შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (16)


14-01-2018, 21:41
ავტორი Constance
ნანახია 1 324

(მაიკლი)
მეგონა პირდაპირ საკანში წამიყვანდნენ, მაგრამ როცა ჰანა ოფიცერს ხელიდან დაუსხლტა, პოლიციელმა, რომელსაც მე მივყავდი, შემაჩერა, რომ თავის კოლეგას ბავშვის დაჭერაში დახმარებოდა. ჩემს თანმხლებს შორს წასვლა არ მოუწია, რადგან ჰანა პირდაპირ ჩვენსკენ გამოიქცა და ჩემს ფეხს უკან კანკალით დაიმალა. როცა ბავშვისგან ავიხედე, ორი ოფიცერი მიდგა წინ და იარაღს მიმიზნებდა.
"კარგით რა!"
- ბორკილები მადევს იდიოტებო. და დარწმუნებული ვარ, ჩემთან არ გამოიქცეოდა საფრთხეს რომ წარმოვადგენდე მისთვის.
ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ყოყმანით დასწიეს იარაღი.
- ძაღლი დაუბრუნეთ, რომ ცოტა დამშვიდდეს - ეს სიტუაცია უკვე ნერვებს მიშლიდა - და იქნებ მომისმინოთ მაინც. გითხარით, რომ პოლიციელები ჰანას შესამოწმებლად, რამდენიმე დღის წინ უკვე იყვნენ, თუ არ გჯერათ რატომ არ გადაამოწმებთ? ბავშვს არავის არ ვუმალავდით.
ქერა ოფიცერმა ჩვენსკენ გადმოდგა ნაბიჯი, როცა შავგვრემანმა ლეკვი დასვა და მაქსიც მაშინვე ჩვენთან გამოიქცა.
- თავშესაფართან კავშირში მე ვარ და არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა ჰანას შესახებ.
გაოცებისგან პირი დავაღე.
- გ...გამორიცხულია. ორი პოლიციელი იყო მის სანახავად. წაყვანას აპირებდნენ, მაგრამ მათი შეეშინდა და ახლოს არ მიუშვა. კაენის საწოლის ქვეშ იმალებოდა სანამ ოფიცრები არ წავიდნენ. მათ კი გვითხრეს, რომ მანამდე შეგვეძლო ჰანას დატოვება, სანამ გამოსავალი არ მოიძებნებოდა.
ერთმანეთს გადახედეს, ქერა კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და ჩაიკუზა, რომ ჰანას ყურადღება მიეპყრო. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა, მაგრამ კარგი არაფერი მომხდარა. საბრალო ბავშვი ცოტაც და შიშისგან ჩაიფსავდა რადგან ცალი ხელით შარვალი ეჭირა და მეორეთი მაქსს ეხუტებოდა. როცა პოლიციელი მიხვდა, რომ ჰანას, კიდევ ერთი ყურისწამღები კივილის გარეშე, ვერ მომაცილებდა, ადგა და დაეჭვებით შემათვალიერა სანამ დაილაპარაკებდა.
- მშობლების დაღუპვის გარდა, კიდევ რამე მოხდა, რამაც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო?
შევუბრიალე და კბილები ერთმანეთს დავაჭირე, რომ ის არ მეთქვა, რისი სურვილიც მკლავდა.
" რა კარგი იქნებოდა გინება რომ შემეძლოს!!!"
- არაფერი მოსვლია. კაენმა თქვა, რომ ჰანა იმ ღამეს ტყეში შეეჩეხა, სხვა დემონებისგან დაიხსნა და სახლში წაიყვანა. და დამიჯერეთ, კაენს ადამიანები მართლაც სძულს, განსაკუთრებით კი ბავშვები, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა მასა და ჰანას შორის, რამაც ისინი ასე დააკავშირა ერთმანეთთან. ბავშვი ეკლესიაშიც კი წაიყვანა და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰანამ სთხოვა.
პოლიციელებმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს, რაც უკვე ჩვევად ექცათ. ვიცოდი რაღაც სარკასტული ფიქრები ტრიალებდა მათ გონებაში, რაღაც "დემონი ეკლესიაში?" ამის მსგავსი.
- სერიოზულად ვამბობ, შეგიძლიათ ხალხს კითხოთ.
მათი ყურადღება მივიქციე და ისევ მე შემომხედეს, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი წავიდა და მხოლოდ შავგვრემანიღა დარჩა ჩვენთან.
- ვიცით რომ იქ იყო, ზუსტად იქ მოკლა ვიღაც.
ნერწყვის გადაყლაპვა გამიჭირდა, რადგან ვიცოდი სიმართლეს რომ ამბობდა.
- კ..კი... მან ჩაიდინა ეს. ჩემი სისულელის გამო მოხდა ყველაფერი. ეკლესიაში წავედი, რომ რელიგიურ გზას დავბრუნებოდი, რაც პრაქტიკულად გავაკეთე კიდეც, მაგრამ ძლიერი დამწვრობები მივიღე და ამან გააბრაზა.
კაცმა წარბები ასწია და დაბნეულმა შემომხედა.
- ის... დემონისთვის ყველაზე საშიშ ადგილზე იმიტომ მივიდა, რომ შენი დაწვისთვის შური ეძია?
როცა ეს თქვა, მეც არაბუნებრივად მომეჩვენა.
- დიახ - ვუპასუხე მხრების აჩეჩვითა და ოდნავი ღიმილით - როგორც ჩანს ასეა.
ოფიცერმა უცნაურად შემომხედა და თავი გააქნია, სანამ საკნისკენ გამიძღვებოდა. საბედნიეროდ, ჰანასაც და მაქსსაც დარჩენის ნება მისცეს და სანამ კარს დაკეტავდდნენ ხელები გამიხსნეს.
- აზრი არ აქვს ეს რატომ გააკეთა. ცივსისხლიანი მკვლელობა მოხდა და როგორც ჩვენებაშია აღწერილი, მასაც სწორედ ისეთი ჭრილობები აქვს, როგორიც დამნაშავეს ჰქონდა.
ამის თქმა საჭირო არ იყო. მეც ვიცოდი, რომ მკვლელობა დანაშაული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ პოლიციას კაენის დაჭერაში დავეხმარებოდი... რომც მცოდნოდა სად წავიდა.
- მაი...მაიკლ!
მზერა ჰანაზე გადავიტანე, რომელიც ტირილს პირას იყო. თვალები ჩასწითლებოდა და ცრემლები უკვე ჩამოსდიოდა.
- ძვირფასო, მოდი აქ - დავიხარე და ფრთხილად ჩავისვი კალთაში. ძლიერად მომეკრო, მაგრამ ვიცოდი, რომ მისი კომფორტი ისე არ შემეძლო, როგორც კაენს.
- მაპატიე ჰანა. ვიცი გაინტერესებს კაენი სადაა, მაგრამ მართლა არ ვიცი. დარწმუნებული ვარ შენს გამო მალე დაბრუნდება, ხომ იცი, რომ არასდროს დაგტოვებს.
წუთიერი სიჩუმისა და სლუკუნის მერე, უკან გაიწია და თავი დამიქნია.
- კე..კენი... ჰანასთვის ყოველთვის ... დაბრუნ..
სანამ წინადადების დამთავრებას მოახერხებდა ქვითინი აუტყდა, რაზეც თავი გავაქნიე და უფრო მჭიდროდ მივიკარი მკერდზე.
- დაბრუნდება. ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები.

- ეს პოლიცია არ უნდა იყოს? არადა კარს არავინ იცავს და შენობაშიც კაციშვილი არ არის.
თავი სწრაფად შევაბრუნე, როცა ნაცნობი, ჩახლეჩილი ხმა მომესმა.
" ღმერთო, მართლა დაბრუნდა."
- კაენ - დავიჩურჩულე გაოგნებულმა და ჰანამაც თავი წამოყო. კაენის დანახვისთანავე ხელებიდან დამისხლტა და მისკენ გაიქცა. გისოსებიდან გაიჭეჭყა, მაგრამ როგორ შეძლო ესე სწრაფად გაძრომა, წარმოდგენა არ მქონდა.
- გაიქეცი მასთან ჰანა - შევაგულიანე სიცილით. ჩემი გამხნევების გარეშეც გაიტანდა თავს, თანაც უკვე კაენისკენ მიჰქროდა. ოფიცერმა იარაღი კაენს დაუმიზნა, მაგრამ დემონმა ყურადღებაც არ მიაქცია და ჰანა ხელში აიტაცა.
- ნუთუ ეს ცრემლებია ჰანა? მეგონა შევთანხმდით, რომ დიდი ბიჭები არ ტირიან, ხომ ასეა?
ჰანას სრულიად დავიწყებოდა სად იყო და პოლიციელების არსებობასაც ვერ ამჩნევდა. თავისი პატარა ხელები სწრაფად მოისვა თვალებზე, ცრემლების კვალი გაიწმინდა და დაბეჯითებით დაუქნია თავი.
- დიდი ბიჭები არ ტირიან. მაიკლს ვეხმარებოდი... მოწყენილი იყო.
კაენმა ჰანასგან მზერა ჩემზე დამოიტანა და ამაყი ღიმილი მომაგება, რომელსაც უკვე მივჩვეოდი.
- იეპპ... ცრემლად ვიღვრებოდი, რადგან ჩემი დემონი ჩემს გარეშე გაიქცა. სრულიად განადგურებული და გულგატეხილი ვიყავი.
ჩემს სარკაზმზე თვალები გადაატრიალა და ჰანა ცალ ხელში დაიჭირა, შემდეგ კი საკანთან მოვიდა. როცა მოახლოვდა წამოვდექი და მის შიშველ სხეულზე დამწვრობები შევათვალიერე... და თავს ძალა დავატანე მის უნაკლოებაზე არ მეფიქრა..
"ნამდვილად არაა ამის დრო"
- კარგად ხარ მაიკლ?
შემცბარმა შევხედე.
"ახლა ნამდვილად მკითხა, კარგად ვარ თუ არა?"
- ამ.. კარგად ვარ, არაფერი დაუშავებიათ.
ამან თითქოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რამაც უფრო დამაბნია.
- კიდევ კარგი - ჩაიბურტყუნა, სანამ პოლიციელს ყალბი ღიმილით მიუბრუნდებოდა - საკანში შემიშვი.
კაცი გაფითრებული ჩანდა, როცა ყოყმანით წამოვიდა წინ და იარაღი კვლავ კაენს დაუმიზნა.
- ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე - თქვა აკანკალებული ხმით. კაენმა ის გააკეთა, რაც უთხრეს და პოლიციელს საშუალება მისცა კარი გაეღო.
"მის ადგილზე მშვიდად არც მე ვიქნებოდი, რადგან როცა გაბრაზებულია, კაენი ნამდვიალდ საშიშია..."
- კარგი, შედი დემონო.
ამაზე ჩემმა დემონმა ჩაიფხუკუნა და ჰანას ზურგზე ნაზად მოეფერა.
- სახელი მაქვს და დარწმუნებული ვარ იცი რაც მქვია, ადამიანო. ასე რომ ნუ გამაბრაზებ და ნორმალურად მომმართე.
ოფიცერმა ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა და ჩაისისინა, მაგრამ როცა კაენი არ გაინძრა, ამოიოხრა და ჩაიბუზღუნა - საკანში შედი კაენ, ახლავე.

(კაენი)
- ხედავ? არც ისეთი რთული იყო ადამიანო.
მარტივად შემეძლო გისოსები გამეღუნა და მაიკლი გამომეყვანა, შემდეგ კი წავსულიყავი, მაგრამ ამჟამად ეს გამოუსადეგარი იქნებოდა. რა თქმა უნდა, სამუდამოდ გასაქრობად საკმარისზე მეტი ფული მქონდა, მაგრამ რაღაც მიზეზით.... არ მინდოდა. ჩემს ქალაქში რაღაც რიგზე ვერ იყო, ჩემი დემონებისგან გაქცევა კი ყველაზე ლაჩრული ქმედება იქნებოდა. ამიტომ საკანში შევაბიჯე და ჰანა ძირს დავსვი, რომ მღვდელი მომექცია მკლავებში. თავიდან სხეული დაეჭიმა, მაგრამ თითქმის იმწამსვე მოდუნდა და წელზე შემომეხვია.
- მიხარია, რომ ჰანასთვის დაბრუნდი. შენს გარეშე ისე ეშინოდა - ამომხედა მღვდელმა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მისი მღელვარება შევნიშნე. თავი ისევ ჩემს მკერდში ჩარგო, მაგრამ თითით ნიკაპი ავუწიე და მის ტუჩებთან ჩავიჩურჩულე.
- სამი რაღაცის გამო დავბრუნდი, რომელთა მოშორებაც, როგორც ჩანს, არ გამომდის.
როცა პირი გააღო, ვიცოდი შეკამათება უნდოდა, მაგრამ არ ვაპირებდი მისთვის ამ უაზრო საკითხებზე ლაპარაკის საშუალება მიმეცა,როცა თავისუფლად შემეძლო, მისი კოცნით დავმტკბარიყავი. სწორედ ამიტომ, როცა რაღაცის თქმა დააპირა, ტუჩები მისას მივაწებე, შემდეგ კი ჩავიღრინე, რომ უკან არ დაეხია. როცა გავიქეცი, ვიფიქრე, ძლივს ჩამოვიშორე ეს მომაბეზრებელი სამი არსება მეთქი, მაგრამ გაუაზრებლად მაიკლის მანქანის სუნს გავყევი და პოლიციის მანქანა დავინახე, როცა პარკში მღვდელი დააკავეს.
"ახლა კი აქ ვარ." - გავიფიქრე ჩემთვის სარკასტულად და უკან დავიხიე, რომ მაიკლისთვის სუნთქვის საშუალება მიმეცა. როცა ჩემს წინ მდგარი, გაწითლებული და სუნთქვაშეკრული მღვდელი დავინახე ვინატრე, აქ არ ვყოფილიყავით, რადგან პოლიციის შენობაში ვერაფერს გავაკეთებდით... თანაც რამეს თუ მოვიმოქმედებდი, სავარაუდოდ სხვა საკანში გადამიყვანდნენ. რა თქმა უნდა, ადვილად ვერ დამიმორჩილებდნენ, მაგრამ უკვე საკმაოდ ვიყავი დაშავებული და ჭრილობების დამატება არ მსურდა.
- დემონო, შენი ჩვენება გვჭირდება ეკლესიაში მომხდარის შესახებ.
გაღიზიანებულმა ამოვიოხრე, შევბრუნდი და სამ პოლიციელს შევუბღვირე, რომლებიც გისოსებთან ატუზულიყვნენ. ერთმა რაღაც საქაღალდე მოიმარჯვა, მეორეებმა კი იარაღი დამიმიზნეს.
- ადამიანი მოვკალი, რომელმაც ჩემი მღვდელი დაწვა. რა არის აქ გაუგებარი? - ვთქვი და შევბრუნდი, რომ მაიკლი ისევ ჩემს მკლავებში მომექცია.
- რა? რა იცოდი, რომ სწორედ მან მიაყენა ჭრილობები?
"სულელი ადამიანები"
- ჯვარი ეკავა. ზუსტად იმ ფორმის, როგორიც მაიკლს მკერდზე ჰქონდა ამომწვარი.
ერთ-ერთმა ჩაიცინა, მაგრამ არც კი შევბრუნებულვარ. ამის მაგივრად, დავიხარე და ჩემი მღვდლის თბილ ყელს დავეწაფე, რომ მისი ნაზი კანის გემო შემეგრძნო.
- რამ გაფიქრებინა, რომ სწორედ ის იყო და სხვასაც არ ჰქონდა მსგავსი ჯვარი? - მკითხა რომელიღაცამ.
- იმიტომ რომ არ მადარდებდა იყვნენ თუ არა სხვებიც. მას ხელში ჯვარი ეკავა და სწორედ ის ემთხვეოდა მაიკლის დამწვრობას. ამიტომაც მოვკალი.
წუთით სიჩუმემ დაისადურა, შემდეგ ერთ-ერთმა ისევ დაარღვია.
- სულ ეს არის? არ გინდა რომ შენი ქმედება ახსნა ან გაამართლო?
"კარგი, ეს ადამიანები უკვე მართლა ჩემს ნერვებზე მოქმედებენ. არ შეიძლება წავიდნენ და ჩემს ადამიანთან დამტოვონ?!"
სწრაფად შევბრუნდი, ეშვები გამოვაჩინე და ხმამაღლა ჩავიღრინე.
- ის საზიზღარი მოვკალი! თქვენ თუ მართლა გგონიათ, რომ ამის უარყოფას ვცდი, მაშინ იმაზე სულელები ხართ, ვიდრე მეგონეთ! ამ სამყაროს ერთი ნაგავი მოვაშორე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრნი არიან. ეხლა კი მოკეტეთ და აქედან გაეთრიეთ, თორემ სამივეს იგივე ბედი გელით.
ძალიან მინდოდა გისოსები დამემსხვრია და ერთ-ერთი მაინც მომეკლა კარგი მაგალითისთვის, მაგრამ მარჯვენა ფეხზე პატარა ხელის შეხება ვიგრძენი და ღრმად ჩავისუნთქე, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი. როცა ჰანას დავხედე, სუსტად გავუღიმე.
- მაპატიე. კენი გაბრაზდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა - ვუთხარი, რადგან ვიცოდი ყვირილი არ მოსწონდა. როცა ხელები ასწია, თავი გავაქნიე და ავიყვანე, შემდეგ კი შუბლზე ვაკოცე, რომ საბოლოოდ დამშვიდებულიყო.
- ყველაფერი კარგადაა, არავინ არაფერს დაგიშავებს, ნუ ნერვიულობ ჰანა.
ნელა დამიქნია თავი და დაამთქნარა, რაზეც გულწრფელად გამეღიმა.
- გინდა დაიძინო? - ვკითხე და პასუხი მანამდე ვიცოდი, სანამ თავად მეტყოდა.
- კიი.
- კარგი, ერთი წუთით დაგსვავ - ვუთხარი, სანამ ამას გავაკეთებდი, შემდეგ კი მაიკლს ეშმაკური ღიმილით მივუბრუნდი. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაცას ვგეგმავდი, მაგრამ სანამ გაძვრებოდა მხარში ჩავავლე ხელი... ნუ ისედაც ვერსად წავიდოდა, მაგრამ.. წუთის შემდეგ კედელთან ჩამოვჯექი, ის კი კალთაში ჩავისვი. ვიცოდი, ჰანა იეჭვიანებდა და ბავშვმაც ჩემი მოლოდინი გაამართლა და გაბუტულმა ტუჩები გამობურცა.
- მოდი აქ ჰანა. დარწმუნებული ვარ მაიკლს გაუხარდება, თუ მის კალთაში დაჯდები - ვუთხარი და გავიკრიჭე, როცა მაიკლი ჩემს ჩანაფიქრს მიმიხვდა და ხელები გაშალა, რომ ჩემი ნათქვამი დაედასტურებინა. ბავშვი წამის მეასედში გაეხვა მის კლავებში და მაქსიც თან გამოიყოლა, რომ ორივე ერთად ჩახუტებოდნენ მაიკლს. გამეღიმა, როცა ჰანას მაშინვე ჩაეძინა. ხელები, მაიკლთან ერთად, ნაზად შემოვხვიე და შუბლი მღვდლის მხარს მივადე.
- ცოტა დავისვენოთ, დარწმუნებული ვარ ძალები მალე დაგვჭირდება - ჩავიბუზღუნე, სანამ თვალებს დავხუჭავდი. ეს უკანასკნელი ადგილი იყო, სადაც დაძინება მინდოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დაბრუნება ნამდვილად მიღირდა. და ჩემი დემონებიც, რა ჯანდაბასაც არ უნდა აკეთებდნენ ჩემს ზურგს უკან, ჩემსავე ქალაქში... ჩემითქვე ვაგებინებდი პასუხს... თუნდაც იმ საზიზღარი ნაკურთხი წყლის გამოყენება დამჭირვებოდა.

გასაღების ჩხაკუნმა გამაღვიძა. მაიკლის მხრიდან თავი ავწიე და ორ ოფიცერს შევხედე, რომელიც საკანს უახლოვდებოდნენ.
"ესენი სხვები არიან?"
- ესე მოვაწყინე თავი? თუ გინდათ ვინმეს მოვკლავ.
ორი ადამიანი გისოსებთან გაჩერდა, ერთს გასაღებები ეჭირა, ყურადღება არ მომაქცია და იმ გასაღებს დაუწყო ძებნა, რომელიც ჩვენს საკანს აღებდა. რომელიც კი ასხმაში იყო... მაგრამ სამოც ან უფრო მეტ გასაღებს შორის ცოტა ძნელი საპოვნელი აღმოჩნდა.
- დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - ვკითხე სარკაზმით და წარბი ავწიე.
- არა - შემომიღრინა იმან, რომელიც გასაღების პოვნას ცდილობდა და რომელიც აქ ყოფნით დიდად არ იყო გახარებული.
"რაღაც საერთო გვქონია."
უკვე ვაპირებდი ჩემი "კეთილგანწყობა" გამომეხატა, როცა კალთაში ვიღაცის მოძროაბა ვიგრძენი. მოსაწყენ ოფიცრებისგან ყურადღება ჩემს მღვდელზე გადავიტანე.
- დილა მშვიდობის... ან საღამო მშვიდობის. ზუსტად არ ვიცი რომელია, მაგრამ არაუშავს - ვუთხარი ღიმილით.
- დილა მშვიდობის - ჩაიჩურჩულა მაიკლმა და ნახევრად გახელილი თვალებით მომაჩერდა. საკანში საათიც კი არ იყო, ამიტომ წარმოდგენა არ მქონდა რა დრო იყო. მეგონა ჩემთან ლაპარაკს განაგრძობდა, მაგრამ როცა ყურადღება პოლიციელებზე გადაიტანა, ლამის ჩავიღრინე.
"ვის ადარდებს ისინი."
- ჰეი.. გვიშვებთ? - იკითხა მაიკლმა, ტუჩები ნერვიულად გაილოკა და მძინარე ჰანა მკერდზე მიიკრა.
ერთმა პოლიციელმა, ისევ იმან, რომელიც გასაღებს ეძებდა, მაიკლს გადმოხედა და თავი გააქნია.
- არა დაკითხვაზე უნდა წაგიყვანოთ, რომელიც სასამართლოსთვის იქნება საჭირო.
ამაზე თვალები გამიფართოვდა.
- ის რა შუაშია? არავინ არ მოუკლავს - ჩავისისინე, წუთით შევჩერდი და მაიკლს დავხედე.
- ვინმე მოკალი? არ გეგონოს, რომ რამე პრობლემა მაქვს მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ეგ არ გამოგვადგებოდა.
მაიკლმა შემომიბღვირა, პასუხის გაცემაც არ იკადრა და ისევ პოლიციას მიუბრუნდა.
- მაინტერესებს აქ რატომ ვარ. ჰანა არ მომიტაცია, ფაქტიურად ეს არც ერთს არ გაგვიკეთებია. და არც არავინ მომიკლავს, ჰოდა აქ რატომ მაჩერებთ?

(მაიკლი)
საკანში კაენის მარტო დატოვება არ მინდოდა, მაგრამ რომ გავეშვი, მის გამოსაყვანად უფრო ადვილად მოვნახავდი გზას. ჰანას აქ არაფერი ემუქრებოდა, ამიტომ მოგვიანებით მაინც მოვაკითხავდით, მიუხედავად იმისა რომ მის დატოვებაზე ფიქრიც კი გულს მტკენდა. ამ წუთას კაენის სიცოცხლე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ვიღაცის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
- ჩვენს გამომძიებელთან ისაუბრებთ, ამის მიხედვით გადავწყვეტთ რა უნდა გაგიკეთოთ. ამჟამად შენ არაფერი გემუქრება, რადგან აქამდე არაფერი არ დაგიშავებია და ბიჭსაც არაფერი სჭირს.. ნუ ცოტათი კი შეშლილია..
"იარაღი მომეცით და გაჩვენებთ როგორი 'შეშლილიცაა'."
თავი გავაქნიე, რომ ეს იდეა ამომეგდო თავიდან, ფეხზე წამოვდექი და კაენის მკლავებიდან გავთავისუფლდი, როცა პოლიციელმა საკანი გააღო.
- დემონს მე წავიყვან, შენ მას გაყევი - თქვა პირველმა პოლიციელმა და თავის მეგობარს, რომელიც აქამდე ლაპარაკობდა, თავი დაუქნია. დავემორჩილე და საკნიდან გავყევი, მაგრამ ყოველ წამს მაინც უკან ვიყურებოდი კაენის შესამოწმებლად. დემონიც არ ეწინააღმდეგებოდა, რაღაც მხრივ... ძალიან ნელა, გამაღიზიანებლად გამოვიდა ჰანასთან და მაქსთან ერთად. ბავშვს ისევ ეძინა და ოდნავ ფშვინავდა კიდევ... როგორც ძაღლი. ერთადერთი, რაც არ მომწონდა ის იყო, რომ პოლიციელმა იარაღი ამოიღო და კაენს თავში დაუმიზნა. მარცხნივ გამიძღვნენ და ოთახში შემიყვანეს. კარი მანამ დაიკეტა, სანამ კაენისკენ გახედვას მოვასწრებდი.
"სანამ ჰანასთან ერთადაა იმედია არ აწამებენ მაინც. ისე ძალიან ამაყია, ამიტომ წამების გარეშეც კი იტყვის რაც ჩაიდინა."
თავი გავიქნიე და რკინის მაგიდასთან, რკინის სკამზე ჩამოვჯექი. ეს ყველაზე არაკომფორტული რაღაც იყო მთელს სამყაროში, მაგრამ წუწუნი არ დავიწყე. ორი ადამიანი იყო ოთახში, რომლებიც ალბათ ჩემს დაკითხვას აპირებდნენ. ერთ-ერთი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, რომ არაფერი მეთქვა ამაზე.
" არ მინდა უფრო გიჟად ჩამთვალონ, ვიდრე ახლა ვარ."
- გამარჯობა მაიკლ - მითხრა დაბალმა ოფიცერმა და ფართო ღიმილი მომაგება... ისეთივე ყალბი, როგორიც ჩემი რწმენა აღმოჩნდა. ამ წლების მანძილზე ღმერთის მწამდა, რამაც სწორედ იქ მომიყვანა სადაც ახლა ვარ, რადგან მე...
" მე რა?"
სიტყვა გონებაში გამიწყდა და არ ვიცოდი რის თმას ვაპირებდი.
" ჩემი რელიგია აღარ მაინტერესებს, რადგან მე.."
- მაიკლ?
კაცის ხმის გაგონებამ აწმყოში დამაბრუნდა და სირცხვილისგან გავწითლდი.
"ახლა გაითიშე კიდეც აბა... ისედაც შეშლილი მღვდელი ხარ, რომელსაც დემონი შეუყვარდა."
"ოჰ, ჯანდაბა."
- ამის გაფიქრება არ მინდოდა!
ოთახში მყოფებმა წარბები გაკვირვებისგან ასწიეს და ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანეს.
- რა თქვით?
" ჯანდაბა, ისე გიჟის როლი ხომ არ მეთამაშა? ზუსტად ეხლა ისედაც დემონის სიყვარული ვაღიარე,.... მგონი მართლა გავგიჟდი.."
- ამმ... არაფერი, მაპატიეთ. უბრალოდ ძალიან დავიღალე. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი დღე ნამდვილად არ ყოფილა.
ამან კაცის სახეზე ისევ მლიქვნელურ ღიმილი დააბრუნა.
- გასაგებია... მესმის თქვენი. მაიკლ, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენს მეგობართან დაკავშირებით.
- კაენის შესახებ? კი, რა თქმა უნდა.
თითები ერთმანეთს გადააჭდო და იდაყვები მაგიდას დააყრდნო, რომ თავი მოეჩვენებინა, ვითომ მშვიდად იყო, მაგრამ ოდნავი ინტერესი გამოეჩინა...არც ერთი არ გამოუვიდა.
- პირველად როდის შეხვდი შენს მეგობარს?
თვალები დავახამხამე, სკამს მივეყრდენი და დამცინავი ღიმილი მივაგებე.
- ეკლესიაში, რაღა თქმა უნდა.
"დემონს სხვაგან სად შევხვდებოდი?"
ჩემს პასუხში დიდად დარწმუნებული არ ჩანდა, მაგრამ არაფერი თქვა.
- იცი რატომ იყო იმ დღეს ეკლესიაში?
"ღმერთის საპოვნელად."
- ჰანა ჰყავდა მოყვანილი და როგორც ვიცი, ბავშვს უნდოდა ეკლესიის ნახვა, რადგან დარწმუნებული ვარ, კაენს დიდად არ სიამოვნებდა იქ ყოფნა.
გამომძიებელმა თავი დამიქნია, ჩემი ქმედება გაიმეორა და სკამს მიეყუდა.
სად ნახეს ეს კაცი? კაენი უფრო კარგი გამომძიებელი იქნებოდა. შეიძლება სასტიკი... ოჰ! ან საერთოდაც ჰანა აეყვანათ, ისიც კი უკეთესად შეძლებდა ვიღაცის ალაპარაკებას.
- როგორც ჩანს საინტერესო რაღაცეებზე ფიქრობ. ხომ არ გაგვიზიარებდი? - მკითხა კაცმა.
"არა."
- კი, რა თქმა უნდა - მხრები ავიჩეჩე, ვითომც დიდი არაფერი - ვიხსენებდი ჰანა როგორ ბედნიერი იყო, როცა კაენმა პირველად მოიყვანა ეკლესიაში. მაშინვე მივხვდი, რომ დემონი იყო და დავაპირე ის გამეკეთებინა, რაც საჭირო მეჩვენა...
- მაგრამ? - დაამატა და გაგრძელებისკენ მომიწოდა.
- მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. მისი მოკვლა ვერ შევძელი.
გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დამიქნია თავი.
- იმის შემდეგაც ვერ მოკალი, რაც გაიგე, რა ჩაიდინა? რომ ჰანას მშობლები მან დახოცა?
"რა?"
სხეულში სიცივემ დამიარა, მაგრამ სახე სიმწრისგან უფრო გამიხურდა.
- მ..მას ეს არ ჩაუდენია. ჰანა ტყეში იპოვა, როცა სხვა დემონებმა მისი მშობლები დახოცეს.
- ოჰ, მართლა? მტკიცებულება გვაქვს.
"შანსი არაა!" გავიფიქრე და სკამის კიდეებს ჩავებღაუჭე. ლაპარაკის მაგივრად, გამომძიებელმა სკამი უკან გააცურა და ტელევიზორი მოაგორა, რომელიც მაშინ შევამჩნიე და რომელიც უკვე ჩართული იყო, მუქ ლურჯ კადრზე დაპაუზებული.
- როგორ შეძელით იმის გადაღება, რაც შუა ტყეში მოხდა? - ჩავიჩურჩულე ჩახლეჩილი ხმით. პოლიციელმა ჩართო და მშვიდად მიპასუხა.
- კამერები ბევრ უცნაურ ადგილზე დავაყენეთ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები და დემონები დაგვეჭირა.
დაეჭვებულმა ყოყმანით შევხედე ეკრანს. კამერებში შავი ფიგურები მოძრაობდნენ, რომლებიც პირველი შეხედვისთანავე დემონებად აღვიქვი. ეკრანს თვალი ვერ მოვწყვიტე, როცა ახალგაზრდა წყვილი და ბავშვი, ჰანა, გამოჩნდნენ ტყეში. მხიარულად საუბრობდნენ და ერთმანეთისთვის ხელები ჩაეჭიდათ.
" ისეთი აღარ არის როგორიც იყო. ახლანდელი შეშინებული გამომეტყველება არ აქვს."
ამაზე ვფიქრობდი, როცა ორი ფიგურა გამოჩნდა და ადამიანებს დაესხა თავს, მხოლოდ ერთი გადავიდა შეტევაზე, მეორე კი იდგა და სანახაობას აკვირდებოდა. რამდენიმე წუთში ორივე მშობელი მკვდარი იყო, რაზეც საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ჩემი ყურადღება მთლიანად ჰანაზე იყო, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი მეჩვენა.
"აი როდის იგრძნო პირველად შიში. სწორედ მაშინ."
ამის ნახვის შემდეგ ვერ გავამტყუნებდი. როცა დემონი ჰანასკენ წავიდა, ხოლო ბავშვმა სირბილი დაიწყო, ფირი უეცრად შეწყდა.
" მოიცადეთ, კაენი სად არის?"
- ხედავ? - მკითხა გამომძიებელმა და ამაყი ღიმილით მომიბრუნდა, რომელშიც ადვილად ამოიკითხებოდა ფრაზა: "ხომ გეუბნებოდი." შეკამათების ნაცვლად, წამოვდექი, ხელები მკერდზე გადავაჯვარედინე და ამ ნაბიჭვარს შევუბღვირე.
- კაენი ამ ვიდეოში არ იყო.
სახე მაშინვე გაუფითრდა, რამაც მანიშნა, რომ ეს იდიოტი ჩემს გაცურებას ცდილობდა. სწრაფადვე გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ თავი უკვე გასცა.
- გეგონათ მომატყუებდით და დამაჯერებდით, რომ ეს კაენმა ჩაიდინა? არ გაგიმართლათ. კარგად ვიცი ჩემი დემონი როგორიცაა და აქედან ნამდვილად არცერთი არ იყო! კაენი ვიდეოში არაა!
თავის გადარჩენისთვის, გამომძიებელმა ხელები მკერდზე გადააჯვარედინა და ეკრანისკენ მიმითითა,შემდეგ კი მომიბრუნდა და თვალები დამიბრიალა.
- რა გაფიქრებინებს, რომ "შენი" დემონი აქ არ არის? ყველა დემონი ერთნაირია და ამ ვიდეოში საკმაოდ ბნელა.
"ამმ... საიდან ვიცი?"
- მე.. მე... უბრალოდ ვიცი რომ ის არცერთი არ არის. ამ ვიდეოს გაგრძელება უნდა ჰქონდეს. სხვა კამერებიც ხომ გაქვთ დამონტაჟებული, რომლებიც ჰანას სადმე დააფიქსირებდნენ - ჩემს ზურგს უკან, გაჩუმებული ოფიცერი უხერხულად შეიშმუშნა, რამაც ყურადღება მასზე გადამატანინა.
- მთლიანად მაჩვენეთ.
გამომძიებელს შევხედე და გავიკრიჭე.
- ჩამირთე გამომძიებელო. თუ გაბედავ.
წუთით უხერხულად გაშეშდა და მეორე პოლიციელს შეხედა, შემდეგ კი ყოყმანით ასწია გადამცემი და ვიდეო ჩართო. თითქმის მაშინვე გადაირთო სხვა კამერაზე და ჰანა გამოჩნდა, რომელიც უფრო ღრმად შევიდა ტყეში. რაღაც მომენტში ძალიან გამიჭირდა მისი დანახვა, მაგრამ როცა რაღაც უზარმაზარ შავ არსებას შეასკდა, რომელიც.... ბუს ჭამდა? მაშინვე მივხვდი ის ვინც იყო.
- აი კაენი! - დავიყვირე, რაზეც ორივე პოლიციელი შეხტა. გამომძიებელმა მაშინვე დაასტოპა ფირი და შემომიბრუნდა. ვიცოდი რის კითხვასაც აპირებდა, ამიტომ სანამ პირს გააღებდა მე თვითონვე ვუპასუხე:
- ესაა კაენი. არ მაინტერესებს რას იტყვით იმ ორზე, მაგრამ ჩემი დემონი ესაა.
გამომძიებელმა ამოიოხრა, მაგრამ ოფიცერი ადგა და მარჯვენა მხარზე ხელი მომკიდა.
- დავასრულეთ. შენს საკანში დაგაბრუნებთ, სანამ რამეს არ გადავწყვეტთ.
"მე გეტყვით რაც უნდა გადაწყვიტოთ, უნდა გამათავისუფლოთ, იდიოტებო." - გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მითქვამს და ჩემს საკანში დავბრუნდი. მეგონა მარტო ვიქნებოდი, სანამ ისინი კაენს დაკითხავდნენ, მაგრამ ჩემი მიყვანიდან რამდენიმე წუთში ისიც შემოიყვანეს. ამაზე უფრო მეტად კი ის გამიკვირდა, რომ დემონი ამაყად იღიმოდა და ჰანა, რომელსაც უკვე გაეღვიძა, მაქსთან ერთად ხელში აყვანილი მოჰყავდა. როცა გისოსებს შიგნით შემოუშვეს, კარი ჩაკეტეს, მაგრამ ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია და მაშინვე კაენს ჩავეხუტე. რა თქმა უნდა, ფრთხილად, რომ ჰანა არ გამეჭყლიტა, მაგრამ კაენთან მეც ხომ მინდოდა!
- ვღელავდი - ჩავიჩურჩულე, როცა მარცხენა ხელი გაითავისუფლა და ჰანას გვერდით, მკერდზე მიმიკრო.
- აჰჰ, ჩემი პატარა მღვდელი ბებერ კენზე ღელავდა?
- იმბეცილო - ჩავიბუზღუნე, მისი მკლავებისგან გავთავისუფლდი და შევბრუნდი, რომ დავმჯდარიყავი.... მაგრამ ხელი წელზე მომხვია და ისევ მკერდზე მიმიკრო.
- გამიშვი! - მხარს ზემოთ გავიხედე და კაენს შევუბღვირე, რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა... ღიმილი უფრო გაუფართოვდა და თითებით მუცელზე ღიტინი დამიწყო.
"ჯანდაბა.."
წუთის შემდეგ, ორივე ხელით ჩავებღაუჭე, ძლივს დავეხსენი და საკნის მეორე მხარეს გავიქეცი. ისევ მისკენ შევბრუნდი და ხელები ზურგსუკან გისოსებს ჩავჭიდე, რომ თავი შემემაგრებინა.
- შენთან თამაში როგორი მხიარულებაც არ უნდა იყოს, მგონი მართლა შარში ვიქნები აქ თუ კიდევ დავრჩებით - მითხრა კაენმა, როცა ჰანა მაქსთან ერთად ძირს დასვა. ლეკვი ნახევრად მძინარე დაეცა ძირს და მშვიდ ძილში გადაეშვა. ისევ კაენს შევხედე.
- რას გულისხმობ? ის ვიდეო შენც გაჩვენეს? - ვკითხე, როცა ჩემსკენ წამოვიდა და ჩავეხუტე. მისი ძლიერი მკლავებში მოქცეულმა თავი უფრო მშვიდად ვიგრძენი, მაგრამ ახლა საქმეს უნდა დავბრუნებოდით. კაენს ავხედე და გავიკრიჭე.
- ანუ... აქედან უნდა გავიქცეთ?
ჩაიფხუკუნა და საკოცნელად გადმოიხარა, შემდეგ კი ტუჩებთან ჩამჩურჩულა:
- სწორად გამოიცანი, ჩემი ძვირფასო მღვდელო.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

იცი რა საოცრებაა ძალიან მომწონს.
ვფიქრობ რომ საკმაოდ საეჭვო სიტუაციაა. ფილმებიდან ვიცი რომ ასეთ პოლიციის განყოფილებებში საკმაოდ რიარია არის და ელემენტარული მცველები მაინც დგანან ისეტი რომ გასაღებებს ცნობდნენ. ბევრი გასაღები ბევრ დაკეტილ კარს ნიშნავს რაც მაფიქრებინებს რომ საკმაოდ დიდი დაწესებულებაა. და მე არ მჯერა რომ ამხელა განყოფილებაში ორი ნორმალური პოლიციელი არაა. ანდაც მაიკლს მიიჩნევდნენ სულელად და ამიტომაც შეუშვეს მასთან ასეთი სუსტი ხალხი. კდევ ერთი ვარიანთია, რომ იმდენად უაზროა მაიკლის დაკიტხვა და ეს ბრალდება რო მაღალი კვალიფიკაციის პოლიციელებმა თავი შეიკავეს ამ "შერცხვენისგან". ეს სფერო განსაკუთრებით მომხვდა თვალში და მგონია რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის მგონია რომ რაგაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს მშვიდი სიტუაცია მოჩვენებითია. არ ვიცი არ მგონია რომ ასე მარტივი იყო, და ამაზე შენი წინა მოთხრობები მაფიქრებენ. არვვიცი არვიცი შეიძლება ძალიან ვაბუქებ:დდ
როგორც უნდა იყოს მოუთბენლად გელი heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Constance

nawkas12345
იცი რა საოცრებაა ძალიან მომწონს.
ვფიქრობ რომ საკმაოდ საეჭვო სიტუაციაა. ფილმებიდან ვიცი რომ ასეთ პოლიციის განყოფილებებში საკმაოდ რიარია არის და ელემენტარული მცველები მაინც დგანან ისეტი რომ გასაღებებს ცნობდნენ. ბევრი გასაღები ბევრ დაკეტილ კარს ნიშნავს რაც მაფიქრებინებს რომ საკმაოდ დიდი დაწესებულებაა. და მე არ მჯერა რომ ამხელა განყოფილებაში ორი ნორმალური პოლიციელი არაა. ანდაც მაიკლს მიიჩნევდნენ სულელად და ამიტომაც შეუშვეს მასთან ასეთი სუსტი ხალხი. კდევ ერთი ვარიანთია, რომ იმდენად უაზროა მაიკლის დაკიტხვა და ეს ბრალდება რო მაღალი კვალიფიკაციის პოლიციელებმა თავი შეიკავეს ამ "შერცხვენისგან". ეს სფერო განსაკუთრებით მომხვდა თვალში და მგონია რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის მგონია რომ რაგაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს მშვიდი სიტუაცია მოჩვენებითია. არ ვიცი არ მგონია რომ ასე მარტივი იყო, და ამაზე შენი წინა მოთხრობები მაფიქრებენ. არვვიცი არვიცი შეიძლება ძალიან ვაბუქებ:დდ
როგორც უნდა იყოს მოუთბენლად გელი heart_eyes heart_eyes

ჰმ მართალი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ქალაქი დემონებითაა სავსე და პოლიციელების უმეტესობა მათ დაჭერას ცდილობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შენობის დასაცავად ბევრი ხალხი არ დარჩებოდა... რაც შეეხება გამომძიებლებს, ძალიან ჭკვიანები იყვნენ და მშვენიერი ტაქტიკითაც მოქმედებდნენ, მაგრამ უბრალოდ იმას ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მაიკლს კაენის დემონური სხეულის ცნობა შეეძლო... ნორმალურ პოლიციას რაც შეეხება, ეჭვი მეპარება ყველაზე ძლიერ ოფიცერსაც კი შეეძლოს ყოველგვარი შიშის გარეშე დაუპირისპირდეს ქალაქის დემონთა ლიდერს... (მაიკლს, რა თქმა უნდა, სუსტად მიიჩნევდნენ. მღვდელს, რომელმაც რელიგიაზე უარი თქვა და დემონთან გაიქცა, ვინმე სერიოზულად აღიქვავდა?)... თუ კიდევ რამე გაეჭვებს, მოხარული ვიქნები თუ პასუხის გაცემას შევძლებ :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ხო მაგრამ სწორედაც რომ ეგ სუსტი ადამიანი მღვდელი და კიდევ რა ვიცი აღმოაჩნეს ამ დემონების წინამძღოლთან ერთად მისივე სახლში და ჩემი გადმოსახედიდან ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა უფრო დაინტერესებულად უნდა მოქცეოდნენ ვიდრე ჩვეულებრივ პოტენციურ გაგიჟებულ ადამიანს. გეთანხმები მოულოდნელი იყო მათთვის ეს. მომწონს შენი ხედვა.
მოუთბენლად გელოდები...

 


№4  offline წევრი Constance

nawkas12345
ხო მაგრამ სწორედაც რომ ეგ სუსტი ადამიანი მღვდელი და კიდევ რა ვიცი აღმოაჩნეს ამ დემონების წინამძღოლთან ერთად მისივე სახლში და ჩემი გადმოსახედიდან ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა უფრო დაინტერესებულად უნდა მოქცეოდნენ ვიდრე ჩვეულებრივ პოტენციურ გაგიჟებულ ადამიანს. გეთანხმები მოულოდნელი იყო მათთვის ეს. მომწონს შენი ხედვა.
მოუთბენლად გელოდები...

კარგი კრიტიკოსი ხარ :დ სხვა რა უნდა გაეკეთებინათ? როგორც ვთქვი კარგი სპეციალისტები შეუგზავნეს, ძალიან ჭკვიანური გეგმით, რადგან ზუსტად ეგ სჭირდებოდათ, რომ მაიკლი კაენს დაპირისპირებოდა და ამას მხოლოდ იმითი შეძლებდნენ, რომ ჰანას მშობლების მკვლელობაში დაედანაშაულებინათ... სხვების სიკვდილი მაიკლს დიდად აშკარად არ ადარდებდა.. ვეცდები ხვალ დავდო

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კრიტიკოსი რა ვიცი უფრო უაზროდ ჩამწვრილმანებელი:დდ
სევეჩვიე მარტივ ისტორიებს და ეს საერთოდ არ მომწონს... ასე რომ გკითხულობ უფრო მეტი ყურადღებით მიყვარს ასეთი ჩახლართლობები:დდდ
მომწოონსს..........

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მომწონს ეს ისტორია♥♥♥ ველოდები გაგრძელებას და არ დააგვიანო♥♥ იმედია თავებსაც გაზრდი სხვა ყველაფერი კარგია♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent