შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (XII თავი)


14-01-2018, 01:19
ავტორი cool baby
ნანახია 1 124

XII თავი
დათამ სახლამდე მიმაცილა, ჩემი თავი ლელას ჩააბარა და დროებით დამემშვიდობა.
ლელა გიჟს ჰგავს - მეხუტება, მეჩხუბება , ტირის...
- სულელო, სულელო, სულელო... - იმეორებს შიგადაშიგ.
- ხო, კარგი , ნუ დადორბლე, - ყასიდად ვიგერიებ მის შემოტევას.
- რამ წაგიყვანა მარტო მტრის ბუნაგში , ყველგან უნდა ჩაყო შენი გრძელი ცხვირი, ყველგან!
- ბუნაგში არა, ბუნკერში, მაგრამ იქ ისეთი ნადირი დამხვდა, მშიერი დათვი გახუნდება. უჰ, გახსენებაც არ მინდა !
- რას ჰქვია , არ გინდა , მე ?
- ვიბანავებ და მერე ყველაფერს მოგიყვები.
- მერე არა, ბანაობის პროცესში.
სხვა გზა არ მაქვს , სააბაზანოში ვუშვებ და წყლის აკომპანიმენტის ქვეშ ყველაფერს ვუყვები. ლელა შეშლილ თვალებს იკეთებს, ლოყებზე ხელს იტყაპუნებს, მოკლედ, ემოციებს აფრქვევს.
- მაგარი გადარჩენილი ხარ , იაკო, მაგარი...
- იმაზე მაგრად ვარ გადარჩენილი, შენ რომ გგონია, - ვაწყვეტინებ ქადაგად დაცემულ დაიკოს და ონკანს ვკეტავ , - გაიქეცი, ჩემი ხელჩანთა მოიტანე. კომპრა მოვტეხე სოფოს სახლიდან , გამომძიებელსაც კი არ ვუთხარი... სანთებელაც წამოიღე. - დავაწიე გზაში.
- სიგარეტს არ მოგაწევინებ ! - ლელა ჩანთას მაწვდის და მკაცრად მიყურებს.
- არც ვაპირებდი, მაგრამ ახლა შენ ჯიბრზე მოვწევ.
- აბა, სანთებელა რად გინდოდა?
- სურათები უნდა დავწვა.
- რა სურათები?
- დამპალმა ლადომ გადამიღო , როცა წამლით გაბრუებულს მეძინა . წინასწარ გამაშიშვლა , რომ არ გავტოკებულიყავი , მერე იცოცხლე , აჩხაკუნა ფოტოაპარატი, - ჩანთიდან სურათები ამომაქვს , სანთებელას ვანთებ და სათითაოდ ვწვავ, - ვფიქრობ , რაღაც მომენტში ჩემი მოკვლა გადაიფიქრა და დასაშანტაჟებლად კომპრა გამიჩალიჩა. ცხადია, თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნებს. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოფოს საძინებელში, როცა ტანსაცმლის მოსაძებნად შევედი... აბა, ტრუსიკისამარა ხომ არ წამოვიდოდი შინ ? ჩემი ქვედაბოლო ორთაბრძოლას შეეწირა , ვიფიქრე, სოფოს ვესესხები რამეს - მეთქი. გავიხედე და ტრილიაჟზე ჩემი ფოტოები არ ყრია ? ! თვალები ყველგან დახუჭული მაქვს , თითქოს სახუთარი სიშიშვლის მრცხვენია. ავდექი და მოვიპარე. არ მგონია, ჩემი შიშველი ნიუები ძიებისთვის რაიმე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდეს.
- ძიებისთვის არ ვიცი, მაგრამ ის ინსპექტორ - გამომძიებელი ისეთი ზეაქტიური იყო , სიამოვნებით შეათვალიერებდა, - იღიმება ლელა.
- სერგო ?
- ხო, სერგო. და ის, მეორეც , მოღუშული, ლოყებჩავარდნილი ტიპო.
მივხვდი, დათაზე მიანიშნებს და გაჩუმება ვამჯობინე. ვითომ ჩავარდნილი ლოყები აქვს ? მე მომწონს დათას ლოყები.
- ახლა შენ მომიყევი , საიდან გაჩნდი ჩემს ბინაში , ვინ მოგიპატიჟა...
ლელას მონაყოლიდან:
საღამოს ლელას დაურეკა მაიორმა სერგო ოქრუაშვილმა და იათამზეს ადგილსამყოფელი იკითხა, რადგან ეს უკანასკნელი ( ანუ მე ) არც სახლის ტელეფონს პასუხობს , არც მობილურს. ლელა შეშფოთდა , მაგრამ ისე არა , ქვეყანა შეეყარა. „დაღამებამდე დიდი დროა , ალბათ გამოჩნდებაო“ - აქეთ დაამშვიდა მაიორი. არ გასულა ორი საათი, მაიორი თავისი ფეხით მიადგა შინ და იამზეს ბინაში შესვლის ნებართვა ითხოვა. დედას შეშფოთება ჩუმ ისტერიკაში გადაიზარდა - რაღაც ხდება მისი დის თავს , თორემ მაიორი ასე არ შეუფითილებდა. ხელი დასტაცა გასაღებს ( ქალბატონი მარიკას დაჟინებული თხოვნით, ლელას ჰპონდა იას ბინის სარეძერვო გასაღები) და მაიორთან ერთად გამოვარდა, როგორც იყო, სარაფნითა სა ქოშებით. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მიხვდა , რომ მაიორი ოქრუაშვილი, თავის მხრივ , იმ მოღუშული ტიპის, დათას შეფითილებულია. ლელამ ახსნა - განმარტება ითხოვა.
აღმოჩნდა , რომ დათას არაერთხელ დაურეკავს იათამზეს მობილურზე. ბოლოს, ვიღაც კაცი გაეპასუხა, რომელმაც უთხრა, რო იამზეს ლაპარაკი არ შეუძლია, ვინაიდან ბათუმში იმყოფება და ამ მომენტში ზღვაშია შესული. დათამ არ დაიჯერა და მაიორს დაურეკა, მაიორმა ლელას და ა.შ. ლელას ნერვებმა უმტყუნა და ღრიალი ამოუშვა. მისი უმცროსი და, რასაკვირველია , თავქარიანია, მაგრამ არც ისეთი უნამუსო, ზღვაზე გაუფრთხილებლად წასულიყო. მის თავს რაღაც უბედურებაა.
უბედურების მიზეზი იას ბინაში მიაკვლიეს. ეს იყო დიქტოფონი სოფოს ჩანაწერით. კაცები მაშინვე მიხვდნენ იას ფიქრთა დინებას და დაუყოვნებლივ გაემართნენ ბაგებში, სავარაუდო ბოროტმოქმედის გასანეიტრალებლად. ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ქარიშხალი ბუნკერში“, წარმატებით დასრულდა.
- ვერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მეც ეგრე ვიფიქრებდი , - ვამბობ გულდაწყვეტილი, ფერფლს უნიტაზში ვყრი და სააბაზანოს ვტოვებ.
ლელა პიტნის ჩაის მიმზადებს.
- ლომონით გინდა თუ თაფლით?
- უშაქროდ.
- დიეტაზე ხარ ?
- ისე რა ... ორი - სამი კილოგრამის ჩამოყრა არ მაწყენს.
- მაშინ ე რა უნდა ვთქვა ? - ლელა უკმაყოფილოდ დაჰყურებს თავის შევსებულ წელს.
- შენ ისეთი ქმარი გყავს, 50 კილოც რომ მოიმატო, ვერ შეამჩნევს.
- არ ვუყვარვარ ? - დადარაჯებული მეკითხება.
- რომ უყვარხარ, იმიტომ.
ლელა ორაზროვანი გამომეტყველებით მისხამს ჩაის. ეტყობა, გონებაში ჩემს ნათქვას ხარშავს.
- დალიე, მერე ჩაწექი ლოგინში და კარგად გამოიზინე. ნურაფრის გეშინია, ამაღამ შენთან დავრჩები.
- არა, ლელა, შენ ახლა თავზე ხელს გადაისვამ და შინ წაბრძანდები.
- გაგიჟდი ?
- არა, სტუმარს ველოდები.
- რა დროს სტუმარია, ღამის პირველი საათია უკვე!
იდუმალი ღიმილით მიმაქვს პირთან ჩაის ჭიქა.
- იმ ვირისთვალება მაიორს ხომ არ ელოდები ?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ . მაინც რას ნიშნავს სისხლით ნათესავი . ერთნაირი ხედვა გვაქვს , ერთნაირი ეტაფორები...
- იმ ლოყებჩავარდნილ ხრაზიან სუბიექტს ?
ჩუმად ვარ . სიჩუმე თანხმობის ნიშანია.
- ფრანკენშტაინს ჰგავს, - ასკვნის ლელა.
- ფრანკენშტაინს შენი ზურა ჰგავს. დათა რომის იმპერატორს ჰგავს, ავგუსტინეს. ფერშტაინ ?
- არა, ზურა არ ჰგავს ფრანკენშტაინს, ზურა პუშკინს ჰგავს, - ჩაფიქრებული სახით ამბობს ლელა.
- მე რომ მკითხო, გრანკენშტაინი უფრო კაცური კაცია, ვიდრე თმახუჭუჭა ეთიოპიელი.
ლელა დანებებით მიყურებს. სულ არ უხარია ჩემი ბედნიერება. არ მენდობა.
- სად იპოვე ?
- სასაფლაოზე.
- დამცინი?
- არც მიფიქრია.
- ღმერთო ჩემო, სასაფლაოზე გაცნობილ კაცს ეპატიჟები ღამის პირველ საათზე ? ეს რომ დედამ გაიგოს...
- აპაპაპა! ახლა მორალის კითხვა არ დამიწყო , მაინც არ მოგისმენ , - ხელის აწევით ვაწყვეტინებ , - სჯობს ფენი მომაწოდო და კაბა მომაძებნინო, აბანოს ხალათით ხომ არ დავხვდები ჩემი ოცნების მამაკაცს ?
- მაგასაც ეგ უნდა, თუ გგონია, პიტნის ჩაის დასალევად მობრძანდება, ცდები.
- ძალიანაც კარგი, თუ „უნდა“, ცვედანმა ლადომ რეები ჩაიდინა , ვნახეთ აგერ, - ჩაის ფინჯნიანა სასტუმრო ოთახში გავდივარ და კარადას ვაღებ.
- აბა, შენ იცი, ვინც შემოგხედავს, ყველას ჩაუწექი ლოგინში! - ქოთქოთით მომყვება ჩემი მორალისტი დაიკო.
- დათა „ყვალა“ არ არის. ის ჩემი მხსნელია. სად არის ჩემი ყვავილებიანი სარაფანი ? - ფინჯანს ლელას ვაჩეჩებ და კარადაში ვიქექები.
- ამას ეძებ ? - ლელას ზედა თაროდან ოთხად დაკეცილი სარაფანი ამოაქვს .
- ეგ არის, კი ...აუუ, მაგარი დაჭმუჭნულია არა ?
- არა უშავს, ტანზე გასწორდება.
სარაფანში თავი კი გავუყარე , მაგრამ ქვევით არ მომყვება. ხელებდაწეული ვდგავარ , დატყვევებული ჯარისკაცივით. ორი - სამი კილოგრამი კი არა ხუთი მაქვს დასაკლები.
- მომეხმარე, - ვუყვირი ლელას.
ერთობლივი ძალისხმევით ვქაჩავთ სარაფანს . როგორც იქნა ,ჩამოვწიეთ, მაგრამ ისე ვარ გაკვეხებული, სუნთქვა იჭირს. დათამ რომ რამე დამიპიროს. ას პროცენტში ვერ გამხდის . შემომახევს, როგორც ჰოლივუდის ფილმებში ხდება - ექსტრემალური სექსი ოთახის ყველა კუთხეში , მაგიდაზე, მაგიდასთან , კედელზე, კედელთან ... ყველგან , გარდა მამაპაპური საწოლისა.
- მიხდება ? - სარკის წინ ვტრიალებ.
- ფარშევანგს გავხარ , -„მამშვიდებს“ საყვარელი დაიკო.
- მაშინ სხვა კაბა მომაძებნინე! - სარკეში ვუბღვერ ლელას.
ის დოინჯშემოყრილი დგას, კაპასი დედინაცვალივით.
- ვერ მოვასწრებთ, ლიფტის ხმა გესმის ?
ორივენი ვაყურადებთ. ლიფტი ჩემს სართულზე ჩერდება. ლელა მზერით მანამუსებს და ფართხფურთხით ტოვებს ჩემს ბინას.
სარაფნის გახდას ვცდილობ , მაგრამ ვერ ვასწრებ. კარზე ზარია. ოხ, არ ამცდება ამაღამ ექსტრიმი...


* * *
ლადოს დაკავების ამბავმა , რასაკვირველია, წკრიალაშვილის ყურამდეც მიაღწია . მერაბმა ზუსტად იმ დროს დამირეკა , როცა მაიორ ოქრუაშვილს ჩვენებას ვაძლევდი. მან გადარჩენა მომილოცა და ჩემი ჯამრთელობით დაინტერესდა.
- გმადლობ , მერაბ , არამიშავს.
მერაბის ხსენებაზე სერგომ აპარატის ღილაკს თითი მიაჭირა და მიკროფონი ჩართო. მე მუშტი მოვუღერე ( რა წესია სხვისი ლაპარაკის მოსმენა) იმან პირზე თითი მიიდო და მანიშნა, განაგრძეო. დავემორჩილე. ბოლოს და ბოლოს , სერგო ინსპექტორ - გამომძიებელია , მერაბი კი... მერაბი კი ერთ- ერთი ეჭვმიტანილის ქმარი.
- რატომ ასე ოფიციალურად ? - უკვირს მერაბს.
- გეჩვენება.
- არ მეჩვენება, ადრე წკრიალას მეძახდი, შინაურულად, მოხდა რამე, იაკო?
- ცოცხალი ვარ . ჯერჯერობით. თქვენთან ხომ მშვიდობაა, ირა რას შვება, ბავშვები...
- ირა თბილისშია, ბავშვები კოჯორში, სიდედრთან.
- ჯუნა?
- თბილისში. საღამოს კოჯორში ავალთ, თუ გინდა, შენც გამოგივლი. დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ძველი დროგავიხსენოთ.
სერგოს თვალებით ვეკითხები რჩევას , მაიორი ყოყმანობს - არ იცის, რა ჯობს ამო მომენტში.
- ვნახოთ, მერაბ , თუ მოვიფიქრებ, შეგატყობინებ.
- მოიფიქრე, რა ? - მთხოვს მერაბი და ვითომ სხვათა შორის მეკითხება : შემთხვევით ჭუტალას ყოფილი ცოლი ხო არ გამოჩენილა ასპარეზზე ?
- მანანა?
- ჰო, მანანა.
სერგო, უარყოფის ნიშნად მიქნევს თავს.
- არა. - ვატყუებ მერაბს და ნაჩქარევად ვემშვიდობები.
- მაგან რაღაც იცის დიქტოფონის შესახებ, - ასკვნის სერგო - ირამ ლადოსთან შეხვედრა არ დაუმალა ქმარს და დიქტოფონის ამბავს რატომ დაუმალავს? ქმარი ცოლს აფარებს ხელს, მაგაშია საქმე.
„შეიძლება“, - ვეთანხმები გულში , თან რაღაცის გახსენებას ვცდილობ . ეს რაღაც ჩემს ქვეცნობიერშია დალექილი და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს . ინფორმაცია ეპიზოდურია , პატარა ბიძგია საკმარისი, რომ უცებ ამომიტივტივდეს.
- მერაბის სიდედრთან არ გვაწყენს გასაუბრება, - ხმამაღლა მსჯელობს სერგო, - შენ რას იტყვი ?
- არ დაგველაპარაკება.
- ჩვენ არა, შენ დაგელაპარაკება. პირადად.
- ერთი ჯუნა დამელაპარაკა, მეორე- დედამისი ...
- „გველსა ხვრელით ამოიყვანსო“, ხომ გაგიგია? დაკითხვა კი არ მოუწყო , ისე გამოკითხე, ლაითად...
მაიორის პირით გაჟღერებული „ლაითი“ კომიკურად ჟღერს . ყველას არ უხდება ბარბარიზმით მარიაჟი. მგონი, არც არავის უხდება.
- არ გამოვა. ლალიკო ბუაძეს და მის ავსტრუელ მეგობარს პიკნიკზე წაყოლას დავპირდი. ნახევარ საათში ტაქსით გამომივლიან .
სერგო მასიური ტორით მასიურ ყბას იფხანს. ფიქრობს, ასე ვთქვათ:
- რად გჭირდებათ ტაქსი, აგერ მყავს მანქანა, ხარჯიც ნაკლებია და რისკიც. შემიამხანაგეთ და ერთად წავიდეთ კოჯორში, ირას დედას ნახავ, ვიდრე მარტოა ბავშვებთან . ცდას რაღა უდგას წინ ?... მიდი , მიდი, დაურეკე შენს ლალიკოს... - სერგო ყურმილს მაჩეჩებს და ვირის თვალს მიპაჭუნებს .
ბარბარიზმისა არ იყოს , თვალის პაჭუნიც კომიკურად გამოსდის. არ უხდება ამჩატება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent