შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვადი გრძნობები (8)


16-01-2018, 21:53
ავტორი nia_93
ნანახია 1 853

ცრემლები თავისით გადმოსცვივდნენ. არ უნდოდა, მართლა არ უნოდა ეტირა,მაგრამ მისდა უნებურად მოხდა. დაიღალა ყველასთან რაღაცის ახსნით და მტკიცებით. მორჩა! არავისთვის არაფერი აქვს ასახსნელი და ბოდიშსაც არავის მოუხდის. ერთადერთი მაქსიმე ეთანაღრება, მიხვდა რომ გული ძალიან ეტკინა და თავს ცოტათი დამნაშავედ გრძნობს მის მიმართ. როცა ნახავს პატიებას მაინც სთხოვს, ის არ იმსახურებდა ასეთ სიმართლეს.

იმ დღეს არაფრის თავი არ ჰქონდა საერთოდ. სახლში გადაღლილი მივიდა,როგორც ფიზიკურად,ასევე სულიერად. უბრალოდ დაწვა და დაიძინა. ბევრი არ უფიქრია არაფერზე.

მეორე დღეს მაქსიმე მივიდა მასთან.

მის მისვლას არ ელოდა,რატომღაც იფიქრა, რომ გუშინდელის მერე მასთან ურთიერთობა არ მოუნდებოდა.ერთ ხანს გაშტერებული უყურებდა

-არ შემომიშვებ?-ღიმილით ჰკითხა მაქსიმემ

-შემოდი-კარებში გამოატარა და დაინტერესებული გაჰყვა უკან -იმედია შენც არ უნდა წამომაძახო რომ საშინელი ადამიანი ვარ- დაღლილმა უთხრა და ტახტზე ჩამოჯდა

-აშკარაა,რომ ცუდად მიცნობ-ისევ გაუღიმა და მის წინ დაჯდა - საშინელი ადამიანი ნამდვილად არ ხარ და ცუდია ეგრე თუ ფიქრობ

-მე მართლა არ მინდოდა ყველაფერი ეგრე გამოსულიყო,მაგრამ ჩემდაუნებურად მოხდა, მე რომ მათე მომეწონა...

-დეტალებში არ მომიყვე კარგი?-გააწყვეტინა უცებ-შენი საქმეა ვინ მოგეწონება და ვინ შეგიყვარდება და ამის გამო ვერავინ ვერ დაგადანაშაულებს,მითუმეტეს,რომ შენთვის, ჩუმად... გიყვარდა-ბოლო სიტყვა ძლივს წარმოსთქვა- და ამითი არავინ შეგიწუხებია და ხელი არავისთვის შეგიშლია. მე უბრალოდ ის მეწყინა,რომ მომატყუე,როცა მითხარი, რომ არავინ გიყვარდა

-ხომ ვერ გეტყოდი შენი დის შეყვარებული მიყვარდათქო?-ცოტათი აღშფოთდა

-არა,ამას არც ვითხოვ, მე უბრალოდ მერჩივნა მაშინ დადებითი პასუხი გეთქვა,რომ ვიღაც გიყვარდა და რომ უბრალოდ, უხეშად რომ ვთქვათ ჩემი საქმე არ იყო ვინ იყო ის ტიპი. ეს ვერსია უფრო უკეთესი იქნებოდა დამიჯერე. მე სულელს, მჯეროდა რომ შენი გულის მოგება უფრო გამოადვილდებოდა,რადგან შენი გული თავისუფალი იყო და შანსები უფრო მეტი მქონდა, ასე თითქოს იმედიანად ვიყავი,მაგრამ ახლა...-აქ უკვე დადუმდა,ვეღარ გააგრძელა

-მაპატიე,მაგრამ არ ვნანობ რომ დაგიმალე. საერთოდ არ მეგონა რომ ეს ამბავი ოდესმე ვინმეს განსახილი იქნებოდა,რადგან არასდროს ვაპირებდი ხმამაღლა ამის თქმას, რა ეშმაკი შემიჩნდა იმ საღამოს რომ დავლიე და სალომეს ვუთხარი არ ვიცი-შეწუხებული ლაპარაკობდა მარიამი

-უკან დახევას არ ვაპირებ!-კატეგორიულად წამოიძახა მაქსიმემ-ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ,რომ შენც იგივე იგრძნო ჩემს მიმართ,ასე ადვილად,ხელის გაუნძრევლად ვერ დაგთმობ, არ შემიძლია და მინდა რომ ამის საშუალება მომცე- მის გვერდით გადაჯდა,მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და სიყვარულით ჩააცქერდა თვალებში-ძალიან მიყვარხარ-შუბლი მხარზე დაადო და ღრმად ამოისუნთქა-არ მინდა რომ ის ტიპი გიყვარდეს რა-სევდიანი ხმით ამოთქვა ბოლოს

-მაქსიმე...- მარიამმაც ამოიოხრა-ყველაზე ნაკლებად მინდა გული გატკინო,შენ ძალიან კარგი ხარ,ძალიან-ხელი მაგრა მოუჭირა თანაგრძნობის ნიშნად

-სალომესაც გადაუვლის და დალაგდებით რა- უცებ სალომეზე გადაერთო-ყველაფერი კარგად იქნება

-იმედია-ოხვრით უპასუხა

-ამ დღეებში სამსახურის მერე გამოგივლი და სადმე გავიდეთ. ხომ გამომყვები?

-გამოგყვები-ღიმილით უპასუხა მარიამმა.

იმ დღეს კიდევ ცოტა ხანი დარჩა, რაღაც ფილმს უყურეს. ბევრი არ ულაპარაკიათ. ბოლოს, ამ დღეებში შეხვედრაზე შეთანხმებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

სამსახურიდან გამოვიდა და მანქანის სადგომისკენ წავიდა, მის მანქანასთან მდგარ მათეს რომ მოჰკრა თვალი. ყველას ნახვას იფიქრებდა აქ, მის გარდა.

-მათე გამარჯობა. აქ რას აკეთებ?-გაოცებული მიესალმა და პირდაპირ კითხვით მიმართა

-რომ გითხრა შენ გელოდებითქო დამიჯერებ?-გაეცინა-მართლა შენ გელოდები-დააყოლა ბოლოს,როცა მარიამი დაიბნა

-კარგი,გისმენ აბა, რა საქმე გაქვს ჩემთან? თუ სალომეზე გაინტერესებს რამე,მე არაფერი მაქვს სათქმელი-მხრები აიჩეჩა და ინტერესით მიაჩერდა

-არა, აქ სხვა რამეზე მოვედი. რაღაც გავიგე და მაინტერესებს სიმართლე თუა-თვალებში ჩააშტერდა-გავიგე რომ გყვარებივარ!-პირდაპირ მიახალა-მართალია?-ჰკითხა და ინტერესით დაელოდა როდის უპასუხებდა. მარიამს ელდა ეცა. ამან საიდან გაიგო? ახლა აქვე მოკვდება ნამდვილად. ოჰ, რა სირცხვილია.მგონი არავინ დარჩა,ვინც ეს ამბავი გაიგო.ერთხელ გადაყვება ამ ამბავს

-სა..საიდან მოიტანე?-ძლივს ამოილუღლუღა

-ანუ ტყუილია?

-ვინ გითხრა მეთქი?-ისევ გაუმეორა კითხვა და ხმას ცოტა სიმტკიცე შეეპარა

-სალომეს ერთ-ერთმა მეგობარმა,რომელსაც სალომემ გაუმხილა,რომ არ გაქვთ ისეთი ურთიერთობა,რადგან შენ მისი ყოფილი შეყვარებული გყვარებია და ამის გამო გიჩხუბიათ-ძალიან ჩვეულებრივად ჩამოურაკრაკა მათემ. მარიამს ენა ჩაუვარდა.ანუ სალომემ ამაზე სხვებთან ჭორაობაც დაიწყო? სადამდე დაეცა ეს გოგო?

-არავისთან არ ვაპირებ არაფრის გარჩევას მათე და ახლა მეჩქარება,უნდა წავიდე-უთხრა და მანქანის კარებისკენ წავიდა რომ ჩამჯდარიყო და სასწრაფოდ გასცილებოდა ამ ადგილს. გზა მათემ გადაუჭრა
-პასუხი ვერ გავიგე-არ ეშვებოდა

-მათე,სისულელეს მეუბნები.არაფერს არ ვგრძნობ შენს მიმართ და გთხოვ,მეორედ ეს აღარ გაიმეორო
-აბა სალომემ მოიგონა?-აღშფოთდა მათე

-ალბათ,არ ვიცი, ან იმ გოგომ ვინც ეგ გითხრა,მაგრამ სრული სისულელეა ეს-ანერვიულებული ცდილობდა როგორმე საპირისპიროში დაეჯერებინა

-კარგი-გაეღიმა მათეს-მაგას ახლავე გავარკვევ სისულელეა თუ არა-ამის თქმა და ტუჩებზე კოცნა ერთი იყო.მოულოდნელობისგან მარიამი წაბარბაცდა და ირგვლივ ყველაფერი დაუტრიალდა.უცებ გონს მოეგო,რაც ხდებოდა, ხელი ძლიერად ჰკრა და სილა გააწნა

-რამდენს ბედავ?-აკანკალებულმა დაუყვირა-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს? მსგავსი რამ კიდევ რომ გაიმეორო,გეფიცები არ ვიცი რას ვიზამ-ტუჩებზე მთელი ძალით ისვამდა ხელს და თან უყვიროდა

-კარგი,დაწყნარდი, არაფერი ისეთი არ მომხდარა-მის დამშვიდებას შეეცადა მათე
-არ მომეკარო და აღარასდროს არ შემხვდე სადმე გესმის?აქედან წადი მათე-ცრემლები წამოუვიდა

-ბოდიში მარიამ, მართლა ვწუხვარ. მაპატიე-შეწუხებულმა უთხრა

-წადი გთხოვ,წადი-ამოისლუკუნა და ცრემლები მოიწმინდა. მათეს მეტი აღარაფერი უთქვამს,ნაღვლიანად შეხედა და უკანმოუხედავად წავიდა. აშკარად ნანობდა საქციელს.მარიამი ისევ ერთ ადგილას იდგა და განძრევის თავი არ ჰქონდა,იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა

-რა შთამბეჭდავი სანახაობა იყო-გვერდიდან ხმა მოესმა,თავი ისე სწრაფად გაატრიალა,ეტკინა

-მაქსიმე...

-ხო,ვიცი,ეს ის არ არის რაც მე მგონია- გვერდით მიუდგა-ყველაფერი თავიდან ბოლომდე ვნახე და მოვისმინე,ამიტომ ზუსტად ისეა,როგორც მგონია- უცებ გაუღიმა და ცრემლები მოსწმინდა-წამო,აქ ნუ ვილაპარაკებთ-ირგვლივ მიმოიხედა და მანქანაში ჩასვა. მარიამთან წავიდნენ სახლში.

ჩაი გაამზადა და სამზარეულოში მაგიდას მიუსხდნენ. ცოტა ხანი ხმას არც ერთი არ იღებდა. მაქსიმე ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან და თან შაქარს ურევდა ჩაიში.

-რა იგრძენი?-უეცრად ჰკითხა მაქსიმემ,კოვზი თეფშზე დადო და მარიამს თვალებში ჩააჩერდა.

-ვერ მივხვდი

-რომ გაკოცა რა იგრძენითქო-უფრო დაუკონკრეტა.მარიამი გაჩუმდა

-თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და როცა გავიაზრე, საშინელი ზიზღის გრძნობა დამეუფლა-სრულიად გააზრებული პასუხი გასცა,არაფერს აჭარბებდა,სიმართლეს ეუბნებოდა

-ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვისმინე და ვნახე, ვიცი ცუდად მოვიქეცი,რომ არ მოვედი ეგრევე,მაგრამ ინტერესმა ძალიან მძლია. რომ გაკოცა, მინდოდა მოვვარდნილიყავი და ძვლები დამემსხვრია,მაგრამ ჯერ ერთი, მე არ მქონდა ამის უფლება,რადგან ჯერ შენთვის არავინ ვარ და მეორე, კოცნის შემდგომი შენი მოქმედება ძალიან მაინტერესებდა და საბოლოოდ მომეწონა კიდეც-ბოლოს გაეცინა

-თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი რომ მაკოცა. ჯერ იმ ყველაფრის გამო,რის საკითხავადაც მოვიდა და ბოლოს ეს კოცნა,მთლად პიკი იყო-გულწრფელად შეწუხებული იყო მარიამი-საშინელება იყო,რომელიც მინდა რომ არასდროს განმეორდეს-დარწმუნებით ჩაილაპარაკა.მაქსიმეს ამაზე გაეღიმა

-მე გაძლევ პირობას,რომ ეს ვეღარ განმეორდება- მასთან მივიდა და ფეხზე წამოაყენა-ახლა უნდა წავიდე და ამ დღეებში დღევანდელი ჩაშლილი გასეირნება გამოვასწოროთ,მანამდე კი...-თვალებში ჩააჩერდა და მაცდურად გაუღიმა,მერე ძალიან ნელა და ძალიან ნაზად აკოცა ტუჩებში- დღეს თავს არ ვაპატიებდი მხოლოდ მისი კოცნა რომ გხსომებოდა და საერთოდაც-დაამატა ბოლოს,არ მინდა ჩემს გარდა ვინმეს კოცნა გახსოვდეს-კიდევ ერთხელ აკოცა და არაფრის თქმა არ აცადა ისე გაუჩინარდა მისი სახლიდან.
მარიამი კი დატოვა სასიამოვნოდ გაბრუებული.

ბოდიში დაგვიანებისთვის. არ ვიყავი ქალაქში და ვერ ვახერხებდი ახალი თავის ატვირთვას.
მაინტერესებს, ერთგულად რამდენი კითხულობთ და ელოდებით ამ ისტორიას? <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმეეეე მაქსიმე მიყვარს ვგიჟდები მასზე ძალიან მიყვარს უკვე სერიოზულადაც :დ ღმერთო რა მაგარი პოროვნებაა ^_^ მიყვარს ძალიან რა..
რა დებილობა ქნა მათემ ..ისე მესიამოვნა მარიამმა რო გლიჯა სახეში რო ვერ აღგიღწერ <3 :დ ის დებილი მათე აღარ გვინდა რა ნუ ყოველ შემთხვევაში მარიამთან სიახლოვერ არ იყოს... ძალინ მომწონს მაქსიმე უმაგრესი ადამიანია.... სალომეზე შტერი გოგო მე არ მეგულება.. მაგას გამოსწორება არ უწერია ხო?! ძალიან დამპალია როგორ უნდა გამოსწორდეს ააერთოდ მგონი არ გამოუვა..
მაქსიმეს ხასიათზე მაბოდებს მხიარულია და აზრიანი მიყვარს.. მოკლედ ყოველ მეორე წინადადებაში ვამბობ მაგრამ ძალიან მომეწონა და რავქნა?! :დ
გელი მოუთმენლად იმედია აღარ დააგვიანებ და მალე დადებ <3

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

ამ მათეს რამ წამოუარაა ვერ მეტყვიი:დდდ მაქსიმე მართლაც საოცრება ყველაფერში ზომიერი არაფერი ზედმეტი მარიამთან მაქსიმე მინდააა:) ეს სალომე კი ზღვარს გასცდააა:( აღარ დააგვიანოოო❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ყოჩაღ, კარგი იყო. მე ძალიან ერთგული მკითხველი ვარ შენი, ასე რომ არ დამჭირდა შეხსენება, დაგვიანების მიუხედავად :დდ
ხოო რაც შეეხება მათეს, ვითომ იკაცა თუ რა იყო? ისე მის გემოვნებაში მხოლოდ სალომეს მსგავსი გოგოები ჯდება. ასე, რომ იპოვის ვინმეს, მაინც არ გაუჭირდება. აიიი მაქსიმე კი მართლა მომწონს, უხდებიან ერთმანეთს და მალე მარიამიც მოლღვება როგორც ჩანს:დ

 


№4 სტუმარი nini

lodini amistvis girdaa .momewonaa

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ყოველდღე ვამოწმებდი იქნებ დაიდოს ფიქრით. მარიამი ასე მგონია მაქსიმესკენ გადაიხარა და ეს ძალიან მახარებს. სალომე ყოველ ახალ თავში უფრო და უფრო საშინელ შთაბეჭდიებას მიტოვებს. აი მათეს საქციელმა კი ნამდვილად გამაკვირვა, სულ სხვანაირი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამ თავში იმედი გამიცრუა. მოკლედ მოუთმენლად ველი გაგრძელებას :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent