შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიტოვებული სახლ-კარის სევდა!


16-01-2018, 10:59
ავტორი სვანუკა
ნანახია 2 798

საღამოს მშვიდი, გრილი სიო უბერავდა და თმებს სასიამოვნოდ მირხევდა. მე კი, ჰამაკში ნახევრად წამოწოლილი, ჩემს საყვარელ წიგნს ვკითხულობდი, უკვე მრავალგზის რომ მქონდა წაკითხული ხან მთლიანად, ხანაც ფრაგმენტებად და მაინც არ მბეზრდებოდა, თან ყურს ვუგდებდი მსუბუქი ქარის ხმასა და ფოთლების შრიალს. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა: „რა კარგია ჩამავალ მზის სხივების ცეკვის თანხლებით სეირნობა და ზაფხულის მზისგან გახურებულ მიწაზე ფეხის დაბიჯება. მოდი, გავივლი, მაგრამ სად წავიდე?!“ მიდამო შევათვალიერე და შორს ტაძრის გუმბათს მოვკარი თვალი. ჩემდაუნებურად სწრაფად აღმოვჩნდი ქუჩაში და ფრთხილად გავუყევი არჩეულ გზას, თან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მეძახდა და მექაჩებოდა იქეთკენ, მიახლოებასთან ერთად შეგრძნება თანდათან მიმძაფრდებოდა. დაკეცილი წიგნი ორივე ხელით საგულდაგულოდ მქონდა ჩახუტებული, აქეთ-იქეთ ვიხედებოდი და მივდიოდი, როცა იმ ქუჩის შესახვევთან შევჩერდი, რომელზეც სულ მეშინოდა გავლა ერთი მიტოვებული სახლის გამო. თუმცა ახლა ზუსტად იმ სახლთან მომინდა მისვლა, რომლის ეზოში ორი, ტოტებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ჭადარი იდგა და თუ მათ შორის გაიხედავდით, დაინახავდით მოლოდინისა და სიძველისგან დაუძლურებულ იმერულ ოდას, რომლის კარი სულ ღია იყო, თითქოს გამვლელებს ეპატიჟებოდა, შიგ შესულიყვნენ და ისევ გაეჩაღებინათ კერაში ცეცხლი.
ბებიასგან მსმენია, რომ ამ სახლში დიდი ხანია არავინ ცხოვრობს, არც არავის მოუკითხავს მისთვის, მაგრამ ის მაინც დგას. იცით, რა არის ყველაზე განსაცვიფრებელი? ის რომ მე ვიქნებოდი პირველი, რომელიც ამ დროის მანძილზე შიგ შესვლას გაბედავდა.
ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, როდესაც ჭადრებს შორის ვიდექი და ოდის უკან ჩამავალი მზის ბოლო აკორდებს ვუსმენდი. ვუსმენდი და ვუყურებდი ამ საოცრებას. ფიქრებში გართულმა ფეხი შევდგი კიბის საფეხურზე, რომელმაც სიძველისგან დაიჭრიალა. დანარჩენი რამდენიმე კიბეც სწრაფად ავიარე და ოდნავ შეღებული კარი ხელით ფართოდ შევაღე. იმედია, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რაღაც საოცარი შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეს ნამდვილად არ იყო შიში, პირიქით, თითქოს რაღაც თბილი ჩამეღვარა გულში, მაგრამ ეს რაღაც ისეთი სევდიანი აღმოჩნდა, რომ ცრემლმა თავისთავად იფეთქა.
უკან მოვიხედე, ეზო ისეთი ლამაზი იყო. უცებ წარმოვიდგინე, როგორ დარბიან აქ თამაშით გართული და დაღლილი ბავშვები, - ისეთი საამო იყო მათი კისკისი. მერე ისევ შემოვბრუნდი და ბუხართან მდგარი აკვანი დავინახე, რომლის გვერდით სარწეველა სავარძელი იდგა. ყველაფერი ხელუხლებელი იყო, თითქოს არც მიეტოვებინათ აქაურობა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სახლი ყოველ წუთს ელოდა პატრონის დაბრუნებას. ეძახდა მას განუწყვეტლივ. ოხ, როგორ ენატრებოდა თავისი საკვამურიდან ავარდნილი კვამლი ღრუბლებად რომ ფარავდა ხოლმე ცას წარსულში. თითქოს ელოდა წამს, როცა გამოფხიზლდებოდა, აგუგუნდებოდა და გააგებინებდა სამყაროს, რომ ის არ მიუტოვებიათ, უსარგებლო ნივთივით არ მიუგდიათ და ზოგიერთის სამშობლოსავით არ გაუყიდიათ...
არ მინდოდა მეტირა, მაგრამ თავისთავად მეტირებოდა, ფიქრის კრიალოსანი კი არადა არ მთავრდებოდა. ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ პასუხს ვერცერთს ვცემდი. ვფიქრობდი, პირველ რიგში, იმაზე თუ რატომ დატოვეს აქაურობა, საკუთარი ნებით დატოვეს თუ ვინმემ აიძულათ?! უცდიათ თუ არა კვლავ დაბრუნება მშობლიურ სახლში თუ უკვე სხვა სახლს მიიჩნევდნენ მშობლიურად?! ჰყავდა კი საერთოდ, გადარჩენილი შთამომავალი აქ ოდესღაც მცხოვრებ ადამიანს?! ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, როცა ვიღაცის უეცარმა ხელის შეხებამ გამომაფხიზლა. კრიალოსანი გამიწყდა, დავიბენი, არ მინდოდა ძირს დაცვენილი ფიქრ-მძივები გამბნეოდა, მაგრამ რომელ ფიქრს უნდა დავდევნებოდი, რომ წრე ისევ შემეკრა?! მოკლედ, ვერაფერი მოვახერხე, მხოლოდ საკუთარი დაბნეულობა და ჩემი მოხუცი ბებოს საოცრად თბილი სახე შემრჩა ხელთ. ბებო მიღიმოდა და სიცივისგან გაყინულ მხრებზე შალს მახურავდა, გულში ჩამიკრა და ძალიან თბილი ხმით მითხრა: „მოვლენ, შვილო, მოვლენ და ეს სახლიც აღარ იქნება მიტოვებული, აი ნახავ...“ სითბოს ნეტარებისგან მის მკლავებში გემრიელად მოვიკალათე, წუთის განცხრომით დავტკბი და ცრემლებისგან სველი თვალები გემრიელად მივლულე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ როცა გამოვფხიზლდი იქ ისევ არავინ იყო...
გარეთ უკვე ბნელოდა, როცა კიდევ ერთხელ მოვხედე ზურგს უკან დარჩენილ ოდას. მომეჩვენა, თითქოს სევდიანი ღიმილით მემშვიდობებოდა და ჩურჩულებდა: „კიდევ მესტუმრე, შენც არ მიმატოვო...“



....................

ვინც კითხულობს,ძალიან დიდი მადლობა და თუ შეგიძლიათ შემიფასეთ ნაწერი მადლობა წინასწარ



№1 სტუმარი is

Ai mesmis gancdebis gadmocemaa :) kargia <3

 


№2  offline წევრი სვანუკა

is
Ai mesmis gancdebis gadmocemaa :) kargia <3

მადლობა დიდიი <3

 


ყოჩაღ<3საოცარი ეოცია დატოვა<3 კარგი სიტყვებით წერ<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent