ბრუნვადი გრძნობები (9)
სალომესგან ისევ არაფერი ისმოდა. არც მარიამს შეუწუხებია თავი მისი მოკითხვით,მითუმეტეს რომ მასზე ძალიან გაბრაზებულია მისი ბოლო დროინდელი ქცევების გამო და სულაც არ თვლის რომ იქეთ აქვს უკვე რამე საბოდიშო. ის ამ დონემდე არასდროს დაეცემოდა,სალომეს რომ მსგავსი რამ შემთხვეოდა. ყველას საჭორაოდ არ გაუხდიდა,რომ მის დაქალს მისი შეყვარებული უყვარდა, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო. არ ესმოდა სალომესი ამ შემთხვევაში და არც ცდილობდა გაეგო. 1 კვირის შემდეგ მაქსიმე და მარიამი პიკნიკზე წავიდნენ. ძალიან თბილი და მზიანი ამინდი იყო. ტრიალ მინდორზე,ერთი დიდი ხე იდგა და მის ქვეშ, ჩრდილში გაშალეს პლედი და სასუსნავები დააწყვეს. მარტო იყვნენ,ირგვლივ არავინ არ იყო,რაც საოცრად მშვიდ გარემოს ქმნიდა. -მომწონს აქ-ბედნიერმა მიმოიხედა ირგვლივ მარიამმა-სულ მინდოდა ასეთ ადგილას პიკნიკი-ცოტათი აჟიტირებულიც კი იყო -ბედნიერი ვარ რომ შემიძლია რაღაცით გაგახარო-გაუღიმა და სახეზე მიეფერა.მარიამს კანი დაეხორკლა. ამ ბოლო დროს მაქსიმეს შეხება რაღაც სასიამოვნოდ უცნაურს მართებს ,რასაც ვერ ხსნის -აქ შემიძლია მთელი დღე ვიყო და პრობლემებზე საერთოდ არ ვიფიქრო.განტვირთვისთვის კარგი ადგილია-ამოიოხრა და ხეს მიეყუდა ზურგით.მაქსიმე პლედზე გაწვა, თავი მარიამს მუხლებზე დაადო და ცისკენ მიაპყრო თვალები.ცოტა ხანს,ორივე ჩუმად იყო და გარემოთი ტკბებოდნენ. -ჩემთვის კიდევ სულ ერთია სად ვართ,მთავარია რომ შენ ხარ ჩემს გვერდით-არ განძრეულა ისე უთხრა-მე შენთან ვარ მშვიდად და ძალიან მინდა,რომ შენც ეგრე იყო მომავალში-მისი ცალი ხელი აიღო და ჩაიხუტა.ასე იწვა კარგა ხანს. მარიამი თმაზე ეფერებოდა და ოდნავ ეღიმებოდა -ეს მეც მინდა-ძალიან ჩუმად ამოილუღლუღა -ხოდა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული-აშკარად ესიამოვნა მარიამისგან პატარა ინიციატივა. მარიამმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ ჩაფიქრდა -ვერც კი წარმოიდგენ,ისე მინდა ყველაფერში პირველი შენთვის მე ვიყო-გულს ამოაყოლა ეს სიტყვები-ამაზე რომ ვფიქრობ ხოლმე,ტანში ჟრუანტელი მივლის. -რა გინდა, პირველი კოცნის, პაემნის, პიკნიკის ავტორი შენ ხარ-გაეცინა-და საერთოდ,პირველი ბიჭი ხარ ვისთანაც ასე ახლოს ვარ. მსგავსი ურთიერთობა არასდროს არავისთან მქონია.პირველი შემთხვევაა ეს. -დიდი სურვილი მაქვს, შემდგომი კოცნების,პაემნების და პიკნიკების ავტორი ისევ მე ვიყო-ახლა მასაც გაცინა-მართალია,შენი პირველი სიყვარული მე არ ვიქნები,მაგრამ... -წამოჯდა და თვალებში ჩააშტერდა -მაქსიმე... -ამას გადავიტან როგორმე,მთავარი მომავალია-გაუღიმა და ისევ მიეფერა ლოყაზე.მარიამს ისევ დაბურძგლა -მარიამ-ცოტა ხნის შემდეგ მიმართა- გახდი რა ჩემი შეყვარებული-მუდარა ისმოდა მის ხმაში.მარიამი შეცბა -კი მაგრამ... -ვიცი ახლა დაიწყებ რომ არ გინდა უსამართლოდ მომექცე და რომ ჯერ ადრეა რომ შეყვარებულები გავხდეთ,როცა შენ ჩემს მიმართ არ გრძნობ არაფერს, მაგრამ მარიამ, მე მინდა რომ ვცადოთ. ეს ყველაფერი კი კარგია,მაგრამ მინდა რომ ოფიცილურად ვიყოთ ერთად და ამის შესახებ ყველამ გაიგოს. გეფიცები, თუ მიხვდები რომ ჩემთან არ გინდა და რომ აუტანელია ჩემი შეყვარებულობა-აქ ოდნავ გაეღიმა-როგორც არ უნდა გამიჭირდეს, თავს დაგანებებ და ზედმეტად არასდროს შეგაწუხებ-ერთი ამოსუნთქვით მიაყარა. მარიამი დადუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა -არ ვიცი მაქსიმე, ასე უცებ ამაზე როგორ დაგთანხმდე,ცოტა რთულია ჩემთვის -ახლავე არ გამცე პასუხი. ზეგ მივდივარ ბათუმში, საქმეზე, 1 კვირით, ხოდა, რომ დავბრუნდები მაშინ მიპასუხე,კარგი?-მისი ხელები თავისაში მოიქცია და აკოცა-კარგად დაფიქრდი ოღონდ-სიცილით გააფრთხილა. გარეგნულად კი იცინოდა,მაგრამ შინაგანად გული ძალიან სწრაფად უცემდა,რადგან ეშინოდა მარიამის უარის და ამ შემხვევაში მართლა არ იცოდა რა როგორ იქნებოდა -კარგი მაქსიმე-გაუღიმა-ვიფიქრებ... ძალიან ბევრს-დააყოლა ბოლოს- და მერე გაგცემ პასუხს. პიკნიკის დღე,ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო ორივესთვის,რადგან ასე კარგად თავი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ უგრძვნიათ. ძალიან ბედნიერები დაბრუნდნენ სახლებში. -რაღაც ამ ბოლო დროს გასვლებს ძალიან მოუხშირე და რაშია საქმე მაქსი?-სახლში დაბრუნებულ მაქსიმეს,სალომე სამზარეულოში მაგიდასთან მჯდომი დახვდა,რომელიც ყავას სვამდა და თან სელფებს იღებდა -წესით, მაგას მე უნდა გეუბნებოდე იქეთ და არა შენ აქეთ-გაეცინა მაქსიმეს -მარიამთან ერთად დადიხარ ხოლმე?-ვითომ სასხვათაშორისოდ ჰკითხა,არადა ინტერესი კლავდა თუ რატომ იყო ასეთი ბედნიერი თავისი ძმა -დაკითხვას მიწყობ?-ღიმილით მიუახლოვდა, ჭიქა ააცალა და მისი ყავა მოსვა -უბრალოდ მაინტერესებს-მხრები აიჩეჩა -ვთქვათ და ასეა, მერე? -ანუ მასთან ერთად ატარებ დროს და თურმე მაგიტომ არის დაკავებული ქალბატონი, სულ რომ არ შემეხმიანა?-ბრაზით წარმოსთქვა-ადრე ამიკლებდა ხოლმე,როცა ნაჩხუბრები ვიყავით რომ შევრიგებულიყავით და ახლა როგორც ჩანს სხვა რამეზეა გადართული -ტუჩები აიბზუა. მაქსიმეს გაეცინა სალომეს ეჭვიანობაზე -ცდები დაო ჩემო-თითი აუწია და გააჩერა- მე არაფერ შუაში ვარ თქვენს ურთიერთობასთან.იქნებ შენით დაფიქრდე და მიხვდე რატომ არ შეგეხმიანა თავად მარიამი? -იმიტომ,რომ ფეხებზე ვკიდივარ-ჩვეულებრივად ამოილაპარაკა -ყოველთვის შენებურად რატომ ფიქრობ ხოლმე?-მისი დასკვნით შეწუხდა მაქსიმე -ეგრეა და...-მხრები აიჩეჩა -სალომე და არ გიფიქრია,რომ იქეთ უნდა მოუხადო ბოდიში მას?-ახლა დასერიოზულდა და წარბაწევით მიუგო -კიდევ მე მაქვს მაგისთვის ბოდიში მოსახდელი?-შეშფოთდა -რა,არ გაქვს?-კითხვა შეუბრუნა -არანაირად!-იხტიბარი არ გაიტეხა -სალომე,მომისმინე. ძალიან არ მინდა თქვენს ურთიერთობაში ჩარევა და იცი რომ ეგრე არც მოვიქცევი,მაგრამ შენ როგორც იქცევი,არაა სწორი. ხო,კარგი. მარიამმა დაუშვა შეცდომა,თუ ამას შეცდომა ჰქვია და შეუყვარდა შენი ყოფილი შეყვარებული. ამით მას არავისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და შექმნილი სიტუაციის გამო თავადაც ძალიან წუხს და განიცდის. შენ როგორ მოიქეცი?-ადექი და ყველას თვალისდაუხამხამებლად მოუყევი თქვენ ორის საიდუმლო და მარიამი სხვების საჭორაო გახადე-თავადვე გასცა თავისივე შეკითხვას პასუხი- მოგწონს ეს საქციელი? არ თვლი,რომ ახლა იქეთ უნდა მოუხადო ბოდიში?-აშკარად გაღიზიანებული იყო მაქსიმე -სისულელეს მეუბნები-თვალი აარიდა და ისე უპასუხა,რომ შეეტყო როგორ არ ესიამოვნა მაქსიმეს ნათქვამი სიმართლე.არ აღიარებდა,მაგრამ გულის სიღრმეში თავს დამნაშავედ მაინც გრძნობდა- და საერთოდ,მაქსიმე, არ მინდა მარიამს რომ ხვდებოდე-უთხრა რაც აწუხებდა -არ მგონია,რომ მჭირდებოდეს შენთან მსგავსი რამეების შეთანხმება-მკაცრად უპასუხა -მარიამი ჩემი მეგობარია და... -არ აქვს მნიშვნელობა-სწრაფად გააწყვეტინა- მე შენს სასიყვარულო ურთიერთობებში არასდროს ჩავრეულვარ და არც შენ გიკითხავს ჩემთვის აზრი ოდესმე. ამის გარეშეც,როგორმე მე თვითონ გადავწყვეტ ვისთან დავამყარო ურთიერთობა და ამის ნებართვას არავისგან ავიღებ და გამონაკლისი არც შენ ხარ-მკაცრად მიუგო და არაფრის თქმა არ აცადა ისე გავიდა ოთახიდან. საერთოდ არ ესიამოვნა სალომეს ძმის ტონი.გაბრაზებულმა ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და ყავა გამწარებულმა მოსვა. კიდევ ერთი, პატარა თავი ბონუსად:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.