აღარასოდეს(4)
-შენ?-ეკატერინემ გაოცებულმა ახედა და როდესაც დაინახა ვინ იყო, გული გაუჩერდა, თვალებში დაუბნელდა და გონება დაკარგა. როდესაც გაიღვიძა საავადმყოფოში იწვა, ოთახში გაბრიელი იჯდა. მაშინვე ისტერიკაში ჩავარდა. -ლაზარე... ის იყო... დავინახე-ტირილი დაიწყო და კრუნჩხვებში ჩავარდა-ღმერთო რატო... ის იყო... -ეკატერინე რა გჭირს-წამოდგა და საწოლთან მივიდა-ვინ იყო? დამშვიდდი. -იქ იყო... ის იყო...მე ხომ... მე ხომ...-ტირილს ვერ წყვეტდა, ლაზარე გვერდით მიუჯდა და დამშვიდება სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ეკატერინე იკეცებოდა, თავიდან იშორებდა, სუნთქვა უჭირდა. მასინვე ექიმს დაუძახა, მან დამამშვიდებელი გაუკეთა და მალე დაწყნარდა.ლაზარემ დაინახა საშა, და დაახლოებით მიხვდა რაში იყო საქმე. ამიტომ გადაწყვიტა არავისთვის დაერეკა, ჯერ უნდოდა დარწმუნებულიყო რომ იმ ბიჭზე არ დაიწყებდა ისევ ლაპარაკს. -არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება-მისი ხელი ეჭირა და არ უშვებდა-აი ნახავ, ხვალ ყველაზე მაგარი დღე იქნება. ხო? ეკატერინე. ეკატერინე? ეკატერინე კედელს უყურებდა და ხმას არ იღებდა, თვალებში ცრემლები ედგა. ვერაფერს ფიქრობდა, ვერ აზროვნებდა. მხოლოდ მისი სახე ედგა თვალწინ... უკვე ფიქრობდა რომ გაგიჟდა და მოეჩვენა, რადგან ტვინის შერყევა ჰქონდა. მაგრამ არა... მის არომატს, მზერას, ხელებს, ხმას, ყველგან იცნობდა. ამ დროს ექიმი შემოვიდა. -როგორ გრძნობთ თავს ეკატერინე? ეკატერინემ არ უპასუხა. -თქვენ ტვინის შერყევა გაქვთ, უმჯობესი იქნება თუ წოლით რეჟიმს დაიცავთ, დაახლოებით 3-4დღის განმალობაში მაინც. მსუბუქი ტვინის შერყევა არ არის, ამიტომ ძალიან გთხოვთ თავს მიხედეთ. ასევე ხელებზე და ფეხებზე სინიაკები შევამჩნიეთ, ეს ეხლანდელი ნაღდად არ არის. აქამდე დაცემულხართ? -ხო, სახლში, მაგრამ სერიოზული არაფერია-ეკატერინემ მასინვე უპასუხა. -კარგით, აი წამლების ფურცელს და რეცეპტს აქ გიტოვებთ. შეგიძლიათ დღესვე გამოეწეროთ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ. -მადლობა. ექიმი დაემშვიდობა და გავიდა. ეკატერინე წამოდგა და სავარძელთან მივიდა. -როგორც ყოველთვის, ხო გითხრა ექიმმა იწექიო. -და საწოლში ჩავიცვა? ლაზარე აქ უნდა იყო სანამ ვიცვლი? -არა, გავდივარ. -ერთს გთხოვ, არავის უთხრა ამაზე კაი? -კაი-ისიც გავიდა ოთახიდან. ეკატერინემაც ჩაიცვა, ჩანთა აიღო და ის იყო უნდა გასულიყო რომ კარი გაიღო და ოთახში საშა შევიდა. -როგორ ხარ?-თვალებში ვერ უყურებდა ისე ელაპარაკებოდა. -როგორ ვარ? არ ვიცი, შენ? ამდენი წლის შემდეგ, კარგად გრძნობ თავს? ცოლი? შვილი? მეც როგორც ხედავ გადასარევად. -მე.. არ მინდოდა ესე რომ გამოსულიყო. -რომ წავქცეულიყავი? არც მე, ტვინის შერყევა მივიღე მაგრამ ვიცოცხლებ. -იცი რაზეც ვლაპარაკობ. -არა, არ ვიცი. გამატარე, არ მინდა შენთან ერთად დამინახონ-გასვლა დააპირა მაგრამ მან არ აცადა. -ეკატერინე... მე.. მე ისევ მიყვარხარ-ძლივს შეძლო და თვალებში შეხედა, ეცადა მისი ემოციების წაკითხვას, მაგრამ ეკატერინეს სახე ქვასავით ჰქონდა გაყინული. თვალიდან ცრემლიც არ წამოსვლია სანამ ოთახიდან არ გავიდა. -მე აღარ, მხოლოდ ის ტკივილი მახსოვს რაც მომაყენე, მაგრამ მადლობა, ამ ტკივილმა ბევრი რამ მასწავლა. მომშორდი და აღარასდროს არ შემეხო-ხელი გააშვებინა და ოთახიდან გავარდა, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა, მთელი სისწრაფით გაიქცა და ლაზარეს მანქანაში ჩაჯდა. -ეკატერინე. -გეხვეწები... რო იცი ისიც უკვე სამარცხვინოა-ამაზე კიდე უფრო აეტირა. -არაფერი არ ვიცი, არც არაფერს გეკითხები. უბრალოდ წავიდეთ-ცხვირსახოცი მიაწოდა და მანქანა დაძრა-ესეთი ნამტირალები არ გინდა იქ შესვალ დამიჯერე. გთხოვ, აღარ იტირო. -ხო..-ცრემლები მოიწმინდა და ტირილი შეწყვიტა-დღესვე ჩავალ თბილისში. -რა? სად მიდიხარ? -აქ აღარ მინდა დარჩენა... -ტვინის შერყევა გაქ მიღებული, სიარულიც არ შეილება და მარტო თბილისში დაბრუნებაზე ხო ლაპარაკი არ არის. -აბა რა გინდა ლაზარე? მარტო ვიჯდე დებილივით სასტუმროში სანამ თქვენ ყველა სათხილამუროდ იქნებით წასული? ჩმ გამოც არ მინდა ვინმე დარჩეს იქ. -მარტო არსად არ გაგიშვებ, დღეს უკვე ნახე მალე მოსაღამოვდება, ხვალ დილით ყველა ერთად წავალთ რა. გთხოვ. ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია, სასტუმროში როგორც კი მივიდნენ ეკატერინე თავის ოთახში გაიქცა, ბარგი ჩაალაგა და წასასვლელად მოემზადა. ავტობუსების განრიგი ნახა, ტაქსი გამოიძახა და ჩუმად წავიდა სასტუმროდან. გაჩერებაზე 1საათის განმალობაში უნდა ყოფილიყო და ავტობუსისთვის ეცადა. მალე წვიმაც დაიწყო. ცრემლებს ვერ იკავებდა, მოგონებები მოაწვა... ის ტკივილი გაახსენდა... თითქოს მუცელში დანა ჩაარჭვესო. მოიკრუნჩხა, თავი ხელებში ჩარგო. ამ დროს მის წინ მანქანა გაჩერდა. -გოგონა კარგად ხართ?-ის ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა და ეკატერინესთან მივიდა. მან თავი აწია-ეკატერინე? აქ რას აკეთებ? ცრემლები მოიწმინდა და თვალებში ძლივს გამოიხედა. -ავტობუსს ველოდები. -რა ავტობუსს? -თბილისში ჩასასვლელს. -მე ჩავდივარ, წაგიყვან თუ გინდა. -არ მინდა, მალე მოვა. მათე მანქანაში ჩაჯდა. დაძრა და გზა გააგრძელა, მაგრამ ცოტახანში ისევ უკან წავიდა. შიგნიდან კარი გაუღო და ანიშნა ჩაჯექიო. ეკატერინეც აღარ შეეწინააღმდეგა და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზის განმალობაში ფანჯარაში იყურებოდა, ცრემლებს იკავებდა, ცდილობდა თავი მოეჩვენებინა თითქოს ყველაფერი კარგად იყო. -მარტო ჩამოხვედი? -მეგობრებთან ერთად. -რატო ბრუნდები აბა მარტო? -ცუდად ვიყავი, არ მინდოდა დარჩენა და წამოვედი. ხასიათს გავუფუჭებდი ყველას. -რო შემომხედო არ გინდა? ეკატერინემ ცრემლები მოიწმინდა და გახედა. მათეს გაეღიმა. -უფრო ძლიერი ყოფილხარ ვიდრე მეგონე. მებრძოლი გოგო ხარ. ტირილი არ გიხდება. სიყვარული უცნაური რამ არის, იტირე იმასთან ვინც გული გატკინა, აგრძნობინე რომ დამნაშავეა. შურისძიება იმ ადამიანზე რომელმაც სიყვარული უარყო ყველაზე ადვილია. -მე არ მინდა შურისძიება, წარმოდგენა არ გაქვს რა გადამხდა, ამიტომ უაზროდ ნუ ისვრი სიტყვებს. მე არ მინდა ისეთი სიყვარული რომლის დაბრუნებაც შურისძიებით მომიწევს. -ის უფრო უბედურია რადგან შენნაირი ადამიანი დაკარგა. ეკატერინე აღარ უსმენდა, ცოტაც და აფეთქდებოდა. ცოტახანში დაწყნარდა, ყველაფერი ისევ ღრმად დამარხა გულში, თვალები დახუჭა და ტირილი შეწყვიტა. სახეზე ვერც ერთ ემოციას ვეღარ შეამჩნევდით. თითქოს იპოვა გამომრთველი ემოციების და შეწყვიტა მისი ტანჯვა. -მადლობა რომ ჩამომიყვანე, სადმე აქ გააჩერე. -სახლში არ მიდიხარ? -არა. -აბა სად? -უბრალოდ ჯერ სახლში არ მინდა წასვლა. -ესეთ მდგომარეობაში სად დაგტოვო? -სადაც გინდა, მათე კარგად ვარ-ყალბად გაიღიმა და მას გახედა. -კარგი-მანქანა გააჩერა. -ხო, არავინ უნდა იცოდეს რომ შენ ჩამომიყვანე. გთხოვ. -როგორც იტყვით, ქალბატონო ეკატერინე. ეკატერინემ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. ჩანთას ხელი დაავლო და წავიდა. არ იცოდა სად აპირებდა წასვლას, ვინ უნდა შეეწუხებინა ესე გვიან? ეხლა ყველას ეგონებოდა რომ მის ნომერში იყო და ეძინა. ეჭვი ეპარებოდა რომ ვინმე შეამოწმებდა, მხოლოდ მეორე დღეს მიხვდებოდნენ რომ იქ აღარ იყო. ამ დროს ქრისტინემაც დაურეკა. -რას შვები აბა? -ა.. ეხა მოვედით, სათხილამუროდ ვიყავით წასულები. -რა ხმა გაქ? გიწყდება თუ ცუდად იჭერს? -ცუდად იჭერს. შენი ხმაც არ ისმის კარგად. შენ რას შვები? კაფეში როგორაა საქმეები? -რავი, ეხლა წამოვედით მე და ნია. -კაია. ბევრი კლიენტი იყო? -ეხლაც კაფეზე ნუ ნერვიულობ, მიდი გაერთე. ხვალ ჩამოდიხართ ხო? -ხო, დილისკენ ან შუადღისკენ. -კარგია. კაი მიდი, ჭკვიანად. წასასვლელი არსად ჰქონდა, კაფეში უნდა წასულიყო. მეორე გასაღებს სულ თან ატარებდა. ისევ თავბრუ დაეხვა, მიხვდა რომ სიარული არ შეეძლო, ტაქსი გააჩერა და კაფემდე მიაყვანინა თავი. ტაქსისტი კარგი ადამიანი გამოდგა, ჩანთა შიგნით შეატანინა და ისე წავიდა. კაფეში სკამების მაგივრად პატარა სავარძლები ედგათ მაგიდებთან, მან ის სავარძლები შეაერთა და საწოლად აქცია. შემდეგ ჟალუზები დახურა რომ არავის არ დაენახა და დასაძინებლად დაწვა. იცოდა რომ ქრისტინეს დილიდანვე 3 ლექცია ჰქონდა ზედიზედ მიყოლებით, ამიტომ შეეძლო თავისუფლად გაეგრძელებინა ძილი. დილით თავი საშინლად ტკიოდა, თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა, სახე კი სულ წითელი. ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა. იფიქრა ტვინის შერყევის ბრალიაო, ნელა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, ყავა გაიკეთა რომ გამოფხიზლებულიყო. შემდეგ კი ყველაფერი მიალაგა. ტელეფონზე ლაზარეს 3გამოტოვებული ზარი ჰქონდა. მაშინვე გადაურეკა. -ეკატერინე სად ხარ? -თბილისში, არ ინერვიულო კარგად ვარ. -არ ვინერვიულო? ტვინის შერყევა გაქ! რითი ჩახვედი საერთოდ? -ავტობუსით, გამიმართლა და მალე მოვიდა. -ხო შეილებოდა გული წაგსვლოდა, თავი კიდე რამეს მიარტყი ხო? სახლში ხარ? -ხო. ეხლა გავიღვიძე, მართლა კარგად ვარ. ვწევარ და ექიმმა რაც მითხრა იმას ვაკეთებ. -ეხლა ჩამოვდივართ, გული გაგვიხეთქე ყველას. ესე არ შეილება. -მაპატიე, მაგრამ უნდა წამოვსულიყავი. -როგორც კი ჩამოვალ შენთნ მოვდივარ. -არა, ძაან დაღლილი ვარ და მეძინება. გვიან ჩამოვედი. ხვალ მოდით, დღეს დასვენება მჭირდება. -კარგი, იცოდე ქრისტინეს დავურეკავ და ყველაფერს მოვუყვები თუ ისე არ იქცევი როგორც ექიმმა დაგავალა. -ხო, კაი. -მიდი და ძაან გთხოვ მეორეჯერ ესე არ მოიქცე, რამე რო მოგსვლოდა... -არა, არაფერი არ მომივდა. მორჩა ლაზარე, უნდა წავიდე-ტელეფონი გათიშა, 1საათის შემდეგ კი სახლში მივიდა, ვითომ მაშინ ჩამოვიდა. საწოლში დაწვა და ისევ ჩაეძინა. რომ გაიღვიძა საღამო იყო. მისაღებიდან დიდი ხმაური გამოდიოდა. ნელა წამოდგა და ოთახიდან გავიდა. -ეეე, გაიღვიძა. როგორ იმგზავრე?-ვერ არჩევდა ვინ ეკითხებოდა, ამდენი ადამიანის დანახვაზე ისევ თავბრუ ეხვეოდა. -კარგად. ცოტა დავიღალე, თან თავი მტკივა. შემდეგ დაინახა გაბრიელი, მათე, ნია, ქრისტინე და დიტო. მათემ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. -მოდი დაჯექი ჩვენთანე ერთად, მოგვიყევი რა როგორ-გაბრიელმა თხოვა. -არა, წავალ დავწვები, მეზარე... -ოო მოდი რა-გაბრიელი წამოდგა, ხელი მოკიდა და მისკენ წაიყვანა, ეკატერინემ ფეხები ვერ დამოირჩილა და დაეცა. -რა გჭირს? ეკატერინე-გაბრიელი შეშინებული მივარდა, ყველა მას მიცვივდა. -არაფერი, ეხლა რო გავიღვიძე ჯერ გონზე ვერ მოვდივარ, ხო გითხარი დავიღალე თქო. არაფერი საშიში. მათე მიხვდა რაშიც იყო საქმე. -მე დავეხმარები, ოთახში გავიყვან-მათემ ხელი მოკიდა და წამოაყენა. -იყოს, მეთითონაც გავუმკლავდები-გაბრიელმა არ აცადა. -იყოს, გაბრიელ-ეკატერინე მათეს გაყვა. მან ლოგინში დააწვინა, კარი მიხურა და მიაჩერდა. -ტვინის შერყევა გაქ. -არა, საიდან მოიტანე. -არა? ანუ ეხლა რო აგაყენო და დაგატრიალო არაფერი მოგივა? -არ მჭირს არაფერი მათე. უბრალოდ დავიღალე. მის წამოსაყენებლად დაიხარა, მაგრამ ეკატერინემ შეაჩერა. -კარგი. ხო. ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ შნ გამო არა, იქ სათხილამუროდ რო ვიყავი კიდე დავეცი. -იმიტომ რომ უკვე გქონდა ტვინის შერყევა. ეკატერინე, თავის გაფრთხილება არ იცი, 2წლის ხარ? მართლა მშობლებმა უნდა გიარონ 24 საათი? ესე არ შეილება. -ვუფრთხილდები თავს, აი ხედავ? ვწევარ. -თავიდანვე უნდა გეთქვა ჩემთვის. -მათე, გეყოფა, კარგად ვარ, დღეს ვიწვები, ხვალ ვეტყვი ქრისტინეს რო ავად გავხდი იქ და კიდე სახლში დავრჩები. ზეგიდან უკვე კარგად ვიქნები. -შენ გგონია 2დღე წოლა რამეს შველის? შენთითონ ეტყვი შენ დას ყველაფერს თუ მე ვუთხრა. -ნუ ერევი გთხოვ. -რა დაგემართა ბაკურიანში? მაშინა ღარ გკითხე მივხვდი რო არ გინდოდა ამაზე ლაპარაკი. -არ მინდოდა არა, უცხოებთან არ ვლაპარაკობ ესეთ თემებზე. -ეხლა უცხო ვარ... კარგი.. ესე გააგრძელე, ჩაიკეტე ადამიანებისგან, იმათგან რომლებსაც შენი დამხარება უნდათ. ეს არ არის ნორმალური. -მე დიდიხანია აღარ ვიცი რა არის ნორმალური. მათემ თვალებში შეხედა, შემდეგ უსიტყვოდ გავიდა, მისაღებიდან თავისი ქურთუკი აიღო და ისე გავიდა რომ არავისთვის სიტყვაც არ უთქვამს. -რა ჭირთ ამათ?-ნიამ გაოცებულმა იკითხა. -ვინ ამათ? ჩემ დას და მათეს? არც იცნობენ ერთმანეთს წესიერად, რა უნდა ჭირდეთ-ქრისტინემ ძალით გაიცინა და დიტოსთან გააბა ლაპარაკი. დილით როგორც კი გაიღვიძა, ეკატერინემ წამოდგა და მისაღებში გავიდა. იქ ტახტზე ჩაძინებული გაბრიელი დახვდა. მაგიდაზე თავი ედო და ეძინა ნიას. ხოლო ქრისტინე კი სამზარეულოში იყო სავარძელზე. მასაც ეძინა. -ხალხო? არავის არსად არ გაგვიანდებათ?-ყველა მაშინვე წამოდგა. -ხუთი წუთი ჩაგვეძინა, რომელი საათია-გაბრიელმა ტელეფონი ამოიღო და დახედა-ჯანდაბა, ყველგან დავაგვიანე სადაც შეილება წავედი. -მოიცა, გაგვიყვან კაფეში? -ხო... ქრის, ცოტა ცუდად ვგრძნობ თავს... მემოგნი ავად ვარ. -არ გინდა რა, გუშინ და გუშინ წინ მე ვიყავი, დავიღალე. წამოდი რა ეკატერინე, რა დაგემართა, პირველად გეხვეწები სამსახურში წამოსვლას. დროზე ჩაიცვი. -მე უნდა გავიქცე უნივერსიტეტში მაგვიანდება-ნია წავიდა. ეკატერინე ოთახში შევიდა და ჩაცმა დაიწყო. -არ მჯერა, ალბათ მე მომივიდა ზედმეტი, გამიხარდა რომ ძლივს ერთობოდი, ეხლა კიდე... სამსახურიც არ გინდა, 2ის ხარ?-ქრისტინეც გაყვა. -კარგი ქრისტინე მოვდივარ. -მერე ლექციებზე არ დააგვიანო. ხო... რაზე ლაპარაკობდით გუშინ... შენ და მათე? რამდენჯერაც შენთან ლაპარაკობს სულ გაცხარებული გარბის. -არაფერი, დაურეკეს და წავიდა. -ჰო... ისე ძაან კაი ტიპია, დიდიხანია მევასება, აქამადე მაგის შეყვარებული იყო დაბრკოლება, ეხლა კი არაფერი. ხო დამეხმარები? -აჰამ-ეკატერინემ ისე უპასუხა რომ არც გაუხედავს მისი დისთვის. -შენ, ლაზარე გევასება? -ლაზარე? კი უეჭველი-ეკატერინეს გაეცინა. -რატო, სიმპატიურია, ახლოს ხართ. -მე ვიცი რას ნიშნავს მეგობრობა, ეს სიყვარულთან არ მერევა-ქურთუკი შემოიცვა, თმა გაისწორა და გარეთ გავიდა. კაფეში რომ მივიდნენ ფეხზე ძლივს იდგა. შესასვლელშიც ძლივს შევიდა. -კაი, მე რაღაცეებს გავამზადებ შენ იატაკი მოწმინდე-ქრისტინე სამზარეულოში გავიდა. ეკატერინე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -ყავა, უბრალოდ ყავა დალიე და ყველაფერი გაივლის. -რას ზიხარ, ადექი დროზე, მალე ხალხი მოვა. ქრისტინემ გამოსძახა სამზარეულოდან, ისიც წამოდგა და საქმის კეთებას შეუდგა. ცოტახანში ვიღაც შევიდა კაფეში. ეს მათე იყო. -გამარჯობა გოგოებო-მათეს ხმის გაგონებაზე ქრისტინე გიჟივით გამოვიდა სამზარეულოდან. -ვაა, ვინ მოვიდა-ქრისტინე ბართან მივიდა. მათე კი ყურადღებას არ აქცევდა, ეკატერინეს უყურებდა. -ეკატერინე, ყავას გამიკეთებ? -ქრისტინე მანდ დგას-თვალებში უბნელდებოდა და გარყევაც არ უნდოდა. -კაი რა იყო ეკატერინე რა სიზარმაცე დაგეტაკა? დღეს დილით წამოსვლაც არ უნდოდა. -ხო, ძაან ზარმაცია. გეხვეწები,,ჩესნად’’ გადაგიხდი ფულს-მათეს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ბოროტად იღიმოდა და სულ მას აჩერდებოდა. ეკატერინემ დაანება იატაკს თავი და ბართან მივიდა. შემდეგ კი ყავის მოდუღებას შეუდგა. -რომ გააკეთებ აქ მომიტანე-სავარძელზე გადაჯდა და ქრისტინეც თან გაიყოლა. ამ ყველაფერს სპეციალურად უკეთებდა. ეკატერინემ ყავა აიღო და მათესკენ წავიდა, იატაკი სველი იყო და ფეხი უსრიალდებოდა, ამასთან ერთად სურათს ვერ არჩევდა, თითქოს გაფუჭებულ ტელევიზორს უყურებდა ახლოდან. როგორც იქნა მიაღწია მაგიდამდე და ყავა დაუდო. -შაქარი რამდენი ჩაყარე? -2. -მე სამი მიყვარს, შაქარიც მოიტანე რა-გაღიმებულმა ახედა. -ხო, ეხლავე-ისევ ნელა წავიდა. -ვაიმე რა ეტაკა დღეს ვინმე ამიხსნის? იქ თავი ხო არ მიარტყი რამეს და ტვინი შეგერყა? სულ სხვანაირი ხარ დღეს-ქრისტინემ დას ეჭვის თვალით შეხედა. -მეც ეგრე მგონია-მათე დაეთანხმა. -უბრალოდ თავი მტკივა, ყავას დავლევ და გამივლის-შაქარიც მიუტანა. -ქრისტინე, შენ არ გინდოდა ყავა? ეკატერინემ მკვლელი თვალებით შეხედა მათეს. -ისე კი, გამიკეთებ ?-მის დას ახედა. -რა თქმა უნდა-ისევ სამზარეულოში გაბრუნდა, უცებ თვალებში დაუბნელდა და მუხლებზე დაეცა. -ეკატერინე! ფრთხილად იარე, იატაკი სველია-ქრისტინემ მიაძახა და მათესთან გააგრძელა ლაპარაკი, მაგრამ მან შეაწყვეტინა და ეკატერინესთან მივიდა ნელი ნაბიჯებით. -დახმარება ხო არ გჭირდება? მან თავი გააქნია, მაგიდას მოეჭიდა და წამოდგა. -კარგი-გაიცინა და მის წინ დაჯდა. ქრისტინეც წამოხტა და მასთან დაჯდა. -ჩემი ყავაც იქ მიიტანე. ყავა გააკეთა და მათ მაგიდაზე დადო. -აუ მეზარება მანდ მოსვლა, თან იატაკი სველია, ორივეს ყავა აქ რო მოიტანო შეგილია? ქრისტინემ უკვე გაკვირვებულმა შეხედა მათეს. ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. -კაი ცოდოა, მართლა რეტიანივით დადის. -მოვიტან-ორივე ყავის ჭიქა აიღო და ძლივს მიუტანა-მაპატიეთ, აბაზანაში უნდა გავიდე-აბაზანაში გაიქცა, თმები აიწია და ტვალეტთან მივიდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა , მაგრამ გული არ არევია. ალბათ იმიტომ რომ ჯერ არაფერი ჰქონდა ნაჭამი, მერე კიდე ტვინის შერყევის გამო იყო ესე-ეს დღე გამაძლებინა. -არ გინდა ნახო შენ დას რა ჭირს? -რა უნდა ჭირდეს, აბაზანაშია. დიდი გოგოა, მიხედავს თავს. -ხო. კაი მე მეჩქარება უნდა გავიდე-ფული ამოიღო საფულიდან და მაგიდაზე დადო. -ესე მალე? -უბრალოდ ყავის დასალევად მოვედი. დიდი მადლობა, საღამოს შემოვივლი. დანარჩენებსაც უთხარი, ცოტა გავერთოთ-შემდეგ კი გავიდა. -ეკატერინე რას აკეთებ ამდენი ხანი! დღეს თუ არ შეგეძლო მუშაობა დილით უნდა გეთქვა, ვინმეს მაინც ვთხვოდი რომ დამხმარებოდა. ეკატერინე გაცეცხლებული გამოვიდა აბაზანიდან, უნდოდა დისთვის თმები დაეგლიჯა, მაგრამ ამის ძალაც არ ყოფნიდა. -სახეზე ფერი არ გადევს, კარგი იატაკს მე მივხედავ, შენ კლიენტებით დაკავდი. სკამზე ჩამოჯდა და მათეს ყავა დაამთავრა. შემდეგ პატარა კრუასანი მიაყოლა რომ გონზე მოსულიყო. თვალებში ოდნავ გამოიხედა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია რომ მარტო თვითონ და ქრისტინე იყვნენ კაფეში. -მე ... მომეჩვენა თუ მათე აქ იყო? -ეკატერინე-იატაკს თავი დაანება და მასთან მივიდა-რო არ გკითხო არ შემილია, ძაან უცნაურად იქცევი ეს დღეები. ხო იცი რო ყველაფერი შეგილია მითხრა. -ხო, მერე? -რაზე ხარ შემჯდარი? -რაზე რა? -რამეს ეწევი? სვამ? იკეთებ? რა გჭირს? -არაფერს არ ვიკეთებ, ვერ ხარ ხო შენ? -არ ვიცი რა ვიფიქრო, ძაან უცნაური ხარ ეს ბოლო დღეები, სულ ეცემი, თვალები ჩაწითლებული გაქ, რაღაცას ეწევი ხომ? ეხაც კაიფში ხარ. რა თქმა უნდა ან ლომკა გაქ. -შენ სულ გააფრინე ქრისტინე. გითხარი ავად ვარ თქო, არაფერი არ მჭირს. -კარგი, დღეს ადრე დავიხურებით, ხვალ დარჩები სახლში. მარა იცოდე, რომ თუ ნარკოტიკებს... -არანაირ ნარკოტიკებთან არ მაქვს საქმე. -შუადღეს შესვენების დროს მამასთან უნდა გავიდე. წამოხვალ? -მე... საღამოს გავალ.. მამასთან. შესვენებისას დავიძინებ ცოტას. მხოლოდ შესვენებისას შეძლო დასვენება, იქამდე ქრისტინე სულ ამუშავებდა, მილიონ რაღაცას ავალებდა. ეგონა რომ ცოტაც და ვინმეს გადაატეხავდა ან ყავის ჭიქას ან ფოდნოსს. იმ შესვენებაზეც 2საათი ეძინა. საღამოს კი ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავდათ, პირველად ცხოვრებაში არ უხაროდა ამდენი ხალხის დანახვა. თან მთელი საღამო მათესთვის უნდა ეყურა რომელიც ელოდებოდა თუ როდის წაიქცეოდა ეკატერინე დაღლილობისგან და ძლივს აღიარებდა რომ ცუდად იყო. მის ესეთ სიჯიუტეს მხოლოდ მათე თუ გაუძლებდა. სხვას არავის არ ჰქონდა ამდენი მოთმინება. -ეკატერინე მოდი რა ჩვენთნ დაჯექი, კლიენტები აღარ არიან-გაბრიელმა დაუძახა, კი არ იცოდა რომ ვერ დგებოდა სკამიდან რადგან ცუდად იყო. ამ დროს ლაზარეც მოვიდა, ის არავის არ დაუპატიჟებია, ქრისტინესთან უნდოდა ლაპარაკი, აინტერესებდა ეკატერინეს მდგომარეობა. მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. -შენ აქ რას აკეთებ?-მაშინვე მასთან მივიდა. -უკეთ ვარ და ეხლა წამოვედი ცოტახნით. -არ ხარ უკეთ, დროზე წამოდი სახლში მიგიყვან. -არა, გთხოვ, ეხლა ყველა მიხვდება. ამ დროს მათეც მოვიდა. -მიხვდებიან, მალე. სახეზე გაწერია ყველაფერი. ოფიციალურად არ წარვუდგენივართ ერთმანეთისთვის. მე მათე ვარ-ხელი ჩამოართვა ლაზარეს. -ლაზარე. ესეთი სიჯიუტე არსად არ მინახავს. -ლაზარე, აცადე. წამოდი დაჯექი ჩვენთან, მაქსიმუმ 15-20წუთიღა გაქაჩოს და დაეცეს. -და კიდე რამე დაემართოს? -ნუ ნერვიულობ, წამო, რას დალევ? -ყავას. -ხო, ეკატერინე, ყავა გაუკეთე შენ ძმაკაცს-ლაზარეს მოკიდა მხარზე ხელი და დანარჩენებთან მიიყვანა. -ნეტა მალე დამთავრდეს დღევანდელი დღე-ყავა გააკეთა და მაგიდისკენ წაიღო, თითქმის მისული იყო როდესაც მეტს ვეღარ გაუძლო, მუხლებზე დაემხო და ის იყო გული უნდა წასვლოდა რომ მათემ დაიჭირა. -ეკატერინე!!-ქრისტინემ ბოლო ხმაზე შეჰკივლა-რა ჭირს! -არაფერი, ტვინის შერყევა აქ. სულელია და წამოვიდა სამსახურში დღეს. არაფერია გადაუვლის-ხელში აიყვანა და გასასვლელისკენ წავიდა. -მოიცა, მეც მოვდივარ სად მიგყავს-ქრისტინე გაეკიდა. -მე წავიყვან-გაბრიელიც გაეკიდა და მისი გამორთმევა სცადა, მას ლაზარეც მიყვა. -მე წავიყვან, მანქანით ვარ-ლაზარემაც იგივე სცადა. -მათე წაგვიყვანს-ქრისტინემ ორივეს მოუჭრა, გაბრიელს გასაღები გადაუგდო-გეხვეწები დაკეტე რა-შემდეგ ეკატერინე მანქანაში ჩააწვინეს და სახლში მიიყვანეს. მათემ ოთახში შეიყვანა და ლოგინში ჩააწვინა. მან ნელ-ნელა დაიწყო თვალების გახელა და გამოფხიზლება. -როგორ ხარ?-მათე გაღიმებული უყურებდა. -რ.. კარგად ვარ, უბრალოდ თავბრუ დამეხვა. -უბრალოდ? აბა, გაიმარჯვა შენმა სიჯიუტემ? -გეყოფა, შენ გარეშეც ცუდად ვარ. -ლაზარეს შენი წამლების რეცეპტი გამოვართვი რაც ექიმმა მიცა, ყველაფერი გაქ. ქრისტინესაც ველაპარაკე და ეს 3დღე ადგომის უფლებას კი არა გარყევისაც არ მოგცემს. -დღეს უკვე მეორე დღეა, ზეგ შეილება ყველაფერი. -მეორე დღეა რაც ტვინის შერყევა გაქ, ერთი დღეც არ დაგისვენია წესიერად. გეყოფა ეს სიჯიუტე, ხო ხედავ რო ვერ ქაჩავ. არავინ არ გაძალებდა სახლში დარჩენას, ხო მაინც მოგიწია. -კაი, გასაგებია გავიგე რო მართალი ხარ. საწოლთან ჩაიმუხლა, თმები სახიდან გადაუწია და თვალებში ჩახედა. -ვინ არის ის? ვის გამოც ესე იტანჯები. *** ისევ დავაგვიანე მაგრამ შედარებით დიდი თავია <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.