანაზე მიყრდნობილ მომღიმარ ვაჩეს რომ მოვკარი თვალი სიხარულისგან ელდა მეცა. მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და წინ ავესვეტე. ორივე ხელი წელზე მომხვია და გულზე მიმიკრა. ძალიან უცნაური და ჯერ არ დაუფლებული შეგრძნება დამეუფლა... ხელები მეც გაუბედავად მოვხვიე ზურგზე და მის მკლავებში გავიტრუნე. მამაკაცმა ოდნავ წამწია უკან და ტუჩებზე მოწყევტით და ვნებიანად მაკოცა... მან რომ იცის ისე! ღიმილით გადამისვა ცხვირზე თითი და ვნებიანი თვალებით დამაკვირდა. -სამსახურთან ვერ მოგისწარი. _ ამიხსნა სიტუაცია და ლოყაზე მომეფერა. -ანუ რა გამოდის, ამის შემდეგ სულ სამსახურთან უნდა მაკოთხო?_ ვითომ არ გამიხარდა. რა ვართ ეს ქალები. -შენ წინააღმდეგი ხარ?_ მკითხა ცოტა გაბრაზებულმა. -არა, მაგრამ ვინმემ რომ დაგივნახოს და ენა მიუტანოს უფროსობას. _ საიდან მოვიტანე ამხელა სისულელე მეც არ იცი. მაგრამ იქნებ თინათინს არ მოეწონოს მის დეიდაშვილთან რომ დავამყარე ურთიერთობა. რას გაუგებ ამ ხალხს. -უფროსობა სამსახურში... დანარჩენი მე და შენ გვეხება მარტო!_ ჩაილაპარაკა ისევ მკაცრად და ცხვირზე მაკოცა. _ როგორ გათოშილხარ. _ თავისი თბილი თითებით მომეფერა სახეზე და წამში გამათბო. -რა ქვია ჩვენს ურთიერთობას?_ დავინტერესდი კვლავ. -ორი ერთმანეთზე სიმპათიით განსჭვალული ადამიანის ურთიერთობა! უფრო კარგად რომ აგიხსნა მე ვგიჟდები შენზე!_ ჩაიცინა და კვლავ მაკოცა. მეც აღარ გავჯინიანდი და პირვლად ავყევი ამბორში. საოცრად სასიამოვნო იყო თითოეული შეგრძნება. ვაჩეს თქმის არ იყოს, მე მაგიჟებს ეს მამაკაცი. -ცოტა უცნაური შემთხვევა ვართ. _ ჩავიცინე და მის გულზე თავი მივადე. -რატომ ერთმანეთს ასე დაუფარვად რომ ვუმხელთ გრძნობებს?_ დაინტერესდა ის და თმებზე მომეფერა. -გრძნობების გამომჟღავნება კიდევ სხვა რამეა, ჩვენ ვნებას უფრო ვამჟღავნებთ ამით. _ განვმარტე მე. -რომ არა ვნება ქალსა და მამაკაცს შორის უამრავი ემოცია დაიკარგებოდა. _ დამაჯერებლად ჩაილაპარაკა მან და თავი უკან გამაწევინა. _ შენ გჯერა ვნების გარეშე არსებული სიყვარულის?_ მკითხა ინტერესით და თვალებში ჩამაჩერდა. -არ ვიცი. _ ვუპასუხე გულუპრყვილოდ. -აი მე კი ვიცი რომ ვნების გარეშე სიყვარული ნახევარია! ღიმილით ავხედე ჩემს გადამრჩენელს და ჩავიცინე. მიზეზი არც მე ვიცი და არც მან... მის სხეულს ოდნავ მოვშორდი და ჩემი სამზარეულოს ფანჯრებს ავხედე, სინათლე არსად ენთო. ღიმილით ააყოლა ჩემს მზერა თვალი და მასაც გაეცინა. -შენთან რომ ვიყავით საავადმყოფოში მაშინ ძალიან შეგვაშინე. _ ჩავიცინე და მზერა მას გავუსწორე. -შეგაშინეთ? რატომ?_ გაიკვირვა და თითებით ზურგზე მომეფერა. -საშინლად ცივი და ბოროტი გამომეტყველება გქონდა. _ ჩავილაპარაკე მკაცრად და მისი მანტოს ღილებს დავეჯაჯგურე. ვაჩეს გაეცინა და ხელით სახე მაღლა ამაწევინა. მე მაინც არ ვეშვებოდი მისი ღილების წვალებას და უხერხულ სიტუაციაში თავს ვირთობდი. -ღილი რომ ამიწყდეს შენ დამიკერებ?_ მკითხა სიცილით და ჩემს ხელთათმნიან თითებს მოეფერა. -შენი აზრით ვერ დავაკერებ?_ ცოტა მეწყინა მისი ირონიული ნათქვამი და წარბები კუშტად შევკარი. -წარბებს ასე რომ კრავ საშინლად მინდა ტუჩები დაგიკოცნო. _ ჩაილააპრაკა და სურვილი აისრულა. ნელა მომცილდა და შუბლი გავარვარებულ შუბლზე მომადო. _ სამსახურთან რომ მამაკაცს ეჩხუბებოდი ვინ იყო?_ დაინტერესდა თორნიკეთი და თვალებში ჩამაჩერდა. -ჩემი უსიამოვნო წარსულის, უსიამოვნო აჩრდილი. _ ჩავილაპარაკე მტკნარი ტონით. -წარსუულიდან თუა მაშინ მე პრობლემა არ მაქვს. _ გამიცინა და ცხვირზე კბილები ნელა მომიჭირა. _ გიქეცი ახლა თორემ გაცივდები!_ მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა და წელზე ხელი მსუბუქად მიმკრა. -ხვალ მოხვალ?_ უკან მოვტრიალდი და იმედიანი თვალებით მივაჩერდი. -გინდა რომ მოვიდე?_ ეშმაკუად მკითხა და მანქანის კარები გამოაღო. -შენ თუ გინდა მოდი. მე დაგელოდები. _ ჩავილაპარაკე და ჩქარი ნაბიჯებით წავედი სადარბაზოსკენ. ვაჩე კიდევ დიდხანს იდგა იქ, იმიტომ რომ მანქანის საბურავების ხმა არ გამიგია. სახლის კარები აჟიტირებულმა შევაღე. ჩაბნელებულ სახლში ძლივს გავიკვლიე გზა და შუქის ჩამრთველს ხელი მივკარი. როგორც ჩანს მამა ჯერ არ დაბრნებულა სამსხურიდან, დედა სადმე იქნება გასული. ლანას ნომერი ავკრიფე და ზარის გასვლას დაველოდე. -ხო ლენკა. _ ჩამძახა ტელეფონში. -სად ხარ?_ ვკითხე მეკონტროლე დედასავით. -ლალოსთან ვრჩები მე დღეს და არ დამელოდო. დედამ იცის. _ ჩაილაპარაკა მშვიდად. -კარგი, ჭკვიანად! ერთი მხრივ კარგიც არის მარტო რომ ვარ. ფიქრისთვის ნებისმიერ ადგილზე მოვთავსდები და ხელს არავინ შემიშლის. თან საფიქრალი რამდენი მაქვს, იცოცხლე! რატომ ვკითხე ნეტავ მოვა თუ არა ხვალ. ახლა რომ ეგონოს, მომეჯაჭვაო, ცოტა უხერხული არ იქნება ნეტავ ასე მალე? თუმცა რა არის ამაში უხერხული? ორივემ ვიცით რომ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გვაქვს. თან ვაჩემ მითხრა შენზე ვგიჟდებიო. თუმცა კაცს სიტყვაზე არ უნდა ენდო, თანაც რამოდენიმე თვის წინ გაცნობილ კაცს. კოცნაზე რომ მიდგება ხოლმე საქმე ლოყები ისე ამიფერადდება თითქოს ახლაც მკოცნიდეს. რა ვქნა, რაც მოხდა მოხდა, ვერაფერს ვერ შევცვლი. ერთი ფაქტია, ყველაფერს ისე აკეთებს მე რომ მესიამოვნოს. მართალია ქალურ წინააღმდეგობას, მაინც ვუწევ, მაგრამ მსიამოვნებს. დილით ადრიანად წამოვდექი ფეხზე. სამზარეულოში მარტო ფუსფუსი საშინლად მიყვარს. რა ჯობია შენთვის მშვიდად რომ ტრიალებ და საუზმეს იმზადებ. მაგიდასთან კომფორტულად მოვკალათდი და კომპიუტერში სიახლეების ქექვა დავიწყე, თან პარალელურად საუზმეს მივირთმევ. ცოტახანში ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა, უცხო ნომერი იყო, მაგრამ გულმა მიკარნახა რომ ვაჩეა. არც შევმცდარვარ... ალბათ ყველა ქალს დაგმართნიათ ასე, გულის სიღრმეში ვის ზარსაც ელოდებით ის გელანდებათ ყველგან. ჩემთანაც ეგ შემთხვევა, ერთი გასხვავებით... ამჯერად სურვილი ამიხდა. -დილამშვიდობისა. _ მომესმა ნაცნობი და ბოხი ბარიტონი. -დილამშვიდობისა. _ გავინაზე მე და ყავა მოვსვი. -დღეს სამსახურის გააცდინას მოახერხებ?_ მკითხა მან. -გააჩნია რა მიზეზი მაქვს. _ ჩავიცინე მე და წინ ჩამოყრილი თმები სულის შებერვით გადავყარე უკან. -შენი ნახვა მინდა!_ ჩაილაპარაკა ვაჩემ. მე სიამოვნებისგან გული გამებერა. -დავურეკავ მართას და ვთხოვ. _ წამოვიძახე აღტაცებულმა. -გელოდები. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გამითიშა. აცუნდრუკებულმა გადავურეკე მართას და ჩახლეჩილი ხმით ვახარე, საწოლიდან თავს ვერ ვწევ და დღეს უნდა გამანთავისუფლო მეთქი. თავიდან კი იწუწუნა, მაგრამ მერე რომ დაფიქრდა და მიხვდა მთელი დღე თვალით ვერ მნახავს გახარებული დამთანხმდა. იმ წამსვე მივწერე ვაჩეს შეტყობინება და მის პასუხს დაველოდე. ნახევარი საათი გაწბილებული დავშტერებოდი ტელეფონს, იმ იმედით რომ პასუხს გამცემს. შენც არ მომიკვდე! მთელი ორი საათი უაზროდ დავეხეტებოდი ოთახიდან ოთახში და საკუთარ უგუნურ თავს ვლანძღავდი ასეთი სისულელისთვის. როგორ დავუჯერე და სამსახურში არ წავედი. ღირსი ვარ, უარესად უნდა ავყოლოდი ემოციებს და უარეს მივიღებდი. ჩემებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ სახლში რომ ვიყავი. მერე დაიშალნენ და მარტო დამტოვეს. თორმეტი საათი სრულდებოდა მოულოდნელად კარებზე ზარის ხმა რომ შემომესმა. ძილბურანში წასულმა ნელა გავახილე თვალები და კიდევ ერთ ზარს დაველოდე იმის დასადასტურებლად რომ არაფერი მელანდება. როგორც კი გაისმა ფეხზე წამოვდექი, ჩემი ფაჩუჩები ამოვიცვი და მთქნარებით წავედი შემოსასვლელისკენ. კარებში ერთი ცალი ვარდით და ბამბანერკით ხელდამშვენებული იდგა ვაჩე და მიღიმოდა. წარბაწეულმა გამოვართვი გამოწვდილი საჩუქრები და სახლში შემოვატარე. მე მეგონა სადმე დამპატიჟებდა და ყავას დავლევდით ერთად. ერთ ცალ ვარდს დავხედე და მხრები გაკვირვებულმა ავიჩეჩე. -მარტო ეგღა ქონდა გამყიდველს. _ ამიხსნა სიტუაცია და დივანზე ჩამოჯდა. -ყავას დალევ?_ ვკითხე ისე თითქოს მისი სიტყვები არ გამიგია. -დავლევ. _ თვალი ჩამიკრა და ხელები მუხლებზე დაიწყო. -ჩემთან არ გელოდი. _ სამზარეულოდან გამოვძახე. -ზუსტად მაგიტომ მოვედი მეც. შენ რომ მომწერე, დაჭრილი პაციენტი შემოიყვანეს და ვერ გიპასუხე. დანაშაულის გამოსასყიდად აღარ დაგღალე და მე ამოვედი. _ ღიმილით შემოიპარა სამზარეულოში და ხელები უკნიდან მომხვია მუცელზე. მეც ფერდაკარგული მივტრიალდი მისკენ და სახე მოშორებით დავიჭირიე. -ნუ გავიწყდება ჩემთან ხარ სახლში!_ ჩავიცინე და თვალები დავატრიალე. -მე ცუდს და საამრცხვინოს არაფერს ვაკეთებ. მომენატრე და გეფერები!_ გაბრაზებულმა გამცა პასუხი, და ლოყაზე მაკოცა. -ახლა ყავას გამოგიტან და ჩემს ალბომს დაგათვალეირებინებ. _ სიტუაციის განსამუხტად ჩავიცინე და ყავის ჭიქა ავიღე. თაროდან ჩვენი ბავშვობის ალბომი გადმოვიღე და მუხლებში ჩავიდე. ვაჩეს ცალი ხელი დივნის საზურგეზე ისე ქონდა გადადებული, ჩემს კისერს თავისუფლად ეხებოდა და მეც ვინებოდი. -აქ მე და ჩემი და სოფელში ვართ... _ თითი ჭასთან გადაღებულ სურათს დავადე და მოგონებების გახსენებისას გავიბადრე. ვაჩემ ღიმილით გადმომხედა და ლოყაზე ორი თითი მომიჭირა. _ აქ ეზოს ბავშვები ვართ. ჩვენმა მეზობელმა კონცერტი დაგვიდგა და მე ჯუჯა ვიყავი. _ ჩავიცინე და ჩემს ყურებზე თითი გადავატარე. _ აქ მე და დედ.... -უკან გადაშალე. _ მოულონდელად ჩაილაპარაკა ვაჩემ და უკანა გვერდზე აფორიაქებულმა გადაშალა._ ეს ბავშვები და შენ... _ ჩაილაპარაკა გაოცებულმა და თვალებში ჩამაჩერდა. _ აქამდე როგორ ვერ მივხვდი!_ საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და გამიღიმა. მთელი საღამო უცნაურად მიყურებდა ვაჩე. აშკარად რაღაცა ცვლილება მოხდა მასში. უფრო თბილი გახდა, სახეზე და შუბლზე გამუდმებით მკოცნის და მიღიმის. -ვაჩე ხომ კარგად ხარ?_ ვკითხე სიცილით და თავი უკან გავწიე. -ძალიან კარგად!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. -ცოტა არ იყოს ჩვენი ურთიერთობა მძაბავს. _ გავუმხილე გულახდილად და ტუჩები გავაწკლაპუნე. -ვიცი, ვგრძნობ! მაგრამ დამიჯერე ჩვენ ისეთს არაფერს ვაკეთებთ რაც ჩვენს გრძნობებს ეწინააღმდეგება. გავა დრო და ამისთვის მადლობას გადავუხდით ერთმანეთს. -რისთვის, ცხოველივით რომ დამეძგერე ტუჩებზე მაშინ?_ ვკითხე და გადავიკისკისე. -მაშინაც და ახლაც! ჩაიცინა მანაც და ხარბად დაეწაფა შემს მოლაპარაკე ბაგეებს. თვალები მოულოდნელობისაგან ვჭყიტე. მერე როცა ნაცნობი სურნელი და ტუჩები ბოლომდე ვიგრძენი გავისუსე და კოცნაში ავყე... გამკიცხეთ! თქვით რომ უთავმოყვარეო ვარ, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ გულს უნდა და მის საწინააღმდეგოდ სიარული მე არ მჩვევია. ორივე ხელი მაგრად მოვხვიე კისერზე და სხეულზე მჭიდროდ ავეკარი. სიცილით მომიცილა და თითი ირონიულად დამიქნია. -შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მინდა კოცნას გავცდეთ, მაგრამ ახლა არც მაგის დროა და არც ადგილი! თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა. უთქმელად მივხვდი რომ მიდის და მეც მას გავყე უკან. ღიმილით მოტრიალდა კარებში გასვლისას და ორივე ლოყა მხურვალედ დამიკოცნა. მე საოცრად ბენდნიერი კარებთან ვიყავი აყუდებული და თითებით ტუჩებს ვეფერებოდი. მთელი დღე საოცარ ხასიათზე ვიყავი. დილანდელი ინციდენტი აღარც კი მახსოვდა. ვაჩეს სტუმრობამ საოცრად დამამშვიდა და გამახარა. ცხოვრებაში პირვლად ვარ ასეთი აჟიტირებული მამაკაცით. თორნიკე ზუსტად წელიწადი დამსდევდა კუდში და ბოლოს როცა მივხვდი რომ საოცრად მიყვარდა დავთანხმდი... ახლა? ახლა ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩვეულებრივმა ექიმმა. ვიტყუები! ჩვეულებრივი სულაც არ არის, ძალიან განსხვავებულია. მეც სულ სხვა ლენკა ვხდები მასთან, ძალიან გულღია და თავისუფალი. რამდენიხანია ეს თვისება დაკრგული მქვს, მას მერე რაც იმ ორმა უხსენებელმა დამმართა, ადამიანებს აღარ ვენდობი. ამ კაცის მიმართ კი პირველივე დღეს სიმპათიით განვიმსჭვალე. მიუხედავად იმისა რომ საოცრად შემაშინა და დამძაბა! მომდევლო დღეები ძალიან ჩვეულებირვი იყო. ტელეფონის დახმარებით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. გადაუდებელი ოპერაციები აქვს და საავადმყოფოდან ვერ გამოდის, მარტო შესვენებებზე მეკონტაქტება და მკითხულობს. ძალიან მომწონს მისი ყურადღება, ან რომელ ქალს არ სიამოვნებს საოცნებო მამაკაცისგან გამოჩენილი სითბო და მზრუნველობა. შაბათისთვის შეხვედრა დამითქვა თავისთან. თავიდან ვყოყმანობდი, პირდაპირ სახლში რომ მეპატიჟები რა უბედურებაა მეთქი, მაგრამ მერე ამიხსნა რაშიც იყო საქმე. რაღაც უნდა განახოო დაიჩემა. მეც ინტერესი გამიმძაფრდა ისეთი ხმით და თვალებით ამბობდა ამ ყველაფერს და დავთანხმდი. სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ არ მეპარება მასში ეჭვი. ვენდობი და მორჩა! მერე რა სულ ახლახანს რომ დავიწყეთ «უსახელო» ურთიერთობა, მთავარია რომ ნდობა დამინერგა. დილით ადრიანად ავდექი, შხაპი მივიღე და ჩემი გაწეწილი თმები დავისწორე. სულ მინდოდა სწორი თმა. მე კიდევ მაინცდამაინც მამიდაჩემს დავემსგავსე და საშინლად ტალღოვანი თმები მაქვს. ამიტომ სულ ვისწორებ და თმებს ვიუბედურებ. სარკესთან ორ საათზე დიდხნას ვიტრიალე. საჭირო პროცედურებს რომ მოვრჩი, მერე მაკიაჟს ჩემი სტილი არ მოუხდა და ტანსაცმელი გამოვიცვალე. ბოლოს ისევ თავისუფალ სტილზე გავაკეთე არჩევანი. გასვლისას დედაჩემს დავუბარე, მეგობართან მივიდივარ და ყოველ წუთას რეკვები არ ამიტეხომეთქი და წავედი. იმდენი კორპუსი იყო ერთ გარშემო თავდბრუ დამეხვა. თვალების ცეცებით დავაკვირდი ციფრს და იქითკენ წავედი საითაც ვაჩეს კორპუსი მეგულებოდა. მერე სადარბაზოს არჩევაში დავკარგე დრო. სართულის და კარების მიგნება არ გამჭირვებია. ზარის ღილაკს გაბმულად მივაჭირე თითი და ცალი ხელით ტანსაცმელი შევისწორე. თაგვისფერ სპორტულებში გამოწყობილმა გამიღო კარები და ღიმილით შემიპატიჟა შინ. კიდევ კარგი მეც თავისუფალი სტილი ჩავისცვი. რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი მაღლებით და კაბით ვაჩეს ფონზე. ღიმილით მოვათვალიერე სახლი და მოწონების ნიშნად ცერა თითი ავუწიე ჩემს მასპინძელს. -ყავას დალევ?_ მკითხა და კისერში ხმაურით მაკოცა. -კაპუჩინო თუ გაქვს დავლევ._ წავუყენე პრიკაზები და თამამად დავუკოცნე ბაგეები. _ შენები არ არიან სახლში?_ მოვიკითხე ოჯახის წევრები. -ჩემები ვინ?_გაიცინა და წელზე ხელი მოხვია. -შენი და და ძმა. _ ჩავილაპარაკე დაბნეულმა. _ მოიცადე ხომ გყავს?_ ვკითხე საკუთარ სიტყვებში ეჭვშეტანილმა. -მყავს, მაგრამ აქ არცერთი ცხოვრობს. _ გამიღიმა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა სამზარეულოსკენ ნელი ნაბიჯებით წამიყვანა. თან გზაში წელზე თითებით მეთამაშებოდა და მაცინებდა. სამზარეულოც ძალიან ლამაზი დიზაინით ქონდა შერჩეული. მინის მთლიანი კარებიდან მისაღები ოთახი მოჩანდა, სადაც სამეული და კედელზე დიდი ტელევიზორია განთავსებული. კუთხეებში პატარა წიგნების კარადები დგას თანამედროვე სტილის. კედლები მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ფერში აქვს შერჩეული. ღია შოკოლადისფერი შპალერით! -ძალიან ლამაზი სახლია. _ აღფრთოვანება ვერ დავმალე. -შენ საძინებელი უნდა ნახო. _ გამიცინა და ჭიქა მომაწოდა. _ ქაფი ვერ ამომყავს კარგად. _ წინასწარ დაიზღვია თავი და მისაღებისკენ გამიძღვა. დივანზე კომფორტულად მოვკალათდი და თავი ვაჩეს მხარს მივადე. ხმის ამოღების არც სურვილი მქონდა და არც თავი... საოცრად სასიამოვნო სიმყუდროვე სუფევდა გარშემო. ხელები მაგრად მომხვია წელზე და უფრო მჭიდროდ ამიკრა გვერდიდან. მეც მისკენ მივჩოჩდი და ჩავეხუტე. წამალივით მოქმედებს ჩემზე ეს კაცი. წამებში მავიწყებს გარშემო ყველაფერს, აღარავიზე ვფიქრობ. მარტო მე და ვაჩე! მგონი ეს საკმარისია იმისათვის რომ ბედნიერი ვიყო ამ ეტაპზე. თავი ოდნავ ავწიე და თითებით ნიკაპზე მოვეფერე. -ჩაჩხვლეტილი ნიკაპი. _ გავიცინე და ჩაჩხვლეტილ ადგილზე საჩვენებელი თითის გული მივადე. ვაჩემ ოდნავ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მოულოდნელად გვერძე გადამწია და ფეხზე წამოდგა. გაკვირვებულმა გავაყოლე წიგნების კარადებისკენ მიმავალს თვალი. ერთ-ერთ ლამაზად გაფორმებულ ალბომს ხელი მოკიდა და ისევ დივნისკენ წამოვიდა. თავის ადგილზე კომფორტულად მოკალათდა. ღიმილით გადმომხედა და ისევ გულზე მიმიხუტა. -ეს ალბომი დედაჩემის დროინდელია. ჩემი ბავშვობის სურათებია სულ. _ სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და ალბომი გადაშალა. ვერასდროს წარმოვიდგენდი გულის ასეთი აჩქარება შესაძლებელი თუ იყო. ყელში მობჯენილი პულსაცია ცოტაც და ალბათ გამთიშავდა. ვიგრძენი როგორ მომაწვა თვალებზე საშინლად მძიმე მასა. მსგავსი შეგრძნება არასდროს არ დამუფლებია. გაოცება, შოკი, სიბრაზე, ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და უმისამართოდ ბობოქრობენ ჩემში. სურათზე გამოსახულ, პატარა ბიჭუნას ნელა გადავუსვი თითი და თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე. წარმოდგენე არმქონდა რატომ ვტიროდი, მაგრამ ვიცოდი რომ უნდა მეტირა. ამდენი წლის დანაკარგს ასე მალე თუ რამე ამომივსებდა ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩემი პირველი სიყვარული ასე მოულოდნელად თუ დამატყდებოდა თავს რას ვიფიქრებდი. აწყლიანებული თვალებით ავხედე, საოცრად ბედნიერ ვაჩეს და ავზლუქუნდი. ცხოვრებაში პირვლად მომინდა მეტირა ისე რომ ჩემი ცრემლები არ დამემალა. ვაჩეს გულზე თავი დავდე და ხმამაღლა ავღრიალდი. ემოციებისგან დაცლა საშინლად მინდოდა და არაფერს ვერიდებოდი. თან ბედნეირებისგან ვიგუდებოდი. იმ ბედნიერებისგან რომელსაც სახელად ვაჩე ქვია.... ჩემი ბავშვობის პირველი სიყვარული... სიყვარული რომელსაც თურმე დღემდე გულით ვატარებ. რომლის არსებობაც ძალიან ღრმად მქონდა გამჯდარი და არასდროს დამვიწყებია. ხელები მაგრად მოვხვიე წელზე და ლოყა მის მკერდს მივადე. ცრემლიანი თვალებით ავხედე ვაჩეს და შუბლი ნიკაპზე მივადე. -ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე თუ გნახავდი. _ ჩავილაპარაკე დაწვრილებული ხმით და ამოვისლუკუნე. -სულ მქონდა შეგრძნება რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი ხარ! ზუსტად მაგიტომ დაგიახლოვდი და ჩემს თავს მივეცი უფლება ყველაფერი სხვანაირად გამეკეთებინა! შენ ჩემი ლენკა ხარ!_შუბლზე ხმაურით მაკოცა და ტუჩები იქვე დატოვა. -ვაჩე! რას წარმოვიდგენდი შენ თუ ის ვეჩე იყავი. გვარიც კი არ ვიცოდი შენი. _ ამოვისრუტუნე და წელში გავსწორდი. _ ხუთი წლის ვიყავი ბოლოს რომ გნახე. _ ჩავიცინე ცრემლმორეულმა. -მე მახსვდი, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად... ისე მყავდი გადავიწყებული გვარითაც კი ვერ გაგიხსენე. _ ჩაიცინა... ალბათ საკუთარ თავს დასცინა. -რაც მთავარია ერთმანეთი აღმოვაჩინეთ! კიდევ კარგი ალბომი განახე... კიდევ კარგი... _ ვლუღლუღებდი ჩემთვის და ვეხუტებოდი. მთელი დღე უაზროდ ვიყავი ჩემი ბავშვობის სიყვარულზე ჩაბღაუჯებული და განძრევის საშუალებას არ ვაძლევდი. არც ის ტოკდებოდა ადგილიდან. სულ უფრო და უფრო მიჭრდა ხელებს და მაგრძნობინებდა რომ ყველაფერი ეს, რეალურია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცზე რომელზეც ასე გამეტებით ვარ მიჯაჭვული მთელი ცხოვრება მიყვარდა... იცით როგორ მიყვარდა? მეც რომ არ ვიცოდი! წარმოდგენაც კი არ მქონდა ხუთი წლის ასაკში შეყვარებული ბიჭი დღემდე თუ გულით დამყავდა. რას წარმოდვიგენდი თორნიკესთან ყოფნის დროს გულის ძალიან, ძალიან ღრმა კიდეებში ვაჩეზე რომ ვიყავი შეყვარებული. ახლა ჩემს ყველა საქციელს ახსნა მოვუძებნე.... სიყვარული! ახლა უკვე აღარ მერიდება მასთან ჩახუტება, მოფერება და გამუდმებით კოცნა. არც მაშინ მერიდებოდა, მაგრამ მაშინ რაღაცა მაბრკოლებდა, ალბათ ქალური თავმოყვარეობა რომელსაც არც ახლა არ ვკარგავ და დისტანციას ვიცავ. სამაგიეროდ ახლა უკვე თავისუფალი ვარ... შემიძლია სულ თამამდ გავაშიშვლო გრძნობები და არ მომერიდოს. თუმცა ჯერ ვაჩესთვის იმის თქმას რომ მიყვარს არ ვაპირებ. მინდა უკეთ გავიცნო, ასეთი გაზრდილი ჩამოყალიბებული დაკაცებული... მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და თავში გვიქროდა. ახლა უკვე სულ სხვა პიროვნებები ვართ ერთი და იგივე წარსულით. -მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდე!_ ძალიან მოულოდნელად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა. -რაა?_ გაუცებულმა და პირდაღებულმა ავხედე. -რატომ გაგიკვირდა? მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდე!_ ჩაილაპარაკა სრულიად სერიოზულმა და წარბები ისევ ისე შეკრა როგორც საავადმყოფოში. არა! მე ასეთი ვაჩე უფრო მომწონს. მკაცრი და ძალიან მომხიბვლელი. მაგრამ ამას რა მათქმევინებს. -მეკაიფები ხო?_ ვკითხე აკისკისებულმა, მაგრამ მის უცვლელ მიმიკას რომ გადავწაწყდი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე._ ვაჩე... ჩვენ სულ ახლახანს დავიწყეთ ურთიერთობა, მეტიც ფაქტიურად დღეს... ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი. მე არ ვარ მზად იმისათვის რომ ჩემი მომავალი ექსპერიმენტებზე დავამყარო._ ჩავილაპარაკე ხმადაბლა და ამით მივახევედრე რომ რაღაცეები ჯერ კიდევ ადრეა. -შენი აზრით ეს ურთიერთობა ექსპერიმენტულია?_ ჩაილაპარაკა გარიზიანებულმა. -არა! სწორად ვერ გამიგე. არ მინდა რომ რამოდენიმე თვის მერე ვინანოთ და ავბარგდე. მე მინდა მოვიდე და ვიყო ბოლომდე! _ ლოყაზე თითები ჩამოვუსვი და გაუღიმე. -მაშინ ახლა ცოტას მოგეფერები და მომეფერე, გაბრაზებამ რომ გადამიაროს. _ ჩაილაპარაკა ღიმილით და დივანზე ნელა გადამაწვინა. _ საზღვარს იქით არ გადავალ პატარავ... _ მიჩურჩულა ვნებანი ხმით და კისერზე ტუჩები აასრიალა. ერთი კვირა დაჯერება მიჭირდა. საერთოდ ასეთი რაღაცების არ მჯერა. ჩემი და მაშაყირებს ხოლმე «თქვენი ბედი ზეცაში ყოფილა დაწერილიო» მეც სიცილით ვპასუხობ მის ამგვარ რეპლიკებს. ვაჩესთან მიმართებაში ცოტა მორიდებული გავხდი. თავს კი არ ვიფასებ, უბრალოდ ახლა სიმპათიების გარდა მის მიმართ უსაზღვრო პატივისცემას და ერთგულებას ვგრძნობ. ბავშვობის სიყვარულიც დღითიდღე ფერადდება და თავს მახსენებს. ამ ერთი კვირის განმავლობაში უამრავ ადგილას ვიყავით. კაფეებში და ბარებში ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილის სტატუსუთ დავდივართ. არასდროს მახვევს ზედმეტად თავბრუს. ძალიან გაწონასწორებული და ზუსტი მამაკაცია. ზოგჯერ საოცრად ცივი და ფიცხი, ზოგჯერ თბილი და მოსიყვარულე... ემოციების გაკონტროლება სულ უჭირს როცა მხედავს. გააფთრებული დამაცხრება ხოლმე ტუჩებზე და სანამ არ ამოვიხვნეშებ არ მიშვებს. არადა რომ იცოდეთ მე რა დღეში ვარ მაგ დროს. ფრთებს რეალურად ვგრძნობ! უბრალოდ აფრენით ვერ ვფრინდები, ვაჩეზე მიწებებული ტუჩები საშუალებას არ მაძლევს. დღესაც დამპირდა ბარში წავიდეთო. არადა საავადმყოფოდან გადაღლილი მოვა. გულის ორი ოპერაცია, შუნტირება ქონდა დღეს. ფიზიკურად ხომ იღლება და იღლება, მაგრამ მორალურად საერთოდ განადგურებული გამოდის საავადმყოფოდან. ოპერაციის დაწყებამდე ერთ საათს სამლოცველოში ატარებს. დიდად მორწმუნე კაცი არ არის, მაგრამ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ლოცულობს. ამ თვისებამაც საოცრად მომხიბლა. მეგობრებიც გამაცნო. ბარში ვისხედით მოულოდნელად რომ დაგვადგნენ თავზე. ერთს თავიდანვე არ მოვეწონე ალბათ. სულ დაბღვერილი მიყურებდა მთელი საღამო. სამაგიეროდ მე ვიყავი ყველათი მოხიბლული. ისეთი გულღიები და თბილები არიან. ერთმანეთზე უკეთესები, თავიდან არ დაგვიჯერეს რომ ვუთხარით ერთად ვართო. «რას გვეკაიფები?!»_ო გაიძახოდნენ. მერე ავუხსენით საიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დაიჯერეს. მეტიც გოგონები საოცრად მოიხიბლნენ ბავშვობის სასიყვარულო ისტორიის მოსმენისას. წამოსვლისას მთელი გზა ვაჩეს გმირობებზე მესაუბრებდონენ და მაცინებდნენ. მთელი დღე მართას სკამზე გავატარე. რა სხვანაირი ყოფილა აქედან თურმე ყველაფერი. იმიტომაც გრძნობს თავს უფროსად. არადა ერთი ჩვეულებრივი ტყავის სავარძელია. დის ქორწილი აქვს და იქ არის წასული. ორი დღეა თვალით არ მინახავას და სულ თავისუფალი ვარ. საბუთებზე როცა დამირეკავენ მაშინ მიმაქვს და არავინ მაწუხებს უაზრო რეპლიკებით. მთელი დღე სკამზე გავატარე, საბუთებზეც ორჯერ ვიყავი ბუღალტერიაში ჩასული, იმის მერე ვზივარ და კომპიუტერში ვთამაშობ. -როგორ გიხდება საქმიანი ქალის იმიჯი. _ ღიმილით ჩაილაპარაკა კარებში დაყუდებულმა ვაჩემ და ჩემსკენ წამოვიდა. -აკი გვიან ვამთავრებო?_ ჩავილაპარაკე ცოტა დბენეულმა და ძალიან გახარებულმა. -ერთი ოპერაცია გადადიო და შენთან წამოვედი. _ ჩემსკენ დაიხარა და ტუჩებზე მოწყევტით მაკოცა მერე კი მაგიდას მიეყრდნო. -ძალიან კარგად მოქცეულხარ. მთელი დღე უაზროდ ვარ._ დავიწუწუნე და ხელი მუხლზე დავადე. -ახლა მე დიმასთან ჩავალ, ჩემი კლინისკის ამბებს გავიგებ და რომ ამოვალ სადმე გავიდეთ. _ ლოყაზე ორი თითი მსუბუქად მომიჭირა და კარებისკენ წავიდა. -შენ მგონი გავიწყდება რომ ვმუშაობ. _ ჩავიცინე და შევაჩერე. -შენ გაემზადე!_ დამიბღვირა და კარები გაიკეტა. ფეხზე ზანტად წამოვდექი და ჩანთიდან მაკიაჟის პატარა ჩანთა ამოვაძვრინე. თავი რომ მოვიწესრიგე მერე თმებს მივუბრუნდი. დილით გავიკეთებ მომეწონება, საღამოს უკვე ალქაჯს ვგავარ. -კიდევ არ ხარ მზად?_ ჯიბეებში ხელჩაწყობილმა დამიღრინა და დივანზე ჩამოჯდა. -თმებს გავიკეთებ და წავიდეთ. _ თვალები ავაფახუნე და სარკეს მივუტრიალდი. _ რაო დიმამ როდის ჩაგაბარებთო?_ მოვიკითხე შეყვარებულის კლინიკა. -ჯერ რა დროს ჩაბარებაა, ახლახანს დაიწყეს. _ გამიცინა და მოულოდნელად უკნიდან ამომიდგა. _ მე ასეთიც მაგიჟებ და ვისთვის იპრანჭები?_ მკითხა ეჭვის თვალით და თმების ბოლოები ამიბრუდა. -კარგი რა ვაჩე, ძლივს გავისწორე. _ ამოვიბუზღუნე და ოდნავ ვკარი ზურგი. -დაიმახსოვრე ლოდინს და უჭკუო ქალებს ვერ ვიტან!_ დამიღრინა და ხელის მარტივი მოძრაობით გულ-მკერდით მის სხეულს ამაკრა. -საბედნიეროდ არცერთ კატეგორიას მივეკუთვნები. _ ნიშნის მოგებით ჩავუკარი თვალი და ნიკაპზე ვაკოცე. _ მეჩვენება თუ დღეს ზედმეტად სიმპათიური ხარ?_ წარბაწეულმა ვკითხე და შევათვალერე. ვაჩემ გამიცინა და გასასვლელისკენ წამიყვანა. საკიდზე ჩამოკიდებული მანტო მოხსნა და მომაცვა. ჩვენს ამოჩემებულ ბარში წამიყვანა. ერთმანეთის გვერდი-გვერდ მოვკალათდით და შეკვეთა მივეცით. მე ვაჩეს მხარზე მქონდა თავი ჩამოდებული და დღევანდელი დღის ამბებს ვუყვებოდი. მერე სიცილით ჩვენი ბუნდოვანი ბავშვობაც გავიხსენეთ. ვაჩესთან მიმართებაში რატომღაც ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი. ისეთი რამის გადატანა მომიწია თორნიკესთან ყოფნის დროს, რომ ახლა იგივეს ვეღარ გავუძლებ. ადამიანებს საერთოდ ძალიან ძნელად ვენდობი, ვაჩე გამონაკლისია. პირველივე დღიდან ვიგრძენი მის მიმართ არსებული ნდობა! არ გავს სხვა ადამიანებს რომლებიც გარშემო მყავს. ძალიან თავისებურია და არ ცდილობს რაღაც-რაღაცებიით თვალები ამიხვიოს. სულ იმას მეჩიჩინება ძალიან გულუბრყვოლო და მეამიტი ხარო. ასეც არის, რამდენიც არ უნდა ვამტკიცო, ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე. ვიბლიანს კიდევ ეს არ მოსწონს და ცდილობს ეს მხარე გამომისწოროს კიდევ ერთხელ რომ არ მივიღო ცხოვრებსიგან ტრამვა. ეჭვიანი თორნიკესთან ყოფნის დროს არ ვყოფილვარ და ალბათ იმიტომაც განივითარდა ეს გრძნობა ვაჩესთან. რამდენი გოგოც თვალს გამოაყოლებდა ისტერიკები მემართებოდა. საბედნიეროდ ამას ვეჩე ვერ იგებს, ყოველ გამოყოლებულ მზერაზე რომ მას ავუტეხო პანიკები ალბათ დავკარგავ. ეჭვიანი ვარმეთქი რომ გითხარით მიზეზი მქონდა. ისევ ისე ვისხედით ბარში ერთმანეთზე მიხუტებულები და ათას საალერსო სიტყვებით ვათბობდით ერთმანეთს. მოულოდნელად თავზე ჩემთვის უცხო, მაგრამ ვიბლიანისთვის აშკარად ძალიან ნაცნობი სახე წამოგვადგა. ნელა გავსწორდი და ვაჩეს მოვცილდი. მამაკაცმა მძიმედ გადაყლაპარა ნერტყვი და ქალს ცინიკურად მიაჩერდა. -გამაჯრობა. _ ჩაილაპარაკა უფრო ჩემი მისამართით. -გამარჯობა. _ ღიმილით გავეცი პასუხი და ვეჩეს ხელს ხელი დავადე. -შენ აქ რა გინდა?_ აგდებით კითხა ვიბლიანმა და სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალებით გადახედა. -დაგინახეთ და მოვედი. რა უნდა მინდოდეს?_ იკითხა მანაც ირონიულად და მე გადმომხედა. ცოტა არ იყოს და მისი მზერა საშინლად მაკომპლექსებს._ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ვაჩე. _ ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და კურტუმის ქნევით გაგვეცალა. -ვაჩე კარგად ხარ?_ ვკითხე გაღიზიანებულ მამაკაცს. -კარგად ვარ. _ ღიმილით მომიტრიალდა და ლოყაზე მომეფერა. _ შენ რომ გხედავ კარგად ვარ! საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა და გულზე მიმიხუტა. მიუხედავდ იმისა რომ ეს ვითარება საშინალდ მძაბავდა მაინც გამოვნახე მიზეზი რომ მეეჭვიანა. ქალის საოცრად ვნებიანი მზერე ჩემს კაცს რომ უყურებდა, არ გამომპარვია და დავიბოღმე. ერთადერთი იმედი რაც მაგრძნობინებს რომ ვაჩე მარტო ჩემია, მისგან წამოსული უდიდესი სითბო და ვნებაა. ძალიან მინდოდა გამეგო ვინ იყო ის ქალი მაგრამ არ მიკითხავს. თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ მეტყვის ყველაფერს. გამოსვლისას ცალი ხელი წელზე მჭიდროდ ქონდა მოხვეული და ოდნავ მეფერებოდა. მეც სიამოვნებისგან გატრუნული ხმას არ ვიღებდი და ვეხუტებოდი. როგორც კი მანქანას მივუახლვოდით მისკენ შემატრიალა და სახეზე თითები დამისვა. -ძალიან მნიშნელოვანი ხარ შენ ჩემთვის!_ მივხვდი რომ ახლა ვაჩე იმის თქმას აპირებდა რაც აქამდე არასდროს ეთქვა და რასაც აღარ იტყოდა. _ ჩემი ლენკა!_ ჩაილაპრაკა ღიმილნარევი ხმით და ტუჩებზე ოდნავ შემეხო. _ ძალიან მიხარია რომ გიპოვე და ჩემი რომ ხარ. ისიც ძალიან მიხარია ჩემთან ასე კარგად რომ გრძნობ თავს და შიშები არ გაწუხებს.... ხომ კარგად გრძნობ ჩემთან თავს?_ ბოლოს თითქოს დაასადასტრებლად მკითხაო. მე სიყვარულით დავიქნიე თავი და მის კისერზე ხელები მოვაკალათე. -მეც ძალიან მიხარია ერთად რომ ვართ და შენი რომ ვარ. _ გავილექსე მე და გადავიკისკისე. -ამ სიცილზე ვგიჟდები!_ ჩაილაპარაკა დახშული ხმით და ყელში მაკოცა. _ ამ ყელზე ვაფრენ! და შენზე ჭკუა მეკეტება. _ მანაც სიცილნარევი ხმით ჩამომირაკრაკა ყველაფერი. -გულახდიალდ მითხარი, ჩემში რა მოგწონს?_ ვკითხე ინტერესით და თვალებში ჩავაჩერდი. ცოტახანი დაფიქრდა, მერე თვალები ისე აენთო თითქოს რაღაცა გაახენდაო. მზერა ჩემი თვალებიდან მკერდისკენ გააპარა და გამიცინა. -მკერდი და ტუჩები!_ გულახდილად გამცა პასუხი. მოლოდინით გაწბილებულმა, რომ თვალებს ან სულს იტყოდა ლამის ცრემლები გადმომცვივდა. ნაწყენმა ჩამოვიღე მისი კისრიდან ხელები და მანტოს ჯიბეებში ჩავიწყე. თან თვალს არ ვაცილებდი ჩემს წინ მდგარ მამაკაცს. რომელიც ჩვეულებრივად მიღიმოდა. არა! განა არ გამიხარდა ასეთი «ასაღიარებელი» მკერდი რომ მაქვს, მაგრამ მაინც მეწყინა. ვაჩე მიხვდა რაღაც სწორად რომ ვერ თქვა და სიცილით მომხივა ჩემი ხელების ზევიდან ხელები. -გეწყინა?_ მკითხა გულუბრყვილოდ და ჩაიცინა. მე ხმა არ ამომიღია და მზერა ავარიდე. _ რა ვქნა, მართლა საოცრად მომხივლელი მკერდი და ტუჩები გაქვს. _ აგრძელებდა ჩემს გაბრაზებას ის. _ კარგი თვალებიც ძალიან ლამაზი გაქვს, წელი ძალიან გამოყვანილი და ქალური. მთლიანობაში ძალიან სექსუალური და მომხივლელი ქალი ხარ. _ ცოტაც და ალბათ გავიღიმებდი, მაგრამ ბოლომდე არ ვთმობდი ჩემს პოზიციას. არადა როგორ მიხარი ასეთი აღნაგობის რომ ვარ მისთვის. ცუდი ტანი არც ისე არ მაქვს, მაგრამ ჩემი კაცი რომ ასეთი აღფრთოვანებით მახასიათებს სულ სხვაა. _ ისეთი ქალი ხარ სხვისკენ გახედვაც რომ არ მოგინდება!_ ღიმილით დააყოლა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა. აღარც მე არ გავჯიუტებულვარ და ორივე ხელი ლოყაზე მოვკიდე... მერე ჩემსკენ მთელი ძალით მოვიზიდე და მის ტუჩებს ახლა უკვე მე დავეძგერე გააფთრებული. -შემც საოცრად გემრიელი ტუჩები გაქვს. _ ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე სათქმელი. ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ორი დღეა არ მინახავს და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს, დავცარიელდი. ვაჩე ჩემთვის მარტო შეყვარებული არ არის. ის ბევრად მეტია. მამაკაცია რომლის მიმართაც უდიდესი ნდობით ვარ განსჭვალული, ეგეც რომ არ იყოს ძალიან ბევრი ისეთი რამ დამანახა რაზეც აქამდე თვალს ვხუჭავდი. ახლა უკვე ვიცი რომ საღამოს სახლში მიმსვლელი არ ვარ. უბრალოდ ამის უფლება აღარ მაქვს. ახლა უკვე ვაჩესთან ერთად უნდა დავჯდე სხვადასხვა ადგილებში და განვიტვრითო. ქალისთვის ეს სულაც არ არის ცოტა. შაბათი დღე ვაჩესთან ავღნიშნეთ. ძლივს დაემთხვა რომ ორივეს დასვნეება გვაქვს. რამოდენიმე კერძი გაამზადა, მე არაფრის დიდებით გამაკარა სამზარეულოს. ყურების დროს სულაც არ დამუფლებია შეგრძნება რომ ის მამაკაცია და მე ქალი. მემგონი ჩემზე უკეთ გამოსდის სამზარეულოში ტრიალი. ყველაფერს ძალიან სუფთად და ზედმიწევნით აკეთებს. ნიჟარაში ჩაწყობილი ჭურჭელი გამარეცხინა ბევრი რომ არ დაგროვდესო. მეც მორჩილად ვუსრულებდი მითითებებს. სუფრა მისაღებში პატარა მაგიდაზე გავშალეთ. ხალიჩაზე ფეხმორთხმული დავჯექი და ჩანთალი თეგფშზე დავაკაკუნე. -მშია ვაჩე რას აკეთებ ამდენხანს?_ გავძახე სამზარეულოში მყოფს. სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა სამზარეულოდან და ჩემს პირდაპირ მოკალათდა. ხელები ერთმანეთზე გაუხახუნა და თეფში შემივსო. ეჭვის თვალით გადავჩეჩე ჩანგლით საჭმელი და სიცილით გვხედე შუბლშეკრულ სვანს. თვალი სიყვარულით ჩავუკარი და ჩანგალი პირისკენ წავიღე. ტუჩები წინ გამოვწიე და შეფასების ნიშნად ორივე ცერა თითი მაღლა ავიწე და გავაქანავე. ღიმილით გადაიღო საჭმელი ვაჩემაც და დააგემოვნა. -პირველი მე რომ გამასინჯე რა იყო ვითომ?_ წყალი მოვსვი და სიცილით გადავხედე. ვაჩემ ხელი ჩემსკენ გამოწია და ცხვირზე მოცხობილი მაიონეზი მომწინდა. უხერხულად გადავაქნიე თავი და თვალები ძირს დავხარე. -რა მორცხვი ხარ?!_ ირონიულად ჩაიჩურჩულა ჩემმა შეყვარებულმა და ჩემსკენ მოჩოჩდა. _ დესერტი მინდა!_ წამოიახა მოულოდნელად და ყელში მაკოცა. -ნაყინი ხომ ვიყიდეთ, გინდა დაგიდო?_ ვკითხე გულუბრყვოლოდ და მის უკმაყოფილოდ გაწკლაპუნებულ ტუჩებს დავაკვირდი. _ აბა? -შენ მიდნიხარ!_ ამოიჩურჩულა ხმადაბლა და უთმქელად მომხვია წელზე ხელები. _ შენ?_ დასვა კითხვა. ისეთი დაბნეული ვიყავი სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და თვალებში უაზროდ ჩავაჩერდ. _ შენ? შენ არ გინდივარ?_ მკითხა სერიოზული ხმით და ოდნავ გადამაწვინა ხალიჩაზე. ნერწყვი ძლივს გადავუშვი სასულეში და ჩავახველე. ვაჩეს ჩემი საქციელი არ გამოპარვია და ღიმილით დამისვა საჩვენებელი თითი მუცელზე. მე უარესად შევიბიჭე. ინსტიქტურად შევისუნთქე მუცელი და თვალების ფახუნით დავხედე ვაჩეს ხელს. ვიბლიანი ოდნავ გადმოიხარა ჩემი სახიაკენ და ტუჩებით ნიკაპზე შემეხო, მერე ქვედა ტუჩზე და ბოლოს სასრუველსაც მისწვდა. ათრთოლებული ხელებით ხალიჩას დავეყრდენი და შევეცადე აფართხალებული გულისცემა დამერეგულირებინა. სიმძიმეს რომ ვეღარ გავუძელი მთლიანად ხალიჩაზე გავწექი და დაჭყეტილი თვლაებით ვაჩეს თვალებს ჩავაშტერდი. ჩემმა შეყვარებულმა ცალი ხელით გადამიწია სახეზე ჩამოყრილი თმები და ლოყაზე ხმაურით მაკოცა. მეტი ვეღარც მე მოვითმინე, ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. მოულოდნელობისგან წონასწორობა ვერ შეიკავა და ცხვირით ცხვირზე დამეჯახა. ახლა სიცილი თუ მიშველიდა, ხოდა მეც ავკისკისდი, ცოტახანში მომღიმარი ვაჩეც ავიყოლიე. მალევე დამშვიდდა და ისევ მე მომიბრუნდა. როცა იგრძნო რომ გონს მაკარგვინებდა მისი სიახლოვე და სუნამოს სუნი გათამამდა და მეც გამათამამა. მოგეხსენებათ ალბათ ასეთ დროს ქალები როგორ მორცხვები და დაბენულები ვხდებით, მაგრამ მაინც მივილტვით საყვარელი მამაკაცის ალერსისაკენ. ზუსტად ეგ შემთხვევა ვარ მე. საერთოდ არ ვფიქრობ მომდევლო საათებზე. ახლა ერთადერთი რაც მინდა ვაჩეს საიხლოვე და მოფერებაა. ხელები ნელა შემიცურა წელს ქვემოთ და მაგრად მომიჭირა. სიამოვნებისგან ამოძახილი ხმები ვერაფრით დავაკავე. მისი ტუჩები ყელთან რომ ვიგრძენი თვალები უნებურად დავხუჭე და გავირინდე. აქამდე ხომ მთიშავდა მისი კოცნა და ახლა, ახლა საერთოდ ჩემი წარმომავლობაც კი აღარ მახსოვს. ვგრძნობდი როგორ სიამოვნებდა კისერზე რიტუმულად ათამაშებული ჩემი თითები და მეც უარესად ვთამაშობდი. ყელიდან ტუჩებზე გადმოინაცვლა და მონატრებულივით დამიკოცნა. მერე ცოტახანს შეჩერდა. მეც ძლივს ამოვისუნთქე და თვალები გავახილე. არანაირი სურვილი მქონდა რომ ეფიქრა. ხელები უარესად მოვუჭირე და კვლავ ჩემსკენ მოვიზიდე. ეს უკვე ორივესთვი სასიამოვნო პასუხი იყო. ნელა ჩამიცურა ფეხებზე ხელი და მსუბუქად ისე რომ არ მტკენოდა მომიჭირა. მერე კი ცეცხლივით ამიტაცა ხელში და საძინებლისკენ წამიყვანა. წინააღმდეგობის გაწევის არც თავი მქონდა და მითუმეტეს არ სურვილი. მის საწოლზე ფრთხილად თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყო ისე დამაწვინდა და ზემოდან მოემქცა. არ მახსოვს რა სისწარფით ვხსნიდი მისი პერანგის ღილებს, მაგრამ საშინლად რომ მიკანკალებდა ხელები ვგრძნობდი. ამაზე ვაჩე მიცინოდა და ცდილობდა ჩემთვის გამოუცდელობის დისკომფორტი არ შეექმენა. მერე? მე აღარაფერი არ მახსოვს. ერთადერთი რასაც ნათლად ვგრძნობდი ჩემი მამაკაცის ტუჩები და ხელები იყო. რომლებიც უმისამართოდ დაბორიალობდინე და ენით აღუწერელ სიამოვნაბს მანიჭებდნენ. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა უკვე გამკიცხა ჩემი საქციელის გამო, მაგრამ მე არ ვნანობ! მაგრამ ისიც ვიცი რომ ქალები ასე არ იქცევიან, თუ მამაკაცი უგონოდ არ უყვართ... მე ჯერ კიდევ გუშინ ღამით მივხვდი რომ ჩემს ზემოდან მოქცეულ კაცზე, თავდავიწყებით ვარ შეყვარებული. სწორედ ამიტომ გადავდგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კიდევ იმიტომ რომ იგივეს ვგრძნობდი ვაჩესგან, და მე მას ვენდიბი! დილით თვალები რომ გავახილე და საწოლში სიცარიელე შევსებული დამხვდა გამიხარდა. გამხიარდა რომ ყოველივე ეს ჩემი სიზმრების ნაწილი არ იყო. ძალიან ბევჯერ გამიგია გათხოვილი ქალებისაგან, რომ საყვარელი მამაკაცის გვერდით წოლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა ვხვდები რომ მართლები არიან! ძალიან ბევრს კი არ ნიშნავს, ენით აუღწერელ ბედნიერებას მიქადდის. ნელა გადავტრიალდი ვაჩესკენ და მძინარეს დავაკვირდი. იღიმოდა! ხელი ნელა დავუსვი სახეზე. ბედნიერებისგან და სიამოვენბისგან გამაჟრიალა. საბნის შიგნიდან ვიგრძენი როგორ ასრიალდა მისი ხელი ჩემს შისველ ფეხზე და გამეღიმა. მერე მოულოდნელად გაახილა თვალები და ხელზე მსუბუქად მიკბინა. მეც მეამიტური სახე მივიღე და ტირილის პირას მისულმა ტუჩები ვაჩეს მოლოდინით დავბრიცე. მანაც არ დააყოვნა და ყველა თითი დამიკოცნა. -როგორ ხარ?_ მკითხა მზრუნველად და ზემოდან დამაჩერდა. -ძალიან კარგად!_ თბილად ჩავიჩურჩულე და სახეზე მოვეფერე. დავინახე როგორ გაუბედნიერდა წამში სახე. ალბათ ფიქრობდა რომ როგოც ქალი ახლა საოცრად შეურაფხოფილი ვარ და ვნანობ. არადა სულაც არ არის ეგრე. პირიქით უზომოდ კმაყოფილი ვარ. -მიხარია! _ ჩაილაპარაკა დაგუდული ხმით და მკერდთან ახლოს მაკოცა. _ გუშინ თქმა ვერ მოვახერხე! ძალიან გემრიელი დესერტი ხარ. _ ღიმილით ჩამჩურჩულა და ყურზე მაკოცა. -შენც არაგიშავდა. _ ჩავიცინე და ხელი ვკარი. -ეგ არაფერი, ყველაფერი გამოსწორებადია. _ ნიშნის მოგებით ჩამიკრა თვალი. _ ხოდა მიფრთხილდი!_ დააყოლა ბოლოს და საწოლიდან წამოდგა. _ დილით საუზმობ ხოლმე?_ მკითხა და გადმომხედა. -გააჩნია რას მომიმზდაებენ._ მხრები ავიჩეჩე და საბანი ყელამდე ავიტანე. -რაც გუშინ ჭამე ის. _ჩემსკენ გადმოწვა და ნიკაპზე თითი ამკრა. -მაშინ მარტო ყავას დავლევ. _ ჩავიცინე და ვანიშნე ოთახიდან გადი მეთქი. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და იქვე დაყრილ ჩემს ტანსაცმელს დავავლე ხელი. სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავის მე თვითონ შემეშინდა. თმები საშინალდ აბურდული და თვალები ოდნავ ჩაწითლებული. ძილს რომ ვიკლებ სულ ასე მემართება. წარმომიდგენია ვაჩე რომ დამინახავდა რას იფიქრებდა. სიცილით გამოვაღე სააბაზანოს კარები და სამზარეულოსკენ წავედი. ყავა უკვე მოემზადებინა და მე მელოდებოდა. ფინჯანზე ხელები მჭიდროდ შემოვაჭდე და ვაჩეს პირდაპირ მოვკალათდი. -ლამაზი ხედი გაქვს. _ ფანჯრისკენ მივუთითე. -შენც არაჩვეულებრივი ხედი გაქვს. _ სიცილით ჩაილაპარაკა და მკერდზე მანიშნა. -ერთხელაც იქნება გავაფრენ და ნახავ. _ ჩავილაპარაკე სიცილით და მაგიდაზე დაგდებული კალამი ვესროლე. მოხერხებულად აიცილა და დაიჭირა. -გუშინ სახლში რომ არ მიხვედი შენები რას იტყვიან?_ მკითხა და კალამი მაგიდაზე დააგდო. -დედას ვეტყვი სიმართლეს. აი მამაჩემთან რა ვთქვა არ ვიცი. _ ჩემი მშობლების გახსენებისას სირცხვილის გრძნობამ შემიპყრო. -შენ დედაშენს აუხსენი თუ გინდა და მამაშენს მე დაველაპარაკები. _ გამამხნეველად ჩამიკრა თვალი. -არა! გადაირვევა!_ წამოვიძახე შეშფოთებულმა. -მომავალში უფრო გადაირევა ღამე სახლში რომ არ მიხვალ ხოლმე. -ვერ გაიგებს ვაჩე. როგორ უნდა აუხსნა, მე თქვენი შვილის საყვარელი ვარო?_ ჩავიცინე სიმწრით და ვაჩეს დაბერილ ძარღვებს მივაშტერდი. -ეგ მე ვიცი. _ გამოცრა კბილებში და ფეხზე წამოდგა. -ძალიან გთხოვ, ჯერ არაფერი თქვა. ვეცდები მე თვითონ მოვაგვარო ოჯახში საქმე. _ მუდარით გავხედე. -იცოდე მე დამალვას არ ვაპირებ!_ ჩაილაპარაკა მკაცრად და შუბლზე მაკოცა. _ გახსოვს მაშინ ბარში რომ ქალი შეგვხვდა?_ იკითხა მოულოდნელად. პირთან მიტაილი ფინჯანი ცივად დავდე მაგიდაზე და ვაჩეს მივაშტერდი. _ჩემი წარსულია. -თუ წარსულია მე არ მაინტერესებს! ჩემთვის მთავარი დღევანდელი დღეა._ ჩავილაპარაკე საკუთარ თავში თავდაჯერებულმა და ლოყაზე ვაკოცე. ვაჩესთან დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, ჩემები ინერვიულებენ მეთქი და წამოვედი. თან ფიქრიც ძალიან მჭირდებოდა ახლა, როგორია დედაშენს აუხსნა რომ ღამე მამაკაცთან გაატარე. სახლში ასვლამდე ათასჯერ მაინც დავაწყე წინადადება თავში, როგორ ამეხსნა გუშინდელი არ მისვლა. ჩანთიდან გასაღებების აცმა ამოვიღე და საკეტს მოვარგე. შემოსასვლელიდან დავლანდე, მისაღებში მყოფი დედა. ჩვეულებრივად იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. მის წინ სავარძელზე ჩამოვჯექი და დაველოდე როდის დაიწყება საუბარს. -გუშინ რომ არ მოვედი... _ ამოვილუღლუღე და თავი დავხარე. -ვიცი!_ ჩაილაპარაკა მკაცრად და ნაწყენმა. -რა იცი?_ გაკვირვებულმა ავწიე თავი. -თანამშრომლებმა იქეიფეთ და შენს უფროსთან დარჩი. _ ჩაილაპარაკა ქეთიმ და დივნიდან წამოდგა. რაღაცის თქმა დავაპირე ოთახიდან თვალების პაჭუნით რომ გამოვიდა ლანა.ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა და სასაცილოდ გაიჯგიმა. მუშტი ქეთის შეუმჩნევლად დავუქნიე და მერე კოცნა გავუგზავნე. მიუხედავდ ამისა, მაინც ვაპირებდი დედაჩემისთვის სიმართლის თქმას. -ეგ თანამშრომლები კარგი, მაგრამ მე სხვა რაღაც უნდა გითხრა. _ მივუბრუნდი ტელევიზორთან მდგარ დედას. -ეგეც ვიცი!_ ამჯერად ხმა გაიმკაცრა. -ახლა რაღა იცი?_ ამოვიკნავლე საცოდავად და ლანას გავხედე. იმან მხრები აიჩეჩა და დივანზე დაწვა. -ის რომ არანაირი თამანშრომლების შეკრება არ ყოფილა და ღამე შენს შეყვარებულთან დარჩი. _ ელდანაცემივით წამოვფირინდი სავარძლიდან. ლამის გული გამისკდა ნერვიულობისგან. -შენ საიდან იცი?_ ამოვიტირე და სავარძელში ჩავჯექი. -შენი აზრით ცუდი დედა ვარ?_ მკითხა ხმაჩამწყდარმა და წინ მაგიდაზე ჩამოჯდა. -ქეთი, ეგ რა შუაშია?_ უარესად დამაბნია და ამანერვულა. -რა შუაშია და მე საკმაოდ კარგი დედა ვარ იმის კვალობაზე რომ ჩემს შვილებს ვიცნობდე. _ წარბი მაღლა აწია და ლანას გადახედა._ მე თქვენ რა უნდა გამომაპაროთ?_ ღიმილი ვერ შეიკავა ბოლოს, მაგრამ სიმკაცრეს მაინც არ კარგავდა. -მიყვარს!_ ჩავილაპარაკე ხმდაბლა და თავი დავხარე. -მაგას რომ არ ვხვდებოდე ახლა საღი ვერც იქნებოდი. _ ჩამიცინა და მუხლზე ხელი დამარტყა. -შენ საიდან იცი?_ როცა მივხვდი რომ საფრთხემ ჩაიაირა და დედამ ეს ამბავი ასე თუ ისე გადაიტანა ვიკითხე. -დედამ ყველაფერი იცის._ თვალი ჩამიკრა და ლანას გადახედა._ სხვათაშორის სოფლის ამბებიც. -ჩემთან რაღა გინდა?_ აფორაჯებული წამოხტა ფეხზე. -მე არაფერი არ მინდა, მამაშენმა არ გაიგოს თორემ ვაი. _ ჩაიცინა და ისევ მე მომიბრუნდა. _ მართალია არ გამართლებ, მაგრამ არც ჩხუბს ვაპირებ. მამაშენთან მე მანამდე მქონდა ურთიერთობა სანამ ხელს მოვაწერდით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ქალი ვარ. _ ჩაიცინა ისევ და ლოყაზე ხელი დამისვა. -დედაშენმა იცოდე მერე ეგ?_ კისკისით კითხა ქეთიმ. -შენგან განსხვავებით მე დედაჩემს არაფერ ვუმალავდი. _ ნაწყენმა გადახედა შვილს. -დღეს ვაპირებდი თქმას. _ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და გაიცინა. -მამაშენს რა უნდა უთხრა? -მამას რამე უნდა უთხრა?_ შეიცხადა ლანამ. -აბა ტყუილში უნდა აცხოვროს?_ კითხა გაბრაზებულმა დედამ. -მაშინ მე დღეს ნინისთან დავრჩები, ჩემივე უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს. _ მხრები აიჩეჩა და ხელები მარლა აწია. -გმადლობ ლანა, როგორ დამამშვიდე. _ ჩავიქირქილე მე. -ნუ ნერვიულობ დედი შენ, ზურას მე დაველაპრაკები და შევაპარებ. -არა! მე და ვაჩე ვეტყვით. -რას ეტყვით შენ და ვაჩე? თავზე ხომ არ წამოადგებით ასე უცებ? მე გავაფრთხილებ რომ შეყვარებული ხარ, ასე ისე... _ დაიწყო დედამ. -გუშინდელ ღამეზე ხმა არცერთს დაგცდეთ!_ თითის აწევით გავაფრთხილე ჩემები. -სამარე ვარ. _ ტუჩები ამოიკერა ლანამ. -ახლა რას აპირებთ?_ მაინც ვერ მოისვენა დედამ. -ჯერ არაფერს. ვაჩემ დამალვა არ მინდაო, მე კიდევ არ მინდა ასე მალე ოჯახზე ვიფიქრო. -რა გამოვიდა აბა ახლა? გაერთეთ?_ წარბები კუშტად შეკრა ლანამ. -ნუ ხარ სულელი! რას ქვია გავრეთეთ, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს ეგ რომ ხვავლე ცოლად გავყვები. ჯერ ხელი მთხოვოს. _ ჩავიცინე მე. -რომ გთხოვოს გაყვები?_ ეჭვით მკითხა დედამ. -დაუფიქრებლად. იმ დღესვე ჩავუსახლდები! -მანამდე მამაშენი ნახეთ. _ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. -სად არის ახლა?_ მოვიკითხე მამა. -სამსახურშია. -მადლობა დე!_ მივაძახე გასვლამდე და ლოყაზე ვაკოცე. _ ცუდს მართლა არაფერს ვაკეთებთ!_ გავუმეორე ხმამაღლა. -ვიცი და იმიტომაც არ გეჩხუბები. _ თვალი ჩამიკრა და საფეთქელზე მაკოცა. _ მე ვგრძნობ რომ გიყვარს დედი... შენსასაც ვგრძნობ!_ მიუბრუნდა ატუზულ ლანას და გულზე მიიხუტა. ოთახში როგორც კი შევედი ვაჩეს ნომერი ავკრიფე და დავურეკე. რამოდენიმე ზარის შემდეგ ყველაზე საყვარელი ბარიტონი გავიგონე. -რაო პატარავ?_ მკითხა შეშფოთებული ხმით. -ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა. ახლა მამა უნდა ვნახოთ მე და შენ და ეგ არის. _ მხიარულად ჩავძახე და ვიგრძენი როგორ მოეშვა მასაც. -დღესვე გამოვალ და ვნახოთ. -მართლა?_ ვიკითხე გაკვირვებულმა და გახარებულმა. -რაღას ველოდო? დღესვე გამოვალ და წამოგიყვან. _ ჩაიცინა ვაჩემ. -წაყვანის რა მოგახსენო და ნახვით ვნახოთ. არ ვიცი ბედის ბრალია თუ არა, მაგრამ იმ დღეში ვაჩეს და მამაჩემის შეხვედრა ვერ შედგა. მამას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ერთი კვირით თელავში წავიდა. ჩემი და დამცინოდა, ხომ ხედავ თავიდანვე არ გამოდის მაგათი ამბავიო. დედაჩემი კიდევ მამშვიდებდა, კარგია რომ წავიდე, მანამდე რამეს მოიფიქრებთო. ვაჩეს რომ ვუთხარი შენი სტუმრობა გადაიდო, ჩვენთანმეთქი, მაშინ შენ მესტუმრეო... ხოდა მეც ავდექი და წავედი. სულ ფარფატით მივედი ნაცნობ კორპუსთან. კიბეებიც ისე ავიარე, დაღლა საერთოდ ვერ ვიგრძენი. სახელური ნელა ჩამოვიწე, ვიცოდი რომ ღიას დატოვებდა, არც შევმცდარვარ. ნელა შევედი მისაღებში და დივანზე მჯდომს უკნიდან მივეპარე. -რას აკეთებ?_ ვკითხე ხმამაღლა და დავაფეთე. სიცილით შემოატრიალა თავი. ხელები მუცელზე მომხვია და წამებში მის კალთაში აღმოვჩნდი. ნელა დამიკოცნა ჯერ სახე და მერე ყელი. -მომენატრე. _ ჩამჩურჩულა ვნებიანად და ყურზე მაკოცა. -მეც ძალიან მომენატრე, მაგრამ დღეს ვერ დავრჩები. _ ჩავილაპარაკე მოწყენილმა და თავი გულზე მივადე. -რატომ?_ მკითხა გაკვირვებულმა და ხელი ნიკაპქვეშ ამომდო. -მართალია დედაჩემმა გაგვიგო, მაგრამ ასე კარგადაც არ გაუგია, ყოველდღე აქ დავრჩე. ცოტახანი უნდა ვადროვოთ რომ ბოლომდე შეეგუოს, გოგოს გაქალებას. _ გადავიკისკისე და ყელში ვაკოცე. -მაშინ ახლავე უნდა მოგეფერო მონატრება ცოტათი მაინც რომ ჩავიცხრო... თორემ სასიდერდო უკვე მბოჭავს. _ მანაც ჩაიცინა და ჰაერში ამაფრიალა. მის მკლავებზე ვებისგან და სიყვარულისგან დაღლილს მედო თავი და თმების ბოლოებს ვიწვალებდი. თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. -მშია. _ დავიწუწუნე და ვაჩეს ავხედე. თვალებანთებული მიყურებდა და თმებზე მეთამაშებოდა. -ახტი და რამე მოამზადე, მე მანამდე ცოტას წავუძინებ. _დამასაქმა ჩემმა საყვარელმა და საწოლს მოერგო. -არა! ერთად მოვამზადოთ. _ დავუბღვირე და დაკუნთულ მკლავზე ვუბრწკინე. _ გინდა ერთად ვივარჯიშოთ ხოლმე?_ შევთავაზე და ხელებით ზურგზე დავეყრდენი. -მერე არ გეშინია სარბენი ბილიკიდან რომ გაქრე. _ გამიცინა და თვალები დახუჭა. -ეგეთი სუსტიც არ ვარ. _ დავუბღვირე და ჩემს მხარეს გადავწექი. _ მე მართლა მინდა ვარჯიში. ადრე ვარჯიშობდი ხოლმე. _ გამოვაცხადე სიამაყით და გავიტრუნე. -ხვალ გავაჯიშებ. _ დამპირდა ვიბლიანი და ხელი მუცელზე მომხვია. _ ძველი პრესი გეტყობა. _ დამცინა და მუცელზე თითები დამკრა. -ნუ ხარ დამპალი!_ თმები ავუბურდე და ასადგომად მოვემზადე, მანამდე ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და საწოლიდან წამოვდექი. იქვე გადაკიდებული ვაჩეს მაისური გადავიცვი და გარდერობის სარკის წინ დავტრიალდი._ სულ ვამბობდი რომ მამაკაცის მაისური ქალებს უფრო უხდება. შეხედს დამაკვდა!_ ჩავიცინე და მაისური წინ გავწიე. -აბა შემომხედე. _ ჩემსკენ გადმოტრიალდა ვიბლიანი და კმაყოფილმა ტუჩები ამოატრიალა. _ კაცებიც მაგ აზრზე ვართ! ნუ მე ყოველშემთხვევაში შენს ტანზე უფრო მომწონს! მნიშვნელოვან ადგილებს არ ფარავს._ ჩამიცინა და თავის ხელს დაეყრდნო. -გარყვნილი კაცი ხარ!_ ჩავიფრუტუნე და სამზარეულოსკენ წავედი. დივანზე დაგდებული ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და შევამოწმე. არავის არ გავხსენებივარ. მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოვიღე და საყვარელი მამაკაცისთვის, ცხოვრებაში პირვლად დავიწყე სადილის მომზადება.მინდა ვაღიარო, რომ საოცრად სასიამოვნო პროცესია. როცა იცი რომ ამ ყველაფერს იმ კაცისთვის ამზადებ ვის გვერდითაც სულ ცოტა ხნის წინ იწექი და ვინც შენი ნაწილია, სიამოვნება ასმაგდება. ჩემი საყვარელი კერძი გავამზადე, სულ ვაჩეს გამზადებულს რომ ვჭამ და თანაც უზომოდ გემრიელს მეშინია არ დამიწუნოს. -რა სუნებია. _ ჩაილაპარაკა მოგუდული ხმით და გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა. -არ გცივა?_ ვკითხე და მაისური ოდნავ ჩამოვიქაჩე. -მერე შენ რისთვის ხარ? გამათბე!_ ჩაილაპარაკა მტკიცე ტონით და თეზოებზე ხელი მომხვია. მეც ინსტიქტუად მისი ძალის გამოყენებით, მის კალთაში აღმოვჩნდი. დაკუნთულ მუცელზე თითები ავატარ ჩამოვატარე და გავუცინე. სიცილით დამკრა ცხვირზე თითი და ფეხზე წამომაგდო. -აბა მზად ხარ ჩემს გამო თავი გაწირო?_ტაფას თავსახური ავხადე და დავანახე. -შეხედულება და სუნი კარგი აქვს, აბა გემო ვნახოთ. _ ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და თვალი ჩამიკრა. _ რა ლამაზი ხარ!_ დააყოლა თბილი ხმით და მკლავზე ხელის ზურგი ჩამომისვა. მისი სიტყვებით გათამამებულმა და გახარებულმა გამოვაჩოჩე სკამი და გვერდით მივუსკუპდი. -როგორ ფიქრობ შენებს ვემახსოვრები?_ მკითხა დაკვირვებით და საჭმელი გადაიღო. -წესით უნდა ახსოვდე. გამორიცხულია შენს მშობლებს არ იცნობდნენ. _ ჩავილაპარაკა თავდაჯერებულმა და მკლავზე ვაკოცე. _ ხომ არ ნერვიულობ?_ ვკითხე თვალების პაჭუნით. -შენნაირი ქალის გამო რომ მივდივარ, შენი აზრით სანერვიულოდ არ მაქვს საქმე?_ მკითხა ღიმილით და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. _ ასეთი ქალები ადვილად დასათმობები არ არიან ლენკა!_ მტკიცე ტონით ჩაილააპრაკა და პირველი ლუკმა დააგემოვნა. _ მართალი უთქვამთ, კაცები უკეთესად ვამზადებთ, თუმცა არც ეს არის ურიგო. _ მოწონების ნიშნად ჩემს მსგავსად ორივე ცერა თითი მაღლა აწია. 12თავი. მოულოდნელად დაურეკეს სამსახურიდან და იქ გავარდა. მე კიდევ სახლში დამტოვა და დამიბარა ჩემს მოსვლამდე ფეხი არ მოიცვალო. მეც მორჩილად ვზივარ ახლა და ველოდებია, მანამდე ცოტა სახლი მივალაგე. კაცი მარტო ცხოვრობს, თანაც ასეთი გადმღლელი გრაფიკი აქვს და თვისთავად ირევა სახლი. მანამდე დედაჩემსაც ველაპარაკე და ავუხსენი ყველაფერი. მერე მამაჩემმა დამირეკა და მომიკითხა. თავიდან შემეშინდა ვაიდა დედამ ხომ არაფერი უთხრა, ან ხომ არ წამოცდა მეთქი და დაძაბული ვცემდი პასხებს. ბოლოს როცა მივხვდი რომ არაფერი იცოდა დავმშვიდდი და მეც თავისუფლად მოვიკითხე. ეგ კი არა მე იმაზე ვეჭვობ მაინც დედამ ასე ადვილად როგორ გამიგო. გასაგებია რომ ხვდება მიყვარს, მაგრამ რაღაცას მიმალავს და ამას ვგრძნობ. მაგრამ მაგას რა მათქმევინებს, მერე რამე არ გადაუტრიალდეს და ვაჩესთან ურთიერთობა არ დამიწუნოს. სამი საათის შემდეგ დაბრუნდა ვიბლიანი სახლში. ღიმილით წამოვდექი ფეხზე და კარებშივე მივესალმე კოცნით. -ხომ მშივდობაა?_ მოვიკითხე სამსახურის ამბები. -ყველაფერი კარგად არის. შენ ხომ არ მოიწყინე?_ მკითხა და თან სახლი მოათვალიერა. _ უსაქმოდ არ ყოფილხარ. _ ჩამიცინა და ცხივრზეე მაკოცა. მოულოდნელად აწკრიალებულმა ტელეფონმა მყუდროება დაგვირღვია. დივანზე დაგდებულ აპარატს ხელი დაავავლე და ჩემი დის ნომერს გაკვირვებულმა დავხედე. -ხო ლანუ. _ ჩავილაპარაკე თბილად და პასუხს დაველოდე. -რომ იცოდე რა მაგარი ამბავი მქვს. _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი და. -გისმენ აბა. _ ჩავიცინე და ვაჩეს კოცნა გავუგზავნე. -ირაკლი და ჯონი ჩამოვიდნენ დღეს ქალაქში._ წამოიძახა გახარებულმა. -მართლა? რა კარგია, სად ხართ ახლა?_ ვიკითხე მეც ჩემი დის ამბით გახარებულმა. -ჭავჭავაძეზე რომ კაფე ვიცით იქ ვართ. _ ჩაიკაპარაკა ბედნიერმა. -კარგი ახლავე გამოვალ. _ გავეცი მეც საჩქაროდ პასუხი და ტელეფონი გავუთიშე. წარბაწეულ და გაკვირვებულ ვაჩეს ღიმილით გადახვედე და მისკენ წავედი. _ ჩემს დას შეყვარებული და შეყვარბულის ძმაკაცი ჩამოუვიდა სოფლიდან და გაგიჟებულია. _ ვახარე მასაც. -უნდა წახვიდე? _ მკითხა ცოტა ნაწყენმა. -შენც წამოდი. თან ჩემებსაც გაგაცნობ. ძალიან კარგი ხახლია. _ კისერზე ხელები შემოვაწყე და ავხედე. -შენ წადი მე დავისვენებ. _ გამცა ცოტა უცნაური პასუხი და დივნისკენ წავიდა. -გეწყინა რამე?_ ვკითხე აღელვებულმა და მისკენ მივტრიალდი. -ნუ ხარ სულელი, უბრალოდ დავიღალე და მართლა ვერ წამოვალ ახლა ვერსად. ბოდიში კარგი?_ გამიცინა თბილად და თვალი ჩამიკრა. -კარგი როგორც გინდა. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. _ ჩავილაპარაკე ხმადაბლა და ჩანთას ხელი დავავლე. -რაღაცა გავიწყდება!_ მომაძახა კარებთან მისულს და ტუჩებზე თითები გადაიტარა. სიცილით მივტრიალდი უკან და ხმაურით ვაკოცე ბააგეებზე. ვაჩესგან პირდაპირ ჭავჭავაძეზე წავედი. კაფეში ისხდენენ და ჭორაობდნენ. როგორც კი დამინახეს ორივე ფეხზე წამოდგა და გადამკოცნეს. ჯონის გვერდით თავისუფალ ადგილას დავჯექი და შეკვეთა მივეცი. ბიჭები გვიყვებოდნენ რომ ირაკლიმ ვეღარ გაუძლო მონატრებას და ჩამოაკითხა. თან მერე ჯონიმ შემახსენა შენ მოპატიჟებაც მივიღეთო. ბევრი ვიცინეთ და ბევრიც ვიმხიარულეთ. -სოფელში როდის ბრუნდებით?_ იკითხა მოწყენილმა ლანამ. -ხვალ საღამოს წავალთ. -ჩვენთა რჩებით ხომ?_ ვიკითხე მე და სამივეს გადავხედე. -არა, ჩვენ მეგობართან ვრჩებით. _ გამიცინა ირაკლიმ. -აბა ეგ რა სტუმრობა გამოვიდა?_ გავიკვირვე მე. -სტუმრად ლანას ხელის სათხოვნელად რომ ჩამოვალთ მერე მოვალთ. გაიცინა ჯონიმ და ლანას გადახედა. ჩემს დას სიხარულსიგან და სიმორცხვიგან წითელი ფერი დაედო. ირაკლიმ მხარზე ხელი მაგრად მოხვია და გულზე მიიკრა. ჯონიმ სოფლის ერთი კვირაც გაიხსენა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ორივე ძალიან კარგი ბიჭია. ირაკლი მართლაც რომ ჩემი დის შესაფერისია. თან როცა ვხედავ როგორი ბედნიერია მასთან ყოფნის დროს. კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, მერე სახლამდე მიგავცილეს და წავიდნენ. სადარბაზოში გახარებული მიზიარებდა ლანა თავის ემოციებს. მეორე დღესაც წავედით ბიჭების სანახავად. ლანამ დაიჩემა გინდა თუ არა გაგაცილებთო და ირაკლიც ვერ შეეწინაღმდეგა. ერთი საათი ველოდებოდით მარშუტკის შევსებას. მანამდე წყვილმა გაპარვაც მოახერხა. ჯონის გვერდით ირაკლის ადგილზე ვიჯექი და ვჭორაობდით, ჩემი ტელეოფნი რომ აწკრიალდა. გახარებულმა ვუპასუხე ვაჩეს ზარს. -როგორ ხარ?_ მკითხა თბილად. -კარგად შენ როგორ ხარ? -მე ცოტა მომენატრე და არამიშავს. სად ხარ? -გუშინ რომ გითხარი სოფლიდან სტუმრები გვყავს მეთქი იმათ ვაცილებთ. _ ჩავიცინე და ჯონის გავხედე. -რას იზამ დღეს მანხავ? -აბა რას ვიზამ. რომელზე შევხვეთ? -რომ გააცილებთ მომწერე და გამოგივლით. შენ დასაც გავიცნიბ თან. _ ჩაიცინა ჩემმა საყვარელ-შეყვარებულმა. -კარგი მოგწერ. _ გავიცინე მეც და ტელეოფნი გავთიშე. -შეყვარებულია?_ მკითხა ჯონიმ ღიმილით. -აჰამ! _ ჩავილააპრაკე ბედნიერმა -კარგია ვიღაც რომ გყავს გვერდით რა. -შენ კიდევ ეპრანჭები იმ გოგოს?_ ვკითხე სიცილით. -ვერ შევაბი ასეთი რამე გინახავს?_ ჩაილაპარაკა მანაც სიცილით და მოსულ წყვილს გადახედა. ბიჭები როგორც კი გავაცილეთ ვაჩეს დავურეკე და ვუთხარი სადაც ვიყავით. ლანა გახარებული ელოდებოდა შემს შეყვარებულს. ძლივს მეღირსა სასიძოს გაცნობაო. ვაჩემ მანქანა ჩვენს წინ გააჩერა თუ არა მობუზული ჩავუხტი და ლანასაც ვანიშნე დაჯექი მეთქი. მოკრძალებულად გამოაღო მანქანის კარები და ნაზი ღიმილით მიესალმა ვაჩეს. -ვაჩე ეს ჩემი დაა ლანა, ლანა ეს არის ჩემი ვაჩე. _ თბილი ხმით ჩავილაპარაკე და ვაჩეს გადავხედე. -მაგრად გავხართ. _ ჩაიცინა ვაჩემ და ლანას თვალი ჩაუკრა. _ სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. _ დაიმორცხვა ჩემი და. -რა ქენით გააცილეთ სტუმრები?_ იკითხა ინტერესით და ლანას სარკეში ღიმილით გახედა. -გავაცილეთ და სოფელში დაგვპატიჟეს ჩვენც, ხომ წამოხვალ?_ ვკითხე სერიოზულმა და გადავხედე. ვაჩემ თავი დამიქნია და მანქანა იქვე ახლომდებარე პატარა კაფესთან გააჩერა. ძალიან მარტივად და კარგად გაუგეს ერთმანეთს. ლანასთან უმეტესწილად სულ განათლებაზე და მის რეფორმებზე საუბრობდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს კაცი ამოუწურავია. ბოლომდე როდის გავიცნობ კაცმა არ იცის. მერე ჩემმა დამ დაგვტოვა, სანამ გარეთ ვარ ბარემ ნინისაც ვნახავოო. -იცი ახლა რა გამახსენდა?_ ჩავილაპარაკა და თავი მხარზე მივადე. ვაჩემ ბგერები ამოუშვა იმის ნიშნად რომ მისმენს. _ პირვლად კაბინეტში რომ გნახე, როგორი ურჯულო მეგონე იცი?_ ჩავიცინე და ავხედე. _ ძალიან ცივი და საზიზღარი ადამინი მეგონე. არადა სულ სხვანაირი ხარ. ნუ მართალია ზოგჯერ ყინულზე ცივი ხარ, მაგრამ მაინც თბილი ხარ!_ დავამთავრე და მოვეხვიე. -ჩემს სითბოს დამსახურება უნდა!_ ჩამიცინა დინჯად და ცხივრზე თითი დამკრა. -ე.ი. მე დავისმახურე!_ გამოვაჯავრე და ტუჩებზე ვაკოცე. -არ გავიდეთ?_ იკითხა და ონდვა წამოიწია. -გავიდეთ ხო. _წამოვიწიე მეც და გადაკიდებულ ქურთუკს დავავლე ხელი. -ჩემთან წამოხვალ თუ სახლში დაგტოვო?_ მკითხა და თვითონაც ფეხზე წამოდგა. -სახლში დამტოვე. _ ვიწყუნე მე და ჩანთა მოვიკიდე. -კარგი. _ გამცა მოკლე პასუხი და გასასვლელისკენ მიბიძგა. ჩემი უბნისკენ რომ არ წავიდა ეშმაკობას მივუხვდი და მხარზე ხელი ვკარი. მანაც თბილად გამიცინა და ხელზე ხელი მომარტყა. -მეც არ გამიკვირდა როდის აქეთ მეკითხება ასეთებსმეთქი. _ ჩავიცინე და ღვედი შევისწორე. -ის სახლი ხიბლს კარგადვს შენს გარეშე, მე კიდევ ხიბლდაკარგული არაფერი მომწონს. _თვალი ჩამიკრა და შუქნიშანზე მანქანა გააჩერა. ძალიან ბევრჯერ შემიდარებია დღევანდელი ვაჩე და საავადმყოფოში ხილული ექიმი. ზოგჯერ მართლაც რომ საოცრად დიდი მსგავსება ამ ორ ვაჩეს შორის, მაგრამ ზოგჯერ სულ სხვანაირია. ჩემთან მიმართებაში ამ ბოლო დროს ძალიან დათბა. ზოგჯერ აქვს ხოლმე გაფრენის საათებიც, მაგრამ იშვიათად. მეგობრებთანაც ძალიან თავისებურია, არასდროს ლამაპრაკობს ბევრს და არ გაბეზრებს თავს. მართალია მე სულ იმაზე ვეკამათები რა სიტყვაძუნწი ხარმეთქი, მაგრამ მისი სიჩუმეც ძალიან მიყვარს. ხმას რომ იღებს მერე ვდნები და ვიღვენთები. სულ ისეთ რაღაცებს მეუბნება რაც ან მაბნევს ან მაბრაზებს. მანქანა კორპუსის სადგომზე დააყენა და სადაბრაზოსკენ წამიყვანა. იქვე სკამზე ჩამწკრივებულ ქალბატონებს მოწიწებით გაუღიმა და თავი დაუკრა. -ვაჩე შვილო ცოლი რომ მოიყანე არ უნდა გეთქვა? წამოიძახა ერთ-ერთმა ქალბატონმა. ორივემ ისნტიქტურად გადავხედეთ ჯერ ერთმანეთს და მერე ქალებს. სიცილი ძლივ შევიკავე ვაჩეს დაბერილ ძარღვებზე. საშინლად ვერ იტანს სხვის ცხოვრებაში მოქექიალე ადამიანებს და მითუმეტეს ზრდასრულ ქალებს. ხელი წელზე უფრო მჭიდროდ მომიჭირა და ყველას ერთად მოავლო თვალი. -ქორწილს რომ დავგეგმავთ აუცილებლად დაგპატიჟებთ. ჯერ არაოფიციალურად ვართ ერთად. ჩაილაპარაკა მშვიდად და სადარაბაზოსკენ წამიყვანა. მხარზე თავი მივადე და ისტერიკული სიცილი ავტეხე. ჩემს საყვარელს წარბიც კი არ შეუხრია იდგა და მელოდებოდა როდის მოვკუმავდი პირს. როცა მივხვდი რომ სერიოზულად გაბრაზდა გავჩუმდი და პირზე საჩველებელი თითები გადავიჯვარედინე. -მთელი სამეზობლო შენს დაოჯახებაზე ღელავს._ როგორც კი სახლში შევედით წამოვიძახე და ზურგზე ხელები მივარტყი. -სამეზობლო ზრუნავს და შენ მაგარი გკიდია. _ ჩაილაპრაკა და დივნისკენ წავიდა. -მთხოვე ბატონო ხელი და იქნება გამოგყვე._ მხრები ავიჩეჩე და მეც უკამ მივყე. -ისე ვერ უნდა მიხვდე რომ დროა გადმობარგდე?_ მკითხა წარბაწეულმა და დივანზე დაწვა. -ჯერ მამაჩემი მოვთაფლოთ და მერე გადმოვიტან ბარგს. _ ჩავილაპარაკე ხმადაბლა და გაშლილ მუხლებზე დავაჯექი. -როდის ჩამოდი?_ მკითხა და თავისკენ გადამწია. -ხვალ დილით ჩამოვა, ასე რომ საღამოს გელოდებით. იმედია კიდევ რამე არ შეგვიშლის ხელს. _ ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და ნიკაპზე ვაკოცე. -დედაშენს ვარდები უყვარს?_ მკითხა ინტერესით. -თეთრ ვარდებზე გიჟდება. _ ჩავიცინე და თვალები დავხუჭე. -მამაშენს როგორც მოქეიფეს ღვინო ეყვარება. _ თავისთვის ჩაიბურტყუნა და თმებზე მომეფერა. -შენ რა იცი რომ მოქეიფეა?_ გაოცებულმა ავხედე ვაჩეს. -ყოველ თვე სოფელში რომ დადის კაცი აბა რა იქნება. _ ჩაილაპარაკა დაბნეულმა და თავი ისევ გულზე დამადებინა. მეორე დღეს დილაადრიან დაგვადგა მამა თავზე. მე მთელი დღე დაძაბულობა ვერ მოვიხსენი. ხან რა ხერხს მივმართე ხან რას. ბოლოს ინტერნეტშიც კი დავიწყე ინფორმაციების მოძიება. მაგალითად, როგორ ხვდებია მამები ასეთ ამბებს. როგორ იგერიებენ ქალიშვილის შეყვარებულს. მაგრამ საჩემო არაფრი არ ეწერა. დედაჩემი ერთი საათი აპარებდა სტუმრად ბიჭი უნდა მოვიდეს დღეს და შენი ქალიშვილის ხელი უნდა გთხოვოსო. ამაზე სულ გადვაირიე რა ხელის თხოვნა აუტყდა ამ ქალს. ვინ უთხრა ხელის სათხოვნელად მოდითქო? მერე მარტო რომ დავიგულე, იცოცხლე ავავსე საყვარდრებით. -აბა რას ვეტყოდი ოფიციალურად საყვარლებად აკურთხე მეთქი?_ დამიქაჩა თვალები დედამ. რაღაც ვეტყოდი, გავისუსე და ვაჩეს მოსვლას დაველოდე. მისაღებში მამაჩემთან ერთად ვიჯექი და ვაჩეს მოსვლას ველოდებოდი. ცოტა კი მიკვირდა ზურას ასეთი სიმშვიდე, სხვა შემთხვევაში სულ ჯუჯღუნდებას და მოუთმენლობა იპყრობს. ლანამ მეც ახლა ვეტყვი და ბარემ ერთად გაუმკლავდესო. ამაზე სულ დავიძაბე, ახლა რომ ვაჩე არ მოეწონოს მერე სად მივიდვარ. ჯერ იმით ხომ არ დავიწყო გაცნობა, ჩვენი მეზობლები რომ იყვნენ. არა რამე მოკლე წინადადება მინდა უცებ რომ ვახარო. -რას დადიხარ შვილო წინ და უკან დამეხვა თავბრუ. _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილო მამამ და თვალები დამიბრიალა. -მამა, იცი რა კარგი ადამიანია ვაჩე? გვერდით მივუჯექი და მისი პლიუსების ჩამოთვლა დავიწყე. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა. შენთანხმებულებივით ყველა ერთად წამოვდექით ფეხზე. მე პირველი გავიჭერი წინ და კარებისკენ ძუნძულით წავედი. უკან მამაჩემის მზერა მომყვებოდა და საშინლად მძაბავდა. კარები როგორც კი გავაღე ღიმილით მომესალმა ვაჩე და სახლში შემოვიდა. დედაჩემმა თბილად გადაკოცნა და გაწვდილი თეთრი ვარდის თაიგული გამოართვა. -რა კაცი, რა კაცი!_ ომახიანად შესძახა მამამ და მხარზე ხელის კვრით ჩაიხუტა ვაჩე. -სიურპრიზი!_ წინ გამოხტა ლანა და ხელები განზე გაშალა. რაღაცით გამოშტერებული ადამიანი გინახავთ? თუ გინახავთ მიხვდებით რა სიტუაციაშიც ვიყავი მე. ნიკაპი დაბლა რომ ჩამივარდა მერე ვიხვდი რომ პირი უნდა დამეხურა. ვაჩეს, დედას, მამას და ჩემს დას ერთიანად მოვავლე თვალი და ხელები გავშალე. ოთხივე ერთ ხაზზე ჩამწკრივებულიყო და მიღიმოდა. მამაჩემი ყველას გამოეყო და გულზე მიმიხუტა. მე იმდენიც ვერ მოვიხაბრე რომ ხელები მომეხვია, გაოგნებული ვიდექი და ვაჩეს ვუყურებდი. -ლენკა დედიკო, ვაჩე ჩვენთან დიდი ხნის წინ იყო შენი ხელის სათხვნელად. -დედა მაგას ხელის თხოვნა არ ქვია!_ გამოესარჩლა ლანა. -მოიცადეთ ანუ ამდენი ხანი მამასხარავებდით? _ჩავილაპარაკე ტირილის პირას მისულმა და მამაჩემი განზე გავწიე. _ შენ მაინც როგორ არაფერი არ მითხარი?_ მივუბრუნდი ატუზულ ვაჩეს და გულზე ხელი მივკარი. _ რა გულმა მოგითმინა?_ ჩამწყდარი ხმით ჩავილაპარაკე და გაბრაზებულმა გავუშტერე თვალი. -მე შენ გაკრვევით აგიხსენი რომ დამალვას არ ვაპირებდი, შენ კიდევ ორ თვეზე მეტი მმალავდი!_ გამომეპასუხა ღიმილით და ზურას თვალი ჩაუკრა. -საშინლად საძაგელი მშობლები და და შეყვარებული ხართ! არცერთმა გამცეთ ხმა!_ ამოვისრუტუნე და დივნისკენ წავედი. -ჰა რას იზამ, ჩალაგებ ბარგს გაყვები თუ სუფრას მივუსხდეთ?_ მკითხა მამამ. -მე არსად წასვლას ვაპირებ. გაბრაზებული ვარ!_ ჩავიფრუტუნე და ტუჩები ამოვატრიალე._ შენ კიდევ ქალბატონო მოგხედავენ!_ თითი დავიქნიე ჩემს დას. -სოფლელი სიძე დამიჯინეთ ახლა სახლში. _ სიცილით ჩაილაპარაკა მამაჩემმა და ჩემს დას თმები ოდნავ მოქაჩა. -ჰა?!_ ჩემს მდგოამრეობაში მყოფმა ლანამ იკითხა და დედაჩემს გადახედა. მამაჩემმა სიცილით მოხვია ხელი ჩემს დას და საფეთქელზე აკოცა. -შენ მერე მოგხედავ ახლა ეს შემოვირიგოთ. _ ჩემსკენ გამოიშვირა თითი და ვაჩესთან ერთად გვერდით მომიჯდა. _ კარგი რა მამი, ამხელა გოგო ხარ და შენ ხომ უნდა ხვდებოდე რომ ასე უკეთესია? _მკითხა ღიმილით და სასიძოს მუხლზე ხელი დაარტყდა. _ თან რა გინდა? ახლა რომ მოსულიყო ეს კაცი ვერცერთი გამასწრებდით აქედან. წინ წაგიგდო საქმე!_ ამ მხრივ ცადა ჩემი მოთაფვლა. ღიმილით გადავხედე ორივეს და თავი გაავაკანტურე. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ვაჩე და მამა ერთმანეთს კარგად უგებენ. სუფრასთან ზურა არასდროს საუბრობს, ახლა კიდევ იმდენი საერთო გამონახეს რომ პირი არცერთს გაუჩერებია. დედაჩემი ჩუმად მიკრავდა თვალს და მიცინოდა. მეც ბედნიერმა აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. ხან ვაჩეს მივეხუტებოდი ხანაც მამას ვეფერებოდი მზერით. არ ვიცი შეიძლება მე მინდა ასე რომ იყოს და ყველაფერს ძალიან გაზვიადებულად აღვიქვამ ახლა, მაგრამ მამაჩემის თვალებში საოცრად დიდ ნდობას ვხედავდი. ისეთ ნდობას რაც თორნიკესთან ყოფნის დროს არ ქონდა. ახლა თითქოს ერთიანად გადაულოცა ვაჩეს ჩემი თავი და ამით ბედნიერია. თუმცა მასაც ემჩნევა სევდა შუბლის ჭრილებში. ჩემი და ჯერ კიდევ გაოცებულია იმით რომ მამამ და დედამ ყველაფერი იციან. ირაკლისაც დაურეკა შენ ხომ არაფერი გითქვამსო, ის ბიჭი სულ გადაირია. «ჩემს გარეშე როგორ უთხარი და ახლა როგორ მეაფერისტებიო» ე.ი. ირაკლი ამჯერად არაფერ შუაშია, მშობლის ინსტიქტმა იმოქმედა. მერე ერთი საათი იმ ბიჭის დაწყნარებას მოუნდა,ახლავე წამოვალ და დაველაპარაკები შენებსო. მართლა წამოვიდოდა ზურას რომ არ ეთქვა ყველაფერი რიგზეა ნუ ნერვიულობო. რა მაგარი მოსასმენია სასიმამროსგან. თუმცა ჯერ რა დროს ლანას გათხოვებაა, თვრამეტისაც არ არის ჯერ. მამაკაცები მისაღებში დივანზე გადასხდნენ, ჩვენ ქალებმა სუფრის ალაგება დავიწყეთ, მაგრამ დედაჩემმა არაფრის დიდებით დამანება, მიდი გვერდით მიუჯექიო. მეც დასჯილი ბავშვივით ავეტუზე ვაჩეს მხარზე და მათ დიალოგს შევუერთდი. -რას იზამ ჩაალეგებ ბარგს?_ მომიტრიალდა სიცილით ვიბლიანი. -რადგან ხელი ითხოვე და ყველაფერი დაკანონებულია ჩავალაგებ. _ წამოვიძახე გახარებულმა და ფეხზე წამოვდექი. _ დამეხმარეთ რა. _ შევევედრე დედას და დას. ბევრი არაფრი ჩამილაგებია. დღეს მაინც ვერ გადავიტან ყველაფერს, თან საჩქაროც არ არის. ამიტომ რამოდენიმე ხელი ისეთი ტანსაცმელი ჩავილაგე რაც ახლა დამჭირდება. ერთი პატარა ჩემოდანი გამომივიდა. დედაჩემმს რამოდენიმეჯერ ტირილნარევი ხმით წამოსცდა რომ ვენანები. -კარგი რა დე, მე აქ არ გყავარ?_ ჩაიცინებდა ხოლმე ლანა. -ხომ მოხვალთ ხოლმე?_ მკითხა დედამ. -აბა რას ვიზამთ, თან ვერ ხედავ რა კარგად გაუგეს მამამ და ვაჩემ ერთმანეთს?_ ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და ჩანთა მისაღებისკენ გავაგორიალე. _ მე მზად ვარ. _ შევსძახე ხმამაღლა და კაცების ყურადღება დავიმსახურე. ჩემებს ტირილით გამოვემშვიდობე. ქორწილის თარიღის დასათქმელადაც თავისთან დაგვპატიჟეს. ჩემმა დამ რამოდენიმე დღეში გესტუმრებიო ჩამჩურჩულა და ლოყები დამიკოცნა.ვაჩე უკვე ჩემს ჩანთას დებდა საბარგულში და თან მამას ემშივოდობებოდა. დედამ მოასწრო და რამოდენიმე მნიშვნელობანი რჩევაც მომცა. თან ტირილით მისვალმდა თმებზე ხელს და მეფერებოდა. როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ვიგრძენი რომ ახალი ცხოვრება დავიწყე. ახლა უკვე ვაჩესთან ერთად. ღიმილით გამოიხარა ჩემსკენ და მთელი დღის მოანტრებულ ტუჩებს დააცხრა. -დილით სულ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი დღე. _ ჩავიცინე და მეც კოცნით ვუპასუხე. -აღიარე რომ ორიგინალურად გამომივიდა. _ მანაც ჩაიცინა და საჭეს მიუბრუნდა. -შენებს როდის გამაცნობ?_ ვიკითხე ინტერესით და კორპუსს ავხედე. -როგორც კი ჩამოლაგდნებიან თბილისში გაგაცნობ._ თვალი ჩამიკრა და მანქანიდან გადავიდა. -დედა მკაცრია?_ ვიკითხე დამფრთხალმა და საბარგულთან მდგარს გავხედე. -საშინლად მკაცრი და ცივია. _ მისმა სიტყვებმა უარესად ამანერვიულა და დამძაბა. -მართლა?_ ვიკითხე გაპარული ხმით და გავხედე. ვაჩემ ცალ ხელში ჩემოდანი დაიჭირა, ცალი ხელი წელზე მომხივა და სადარბაზოსკენ წამიყვანა.. -ხო მართლა მაგრამ ეგ არაფერი, ლეილა რომ დაგაფრთხობს, ჩემთან მოდი და მე დაგამშვიდებ ხოლმე._ ჩამიცინა და კისერში ხმაურით მაკოცა. სახლის კარები როგორც კი შეაღო ჩემოდანი იქვე დადო და თავისკენ მიმატრიალა. სახეზე ჩამოყრილი თმები ნელა გადამიწია და ყურებს უკან დამიმაგრა. ღიმილით ავიწიე ფეხის წვერებზე და ნიკაპზე ხმაურით ვაკოცე. -ახლა სულ ჩემი ხარ! დღეც და ღამეც!_ ჩაილაპარაკა მტკიცედ და ხელში ამიტაცა. -რა სასიამოვნო შეგრძნება სხვას რომ ამძიმებ შენი წონით. _ ჩავიცინე და ხელები კისერზე მოვხვიე მაგრად. -ახლა საით?_ მკითხა და მკერდზე დამაშტერდა. -ახლა საძინებლისკენ და შენ მაგ თვალებით ნუ მემაიმუნები. _ დავტუქსე და ზედა მაღლა ავიქაჩე. -ისე მიმალავ გეგონება ნანახი არ მქონდეს და მაკვირვებ!_ დამცინა ჩემმა საყვარელმა «ქმარმა» და საძინებლისკენ დაუყვა. -ნანახი გაქვს ერთია და ყოველ წამს აქცენტს მიკეთებდე მეორე. _ გავუჯავრდი მე და ოდნავ ავფართხალდი. -ქმარმა მკერდი და წელი რომ შეგიფასოს არ უნდა შეგრცხვეს პირიქით, უნდა გსიამოვნებდეს. მე მაგალითად სიამაყით ვივსები შენს ვიწრო წელს, მკერდს და საოცრად გრძელ კისერს რომ ვუყურებ!_ ჩამჩურჩულა ვნებიანად და საწოლზე დამაწვინა. _ ამ შავ ტანსაცმელს ხომ გაგიჟებამდე მივყავარ. _ სიცილით ჩაილაპარაკა და შორტები მაღლა ამიწია. ღიმილით დახედა შავ გამჭირვალე კალგოტკას და თავი გადააქნია. _ მაინც მაგიჟებ! _ წამოიძახა დახშული ხმით და ნაზად დაუყვა ტუჩიდან ყელამდე. დილით ვაჩეზე ადრე გამეღვიძა. ორშაბათი დღე საშინალდ არ მიყვარს, რა ადგება ახლა და რა წავა სამსახურში. კომოდზე დადებულ, ვერცხლისფერ საათს გადავხედე და ისრებს თვალებმოჭუტული დავაკვირდი. მერე ღიმილით გადავტრიალდი ჩემი ქმრისკენ და თითებით სახის წავალება დავიწყე. -გაიღვიძე თორემ დაგაგვიანდება._ ჩავჩურჩულე ხმადაბლა და ლოყაზე ვაკოცე. ერთმანეთის მიყოლებით გაახილა თვალები და ჩემი დანხვით ბედნიერმა გამიღიმა. -დილამშივდობისა. _ ჩამჩურჩულა და მანაც მაკოცა. -ყავას ხომ დალევ? ვკითხე და ფეხზე წამოვდექი. საწოლის ბოლოში გადაკიდებულ ატლასის გრძელ ხალათს დავწვდი და მოვიცვი. ვაჩე ჯერ კიდევ საწოლში კოტრიალობდა და შემორჩენილ სითბოს ირგებდა.აქამდეც ხომ ბევრჯერ დავრჩენილვარ მასთან, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს. ალხა უკვე ვიცი რომ ამ სახლის დიასახლისი ვარ და მორჩა! ისიც ვიცი რომ სამსახურის შემდეგ მოსვლისთანავე უნდა დავიწყო სადილის მომზადება რომ ქმარი მშიერი არ დავტოვო. რა კარგი ყოფილა როდესაც სხვაზე ზრუნვა გიწევს სიყვარულით. ყავის ფინჯნები გადმოვალაგე თაროდან და ყავა გავამზადე. ცოტახანში წელზევით შიშველი გამოვიდა ვაჩეც და უკნიდან ამომიდგა. -რომ იცოდე როგორ უხდები ჩემს სამზარეულოს... აკვდები!_ ჩამიცინა და კისერში მსუბუქად მიკბინა, მერე კი კოცნით მომირჩინა იარა. -შენ კიდევ მე მაკვდები!_ მისკენ მივტრიალდი და ცხვირზე ცხვირი გავუხახუნე. _ როცა სახეზე გეთამაშები დაბლა ჩამოიწიე თორემ დამეჭიმა კისერი. _ ჩავიცინე და თავი დაბლა დავახრევინე. _ აი ასე!_ გამარჯვებულმა ჩავუკარი თვალი და ლოყაზე ვაკოცე. ^^^ თინათინის წყალობით სამსახურში სიახლე ყველამ აიტაცა. მართამაც კი მომილოცა გაბედნიერება და პატარა საჩუქარიც მაჩუქა. საოჯახო სუვენირი იყო სანთლების სახით. ძალიან გამიხარდა მისგან ყურადღება და კოცნით გადავუხადე მადლობა. ლევანმა და გოგონებმა ყავაზე დამპატიჟეს და ისე მომაყოლეს ახალი ამბავი. თინათინი სულ ღიმილით მიყურებდა და მაკვრდებოდა. ცოტა არ იყოს მაკომპლესებდა მისი მზერა, ბოლოდ და ბოლოს ვაჩეს ნათესავია და დედამის რამე არ უთხრას მეთქი. არადა ვიცი რომ ძალიან კარგი ქალია და ხმის ამომღები არ არის. დიმამ მე ქორწილში მოგილოცავ როგორც საჭიროაო. ასე რომ სამსახურში ყველამ გულთან მიიტანა ჩემი სიხარული. სამსახურის შემდეგ ვაჩემ გამომიარა და ერთად წავედით სახლში. როგორი ბედნიერი ვიყავი ვერც კი წარმოიდგენთ. მთელი გზა ვუყვებოდი სამსახრის ამბებს და მილოცვებს ვაბარებდი. სახლში როგორც კი მივედით მე სამზარეულოსკენ ავიღე გეზი ვაჩემ საძინებლისკენ. -გამოიცვალე და მერე გააკეთე საჭმელი. _ გამომძახა სამსახურის ფორმაში გამოკვაბზულს სიცილით წავედი საძინებლისკენ და გარდერობთან მდგომს უკნიდან მოვეპარე. ხელები მაგრად მოვხვიე და მისი სუნამოს სუნი ხარბად შევისუნთქე. ძალიან მიყვარს სახლში განიერი პიჟამოებით ბოდიალი. ძალიან თავისუფლად და თბილად ვგრძნობ თავს. ჩემი სქელი ფაჩუჩები ამოვიცვი და სამზარეულოსკენ ღიღინით წავედი. ვაჩე კომპიუტერთან დაჯდა და სამსახურის საქმეები მოგავრება დაიწყო. -ვაჩე საჭმელი მზად არის. _ გავძახე მისაღებში და სუფრის გაშლა დავიწყე. -ოქროს ხელები გაქვს. _ გამომძახა მანაც და ფეხზე წამოდგა. _ ჯვარი როდის დავწეროთ?_ მკითხა მოულოდნელად და სკამზე დაჯდა. -ჯვარი?!_ ენა დამება. -ხო ჯვარი. ქორწილი ზაფხულში გადავიხადოთ, თან სეზონია და სადმე კურორტზე წავალთ დასასვენებლად. მანამდე ჯვარი არ დავიწეროთ?_ მკითხა ღიმილით. -კი უნდა დავიწეროთ. _ამოვილუღლუღე და სკამზე ჩამოვჯექი. -მოხდა რამე?_ აშკარად შემეტყო უხასიათობა. ცრემლიანი თვალებით ავხედე ვაჩეს. _ ლენკა, რა გჭირს?_ შეშფოთებულმა წამოიძახა, ფეხზე წამოდგა და ჩემს მუხლებთან ჩაიკუზა. -მეჯვარე არ მყავს. _ ამოვისლუკუნე და ვაჩეს გამოწვდილ ხელებს ჩემი ხელები ჩავჭიდე. _ წესით ლიკა უნდა ყოფილიყო ჩემი მეჯვარე. _ ამოვიტირე და საქმროს მივეხუტე. -შენ ხომ დაპირდი რომ მაგ ამბავს აღარ გაიხსენებდი?_ მკითხა ნაწყენმა და სახე ამაწევინა. -ჯვრისწერაზე გამახსენდა. _ სიცილნარევი ტირილით ამოვთქვი და ცრემლები შევიმშრალე. _ მართლა რომ წამოვიყვანო?_ სიცილით დავსვი კითხვა. -მართლა რომელი, სულ რომ ბაქიბუქობთ?_ შეეცადა თვითონაც გაეცინა და გავემხრიაურლებინე. -ხო ეგ. -შენ როგორც გინდა. _ ლოყაზე მაკოცა და თავისი ადგილი დაიკავა. -მართლა კი არა ვხუმრობ. მეჯვარედ ლევანის საცოლეს წავიყვან. ძალიან კარგი გოგოა, ვმეგობრობთ და კარგად ვუგებთ. _ ჩავილაპარაკე გახარებულმა. -ხოდა ახლა იმაზე ვიფიქროთ სად ავღნიშნოთ. -ქორწილი რესტორანში და ჯვრისწერა ვიწრო წრეში, მარტო ახლობლებმა._ დავაკვალიანე და ჩემი ნახელავი დავაგემოვნე. -მაინც ბევრი ხალხი შეიკრიბება და არ ჯობია ესეც რესტორანში გავაკეთოთ?_ მკითხა შუბლშეკრულმა. -კარგი რა, ეგ კიდევ ცალკე ხარჯია. თან ახლა კლინიკასაც რამდენი უნდა დათვალე აბა. _ ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ. -კლინიკის ხარჯები დაფარულია უკვე, შენ მაგაზე არ ინერვიულო. _ გამიცინა და თვალი ჩამიკრა. -მაინც არ გვინდა რა რესტორანში. სახლში გავაკეთოთ, დედაც მომეხმარება. _ ვცადე მისი გადარწმუნება. -კარგი როგორც შენ გინდა. სახლი რომ დასალაგებელი გექნება მეორე დილით, ჩემთან არ დაიწუწუნო. _ თითი დამიქნია გამაფრთხილებლად. -ისეთი საქმისთვის მოდიან სტუმრები, ხმას რა ამომაღებინებს?_ გავიცინე და წვენი მოვსვი. -მაშინ დღეს შენებთან გავიდეთ და გავაფრთხილოთ. -როდისთვის? -შაბათს. რადგან რესტორანი და ამბები არ გინდა დრო რაღატო დავკარგოთ?!_ მხრები აიჩეჩა და ტელეფონს დაწვდა. _ ზურას ჩემი სალამი. _ ხმამაღლა მიესალმა მამას და სამზარეულოდან გავიდა. ^^^ ჯვრისწერის დღეს საოცრად ბედნიერი და სულ სხვანაირი ლენკა ვიყავი. იმ დღეს კიდევ უფრო დავუახლოვდი ვაჩეს, არამარტო ფიზიკურად, სულიერადაც. ახლა უკვე ყველა დეტალს ვხვდები. თვალებში რომ ვუყურებ უკვე ვიცი რისი თქმა სურს. ისიც ასეა, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მართალია ცოტა ეჭვიანი ქმარია, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ზედმეტი არასდროს მოსდის. მისი ეჭვიანობა კიდევ მე ძალიან მსიამოვნებს და მახალისებს. რაც მთავარია აზიატი ხასიათი არ გამოუმჟღავნებია. სამსახურში ისევ ისეა საქმეები როგორც ადრე. მართასთან ისევ სულ ვკამათობ. სამაგიეროდ ახლა უკვე ახალი მეგობარი შევიძინე ნინოს სახით. რაც ჩემი მეჯვარია იმის მერე სულ ერთად ვართ. კიდევ უფრო დავახლოვდით და კიდევ უფრო გავუგეთ ერთმანეთს. მართალია ლევანის ცოლი ოფიციალურად არ არის, მაგრამ ესენიც ჩვენს მსგავსაც აპირებენ მგონი ჯვირსწერას და მერე ქორწილს. ერთი სიტყვით ძალიან კარგი გოგოა. ვაჩეს მშობლები გაცნობა ჯვირსწერამდე ერთი დღით ადრე შედგა. ვაჩესგან ნანერივულებმა დედამისი რომ ვნახე ფეხები ამიკანკალდა. მერე ქალმა რომ გამიღიმა და შვილო, შვილოს ძახილიღ ჩამიკრა გულში მომეშვა. სულ სხვანაირი აღმოჩნდა ქალბატონი დედა. ვაჩემ შეარქვა ასე. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ქალია. ჩემი მამამთილი ცოტა უცნაური კაცია, არ უყვარს ზედმეტად გრძნობების გამოხატვა, ზედმოჭრილი შვილია. აი და ძმა სულ სხვა განზომილებაა. ორივე ერთმანეთზე უარესი მასხრები. არცერთი იმჩნევს ასაკს და ცხოვრებას მაქსიმალურად ირგებს. ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, რაც მთავარია დედამთილი ქმრის სიყვარულში არ მეცილება, არც პრიკაზების გაცემა ჩვევია. ორი დღე დარჩნენ ჩვენთან, მერე სოფელში დაბრუნდნენ. ჩემს მშობლებთან კიდევ ერთი სიახლეა. ლანასთან ირაკლი და ჯონი იყვნენ ჩამოსულები და მამას ესაუბრნენ. აუხსნეს სიტუაცია და პირობაც მისცეს რომ სწავლის დამთავრებამდე ხელს არ ახლებენ. ჯერ არც ისე გეგმავენ ქორწილს და ამბებს. ირაკლიმ ქალაქში გადმოსვა გადაწყვიტა დედასთან ერთად. მართალია ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭიროო და გადმოვიდნენ. თან ნაზი დეიდაც მომხრეა მათი ურთიერთობის და ხელს უწყობს ყველანაირად ერთადერთ ვაჟს. გონიერი ქალია და იცის თავისი შვილისთვის რა უფრო კარგია. ვაჩეს შვილი ძალიან უნდა. ამ ბოლო დროს სულ ბიჭი აკერია პირზე. ფეხბურთის ყურების დროსაც კი შვილზე ფიქრობს. « რომ გაიზრდება, ამას ვასწავლი, იმას ვასწავლი» მეც ბედნიერი ხელს ვუწყობს მეუღლეს მაგრამ ჯერ არაფერი არ გამოდის. იმედია უახლოეს მომავალში ახალი ამბით გავახარებ. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. მე და ვაჩეს არსად გვეჩქარება. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.