ბაბნიკს მხოლოდ ქაჯი თუ მოარჯულებს (5)
სალის წასვლის შემდეგ ყველაფერი ვიმეცადინე, 10 საათი ხდებოდა, ძალიან დაღლილი ვიყავი შხაპის მისაღებად აბაზანაში შევედი, თითქმის ერთი საათი დავყავი ცხელი წყლის ქვეშ. გამოვედი თმა გავიშრე, ოთახში რომ შევედი ტელეფონი ავიღე საკმაოდ ბევრი გამოტოვებული ზარი იყო, სალის, იკას და უცხო ნომრიდანაც კი. გადარეკვას ვაპირებდი როცა ისევ უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი -გისმენთ. -როგორც იქნა, რამდენი გირეკეთ რას აკეთებდი? -ალექსანდრე შენ ხარ? -ყოჩაღ მიცანი. -რატომ რეკავ, ან რა შენი საქმეა რას ვაკეთებ? -კიდევ აგრძელებ ქაჯობას? მისმინე მიდი ჩაიცვი და ქვევით ჩამოდი, მანქანით გელოდები ყველაფერს მოგიყვები. -სად? აქ რა გინდა, რატომ მომაკითხე? -მიდი მალე, ამდენ კითხვას ნუ სვამ. ცოტა ანს გავჩერდი, ნეტა აქ რას აკეთებს, სად მივყავარ ან რატომ მომაკითხა -გაიგე? ხმა რომ არ ამოვიღე მკითხა ალექსიმ. -ხო კარგი ჩამოვალ. ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე. ინტერესით ვკვდებოდი რატომ მოვიდა. თმა კოსად ავიწიე, შავი მაღალ წელიანი გაშვებული შარვალი ჩავიცვი, ზევით კი ყვითელი ტანზე მომდგარი ტოპი. ტყავის ქურთუკი ავიღე და ქვევით ჩავედი. ალექსანდრე მანქანას იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა, ზოგადად არ მიყვარს სიგარეტს რო ეწევიან მაგრამ მას ძალიან უხდებოდა ამ ღამის ფონზე. რომ მივუახლოვდი ჩამიცინა. -ეგ კურტკა ხელით რომ მოგავს ჩაიცვი, სიცივეა გაცივდები. -არაფერი მითქვამს, შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა თან მართლაც ციოდა, კურტკა მოვიცვი და მის წინ დავდექი. -ყოჩაღ. მითხრა და ლოყაზე მაკოცა, დენდარტყმულივით გამოვწიე თავი. ამ საქციელისთვის ყურადღება არ მიუქცევია კარები გამიყო და მანქანაში ჩავჯექით. -კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ. ბევრი გირეკეთ, რომ არ უპასუხე ყველას შეგვეშინდა, სალიმ ალბათ იმეცადინა და ჩაეძინაო, მაგრამ მაინც ვერ გავძელი და შემოწმება გადავწყვიტე. რას აკეთებდი? -იცი მე მე აბაზანაში ვიყავი და შენ რატომ ინერვიულე? -არ შეიძლება? -კი მაგრამ.. -ხოდა წავედით უკვე მისულები იქნებიან, ტელეფონთან უფრო ყურადღებით იყავი ხოლმე და შეგეძლო ასე გამომწვევად არ ჩაგეცვა. -შენ რა პრობლემა გაქვს? -მე არაფერი უბრალოდ, ბევრი უაზრო არაკაცი დადის. მივედით, კლუბში შესვლის თანავე ვიღაც მაღალი გოგო წამოვიდა ჩვენკენ, ჩვენკენ რა ალექსისკენ. -ალექს, როდის ჩამოხვედი? ძალიან მომენატრე. -მეც ძალიან ფისო. ერთმანეთი გადაკოცნეს გოგო გველივით იკლაკნებოდა თვალები გადავატრიალე. -ალექსანდრე, წამოდი საკმაოდ დავაგვიანეთ. იმ გოგოს გასაგონად ვუთხარი. -უი მართლა ეს ვინ არის ალექს. თვალების პაჭუნით იკითხა გოგომ. ძალიან მაღიზიანებდა თან ცალი ხელით ალექსანდრეს ეყრდნობოდა. -ეს ქეთია, იკა ხო იცი თითქმის მისი დაა და წამოვიყვანე. ეს ნათქვამი ცოტა ცივად მომხვდა. თუმცა არც ვიცი რატომ მწყინს ეს ხომ მართლაც ასეა. -კარგი მე წავალ ჩვენებს მოვძებნი. -მოცა ჩვენც წამოვალთ. ლიზა ხომ შემოგვიერთდები. შემდეგ გოგოს კითხა როგორც ჩანს ლიზა ერქვა. -იცი არვიცი, როგორ შემოგეჭრათ. - კარგი რა წამო, იკას შეყვარებულს გაგაცნობ თან რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი. ნერვები ძალიან მეშლებოდა ალექსმა ლიზას წელზე ხელი მოხვია და წინ წავიდნენ ყურადღება სულ არ მოუქცევია მე უკან მივყვებოდი, ვერ ვხვდებოდი ალექსანდრე როგორი იყო ერთ წუთს ძალიან კარგად მექცეოდა, ჩემზე ზრუნავდა ახლა კი ყურადღებასაც არ მაქცევდა და სხვა გოგოს გაეკიდა. მაგიდასთან მივედით, ყველა გადავკოცნე ალექსმა ლიზა გააცნო ბავშვებს. სასმელი უკვე შეკვეთილი იყო და ყველამ ერთად დავლიეთ. ლიზა ალექს ყელში კოცნიდა და ეხვეოდა. ვცდილობდი არაფერი შემემჩნია და იქეთ-აქეთ ვიყურებოდი. ჩემ კურსელ ლუკას მოვკარი თვალი, მასთანაც დასავით ვიყავი, აქ გაჩერება და მათი ყურება აღარ შემეძლო და ლუკასკენ წავედი შევამჩნიე როგორ გამომაყოლა ალექსმა თვალი. ლუკასთან მივედი გადავკოცნე ცოტახანს ვილაპარაკეთ მერე ვცეკვავდით სალიზე ველაპარაკებოდი, ვუთხარი აქ არის და აუცილებლად უნდა განახო მეთქი . სალი და თეკლე ერთად ცეკვავდნენ თეკლეს ვუთხარი შენ შენ შეყვარებულს ეცეკვე მეთქი ლუკა კი სალის შევაჩეჩე. არვიცი რაზე ლაპარაკობდნენ იმედია რამე გამოვა, ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანია თან ჩემი აზრით ძალიან ეწყობიან ერთმანეთს. მე ბართან მივედი და კიდევ ერთი ჭიქა შევუკვეთე ალექს და ლიზას ვეღარ ვხედავდი. ვიღაც ბიჭი მოვიდა და ცეკვა შემომთავაზე თავიდან უარი ვუთხარი მაგრამ რომ აღარ დაიშალა გავყევი. საკმაოდ ნასვამი ვიყავი, ხელები მჭიდროდ შემომხვია და ისე მეცეკვებოდა, თანდათან ხელების ფათურს უმატა, ავღელდი ალბათ რომ შემატყო უფრო მიმწია მისკენ, გამოწევა მინდოდა მაგრამ ვეღარ ვმოძრაობდი, ხელი წელზე ჩამომატარა და ტრაკთნ ჩავიდა, ვიგძენი როგორ მომიჭირა ხელი და კვლავ აგრძელებდა ხელების ფათურს, თავის დახსნას ვცდილობდი თუმცა არაფერი გამომდიოდა, ყვირილიც კი დავიწყე თუმცა მუსიკა ძალიან ხმამაღლა იყო ჩართული და არავის გაუგია ჩემი ხმა. მერე ვიგრძენი როგორ ამწია ჰაერში ფეხებს ვიქნევდი მაგრამ ძალიან ძლიერი იყო და ვერაფერს ვახერხებდი. მივხვდი რომ საპირფარეშოსკენ მივყავდი, მეზიზღებოდა ეს ბიჭი უკონტროლოდ დაატარებდა ხელებს ჩემ ტანზე. უკვე აღარ ვიცდი რა მექნა კისერზე მაკოცა რამოდენიმეჯერ და მერე ტუჩებისკენ მოიწევდა, უკვე მეგონა აღარავინ დამეხმარებოდა როცა ვიგრძენი როგორ გამოღლიტა ვიღაცამ ამ არაკაცს ჩემი თავი, შენი დედა შე****, ნაბი***** ღრიალებდა ალექსანდრე და გამეტებით ურტყამდა, წააქცია, სახე სულ დასისხლიანებული ქონდა მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა სადაცაა მოკლავდა. -ალექსანდრე გთხოვ ნუ მოკლავ, გთხოვ ამ არაკაცის გამო ხელებს სისხლში ნუ გაისვრი. ვეხვეწებოდი ალექს. ამასობაში სხვებიც მოვიდნენ და ძლივს გააშველეს ალექსანდრე. -ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაუშავებია. ჩემთან მოვიდა და მკითხა ხელები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. -არა დროულად მოხვედი, დიდი მადლობა რომ დამეხმარე, კიდევ კარგი რომ გადამარჩინე და ვერაფერი დამიშავა. ალექსმა იკასთან და გოგოებთან მიმიყვანა. თვითონ კი გარეთ გავარდა. იკა გადაირია რომ არ შეგვეკავებია წავიდოდა და ალექსანდრეზე უარესს უზამდა იმ ბიჭს მაგრამ უკვე წაყვანილი ჰყავდათ. ძალიან გამიმართლა რომ ალექსანდრე გამოვიდა და გადამარჩინა ის რომ არა არ ვიცი რას მიზამდა ვიღაც არაკაცი, ვერ ვხვდები ვერავინ როგორ ვერ შეგვამჩნია ან ალექსი საიდან გამოჩნდა მთავარია მოვიდა და მიშველა, როდესაც ასე გამეტებით ურტყამდა, ძალიან ვინერვიულე მეშინოდა არ შემოაკვდეს მეთქი. არ ვიცი ამხელა მადლობას როგორ გადავუხდი, არადა მეგონა რო ლიზასთან ერთად უკვე კარგა ხნის წასული იყო. ახლა სად წავიდა არც კი ვიცი მართლაც გიჟივით გავარდა გარეთ ლიზაც გაკვირვებული იყურებოდა. ირაკლიმ ჯერ თეკლე მიიყვანა სახლში შემდეგ კი მე და სალომე, არ უნდოდა რომ დავეტოვებინეთ. -თქვენი ჯიუტობის გამო ხომ ხედავ რა ხდება, ის არაკაცი გააპარეს თორემ ნამდვილად მოვკლავდი, შენთვის რომ რამე დაეშავებინა ჩემო ქაჯო მითხარი შენი მშობლებისთვის რა უნდა მეთქვა, ან მე როგორღა შემომეხედა შენთვის თვალებში, რომ ვერ დაგიცავი, კიდევ კარგი ალექსმა ასწავლა ჭკუა. - იკა ხო მართალი ხარ, აწი გპირდები აღარავის აღარ ვეცეკვები. გპირდები ცოტა შევიცვლები მაგრამ აქ რა მოგვივა უკვე რამდენი ხანია ასე ვართ სახლში არაფერი მოგვივა მშვიდად იყავი. ძალიან მიყვარხარ. ვუთხარი იკას და ჩავეხუტე. სახლში შევედი ერთი სული მქონდა როდის დავიბანდი და იმ არაკაცის სუნს ჩამოვირეცხავდი, სალი ძალიან შეშინებული იყო. ერთი სული მქონდა როდის გამოვკითხავდი ლუკას ამბებს, ნეტავ რა ქნეს როცა ერთად დავტოვე საცეკვაოდ, მაგრამ ამ ამბავში ვეღარ მოვახერხე. აბაზანიდან გამოსულს როგორც კი ლოგინთან მივდი მაშინვე ჩამეძინა, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი. მთელი ღამე ალექსზე ვფიქრობდი, ძალიან მაინტერესებდა სად წავიდა და როგორ იყო. ------------------------------------------ ესეც შემდეგი თავი, შევეცადე დიდი გამოსულიყო, ვცდილობ თქვენი რჩევებიც გავითვალისწინო და ისე ვწერო. მადლობა ყველა დადებითი კომენტარისა და რჩევისთვის. თქვენი აზრი მაინტერესებს შემდეგი თავი სალისა და ლუკას შესახებ დავწერო თუ თეკლასა და ირაკლიზე. ქეთი და ალექსი მაინც რჩება ყოველი თავის მთავარ თემად. ახლა ვწერ და მეც თქვენსავით ველოდები მათი ურთიერთობის გაგრძელებას, ვნახოთ რა მომივლის და რა მოხდება შემდეგ თავებში.♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.