შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (17)


16-01-2018, 18:23
ავტორი Constance
ნანახია 1 261


(კაენი)
პოლიციამ საშინელი შეცდომა დაუშვა, როცა მცველები არ დატოვა ჩვენთან. რა მიზეზითაც არ უნდა მომხდარიყო ეს, ძალიან გამიხარდა, რომ ესეთი სულელები აღმოჩნდნენ და პატარა შეცდომა გაეპარათ. გისოსები შევათვალიერე და შევნიშნე, რომ ადვილად გავამტვრევდი.
"ვფიცავ გაქცევის საშუალებას თვითონ მაძლევენ."
არც მაინტერესებდა, თუნდაც ხაფანგი ყოფილიყო, მაგრამ შენობიდან გასასვლელ კართან ახლოს ვიყავით და დერეფანში ვინმე თუ შემხვდებოდა ადვილად მოვიგერიებდი... ამიტომ თუ ჩვენს დასაჭერად აკეთებდნენ ამას, აშკარად საშინელი გეგმა იყო.
- კენ? სახლში მივდივართ?
გონებაში მრალმა აზრმა გამიელვა, როცა ჰანას დავხედე და ხელები რომ გამოიწვდინა, ავიყვანე. კლავებში რომ მოვიქციე, ბავშვი კისერზე ნაზად შემომეხვია.
"ფიქრობენ, რომ ჰანას გამო ვერ შევძლებ გაქცევას და არ გავრისკავ."
ბავშვთან ერთად ყოფნა ნამდვილად ამძაფრებდა სიტუაციას, თანაც მღვდელიც იყო და ის დაწყევლილი ძაღლიც, რომელიც პირადად მე არ მადარდებდა, მაგრამ საუბედუროდ მაგ ბამვის ბურთის დატოვების უფლებას მაიკლი არ მომცემდა, ალბათ, არც ჰანა მაპატიებდა ამას თუ ვიზავდი.
- არ ვიცი რა ვქნა.
მაიკლი უცნაურად მიყურებდა, გეგონება გავგიჟდი. რაც მგონი მართალიცაა, მაგრამ ამას მოგვიანებით განვიხილავ, როცა ამდენ პრობლემაში არ ვიქნები გახვეული. რადგანაც შევნიშნე, რომ მღვდელი ხმას არ იღებდა, გადავწყვიტე ჩემი ფიქრები გამენდო მისთვის.
- სამივეს წაყვანას ხელით ვერ შევძლებ. მხოლოდ ორი ხელი მაქვს და ერთი თავდაცვისთვის მჭირდება. და შენ ორივეს ვერ დაიჭერ, რადგან ზურგზე უნდა მომეჭიდო.
სიტუაცია რომ გაანალიზა სახე დაეძაბა, მაგრამ მალევე შეეცვალა ეს გამომეტყველება.
- ჩემს გარეშე წადი. ჰანას ზურგით წაიყვან, მაქსს კი ხელში დაიჭერ.
ჩემი მღვდელის დატოვების იდეა არ მომეწონა.
- არა - ვუთხარი მკაცრად, პასუხს არ დაველოდე და კართან მივედი. როცა საკეტს მივუახლოვდი, მოვქაჩე და რაღაც ვიგრძენი.
"მარტივი იქნება."
გონებაში რაღაც აზრმა გამიელვა, სწრაფად შევბრუნდი, მაიკლთან მივედი და ზურგზე მოვიკიდე. ფეხები წელზე ინსტიქტურად შემომხვია, სანამ მკლავებით ყელზე მომეჭიდებოდა.
- ძლიერად მომეჭიდე. დარწმუნებული ვარ გარეთ რაღაც ხდება, ამიტომ როგორც კი გავაღწევთ, მთელი სისწრაფე უნდა გამოვიყენო, რომ აქედან გაქცევა შევძლოთ.
ჰანა უკვე მარცხენა ხელში მოვითავსე და გარდასახვა დავიწყე. ვიცოდი ვინც არ უნდა ყოფილიყო კამერების უკან, ჩემი ფორმის შეცვლა მხედველობიდან არ გამორჩებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ასე სწრაფად იმოქმედებდნენ. აქამდე ცარიელი დერეფანი პოლიციელებით აივსო. დარჩენას ვერ გავრისკავდი, მაგრამ იარაღებს უკვე მიმიზნებდნენ. ჰანას არ ესროდნენ, რომელიც ჩემს მკერდზე იყო მოკრული.
კარის საკეტი დავამსხვრიე და გარეთ გავედი. რამდენიმე ოფიცერი ცდილობდა ახლოს მოსულიყო, რომ ჰანას დაზიანების გარეშე ესროლათ ჩემთვის, მაგრამ მათ თავს ზემოთ გადავხტი და რამდენიმეს ზემოდანაც დავეცი, რადგან მთელი დერეფანი პოლიციელებით იყო სავსე. მათი დაშავება დიდად არ მადარდებდა, ამიტომ სიმწრის შეძახილებს ყურადღება არ მივაქციე და კარი გავამტვრიე, რომ ცივ ღამეში გავსულიყავი.
ჩემს ქმედებებს დემონი აკონტროლებდა, რაც კარგიც იყო. მას დავმორჩილდი და ტყისკენ წავედით. უთოვია, როცა გამომწყვდეულები ვყავდით და ახლაც გამალებით თოვდა. ერთ ხელში ჰანა მეჭირა და მთელს სისწრაფეს ვერ ვიყენებდი. დაახლოებით ნახევარ საათს ვიხტუნე ხიდან ხეზე და იმ ადგილზე მივედი, რომელსაც ბუნაგად ვიყებენდი, როცა ცხოვრებისგან მოშორება მინდოდა და ჩემი დემონების გარეშე ვგეგმავდი ნადირობას.
როცა გარემო დავყნოსე და ვერანაირი სუნი ვერ ვიგრძენი, მიწაზე ჩამოვედი, მაიკლს ჩამოცოცების საშუალება მივეცი და ჰანაც ძირს დავსვი. მაიკლიც და მეც უკვე ბნელ სოროში შესვლას ვაპირებდით, სადაც გარეთ არსებული თოვლის მიუხედავად, თბილოდა, როცა ჰანამ სლუკუნი დაიწყო. ჩემს მღვდელს შევხედე და წამოვდექი, მაგრამ ისიც ისეთივე დაბნეული ჩანდა, როგორიც მე ვიყავი. სწორედ ამ დროს დაიწყო ჰანამ ტირილი და თავისი ლეკვი მოითხოვა.
"ჯანდაბა!"
იმ ფუმფულა არსების გარეშე ამ ბავშვს ვერაფრით დავამშვიდებდით, მაგრამ უკან დაბრუნება საშიში იყო.
"მერე რა. შენც საშიში ხარ, რამდენიმე ადამიანი მოკალი და თავს დაგანებებენ."
ამას, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებდი თუ ოდესმე ცივილიზაციაში დაბრუნება ისევ მინდოდა, მაგრამ ამ წამს ძაღლის მოყვანა უფრო მნიშვნელოვანი იყო. მაიკლს სოროსკენ ვუბიძგე და პოლიციის შენობისკენ გავიქეცი. ბევრი დრო აღარ დამჭირვებია, რადგან ხელი თავისუფალი მქონდა და ადვილად დავხტოდი, მაგრამ როცა ქუჩის გადაკვეთაზე მივედი, რაღაც არ მომეწონა. პოლიციელები დანაშაულის ადგილზე დადიოდნენ და რაღაც რიცხვებიან დროშებს დებდნენ თეთრი ნაწილების ადგილზე, რაც თოვლი ნამდვილად არ იყო. ჩემი მზერა დროშებს მივადევნე და ბოლოს მუცელში უცნაური ტკივილი ვიგრძენი, იმის დანახვაზე, რასაც პოლიციელები შემოსევოდნენ. დარწმუნებული ვიყავი, ადამიანები რომ ამის გამკეთებლები არ იყვნენ.
"იცი ეს ვინ ჩაიდინა. და ისიც იცი, რომ შენ გეძებენ... და იმას, რის დაცვასაც ცდილობ."
ამის გაფიქრებაზე, გულში საშინელი შეგრძნება დამეუფლა და თითქოს რაღაც დამაწვა ზედ. შევბრუნდი დაბურული ტყისკენ და იმ ბუნაგისკენ გავიქეცი, რომელიც იმედი მქონდა ისევ დაცული იქნებოდა. ეს სორო სხვა დემონებისთვის არასდროს მიჩვენებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემს სუნს ვერ გამოჰყვებოდნენ.

(მაიკლი)
ბუნაგში უფრო თბილოდა, ვიდრე გარეთ, სადაც თოვლის საფარის მატებასთან ერთად, ტემპერატურა იკლებდა. ჰანა ჩახუტებული მყავდა, და კლავებზე ვუსმევდი ხელებს, რომ ოდნავ მაინც გამეთბო.
დაახლოებით ერთ საათს მაინც ველოდეთ, სანამ გარედან რაღაც ხმა შემომესმა. მეგონა ვიღაც ჩვენს კვალს მოჰყვებოდა, მაგრამ როცა გასასვლელისკენ გავიხედე, კაენი დავლანდე, რომელიც აქეთ იქით ანერვიულებული დადიოდა, ამიტომ ვიგრძენი, სხეული როგორ დამიმშვიდდა....შემდეგ კი რაღაც შევნიშნე.
- ვერ მოიყვანე?
უკან-უკან გავცოცდი რომ ადგილი გამეთავისუფლებინა, როცა თავი ჩემსკენ მოაბრუნა და ჩვენსკენ წამოვიდა.
- შემოდი კაენ. ახლა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, მოგვიანებით მოვნახავთ გზას, რომ დავიბრუნოთ.
წამით შეყოყმანდა, მაგრამ უკან, არემარის შემოწმების შემდეგ, ბუნაგში ჩამოძვრა. მეგონა პირდაპირ ჰანასთან მივიდოდა და ბავშვის დამშვიდებას შეეცდებოდა, მაგრამ კედლების თხრა დაიწყო და გასასვლელი შეავიწროვა.
" აჰ, სითბო რომ შეინარჩუნოს და გარედან სიცივემ რომ არ შემოაღწიოს."
ამან საკმაოდ მალე იმოქმედა, ვერ ვიტყვი დათბა მეთქი, მაგრამ გასაძლისი მაინც გახდა. უკანა კედლისკენ გადავიწიე და ჰანა კალთაში ჩავისვი, რომ მეთქვა, ლეკვს მალე დავაბრუნებთ მეთქი, მაგრამ კაენი სწრაფად მოვიდა ჩენთან, ბავშვი აიყვანა და თავის კალთაში გადასვა. როცა დემონი ჩემსა და მარცხენა კედელს შორის დაჯდა, ვიგრძენი მისი კანისგან წამოსულმა სითბომ როგორ მოიცვა ჩემი სხეული. მისკენ მივიწიე, კაენმა კი ხელი მომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა.
- კენ, მაქს...მაქსი სადაა? - იკითხა ჰანამ, როცა კაენის თბილ მკერდში ჩაიმალა. ბუნაგში სიჩუმე ჩამოწვა და გარემო დაძაბულობამ მოიცვა.
- კაენ? - ძალიან მინდოდა მცოდნოდა, რა ხდებოდა. შეეძლო ეთქვა, რომ ვერ წამოიყვანა. ამ შემთხვევაში მის წამოსაყვანად რამე გზას გამოვნახავდით და სხვა დროს მივაკითხავდით, მანამდე კი პოლიციის ხელში უსაფრთხოდ იქნებოდა. მაგრამ როცა კაენმა დაილაპარაკა, ვიგრძენი თვალებზე ცრემლი როგორ მომადგა და ჰანას ხელი ჩავჭიდე.
- ის სამოთხეშია, ჰანა.

(კაენი)
ჩემი მღვდლის გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ გვქონდა. ვიფიქრე, ცოტა ხანს დამშვიდებას ვაცდი მეთქი, მაგრამ სანამ გავიაზრებდი, მას უკვე ჩემს მკლავებში ჩასძინებოდა და ჰანა ჩვენს შორის მოგვემწყვდია. როგორც დემონმა, ამ სიტუაციის სენტიმენტალურობა იმაზე კარგად აღვიქვი, ვიდრე ოდესმე მეგონა, რომ შესაძლებელი იყო... მაგრამ როცა მაიკლს თმაზე ვაკოცე,მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას ვეღარ დავიბრუნებდი. ვეღარ ვიქნებოდი ნიუ-იორკის დემონების ლიდერი... ყველაზე საშიში არსება. ჩემმა მღვდელმა მძინარე გამომეტყველებით შემომხედა, სიბნელეში, თავისი ლამაზი თვალები დაახამხამა, რომლებსაც მხოლოდ მე თუ დავინახავდი.
" აღარ მინდა. არც დიდება. არც წოდება."
დავიხარე და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა, ამაყად ჩავიღიმე, როცა მისი ტუჩების მოძრაობა ვიგრძენი, აშკარად ჯერ კარგად არ გამოღვიძებოდა, მაგრამ კოცნის შეწყვეტა არ სურდა.
არა. დემონების ლიდერი კაენი აღარ იყო. მღვდელმა ჩემი ეს ნაწილი მოკლა.
ოდნავ უკან გავიწიე, მაგრამ თავს ვერ ვძლიე და ეშმაკურად ჩავუღიმე, როცა ჩემი ტუჩების მოშორებით დაბნეულმა შემომხედა და სიბნელეში წინ გადმოიწია, რომ კიდევ ეკოცნა.
- უნდა წავიდე, მაიკლ.
ამ სიტყვების თქმა მტკივნეული იყო, მაგრამ სულელი არ ვიყავი. ვიცოდი, რაც მოხდებოდა და ვიცოდი, რომ ძაღლი უბრალოდ გაფრთხილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბამბის ბურთი მძულდა, მამაცი არსება იყო, რაშიც მოყვანის პირველ ღამეს დავრწმუნდი, როცა ჩემი ბრაზის მიუხედავად, საწოლიდან არ დაიძრა.
- კაენ...?
მისმა ჩახლეჩილმა, მძინარე ხმამ სურვილი აღძრა ჩემს სხეულში, მაგრამ ვცადე დავმშვიდებულიყავი, რადგან ჰანა იწვა ჩვენს შორის. მართალია დემონებს არ აინტერესებდათ შვილები თუ ამ სანახაობას შეესწრებოდნენ, მაგრამ.... ჰანას რომ დავხედე, პატარა ხელები ჩემს მკერდზე მუშტებად შეეკრა და მშვიდად ეძინა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის წინ ვინმეს მსგავსი რამ რომ ჩაედინა.... არ ვიცი რას ვიზავდი, მაგრამ კარგს რომ არაფერს, მაგაში დარწმუნებული ვიყავი.
ყურადღება ისევ მაიკლზე გადავიტანე, თბილად გავუღიმე და შემოხვეული ხელი მოვაშორე. ჩუმად წამოიკვნესა და მომიახლოვდა, რომ ჩემს მკერდს ჩახუტებული ჰანა ხელში აეყვანა. მის ქმედებაზე მომინდა ისევ მკერდში ჩამეკრა ორივე, მაგრამ არ შემეძლო.
- მაიკლ, უნდა წავიდე. უსაფრთხო ადგილზე წაგიყვანთ და ჩემს ფულს შენს ანგარიშზე გადმოვიტან. ჰანა უნდა წაიყვანო და დამივიწ.... - სიტყვა გამიწყდა, როცა უხეშად მაკოცა. ცოტა ხანს მოვიცადე, სანამ სულს მოითქვავდა, შემდეგ კი ისევ მშვიდად გავაგრძელე - დემონებმა ძაღლი ჩემს გასაფრთხილებლად მოკლეს. დროის საკითხია, სანამ მომაგნებენ.
არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს გეგმას ორ ადამიანს გავაცნობდი. მითუმეტეს, რომ ამ გეგმას მათ გადასარჩენად შევიმუშავებდი.
- გთხოვ, მაიკლ.
თავი გააქნია, რაზეც მისი რბილი თმა ჩემს კისერს ნაზად მოელამუნა და ბიჭმა სახე ჩამალა. დაღლილობისგან ამოვიოხრე და თითები ნაზად შევუცურე თმაში.
- ჰანას ასეთ საფრთხეში მხოლოდ იმის გამო ჩააგდებ, რომ ჩემთან დარჩე?
ამის გამოყენება უსამართლობა იყო, მაგრამ ვიცოდი, ჰანას სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებდა. მართალია ტყიდან მე წამოვიყვანე, მაგრამ მაიკლი ყველაფერს გააკეთებდა, რომ ბავშვი ბედნიერი და დაცული ყოფილიყო. ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰანა მასთან კარგად იქნებოდა. შეეძლო ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა. ნორმალურ, პატარა ადამიანად გაზრდილიყო და ცხოვრებით ესიამოვნა, მე მომშორდებოდა და არ ინერვიულებდა ღამით ჩემს გაუჩინარებაზე, როცა სახლში სისხლიანი ვბრუნდებოდი. ამ ფიქრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ სწორად ვიქცეოდი.
- სასტუმროში წაგიყვანთ და რამდენიმე ღამის გადასახადს გადავიხდი. დარწმუნებული ვარ პოლიცია უკვე აკონტროლებს ჩემს სახლს, ამიტომ საჭმელსა და ტანსაცმელებს გიყიდით და შემდეგ გავუჩინარდები.
ვიგრძენი მისი თბილი ცრემლები როგორ დამეწვეთა მკერდზე, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე, რომ პასუხად არაფერი მეთქვა. ვეღარ ჩავეხუტებოდი. ვეღარ ვაკოცებდი. ვეღარ ვნახავდი მაიკლს და ჰანას.
"სწორად იქცევი."
თავი დავაქნიე და როცა დავრწმუნდი, რომ მაიკლს ჰანა კარგად ეჭირა, მათ მოვშორდი, გასასვლელი თოვლისგან და ტალახისგან გავასუფთავე და გარეთ გავძვერი. ტემპერატურა დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ ვიცოდი, მაიკლისთვის და ჰანასთვის საკმაოდ სახიფათო იყო ამ ამინდში გარეთ სიარული, ამიტომ როცა ცივ ატმოსფეროში გამოვედი, მაშინვე შევიცვალე ფორმა და ჰაერი დავყნოსე, რომ უსაფრთხოებაში დავრწმუებულიყავი.
"დემონები არ ჩანან. კარგია."
მაიკლი ჰანასთან ერთად, წუთის შემდეგ, გამოძვრა და კანკალი აუტყდა, როცა ცივმა ქარმა დაუბერა. დროის დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომ დავიხარე და საშუალება მივეცი, ჩემს ზურგზე აცოცებულიყო, შემდეგ კი როცა დავრწმუნდი, რომ არ ჩამოვარდებოდნენ, გავიქეცი. ისე სწრაფად ვერ დავრბოდი, როგორც მანამდე, მაგრამ საკმაოდ მალე ჩავედი ქალაქში.
სასტუმრო, რომელიც ვიპოვე, კარგი ადგილი ჩანდა და არც ისეთი ძვირი არ იყო. იმედი მქონდა დემონებს ამ ადგილის მოგნება გაუჭირდებოდათ. ტანსაცმელიც და საკვებიც გზაშივე ვიშოვე და ბანკში წავედი, საიდანაც ფულის გამოტანა ცოტა გამიჭირდა, რადგან ჩემი ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, რა თქმა უნდა, არ მქონდა, მაგრამ რაღაც გზით შევძელი ფულის აღება და როცა მაიკლს ახალი ბარათი შევუქმენი, იქ გადავრიცხე ყველაფერი. რამდენიმე ასეული დოლარი მაშინვე გამოვიტანე და ხელშივე მივეცი მაიკლს, როცა ბარში შევუშვი, რომ ცოტა გამთბარიყვნენ.
კაფის ფანჯრიდან რომ მომკრეს თვალი, მაიკლს ყავა უკვე ნაყიდი ჰქონდა, სწრაფად გამოიქცა და ფინჯანი ურნაში მოისროლა. როცა საბოლოოდ სასტუმროსთან მივიყვანე, ძალიან ვიყავი დაძაბული. მაიკლი შევიდა და ოთახი დაიქირავა, სანამ გამოვიდოდა კი ჰანა ბუჩქებში შევიყვანე და გამოცვლა მოვახერხე. როცა მაიკლი გამოვიდა, ბარათი მაჩვენა და შენობის უკანა მხარეს წასვლა მანიშნა. ტყის გავლით იქით წავედი და როცა მღვდელი კიბეებს აუყვა, მეც უკან მივყევი.
როცა ოთახში შევაბიჯეთ, სასიამოვნო გარემოში აღმოვჩნდით. სუნი არ იყო და ყველაფერი დასუფთავებული ჩანდა. ჰანამ, დიდი საწოლის დანახვისთანავე, ხტუნაობა დაიწყო და იქით გაიქცა, ძილი კი სრულიად გადაავწყდა. სანამ ის სხვა რაღაცით იყო გართული და ყურადღებას არ გვაქცევა, მაიკლისკენ მივბრუნდი, ხელი წელზე შემოვხვიე, რომ ჩემს სხეულთან ახლოს მომეზიდა.
- საკმაოდ უხერხული მგზავრობა გვქონდა, მღვდელო.
შევნიშნე ტირილის პირას რომ იყო და თავი საშინლად ვიგრძენი.
ალბათ დემონების დასაცინ საგნად ვიქცეოდი, რომ გაეგოთ ამ პატარა მღვდელს რამხელა გავლენა ჰქონდა ჩემზე.
- შ..შენი დემონი... ძ...ძალიან დაკუნთულია.
წუთით დავიბენი, შემდეგ კი გავაანალიზე, რომ მგზავრობისას შენიშნავდა. სარკასტულად გადავატრიალე თვალები, ამოვიოხრე, მისკენ დავიხარე და ვაკოცე, მაგრამ სწრაფი, უხეში კოცნის მაგივრად, მომთხოვნი, მაგრამ შედარებით ნაზად ვაკოცე. როცა საბოლოოდ დავიხიე უკან, ისიც მომყვა, სანამ არ ვიგრძენი, რომ ზურგით კედელს დავეჯახე, შემდეგ კი ჩემი ტუჩები ისევ მისამ დაფარა. როცა კიდევ ერთხელ მოვშორდი, ისევ გამომყვა, ამჯერად უფრო სწრაფად, მაგრამ მოვახერხე, რომ ხელით შემეჩერებინა და მისი ნიკაპი მეორე ხელში მოვიქციე, ცერა თითი კი მის რბილ ქვედა ტუჩს გადავუსვი. ამ ქმედებამ მისი ყურადღება მიიქცია, მაგრამ თვალები მაშინვე ცრემლებით დაეფარა,
- არაფერია მაიკლ. ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მარტო შენი და ჰანას უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი.
ვიცოდი რამე "შენი უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია"-ს მსგავსს მეტყოდა, მაგრამ ახლა ამის მოსმენა არ შემეძლო. მისგან ამ სიტყვების მოსმენა შემაყოვნებდა და ამის გაკეთება კი არ შემეძლო. ამიტომ ლაპარაკის ნაცვლად, დავიხარე და უკანასკნელად ვაკოცე, შემდეგ კი ჰანასთან მივედი. ბავშვმა მაშინვე შემამჩნია, საწოლის კიდეზე დადგა და ხელები გამოშალა, რომ ამეყვანა. ასეც მოვიქეცი, ის გავაკეთე რაც სურდა და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
- ჰანა, კენი ცოტახნით უნდა წავიდეს. შეგიძლია მაიკლს დაუჯერო და შეახსენო, რომ კბილების გახეხვა არ დაავიწყდეს?
ბედნიერი სახე დყოყმანმა შეუცვალა.
- მაგრამ კენი ხომ დაბრუნდება. არ მინდა წავიდეს!
თავზე სიყვარულით გადავუსვი ხელი და ისევ საწოლზე დავსვი ისე, რომ ფეხები საწოლის კიდიდან ჩამოეყო და აქანავებდა. შემდეგ დავიხარე და ნელა ავხედე.
- ვიცი ძვირფასო, მაგრამ კენს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და მაიკლი ცოტა ავადაა, ამიტომ ვერ წამოვა და ვიღაც დიდი და ძლიერი უნდა ჰყავდეს რომ მიხედოს.
ჰანამ მაიკლს გადახედა, რომელიც ჩემდა საბედნიეროდ სრუტუნებდა, რაც ისტორიას დამაჯერებლობას სძენდა... ორი წლის ბავშვისთვის მაინც.
- დაბ.. დაბადების...დღეზე... დაბრუ.. ნდები? - მკითხა და თვალები სწრაფად დაახამხამა, რომ მოწოლილი ცრემლები შეეჩერებინა. ვიცოდი, რასაც ვეტყოდი სავარაუდოდ ტყუილი იქნებოდა და ვერ დავბრუნდებოდი, მაგრამ სიმართლის თქმა არ შემეძლო, თუნდაც ეს მის მიმართ სამართლიანი საქციელი ყოფილიყო... ამის მაგივრად, რაც შემეძლო ბედნიერად გავუღიმე, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილი არ დავემახსოვრებინე, და ამის შემდეგ მხიარული ხმით დავამატე:
- რა თქმა უნდა, ძვირფასო. შემდეგ პარასკევს. ამას როგორ გამოვტოვებ.
სუსტი ღიმილი მომაგება და თავი დამქნია, შემდეგ რამდენჯერმე ჩაისრუტუნა და ჩასახუტებლად გადმოიხარა - კარგად მოიქეცი. იცოდე შენ გაბარებ ჩემი მღვდელის მიხედვას.
ჰანამ მაშინვე თავი დამიქნია, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო მღდელი. მაგრამ მაგასაც არაუშავდა. ვიცოდი, რომ ორივეს უსაფრთხოდ ვტოვდი ერთმანეთის გვერდით. ამის გაფიქრებაზე, წამოვდექი და კარისკენ წავედი, როცა გავაღე, მათკენ ღიმილით შევბრუნდი. მაიკლი სააბაზანოს გვერდით იდგა, სადაც კოცნა შევაწყვეტინე. ისე გამოიყურებოდა, თითქოს მართლა ავად ხდებოდა, მაგრამ ვიცოდი გაუვლიდა. რომც არ დავბრუნებულიყავი, ამასაც შეეგუებოდნენ, ადამიანები ასეთ რამეებს ადვილად იტანენ.
- გნახავ მაიკლ.
ამის თქმის შემდეგ, წუთიც აღარ შევყოვნდი, ისე წავედი. რაც უფრო ვშორდებოდი მათ, მით უფრო უსაფრთხოდ ვტოვებდი... და რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი ჩემს ძველ საცხოვრებელს, მით მეტ საფრთხეში ვიგდებდი თავს. მაგრამ უნდა წავსულიყავი. მკვდარს თუ ცოცხალს, ყველაფერი უნდა მომეწესრიგებინა. ყოველ შემთხვევაში, ორი რაღაც, რომელთა სიყვარულისთვის ადგილი ჩემს ცივ, გაყინულ გულშიც კი მოიძებნა, ახლა უსაფრთხოდ იქნებოდნენ.



№1  offline წევრი skida

ცრემლები მომაწვა იმედია შემდეგ თავსაც ასეთ სევდიანს არ დაგვიწერ

 


№2  offline წევრი deep

საოცრება თავი იყო
ძაან მაინტერესებს კაეენიირას იზამს
და დაუბრუნდება თუარა მაიკლს

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძაან მიყვარს ეს ისტორია♥♥♥
იმედია ძალიან არ დაძაბავ სოტუაციას♥♥♥
ოღონდ კაენს არაფერი მოუვიდეს და უკან დაბრუნდეს მეტი არაფერი მინდა:დ♥♥
კარგია ძალიან და არ დააგვიანო♥♥♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმე აქ რეები ხდება თურმე.
პირველ რიგში გუშინ ველოდე ველოდე და მერე დამეძინაა:დდ ძალიან მიხარია ხშირად რომ დებ და რომ გვინდობ ხოლმე. ვფიქრობ საინნტერესოდ ვიტარდება მოვლენები. მომწონს. მომწონს კაენის"მსხვერპლი" სხვათაშOრის ვგიჟდები ამ სახელზე სხვადასხვა რაღაცის გამოო. მომწონს როგრო დაიხვეწა ეს პერსონაჟი. მომწონს როგორი გარდაქმნა გაიარა მისმა გონებამ ქცევებმა. ანუ ჩვეულებრივი ხისტი დემონი გვყადვა დასაწყისშI და ახლა სასოწარკვეთი თავგანწირული შეყვარებული დემონია. მემგონი დიდი განსხვავებაა საკმაოდ და თან ისე შემოგვაპარე ეს მისი ცვლილებები ეტაპობრივად რომ ძალაინ ბუნებრივად გამოგივიდა ეს ყველაფერი. აღარ გავაგრძელებ ბევრს ძალიან მომწონს და შენ მშვენივრად იცი რო მოუთბენლად გელოდები....

 


№5  offline წევრი Constance

nawkas12345
ვაიმე აქ რეები ხდება თურმე.
პირველ რიგში გუშინ ველოდე ველოდე და მერე დამეძინაა:დდ ძალიან მიხარია ხშირად რომ დებ და რომ გვინდობ ხოლმე. ვფიქრობ საინნტერესოდ ვიტარდება მოვლენები. მომწონს. მომწონს კაენის"მსხვერპლი" სხვათაშOრის ვგიჟდები ამ სახელზე სხვადასხვა რაღაცის გამოო. მომწონს როგრო დაიხვეწა ეს პერსონაჟი. მომწონს როგორი გარდაქმნა გაიარა მისმა გონებამ ქცევებმა. ანუ ჩვეულებრივი ხისტი დემონი გვყადვა დასაწყისშI და ახლა სასოწარკვეთი თავგანწირული შეყვარებული დემონია. მემგონი დიდი განსხვავებაა საკმაოდ და თან ისე შემოგვაპარე ეს მისი ცვლილებები ეტაპობრივად რომ ძალაინ ბუნებრივად გამოგივიდა ეს ყველაფერი. აღარ გავაგრძელებ ბევრს ძალიან მომწონს და შენ მშვენივრად იცი რო მოუთბენლად გელოდები....

სამწუხაროდ ხვალ ბოლო ნაწილს დავდებ და დასრულდება... მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთ ისტორიას დავდებ... იმედი მაქვს ისიც მოგეწონებათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent