შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი "პასტა"


18-01-2018, 00:54
ავტორი Maryes
ნანახია 998

ზიზღი მიჩნდება ყველა ფუფუნებაში მყოფი ადამიანისა და საკუთარი თავის მიმართაც მე ხომ არ მაწვიმს და არ მცივა..მე ხომ დედა პატარაობიდან ყველასთვის სანატრელად მივლიდა. რამოდენიმე წამის წინ მეტროში ვიყავი, პატარა ბიჭი შემოვიდა ხელში ფერადი კალმებით, რომელსაც ყიდდა.სულ ორი სიტყვა თქვა "4 პასტა ლარად" იმ წამსვე გაჩუმდა და თავჩაღუნული კუთხეში დადგა, ისეთი მოვლილი იყო როგორც შეეძლო, ისეთი ლამაზი იყო საშუალოდ 7-8 წლის იქნებოდა. ვაგონიდან ერთ მგზავრსაც არ შეუმჩნევია, ან უბრალოდ უმოქმედოდ განაგრძეს მგზავრობა, როგორც მე..ისნის გაჩერებაზე ჩამოვიდა, გულში ვნატრობდი რომ არ ჩასულიყო, ჩემდა საბედნიეროდ გვერდითა ვაგონში გადავიდა, ვაკვირდებოდი მასთან ერთად ხალხს და ზუსტად იგივე რეაქციები ჰქონდათ თითქოს დაკოპირებული რაც 5 წუთის წინ ჩემს გარშემო ხალხს..ბიჭმაც იგივე გააკეთა იმ წამსვე მოიწყინა და ამჯერად დაჯდა..გულში გეგმებს ვაწყობდი, მინდოდა მეთქვა თუ როგორი ძლიერია, რომ ასეთი პატარა ასე შრომობს და რომ ძალიან ბევრს მიაღწევს და კიდევ ათასი რამ სამოტივაციო წერილის მსგავსად.. ქალის ტრადიციული ხმა ახლოდან მძაფრად მოისმა "შემდეგი სადგური ვარკეთილი, ბოლო გაჩერება." სწორედ აქედან ვიცოდი რომ ისიც ჩამოვიდოდა..კარებთან დავდექი მოუსვენარი სუნთქვა დამეტყო, როგორც კი კარი გაიღო სწრაფი ნაბიჯებით წავედი და როგორც იქნა დავეწიე.. - კალამს ავიღებ თუ შეიძლება, ვუთხარი ჩუმად,არც კი შემოუხედავს თავი ისევ დახარა.. -1 ლარი ხომ? მინდოდა ხმა ამოეღო არც ახლა უთქვამს არაფერი, თავი დამიქნია.. 2 ლარიანი მქონდა პატარა დაღლილი ხელებით, რომლითაც მთელი დღე დიდ ყუთს დაატარებდა ხურდა დამიბრუნა. მე ოთხი კალმიდან მხოლოდ ერთი ავიღე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამდენი ფერიდან წითელი ავირჩიე, ალბათ იმიტომ გამოვარჩევ ამ ფერს, რომ თავადაც გამორჩეულია ყველაფერი მძაფრი ხომ სწორედ მასშია..იმდენად ჩუმი იყო ვერც კი გავუბედე იმ ყველაფრის თქმა რასაც ვფიქრობდი..იმდენად დიდი ტკივილი ჰქონდა სიტყვის ამოღებისას ყელში ალბათ დიდი ბურთი ეჩხირებოდა და თქვენ თქვით..გინახავთ კი ასეთი პატარა?.. მეც უხმოდ წამოვედი მთელი გზა კალამს ხელით დავატარებდი, რომ მახსენდებოდა მისი სახე ისე ძლიერად ვუჭერდი, ჩემი ხელებიც წითლად შეიღება, განსხვავბა მხოლოდ ბუნებრივ და ხელოვნურ საღებავებში იყო..სახლში რომ მოვედი ფინჯანი ყავა ჩემი ძლიერი მუზა გახდა..მე ვწერ, ვწერ შეუჩერებლად, სწორედ იმ კალმით რომლითაც ვიღაც ცხოვრობს.. თუმცა ის ჩემს თანაგრძნობას ვერასოდეს გაიგებს, ვერც თქვენსას..წამების დრამატული განცდები იმ წამსვე დაგავიწყდებათ, როდესაც გემრიელ კერძს დაინახავთ, ანდაც სასიამოვნო შეტყობინებას მიიღებთ, საერთოდ აღარ გემახსოვრებათ.. ეს ხომ ადამიანის მხეცური ბუნებაა, დიახ, ჩვენ ასეთები ვართ. ისეთივე დავიწყებას მიეცემა ყველაფერი, როგორც ეს თითქმის შევსებული ფურცელი, როდესაც გადაიშლება ახალ გვედზე, გადაიშლება და დაიწყება სუფთა ფურცლიდან ახალი თავგადასავლებით სავსე ისტორიები, არ ვიცი ეს რა განცდების იქნება, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კვლავ დავიწყებას მიეცემა, ისევე როგორც სულ ახლა წამების წინ ნახსენები ჩემი ჩანახატის "პატარა და ამავდროულად ძალიან დიდი ბიჭუნა"..



№1  offline წევრი მოცინარი

გულზე მომხვდა :( ეს უკვე მეორეა რასაც ვკითხულობ (შენსას) და შენ ხარ ძალიან, ძალიან, ნიჭიერი!

 


№2  offline წევრი Maryes

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent