შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ! (სრულად)


18-01-2018, 12:22
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 51 782

..............
ისტორია ზედმეტად არარეალურ ქალაქებზე, ადამიანებზე და ურთიერთობებზეა. ყველაფერი იმდენად განსხვავებული იყო წერის პროცესში რომ წლების შემდეგაც კი დატოვებს კვალს...პირველი ჩემი დალაგებული, გამართული ისტორიაა რომელშიც მყავს ერთი წყვილი უცნაური გრძნობებით არასტანდარტული სიყვარულის ისტორიით . სულიდან წამოსული ემოციებით ერთმანეთთან დაკავშირებული ორი თითქმის ერთნაირი ადამიანის ურთიერთობა. მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარემოცვაში ,ბევრი პრობლემით, დამალული სიმართლით და გეგმებით . ალბათ ყველა სიტყვაში ჩაქსოვილი სული რომ დაინახო მხოლოდ გმირებზე უნდა ფიქრობდე, უნდა ცდილობდე ეცადო მათ ადგილას ყოფნას ისე უბრალო ამბავი გამოვა, უთავბოლოდ დაწერილი გაუგებარი და მოგწყინდებათ კიდეც კითხვა. ჩემთვის ეს არ არის ისტორია რომელსაც ყოველდღე წაიკითხავ, მას სჭირდება განწყობა ,დრო როდესაც შეძლებ გმირებთან ერთად ცხოვრების დაწყებას .
"სულს მოგცემ" ამბავია ჩემთვის უჩვეულო დასასრულით, ისეთით როგორიც წერის დაწყების პირველივე წუთებიდან წარმომედგინა. დასასრულით რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება ...
.........
თოვლით დაფარულ ქუჩაში მარტოდ მარტო მიაბიჯებდა. ყინვის მიუხედავად მშვიდი ,დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა უფერულ , ძველისძველ კორპუსებს შორის. მთელი ქალაქი ნაომარ ტერიტორიას ჰგავდა, გადმონაშთს სადაც სამუზეუმო ექსპონანტები უნდა ყოფილიყვნენ და არა მაცხოვრებლები.
მიდიოდა და ყურადრებას არაფერს აქცევდა. თეთრ თოვლს დაჰყურებდა ლამპიონების შუქზე რომ ბრჭყვიალებდა და ფიფქებს არ აშორებდა თვალს გაუცერებლად რომ ცვიოდნენ ციდან. ამინდი ისეთი ცივი იყო როგორც გოგონას გამომეტყველება, ცივი და უემოციო.
ცარიელ ქუჩაში მარტო იყო, მაშინ როცა თოვლისმოყვარულები ფანჯარასთან იდგნენ ჩაის ფინჯნებით ხელში და ტკბებოდნენ სანახაობით .
მუხლამდე გრძელი ქურთუკი ეცვა, ჯინსის შარვალი , კოჭს ოდნავ აცდენილი ფეხსაცმელი , შავი ქუდი - უბრალო სამოსი რომელსაც თუ დააკვირდბეოდით შეამჩნევდით რომ წლების წინ იყო შეძენილი , მაგრამ იმდენად მოვლილი რომ მაინც კარგად გამოიყურებოდა . უბრალო იყო არა მხოლოდ გოგონას სამოსი არამედ თავად გოგონა . ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა გამორჩეული თვალის ფერი -თაფლისფერი, თმა - ღია ყავისფერი. თხელი ტუჩები , სწორი ცხვირი საშუალო სიმაღლე და არავითარი გამოკვეთილი ნიშანი რითაც თვალში მოგხვდებოდათ. თითქოს ისეთივე უინტერესო და უფერული იყო როგორც შენობები მის ირგვლივ. გოგონას სახელიც კი მეტად გავრცელებული იყო , არაფერი გამორჩეული - მარიამი...მარიამ თაბაგარი !
ფიქრებში ჩაძირული მიაბიჯებდა მანამ სანამ სიცივე არ იგრძნო. იმის ნაცვლად რომ სხეულის თრთოლვას აჰყოლოდა ხელისგულები ფიფქებს შეუშვირა და რამდენიმე წუთს უბრალოდ უყურებდა ფანტელები როგორ ეცემოდა კანზე. იმდენად ლამაზი იყო ქათქათა ფიფქები იმ ადგილასაც კი შეუძლებელი იყო ღიმილის შეკავება.ტუჩის კუთხე შეუტოკდა შემდეგ ცას ახედა უფრო ფართოდ გაიღიმა და თვალებდახუჭული შევიდა კორპუსში,რომელმაც შთანთქა.
სადარბაზოში შეკრებილ ბიჭებს ისე აუარა გვერდი არც კი შეუმჩნევია მათი არსებობა, განა თამაშობდა მართლა ვერ ამჩნევდა.ისინიც არ იჩენდნენ ყურადღებას თითქოს ყველას ატყობინებდა ვინ იყო და მასთან როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
არავინ იცნობდა ამ უფერულ ქალაქში მარიამ თაბაგარს. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ერთ ძველ კორპუსში სადაც სხვადასხვა „პროფესიის“ ადამიანების მრავალფეროვანი ნაკრები ბინადრობდა ,მაგრამ თავად უჩინარივით იყო. ყველანი უჩინარები იყვნენ, მხოლოდ მცირე წრეები იცნობდნენ ერთმანეთს და ამით სრულდებოდა.
მეოთხემდე უნდა ასულიყო , მეორეზე ქალის კივილის ხმა ესმოდა, ამას მეზობელი ბინიდან გამოსული ბავშვის ტირილი ემატებოდა. მესამეზე სიმღერის ხმა გამოდიოდა ,რომელიც ყველაფერს ფარავდა. მეოთხეზე პირველივე კართან გაჩერდა გასაღები მოარგო რკინის ნაცრისფერ კარს და ცოტაოდენი წვალების შემდეგ გააღო. მიჩვეული იყო და არც ამაზე ჰქონდა რეაქცია. კარის გაღებისთანავე შევიდა ბინაში ,მაგრამ სანამ ჩანთა მოიხსნა და კარი მიხურა დაინახა წინა კარიდან გამოსული მთვრალი ღიპიანი მამაკაცი ,რომელსაც ნახევრად შიშველი ქალი კოცნით აცილებდა . ისევ ურეაქციოდ შეხვდა ამ გულისამრევ კადრს , ადამიანების მიმართ ზიზღსაც არ განიცდიდა . მხოლოდ ებრალებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო. ბევრს სასაცილოდ ეჩვენებოდა მისი არჩევანი,მაგრამ მას ხომ მხოლოდ საკუთარი აზრი ადარდებდა, საკუთარ თავზე ფიქრობდა და ანგარიშსაც მხოლოდ იმ ადამიანს უწევდა სარკეში რომ ხედავდა.
ერთოთახიანი ბინა იყო მარიამის საკუთრებაში . როგორც ყველაფერი რაც გააჩნდა ბინაც პატარა, ღარიბული მაგრამ სუფთა მოწესრიგებული და მაქსიმალურად კომფორტული იყო მისთვის . დიდი მოთხოვნილებები და პრეტენზიები არც გააჩნდა ამ მხრივ. ყველაფერი მატერიალური მისთვის მეორეხარისხოვანი იყო არ შიმშილობდა, მათხოვრულად არ გამოიყურებოდა, სახლში ყოფნისას მშვიდად იყო და სხვა არაფერი აინტერესებდა.
ბინაში უკვე 4 წელი იყო რაც ცხოვრობდა. იმ დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა იმ დღიდან რაც მარტო ცხოვრება დაიწყო . ერთოთახიანი ბინა აღმზრდელებისგან მიიღო მემკვიდრეობით მას შემდეგ რაც დედობილი გარდაეცვალა ხოლო მამობილმა ქვეყნიდან წასვლა და სხვა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. არ ბრაზობდა მასზე, მეტიც მადლიერი იყო რადგან 5 წლის შემდეგ 14 წელი ზრუნავდა კაცი გოგონაზე რომელთანაც სისხლის ერთი წვეთიც კი არ აკავშირებდა. თავშესაფრიდან როცა წაიყვანეს დიდი ილუზიები არ ჰქონია, ხასიათიც კი სიეთივე ჰქონდა როგორც ახლა. რა თქმა უნდა ძირითადი თვისებები ... არ იცოდა როგორი იყო მშობლების სიყვარული ,მაგრამ კოტე და ლია უყვარდა . უბრალოდ უყვარდა ალბატ ისე არა როგორც მშობლები უყვართ ,მაგრამ ეტკინა როდესაც დედობილის დიაგნოზი გაიგო. რაღაც ნაწილი დაკარგა როცა დედობილი გარდაიცვალა, იცოდა რომ ისევ ახალცხოვრებას იწყებდა . არადა სულ რაღაც 21 წლიაა და უკვე იმდენი ეტაპი განვლო ცხოვრებაში,რომ სხვა მის ადგილას დიდი ხნის წინ დაეცემოდა.
მარიამ თაბაგარის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი საზოგადოებისგან მისი ტვინი იყო, გონება რომელიც არასდროს ღალატობდა და ყოველთვის სწორ გზას უჩვენებდა. მარტივია როდესაც სიტუაციის სწორად დანახვა და გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია. რესურსის ათვისება,სათავისოდ გამოყენება და ცხოვრებასთან ჭიდილი მარიამის მთავარი თვისებები იყო ყოველთვის. ბინასთან ერთად მიღებული რამდენიმე ათასი ლარით სწავლის დაფინანსება შეძლო, იმდენად ზოგავდა ფულს რომ თითოეული თეთრი გაანგარიშებული ჰქონდა და მამობილის დანატოვარით 4 წელი გაძლო.
ოთხი წელი და უკვე სტუდენტი იყო სწორედ იმ ფაკულტეტის რომელიც სურდა, არა სრული დაფინანსებით მაგრამ 50 % დიდი შეღავათი იყო. უკმაყოფილო დარჩა საკუთარი თავით , თუმცა მალევე გაიაზრა რომ მეტს დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა და ამითაც დაკმაყოფილდა. ადგილი სადაც იცნობდნენ მარიამ თაბაგარს სწორედ უნივერსიტეტი იყო. შინაგანი კმაყოფილება ნელ-ნელა უღვივდებოდა როცა სცდებოდა ქალაქის საზღვრებს და მიდიოდა უნივერსიტეტისკენ. იქ იმ ერთ შენობაში სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა, განა იცვლებოდა მისი ხასიათი არა და არა ! ის ყოველთვის დინჯი, გაწონასწორებული, აუღელვებელი და მშვიდი იყო . უბრალოდ იქ თავს კომფორტულად გრძნობდა არ უჩნდებოდა წამიერი ზიზღიც კი როცა ირგვლივ იხედებოდა არ ჰქონდა თვალების დახუჭვის სურვილი და რაც მთავარია საზოგადოება იყო მის ირგვლივ და არა უფერული არსებები რომელთა გაქრობაც შეეძლო იგნორის საოცარი უნარის საშუალებით.
მარიამი ვახშამს შეექცეოდა და გადაწყვეტილებაზე რომელზეც უკვე თვეებია ფიქრობდა ისევ არ უშვებდა გონებიდან. საათს უყურებდა, როგორც ყოველთვის ახლაც გაწერილი ჰქონდა ყოველი წამი . ვახშმობა ზუსტად 8 სთ-სა და 46 წთ0ზე დაასრულა მაგიდა აალაგა . ისევ ჩაიცვა ფეხსაცმელი, მოიცვა დუტის შავი ,მუხლამდე ქურთუკი . ქუდი ჩამოიფხატა, ჩანთა რომელიც წიგნებისგან გაეცალა მხარზე მოიკიდა და სახლი დატოვა.
გაიარა კარგად ნაცნობი გზა საცდელამდე, აუარა გვერდი მაღაზიას და წავიდა იმ მხარეს სადაც არასდროს დადიოდა . იცოდა მის შესახებ, ყველაფერი იცოდა ,მაგრამ არ სარგებლობდა. ახლა უბრალოდ ცდიდა ბედს ,რადგან საკუთარი გადაწყვეტილება მოგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო ისღა დარჩენოდა რომ ეცადა.
გაჩერდა როცა ძველი შენობები უზარმაზარმა ნაგებობამ შეცვალა. რომელიც ათსფრად იყო განათებული შიგნიდან გამომავალი სიმღერის ხმა გარეთაც ისმოდა. ხალხის ხმა მაშინ მისწვდა ყურთასმენას როცა შენობაში შევიდა, სიგარეტის სუნი, კვამლი, ხხმამაღალი მუსიკა, მთვრალი კაცების როხროხი, ქალების კისკისი ყველაფერი დააიგნორა და პირდაპირ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონასკენ დაიძრა
-უკაცრავად მენეჯერი თქვენ ბრძანდებით? ელე
-დიახ ... რით შემიძლია დაგეხმაროთ?- გოგონამ სწრაფად აათვალიერა და ოდნავ გაუღიმა
-ვაკანსიის თაობაზე მინდა გასაუბრება ...
-ბატონ გაბრიელთან მოგიწევთ გასაუბრება ის კი ამ დროს არ მუშაობს
-აქ არის?
-აქ არის ,მაგრამ ვერ მიგიღებთ
-იქნებ უბრალოდ უთხრათ რომ გასაუბრებაზე ვარ
-აი მოდის და თავად გაესაუბრეთ -ხელით ანიშნა გოგონამ და ისიც წამსვე შებრუნდა. კარგად დაინახა მაღალი სილუეტი რომელიც ქალის წვრილ წელს იყო ხელით ჩაფრენილი პარალელურად ყელს უკოცნიდა ,რაღაცას ეუბნებოდა და ქალიც კისკისებდა
-ბატონო გაბრიელ - ისევ იგივე ტონით წარმოთქვა და დაელოდა. კარგად ხედავდა როგორ ცახცახებდა გოგონა , როგორ ეცადა მის შეცერებას ,მაგრამ არ ადარდებდა . კაცი გაჩერდა, ქალის ფერებას შეეშვა და ზემოდან დახედა დაბალ სილუეტს.
-რა ხდება ელიკოო რატომ მაწუხებენ?
-ბატონო გაბრიელ იცით ... მე
-რა გითხარი ელიკო? ამ დროს მესაუბრებიან მხოლოდ ქალები მაღალ ფეხებზე, ოთხი ბურთით ორი წინ და ორი უკან...ლამაზები და შხვართები
-იცით ბატონო გაბრიელ
-ვიცი მე ვიცი და შენ რომ უნდა იცოდე მაგას გეუბნები ძეტკა ზუსტად !
-ბატონო გაბრიელ როგორც მიხვდით საქმესთან დაკავშირებით ვარ სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ ... იქნებ მოახერხოთ უბრალოდ გოგონას დაუთმოთ დრო რომელსაც საქმე აქვს
-ფისოო ჩემს ოთახში დამელოდე მალე მოვალ
-მტოვეეებ...აუუუ მერე რო ისაუბროთ არაა?
-მიტ*აკებ და ხო იცი რა მემართება მაგ დროს?
-კარგი დაგელოდები ... - კაკუნით წავიდა გოგო დერეფნის ბოლოსკენ . გაბრიელმა თვალი გააყოლა მერე ამოიხვნეშა და ხელით ანიშნა მარიამს კიბისკენ.
რამდენიმე წუთში კაბინეტში იყვნენ. ტყავის სავარძელში ჩაეშვა ბატონი და ხის მაგიდაზე დააწყო ხელები
-აბა გისმენ... იმედია ჩემი ჯელტმენობით ტყუილად არ ისარგებლებ
-სამუშაო მჭირდება და როგორც ვიცი ვაკანსიები გაქვთ...
-ვაკანსიები გვაქვს ... ბევრ ადგილას და გააჩნია შენ სად გინდა იმუშაო
-დამლაგებლის ვაკანსიით ვარ დაინტერესებული, მხოლოდ!
-მხოლოდ ...
-დიახ ,თუ ისევ თავისუფალია როგორც გავიგე სასწრაფოდ გჭირდებათ ვინმე მე კი ვფიქრობ რომ შევთანხმდებით
-ხო ნამდვილად მჭირდება დამლაგებელი ... პასუხისმგებლობის გრძNობით . ერთ კვირაში 5 გავაგდე და თუ არ გაანძრევ ხელს მეექვსე შენ იქნები
-ანუ ამიყვანთ?!
-გამოსაცდელი ვადა ერთი თვე..თუ გაუძლებ და არ გაგაგდებ ამ ხნის განმავლობაში შემდეგ ხელფასს მიიღებ თანხა გეცოდინება უკვე . იქ დროც ეწერა და მოვითხოვ რომ დროულად გამოცხადდე, მხოლოდ კლუბის დასუფთავება გევალება...მაგას ელე აგიხსნის უკეთ
-სხვა არაფერია? ანუ უბრალოდ ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო
-მევასები უკვე ხედავ? თუ კარგად მოიქცევი ხელფასი შეიძლება მოგემატოს კიდეც - ჩაიცინა და წინ წამოიწია - სახელი არ გითქვამს
-მარიამ თაბაგარი ...თქვენ თუ სხვა პირობა არ გაქვთ ახლა ჩემი პირობის დროა
-ვაახ დაჟე პირობა გაქ პატარავ? რაო რა პირობა?- გადაწვა სავარძელში
-არაფერი განსაკუთრებული , უბრალოდ მხოლოდ ჩემი მოვალეობის შესრულებას დამავალებთ და სხვა ყველაფერი გამოირიცხება
-ბაზარი არაა... მხოლოდ მიალაგებ . ვისაც ჟიმა**ა არ სურს და არც ბოზ*ია ხელშეუხელებია ამაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები მარა თუ აპირებ კაცების აგდებას ახლავე მითხარი რო მერე ჩემმი ბიჭები ტყუილად არ მოვარდნენ
-როდის დავიწყებ მუშაობას?-მხრებში გაიმართა და პირდაპირ თვალებში შეხედა მამაკაცს ,რაზეც სიცილი დაიწყო კაცმა . მაგიდაზე ხელი დაარტყა და უცებ წამოდგა
-აიიი ეს მომწოონს - მაგიდაზე თიტები აათამაშა - დღესვე გაწყობს? უბრალოდ გაერკვევი შენს საქმეში რა და ხვალ უკვე აზრზე მოსული მოხვალ და დავიწყებ ათვლას
-თანახმა ვარ ...
-აბა ახლა წაცუნცულდი ელიკოსთან უთხარი ფორმა მოგცეს და გაგაიასნებიოს რაა უნდა გააკეთო და როგორ
-კარგით...გმადლობთ , ნახვამდის
-არივედეჩი საყავრელო - თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ გაიცინა. კაბინეტი მარიამთან ერტად დატოვა შემდგე სწრაფად დაეშვა კიბეზე და ღიღინით გაემართა იქეთ საითაც მისი თანმხლები გოგონა გაგზავნა.
ელეს გაუკვირდა მარიამის დანახვა, გაოცდა როცა უთხრა რომ სამსახურში აიყვანა და ერთბაშად იმდენი რამ უთხრა ფორმას სანამ ურჩევდა უკვე ყველაფერი იცოდა, ყველა იქ მყოფ მიმტანს, იცნობდა და ინფორმაციასაც ფლობდა თითოეულ მათგანზე.
არ იყო მარტივი,მაგრამ სჭირდებოდა და გააკეთებდა კიდეც. ხედავდა რომ აკვირდებოდა ელე, შემდეგ გაბრიელიც შენიშნა ხან ჩნდებოდა ხანაც ქრებოდა. იმდენი დერეფანი იყო ირგვლივ რომ ვერ მიხვდა რა საჭირო იყო ამდენი ოთახი როცა კლუბი ერთ დიდ სივრცეში იყო განტავსებული და სხვაგან არსად გადიოდა. კითხვა არ დაუსვამს,დრო საკმარისად ჰქონდა და აუცილებალდ გაარკვევდა ყველაფერს ზედმეტი თავისგამოჩენის გარეშე.
მაგიდების გასუფთავება უწევდა როცა ცარიელდებოდა, სულ ყურადღებით უნდა ყოფილიყო და თუ რაიმე დაიმსხვრეოდა სწრაფად აეკრიფა. ერთდროულად მთელს ტერიტორიაზე უწევდა ყოფნა . ბოლოს როცა დაცარიელდა კლუბი ყველაფერი უნდა მიელაგებინა, ჭიქები დაერეცხა და ბზინვარე დარბაზი უნდა დაეტოვებინა. დამატებით მოუხდა დარჩენა და თითოეულ ზედმეტ საათზეც ხელფასს დანამატი ერიცხებოდა. შეუძლებელი იყო ზუსტად დროში ჩატევა ამიტომ იმაზე მეტს აიღებდა ვიდრე ხელსეკრულებაში იყო.
სახლში რომ მივიდა მაშინვე საწოლს მიაშურა 4 საათი ძილის შემდეგ გაიღვიძა მოწესრიგდა და ჩვეული რუტინული დღე დაიწყო. ლექციებზე დამახსოვრებულ მასალას სახლში მისვლისთანავე სწავლობდა და შესაბამისად სამსახურში წასვლამდე უკვე ნამეცადინები იყო. კლინიკაშიც დღის განმავლობაში იყო სწავლებაზე და შესაბამისად ყველაფერს მოასწრებდა ისე რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიდნენ.
ერთი თვე იმდენად სწრაფად გავიდა რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო.რა თქმა უნდა დღეებს ითვლიდა და კარგად აკვირდებოდა ყველაფერს. ზოგიერთი მუდმივი კლინეტიც კი იცოდა ვინ იყო, გაბრიელს აკვირდებოდა ისე რომ თავად ვერაფერს იგებდა ბატონი. მისი დღის განრიგიც კი იცოდა ძირითადად კაბინეტში იყო საქმეებს აგვარებდა, შემდეგ სადღაც გადიოდა შენობის იმ ნაწილში რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობდა მარიამი. არავინ გადიოდა იმ მხარეს სამაგიეროდ ოთახები სადაც გოგონებს კაცები შეჰყავდათ ყველასთვის მისაწვდომი იყო . ერთი დერეფანი და ხუთი ოთახი საიდანაც არცთუ ისე სასიამოვნო ხმები გამოდიოდა, ოთახები სადაც კლუბიდან პირდაპირ ინაცვლებდა მთვრალი საზოგადოების ნაწილი. ამის სესახებ ინფორმაციას მანამდეც ფლობდა, მთავარი მისთვის ის იყო რომ გოგონები რომელთაც არ სურდათ სხეულით ვაჭრობა უბრალოდ მუშაობდნენ. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა როდესაც მიმტან გოგონას შებმა სცადა მთვრალმა კლიენტმა , დაცვა წამში მასთან გაჩნდა და ყველაფერი დასრულდა. თავად მთელი თვის განმავლობაში პრობლემა არ შექმნია ინარჩუნებდა უჩინარის მდგომარეობას. ფორმაც არ ეცვა ვულგარული შავი შარვალი, ფეხსაცმელი და ლურჯი მაისური შეადგენდ ამის უნიფორმას.მიმტანებს მოკლე კაბები და ღრმა დეკოლტით ზედები ეცვათ ,ნამდვილად თვალშისაცემი იყო ის რამდენიმე ლამაზი გოგონა და ალბათ ამიტომაც იქცევდნენ ყურადღებას. სამნი იყვნენ სულ ყველას იცნობდა სამივე სხვადასხვა ქალაქიდან იყო და არაფერი გააცნდათ სხვა ამ სამსახურის გარდა. ერთხმად ამბობდნენ რომ გაბრიელი უხეში იყო უტაქტო და საუბარიც ბილწი ჰქონდა ,მაგრამ პირობას ასრულებდა და იცავდა დაუწერელ კანონს რომელიც კლუბის გახსნის დრიდან არსებობდა. მარიამმა მოცეკვავე გოგონებიც გაიცნო რომელთაგან ორი სტრიპტიზიორი სტუდენტი იყო მის მსგავსად და მხოლოდ ცეკვაში იღებდნენ გასამრჯელოს. სახეზე ნიღბებით ცეკვავდნენ და გაბრიელის დამსახურებით მათი ვინაობა არავინ იცოდა . დანარჩენები კი „ხუთი ოთახის“ ყოველდღიური მომხმარებლები იყვნენ ცეკვის შემდეგ კლუბში ინაცვლებდნენ და საღამოს მამაკაცების კომპანიაში აგრძელებდნენ. რაც შეეხება ელენეს ის ყველაფერს აკონტროლებდა გაბრიელის შემდეგ ის იყო ზედამხედველი ყველა თანამშრომელზე და პრობლემის შემთხვევაში სწორედ მასთან შეხვედრა ხდებოდა საჭირო.
დამღლელი დღის შემდეგ წავიდა სამსახურში. გასახდელში შევიდა პირდაპირ ,ფორმა მოირგო თავისი ნივთები რკინის კარადაში ჩაკეტა და გარეთ გავიდა. კართან აყუდებული გაბრიელი რომ დაინახა წამით შეხტა
-როგორც ყოველთვის ადგილზე ხარ პატარავ...გამომყევი - უცებ მოშორდა კედელს და ჯიბეებსი ხელებჩაწყობილმა სტვენით განაგრძო გზა , თან მუსიკას აყოლებდა თავს და გზაში შემხვედრებს დავალებებს აძლევდა. კაბინეტამდე მიაღწიეს, მთავარი რაც არასდროს ცვლიდა გაბრიელი იყო ის რომ კაბინეტის გარდა სხვაგან საქმეზე არასდროს საუბრობდა. თავის ტყავის სავარძელში რომ გაწვებოდა დატრიალდებოდა მაგიდაზე თითებს აათამაშებდა ირონიული მზერით შეგხედავდა მერე იწყებდა საუბარს.ამჯერად პირდაპირ ფურცელი გაასრიალა მაგიდაზე და კალამიც - მარიკუნაა მარიკუნააა მომილოცავს ამიერიდან პირადად ჩემი ხელქვეითი ხარ . ვიმედოვნებ ასე გააგრძელებ. კონტრაქტს შეგიძლია გადახედო არაფერია შეცვლილი,მაგრამ რა ვიცი იქნებ არ მენდობა ჩიტუნაა...ყველაზე უპრობლემო თანამშრომელი ხარ ქალებს შორის და გაღიარებ ხომ ხედავ რა კეთილი ბიჭი ვარ
მარიამი როგორც ყოველთვის ყურადღებას არ აქცევდა მის გამოხედვას და საუბრის მანერას . სწრაფად გადაიკითხა კონტრაქტი და კალამი აიღო
-სანამ მოაწერ გეტყვი რომ ჩემი კაბინეტის დალაგებაც მოგიწევს ...ზედმეტ თანხას არ გადაგიხდი ვფიქრობ როგორც კარგი უფროსი შენი სიმშვიდისთვის ვიმსახურებ მომსახურებას
-თქვენს კაბინეტში ხომ არავის უშვებთ ,რატომ მე?
-დაკვირვებული ჩიტი ხარ ხედავ? ამ კითხვით პირველად მომმართეს ...არ მოაწერ ხელს?
-კონტრაქტი მხოლოდ ექვს თვიანია ათვლა საიდან იწყება
-დარჩა ხუთი თვე ...ხელს რომ მოაწერ შენი მუშაობისთვის გასამრჯელოს მიიღებ
-და მაინც რატომ მე ?
-რატომ მოხვედი აქ? სხვების მსგავსად უსაქმური უცოდინარი ქალი არ ხარ რომელსაც სხვა არჩევანი არ ჰქონდა
-გასამრჯელო და სამუშაო საათები იყო მიმზიდველი . ჩემს საქმეს ხელს არ უშლის
-დღისით რით ხარ დაკავებული..ალბათ სწავლობ
-ჩემს კითხვას უპასუხებთ თუ თავისუფალი ვარ- პასუხი არ გასცა,უბრალოდ გაატარა .ხელი მოაწერა ფდოკუმენტებს ერთი ასლი თავად აიღო და გაბრიელს მზერა გაუსწორა. ბიჭი ისევ ირონიულად იღიმოდა , იცოდა მარიამმა რომ მისი კითხვები სხვა მიზანს ემსახურებოდნენ ამიტომ ზედმეტ საუბარს არ აპირებდა .
-მაგრად ატრაკებ ხოლმე იცი? რომ გელაპარაკები რატო ვერ ისვენებ? გააჩერე შენი პატარა ლამაზი საჯდომი მაგ სკამზე უკვე ჩემი თანამშრომელი ხარ და სხვათაშორის დღესვე შემიძლია გაგათავისუფლო
-კარგით ... მოკლედ გეტყვით არ მესმის ისეთ კითხვას რატომ მისვამთ რაზეც პასუხი იცით!
-საიდან ვიცი...რაღაც არ მახსოვს სივი მენახა და ისე ამეყვანე..აქ ამიტო არ მოხვედი? არ გვაინტერესებს ვინ ხარ მთავარია როგორ მუშაობ
-რა საჭიროა სივი როდესაც მარტივად შეგიძლიათ მთელი ცხოვრება გამოიძიოთ ინტერესის ობიქტის
-ვაუუუ შენ მართლა უცხოდ ჭიკჭიკებ ...სხვა ჯიშის ჩიტი ხარ? რა გგონია რომ შენ ჩემი ინტერესის ობიექტი ხარ? -იღიმოდა , მაგიდაზე იდაყვებით იყო დაყრნობილი და მზერას არ აშორებდა მარიამს
-მე მხოლოდ დასკვნებს ვაკეთებ ...ვარაუდებს იშვიათად გამოვთქვამ ასე რომ არაფერი მგონია ბატონო გაბრიელ- ბიჭს ახედა რომელიც უკვე მის წინ იდგა მაგიდაზე მიყრდნობილი და ზემოდან დასცქეროდა
-აგენტი ხარ? ტყუილად წვალობ მაინც ვერაფერს იპოვი არაკანონიერს ყველა დოკუმენტი წესრიგშია ... შენს დამკვეთებს შეგიძლია გადასცე რომ სულ *ლეზე ყველა
-უკვე ორმოცი წუთის დაწყებულია ჩემი სამუშაო საათები და იქნებ მომცეთ საშუალება საქმე გავაკეთო რათა თქვენი ჯიბე არ დაცარიელდეს დამატებითი საათების გამოყენების გამო
-გოგოოო რო აიგნორებ ჩემს სიტყვებს მაგრად რომ ტყ**ვ ნერვებს იცი? დაისვენე ტო ჯდომა გეზარება ? ყველა როგორ მიტყ***ტვინს დღეს რა ჩემი ყ*** უნდათ - უცებ დაიყვირა მობილური რომ ამღერდა და სწრაფად უპასუხა- რა იყო შე ჩემა რა ... ამ ჩემს ყ**ს თუ ვერ მოაგვარებ შენ ჩასვრილს ავწმენდ შენი აზრით? გაანძრიე ეგ გასიებული თავი იქნებ დაგრჩა ტვინის მაგვარი ნივთიერება რამე მანდ და მოაგვარე სანამ ლექსო მოვა ... მერე რა და რომ შეგტენის მაგ გრძელ ენას უკანა*ში მერე ნახავ აიიი ისევ ისევ ტვინს მიტყ*** ჩემი სისხლი არ გქონდეს შე ქათამო ხომ გაგიხვრეტდდი მაგ ცარიელ თავს ნერვებს ნუ მიშლიიი ახლა არ გამაგიჟო გააკეთე რაც გითხარი თორე გეფიცები ჩემი ხელით მიგახრჩობ - ბოლოს ისე უღრიალა მარიამიც კი შეცბა. მხოლოდ იმ წამს გახედა მამაკაცს, უბრალოდ შეუმჩნეველს ვერ დატოვებდა მის დაძარღვულ ყელს, აჩქარებულ სუნთქვას კაპილარები საფეთქელზე იმდენად ემჩნეოდა თითქოს მალე გაუსკდებოდა. მობილური მაგიდაზე დაახეთქა და ხელიც დაარტყა -ამის დედას შევე*ი შენი დედაც ასეთი გამოს*** როგორ გაიზარდე ტოო - აშკარად აღარ ახსოვდა მარიამის იქ ყოფნა . ფეხზე ნელა წამოდგა და გასვლამდე შეჩერდა
-თუ დახმარება შემეძლება შეგიძლიათ მენდოთ
-მოიცადე ფული არ მომიცია ... იმ სირ** გადამკიდე დამავიწყდა- მარიამის სიტყვები არ შეიმჩნია თავზე ხელი გადაისვა და მაგიდასთან დაბრუნდა. უჯრა გახსნა ფულის შეკვრა ამოიღო შემდეგ საჭირო თანხა აიღო დანარჩენი მაგიდაზე დადო.
-გმადლობთ ...
მშვიდად დატოვა კაბინეტი და საქმეს შეუდგა. იმ ღამით გაბრიელი კლუბში არ ყოფილა, უბრალოდ შედიოდა სიტუაციას გადახედავდა და ისევ სადღაც გარბოდა. აშკარა იყო რომ ღელავდა, გაბრაზებულიც იყო და ყველა ერიდებოდა ვიღაც მოხვდა ხელში ,ერთი მთვრალი კლიენტი მოცეკვავეს სცენაზე აუვარდა ამ დროს გამოჩნდა როცა დაცვა მიდიოდა გოგოს დასაცავად ისე უცებ ჩაუქროლა ბიჭებს და კაცს სწვდა ვერავინ დაინახა. მარიამი მეორე ბოლოში იდგა და გაოცებული უყურებდა ერთი ხელით მიათრევდა მთვრალ კაცს და მისი ფართხალის მიუხედავად ხელსაც კი არ უშვებდა მხოლოდ მას მერე დაარტყა რაც გარეთ გაიყვანა და სანამ გაჩერება არ სთხოვა საწყალმა მანამ ურტყამდა . მერე დაცვის ბიჭებს მიუგდო პერანგი გაისწორა კიდევ ერთხელ შიკურთხა და შენობაში დაბრუნდა.
ამ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა,უკვე ბატონის კაბინეტსაც ალაგებდა. ძირითადად მტვრის გადაწმენდა და გამოგვა სჭირდებოდა კაბინეტს სხვა ყველაფერი წესრიგში იყო. მაგიდაზე არასდროს ეყარა უწესრიგოდ ფურცლები და მხოლოდ ერთხელ დაავალა გაბრიელმა კარადის უჯრებიც დაელაგებინა. ყოველ ჯერზე ეღიმებოდა როცა მაგიდაზე „შემთხვევით დატოვებულ“ ფულს ხედავდა. კარადაში სამკაულებსაც გადააწყდა ,რამდენიმე ძვირფას თვალს და სეიფსაც კი რომლის კარი ღია იყო.
კვირა დღე იყო ამიტომ მთელი დღე სახლში გაატარა. წინასწარ მეცადინეობდა მომდევნო მასალას და საღამომდე არსად გასვლას აპირებდა. ვახშმის მომზადება რომ დაიწყო კარზე კაკუნის ხმა გაიგო ჯერ იფიქრა რომ მეზობლიდან ამოდიოდა ,რაც არცისე იშვიათად ხდებოდა შემდეგ როცა განმეორდა და უფრო გაძლიერდა მიხვდა რომ მასთან იყვნენ. ასეთ დროს უბრალოდ ეშლებოდათ ხოლმე და წინა მეზობლის ნაცვლად მარიამს სტუმრობდნენ. კარს არც კი აღებდა ,ახლაც არ აპირებდა გასვლას მშვიდად აანთო გაზქურა და ტაფაზე ზეთი დაასხა .ხელში კარტოფილით სავსე თასი ეჭირა როცა თავისი სახელი გაიგო ,ხმაც ეცნო და დაიფიცებდა რომ გაბრიელის გარდა ვერვაინ იქნებოდა მსგავსი ხმის პატრონი.გგონიათ შეეშინა? გაუკვირდა რომ მისი მისამართი იცოდა და საშინელებებზე ფიქრი დაიწყო? არაფერიც, უბრალოდ სწრაფად გამორთო ქაზქურა ჯამი მაგიდაზე დააბრუნა და კარისკენ დაიძრა. როგორც კი გააღო უფროსის განრისხებულ ლურჯ სფეროებს წააწყდა
-კიდევ ერთი და კარს ვამტვრევდი ... რა ხდება ვინმე გყავდა და სანამ არ გაათავე არ გააღე თუ რა უბედურებაა ხელი დამეღალა ...ზარი მაინც დააგეყენებინა ამ დედა მოტყნ*** კარზე - ისე შეაბიჯა ბინაში და დაიძრა მისაღებისკენ თითქოს საკუთარ სახლში იყო - შეგიძლია გაუშვა შენი ბიჭი საქმე მაქვს და არ მინდა ვინმემ მომისმინოს - სავარძელში ჩაეშვა და ოთახს თვალი მოავლო- ამ საღორეშიც კი კომფორტს იქმნი ჩიტო? ამ ადგილას როგორ ცხოვრობ საერთოდ
-მეეჭვება ჩემთან საცხოვრებლის სათხოვნელად იყოთ ასე რომ ...გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო გაბრიელ
-უნდა წამომყვე სხვა ქალაქში ... რამდენიმე დღით შეიძლება მოგვიხდეს დარჩენა
-არ მეტყვით იქ რისი გაკეტება მომიხდება?
-არა ... უბრალოდ უნდა წამომყვე
-არჩევანის უფლება მაქვს?
-რა თქმა უნდა ... მაგრამ თუ არ წამოხვალ უბრალოდ დამლაგებელი დარჩები ყოველგვარი ნდობის გარეშე მე კი იცი როგორც ვექცევი ხალხს რომლებსაც არ ვენდობი! წყალი მინდა...მოიფიქრე მანამდე შენ - უცებ წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. მარიამმა წყლის ხმა გაიგო და მალევე გამოჩნდა ჭიქით ხელში - მაგრად მშია და კარტოფილზე არ დამიწვევ რო რამე?
-წასვლა საჩქარო არ არის?
-მოდიხარ?
-ისეთ ადგილას არასდროს ვრჩები სადაც საფრთხე მელის მე კი უკვე 45 დღეა თქვენთან ვმუშაობ - გაბრიელს რომ გაეღიმა უკვე ელოდა .
-არ გვეჩქარება...ნუ ერთი საათი გვაქ თუ მოასწრებ ბარგის აღებას
-რამდენი დღით დავრჩებით?
-არ ვიცი ... ერთი კვირა მაქსიმუმ ალბათ. შემიწვავ კარტოფილს?
-სხვა არაფერი მაქვს... არ ვყიდულობ ხოლმე და
-აუ ნუ ახურებ ... ცხელი კერძები დამიწყვე და კიბეები გააკეთე თეფშებით-თქო გითხარი კარტოშკა მინდა უბრალოდ . ერთი საათი გვაქვს მაქსიმუმ მარა უფორ ცოტას თუ გამოიყენებ კაგრი იქნება - ჭიქა დადო ,მობილური ამოიღო ჯიბიდან და ფეხები სკამზე შემოაწყო
ნახევარ საათში ჩანთაც მზად ჰქონდა და მაგიდასთანაც ისხდნენ. გაბრიელი შემწვარ კარტოფილს ისე შეექცეოდა პატარა ბავშვს ჰგავდა
-აუუ რამდენი ხანია ასე გემრიელად შემწვარი კარტოფილი არ მიჭამია... რესტორანში ვერასდროს აკეთებენ ასეთს შენ რო რამე მზარეულადაც გამოდგები ხომ?
-სამსახურიდან თუ გამაგდებთ ვიფიქრებ მზარეულობაზეც- სწრაფად აალაგა თეფშები ბიჭი იჯდა და ვიღაცას წერდა მობილურით. მერე წამოდგა და ჩანთა აიღო
-რა მჩატეა ვიფიქრე გაავსებსთქო... წავედით?
-წავედით...
კარი ჩაკეტა და გასაღები ჩანთაში ჩაიდო. გაბრიელი კიბეზე დაეშვა ,ისიც მიჰყვა მალე გავიდნენ ეზოში წამსვე დაინახა შავი სპორტული მანქანა და გაბრიელს უკან მიჰყვა. ჩანტაუკანა სავარძელზე გადადო , კარის გაღება არც უფიქრია .მარიამი წინ დაჯდა და ღვედი შეიკრა. კიდევ კაგრი მოასწრო თორემ ისე სწრაფად გააქროლა ბიჭმა თავისი რაში რომ მეეჭვება მერე მოეხერხებინა რამე.
-დავიჯერო სულ არ გეშინია? იქნებ და რას გიპირებ
-და მთელი თვეა აპირებ ხომ?
-არაა არ შეიძლება ასეთი დასკვნების გამოტანა...მგონი შენ მე ანგელოზი გგონივარ და არ გარგებს ეგ ამბავი დამიჯერე
-უბრალოდ არაკაცი არ ხარ რომელიც ქალზე იძალადებს . ეს კი სულ არ ნიშნავს იმას რომ ანგელოზი ხარ
-მართალია... ვერ ვუარვყოფ ერთადერთი ცოდვა რასაც არასდროს ჩავიდენ ეგაა ზედმეტად მიყვარს ქალები იმისთვის რომ რამე ვავნო ...მითუმეტეს შენნაირს . ისე ის ვერსიაც შეიძლებოდა რომ სხვასთან მიმყავდე
-ამ ვერსიებს თქვენ იფიქრებთ თუ სხვამ მოგაწოდა
-აუ იმდენი აკაკანებული გოგო მინახავს ისეთები უთქვამთ მე მაგათი ფანტაზიორი დედაც ...
ქალაქი დატოვა და მარიამისთვის უცნობი ადგილისკენ გასწია. მანამდე იქ ნამყოფი არ იყო.ირგვლივ სულ სახლები იყო ,ყველა კეტილმოწყობილი აშკარად სააგარაკო ვილები იყო და იქ იმ დროს არავინ იყო. ერთ-ერთ საშუალო ზომის ლამაზ სახლთან გააჩერა მანქანა და ჩანთით გადავიდა. მარიამიც მიჰყვებოდა ,სახლში შევიდნენ ჩანთა იქვე დადო და კიბისკენ დაიძრა
-წამო ... წამო სწრაფად თორე ზედმეტად დავაგვიანე მგონი მეტის ღირსია ეს კარგ მოტყნ*** მარა მოსაკლავად ვერ ვიმეტებ- ჩუმად ჩაილაპარაკა და ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო მაშინე გაიგო ბიჭის ღრიალი და გაბრიელის სიცილი
-შენ ბიჭო ში* ხო არ გაქ სად ჯანდაბაში ხარ ამდენ ხანს ერთი ექიმი არ გყავს ისეთი რო ენდო ტო? ვკვდები-თქო და ესაა? შე თეს*** განგებ დაიგვიანე ხო ახლა გადავრჩე და რომ დავბრუნდები შენ თუ არ
-მოკეტე ნუ ჩხავიხარ მადლობა მითხარი ვაფშე რო არ მიგაგდე აქ ... ვაწუხებ ადამიანს შენს გამო ღირსი მაინც იყო ჩემ გულს რა ვუთხარი თორე შენთვის თითის განძრევა არ ღირს
მარიამი ოთახში რომ შევიდა და მკლავში დაჭრილი ბიჭი დაინახა მაშინვე გაბრიელს გახედა.
-ახლა არ თქვა კლინიკაში რატო არააო არ დამიკარგო წარმოდგენა სენზე
-მე არ ვარ ექიმი
-აუუ ღადაობ ტო? ვინ მომიყვანე შე ჩემისა ექიმი მინდა ვიღაც გოგო ამომიღებს ტყვიას ხელიდან?
-მოკეტე შენ ! ამდენს რადგან ლაპარაკობ კიდე რამდენიმე საათს ხო არ დაგიტოვო ტყვია მანდ თუ არ გინდა ჩემი ხელით ამოგიღო ენა ჩაყლაპე . წამომყევი - მარიამს ხელი მიადო ზურგზე და კარისკენ ანიშნა
დერეფანში დადგა და სიგარეტს მოუკიდა
-ეს გამოს*** ჩათვალე ჩემი ძმაა... ექიმი შემეძლო მომეყვანა ხომ იცი ,მაგრამ არაფერი სჭირს ეგეთი დამეხმარები თუ არა
-მე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები...ტყვიას ამოვუღებ დავუმუშავებ ჭრილობას და მორჩა
-შენა და ნაღდად ქალი ხარ თუ ადრე კაცი იყავი და გადაკეთდდი
-შენც ტყვია მოგხვდა და ტვინში დაგრჩა?
-კაი არ გაგიტყდეს ვიცი მაგარი ყ*ეობა ვთქვი მარა რა ვქნა არ ვარ შეჩვეული შენნაირების მოსმენას დრო დამჭირდება.მიდი ახლა მიხედე იმ ჩემისას თორე მოტ*ნა ტვინი მაგისმა კვნესამ გახადა ერთი ნაკაწრი პრობლემად ს*რი ყველაფერი ოთახშია რაც დაგჭირდება
აღარაფერი უთქვამს ბიჭთან შევიდა მის კივილ წივილს არც უსმინა საჭირო წამალი იპოვა ნემსი ისე დაარჭო არც გაუფრთხილებია როგორც კი მიაძინა მასინვე შეუდგა საქმეს. გაბრიელ იქვე იყო და ჩუმად უყურებდა , ეწეოდა და ხმას არ იღებდა. სწრაფად გადაუხვია ბიჭს ჭროლობა მერე ყველაფერი აალაგა და გაბრიელს გახედა
-მორჩა ...
-რო გაიღვიძებს მორფი რო მივცეთ არ შეიძლება? მაგის ტლიკინის მოსმენა არ შემიძლია
-იკეთებს ? თუ არა მაშინ სხვა რამეს მივცემ
-კაი რაც გინდა ის მიეცი ოღონდ არ მეწუწუნოს პატარა გოგოსავით .მაგდენი რო მეტირა ყველა ჭრილობაზე ჩემი ოკეანე მექნებოდა - გაიცინა და მძნარეს დახედა ,მართალია არ იმჩნევდა მაგრამ მაინც ღელავდა. ფეხსაცმელი მოაშორა საბანი დააფარა და კიდევ დააკვირდა სახეზე.
-კარგად იქნება.. ტყვია ღრმადაც კი არ იყო ნერვიულობად არ ღირს .უბრალოდ არ დააჩირქოს და მორჩა
-ერთ კვირაში ვუშვებ აქედან და მანამდე მიხედავ? მაგის შტერი ტვინი რომ ვიცი ჩაილპობს იმ ხელს მე კიდე ნერვები არ მაქ, მივახრჩობ - დერეფნის ბოლოს ოთახის კარი გააღო და მარიამი შეატარა- აქ იქნება შენი ოთახი... სააბაზანო იქაა მე იმის ოთახის გვერდით ვიქნები თუ რამე დამიძახე ...ის როდის გაიღვიძებს
-ხვალ დილით
-ხოო? მე წავალ მაშინ და ტელეფონი მომე ნომერს დაგიტოვებ და დამიერკე ...სამზარეულოში ყველაფერია თუ მოგშივდება ვაფშე რაც გინდა ის გააკეთე იმ დებილს არ დაემართოს ოღონდ რამე. აქ ვაფშე არავინ მოვა მშვიდად იყავი - უცებ უთხრა მობილური გამოართვა თავისი ნომერი ჩაწერა ერთხელ შეხედა და უკან დაიხია- პრობლემა ხო არ იქნება
-არა ...არავითარი უბრალოდ ხვალ უნივერსიტეტში უნდა ვიყო და დილას უნდა დაბრუნდე
-გათენებამდე მოვალ ბაზარი არაა ...აბა კარგად დამირეკე თუ რამე - თვალი ჩაუკრა და წავიდა.
უზამრმაზარი ოთახი იყო , ნათელი და ღია ფერებში გადაწყვეტილი.ოთახის ცენტრში დიდი თეთრი საწოლი იდგა ამავე ფერის ავეჯი და ფარდები იყო მხოლოდ ღია ყავისფერი. ცოტა ხანს იწვა, შემდეგ ისევ წიგნები აიღო და კითხვა დაიწყო. რამდენიმეჯერ დახედა ბიჭს როგორც ვარაუდობდა მშვიდად ეძინა და არც შერხეულა. წყალი მოუნდა და ქვემოთ იყო სახლის კარი რომ გაიღო და ხმაურით დაიკეტა
-შენი დედაც რა ხმა გაქ ... მე ვაააარ - ჩვეული კურთხვის შემდეგ ხმამაღლა დაიძახა მარიამის გასაგონად და გოგონა სამზარეულოდან რომ გავიდა მერე მოაშორა მზერა კიბეს- აქ ხარ? მეგონა გეძინა
-მიჩვეული ვარ ...
-როგორაა ის
-კარგად ...მშვიდად სძინავს
-შეგიძლია დაიძინო მე მივხედავ - კარადიდან ვისკი აიღო ჭიქებიც და დივანზე დაჯდა .ისედაც ნასვამი იყო ეტყობოდა ,მაგრამ მარიამი სულ ასეთს ხედავდა , სიტყვა არ უთქვამს მეორე სართულისკენ დაიძრა და საძინებელში შევიდა. კარიც არ დაუკეტავს მშვიდად დაწვა და დაიძინა. დილით ჩვეულებრივ დროულად გაიღვიძა მოწესრიგდა და პაციენტის ოთახისკენ დაიძრა. გაბრიელი იქ დახვდა საწოლზე იწვა და ეძინა. ბიჭს ჭრილობა შეუმოწმა , სიცხეც არ ჰქონდა ყველაფერი კარგად იყო , კიდევ ერთი ნემსი გაუკეთა და გავიდა.
სამზარუელოში იყო, საუზმის გარეშე ვერ წავიდოდა ასე რომ ზუსტად ის მოამზადა რასაც ყოველთვის მიირთმევდა მაგიდასთან დაჯდა და მიირთმევდა გაბრიელი რომ შევიდა
-დილამშვიდობის
-დილამშვიდობია...
-ჭამე ... ჩემით მოვიდუღებ ყავას
-არც ვაპირებდი ადგომას- მშვიდად უთხრა და ჩაი მოსვა .
-კარიც არ ჩაგიკეტავს ... - ყავის ფინჯანით ჩამოჯდა მის წინ და ჩვეული ღიმილით გახედა - ასეთი უშიშარი ხარ დავიჯერო ? არაფერი გაფიქრებს ?
-როგორ უნდა შემშინებოდა კაცის რომელსაც ყოველ ღამით მთვრალს ვხედავ და განსაკუთრებული არაფერი ემართება ამ დროს
-ისედაც მაგრად ვაფრენ ბაზარი არაა... მეც მშია და არაფერს გამიკეთებ ვაფშე?-ისე უყურებდა გაეცინა- რა გაცინებს ტო
-არაფერი ..
-მე დამცინი და არაფერი?
-თხოვნის უჩვეულო მანერა გაქვთ
-თხოვნის? რამე გთხოვე და არ მახსოვს?
-ამ წამს მთხოვეთ საუზმის მომზადება პატარა ბავშვის მზერით
-პატარა ბავშვის მზერით მე? - ისე ახარხარდა როგორც ჩვეოდა .
-არ იდარდოთ სხვა ვერავინ მიხვდება ...
-ჩემი კეთილგანწყობით სარგებლობას იწყებ ჩიტო და ფრთხილად არ მიქარო !
-გავითვალისწინებ -საუზმე გაუმზადა და ისევ ცამოჯდა . შოკოლად შეექცეოდა ამჯერად
-შეგრცხვეს მაინც მთლად ისე რომ იქცევი როგორც საკუთარ სახლში...წესით ერიდებათ ხოლმე და პირდაპირი მნიშვნელობით არ იგებენ
-რატომ უნდა გავაკეთო ეს? რისი უნდა შემრცხვეს საუზმობის? მას მერე რაც უკანონოდ ჩავატარე ოპერაცია ?
-მოკლედ სიტყვას არ შეარჩენ კაცს ... რომელზე უნდა იყო უნივერსიტეტში
-11 საათზე მაგრამ თქვენ ისე ატარებთ მოვასწრებთ
-აა დაჟე მე უნდა წაგიყვანო?
-რა არ აპირებდით?- წარბი მაღლა აზიდა და გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო
-შენ რამე ჯადოქარის პონტი ხარ?- კიდევ უფრო მეტად გახალისდდა გაბრიელი
-ვანგას ნათესავი - კარისკენ დაიძრა
-სად მიდიხარ
-გაიღვიძებს უკვე
-რა იცი... ისე გათიშულს ეძინა- წიადადება ვერ დაამთავრა თავისი ძმის ხმა რომ გაიგო ისე ყვიროდა ქვემოთაც ისმოდა ხმა- აუუ რა დებილიააა ღმერთო რატო გააჩინე ასეთი შტერი? სად მიდიხარ რამე არ დაგმართოს მადროვე ...დავამთავრებ ჭამას და ერთად ავიდეთ იყვიროს ხმა ჩაუვარდეს იქნებ
რამდენიმე წუთში ოთახში იყვნენ ბიჭთან პირველი შევიდა გაბრიელი რაღაც უთხრა და მერე შეუსვა მარიამი. ისე იწვა გაჩუმებული პაციენტი არც შეტოკებულა
-როდის მომაშორებ ამას...
-როცა შეხორცდება ...
-ეგ როდის იქნება
-რამდენიმე დღეში
-უნდა ვიწვე?
-ორი დღე მაინც
-სულ წევხარ და ახლა რომ გჭირდება სირბილი გინდა ?
-მარტო არ ვწევარ ძირითადად
-ერთი კვირა მარცხენათი დაან***ე არაფერი დაგიშავდება
-ძმაო..
-ხმას ნუ იღებ მიხვდი ახლა თორე გისროლე ფანჯრიდან ! გავდივართ ჩვენ და მანდ ეგდე ფეხი არ მოიცვალო თორე რო მოვალ ორივე ფეხში გესვრი იცოდე !
-გადიხართ? მარტო უნდა ვეგდო დაჟე?
-მიკიმაუსს და იხვებს გამოგიგზავნი ბებიასენისა არ გინდა? ტელევიზორს უყურე აჰა მულწიკები იქნება სადმე
ბიჭის ყვირილს აღარ უსმინა სახლი დატოვეს . რამდენიმე წუთში უნივერსიტეტთან გააჩერა მანქანა და მხოლოდ შემდეგ გახედა
-რომელზე ამთავრებ
-მოვალ ჩემით...
-ახლა იწყებ თავის ფასებას თუ რა პონტია
-კლინიკაში ვიქნები სად არ ვიცი ჯერ
-იტოკში დამირეკე ან მომწერე სად იქნები და მოგაკითხავ ...იმას რამე მივცე შენ მისვლამდე?
-არაფერი !
ჯერ უნივერსიტეტში იყო,შემდეგ კლინიკაში წავიდა. 4 საათზე გათავისუფლდა ,მისამართი გაუგზავნა კლინიკიდან გასვლამდე და ეზოში გასულს მანქანა შესასვლელთან დახვდა. ჩუმად მივიდნენ სახლამდე , უბრალოდ მიიყვანა და დატოვა.
სახლში შესულს ბიჭი დივანზე მწოლიარე დახვდა რაღაცას ჭამდა და ტელევიზორს უყურებდა. გვერდი აუარა და საძინებლისკენ წავიდა. გამოიცვალა , სადილი მოიმზადა და მეცადინეობა დაიწყო. შემდეგ წამალი დაალევინა და გასვლას აპირებდა ისევ ბიჭი რომ წვდა მკლავში
-მოიცა... სად მიდიხარ კი არ გიკბენ მომწყინდა მარტო ყოფნა დაჯექი ცოტა ხანს ჩემი ძმის ქალებს არ ვეხები ,დაუწერელი კანონია
-დაკავებული ვარ...
-ბატონი გაბრიელი რადგან გჟი*** თავი დედოფალი გგონია ? დაკავებულია თურმე
-შენმა ძმამ გითხრა ჩემი საყავრელიაო?
-არა არ უთქვამს ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს
-თუ არ უთქვამს ე.ი არც ვარ და თუ არ გინდა ტკივილისგან აყვირდე მორჩი ლაპარაკს !
-გოგოოო რას ბედავ ვაფშე იცი რას გიზავ?
-ვიცი გაბრიელი რას გააკეთებს მე თუ ვეტყვი რომ მისი პატარა ძამიკო ცუდად მექცევა !- კარში გასვლის შემდეგ დაინახა დერეფანში მყოფი გაბრიელი და წამით შეჩერდა, მერე გვერდი აუარა და კიბეს აუყვა. საძინებლიდან მანამ არ გასულა სანამ ვახშმის დრო არ დადგა. სამზარეულოში შევიდა პირდაპირ და მაცივარს მიაშურა.
-ჩამოხვედი? ჩვენთვისაც გააკეთე რამე იმ იდიოტის გამო ნუ მაშიმშილებ...თორე სამზარუელოში თუ შემოვედი გადავწვავ აქაურობას
უხმოდ რომ განაგრძო მზადება და მეორე კერძიც დაიწყო. გაბრიელმა დაუყვირა
-იმ იდიოტის გამო მე არ მელაპარაკები თუ რა ჯანდაბაა
-რა სისულელეა...
-ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებ ბოლო მომიღო ამ ჩემისამ ამან სად ჯანდაბაშია ღვინო ...ხო არ გინახავს-კარადები გადაქექა და ბოლოს იპოვა. პირდაპირ მიიყუდა ბოთლი და მერე მშვიდად დაჯდა - ლოთი გგონივარ ხო? აღიარე
-ხომ გითხარით უკვე რომ არ მაქვს ვარაუდები მითუმეტეს მსგავს ამბებზე
-აუ კარგი რა...არ გბეზრდება ასეთი ლოდი რომ ხარ?
-ასეთი დავიბადე და ასეთი მოვკვდები...შეცვლას არ ვაპირებ
-ხასიათს ცხოვრება აყალიბებს...ისეთი ხდები როგორიც საჭიროა თავის გადასარჩენად..აქ ხო ბრძოლაა გადარჩენისთვის ამ წყეულ ადგილას იქ კიდე ჯოჯოხეთში უნდა ამოიბუგო იმიტომ რომ აქ არ მოგკლეს ...არ მომისმენ ხო?
-არ მიყვარს დღიურის როლის შესრულება ...
-დღიურის როლი? საინტერესო შედარებააა - ახარხარდა წამში და სკამს მიეყრდნო ფეხები მეორე სკამზე გაშალა და დალევა განაგრძო - პირველი ხარ ვის მომზადებ საჭმელსაც ვჭამ სახლში არავინ მომყავს
-პატივია თქვენთვის მზარეულობა?
-კარგი რა...გიტყდება? ფემინისტკა ხარ ?
-რომ ვიყო თქვენთან ერ წუთსაც ვერ გავძლებდი
-რატო ტო... დავიჯერო უფლებებს ვზღუდავ?
-პატარა მონათმფლობელს გავხართ ... შემწყნარებელი მონათმფლობელი ხართ ოღონდ და შრომისმოყვარე მოსამსახურეებს სწყალობთ
-ურჩხული...დემონი...სატანა...ეშმაკი და მრავალი მსგავსი გამიგია მონათმფლობელი პირველად მიწოდეს...მერამდენე პირველია მარიამ?
-მნიშვნელობა არ აქვს !
-მაგრად მიტრ*** ისევ და მაბრაზებ
-ხომ გითხარით კარგი მოაუბრე არ ვარ არც მსმენელი !
-ანუ მოვკეტო?
-დაახლოებით
-ვაფშე არ გეშინია ჩემი? არაფრის გეშინია?
-მეშინია ...საკუთარი თავის!
ამით დასრულდა დიალოგი რასაც გაბრიელის მორიგი ჩაცინება მოჰყვა და შემდეგ დუმილი.
ზუსტად ერთი კვირა გაატარა ძმებთან ერთად.გაბრიელი ძირითადად გასული იყო, გუგა კი ძმის დამსახურებით მარიამს სულ რამდენჯერმე გამოელაპარაკა ისიც ორი სამი სიტყვით. სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივდ გაგრძელდა , მეოთხე კურსიც დახურა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა სტიპენდიაც აიღო და დამატებით დანაზოგიც დარჩა. ზაფხულში კლინიკაში მუშაობას აპირებდა თითქმის ყველგან იყო გასაუბრებაზე და პასუხს ელოდა.
მცხუნვარე მზეს ვერ გაექცა, სწრაფად მიდიოდა იწვოდა და წამებს ითვლიდა შენობაში შესვლამდე. როგორც იქნა ბინამდე ააღწია უკვე სუნტქვა უჭირდა, ვერ იტანდა როდესაც ისე არ ხდებოდა როგორც გეგმავდა. ხვდებოდა რომ ისევ უარს ეტყოდნენ სანიტრად მუშაობას კი არ აპირებდა . ამით გამოცდილებას ვერ მიიღებდა მინიმუმ ექთანი უნდა ყოფილიყო ან საერთოდ არ შევიდოდა კლინიკაში მანამ სანამ ექიმის თანაშემწე არ გახდებოდა. განა ეთაკილებოდა , როგორ შეიძლებოდა კლუბში დამლაგებლად ემუშავა და კლინიკაში ყოფნაზე უარი ეთქვა, უბრალოდ არ შეეძლო საავადმყოფოში ყოფილიყო ამდენწლიანი სწავლის შემდეგ ეყურებინა ექიმებისთვის და თავად იატაკი მოეწმინდა .თანაც ხელფასი იმდენად დაბალი იყო რომ ამით თავს ვერ გაიტანდა სწავლის გადასახადზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.
სადარბაზოში კარზე მიყრდნობილი გაბრიელი რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა
-არ მითხრა რომ ისევ იგივე პრობლემაა რაც თქვენი ბოლო სტუმრობისას
-არ მითხრა რომ შენი ნერვებიც გაწყვიტა რამემ ...მზე არ გიყვარს?
-იმაზე უნდა ვისაუბროთ მე რა მიყვარს და რა არა?
-გირეკავდი და ვერ დაგიკავშირდი თორემ აქ არ მოვიდოდი. საქმე მაქვს შენთვის
-არ შემიძლია..ხომ შევთანხმდით მხოლოდ იმას გავაკეთებდი რაც მევალებოდა
-და რა იცი რას გთავაზობ...ვაფშე რამდენს მალაპარაკებ?
-არ გთხოვთ საუბარს...უბრალოდ არა
-მთელი ზაფხული უქმად უნდა გაატარო? არ გინდა მომდევნო წლის სწავლის თანხა შეაგროვო და შემდეგ წელს უბრალოდ იმეცადინო? იშოვი ფულს პატიოსანი შრომით რამე დედის ტყვ*** ხო არ გავალებ იქ მჭირდები და რა არ დამეხმარები? - ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ყვირილით ჩაეშვა სავარძელში- ეს სავარძელი რა მაგარია ტო ახალი იყიდე არ გინდა?
-საღამომდე რატომ ვერ მოიცადე იქ მოვიდოდი და გეთქვა რაა ასეთი საჩქარო
- იმ შენობაში ყველაფერს ყურები აქვს ,არ უნდა მჭირდბეოდეს ამის თქმა მგონი...ყავას დამალევინებ?
-რატომ მგონია რომ დრო გაგყავს და თან ფიქრობ ?
-გგონია? მართლა ?
-ეგ ისე ვთქვი თორემ ნამდვილად დრო გაგყავს
-ყავას არ მომიტან? ცივი ყავა გაასწორებდა ან რამე წვენი ..რამე ცივი მაინც მომიტანე წყალი თუნდაც . კონდიციონერის გარეშე როგორ ძლებ აქ
მარიამმა ყავა მოამზადა და ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე შემდეგ ბატონის წინ ჩამოჯდა და შეხედა
-არ მაცადო ახლა ერთი ყლუპის გადაყლაპვა... რა მოუთმენელი ბავშვი ხარ სინამდვილეში
-დრო ფული არ არის შენთვის? -გამომეტყველებას არ იცვლიდა გაბრიელიც კი წნეხის ქვეშ მოაქცია , აკვირდებოდა და სწავლობდა მის თითოეულ მოძრაობას
-აუ როგორ მღლით ეს სერიოზული ხალხი ...იმენა სულ სერიოზულები
-ბევრს იცნობ?
-დაგაინტერესა ჩიტუნავ? ხო გგონია რო ერთადერთი ხარ მარა ვერ მოგართვი მყავს ერთი შენზე ბევრად დახვეწილი მოაზროვნე თუმცა შენი ასაკისთვის კაგრი ხარ - თვალი ჩაუკრა და ბოლომდე დაცალა ჭიქა- მოკლედ კლუბში აღარ იმუშავებ ... სხვაგან მჭირდება მიმტანი...ორმაგი ხელფასი გექნება და საქმეც უფრო მარტივი იქნება. ისევ ვერავინ შეგეხება
-კლუბიდან თუ მიშვებ სად ვიქნები მიმტანი
-იმ ადგილას მთელი ეს დრო რომ აკვირდები და ვერ გაიგე იქ რა ხდება ... გაჩვენებ და სწორედ იქ გადახვალ
-რა დამხვდება იმ კარს მიღმა?
-კლუბი ... ოღონდ გართობის სხვა მთავარი წყაროთი
-გამოცანებით ლაპარაკი როდის დაიწყეთ ბატონო გაბრიელ? კაზინოა იქ ... ბორდელი თუ რა
-კაი კაზინო ჯანდაბას და რა ბორდელი მარიამ? ან ვაფშე რომელ ბორდელში სჭირდებათ მიმტანი რომელიც ბოზ* არაა
-არ მინახავს საერთოდ ბორდელი ჯერ ეს ერთი და მეორეც იმ შენობაში ისედაც არის რაღაც მაგის მსგავსი
-იქ უბრალოდ ოთახებია და მე სუტინიორი კი არ ვარ ... ყველა კლუბშია მსგავსი ოთახები მე კიდე მაგრად თინეიჯერები იზას*** თუ ვიღაც იაფფასიანი კახპ*** მოემსახურებიან კლიენტებს .
-რა არის კარს მიღმა...-ინტერესი ნამდვილად ჰქონდა ამ ამბის მიმართ
-სანახაობა... ბრძოლა წესების გარეშე
-რაა? იქ კლუბის ქვემოთ ბრძოლა იმართება? რა თქმა უნდა არალეგალურია და გინდა რომ იქ მოვემსახურო ხალხს რომელიც ამ სანახაობით სიამოვნებას იღებს? ეს შეკითხვები რიტორიკულია და უბრალოდ ჩემი გაოცებითაა გამოწვეული ასე რომ ნუ მიპასუხებ საერთოდ ნურაფერს მეტყვი რადგან არ ვაპირებ ფულის გამო რომელიც არ მჭირდება თავი შევიწუხო. ვერ ვუყურებ როგორ ასისხლიანებენ ერთმანეთს და მე ამ დროს ვიღაც ავადმყოფს რომელიც ალბათ თანხას დებს რომელიმეს მხარეს ვისკი მივუტანო გავუღიმო და მშვიდ პასუხს დაველოდო
-მარიამ ...მომისმინე
-არ მითხრა რომ ვერავინ შემეხება ! რატომ ხარ დარწმუნებული? შენ სულ ზემოთხარ ან სენს კაბინეტში ვინ დამიცავს იქ .. რომელიმე მებრძოლმა რომ დამავლოს ხელი მეეჭვება შენ საერთოდ თითი გაანძრიო ჩემს გამო
-უკვე ნერვებს მიშლი ,რადგან გეუბნები რომ მსგავსი არაფერი გემუქრება და მჭირდება რომ იქ იყო ესე იგი დარწმუნებული ვარ ხომ ჩემს სიტყვებში და არ მესმის რატომ ატრაკ*** ტყუილად
-მე არ ვფიქრობ რომ ტყუილად ! ნუ მაიძულებ საერთოდ დავტოვო სამსახური , მჭირდება ეს ფული და უბრალოდ დარჩეს ისე ყველაფერი როგორც არის. გმადლობ ნდობისთვის, ვხვდები რომ ყველას არ ეუბნები ამას დარწმუნებული იყავი რომ ჩემი ცოდნა არ ცოდნა ერთი იქნება ,მაგრამ უარს ვამბობ .მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეზე რეაგირებას არ ახდენს ჩემი ტვინი იქ იმ ცხოველების დაიგნორება გამიჭირდება...სისულელეა არ გამიჭირდება მაგრამ არ მინდა
-მოდი ასე მოვიქცეთ...ისევ ერთი თვე სცადე იქნებ და რა ხდება
-თითქმის არასდროს ცდება ჩემი წინათგრძნობა ახლა კი რადგან გონება მეუბნება რომ არ უნდა დაგთანხმდე ე.ი არ უნდა დაგთანხმდე
-არადა მითხარი მხოლოდ საკუთარი თავის მეშინიაო
-და რა ვიგულისხმე შენი აზრი... მეშინია რომ ერთხელაც ვერ მივიღებ სწორ გადაწყვეტილებას რთულ სიტუაციაში და საკუთარი თავი მიღალატებს ამ დროს კი ვერავინ და ვერაფერი მიხსნის . შესაბამისად ეს რთული სიტუაცია უნდა მოვიშორო თავიდან
-თუ არ დამთანხმდები მომკლავენ!
-უკაცრავად?- უცებ გაჩერდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა სერიოზული სახით მყოფ გაბრიელს
-თუ ყველა ვინც იქ შედის და გამოდის სანდო არ იქნება დამენძრევა ...მე კი აღარავინ მყავს ისეთი, დროში ვიწვები მთელი ზაფხულის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება და განსაკუთრებით ახლა ვერ დავუშვებ შეცდომას. ვერც კი წარმოგიდგენია რამდენად რთულია ამ საქმის მოყომარება ახლა კიდე მაგრად მიტეხავ ეჭვი რომ გეპარება ჩემს შემოტავაზებაში ანუ იმენა ჩემში შეგაქ ეჭვი ჩემ კაცობაში და გამოგყავს რო იმდენად შეგაგდებ იქ სათამაშოსავით გამოვიხურავ კარებს ი ვსიო?
-ნუ ყვირი თავი ამტკივდა ისედაც ანერვიულებული ვიყავი... რაღა მაინცადამაინც დღეს გადაწყვიტეთ საიდუმლოს გამხელა ! - წყალი დაისხა და დალია
-დაფიქრდი...საღამომდე დრო გაქვს ნუ გვაქვს რადგან მე ზუსტად ვიცი რომ დედას მომიტყ*** ამ ღამით ყველაფერი კარგად თუ არ იქნება
-ერთი მიმტანი რას ცვლის
-იმას რომ მხოლოდ ერთი მიმტანია და მეტი არა!
-მარტივი საქმეაო რომ ჰკითხო ამაშიც კი მომატყუე
-გათვლილი მაქვს ყველაფერი და ერთი მიმტანი სრულიად საკმარისია ნახევარ დროს შენთვის მშვიდად გაატარებ.
-აქამდე ვინც იყო ის სად წავიდა...რა დაემართა სიმართლე მითხარი ოღონდ
-მივქარე ის რო ავიყვანე ...
-რატო ჩაგიშვა?
-არა რა ჩამიშვა პროსტა მიმტანობაზე მეტის შოვნა სექ*** შეიძლება და გადაწყვიტა რომ ორი კურდღლის დევნას ერთი დაეჭირა და დიდი ასე რომ დამემშვიდობა და წავიდა
-და მე რა სულ იქ უნდა დავრჩე რადგან არ გავბოზ*** ?
-ხოო აშკარად ვერ ხარ დღეს ხასაითზე...სჯობს წავალ შენ დაიბრუნე საკუთარი თავი და მერე დამირეკე
-ხო რა თქმა უნდა იცი რო უნამუსოდ არ მიგატოვებ და იყენებ ამ ამბავს!
-ანუ თანახმა ხარ
-რა ხდება დღეს ასეთი
-ყველაზე მაგარი მებრძოლების შერკინებაა...
-საერთოდ რა ბრძოლაა
- რომ მოხვალ გაიგებ ...წავედი ახლა ათასი საქმე მაქ რამდენი მალაპარაკე გამილღვა ტვინი...ერთ კონდიციონერს მე გაჩუქებ არ გინდა? აქ როგორ გაცხოვრო რა უბედურებაა უფრო ცხელა ვიდრე გარეთ ბოზ*** შვილი ვიყო ხვალვე მოვატანინებ და დაგიმონტაჟებენ
-თითქოს არ გითქვამს...
-კაი მართლა? მოკლედ წავედი მე დაე მოიხარშო აქ ..თუ გადაიფიქრებ მითხარი
-არ გადავიფიქრებ !
-ჯიუტი ! როგორ დამღალეს
ასე აღმოჩნდა პირველად იმ ადგილას საიდანაც ვერ გამოაღწია. ნამდვილად არ ცდებოდა მისი გონება , თანხმობამ ისეთ ეტაპზე გადაიყვანა სადაც სიმსვიდე ნამდვილად არ ელოდა. ერთი შეხედვით პრობლემა არ უნდა ჰქონოდა ზუსტად ისე მოხდა როგორც გაბრიელმა უთხრა, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს ისე დადიოდა თითქოს უბრალოდ ჭიქები მოძრაობდნენ. ისე იყო მოწყობილი ყველაფერი რომ დაღლასაც კი ვერ გრძნობდა. თავიდან გაუჭირდა კიდეც ამ სანახაობის ცქერა, არ მოსწონდა და პირველი კვირა მებრძოლებს არც კი უყურებდა, ხმების დაიგნორებასაც ცდილობდა და უბრალოდ მოძრაობდა არენის ირგვლივ.
.........
გაბრიელის კაბინეტში იყო, ჩვეულებრივზე მეტად არეული ჩანდა ყველაფერი. მაგიდის ქვეშ ქაღალდები ეყარა და როცა ასაკრეფად დაიხარა შემთხვევით დაინახა პაწაწინა შავი წერტილისოდენა მოსასმენი. დაბარებულივით იმ დროს შემოვიდა გაბრიელი თან ლაპარაკობდა რაღაც საქმეზე ,შემოსვლისას დაასრულა და მარიამს მიუბრუნდა
-მარიაამ რას აკეთებ მანდ? თუმცა დარჩი ამ პოზაში შენი საჯდომი არც ისე ცუდად გამოიყურება...აქამდე რატო ვერ შევამჩნიე? მეგონა ვაფშე არ გქონდა მანდ არაფერი მარიამ მისმენ?
-დიახ გისმენთ უბრალოდ თავბრუდამეხვა და უცებ ვეღარ ავდექი... - ფურცლები სწრაფად აიღო .მაგიდაზე დააწყო შემდეგ კალამს მოკიდა ხელი და ცარიელ ფურცელზე დიდი ასოებით დაწერა „ გარეთ გადი ისე რომ არაფერი თქვა“ გაბრიელი ჯერ ფურცელს დააკვირდა მერე კალამი გამოართვა და წერა დაიწყო“გაგიჟდი გოგო? „ ამაზე ისე დაუბრიალა თვალები მარიამმა მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა და იქაურობას გაეცალა. მარიამიც სწრაფად მიჰყვა ხელი ჩაავლო და წაიყვანა.
-სად მიდიხარ? არ მითხრა რომ ახლა აღმოაჩინე ჩემი სექსუალურობა და ვეღარ უძლებ ... იმედია ძალას არ იხმარ ხო?
-გისმენენ...
-ვიცი რო მისმენენ არ მომისმენენ და ...
-კაბინეტში მაგიდის ქვეშ დამაგრებულ მოსასმენზეც იცი?
-რა მაგიდის ქვეშ ... მოიცა რაზე ვიცი?
-ჩემი თვალით ვნახე... აქამდე არ ყოფილა შევამჩნევდი. კაბინეტი ბოლოს სამი დღის წინ დავალაგე . ახლა გაიხსენე ვინ იყო ამ დროის განმავლობაში იქ და რას გიწყობენ . მე უნდა წავიდე ... დასვენების დღე მაქვს და ვსარგებლობ
წავიდა ასე უბრალოდ თითქოს არც არაფერი მომხდარა. არ ფიქრობდა ამ ამბავზე, არც ბრძოლებზე და საერთოდ არაფერზე. დალია ერთი აბი დამამშვიდებელი დაწვა და დაიძინა ისე ტკბილად თითქოს ყველაზე მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით არც უსაუბრიათ,რა თქმა უნდა გაბრიელი არაფერს ეტყოდა მას კი არც უკითხავს.
............
ბართან იჯდა კუთხეში და წვენს სვამდა გაბრიელი რომ მიუჯდა გვერდით. ბარმენს ვისკი სთხოვა და შემდეგ გახედა მარიამს
-ნწ ნწ ნწ რაში გიხდი ამდენ ფულს ... ზიხარ აქ და წრუპავ წვენს
-იმდენ ხანს გთხოვდი აქ გადმოსვლას რომ- ირონიულად გაუღიმა და წვენის წრუპვა განაგრძო . გაბრიელს გვერდით რომ მიუჯდა ვიღაც და პირდაპირ მარიამს გახედა მხოლოდ მაშინ მოაშორა ჭიქას მზერა
-არ გამაცნობ გაბრი ჩვენს ახალ მიმტანს?
-გაგიტყდა რომ არ გგულშემატკივრობს ხო?
-არც ჩემი მტრის ფანია როგორც ვიცი
-ხალხს რომ უყურებ ჩხუბის ნაცვლად იმიტომ წააგებ მალე - კიდევ ერთი ბიჭი მიუახლოვდათ .მარიამი კი უბრალოდ ადგა და საქმე განაგრძო. ცარიელ მაგიდასთან იდგა და ჭიქებს იღებდა ვიღაც რომ მიუახლოვდა
-არ მიყვარს როცა ვესაუბრები და გარბიან- ყუთან გაიგო ნაცნობი ხმა და შემდეგ გვერდით მდგომს გახედა
-რაღაც ვერ ვიხსნებ ჩვენს დიალოგს... რამეს ინებებთ?
-ვინებებ... უკარება მიმტანს საწოლში. მიყურე და დატკბი ამ მოგებას შენ გიძღვნი - თვალი ჩაუკრა და რინგისკენ გაემართა. მაშინ პირველად უყურა ბრძოლას მსგავსი მანამ არაფერი ენახა ვერ გაიგო საერთოდ რა იყო წესები ან ასე უმოწყალოდ როგორ სცემდნენ ერტმანეთს ბიჭმა მართლაც მოიგო ,მოწინაააღმდეგე კი ცოცხალ მკვდარი გაიყვანეს
-ყურადღებას ნუ მიაქცევ...იცის რომ ჩემთან ხარ და უბრალოდ გეჩალიჩება თუ თანხმობას არ მიიღებს შენგან არაფერს გააკეთებს დამიჯერე ,კარაგდ ვიცნობ- გაბრიელმა მშვიდად უთხრა და მორიგი ჭიქა დაცალა- დღეს არ იყო მაინცადამაინც საინტერესო ბრძოლა
-ისაა ჩემპიონი?
-ორნი არიან ...
-მეორე ვინ არის?
-აქ არ ჯდება ხოლმე...გამოდის იბრძვის იგებს და მიდის უმრავლეს შემთხვევაში გიგაურიც ასე იქცევა ,მაგრამ დღეს შენ გამო იჯდა აქ
-ეს ხალხი საიდან მოდის...
-ფული სურთ ჰგონიათ რომ ძალა აქვთ და იყენებენ ... მე არავის ვეპატიჟები თავად მოდიან და იციან რომ შეიძლება ცოცხალი ვერც გავიდნენ. გიგაური დაუნდობელია როგორც ხედავ
-მეორე?
-მეორეს ნახავ... დროა ყურადღება მთავარ სცენაზე გადაიტანო
ასეც მოიქცა იმ დღის შემდეგ ყველა მებრძოლის შესახებ იცოდა, თითოეული მათგანის წესებს იცნობდა და გაბრიელის გარეშეც დაადგინა მეორე ლიდერის ვინაობა. რომელიც თითქმის არ ჩანდა სახეზე ჩამოყრილ ყავისფერ თმაში უბრალო შავ მაისურსა და ამავე ფერის განიერ შორტში გამოწყობილი გადიოდა „სცენაზე“ როგორც გაბრიელი უწოდებდა იგებდა მარტივად და ერთი მთავარი წესი ჰქონდა სუსტ მოწინააღმდეგეს მალევე ამარცხებდა,ფაქტობრივად ისე უშვებდა სულ რამდენიმე კვალს უტოვებდა. აი ძლიერ მოწინააღმდეგეებს კი ეთამაშებოდა თითქოს იქ ერთობოდა ,იმდენად უნდოდა ამ დროს მისი თვალების დანახვა რომ რინგთან მიახლოების სურვილიც კი გაუჩნდა ერთხელ. იმდენად გრძნობდა მის დამოკიდებულებას რომ ზოგჯერ ეღიმებოდა კიდეც . მიუხედავად იმისა რომ ისიც დაუნდობელი იყო ამ დროს მისი მოწინააღმდეგე ცოცხლად მკვდარი არასდროს გაჰყავდათ. გიგაურისგან განსხვავებით დანებების შემდეგ აღარავის სცემდა სიამოვნებას ტკივილით არ იღებდა არამედ ძალის გამოყენებით, საკუთარი ენერგიის დახარჯვით და საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ ედგა წინ ,თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა ყოველ ჯერზე. დამარცხებულს ერთხელ დახედავდა გულშემატკივრებს ხელის აწევით დაემშვიდობებოდა და ქრებოდა ისე თითქოს იქ არც ყოფილა. ყოველთვის არ მიდიოდა, ზოგჯერ ჩვეულებრივად იჯდა და სხვების ბრძოლას უყურებდა, ესეც ზედმეტი ნათქვამია არ გეგონოთ აკვრიდებოდა რომელიმეს და მათ სტილს სწავლობდა უბრალოდ იჯდა სვამდა, ძირითადად გაბრიელთან ერთად და რა თქმა უნდა ქალები... რაც ორივეს აერთიანებდა იყო პოპულარობა, იქ მისული ყველა ქალი მათზე გიჟდებოდა და სადაც კი არ უნდა მისულიყო ყველგან მათზე საუბრობდნენ ეს დიალოგები კი იმდენად ეროტიული იყო რომ აღარ იცოდა გულისრევას უნდა შეეწუხებინა თუ სიცილისგან გამოწვეულ უჰაერობას. ინტერესი კი უცნობის მიმართ ჰქონდა, რაღაც გრძნობა რასაც ვერ ხსნიდა. ის არ იყო ჩვეულებრივი , მარტივი და უფერული მას ჰქონდა რაღაც, რასაც მარიამი ასე მარტივად ვერ ხვდებოდა.
.........
ისევ უშედეგოდ ცდილობდა კლინიკაში მუშაობის დაწყებას ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გამოცდებში მაღალი ქულების მიუხედავად უარს ეუბნებოდნენ. შემდგე უბრალოდ შეეშვა და დაელოდა დღეს როცა ექიმი გახდებოდა და უარს ვერავინ ეტყოდა იმ მიზეზით რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დიპლომი .
სულ ცოტა რჩებოდა პირველი ეტაპის დასრულებამდე , თუმცა სწავლის გასაგრძელებლად ქვეყნის დატოვება სჭირდებოდა შესაბამისად ამ მიზნისთვის ბიუჯეტის გაზრდა რისთვისაც ცალკე უნდა ეფიქრა. ჯერ კიდევ ჰქონდა ერთი წელი ყველაფრის მოსაფიქრებლად და დასაგეგმად ასე რომ არ ჩქარობდა . იცოდა რომ რაღაც გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდებოდა.
მორიგ ბრძოლას უყურებდა, ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანს. მეორედ ესწრებოდა ორი ლიდერის შერკინებას პირველად გიგაური დამარცხდა ახლა კი ერთი ათად განრისხებული ებრძოდა მეტოქეს,რომელიც სიამოვნების ზენიტში იყო მისი ჩვეულ მდგომარეობას არ ღალატობდა თუმცა მოულოდნელად როცა მკლავებში მომწყვდეულმა გიგაურმა დანა დაარტყა ყველაფერი შეიცვალა. ხალხის შეძახილები , არეული სიტუაცია და არენიდან გამქრალი დაჭრილი მებრძოლი. გაბრიელი მარიამის გვერდით იყო და ისიც წამებში გაქრა.
მარიამი უყურებდა გიგაურს რომელიც გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარს შეძახილებითვე პასუხობდა. შემდეგ ყველას მოშორდა და პირდაპირ მისკენ დაიძრა
-არ მომილოცავ გამარჯვებას?
-ნამდვილად გგონია რომ გაიმარჯვე? - აუხსნელ ბრაზს გრძნობდა, წესით რეაქცია არ უნდა ჰქონოდა. მარიამის ჩვევა არ იყო მსგავს ამბებზე რაგირება, მაგრამ თავის შეკავება ძლივს შეძლო
-ეს ბრძოლა წესების გარეშეა პატარავ...
-მარიამთან რაღა დაგრჩენია გიგაურო - გაბრიელის ხმა გაიგო და წელზე მოხვეული ხელის დამსახურებით უკან გადადგა ნაბიჯები
-არ გინდა ახლა ლექციები ..
-არც ვაპირებ უკვე იმ დონეზე ხარ რაიმეს სწავლების სურვილი აღარ მაქვს ...წავედით მარიამ!
იქაურობა რომ დატოვეს და შემდეგ შენობიდანაც გავიდნენ მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მარიამი,რადგან ეგონა რომ უბრალოდ სასაუბროდ მიჰყავდა ახლა კი აშკარად უცხო მანქანისკენ დაიძრა თანაც ისეთ ადგილას აქამდე რომ არ იცოდა მის შესახებ
-სად მივდივართ...ვისი მანქანაა
-წინ დაჯექი !
-გაბრიელ
-მარიამ უბრალოდ დაჯექი
-არ მინდა ვიღაც ცხოველს ვუმკურნალო- მიხვდა სადაც მიჰყავდა და გულისცემა გაუხშირდა, შეგრძნებებს ახსნას ვერ უძებნიდა. შორს უნდოდა გაცლა
-მარიამ გაჩუმდი და ჩაჯექი მანქანაში სწრაფად!
-რა...- სიტყვაც ვეღარ თქვა რადგან დაინახა იქვე მდგომი მანქანებიდან როგორ გადმოვიდნენ ბიჭები , აშკარად დაცვა იყო. გაბრიელი კი ისე უყურებდა რომ ფაქტობრივად სთხოვდა დაჯდომას. უცებ კარი გაიღო და სავარძელზე მიყრდნობილი სისხლიანი მებრძოლი დაინახა,რომელმაც უბრალოდ ხელი აამოძრავა და შავ სამოსში გამოწყობილი ბიჭებიც წამსვე დაბრუნდნენ მანქანებში
-სხვა დროს ექიმი მომიყვანე და არა ბავშვი ,რომელსაც ჰგონია რომ უფლება აქვს პაციენტი აირჩიოს - პირველად ესმოდა მისი ხმა იმ ღრიალს და შეძახილებს თუ არ ჩავთვლით. პირველად უყურებდა იმ თვალებს ასე რომ ნატრობდა მის ხილვას. ფერიც კი ვერ გაარჩია მხოლოდ მისგან წამოსულ მძვინვარებას გრძნობდა
-წავედით...- ისე დაიძრა მანქანისკენ თითქოს თავად იყო მბრძანებელი ,გაბრიელის მითითებას დაემორჩილა წინ დაჯდა და კარიც დახურა. დაინახა გაბრიელმა როგორ ჩაიცინა ხელით რაღაც ანიშნა მანქანასთან მდგომ ბიჭს და თავად დაჯდა საჭესთან
-სად მიდიხარ - უკანა სავარძლიდან მოესმა ხმა...უკვე ტკივილშერეული
-სადაც მივდიოდით იქ -გაბრიელმა ჩვეული ტონით უპასუხა მანქანა სწრაფად გაიყვანა იქედან. უკან მიჰყვებოდნენ დანარჩენებიც
ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, არ ეფიქრა და უბრალოდ სიტუაციის მიხედვით გამოეტანა დასკვნები,მაგრამ ვერ შეძლო . გაოცებული იყო, გაკვირვებული,ვერაფერს იგებდა და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჩუმად მჯდარიყო. ერთადერთი რაც ამშვიდებდა გაბრიელის ჩვეული ღიმილიანი გამომეტყველება იყო, უკან მჯდომიც ჩუმად იყო და ისიც კი იფიქრა რომ გონება დაკარგა. დაპროგრამებულივით მხოლოდ გზას უყურებდა და იმახსოვრებდა ყველა ადგილს რასაც კი გადიოდნენ,თითქოს ტვინი ამზადებდა გაქცევისთვის. გაბრიელმა სიმღერა რომ ჩართო გვერდით გაიხედა
-ჩემი სისხლის დანახვა გიხარია ?!
-იმდენჯერ მაქვს ნანახი მივეჩვიე ... 100 კატის სიცოცხლე გაქ მივხვდი უკვე შე ჩემა და ახლა პროსტა იმას ავღნიშნავ რომ მეორე შენნაირს ვიშორებ თავიდან
-ნაადრევად გიხარია !
-დარწმუნებული ხარ ?
-სრულებით!
-აუ როგორ შემეც.თ ტო ნერვებს მაინც ნუ მიშლი გაიჩუმე ენა
-მოკეტე!
-მოკეტე...მოკეტე სულ ყლ*** რო შენი მოკეტე დაგავიწყდა? მიბრძანებს აქ თავისი შნირი ვგონივარ რო მიუწექი იმ ჩემისას არ იცოდი დანა რომ ჰქონდა? არ გეგონა რო დაგარტყამდა ხო? გითხარი მე შენ დედა აქ მოტყნ*** არაკაცია-თქო და არ გამიგონე ხოდა იკრუსუნე ახლა
-სწრაფად იარე,მიღოღავ !-ზუსტად ისე დააიგნორა გაბრიელის ყვირილით ნათქვამი სიტყვები როგორც მარიამი აკეთებდა ხოლმე. ამის შემჩნევა არ გასჭირვებია და კარგად გაიაზრა მოსმენილი დიალოგი ისიც აღმოაჩინა თუ ვინ იყო „მისნაირი“
თითქმის პანიკა დაეწყო როცა თავისთვის გაურკვეველ დასახლებაში შევიდნენ. მხოლოდ ტრაფარეტი იცნო , გეოგრაფია რომ იცოდა თორემ ვერც გაიგებდა სად იყო. ყველა ინფორმაციას ერთად აწვდიდა ტვინი და აღარ იცოდა დამშვიდებულიყო თუ არა. თვალების დახუჭვა უნდოდა რომ არ დაენახა , გააზრების ეშინოდა, ინფორმაციის რომელიც ზედმეტი იყო
რამდენიმე საათის გზა უნდა ყოფილიყო და როგორ გაიარეს ნახევარ საათში ვერ მიხვდა . სასახლეში შევიდნენ, არაფერს აკვირდებოდა მხოლოდ გზას შესასვლელს და გამოსასვლელს. მაგრამ ეზოში იმდენი კაცი იდგა იქედან გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. გაბრიელმა ბიჭი პირველ სართულზე შეიყვანა საძინებელში და საწოლზე დააგდო.
-მარიამმა გაგკეროს თუ მე
-შენ? დამცინიი? ეს რისთვის მომიყვანე - ისე უთხრა ისე უელავდა თვალები ყვირილზე მეტი იყო.ძარღვები დაბერილი ჰქონდა და ცეცლხს ისროდა ჩაწითლებული თვალებიდან. მაისური ერთი ხელის მოსმით შემოიხია ტაზე ისე რომ ჭრილობისთვის ხელი არ გაუშვია და სახლში შესვლის შემდგე პირველად შეხედა მარიამს-სისხლის ბოლო წვეთისგან რომ დავიცლები მერე მომიახლოვდები თუ იმდენად გეშინია ჩემი ,რომ შორიდან გაკერავ ჭრილობას
-პირველყოფილად კი მიგიჩნევთ , მაგრამ საკუთარი თმისგან ვერ გავკერავ ჭრილობას ...-მარიამის სიტყვებს გაბრიელის ხარხარი მოჰყვა ბიჭმა კი დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა და ისე შეხედა თითქოს ყურებს ვერ უჯერებდა
-მიდი ჩიყუნავ ახლა დაესხი თორემ მერე ეგ ცხოველი ასეთი სიტყვებისთვის ბუმბულისგან გაგცლის ... სად ხართ ამდენ ხანს ახლა კრეფთ ბამბას თუ სპირტს ხდით ამის დედას შევე** დადიხართ თუ დალასლასებთ - კართან მისულმა დაიღრიალა და იმ წამსვე გამოჩნდა კიდევ ერთი ბიჭი, ამჯერად უცხო სამაგიეროდ მეორე დამქაში მოვიდა უზარმაზარი ყუთით და ისეთი დაფეთებული სახით თითქოს ცოცხლად გატყავებას და შამფურზე შეწვას უპირებდნენ
-რა გინდა შენ აქ?
-გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა ... მე ვქრები შენ გაბარებ აბა შენ იცი -გაბრიელმა მხარზე რომ დაჰკრა ბიჭს ხელი და კარში გასასვლელად მოემზადა მარიამი იმ წამს შებრუნდა-მშვიდად მარუსა ... უბრალოდ მიხედე მაგას მერე ყველაფერი რომ აგიხსნას . მომენატრები ჩიტუნავ
-ცრემლების გარეშე წახვალ თუ უნდა იქვითინო- მწოლიარემ გაბრიელის მისამართით გადმოანთხია შხამი და ბოლოს შემოსულ ბიჭს მიმართა- თორნიკე მომაშორე ეს კაცი !
გაბრიელი წავიდა მარიამი კი წამლების ყუთს მიუბრუნდა ნემსი რომ ამოიღო მაშინვე გაიგო დაჭრილის ხმა
-ნარკოზის გარეშე გააკეთე !
-ყვირილმა შეიძლება გონება გამიფანტოს და უშნო ნაიარევს დაგიტოვებ!
-ყვირი და ისე ამუშავებ ჭრილობებს? საინტერესოა- ბიჭის სიტყვები ღიმილსაც კი მოჰგვრიდა სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო ახლა კი უბრალოდ საჭირო ხელსაწყოებს იღებდა შემდგე ისე უმუშავებდა ჭრილობას თითქოს ადამიანს კი არა უსულო ფიტულს კერავდა. თითქოს ხორცის მასა იყო უბრალოდ რომელზეც ვარჯიშობდა. არც მოუშორებია ჭრილობისთვის მზერა
-იცი ხომ რამე რომ დაემართოს ცოცხალი ვერ გახვალ აქედან...- დაჭრილი დუმდა სამაგიეროდ მეორე ბიჭი საუბრობდა
-შენ გამისწორდები უფროსის სულის დასაცავად თუ ყველა შენს დამქაშს დაიხმარ - გაკერვა დაასრულა ჭრილობა დაამუშავა და შეხვევა დაიწყო .
-კეთილი იყოს შენი მობრძანება მარიამ- ბიჭმა მხოლოდ ეს უთხრა ხელი გაუწოდა და დაელოდა
-კეთილად არაფერი იქნება სანამ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ვმოქმედებ! - წელში გაიმართა თავი მაღლა სსწია გამოწვდილ ხელს არც კი დახედა -სად შეიძლება დავისვენო
-აქედან ვერსად გახვალ ტყუილად არც ეცადო
-დასვენება მინდა მგონი უფლება მაქვს ... კიდევ წვენი მინდა და თუ გგონია რომ გავიქცევი შეგიძლია საწოლთან დადგე და უდარაჯო ჩემს მშვიდ ძილს
-მორჩით დიალოგს თუ დიდხანს გისმინოთ... თორნიკე რამე გამიკეთე ახლა და მიხედე მერე მაგას- კბილებშორის მოქცეული ქამარი გამოიღო და შეუღრინა ბიჭს. აშკარად ვეღარ იკავებდა თავს ტკიოდა და არც აღიარებდა. მარიამს მისი ქცევა ღიმილს გვრიდა და აღარც დაუმალავს -კითხე ერთი რა აცინებს
-მშიშარა ხალხი მაშინებს ,რომელსაც იმდენად ეშინია სიკვდილის რომ ტყუილად იტანჯავს თავს ტკივილით. იმდენად ხისთავიანი რომ ტკივილის აღიარება ესირცხვილებათ
-გაიყვანე სანამ ყელს გამოვჭრი არ მინდა გაბრიელის გადაკიდება - ისევ თორნიკეს შეუღრინა და ლამის გამოგლიჯა ხელიდან შპრიცი -რას ელოდები
-ცუდი ვენები გაქვს ასე მალე ვერ გაგიკეთებს ... -ისევ გულგრილად უყურებდა არაპროფესიონალს როგორ ცდილობდა ნემსის გაკეთებას
-კუნთში რო გავუკეთო იმოქმედებს?
- რამდნეიმე წუთით დაგვაინებით
-სადისტი ხარ?!
-დაუკითხავად არავის საქმეში ვერევი-კარადას მიყრდნო და შეამჩნია თორნიკეს როგორ მოეშალა ნერვები , დაჭრილი კი ისევ მშვიდად იყო,მეტიც თვალები ისე უციმციმებდა თითქოს საოცარ განწყობაზე იყო
-ან ტკივილი გამიყუჩდება ან აქ ყოფნა მოგიწევს და ჩემი ცქერა...ჩემდაუნებურად დავარღვევ შენი ძილის რეჟიმს -ეს უკვე ცხადი მინიშნება იყო, მან მარიამის დღის განრიგი იცოდა და ეს ფაქტი გოგონაზე გამაოგნებლად მოქმედებდა. მოეწონა , აღფრთოვანდა კიდეც ამ ამბით. სიგიჟე იყო, მაგრამ სხვა არასდროს ყოფილა მსგავსი ინფორმაციით .
ბიჭი სხეულდაცვარული იწვა, ყბები დაჭიმული ჰქონდა,თვალები ჩაწითლებული და მაინც უჭრიდა გონება . უბრალოდ არ შეეძლო ასეთთან საუბარი და ტკივილისთვის მისი გამეტება. თორნიკეს ნემსი გამოართვა მეორე ხელზე მოუჭირა ლახტი
-მუშტი შეკარი რამდენჯერმე - ჩუმად უთხრა და ამობერილ ვენაზე სპირტიანი ბამბა წაუსვა შემდეგ ნემსის წვერი ფრთხილად შეიყვანა კანში ხელზე მოჭერილი ლახტი გახსნა და წამალიც შეიყვანა- ეს არ დაგაძინებს...უბრალოდ ტკივილს გაგიყუჩებს
-თორნი მიხედე ...
-წამომყევი -ამჯერად ცივად მიუგო ბიჭმა რაზეც ყურადღება არ გაამახვილა მარიამმა. უკან გაჰყვა ბიჭს ,გზაში გასცა განკარგულება წვენი მოუტანეთ ქალბატონსო და კიბეს აუყვა. ბოლოს ერთ-ერთი საძინებლის კარი გახსნა და შევიდა. -შეგიძლია დაწვე - სავარძელში ჩაეშვა და ქვემოდან ამოხედა გოგოს
-რა პატვია თავად შენ მითვალთვალებ ,მართლა? მეგონა იმათ დააყენებდი ...სააბაზანოში შესვლა შეიძლება ალბათ ხომ? - არც დალოდებია პასუხს პირდაპირ გააღო კარი და შეიკეტა. ონკანი სწრაფად მოუშვა და იატაკზე დაჯდა. დიდხანს იჯდა ცივ მეთლახზე ერთ წერტილს უყურებდა და ფიქრობდა. უნდა დამშვიდებულიყო,უნდა დამშიდებულიყო სულ ამას უმეორებდა საკუთარ თავს .შემდეგ კარის გაღებას აპირებდა საუბრის ხმა რომ გაიგო და შეჩერდა
-სადაა...ამდენ ხანს რა გინდა აქ -ნაცნობი ხმა რომ გაიგო ყურებს ვერ დაუჯერა
-სააბაზანოშია ველოდები როდის გამოვა ...წვენს მივართმევ
-პატარა ბავშვივით ხარ ისევ !
-მარტო შენ შეგიძლია ასე მელაპარაკო საერთოდაც რატომ საუბრობს ის ისე როგორც შენ... მგონი ის გიჟი მართალია...არ გინდა დნმ შეამოწმო? იქნებ შენი უკანონო დაა ტო?
-მიდი მიყევი იმას დაყლ** შენც ! გამოდი არსად გაიქცევა
-რა იცი ... იქნებ ფანჯრიდან გადაეშვეს ქალია რა მოაფიქრდება რა იცი
-ხვდები ? ხვდები ხო ისე დაშტერდი ერთ საათში რო უკვე აღარ მიჯერებ
-რომ იფრინოს აქედან და მოიტეხოს რამე მერე მე არ დამდო ბრალი . ბიჭებს დავტოვებ კართან ...-აშკარად უკაყოფილო იყო ბატონი თორნიკე
-წადი დაიძინე...- კარის დახურვის ხმა გაიგო და ორ წუთში გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული სავარძელში მჯდომი რომ დაინახა
-არ მჯერა...ნუთუ თავად თქვენ უნდა უდარაჯოთ ჩემს მშვიდ ძილს... ჭრილობა მე გავკერე ,მაგრამ ისეც ნუ იზამთ რომ თავდიან გაიხსნას - შინაგან ფორიაქს გრძნობდა, მაგრამ ისევ ინარჩუნებდა ჩვეულ უდარდელობას
-გაბრიელს უნდა შენთან დალაპარაკება - მობილური მიაწოდა და მშვიდად მიაყრდნო თავი სავარძელს
-არაფერი მითხრა ახლა დრო და ნერვები არ მაქ ...- როგორც კი გამოართვა მობილური მაშინვე გაიგო გაბრიელის ხმა -არ გაბრაზდე , დაიძინე ტკბილად მშვიდად .დაიკიდე ეგ და მაგის უშნო სიფათი ... ვიცი რო მე საოცრად პოზიტიური, სექსუალური და დადებითი ადამიანი ვარ მაგასთან შედარებით მარა აიტანე რაა. რო მოვა ხოდზე დაგელაპარაკება ხოდა რა იცი რას გეუბნება . მოკლედ მარიკუნა არ იფიქრო რომ მიგაგდე და მიგატოვე პროსტა ბოზ...შვილი არ ვიყო არ შემეძლო მანდ ყოფნა. ვაფშე არც უნდა მოვსულიყავი ,მაგრამ მარტო ხო ვერ გაგიშვებდი . რა ვიცი რომ მოგეკლა ეგ ურჩხული მერე მე ხო დავრჩებოდი ეული და გადაშენების პირას მყოფი ურჩხული?
-ფხიზელი ხარ?
-აუუ მარიააამ ნუ ატრ*** რამდენჯერ უნდა გითხრა
- რა არ ვიფიქრო მიმაგდე აბა რა ქენი...გამომყვა თურმე
-ნუ ფრთხი მარიამ...რა გჭირს? როდის იცოდი შენ გაბრაზება?
-გაბრაზება? ჩემი გაბრაზება რომ გენახა ახლა სისხლისგან დაცლილი ეგდებოდი სადმე
-ასე მშვიდად მიწასთან გასწორება , მუქარა და ჩხუბი თქვენ ორს შეგიძლიათ მარტო ! ახლა მანდ ზის ხო ? არ დაეგდო ლოგინში ქალი თუ არ მიუწვინე ისე როგორ დაწვება ღამურაა ნამდვილი
-უნდა ვიჭორაოთ თუ რამე მნიშვნელოვანი უნდა მითხრა
-ფუ უგულო...ცივი ყინული ქალი ეს მეტის ღირსი ვარ მიგიღე დასავით გყვები თან ,ხელისგულზე გატარებ და ასე მიფასებ? უმადური ყოფილხარ არ მცნობიხარ
-სენტიმენტებმა შემოგიტია პირველად 30 წლიანი ცხოვრების განმავლობაში?
-წავედი დამანებე თავი შენთან ლაპარაკი ისედაც ხო არ ღირს და გაბრაზებული რომ ხარ ვაფშე ფსიხდები
-მე მეუბნები?
-ხო თქვენი გაბრაზება ეგაა შხამს რო ისვრით ...ორი ასპიტი ერთ სახლში . როგორ ვერ გიყურებთ ლაივში რა სანახაობას ვმაზავ?
-დავწვები ბარემ და ზღაპრები მომიყევი !-თვალები აატრიალა .ზურგით იდგა არ უნდოდა ბიჭი დაენახა და თითქოს ასე გაექცეოდა
-რისი ღირსი ხარ ახლა ...
-წითელქუდა მომიყევი კაი?
-ტელეფონი მიეცი იმას!- გაბრაზებულმა უთხრა და გაჩუმდა
მარიამს სულ არ ადარდებდა მისი გაბრაზება ,რადგან თავად უფრო დიდი მიზეზი ჰქონდა. მობილური სავარძელში მოკალათებულს მიაწოდა . ისიც მშვიდად წამოდგა გამოართვა მობილური და ოთახი დატოვა.
როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო იმ ღამითაც მშვიდად ეძინა. უცნობი ადამიანის სახლში, უამრავი კაცის გარემოცვაში, სრულ გაურკვევლობაში იყო და მაინც სიმშვიდის წერტილს არ ტოვებდა. გაბრიელს ენდობოდა იმდენად რომ ეს სიმშვიდე მის გამო ჰქონდა? ესეც იყო, ნამდვილად კარგად შეისწავლა ბიჭი და მისი ღირსებებიც. უცნობი -ნაცნობი მებრძოლიც არ იყო ის კაცი ვისი შიშიც უნდა ჰქონოდა ამიტომ ფუჭად არ დაკარგა სიმშვიდის წუთები.
დილით ოთახიდან რომ გავიდა ყველაფერს დააკვირდა. პირველ სართულამდე გზა ნელა გაიარა და რამდენიმე მოსამსახურე ქალიც დაინახა. ყველა სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ,ერთ დიდ მექანიზმს წარმოადგენდნენ იქ აშკარად ყველაფერი წესრიგში იყო.
-დალი წვენი მომიმზადე - სანამ კიბეს ბოლომდე ჩაივლიდა თორნიკე გამოვიდა საიდანღაც სულ მთლად ოფლიანი იყო მაისური ტანზე ჰქონდა მიკრული ,ხელში მობილური ეჭირა . მარიამს რომ შეხედა მერე საათს დახედა-არასდროს იღვიძებ უფრო გვიან? სამზარეულოში დალი დაგხვდება უთხარი რა გინდა და მოგიმზადებს
-თქვენს ბატონს როდის ვნახავ? კომფორტული საწოლები გაქვთ, მაგრამ აქ დიდხანს ყოფნა არ მინდა
-როცა გაიღვიძებს მაშინ
-და როდის იღვიძებს იქნებ მითხრა
-როცა მოუნდება მაშინ-უკვე მის გვერდით იდგა ისევ ისეთი სახით უყურებდა როგორც ბოლოს ,გვერდი აუარა და საფეხურები წამში აირბინა.
საუზმობის შემდეგ მისაღებში გავიდა,იმხელა სახლი იყო ეშინოდა არ დაკარგულიყო. ფანჯრიდან აკვირდებოდა ეზოს ნაწილს და ბიჭებს რომლებიც გაქვავებულები იდგენენ და ნაწილს რომლებიც მთელს სახლს წრეს არტყავდნენ. იმდენ ხანს დასჭირდა ლოდინი რომ ყველაფერი დაათვალიერა რაც კი შეეძლო, ბევრი დასკვნაც გამოიტანა და ახლა უკვე ფანჯრიდან გადაშლილ ხედს უყურებდა
-მესამეზე ტერასაზე გელოდება -თორნიკეს ხმამ შეაკრთო იმდენად სწრაფად გაისმა ოთახში,მაგრამ კივილიც არ დაუწყია. უცებ შებრუნდა უკან ეს იყო და ეს- ისე ნუ იზამ იქედან ფრენა რომ მოგიხდეს - ზურგი აქცია ,გასვლას აპირებდა
-ძალიან კი გინდა ,მაგრამ მეეჭვება ეგ მოხდეს - მშვიდად მიუგო და წარბშეკრულ ბიჭს გვერდი აუარა. კიბეზე ნელა ავიდა, იმდენ ხანს ალოდინა ბატონმა ახლა სირბილით არ ეახლებოდა, გამორიცხული იყო .თანაც განგებ ხომ არ აგვიანებდა ასეთი სიაურლის მანერა ჰქონდა. როგორღაც ავიდა მესამე სართულზე და უზარმაზარ აივანზეც გააღწია. სავარძელში იჯდა ბატონი და ხედს გაჰყურებდა. მებრძოლი აღარ იყო მის წინ, სრულიად სხვა ადამიანს ხედავდა მშვიდს, დინჯს, გაწონასწორებულს, თავზე უხილავი გვირგვინით მეფეს ჰგავდა
-გამარჯობა მარიამ- ნაბიჯი არ ჰქონდა დადგმული აივანზე მისკენ რომ მიბრუნდა
-შუადღემშვიდობის- დროზე ხასგასმა მაინც გააკეთა და სავარძელში დაჯდა.
-იქედან დავიწყებ რომ შენთან მტრობას არ ვაპირებ...მართალია გუშინ ზღვარს გადააბიჯე,მაგრამ მესმის მე გავბრაზდებოდი შენს ადგილას - ისეთი ტემბრი ჰქონდა, მისი მზერა იმდენად მომნუსხველი იყო მისი დიდიხანს ცქერის საშინელი სურვილი შეგიპყრობდათ
-ორი კითხვა მაქვს პირველზე აუცილებლად უნდა მიპასუხოთ მეორეზე კი იმ შემთხვევაში თუ ჩემს აქ დატოვებას გეგმავთ - ღრმად ჩაისუნთქა და გონებას მოქმედების საშუალება მისცა
-გამოვიცნობ. გაინტერესებს ვინ ვარ და რატომ ხარ აქ შენ
-გამოიცანით .გაბრიელს ვკითხე ერთხელ „რატომ მე“ მაგრამ არაფერი მიპასუხა და იმედია თქვენ არ შეცვლით თემას კითხვის თავიდან ასაცილებლად
-პირველ რიგში შემოთავაზებას გაგაცნობ თუ დამთანხმდები მაშინ ორივე კითხვაზე მიიღებ პასუხს
-ოხ ეს თქვენი შემოთავაზებები... ისე უნდა მოიქცე როგორც გაბრიელი? ფორმალური კითხვები რომელზეც პასუხი უკვე იცით
-შემოთავაზება რადგან დახვეწილია შესაბამისად ვიცი რომ დამთანხმდები ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გაგაცნო პირობები
-გისმენთ
-ერთი წლის შემდეგ როცა დიპლომს აიღებ...ისევ არავინ მიგიღებს კლინიკაში მიუხედავად იმისა რომ მაღალ ქულებს აიღებ გამოჩნდება ვინმე ვინც დიდ თანხას გადაიხდის თავისი გენიოსი შვილისთვის და მას აიყვანენ შენს ნაცვლად. შენი ოცნება კი აუსრულებელი დარჩება , რადგან უბრალო სამსახურში ვერასდროს დააგროვებ თანხას სწავლის გაგრძელებისთვის
-იმასთან ერთად რომ ამ ხნის განმავლობაში მითვალთვალებდით ჩემს ფიქრებსაც კითხულობთ? -გაეღიმა, გაოცებისგან გამოწვეული რეაქცია იყო
-ერთი წლის შემდეგ როცა თავისუფალი იქნები ჩემთან მოხვალ მხოლოდ იმ აუცილებელი ნივთებით, რომლებსაც შენთვის მნიშვნელობა აქვს და ავტომატურად მიიღებ თანხას რომელიც მთლიანად დააფინანსებს შენს სწავლასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას ნებისმიერ ქვეყანაში...სანაცვლოდ ერთ წელს გაატარებ ჩემს გვერდით - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო- გააკეთებ ყველაფერს ჩემთან დაწოლისა და ვინმეს მკვლელობის გარდა
-და თუ იმდენად მძიმე იქნება ჩემთვის ეს საქმე...ან უბრალოდ ვერ შევასრულებ და ერთი წლის ნავცლად ერთ თვეში წავალ ?
- მაშინ იმ წლის ბოლოს ზუსტად იმდენს მომიტან რამდენსაც შენს ანგარიშზე ვრიცხავდი თუ სხვა სამსახურში შეძლებ ამდენის შოვნას მე პრობლემა არ მექნება
-ახლა აქ რატომ ვარ ...რატომ ერთი წლით ადრე
-არც უნდა ყოფილიყავი... გუშინდელმა ინციდენტმა დააჩქარა მოვლენები
-იქნებ ამ ერთ წელში აზრი შეიცვალოთ აქ მოვიდე და თქვენ აღარ გინდოდეთ ჩემთან თანამშრომლობა
-აზრს არასდროს ვიცვლი!
-რატომ მე?
-პასუხი ძალიან მარტივია ...თავად კითხვაშია მარიამ
-ასე უბრალოდ ჩემმა ხასიათმა მოგხიბლა?
-მომხიბლა არაშესაბამისი სიტყვა...უფრო მჭირდება შენი ხასიათი ,მაგრამ არც ისე რომ ამ საჭიროების გარეშე ვერ ვიცხოვრო
-სამ წელს ხარჯავთ ამ საჭიროებასთან ერთი წლის გატარებისთვის... და ვინ ხართ თქვენ?
-დღეს უბრალოდ ალექსანდრე ერთი წლის შემდეგ ვნხოთ როგორი იქნება ჩემი ავტოპორტრეტი...თორნიკესთან მიდი იქ მიგიყვანენ სადაც გინდა
-ეს ერთი წელი მე და თქვენ
-მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს შენ მიმტანი ხარ მე მებრძოლი
ბოლოჯერ შეხედა მის მუქ თაფლისფერ თვალებს და დაიფიცებდა რომ ეს არ იყო მისი ნამდვილი ფერე,მერე რა რომ არ ახსოვდა ნამდვილი იცოდა რომ არ ჰქონდა თაფლისფერი თვალები . დარწმუნებული იყო რომ ახლა მის წინ მჯდომს ლინზები ეკეთა. ისეთივე ნიღაბი როგორიც თავად პიროვნებას მოერგო. ყველაფერი ზედმეტად იდუმალი, საინტერესო და მიმზიდველი გახლდათ მარიამისთვის .
..........
ალექსანდრეს სახლის დატოვების შემდეგ ბევრს ფიქრობდა. ყველაფერი რამდენადაც ბუნდოვანი იყო იმდენად ნათელი. შემოტავაზება დამაკმაყოფილებელი, საინტერესო და უნაკლო. მიიღებდა იმას რაც სურდა და თან ინტერესს დაიკმაყოფილებდა. არ არსებობდა მარიამის ცხოვრებაში ადამიანი ,რომელსაც ამდენი სახე ჰქონდა და რომელიც ამდენად იდუმალი იქნებოდა . გამოწვევა იყო, რომელსაც აუცილებლად მიიღებდა
-მარიამ? იქ არ ხარ?-გაბრიელთან დილით მივიდა. მის კაბინეტში სავარძელში მოკალათდდა და ბიჭს გაუღიმა
-ხო აქ ვარ...იმედია ჩემს ადგილას სხვა არ აგიყვანია
-არა არავინ...მაგრამ როგორ
-შენს მეგობართან გასაუბრება მოგიწევს მაგ საკითხთან დაკავშირებით ახლა კი შვებულება მჭირდება ოქტომბრამდე . ან შვებულებას მივიღებ ან წავალ !
-ვიპოვი ვინმეს...მაინც არ მოვა დიდხანს სანდრო აქ .სადმე მიდიხარ ?
-არ ვიცი ჯერ ... ალბათ წავალ
-კარგი ... სასიამოვნო დასვენებას გისურვებ
-მადლობა ...ნახვამდის
-შეხვედრამდე !
აი ასე წამოვიდა იმ შენობიდან. ერთ საათში ბარგი ჩაალაგა ,სახლი მიალაგა ყველაფერი გაამზადა წასასვლელად და მთელი ორი თვით გაეცალა იმ წყეულ ადგილს. ზღვისპირა კურორტს მიაშურა სასტუმროში ოთახი იქირავა და ახლა უკვე ფართოდ გახელილი თვალებით აკვირდებოდა ხედს. ზღვა მისთვის საოცრება იყო ...ყველაფერი იყო. საათობით შეეძლო ეყურებინა მშვიდი ტალღებისთვის ,თითქოს ელოდებოდა როდის დაიწყებდა ღელვას. განებივრებული არ იყო ამ სანახაობით, მაგრამ შორიდან მაინც ეტრფოდა ზღვას. ახლა როცა დრო და საშუალება ჰქონდა იჯდა და ტალღების ცქერისას ყველა მოგონება კადრებად გადიოდა მის თვალწინ. ცრემლები მოგონებებთან ერთად იღვრებოდა , ლურჯ ტალღებს ერეოდა , რომელიც შიშველ ტერფებზე ეხებოდა. წამოდგა და სიღრმისკენ დაიძრა თითქოს ოკეანესთან შერწყმა სურდა, როცა ყელამდე დაფარა წყალმა თვალები დახუჭა და ფსკერისკენ სვლა დაიწყო. როცა უჟანგბადობისგან ფილტვების ტკივილი იგრძნო ზედაპირისკენ დაიწყო ცურვა , ღრმად სუნთქავდა და უღრუბლო ცაზე კაშკაშა მზეს უყურებდა. შემდგე ტივტივებდა, ხელებსაც არ ამოძრავებდა ტალღებს მიჰყვებოდა მანამ სანამ სხეული არ გაეყინა.
ერთი თვე სრულ სიმშვიდეში გაატარა, შემდეგ უსაქმოდ ყოფნა მობეზრდა თითქოს მოიწყინა კიდეც , დამძიმდა ხასიათი გაუფუჭდა და ამინდიც იმდენად შეიცვალა რომ ზღვის ცქერაც აღარ მოსწონდა. აშინებდა ტალღები წვიმისას, თითქოს მისი ცხოვრებაც აირეოდა თუ სულ დინებას მიჰყვებოდა.
ახლადნაწვიმარ ქალაქში ზღვის და წვიმის სურნელი ერთმანეთს ერეოდა. ისევ მოღრუბლული იყო, საკმაოდ ციოდა. გრძელ სწორ ნაცრისფერ სარაფანზე თბილი შავი ჟაკეტი ჰქონდა მოცმული ხელები მკერდთან გადაეჯვარედინებინა და ასე ებრძოდა სიცივეს. ცხვირზე დაკოსილი სათვალით უჩვეულო მზეს უმალავდა თვალებს. უცნაური ამინდი იყო ღრუბლები ,მზე ,წვიმა , ქარი ყველაფერი ერთმანეთს ერეოდა უჩვეულოდ გრძნობდა თავს თითქოს რაღაც სურდა და ვერ ხვდებოდა რა.
სანაპიროზე გრძელ ხის სკამზე ჩამოჯდა , ტალღები ისევ ძლიერად ეხეთქებოდა ნაპირებს .თვალები დახუჭა და უკეთ შეიგრძნო ზღვის მოტანილი სურნელი , სათვალე მოიხსნა და სიამოვნებისგან გაეღიმა როცა მზის სხივების შეხება სახეზე იგრძნო . მზე თანდათან ჩადიოდა, სუსტდდებოდა მისი ნათება ის კი გაუნძრევლად იჯდა მშვიდად სუნთქავდა და იღიმოდა
-თვალები გაახილე ... ამ ხედს უნდა უყურო ისე ვერ შეიგრძნობ- ნაცნობი ხმა რომ გაიგო თვალები სწრაფად გაახილა . ალექსანდრე მის გვერდით იჯდა ისევ ისეთი გამოწყობილი იყო როგორც ბოლოს საკუთარ სასახლეში . უყურებდა მზე როგორ უერთდდებოდა ზღვას და ოდნავ იღიმოდა ,არა ეს ღიმილი არ იყო უბრალოდ მოღუშული ან მკაცრი სახე არ ჰქონდა.. შეეშინდა, საკმარისი გრძნობა მაინც არ ჰქონდა, ისე არ ეშინოდა როგორც მოსალოდნელი იყო. ხედს გახედა ,მართლაც საოცრება იყო ახლა ყველაფერს ერთად გრძნობდა და შეუძლებელი იყო იმ წამებში ცუდზე ეფიქრა.შემდეგ კი ალექსანდრემ გაუმარტივა ყველაფერი, ისე ესაუბრებოდა თითქოს ყველაფერი იოლი იყო
-მეგობრებთან ერთად გასართობად ჩამოვედი , ადგილის არჩევისას შენი აქ ყოფნაც გავითვალისწინე . დღეს მელანქოლიკს გავხარ
-არ მითხრა რომ მოგენატრე
-ნუ იქნები ირონიული...არ გიხდება და საჭიროებაც არ გაქვს დამიჯერე
-ახლა უნდა მეშინოდეს
-მაგრამ არ გეშინია
-უნდა ვგიჟდებოდე...ვერ უნდა ვიტანდე ამ მდგომარეობას ...შენ და გაბრიელს უნდა გიშორებდეთ თავიდან და ყველაფერს რაც თქვენთანაა დაკავშირებული
-მაგრამ ამას არ გააკეთებ
-შენ ჩემს ცხოვრებას აკონტროლებ...მითვალთვალებ, ისე იგებ ყველაფერს ჩემზე ,ჩემს ცხოვრებაში ერევი რომ მე არაფერს მეკითხები
-შენ ამით არ წუხდები... შენ ცხოვრებაში არაფერი იცვლება. უზრუნველყოფილი ხარ ისე როგორც არასდროს და თან შენი შრომით არავინ არაფერს გჩუქნის არც გართმევს და ეს იცი. დავიჯერო გინდა ჩვეულებრივი იყო?
-ჩვეულებრივი ვარ... არაფრით გამორჩეული !
-სისულელეა!
-სულელურად შენ იქცევი ... ტყუილად ხარჯავ დროს ჩემს გამო ან უბრალოდ მახეს მიგებ და სიმართლეს არ მეუბნები . იმ შენს მონათხრობში რომელიც იმდენად მარტივად ასახე რომ ყველაზე დიდი პესიმისტი საშინელებების წარმოდგენის შემდეგაც კი დაგეთანხმებოდა
-და ვინ გითხრა რომ იმ ერთი წლის განმავლობაში ხელისგულზე დაგისვამდი და ცივ ნიავს არ მოგაკარებდი. მე უბრალოდ გითხარი რომ არ გაგ*** რადგან ისედაც იმდენი ქალი მახვევია გარს გული რომ არ დავწყვიტო რომელიმეს და ერთმანეთი არ დახოცონ ერთად ვწვები რამდენიმესთან ...
-ახლა უკვე შენ ცინიკოსობ!
-არ მიხდება ხო ?
-ჩვენ მეგობრები ვიყავით წინა ცხოვრებაში და შენ გახსოვარ თუ რა ხდება
-ცოტა ხნით მინდა მშვიდად ვიყო დამღალა ხალხმა. ყველგან არიან ადამიანები რომლებსაც ჩემი არ ესმით..შენ კი ჩემნაირი ხარ
-ახლა უკვე დამცინი ...
-რატომ
-მე ორმაგი ცხოვრება არ მაქვს... ერთი მაქვს და იმაშიც არ მაქვს ისეთი პოპულარობა როგორიც შენ, არ ვარ დედოფალი, არც ისეთი გარეგნობა მაქვს ხალხი რომ გავაგიჟო ...ჩვეულებრივი ვარ მე ნაცრისფერი...ზოგჯერ საერთოდ უფერული ვარ , ცარიელი . შენ კი მრავალფეროვანი ხარ არა ნათელი ფერებით ,მაგრამ მაინც მრავალფეროვანი
-იცი რა ბედნიერი ხარ მარტივი ცხოვრება რომ გაქვს?
-მარტივი ცხოვრება ... მარტივი ცხოვრება როგორ გიყვართ მილიონერ მამიკოს ბიჭებს იმის თქმა რომ ბედნიერება სიღარიბეშია, ბრაზდებით თქვენს გარეწარ მამებზე და გინდათ ობლები იყოთ, ვიღაც ფულის გამო გყიდით ,ფულის გამოა თქვენთან და ეგ ფული გეზიზღებათ ამ დროს ვერ ხვდებით რომ საშინელებაა როცა იმაზე ფიქრი გიწევს ერთი წლით ადრე რას შეჭამ მერე ...
-თუმცა შესაძლებელი ყოფილა ობოლმა გოგონამ ისე იცხოვროს რომ არც მათხოვრად იქცეს არც კახპ*დ , არც იშიმშილოს არავის წაართვას,არავისგან იჩუქოს , სიბრალული არ დაიმსახუროს და საკუთარი თავი არ დაკარგოს ! შენ გეშინია რომ დაკარგავ მე კი აღარ გამაჩნია საკუთარი თავი ...დიდი ხნის წინ დავკარგე და ახლა აღარც ვიცი როგორია სინამდვილეში ნამდვილი სანდრო კოსტავა
-როგორ ახერხებ
-რას
-ასე მარტივად საუბარს ყველაფერზე
-შენ მარტივად ფიქრობ და არ საუბრობ ...მე ვფიქრობ და თან ვსაუბრობ
-რატომ მგონია რომ არაორდინალური მეძ**ი ვარ
-რააა?- ბიჭი დიდხანს იცინოდა მერე დამშვიდდა და ისე შეხედა მარიამს რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ზღვისტვის თვალი მოეშორებინა და ბიჭისკენ გაეხედა-შენ ფულის გამო არ თანხმდები შენთვის სასარგებლო შემოთავაზებას, იმ გეგმის გამო რომელიც გაქვს . ეს თანხა სწორედ აუცილებელია იმისთვის რაც შენ გჭირდება . არ მინდოდა ასე გამოსულიყო ახლა მთელი წელი ამაზე უნდა იფიქრო
-არ ვიფიქრებ... უკვე მიღებული მაქვს გადაწყვეტილება
-არ მეტყვი რა გადაწყვიტე?
-არ მეტყვი რატომ მითხარი ერთი წლით ადრე ? შეგეძლო სახლიდან ისე გაგეშვი თითქოს უბრალოდ ჭრილობის გამო ვიყავი იქ
-იცი რატომაც...
-შენ კი პასუხი იცი ! ელოდი რომ დავიწყებდი სამსახურის ძებნას ...მერე იმედები გამიცრუვდებოდა, რადგან ამ კორუმპირებულ ქვეყანაში ვერ ვიპოვნი ისეთ ადგილს სადაც შევძლებ ერთ წელში გამოვიმუშაო ამდენი ფული და ბოლოს მაინც შენს სასახლეში მოვიდოდი
-ახლა უბრალოდ გაინტერესებს რისი გაკეთება მოგიწევს ხომ? აღიარე რომ ავადმყოფი გგონივარ რომელიც რამე საოცრებას დაგავალებს
-რა არ ხარ?
-მიწევს რომ ვიყო...ისე მართლა ფერადი ვარ შენგან განსხვავებით,მაგრამ სიჭრელე არ მიყვარს არც შენ გიყვარს და სულ არ გაწუხებს შენი „უფერობა“ პირიქით ეს მოგწონს საკუთარ თავში
-შენთან რომ მოვალ მიპასუხებ მეორე კითხვაზე ?
-როგორ უნდა გითხრა ვინ ვარ...ამის თქმა შეიძლება?
-მოხერხებული და გამოცდილი მოსაუბრე ჩანხარ ...
-გინდა დრო შევამცირო?
-არა ... არ მინდა
-კარგი გავიდეს ერთი წელი...არსად მეჩქარება
-რატომ უნდა ვიყო მაინცდამაინც იქ ...
-იქ უნდა იყო სადაც მე ... სწავლის პერიოდში კი ამას ვერ მოახერხებ დამიჯერე
-მიზეზი თუ მე ვარ რატომ გინდა შენთან ვალში ვიყო...შენ ბატონი მე კი მონასთან მიახლოებული მსახური
-მე ბატონი ყოველთვის ვიქნები თუ მოვინდომებ შენ კი მონასთან მიახლოებული არასდროს იქნები...ამას სტატუსი ვერ განსაზღვრავს და იცი ეს შენ კარგად . შეეშვი ჩემს გამოცდას !
-მეგობრობა არ გინდა... არც შენი გენეტიკური მასალის ჩემთან შერწყმა და საერთო შთამომავლობის შექმნაა შენი ჩანაფიქრი უბრალოდ დამხმარე გჭირდება ყველგან და ყოველთვის ამისთვის კი ჩემზე დაკვირვებას 2 წელი ატარებდი ერთი წელი კი უნდა ელოდო როდის ვიქნები პირდაპირი მნიშვნელობით შენს განკარგულებაში ეგოისტურად რომ დაებატონო მთელს ჩემს დროს და ცხოვრებას
-გენეტიკური მასალის გაერთიანება კარგი აზრია... არ ჩავღრმავებივარ მაგ საკითხს აქამდე
-გეყოფა !
-ხო შენგან განსხვავებით იუმორის გრძნობა მაქვს...
-მე არ მაქვს?
-არათუ გაქვს ...არსებობაზეც კი არ იცი ,ვერ მოგატყუებ
-ღმერთო ჩემო - გაეღიმა და თავი გააქნია . იმდენად ციოდა რომ მოიბუზა ალექსანდრე კი ისე მშვდიად იჯდა თხელი პერანგის ამარა თითქოს 40 გრადუსი სიცხე იყო.
რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ ,უკვე ძალიან ციოდა ლამის ძვლები გაეყინა.
-წადი ...მალე იწვიმებს და საერთოდ გაიყინები
-კიდევ შევხვდებით ?
-თუ მიპოვნი ...
-გგონია რომ ძებნას დაგიწყებ?
-არაფერი მგონია!
-არ გიპოვნი
-ვერ მიპოვნი
არაფერი უთქვამს ისეთი ხმა გამოსცა ზეცამ მინიშნება იყო რომ სირბილით უნდა წასულიყო სასტუმროსკენ. რა თქმა უნდა არ გაქცეულა,ოდნავ აუჩქარა ნაბიჯს და სასტუმროში მისვლამდე წვიმაც არ დაწყებულა . უკვე ოთახში იყო ერთიანად რომ წამოვიდა წვეთები,თითქოს მანამ ვინმე აჩერებდა შემდგე კი ერთად გამოუშვა. ისე წვიმდა გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა, ერთიანად ჩამობნელდა ყველაფერი ლამპიონებიც კი ძლივს ანათებდნენ გარემოს .
მშვიდად ეძინა იმ ღამით...
არ უცდია ალექსანდრეს პოვნა,საუბრის შემდეგ ისევ განწყობაზე მოვიდა. დამშვიდდა და ისე განაგრძო როგორც დაიწყო. რა თქმა უნდა სანდროსაც არ გამოუჩენია შეხვედრის ინიციატივა . ისე დაბრუნდა სახლში აღარც გახსენებია მისი იქ ყოფნა. ერთი თვე სწავლას დაახარჯა,თავიდან ყოველთვის სჭირდებოდა დრო ყველაფერში გასარკვევად შემდეგ როცა დალაგდა დამშვიდდა და შეუდგა სწავლას სამსახურში დაბრუნდა. იმ დღიდან ელოდა ალექსანდრეს გამოჩენას, გიგაური ყოველ მეორე ღამეს კლუბში ატარებდა, როცა არ იბრძოდა მაშინაც იქ იყო . გაბრიელს საქმეები ჰქონდა და ფაქტობრივად არც ელაპარაკებოდა მარიამს. კაბინეტსაც გაბრიელის ირგვლივ ალაგებდა ის ისევ იჯდა ფურცლებში ჩაფლული. შიგადასიგ იგინებოდა და ნერვებმოშლილი მობილურით ეჩხუბებოდა ვიღაცეებს.
-მარუსა მოიცა ერთ წუთს ...- სანამ გავიდოდა მობილური გამორთო და გოგოს გახედა- ამ საღამოს ალექსანდრე მოვა და შენ უნდა იყო აუცილებლად
-აქ ვარ ...ნუ ღელავ
-ერთი წელი მართლა არ აპირებს ის არაფერს?
-უკვე 8 თვე დარჩა
-სულ არ გადარდებს ხო? რომ გადაიფიქროს მერე რას გააკეთებ
-მაინც ვერ მოვაგროვებ საჭირო თანხას და ამ წელს მშვიდად რომ დავხურავ დიპლომს ავიღებ და დავისვენებ მერე მოვიფიქრებ რამეს
-არ შეგიძლია შენ მაინც მასწავლო როგორ ინარჩუნებ სიმშვივიდეს?
-რამე პრობლემა გაქვთ უფროსო?
-გეყოს რა მარიამ... რა დროს უფროსოა.ვიღაც დედა მოტყ*** ბიზნესმენს ამ ადგილის ყიდვა უნდა მთლიანად და მტოვებს ჰაერში ფულის გათეთრებას მაბრალებს და უკვე მზად ვარ მოვკლა ... ისე ვცემდი სისხლს ვადენდი იმ ყ*ე სახიდან ,მაგრამ ამაზეც მიჩივლებს ხომ ვიცი რა თეს** მე მაგის დედას შევ***- მერე გაჩუმდა და თვალები დააწვრილა - ყავას მომიტან?
-მოგიტან- გაუღიმა და კაბინეტი დატოვა. გაბრიელი მუდამ ერთ ტალღაზე იყო არაფერი იცვლებოდა მასში, მუდამ ქაოსური, ბობოქარი, დაუოკებელი და უკონტროლო , მაგრამ მაინც ყველაზე სანდრო კაცი იყო მარიამის ცხოვრებაში
რამდენიმე წუთში მაგიდასთან ისხდნენ , გაბრიელი ყავას მიირთმევდა მარიამი კი იჯდა და უყურებდა
-ალექსანდრე არ დაგეხმარება?
-მეხმარება როგორც შეუძლია,მაგრამ პირდაპირ ვერ ერევა მარტო ეს შენობა რომ იყოს კიდევ ხო, მაგრამ მთელს ქალაქს ყიდულობს .გავიგე რომ უკვე ყველაფერი მოაგვარა მალე ყველაფერს მიწასთან გაასწორებენ პროექტი აქვს მთავრობაში წარდგენილი აქაც ცათამრჯენების დადგმას აპირებს ქალაქის იერსახეს ცვლიან და მათხოვრებისა და ნარკომანების უბანს ანადგურებენ ის კი არ იციან მაგ ყ*ეებმა ის ხახლი რო მაგათ უბნებს მიადგება და დედას მოუტყ**ვენ
-ამის შესახებ არავის უთქვამს...ხალხმა არაფერი იცის თორემ გავიგებდი
-არავინ იცის რა თქმა უნდა...აბა შენ გგონია აქციების უფლებას მისცემენ და მშვიდად იქნებიან? როცა ყველაფერს მოაგვარებს მთავრობაში მერე მოადგებიან აქაურობას ეტყვიან ხალხს რამე ყ*ეობას და აყრიან აქედან ზოგს ფულს მისცემენ ვისაც საკუთრებაში აქ ეს სოროები ..ზოგი ისეა შესახლებული და იმათ ვაფშე გზაში დატოვებენ
-მერე ვის დაასახლებენ აქ
-ვინც ფულს გადაიხდის ის კი მთავარი პირი იქნება აქ ... თავადივით მოჯდება ოღონდ სახნავ სათესი მიწების ნაცვლად მაღაზიები, ბინები და -კაფე-რესტორნები ექნება
-ფულის გათეთრებაზე რომ ფიქრობ ქვედა სართული რომ შეამოწმონ მერე რას გააკეთებ ბიჭებმა ჩხუბი დაიწყეს საიდანღაც რინგი გამოჩნდა და ხალხმაც ფულების ფრიალი დაიწყესო? აი ახლა რომ მოვიდნენ რას იზამ ვინ გაგაფრთხილებს ან სად წახვალ
-ვიცი როდის მოვლენ. დღეს ბოლო ბრძოლა გაიმართება მერე ყველაფერი საწყობად გადაკეთდდება თუ ისე მოხდა როგორც ის ნაბოზ** გეგმავს. კიდევ რამდენიმე საათი მაქვს... გეგმა წესით უნდა გამოვიდეს და რამდენიმე თვე გავიყვანო ,მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ტვინი მომეტყ** უკვე-სავარძლის საზურგეს იყო მიყრდნობილი და თვალებიდან ცეცხლს ისროდა. კარი გაიღო მოულოდნელად და გრძელფეხება ქერა შემობრძანდა ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ამხედრებული მიკაკუნებდა უფრო მირბოდა ვიდრე მიდიოდა მარიამი გონს ვერ მოვიდა ისე დაეტაკა გაბრიელს და სახეში გაარტყა
-არაკაცო... მოღალატევ როგორ გაბედე როგორ გამიბედე იმ საფრთხობელასთან როგორ დაწექი .ხომ გითხარი იმას არ გაეკაროთქო დამპალო -კიოდა და გაკაპასებული ურტყავდა ხელებს სანამ გაბრიელმა სიცილი არ შეწყვიტა ხელი არ ჩაავლო და წამში არ გადააწვინა მაგიდაზე
-შენ გოგო ში* ხო არ გაქ რა სპექტაკლებს მიწყობ აქ სულ გამოშტერდი? დაგავიწყდა ხო რას ვშვები მაგ ლამაზ ტრ*კს რო არ აყენებ ! რა შენი საქმეა მე ვის გავ** და ვის არა ვინ დაგნიშნა ჩემ უფროსად ან ნება ვინ მოგცა შემახსენე ერთი - ისე უცებ უღრიალა თითქოს წამის წინ არ იცინოდა . მარიამი ჯერ გაკვირვებული ახამხამებდა წამწამებს მერე წამოდგა და ოთახიდან გაქრა დერეფანშიც კი ესმოდა კაბინეტიდან გამოსული ხმები.გოგო მაინც არ ცხრებოდა გაბრიელის ხარხარი და ყვირილი კი ერთმანეთს ანაცვლებდა ,აშკარად ხალისობდა როგორც ყოველთვის ფორმაში იყო.ბევრი მსგავსი სცენა ენახა და ყოველ ჯერზე სხვადასხვა რამ ხდებოდა.
-მოვიდა? - საიდანღაც ელიკო გამოვარდა და წინ გადაეღობა მარიამს- რაო რა უთხრა? ძალიან ეჩხუბა ? არ გამოაგდო გაბრიელმა?
-შენც ელიკო?
-რა მეც...
-აბა არ მომწონსო სხვა მყავსო მაგას როგორ გავეკარებიო?
-დამცინი გოგო? ვაიმე მარიამ მითხარი რამე გამომეტყველება მაინც შეგეცვალოს გოგო მოიშორა ის ქერა ქაჯი თუ არა
-არ ვიცი მხოლოდ ერთს გირჩევ კაბინეტში ნუ შეხვალ ჯგუფური სექ*** თუ არ გინდა დაკავდე
-მარიააამ ...ოოხ შენგან ოდესმე ინფორმაცია მიმეღო და მერე მოვეკალი ვინმეს...ჯანდაბა ,ჯანდაბა , ჯანდაბა მოიცა რომ შევიდე ვითომ მართლა დამტოვებს?
-ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულ ქალს-ღიმილიანი სახით ჩაიარა კიბე და მოშორდა გაბრიელის კაბინეტს. უკვე ქვემოთ იყო ალექსანდრე რომ გამოჩნდა. პირველად ხედავდა იმ შემთხვევის შემდეგ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ იმიჯი ადამიანს ცვლიდა, სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა იმდენად რომ დიდხნიანი დაკვირვების გარეშე ბევრი ვერ ამოიცნობდა მის იდენტობას
-არ მითხრა რომ შენც სვ**დები მისი დანახვისას თორემ გული გამისკდება- ყურთან მოესმა გიგაურის ხმა და ჩუმი სიცილი. ადგილიდან არ იძვროდა მის უკან იდგა და თავი რომ შეებრუნებინა შეიძლება მის სახეს დაჯახებოდა კიდეც
-არც შენზე და არც მასზე...ცხოველები არ მიზიდავთ ნორმალური ქალი ვარ გადახრების გარეშე
-რა მწარე ხარ ღმერთო ჩემო...როგორ შეიძლება ასე
-რას შეუკვეთავ?
-როგორც ყოველთვის... ლექსოსთან ვიქნები იქ მომიტანე - გაუცინა და მართლა იქეთ წავიდა სადაც ალექსანდრე იჯდა უკვე რამდენიმე გოგოს გარემოცვაში მყოფი . ბარმენს ჭიქები გამოართვა და შორიდან დააკვირდა მაგიდასთან მსხდომებს. ისე გამოიყურებოდნენ როგორც კარგი მეგობრები
-მადლობა საყავრელო -გიგაურმა მაშინვე გაუღიმა ჭიქა გამოართვა და თვალი ჩაუკრა
-რამეს ინებებთ ?- ალექსანდრეს და მის გოგონებს გადახედა
-ლექსუნია არაფერს სვამს რძე მოუტანე ან ფორთოხლის წვენი თუ რამე და გოგონებზე ვერაფერს გეტყვი- გიგაურმა უცებ თქვა რაზეც ალექსანდრემ მაშინვე ჩაიცინა
-ლოთი აქ მხოლოდ შენ ხარ და ამის აფიშირებას სულ როგორ ახერხებ
-ნუ რას ვიზამთ არ შეუძლია დალევა და მე ლოთს მეძახის გოგოებო ხედავთ?
მათი მოსმენა აღარ უნდოდა რომ მიხვდა ასე მშვიდად ისაუბრებდნენ.საერთოდ ალექსანდრეს ხურმობები და სიცილი რომ დაინახა სხვა კაცი ეგონა ისევ. გოგონებს კოქტეილები მიუტანა და შემდეგ ბართან დაჯდა თავის საყავრელ ადგილას. გაბრიელი არ ჩანდა , უკვე ბრძოლა სრულდებოდა რომ შევიდა და ალექსანდრესკენ წავიდა პირდაპირ. რინგის დატოვება არ აცადა ისე მიეჭრა რაღაც უთხრა და მერე ორივე ერთად გაქრა . აინტერესებდა რა ხდებოდა ამიტომ იმ ადგილს მიაშურა სადაც მანამდე ნამყოფი არ იყო , სრვილი არ გაჩენია იქაურობის დათვალიერების . შავ კარზე ერთხელ დააკაკუნა პასუხს არ დალოდებია პირდაპირ გააღო და შევიდა. კარი გაუცნობიერებლად მიხურა იარაღი რომ დაინახა გაბრიელის ხელში
-გაგიჟდი გოგო? რა გინდა შენ აქ ! მეგონა ვიღაც შემოვარდა
-შემოვარდნამდე ვინ აკაკუნებს გაბრიელ...
-რას მიეყინე მანდ გადმოდგი ნაბიჯი
-იარაღს არ ინახავ და რა ვიცი იქნებ მეც მესვრი
-ნუ სულელობ გოგო შემოდი ...
-ჩემს ოთახში შენ რატომ ეპატიჯები ვერ მეტყვი?- აქამდე მშვიდად მყოფ სანდროს სიტყვის თქმა მოუნდა, ვისკის წრუპავდა და სავარძელში მიწოლილი იყო. ხელები სახელურებზე ჩამოედო ფეხები გაეშალა და თავი უკან გადაეგდო
-თუ ღმერთი გწამს გაჩუმდი და დალიე ეგ ... რა ხდება მარუსა მშვიდობაა?
-მოაგვარე ის საქმე თუ ბოლო ბრძოლა იყო დღეს
- მოვაგვარეთ...
-რა საყვარლები ხართ რომ იცოდეთ ასე რომ ჟღურტულებთ ორი მესაიდუმლე დაქალი...ანგელოზები
-და ეს მგავს მე? - მარიამმა თვალები აატრიალა და თავისუფალ სავარძელზე ჩამოჯდა
-სხვათაშორის აქ ქალები ხუთ წუთზე დიდხანს თუ რჩებიან პირდაპირ მაგ საწოლში ხვდებიან ...წესია ასეთი
-მერე შენ რომელ წესს ემორჩილები და ავსებ მე რომ გავაკეთო ეს
-ასეთი თავხედი ვარ?
-აუ როგორ მინდა ორივე დაგახრჩოთ როგორ ვერ გიტანთ ... ამოწყდით
-ფუ რა სი*** ხარ შე ჩემა შენ ძველ მეზობელ ლამარას გავხარ - ახარხარდა ბატონი და სავარძელში დატრიალდა ფეხები ისე შემოაწყო რომ პირდაპირ კედელს მიაბჯინა , თავი ისე გადმოაგდო რომ უკუღმა ხედავდა მარიამის სილუეტს, მხრები ედო სახელურზე და ასე დაკიდებულიც კი სვამდა - ამოტრიალებული სხვანაირი ხარ მარიამ
-წავიდე თუ რა ხდება...
-სად უნდა წახვიდე საქმე გვაქვს ჩვენ ... დაუპატიჟებელი სტუმარი გაუშვი თორემ ლექსოს მისთვის პირობა არ მიუცია რა ვიცი რას ვიკადრებ
-არა შერყევა ნამდვილად არ გაქვს...არც კაიფში ხარ . არც მთვრალი ხარ- მიუახლოვდა, შუბლზე ხელისგული მიადო, ქუთუთოებიც ჩამოუწია და სახეზეც დააკვირდა სრულიად სერიოზული გამომეტყველებით . სანდრო კი მდუმარედ უყურებდა და არაფერს ამბობდა
-ვგიჟდები ბო**ს შვილი ვიყო ერთმანეთს რო აჩუმებთ ..აბა მე ვერ გაჩუმებთ ვერცერთს და ასე მაინც დავტკბე
-რადგან დარწმუნდი რომ კარგად ვარ და სანერვიულო აღარაფერი გაქვს შეგიძლია წახვიდე... ძილის დრო გაქვს მალე
-ამას რომ მეუბნება სულ მგონია რომ მისი დავალებით რომელიმე მცველი ზღაპრის მოსაყოლად დამადგება -გაბრიელს ისე უთხრა თითქოს სერიოზული წინადადება ჰქონდა, ხელი დაუქნა და კარისკენ წავიდა -ხვალიდან გამოცდები მაქვს ხომ იცი ამიტომ ვერ მოვალ
-ხელფასი ჩამოგეჭრება ხომ გახსოვს
-მახსოვს რა თქმა უნდა ... ისე დროზე გამოეცალე ზედმეტად აგზნებული მეჩვენება ჩვეულებრივთან შედარებით და ისეთი შხვართი ხარ შენ რამე არ გაკადროს - თვალი ჩაუკრა გაბრიელს და წავიდა. არ გაუგია ალექსანდრეს ხმა ,მაგრამ რაღაც რომ აყირავდა ეს ნამდვილად გაიგო.
მთელი დარჩენილი დრო ასე გრძელდებოდა, ზოგჯერ იცოდა რომ მოდიოდა , ზოგჯერ გაუფრთხილებლად ჩნდებოდა . ხანდახან მათხოვარს უფრო ჰგავდა ვიდრე ნორმალურ ადამიანს, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ ეცვა მროგორ გამოიყურებოდამ რამდენი ნაკაწრი ჰქონდა ქალები მუდამ ირგვლივ ეხვია, უყურებდა როგორ ესაუბრებოდა, რა მოხერხებულად დაატარებდა მათ სხეულზე თითებს. ყველაფერს ხედავდა და ბოლოს როცა ეგონა რომ ამოიცნო მისი ხასიათი სრულ ჩიხში აღმოჩნდა რეალურად.
ერთადერთი პრობლემა დასახლებასთან დაკავშირებული იყო ეს პატარა ქალაქი როგორც მოიხსენიებდნენ მას მაცხოვრებლები მალე აღარ იარსებებდა და სხვა ზეგანვითარებულ უბნად იქცეოდა. ბინაში იყო როცა მთავრობიდან წარმომადგენელი ეწვია და საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა. ერთი თვე ჰქონდათ მოსაფიქრებლად, ყველაფერთან ერთად კი ხალხს ატყუებდნენ სრული ქაოსი იყო. ქალაქში სადაც უჩინარი იყო ახლა ნაცრისფერი ხალხიც კი ბობოქრობდა. ბრაზობდა,მაგრამ იცოდა რომ ვერაფერს მოახერხებდნენ და ვერ იგებდა რატომ არ ეძებდნენ გამოსავალს თავის გადასარჩენად. რამდენიმე კვირაც გავიდა მიცემული ვადა ამოიწურა და პირდაპირ დარბევები დაიწყო. ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს არბევდნენ სცემდნენ, აპატიმრებდნენ . სრული ქაოსი დატრიალდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა და ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა ჩვეულებრივი დღე იყო ერთი ქალაქისთვის , მეორე კი არეულობას ებრძოდა. ავტობუსი შუა გზაში გაჩერდა, ყველაფერი გადაკეტილი იყო, შუშებსაც მოხვდა ქვები, ძლივს გააღწია იქედან. ქუჩაში მიაბიჯებდა და თვალებს დაბნეული აცეცებდა ირგვლივ. ერთ კვირაში ასრულებდა სწავლას ყველაფერი უნდა დასრულებულიყო ბინა უკვე შერჩეული ჰქონდა კლინიკასთან ახლოს ახლა მხოლოდ თავისი ნივთები უნდა წაეღი ,მაგრამ ბინამდე მისვლას ვერ მოახერხებდა. უყურებდა როგორ სცემდნენ განურჩევლად ყველას ,სისხლის გუბეები იდგა ადამიანები ერთმანეთს ცხოველებივით ექცეოდნენ ,დაუნდობლები იყვნენ. სუნთქვა შეეკრა ,ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო რამდენიმე კაცი მორბოდა მისკენ უკან შეიარაღებული სამართალდამცველები მოჰყვებოდნენ ხელკეტებით ალბათ გადაუვლიდნენ უცებ ხელი რომ არ ჩაევლოთ და იქედან არ გაეყვანათ. შენობის კედელზე აკრული აღმოჩნდა მის წინ კი სუნთქვაარეული თორნიკე იდგა და ბრბოს უყურებდა,მერე გამოხედა და დააკვირდა
-კარგად ხარ? დამაგვიანდა?
-კარგად ვარ ...გმადლობ
-არ იცოდი აქ რა ხდებოდა? როგორ წამოხვედი !
-არ ვიცოდი ...
-ზოგჯერ მოსმენილის აღქმა რომ დაიწყო და გამოძვრე შენი ნაჭუჭიდან არ იქნება ურიგო. გამომყევი ახლა გაგიყვან აქედან ...-ხელი ჩაავლო და წაიყვანა
-სად მივდივართ
-აქ დარჩენას აპირებ? მალე შენს სახლს ჰაერში აწევენ .იქ რამე ისეთი გაქვს რაც გჭირდება?
-არა არაფერი მსგავსი ,მაგრამ... თუმცა გამიყვანე აქედან როგორმე ვიყიდი ახალ ავეჯს და ტანსაცმელს
-მიყვარს ბევრი ლაპარაკი რომ არ მჭირდება- გზა განაგრძო და მერე სწრაფად გაიქცა კორპუსებს შორის მდგომი მანქანისკენ.
რამდენიმე წუთში ნაცნობ შავ მანქანაში აღმოჩნდა ან იქნებ ის არ იყო ,მაგრამ მისი მსგავსი მოდელი ნამდვილად გახლდათ. თორნიკე ისე ჩქარა ატარებდა მალევე თავი დააღწია იქაურობას და ალექსანდრეს სასახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ამჯერად წინ არ იყურებოდა ,განვლილ გზას ადევნებდა თვალს რადგან იცოდა იქ ვეღარ დაბრუნდებოდა, თუ მივიდოდა უკვე სხვა სახე ექნებოდა ყველაფერს. უცნაური შეგრძნება დაეუფლა თითქოს გულისწყვეტა იგრძნო , არადა ის ადგილი არაფერი იყო მისთვის გარდა კედლებისა რომელსაც თავს აფარებდა. ფანჯარა ჩამოსწია და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა... ემოციები ,რომლებიც იშვიათად ჩნდებოდნენ ზედმეტად მძიმე დასაძლევი ხდებოდა
-ცუდად ხარ?
-არა...არაფერია
-ვწუხვარ ,მაგრამ იქ აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე იმედია ძალიან არ გიყვარდა შენი ბინა
-კედლები არ მიყვარდება ... მიჯაჭვულობა არ მაქვს უსულო საგნების მიმართ
-მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა
-მე ერთი კვირა კიდევ გარეთ უნდა ვყოფილიყავი
-და ახლა ციხეში მიმყავხარ შენი აზრით? - თორნიკემ გაიცინა და სარკიდან გახედა უკან მჯდომს - ვერც კი წარმოიდგენ როგორი წელი გელის წინ...შეიძლება წასვლაც კი გადაიფიქრო და უბრალოდ დარჩე
-მეეჭვება!
-წინასწარ ნურაფერს იტყვი - გაიცინა და სიჩქარეს უმატა
-შეგიძლია სასტუმროში მიმიყვანო?
-შემიძლია ,თუმცა ალექსანდრე შენს მასპინძლობას აპირებდა
-სასტუმროში მირჩევნია მისვლა
-კარგი ...როგორც იტყვი რომელიმე კონკრეტულში თუ მე თავად გადავწყვიტო
-უნივერსიტეტთან ახლოსაა ერთი და
-არ აპირებ ჩვენთან წამოსვლას?
-არა, ჯერ არა- შეთანხმების დარღვევას არ აპირებდა. მიუსაფარის როლს ვერ მოირგებდა და დროზე ადრე არ შეეკედლებოდა კოსტავას სახლს
-ყველაფერი გასაგებია...მივდივართ შენს საუნივერსიტეტო ქალაქში
-იმედია ალექსანდრე არ გაგიბრაზდება
-უბრალოდ მითხრა რომ იქედან საღ-სალამათი გამომეყვანე სხვა არაფერი დაუვლებია ასე რომ შენი ნებაა
-მადლობა... ვალში ვარ შენთან - მხოლოდ დამშვიდობებისას დაარღვია დუმილი
-სულით გმირი ვარ ...არ მაღიარებენ თორემ ბეტმენზე ნაკლები რით ვარ -მხიარული ჩანდა იმ დღეს-აბა ნახვამდის
-ნახვამდის ... შენს ბატონსაც გადაეცი გულწრფელი მადლობა დახმარებისთვის
-გადავცემ რა თქმა უნდა
ერთი კვირა სასტუმროში გაატარა, მხოლოდ ის ანიჭებდა სიამოვნებას რომ სულ რამდენიმე გამოცდაღა რჩებოდა ,სულ ცოტა დრო და დიპლომი ექნებოდა. კიდევ ერთ ეტაპს წარმატებით დაასრულებდა ზუსტად ისე როგორც გეგმავდა , კმაყოფილების ახალი ტალღა წამოვიდოდა და კიდევ დიდხანს გამოიყენებდა ძალის შესანარჩუნებლად.
არასდროს გაუღიმია ასეთი ემოციით, არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი როგორც მაშინ როცა დამსახურებული „წითელი დიპლომი“ მიიღო . ყველა ულოცავდა, ხალხი რომელიც იცნობდა მომავალ ექიმ მარიამ თაბაგარს , ხალხი რომელთანაც ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდა ,მაგრამ ყველა პატივს სცემდა . იცოდნენ ვინ იყო და იცოდნენ ვინ გახდებოდა მარიამ თაბაგარი
წვეულებაზეც კი წავიდა, სპეციალურად გამოეწყო ისე როგორც არასდროს ,იმ წამს ამითაც კი სიამოვნებას იღებდა. პირველად ცხოვრებაში საკუთარ გარეგნობასაც აქცევდა ყურადღებას. სრულფასოვანი წევრი იყო საზოგადოებისა რომელიც მის ირგვლივ იყო , იქ არავინ ცნობდა ობოლ მშობლებისგან მიტოვებულ მარიამს, არავინ ცნობდა ღარიბ მარიამს ყველა მხოლოდ ნიჭიერ, შრომისმოყვარე და ცნობილ მარიამ თაბაგარს იცნობდა გამორჩეულს თავისი სწავლითა და ჩართულობით ნებისმიერ უნივერსიტეტის საქმეში. იმ დღეს ყველას აკვრიდებოდა ყველაფერს აჯამებდა, რამდენი გოგო იყო რომელსაც მის ადგილას ყოფნა სურდა, რამდენი ბიჭი ვინც ცოტა ხანს მაინც ცდილობდა მასთან ურთიერთობის დაწყებას. მერე რა რომ არცერთი იყო სიგიჟემდე შეყვარებული იმათგან არცერთი იყო მარიამისთვის შექმნილი. ხალხი რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ,დაბალკურსელები რომლებიც მათ ადგილას ყოფნას ნატრობდნენ და ვერ ითმენდნენ. ყველაფერი ერთად მიიღო , მათთან დაკავშირებული ბოლო ემოციები , ფიქრები შეისრუტა შეივსო და დაასრულა. ისევ ისე მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა , ტოვებდა მათ თავაწეული,მხრებში გამარტული არა არისტოკრატიული ნაბიჯებით არა ზედმეტად ქედმაღლური ...უბრალოდ საკუთარი თავით ამაყი გახლდათ და ამ შეგრძნებას ვერაფერი გადაფარავდა.
ქუჩაში ,ლამპიონები ანათებდა ყველაფერს. წყვილები სეირნობდნენ, ზოგიც უბრალოდ სახლში ბრუნდებოდა ანდაც ახლა ტოვებდა სახლს. სიგრილე იყო. ზაფხულის საღამოსთვის დამახასიათებელი სიო უბერავდა თბილი იყო,მაგრამ მაინც უხორკლავდა შიშველ კანს. მხრებზე სიამოვნებით მოიხურავდა თხელ შარფს რომ ჰქონოდა ხელთ. წამით ბავშვის კისკისი მოესმა როცა ბაღს ჩაუარა ინსტიქტურად შეჩერდა და დაინახა პატარა მორბენალი გოგონა მშობლების წინ რომ დახტოდა და რაღაცაზე კისკისებდა. ხედავდა როგორ გაიქცა და მოეხვია მშობლებს ისინიც ეფერებოდნენ და კოცნიდნენ. იმ წამს რაღაც შიგნით საშინლად ჩხვლეტდდა, შემდეგ სტკიოდა და ეს ტკივილი მთელს სხეულში გავრცელდა. სუნთქვა შეეკრა, ყელში რაღაც მოაწვა თითქოს შემდეგ გაიშალა და ისე შემოეჭდო რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა . არ უნდოდა ეფიქრა ამაზე, არასდროს ადანაშაულებდა ღმერთს ,არასდროს ამბობდა რომ მის მიმართ უსამართლო იყო უბრალოდ ცხოვრობდა ისეთ გარემოში რასაც უგზავნიდა ღმერთი და უკან არ იხევდა, თავს წაქცევის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ახლა ფიქრობდა რა იქნებოდა მასაც რომ ჰყოლოდა მშობლები, რა იქნებოდა რომ არ მიეტოვებინათ რომ არ მოეშორებინათ თავიდან , სასურველი შვილი რომ ყოფილიყო ისეთი ვისი არსებობაც ახარებთ, ვისითაც ამაყობენ... ხომ იქნებოდნენ იმ წამს მის გვერდით იქნებ მამას საჩუქარიც მიეცა, გაენებივრებინა გაწეული შრომისთვის იმისთვის რომ ასეთი წარმატებული იყო, ეამაყათ მისით უბრალოდ ჰყოლოდა ვინმე ვისაც გაუზიარებდა სიხარულს ვისაც ისევე გაუხარდებოდა ეს დღე როგორც მას. ვინც მისით იამაყებდა, ვისაც ეყვარებოდა , ვინც დაეხმარებოდა და არ იქნებოდა მარტო, მხოლოდ საკუთარი თავით არ იამაყებდა, მხოლოდ საკუთარი თავი არ ეყვარებოდა.
ისევ განაგრძო გზა, ნელა მიაბიჯებდა და ვარსკვლავებით დაფარულ ცას უყურებდა შტვენის ხმა რომ გაიგო ზურგს უკან და თან აშკარად მისკენ მიმართული
-საით გაგიწევია თოჯინაა - კარგად ნაცნობი ხმა რომ მოესმა წამსვე შებრუნდა და ღიმილი ვერ შეიკავა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩვეული დგომით გაბრიელი რომ დაინახა - არადა არაფერი მომიწევია ვაფშეე და საერთოდაც მარიამთან დაკავშირებული ფანტაზიები არ მაწუხებს და ამ ნაშას რატო აქ მარუსას სახე ეე
-აქ რა გინდა გაბრიელ?- თვალები გაუბრწყინდა, მარტო არ იყო და ეს შეგრძნება ახარებდა იმ წამს
-ვაა მართლა მარიამი ხარ ? ექიმები იმპოტენტები არიან თუ რატო გამოგიშვეს მარტო ტო . არ გინდა ჩემთან გაატარო საღამო ჩიტო?- მისკენ დაიძრა და წარბები აუთამაშა იმდენად საყვარელი იყო მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა- ჩემო დიპლომირებულო ექიმო არ გინდათ თქვენს მუდმივ პაციენტს ერთი საღამო აჩუქოთ?
-დავფიქრდები ...
-სანამ შენ იფიქრებ ვინმე გრძელფეხება გამომივლის და ხომ იცი როგორი მოღალატე ვარ იმას გავყვები არადა ვიფიქრე კომპანინობას გავუწევ იმ უფანტაზიო ქალს და ამ სასწაულ დღეს სასწაულად დავასრულებინებ-თქო -გაბრიელი როგორც ყოველთვის თავის სტიქიაში იყო,მარიამი გაღიმებული უყურებდა მერე კი პირველად მოეხვია.მართალია ცოტა ხნით და ძალიან მსუბუქად ,მაგრამ მაინც. მერე წვერმოზრდილ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა
-მადლობა
-წავედით მარუშ ... - გაიცინა ხელი მხარზე მოხვია და ქუჩას გაუყვა . კლუბში შეიყვანა და მეორე სართულისკენ დაიძრა , სიმღერის ხმა და განათება ისე მოქმედებდა წამში გაბრუვდა მარიამი. მეორე სართულზე ასულს მაგიდასთან მჯდომი თორნიკე რომ დახვდა ნამდვილად გაუკვირდა
-დღეიდან ნებას გაძლევ მეც მიმკურნალო... ბოლომდე ვერ განდობ ჩემს საოცარ ცხოვრებას ,მაგრამ თითს რომ გავიჭრი ნებას მოგცემ გადამიხვიო
-რა დიდი პატივია ბატონო თორნიკე - უკვე ფართოდ იღიმოდა, თავისუფლებას გრძნობდა რაღაც სხვას, უცნაურს
-გილოცავ - წამოდგა და ლოყაზე აკოცა
-მადლობა
-გაშრა ყელი ეს ვაფშე არსად გასაშვებია ამდენ ხანს ვერ მოგიყვანა ლამის ავდექი და წავედი
-წადი მერე ვინ გეხვერწება დარჩენას მე და მარიამიც საკმარიის ვართ ხელს გვიშლი
-რო აცეტდდება მოკლედ ხო ვერ გააჩუმებ ... ის კი აღარ ახსოვს მაგასთან რო აღარ იქნები და აწი ჩემთან გადმოხვალ
-ხო უნდა გადააყლაპო ახლა ეს ბოთლი ნერვების მოშლისთვის ჰა? არაა ღირსი?
რამდენიმე საათი უსმენდა იმათ დიალოგებს და სიცილს ვერ იკავებდა. იმ დღეს არ იყო ძველი მარიამი ,ვიღაც სხვა იყო ,მაგრამ ისიც არ იყო ყალბი უბრალოდ მსგავსი სიტუაცია არ ჰქონია რომ მცირედი ბედნიერება შეეგრძო. არ ჰყავდა ოჯახი, მშობლები, არავინ ვინც მის გვერდით იქნებოდა ,მაგრამ ისინი იზიარებდნენ ბედნიერებას სრულიად გულწრფელად ატარებდნენ დროს მისი მიღწევით კმაყოფილები. მარტო აღარ იყო , ეს აღარ იყო ერთი გოგოს ჩვეულებრივი ცხოვრება
..........
-რამდენიმე საათში ჩვენთან უნდა გელოდოთ თუ არა -თორნიკესთან ერთად მიუყვებოდა გზას სასტუმროსკენ. გაბრიელმა უცნობ გოგოსთან ერთად დატოვა კლუბი და გზის მეგზურიც ჩანაცვლდა
-მოვალ ,მაგრამ არ ვიცი როდის
-ისევ ფიქრობ?
-არ მიყვარს როცა უფროსი მყავს და მიწევს დავემორჩილო. ასე რომ ჩემს თავისუფლებას ალბათ რამდენიმე დღით გავზრდი
-გგონია თავისუფალი არ ვარ? ან გაბრიელზე რას იტყვი
-თქვენ მგონი ალექსანდრეთი შეპყრობილები ხართ
-მეგობარი როცა გყავს გარკვეულწილად შეპყრობილიც უნდა იყო .მართალია მე ბავშვობიდან ვიცნობ ,მაგრამ შენ საფრთხე არ გემუქრება არ გაქვს ხასიათში ისეთი თვისებები რასაც მდგომარეობიდან გამოჰყავს
-რატომ მგონია რომ პირიქითაა?
-შენ მეც არ მოგწონვარ ეგრე ,მაგრამ ახლა ჩემთან ერთად სრულიად მშვიდად სეირნობ ქუჩაში და ცოტა ხნის წინ იცინოდი კიდეც. ვაღიარებ სიცილი გიხდება... აღარ მაშინებ
-ღმერთო ჩემო - ბოლო სიტყვები ისეთი გამომეტყველებით თქვა მარიამმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აკისკისდდა.უკვე სასტუმროსთან იყვნენ ასე რომ გარემო მოათვალიერა
-არ გჯერა ხო საშიში რომ ხარ...მოვსულვართ კიდეც
-გპირდები არაფერს დაგიშავებ... ახლა კი დაგემშვიდობები თორემ დამათენდება მალე თავზე -უბრალოდ დაემშვიდობა მომღიმარ ბიჭს
-ნახვამდის - რამდენიმე წუთი გაჩერდა უყურებდა სანამ შენობაში შევიდა შემდეგ კი სწრაფად წავიდა.
მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ დაიძრა. როგორც კი შევიდა ეზოში მაშინვე აივანზე მდგომი ბატონი მოხვდა თვალში და გაეცინა. განა რამე უცნაური იყო ალექსანდრეს არასდროს ეძინა ვამპირივით იყო . სახლში მშვიდად შეაბიჯა და მესამე სართულისკენ დაიძრა. კიბეზე ორი ნახევრად შიშველი გოგო შეხვდა და თვალები აატრიალა. ბოლოს აივანზე გააღწია და პირდაპირ გაწვა სავარძელზე
-სად ხარ აქამდე
-არ მითხრა რო ჩემი დახმარება გჭირდებოდა იმ ორთან
-რა კარგ ხასიათზე ხარ შენ რა იყო სად იყავი მართლა .ამ დროს სულ სახლში ხარ ხოლმე
-მარიამთან ვიყავი
-ვინ მარიამთან-წამში შემობრუნდა და სიგარეტი ისევ თითებში მოიქცია
-თაბაგართან
-რა გინდოდა იმასთან რამე ხდებოდა დღეს? თუ რამე დაემართა
-დიპლომის აღების დღე იყო დღეს ... სხვათაშორის დღეიდან ათვლა იწყება უნდა მოვიდეს წესით
-ხოო? და შენ რომელი დაქალი მყავხარ
-რომ გამახსენდა უნივერსიტეტის ბოლო დღე დამენანა მარტო ყოფნისთვის
-მერე შენ და გაბრიკომ გაუთბეთ ორი მხარე ?
-მართლა აღარ ვიცი უკვე რა გინდა...არც ეჭვიანობ ,არც ფიქრობ ვაფშე მასზე შენ თვითონ იცი რაში გჭირდება ის გოგო რეალურად?
-ქალი რადგანაა აუცილებლად საყვარლად უნდა მინდოდეს? რა გჭირს შენ ტვინი გამოგელია? არ იცი რაში მჭირდება?
-ერთგული და სანდრო თან ჭკვიანი მე არ ვარ საკმარისი?
-ქალიც მჭირდება
-ერთი წელი რას გიშველის მერე ...მაინც მგონია რომ თავადაც არ იცი რა გინდა რეალურად. უბრალოდ გინდა შენთან გყავდეს ახლოს
-გაბრიელს ლოთობისთვის ეცალა? იმდენი რამე აქვს გასაკეთებელი ! ეს ლოიალობა დაგღუპავთ შენ და გაბრიკოს
-რატომ ხარ ასეთი მშვიდი ...
-ენერგია აღარ მაქვს
-მესამე ღერს ეწევი უკვე და სხვა თუ არაფერი ეგ გამოგაცლია ძალას...წავედი მე ხვალ საქმეები მაქვს და ვიძინებ
-როდემდე უნდა იცხოვრო ქალიშვილი გოგოსავით
-შენს „ბო*ობას“ რომ ვუყურებ ეგეც საკმარისია გაყვნილო კაცო ის ორი გოგო ქვევით დამხვდება ისე?
-როდის გხვდებოდნენ ახლა რო დაგხვდნენ
-რა ვიცი იქნებ ახლა მოვიდნენ_თქო და ჩემ გამო გაუშვა
-ძაან ურევ შენ რაღაც წადი დაიძინე ...
-ხვალ რას აპირებს ჩემი უდიდებულესობა?
-რამე მოწიე შენ ? რა გჭირს- ისე დაიხარა თვალებზე აკვრიდებდოა თითქოს - რამე გაგიკეთა იმ გოგომ? თუ გაბრიელთან დიდხანს ყოფნამ იმოქმედა და გადმოგედო გაბრიელოიდი
-მიპასუხე თუ ძმა ხარ
-რა ვიცი მოვიფიქრებ რამეს როგორმე გავირთობ თავს ... არაჩვეულებრივი ამინდებია შეიძლება კორტებზე წავიდე ან მამიკოს შევახსენო თავი ცოტა გავაბრაზო და მართლა კარგად გავერთო
-ცოტა ხანს მოიცადე ახლა გაიკეთა გულზე ოპერაცია კაცმა
-გავიგეთ რო მისი შვილი ხარ შენც მარა ასე ძაანაც ნუ გადაყვები თან - გაიცინა და კვამლი სახეში შეაბოლა
-მოკეტე!
-როგორ მგავხარ ზოგჯერ ... არ მინდა გავიაზრო ე.ი იმ თეს* ლაცს ვგავართ რაღაცით ორივე
-მე არ ვგავარ და შენ შეიძლება!
-ძლივს ... ძილინებისა- ასე მოიშორა თორნიკე თავიდან და კმაყოფილი ჩაეშვა სავარძელში . ბიჭს აღარ მიუქცევია მისთვის ყურადღება იქაურობას გაეცალა- ნებისმიერ წამს შეიძლება გამოჩნდე ..საინტერესოა როდის გიხილავ ქალბატონო მარიამ
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა სიგარეტის კვამლში ჩაფლულს და გაურკვეველი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. არ იცოდა რა უნდოდა? ან იქნებ შესანისნავად იცოდა, მაგრამ ზედმეტს აღარ ფიქრობდა. ფაქტია ელოდა, დროის ათვლაც დიდი ხნის წინ დაიწყო და მალე ამოიწურებოდა მოლოდინის რეჟიმი
...........
წვიმიანი დღე იყო, დილაადრიან გააღვიძა წვეთების ხმამ .ერთხანს იწვა და ფანჯრიდან უყურებდა შავი ღრუბლებით დაფარულ ცას და წვეთებს რომლებიც ხმაურით ეშვებოდნენ ციდან. იმ დღეს რეჟიმი დაარღვია,ადრე ადგა, არც უსაუზმია მხოლოდ ხელჩანთა აიღო და სასტუმრო დატოვა.
რამდენიმე საათში სასახლის წინ იდგა. გაიარა უზარმაზარი ალაყაფი , დაცვისთვის მხოლოდ სახელის თქმაც საკმარისი აღმოჩნდა რომ უზარმაზარ ეზოში მოხვედრილიყო. მშვიდად მიაბიჯებდა ეზოში , სახლის კარი მოსამსახურე გოგონამ გაუღო და ღიმილით დაუთმო გზა.
-დილამშვიდობისა... ბატონი ალექსანდრე საუზმობს .წამობრძანდით
-თიკუნაააა მშვენიეროოო ჩემს ბარგს როდის მიხედავ?- მეორე სართულიდან გაისმა თორნიკეს ხმა შემდგე კიბის თავში გამოჩნდა- მარიამ?- გაოცებულმა შეხედა გოგონას და საფეხურები წამში გაიარა- დღეს არ გელოდი ... როგორ ხარ?
-კარგად ...თქვენ?
-მეც კარგად... თიკუნა მარიამს მე გავაცილებ შენ ბარგს მიხედე ხო? მიდი მიდი სწრაფად თორემ დამაგვიანდება - გაუღიმა გოგონას და ისიც სწრაფად წავიდა.- საუზმობს ბატონი ... წამო
-ხელს არ შევუშლი... შემდეგ ვისაუბრებთ
-და მე გამოვტოვო მისი გაოცებული სახე? უკაცრავად მაგრამ ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ- უცებ შეიყვანა ოთახში და მარიამმაც კარგად დაინახა უზარმაზარი მაგიდის თავში მჯდომი ალექსანდრე,რომელიც მშვიდად საუზმობდა და არც მოუშორებია თეფშისთვის მზერა მათი შესვლისას
-დილამშვიდობისა ... სტუმარი გვყავს
-ისე „ხმადაბლა“ საუბრობდი გავიგე უკვე - იმ წამს ახედა ოთახში შესულ წყვილს - ერთი თვით დაიგვიანე მარიამ!
- არ მეგონა დღეებს თუ აითვლიდი
-ყველაფერს ვითვლი რაშიც ფულს ვიხდი!
-ვისაუზმოთ...- სკამი გამოსწია თორნიკემ მარიამი დასვა და თავადაც ჩამოჯდა- ლიკუუუ თეფშები მოგვიტანე
-არ გაგვიანდება შენ თუ ფიქრობ დაგელოდებიან
-საუზმობა დამაცადე ალექსადრე…
ბატონმა ისევ მშვიდად განაგრძო საუზმობა და არც შეუხედავს მარიამისთვის. შემდეგ მოსამსახურე გოგონა შევიდა და მას გახედა
-რა ხდება თიკო?
-მე მინდოდა მეთქვა რომ...ბატონი თორნიკეს ბარგი მზადაა
-მადლობა თიკუნა საყვარელო...რომ დავბრუნდები საჩუქარს ჩამოგიტან
-მორჩი ჩემს მოსამსახურეებთან ფლირტს ერთხელ და სამუდამოდ . თიკო შეგიძლია გახვიდე
-უკაცრავად...-გოგონა სწრაფად გავარდა ოთახიდან ალექსანდრემ კი თორნიკეს შეხედა და თვალები უბრიალა
- ბავშვებს მიბნევ და მიფორიაქებ ...მერე ან ჩემი პერანგი იწვება ან
-ან ან რა ... ნუ ხარ ურჩხული. გაგექცევიან ეგ ბავშვები მე რო არ გყავდე აქ. წავედი ახლა თორემ მართლა დავაგვიანებ . აბა თქვენ იცით ჩემ ჩამოსვლამდე ცოცხლები დამხვდით და ისე მოიქეცით რომ პრობლემები არ დამახვედროთ მოსაგვარებლად-ისე დაარიგა ორივე თითქოს დედა იყო , რომელიც შვილებს მარტოს ტოვებდა სახლში.
-ჭკვიანად ! - ალექსანდრემ მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ისიც გაცილების დროს და შემდეგ მარიამს მიუბრუნდა- ერთი თვე იმ წელს დაემატება და 13 თვე დარჩები ჩემთან !
-ასე არ შევთანხმებულვართ
-ჯერ არც არაფერზე შევთანხმებულვართ !
-ასე უნდა შეცვალო ყველაფერი გზა და გზა?
-დღეს შევთანხმდებით. წამომყევი
-სადმე მივდივართ?
-წვიმაში სეირნობა მიყვარს...დაიმახსოვრე! - რამდენიმე წამში ავტოფარეხში აღმოჩნდნენ სადაც მანქანების კოლექცია იყო .ერთ-ერთის გასაღები აიღო და შავი სპორტული მანქანისკენ გაემართა. საიდანღაც დაცვა გამოჩნდა და წინ აესვეტა
-სად მივდივართ ბატონო ალექსანდრე?
-თქვენ არსად!
-ბატონმა თორნიკემ გვიბრძანა რომ მარტო არსად გაგვეშვით ...
-მე გიბრძანებთ რომ თქვენს ადგილს დაუბრუნდეთ !
-კი მაგრამ ის ...
-მარიამ დაჯექი - კარი გაუღო და დაელოდა. ისიც მოთავსდდა მანქანაში და იმ მხარეს გაიხედა სადაც ალექსანდრე უნდა დამჯდარიყო. ორ წუთში დაჯდა, ღვედი შეიკრა მანქანა დაძრა და სწრაფად დატოვა სახლის ტერიტრია. რაღაც სასიამოვნო მელოდიაც გააჟღერა და სალონში გამეფებული სურნელის გამაბრუებელ ეფექტს სიმღერაც დაურთო.
-ყოველთვის ასე ატარებთ წვიმიან დღეს?
-რამდენიმე საათს მაინც
-რატომ ფეხით არა?
-ფეხით ამ სიჩქარეს სამწუხაროდ ვერ ვავითარებ...ეფექტებიც ნაკლებია
-დაცვის გარეშე ხშირად დადიხართ?
-ამ ქალაქში თითქმის არასდროს ... მხოლოდ წვიმის დროს და მხოლოდ ამ მანქანით
-ბევრი მსგავსი ჩვევა გაქვთ?
-უამრავი... სიჩქარის არ გეშინია იმედია ხო?
-არ ვიცი ...ალბათ არა
-მაშ გავარკვიოთ- მაგისტრალზე გაიჭრა და მანქანებს შორის ისე დაიწყო მოძრაობა მარიამს საოცარი შეგრძნება დაეუფლა. ჯერ გზას უყურებდა მერე ალექსანდრეზე გადაიტანა მზერა ,იმდენად კარგი სანახაობა იყო ორივე აღარ იცოდა რომელი აერჩია ბოლოდ მაინც გზას უყურებდა . სავარძელს მიეყრდნო და სიჩქარისგან გამოწვეული ადრენალინის შეგრძნება დაიწყო- აშკკარად არ გეშინია
-ახლა მე ვმუშაობ?
-არ მითხრა რომ მოსაწყენი სამუშაო გაქვს
-მარტოობას განიცდი ?
-ისეთი ადამიანების ნაკლებობას ვინც ყველანაირს ამიტანს
-მე ამ ატანისთვის სწავლას მიფინანსებ და უკვე სიყალბეა
-არ მიჯერებ მაინც ხომ?
-ძნელია ,არ მეთანხმები?
-მაგრამ არა დაუჯერებელი
-დრო მჭირდება შენს გასაცნობად , ბევრი დრო და მაინც მე რა უნდა გავაკეთო
-შენი კოტეჯი გექნება... ეზოში რომაა იქედან ერთ-ერთი . დამიჯერე აჯობებს სახლში არ იყო, იქ არის უკვე ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს . შემდეგ უბრალოდ იცხოვრებ ისე როგორც მე
-შენი „მე“ გავხდე ? აჩრდილი თუ რა ვიცი
-ხო რაღაც ეგეთი
-არ გეშინია რომ ზედმეტად ბევრი მეცოდინება?
-ჩემნაირებს შიში არ შეუძლიათ
-როგორი ხარ შენ
-ადამიანი რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს...სულიც კი დიდი ხნის წინ დაკარგა - წრეზე ისე მოუხვია ცოტაც და მანქანა მოსრიალდებოდა სველ გზაზე.
დიდხანს დუმდა მარიამი...ალექსანდრეც არაფერს ამბობდა .
-ყველა მშვიდად დადის ,ყველგან კამერებია და არ გეშინია რომ მიხვდებიან ვინ ხარ?
-ისედაც იციან... იმ კამერებს მამა ბატონი განაგებს საერთოდ ყველას და ყველაფერს რაც ამ ტერიტორიაზეა
-ქალაქის მერის შვილი ხარ?
-ერთადერთი მემკვიდრე და კაცი რომელსაც ვერ იმორჩილებს ...გაქვს პატივი მიცნობდე
-მის ხარჯზე ცხოვრობ?
-ერთი შეხედვით ჩემი „მამიკოს განებივრებული ბიჭის ცხოვრება“ მისი ფულების ფლანგვითააა ცნობილი . შემიძლია დავაშავო და მე არ მომიხდეს გამოსწორებაზე ფიქრი , მერი თავის იმიჯს უფრთხილდება და ჩემს დასვრილს ისე სწრაფად წმენდის კვალიც არ რჩება.
-და რეალურად ?
-მე და თორნიკეს საერთო ბიზნესი გვაქვს რომლის რეალური მფლობელი თორნიკეა და ჩემი სახელი იმდენად დაფარულია რომ „მამა ბატონმაც“ არ იცის . სინამდვილეში ჰგონია რომ ყველაფერი იცის ჩემი ცხოვრების შესახებ , ისე კი არც არაფერი იმის გარდა რაც მინდა რომ იცოდეს
-ყველას შესახებ თუ იცის თორნიკეს შენს სახლში ცხოვრებას როგორ ხსნით
-თავის უკანონო შვილს ნამდვილად არ შეეხება...იმიტომაა ასეთი თავისუფალი რომ „მამიკო“ მის ცხოვრებაში იოტისოდენადაც არ ერევა . ერთადერთი შეთანხმება აქვთ რომლის მიხედვითაც თორნიკეს ვინაობას ვერავინ გაიგებს სამაგიეროდ შეუხებელია
-გაბრიელი როგორ გაიცანი... არ მითხრა რომ ისიც ძმაა
-მე და გაბრიელი ძმები? ეგეთი ქალი ვერ იარსებებდა ამდენად რომ დაემსგავსებინა შვილი - გაიცინა და მოყოლა განაგრძო- გაბრიელი მეგობარია რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ . არაბიოლოგიური ძმაა , „სისხლის გარეშე ერთგული „
-შენს სახლში მყოფებზე რას იტყვი
-თითოეული მათგანი გამოცდილი მყავს , ერთგულება უფასდებათ შესაბამისად
-რატომ ხარ დარწმუნებული რომ მამაშენი მათ მოსყიდვას არ შეეცდება
-მოსყიდული ჰყავს კიდეც ყველა...ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობს . ყველა ვინც ჩემს ირგვლივაა წარმოგიდგენია? იცი რამდენ ფულს აძლევს?
-ანუ ისინი ორივესგან იღებენ“ ხელფასს“ რეალურად კი იმ ინფორმაციას აწვდიან რაც შენ გსურს
-ზუსტად !
-შესანიშნავად დაგიგეგმავს... ვაღიარებ! მამასთან ურთიერთობა საკმარისად გასაგებია და დედაზე არაფერს მეტყვი?
-დედა ამოუცნობი არსებაა...ეგ ორი ერთად რომ არიან მოკლედ რომ გითხრა ერთადერთ შემთხვევაში მებრალება მამა ,როცა დედასთან ერთად ვხედავ. ამავე დროს დედაც მებრალება ასეთ კაცთან რომ ცხოვრობს მთელი 45 წელია ! სხვას ვერაფერს გეტყვი თუ არ ნახე ვერ აგიხსნი ... თორნიკეს დედა მამას ერთ-ერთი მუდმივი საყვარელი იყო არის და ალბათ იქნება. ჰყავს ასეთები მამას ბლომად თუმცა თინა გამორჩეული... თორნიკეს მასთან ურთიერთობა არ აქვს ... ვერ ვიტყვი რომ არ უყვარს უბრალოდ მასთან ცხოვრება არასდროს შეეძლო . ჩემზე 10 წლით პატარაა და ფაქტობრივად სულ ჩემს გვერდითაა შესაბამისად მარტო რაც გადმოვცხოვრდი მას მერე ჩემთან ცხოვრობს
-ანუ დედას გავხარ ამოუცნობი ხასიათით... რამდენი წლის ხარ? თორნიკე ფაქტობრივად შენი გაზრდილია და ამიტომ ენდობი ასე ძალიან თორემ სისხლით ნათესაობა ბევრს არაფერს ნიშნავს
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ორივეს ვგავარ. მე 33 წლის ვარ ...ნანატრი ვაჟიშვილი ვარ ,რომელსაც დიდხანს ელოდნენ . დარწმუნებით რომ არ ვიცოდე ვიფიქრებდი რომ მიშვილეს რადგან დედას პრობლემები ჰქონდა ,მაგრამ ნამდვილად მათი შვილი ვარ. ჩემ ოჯახზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება მე კი არ მინდა ... შეგიძლია სხვა დროს მკითხო
-კარგი და დავიჯერო 33 წლის კაცს საცოლე თუ არა შეყვარებული მაინც არ გყავს მამა რომ დაამშვიდო მომავალი მემკვიდრის მოლოდინით?
-საცოლე მყავს სწორედ მაგ ამბისთვის ,რომ არ შემაწუხონ და თავად არ შემტენოს ვინმე უკვე წლებია მყავს კატო
-კატოს როგორღა მართავ?
-და იქნებ მიყვარს
-შეყვარებულ კაცს არ გავხარ და ძალიან გთხოვ ეჭვი ნუ შეგაქვს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში
-კატო ისეთი ოჯახიდანაა „მამიკო“ რომ ვერაფერს დაუწუნებდა ... მასაც ვჭირდებოდი და ხომ იცი ხელი ხელს ბანს ორივე ერთად კი პირს
-დავიჯერო ქალებს არ იცნობ? შეუძლებელია ოდესმე წავიდეს შენი ცხოვრებიდან ...მხოლოდ მაშინ როცა თავად აღარ ენდომება რაც ძალიან მეეჭვება
-კარგად ვერ გაიგე ... კატოს სჭირდება კაცი რომელიც დააკმაყოფილებს და მისთვის სულერთია ეს კაცი კიდევ რამდენთან იქნება . რაც შეეხება ბოლოს...მასთანაც მომიწევს ალბათ დამშვიდობება და მაგ დროისთვის მოვიფიქრებ რამეს ისეთს თავად რომ წავიდეს
-გგონია რომ ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვას შეძლებ?
-შენ არ გგონია ?
-ძირითადად კი...ზოგჯერ არა
-პატარა ხარ ჯერ ... მერე მაგ „ზოგჯერსაც“ გააქრობ. დამიჯერე სიკვდილიც კი ისეა შესაძლებელი როგორც თავად მოისურვებ
-რა სტატუსით გააცნობ ჩემს თავს სხვებს
-უსტატუსოდ იქნები
-და ყველა სხვადასხვა რამეს იფიქრებს
-მართალია ... თუ გადარდებს ეგ ამბავი მოვიფიქრებ ისეთ სტატუსს რომელიც ყველასგან დაგიცავს
-მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია არავინ შემაწუხოს .ხომ იცი ვერ ვიტან როცა ჩემი სიმშვიდის დარღვევას ცდილობენ
-ვერ დაგპირდები რომ არავინ ეცდება შენთან კონტაქტის დამყარებას ,მაგრამ მშვიდად იქნები ამას გპირდები .საღამოს გადმორიცხავენ ფულს შენს ანგარიშზე ...შეგიძლია შეამოწმო
-არ მინდა !
-უკაცრავად?- ალექსანდრემ იმ წამსვე მოაშორა გზას თვალი და მარიამს მიაპყრო მზერა
-წასვლისას გადმორიცხონ ,ასე მინდა !
-როგორც გენებოს ...
-განსხვავებული ხარ სრულიად სხვა და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება იქ ,ბრძოლის დროსაც ნამდვილი იყო და ახლა ეს საკუთარ გარეგნობაზე და სიამოვნებაზე მზრუნველი ბიჭიც
-გგონია მე ვხვდები?
-შენ მგონი ჩემი საშუალებით აპირებ საკუთარი თავის შესწავლას
-შენც იმიტომ არ დამთანხმდი რომ გაინტერესებ?
-არ უნდა მაინტერესებდე? ერთადერთი ხარ ვინც თან მგავს და თან ამოუცნობია... მეჩვენება თუ ყოველ მეორე ადგილს ერთი სახელი აქვს -შენობებს აკვირდებოდა საუბრის პარალელურად ქალაქს სწავლობდა
-ჩემი ოჯახის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრი , საიუველიორ მაღაზია, ბანკი და სხვა და სხვა
-და ყველაფერი თუ თქვენია აქ სხვა მდიდარი ადამიანი არ ცხოვრობს?
-მამაჩემის ფინიები არიან ყველანი ...ხალხი კი ერთდროულად იღებს ხელფასს და ხარჯავს ფულს .
-ერთი შეხედვით სამოთხეს ჰგავს
-ხალხი რომ შეიტყუოს ...რეალურად კი მხოლოდ ისინი არიან ბედნიერები ვინც მამას ემორჩილებიან
-სახლში ვბრუნდებით?- გზას რომ შეხედა მიხვდა რომ იგივე გზას გადიოდნენ
-უკეთსხვა დროს დაათვალიერებ ...
..........
თიკუნა გახლდათ მარიამის გიდი. საყვარელი გოგონა იყო, მის მიმართ დადებითად განეწყო. სასახლის დათვალიერების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელსაც მიაღწია. ყველაფერი იყო ირგვლივ, ვერაფერი მოიფიქრა რის მოთხოვნასაც შეძლებდა. მაგიდაზე ახალი ტელეფონი და ლეპტოპი იდო. ყველა ნივთი რაც შეიძლება დასჭირვებოდა . მობილურზე ალექსანდრეს შეტყობინებაც მიიღო ,რომელიც აუწყებდა ,რომ მისი პირველი გამოჩენის დრო იყო. ახალი სამოსი, აქსესუარები, სხვა ქალს ჰგავდა,მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა სხეულს როგორ დაიფარავდა ,მთავარი მაინც მისი პიროვნება იყო,რომელიც ასე საინტერესო გახლდათ. ალექსანდრე ეზოში იჯდა და მობილურით საუბრობდა
-ცოცხალი ვარ ... მარიამიც . რა უცებ გითხრა თორნიკემ როგორც კი ჩაფრინდა ეგრევე მოგწერა ხო? მოდიხარ? სად ხარ ! მანდ რა გინდა ... ჩამობრძანდი ვის აშინებ .თუ უნდა თითონ დაგირეკავს .არ მაქ ახლა შენი მოსმენის დრო - მობილური მოიშორა და სავარაუდოდ გაგიჟებული გაბრიელი უფრო გადაიყვანა ჭკუიდან. შემდეგ წამოდგა და ამჯერად ჯიპისკენ წავიდა. უკან დაჯდა და მარიამს დაელოდა. მძღოლმა წაიყვანა უკან დაცვა მიჰყვებდოათ
-სად მივდივართ?
-კალათბურთის სათამაშოდ ...
-რომ წვიმს იცი?-მისკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა
-შეგიძლია ხმამაღლა მესაუბრო კობასთან შეიძლება
-დარბაზში დაცვა დაგყვებათ?
-ყველგან დამყვება, თავს რომ დამესხან ვინმემ ხომ უნდა დამიცვას
-დაგიცვას შენ ....თქვენ .დამცინი ალექსანდრე?
-შენ არ იცი რომ მდიდარი ბიჭების შელამაზება არ შეიძლება?-გაიცინა და თვალი ჩაუკრა.მარიამი გაჩუმდა და კრინტიც არ დაუძრავს მგზავრობის დროს. დარბაზის ნაცვლად სპორტულ კლუბში აღმოჩნდა . ირგვლივ იმდენი რამე იყო დათვალიერებასაც ვერ მოასწრებდა. უბრალოდ ალექსანდრეს გაჰყვა თან კი იქ მყოფი ხალხის მზერა მიჰყვებოდა. ბატონს თავისი ოთახი აქაც ჰქონდა და პირდაპირ იქეთ წავიდა.
-ეს ჩაიცვი- კარადიდან ტანსაცმელი და კედები გამოიღო მარიამს მიაჩეჩა ხელში და იქვე გადაიძრო მაისური. შემდეგ სადღაც გავიდა დარბაზში ვიქნებიო მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. სწრაფად გამოიცვალა, თმა შეიკრა და ოთახიდან გავიდა . დარბაზს მარტივად მიაგნო და პირდაპირ სკამებისკენ დაიძრა იქ იმდენი გოგო იყო აშკარად უნდა შეერჩია სწორი ადგილი . ბოლოს ისე დაჯდა რომ გოგონებსაც მოუსმენდა , თამაშსაც უყურებდა და მშვდიდადაც იქნებოდა. ალექსანდრე მალევე დაინახა სხვა ბიჭებთან ერთად ჯერ იფიქრა ამ ორმეტრიან ხალხთან ერთად როგორ თამაშობსო,მერე უბრალოდ დაელოდა თამაშის დაწყებას. მიხვდა როგორ ეძებდა თვალებით ალექსანდრე და წამსვე მიწერა სადაც იჯდა. ბიჭს მობილური ხელში ეჭირა შეტყობინება რომ წაიკითხა გაეღიმა და ისევ განაგრძო საუბარი. აშკარად ვიღაცას ელოდნენ თუმცა ღელვა და გაბრაზება ნამდვილად არ ეტყობოდათ სანდრო კედელზე მიყრდნობილი იდგა და ბიჭებს ესაუბრებოდა . გოგონების ხმამ ყურადღება მიიქცია და უკვე სმენაც დაიწყო თვალთვალთან ერთად
-სანდრო მოვიდა და ვის ელოდებიან? დავიქანცეე რაა აქ მის სანახავად მოვედით ამ წვიმაში - წუწუნებდა გოგონა და თან სელფს იღებდა . -გაიღიმეეე ეკუუუ
-ბექას ელოდებიან გოგო ...როდის თამაშობენ მის გარეშე
-აუუ ეგ კიდე სულ როგორ იგვიანებს...პაციენტთანაც ეგრე თუ დაიგვიანებს მოკლავს უეჭველი=აკისკისდდა გოგო ,მაგრამ მალევე გაჩერდა- აუუუ ნახე აქეთ იყურება მე მიყურებს ნეტავ?
-იქნებ მე მიყურებს
-შენ გქონდა შანსი და გამოიყენე ახლა თუ შეიძლება მადროვე
-არ უნდა წამოვსულიყავი რომ ვუყურებ ცუდად ვხდები ... მინდება შემოვახიო ყველაფერი აი დამეწყო უკვე ცუდად ვარ- ისე ამოიკვნესა გოგომ რომ არ გაეხედა არ შეეძლო
-ვინ გთხოვდა რომ გამოიქეცი? იმ ქერა ალქაჯს შეხედე წინ დასკუპდა ნეტა ბურთი მოხვდეს იმ გადაღებილ სახეში
მარიამი იაზრებდა ბექას ვინაობას და ის იყო უნდა გასულიყო იქედან მისი ყოფილი შეყვარებული რომ გამოჩნდა დარბაზში. როგორც ყოველთვის ხმაურით შეაბიჯა ყველას მიესალმა გოგონებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კიდევ კარგი მარიამი ვერ შეამჩნია. მალევე დაიწყო თამაში. ისეთი მოწინააღმდეგეები იყვნენ ბოლოს ქანცგაწყვეტილები დარბოდნენ, ალექსანდრეს რა გამოაცლიდა ძალას არ იცოდა ,მაგრამ ფაქტია ხედავდა როგორ მოიშორა ნახევრად სველი მაისური და თითქოსდა დაქანცული ჩამოეკიდა მხარზე ერთ-ერთ მოთამაშეს
-ოოო როგორ დაცხა ჰაერი აღარ მყოფნის რა დიდი სიამოვნებით ვაკოცებდი ახლა ...ოოო ღმერთო ნამდვილი საოცრებააა როგორმე უნდა შევაბა თორემ ლომკა მაქვს - კრუტუნებდა ჩუმად და ტუჩებს იჭამდა ისე უყურებდა ბიჭს ლამის გონება დაკარგა. სხვა გოგონებიც ბიჭებზე საუბრობდნენ ზოგი ლაივსაც იღებდა და ძალიან ჩართული იყო „საქმეში“
კიდევ მრავალი სასაცილო კომენტარი მოისმინა და ღიმილსაც ვერ იკავებდა უფრო დასცინოდა ამ ორ უჭკუო არსებას და სხვა იქ მსხდომს ვიდრე იცინოდა ,მაგრამ მაინც ღიმილი არ მოშორებია სახიდან. თამაში ალექსანდრეს გუნდმა მოიგო თუმცა არა მისი დამსახურებით. ცუდად არ თამაშობდა ,მაგრამ სხვები აშკარად კალათბურთელები იყვნენ. გოგონები რომ წამოდგნენ კივილ წივილით დრო იხელთა და იქაურობას გაეცალა. სწრაფად გამოიცვალა ყველაფერი აიღო და მანქანაში ჩაჯდა. დაბურული მინიდან უყურებდა ეზოში მყოფებს და მათ შორის ბექასაც. ბიჭის გვერდით მისი ახალი შეყვარებული იყო. გოგონა დაგვიანებით მივიდა და ახლა ერთად ტოვებდნენ იქაურობას . ალექსანდრე გვიან გამოვიდა და მანქანაში მას მერე ჩაჯდა რაც ყველამ დატოვა ტერიტორია.
-რატომ არ დამელოდე?
-რატომ არ მითხარი ბექასთან შესახვედრად თუ მივდიოდი?
-იცნობ?
-არ იცი?
-რა
-არაფერი ისეთი... შეყვარებული იყო ადრე და შენს გარეშე ვერ გადავწყვიტე უნდა შევემჩნიე თუ არა
-შოკირებული ვარ- რამდნეიმე წუთი უყურებდა მერე კი ხარხარი დაიწყო - არ მჯერა რომ მისნაირები მოგწონს . კაი რა მარიამ შემარცხვინე საკუთარ თავთან
-მისი მსგავსი რა...არ მოგწონს იდეალურთან მიახლოებულია და ვერაფერს მეტყვი ისეთს რაც აზრს შემიცვლის
-იდეალურთან მიახლოებული რომ არის მაგიტონ მიკვირს როგორ მოგწონდა!თუმცა რომ დაშორდით ეგ უკვე სხვა ამბავია . იცნობ მის შეყვარებულს?
-არა ...იმედია კარგი გოგოა
-ცუდისთვის არ გემეტება საყვარელი ბექუსააა ?
-კითხვა სჭირდება იმას რომ ბოღმა შეყვარებული არ ვარ ?
-როცა უყვართ მაშინ უნდათ საუკეთესო . შენ გიყვარს?
-რომ მყვარებოდა სხვისი შეყვარბეული არ იქნებოდა , არ უნდა მეკითხებოდე !
-ეგრე მე ყველაფერს ვხვდები და ვერ გვილაპარაკია
-ბექაზე როგორ არ იცოდი
-არ გჯერა?
-ვთქვი რომ არ მჯერა? უბრალოდ ის იცით რომელ საათზე რას ვაკეთებ და ჩემი ერთადერთი შეყვარებულის შესახებ წესით უნდა გცოდნოდა
-პირადი ცხოვრების დეტალები არ მიკითხავს... თორნიკეს ეცოდინება .ისე მხოლოდ ერთი კვირა გაკვირდებოდნენ და აქედან გამომდინარე იციან რომელ საათზე რას აკეთებ...აღარ მინდა ამაზე საუაბრი მაინტერესებს რა იყო ასეთი სასაცილო თამაშში მთელი ეს დრო რომ ვერ გაჩერდი
-თამაშში არაფერი -ისევ ჩაეცინა და ტუჩები მოკუმა
-ისევ იცინი ...
-არ შეიძლება ჩემთვის?
-კარგი რა მითხარი საიდუმლოა?
-არაა უბრალოდ შენი დანახვით აგზნებული ორი ქალის რეპლიკებზე მეცინებოდა რომელთაგან ერთ-ერთი უკვე იყო შენთან და საერთოდ კრუნჩხვები ჰქონდა და ლამის დაცვას დავუძახე რომ ეცადა შენზე ძალადობა მე ვერ დაგიცავდი ...მეორე კი ასე მეგობრულად ეუბნებოდა რომ ერთი სული ჰქონდა როდის დაგკერავდა - სიცილი ისევ ვერ შეიკავა ალექსანდრეს რეაქცია არ ჰქონია
-სასაცილო რა ნახე მანდ გულისამრევი უფრო უნდა ყოფილიყო შენთვის და ზოგადად ქალისთვის კი თანაგრძნობის აღმძვრელი
-ამაზრზენი ნამდვილად იყო ,მაგრამ არ შემეძლო სიცილის შეკავება საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ქალს მსგავსი ფანტაზია თუ ჰქონდა მე კაცები მეგონეთ გარყვნილი ფანტაზიების მქონე
-ასე თუ ხედავ ამ საკითხს სიცილი მთელი წელი არ მოგაკლდება - კარი მაშინვე გააღო როგორც კი გაჩერდა მანქანა და სწრაფად გადავიდა-დალის ვეტყვი სადილი მომიმზადოს წამომყევი სალაპარაკო იმდენი გვაქ სჯობს დროულად მოვრჩეთ რომ მერე გავჩუმდე თორემ მალე დავიღლები შენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით
-სწრაფი ეფექტისთვისაა საჭირო თორემ რაც მითხარით თავადაც გავიგებდი როგორმე
-ხო როგორ არა სამი ოთხი წლის შემდეგ...-სახლში სიცილით შეაბიჯა და მაშინვე დაიძახა- დალიიიიიიიიიი - მზარეულის ხმა არ გაუგიათ მაგრამ გოგონები ერთმანეთის მიყოლებით გამოვარდნენ თან ისე რომ ლამის სრიალი დაიწყეს იატაკზე
-ბატონო ალექსანდრე დაბრუნდით? იცით იცით ჩვენ დალი
-თიკო შეწყვიტე ბუტბუტი და უბრალოდ თქვი რა ხდება
-დალის ქალიშვილი გახდა ცუდად მგონი აპენდიქსის ოპერაციას უკეთებენ და საავადმყოფოშია თქვენ ვერ დაგიკავშირდათ და
-დაბრუნდება დღეს საერთოდ?
-არ ვიცით ჩვენ... ხომ არ გაუბრაზდებით?
-სადილი რომ არ მაქვს ხომ იცით რა მემართება?
-ხო ჩვენ ...ჩვენ რომ ვერ არ
-მე მოვამზადებ...რამე განსაკუთრებულს მიირთმევ თუ ნებისმიერი რამ შეიძლება
-მარიამ მზარეულად არ მომიყვანიხარ- ზემოდან დახედა და ზედმეტად მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა ამ დროს ,რაც მარიამს არ ესმოდა
-რა მნიშვნელობა აქვს ... ხომ შეიძლება მოვამზადო და თან ვისაუბროთ თორემ მეც დავიღალე ყოველ წამს კითხვების დასმით ვერ ვცნობ საკუთარ თავს და არ მომწონს. დღესვე დავასრულოთ
-ჩვენ დაგეხმარებით ...- თიკუნამ მაშინვე უთხრა
-არაა საჭირო თქვენი საქმე განაგრძეთ
-მართლა?
-გააკეთეთ რაც გითხრათ ...სამზარეულოს სიახლოვეს არ დაგინახოთ
-კარგით ... როგორც იტყვით-ისევ იმ სიჩქარით დატოვეს იქაურობა და ორივე სადღაც გავარდა
-რაღაცას მალავენ ,მაგრამ ჯანდაბას არ მაინტერესებს .სამზარეულო საერთოდ იცი სად არის?
-ვიცი ... გუშინ მაჩვენა თიკომ
-ზემოთ ავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ დაიწყე შენ. ძალიან მშია
-ახლა პატარა ბავშივით უნდა იძახო ყოველ წამს რომ გშია?
-უკაცრავად?
-მაპატიე უბრალოდ ...წავედი - სწრაფად შებრუნდა რომ მიხვდა ზედმეტად გათამამება გამოუვიდა და დაკარგა საკუთარი ადგილი.
სამზარეულოში იყო, წინსაფარი გაიკეთა და მაცივარში შეძრომის შემდეგ რამდენიმე კერძის მზადება დაიწყო რაც ბატონ ალექსანდრეს დაანაყრებდა. ბატონი სწრაფად შევიდა ხმაურით დაჯდა და მაგიდაზე დააწყო ხელები
-მალე იქნება?
-სულ არ იკითხავ იმ ქალის შვილი როგორაა?
-ამ თვეში მესამე ბრმა ნაწლავს აჭრიან და გადაიტანს როგორმე
-ანუ იცოდი რომ მოგატყუეს და არაფერი უთხარი?
-ადამიანები არიან ისინიც ალბათ რამე საქმე აქვს... ეჭვიანი არ ვარ მარიამ ისინი უკვე გამოვცადე და ვიცი რომ ჩემ წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებენ . ერთგულებას დაფასება უნდა ასე რომ ზოგჯერ თვალის დახუჭვა არაფერს მავნებს . თორნიკე რომ არ არის ისინიც არეულები დარბიან მაგათი წამალი ბატონი თორნია
-ანუ?
-ჩემს ჯუჯღუნს ვერ იტანენ და თორნიკე რომ ელაპარაკება იშაქრებიან . ლამაზები არიან, მაგრამ ვგავარ იმ კაცს მოსამსახურეს რომ შეაცდენს?
-იმ ბიჭებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ
-მეგობარი მხოლოდ ორი მყავს დანარჩენი ყველა ნაცნობია მარიამ მათ შორის შენი ბექუნაც-განგებ ახსენა ბიჭი და ირონიულად ჩაიცინა კიდეც
-სასაცილო რა არის ყველას შენნარი ბიჭები ხომ არ მოეწონება
-ვერ ვიტან როცა ვინმეს მადარებენ!
-ვერც მე !
-ხოდა ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რაც გამაღზიიანებს თორემ ბოლოს კარგ დასასრულს ვერ მიიღებ
-მუქარასაც ვერ ვიტანთ!
-იმედია გემრიელად ამზადებ თორემ რესტორანში წასვლა მომიწევს- თემა წამსვე შეცვალა და ვიღაცასთან მიმოწერაც განაგრძო. მობილურში იყო ჩამძვრალი და სოციალურ ქსელს არ შორდებოდა
-იდიოტი განებივრბეული ბიჭის როლი არ გბეზრდება?
-ზოგჯერ ისე მბეზრდება რომ რამე ჭკვიანურის თქმა მინდება ,მაგრამ მახსენდება ვინ არიან ჩემ გვერდით და ვჩერდები
-რაში გჭირდება ეს თამაში
-მამაჩემმა რომ გაიგოს საქმის მართვა შემიძლია თავის ბინძურ ბიზნესში ჩამრთავს და ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. მირჩევნია თავისუფალი ვიყო და ვაკეთო ის რაც მომწონს . მეორედ ნამდვილად არ დავიბადები ერთხელაც საკმარისია ჩემი დედამიწაზე ყოფნა
-მაინც პატარა ჭირვეულ ბიჭს გავხარ ამ დროს
-ახლა იმის მტკიცებას ვერ დაგიწყებ რა სჯობს და რა არა !
-ვახშამს კიდე შეჭამ? ახლა წესით ვახშის დროა
-არ ვიცი თუ ენერგია დამეხარჯება შევჭამ თუ არა და ვახშამი იქნება
-არანაირი განრიგი არ გაქვს ცხოვრებაში? აი ასე უბრალოდ აკეთებ იმას რაც გზად შეგხვდება?
-ზუსტად!
-მაინც ახერხებ სიტუაციის კონტროლს!
-გშურს?
-ცოტა...მზადაა შეგიძლია მიირთვა -სწრაფად გაამზადა სუფრა და სკამზე დაეშვა.ერთი სიტყვა არ უთქვამთ ,შემდეგ ისევ ალექსანდრეს მობილური ამღერდა ვიღაცას ესაუბრა ჩვეული ორსიტყვიანი წინადადებებით და სერიოზული ხმით . მობილური დადო და წამოდგა
-მოემზადე ...კლუბში მივდივართ
რამდენიმე საათში კლუბში იჯდა ,ალბათ ქალაქში ყველაზე ცნობილი ადგილი გახლდათ,უამრავი ადამიანი ირეოდა ირგვლივ . ბართან დაჯდა მაღალ სკამზე და შეეცადა მოკლე კაბა ზედმეტადაც არ აწეულიყო მაღლა. ცდილობდა ყურადღება არ გაემახვილებინა სამოსზე,მაგრამ მაინც შეჩვევა მოუხდებოდა. მსუბუქ კოქტეილს მიირთმევდა და სიტუაციას აკვირდებოდა.
უკან დაბრუნება მეორე მანქანით მოუხდა რადგან ბატონი გოგონების თანხლებით წავიდა კლუბიდან. ასე დასრულდა პირველი დღეც.
მშვიდად იდგა უზარმაზარ საწოლთან და ძილის წინ ლოცულობდა. შემდეგ დაწვა და რამდენიმე წამში დაეძინა კიდეც. უცნაური ღამე ჰქონდა, წლების შემდეგ კიდევ ნახა კოშმარი,რომელიც თითქოს აღარ აწუხებდა.
............
ერთი თვე იმდენად სწრაფად გავიდა რომ ორგანულად მიაჩნდა ყოველი წამი. თითქოს მთელი ცხოვრება ამ გრაფიკით გაატარა და უცხოს ვერაფერს ხედავდა. როგორც ყოველთვის შეეჩვია სიტუაციას, მეორგო, კომფორტული გარემო მოიწყო და ყველაფერი შეისწავლა. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უნახავს ალექსანდრეს ოჯახისწევრები და საცოლე. მხოლოდ „ნაცნობები“ სხვადასხვა გოგო ,უმეტესად გოგონები სტუმრობდნენ ღამით და დილით მათი კვალიც არ ჩანდა. თიკოს და ლიკას კარგად გაუგო , იმდენად საყვარელი გოგონები იყვნენ დისტანციის დაცვის სურვილიც არ ჰქონდა. ბევრი რამ მათგანაც გაიგო და სიმშვიდეც შეიგრძნო. ზაფხულის ცხელ დღეებს ბატონი ძირითადად სპორტულ კლუბში ატარებდა. უამრავი აქტივობით იყო დაკავებული დღის განმავლობაში იმდენ ენერგიას ხარჯავდა ცურვის, თამაშის და უბრალოდ გართობის დროს რომ ენერგოვამპირს ჰგავდა. მარიამი უბრალოდ უყურებდა იწვა შეზლონგზე, იჯდა მაყურებლის სკამზე როცა თამაშობდა და ესეც კი აცლიდა ძალას,წამში ეძინებოდა ბალიშზე თავის დადებისას. ალექსანდრეს კი სულ რამდნეიმე საათი ეძინა ისიც დილით. შეეძლო შუადღის ორზე ამდგარიყო ანდაც დილაადრიან გაეღვიძა და იმდენ ხანს ევარჯიშა სახლის ტრენაჟორების ოთახში რომ დაღამებულიყო. ერთ დღეს ბიჭებთან ერთად იმდენს დალევდა რომ ყველა გათიშული იყო მეორე დღეს კი წვეულებაზე წვენის გარდა არაფერი გაესინჯა. ეწეოდა მხოლოდ კლუბში , დალევის დროს ან სახლში აივანზე ყოფნისას. იცვამდა საოცრად გემოვნებიანად და იყო ყოველთვის მოწესრიგებული. ვერ იტანდა უწესრიგობას სახლში ეს გოგონებისგან იცოდა და ისინიც იმდენად ყურადღებიანები იყვნენ რომ მტვრის ნაწილაკსაც კი არ ტოვებდნენ სადმე. ალექსანდრეს ოთახს ყოველთვის ლიკა ალაგებდა თიკომ მე იქ არასდროს შევსულვარო , ერთხელ შემთხვევით სუნამო გავუტეხე და მას მერე ლიკუნას გადააბარა თავისი ოთახიო. დალის გარდა სახლში საჭმელს არავინ აკეთებდა. თორნიკე და გაბრიელი არ ჩანდნენ, როგორც გაიგო გაბრო ისვენებდა თორნიკე კი საქმეებს აგვარებდა.
დილით ადრე გაეღვიძა ფარდების გადაწევა დაავიწყდა და მზე პირდაპირ თვალებში ანათებდა , იძულებული იყო ამდგარიყო. მოწესრიგდა თხელი მოკლე სარაფანი ჩაიცვა ,თმა მაღლა შეიკრა და კაბის შესაფერი ფეხსაცმელი მოირგო. სახლში შესულს სრული სიმშვიდე დახვდა, დერეფანს გაუყვა და ალექსანდრეს ტრენაჟორებით სავსე ოთახამდე მიაღწია ,არც შემცდარა ბატონი იქ იყო . ჯერ ვერ შენიშნა შემდეგ მაღლა აიხედა და რკინის ძელზე ჩამოკიდებულს თვალი ააყოლა. ყურსასმენები მოერგო ტელეფონი შორტის ჯიბეში ჩაედო და ისე აკეთებდა აზიდვებს. თვალები რომ გაახილა და მარიამს შეხედა ერთი ხელი მშვიდად აუშვა რკინას და ყურსასმენები მოიხსნა
-ამ დროს რატომ ხარ აქ?
-როგორ ახერხებ ამას ვერ მეტყვი?
-რას -ძირს ჩამოხტა და შორტი გაისწორა . შემდეგ ბოთლით წყალი აიღო და სულმოუთქმელად დალია
-წუხელ სახლში დაბრუნდით სამ გოგოსთან ერთად ...სამთან ,არც მეტი არც ნაკლები. გვიან დამეძინა ეზოში ვიყავი და დავინახე როგორ გამოვიდნენ ერთი ქერა ,ერთი შავგვრემანი და ერთი რიჟა იყო ... მას მერე აივანზე იჯექით და თორნიკეს ელაპარაკებოდით იმხელა ხმაზე დაუღრიალე ნუ აჭიანურებ დროზე დაასრულე საქმეო მთელს ეზოში ისმოდა ხმა ... ახლა კი აქ ხართ სულ მთლად სველი და კიდევ აგრძელებთ ვარჯიშს ... და ბოლოს მეც მინდა
-რა გინდა სამი ქალი ერთი ქერა ერთი შავგვრემანი და ერთი წითური ? აღიარე სულ ვიცოდი რომ ნორმალურ ქალს ბექა არ მოეწონებოდა ... როგორ შეიძლება მის მსგავს წიგნის ჭიას კოცნის საშუალება მისცე და მითუმეტეს მაგასთან დაწვე .ალბათ ორ წამში ათავებს რო მერე ადგეს და იმეცადინოს
-დილიდან კარგ ხასიათზე ხარ ... შესანიშნავია. გუშინ კი დაცოფე ყველა
-ქერები უფრო მოგწონს თუ შავგვრემნები მარიამ?
-გეყოფა!
-სერიოზულად გეკითხები ... მე ლეზობოსელები მიყვარს და
-ალექსანდრე!
-რა გინდა რააა ...გისმენ
-ენერგია მჭირდება... მითუმეტეს მომავალში როცა აქედან წავალ . ვგრძნობ რომ რაც უფრო მემატება საქმე მით უფრო ვიღლები და ვზარმაცდები . როცა მუშაობა მომიწევს, რამდენიმე წუთიან ძილს ვერ გავუძლებ
-ენერგიის ცვლა უნდა მოახდინო სწორად... ისეთ რამეზე უნდა დახარჯო რაც უკან დაგიბრუნებს ბუმერანგივით შენს ენერგიას -ვარჯიშს განაგრძობდა, ღრმად სუნთქავდა და მარიამს არც უყურებდა ისე საუბრობდა
-რომ გაჩერდე არ შეგიძლია?
-ისე ნაბიჯს არ დგამ და ასე მაინც დამყვები უკან - ტუჩის კუთხე ჩატეხა და კიდევ ერთხელ ასწია უზარმაზარი გირა
-ეგ რამდენი კილოა?
-100 მგონი...ცდი?
-დღეს ერთი თვე გავიდა ჩემი აქ მოსვლის დღიდან და ვგრძნობ რომ უკვე შემიძლია გავუგო გლეხებს რომლებიც ბატონს კლავდნენ !
-რა ცუდ ხასიათზე ხარ დილიდან ...რამდენს ლაპარაკობ მარიამ? ერთთვიანი დუმილის შემდეგ ამეტყველდი? - წამოჯდა და მარიამს მკლავზე მოხვია ხელი წინ დაისვა და მშვიდად შეხედა- კარგად ხარ?
-წუხელ ვფიქრობდი მომავალზე ... როცა წავალ იქ სხვა ქვეყანაში უცხო გარემოში ...ხალხთან შეჩვევა არ მიჭირს უბრალოდ უჩინარი ვხდები და მორჩა ,მაგრამ იმდენად რთული საქმე მექნება რომ... მე გამოცდილებაც არ მაქვს იქნებ თეორიულად ვერ გამოვიყენო ჩემი ცოდნა.მეშინია რომ ძალა არ მეყოფა და ბოლოს მაინც მიღალატებს საკუთარი თავი
-მე რა შემიძლია?
-ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი უნდა გავხდე და შენთან ერთად უნდა ვივარჯიშო
-თუ ვერ შეამჩნიე მარტო ვარჯიში მიყვარს
-ერთით მეტი გამონაკლისი იქნება
-ნუთუ
-ალექსანდრე
-მარტივად რომ მიიღო ენერგია და დადებითი მუხტი არ გინდა?
-როგორ
-საყვარელი გაიჩინე ... ჩემი ნაცნობების ინტერესი უკვე გამოიწვიე ერთი გაუღიმე და რიგი დადგება ამოირჩიე მერე-უცებ წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა
-ნუ იქნები ბოროტი!
-მარტომ ივარჯიშე ნებას გაძლევ ხომ იცი ...ალტერნატიული ვარიანტიც შემოგთავაზე მეტს რატომ ითხოვ?-კიბისკენ დაიძრა მარიამი ისევ უკან მიჰყვებოდა. საძინებელში შევიდა შორტიც მოიშორა და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა
-შენი აზრით ხშირად ვთხოვ ადამიანებს რამეს? რომ არ მჭირდებოდეს ხომ არ შეგაწუხებდი არა?
-ხმას ნუ უწევ ნუ მაიძულებ გამოვიდე...
-ალექსანდრე!
-მარიაამ გითხარი მე პასუხი! ნერვებს ნუ მომიშლი თორემ პრობლემად თუ გადამექცევი დამშვიდების ნაცვლად გაგიშვებ და ისე ჩავშლი შეთანხმებას როგორც შემოგთავაზე !
მარიამი ორი წუთი ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან შემდეგ ცხვირწინ მიხურული კარი გამოხსნა და სააბაზანოში შეიჭრა. ბატონი უზარმაზარ ჯაკუზში იწვა და მკლავები კიდეებზე ჰქონდა ჩამოდებული კარი რომ გაიღო უცებ წამოიწია და გაკვირვებულმა ახედა მარიამს
-რას ვითხოვ ასეთს? კარგად ვიცით ორივემ მე და შენ ერთად რატომ ვართ ხომ შეიძლება რომ თხოვნა შემისრულო და დამეხმარო
-ვარჯიშს დახმარება არ სჭირდება სულელური თხოვნაა . შეგიძლია როცა აუზზე ვიქნები დარბაზში ტრენერი აირჩიო და ის დაგეხმარება
-არ მჭირდება ვიღაც ტრენერი!- ჯაკუზის კიდეზე ჩამოჯდა და დაბღვერილმა გახედა ალექსანდრეს
-ხომ ხარ ღირსი წელში გაწყვეტამდე გავარჯიშო და ერთი კვრია ფეხზე ადგომა ვერ შეძლო
-ვერ გამიმეტებ - გაიღიმა ქაფი ააცალა და შეუბერა
-რა ვარ ასეთი საოცრება ერთ თვეში როგორ წახვედი ხელიდან ხედავ?-გამომეტყველება შეეცვალა, უცნაურად უყურებდა
-სულ არ ვფიქრობ ასე
-ფიქრი რა საჭიროა ... აბაზანაში ხარ ჩემთან ერთად და სულ არ გაინტერესებს
-ქაფის იმხელა ფენა გადევს ზემოდან ტანსაცმელი ვერ გფარავს ასე ...რომც არ გფარავდეს კომპლექსები არ გაქვს და მე მორცხვი არ ვარ... აბა როდის ვიწყებთ?
-ტელეფონი მომაწოდე მირეკავენ- ხელი გაშალა უცებ და აზუზუნებულ მობილურს გახედა
-სად გაიგონე ... ამ ასაკში ასეთი სმენა როგორ გაქვს- გაიცინა და საძინებელში გავიდა. მობილური აიღო და უკან დაბრუნდა -ინებე
-გისმენ ...
-სად ხარ აპოლონო?
-აბაზანაში ... უბრალოდ რომ დაგერეკა არ შეიძლებდოა?
-გირეკავდი არ მიპასუხე და ვიფიქრე ბარემ მის სახეს დავინახავ-თქო მოიცა აბაზანაში ტელეფონი არ შეგაქვს და ჩემ გამო იტანტალე ?
-გაბრიელ რა გინდა? ისეთი ფერი გაქვს უკვე ვეღარც გცნობ
-ნუ მეღადავები შე ჩემა არ ვარ ეგეთი შავი ...
-მარიამ ნახე ერთ წუთს მოდი
-ვინოოო? - ისე უცებ წამოიყვირა და აიფარა თვალებზე ხელი ალექსანდრეს ხარხარი აუტყდა- რა უნდა მნახოს შე ჩემა ...ვაფშე მარიამს რა უნდა შენ ჯაკუზში ში* ხო არ გაქ ბიჭო შენ .... არააა როგორ ვიფიქრე რო შენ ქალთან იცხოვრებდი. მარიამისგან არ ველოდი ასეთ უგემოვნობას თორემ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი შემეშვით საერთოდ თორნიკეს გავუხეთქავ თავს რომ ჰკითხო სულ არ ეჩალიჩებოდი ...ფუუუ გამიფუჭე განწყობა და რა გამამხიარულებს ახლა მე
-რომ გაჩუმდე და მოიშორო ეგ ხელი არ გინდა?
-მარიამ ჩამოვალ მე აქედან და ვილაპარაკებთ მე და შენ. კარგ ექიმთან მიგიყვან... იქნებ უგემოვნო ხალხსაც კურნავენ ასე უცებ როგორ ჩაიცვი თმაც არ გაქ სველი? -ტელეფონი ახლოს მიიტანა სახესთან და უკეთ დააკვირდა
-ახლა სანამ ალტერნატიულ გამოსავალს იპოვნი შენი აზრის გასამყარებლად მოკეტე და თქვი რა გინდა
-ვაიმე მართლა როგორი შავი ხარ... წვერი გაიპარსე და ისე წამოდი თორემ აეროპორტში თალიბანის წევრი ეგონები ვინმეს და დაგაპატიმრებენ
-მარიამ შენც ამის ჭკუაზე გადახვედი ხო? ყოჩაღ ახლა სულ მთლად დაემსგავსები ყველაფერთან ერთად გველური ხუმრობაც დაიწყე
-ნწ ნწ ნწ საბრალო გაბრისიტო
-გულისამრევია უკვე შენი ყურება ვაფშე და ვთიშავ .... მელაპარაკება აქ ჯაკუზიში წამოგორებული - უცებ აჯაჯღანდა და გათიშა წამსვე
-გიჟია...რა უნდა ჩემი ლავიწების ნახვამ გააკვრივა ნეტა?!
-კიდევ დიდხანს იქნები აქ?
-რა გინდა?
-დალი საუზმეს მოამზადებდა უკვე
-დაიწყე და შემოგიერთდდები მეც
-კარგი...ტელეფონი წავიღო?
-მოაშორე აქედან და მადროვე მშვიდად ყოფნა
-კარგი ...კარგი ბატონო მივდივარ ვქრები -სწრაფად გავიდა, კარი მიხურა და შემდეგ საძინებლიდანაც გავიდა. გული უცნაურად სწრაფად უცემდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ მაგრამ ალექსანდრესთან სიახლოვე მოქმედებდა უბრალოდ თავს ამის გააზრების უფლებას არ აძლევდა , არც შეგრძნებებს აკვირდებოდა
მეორე დილიდან მთელი გრაფიკი შეცვალა, უკვე ძილის და კვების დროც . ალექსანდრეს ყურებაც კი ღლიდა ისე ვარჯიშობდა ,მაგრამ თავად მარტივ დავალებებს ასრულებდა ნელ-ნელა გრძნობდა ენერგიის მომატებას და კმაყოფილებას.
ალექსანდრესთან შევიდა საძინებელში . საწოლზე იწვა მუცელზე ედო ლეპტოპი და თან მობილურით ვიღაცას ურეკავდა
-შეიძლება?
-თორნიკეს ვურეკავ და არ მპასუხობს . ბოლოს როდის ველაპარაკე გახსოვს?
-ორი დღის წინ და გითხრა ამ საღამოს რბოლაზე მივდივარო
-მერე მე რა ვუთხარი გაიგონა?
-მეეჭვება დაეჯერებინა
-ის თუ ახლა სადმე სასტუმროშია წამოგორებული ერთობა და მობილური მიგდებული აქვს გავატყავებ! ...ოჰ მიპასუხეთ ბატონო თორნიკეეე ? პირველი წინადადება კი თქვა ქართულად მაგრამ შემდეგ შეშინებული წამოიწია ლეპტოპი გვერდით გადააგდო და რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ მარიამმა მხოლოდ ის გაიგო რომ თორნიკეს რაღაც სჭირდა.
-რა ხდება?
-ფეხი აქვს მოტეხილი ...ხელი ნაღრძობი.ორი ნეკნი გატეხილი და ტვინის შერყევა . ახლა პალატაში წევს შეუტანენ ტელეფონს და დაველაპარაკები ...ოხ მე შენი თორნიკე ! ხო გაგაფრთხილე არ წახვიდე ვერ მოუგებ მაგათ-თქო - მობილური რომ განათდდა წამსვე უპასუხა-დამენახე თორემ რომ ჩამოვალ მრთელ ძვლებსაც დაგისხვრევ იცოდე
-ნუ ღრიალებ თავი მტკივა ..მარუსა როგორ ხარ?
-რას გავხარ
-აუუ მართლა? სარკეში არ ჩამიხედავს ვერ ვმოძრაობ ყველაფერი მტკივა
-მეტის ღირსი არ ხარ? რომ გეუბნები და არ მიჯერებ ხომ იცი ბოლოს რაც გემართება რით ვერ ისწავლე ჭკუა?
-მოვიგე ასე რომ შეცდი!
-რომ მოგეტეხა კისერი მერე მოგებული იქნებოდი ხო?
-კაი დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ არ მოვკვდები
-ხვალ ჩამოვალ ... ხო გივლიან მანდ ნორმალურად თუ გამოვუშვა ვინმე
-კიიი მამიკოოო საკაიფო ექთნები ჰყავთ. სად ჩამოხვალ ათასი საქმეა ...შ ენ უნდა მიხედო ჩემ მაგივრად. აქ რას გამიკეთებ
-მარიამს გამოვუშვებ!
-დიდი ბოდიში ,მაგრამ არაჩვეულებრივი ექიმები ჰყავთ აქ, ექთნებიც და მედდებიც ასე რომ დამშვიდდი
-შენი საქმე საკუთარი თავის მოვლაა და ვერ მაოხერხე როგორც ვხედავ , ასე რომ ბრზანებებს ნუ მაძლევ მაქედან- ღრიალებდა და ისე ელაპარაკებოდა, მაგრამ თორნიკეს რეაქცია არ ჰქონდა
-არ გათიშოოო
-რა გინდა
-მთელი კვირა მირეკავდა თეონა ... შეხვედრა მინდა რაღაც საქმე მაქვსო. მერე აღარ დაურეკავს და გაარკვიე რა ხდება
-თეონა ვინღაა
-სადღაც ერთი წლის წინ ვხვდებოდი... წითური გოგო
-კარგი ვიპოვნი ... დაგირეკავ მერე და იცოდე მიპასუხე
-ახლა წამალი უნდა გამიკეთონ და გათიშულს დამეძინება. მე დაგირეკავ რომ გავიღვიძებ
-მოიცა!
-რა ..
- გაწიე ეგ მობილური მთელი ტანი დამანახე
-არ გაუკეთებიათ ოპერაცია მეორე ფეხს ვამოძრავებ ...აჰა ნახე და დამშვიდდი
თორნიკესთან საუბარი რომ დაასრულა სავარძელში ჩაეშვა, სახე ხელებში ჩამალა და იმ წამს ისეთი პატარა ჩანდა მარიამი თვალებს ვერ უჯერებდა. ასეთი არასდროს უნახავს, საკუთარი მესგან ვერ წარმოიდგენდა
-ფეხი არ მოგიტეხავს? იწვება ცოტა ხნით და გადაუვლის
-ვიცი ,მაგრამ არ შემიძლია აქ ვიჯდე და საბუთებში ჩავძვრე როცა იქ აგდია მარტო დალეწილი. გყავს ისეთი ადამიანი რომლის ტკივილიც ასმაგად გტკენს? ამჯერად ვერ მიხვდები როგორ ვარ - მარიამის ტვინში ამჯერადაც შეაღწია, ზუსტად ის უთხრა რაც მთავარი იყო
-არავინ მყავს მსგავსი ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აზროვნების დაკარვის ნებას მოგცემ!ამ საღამოს თუ შეხვედრაზე არ წახვალ , მიზეზად შენი ძმის ავადმყოფობას ვერ დაასახელებ
-რომელი საათია
-ოთხი საათი გაქვს . დედაშენმა რამდენჯერმე დარეკა და გაგაფრთხილა რომ არ დაიგვიანო
-ვგრძნობ კიდევ ერთ სიურპრიზს მიმზადებენ
-გინდა რომ თორნიკესთან წავიდე? - თავადაც აინტერესებდა ბიჭის მდგომარეობა, მაგრამ რეალურად აფასებდა და იმდენად არ ღელავდა სანდროსგან განსვავებით
-აზრი არ აქვს,თუ ვერ ვნახავ მაინც ვერ დავმშვიდდები... ჩემთან დარჩი .ხვალ დილით ერთად წავიდეთ . მოემზადე ,პირველად გექნება პატივი ჩემი მშობლების გაცნობის .ორივემ იცის უკვე შენს შესახებ
-არ არის საჭირო ახლა საუბარი... მე დაგტოვებ . მარტო რომ იქნები უფრო შეძლებ დამშვიდებას
-ოთხი საათი მაქვს ხომ?
-სადმე მიდიხარ?
-მანქანით გავივლი ...წამოხვალ?
-მომზადებისთვის დრო დამჭირდება...
-ხო , რა თქმა უნდა . ძნელია ქალად რომ იბადები - ოდნავ გაიღიმა ,მობილური აიღო და კარისკენ დაიძრა.
მარიამი თავისი სახლიდან უყურებდა როგორ დაბრუნდა ზუსტად წასვლამდე ნახევარი საათით ადრე, სწრაფად შევიდა სახლში და 15 წუთში კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი გამოვიდა. ჩვეულებრივი გამომეტყველებით, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.
-შეგვიძლია წავიდეთ ... -დაცვის უფროსთან მოსაუბრეს მიმართა და ისიც წამში შემობრუნდა. უცებ აათვალიერა გოგო, როგორც ჩვეოდა ყოველგვარი ზედმეტი დაკვირვების გარეშე
-შესანიშნავად გამოიყურები
-გმადლობ
რამდენიმე წამით დაიგვიანეს ალბათ, ესეც მხოლოდ მარიამმა შეამჩნია სხვა ალბათ ვერც გაარკვევდა. არ გაჰკვირვებია მანქანიდან გადასვლა რომ არ იჩქარა ბატონმა ,თითქოს ელოდა კიდეც. აკვირდებოდა დაბურული მინის მიღმა ლამაზად გამოწყობილ მდიდრებს და სიტუაციას წინასწარ ზვერავდა. ლამის ერთი საათი გავიდა , პიჯაკის საყელოზე ხელი დაისვა კარი გააღი და გადავიდა. მარიამს ხელი გაუწოდა ,დაეხმარა გადასვლაში შემდეგ კი შესასვლელისკენ დაიძრა.
რამდენიმე წამში მდიდრულ რესტორანში აღმოჩნდნენ,მარიამი პირველად იყო მსგავს საზოგადოებაში, ყველაფერი ბრჭყვიალებდა თითქოს ყველა ვარსკვლავი ერთად დაეცა. ამდენი ყალბი ღიმილი, მლიქვნელი ადამიანი ...ყველაფერი თითქოს იგივე იყო რაც ღარიბთა წრეში უბრალოდ მათ სხეულებს ძვირადღირებული სამოსი ფარავდა. ყველას იცნობდა, არა პირადად არავის, მაგრამ ინფორმაციას ყველაზე ფლობდა. მალევე შეამჩნია ალექსანდრეს მშობლები, მათი ფოტოც კი არ ჰქონდა ნანახი,უბრალოდ მიხვდა რომ ისინი იყვნენ და წამსვე გაუმტკიცდა მოსაზრება იმის შესახებ რომ ალექსანდრე ხასიათით დედას ჰგავდა. ქალი შესვლის წამიდან ისე სწავლობდა მარიამს ,რომ თითქმის არც შეუხედავს.
-მოგესალმებით მშობლებოოო , როგორ გიკითხოთ?
-როგორც ყოველთვის დაიგვიანე- ელიზაბეტმა ყურადრება არ მიაქცია მის კითხვას ლოყაზე აკოცა და წარბშეუხრელად უსაყვედურა
-რომ არ დაეგვიანა ის უფრო გამიკვირდებოდა.. უსაქმურს რა საქმე უჩნდება დაგვაინებისთვის არ ვიცი
-როგორც ყოველთვის თბილები ხართ ...საყვარლებოოო რატომ მომიწვიეთ აქ რა ხდება ?
-რა თქმა უნდა არ იცი
-რა უნდა ვიცოდე? -ისე იკითხა თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა
-ირაკლი ჩამოვიდა და ახალ პროექტს იწყებს
-რაოო მამიკო ასე რატომ ბრაზობ? ხომ არ გეშინია იმ პატარა ბიჭის?
-მამაშენი რომ ბერდება შენ ვერ იაზრებ შვილო ... ჯიბეში ერთი თეთრიც რომ აღარ გექნება გასაფლანგად მერე მიხვდები,მაგრამ გვიანი იქნება,იმ პატარა ბიჭს ექნება შენი მთელი ქონება ხელში , ასე რომ ანიავებ და არ ფიქრობ ოდესმე საქმე ჩაიბარო- ჩუმად ეუბნებოდა და რთული მისახვედრი არ იყო რომ მამა-შვილს მსგავსი დიალოგი ჰქონდათ ყოველთვის. ელენა კი მარიამის შესწავლას აგრძელებდა
-გეყოფა დავით ,გაიხსენე სად ხარ . ალექსანდრე შენ კი გირჩევნია გოგონა გაგვაცნო
-არ იცნობთ? რა საინტერესოააა მარიამ გაიცანი დედაჩემი ელიზაბეტი და მამიკო დავითი
-სასიამოვნოა...მსმენია რა თქმა უნდა თქვენზე ,მაგრამ პირადად გაცნობით ბედნიერი ვარ-დავითი ხელზე ეამბორა
-ხო რა თქმა უნდა ! - ელიზაბეტმა მკვახედ მიუგო და ისევ შვილს გადახედა- უბრალოდ მარიამი?
-ელიზაბეტ სარძლო გყავს უკვე და შეეშვი შენს შვილს ხომ შეიძლება, იმ საქმეში ჩაერიე რაც მნიშვნელოვანია
-ჩემთვის და შენთვის მნიშვნელოვანი ცნება განსხვავდება ! საცოლეს რაც შეეხება,როდის შეწყვეტს მოგზაურობას?
-არც თავად იცის და მე საიდან უნდა ვიცოდე დედა? მოვენატრები და ჩამოვა
-სამი თვეა წავიდა და აშკარად ძალიან ენატრები შვილო...იმედია ვინმე სხვა არ ჰყავს და არ ჩამიშლით საქმეს- მამამ ისევ საქმეზე დაიწყო საუაბრი,მაგრამ ელიზაბეტმა რომ გახედა წამში გაჩუმდა. ჭიქა აიღო და ღვინო მოსვა
-თქვენთან საუბარი კარგია ,მაგრამ უნდა წავიდე - პასუხი არ გასცა მამას ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო და წავიდა. მარიამიც გაჰყვა ,თავაზიანიდ დამშიდობების შემდეგ ,მაგრამ ორ წუთში გაიყარა მათი გზები. მარიამი თავის ამპლუაში იყო ყველაფერს აკვირდებოდა და სწავლობდა. მხოლოდ მაშინ მივიდა ალექსანდრესთან როცა თავად ანიშნა და გამოჩნდა კიდეც ირაკლი თავაძე . ერთი შეხედვით საქმიანი ახალგაზრდა კაცის იმიჯი ჰქონდა, განათლებული,ერუდირებული,ზრდილობიანი და უზადოდ მომხიბვლელი . მაგრამ მისი ღიმილი ყალბი იყო, კომპლიმენტები ყალბი და რეალურად ნამდვილი მლიქვნელი იყო,რომელიც თავისი საქმის გასაკეთებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი. ალექსანდრესთან რომ მივიდა ისე შეხვდა თითქოს ძალიან უყვარდა და განუყრელი მეგობრები იყვნენ. მარიამი კომპლიმენტებით აავსო და წამსვე იკითხა მისი ვინაობა და თან დააყოლა შენი მშვენიერი საცოლე რატომ არ გახლავს თან ალექსანდრეო. სანდრო უღიმოდა, ისევ სულელი ბიჭის როლს ირგებდა და თან ამ წარმოდგენით ხალისობდა. ეს მხოლოდ მარიამისთვის იყო შესამჩნევი, სიტუაციით ტკბობა დაიწყო
- !
-ხედავ ? აი როგორ უნდა მოიქცე საზოგადოებაში
-თუ ღმერთი გწამს დავით არ გააგრძელო, გაიგე რომ შენ არ გგავს ჩემი შვილი და ასეთი არასდროს იქნება!- პირველად მიმართა ელიზაბეტმა პირდაპირ ყოველგვარი მინიშნების გარეშე და თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა-ალექსანდრე აქედან ჩვენთან წამოხვალ და ვისაუბრებთ ამ არსებასთან დაკავშირებით-ჩუმად ესაუბრებოდა სხვას რომ არ გაეგო
-ამას რაზე უნდა ესაუბრო , რამე მაინც შეეძლოს
-გაჩუმდები დავით?
-მე არ მოვდივარ სახლში და შეგიძლიათ დედა-შვილს ისაუბროთ!
-სახლში მოდიხარ და ვისაუბრებთ ერთად !
-კარგი - მარიამი გაოცებულიც კი იყო ასე მარტივად როგორ ემორჩილება ელიზაბეტს ეს კაციო,მაგრამ ბოლოს დაასკვნა რომ შეთანხმება ჰქონდათ დავითის ცოდვებზე ასე სთხოდვა პასუხს.
..........
-მე კობას გავყვები ... დილით გავფრინდებით?- ჩუმად უთხრა ალექსანდრეს დრო რომ იხელთა
-სახლში მოვდივარ და შენ სად გადაჯდები ?
-არ მიყვები?
-მაგას დავითი რომ უჯერებს ისიც საკმარისია ...
-გაგიჟდება
-ხვალ მოვა , მე კი სახლში აღარ ვიქნები მაგ დროისთვის ასე რომ სხვა დროს ნახავ როგორია გაცოფებული ელიზაბეტი - მანქანის კარი გაუღო და გაიცინა
-ძალიან გავხარ...
-ვიცი !
-ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს
-ქმარს რომ უბრიალებს თვალებს იმიტომ? ძლიერ ქალს ძლიერი ოჯახი აქვს და ერთგული ქმარი ჰყავს ! მაგას მხოლოდ სხვების მართვა შეუძლია , ის არ ადარდებდა არასდროს რაც მნიშვნელოვანი იყო
-მექალთანე მამაშენი ჯაჭვით უნდა დაება სახლში? გგონია შესაძლებელი იქნებოდა?
-იცავ? გამაკვირვე. იცი კაცს მბრძანებელივით რომ ექცევი მონის მოსაძებნად გარბის , თავადაც რომ იყოს ვინმეზე ძლიერი . როცა მონასავით დაიჭერ თავს და მბრძანებელი იქნები აი მაშინ ხარ ნამდვილად ძლიერი . გაითვალისწინე
-გმადლობ რჩევისთვის, მაგრამ მეეჭვება ეგ დედაშენს არ სცოდნოდა . მე მაინც ვფიქრობ რომ შენი მშობლების საკითხს ყურადღებით არ განიხილავ და გაბრაზებული შვილის თვალით უყურებ ყველაფერს
-შეიძლება...თუმცა არ მინდა სიმართლის დანახვა ჯერ-ჯერობით ისიც მყოფნის რასაც ვხედავ
-ბატონო წვიმის გამო შეფერხებით მოგვიწევს გადაადგილება და ცოტა ხნით შევჩერდებით- მძღოლი მოუბრუნდათ ,მართლაც საშინლად წვიმდა. გზა კი საკმაოდ გრძელი ჰქონდათ გასავლელი. მანქანაში საუბარიც მოასწრეს, ალექსანდრემ რამდენიმე საქმეც გაარკვია და შემდეგ მშვიდად მიწვა სავარძელზე. გალავანთან რომ მივიდნენ რამდენიმე წამით შეჩერდნენ სანამ დაცვა ჭიშკარს გააღებდა,წვიმის გამო რაღაც დაზიანებული იყო და ხელით მოუხდათ შესასვლელის გახსნა.
მარიამი ფანჯრიდან იყურებოდა ,უზარმაზარი წვეთები ცვიოდა ციდან . ელვა ანათებდა მთელს ცას . ალექსანდრე მობილურში იქექებოდა და ყურადღებას არ აქცევდა არაფერს, ისევ თორნიკეზე ფიქრები აწუხებდა. მარიამმა კი ცუდი განათების ფონზე რაღაც უცნაური ნივთი შეამჩნია , მანქანაც დაიძრა
-გააჩერეთ !- მარიამი უცებ მოშორდა მინას და წამოიწია. მძღოლმა მაშინვე დაამუხრუჭა ალექსანდრემ კი მზერა მიაპყრო
-რა ხდება?
-ღობესთან რაღაც არის...კალათია შეამოწმონ რა არის
-ალბათ ვინმემ რამე დააგდო ... შეეშვი
-ალექსანდრე იმ ღობესთან ზედმეტი არასდროს არაფერია! გადახვალ კობა თუ მე გადავიდე..
-არსად გადავა კობა...სახლში შეგვიყვანე და დაცვის უფროსს უთხ- სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული მარიამმა კარი რომ გააღო და სწრაფად გადავიდა. გრძელი კაბა მუჭში ჰქონდა მოქცეული და ისე მიდიოდა. ღობესთან სანამ მივიდა მთლიანად დასველდა. კალათთან მიახლოებისას ტირილის ხმა რომ გაიგო წამსვე დაიხარა
-მარიააამ ! მარიამ სად წახვედი -ჯერ მანქანიდან ღრიალებდა მერე როგორც სჩანს თავადაც გადმოვიდა და კალათისთვის ხელი რომ უნდა მოეკიდებინა იმ წამს წვდა მაჯაში- გაჩერდი! იქნებ ბომბია ...
-ალექსანდრე გამიშვი ...ხმა არ გესმის? ბავშვია
-რა არის?- იმ წამს მოეგო გონს თავად დაიხარა და კალათში შეიხედა . ღია ნაწილი ისე იყო დაფარული არაფერი ჩანდა, პატარა ბავშვის გაფიტრებული სახის გარდა. იმ განათებაზე მეტს ვერაფერს გაარჩევდა- ბავშვია ... ჯანდაბა აქ ბავშვია - კალათი უკვე ხელში ჰქონდა და მანქანისკენ მიდიოდა დაცვის ნახევარი გარეთ იყო და სანამ მივიდოდნენ მანამ უღრიალა- ღობესთან ბავშვი დატოვეს და თქვენ ვერაფერი დაინახეეეთ რაში გიხდით ფულს ყველაფრის ხმა უნდა გაიგოთ, ყველაფერი უნდა დაინახოთ და თქვენ ბავშვი წვიმაში გაყინეეეთ - ღრიალებდა და მარიამმა როგორც კი გამოართვა კალათი მაშინვე ყელში წვდა დაცვის უფროსს - რას მიკეთებ მითხარი ...რისთვის ხარ ამ სახლში ?! ჩიტმა არ უნდა გადაიფრინოს რომ არ იცოდე რა ჯიშისაა
-ბატონო ალექსანდრე მე თქვენი დავალებით გას...
-არ მაინტერესებს სად იყავი . მერე დაგელაპარაკები
ორ წუთში სახლის წინ იყვნენ მარიამი სწრაფად გარბოდა შესასვლელისკენ. მისაღებშივე მოაშორა კალათს სქელი ნაჭრის საფარი და ბავშვი ამოიყვანა. აღარ ტიროდა ,სულ გაყინული იყო მაგრამ მშრალი იყო და გულიც უცემდა.
-ცოცხალია? მარიამ !
-ცოცხალია...უბრალოდ დაიღალა ,შეციებულია ,მაგრამ გაყინული არ არის კარგად იყო შეხვეული.კალათშიც არ გასულა წვიმის წვეთები .ცოცხალია,მადლობა ღმერთს- დივანზე ჰყავდა დაწვენილი პაწაწინა არსება და ანერვიულებული უყურებდა. ცხოვრებაში პირველად იყო ასეთი შეშინებული , წარმოუდგენლად ღელავდა იმ პატარა დაუცველ არსებაზე
-ლიკაააა თბილი მოიტანე რამეეე დროზეეე - გაიგო როგორ იღრიალა ალექსანდრემ და შემდეგ პლედიც მიაწოდა. ბავშვს თავისი პლედი მოაშორა და თბილში გახვია.
რამდენიმე წამში დაიწყო ტირილი პატარამ, თუმცა საუკუნოდ ეჩვენებოდა მარიამს ის მცირე დრო. სულ მთლად სველი იყო და ხელშიც ვერ აჰყავდა ბავშვი უარესად რომ არ გაეციებინა.
-პედიატრთან უნდა წავიყვანოთ სასწრაფოდ...ახალდაბადებულია და შეიძლება რამე ისეთი პრობლემა აქვს რასაც ერთი შეხედვით ვერ ვამჩნევ. - ჯერ სხეულზე აკვირდებოდა, მის მდგომარეობას სწვალობდა , მაგრამ გონება ისე ჰქონდა გადაღლილი რისკზე წასვლა არ შეეძლო. პლედიანად აიყვანა და აქამდე ჩუმად მყოფ ალექსანდრეს მიუბრუნდა
-ხო ..ხო რა თქმა უნდა დავურეკავ ახლავე კლინიკაში წავიყვანოთ
მანქანაში ჩუმად ისხდნენ,ორივე ბავშვს უყურებდა უზარმაზარ პლედში გახვეული წერტილივით რომ ჩანდა. მარიამს ჰყავდა ხელში .მის სუნთქვას აკვრიდებოდა და ტემპერატურას ამოწმებდა. ერთი შეხედვით არაფერი სჭირდა ,ბავშვი რამდენიმე დღის იქნებოდა . კლინიკაში რომ შევიდნენ დირექტორი კართან დახვდათ. პედიატრიც და მაშინვე წაიყვანეს ბავშვი. მარიამი და ალექსანდრეც უკან მიჰყვნენ. ექიმმა ყურადღებით გასინჯა . ბოლოს ისევ ჩააცვა და მარიამს მიუყვანა
-რა ხდება ლერი ექიმო?
-მარიამ საიდან გყავთ ეს ბავშვი? ცოტა ხნის წინ გნახე და ფეხმზიმედ ნამდვილად არ იყავი
-კითხვაზე გვიპასუხეთ ექიმო..ბავშვი საიდანაა არაა თქვენი საქმე
-თქვენ ვინ ბრძანდებით ახალგაზრდავ,... ბავში თქვენია?
-მე ვინ ვარ? - ჩაეცინა . რას წარმოიდგენდა ვინმე მარიამს თუ იცნობდა და მისი ვინაობა არ ეცოდინებოდა. მაშინვე ჩაერია კლინიკის უფროსი და პედიატრი აიძულა გაჩერებულიყო
-ბავშვი როგორც ხედავთ ახალდაბადებულია. მაქსიმუმ ორი დღისაა. ჯანმრთელია სრულიად , შეგვიძლია ანალიზებიც გავუკეთოთ რაიმე გენეტიკური დარღვევა თუ გაინტერესებთ , მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერია მსგავსი . ახლა უბრალოდ მშიერია და იმიტომ ტირის...იღლება , ჩუმდება და ეძინება .
-ანუ საშიში არაფერია! რამე წამალს არ დაუნიშნავთ? ან რა ვიცი ...მარიამ -იმდენად იყო დაბნეული აღარ იცოდა რას ამბობდა. მარიამს შეხედა საშველად . შემდეგ უკვე მან გაარკვია ყველაფერი,ექიმს დაემშვიდობა და წავიდა. ექთანს საჭმელი მოატანინეს და იქვე კაბინეტში აჭამა ბავშვს , შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა. მთელი გზა ეძინა , სახლში შესვლის შემდეგაც არ დაუწყია ტირილი გატრუნული იწვა და მშვიდად ფშვინავდა.
საწოლის შუაში წერტილივით ჩანდა პატარა გოგონა. ალექსანდრე ისევ ზემოდან დაჰყურებდა მარიამი კი სავარძელში იჯდა და მისი გონება უკვე ფიქრს იწყებდა
-შენია?
-არა !
-რა იცი...
-ჩემი რომ იყოს ამ ბავშვით მილიონებს იშოვიდნენ...ასე არავინ დატოვებდა ! ჟღალია ...
-იმ ნათიას შვილია? - თითქოს ალექსანდრეს ფიქრებს ჩასწვდა, მაშინვე თქვა და მზერა გაუსწორა
-თორნიკესია...- უცებ ამოთქვა და ამის გააზრების შემდეგ თითქოს თვალები გაუბრწყინდა. ბავშვისკენ დაიხარა და სახეზე ახლოდან დააკვირდა. მერე ლოყაზე თითი შეახო - თორნიკესი ხარ ვითომ? თუ დედაშენმა გადაწვიტა კარგი მამიკო გყავდეს
-მაგას დნმ-ს ანალიზი აჩვენებს
-თორნიკეს ჩამოსვლამდე? თუ მისი არაა შესაბამის უწყებებს უნდა გადავცეთ . ვიღაცის ბავშვს ვერ დავიტოვებ . ჯანდაბა თორნიკე ყოველთვის სასწაულ შარში როგორ ეხვევი ?! როგორ გავიგო შენია თუ არა ეს ნამცეცა -ისევ ბავშვს დაჰყურებდა და ჩუმად ლაპარაკობდა
-ხვალ რომ დაგირეკავს ეტყვი?
-ხომ არ გაგიჟდი? ეგ რომ ვუთხრა ვიღაცამ წითელთავიანი ბავშვი დამიტოვა ღობესთან-თქო ცალ ფეხზე დადგება და გამოფრინდება
-თუ მისია ...როდის ეტყვი ორი თვის წინ ბავშვი მომიყვანეს შენი შვილია და სახლში მყავს არ იდარდოო?
-მარიამ რომ ვერ ვფიქრობ ხომ ხედავ?
-მე ვფიქრობ ,სამაგიეროდ!
-იფიქრე და ცოტა მადროვე
მარიამმა მისი მობილური აიღო და სადღაც დარეკა. რამდენიმე წამი დასჭირდა ლოდინი გამთენიისას ისე სწრაფად უპასუხეს ალექსანდრეს ზარს თითქოს ჩვეულებრივი დრო იყო.რამდენიმე წუთი ისაუბრა ნათიას შესახებ უკვე მოგროვებული ინფორმაციის გადმოგზავნა ითხოვა და შემდეგ დაავალა რომ სასწრაფოდ მოეძებნათ.
-რაო?
-არ იციან სად არის... კლინიკაში ჩანაწერები ნახეს ფეხმძიმედ ნამდვილად იყო . როდის და სად იმშობიარა არ იციან. არკვევენ სად არის რამდენიმე საათში დაგირეკავენ . შენებმა კამერების ჩანაწერები ნახეს?
-არ მითქვამს არ ვიცი
-წავალ გაავრკვევ... ბავში ჩემთან წავიყვანო ?
-არა ..იყოს აქ მეყოლება - მისი მზერა სხვაგვარი იყო, თვალებიც უცნაური სითბოთი ჰქონდა სავსე მარიამმა ძლივს გადადგა ნაბიჯი
-კარგი
თავად ნახა კამერის ჩანაწერები დაცვის უფროსს უკვე ნაპოვნი ჰქონდა ის მომენტი როცა შუახნის ქალი კალათს დებდა კედელთან . ქალის ფოტოებიც ჰქონდათ გაკეთებული და მისი ვინაობის დადგენასაც ცდილობნდნენ.
გამოიცვალა , გამოფხიზლდა და ყავის ფინჯნით ხელში ავიდა ალექსანდრეს ოთახში. ბავში ისევ საწოლზე იწვა თავად კი სავარძელში იჯდა თვალებდახუჭული და თითებს სახელურზე ათამაშებდა. ასე მაშინ იქცეოდა როცა დამშვიდება და ფიქრი სჭირდებოდა.
-რა გაარკვიე?
-ნათიას არ დაუტოვებია ...ვიღა შუახნის ქალმა დატოვა. არკვევენ ვინ არის . წავალ ბავშვს საჭმელს გავუკეთებ
-საერთოდ არ ინძრევა...შვიდჯერ შევამოწმე რომ სუნთქავდა
-ჩვეულებრივი მომენტია... პატარაა ძალიან
-ჩვეულებრივია შენთვის
-დამშვიდდი!
-ჯერ ის დაიმტვრა ... მერე ის ჩამოეთრა ,ახლა ბავში კიდე იქნება ნეტავ რამე? რაღაც ძალიან გაუთვალისწინებლად მიდის საქმეები იმის ჩამოსვლას თუ არ ჩავთვლით
-ყველაფერს ვერ დაგეგმავ... იმას რაც შენზე არ არის დამოკიდებული ვერ გაითვალისწინებ. რამდენიმე საათიც და ყველაფერი გაირკვევა
მართლაც ჰქონდათ ინფორმაცია ორ საათში , ბავშვით ხელში იჯდა საწოლზე ალექსანდრეს რომ დაურეკეს. უყურებდა და ვერაფერს იგებდა. გამომეტყვეება არ ეცვლებოდა ამიტომ დალოდება იყო საჭირო
-ნათიასგან ვერაფერს გავიგებთ...მშობიარობისას გარდაცვლილა. დაკრძალვა დღესაა...ვინაც ბავშვი დატოვა მისი დეიდა იყო . მაგ ქალმა ალბათ იცის რომ თორნიკესთან იყო და ამიტომ მოიყვანა ბავშვი აქ
-და თორნიკეს რატომ ურეკავდა რომ ეთქვა სხვისგან ველოდები ბავშვსო?
-გგონია რომ თორნიკესია?
-შეგიძლია შენ გაიკეთო ტესტი... ნათესაურ კავშირს თუ აჩვენებს ყველაფერი გაირკვევა. მანამდე კი თორნიკეს უნდა უთხრა რაც ხდება
-ტესტზე არ მიფიქრია... და ეგრე 100% სწორი იქნება პასუხი?
-თორნიკესი თუ არ არის შეუძლებელია შეცდომა რომ მოხდეს
-რამდენ დღეში იქნება პასუხი?
-თუ მოინდომებ რამდენიმე დღეში
-მაშინ დავურეკოთ ბატონ კაზანოვას . ნეტა აქ მყავდე თავიდან ჩაგიმსხვრევდი მაგ ძვლებს
თორნიკესთან საუბარი დიდხანს გაგრძელდა . ლამის გაგიჟდა რომ უთხრა ალექსანდრემ ბავშვზე და ნათიაზე. სხვისი არ იქნებაო მაშინვე თქვა ,მაგრამ ანალიზზე უარი არ უთქვამს. რამდნეიმე წუთი ჩუმად იყო მერე ბავშვი მაჩვენეო ალექსანდრეს უთხრა და დიდხანს უყურებდა იმ პატარა წერტილს .ალექსანდრე და მარიამიც ხმას არ იღებდნენ. რა უნდა ეთქვათ, თორნიკე ნამდვილ შოკში იყო
-როდის იქნება პასუხი...
-ხვალ გავიკეთებ!
-პასუხი როდის იქნება ალექსანდრე !
-მივხედავ ნუ ღელავ ... არ ინერვიულო შენ მამა იქნები ყველაზე უარეს მდგომაროებაში შესაბამისად უარესი მდგომაროება არ არსებობს ! სულ მეუბნებოდი შენზე ადრე მეყოლება შვილებიო და აჰა ახდა მგონი ...
-გეყოფა რა ... არ შეგიძლია ადამიანის გამხიარულება და მორჩი ამ ვაი ხუმრობას
-ექიმი მოვიდა?
-ხო ...
-არ გათიშო მინდა მოვუსმინო რას გეტყვის და არ გაბედო რამე ანიშნო
-ელაპარაკე თუ გინდა ახლა ეს წყეული ნეკნები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. ამის დედაც რაღა ახლა მოხდა ყველაფერი ...
-დამშვიდდი არაფერი მომხდარა ისეთი რაც შენს ჯამრთელობაზე წინაა.. ერთბაშად დიდი არ იყოს და რამე არ გამოტოვო. ერთ თვეში რა შეიცვლება და საერთოდ რატომ ხარ დარწმუნებული რომ შენია?
-კატომ ბავში რომ გააჩინოს არ იფიქრებ რომ შენია?!
-ექიმს ადროვე გაგსინჯოს ნუ გააგიჟებ მაგ კაცს,იფიქრებს რომ ვჩხუბობთ
რამდენიმე წუთი სიტყვაც არ უთქვამს ექიმს პასუხობდა მხოლოდ. შემდეგ დიაგნოზი მოისმინა ,რამდენიმე აბი მაშინვე გადაყლაპა და ექიმმა რომ დატოვა შემდეგ განაგრძო საუბარი
-შენ როგორც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებ, წარმოიდგინე აბა რომ შენი შვილი შეიძლება იყოს ...ხო გაგიჟდები პასუხის მოლოდინში
-მომისმინე ლაწირაკო , მშვიდად არ ვარ ჯერ ეს ერთი და მეორეც მე ტესტი არაფერში დამჭირდება ! შეყვარებულს კი არ უნდა იცვლიდე ყოველ თვეში თუ არ შეგიძლია ერთ ქალთან ყოფნა არც უნდა გყავდეს ! ახლა კი გააკეთებინე რამე მაგათ და დაიძინე ! რაც მალე გამოჯანმრთელდები მით უკეთესი შენთვის,თორემ მე არაფერი მაქვს საქმე ერთ წერტილ ბავშვს მივხედავ როგორმე
-პატარა ბავშივით ნუ მიყვირი და
-დიდი ბოდიში ახლა ბატონო თორნიკე ხმას როგორ ავუწიე ეს რა დამემართა
-გაჩუმდი რა რომ ღრიალებ ბავშვს სძინავს მანდ
-არ ვიცი შენია თუ არა ,მაგრამ ძილი რომ შენნაირი აქვს ფაქტია. სულ რომ ააფეთქო ყველაფრი თუ არ შია თვალს არ ახელს
-თორნიკე რა შუაშია ...ყველა ბავშვი ასეა თუ არაფერი სტკივა და ღვთის წყალობით გოგონა ჯანმრთელია-მარიამიც ჩაერთო ძმების საუბარში
-ვთიშავ ...
-ერთხელ მაჩვენე კიდე და მერე გათიშე
-შეხედე...
-ნუ გაქ მასეთი ხმა. ვუყურებ უბრალოდ -ალექსანდრეს თორნიეკს თავისმართლებაზე გაეცინა,მაგრამ აღარაფერი უთქვამს ბავშვს ერთხელ შეხედა და თავად გათიშა. ალექსანდრემ ერთი ამოისუნთქა და ის იყო დივანზე უნდა დაწოლილიყო დერეფანში ხმა რომ გაისმა და კარიც ელვის სისწრაფით გაიხსნა. ბავშვმა თითქოს იგრძნო იმ დროს ატირდა და მარიამმა აიყვანა. ვინ იქნებოდა თუა რა ქალბატონი ელიზაბეტი ,როგორც ივარაუდა ალექსანდრემ გაბრაზებული დეიდკო მეორე დღესვე ესტუმრა და პირდაპირ საძინებელში შეუვარდა შვილს
-ვერსად გამექცევი , ტყუილად არ სცადო მიზეზის მოფიქრება აივნიდან გადახტომის... ბავშვი? ეს ბავშვიააა- ისედაც ხომ ხმამაღლა ლაპარაკობდა ,მაგრამ ბავშვს რომ შეხედა დაიკივლა, ჩანთა ხელიდან დაუვარდა და შებარბაცდა- არავარ კარგად ... ღმერთო მიშველე,გააქრე ახლა ეს გოგო თავისი ბავშვით აქედან და რაც გინდა მერე ის მიყავი!
-დედა გონებას მოუხმე თუ შეიძლება ... პრობლემების სიაში შენი დამატება ყველაზე ნაკლებად მაწყობს
-ბავშვს გავიყვან- მარიამმა ჩუმად თქვა ალექსანდრეს გასაგონად ,მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მაოხერხა ისე გააჩერა ქალბატონმა
-მანდ დარჩი
-კაი რა ლიზიკოო ბავშვი ჩემი შვილი გგონია და თან ასეთი ცივი ხარ? ნწ ნწ ნწ რა ცუდი ბებია იქნები?
-დამცინი ,რა თქმა უნდა .მსოფლიოში პირველი ცინიკოსი თავად გავაჩინე
-ადგილი წაგართვი , სრულიად ბუნებრივად გადმომეცი ეს და სხვა მრავალი ნიჭი დედიკო
-გეყოფა! ამიხსენი ეს ბავშვი საიდან გაჩნდა ამ სახლში
-რომ ვიცოდე დიდი სიამოვნებით გეტყოდი...
-შეწყვიტეეე
-რა შევწყვიტო დედა?
-ასეთი საუბარი და ჩემს ნერვებზე თამაში ! მამაშენი არ იყო საკმარისი ახლა შენც? არადა როგორ მეგონა რომ მას არ ჰგავდი და ასე სულელურად არ აჰყვებოდი შენს ცხოველურ ჟინს
-მამაჩემს უბრალოდ ვერ დავემსგავსები ...ცოლი არ მყავს ვინმეს რომ გადავუარო , შეურაცხვყო და ვუღალატო . ასე რომ შემიძლია რამდენი შვილიც მინდა იმდენი მყავდეს ერთი ან ოცი ქალისგან
-აჰ ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ ამ გოგოს თანდასწრებით რატომ ჰყავდა მამაშენს ამდენი საყავრელი და მე რატომ ვარ ისევ მისი ცოლი?
-ახლა რომც მთხოვო მაინც არ მინდა მაგ თემაზე საუბარი და საერთოდ დედა იქნებ ცხოვრებაში პირველად შეგებრალო ,დრო მომცე რომ სუნთქვა შევძლო
-და პრობელამა მოაგვარო შენ როდს არ გაქვს შილო პრობლემა,ხანდახან მგონია რომ მამაშენი სწორად აკეთებს შენს შეფასებას
-აქმდე არ იყავი მამას სიმართლეში დარწმუნებული? გაოცებული ვარ!
-უკაცრავად ,მაგრამ თქვენი კამათის მოსმენაზე მნიშვნელოვანი ბავშვის გამოკვება მიმაჩნია და მიუხედავად იმისა რომ ტირილით არაფერი დაუშავდება საერთოდ არ მაქვს სურვილი უმიზეზოდ იტიროს- მშვიდად მიუგო ქალს და მისკენ დაიძრა რომ კართან მისულიყო- შეგიძლიათ დამშვიდდეთ ჩემი შვილი არ არის ეს ბავშვი
-სითავხედის ზედა ზღვარზე ვიმყოფებით გოგონა , ვხვდბეით ამდენს?
-დაფიქრება მჭირდება... სხვა დროს გიპასუხებთ - ერთხელ შეხედა და ოთახიდან გავიდა.დერეფანში ესმოდა ქალის ხმა , მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა ხელში რომ ჰყავდა იმ პატარა არსების გარდა არაფერი! სამზარეულოში რომ შევიდა დალი მაშინვე ღიმილით შეხვდა
-შეგიძლიათ ფაფა მოამზადოთ?
-მზად მაქვს უკვე ...ვიცოდი რომელ საათზე მოშივდებოდა . ოთხი შვილი მყავს და სხვა რა ვიცი
-ოთხი? თქვენ ხომ მთელი დღე აქ ხართ
-დიდები არიან უკვე სკოლაში დადიან და ჩემს მისვლამდე კიდევ უამრავ რამეზე დადიან ... თუ დამაგვიანდება მამამისი უვლის ყველას
-რამდენი წლისები არიან
-უფროსი ბიჭი 16 წლისაა , მეორე 13 წლის გოგოა , მესამე 11 და მეოთხე ბიჭი 10-ის არიან
-ბედნიერი ქალი ხართ ...
-გინდა მე ვაჭამო?
-არა მე თითონ... დალი შეიძლება რაღაც გთხოვოთ? ვიცი რომ მზარეულობაა მხოლოდ თქვენი სამუშაო და სხვა არ გევალებათ,მაგრამ მე არ ვიცი რა დასჭირდება ზუსტად და იქნებ კობა წიაყვანოთ და ბავშვის ნივთები იყიდოთ
-რა პრობლემაა რომ მოვამზადებ სადილს წავალ ... დიდი დრო არ დამჭირდება. ქალბატონი თუ დიდხანს არ დარჩება. როცა მოდის ხოლმე და სადილზე ან ვახშამზე რჩება ისეთი მოთხოვნები აქვს ნამდვილად ვერსად წავალ- ჩუმად თქვა და საქმე განაგრძო
მარიამი ფრთხილად აჭმევდა ბავშვს და თვალს არ აშორებდა. უნებურად გაეღიმა ჭამის დროს ხმების გამოცემა რომ დაიწყო .
-ისე ვინერვიულე გოგონებმა რომ მითხრეს ბავშვზე... მადლობა ღმერთს რომ დაინახეთ და იქ არ გაატარა მთელი ღამე... ასე როგორ დატოვეს იქნებ კატა ან ძაღლი მისულიყო..ან ვინმეს ხელი დაევლო და წაეყვანა
-მთავარია რომ ახლა დაცულია ... კარგადაა და არაფერი ემუქრება -ისე თქვა ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია. შემდეგ ფაფის ბოთლი მაგიდაზე დადგა ბავშვი მკერდზე მიიკრა და თავზე აკოცა-შეეცადეთ რომ მალე წახვდიეთ რა.. უკვე მეორე დღეა ეს ტანსაცმელი აცვია.
-მხოლოდ ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ თუ საწოლი და სხვა ნივთები
-მხოლოდ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები ... მე მხოლოდ წამლები და საფენები ვიყიდე
-კარგით ... დავასრულებ მომზადებას და გავალ
-მადლობა ...
ბავშვი ხელში ჰყავდა რომ დაეძინებინა ,მაგრამ დიდი დრო არც დასჭირდა წამსვე ჩაეძინა . მასთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდა, წარმოდგენა არ უნდოდა რა იქნებოდა ტესტის პასუხი უარყოფითი რომ აღმოჩენილიყო. მიტოვებული, ბედის ანაბარა დარჩენილი უსუსური არსება , საკუთარი ცხოვრების დასაწყისი გაუცოცხლდა. გული ეტკინა, საშინლად ეტკინა პატარა კი უფრო უკეთ მიიკრო მკერდზე
-მარიააამ ..აქ ხარ? ჩემთან შემოიყვანე და ვინმე გაუვში რომ ნივთები უყიდოს ბავშვს-ალექსანდრეს ხმა ესმოდა და ინსტიქტურად ადგამდა ნაბიჯებს საწოლამდე . შემდეგ დააწვინა და ნელა მოშორდა
-დალის წაიყვანს კობა და ის იყიდის ყველაფერს ...თუ წინააღმდეგი არ ხარ
-მასზე უკეთ ვინ ერკვევა ...სწორია . სძინავს ისევ?
-აბა რას იზავს ალექსანდრე?
-ჩემები არკვევენ სად შეიძლება ტესტის გაკეთება სანდრო რომ იყოს და ხმამ არ გაჟონოს...დამირეკავენ იმედია მალე
-მე ვიცი სანდო ვინც არის ... ვისაც არ დააინტერესებს შენი ვინაობა და არავის ეტყვის! თუ თანახმა ხარ დავურეკავ და დღესვე მიგვიღოს შეიძლება ,ვთხოვ
-თხოვ? თხოვნა გაჭრის?
-ფულს შენგან თუ აიღებს ფიქრობ რომ მეტის გამოძალვას არ მოისურვებს შემდეგ?
-მე არ ვაპირებდი მისვლას... რა ვიცი თმის ღერს გავუგზავნიდი ან ნერწყვითაც ხომ შეიძლება იმ რაღაც ჩხირით გავატანდი და ეგ იქნებოდა,მაგრამ თხოვნით გაკეთებული უფრო სანდო იქნება
-დავურეკო?
-რას ელოდები ...ხმამაღალზე შეგიძლია რომ ჩართო?
-კარგი
რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა ბოხი ბარიტონი
-ნუთუ მოჩვენებები დამეწყო
-გამარჯობა თემო,როგორ ხარ?
-კარგად ვარ , მაგრამ ნაწყენი ,ცოტა გაბრაზებულიც ასე მეგობრების დავიწყება არ შეიძლება ხომ იცი
-შენც თუ იცოდი ეგ რატომ თავად არ დამირეკე?
-თუ არ გრცხვენია ნეტავ...მე არ დაგირეკე და არ გითხარი შევხვდეთ სადმე რამდენი ხანია არ გვისაუბრია-თქო?
-ჩემ წილ დანაშაულს გამოვისყიდი როგორმე
-დარწმუნებული ვარ ... აბა ახლა რამ შეგაწუხა?
-შენი დამხარება
-ჩემი ?პირდაპირ ჩემი თუ
-არა სხვა არავისი,მხოლოდ შენი რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პასუხი ამიტომ გთხოვ რომ დამეხმარო
-ვიფიქრებდი ბავშვი ჰყავს და მამას არ სჯერა რომ მისია ...მაგრამ რადგან დარწმუნებული ვარ შენ მსგავსი პრობლემა არ გექნება მშვიდად ვარ და გელოდები
-პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს და სრული კონფიდენციალურო...
-მარიამ !
-დრო ...როდის მოვიდეთ რაც შეიძლება ცოტა ხალხი რომ იყოს
-დამირეკე ნებისმიერ დროს როცა შენ გაწყობს და მე ყველას გავაქრობ აქედან... ხომ იცი სამსახურში ვარ სულ ასე რომ დრო პრობლემა არ არის
-ხვალ დილით ... ადრე მოვალთ შენც რომ არ შეგიქმნა პრობლემა
-შენ მე პრობლემებს ვერ შემიქმნი მარიამ ასე რომ მაგაზე ნუ იდარდებ ...
-მაშ ხვალამდე
-ხვალამდე ...
მობილური რომ გადადო ალექსანდრეს გახედა ,რომელიც ამ ხნის განმავლობაში სავარძელში იჯდა ,უსმენდა და ერთი სიტყვაც არ გამოუტოვებია მათი დიალოგიდან
-დრო ხომ არ შევცვალოთ?
-არა!
-თუ ეჭვი შეგეპარება შეგვიძლია სხვაგანაც წავიდეთ ...
-რატომ მიხსნი ამდენს რა გჭირს?
-ახლა აღელვებული ხარ და ამიტომ გეუბნები ,თორემ მე რომ მენდობი ეგ ვიცი !
-დალი წავიდოდა უკვე? ცოდოა ბავში ასე ... მგონი წუხს და იმიტომ ტირის ასე ხშირად ,მაბანავეთ, გამომიცვალეთ და მშვიდად დამაწვინეთ რას დამაბოდიალებთო თუ ფიქრობს . ქუჩაში როგორ მიაგდო იმ ალქაჯმა ქალმა ხომაა ღირსი გზაში თავად დარჩეს მთელი დარჩენილი ცხოვრება . ისე მოიშორა ბავშვი საწყალი გოგოს დაკრძალვასაც არ დაელოდა
-გითხრეს რატომ გარდაიცვალა?
-მშობიარობის დროს გართულება მომხდარა რაღაც და პალატაში გადაყვანიდან სამ საათში გარდაცვლილა...ბავშვი უნახავს,გვერდით ჰყოლია ბოლო წუთამდე
-თორნიკეს შვილი თუ არ იქნება რა ელის?
-ზედმეტად ნუ შეეჩვევი!
-მე და მას იმაზე მეტი გვაქვს საერთო ვიდრე გგონია , იქნებ მეც ასე ჩავისახე ასე დავვობლდი და იმიტომ აღმოვჩნდი იმ ადგილას
-ისეთ ადგილას მივიყვან სადაც ასე თუ ისე უზრუნველყოფილი იქნება
-ასეთი ადგილი არსებობს? მე სადაც გავიზარდე და რაც კი ვიცი ყველგან საშინელი მდგომარეობაა იქ გაძლება ნორმალური ადამიანისთვის შეუძლებელია!
-იმ ადგილს სადაც გავუშვებ თუ თორნიკეს შვილი არ იქნება მე ვაფინანსებ და ვაკონტროლებ,ასე რომ დამიჯერე არ ჰგავს იმ ადგილს სადაც შენ გაიზარდე.უბრალოდ მშობლები არ ეყოლება გვერდით სხვა არაფერი მოაკლდება თუ მოინდომებს ცხოვრებასაც შეძლებს ...წინასწარ საუბარი არ მინდა. ვიცი იმ ლაწირაკს უნდა რომ მისი შვილი იყოს და ახლა გეგმებს აწყობს, დღეების ათვლას დაიწყებს გამოჯანმრთელებამდე ისიც მოფიქრებული ექნება რომელ დაბადებისდღეზე რას აჩუქებს 18 წლამდე და მისი რამდენიმე წარმოსახვითი შეყვარებულიც ეყოლება ნაცემი ...
-ზედმეტად მეოცნებეა ...
-ჩვეულებრივია თავისუფალი, ლაღი და შეცდომების მოყვარული
-შენ რა გინდა...
-მე? მე მხოლოდ თორნიკეს ბედნიერება მინდა...კარგად მინდა იყოს და თუ ეს ერთი ციდა ბავშვი ჩემი თორნის შვილია ნამდვილად არ მეწყინება
-ბავშვთა სახლში როგორ აღმოჩნდა მერის შვილი ალექსანდრე?- მაინც იკითხვა ის რაც აინტერესებდა და ისევ გაუსწორა მზერა
-შენი აზრით მამიკოს გადმორიცხული ათასობით დოლარი სად მიმაქვს?
-ჩამოვთვალო რაში ხარჯავ ფულს?
-მაგ ყველაფერში საკუთარ ფულს ვხარჯავ... და ზუსტად იმდენს ,მაგრამ მამაჩემის ჯიბიდან ამოღებულს იმათ ვაძლევ ვისაც სჭირდება . დისბალანსს ვინარჩუნებ მამას მიერ წართმეულ და გაცემულ ფულს შორის...ისე ვხარჯავ მგონი გავათანაბრებ კიდეც ანგარიშს
-შევძლებ? - ჯერ თვალისდაუხამხამებლად უყურებდა მშვიდ ალექსანდრეს, შემდეგ კი სიტყვის თქმაც მოახერხა
-რას?- ძალიან უბრალოდ საუბრობდა ბატონი,თითქოს განსაკუთრებულს არც არაფერს სჩადიოდა
-ერთი წლის შემდეგ შენს გაცნობას
-32 წელია ვერ გავიცანი საკუთარი თავი
-მთელი ცხოვრება რომ მქონდეს?
-რომ გქონდეს უნდა მოგცე ...რომ მოგცე უნდა მინდოდეს ,რომ მომინდეს უნდა დაიმსახურო
-დასამსახურებლად რომ არაფერს ვაკეთებ?
-არაფრის გაკეთებაა საჭირო და იმიტომ არ აკეთებ !
-მაშ...მაშ ვერ მივიღებ?
-გინდა მთელი ცხოვრება ჩემს გარემოცვაში ყოფნა?
-კითხვა საჭიროა?
-არც დაფიქრდები?
-განა დაფიქრებას საჭიროებს ის რაც ცხადზე ცხადია? რაც უბრალოდ გარდაუვალია?
-გარდაუვალი ამქვეყნად მხოლოდ სიკვდილია და მისი შენს ნებაზე შეცვლაც შეიძლება !
-ალექსანდრე
-მარიამ ჩემზე სხვა დროს ...ახლა მითხარი ის ექიმი ვინაა შენთვის?
-ის ვინც ყველა,უბრალოდ ნაცნობია
-სხვანაირად უნდა მეკითხა ...მისთვის ვინ ხარ?
-გოგონა რომელთან მშვიდად საუბარი მოსწონდა და ვისგანაც რჩევებს იღებდა,როდესაც საყვარელ მეუღლესთან განქორწინებას აპირებდა- მშვდიად უთხრა და ბოლოს ტუჩის კუთხე თავისთავად ჩაუტყდა
-ჰმ, ისეთი ხმა ჰქონდა პატარა ბიჭი მეგონა
-35 წლისაა ,მაგრამ დიდი ხანია უკვე ცოლი ჰყავს და ისე კი მთელი ცხოვრებაა იცნობს . კიდევ გაინტერესებს ისეთი ინფორმაცია,რომელსაც შენს საქმესთან კავშირი არ აქვს?
-ბავშვს რომ უყურებ,ახლა როცა დამშვიდდი და გაარკვიე რაღაც-რაღაცეები რას გრძნობ
-პატარა ბავშვის მიმართ რას უნდა ვგრძნობდე,უბრალოდ მსიამოვნებს როცა ხელში მყავს და ვუვლი... მიხარია რომ კარგადაა და მებრალება
-იქნებ თორნიკესია ...
-მაინც ობოლი იქნება...ადამიანები დანაკლისს ყოველთვის მძაფრად განიცდიან არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულადაა საქმე ჰგონიათ რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში თავად არიან. სადაც არ უნდა გაიზარდოს და როგორიც არ უნდა იყოს მისი მომავალი ღმერთმა ტკივილისთვის უკვე გასწირა ...
-იმასაც არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება თავად? იქნებ ისეთი ძლიერი სული აქვს რომ ყველაფერს გაუძლოს ,მაინც შეგებრალება?
-გაინტერესებს საკუთარი თავი მებრალება თუ არა? - წამსვე მიუხვდა და ოდნავ გაუღიმა- მეცოდება ...მებრალება და ვწუხვარ საკუთარი თავის გამო ,მაგრამ ეს იმას არ ნიშვანს რომ სხვა ვინმესთის ვარ საბრალო. შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს რომ ვერავინ ვერაფერი შეამჩნიოს არაფრით გამოირჩეოდეს ,მაგრამ მას ყველაზე მნიშვნელოვანი ,დედა არ ეყოლება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ აღზრდის და დაუძახებს თუ არა ვინმეს დედას! დედას ვერავინ ცვლის
-კიდევ კარგი შეცვლა რომ არ შეიძლება ,თორემ ვაი და გაბრაზებულ გულზე შემეცვალა ელიზაბეტი ,მერე ხომ მომენატრებოდა - გამხიარულება სცადა სიმართლის მარცვლებიც ჩააქსოვა ხუმრობაში და ისევ უკან გადასწია თავი - გითხარი რომ არ წასულა?
-როგორ ...
-ქვემოთაა და მანამ დარჩება სანამ ჩემგან ისეთ პასუხს არ მიიღებს როგორიც აწყობს!
-ერთი წელი რომ არ უპასუხო მაინც?
-1 წელი დასჭირდება ელიზაბეტს? ოჰ როგორ არ იცნობ დედაჩემს? არაფერს გააკეთებს და მაინც ყველაფერს იზამს რომ აზრი შემაცვლევინოს. მამაჩემთან ცვლის ტაქტიკას და გიჟდება ,თორემ ჩვეულებრივ მოკვდავებთან საოცარ ხერხებს იყენებს
-რას ითხოვს ასეთს?
-არჩევნების დროს უნდა რომ მამას გვერდით ვიყო და დავეხმარო ირაკლის მოშორებაში, რადგან თვლის რომ დავითი არასწორ იარაღს აირჩევს ბრძოლისთვის მე კი ყველაფერს მოვაგვარებ
-რატომაა დარწმუნებული
-მეც არ ვიცი...ზოგჯერ მგონია რომ ყველაფერი იცის ჩემზე მიუხედავად იმისა რომ არავის არაფერი მოუყოლია . ჯადოქარზე დიდი ძალა აქვს და შეუძლია მშვიდად დაადგინოს ყველაფერი
-გინდა მითხრა რომ ჩემი იდენტური ქალი არ მომეწონა?
-შეიძლება ასეც ითქვას...
-ბავშვზე რა უთხარი?როგორ დაამშვიდე?
-რომ გახვედი ცოტა ხანს იცინოდა და მერე აღარაფერი უკითხავს,მიხვდა რომ ჩემი არ იყო და სხვა არც ადარდებს
-და შენი რომ ყოფილიყო რას გააკეთებდა?
-მთავარია ჩემი და კატოსი არ ყოფილიყო ,სხვას გადაიტანდა
-ანუ კატო არ მოსწონს?
-ანუ კატოს დაუძინებელი მტერია,მალული და ყველაზე საშიში! წინასწარ გეუბნები რომ იცოდე თორე დიდი ხანი ვერ მიხვდები დამიჯერე ელიზაბეტს გრNძობების დაფარვა საოცრად გამოსდის ... იმიტომ არ კლავს კატოს ,რომ დარწმუნებულია ცოლად არ მოვიყვან. იმას კიდე წარმოდგენა არ აქვს სადედამთილო რომ ვერ იტანს
-რაა მიზეზი ელიზაბეტის ამ დამოკიდებულებისა?
-თვლის რომ უსიყვარულოდ არ უნდა დავქორწინდე. მე უნდა მიყვარდეს და ის კი არ იცის სამუდამოდ რომ მოუხდება ჩემი ქორწილის ლოდინი
-არ მეგონა სიყვარულის თუ ეჯერებოდა...
-ავადმყოფური სიყვარულის სჯერა მაგას და მაგის ქმარს! ნორმალური სიყვარული რა არის არ იციან
-ნორმალური გრძნობაა თუ არა ქალისა და მამაკაცის სიყვარულ ეგ საკითხავია
ალექსანდრე დუმდა, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა .მშვიდდებოდა ,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა თვალები გაახილა და წამოდგა.
-წავედი ...გავუშვა იქნებ ელიზაბეტი
-სად მიშვებ? - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა კარი რომ გაიღო და ქალი გამოჩნდა
-რატომ იცი ასე დაუკაკუნებლად შემოსვლა ელიზა?
-ელიზა არ ვარ მე !
-მე კი საკუთარ საძინებელში ვარ დედა და ასე ჯადოქარივით არ უნდა გამომეცხადო !
-ბავშვის ნახვა მინდოდა ...დიდი ხანია პატარა ბავშვს არ მოვფერებივარ და სხვათაშორის საკუთარ შვილიშვილზე უარს არ ვიტყოდი ,თუ ნორმალური გენის მატარებელი იქნებოდა
-გენს ამოვაცლი ყველა ქალს ვინც მყავს და თუ ვინმე თავადური სისხლითაა და გენეტიკური მასალაც დამაკმაყოფილებელი ექნება დავიწყებ ბავშვზე მუშაობას დედიკო ...მთავარია შენ მითხრა ვისთან
-თუ გგონია რომ ასე მარტივად მომიშლი ნერვებს .გამომიყვან მწყობრიდან და გავვარდები აქედან ისე როგორც ბოლოს ,იმედები უნდა გაგიცრუო?
-დარწმუნებული ხარ?
-მე გავალ - მარიამს მათი მოსმენის სურვილი ნაკლებად ჰქონდა და წამსვე შეეცადა გაცლოდა სიტუაციას
-დარჩი!-ორივემ ერთად უთხრა
-წასვლა მინდა ...
-ბავშვს მე მიტოვებ?- ალექსანდრემ შეიცხადა უცებ- ამ წერტილს რა ვუქნა რომ იტიროს
-მე მივხედავ ...- ქალი უკვე თბილი მზერით დაჰყურებდა ბავშვს
-დედაა შენ როგორ მიხედავ ფანჯრიდან ისვრი?
-ალექსანდრე რას მეუბნები?
-თორნიკეს შვილია!
-ასეც ვიცოდი. ხომ ვიცოდი მაგ ბიჭს შენი აღზრდა ვერ უშველიდა მამაშენის და იმ ქალის სისხლი უჩქეფს როგორ იქნებოდა ჭკვიანი ... სადაა საერთოდ რამდენი ხანია არ ჩანს,შარში გაეხვა ალბათ კიდევ
-დედა რომ დამტოვო არ გინდა? წადი გოგოები დააშინე, ჭორები გამოსტყუე ჩემზე და მარიამზე...გაიგე ბოლოს ვინ მყავდა სახლში მოყვანილი რა ვიცი რამე გაიგე წადი ოღონდ ,ბავშვი იგრძნობს აურას და ატირდება ისევ
-ალექსანდრე რატომ გინდა რომ გავგიჟდე და მიგახრჩო?- უღიმოდა და ისე ელაპარაკებოდა , საწოლზე დაჯდა და ბავშვს დახედა-სულ არ ჰგავს თორნიკეს...ის ისეთი შავი იყო რომ დაიბადა ეს კიდე ბამბის ქულასავით თეთრია
-მეც არ ვგავარ მამაჩემს ...სხვისი შვილი ვარ? მიდი მითხარი დედა გამახარე ცხოვრებაში ერთხელ
-პატარავ ბიძაშენი სულ გაგიჟდა... რა საცოდავად ცდილობს ჩემს გაბრაზებას თუ გესმის ნეტავ. ფორმაში არ არის რაღაც ,მეტს ველოდი მისგან .ეტყობა ისე შეაშინე წვიმაში რომ გიპოვა ახლაც ცუდადაა. მაგას ხო შენს იდიოტ მამაზე ეკეტება ჭკუა და საერთოდ შტერდება ის რომ რამე სისულელეს ჩაიდენს - ალექსანდრეს ყურადღებას აღარ აქცევდა ბავშვს ფრთხილად ეფერებოდა და უღიმოდა.
ელიზაბეტი უცნაური ქალი იყო, ზედმეტად ჰგავდა სანდრო დედას და მაინც მასთან დაკავშირებული გრძნობები მუდამ არეული იყო. არ ესმოდა მისი თანაც გიჟდებოდა დედაზე და ზოგჯერ აღფრთოვანებულიც კი იყო. ალბათ ცხოვრებაში ერთადერთი ამოუხსნელი ურთიერთობა სწორედ დავითის და ელიზაბეტის ცოლ-ქმრობა იყო. ინფორმაციას ვერ იღებდა,არცერთი ამბობდა ზედმეტს. ახლა ბავშვით ხელში რომ უყურებდა სულ სხვა ქალს ხედავდა ისეთს მანამდე რომ არ უნახავს და სულის სიმძიმეს გრძნობდა.
...........
მარიამი სიტუაციას გაეცალა, თავის კოტეჯს მიაშურა არც უფიქრია ბევრი განტვირთვის ერთადერთი საშუალება წყალი იყო ამიტომ ჯაკუზი აავსო და ნეტარების წუთებით ტკბობა დაიწყო. დროის შეგრძნება დაკარგა ,მთლიანად ფიქრებში გადაეშვა, ყურსასმენებიდან წამოსული მელოდიის ხმა კიდევ უფრო ურევდა თავგზას. ბავშვმა ზედმეტად აურია წარსულის მოგონებები ტვინში და ახლა მოსვნებას არ აძლევდნენ ფიქრები უცნობ მშობლებზე, გარდაცვლილ დედობილზე და მამობილზე რომელმაც ისე მიატოვა რომ ერთხელაც არ მოუკითხავს, მის ახალ ცოლზე, ოჯახზე რომელიც მასთან შექმნა და ბოლოს ისევ საკუთარ თავზე .
სინათლე რომ დაუჩრდილა ვიღაცამ და ცხლი სუნთქვა მიეფრქვია სახეზე თვალები სწრაფად გაახილა და დამრგვალებული სფეროები ალექსანდრეს მიაპყრო რომელიც არეული სახით დაჰყურებდა ზემოდან. ხელებით ჯაკუზს იყო დაყრდნობილი და ქორივით დასცქეროდა მარიამს
-რა ხდება... აქ რა გინდა- უცებ მოიხსნა ყურსასმენები.ძლივს აამოძრავა ხელები და ქაფს კარგად დააკვირდა ხომ არ მიჩანს რამეო
-ჩაძვერი ბარემ ქაფში და დაიხრჩო იქნებ ! ჩამიწყდა ხმა იმდენ ხანს გეძახე და ვაკაკუნე კიდევ კარგი კარი არ გქონდა ჩაკეტილი თორემ ხომ დამჭირდებოდა ტყუილად შემონგრევა
-რა მოხდა ასეთი
-ვიღაც ბიჭი გირეკავდა რომ გავარდი და დამიტოვე მობილური იქ ...მერე მოგწერა და მილიონი ხმოვანი შეტყობინება დაგიტოვა . ვიფიქრე გაჭირვებულ ადამიანს თუ სჭირდება კეთილ ნებას გამოვიჩენ და მივუტან მობილურს-თქო
-რაო რა მინდაო...ვინაა საერთოდ
-მე რა ვიცი
-გაჭირვებული რომაა აბა ეგ საიდან იცი თუ არ წაგიკითხავს შეტყობინებები
-ბრალს მდებ ? შენი შეტყობინებების კითხვა რაში მჭირდება საერთოდ
-ჩემს ჯაკუზზე ჩამოჯდომა და ღიმილშეპარული სახით ცქერა ხომ სასიცოცხლოდ გჭირდება!
-ჯაკუზი ჩემია და დიდხანს დგომა არ მიყვარს ხომ იცი ...
-იღლები ხო?
-დაურეკავ ახლა თუ გავფანტო ეს ქაფი და ეგ შეპარული სიმორცხვე გაგიასკეცო- მარიამის ტერიტორიაზე ქრებოდა სიმძიმე, თავისუფლდებოდა
-ნახა გასართობი! ხელები სველი მაქვს და ასე ვერ დავიჭერ მობილურს
-ინებეთ პირსახოცი - გასვლას არ აპირებდა
-იქნებ არ მინდა მოისმინო რას მეტყვის !
-არაუშავს მე მინდა ...
მარიამმაშე ტყობინება წაიკითხა მხოლოდ მერე რაღაც მისწერა და მობილური გვერდით გადადო.
-რა ცუდი გოგო ხარ...სულ არ გაახარებ ადამიანს არადა იცი რა ცუდად ვარ
-კი აშკარად ცუდად ხარ ... ბავშვთან ელიზაბეტი დატოვე?
-უყვარს ბავშვები . აიი გირეკავს ისევ - უცებ აართვა მობილური და თავად უპასუხა ხმამაღალზე ჩართო და მარიამს აღების საშუალება არ მისცა
-ვკვდები მარიაამ - წამსვე გაისმა ბიჭის სასოწარკვეთილი ხმა და ალექსანდრესაც სიცილის შეკავება მოუხდა
-კლინიკაში მიდი გიორგი ავად თუ ხარ
-წამალი არ გამოუგონებიათ ჯერ და შენ გარდა ვერავინ მიშველის ....კარგი რა სულ არ გეცოდები? ახლა მაინც გაქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული ,დავიჯერო გატეხ მაგ ფიცს?
-იცი ძალიან დაკავებული ვარ გიორგი და საერთოდ არ მაქვს ახლა შენი სენტიმენტების მოსმენის დრო
-რა უგულო ხარ ! მაგრამ მაინც მიყვარხარ და რა გავეკთო?
-და მე მაინც არ მიყვარხარ გიორგი !
-შანსს არ მაძლევ არასდროს იღებ საჩუქარს,არასდროს მხვდები , არასდროს მელაპარაკები და რომ გამიცნო იქნებ ...
ალექსანდრე პირზე ხელაფარებული იჯდა და მობილურიან ხელს შორს სწევდა მარიამს რომ არ გამოეგლიჯა, იცოდა უფრო ვერ ამოიწეოდა და მის თვალების ბრიალს უყურებდა ბედნიერი. არაფერი რომ არ გამოუვიდა თვალები დახუჭა და წყალში ჩაყვინთა
-მარიაამ ... აქ ხარ? კარგი რააა მარიამ ახლა მაწამებ და ყველაფერთან ერთად არც მელაპრაკები?
ალექსანდრემ ხელი ჩაწია წყალში მკლავში წვდა მარიამს და აიძულა ამოსულიყო. უხმოდ,ტუჩების მოძრაობით უთხრა დაელაპარაკეო ,მაგრამ მარიამი რომ ანთებული თვალებით წამოიწია და მობილური გამოგლიჯა ხელიდან მთელი გეგმა წყალში ჩაეყარა
-გაერთე?
-არ მადროვე..კაგრი რაა მარიააამ რა გულქვა ყოფილხარ დაფერფლილია ბიჭი
-არ ხარ კარგად შენ...წადი დაიძინე ორი საათი და გამოფხიზლდი- პირსახოცი აიღო უცებ წამოიწია სხეულზე მოიხვია და ქვემოდან ახედა ახარხარებულ ბიჭს- ნერვებს ნუ მიშლი
-ქაფიან ტანზე ჩაიცვამ?
-ელიზაბეტი ვერ გააგიჟა და მიპოვა მე ... რა ვქნა ახლა რომ მომშორდე შენს თვალწინ უნდა ვიბანაო?
-არ დაელაპრაკები ? იცოდე უჩემოდ რომ დაურეკო გავბრაზდები! წავიღებ ამას მაინც- მობილურს ისევ დაწვდა და სიცილით გავიდა ოთახიდან.
მარიამი გაბრაზებული იყო მთელი დღე ,ალექსანდრე კი გამხიარულდა და რამდენჯერაც გახედავდა იმდენჯერ იღიმოდა . ელიზაბეტი არ წავიდა,როგორც ალექსანდრემ იწინასწარმეტყველა სასურველის მიღებამდე ნაბიჯსაც არ გადადგამდა. მაშინ შეშინდნენ თავისმა მძღოლმა ერთი ჩემოდანი რომ მოუტანა და საძინებელში ლიკუნას ამოალაგებინა ტანსაცმელი.
დალი რომ დაბრუნდა მარიამმა ბავშვი ალექსანდრეს მიაჩეჩა და სწრაფად დატოვა ოთახი. შემდეგ ყველაფერი მისაღებში დააწყობინდა და ისევ უკან დაბრუნდა .
-ალექსანდრე ბავშვი ჩემთან რომ მყავდეს არ სჯობს? შენ ერთხელ გახვალ და მერე ფსიქიკას დაუზიანებ ბავშვს ...მოიცა როგორც დაგტოვე ისე დგახარ ახლაც?
-გამომართვი დროზე!- ბავშვი ხელისგულებზე ეწვინა და ხელები ოდნავ ჰქონდა მოხრილი თან ისე იდგა თითქოს არც სუნთქავდა ხელში კი ყუმბარა ეჭირა ბავშვის ნაცვლად. მარიამმა ჯერ უყურა, მერე გაახსენდა როგორ გააბრაზა გიორგისთან ლაპარაკი რომ აიძულა და ისეთი სიცილი დაიწყო მანამდე რომ მონასმენი არ ჰქონდა ალექსანდრეს. მაგრამ სად ჰქონდა გაკვირვების თავი ყვიროდა ბავშვი გამომართვიო
-მოგკლავ მარიამ იცოდე!
-ვაიმეე არ შემიძლიაა...რა კარგად გავერთე . ყოჩაღ ნამცეცა
-არა ვარ კარგად- ელიზაბეტის ტონით თქვა და სავარძელში ჩაეშვა -რომ აფართხალებულიყო მერე რა მექნა
-სად გაქვს შენ ახლა ამის ჭერის ძალა ..კუნთები გეტკინა ალბათ.მოკლედ ბავშვი მე მეყოლება ჩემთან... იქ მყუდროდ იქნება და მეც უკეთ მოვუვლი
-მერე მე?
-შენც გინდა მოვლა?
-ნუ დამცინი !
-ისწავლი ჭკუას და მეორედ არ მასაუბრებ არასასურველ ადამიანებთან
-ანუ აბაზანაში შემოსვლა შემიძლია?
-ჩემი ცქერის სურვილით თუ კვდები რა შემიძლია ...
-გულცივი ქალი ხარ მარიამ,მართალი იყო ის ბიჭი
-დღეს ძალიან ბევრს ლაპრაკობ ,თან უაზროდ
მიახალა უცებ და ბავშვთან ერთად წავიდა. საწოლზე ჰყავდა დაწვენილი პატარა ქალბატონი და მის ნივთებს ალაგებდა. შემდეგ სააბაზანოში შეიყვანა თავის პატარა ვანაში ჩააწვინა და ფრთხილად აბანავა . შემდეგ ჭიპი დაუმუშავა, სხვადასხვა საცხები წაუსვა ჩააცვა და მოცუცქნული ქალბატონით ხელში დაბრუნდა უკან. შესვლისთანავე გაიგო ალექსანდრეს ღრიალის ხმა
-რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში .... ვინ მოგცა უფლება ჩემს მოსამსახურეეებს უბრძანო? ან ნივთებს რატომ აადგილებ შენთან არ გეყო ყოველ კვირეული რემონტი? რა გინდა დედა რატომ მემატები პრობლემად შენი შვილი ვარ თუ მტრიიის და გეფიცები იქ თუ მივალ ისეთ რამეს გავაკეთებ დათო შენც მოგკლავს ჩემთან ერთად და დაისვენებს მერე !
-მარიაამ მოხვედით? ვეძებდი წითურს ,დალის ტანსაცმლი მოუტანია და მაინტერესებდა როგორი იქნებოდა - მარიამი რომ შევიდა დივანზე მშვიდად მჯდომი ელიზაბეტი ასევე ნელა მიბრუნდა , ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და მათი მიმართულებით გაიღიმა,ბავშვს ეკუთნოდა ეს ჟესტი თუ მარიამს ვერ გეტყვით-მოდი მოდი არ შეგეშინდეს ეს ასე ყვირის ხოლმე...კარგი ხმა აქვს არა? მამამისის ხმა რომ მესმოდა ახალგაზრდობაში ტვინი მეთიშებოდა
-ელიზა!
-ელიზას ნუ მეძახი-თქო რამდენჯერ უნდა გითხრა ალექსანდრეე?- ისე უცებ შებრუნდა და დაუყვირა ბავშვმა ტირილიდ აიწყო- აი შემაშინებინე ბავშვი ... როგორ გიჭირავს მარიამ? ასე არ მოსწონს ,აი ნახეე ზურგზე უნდა დაუსვა ნელა ხელი თავი კარგად დაუჭირო და წამში დაწყნარდება...ალექსანდრე ასე არ ჩერდებოდა და საერთოდ ტირილს რომ დაიწყებდა ვერ გააჩერებდი ,მაგრამ ნორმალურ ბავშვებზე ჭრის- ისემ მშვიდად ამეტყველდა,დალაგებული სახით და ბოლოს კეკლუცად გაიღიმა.
ეს მდგომარეობა ნამდვილად საინტერესო იყო. ალექსანდრეს კუთხეში მიმწყვდეულს პირველად ხედავდა, საოცარი იყო დედა-შვილის ურთიერთობა იმდენად,რომ დაკვირვების ობიექტად ექცა მარიამს.
........
კლინიკაში ერთად წავიდნენ. ყველაფერი ცარიელი იყო თემოს დამსახურებით და ისე მივიდნენ მის ოთახამდე სიმშვიდე არ დაუკარგავთ.
-შეიძლება?
-მარიამ როგორ ხარ? - ბიჭი მაშინვე მოეხვია და თბილად გაუღიმა ბავშვს მის მკლავებში.
-კარგად თემო... მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის
-მეორედ არ გავიგო თორე გავბრაზდები. არ იყო მოსვლა საჭირო ხომ იცი!
-ზუსტი პასუხი გვჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად , შეძლებთ მარიამის ხათრით?-ალექსანდრე სავარძელში მოკალათებული იჯდა და იქედან ესაუბრბეოდა ბიჭს,მანაც გახედა და წარბები მაღლა ასწია
-ტესტი ისედაც ზუსტი იქნება...დროს რაც შეეხება ორ დღეში ნამდვილად არ იქნება !
-გვეჩქარება და თუ შეიძლება შეუდექით საქმეს ...
-ადრე თავაზიანი ნაცნობები გყავდა ახლა რა შეიცვალა?- ბიჭმა გაიცინა და მარიამს თვალი ჩაუკრა.
კლინიკიდან რომ გამოვიდნენ სწრაფად დაიძრა მანქანისკენ. ჩაჯდა და ბავშვი გამოართვა მარიამს, შემდეგ კი მთელი გზა სიტყვა არ დაუძრავს. პატარა ქალბატონს უყურებდა კალათში ისევ ისე წერტილივით რომ ჩანდა .
სახლში მისვლისას ეზოდანვე დაიწყო ჯუჯღუნი, ელიზაბეტი სკამებს აადგილებდა, დაცვას ელაპარაკებოდა და ყველა კუთხე კუნჭულს ედებოდა რაც ალექსანდრეს ნერვულ სისტემას უღიზიანებდა რადგან ვერ იტანდა როცა რამე იცვლებოდა და ისე არ იყო როგორც სურდა. სახლიდან წავიდა, გვიან დაბრუნდა და პირდაპირ მარიამთან შევიდა . ბავშვთან ერთად იწვა საწოლზე და მძინარეს უყურებდა
-ძიძას ავიყვან თუ გინდა ან დალის ვთხოვ და ის მიხედავს...შენ ზედმეტად შეეჩვევი და მერე გული დაგწყდება მითუმეტეს თუ თორნიკესია და მთელი წელი მასთან უნდა იყო
-როდის დაბრუნდი?
-ამ წამს
-რა ხდება ბიჭებთან?
-ბექას ცოლი მოჰყავს და ქორწილზე საუბრობდნენ ძირითადად. გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს მისი საცოლე და მთელი ბექას საძმო შეშლილი ჰყავს ... იმან რაო ხო არ გაგაგიჟა
-საერთოდ არაფერი უთქვამს , ბავშვს ეფერებოდა ძირითადად და რაღაცებს ცვლიდა
-რა შეცვალა კიდე
-მისაღებიდან დივანი და მინის მაგიდა გაიტანა... სხვა დადგა
-რაა? გარეთ როდის გავიდა არ ვუთხარი იმათ დამირეკეთ რომ წავიდეს-თქო ? არა რა თორნიკე რომ არაა ავიწყდებათ უფროსი მე რომ ვარ
-არ გასულა ... სადღაც დარეკა და მოიტანეს
-მერე ვერ უთხარი ალექსანდრე გაგიჟდებათქო?
-რომ იცოდა იმიტომ შეცვალა და ჩემ საუბარს რა აზრი ჰქონდა? პატარა ბავშვივით ნუ ბრაზდები , წავა და შეცვლი ისევ
-ხომ იცი რომ ვერ ვიტან უწესრიგობას...არ შემიძლია თვალში ცუდად მხვდება
-მოარიდე თვალი და აღარ მოგხვდება ოთახების მეტი რა არის ...
-შენ მაგრად გკიდია ხო?
-რა თქმა უნდა ...- არც განძრეულა ისე ლაპარაკობდა . თავი საბანზე ედო და ლოყა ხელის ზურგზე
-ცუდად ხარ შენ?
-არა
-დაიღალე?
-არა
-წავიდე?
-როგორც გინდა
-რაზე ფიქრობ
-ელიზაბეტი რომ წავა როგორ გაგამწარო !
-რა დავაშავე ასეთი
-გიორგიმ დამირეკა ისევ იმიტომ რომ ჰგონია შანსი აქვს ...
-და მე ამ დროს სახლში არ ვიყავი...
-საერთოდ არ მეცინება . მე რომ არაფერს ვგრძნობ იმას არ ნიშნავს რომ სვხის გრძNობებზე უნდა ვითამაშო
-კარგი რა ისედაც სამოთხეში მოხვდები არ იდარდო...გაერთე ცოტა რანაირი გოგო ხარ . ისე სად გაიცანი ეგ გიორგი ან ვინაა ვაფშე რაღაც ნაცნობი ხმა ჰქონდა და მე ხომ არ ვიცნობ შემთხვევით?
-თქვენთან რომ კლინიკაა მისი დირექტორის შვილია... რაღაც შეხვედრაზე გავიცანი
-შალვას შვილია? არადა მე ნორმალური ბიჭი მეგონა რამ გადარია ასე . ძაან სერიოზული და ჩამოყალიბებული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა სულ . შალვა მამაჩემის ექიმია და სულ პატიჟებდა ხოლმე ჩვენთან ...ოჯახებით ვმეგობრობთ
-არის კიდეც სერიოზული და ჭკვიანი
-სიყვარულს გაუგიჟებია საწყალი ბიჭი და რას უწუნებ? როგორც მახსოვს სიმპათიური ბიჭია
-არის და ეგ ცვლის რამეს?
-უკვე სერიოზულად მგონია რომ სექსის ნაკლებობის გამო ხარ ასეთი
-გირჩევნია ახალი დივანი ნახო და ელიზაბეტს ესაუბრო ...შენს ოთახში საწოლის შეცვლას აპირებდა და გარდერობის გადახედვას...აბა მე რა ვიცი იქ რას იპოვის
-ქერას რომ დარჩა ბორკილები ისინი ხომ გადავაგდებინე ლიკუნას...აბა სხვა რა უნდა ნახოს .პრეზერვატივს არ მომპარავს მამაჩემზე კლიმაქსი არ მოქმედებს და ექნება იმასაც .ძაან მეძინება ,წავედი . ე.ი შეიძლება გიოს დავუკავშირდე და ვუთხრა რომ ჩემთან ხარ ბევრ ვარდს გამოგიგზავნის ვითომ? ჩემს ოთახში დავდებ ერთ თაიგულს კარგი სუნი აქვს ვარდებს
-მოგკლავ ჩემი ხელით!
-კაიი დამშვიდდი უბრალოდ ვეტყვი რომ ჩემთან ცხოვრობ და თუ ისევ მოგაკითხავს მაგარი დანძრეული ჰქონია- ისე უთხრა თითქოს მარიამი მართლა გიჟს ჰგავდა, არადა ისევ ისე იწვა და უკვე თვალებიც დახუჭული ჰქონდა.
ორი დღე გაუძლო დედამისის შემოტევებს. შემდეგ ეგონა მშვიდად იქნებოდა ,საწოლში მშვდიად იწვა და ეძინა როგორც ყველთვის შუადღის 2 საათამდე წინა ღამის გადათენების შემდეგ კარი რომ გაიღო და ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გაიგო. ამას ელიზაბეტის ხმაც დაერთო
-აქეთ მოდი საყვარელო აბა ეს ოთახი ნახეეეე არასდროს მომწონდა ეს ფარდები ... ჩაინიშნე ავეჯის და კედლების ფერი აბა და მერე შემომთავაზე რამე ნორმალური
-რა ჯანდაბაა - უცებ წამოვარდა უცხო გოგოს რომ შეხედა აწითლებული ლოყებით რომ დასცქეროდა ბლოკნოტს და აკანკალებული ხელით რაღაცას იწერდა- ელიზაბეტ რა ხდება?
-როგორც იქნა გაიღვიძე საყვარელო... მთელს სახლში ფარდების შეცვლას ვაპირებ ძველმოდურებია და ახალს მოვიტან . საყვარელი მაიკო მოვიყვანე და ის მეხმარება . ადექი რას უცდი იცი რომელი საათია ?
-ახლავე წამოვფრინდები დედიკო საყავრელო ... შეუძლია მაიკომ ფარდებს უყუროს - საბანი უცებ მოიშორა და გოგომ შიშველი რომ დაინახა კივილით გავარდა ოთახიდან-უუფს აარჩია ალბათ უკვე ...- ტრუსი ამოიცვა და თვალებანთებულ ელიზაბეტისკენ შებრუნდა- რაოოო დედიკოოო?
-არაფერიი საყვარელოოო რამხელა ხარ უკვე...მომესწრო შვილი .მე კიდე სულ პატარა მგონიხარ- გაიცინა მერე საწოლისკენ დაიძრა და ერთი ხელის მოსმით მოისროლა ოთახის მეორე ნაწილისკენ თეთრეულიც და ლეიბიც - ის არ იკმარე წუხელ ვიღაც ბოზ*** რომ მოათრიე და მთელი ღამე არ დამეძინა . უზრდელო, ტუტუცო ბიჭო . მამაშენის შვილი არ ხარ? ვისგან მიკვირს ,სრული სითავხედე ნამდვილი არაადამიანობა. შენც თუ კაცი ხარ ახლა ,მართალია მამაშენი რომ ამბობდა მაგისგან კაცი არ დადგებაო აწი რაღა გიშველლის ერთი გოგო ვერ იპოვე რო ტყუილად მაინც არ იგორაო და ერთი ბავში მაინც გააჩინო,მაგრამ თქვენი გვარი უნდა გადაშენდეს რათ გინდა შვილი ნეტა მეც არ გამეჩინე თქვენნაირები უნდა გაწყვიტო. პირველ რიგში ისაა მოსაკლავი ,მამაშენია დასახრჩობიი ასეთი იდიოტი რომ არის ! წამოვარდა აქ შიშველი, უტაქტოოო გაუზრდელო ბიჭო ...როგორ ბიჭებსაც ვერ ვიტანდი მთელი ცხოვრება ისეთი შვილი მყავს
-რა ხდება ალექსანდრე რატომ გარბოდა ის გოგო ასეთი გაცეცხლებული ... - მარიამი რომ შევიდა ოთახში და კინაღამ მოხვდა დახვეული პერანგი სანდრომ ხმადაბლა სიცილი შეწყვიტა და ხარხარი დაიწყო
-ის თუ შემოდის შენს ოთახში დაუკაკუნებლად მე რატომ არ შეიძლება შემოვიდე ვითომ .... დედა არ ვარ შენი? ავადმყოფო ... ესეც საყავრელია ხომ? მერე მამაშენს ლანძღავ თავი უკეთესი გგონია? კატოსთან ერთად სხვა ქალებს რომ ეფლირტავები და რას შვები კიდე ღმერთმა უწყის არ იკმარე და მეორე მოიყვანე კიდე ხომ? გულისამრევი ხარ და ზუსტად მაგიტომ უნდა ეგდო მამაშენთან ...მარტო თქვენ ორნი უნდა იყოთ ერთად ...ერთნაირები ხართ ორივე და მოაწყვეთ ორგიები ერთ დიდ სახლს გიყიდით და გამოგკეტავთ შიგნით
-მარიამ გამოიწიე მიდის ...გაატარე ასე როგორ შეიძლება?- უცებ წვდა მკლავში და ელიზაბეტიც გავარდა ქარბორბალასავით.
-რა იყო ეს?
-ქარიშხალი სახელად ელიზაბეტი ...თუ მოგეწონა გაგატან გინდა?
-რა გააკეთე ასეთი ...გავიგე ფარდებს ცვლისო და ის გოგო ჰყავდა მოყვანილი მისი დიზაინერი ყოფილა თუ ვიღაც
-არაფერი ისეთი დედიკოს დავუჯერე უბრალოდ..რამ გააგიჟა ეს ხალხი არ ვიცი!
-რა დაუჯერე- სააბაზანოში შესულს მიაძახა
-ადექიო და მეც ავდექი...ნუ ბოლოს გამოვიდა რომ ორნი ვიდექით და მე ხომ ზოგჯერ შიშველს ჩამეძინება ხოლმე და ის გოგო გავარდა ... გაიგე რატომ გავარდა? მე ვერ მივხვდი ეტყობა იმის ბრალია რომ ერთი საათი მეძინა - სააბაზანოდან ხმამაღლა ელაპარაკებოდა და თან იცინოდა.
-უზრდელი ხარ ... ნამდვილი გადარეული! არა რა როგორ შეიძლება ასე მოქცევა...პატარა ტუტუცი ბიჭივით
-რა სასაცილო იყო იცი? სულელები რომ ხვდებოდნენ რომ სულელბი არიან მაგრად იკაიფებდნენ თავიანთ ინსტიქტურად ჩადენილ სისულელეებზე - კაბინაში იდგა და იქედან ელაპარაკებოდა- შემოხვედი?
-არა კარი გავაღე უბრალოდ ... რა არი
-ლიკუნას უთხარი შემოვიდეს და მიხედოს ოთახს რა
-თორნიკე გირეკავდა ...
-რაო მერე რა მინდაო
-არაფერი ბავშვი როგორააო...პასუხი როდის იქნებაო და ელიზაბეტი ძალიან თუ გაამწარებს ალექსანდრეს ბავშვს ხელი დაავლე და გაიქეცი თავს უშველე დამიჯერე არ ღირს მაგათ შესწირო თავიო
-საბედნიეროდ დამეხმარა ელიზა და თავად გავარდა ... წინა ჯერზეც ასე გაიქცა. არადა ამბობდა ამჯერად არ წავალო
-არანორმალური ხარ!
-ნორმალური და ჩვეულებრივი ნამდვილად არ ვარ
მარიამმა ბოლოს ეს გაიგო და შემდეგ საძინებლის კარი მიხურა. ქვემოთ რომ ჩავიდა ეგონა ელიზაბეტი ბარგით იქნებოდა ,მაგრამ ეზოში იჯდა სიგარეტით ხელში და ეწეოდა
-წავა ვითომ? რა გააკეთა ალექსანდრემ არ გვეტყვი?- წამში ამოუდგა გვერდით თიკუნა და ლიკუნა. სამივე ელიზაბეტს უყურებდა
-ბავშვი სად არის მარტო დატოვეთ?
-დალისთანაა ... ძინავს ნუ ღელავ. რაო წავა ვითომ რას ფიქრობ?
-არ ვიცი...
-რომ ჩამოვიდა ისეთი სახე ჰქონდა მეგონა მოგვკლავდა ან მოკვდებოდა
-გეყოფათ ჭორაობა საქმეს მიხედეთ...ალექსანდრე სააბაზანოშია და დამაბარა ლიკუნამ ოთახს მიხედოსო
-პირსახოცი ჰქონდა იქ თიკუნა თუ თვალებახვეული შევიდე?
-შიშელი ხომ არ გამოვა ლიკუნა რას ამბობ ახლა?- მარიამმა თვალების ბრიალით გახედა
-გამოვიდა ერთხელ არ იცოდა იქ თუ ვიყავი და კიდევ კარგი შებრუნებული ვიყავი და დროზე დამინახა თორე ხომ გამისკდებოდა იქვე გული...პატარა ვარ მე ჩემთვის არ შეიძლება შიშველი კაცის დანახვის მითუმეტეს ეს კაცი ალექსანდრეს არის -სწრაფ სწრაფად აყრიდა სიტყვებს და უკანსვლით მიდიოდა . ბოლოს კისკისებდა შებრუნდა და ცხვირით შეასკდა ალექსანდრეს მკერდს. ისიც სერიოზული,შეკრული წარბებით დაჰყურებდა ზემოდან თვალებამღვრეულ დაბნეულ გოგოს სულ წითელი რომ იყო
-რაოო რა არ შეიძლებაო?
-მე ..მე ბატონო ალექსანდრე იცით ...იცით არ შეიძლება, არ შეიძლება ოთახის არეული დატოვება არ შეიძლება . როგორ შეიძლება ახლავე ახლავე უნდა მივალაგო თიკუნაც მივიხმარო ისედაც დალეწილია ყველაფერი თუ ...ბევრს ვლაპარაობ? ჩუმად ვარ აი აი ხმას აღარ ვიღებ- ტუჩებზე თითები აიფარა და სწრაფად გავარდა. თიკუნაც წამში გაქრა ...
-უჰ რა თავისუფალია სახლი ელიზაბ... მოიცა ის ვინ არის ეზოში . მეჩვენება ხომ- დედა რომ დაინახა მაშინვე შეეცვალა კმაყოფილი გამომეტყველება-ბარგი ჩაალაგე სახლიდან მივდივარ
-რაა?
-აგარაკზე გადავალ იყოს აქ და მელოდოს
-ალექსანდრე უბრალოდ რომ დააიგნორო ყველაფერი მორჩება...
-ვერ ვაიგნორებ. მაგას ვერ ვაიგნორებ
-არ აიგნორებ...რეალურად მოგწონს ასე რომ იქცევი. გინდა დიდხანს რომ დარჩეს და ასე მაინც გქონდეს ურთიერთობა
-არ უნდა მომეყვანე სწორი იყო თორნიკე, მეუბნებოდა საიდუმლო საკუთარ თავთანაც არ დაგრჩება ის თუ შენნაირიაო და აჰააა არ მაცადო ახლა ცხოვრება
-საკუთარ თავს არ ჰგავხარ...გეყოფა შენი კომფორტული ზონიდან გამოსლა თორემ მალე სადავეებს დაკარგავ და მერე ყველაფერი ერთად აირევა! ცხოვრება მორიგ მახეს გაგიმზადებს და თუ ყურადღებით არ იქნები შიგ ჩავარდები
-შენ არ გამომიწვდი ხელს?
-ჩავარდნამდე თვალების გახელა უფრო მომგებიანია ვიდრე შემდეგ ხელის გაწოდება და ჩავარდნილის ამოსათრევად ტყავიდან ამოვარდნა
-ანუ ისევ საკუთარ საქმეს იკეთებ...
-თუ ჩემი და შენი საქმეები ერთია რა თქმა უნდა ჩემს საქმესაც ვაკეთებ
-ჩემს პატარა ბიჭს გაუღვიძია და ჩამოსვლას ინება თურმეე რა ბედნიერებაა- ელიზაბეტი მიუახლოვდათ, მშვიდი იყო და კვლავ ირონიული
-დედიკოოოო როგორ ხარ? როგორ გეძინა..როგორ განწყობაზე დაიწყე დილა? ხომ საოცარი აურა სუფევს ამ სახლში? ხომ კიდევ დიდხანს გინდა დარჩე და თინას ეგონოს რომ დატოვე დათო და გადაუბარგდეს შენს ციხესიმაგრეში
-აბა რა საყავრელო..ყველაფერი არაჩვეულებრივია. თინა პარიზში გაფრინდა ორი დღის წინ და კიდევ დიდხანს არ დაბრუნდება
-ააჰ თურმე რატომ ხართ ასე მშვიდად...
-სიმშვიდეზე და გაფრენაზე გამახსენდა...გავიგე შენი საყვარელი კატა მობრძანდება და შენთვის არ უთქვამს საყვარელო? აეროპორტში არ უნდა დავხვდეთ სარძლოს? ეყოფა მამამისის მანქანების კოლექცია მის ნაყიდ ძონძებს ...ვფიქრობდი ერთი დიდი ტრაილერი გვექირავებინა მუშებით რომ ჩაეტვირთათ ბარგი შიგნით
-დამირეკა და რომ ვუთხარი ელიზაა ჩემთან თქო ,მაშინვე მითხრა როგორც კი ჩამოვალ აეროპორტიდან თქვენთან მოვალ ისე მომენატრა ელიზა დედიკოოო იმდენი რამე ვუყიდეოო
-უტვინო! კიდე მომიტანს ხუთი ზომით დიდ კაბას და ღიმილით მეტყვის „უაიმეეე ბოდიშიი ლიზუუუ დიდხანს დავრჩი და შენ კიდევ გამხდარი ხარ,... ვარჯიშობდი ხოო? აუუ მეც მინდა ცოტა დავიკლო და ოცი კილო რომელი დიეტით დაიკელი ასე უცეებ?“
-კარგი რა დედა როდის გითხრა ეგრე... დეიდამისისთვის ჰქონდა იგივე კაბა ჩამოტანილი და ზომები აერია უბრალოდ
-მე და დაიდამისს რომ ერთნაირი კაბები ჩამოგვიტანა მაგაზე დიდი დანაშაული რა გინდა ალექსანდრე? მაშინ უნდა დაშორებოდი ,მაგრამ მაგის დიდ მკერდს შენ ვერ ელევი და მამაშენი მამამისის ბიზნესს
-არ აქვს დიდი მკერდი
-ეტყობა სილიკონი გაუსკდა ძალიან მოუჭირე ალბათ ხელი- გაიცინა და ნარნარი მოძრაობით დაიძრა ახალი დივნისკენ- ხომ მოგწონს ახალი დივანი? ისეთი კომფორტულიააა
-კატო რომ ბრუნდებოდა სულ დამავიწყდა...სახლიდან მაინც გავალ . წვეულებას მოაწყობს და წინასწარ იცოდე
-მე ბავშვთან დავრჩები
-ძიძად არ მომიყვანიხარ!
-ბავში მარტო დავტოვო?
-გოგოებს დაუტოვე
-და თუ უბრალოდ წამოსვლა არ მინდა?
-კიდევ ერთ პრობლემას შემიქმნი,მართალია მარტივს ,მაგრამ მეზარება ახლა კატოსთან საუბარი და ახსნა თუ რატომ არ გავაცანი შენი თავი თუ ჩემი საყავრელი არ ხარ
-და საყვარლები რომ გყავს არ იცნობს იმათ?
-საყვარლები მყავს და არ ვიცი?
-ვინც არიან...
-იცნობს !
-მაგრამ მე მათგან განვსხვავდები და განმარტების გაკეთება მოგიხდება შენმა საცოლემ რომ ეჭვიანობის სცენები არ მომიწყოს? იქნებ მინდა გავერთო მეც?
-არ გინდა !
-საშიშია?
-შენ არ გინდა თორემ საშიში არ არის ...
-რომელ საათზე იქნება წვეულება? მოვიფიქრებ მანამდე
-ორ საათში აეროპორტში უნდა წავიდე და ამ ორ საათში უნდა მოვიფიქრო როგორ დავხვდე ძაააან სვეცკურად - ბოლო სიტყვები თვალების ტრიალით თქვა და გაიცინა- მაგრად ვიხალისებ ...სულზე მომისწარი კატიუშა რა გრძნობ ხომ როდის მჭირდები ?- უცებ თქვა სწრაფად დახედა ბავშვს და კიბისკენ დაიძრა.
მარიამი დივანზე იჯდა ბავშვთან ერთად და ფაფის გაციებას ელოდა რომ ეჭმია, ელიზაბეტი კი მობილურსი იქექებოდა ვიღაცას წერდა ან რაღაცას ეძებდა. შემდეგ სწრაფად გადადო და მარიამს გახედა
-მიდიხარ იმ ბატის დასახვედრად?
-არ ვიცი ვნახოთ
-არ ეჭვიანობ?
-უკაცრავად?
-გასაგებია რომ საყვარელის სტატუსით არ ხარ ,მაგრამ ეს ჩემი შვილის მომხიბვლელობას ხაზს ვერ უსვამს შეუძლებელია არ მოგწონდეს
-პირველად არ ვხედავ სიმპათიურ კაცს , მაშინვე რომ ამიჩქარდეს გული და თავი შეყვარებულად გამოვაცხადო
-ის თუ არ ამჟღავებს ინტერესს შენს მიმართ არაფერს ცვლის, ისეა მექალტანე თორემ ქალთან ნორმალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია და ...
-მე ნამდვილად არ ვიქნები პირველი ვისთანაც ექნება მსგავსი ურთიერთობა აი თქვენ კი ვერ ვხვდები რატომ ხართ ამდენად დაინტერესებული ამ ამბით
-დავიჯერო ვერ ხვდები? ასეთი რთული გასაგებია რომ ჩემი შვილის გვერდით ისეთი გოგო მინდა ვინც უარესად არ აურევს ცხოვრებას?
-ეგ ყველა დედას სურს, უბრალოდ გასაღები მაგ პრობლემისთვის მე ნამდვილად არ ვარ
-კატოს რომ ნახავ შეგებრალება ..იმდენად შეგებრალება მის გვერდით მთელი ცხოვრების გასატარებლად რომ შეიძლება მხოლოდ ამიტომ დააშორო ისინი
-დავიჯერო იმდენად რთულია ქალის პოვნა რომელიც კატოს ჩამოაშორებს ალექსანდრეს?დიდხანს ეძებეთ ალბათ ახლა ხავსს მოჭიდებულივით რომ ცდილობთ ჩემზე იმედების დამყარებას , მაპატიეთ მაგრამ მე ალექსანდრეს პირად ცხოვრებაში არ და ვერ ჩავერევი . გირჩევთ რომ თქვენც არ ჩაერიოთ
-რომ გიყურებ ჩემი თავი მახსენდება ახალგაზრდობაში... ახლა დავემსგავსე გიჟს და დავკარგე მოთმინების უნარიც ,აზროვნებაც და საერთოდ დამეშალა ფსიქიკა ამათ გადამკიდე, რომ გიყურებ უკან დაბრუნება მინდება
-მე თუ თქვენს გზას გავივლი ამით უკან ვერ დაბრუნდებით
-ჩემ გზას? ჩემი გზის გავლას მტერს არ ვუსურვებ საყვარელო და შენ რა დაგიშავებია ჩემთვის ასე რომ გაგიმეტო ... შევეშვათ ამას... ახლა ის მითხარი ბატონი თორნიკე სად ბრძანდება
-ვერ ბრუნდება ჯერ-ჯერობით
-რომ გეთქვა დაილეწა და იმიტომ ვერ მოდისო სამხედრო საიდუმლოებას გასცემდი?
-რომ არ გეკითხათ ისეთი რამ რაზეც პასუხი გქონდათ გასარკვევი ამბავი დაგელიათ?
-ნამდვილად არ გინდა ალექსანდრესგან ერთი ბავშვი გააჩინო? ხომ იცი რაც მოგესურვება ყველაფერს მოგცემთ - სერიოზული იყო და მარიამი კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. ეს ქალი ამოუხსნელ ამოცანებს შორის მოათავსა
-ბატონმა დავითმა რატომ არ გააჩინა ნებისმიერისგან შვილი და თქვენი შვილის გარდა რატომ არ აღიარა არცერთი ... ჰქონია ხომ მნიშვნელობა ვისგან გყავს შვილი
-დათას მეორე კლასიდან ვუყვარვარ,შენ რას გვედრები ... მაგალითად ჩვენი ურთიერთობის მოყვანა არ გამოგადგება საყვარელო ... მიხვდა ეტყობა მასზე რომ ვსაუბრობდი და გავახსენდი- მობილურს დახედა და ტუჩები გაუსვა ერთმანეთს. არც უფიქრია გასვლა ისე უპასუხა- გისმენ
-როდის ბრუნდები სახლში?
-არ მითხრა მომენატრეო?
-თქმა საჭიროა? ცარიელია მთელი სახლი ისე გავარდი ვერ გავიგე ჩემზე იყავი გაბრაზებული თუ სადმე მიდიოდი. მძღოლმა მითხრა ალექსანდრესთანააო. რა გინდა მაგასთან?
-საქმე მაქვს შვილთან არ შეიძლება? სახლი ცარიელია და გაწუხებს? იპოვე ვინმე და მიიყვანე ნებას გაძლევ
-ასე გაგამწარა ორ დღეში რომ ჩემზე ანთხევ შხამს?
-რატომ გაქვს ასეთი საფლავიდან წამოყენებულის ხმა რა გჭირს
-რადგან დაგაინტერესე რაღა მიჭირს
-დავით რა დაგემართა?
-მოდი და გეტყვი ...
-გავიგებ ისედაც .... სხვა თუ არაფერი გინდა ვთიშავ
-ცუდად ვარ , მოხვალ თუ მეც მანდ მოვიდე
-მობრძანდი ხომ იცი როგორი სტუმართმოყვარე შვილი გვყავს ... შენი საყავრელი სარძლო ბრუნდება თან და დავხვდეთ სახლში
-მამამისმა არ იცოდა თუ რატომ არაფერი მითხრა
-ოჰ არ გამოტოვო შენ დახვდი აეროპორტში ...
-მორჩი კატოზე საუბარს შეეშვი იმ გოგოს და დაბრუნდი სახლში
-მაინც ვერ გავიგე რა გინდა ...
-დაბრუნდი-მეთქი სახლში გეუბნები რაც მინდა არ გესმის?
-სისულელეს რომ იყვირებ უკეთ გავიგებ იმას რაც არ თქვი?
-შენ არ გენატრები და მე რატომ გითხრა რომ მომენატრე?
-არ მეტყვი და კარგად ბრძანდბეოდე- წამში გათიშა მობილური არა მხოლოდ ზარი ,მობილურიც გამორთო და დივანზე დადო.შემდეგ კმაყოფილი წამოდგა გაიღიმა და ნარნარი მოძრაობით გაემართა სამზარეულოსკენ -დალი საყავრელო ნატურალური წვენი გვაქვს? დამისხი აბა ერთი ჭიქაა
მარიამმა მშვიდად გააყოლა თვალი შემდეგ ბავშვს აკოცა.ბოთლი სამზარეულოში გაიტანა და ისევ თავისი სახლისკენ დაიძრა. ბოლო წუთებში გადაწყვიტა რომ არ ღირდა ამ საოცარი კადრების გამოტოვება თუ როგორ ხვდებოდა ალექსანდრე თავის საცოლეს. სწრაფად მოემზადა და ზუსტად იმ დროს გავიდა ალექსანდრე მანქანაში რომ ჩაჯდა
-მეც მოვდივარ-გვერდით მიუჯდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო - რა მოიფიქრე?
-წინასწარ თუ გითხარი აღარ იქნება მხიარული ...- თვალი ჩაუკრა და მობილურს პირველად უპასუხა შემდეგ კი მილიონიზარიდან პირველი აღმოჩნდა ეს ზარი. აეროპორტში მისვლამდე იმდენ ვინმეს დაურეკა,იმდენმა დაურეკა მარიამმა სიტყვის ჩაკვეხება ვერ მოახერხა. უკმაყოფილოდ მიაბიჯებდა აეროპორტის შენობაში, არ მოსწონდა ინფორმაცია რომ არ ჰქონდა . ყველა რომ მიესალმა მაშინ გაიაზრა რომ ალექსანდრეს სანაცნობო წრის უმრავლესობას იცნობდა. ისე დადგა პრიმეტრი რომ ეკონტროლებინა და მოთმინებით დაელოდა კატერინას გამოჩენას ,ბოლოს და ბოლოს პირველად უნდა ენახა ალექსანდრეს ყველასთვის ცნობილი და ზეპოპულარული საცოლე,რომლის ხასიათიც ვერა და ვერ დაადგინა . ყველა სხვადასხვა რამეს ამბობდა მასზე და ცოტა არეული ჰქონდა აზრები ...

გაოცებული უყურებდა უამრავ ადამიანს შორის მოქცეულ წყვილს რომელიც მთელი გრძნობით კოცნიდა ერთმანეთს . კატო როგორი იყო? ისეთი როგორიც საერთოდ არ წარმოედგინა, იმ უამრავი მოსაზრებიდან ერთ-ერთსაც არ აკმაყოფილებდა. იმდენად მომხიბვლელი იყო, იმდენად დახვეწილი და სექსუალური რომ უბრალოდ დგომას და მის მზერასაც კი დასთანხმდებოდი . აი ისეთი ქალი იყო უარყოფით ემოციას რომ ვერ გამოიწვევდა თუ ძალიან არ მოინდომებდა. ალექსანდრეს რომ მოშორდა და მის მკლავებში მოქცეულმა მეგობრებს გაუღიმა თითქოს მზეც კი დაჩრდილა იმ წამს. თვალები დაეხუჭა სიცილის დროს, კამერაში განცხადება გააკეთა რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა მხოლოდ თქვა რომ მისი მოდის კვირეული წარმატებულად დასრულდა , თითოეულ ქვეყანაში სადაც გამოფენები მოაწყო მოწონება დაიმსახურა და ახლა მონატრებულ სამშობლოდან დიდხანს წასვლას არ აპირებდა, რადგან საყვარელი ალექსანდრეს გარეშე ყოფნა აღარ შეეძლო. ჟურნალისტმა თავად განაგრძო საუბარი კამერის წინ და მაყურებელს განუცხადა რომ ცნობილ დიზაინერსა და ყოფილ მოდელ კატერინას მეგობრები და საქმრო დახვდა აეროპორტში...კიდევ ათასი რამ ,მარიამს აღარ ესმოდა რადგან ყურადღება ისევ კატოზე გადაიტანა. მისი ჩანთები ალექსანდრეს დაცვას მიჰქონდა თავად კი სანდროს მკლავზე მოხვეული მიაბიჯებდა ყურებამდე გაღიმებული და ისე ესაუბრებოდა მეგობრებს .
-არ გამაცნობ? -როგორც კი შესაძლებლობა მიეცა მაშინვე უთხრა ალექსანდრეს და თავით მარიამისკენ ანიშნა.
-ახლა ?
-ხო ახლა!
-როგორც გითხრეს ისე არაა!- მოკლედ მოუჭრა თვალი ჩაუკრა მანქანას მიეყუდა ჩაჯდომამდე და შეკრებილებს გადახედა- მეგობრებოოო ჩემი კატუსიას ჩამოსვლას სახლში ავღნიშნავთ ყველას გელოდებით ჩემთან ერთ საათშიიი- ხმამაღლა განაცხადა და კიდევ ახმაურდა ხალხი. მარიამი სწრაფად ჩაჯდა მეორე მანქანაში სანამ ალექსანდრე მოიხედავდა და კარი მიხურა. ორ წუთში შეტყობინება მიუვიდა“სად გაიქეცი !“ არაფერი უპასუხა, გაეცინა უბრალოდ , ვერ წარმოედგინა ასეთი გოგო თუ იქნებოდა. იმდენად საოცარ სინთეზს ქმნიდა ეს წყვილი რომ შეგშურდებოდა მათ შემხედვარეს. როგორ შეიძლებოდა ასეთი ქალი არ გყვარებოდა, წარმოუდგენელი იყო. მარიამი მანქანიდან მაშინვე გადავიდა როგორც კი გაჩერდა და სახლისკენ დაიძრა. ალექსანდრეს და კატერინას წამოეწია და გოგოს თავად მიესალმა
-იქ ვერ გაგეცანით მე მარიამი ვარ თაბაგარი და მინდა გითხრათ რომ გაოცებული ვარ თქვენი სილამაზით
-აიი ხომ გეუბნებოდი შენთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შეგიძლია მშვიდად იყო ... არ მოვწონვარ საერთოდ . გითხარი ხო დედაჩემი რომაა ჩემთან
-კიი მითხარი და რატომ აწყობ აქ წვეულებას? შევაწუხებთ ხმაურით სხვაგან წავსულიყავით რა საჭირო იყო ეს ალიაქოთი ... ისე ვერ გაერთობოდი? დაღლილი ვარ ხვალიდან ისედაც ათას წვეულებაზე უნდა მივიდე და ყელში ამომივა ამ ფარისეველი ხალხის ლაქუცი მიყურებენ და ნატრობენ მჟავა გადამესხას და დავიწვა ან ხატვის ნიჭი დავკარგო და ვერაფერი შევქმნა ზოგს საერთოდ ჩემი აფეთქების სურვილი კლავს
-აშკარად მოგენატრე კატუსიი ძალიან ხარ აღელვებული!
-რა ხმააა ? რა ხდება სანდრიკოო?ვაიმეეეე საყვარელოოოოო კატააა როგორ ხარ? როგორ მოგვანატრე თავი სად დადიოდი ამდენ ხანს გოგონი ასე როგორ შეიძლება რომ ტოვებ ამ შენს საქმროს იქნებ მოგტაცოს ვინმემ სანამ შენ მსოფლიოს მოივლი შენი შემოქმედებით- ელიზაბეტი ჩვეული ღიმილით და თან მშვიდი სახით მოძრაობდა.კატოს მოევხია და ალექსანდრეს მკლავებიდან გამოაცალა.სახლისკენ გაიტაცა პირდაპირი მნიშვნელობით
-რისთვის წამიყვანე...სად იყო იქ სიურპრიზი
-ის ხალხი, ყვავილები,ტელევიზია და სიყვარულისგან დაფერფლილი საქმრო რა იყო აბა?
-როგორ დაგიხარჯავს ენერგია ...ასეთი საოცრება როგორ მოიფიქრე
-რატომ მეჯუჯღუნები შენ რა გწყინს
-დარწმუნებული ხარ რომ არ გიყვარს?
-მაგაში თითონაც დარწმუნებულია და შენ რატო გეპარება ეჭვი
-მგონი მართლა ღირს დაფიქრება ჩემს ორიენტაციაში ან შენს ტვინში ... როგორ შეიძლება ასეთი ქალი გყავდეს და სხვა გინდოდეს
-ქალური სოლიდარობის პონტში მებაზრები? შარი იყო შენი აქ მოყვანა აი ამის მეშინოდა ,მალე დამიწყებ ნოტაციების კითხვას ხომ?
-სხვა დროს ვისაუბროთ!
-სად მიდიხარ ?
-რამე გჭირდება ? არა . შესაბამისად თავისუფალი ვარ . ხომ მაქვს უფლება არ მინდოდეს შენი „გართობის“ ცქერა
-რა თქმა უნდა ... მე ის მიკვირს აქამდე როგორ გაუძელი - ისე გაიცინა როგორც ალექსანდრეს შეეფერებოდა და სახლისკენ მშვიდად დაიძრა. იმ წამს ხედავდა ნამდვილ ალექსანდრეს და რაღაც სხვას გრძნობდა.ბავშვი თავისთან რომ არ დახვდა იძულებული გახდა ალექსანდრეს იმპერიაში გადაენაცვლა, მისაღებში რომ შეაბიჯა წამსვე მიხვდა რომ რთული მდგომაროება იყო. ბავშვი ელიზაბეტს ეჭირა და კატოს ასულიერებდა ალექსანდრე
-კატერინააა ... ლიკა ნიშადური მომიტანე ! რას უდგახართ მანდ
-გამოეცალე ...ჰაერი სჭირდება .რა მოხდა
-ბავშვი რომ დაინახა გონება დაკარგა ..რა ვიცოდი ასე თუ ინერვიულებდა - ლიზას ხმა გაიგო და მერე გოგოს მიხედა. ორ წუთში გამოფხიზლდა და ალექსანდრემ მაშინვე გაიყვანა იქედან-სად წაიყვანა...უიმეე რა სუსტია ეს გოგო ნეტა ამის საყვარლებს რომ უყურებს იმას ვერ უშვებს რომ შეიძლება ერთ დღეს შვილი გაუჩინოს ვინმემ ? რა სულელია ღმერთო ჩემო ,ნეტა ალექსანდრე უნაყოფო ჰგონია თუ რას ფიქრობს მაგის უნაოჭო ტვინი- ჩუმად ლაპარაკობდა მერე მარიამმა ბავშვი რომ გამოართვა წარბები შეკრა-სად მიგყავს?
-მშვიდად სადაც იქნება იქ...გირჩევთ თქვენც გახვიდეთ სახლიდან
-რა ხდება? ესენი რატომ დაფოთიალებბენ აქეთ-იქით
-წვეულებას აწყობენ და გირჩევთ დღეს შეეშვათ ალექსანდრეს გაავებას ..თქვენის ნებართვით
არ აინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა,თორნიკეს ესაუბრებოდა მობილურით. ბავშვს უყურებდა და წუწუნებდა იქედან,მერე მარიამს ყველაფერი მოაყოლა და ინფორმაცია გაუცვალა კიდეც.
დაძინებას აპირებდა კარზე რომ დაუკაკუნეს , კარის გაღებისას ელიზაბეტი რომ დაინახა გაუკვირდა
-შეიძლება?
-მობრძანდით ...
-ნამცხვარი და წვენი წამოვიღე,არ ვიცი გიყვარს თუ არა ისეთი გამხდარი ხარ ალბათ ამ დროს არ ჭამ - შევიდა და მაგიდაზე დადგა თეფში და წვენით სავსე მინის ბოთლი.მარიამმა ჭიქები მიიტანა და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა-ბავშვს სძინავს ხო? მშვიდი ბავშვია , თუმცა ამ ასაკში ყველა მშვიდია ...იქ რატომ არ ხარ?
-არამგონია რამე ისეთი მოხდეს ალექსანდრეს რომ დავჭირდე !
-ვფიქრობ და ვერ ვხვდები აქ რატომ ხარ!
-მეც არ ვიცი ...უბრალოდ ორივეს გვაწყობს ჩემი აქ ყოფნა
-რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ დავითი რომ შეგხვდეს და საკმაოდ დიდი თანხა შემოგთავაზოს ალექსანდრეს მართვისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის როგორ მოიქცევი?
-იმდენად სულელ კაცს გაჰყევით ცოლად რომ დაიჯერებს ამას? დაიჯერებს რომ ალექსანდრეს მართვას ვინმე შეძლებს? მითუმეტეს ქალი?
-შენ არ ხარ ჩვეულებრივი, აი ჩემს ქმარს კი არაჩვეულებრივი ქალების ამოცნობის უნარი აქვს
-სჯობდა შვილთან ურთიერთობის უნარი ჰქონოდა ...
-ზღვარს სცდები და უხეშობ!
-როცა ჩემი მოსყიდვა და მიუღებელ საქმეში გამოყენება სურთ შეურაცმხყოფენ ეს კი ყოველგვარ დანაშაულს აღემატება
-გიყურებ და ვრწმუნდები რომ ნამდვილად ის ხარ ვისაც ამდენი ხანია ველი-წავიდა ისე რომ მარიამის პასუხს არც კი დაელოდა.
............
გამთენიისას ბავშვისთვის ფაფის გასაკეთებლად შევიდა სამზარეულოში, გოგონა კალათში იწვა ,რომელიც სამზარუელოს დიდ მაგიდაზე იდგა და პაწაწინა ხელებს ამოძრავებდა.
-დილამშვიდობისა...მეც მომიმზადე რა ყავა და კიდევ რამე რომ ვისაუზმო ,ძალიან მშია - ზურგით იდგა კატოს ხმა რომ გაიგო, უკან შებრუნდა და თხელ მოკლე ხალათში გამოწყობილს მზერა მიაპყრო
-დილამშვიდობისა...ყავა კარადაში იქნება, პროდუქტი მაცივარშია - ფაფის ბოთლი ცივ წყალს შეუყუდა რომ გაეგრილებინა და გოგონას ისევ ზურგი აქცია.
-უკაცრავად?
-დიახ რა ხდება?- მშვიდად გახედა
-ანუ გინდა რომ მე მოვამზადო? და შენ რას აკეთებ აქ?
-არ მიყვარს საუზმის მომზადება თუ თავად არ მივირთმევ...დალი ერთ საათში მოვა და შეგიძლიათ მას სთხოვოთ თუ თავად არ შეგიძლიათ ყავის მომზადება, უაკცრავად-თავისუფალი ხელი კალათს მოჰკიდა და სამზარეულოდან გავიდა. ბავშვს აჭამა, შემდეგ რამდენიმე წუთს ხელში ჰყავდა და ბოლოს სააბაზანოში შეიყვანა რომ ებანავებინა. მის გვერდით უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა, ბედნიერდებოდა შეხებით, სურნელით ყველაფერი მოსწონდა და სულ უფრო მეტად უყვარდებოდა . პირსახოცში შეხვეული გამოიყვანა საძინებელში ის იყო საწოლზე დასვა კარი რომ გაიღო და ალექსანდრე შევიდა
-რა მოხდა შეგიძლია მითხრა?
-შენს სიზმარში?
-მარიამ!
-რაზე მეუბნები ხომ უნდა ვიცოდე
-რატომ გამაღვიძა კატომ გააფთრებული სახით
-საუზმე მომიმზადეო და ვუთხარი რომ დალი ერთ საათში მოვიდოდა ყავა კარადაშია პროდუქტი მაცივარში-თქო , რამე დავაშავე და არ ვიცი?
-სულ ეს იყო? სულ გაგიჟდა ეს ხალხი ! ძილს არ მაცლიან... დილამშვიდობისა პატარავ- ბავშვის დანახვისას გაეღიმა ,მერე საწოლზე მოწყვეტით დაეშვა ბალიში ხელებში მოიქცია და თვალები დახუჭა
-არ გადმობრუნდე ბავშვს გაჭყლიტავ!
-ბრუნვის თავი მაქვს? მეძინება ...
ორ წუთში ისე მშვიდად ეძინა თითქოს ამქვეყნად არაფერი ჰქონდა სადარდებელი,პატარა ბავშვი იყო სუფთა სულით . მარიამმა ბავშვიც დააძინა და მის გვერდით დააწვინა. როგორც ყოველთვის იმ დილასაც დაურეკა თორნიკემ,მას ელაპარაკებოდა ალექსანდრემ რომ გაიღვიძა და ბავშვის დანახვისას გაშლილი ხელი წამში მოკეცა,გაიღიმა და მძინარე გოგონას ფრთხილად მოეფერა ლოყაზე
-პრინცესა რა პატარა ხარ ის ლაწირაკი ხელშიც ვერ აგიყვანს ტყუილად იჭიმება იქედან
-რაო რა მინდაო? არ ისმის მაგის ბურტყუნი ...
-რაო ექიმმა როგორ მიდის გაძვალების პროცესი
-ჩვეულებრივად... დრო სჭირდება რა. რომ ვერ ვმოძრაობ ვეღარ ვუძლებ. ეს ნეკნები რომ არ იყოს გატეხილი კიდე ჯანდაბას ,მაგრამ ახლა თავის მოძრაოვს ვახერხებ და მეტს ვერაფერს...კიდე კაი ხელიდან მომხსნეს ის რაღაც და ორივე ხელს ვიყენებ
-რა სანახაობას ვაკლდები?!
-კატიუშა როდის ბრუნდება ? დღეს არ უნდა ჩამოსულიყო?
-ჩამოვიდა...არ უთქვამს მარიამს?
-მანდაა ისიც? რაოო დაემართა შეტევები მარიამის დანახვისას? დარწმუნებული ვარ მისი დაქალები ალქაჯად აღუწერდნენ მარიამს და გამოიქცეოდა იქედან
-დაახლოებით ... დაწყნარდება არაფერია
-ელიზაბეტიც შენთანაა და კატოც? სახლი კიდე დგას თუ ჩამოინგრა უკვე
-სიცილი შეგიძლია შენ?
-აუუ არაა გვერდები მტკივდება და თავიც
-მერე მიხვდი და გაჩუმდი
-ნუ ეფერები ბავშვს შენი ჭუჭყიანი ხელებით და საერთოდ ძინავს მგონი და რო შეეშვა არა?
-ნევროზიანი მამიკოოო
-გეყოს!
-ვიცი მე რა მეყოფა როდის ჩამოხვალ გაჩვენებ რა მეყოფა და რა არია აქედან ლაპარაკი არ მინდა !
-ბავშვი ნახა კატიუშამ?
-დედაჩემს ჰყავდა ხელში და პირდაპირ მიახრა ნახეე პატარავ კატო დეიდა მოვიდაა მისი ხშირად ნახვა მოგიწევსო მერე ერთი დაიკივლა ალექსანდრეო და წაიქცა
-დედაშენს რატო ჰყავდა ჩემი ბავშვი
-მაგის გარდა ვერაფერი გაიგე?
-კატოს წიკები არ მაინტერესებს
-ჰყავს ხოლმე რა ვქნა ნუ მიუახლოვდები ბავშვს_თქო ვუთხრა?
-არა რა სისულელეა,უბრალოდ გამიკვირდა. ისე რომ უთხრა მოვალ-თქო და გაუშვა არ გინდა?
-ვუთხარი და არ მიდის მაინც !
-ხოო? აბა რა უნდა?
-ვინ უნდა უკეთესი იქნებოდა...მარიამითაა დაინტერესებული,კონკრეტულად რა უნდა არ ვიცი, მაგრამ სანამ არ გაარკვევს მანამ არ წავა
-დათა როგორ ძლებს ამდენ ხანს?
-მე რა ვიცი ...
-დედაჩემმა რომ დამირეკა გითხარი? კიოდა მოთქვამდა რატომ არ დამირეკე ცუდად თუ იყავიო და რა ვიცი იმდენი რამე თქვა ორ წამში აღარც კი მახსოვს, ძლივს დავარწმუნე რომ არ ჩამოსულიყო მაგის ნერვები მქონდა? გააგრძელე შოპინგითქო ვუთხარი და მორჩა
-რა ემოციური ქალია ვგიჟდები-ცინიკურად გაიცინა ალექსანდრემ და თავი ბალიშზე დააბრუნა
-ვერაფერს იტყვი სულ ელიზაბეტს ჰგავს ... შოპინგს გააგრძელებდა შენ რო ასე იყო?
-სხვათაშორის ყოველ დღე მეკითხება შენზე როგორააო? მართალია უემოციო გამომეტყველებას იღებს ,მაგრამ მაინც აინტერესებს შენი მდგომარეობა- მარიამმა მომენტით ისარგებლა
- არ აღიარებს თორემ ისე უყვარს თავისი დავითი დაჟე მეც ვუყვარვარ ... ალექსანდრე გახსოვს ბავშობაში ხელი რომ მქონდა მოტეხილი როგორ მივლიდა? კი მეჯუჯღუნებოდა ,მაგრამ ერთი რო წამომეკვნესა მაშინვე ფეხზე ფრინდებოდა
-მახსოვს
-მარიააამ
-ჰოო
-იცი სანდრიკო ჩემზე რომ ეჭვიანობს?
-რა იდიოტია ღმერთო ჩემო -სიცილით თქვა ალექსანდრემ ,პოზა არც შეუცვია ისევ ბავშვს უყურებდა და ეფერებოდა
-მე რომ თავისუფალი ვარ და მაგას მილიონ რამეს ავალებენ და მოსვენებას არ აძლევენ, შურს...ტახტი რომ ერგება იმაზე კი არ ფიქრობს
-ნეტა ამდენი ტლიკინი თუ არ გღლის ... მგონი მანდ სულ ტყუილად ხარ წამოგორებული ,ცუდად ყოფნის ვერაფერს გატყობ
-ერთი უსმინეთ რა.. მე რა დღეში ვარ აქ და ტყუილად ხარ წამოგორებულიო
-გაიბუტა პატარა თოკუნაააა ...შენ და მამაშენი კარგად გაუგებთ ერთმანეთს პრინცესა ..ესეც შენსავით პატარაა და ტვინი არ აქვს
თორნიკე რომ გაჩუმდა მარიამს გაეღიმა, ასე მარტივად არ შეეძლო მამის სტატუსის მიღება, ალექსანდრეც ისე თავისუფლად ესაუბრებდოა ბავშვს თითქოს პასუხი უკვე ნაანხი ჰქონდა
-წავედი მე...მარიამ დაგირეკავ მერე
-მე რატომ არ მირეკავს ვითომ ...- როგორც კი გათიშა მაშინვე პრეტენზია წამოაყენა
-შენთან არ არის ბავშვი და იმიტომ
-საეჭვო სიწყნარეა ,უნდა გავიდე რა ხდება გავიგო
კატო წასული იყო ,ელიზაბეტი თავის ოთახში გახლდათ შესაბამისად სახლშიც სიმშვიდე სუფევდა. ორი დღე ისე გავიდა ალექსანდრე რამდეჯერმე გავიდა გარეთ, ორივე ღამე წვეულებაზე გაატარა და ლამის გადაათება. ელიზაბეტი არაფერს აკეთებდა მისი გაგიჟებისთვის და მაგარ დარტყმას ელოდა. როგორც იქნა სახლში საუზმობდა ვარჯიშიც მოახერხა დილით და ძალაგამოცლილი იყო
-დილამშიდობისა შვილო- ლიზამ ლოყაზე აკოცა დ ამის გევრდით დაჯდა. მარიამიც მაგიდასთან იჯდა, გვერდით სკამზე ბავშვის კალათი იდო თუმცა მშვიდად იყო და ყურადღებაც არ სჭირდებოდა. ლიზას მობილური რამდენჯერმე ამღერდა, ყოველ ჯერზე გათიშა და მშვიდად განაგრძო ჭამა.
-რაა თქვენი ასეთი კარგი განწყობის მიზეზი ქალბატონო ელიზაბეტ?
-ჩემი კარგი განწყობა გაღიზიანებს შვილო?
-მაშინებს დედა...მაშინეეებს
-მასხარა !
მისაღებში ისხდნენ ეზოდან ხმაური რომ შევიდა, ალექსანდრე მაშინვე წამოდგა ,მაგრამ გარეთ გასვლა არ დასჭირდა ისე შევიდა დავითი
-ოოჰ დავით რა ქარმა გადმოგაგდოთ ჩემკენ? რამე ბიზნეს მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ?
-თუ კაცი ხარ ჩამომეცალე...ოოჰ ქალბატონ ელიზაბეტს ვახლავარ როგორ გიკითხოთ? - აშკარარად არ იყო სანდროს გუნებაზე
-არაჩვეულებრივად . თავად?
-აჰ მიცანით? იმდენი ხანია სახლში არ ყოფილხარ ვიფიქრე სახეზეც დაგავიწყდებოდი ...
-დღეშე იმდენჯერ მირეკავ ფოტოს გამოცვლა ვერ მოვახერხე და შესაბამისად მახსოვხარ ...
-რა გასაოცარიაა პირდაპირ და სახლში როდის წამოხვალ?!- სავარძელს დაეყრდნო ხელებით და ზემოდან დააცქერდა ცოლს
-ჯერ არ მინდა გმადლობთ შემოთავაზებისთვის
-ვინ გითხრა რომ შემოგთავაზე ... მაინტერესებს როდის წამოხვალ ბარგს რომ ჩაალაგებენ თუ ბარგი არ გჭრდება და ისე წამოხვალ
-შენ ვერ გაიგე რაღაც კარგად...აქ მინდა ყოფნა ,შვილი მომენატრა და თან პატარა ბავშვებთან რამდენი ხანია ურთიერთობა არ მქონია და მინდა აქ ვიყო
-გეყოფა!
-უკაცრავად? ახლა დამიყვირე თუ მომესმა?- უცებ მოაშორა მისი ხელები სავარძელს და ფეხზე წამოდგა - აბა ახლა წახვალ თავად თუ მე წავიდე?
-ელიზაბეტ მოთმინებას ნუ დამაკარგინებ?
-მოთმინებაც გაქვს? საოცარია პირდაპირ . აი მე კი ნამდვილად მაქვს მოთმინების უნარი და სანამ არ გააკეთებ იმას რაც მე გითხარი მანამ არ წავალ აქედან
-უნდა ჩავერიოო მამიკოო საყავრელოო იქნებ მე მითხრათ რა უნდა დედას და მე გავაკეთო?
-შენ ყოჩაღ..ერთი სული გაქვს როდის წავა ხომ? გააჩინე ახლა ასეთი ამის გამო იკლავდი თავს? წყალს არ შეგასხამს რომ შეწუხდე !
-ჩემი შილის ლანძღვა შეწყვიტე და შენს თავს მიხედე ! მე არაფერი მჭირს მოსავლელი და რომ დამჭირდება მივცემ ვინმეს ფულს და მომივლიან ალექსანდრე ჩემი ძიძა რომ ყოფილიყო იმიტომ არ გამიჩენია აი შენ კი ფულს თუ დაკარგავ მერე ნამდვილად არავინ მოგხედავს ... უკვე კი მოხუცდი მაინც და რა ვიცი დავფიქრდებოდი ორი ბიჭი გყავს ..შვილიშვილიც და მეც კი ძალით მიმათრევ სახლში. ის შენი თინაც თუ გაგექცა და აღარ დაბრუნდა პარიზიდან მერე რას შვები ძალიან მაინტერესებს
-შენ როდიდან დაინტერესდდი ჩემი და ჩემი უკანონო შილის ურთიერთობით .. ახლა რამე ხდება და მე არ ვიცი? შენ არ იყავი მთელი ცხოვრება იმას რომ მეუბნებოდი ალექსანდრეს გარდა შვილი არ გყავსო?!
-იდიოტი რომ ხარ და შინაარსააც რომ ვერ იგებ! მე გეუბნებოდი რომ ჩემ გარდა არავისგან უნდა გყოლოდა შვილი ,მაგრამ ძალიან მოინდომეთ შენ და თინიკომ და ეგ მონდომება 23 წელია არსებობს სხვათაშორის და იქნებ დროა რომ ორივე შვილი გვერდით გყავდეს ასეთ დროს
-მე საჭიროებას ვერ ვხედავ ! თუ გავარკვიეთ წამომყევი..ბევრი დრო არ მაქვს სხდომაზე ვარ ერთ საათში
-ჩემს გამო ნუ დაიგვიანებ საყვარელო შეგიძლია წახვიდე
-ელიზაბეტ ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო!
-ძალით, შენ მე? ნუ მაცინებ !
-არ მოდიხარ ხომ?
-არა - თავი მაღლა ასწია და გაიღიმა. ეს იყო და ეს ისე უცებ მოხვია ხელი დავითმა და აიყვანა ხელში გაოცებისგან ხმაც კი ჩაუვარდა
-ძალიან კარგი ... ტყუილად გელაპარაკები ყოველთვის!
-რა რა ...გამიშვი გადაირიე? როგორი იქცევი დაგივარდები 20 წლის ხომ აღარ ხარ დავით ...დათა ...დათუნა დაგივარდები წელი გაგიშეშდება კაცო 40 კილო აღარ ვარ გაგიჟდი? გინდა ყველამ დაგცინოს? ეზოში იმდენი ვინმეააა
-გაჩუმდი !
-ნუ მიყვირიიიიიიი
-ჯანდაბა როგორ მომენატრა შენი კივილი !
-ავადმყოფოოოოო დამსვიიიი
-ავადმყოოფი ვინცაა ეტყობა
-ცუდად რომ გახდები გეფიცები ექიმსაც არ გამოვუძახებ
-შენ ოღონდ სახლში იყავი და არ მინდა ექიმი
მანქანაში ჩასვა, კარი მიხურა და ისე დატოვა იქაურობა უკან არც მიუხედავს. ალექსანდრე და მარიამი კი მდუმარედ იდგნენ ერთ პოზაში გაქვავებულები ისევ იაზრებდნენ ნანახს
-ახლა ესენი ავადმყოფები არ არიან? თავი ისევ პატარა ბიჭი ჰგონია სკოლის ასაკში ასე აჩერებდა და ახლაც ჰგონია რომ თინეიჯერია . ის კიდე ისე ეკეკლუცება და ებუტება თითქოს პატარა გოგოა . მასე რომ ეკეკლუცებოდა იმიტომ მოიტაცა თავის დროზე და დაიღუპა თავი
-საოცრები არიან ... ახლა ვხვდები ასეთი არაამქვეყნიური რატომ ხარ- მიმიკის შეუცვლელად თქვა მარიამმა და ალექსანდრეს ახედა
-ბატონო?
-და შენ ამათ ეჩხუბები? არ გინდა უბრალოდ გაარკვიო რა ხდება მათ შორის?
-ავადმყოფები არიან როგორ შეიძლება ერთი ქალი გიყვარდეს და მეორესთანაც იყო ამავდროულად,დედაჩემს ავადმყოფის არაფერი ეტყობა მიუხედავად იმისა რომ შვილი ვერ გააჩინა ჩემს გარდა მეეჭვება საყვარლის გაჩენის მიზეზი დედა ყოფილიყო
-ეგ საყვარელი რომ არ ყოფილიყო თორნიკე არ გეყოლებოდა და თუ სიინი ცხოვრობენ ასე შენ რატომ არ გინდა უბრალოდ ამ დიდი ნაკლის გარდა სხვა დადებითი დაინახო მათში...ამბობ მისი ჭუჭყიანი ფული არ მინდაო ,განა ასეთი რა აქვს ჩადენილი მიზანდასახული და ძლიერი კაცი რომ არის ის? განა ვის გაუკეთებია საქმე დანაშაულის გარეშე ...ვინმე მოკლა? ვინმეს უბედურებაზე ააგო ცხოვრება? პოლიტიკოსია, ბიზნესმენიცაა და ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს. არაა ანგელოზი ,მაგრამ შეცდომების გარეშე ადამიანები არ არსებობენ , შენ თუ გგონია რომ უშეცდომო ხარ და დანაშაულს არ ჩადიხარ ძალიან ცდები ალექსანდრე
-არავინ მოუკლავს ,მაგრამ ადამიანების მოტყუებაც დანაშაულია
-რომელი პოლიტიკოსი არ ატყუებს...ცხოვრება ომია და თუ იარაღს არ აიღებ თავის დასაცავად გაგანადგურებენ . მამაშენმა კი მოახერხა რომ ამდენი წელი მყარად მდგარიყო ფეხზე , ახლა კი ვიღაც ირაკლის უნდა მიწასთან გაასწოროს და შენ გინდა ამ ყველაფერს მშვიდად უყურო? რისთვის სჯი , რისთვის რომ დაუმტკიცო როგორი მართალი ხარ შენ? სინამდვილეში ყალბი ხარ , ნამდვილად დაკარგული გაქვს საკუთარი თავი . ეს შენი მრავალი სახე გაქრობს და მალე მთლიანად გაუჩინარდება შენში „ალექსანდრე“ რომელთანაც მე მამსგავსებ. ამ ალექსანდრეს ჩემთან არაფერი აქვს საერთო, ერთი გულისამრევი კაცია რომელსაც ცხოვრების მიმართ პროტესტის გამოხატვის გარდა არაფერი ადარდებს, საკუთარი სიამოვნების გამო ყველაფერს აკეთებს და მორჩა!-ბავშვი აიყვანა და სახლიდან გავიდა. ალექსანდრეც უკან გაჰყვა
მარიამთან რომ შევიდნენ სავარძელში ჩაეშვა . ბავშვი როგორც კი დასვა მაშინვე მკლავში წვდა და გვერდით მიისვა
-რა !
-არ ფიქრობ ისე როგორც ჩემს ადგილას მყოფი
-მართალია,შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. არ ვიქნებოდი ინერტული ამით მეტ ყურადღებას მივიქცევდი და იმიტომ. მეც ბევრ რამეს გავაკეთებდი საკუთარი სიამოვნებისთვის ,მაგრამ არა სხვა ადამიანების გამოყენებით. მესმის რატომაც დადიოდი კლუბში , რატომ იბრძოდი იქ , მესმის რატომ დაქრიხარ გიჟივით, რატომ იღებ რბოლაში მონაწილეობას, რატომ თამაშობ უამრავ რამეს. რატომ ღელავ თორნიკეზე და იმ წამს გონების გათიშვისაც მესმის. გასაგებია რატომ გყავს საცოლე ,რეალურად შეიძლება მეც მყოლოდა ვინმე მსგავსი ,მაგრამ არ მეყოლებოდა ქალი რომელსაც ვუყვარვარ, რომელიც მაღმერთდებს თუ მეცოდინებოდა რომ ერთ დღეს ისე მივაგდებდი თითქოს არც არსებულა და იმ ნაშების რიცხვს მივუმატებდი რომელსაც მგონი ყოველ ღამეს იცვლი. შორს დავიჭერდი თავს მამის საქმიანობისგან, მაგრამ მაშინ როცა ყველაზე მეტად დასჭირდებოდა შვილის გვერდით დგომა არ მივატოვებდი! შევეცდებოდი შემეცვალა მისი წესები,მისი თამაშის ფორმა და არ ვუყურებდი როგორ ნადგურდება ყველაფერი რასაც მთელი ცხოვრება შეალია...ვისთვის აკეთებდა შენი აზრით შენთვის არ უნდა? ელიზაბეტს რას ერჩი საერთოდ ... რისთვის ექცევი ასე იმიტომ რომ ქმრის საყვარლის ყოლის უფლებას აძლევ? და შენ რა დაგაკლო მაგით..გასაგებია რომ რთული ხასიათი აქვს ,მაგრამ არც იმდენად რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოექცე როგორც დედას
-კატოს გამო თუ გაგიჟდებოდი ნამდვილად არ მეგონა
-გაგიჟებულის რას მატყობ?! ჩემი აზრი ხომ გაინტერესებდა ხოდა გეუბნები ! შენი საქმეა როგორ მოიქცევი
-და ახლა რა კატო შევიყვარო და ყველა ქალი გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან?
-კატოთი რატომ იწყებ პრობლემების განხილვას?
-შენც კატოთი დაიწყე და თანმიმდევრულად მივყვები მეც -თვალებში უყურებდა ისე თითქოს საკუთარ შინაგან ხმას ხედავდა
-კატოსთან დაკავშირებით უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და საერთოდ არ აქვს მნიშნელობა როგორ მოიქცევი ...უბრალოდ იმ გოგოს, რომელსაც დასაწუნი არაფერი აქვს არც ჩვეულებრივი სულელი გოგოშკაა ,საკუთარი საქმეც აქვს რომელსაც შესანიშნავად აკეთებს და საერთოდ სილამაზესთან ერთად შემდგარი ქალიცაა... იქნებ გიყვარს კიდეც და იმიტომ ვერ შორდები და საერთოდაც იმდენად ხარ შესული ამ შენს როლში თავს ვეღარ აღწევ
-გჯერა საკუთარი სიტყვების ? გგონია მიყვარს და ასე ვექცევი? რომ ვუყვარვარ იმიტომააქვს მას საცოლის სტატუსი , ფულით რომ მომესყიდა ვინმე მისგან ყველაფერი იქნებოდა მოსალოდნელი . ხო კატო მაღმერთებს და არასდროს წავა ჩემ წინააღმდეგ
-და მოგწონს როგორც ექცევი? ამ სიტყვების შემდეგ საკუთარ თავზე გული არ გერევა? შენს ადგილას ნამდვილად შემაწუხებდა ტვინი თუ არა სული მაინც... სინდისის ქენჯნა მექნებოდა
-რაც არ გამაჩნია ვერ შემაწუხებს...მე გითხარი თავიდანვე რომ ყველაფერი დავკარგე და შენთან ახლოს ყოფნა იმისთვის მჭირდებოდა რომ გამეხსენებინა როგორ მოიქცეოდა ალექსანდრე
-მისმენ და არაფრის შეცვლას აპირებ?
-კატოსთან დაკავშირებით არა! მამაჩემს რაც შეეხება ვიფიქრებ , ანალიზის პასუხს რომ გავიგებ და ამ ციცქნას თავის ადგილს ვუპოვნი , შემდეგ ვნახავ რა შემიძლია მამიკოსთვის
-ახლა არ იცი დავიჯერო?
-ვიცი რა თქმა უნდა...უბრალოდ არ მიფიქრია იმაზე თუ მე როგორ მოვაგვარებდი მის პრობლემას, მხოლოდ ის ვიცი დათა რას გააკეთებს . რაც არ უნდა გააკეთოს პრინციპში ვერც ვერაფერს გააწყობს ირაკლის წინააღმდეგ . იმ ნაბიჭვარს ყველა თავის მხარეს ჰყავს გადაბირებული , ასეთები არიან ადამიანები ჭაში აფურთხებენ საიდანაც წყალს სვამენ! ის ავიწყდებათ მამაჩემის წყალობით რომ არიან მილიონრები და მათ ჩასვრილ საქმეებზე რომ ხუჭავდა თვალს , ახალი შანსი აქვთ და წამსვე გაყიდეს
-დათომ არაფერი იცის ამის შესახებ?
-შეიძლება იცის კიდეც...უბრალოდ ვერაფერს გააკეთებს მისი ყველა თამაში იციან . აი მამიკოს ბიჭი ალექსანდრე კი არავის მიაჩნია საშიშად ,ისე მოვუღებ ბოლოს ვერც გაიგებენ ჩემს შესახებ . კარადაში ვისკი გექნება მომიტნე
-ღელავთ ბატონო ალექსანდრე? - მოსწონდა, ეს მდგომარეობა მასთან საუბრისას განცდილი მთელი არსებით მოსწონდა
-ისე შემომიტიე ვიფიქრე ამ მშვიდი საუბრის მიუხედავად რამეს ჩამარტყავდი- თავი უკან გადასწია , წინ წამოიწია და თითები ფეხებზე აათამაშა.
-შევაშინე პატარა ალექსიკოო?
-წეხან გამომლანძღა , ახლა მიღიმის...არანორმალური ქალი
-აჰა,მიირთვი - მის წინ იდგა ჭიქით ხელში თვალები რომ გაახილა და მის თაფლისფერებს გაუსწორა მზერა. მერე უცებ წამოსწია თავი ,ფეხები ისე მიუახლოვა ერთმანეთს მარიამი მათ შორის მოიქცია და ჭიქა ისე გამოართვა
-გმადლობ ...
-არაფერს- ფეხზე ისე მიჰკრა წვივი ისევ გააშლევინ შემდეგ უკან დაიხია და სავარძელში დაბრუნდა.ალექსანდრემ რომ ჩაიცინა დაინახა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია
-ამ საღამოს ბექუნას ქორწილისწინა წვეულება აქვს
-მარტო ბიჭები იქნებით ალბათ
-არაა...ერთად აკეთებენ. გიჟი მოჰყავს ცოლად
-ეშინია ეტყობა ძმაკაცებმა არ შეაცდინოთ და თავადაც იქ იქნება რო რამე-ფეხები სავარძელზე აკეცა და კომფორტულად მოკალათდდა
-შენი ყოფილი შეყვარებული ქორწილში გჩითავ ...იმედია სიძეს არ მოიტაცებ
-მე პირადად ვარ მიწვეული და შენი გაჩითვა არ მჭირდება ალექსანდრე
-კაიი? იმ გოგომ იცის ვინც ხარ და მაინც დაგპატიჟა? არ ყოფილა მთლად გიჟიც ..ისე სულ არ ეჭვიანობ?
-რამეს მამჩნევ ეჭვიანობის?
-ასეთი უდარდელი როგორ ხარ ჩემი ქალები რომ თხოვდებიან ცოტა გული მწყდება მერე რომ ვეღარ გვექნება სექ*ი და შენ ვაფშე არა ?
-ახლა რას ელი რომ გითხრა რაც არ გვქონია იმაზე გული არ დამწყდება თქო? იდიოტურ თემაზე რომ მესაუბრები და საერთოდ სისულელებს ამბობ ხვდები თუ გითხრა
-ნერვსაც ვერ მოუშლი მოკლედ რკინისაა რა...მაგის თქმა არ მჭირდება ისედაც აშკარაა ქალიშვილი რომ ხარ,შენი აღიარებითი ჩვენება რა საჭიროა ...თორნიკეს დღეს არ დაურეკავს?
-დარეკა ...მერე ისევ დავრეკავო მალე გამითიშა ექიმი იყო შესული
-ერთხელ უნდა ჩავიდე რომ გავარკვევ ყველაფერს ! ბავშვსაც ჩავუყვან თუ რამე...ცოტა წამოიზარდოს ერთი თვის რომ გახდება წავიყვანოთ.
-გგონია რომ მისი შვილია თუ არა
-რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ტყუილად არ დაურეკავდა ,არ იყო ისეთი გოგო სხვისი შვილი რომ მოესვა თორნიკესთვის ,მაგრაამ მაინც მჭირდება პასუხი - საწოლთან მივიდა ფეხსაცმელი მოიშორა და ბავშვის გვერდით დაწვა
-მანდ დაძინებას აპირებ?
-ხო!
-მე სად წავიდე
-გეძინება შენც?
-წუხელ არ მიძინია ნორმალურად და თავი მტკივა ცოტა
-დაწექი მერე ვინ გიშლის ?
-რა საჭიროებაა ამდენი საძინებელი გაქვს
-ბავშვს მე დამიტოვებ?
-წავიყვან
-აქ ხო არ შემოდის ხმა რო რამე ...
-არა ...
-არ გამაღვიძო !
-როდის გაგაღვიძე ბოლოს
-სუუ ... ვიძინებ - ამოიბურტყუნა ბალიშს მკლავები მოხვია და თვალები დახუჭა. ბავშვთან ისიც ბევრ დროს ატარებდა. ზედმეტად მშვიდად გრძნობდა ორივე თავს ერთმანეთის გარემოცვა რაღაც მაგიურ წრეს ქმნიდა ,რომელსაც თავს ვერ აღწევდნენ.
.........
საღამოს წვეულებაზე წავიდნენ, მთელი კლუბი ჰქონდათ დაკავებული და ნამდვილი საგიჟეთი იყო. ალექსანდრე მაშინვე შეერია ხალხს, მალე კატოც გამოჩნდა და ძირითადად ერთად იყვნენ. მარიამს რამდენიმე ნაცნობი გამოელაპარაკა,შემდეგ თავი დაიძვრინა ბართან მივიდა და კოქტეილი შეუკვეთა . იქ ყოფნა არ უნდოდა,ისევ სტკიოდა თავი ამიტომ გარეთ გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.
-მარიაამ - ნაცნობი ხმა რომ გაიგო გაიღიმა და უკან შებრუნდა
-ბექააა , კარგი წვეულებაა გილოცავ წინასწარ -ლოყაზე აკოცა ბიჭს და ისევ გაუღიმა
-მადლობა...არ ველოდი შენს აქ ნახვას
-ქორწილის მოსაწვევი მივიღე და აქ რომ მხედავ ეგ რატომ გიკვირს?
-ვერ გამიგე... არ ველოდი თუ ალექსანდრესთან ერთად მოხვიდოდი. მეგონა ჭორი იყო უბრალოდ
-და კიდევ რა გეგონა?- ჩაიცინა და სასმელი მოსვა
-ერთად ხართ მარიამ?
-ერთად ვართ? მე და ალექსანდრეზე ამბობ?
-მასთან ცხოვრობ და ანუ...შეუძლებელია ალექსანდრესთან იყო , მაპატიე რომ ეს ვიფიქრე . არ მჯერა მართლა უბრალოდ მეც არ ვიცი რატომ გკითხე ,ყურადღებას ნუ მომაქცევ , ძალიან ვარ აღელვებული და ამ ქორწილის წინ მეც არ ვიცი რას ვაკეთებ...არ მიყვარს ხომ იცი ეს პომპეზურობა ,მაგრამ ვერაფერი გავაწყვე
-ბექუნაა არ გრცხვენია? წინასაქორწილო წვეულებაზე ყოფილი შეყვარებულის პირად ცხოვრებას არკვევ? ნწ ნწ ნწ რა საქციელია ეს? - ალექსანდრე ისე უცებ გამოჩნდა მარიამსაც კი გაუკვირდა, ბექას მხარზე მოხვია ხელი და ჭიქა მის ჭიქას მიადო-გაგვიმარჯოს ...
-თუ ღმერთი გწამს ...
-რა არ არკვევდი ? თუ ყოფილი არაა?
-მხოლოდ შეყვარებული არ იყო და შესაბამისად სრულიად ბუნებრივია რომ ვკითხე
-არ უნდა გეკითხა ... საერთოდ არ გიცნობს ხედავ? - მარიამს გადახედა და გაიცინა .
-და შენ იცნობ?
-ისე როგორც საკუთარ თავს...ისე ბექუშ ახლა რომ ათენებ თან სულ ტყუილად ხვალ დილით გაღვიძება არ დაგეზარება?
-ტყუილად რატომ
-ნაშას შენ ვერ ააგდებ, სტრიპტიზის მოცეკვავეები არ ჩითავენ და ვაფშე მაგარი უპონტოდ ხარ რა . გინდა საჩუქარი გაგიკეთოთ ორივეს?
-რამე საოცრებას ნუ მოიფიქრებ ცოლის გარეშე რომ დავრჩე
-არა როგორ გეკადრება...ცოლის გარეშე რომ დარჩე ნაღდად არ მაწყობს. შენი გოგო რომ მომწონდეს კიდე შეიძლება,მაგრამ ხომ იცი არასექსუალური ქალები არაა ჩემი სტიქია
-ღმერთო ოდესმე ამასაც უშველი?- ბექამ დანანებით ჩაილაპარაკა და გაეცალა ალექსანდრეს
-რატომ აიძულე წასვლა?!
-ვაიძულე?
-ისე ელაპარაკე აიძულე!
-გენიშნებინა მასთან ჟღურტული თუ გინდოდა და წინასაქორწილო გასართობიც შენ თუ იქნებოდი და გავიდოდი
-სად რეკავ-როგორც კი მობილური მოიმარჯვა ალექსანდრემ მაშინვე ჰკითხა და პასუხს დაელოდა,რომელიც საკმაოდ იგვიანებდა,სამაგიეროდ ალექსანდრეს ჩვეული დამცინავი ღიმილი ჰქონდა, ჩანაფიქრის ირონიულობაში არწმუნებდა მარიამს .
რამდენიმე წუთში მთლიანად ჩაბნელდა კლუბი საიდანღაც ხმა გაისმა რომელიც საპატარძლოს და სასიძოს წინ გამოსვლას სთხოვდა, შემდეგ ორივე ცალ ცალკე დასხდნენ და კლუბური განათების ფონზე ერთბაშად გამოჩნდენ მოცეკვავე ბიჭების და გოგონების ჯგუფი. დარბაზიც გაიყო და მათ შორის ალექსანდრე გამობრძანდა.
-ჩემო საყავრლებოო გილოცავთ წინასწარ ხვალინდელ ბედნიერ დღეს და ორივე თქვენგანს იმ საჩუქარს გიკეთებთ ,რომელიც გსურდათ გულის სიღრმეში. მეტი სიგიჟე მეგობრებო, ჩვენი ბექუნა ცოლს ირთავს ... ვერთობით ბოლომდე- ხმამაღლა დაიყვირა. სასმელით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა და შემდეგ მართლა თავდაყირა დადგა ყველაფერი. გოგონები შიშველი მოცეკვავე ბიჭების ირგვლივ შეიკრიბდნენ. ბიჭები იმ საოცარ ძელზე მოცეკვავე ქალებს უყურებდნენ და ალექსანდრე სანახაობით ერთობოდა
-შეგიძლია იმათგან რომელიმე აირჩიო...ან ორივესგან - მარიამს უთხრა ჩუმად და ჭიქა მიუჭახუნა
-ასე ჩუმად როგორ ჩნდები ხოლმე
-აბაა რომელი გინდა? ის შავგვრემანი ბიჭი წავა დარწმუნებული ვარ . მაღალი კლასის მოცეკვავეები არიან , დაავადებულები არ იქნებიან მარა პრეზერვა*ივი მაინც წამოიცვას დააკვირდი... გოგოებიდან კიიი რომელი გირჩიო არ ვიცი ყველა თავისებურად კარგია აიი ის დიდმკერდიანი საოცარ ...
-თუ შეიძლება დამდე პატივი და მორჩი ღადავს...ჩემს გარდა რამდენი გასართობი გყავს
-რა იყო მარიამ რაა წარბი მაინც შეარხიე ცოტა, იცეკვე მაინც ისეთი მელოდიაა
-ვხედავ როგორ ცეკვავ და სურვილი მეკარგება
-რას უწუნებ ჩემს პლასტიკას არსდროს მეუბნები
-სერიოზულად?
-კარგიი ხო ...გავალ ჩემით!
-დიდხანს დავრჩებით?
-ბავში კარგადაა ,ძინავს. დავურეკე თიკუნას და მითხრა ყველაფერი
-როდის დაურეკე
-რამდენიმე წუთის წინ...
-იმ საქმეებს ქორწილის შემდეგ მიხედავ?
-სანდრიიი წამო ვიცეკვოთ და მერე გავიდეთ- ჭიქით ხელში უკვე მთვრალი კატერინა მიუახლოვდათ, ყელზე მოეხვია და როგორც ყოველთვის კოცნა დაუწყო. მერე ერტად ცეკვავდნენ, სვამდნენ და ბოლოს ერთად დატოვეს კლუბი. კიდევ ერთ გოგოსთან ერთად რაც სრულიად მარაზმი იყო მარიამისთვის.
სახლში რომ შევიდა ბავშვს დახედა და მშვიდად მიუწვა გვერდით. მაინც ვერ დაიძინა, ჩაი მოიმზადა და ფანჯარასთან დადგა. აივნისკენ გაექცა თვალი და კარგად დაინახა იქ მდგომი სამი სილუეტი. შემდეგ როცა კადრების გარჩევა შეძლო ფარდა ჩამოაფარა და ფანჯარას მოშორდა. დაძინება გაუჭირდა, იმ ღამით ზედმეტად ბევრს ფიქრობდა. მეორე დღეს დილიდან არ ჩანდა ალექსანდრე. არც უკითხავს მარიამს, ბავშვთან იყო და თორნიკეს ესაუბრებოდა. დარბაზიდან გამოსული დაინახა კიბეზე ასვლამდე, შორტისამარა მიაბიჯებდა და სულ მთლად სველი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი დატოვა და მეორე სართულზე ავიდა, ალექსანდრე უკვე აივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. გვერდით მიუჯდა ,ერთხანს ჩუმად იყო შემდეგ თავად დაარღვია დუმილი
-ახლა ვხვდები ასეთი ძლიერი რატომ ხარ... თითოეულ შენს გულისამრევ საქციელს ვარჯიშში დახარჯული ენერგიით ანაზღაურებ
-დღეიდან ჩემი და ქალების ურთიერთობას არ განვიხილავთ!
-თემა რომელმაც ერთ დღეს შეიძლება პრობლემა შეგიქმნას არ გინდა რომ განიხილო?
-სწორად გაიგე!
-ამ დილით საინფორმაციოში დააანონსეს რომ ირაკლი დღეს პრესკომფერენციას აწყობს და დილიდან მიმდინარეობს მზადება.იცი რას აპირებს?
-მოიწვევს ყველა მხარდამჭერს და ჟურნალისტებს განუცხადებს რომ მერობის კანდიდატია,ხალხს დათოს მანკიერ მხარეებს აჩვენებს და დაპირებებს უხვად გასცემს! შემდეგ პირდაპირი ეთერიდან ურჩევს მამაჩემს რომ არჩევნებამდე თანამდებობა დატოვოს
-პირდაპირ ტექსტი მიიღე ?
-ხო ! ამას შეცვლის ,მაგრამ არაუშავს აზრს იგივეს დატოვებს დიდი დიდი მეც გამლანძღოს და დათას ანიშნოს რომ ჩემ გაფუჭებულ საქმეებს მის წინააღმდეგ გამოიყენებს
-მაინც რა საქმეებს
-იმას რასაც მე მივუგდებ ...არ ვიცი ვნახოთ, მოვიფიქრებ ნელ-ნელა რამეს . ახლა თავი მტკივა
მარიამი ჩუმად იჯდა მობილურზე თემომ რომ დაურეკა
-თემოა...
-უპასუხე რას ელოდები
-გისმენ თემო ...
-მარ პრივეტ...როგორ ხარ?
-კარგად ,შენ?
-მეც კარგად ...პასუხი მზადაა და შეგიძლიათ მოხვიდეთ
-ასე მალე? მადლობა თემო აუცილებლად მოვალთ კლინიკაში იქნები ხომ?
-კი აქ ვარ ...გელოდები მაშინ
-ასე მალე ? ანუ უკვე მზადაა?
-ხო მზადაა და შენ წახვალ?
-არა შენ წახვალ რაც შეიძლება შეუმჩნევლად მიხვალ და დაბრუნდები პასუხით!
-ახლავე წავალ ...გოგოები გადიან და ბავშვი ?
-მე მომიყვანე ორ საათს დავიტოვებ არაუშავს ...
-საჭმელს გავამზადებ მაშინ და ისე წავალ
-წადი და ვიზამ მე რამეს ... დროზე მარიამ
-მივდივარ ... დამშვიდდი!
მარიამი კლინიკაში წავიდა, უკანა კარიდან შევიდა კაბინეტში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო და იქაურობას გაეცალა. კონვერტი ჩანთაში ედო სახლში რომ შეაბიჯა. ალექსანდრეს ხელში ეჭირა ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიკრული და ზურგზე ხელს უსვამდა თან თავზე კოცნიდა და რაღაცას ელაპარაკებოდა ,აშკარად ამშვიდებდა და გამოსდიოდა კიდეც
-მოვიტანე ...- ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და ალექსანდრეს გაუწოდა. ბავშვი გამოართვა და მაგიდაზე დადგმული ფაფის ბოთლი აიღო
-ცხელია ჯერ არ აჭამო
-მერე რომ გაგეგრილებინა ვერ მოიფიქრე?
-თან ტიროდა და რა მექნა...- აშკარად ღელავდა, მობილური აიღო
-თორნიკეს ურეკავ?
-ხო...ახლა არ უპასუხებს მაინცადამაინც .. მისმენ?
-ხო აქ ვარ რა არი...
-რა გათიშული სახე გაქ
-მეძინა ... სახვევი მომხსნეს დღეს თავიდან და ცოტა მტკივა .რატო მირეკავ რა ხდება
-არ ჩავარდე ახლა კრუნჩხვებში ,ანალიზის პასუხი მზადაა და აქ მაქ
-მზადააა? მერე რაო
-არ გამიხსნია ჯერ ...შენს თვალწინ ვნახავ
-რას მაწამებ ცოტა სწრაფად რომ გახსნა არ შეიძლება? ახლა კითხვასაც ორ საათს მოანდომებს
სანამ თორნიკე უყურებდა და ჯუჯღუნებდა ალექსანდრე ფურცელს დაჰყურებდა მერე ბავშვს გახედა და გაეცინა
-რა ...რა გაცინებს
-შენია ლაწირაკო, მამა ხარ ... ეს წითური წერტილი არის ჩემი ძმისშვილი აზრზე ხარ? - ბავშვი ხელში აიყვანა და თორნიკესკენ შეაბრუნა რომელიც გაშტერებული იხედებოდა და ხმას არ იღებდა-ენა გადაყლაპა მგონი მამაშენმა ...იცის ხოლმე ასე ,ვერ გამოხატავს ემოციას არ გაგიტყდეს შენ - ბავშვს ეჩურჩულებოდა და იცინოდა
-ნახვა მინდა... გავგჟდები ასე შორიდან ყურებით . მე კიდე რამდენიმე თვე მომიწევს აქ ყოფნა. შვილი მყავს ტო ...თან გოგო . ასეთი პატარა
-დამშვიდდი ახლა ამის გაზრდაზე ნერვიულობა არ დაიწყო. ძიძას ავიყვან დღესვე , ყველაფერს ვუყიდი , მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნი და შენს გამოჯანმრთელებამდე ლაპარაკსაც ვასწავლი თუ გინდა
-არ ჩამოიყვან?
-მაგაზე მე არ ვიფიქრე შენი აზრით? მარა პატარაა ძალიან ....თან ახლა ვერ წამოვალ მაქსიმუმ ორი კვირა მჭირდება და შემდეგ ჩამოვიყვან
-ორი კვირა რათ უნდა ირაკლისთან საქმის მოგვარებას. დავიჯერო საკმარისი არ არის მის წინააღმდეგ რაც გაქვს?
-იცის რაც მაქვს და მოპარვაზე მუშაობს . ამიტომ უფრო ჭკვიანური გეგმა მჭირდება რასაც მოფიქრება უნდა,შენ კიდე მამიკო მანდ გაიშოტე და არაფერში მეხმარები. ის კიდე ვერ ჩამოვიდა რამდენი თვეა და მარიამის დამრიგებლური მზერის ქვეშ მუშაობა არ შემიძლია
-ბავშვს ფრთხილად მოკიდე ხელი ...არ მოუჭირო არ გამიჭყლიტო
-მამიკო მინდა შეგახსენო რომ წითურს სახელი არ აქვს -მარიამი ჩაერთო საუბარში
-თორნი დედიკოს სახელი, თინა რო დაარქვა არ გინდა?
-ალექსანდრე არ ვარ მანდ და მიშლი ხო ნერვებს! იხალისე რა გაქ საქმე
-როგორ რა მაქ...ძმის შვილი უნდა გავზარდო. აბა მისი ლაწირაკი მამა დალეწილია და რა ქნას ბავშვმა- სანამ ალექსანდრე დივანზე მიწვა ფეხები მაგიდაზე აალაგა და ძმის ნერვების მოშლა სცადა ბატონმა თორნიკემ არჩევანი გააკეთა
-ალექსანდრა ...
-ხო
-შენ კი არ გეძახის ...ალექსანდრას ვარქმევო -მარიამმა ღიმილით უთხრა და წამსვე წამოვარდა ფეხზე.ლამის გადაბრუნდა
-რა ალექსანდრა ... სხვა სახელი ვერ მოიფიქრე?
-ბავშვი ჩემია და სახელიც მე უნდა დავარქვა ხოდა იქნება წითური ალექსანდრა
-კარგი ..თუ ასე გინდა
დიდხანს ელაპარაკებოდა თორნიკე , ალექსანდრე ბავშვს უყურებდა, მერე ხელში დაიჭირა გულზე მიიწვინა და ჰყავდა ასე გატრუნული,მის განიერ გულ-მკერდზე მართლა წერტილივით ჩანდა პატარა ალექსანდრა.
..........
საღამოს ეზოში ისხდნენ ალექსანდრე რომ დაადგათ თავზე და განუცხადა მივდივართო. ბავშვი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩაჯდა. მარიამისთვის არაფერი უთქვამს, პირველად მიდიოდნენ ლიზას და დათოს სახლში. ეზოში იმდენი ბიჭი იდგა პრეზიდენტის დაცვაში ალბათ ნაკლები წევრი იქნებოდა. ალექსანდრე რომ დაინახეს კარი მაშინვე გააღეს და შეატარეს. ბავშვი ისევ ხელში ჰყავდა იგივე პოზაში როგორც ყოველთვის და ამჯერადაც გასუსული იწვა პატარა ქალბატონი. მარიამი გვერდით მიჰყვებოდა და ყველაფერს აკვირდებოდა.
-ალექსანდრე შილო როგორ ხარ?- საშუალო ხნის ლამაზი ქალი შეეგება
-კარგად ძიძა შენ როგორ ხარ ამათ ხელში?
-სანდროოო ეს პატარა თორნიკესია ხო?
-ხო ,თორნის გოგოა - განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა მის ხმაში. ბავშვს დახედა, თავზე აკოცა და მერე ისევ გაღიმებულ ქალს შეხედა- დედა სად არის?
-როგორც ყოველთვის
-მამა?
-მამა კაბინეტშია ...მთელი დღეა ცუდადაა და ახლა ადგა , მერე ვიღაცას ეჩხუბა მობილურით და იმის მერე კაბინეტშია შეკეტილი
-კარგიი ძიძაა გავალთ ჩვენ მაშინ ლიზიკოსთან - ქალს ლოყაზე აკოცა და წავიდა
-მეც წამოვიდე?
-არ გინდა ლიზიკოს ნახვა?- გამოხედა უკან მდგომ მარიამს და გაუცინა.
სახლში დიდი დერეფანი გაიარეს შემდეგ უკანა მინის კარი გახსნა და ეზოში გავიდა. იმდენი ყვავილი იყო ირგვლივ თავი სემირამიდას ბაღებში გეგონებოდათ. ყველაფერი ფერადი და ლამაზი იყო, მოშორებით ლამაზი შენობა ჩანდა სადაც ქალბატონი იჯდა წინ გრძელი ქოთანი ედგა და ფერად ყვავილებს გრავდა . იმდენად იყო თავის საქმეში ჩართული ,რომ ვერც შეამჩნია სტუმრების მისვლა
-დედა ყვავილებს ჩემი სახლისთვის არ გამატან?
-ალექსანდრეე - ერთ სიტყვაში იმხელა გრძნობა ჩანდა გადმოცემა შეუძლებელია, ქალი სწრაფად წამოდგა და გაბრწყინებული თვალებით მოეხვია შვილს- პატარა წითურიც მოგიყვანია...ასე რომ დაატარებთ ამ ბავშვს რომ გაცივდეს მერე? ალექსანდრე რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ ?
-რა უნდა მომხდარიყო მოვედით მე და ჩემი ძმისშვილი არ შეიძლება?
-მართლა?
-მართლა დედა ,მართლა
-კარგიი...მარიამ როგორ ხარ?
-კარგად გმადლობთ, თავად ?
-მეც კარგად ... მოდი დაჯექი. ყავას დალევ? ალექსანდრე შენ?
-არა გმადლობთ ...
-მეც არაფერი მინდა დედა ... ლამაზი ყვავილებია გამატან?
-რომელიც გინდა ის წაიღე...ოღონდ კარგად მოუარონ უთხარი, დამირეკონ და მე ვეტყვი რომელს როგორ უნდა მოექცნენ
-არის ქალბატონო..ვეტყვი თიკუნა ლიკუნას და დაგირეკავენ. დატოვე ახლა ეგ და წამო სახლში ... მამას ნახვა მინდა
-კაბინეტშია და არ გამოდის მთელი დღეა... ის ირაკლი რაღაცას ხლართავს და ცუდადაა. ვეუბნები დაანებე თავი-თქო და არ იშლის, უნდა მოკვდეს მაინცადამაინც და დამტოვოს...თუ ჰგონია უკან გავყვები ძალიან ცდება . არც ვიტირებ აი ნახოს ...ეგ იმ დამპალს შეეწიროს და მე ვიგლოვო?
-არ მოკვდება ნუ გეშინია... არც არავის შეეწირება - თავისუფალი ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა - მე მივხედავ ყველაფერს...ხო გჯერა ჩემი
-მართლა ? მართლა მიხედავ? ჩემ თავს გაფიცებ ალექსანდრე
-ვეცდები ყოველ შემთხვევაში...მთავარია მამა ბატონმა ნება დამრთოს
-მამაშენს მე მივხედავ ოღონდ შენ იყავი ჩვენთან ჩემო ბიჭო - გაიღიმებული მიეხვუტა და ლოყაზე აკოცა- ის დალეწილი როგორაა ...
-კარგადაა ...
-დედამისი გუშინ ჩამობრძანდა და მამაშენს დაურეკა „დათუუუჩააა თორნიკეზე ძალიან ვღელავ და იქნებ შენ გაარკვიო როგორაააო „ უტვინო ქალი ! ღელავს კი ერთი თვითმფრინავი გაავსო იმდენი რამე იყიდა ნერვიულობისგან
-შეეშვი რა დედა
-დიდი ხნის წინ შევეშვი მე ! წამოდი ახლა გამოვიყვანოთ დათვი თავისი ბუნაგიდან ,წამალიც დასალევი აქვს და იქნებ შევატყუო როგორმე თორე დამტანჯა -რეზინის ხელთათმანები მოიშორა და ენერგიული ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ.
-ყვავილები როდის გინდოდა- მარიამმა ჩუმად უთხრა და თან ელიზაბეტს გააყოლა თვალი
-შენ არ გინდა? ეზოში დავრგოთ...უხარია რომ მოდის და ფერადი ეზო ხვდება-ჩუმად უთხრა და ბავშვი მკლავზე დაიწვინა- დაეძინა ისევ ... რანაირი ბავშვია როდის გაიზრდება ახლა კოცნაც მეშინია- ჩუმად ჩაიბურდღუნა და სახლში შევიდა
-მამაშენთან მიგყავს? მე დავიტოვებ
-მიმყავს აბა რისთვის წამოვიყვანე მარიამ
-დარწმუნებული ხარ რომ დღეს ღირს?
-მეორედ არ შემომიშვებს სახლში და დამიჯერე ღირს
-რა ჩაიფიქრე
-ნახავ...- მეორე სართულზე ავიდნენ და ერთ- ერთ ოთახთან გაჩერდნენ. ელიზაბეტმა რამდენჯერმე დააკაკუნა
-დავიიიით...გააღე ალექსანდრეა მოსული,საქმე აქვს და თუ შეიძლება დაგვდე პატივი და შემოგვიშვი
-შენთან იქნება და მიხედე...არ მაქვს ახლა მაგის ნერვები და გითხარი მშვიდად ყოფნა მადროვე-თქო
-ამდენ ხანს რატომ ელაპარაკები დედა? -გასაღების აცმა აიღი ერთ- ერთი ამოარჩია და კარს მოარგო. ორ წუთში კაბინეტის კარი გააღო და მშვიდად შეაბიჯა - გამარჯობა მამიკოო როგორ ხარ? -ტყავის სავარძელში იჯდა დავითი და რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა . სათვალე მოერგო და ასეც სიმპატიურად გამოიყურებოდა. სათვალის ზემოდან ახედა შვილს და შემდეგ მის ხელში ჩამალულ პატარა არსებას
-ცუდად ვარ... სხვა დროისთვის მოაწყვე მასკარადი თუ არ გინდა რომ მოვკვდე
-რა დროს სიკვდილია...პირველი შვილიშვილი გყავს ჯერ. გაიცანი ალექსანდრა ეს ბაბუა დავითია ,მაგარი კაცია პროსტა ბევრი მიქარა და ახლა ერთად მოაწვა ყველაფერი და ახრჩობს. მაგრამ შენი საყვარელი ბიძა რისთვის არსებობს? საყვარელ მამიკოს რომ დაეხმაროს გაჭირვების ჟამს და აი ეს - ტელევიზორის პულტი აიღო და ჩართო, ეკრანზე პრესკომფერენცია იყო პირდაპირი ეთერით სადაც ირაკლი საუბრობდა - რომ მოვაშორო,გავაქრო და სადავეები შენს ხელში დავტოვო
-ნუ მაცინებ თუ ღმერთი გწამს...შენ საერთოდ რა გაგეგება ,როგორ უნდა მომაშორო ეს წურბელა -ბავშვს უყურებდა და ნელ-ნელა ეცვლებოდა გამომეტყველება
-ჯერ შენს შვილიშვილს მიესალმე ,გაუღიმე და უთხარი რომ ბევრ საჩუქრებს მისცემ და პირველ გოგონას ოჯახში გაანებივრებ...აი შემდეგ კი მივხურავ კარს და გეტყვი როგორ მოვიშოროთ ირაკლი
-ჯერ მამამისმა გაარკვიოს მისია თუ არა და შემდეგ ვნახავ
-ნუ ხარ ასეთი დაუნახავი, შვილიშვილი გყავს და ირაკლიზე ნერვიულობ? გაგიხარდეს მაინც იქნებ ამის იმედზე მოგიწიოს ყოფნა სიბერეში
-მოხუცი ვარ მე უკვე და წესით შენს იმედზე უდნა ვიყო ,მაგრამ იმედი არ მაქვს საერთოდ არაფრის
-სულ ტყუილად
-ახლა არ მითხრა დილით გავიღვიძე და მივხვდი რომ კაცობა მინდა მერე ჩავიცვი და გამოვვარდი შენს დასახმარებლადო
-შენი დახმარება კაცობა ნაკლებადაა...აი მამიკოს გაფუჭებული საქმეების მოგვარება და დედიკოს მშვიდი სიბერე კი შეიძლება
-შენ რომ ჩემს გაფუჭებულ საქმეებზე ისაუბრებ ...რა ხდება ეს გოგო ისევ შენთანაა?- დერეფანში მდგომ მარიამზე ანიშნა და გაიცინა- ხო არ შეგიყვარდა ?
-მიყვარს უბრალოდ ისე არა როგორც შენ და დედას გინდათ ... ხო ისე გამაკვირვე მის გადაბირებას რომ არ შეეცადე
-ვინ გითხრა რომ არ შევეცადე ... არაფერი გამომივიდა.... მერე ირაკლი გამოჩნდა ,ამიტომ შევეშვი .ბავშვით ხელში უნდა იდგე და ელოდო როდის შეწყვეტს კრუსუნს?
-მოქმედებს?
-ძალიან ! შენ რომ დაგატარებდი წინ და უკან მახსენდება და ვნანობ... ნეტა თავიდანვე არ გამეთამამებინე გეტირა და გეყვირა
-მორჩები ახლა ლაქლაქს მოუსმენ თუ ასე შემოვლით უნდა ისაუბროთ დავიღალე უკვე- კარი შეგლიჯა ელიზაბეტმა და მაგიდაზე ხმაურით დაარტყა ხელები
-შენ რამ დაგღალა ელიზაბეტ?
-შენ !
-რომ დაისვენო უნდა მოვკვდე... რომ მოვკვდე ვიცი ცუდად იქნები და მითხარი რა გავაკეთო
-ალექსანდრეს მოუსმინე ...უბრალოდ მოუსმინე
-რატომ გაქვს შენ ამის იმედი ვერ ვხვდები
-მე თვალებში ვიყურები,მესმის,ვიაზრებ და ვიცი შენ კიდე ვეღარც ხედავ, აღარც გესმის და ვერც აზროვნებ რომ რამე გაიაზრო !
-და რა ახლა უნდა დავიჯერო რომ მე ამ თავნება , გაუზრდელი კაცის ნაცვლად საქმიან, ჭკვიან და დაფიქრებულ ადამიანს უნდა ვხედავდე?
-საქმე ლაპარაკის ნაცვლად,თორემ მართლა დავიღალე მამაჩემო- ბავშვი მარიამს მიაჩეჩა და ხელით ანიშნა დაჯექიო
-თათბირია თუ მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ
-დედაც უნდა იყოს
-დედა რომ უნდა იყოს გავიგეთ და ის?
-ის მხოლოდ ჩემთვის არის...შენთვის მისი ყოფნა არ ყოფნა დამიჯერე არ იმოქმედებს! ახლა კი ბატონ ირაკლიზე ორიოდ სიტყვით... რა უნდა ? რატომ? რისთვის? რას გააკეთებს ? როგორ მოვიშოროთ და შენ როგორ დაგიბრუნოთ პოსტი ამდა სხვა თემებზე ვისაუბრებ თქვენი მონა მორჩილი
-უკვე რომ გვეღადავება გავატარო ხო?
-გაჩუმდი!
-ირაკლი ერთი დაბოღმილი, შეშლილი ბიჭია რომლის მამიკომ თავი იმიტომ მოიკლა რომ დედიკოს შენ უყვარდი მთელი ცხოვრება და ვეღარ გაუძლო . პატარა ირაკლი ამ ყველაფერს ისმენდა, ხედავდა და ფსიქიკა დაუზიანდა, არასწორად გაიგო ან სწორად და ბოლოს გადაწყვიტა რომ მამიკოს არაპირდაპირ მკვლელზე შურისძიება იყო მისი ვალი...გავიდა წლები და მიუახლოვდა კიდეც მიზანს
-შენ საიდან იცი ... - ფერები დაკარგა კაცმა
-მე არაფერი მითქვამს გეფიცები!
-მართალია დედიკოს არაფერი უთქვამს ... კარგია რომ არ უარყოფ
-ვუარვყოფ რა თქმა უნდა...მე არაფერ შუაში ვყოფილვარ დედმისთან ურთიერთობა არ მქონია,არასდროს არანაირი . თუმცა ვუყვარდი ,მაგასაც თუ სიყვარული ერქვა ასეც შეიძლება ითქვას . მამამისი კი ყოველთვის გიჟდებოდა დედამისზე რომ მოიტაცა ეგონა შეუყვარდებოდა, დედამის კი საშინლად ექცეოდა და ვეღარ გაუძლო მითხარი მე რატომ ვარ დამნაშავე
-რა შენი ბრალი იყო ასეთი სიმპათიური და გასაგიჟებელი თუ იყავი და მხოლოდ დედიკო გიყვარდა და მხოლოდ თინასთან იწექი ...
-გეყოფა !
-კარგი მეყოფა...რაც შეეხება მის მიზანს ეს შენ ხარ თანაც უპირობოდ . უნდა გაგანადგუროს, ისე დაგამციროს და დაგცეს მიწაზე რომ შენც მამამისი ბედი გაიზიარო/ უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მამამისი ერთი საცოდავი კაცი იყო რომელმაც ქალის მორჯულება ვერ შეძლო შენ კი ...შენ მოკლედ ს არასდროს გადაწყვეტ
-თვითმკვლელობამდე მიყვანას თანამდებობიდან ჩამოგდებით აპირებს? ამ ასაკში რომ გადავდგე არც არაფერი დაშავდება რა სისულელეს ამბობ
-არა მხოლოდ თანამდებობის დატოვება,მისი მიზანია ყველა შენი შავი საქმე გამოააშკარაოს, ბევრი დაამატოს,გაალამაზოს, ჩემი საქმეებიც ზედ დაურთოს და საქვეყნოდ დაგამციროს, გაგაკოტროს შენი ცხოვრება კი იმდენად გააუფასუროს რომ აღარაფერი დაგრჩეს, არავინ და არაფერი .სავარაუდოდ ელიზაბეტსაც მისწვდება და საერთოდ თორნიკეს არსებობასაც გამოიყენებს
-ამ ინფორმაციას საიდან ფლობ
-იქედან საიანდაც ვიცი რომ ყველა შენმა კომპანიონმა ,უკლებლივ ყველამ ჩემი მომავალი სიმამრის გარდა, გიღალატა და ახლა ირაკლის წესებით თამაშობენ
-სისულელეა...საიდან მოიტანე ვერ გაბედავენ იციან რომ უჩემოდ
-რა რომ ჩაიძირებიან თუ მათ საქმეებს რომ გამოააშკარავებ...აბა საქმეები . სად არის ის მასალები რაც მათ წინააღმდეგ გაქვს
-იქ სადაც ...შეუძლებელია ნუთუ იმ ნაბიჭვარს აქვს
-აქვს ,მაგრამ ასელებია ისინი მხოლოდ...ხომ უნდა გაგვეგო ვირთხა რომელია
-გინდა მითხრა რომ ის დოკუმენტები მან მომპარა შენ კი შეცვალე და დედანი გაქვს შენ?
-არა მე მინდა გითხრა რომ მათ წინააღმდეგ ისევ გაქვს სამხილები ... თუმცა მე სამხილები ირაკლის წინაარმდეგაც მაქვს და არც შენ ხარ გამონაკლისი მამაჩემო
-არ მჯერა !- თვალები გაუნათდდა სიამაყის ნაპერწკლები გაუჩნდა და ალექსანდრეს ისე უყურებდა
-კარგი რა მამიკო ... სიტყვაზე არ ენდობი საკუთარ შვილს? ახლა რა ყველა შენი შავი საქმე უნდა ჩამოვთვალო ? პირდაპირ რომ დაგისახელო თანხა რაც უკანონოდ გაქვს ბიუჯეტში და შევთანხმდეთ რომ ამ თანხის სხვადასხვა ფონდებში გადარიცხვის შემთხვევაში მე ირაკლის გავაქრობ?
-მაშანტაჟებს? ელიზაბეტ ჩვენი სულელი , თავქარიანი , გაზულუქებული შვილი გვაშანტაჟებს? თან ამ ინფორმაციას ყველას ფლობს?- სიცილით შეუბრუნდა გაშეშებულ ცოლს რომელიც გაკვირვებისგან თვალსაც არ ახამხამებდა - რამე გააეთე რო გამოვფხიზლდე და გეფიცები ეს თუ მართლა ჩვენი ალექსანდრეა მთელს ჩემს ქონებას გაჭირვებულებს დავურიგებ თუ უნდა ...ოღონდ ეს ყველაფერი იცოდეს ... შეეძლოს და
-ისაა ...ნამდვილად - ქალი იღიმოდა, საკუთარი წინათგრძნობა რომ არ ღალატობდა და ალექსანდრემ იმედები არ გაუცრუა ყველაზე მეტად ეს ახარებდა
-რომ მაშანტაჟებ მაინც არ მომწონს ,მაგრამ მაგას დავეძებ? მგონი არ მიცხოვრია მთლად ფუჭად და ჩემი შვილი ყველაფერს არ გაანიავებს
-გეყოფა რა მამა
-რა მეყოფა...რას დავეძებ ირაკლის ახლავე უნდა ავღნიშნოთ ეს ამბავი რამე დასალევი გვინდა პირველად ვგრძნობ რომ ვაჟკაცი მყავს - უცებ წამოვარდა კარადიდან ვისკი გამოიღო და ჭიქებში ჩამოასხა
-მოუსმინე ბოლომდე. ეს კიდე არ დალიო...წამალი გაქვს დასალევი შენ- ვისკის ჭიქა გამოგლიჯა და წამლის შუშა დაუდგა წინ.
-მოკლედ ,ბატონი ირაკლი აქამდე რომ მოსულიყო ბევრი ცუდი საქმე გააკეთა რის გამოც დიდი ხნით მოუხდება ციხეში ყურყუტი თუმცა რადგან ციხეში ყოფნას კანონმდებლობის მიხედვით შენც იმსახურებ ვფიქრობ უბრალოდ უნდა გავუშვათ აქედან ,თან სამუდამოდ
-და რა აქვს ასეთი ჩადენილი
-ისეთი რამეები რაც შენ არასდროს გაგიკეთებია დავით...არა მხოლოდ ფულის გამო საკუთარი სიამოვნების და ბოროტი მიზნების გამოც. საერთოდ ეგ კაცი ნამდვილი ტირანია და შენც კი ვერ ხვდები როგორი საშიშია
-არ მეტყვი ზუსტად რა ჩაიდინა? არაფერს მეტყვი ? ან რა ვიიცი მე რა გავაკეთო
-შენ ... თანხა უნდა მოიშორო რომელიც შრომით კი არა სხვების მოტყუებით გაქვს
-და იქნებ მთელი ქონება ასე მაქვს
-ქონების მესამედი ნამდვილად უნდა გაფლანგო და შემდეგ ნორმალური ბიზნესმენივით რომ იცხოვრო და მართლა ქალაქზე იზრუნო არაფერი დაგიშავდება არც შენ და არც მე ! დამიჯერე შენი ფულის გარეშეც შევძლებ ცხოვრებას ჩემ გარდა კი მემკვიდრედ არავის აცხადებ და შესაბამისად მეყოფა ,გვეყოფა მამა
-ზედაპირულად საუბრობ...არაფერს კონკრეტულს არ მეუბნები
-თანახმა ხარ ?
-თანახმა ვარ , მხოლოდ იმიტომ რომ შენ რამე გააკეთო საერთოდ ნუ გამოვა თუ გინდა ოღონდ შევხედო რომ გადარდებს ეს ყველაფერი . მითხარი რამდენი და სად გადავრიცხო
-იმ ადგილას სადაც რესტორანს აშენებ სკოლას გააკეთებ მიუსაფარი ბავშვებისთვის , მაღალ ხარისხის და არა რაღაც სოროს. თავშესაფარს მოხუცებისთვის ,აქედან წასვლა რომ არ დასჭირდეთ სხვა ქალაქში და ცხოველთადამცველებთან ისევ რომ არ შეგექმნასპრობლემები ერთ თავშესაფარს შინაური ცხოვრელებისთვისაც . ბუნებისდამცველების დასამშვიდებლად შეწყვეტ ამ კორპუსების შენებას ბინებს შორის და სკვერების გაკეთებას მეტ ფინანსებს დაუთმობ ,ხეების დარგვას დაიწყებ. გეგმებს შემდეგ დაგიდებ და კიდევ რამდენიმე ათასს მრავალშვილიან ოჯახებს მისცემ... ტექსტს ჩემი მდივანი მოგიმზადებს, ჟურნალისტებსაც ის შეუთანხმდება და ერთ თვეში გამოჩნდები.მანამდე იფიქრონ რომ დამარცხებულად თვლი თავს და წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გითხრიან ფეხ ქვეშ მიწას. ამ გამოსვლების პარალელურად ბატონ ირაკლის რამდენიმე საქმეს გამოააშკარავებს ერთ-ერთი ტელევიზია და არჩევნებიც მოვა
-ეს ყველაფერი კარგი ,მაგრამ არჩევნებში ირაკლიც მიიღებს მონაწილეობას?
-მიიღებს , მაგრამ მიღებულ ხმებს თავისი ნებით გადმოგცემს და იტყვის რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის
-რომ არ თქვას და გაიმარჯვოს?
-გგონია ყველაფერს ყოველგვარი მაქინაციების გარეშე თუ გააკეთებ ხალხი ვერ დაინახავს და არ დაგიფასებს? უბრალოდ გულწრფელი უნდა იყო და უნდა იფიქრონ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წინასაარჩევნო თამაში არ არის .
-ალექსანდრე რაღაც დაგავიწყდა
-რა დამავიწყდა მარიამ?
-ის რომ ირაკლისაც აქვს მამაშენის წინააღმდეგ მტკიცებულებები და ერთ თვეში შეიძლება ყველაფერი გააკეთოს ... ისიც დასაშვებია რომ თავადაც ჩაიძიროს და თქვენც ჩაგძიროთ. მისი ფსიქიკის მქონე ადამიანსითვის სრულიად ბუნებრივი იქნება მსგავსი ქმედება, მეეჭვება ადარდებდეს საკუთარი კარიერა , მხოლოდ დავითის განადგურება სურს და ციხეშიც რომ აღმოჩნდეს უკან არ დაიხევს
-გეგმა „ბე“ ყოველთვის მაქვს ამჯერად ვერ მოვიფიქრე,მაგრამ დავაკვირდები ინფორმაციასაც მივიღებ ან ექსპრონტად ვიზამ რამეს
-ექსპრომტად ასეთ მნიშვნელოვან ვითარებაში?
-კარგი ხო მოვიფიქრებ რამეს ... ამომასუნთქო იქნებ ! - თვალები დაუბრიალა და ისევ მამამის მიუბრუნდა- კიდევ დამავიწყდა რაღაც
-რა დაგავიწყდა
-იმ ნარკომანთან შეთანხმებას არ დადებ. ის არაფერში დაგეხმარება ,ისედაც ბევრი შეიწირა უკვე მაგისმა ნაგავმა,ვერ წარმოიდგენ რა ხარისხის ნარკოტიკია ოთხი ბიჭი მარტო მე ვნახე მოწამლული ძლივს გადაარჩინეს და არ დაუშვებ რო ეგ თავისუფლად შემოიტანონ. საერთოდ უნდა გაამკაცრო კანონები მაგათ წინააღმდეგ
-კიდევ ერთი მტერი გავიჩინო? თუ შენ ვინც გაწვდის ნარკოტიკს იმას დავუკავშირდე
-ჯერ ეს ერთი ხელშეკრულება არ დაგიდია მაგასთან და არც არაფერს დაჰპირებიხარ ,მეორეც მე არავინ მაწვდის ნარკოტიკს და ბოლოს და ბოლოს რომ მიხვდე რო ნარკომანი არ ვარ ურიგო არ იქნება. მეზიზღება ნარკოტიკი და ჩემო მრავლისმცოდნე მამიკოვ ს კაიფი უნდა გაგერჩია სხვა დანარჩენისგან
-ხომ გეუბნებოდი , შენ კიდე საკუთარ თავს არწმუნებდი რომ საშინელი შვილი გყავდა და ყველა უბედურებას ამას აბრალებდი! საერთოდ არ დამელაპარაკო აწი იცოდე -ელიზაბეტი გაბრაზებული უყურებდა, თავი შეაბრუნა და მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები
-აბა ვის დაველაპარაკო
-თინას!- წამსვე მიუგდო სიტყვა
-დამღალე უკვე ელიზაბეტ
-ხოდა წადი ან მე წავალ ალექსანდრესთან
-ოოო უკვე ჩემი წასვლის დრო მოსულააა...ბავშვს ეძინება.საქმეები მაქვს ,თქვენ მოაგვარებთ როგორმე ისე რომ ჩემი იდილეა არავინ დაარღვიოს. ყვავილებს მარიამი აარჩევს და გამოატანე წავედი მე
-დაცვის გარეშე მიდიხარ?
-მარიამ შენ რაღა დაგემართა? ესენი მოქმედებენ? წავალ მე აირჩიე შენ ყვავილები ,ჩადე მანქანაში და წამოგიყვანს მძღოლი
-მარტო მძღოლი დამიტოვე შენ დაცვას ჩაუჯექი !
-რა ხდება, რამე იცი და მიმალავ?- უცებ დახედა ზემოდან და ჩუმად გადაულაპარაკა
-ვიცი ის რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა -ქვემოდან უყურებდა და ჩუმად საუბრობდა
-იქნებ შენც დარჩე...ერთად ვისადილოთ და მერე წადით ერთად
-არაა ...წავ
-მგონი სჯობს დარჩე არა? - ისევ ახლოს იდგა, თვალს არ აშორებდა
-მარიამ!
-ბავშვი გამომართვი ,მე ბაღში გავალ და ყვავილებს ავარჩევ - ბავშვი დაუტოვა. ოთახიდან გავიდა. ელიზაბეტიც გაჰყვა და დატოვეს მარტო მამა შვილი
-როგორც იქნა გავიდა, ხომ მომკლა ამ წამლებით. დამაფიცა არ დალიოო და ერთი თვეა მგონი არაფერი დამილევია...არ გინდა ვისკი?
-მე დავლევ ,შენ არა!
-კარგი ახლა არ გინდა შვილო ერთბაშად ნუ გახდები საოცნებო ბიჭი თორე სიხარულისგან გამისკდება გული
-დედაჩემს უყვარხარ იმაზე ბევრად მეტად ვიდრე იმსახურებ და რამე რომ დაგემართოს ვიცი ვერ გადაიტანს
-მაგიტო? ხო ჩემი ლიზიკო კი გიყვარს კიდევ კარგი ვიცი რომ მაგას მაინც მოუვლი და იზრუნებ რაც არ უნდა მოხდეს
-დამპირდი
-რას
-რომ ჩემგან მალულად არაფერს გააკეთებ და ტყუილად არ გაართულებ საქმეს
-არ მენდობი?
-მამა ელიზაბეტი დაიფიცე,რომ მარტო არ იმოქმედებ! - ალექსანდრე ჯიქურ უმზერდა დავითი კი მაინც წრუპავდა ვისკის სავარძელში მოკალატებული და იღიმოდა
-ლიზიკო? ლიზიკო დავიფიცო ? ხო იცი რო ჩემ ლიზიკოს ასე უბრალოდ არ ვიფიცებ მე რა ვიცი რა მოხდება , გეგმების არ მჯერა . ცხოვრება იმდენად მუხთალი რამეა როდის გიმტყუნებს კაცმა არ იცის ...
-საკუთარი თავის იმედი თუ გაქვს ყველაფერს გააკეთებ. ცხოვრებას ტყუილად აბრალებ შენს არეულ საქმეებს . ყველა საერთოდ , ყველა ცხოვრებას აბრალებთ თქვენს გაფუჭებულს , იმის ნაცვლად რომ აღიაროთ შეცდომები რაღაც უხილავს ადანაშაულებთ რომ ხელი შეგიშალათ
-მაშ უნდა ვენდო შენს გეგმას ? არაფერი მოხდება და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი? მაშინ ღმერთი არ არსებულა და ჩემ შეცდომებზე პასუხსაც არავინ მაგებინებს?
-გინდა ირაკლისნაირმა გადაგიხადოს ცოდვებისთვის? რაღა ირაკლიმ ვისთვისაც რეალურად არაფერი დაგიშავებია ... აუცილებელი არ არის ამქვეყნად მოგკითხოს ღმერთმა. რისთვის არსებობს ჯოჯოხეთი მამაჩემო . იქ დავიწვებით ორივე ერთად ,საკითხავი ისაა პირველი მე მოვხვდები მაგ ალში თუ შენ -ეს რომ თქვა სანდრომ დათამ მაშინვე თავი ასწია და მზერა გაუსწორა შვილს
-რას ამბობ!
-არაფერს... ეს ისე სიტყვას მოჰყვა. ასეა თუ ისე ყველას ბოლო იქ გვაქ უფრთო ანგელოზად ერთი მარიამიც მეყოფა ... შენ კი ბოლოს და ბოლოს თორნიკეს დროს ვეღარ დაუბრუნებ და ალექსანდრას მაინც დაამახსოვრე თავი
-ალექსანდრა? ვინ დაარქვა თორნიკემ?
-ხო ... დღეს დაარქვა .რომ ჩამოვა ოფიციალურად გახდება ალექსანდრა
-სხვა თუ არაფერი ძმა ხომ გაჩუქე
-შენ კი არ მაჩუქე თინამ იყოჩაღა და თავისი უზრუნველყოფილი ცხოვრების დოკუმენტი გააჩინა
-თინა ...თინა დედადაც არ გამოდგა არადა ბებიაშენი ამბობდა ცოლს თუ შეირთავ მის გარდა არავინ უნდა მოიყვანოო
-მოიცა რა? დათო რა თქვი გაიმეორე - გასწორდა და თვალებში ჩახედა. აკვირდებოდა სიმართლეს ამბობდა თუ არა
-რა ვთქვი ასეთი აქამდე არ იცოდი თინა რომ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლი და მე ქორწილის დღეს ლიზიკო მოვიტაცე მერე ერთდროულად დაგვეძებდნენ ელიზაბეტის მშობლები ,ჩემები და თინას მამა?
-მერე მიუხედავად ყველაფრისა თინაც არ დაკარგე ? ყოჩაღ შენ ქალი ქორწილის დღეს მიატოვე თითქოს მანამდე აპირებდი მის შერთვას და მერე საყვარლად დაისვი მთელი ცხოვრება?
-თინა შენი კატოა ...
-არ გაბედო შედარება! კატომ კარგად იცის რომ ჩემი ცოლი არასდროს გახდება
-და ვინ გითხრა რომ თინამ არ იცოდა არც არასდროს სდომებია ცოლობა, საერთოდ ოჯახი და თავისუფლების შეზღუდვა ,მე ვუნდოდი მხოლოდ
-შენ უნდოდი მხოლოდ შენ საყვარელი და ნანატრი ლიზიკო გინდოდა რას კარგავდი ყველაფერი საშენოდ იყო, მაგრამ ლიზიკო როგორ ეგუებოდა შენ და თინას ურთიერთობას ეგ ვეღარ გავიგე და ვერც ვერასდროს გავუგებ
-მიდიხარ?- როგორც კი წამოდგა ალექსანდრე მაშინვე შეხედა დათომ
-რამე დარჩა კიდევ რაც უნდა მითხრა?
-პირობა არ მომიცია
-რა აზრი აქვს...შეიძლება მაინც დაარღვიო . უბრალოდ დაფიქრდი რა სანამ რამეს გააკეთებ
-არაფერს გავაკეთებ ... ცხოვრებაში პირველად გავჩერდები აი ასე მშვიდად ვიჯდები და დაგელოდები,თუნდაც გავნადგურდე მაინც
-იმაზე იფიქრე რაზეც არასდროს შეგიწუხებია თავი და იქნებ ყველაფერი შეიცვალოს
ალექსანდრემ კაბინეტი დატოვა, ისევ ეზოში გავიდა,რამდენიმე წუთს უყურებდა მარიამს და ელიზაბეტს შემდეგ სწრაფად მივიდა ლიზას მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-სანდროოო
-რას შვებით?
-მარიამს მთელი ჩემი ბაღის განახევრება უნდა დედა ვინ მომიყვანე ეს
-ძაან კაი ...შენ რო გაქ მეც ხო მინდა? ერთ დღეს რო გამოექცე დათუჩას ჩემთანაც ხო უნდა დაგხვდეს შენი საყვარელი მცენარეები
-ოხ შენ რო არ თქვა რამე ცუდი ისე როგორ შეიძლება
-კარგი დედიკო აღარაფერს ვიტყვი ,მორჩა ჩუმად ვარ - თავი მხარზე დაადო და ისე გახედა მარიამს - წავედით ?
-ავიღებ ამათ და წავიდეთ ...
-სუ რა ..გვადროვე ცოტა ხო უნდა ავუხსნა რომელს როგორ უნდა მოექცეს?
-კაი რა დედიკო ეგ მე მიგებს და ყვავილებს ვერ გაუგებს?
-ეგ ექიმია და მცენარეების არაფერი გაეგება !
-გაგვებუტა ლიზიკოოო?
-შენ ჩუ თქო!
-ისიც არ გითხრა რო მიყვარხარ?
-არაფ.... არა ეგ ეგ თუ გინდა მითხარი- მთელი სახე გაუნათდდა შვილს უყურებდა და ყურებს ვერ უჯერებდა
-ხოო და რა უნდა მეთქვა?
-ალექსანდრეე
-ჩემი წუწუნა დედიკო...ბუზღუნა
-ამდენი არასდროს გიკოცნია და რა ხდება? კარგად ხარ ?თუ მე მჭირს რამე იცოდე მითხარი მამაშენი რომ იყო კლინიკაში მეც ჩავიტარე ანალიზები აბა მაგან ისე არ მივალო და რამე მჭირს?
-აუუ ლიზიკოო რა გიჟი ქალი ხარ რა ... რა უნდა გჭირდეს დედა?
-აბა შენ ხარ ცუდად? აიმეე გულიიი
-ლიზიკოოო- ნახევრად შეწუხებულ ქალს შემოუძახა და სიცილი დაიწყო- აღარ გაკოცებ მორჩა ! მივდივარ ... დარჩი შენს დათუჩასთან და სულ არ მოვალ
-იცოდე
-არაფერი სჭირს ,მართლა - მარიამმა გაუღიმა და ლოყაზე აკოცა- მადლობა ყვაილებისთვის. გავუფრთხილდები პირობას გაძლევთ
-სად გაიქცა...არა ის სად გამექცა ჰა? მარიაამ იცოდე არ დამიმალო
-არ გიმალავთ ,სრულიად ჯანმრთელია !
-მალე შემოგივლით ... ცოტა ხნით იცოდე ყვავილებს შევამოწმებ
-გელოდებით
მანქანაში ისხდნენ, ალექსანდრეს თავი უკან ჰქონდა გადაწეული,თვალები დახუჭული და სიტყვაც არ უთქვამს მთელი გზის განმავლობაში. მარიამი ბავშვს დაჰყურებდა და ფიქრში ხელს არ უშლიდა .შუა გზაში გააჩერა მძღოლი და სავაჭრო ცენტრში წასვლა უბრზანა. უკვე საღამო იყო უზარმაზარ შენობასთან რომ გაჩერდნენ. ბავშვი გადაიყვანა და გადავიდა.
-ჩვენ უნდა ავარჩიოთ ყველაფერი?
-თუ არ დამეზარება ხო. ძიას პრინცესას ყველაფერი უნდა ჰქონდეს მას კი საკუთარი ოტახი და საწოლიც არ აქვს. ხვალ ძიძები მოვლენ და ერთ-ერთს ავარჩევ
-და როგორ ენდობი
-სანდოს ავარჩევ არ იდარდო მაგაზე ... ან ვერ აარჩევ და თიკუნა ლიკუნას დუეტს დავშლი
-მე რომ მოვუარო?
-მერე ხომ მაინც დამჭირდება ძიძა,თანაც ასე წაყვა წამოყვანა არ მინდა შენ სად დამჭირდები კაცმა არ იცის ..>შეიძლება ერთი წელი არც დარჩე ჩემთან და მანამდე გაგშვა .ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამიტომ თორნიკეს ბავშვის მოვლაზე დარდი აღარ უნდა სჭირდებოდეს...შეგიძლიათ დარჩეთ გარეთ არ მჭირდება დევნა - დაცვას მიუბრუნდა და ისევ განაგრძო სვლა - აქ მენეჯერი არ არის ? სადაა ბავშების განყოფილება? ჰეეეიიიი გესმით ჩემი თუ უბრალოდ ცქერით ტკბებით
წამში გაჩნდა სირბილით ვიღაც გოგონა და გზა აჩვენა ბავშვების განყოფილებამდე,თან აკვირდებოდა მარიამსა და ალექსანდრს. შემდეგ საწოლის შერჩევა დაიწყეს და ყველაზე კომფორტული და ლამაზი რომელიც ეჩვენათ ის იყიდეს , საბავშვო ეტლი და კიდევ რამდენიმე ნივთი შეიძინეს . ისე შეყვა ალექსანდრე ამ პროცესს შპალერის და სხვა ავეჯის შერცევაც დაიწყო ოთახისთვის. მაგრამ მერე მობეზრდა იფიქრა დიზაინერი უკეთ შეარჩევსო და იმ შენაძენს დაჯერდა რაც უკვე არჩეული ჰქონდა.
იმ საღამოს სახლიდან არ გასულა სამაგიეროდ კატერინა ეწვია . მისაღებში იყვნენ ბავშვი ეჭირა ხელში და რაღაცას ელაპარაკებოდა კატო რომ შეკაკუნდა
-სანდრიიიი როგორ ხარ? სად დაიკარგე დღეს? არსად უნდა გავიდეთ?
-შენ რა გინდა აქ? დაგპატიჟე და არ მახსოვს?
-დაპატიჟება მჭირდება?
-მგონი იცი რომ როცა არ გირეკავ ე.ი არ მივდივართ არსად და სახლში ყოფნა მინდა
-სახლში ამათთან ერთად? ახლა რა სულ ამ გოგოსთან უნდა იყო?
-რა შუაშია მარიამი სახლში ვარ უფლება არ მაქ თუ შენ უნდა გკითხო
-ნუ მიყვირი გთხოვ მე უბრალოდ
-არაფერი უბრალოდ არ გაგიკეთებია ვერ შეიგნე რომ მარიამს ვაფშე ვკიდივარ როგორც კაცი და სულ რო ფეხქვეშ გავეგო არ ჩამიწვება ლოგინში ...არ ისვენებ და არც დაისვენებ სანამ არ გამაგიჟებ
-აჰ შენ უნდა გაეგო ფეხქვეშ? ხომ არ აპირებ რამე რომანტიკულს თუ გინდა მოგაფიქრებინებ
-არ გინდა ახლა თვალების ამღვრევა და ცრემლების დენა !
-ალექსანდრეეე
- წადი და წესებს ნუ მიცვლი! ბოლოჯერ გაფრთხილებ იცოდე
-მივდივარ ... -სლუკუნით თქვა ჩანთა ისევ აიღო და სახლიდან გავარდა
-რა იყო ეს?- მარიამი უყურებდა ყველაფერს და ისე უცებ განვითარდა მოვლენები გასვლაც ვერ მოახერხა-ადამიანურად მოქცევა არ ჯდება შენს ქცევაში?
-აქცია სოლიდარობა კატოს დაიწყე თუ რა ხდება
-სულ ასე ხართ თქვენ?
-აქამდე არ ურევდა ასე ხშირად და ახლა ძალიან აუშვა აფრები ვატყობ მისი გემი ჩაძირვამდე მივა მალე
-აფრები არაფერ შუაშია უბრალოდ მამაშენის ისტორია იმდენად ჰგავს შენსას რომ გეშინია იგივე არ დაგემართოს და თავს არწმუნებ რომ კატოს მოშორებას ნებისმიერ დროს შეძლებ
-მე არავინ შემიყვარდება და თუ შემიყვარდება კატოსთან სექ*ი ნამდვილად არ მომინდება და საყვარლად არ დავიტოვებ!
-დარწმუნწბული ნუ იქნები !
-არ ვიქნები , დარწმუნებული ვარ მარიამ! მე კი მგონია რომ შენ არწმუნებ საპირისპიროში თავს, რაში გჭირდება მე რომ კატო მიყვარდეს გამაგებინე
-მე არაფერი მჭირდება...არც მეხება
-ხოდა თემა დახურულია
-ირაკლი თუ ყველანაირად შეეცდება თქვენს განადგურებას რას გააკეთებ...რაა შენი „ბე“ გეგმა
-არ მაქვს-თქო ხომ გითხარი
-მამაშენთან თქვი ეგ და მე რას მეტყვი
-იგივეს!
-რა ხდება ალექსანდრე რამე შეიცვალა?
-რა უნდა შეცვლილიყო ...ჯერ დრო მაქვს იმ იდიოტს ისეთ ინფორმაციას აწვდიან დიდხანს ვერ მოვა აზრზე. დაიმახსოვრე მე ყველაფერს ვაკონტროლებ
მარიამი მაინც ვერ დაარწმუნა,მაგრამ აღარ ჩასძიებია.უბრალოდ გაჩუმება გადაწყვიტა ,რომ თავად გაერკვია რამე.
ბავშვის ოთახის მზადება მეორე დღესვე დაიწყეს . თორნიკეს საძინებლის გვერდით მოაწყვეს და ყველაფერი იმდენად ლამაზი გამოვიდა მარიამიც კი ვერ ფარავდა აღფრთოვანებას. პატარა ქალბატონი პედიატრთან ჰყავდათ კონსულტაციაზე ერთი თვის რომ გახდა და ბატონი თორნიკეც დაამშვიდეს ,წონაც ნორმალური ჰქონდა და საერთოდ ჯანმრთელი ბავშვი იყო. ძიძას რაც შეეხება დიდი დაკვირვების შემდეგ მარიამმა და ალექსანდრემ ერთ გოგოზე შეაჩერეს არჩევანი, სხვა დანარჩენს იწუნებდნენ და ის ერთი აღმოჩნდა ისეთი რომელთან პრეტენზია არცერთს ჰქონია. მშვიდი, განათლებული, წესიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა,თუმცა რაღა შთაბეჭდილებას ალექსანდრეს მისი ბაღის შეწყვარებულის სახელიც ედო წინ . მართალია გათხოვილი არ იყო ,მაგრამ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და ვინაიდან ფსიქოლოგის განათლება ჰქონდა დარწმუნებულები იყვნენ რომ ალექსანდრას კარგად მოუვლიდა. სახლში მათთან გადაბარგებაზე უარი არ უთქვამს, იმავე სართულზე დააბინავეს სადაც ალექსანდრას და თორნიკეს ოთახები იყო და სრული კომფორტი მოუწყვეს.
ამ ამბების პარალელურად ირაკლი მიტინგებს მართავდა, ხვდებოდა ამომრჩეველს და ყოველ დღე რაღაც ახალს აკეთებდა. დათო ჩვეულებრივად აგრძელებდა საქმეს და ძირითადად ელიზაბეტთან ერთად ისვენებდა.თითქოს ყველაფერი ალექსანდრეს გეგმის მიხედვით მიდიოდა.
...........
შუაღამეს შევიდა მარიამის კოტეჯში. მშვიდად ეძინა და წამით ისიც კი დაავიწყდა რისთვის იმყოფებოდა იქ. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა
-მარიაამ ...
-რა ხდება?- ზედმეტად მალე გამოფხიზლდა ასე უცებაც არ ელოდა
-ჩაიცვი გავდივართ- ზემოდან დაჰყურებდა , პირველად ხედავდა ასეთს
-5 საათი არაა ჯერ
-5-ზე უნდა გავიდეთ ... იჩქარე მიდი . წვენს დავლევ მე - ჭიქაში წვენი ჩამოასხა და დივანზე დაჯდა
-კარგი ...- ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს სააბაზანოში გადაინაცვლა და მალევე დატოვა სახლი ალექსანდრესთან ერთად.
საჭესთან თავად იჯდა, შემოვლითი გზით დატოვა ქალაქი. საერთოდ გასცდა ყველა ნაცნობ ადგილს სადაც მანამდე ყოფილა და ზღვისპირა ქალაქისკენ დაიძრა. როგორც ყოველთვის დიდი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას, ხმამაღალი მუსიკა არც ამჯერად დავიწყებია .მთელი გზა ჩუმად იყო, შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე მარიამს რომელიც გზას არ აშორებდა თვალს . ზღვისპირა კურორტს რომ მიაღწიეს ქალაქი უკვე გაღვიძებული იყო, უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩებში ყველა თავის სტიქიაში იყო ,ზოგი ზღვისკენ მიემართებოდა ,ზოგიც სასეირნოდ იყო გამოსული,,ნაწილი კი ღამის გართობის შემდეგ ბრუნდებოდა უკან. ქალაქის ცენტრს მოშორდნენ შემდეგ რამდენიმე წუთი არ გაჩერებულა ბოლოს კი ლამაზი სახლის ეზოში შევიდა . მანქანიდან ერთდროულად გადავიდნენ. ალექსანდრემ სახლის კარი გააღო და იქ ისეთი სიტუაცია დახვდა სიიცლი ვერ შეიკავა მარიამისგან განსხვავებით ელოდა კიდეც გაბრიელისგან მსგავს „დახვედრას“.
სახლში ძლივს შევიდა ყველგან სასმელის ქილები და საჭმლის ნარჩენები ეყარა. საიდანღაც ისევ ისმოდა სიმღერის ხმა .პირველ სართულზე რამდენიმე ახალგაზრდას გათიშულს ეძინა. რამდნეიმე დივანზე იყო მიწოლილი ზოგი ხალიჩაზე და სავარძლებში. გაბრიელი არსად ჩანდა . მეორე სართულზე ასასვლელი კიბე სწრაფად აირბინა და ერთ-ერთი საძინებლისკენ დაიძრა. კარი ნახევრად ღია იყო ,მარიამი დერეფანში დარჩა და იქაურობას აკვირდებოდა მეორე სართულზეც იგივე სიტუაცია იყო რაც ქვემოთ იმ განსხვავებით რომ საზინებლებში აშკარად მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ალექსანდრემ კარი რომ გააღო საწოლზე გაშოტილი ბატონი დაინახა გვერდით ვიღაც შიშველი გოგო ჰყავდა . ალექსანდრემ გვერდი აუარა საწოლს სააბაზანოს კარი გააღო , იქედან წყლით სავსე სათლით გავიდა პირდაპირ გადამოაპირქვავა და გაბრიელს თავზე დააცალა. ნეტავ გენახათ რა სახით წამოვარდა ფეხზე,იმდენი უწმაწური სიტყვა თქვა ორ წამში სანამ ალექსანდრე დაინახა ვერ დაითვლიდით .
-სანდროოო ?! ფუ შენი ... აქ რა ჯანდაბა გინდა ამ დროს
-მომენტარე და ჩამოვედი... გაუშვი ახლა სტუმრები და გამიმასპინძლდი დაღლილები ვართ
-გავუშვებ ხო ...აუ რა დამპალი ხარ ტო მეგონა ვიხრჩობოდი . მოიცა გამოვფხიზლდე გაჩვენ...მოიცა ვინ ხართ?
-მე და მარიამი
-მარუსაააა მარუსააა აქ ხარ გოგო?- ზეწარი სულ ააძრო გოგოს და ისე გაავრდა დერეფანში ერთი ხელით წელზე მოხვეული ზეწარი ეჭირა მეორეთი მარიამს ეხვეოდა.ის კიდე თვალებგაფართოებული იდგა -მომენატრეეე ჩიტოოოო
-მომშორდი თუ ღმერთო გწამს ! გეტყოდი მეც მომენატრე-თქო ,მაგრამ ახლა ასე რომ გიყურებ გადამინდა თქმა
-აუუ კაი რა ... გულს მტკენ ბოზ>>>შვილი ვიყო .მოიცა ერთ საათში ყველაფერი მიწკრიალდება - კუსაა ტუსაა აუ ჩემი რა გქვია დამავიწყდა მოკლედ ჩაიცვი რა უცებ და ისინიც აყარე რა მიდი მიდი უცებ მეჩქარება
-ლანა იდიოტო !- გაკაპასებულმა გოგომ ხელი ჰკრა და გიჟივით გავარდა
-რა ეწყინა... დიდი ამბავი ახლა სახელი ვერ დავიმახსოვრე ..გადი ახლა აქედან რას მიყურებ ! ჩავიცვამ და გამოვალ
-სად გავიდე ყველგან ნაგავია ...
-ზღვაზე გაისეირნეთ და მერე დაბრუნდით ...დამლაგებლებს მოვიყვან და მიალაგებენ . მეც გამოვალ
-ეზოში დაგელოდებით
-რა გაცინებს ნეტავ... თითქოს თვითონ არ აგდია ასე როცა დრო აქვს
-შე ჩემა ამდენი თვე რით ვერ ამოგივიდა ყელში
-საქმე მე არ მაქვს და რა გავაკეთო? ვისვენებ ამდენი სტრესის შემდგე, მაგრამ ეგეც არ მაცადე, გითხარი ვერ გაძლებ უჩემომოდ-თქო და აჰაა
-მონატრებით ვიწვები
-ბოროტოოო
-არანორმალური ხარ შე ჩემა - გაიცინა და კარი გამოხურა
მარიამი პირველი გავარდა სახლიდან . ალექსანდრე სიცილით მიჰყვებოდა უკან
-აქ რატომ ვართ?
-დასვენება მინდა ორი დღით ...თან ეს იდიოტი უნდა წამოვათრიო
-რომ აცადო გართობა არა?
-მჭირდება ... თან რით ვერ გაერთო ღვიძლი დაეშლება ამდენი ლოთობით
-ხო ვნახე როგორც იყო ... პლიუს რამე დაავადებას აიკიდებს უკვე თუ არ აქვს- სახე დამანჭა და სანდროს ხარხარიც გამოიწვია
-არ თქვა რომ გაგიკვირდა
-უბრალოდ საღორეში ყოფნა და ვიღაც უცხო ხალხის გარემოცვაში უაზროდ დროის ფლანგვა როგორი დასვენებაა ვერ ვხვდები
-ღვინო , დუდუკი, ქალები არ გაგიგია? პროსტა დუდუკს ელექტრო მუსიკა ცვლის და ეგაა რა
ხუთ წუთში ხალხს მიერეკებოდა გაბრიელი. სახლი დაცალა მერე კარი ღია დატოვა და სანდროს მიეჭრა
-წავედით გავისეირნოთ ცოტა...ლუდს ვიყიდი ან რამეს რო გამოვფხიზლდე
-კაიფშიც ხარ ?
-არააა ... ერთი ორი ტაბლეტი გადავყლაპე მეტი არაფერი ! თავი მისკდება ,გამოუძინებელი ვარ და შენ კიდე როგორ გამაღვძე იმენა სადისტი რა .ამდენი ხანი როგორ გაუძელი მარიამ? გამოქცევას ისევ არ აპირებ?
-შენთან წამოვიდეს მერე?
-ხო რა ... მე ხო ასეთი საყავრელი და კეთილი ვარ შე ჩემა შენ კი არ გგავარ
-ხო ეგ სულ საყვარელ და კეთილ ბიჭებს ეძებს თითონაც ბუნებით ეგეთია
-აბა თუ მორჩებით ჩემზე საუბარს...ახლა რომ გიყურებ მგონი მართლა მომენატრე,ცოტა ძაან არა
-ძაან სანდრიკუნას მოვენატრე ხო სანდრიიიიკოოო
-ნუ მეწელები პიდარასტივით ...
-აუუ რა უხეში ხარ შე ჩემა
-კაი არ გამებუტოოო ახლა
-ნახე რა უსმინე მარიამ როგორ მელაპარაკება ...ხო არი ღირსი აქ დავრჩე და სულ არ დავბრუნდე უკან
-რას მეჯუჯღუნები ეჭვიანი ცოლივით ხო ჩამოგაკითხე რა გინდა მეტი?
-ცოტა სითბოოო სიხარულოო
-ახლა ერთბაშად უნდა ამშალოს რაც ამდენი თვე ტელეფონიდან ვერ გაქაჩა და ის კი არ იცის რო დავკეპავ სტეიკივით
-თქვენ რომ იჟღურტულოთ და მე გავისეირნო არ გინდათ?
-აუუ ეს ისევ ისეთი ფეხებზე როგორაა ტო ...
-დარჩი ჩვენ ვილაპარაკებთ და დავბრუნდებით- ალექსანდრემ მშვიდად მიიღო მისი შეთავაზება და გაბრიელი თან გაიყოლა.
..............
მარიამი ტალღებს უყურებდა და როგორც ყოველთვის სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა,თითქოს ყველაფერი ერთბაშად გაქრა. მხოლოდ მარიამი და ზღვა დარჩა!ალექსანდრემ დააბრუნა რეალობაში ,სიტყვაც არ უთქვამს ისე დაუდგა გვერდით და ხედს გახედა,მაგრამ მისი სიახლოვეც საკმარისი აღმოჩნდა ,რაღაც ამოუცნობმა გრძნობამ შეიპყრო
-დამპირდი რომ ერთ დღეს ,როცა მე და შენ ზღვას დავაკვირდებით ორივეს სული თავისუფალი იქნება ,ყოველგვარი პრობლემის გარეშე
-გპირდები რომ ერთ დღეს ყველა პრობლემა გაქრება შენს ირგვლივ, აღარ მოგიხდება თვალის დახუჭვა და თავისუფალი იქნები
-შენ?
-მე სული დავკარგე მარიამ ... ჩემზე არ უნდა იფიქრო მე მანამ გავაგრძელებ ასე ცხოვრებას სანამ არ მომბეზრდება ამქვეყნიური ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. იმედია იქ ,მაღლა ცაში მაინც ვიპოვნი ჩემს დაკარგულ სულს
-მინდა შენც ჩემ გვერდით იყო ამ დღეს ...მარტო არ მინდა
-მარიამ არ გინდა
-სულს მოგცემ , ოღონდ დარჩი - იმ წამს შებრუნდა და თვალი გაუსწორა ალექსანდრეს შავ სფეროებს
-ვინ თქვა რომ წასვლას ვაპირებ?- არ ტყდებოდა, არ უნდოდა ,მაგრამ ხომ იცოდა მარიამი გრძნობდა
-ალექსანდრე გთხოვ ... ვიცი ,ვგრძნობ,ვხვდები მთელი არსებით რომ ჩვენი დასასრული ახლოვდება და შენ არაფერს გააკეთებ რომ დარჩე ,შენ მხოლოდ იმათთვის მოქმედებ ვინც რჩება
-სულ ტყუილად მთავაზობ ასეთ ძვირფას ..
-ნუ მატყუებ, ნუ ცდილობ თავბრუ დამახვიო ღიმილით და ამ უდარდელი გამომეტყველებით- დასრულება არ აცადა და აიძულა მისკენ გაეხედა
-შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც იძირება გემი როგორც მეფე ამბობს არა?
-შენ გადმოცურავ ზღვას ?!
- შენთან მოსასვლელად? არა ! შენ მე არ გჭირდები ,ზღვამ უარყოფითად იმოქმედა , მეგონა დაგამშვიდებდა
-თემას ცვლი ალექსანდრე
-.ნუ გაართულებ... ასეა საჭირო
-უკვე ყველაფერი რთულადა!
-არაფერია რთულად ...შენთვის სირთულე არ არსებობდა და არც მე გავხდები გადაუჭრელი პრობლემა შენთვის
-იმ ადამიანებს იშორებ ვის მიმართაც გრძნობები გაქვს? ვინც შენი ნაწილია?
- აქ არ მინდა მაგაზე საუბარი , დავბრუნდეთ სახლში დავისვენოთ ცოტა და მერე წავიდეთ
- აქ დავრჩები - სკამისკენ წავიდა და იქ ჩამოჯდა ,სათვალე მოირგო და ისე გახედა მზიან სანაპიროს .
- რატომ არ ელი მოვლენები განვითარებას
-ამჯერად წინასწარ ვხვდები რაც შეიძლება მოხდეს და იმდენად შემაძრწუნებელია ჩემი თვალით დანხული მომავალი,რომ მშვიდად დაცდა არ შემიძლია
-და მაინც რას ხედავ იქ ასეთს
-შენ ვერ გხედავ !
-რამდენიმე თვეში რომ აღარ ვიქნები შენს ცხოვრებაში ეგ ხომ ისედაც ვიცით
-მითხარი ...მითხარი რომ ასე მარტივად არ დაასრულებ - ამღვრეულ თვალებს სათვალე უფარავდა
-ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი მისი დასასრულიც შესაბამისი იქნება
-როგორ შესაბამისი...ყველა შენს საყვარელ ადამიანს ერთად შეკრებ,ყველაფერს დაალაგებ მშობლებს თორნიკეს და ალექსანდრას დაუტოვებ , გაბრიელს უკან დააბრუნებ თორნიკეს რომ დაეხმაროს და დასასრულამდე ელიზაბეტს გააბედნიერებ? დათოს დაეხმარები ,მის ცოდვებსაც გამოისყიდი და შეუცვლი ცხოვრების გზას?
-აი ხომ ხედავ ტყუილად ვსაუბრობთ...მაინც ყველაფერი იცი
-ვინმე ხომ არ გავიწყდება
-არა , მე არავინ მავიწყდება
-ხოო?
-ხო მარიამ ,არავინ მავიწყდება
-ანუ მეც შენთან ერთად ვასრულებ? !
-შენ დასასრულამდე ძალიან დიდი გზა გაქვს ,მაგრამ ბოლოს ჩემთან მოხვალ მაინც იქ რამე საქმეს ვიპოვი იმედია შენს ამოსვლამდე
-გთხოვ ...გთხოვ ალექსანდრე - მის წინ იდგა და ამღვრეული თვალებით უყურებდა. ალექსანდრე ქვემოდან უცქერდა ჩვეული ღიმილშეპარული მზერით ,მშვიდი იყო ბატონი-არ გინდა
-მინდა ...თან ძალიან !
-შეუძლებელია .სისულელეა ნუთუ ვერ ხვდები რომ არ შეიძლება ,როგორ ..როგორ შეიძლება ეგოისტი ხარ ! ნამდვილი ეგოისტი
-რამე უნდა ჩაიფიქრო იცი? პირველად კარგავ საკუთარ თავს და გიჟდები მგონი .წავალ მე ... დამშვიდდი დაიბრუნე ჩვეული მშვიდი სახე , დაალაგე აზრები და დამიბრუნდი
-საშინელი ადამიანი ხარ, უგულო. მე არ ვარ ასეთი - სასოწარკვეთილი იდგა ალექსანდრეს წინ ეს ალბათ პირველი და უკანასკნელი მომენტი იყო მის ცხოვრებაში
-ხარ ... უბრალოდ მე ვარ შენთვის „გრძნობა“
მარტო დატოვა მარიამი, რომელსაც ფიქრი დამშიდების ნაცვლად უარესად აგიჟებდა. ტვინში ქაოსი ჰქონდა, გული ცუდს უგრძნობდა, ინსტიქტი საშინელებას კარნახობდა აღარ იცოდა რა მოხდებოდა ვერ მშვიდდებოდა , ვერ ალაგებდა აზრებს ტირილი უნდოდა, ბოლო ხმაზე ყვირილი და მშვიდი ზღვაც კი უფორიაქებდა სულს.დიდი ტალღების ნახვა სურდა,ისეთივე ქარიშხალის როგორიც მის სულში ტრიალებდა ,აგიჟებდა მშვიდი ტალღები თითქოს ზღვამაც დატოვა და სრულიად მარტო დარჩა.
.........
სახლში რომ დაბრუნდა სიტყვაც არ დაუძრავს ალექსანდრესთან. გაბრიელს ესაუბრებოდა. ბატონმა ჩემი მანქანა დაიმტვრა და თქვენ უნდა გამოგყვეთო ამიტომ ალექსანდრეს მანქანაში მოთავსდდა და მთელი გზა არ გაჩუმებულა. მარიამიც აიყოლია და გონებიდან გაუქრო ფიქრები.
-რა ნელა ატარებ შე ჩემა...სახლამდე ხო კიდე დრო მჭირდება აუუ ღამე სიარულის როგორ მეშინიაა ვინმემ რომ გამიტაცოს და იძალადოს მერე?
-ნუ ღელავ ...ჩემთან მოდიხარ
-რას ნუ ვღელავ შენთვის...სად მოდიხარო ამან?
-ჩემთან მოდიხარ,სწორად გაიგე ! იქ მჭირდები და ვეღარ დაგმალავ გაბრიკო
-აპოკალიფსი ახლოვდება თუ რა დედ...ტყვნ... რა მინდა შენთან ,რა გჭირდება თორნიკე არ გყავს ?
-დამშვიდდი ... სულ კი არ გამოგკეტავ გაგიშვებ მერე
-მარიამ ამოიღე ხმა ..რამე უთხარი რა მინდა ამასთან ახლა მონად გამიხდის აქამდე ათასში ერთხელ მაკითხავდა საქმეზე ახლა ყველაფერს მე გაამკეთებინებს ეს სულით თავადი ეს...კიდე ბატონყმობა რომ ჰგონია ტო
-მოვედით და შეეცადე გოგონები არ გადამირიო!
-ის ორი? თიკუნა და ლიკუნა? გათხოვილები არ არიან ხო?
-არც იფიქრო !
დაცვა მაშინვე სტარტტზე დადგა, გოგოენბიც ეზოში შეეგებნენ სახლში შესვლისას კი ძიძა დახვდათ ბავშვით ხელში აი იქ კი გაბრიელი უნდა გენახათ
-ჩემი გოგოოოო, როგორ იქცეოდა პრინცესა?
-კარგად... არაჩვეულებრივად
-ძალიან კარგიი ...ახლა ხომ უნდა ეძინოს წაიყვანე ...გოგონებოო შეგიძლიათ თქვენც წახვიდეთ თავისუფლები ხართ ხვალამდე
-არ მითხრა რო შენია - გაბრიელი ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა
-მარიამის ბავშვია ...იმდენ ხანს არ ჩამოხვედი იმშობიარა კიდეც
-სულ შეიშალე სანდრო? რა მარიამის ბავშვი ... აუუ მარიაამ მითხარი ვისია თორე მოვკლავ ამას . რა საყავრელია სულ პატარააა
-თორნიკეს შვილია თავად იმიტომ არ არის რომ ავარიაში მოხვდა და დამტვრეულია ამ და სხვა სიახლეებზე ალექსანდრე მოგახსენებს უფრო ვრცლად მე კი მომიტევეთ დასვენება მინდა თქვენი ნებართვით
-მიდიხარ ტო? აბა ამასთან რა მინდა აქ ხო არ დავრჩები მართლა ...არ გინდა მარუსა შენთან შემიფარო? იქ მეორე ოთახიც ხომ არის ?
- არ მინდა
-დაფიქრდი მაინც... იცი როგორი ჩუმი მეზობელი ვიქნები? ღამე მე არ ვხვრინავ და აქ ქალებს ხო ვერ მოვიყვან კვნესამ რომ შეგაწუხოს ... საწოლი არ იჭრიჭინებს და არაფერი მსგავსი
-ისეთი მშვიდი ყოფილხარ ბარემ გვერდით მიუწექი ... -ალექსანდრემ შეუღრინა ,მაგრამ გაბრიელი ისევ აიგნორებდა
-ამას ენას ამოვაცლი...რა ნოტაზე მელაპარაკება ვაფშე თუ უსმენ
-გაარკვიეთ თავად ...მე მივდივარ და როგორმე მოთავსდდი ამხელა სახლში
-ამის დედა ვატირე იმაზე ხარ გაბრაზებული და მე მიბღვერ? მე რა დავაშავე
-და მე რა დავაშავე რო?
-აბა მე დავაშავე?
-ღმერთო ჩემო ...თორნიკე შენღა აკლიხარ და შესანიშნავი სამეული შეიკრიბება - მარიამმა ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა.
გაბრიელი მართლაც გადაბარგდა, მეორე სართულზე დასახლდდა და მოიწყო თავისი იმპერია. ძირითადად ალექსანდრესთან ერთად იჯდა კაბინეტში .გარეთ რომ გამოვიდოდა თიკუნას და ლიკუნას ურევდა თავგზას,ისინიც გათიშულები დააბოტებდნენ და ლამის მთელი ჭურჭელი შესწირეს გაბრიელის სიგიჟეს.
ერთ დღესაც თორნიკესთან წავიდნენ. აი ასე განუცხადა ალექსანდრემ ბარგი ჩაალაგეთ პრინცესა ალექსანდრა მამიკოსთან მიგვყავსო და წავიდნენ. რამდენიმე საათიანი მგზავრობა როგორღაც გადაიტანა, შემდეგ სასტუმროში დაბინავდნენ ბავშვი მოაწესრიგა მარიამმა და პირდაპირ საავადმყოფოს მიაშურეს. საწოლზე გაშოტილი თორნიკე ტელევიზორს უყურებდა ალექსანდრე რომ შევიდა
-გაგიტკბა ხო წოლა და უმაქნისობა
-სანდრო ჩამოხვედი? ბავშვი ...მოიცა ბავშვი არ წამოიყვანე?
-მე არც არავის ვახსოვარ ... ანუ მხოლოდ ბავშვი გინდოდა ხო?
-კაი რა სანდრო...ნუ მაწვალებ
-მამიკოს ნახვის დროა პრინცესა ...- მარიამის ხმა გაიგო და შევიდა კიდეც ბავშვით ხელში. ისეთი თვალებით უყურებდა ბავშვს წამოდგომა რომ შეძლებოდა ალბათ წამი არ დასჭირდებოდა მის ასაყვანად. მარიამმაც არ აწვალა და პირდაპირ მის მკლავებში მოათავსა ქალბატონი ალექსანდრა.
-მოეფერე ,დაღვარე ცრემლი მიდი რას ელოდები ნუ გერიდება თორნიიიი
-გააჩუმე მარიამ ეს კაცი რა ! - ბურდღუნით თქვა ისე რომ ბავშვისთვის არც მოუშორებია მზერა. ფრთხილად ეფერებოდა,კოცნიდა და გულმოდგინედ სწავლობდა მის თითოეულ ნაკვთს, ქცევას და იმ ბგერებსაც კი აკვირდებოდა გაღვიძების შემდეგ რომ გამოსცემდა.
-საოცრებაა...როგორია ..როგორი უცხო შეგრძნებაა
-ძმისშვილი როა მაგ მხრივაც კარგი შეგრძნებაა ,მაგრამ შვილი ალბათ სხვა განზომილებაა
-გამორიცხულია ,ვერ გაგატანთ . მეც უნდა წამოვიდე ან თქვენ დარჩეთ
-ერთი კვირით დავრჩებით და მერე ერთად დავბრუნდებით- სანდროს ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა
-რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდი
-შენი ფიქრების გამოცნობა არც ისე ძნელია...მე გავალ ექიმს ვნახავ ,მარიამ გამომყევი რომ გავიგო რას მეტყვის თორე ამ სამედიცინო ტერმინოლოგიის არაფერი გამეგება.მალე მოვალთ და იცოდე ბავშვს არაფერი დამართო
-გადი რაა
-ოოოჰ მიბღვერს , მამა ვარო და დიდი ჰგონია თავი !
დერეფანში რომ გავიდნენ და თორნიკეს პალატას მოშორდნენ მარიამი გაჩერდა
-რა ხდება?
-თორნიკესაც უკან აბრუნებ? ერთ ტერიტორიაზე გინდა ყველა გყავდეს ,ალბათ ელიზაბეტსა და დავითს მიიპატიჟებ ახლო მომავალში!
-ვნახოთ...ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით საჭიროება არ დგას
-არც მეწინააღმდეგები?!
-რა საჭიროა
-ორი მიზეზია შეისაძლოა უბრალოდ აზრი არ აქვს რას მეტყვი ან მართალი ვარ
-ორივე დასაშვებია
ექიმის ვინაობა და კაბინეტის ადგილსამყოფელი რომ გაარკვიეს ლიფტში შევიდნენ და საჭირო სართულს მიაშუარეს. კაბინეტთან რიგი დახვდათ და რამდენიმე წუთი იქ დგომა მოუხდათ . სკამებზე ისხდნენ მარიამის მიმართულებით ვიღაც რომ წავიდა , ალექსანდრე კარგად ხედავდა მარიამი კი ბროშურას კითხულობდა და ლამის წამოიკივლა ბიჭი რომ აესვეტა წინ
-ქალბატონო მარიამ
-შოთა ... შენ ხარ ?
-ჰმ, რადგან მცნობ ე.ი ძალიანაც არ შევცვლილვარ ამ სამი წლის განმავლობაში არადა მეგონა ნაკლები 40 კილო შემცვლიდა . შენ ისევ ისეთი ხარ ,ზუსტად ისეთი
-როოგორ ხარ არ გკითხავ, კარგად გამოიყურები
-გმადლობ...აქ რას აკეთებ? გასაუბრებაზე ხარ თუ პაციენტის ნათესავი ხარ?
-მე მეგობართან ვარ ... შენ აქ მუშაობ ?
-ხო ნუ ამასაც თუ მუშაობა ჰქვია ... ხელფასი არ მაქვს ასე ვთქვათ მაყურებელი ვარ . სტაჟირებაზე ვიქნები რამდენიმე თვე და მერე იმედია ამიყვანენ... ჩვენთან რა ხდება სხვა? რამდენიმე კურსელს კი ვეკონტაქტები ,მაგრამ შენ ვერსად გიპოვნე
-კარგად არ ეძებდი ალბათ ... უკაცრავად რომ გეჩრებით ,მაგრამ ჩვენი რიგია და უნდა შვეიდეთ-ალექსანდრემ ხელი მოხვია მარიამს ბიჭს გააცალა და კაბინეტის კარიც გააღო. -შენ და შენმა ნაცნობებმა კლინიკასთან მიახლოება შემაძულეს უკვე...ან გოგო არავინ სწავლობდა კურსზე?- ისე უცებ უთხრა სანამ ექიმს მიესალმებოდა თითქოს დრო ზუსტად ჰქონდა გათვლილი.შემდეგ ექიმს გაუღიმა,მიესალმა და სავარძელში მოთავსდდა. მარიამი ყურადღებით უსმენდა ექიმს და ბოლოს შეთანხმდნენ კიდეც მკურნალობის გაგრძელებაზე. ერთი კვირის შემდეგ გადაყვანაზეც ისაუბრეს და წინასწარ განსაზღვრეს თორნიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კაბინეტის დატოვების შემდეგაც შეხვდათ შოთი,ამჯერად ბიჭთან საუბარი გააგრძელა და დაასრულა კიდეც როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ. ალექსანდრე ადგილიდან არ იძვროდა სანამ ბიჭი არ წავიდა
-არა მაინც ყველას როგორ იცნობ...
-შენ არ უნდა მეუბნებოდე მაგას
-ამასაც ხო არ მოსწონხარ?
-რომელი ადრიანა ლიმა მე ვარ ? !
-მეც მაგას ვფიქრობ ,მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ...ჭკვიან ბიჭებს შენნაირები მოსწონთ და არა სექსბომბი უტვინო ქალები ისე შენ ერთი გიორგიც გეყოფა თაყვანისმცემლად...სად დაგეკარგა რა წესია ცოტა ვერთობოდი ,ბოლოს ისე ესაუბრე მგონი სამუდამოდ გაუტეხე გული
-შეგიძლია ჩანაწერები გააკეთო ჩემს სასიყვარულო ამბებთან დაკავშირებით და გამოაქვეყნო შემდეგ ისეთი ინტერესი გაგაჩნია ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ!- ჩვეული უემოციო სახით უთხრა პალატის კარი გააღო და თორნიკესთან შევიდა. ბავშვი ისევ მკლავებში ჰყავდა მოქცეული და უყურებდა
-თავისით დაეძინა...ნორმალურია ეს ? იქნებ დაიღალა მგზავრობის დროს
-იმდენს დარბოდა თვითმფრინავში დაიღლებოდა აბა რა ... სულ სძინავს_თქო რომ გეუბნებოდი არ გესმოდა თუ არ მიჯერებდი
-აქაც ხო არ მივიყვანოთ პედიატრთან მარიამ? -ალექსანდრეს ყურადღება არ მიაქცია და ისევ განაგრძო ჩაფიქრებული გამომეტყველებით საუბარი
- აქამდე რომ ჩამომეყვანა მილიონი კაცი მოვქრთამე ეს უსაბუთო თითქოს არარსებული ბავშვი რომ ვაფრინე ...კანონიერად არც არსებობს პრინციპში. მალე უნდა დაბრუნდე და კანონიერად მოვაგვაროთ ყველაფერი თორემ ასე კარგი არაფერი მოხდება
-იმდენს იზამ სახელს გადავარქმევ
-თინას დაარქმევ ხო? მოგეწონა იდეა მაშინვე და არ აღიარე
-გაბრიელი დიდი ხანია შენთან ცხოვრობს?
-არ მითხრა დამირეკა და მეჭორავაო
-კინაღამ გადმოძვრა და მომკლა როგორ არ მითხარი შვილი თუ გყავდაო და შენ მანდ დალეწილი ეგდეო იმდენი სიტყვა თქვა ვერ დავიმახსოვრე ..მაგაზე უნდა ვისაუბროთ
-მერე ..რომ დავბრუნდებით სამშობლოში . აქ ქვეყნის საიდუმლოებას ვერ გავამხელ
მთელი კვირა ერთად გაატარეს მარიამი ,ალექსანდრე და ბავშვი . ერთად სერნობდნენ, ღამეც კი არსად გადიოდა ალექსანდრე, მხოლოდ საავადმყოფოში ჩერდებოდნენ და მამა-შილს ერთად ტოვებდნენ მანამ სანამ თორნიკე ბავშვის დატოვებას შეძლებდა. შესაძლოა დუმილში გაეტარებინათ მთელი დრო ,მაგრამ უბრალოდ სიჩუმე მაინც არ სუფევდა მათთან.
თორნიკემ ბოლო გამოკვლევები ჩაიატარა ,კლინიკა ერთად დატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ყავარჯნებით უწევდა გადაადგილება და ბავშვს ვერ იჭერდა ,მაგრამ არ ადარდებდა . სახლში შესვლისთანავე გაბრიელი შეეგებათ ,თიკუნა და ლიკუნა ცრემლის ღვრით მოეხვივნენ თორნიკეს . ბოლოს დაბინავდა და მეორე დღიდან ყველანი საქმეში ჩაფლულები იყვნენ.
დავითის მოქმედების ჯერი დადგა, დაიწყო პიარი და აღარ დასრულდა. ერთი თვის განმავლობაში რეიტინგი საიკმაოდ აიმაღლა, უკვე ყველა მასზე ლაპარაკობდა ,ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა ,მაგრამ ირაკლის მიმართ ეჭვი გაუჩნდათ. საქმე რომ მიმდინარეობდა და რწმუნდებოდნენ დავითის სიმართლეში თითქოს გადაწყვეტილებაც მიიღეს. ირაკლი ყველაფერს აკეთებდა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ყოველი მოგებული ბრძოლა ფუჭი აღმოჩნდა.
არჩევნები მოახლოებული იყო, სულ რაღაც ერთი დღე და პასუხი ეცოდინებოდათ. დავითი და ალექსანდრე მობილურით საუბრობდნენ მხოლოდ. ელიზაბეტი რამდენჯერმე ესტუმრა ,მაგრამ დიდხანს არ ტოვებდა დავითს მარტოს.
-დილამშვიდობისაა - გაბრიელი კიბეზე მორბოდა როგორც ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო. მარიამს მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა- მარუსაა რა ლამაზი ხარ დღეს? ალექსანდრეს ისევ სძინავს და თოკუნოვნა სად არის ხომ არ იცი?
-ალექსანდრა ჰქვია ჩემ შვილს და ნუ ეძახი ამ სულელურ სახელებს !
-ოოოჰ მამიკონააააა ვიცავთო პატარა წერტილსო? ისე წერტილი კი არა კარგი ფუმფულა გოგოა უკვე
-ბავშვს არ მიეკარო თუ ღმერთი გწამს...უკვე ესმის ,ხედავს და იგებს შენი არც დანახვაა სახარბიელო და მითუმეტეს არც მოსმენა ,მოსმენილის გააზრება ხომ საერთოდ
-გულს მტკენ თოკუნა ... ის ბიჭი სადაა კიდევ რა. ღამე ეგ არ ერთობა და რა აძინებს ამდენ ხანს
-მერე რა რო არ ერთობა არ სძინავს მაინც...ისე ხომ კარგადაა ,შენთვის არაფერი უთქვამს?
-მე შენ გეკითხები შე ჩემისა რა სჭირს შენს ძმას-თქო და შენ იქეთ მეკითხები? მარიაააააამ
-რა ხდება... რა გაღრიალებს
-მოდი ჩვენთან ქალბატონო მოდიიი - ხელი დაუქნია და როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გვერდით მიისვა ,ჩურჩულით დაიწყო საუბარი კარგი ჭორიკანა ქალივით- შენ გეცოდინება ალექსანდრეს რა სჭირს
-რამე სჭირს და არ ვიცი?
-გოგოოო მთელი ცხოვრებაა მგონი ვიცნობ და ამმდენი ხანი კლუბის,,გართობის და მითუმეტეს ქალის გარეშე არ ყოფილა არასდროს! ავადაა ? რამე აიკიდა დავიჯერო ?
-კარგი ეს აფრენს და შენ რაღა დაგემართა თორნიკე?
-მე? არაფერი რა დამემართა უბრალოდ მეც მიკვირს ალექსანდრე ქალთან საუბარში არ ატარებდა ღამეებს და შენც კარგად იცი ეს
-თქვენ ორი ეჭვიანობას ჰყავხართ შეპყრობილი
-მიდიხარ?- მარიამი რომ ადგა ორივემ შეიცხადა, ქალბატონმა კი სიტყვის თქმა აღარ იკადრა. ალექსანდრეს საძინებლისკენ მიდიოდა ,დერეფანშივე გაიგო მისი ხმა
-როგორ მიხვდა ვინ იყო ჩამშვები ...აშკარად ცრუ ინფორმაციას მაწვდით . ან შენ ხარ მოღალატე ან ის მიხვდა ყველაფერს და მეთამაშება, ხომ იცი ჩემი ბიჭები გესტუმრებიან ... კატო? როდის მივიდა და რა დროს წამოვიდა . ამოღერღეეე -ისე ღრიალებდა მარიამს დანახვაც არ სჭირდებოდა ზუსტად იცოდა როგორი მზერა ჰქონდა. საძინებელში რომ შევიდა აივნის კართან მდგომი დაინახა. ოთახში დადიოდა და ისე ლაპარაკობდა, მერე აივანზე გავიდა და მოაჯირს დაეყრდნო,მობილური უკვე გათიშული ჰქონდა და ხელებს რკინის მოაჯირს უჭერდა.
-რა მოხდა?
-ჩემი მობილურიდან კატოს მიწერე ერთ საათში აქ გაჩნდეს
-რა დააშავა ?!
-ჯერ არ ვიცი...რომ მოვა გავიგებთ!
-გგონია გიღალატა?- შეტყობინება გააგზავნა და ალექსანდრეს გვერდით დადგა.
-იმას ჰგონია რომ მალე მიღალატებს , მაგრამ ვერ მივართვი! ერთხელ იეჭვიანა და ეგრევე მყიდის აზრზე ხარ? - გახედა და სიცილი დაიწყო-ნეტა რას ფიქრობს ირაკლის რომ შეეკრება მერე შემიყვარდება თუ შენ მოგიშორებს
-იქნებ უბრალოდ ირაკლის დაგებულ მახეში გაება
-რომ გაება მაგაშია საქმე !
-უშეცდომო არავინაა... მოუსმენ იმედია
-რა თქმა უნდა მოვუსმენ ,თუმცა ვერდიქტი დიდი ხანია გამოტანილი მაქვს !
-რას გულისხმობ?
-კატერინას დრო ამოიწურა !
-უყვარხარ, გაღმერთებს ... ნორმალური არაა მისი გრძნობა შენს მიმართს გაითვალისწინე სანამ თავიდან მოიშორებ,დამიჯერე მიტოვებული ქალი ძალიან საშიშია
-მე რომ დავიღალე? ვეღარც ვერთობი უკვე, გული მერევა ყველაფერზე და დასვენება მინდა
-კარგი,როგორც შენ გადაწყვეტ უბრალოდ იფიქრე
-ვიფიქრე უკვე და გადავწყვიტე,ისე ნუ მექცევი როგორც სულელეს. კარგად ვარ, თუ შენც გგონია რომ ცუდად ვარ და იმიტომ აღარ ვგულაობ-ჩაიცინა და ზემოდან დააცქერდა მარიამს
-მიზეზი შენც არ იცი და მე რა უნდა ვიფიქრო ალექსანდრე?
-არ ვიცი? რატომ გგონია რომ არ ვიცი?
-ერთია როცა რაღაცის სურვილი გეკარგება და მეორეა მიზეზი რის გამოც სურვილი ქრება. შენ მხოლოდ ის იცი რომ სურვილი არ გაქვს ,რატომ არ გაქვს მაგაზე გიფიქრია?
-ფიქრის გარეშეც შესანიშნავად ვიცი
-აქ შეხვდები კატოს?
-ხო ...აივანზე ამოიყვანონ. დათოს ხომ არ დაურეკავს
-არა ... არაფერი ისმის
-კარგი ...იმედია სწორად მოიქცევა
-გგონია რომ მოვიდეს თორნიკე მიიღებს? ასე პირდაპირ ჩაიკრავს გულში ?
-არა ,მაგრამ როცა დრო მოვა ერთმანეთის გვერდით იქნებიან
-დრო ... დრო რომ მოვა ,როდის მოვა ეგ დრო
-არ ვიცი ,გეფიცები არაფერი ვიცი რატომ არ გჯერა მარიამ
-არც მე ვიცი რატომ ,უბრალოდ ვგრძნობ ... ჩემი წინათგრძნობა არასდროს ცდება ახლა კი საშინელებას მკარნახობს - თვალებში უყურებდა სანდროს ,მაგრამ ყელში მოწოლილი ბურთი რომ იგრძნო მზერა აარიდა ჰორიზონტს გახედა, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა ,მოაჯირს ხელებით დაეყრდნო თავი დახარა და მზერა საკუთარ ხელებზე გადაიტანა.
-შენ მარტო ხარ, არავინ გყავს და საშინელება შენთვის არ იარსებებს სანამ თავად არ შეგეხება ვინმე ან რამე ,შენი წინათგრძნობა ცდება!
-მატოობა რთული გრძნობაა შეიძლება უამრავი ადამიანი გყავდეს და მაინც განიცდიდე, რეალურად არავინ გაგაჩნდეს შენ კი მაინც გრძნობდე მას გრძნობდე და ყველა შენი არსებული გრძნობაც მასთან იყოს დაკავშირებული
-შენი გრძნობა არავის უნდა დაუკავშირო,თავს დაიღუპავ მარიამ !
-და რა მოხდება მერე ...
-ყველაფერი ფუჭად ჩავლილი იქნება, ყველა შენი გადატანილი ბრძოლა უაზრო და უფუნქციო
-როგორ მეუბნები მაგას როცა შენ ბრძოლა ყველაზე დიდ მტერსაც კი ვერ გამოუცხადე, ერთდროულად მრავალ ფრონტზე იბრძვი იმის ნაცვლად რომ საკუთარი თავი დაამარცხო
-ბრაზი შენს თვალებში მართალია ცეცხლს ჰგავს ,მაგრამ ახლა მაგ ცეცხლით დაწვა არ მაწყობს
-მიბრძანე და ბრაზს გავაქრობ ,არ გინდა?
-გეყოფა !
- ბოლო დროს ყველა საუბარს შენი „გეყოფა“ ამთავრებს, ხვდები ?
-ვიცი
-მე კი მგონია რომ აღარაფერი იცი სანდრო , რადგან ბოლოს როდის იფიქრა აქ არსებულმა ალექსანდრემ აღარც კი გახსოვს - თითი თავზე მიადო და თვალების ბრიალი განაგრძო. ალექსანდრემ ხელზე თითები მოუჭირა და თავიდან მოიშორა
-ფიქრობს...ფიქრობს ეგ ალექსანდრე ,მაგრამ კარგს არაფერს და თუ არ გინდა რომ ჩემი ბედი გაიზიარო უბრალოდ გაჩერდი!
-არასდროს გავჩერებულვარ ჩემი დუმილიც კი ყველაზე დიდი მოქმედებაა და ახლა მითუმეტეს არ შევჩერდები ,არც იფიქრო .მაგაზე ოცნებაც არ გაბედო - ხელი გამოგლიჯა მათ შორის შემცირებული მანძილი დაარღვია და იქაურობას გაეცალა.
რამდენიმე წუთში კატერინა გამოჩნდა ,მისი აღმატებულება გახარებული მიაბიჯებდა ეგონა როგორც იქნა ალექსანდრეს გავახსენდიო და დაფრინავდა კი არ დადიოდა. როგორც კი ავიდა მასთან მაშინვე მოეხვია და კოცნა დააპირა ,ალექსანდრემ ისე მოიშორა ფაქტობრივად შეხებაც ვერ მოახერხა.
-სანდრიიი როგორ მომენატრეე რომ იცოდე
-ჩემს მონატრებას როგორ იკლავდი? უფრო სწორად ვისთან -პირდაპირ შეტევაზე გადავიდა და თავს დაესხა გოგოს
-სანდრო რას ამბობ ...ხომ იცი რომ მე არასდროს
- მე მხოლოდ ეს ვიცი და შენ რას მეტყვი ?- ფოტოები დაუდო წინ როგორ მივიდა ირაკლისთან, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და როგორ წამოვიდა
-და ჩემი სადღაც სიარული როდის გახდა შენი ღალატი ?
-ამ კაცთან მისვლა ყველანაირი ღალატია რაც კი არსებობს და არც ის გამიკვირდება საყვარლის გამოცვლა თუ მოგინდა , მართალია გაწბილებული დარჩებოდი და ისევ რომ მოხვედი არ მიკვირს ,მაგრამ ისიც ხომ ვიცი იქ რატომ მიხვედი
-ნუ ყვირი გთხოვ აგიხსნი ხომ შეიძლება რომ დამაცადო
-დაგაცადო? რა უნდა დაგაცადო დეტალებს მომიყვები როგორ ჩაუწექი ლოგინში იმ ნაბიჭვარს და დამამცირე თუ სამომავლო გეგმებზე მიამბობ
-სანდრო გულს მტკენ ... როგორ შეგიძლია მსგავსი რამ დამაბრალო როგორ შეგიძლია მას მერე რაც გამიკეთებია იმ ყველაფრის მერე რაც შენთან ყოფნის გამო ამიტანია ამას როგორ მეუბნები არ გრცხვენია სანდრო ? ნუთუ სულ არ გებრალები
-ეს ცრემლებიც ყოველთვის დროულად როგორ მოდის ჰა? რამე საშუალებას იყენებ კატუშა? მიდი მიდი იტირე ... დასასრულში ტირიან ხოლმე
-სანდროო გთხოოოვ არ გინდა გევედრები სანდრო ხომ იცი უშენოდ მოვკვდები არ შემიძლია გავნადგურდები სანდრო
-მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა მე და შენ კარგად ვიცით როგორ დავიწყეთ და ისიც იცოდი რატომ დავასრულებდით !ვისთვის მიპატიებია შენ რომ გაპატიო... განა მე გაძალებდი რამეს ? მე გაიძულე თავის დამცირება? გინდოდა და აკეთებდი ყველაფერს, მზად იყავი ,გიღირდა და იტანდი! არც გაგაჩნია თავმოყვარეობა მე გინდოდი და იღებდი იმას რაც გინდოდა მაგრამ მორჩა ახლა შეგიძლია იპოვო ვინმე ვინც გაგაღმერთებს ხომ ელოდი სულ სიყვარულს ჩემგან ხოდა ახლა იპოვე სხვა ... ათასობით ვინმე გიჟდება შენზე ირაკლი თუ არ მოგეწონა კაცები დაილია?
-ცინიკოსო როგორ ვერ გიტან რომ იცოდე...რომ იცოდე როგორ მეზიზღები შენც და საკუთარი თავი . იმ დღეს ვწყევლი შენ რომ დაგინახე და გამაგიჟე სულ მთლად გამაგჯე მერჩივნა იმ დამპალ ნარკოტიკს მოვეკალი ვიდრე შენთან დამეკავშირებინა ცხოვრება ... მერჩივნა რადგან დოზის გადამეტებით უცებ მაინც მოვკვდებოდი შენ გარეშე ...შენ გარეშე წამებაა ...წამებაა სანდრო . გთხოვ სანდრო არ გინდა გთხოვ ,გემუდარები მე მე დიდხანს არ გამოვჩნდები საერთოდ წავალ უბრალოდ...უბრალოდ მითხარი რომ არ მორჩება და
-სხვა ნარკოტიკი იპოვე! მე ამოგიყვანე იმ წუმპედან და ახლა შენ იცი თუ გინდა ისე იქ დაბრუნდე სადაც იყავი შენი ნებაა ... კარგად იცი რომ მე და შენ ყველაფერზე შევთანხმდით თავიდანვე იცოდი რაც გელოდა ხომ ასეა...სიტყვა არ დამირღვევია. ყველამ იცოდა რომ ჩემი ცოლი შენ გახდებოდი შენს ადგილას არავინ დამიყენებია და საერთოდ აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი ...იმედები გამიცრუე არადა მეგონა გიყვარდი და თურმე თავიდან ვიყავი მართალი რომ არ მჯეროდა ..ბოლოს მაინც გამყიდე !
-არა ... არაა ტყუილია .მე არასდროს ....არასდროს მიღალატია ირაკლის უნდოდა ჩემთვის გონება აერია..შენი განადგურება უნდა იმას ჰგონია რომ თუ დამარწმუნებს არ გიყვარვარ გაგანადგურებ ... მამაჩემმა დამავალა მასთან მისვლა მე არც კი ვიცოდი თავიდან რა უნდოდა.ის სახლი დედამისის სახლია და იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო . მე ვაპირებდი შენთან მოსვლას და თქმას რომ აპირებს მახე დაგიგოს ...გეფიცები ვაპირებდი უბრალოდ მეშინოდა რომ გაბრაზდებოდი და არ მიმიღებდი - ისევ იატაკზე დამხობილი ლაპარაკობდა, ტირილისგან დაწითლებული, დაბინდული თვალებით უყურებდა აივნის ბოლოში მდგომ ალექსანდრეს და ცდილობდა ცრემლები მოეწმინდა. თვალებიდან ტუში ჰქონდა ჩამოსული და ლოყეზე შავი ზოლები . ალექსანდრემ სიცილი დაიწყო და მისკენ დაიძრა,მკლავში წვდა რომ წამოეყენებინა და სავარძელში ჩასვა
-რაო ? შენი გამოყენება უნდა ჩემს გასანადგურებლად მაგ ჭიაყელას? რა საცოდავია ღმერთო ქალს იყენებს ჩემს წინააღმდეგ ...მერე შენ რა უპასუხე
-არაფერი...ისე მოვიქეცი თითქოს ეჭვი შემეპარა შენში და ცოტა დრო დამჭირდებოდა შენს გასაყიდად
-მერე რას უცდი? რატომ არ შეეკარი ბატონ ირაკლის? არ გინდა რომ მომკლა?
-შენი მოკვლა ჩემი ხელით არც მას უნდა...სკანდალი სურს მხოლოდ და შენი პირადი ცხოვრების გააშკარავება ფართო საზოგადოებისთვის მამაშენი რომ დაამციროს და კიდევ ათასი რამ დაგაბრალოს. ამ ყველაფრის გაკეთება ჩემი ხელით უნდა ,როგორც გაგიჟებული ქალის
-მერე მართლა გაგიჟებული და მიტოვებული არ ხარ კატიუშა? რაღას ელოდები?
-სანდროოო ხომ იცი რომ შენ წინააღმდეგ არაფერს გავაკეთებ ...არასდროს
-ძალიან ცდები ...ყველაფერი უნდა გააკეთო .მე ხომ თავიდან გიშორებ ,გტოვებ მარტოს ჩემ გარეშე შენს ავხორც ვნებებთან და სურვილებთან - ყელზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა მერე ტუჩებთან დაიხარა თითქოს კოცნას აპირებდა , ქალი სურვილისგან იწვოდა ,მაგრამ არ აკოცა
-მაკოცე ....სანდრო რასაც გინდა იმას გავაკეთებ უბრალოდ მაკოცე - კრუნჩხვაში ჩავარდნილს ჰგავდა,მთელიი სხეული უკანკალებდა თვალები დაუწითლდა და ტუჩები ლამის დაიჭამა
-ყველაფერს?
-ყველა...ფერს - ხელების მოხვევა სცადა ,მაგრამ მარტივად მოიშორა
-არაფერი რომ არ მინდა? -გასწორდა და უკან დაიხია - როგორ მოვიქცეთ კატიუშა?
-რატომ ...რატომ ახლა , ვინმე გიყვარს? გინდა თავისუფალი იყო ?
-შეგიძლია მიზეზებზე სხვა დროს და სხვა ადგილას იფიქრო, ახლა კი შენი წასვლის დროა
-დამშვიდობების უფლებაც არ მაქვს?
-ბოლო სექ** არ მინდა ! რა იცი რა ხდება იქნებ და ერთ დღეს ისევ მომინდე
-ალექსანდრე ...
-არ გინდა ...ახლა აზრს არ შევიცვლი .მორჩა ,ყველაფერი დასრულდა !
წავიდა...ბოლოს დანებდა და წავიდა. მარიამი ფანჯრიდან უყურებდა აივანზე მყოფ წყვილს .ერთი სიტყვაც არ გაუგია ,მაგრამ ნანახიც საკმარისი იყო. შეხედა ქალს რომელიც შევიდა სახლში და რომელიც გამოვიდა , თითქმის არაფერი ჰქონდათ ერთმანეთთან საერთოდ.პირველი სიხარულისგან დაფრინავდა, მთელი სხეულით სიცოცხლეს ასხივებდა ,მეორე კი მილასლასებდა, მომაკვდავს ჰგავდა,რომელიც ბოლო წუთებს ითვლიდა .
უყურებდა აივანზე მდგომ ალექსანდრეს , სიგარეტის კვამლში ჩაფლულ მის სახეს და ადგილიდან არ იძვროდა.იცოდა რომ ელოდა, იცოდა რომ მასთან საუბარი სურდა,მაგრამ არ მიდიოდა. დაღამდა და სახლიდან არც კი გასულა. უკვე დასაძინებლად ემზადებოდა კარი რომ შეგლიჯა ალექსანდრემ მკლავში წვდა ,წამში დასვა სავარძელში და ხელებით დაეყრდნო სახელურებს,თავზე დაჰყურებდა და ცოფებს ყრიდა.მარიამმი კი მიმიკის შეუცვლელად უყურებდა და თვალს არ აშორებდა მის მოელვარე სფეროებს
-რის მიღწევას ცდილობ? გინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო? რისთვის ან რატომ ბოლოს და ბოლოს რომ გავთავისუფლდი? საკუთარ თავს რომ ვიბრუნებ იმიტომ?
-აქამდე დაბმული იყავი? ის საწყალი ქალი ხომ არ გაბრკოლებდა ...
-შენ რა გინდა მასთან ვიყო? რა გინდა მარიამ ? რატომ მაგიჟებ?
-იცი რაც მინდა...ერთადერთი რამ რასაც არ მპირდები
-არ შემიძლია...მე მხოლოდ ეს შემიძლია ყველაფერი ჩემებურად ვმართო და მორჩა.ყველანაირი შედეგისთვის მზად ვიქნები
-მე არ ვარ მზად ! არააა ,გაიგეეე არ ვარ მზად - ხელი ჰკრა და წამოდგა .მის წინ იდგა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა -რას ასრულებ მიპასუხე რომელ შედეგზე მელაპარაკები.საერთოდ ვინ ხარ იცი? მეუბნები საკუთარი თავი დავკარგე ,სული არ მაქვსო არაფერი გაქვს .შენ საკუთარი არაფერი გაგაჩნია. ზოგჯერ იმდენად ამაზრზენი ხარ თვალის დახუჭვაც კი მიჭირს, არ შემიძლია დაიგნორებაც კი
-ასეთ გაცოფებულს რომ გხედავ მაშინებ და იქნებ დამშვიდდე ...ისევ ადამიანურად ვისაუბროთ
-მეეჭვება გეშინოდეს უფრო ბედნიერს გავხარ ბოლოს და ბოლოს რომ გამომიყვანე მწყობრიდან ,გილოცავ მთელი 24 წლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში
-გმადლობ...ძალიან ვეცადე ,მართლა მთელი გულით მოვინდომე- ზემოდან უყურებდა, მშვიდი მზერა ჰქონდა იმ დროს კოსტავას
-ხო არა? ისე ხომ სულ სხვანაირი იყავი
-და როგორი ვარ მარიამ?
-ყალბი!
-ყალბი ...ერთი სიტყვით აღმწერ ამდენი თვის შემდეგ? სხვა არაფერს მეტყვი?
-რა გინდა რომ გითხრა? არ მითხრა რომ ვცდები
-ნუ მიყურებ ასე ცინიკური ღიმილით მარიამ
-არ მოგწონს ?
-რატომ ვარ ყალბი
-არ იცი დავიჯერო ? მე ყველაზე კარგად საკუთარ ხასიათს ვიცნობ უარყოფით მხარეებს განსაკუთრებით, ხომ მგავხარ არა?
-მაინც დამიკონკრეტე არ გინდა?
-ყველაფერი...ქცევა, საუბარი, სიტყვები, ხმა , ჩაცმულობა ,სურნელიც კი ყალბი გაქვს ახლა ამ წამს . მე კი იმდენნაირი მყავხარ ნანახი უკვე არც კი ვიცი რომელია ნორმალური
-და შენ რომელი მოგწონს- ისე საუბრობდნენ თითქოს მალე ეძგერებოდნენ და ნაწილებად დაგლეჯდნენ ერთმანეთს . ალექსანდრემ კედელთან მიიმწყვდია და მკლავებში მოიქცია
-მე რომელი მომწონს ? რომელი უნდა მომწონდეს ნუ მაცინებ-სუნთქვა აუჩქარდა, თვალებს ვერ უსწორებდა ,ჩიხში იყო
-და შენ? შენ როგორი ხარ ცივი, უგულო, უემოციო , მარტოსული ქალი რომელსაც ბედნიერება არ გააჩნია მხოლოდ მიზნები და საქმე
-შენ კი გასართობი საშუალებების უთვალავი სია , ერთი ნაბიჯით წინ ხარ
-აი ხომ ხედავ არაფერი მოქმედებს შენზე ...საერთოდ არაფერი
-არ მითხრა რომ გინდა ერთადერთი იყო
-ისედაც ერთადერთი ვარ ... და იმაზე მეტად ვმოქმედებ შენზე ვიდრე წარმომიდგენია . საერთოდაც დილით სცენა დამიდგი მე არ ვარ მზადო ხომ მეუბნებოდი ,რატომ არ ხარ მზად?
-მე მართლა ყველაფერზე მაქვს პასუხი მითუმეტეს ჩემს სიტყვებს ფუჭად არ ვხარჯავ
-ხოო? და მაინც რას ნიშნავდა
-იცი რასაც აი მე კი არ ვიცი რას გეგმავ და მეტყვი
-არაფერს!
-კიდევ ერთხელ მეტყვი და
-და რა?
-ალექსანდრე ... მითხარი რომ დადგება დღე როცა შენ შენ იქნები ,როცა არაფერი იქნება შენში ყალბი
-მე მე ვიქნები ...მაცდურად ჟღერს და შენ სად იქნები ?
-ალექსანდრეე
-წეხან ლომს ჰგავდი ჩემს მკლავებში მოქცეულს ახლა პატარა ჩიტი ხარ.როგორ მოვიქცე შენი უნდა მეშინოდეს თუ გვერდით მყავდე და ხელისგულზე გატარებდე- ხელი კედელს მოაშორა და მარიამს სახეზე მოეფერა - რა გინდა რომ გავაკეთო მარიამ?
-იცოცხლე და საკუთარი თავი დაიბრუნე! -თვალებში უყურებდა, წამით არ მოუშორებია მზერა. ქვემოდან უყურებდა და თვალები ემღვრეოდა-გთხოვ
-მეც ხომ მაქვს უფლება სურვილი მქონდეს ... შენ ხარ ჩემი სურვილი და შენს გარეშე ვერ შევასრულებ თხოვნას...ხომ თქვი სულს მოგცემო ახლა კი არ მპასუხობ ... შენ სად იქნები მარიამო სად იქნები როცა მე დავბრუნდები ... მკვდრეთით აღვსდგები
-დაგელოდები ...თუ შენი სიკვდილია აუცილებელი რომ საკუთარი თავი იპოვნო და მხოლოდ მე ვარ საჭირო რომ დაბრუნდე ...თუ დამიბრუნდები
-დროა დავასრულოთ ეს ღელვა, დაძაბულობა და უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება - მარიამის სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მიაწება ტუჩები. პირველად, სულ პირველად შეეხო მარიამს .პირველად მოხვია თავისი ძლიერი მკლავები და თავს უფლება მისცა ყველაზე დადებითის შეგრძნების .
დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე იმედოვნებდა, არჩევნების დღეს ირაკლიმ საკუთარი ხმები დავითს დაუთმო მანამ სანამ პასუხები გამჟღავნდებოდა , თქმა რომ მისი მიზანი ქალაქის კეთილდღეობა იყო და ამას ბატონი დავითი შესანიშნავად გაართმევდა თავს. ხმაურიანი დღის შემდეგ პრესკომფერენცია გაიმართა. შუაღამეს გათავისუფლდა ბატონი დავითი, ელიზაბეტთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს უბრძანა პირდაპირ ალექსანდრესთან წასულიყო. სანდრო ხმების დათვლის დროს მის გვერდით იყო და მხოლოდ გამარჯვების შემდეგ დატოვა მამა .
-სანდრიკოოო ესეც მოვიშორეთ ... როგორ ვერ ვიტან მაგ თეს*ს
-გაფრინდა უკვე?
-რა იყო გგონია დარჩება? დარჩება და იცის რომ ციხეში წავა, დედამისს ეგრევე გული ხევს და დაიბრიდება
-გაბრიელ მეც ლოდინი მირჩევნია ... გული ცუდს მიგრძნობს, ეგ ისეთი გველია ასე მარტივად რომ მოვიშორეთ არ მჯერა
-აუუ შენ შენს ფეხს მიხედე ძმურად...თავი აქვს ამას დარტყმული ხომ იცი არ დაუჯერო არაფერი სანდრიკო . ჩვენ ერთად ვართ მთავარია - გაიცინა და ვისკის ჭიქა მაღლა ასწია- ჩემი ბუშტი სად გყავთ? ის ძიძა მაგარი ტიპია რა ერთი წუთი არ მაჭერინებს ბავშვს ... ცუდად იჭერო ტვინი მოტყ** რა
-შენი როგორ არა ... ჯერ ეს ერთი ბუშტი სულაც არაა მეორეც ჩემია მარტო და მესამეც რომ ვერ იჭერ ბავშვს უნდა ისწავლო კი არ უნდა ეჯუჯღუნო დაშნებული დადის ის გოგო ისე უყურებს , გაგვექცევა და ძლივს ვიპოვე წესიერი
-თორნიკე რა ფსიხი მამიკო ხააარ ჩემო სიცოცხლეე ...მარუსაა მოდი ჩვენთან
-მარიამ უთხარი გაჩუმდეს ტვინი მატკინა უკვე
-შენ შერყეული იყო დამაბრალე მე..ეჭვიანობს ძამიკოზე იცის მე რო უფრო ვუყვარვარ და რა ქნას
-ჩემი შენ გითხარიო
საუბარში იყვნენ გართულები , ისეთი მშვიდი საღამო იყო ბედნიერებით სავსე. ყველანი ერთად და ხალსიანად ატარებდნენ საღამოს. ეს ბრძოლის დასასრულს ჰგავდა, მაგრამ მარიამი მაინც ვერ მშვიდდებოდა, მისი შინაგანი ხმა საშინელებისთვის ამზადებდა. ლიზა და დავითიც რომ გამოჩნდნენ ყველანი გაჩუმდნენ
-ესენი მეჩვენებიან ? ფუ ჩემი ახლა როგორ ავითესო- გაბრიელმა ჩუმად თქვა და წამოდგომას აპირებდა ალექსანდრემ რომ გააჩერა
-დარჩი !
-საღამომშვიდობისა
-გამარჯობა ბიჭებო...თორნიკე როგორ ხარ? შენი გოგო სად გყავს? - ელიზაბეტი ღიმილით დაადგა თავზე და წამოდგომა არ ადროვა- იჯექი ... ფეხი როგორ გაქვს კი ვხედავ აღარ გკითხავ
-გმადლობთ... თავად როგორ ბრძანდებით ქალბატონო ელიზაბეტ?
-დედა რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?-სანდრომ მაინც ჰკითხა ჩვეული ტონით
-ვინაიდან შენი დამსახურებაა ჩემი გამარჯვება ვიფიქრე ერთად უნდა აღგვენიშნა ,იმედია წინააღმდეგი არ იქნები თუ შემოგიერთდდებით მე და ელიზა -დავითი საუბრობდა ძიძამ ბავშვი რომ შეიყვანა ,პირდაპირ თორნიკესკენ დაიძრა მისალმების შემდეგ
-გყავდეს... ყავარჯენი მომიტანე და საძინებელში წამოიყვანე
-ჩვენ გამო მიდიხარ თორნიკე?
-არა ჩემ გამო ბატონო დავით - ყავარჯენს ხელი დაავლო და წამოდგა.
-დარჩი გთხოვ...მინდა მთელი ოჯახი ერთად ვიყოთ
-ჩემ ოჯახში სამი წევრია მხოლოდ მე ჩემი ძმა და ქალიშილი ! თქვენთან საერთო არაფერი მაქვს დავით!
-მოიცა დაგეხმარები სად გარბიხარ- გაბრიელმა ხელი ჩავალო მკლავში და ჩუმად უთხრა= რომ მიდიხარ მე მტოვებ?
-შენ გაცნობს დათოს და მე მიცნობს ისედაც
-ნუ იგრუზები რა ... ასე რო მიყურებ მეშინია ხო იცი შე ჩემა - ისევ ჩუმად ელაპარაკებოდა და სიარულში ეხმარებოდა-ნელა შე ჩემა გეტკინება რამე
-იმასთან ერთად სუნთქვა მეკვრის და ძვლის ტკივილი მირჩევნია დახრჩობას
თორნიკეს სიტყვები კარგად ესმოდა დავითს, უყურებდა მიმავალ შვილს და შვილიშვილს ,რომელიც არხეინად ლუღლუღებდა ძიძის მკლავებში . მარიამმა თეფშები დაალაგა, თიკუნა და ლიკუნა არ იყვნენ ამიტომ თავად მოუხდა ამ საქმის შესრულება.
-მამა არ დაჯდები?
-დამისხი რა
-ვისკი თუ კონიაკი
-ვისკი
-რას აკეთებ ალექსანდრე? არ გაგაფრთხლე სასმელი არ მისცე მამაშენს-თქო? შენ კიდე რა პატარა ბიჭივით იქცევი რისთვის მომიყვანე აქ...სანდრო ნანახი მყავდა ისედაც და დალევა შენთვის აკრძალულია
-ელიზაბეტ გაჩუმდი და დაჯექი ..ან წადი
-ოოჰ შენს ბრძანებებზე დავდივარ ზუსტად...ადგები ახლა დაელაპარაკები იმ ბიჭს თუ რა გავაკეთო
-რა დაველაპარაკო...რა უნდა ვუთხრა
-სიმართლე
-მეც უნდა მითხრათ ეგ სიმართლე სხვათაშორის - ალექსანდრე ამბით დაინტერესდა ეს მის გეგმებში ნამდვილად არ იყო და ინტერესის დაკმაყოფილება სურდა ამჯერად მაინც
-არ მომისმენს თორნიკე...რომც მომისმინოს დამნაშავე ვარ და აზრი არააქვს არაფერს
-მოგისმენს ...წამოდი
-ალექსანდრე არ გინდა რა
-დღეს დავასრულოთ ყველაფერი ! დუმილი აღარ გვეყო? კარგი შენს ცოდვებს იტევ და მე რას მერჩი აღარ შემიძლია უკვე არ მინდა ისე მოვკვდე რომ ვერ მოვინანიო ცოდვები. დავით გთხოვ დაელაპარაკე შვილებს და დაასრულე ჩემი წამება
თორნიკეს საძინებლის კარი ალექსანდრემ გააღო .საწოლზე იწვა ბატონი, ალექსანდრა გულზე ჰყავდა დაწვენილი და ეფერებოდა ,ისიც განაბულ იყო და ხმას არ იღებდა
-თორნიი
-ჰოო
-რაღაც უნდა გთხოვო
-არ მითხრა იმას ს შვილად აღიარება მოუნდა და მიიღეო ...სხვა რაც გინდა ის მთხოვე - დერეფანში მდგომს წამით გახედა და ისევ ბავშვს აკოცა
-რაღაც უნდა რომ მოგვიყვეს რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შენი ცხოვრებისთვისაც... გთხოვ უბრალოდ მოვუსმინოთ
-ჩემთვის სულერთია ხომ იცი...
-ჩემთვის არ არის ...
-კარგი ოღონდ ჩემგან ნუ დაელოდება რომ წამოვფრინდები და ყელზე ჩამოვეკიდები. უბრალოდ მოვუსმენ ისიც შენს გამო ...ბავშვი გაუყვანე რა ძიძას უარყოფით გარემოში არ მინდა იყოს
ბავშვი გაიყვანეს , დავითი და ელიზაბეტი შევიდნენ და ყველანი დასხდნენ. თორნიკე საწოლზე იჯდა და მშვიდად ,უემოციოდ უყურებდა მამას.
-არ ვიცი იცი თუ არა ,მაგრამ დედაშენი ბებიაშენის ...ანუ დედაჩემის რჩეული იყო. ამოჩემებული ჰყავდა ბავშობიდან ,რადგან აწყობდათ რომ ჩემი ცოლი გამხდარიყო. მე ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის და არც მიფიქრია მასთან რაიმე კავშირზე თავიდან, მერე უბრალოდ საყვარელი იყო ისიც იმიტომ რომ თვითონ შემიჩნდა. ახლა ამას რომ ვამბობ უფრო ვმდაბლდები ვიცი,მაგრამ იდეალური კაცი რომ არ ვარ ისედაც იცი . ლიზა რაც გავიცანი მას მერე მიყვარდა,თავიდან ვერც ვხვდებოდი და უბრალოდ მინდოდა შევყვარებოდი, მერე მე დავკარგე გონი,მაგრამ აზრი არ ჰქონდა არასდროს დამთბარა ჩემთან სულ მეჩხუბებოდა რადგან ხედავდა ჩემს ნაკლოვანებებს, მეც ვხედავდი ალბათ ,მაგრამ არ ვაღიარებდი უბრალოდ ველოდი როდის დადგებოდა დღე რომ შემეცვალა ყველაფერი. იმდენად მივეჩვიე ამ ცხოვრებას რომ დიდხანს არ დადგა ეგ დღე. შემდეგ ქორწილის თარიღი დათქვეს, მაიძულეს დავთანხმებოდი, მაგრამ ვიცოდი რომ არ შევირთავდი დედაშენს. მასაც ვუთხარი რომ აზრი არ ჰქონდა ქორწილს ,თუ ცოლად მოგიყვან მხოლოდ საბუთზე იქნები ჩემი ცოლი ისე ლიზასთან ვიქნები-თქო და თითონ მითხრა შენს ცოლობას საყვარლობა მიჯობსო. მაშინ მეგონა მეტი გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი. ლიზა მოვიტაცე და ისეთ ადგილას წავიყვანე ვერავინ გვიპოვა . ყველანი გვეძებდნენ თინას მშობლები, ჩემი და ელიზაბეტის მშობლები.
-აქამდეც ვიცოდი ორივე გულისამრევი რომ იყავით ,მაგრამ ასეთი საზიზღრებიც არ მეგონეთ! კიდევ კარგი ვიცი რომ მხოლოდ სისიხლი მაქვს თქვენი და საერთოდ არ გგავართ,თორემ თავს მოვიკლავდი ალბათ ახლავე . ამდენად სულელი როგორ იყავი ... სექსი* გამო ღალატობდი საყავრელ ქალს და ის ვერ მოახერხე რომ ერთი ბოზ* ვნებასაყოლილი ქალი მოგეშორბეინა თავიდან? მერე ...მერე რას აკეთებ ახლა რომ ხარ დიდი ახლა მაინც არ უნდა შეგეცვალა რამე? იმის ნაცვლად რომ შენი ცხოვრება მოგეწესრიგებინა ალექსანდრესაც ზუსტად იგივეს უკეთებ? არავინაა დამნაშავე თინა რომ შეგეტენა იმაში შენს გარდა ! ისე მაგარია სახლში ქალი გყავდა, რომელიც გიყვარდა თან თინა რომელთანაც ერთობოდი ... რამდენჯერაც მოუნდებოდი იმდენჯერ გარბოდი თუ თვის განმავლობაში დრეები გქონდა გამოყოფილი
-ლიზა რომ შევირთე მას მერე 4 წელი არც გამოჩენილა... წასული იყო ქვეყნიდან სწავლობდა და დროს ატარებდა. მერე მამამისი გაკოტრდა ყველაფერი აირია და რომ დაბრუნდა შემდეგ გაგრძელდა ყველაფერი. უკვე ვიცოდით რომ ლიზას შვილი არ ეყოლებოდა, საშინლად ვიყავი ,ვიჩხუბეთ და ლიზა საერთოდ არ მელაპარაკებოდა
-ელიზაბეტ თქვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი... როგორ ეჩხუბეთ ქმარს , ნწ ნწ ნწ სირცხვილი თურმე აიძულეთ სხვასთან გაქცეულიყო ახლა მესმის რატომ არ ეჩხუბებით დედაჩემის გამო - ცინიკურად გაიცინა და ალექსანდრეს გადახედა,ამ ხნის განმავლობაში მდუმარედ რომ უსმენდა მათ საუბარს,თითქოს იქ არც იყო და სადღაც შორიდან უყურებდა სიტუაციას
-ბევრი რამ ჩემი ბრალიცაა.. ჩემი რთული ხასიათის,სიჯიუტის და სიგიჟის რომელსაც ვერ ვაკონტროლებდი ვერასდროს. მერჩივნა ყველაფერი მეკონტროლებინა ვიდრე ჩემ გვერდით ყოფილიყო, ალბათ იმიტომ გავუშვი მგავიგე რომ უშვილო ვიყავი , გულისსიღრმეში მინდოდა დათოს შვილი ჰყოლოდა რადგან თავს უმაქნისად ვგრძნობდი . საშინელი პერიოდი მქონდა და ვერც კი ავხსნი ჩემს ტვინში რა ტრიალებდა. საშინლად ვექცეოდი დათოს და ზოგადად ყველას. შემდეგ დათომ ისევ შემირიგა ვერ ძლებდა უჩემოდ და ძალით წამათრია რუსეთში სამკურნალოდ. მე დარწმუნებული ვიყავი რომ ტყუილად ვკარგავდით ფულს ,დროს და ენერგიას . იმედიც არ მქონია არასდროს ცუდად რომ გავხდი და ექიმებმა მითხრეს ფეხმძიმედ ხარო არ მჯეროდა, ისტერიულად ვიცინოდი და ექიმებს ვლანძღავდი ასეთი ტყუილი როგორ შეგიძლიათ მითხრათ-თქო. მერე საოცარი ცხრა თვე იყო ,არავინ და არაფერი მაინტერესებდა ბავშვის გარდა, ლამის შუშის კედლებში ჩავჯექი . თავიდან მეშინოდა რომ მომეშლებოდა ისევ ,მერე უკვე სიზმრად ვხედავდი რომ ავადმყოფი იბადებოდა , ურჩხულის სახით , უხელო ან უფეხო , ბევრი თითით ან არც კი ვიცი მთელი ორი თვე მშობიარობამდე არ მიძინია დათოც ათენებდა ჩემთან ერთად . მერე რომ დაიბადა სრულიად ჯანმრთელი და ძლიერი აღარაფერი მახსოვდა, ალექსანდრეთი იწყებოდა და მთავრდებოდა დღე. მე კი საკმაოდ რთული ოპერაცია გამიკეთეს მშობიარობის დასრულებისთანავე საშვილოსნო ყველა რეპროდუქციულ ორგანოსთან ერთად ამოკვეთეს. დეტალების განხილვა არ მინდა ....მე რამდენიმე დამხმარე ავიყვანე , მაინც მე ვუვლიდი ,მაგრამ ისინიც ახლოს მყავდა . რაღაც დროის შემდეგ დათოს არსებობა საერთოდ დავივიწყე რომ ველაპარაკებოდი ისევ ბავშვზე ვფიქრობდი ,ავადმყოფად ვიქეცი . მართალია ბოლოს ვიჩხუბეთ და გამომაფხიზლა,მაგრამ დედაშენმა რომელსაც დიდძალი ქონება სჭირდებოდა საკუთარი სიამოვნებისთვის ჩემი მექალთანე ქმარი ისევ გამოიჭირა. შენზე რომ გავიგე გავგიჟდი , სიგიჟე მარტივი სიტყვაა ვერ აღვწერ როგორ ვიყავი,დათოს რა გავუკეთე და სახლს დამატებით. თავიდან ისიც კი მჯეროდა რომ უბრალოდ ატყუებდა და სხვისგან იყო ფეხმძმედ, ან უბრალოდ ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი. დათო ამ დროს უკვე თავის საქმეებში იყო ჩაძირული, სახელიც ჰქონდა, ქონებაც და ავტორიტეტიც .
-და თქვენი დანაშაული რაშია ქალბატონო ელიზაბეტ? ჩვეულებრივი ამბავია რომ არ გინდოდათ თქვენს ქმარს საყვარლისგან ჰყოლოდა შვილი... ისიც გასაგებია რომ ერთადერთ შვილს ევლებოდით თავს და გეშინოდათ რამე არ დამართოდა .რა აზრი აქვს ამ საუბარს
-მე ვუთხარი მამაშენს და დედაშენს რომ თუ უნდოდა ჩემთან ყოფილიყო,ისევ მისი ცოლი ვყოფილიყავი ხოლო დედაშენს უზრუნველად ეცხოვრა ,მამაშენის ავტორიტეტით ესარგებლა როგორც მის საყვარელს და ის მიეღო ცხოვრებისგან რაც სურდა მამაშენს არ უნდა ეღიარებინე შვილად.ასე რომ ჩემი ბრალია თქვენი ურთიერთობა ... ჩემი ეგოისტობის და ავადმყოფური აზროვნების . განა ქონებას ვუნახავდი შვილს და საკმარისი არ ჰქონდა ? არა უბრალოდ არ მინდოდა შვილი ჩემ გარდა ვინმესგან ჰყოლოდა
-ჰო და რა თქმა უნდა მანაც წამში დამთმო ...დედამ რაო წინადადებაც არ დაგასრულებინა?
-დედაშენს დოკუმენტები არ ადარდებდა არასდროს, უარზე რომ ვიყავი ლიზას უთხრა მე აქ გაჩერება არ მინდა უნდა წავიდე ბავშვსაც წავიყვან და შენი ქმრის გვარი არაფერში მჭირდებაო, შეგიძლია მშვიდად იყო შენი ქმარიც მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმაო და წავიდა. ისედაც არ გამოვირჩევი დიდი სიყვარულის გამოხატულებით, საქმეზე ვიყავი გადართული და ლიზას ყოფნა ჩემ გვერდით საკამრისი იყო . მერე რომ დაბრუნდით უკვე ოჯახს ამხედრებულ ალექსანდრესთან იყავი , სანდროს ხომ ჭკუიდან გადავყავდი და შენ რომ წაგიყვანა ვიფიქრე ისიც მისნაირი იქნება და საერთოდ არაფერი გამიკეთებია. გვარის მოცემას რა აზრი ჰქონდა, მამობა სანდროსთვისაც არ გამიწევია ჩემი ჩახლართული საქმეები უფრო მაინტერესებდა ვიდრე შვილები ...ახლა ყველა და ყველაფერი მოშორებული მყავს ირაკლი ბოლო იყო და არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ ნორმალურად ცხოვრება რამდენიმე თვე მაინც ვერ შევძლო.
თავდახრილი ლაპარაკობდა დავითი, თითქოს დაპატარავდა საუბრის დროს, სახეზე ნაოჭები დაემატა და ცხოვრების რამდნეიმე წელი მოაკლდა. სუნთქვა და საუბარიც კი უჭირდა,მაგრამ თორნიკე დაუნდობელი აღმოჩნდა .
-ჯერ დიდხანს იცოცხლებ...რამდენიმე თვე რომ დაგრჩება შემატყობინე და შემოგივლი ხოლმე . ვფიქრობ დაასრულეთ და მოსაყოლი აღარაფერია ...ახლა მგონი თინიკოს ნახვა სიკვდილამდე აღარ მენდომება ესაა და ეს.
-თორნიკე მე... არც ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადო ჩემი ახირება რომ არა იქნებ სხვანაირი ყოფილიყო შენი ცხოვრება
-ელიზაბეტ არ გინდათ, თქვენი შეცდომა მათ მიქარულთან ზღვაში წვეთია დამიჯერეთ თქვენგან კი უფრო მეტი მახსოვს ვიდრე საკუთარი დედისგან და ნამდვილად არ ვაპირებ თქვენს შეძულებას. ახლა კი თუ შეიძლება დატოვეთ ჩემი ოთახი და სასურველია სახლიც ,რადგან რაც გინდოდათ უკვე გააკეთეთ და ნუ დაგვირღვევთ ძმებს სიმყუდროვეს
-არასდროს მაპატიებ?
-რას დავით? საკუთარი ოჯახი რომ გაანადგურე საყვარელი ქალი რომ აწამე თუ შვილს რომ აურიე ცხოვრება. მგონი მე ყველაზე ნაკლებად დავიჩაგრე შენი ცოდვების გამო და მე ყველაზე ბოლოს უნდა მიხდიდე ბოდიშს
ცოლ-ქმარმა მდუმარედ დატოვა სახლი. მანქანაშიც არ დაუძრავთ სიტყვა ან რა ჰქონდათ სათქმელი. უკვე ყველა ცოდვას ერთად ატარებდნენ და აღარც კი ჩხუბობდნენ.
ალექსანდრე რამდენიმე წამს იჯდა ,თორნიკეს უყურებდა მერე წამოდგა და ლარნაკი მიაფშვნა კედელს
-სანდროო ... არ გაბედო და არ თქვა ჩემი ბრალიაო. ხომ ხედავ როგორც ვიცოდით ახლაც სამივე დამნაშავე ყველაზე მეტად კი ჩემი დედიკო ,რომელიც გველივით ძვრებოდა იქ სადაც მისი ადგილი არ იყო და შხამავდა ყველაფერს . ისევ იქ უნდა დავბრუნდეთ სადაც ვიყავით მე და შენ. მაგ სამს მადლობა ისევ იმისთვის უნდა გადავუხადოთ რომ ერთმანეთი გვყავს ალექსანდრე . თუმცა ლიზიკო არ იმსახურებს შენგან ცუდ მოქცევას ხომ იცი არა? რაც არ უნდა გაეკეთებინა შენთვის არასდროს არაფერი დაუკლია , გიჟდება შენზე !
-არ ვიცი..ახლა არაფერი მინდა. სულ მეგონა რომ ვცდებოდი და საყვარლები საერთოდ არ იყვნენ, ჩემი აკვიატება იყო და ასე არ დაგულაობდა მამაჩემი,მაგრამ რა მიკვირს ისიც ისეთია როგორც ყველა სხვა. ცოლი უყვარს და ქალებთან ჟიმ... შენ არ ინერვიულო თორნიი სისხლი არ განსაზღვრავს შენს კაცობას , გიხაროდეს - ძმას მოეხვია თავზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. სუნთქვაშეკრული იყო, მირბოდა მარიამის სახლისკენ და ერთი სული ჰქონდა როდის ამოიფრქვეოდა, თორნიკეს ვერ დაანახებდა სიბრაზეს, არ შეეძლო ძმის გაგიჟება. მითუმეტეს მაშინ როცა ცუდად იყო. კარი რომ გააღო და მარიამი დაინახა მაშინ დაიწყო სუნთქვა
-ზუსტად მისნაირი ვარ...ზუსტად მასსავით ღორი, ნაგავი და არამზადა. კი არ გავექეცი ყველაფრით დავემსგავსე. წარმოგიდგენია მარიამ?- როცა მოუყვა მოკლედ ყველაფერი ნახევარი ბოთლი ვისკი დაცალა მერე კედელს მიახეთქა და ღრიალი დაიწყო- გაჩერება და თავიდან დაწყება მინდოდაო...ჩემსავით ,მაგრამ ხომ ხედვა როდის გაჩერდა. მეც ეს მელოდება? მეც ასე დამპლურად უნდა ვიცხოვრო და შვილებს ვეზიზღებოდე? მაგ დამპალს უყვარს მაინც...დედაჩემი ჰყავს რომელიც ყველაფერს პატიობს ბოლოს და ორივე ავადმყოფი ერთად რჩება და მე? კიდევ კარგი მარტოს ამომხდება სული და ლიზას მსგავსად არავის გავაუბედურებ !.აი რატომ არ მინდოდა ყველაფერის მოსმენა…-კიდევ უამრავი რამ თქვა ,ირგვლივ ყველაფერი აურია.ასეთი გაგიჟებული ,მწყობრიდან გამოსული არასდროს ყოფილა, მარიამი კი იჯდა და უყურებდა ...უყურებდა და ტკიოდა მასთან ერთად.სუნთქვა ეკვროდა,შიგნეული ეწვოდა როცა ასეთს ხედავდა,მაგრამ თავადაც ვერ გატყდებოდა. როცა აღარაფერი ჰქონდა დასამტვრევი ბატონს იატაკზე დაეშვა ,კედელს მიაყრდნო თავი და მარიამს გახედა რომელიც მისკენ მიდიოდა. გვერდით მიუჯდა და მოეხვია, სანდრომ თავი ფეხებზე დაადო, არეულ თმაზე ეფერებოდა ისე თითქოს პატარა ბავშვი იყო.
-ცოტა დამშვიდდი?შეგიძლია მშვიდად ფიქრი და აზრების დალაგება?
-ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ რა ასე - ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა და მარიამის გალეულ თითებს ტუჩები მიაწება. მორიგეობით კოცნიდა თხელ თითებზე ,ძალიან ნელა გადადიოდა ერთიდან მეორეზე შემდეგ ხელისგულზე მიაკრო გაყინული ტუჩები და ბოლოს მუჭში ჩაბღუჯა მისი სიფრიფანა მტევანი.
თვალებდახუჭული იწვა, მშვიდად სუნთქავდა და დუმილს ისევ არ არღვევდა. მერე წამოჯდა ისევ ისე მიეყრდნო კედელს და მარიამმაც გამოაცალა ხელი .
-გისმენ ...
-მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გაიგე და დაუსაბუთებლად არ გიხდება მათი განსჯა. ახლა ყველაფერი კარგად იცი და ყველა მხრიდან უნდა დააკვირდე სიტუაციას
-რომელიმხრიდან მარიამ...განა შეიძლება მათი გამართლება?
-შეიძლება თანაც ძალიან მარტივად... დათო ჩვეულებრივი ადამიანია
-და მერე ეგ ყველაფერს ხსნის? რატომაა ასეთი
-შენ რატომ ხარ ასეთი ...იმიტომ რომ შვებას პოვებ შენს ქცევაში
-შვება იყო ორი ქალის სურვილზე სიარული? საითაც გაუშვებდნენ ესეც იქეთ მიერეკებოდა. ხან ელიზაბეტი ეჩხუბებოდა და მის შესარიგებლად ყველა შემოთავაზებას იღებდა ხანაც თინა შეუჩდებოდა
-და ამის გამო უნდა გძულდეს? ყველას არ შეუძლია იყოს თბილი და მზრუნველი, შენ ელიზაბეტი გივლიდა ისე დათაც ვერ ჩამოგიჯდებოდა და ზღაპრებს ვერ წაგიკითხავდა ...მერე კი აჯანყება დაიწყე და რა ექნა? ვერ შეძლო შენი მართვა ,სწორი ხერხები არ ჰქონდა .მას არ ჰგავხარ მხოლოდ იმიტომ რომ შენც გყავდა კატო და შენც გიყვარს ქალები . შენ შეგიძლია ყველაფრის შეცვლა და არასდროს ხდები სხვაზე დამოკიდებული , სიტუაციას ყოველთვის მართავ. არც იფიქრო რომ წლები დაკარგე, სიამოვნებას იღებდი და მორჩა ,ვალდებულება არავის წინაშე გქონია . გაქვს საკუთარი შემოსავალი, არავისზე ხარ დამოკიდებული,განათლებული ხარ ,ქველმოქმედი და სხვა რაა საჭირო რომ მისგან განსხვავდებოდე
-შენ ხომ მითხარი ყალბი ხარო
-ხარ კიდეც...მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმ ყველაფერს რასაც აკეთებდი, მიზანთან მისვლამდე გზა ყოველთვისაა გასავლელი
ალექსანდრემ ისევ დახუჭა თვალები ,მალევე გაახილა და ოთახს მოავლო თვალი
-ყველაფერი ავურიე აქ ვერ დაიძინებ...ამაღამ სახლში დარჩი
-არ მეძინება...მივალაგებ და მერე დავწვები
-თიკუნა ლიკუნა მიალაგებენ ხვალ ...შენ კი წამომყევი - წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. მარიამმა პიჟამა აიღო და უკან გაჰყვა.
დაწვა ,მაგრამ ვერ დაიძინა. ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრეს საძნებლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო იცოდა აივანზე იქნებოდა ,საწოლისკენ არც გაუხედავს პირდაპირ წავიდა ალექსანდრე დივანზე იჯდა და ისიც მის გვერდით მოთავსდდა. ვისკის ჭიქა გამოართვა და მოსვა მწარე სითხე
-მარიამ რატომ არ გძინავს იცი რა დროა?
-ვერ დავიძინე
-ვერ დაიძინე და თან სვამ?
-საშინელი გემო აქვს-სახე დამანჭა და ჭიქა მაგიდაზე დადგა - ყელი ამიწვა
-ხოო? მე საერთოდ არ მაქვს რეაქცია ისე ვარ მიჩვეული ...რამე უფრო ტკბილი არ გვაქვს?
-ატმის წვენი გაწყობს?-გაიცინა და გრაფინზე ანიშნა
-ნწ არ მაწყობს- თავი გააქნია და წარბები შეკრა
-დალევა გინდა მარიამ?
-ხო
-რატომ ?
-არ ვიცი მინდა ...
-ასე უბრალოდ მოუნდა დალევა ჩემს მარიამს?-იმდენად ბუნებრივად გამოუვიდა ვერც კი გაიაზრა
-ასე უბრალოდ -ქვემოდან ახედა და ჩუმად გაიმეორა სიტყვები
-არ მეტყვი ამ უბრალოს რა განაპირობებს?
-ხვალ ჩემი დედობილის გარდაცვალების დღეა ,ამ დროს მახსენდება ხოლმე ყველაფერი
-მე კი როგორც ყოველთვის ჩემი წუწუნით გაწუხებდი მთელი დღე
-ამ დროს ვიწყებ ხოლმე... ღამის ორ საათზე გარდაიცვალა მთელი დღე კარგად იყო იცი? იმედიც კი გვქონდა რომ მკურნალობა ცოტა ხანს გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს ..ღამით უეცრად გახდა ცუდად და ექიმებმა ვეღარ უშველეს. მამობილმა დაკრძალვის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაჩინა თავისი საყავრელი და დამტოვა კიდეც .
-ბრაზობ რომ წავიდა? რომ დარჩენილიყო რამე შეიცვლებოდა შენთვის სასიკეთოდ
-უბრალოდ გავიხსენე მოვლენები, ხომ იცი ყოველთვის ყველაფერს ვიმახსოვრებ და მათ ამაგს ნამდვილად არ დავივიწყებ , უმადური უნდა იყო მასზე რომ გაბრაზდე . რაც შეეძლო ყველაფერი მომცა ,ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ბევრად რთული იქნებოდა გზის გაგრძელება
-და მაინც რომ დარჩენილიყო?
-სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრების წესი,თითოეული დღე და ყოველი საქმე . ვერ ვიტყვი რომ ცუდი იქნებოდა და არც იმას ვფიქრობ რომ ახლაა ცუდი
-მამა რომ გყოლოდა ახლოს მხოლოდ სწავლაზე იქნებოდი კონცენტრირებული და არა იმაზე თუ როგორ გამოგემუშავებინა საჭირო თანხა,ნაკლები პრობლემა და მეტი სიმშვიდე
-ყველაფერი რაღაც მიზანს ემსახურება, როცა დინებას მიჰყვები და ცურვას მშვიდად ახერხებ წყალი აუცილებლად გააჩენს მორს რომელსაც მოეჭიდები ,შეისვენებ და საფრთხის დროს გადარჩები. მე რომ გაბრიელთან არ მივსულიყავი სამსახურისთვის ვერასდროს გაგიცნობდი
-ცდები ! არ ვიცი როდის, როგორ და რა ვითარებაში ,მაგრამ მე და შენ აუცილებლად გავიცნობდით ერთმანეთს
-შენ ხომ ბედისწერის არ გჯერა
-შენ ჩემი ბედისწერა არ ხარ ...ჩემი ნაწილი ხარ რომლის პოვნის გარეშე არ დავტოვებდი ამქვეყნიურ საცხოვრებელს-თვალებში უყურებდა და თითქოს მის სულამდე აღწევდა . შემდეგ დუმილმა დაისადგურა, ალბათ აღარაფერი იყო სათქმელი.
ის ღამე ორივემ გაათენა
..........
ორი თვე სიმშვიდე სუფევდა ,ყოველდღიურ რუტინას მხოლოდ თორნიკეს ჩაფიქრებული გამომეტყველება ცვლიდა ,ზოგჯერ ფიქრებში იძირებოდა და არც უსმენდა მათ საუბარს. ერთ დღესაც უბრალო საუბრის დროს ალექსანდრეს მიუბრუნდა და დავითზე ჰკითხა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა „ჩემს ადგილას აპატიებდი?“ ალექსანდრე რამდენიმე წამს უყურებდა შემდეგ თავი გააქნია და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე-„ მე თავად არ ვპატიობ ,მაგრამ მაინც მისი შვილი ვარ . შენს ადგილასაც ასე მოვიქცეოდი ,ერთადერთი რასაც ვერ შეცვლი სისხლია , გენი რომელსაც ატარებ „
იმ დღეს ბატონი დავითი წვეულებას მართავდა, ყველა ცნობილი ბიზნესმენი,პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო მიწვეული ოჯახთან ერთად. იმ დღეს მოსაწვევი ალექსანდრემ და თორნიკემაც მიიღო ,პირველი შემთხვევა იყო როდესაც თორნიკეს იხმობდა.
წვეულება უკვე დაწეყებული იყო, ბატონი დავითი სიტყვით გამოდიოდა როცა შვილები დაინახა. ორივე ერთნაირი მზერით უცქერდა , ყველა იცნობდა ალექსანდრეს, ბევრი იცნობდა თორნიკეს ,მაგრამ არავინ იცოდა მათი ერთად ყოფნის მიზეზი. . დავითმა საუბარი რომ შეწყვიტა და თვალებჩაწითლებული მიაჩერდა ბიჭებს ყველა გაისუსა ,გრძნობდნენ რომ რაღაც საინტერესო ელოდათ წინ, ჟურნალისტები ყოველ მომენტს აფიქსირებდნენ .დავითმა მზერა მარიამზე გადაიტანა მას შემდეგ რაც პატარა ქალბატონის კისკისის ხმა გაიგო,რომელიც ქალის მკლავებში არ ისვენებდა .ინსტიქტურად გაეღიმა შვილიშვილის დანახვისას ,ჩაახველა ხმის დასაბრუნებლად და ისევ ომახიანად განაგრძო საუბარი
-მეგობრებო დღეს ყველაზე ძლიერი, ბედნიერი და ამაყი ვარ რადგან მთელი ოჯახი ჩემს გვერდითაა ,ჩემი გულის მფლობელი ქალბატონი , ჩემი ვაჟები, ალექსანდრე და თორნიკე . ყველაზე პატარა წევრი ჩემი შვილიშვილი ალექსანდრა . გმადლობთ რომ მობრძანდით,ჩემს გვერდით ხართ და იზიარებთ კიდევ ერთ გამარჯვებას. ერთგულება ყველას შესაბამისად დაგიფასდებათ ,დარწმუნებულები იყავით ამაში
ჭიქა მაღლა ასწია და დადუმებულ საზოგადოებას გამოფხიზლება აიძულა. ის დღე ისტორიაში შევიდა, მას მერე ყველგან დავითზე და მის ოჯახზე წერდნენ, ჟურნალისტები ეხვივნენ გარს ალექსანდრეს სახლს და თორნიკეს დანახვისას კითხვების კორიანტელს აყრიდნენ უფროს ძმას.
-ვაახ ჩემიი დავიღალე უკვე რაა...
-აბა როგორ გინდა ბატონი დავითის შვილობა მარტივი საქმე კი არაა
-დამცინე ხო...მარიააამ ჩემი პრინცესა ხომ არ იცი სადაა?
-ძიძა აძინებდა
-რა დროს ძილია ...დათოსთან არ წავიყვანო??მაგას რომ დაინახავს გადაიტანს მაინც ყურადღებას და პირდაპირ მე არ გამომწოვენ სისხლს
-ნწ ნწ ნწ რა ფინთი ხარ შე ჩემა მე უფრო მაგარი მეგონე - გაბრიელი დასცინოდა როგორც ყოველთვის ის კი თვალებს ატრიალებდა
-მოაკეტინეთ ამ კაცს სალაპარაკო ღრუუუ ვინმემ და ბავშვი მომიყვანეთ
-მოგხსნეს თაბაშირი კუსკუსააა მოგხსნეეეს გაგისქელდა ტრა*ი და დაგედო ღიპი რომ გაწვები და აღარ დგები მიდი და უთხარი შენ თითონ
-ძიძას შენ არ ეკურკურები ?
-შე ჩემისა იმდენი ხანია ქალთან არ ყოფილხარ ლაპარაკი ჟიმ*** გგონია თუ როგორ გაქ საქმე ,....ნუ შენ შემხედვარე მეც დაშინებული ვარ ახლა ვფიქრობ ვინმემ ბავში რომ მომიყვანოს რა მეშველება ტო ...
-შენ არ იდარდო მეეჭვება ბავშვის თავი გქონდეს- თორნიკემ თვალი ჩაუკრა და საძინებლისკენ წავიდა .
საღამოს ყველანი ერთად წავიდნენ დავითთან. ელიზაბეტი წარბშეკრული რომ დახვდათ მაშინვე მიხვდნენ რომ დავითთან ომის შემდეგ მივიდნენ და უკვე მიზეზის გარკვევა სურდათ.
-კიდევ კარგი მოხვედით თორემ მამათქვენს მივახრჩობდი მალე
-სად არის ?
-კაბინეტში ბრძანდება და სვამს...ლოთიიიი ეგ ეგ ბრაძიაგა რომ გაუსკდება გული და ჩააგდებენ მიწაში ნახავს
-კიდევ იგივეს იმეორებ ხო? ნუთუ არ დაიღალე ლიზიკო
-ლიზიკოს ნუ მეძახიიი!- კიბეზე ჩამოსვლამდე შეუტია და თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა
-ლიზუუუ არაფერი დამემართება ,ტყუილად ღელავ
-ხელი გამიშვი...არ მაკოცო იცოდე ვერ დამაწყნარებ. არყის სუნად იქნები აყროლებულიიი არ მინდა კოცნა- ხელი რომ მოხვია კაცმა მაშინვე გასწია თავი უკან და სახე დამანჭა
-მაკოცნინე ერთი და ნახე მაქვს თუ არა არყის სუნი
-ნახვა არ მჭირდება ისედაც ვიცი
-კარგი ,როგორც გინდა საერთოდ არ მოგეკარები - ხელები გაუშვა და ბიჭებისკენ წავიდა-მორჩით რა სიცილს...
-ბავშვი მოგიყვანეთ- ხელში მიაჩეჩა თორნიკემ სანდრა და გაცლა გადაწყვიტა
-სად მიდიხარ?
-ეზოში გავალ ..
-ყინავს სად გახვალ ხომ არ გაგიჟდი . ვახშამი იქნება მზად და დავსხდეთ ...
მაგიდასთან იყვნენ ,მარიამს ბავშვი ჰყავდა ვახშმობაზე უარი განაცხადა და ალექსანდრეს ყოფილ საძინებელში შეიყვანა ლიზიკომ.ბავშვი ჭირვეულობდა და რომ დაეძინებინა სიმშვიდე სჭირდებოდა. საწოლზე იჯდა ბავშვით ხელში და ირწეოდა. ალექსანდრე შევიდა და ოთახს მოავლო თვალი
-რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ...ყველაფერი ისევ ისეთია როგორც ადრე
-მომეწონა შენი ოთახი
-მეც მომწონდა ... რას შვება ჭირვეული ალექსანდრა?
-არ იძინებს...დროულად რომ ვერ დაიძინა გაბრაზებულია
-მოდი ჭიკარტო იქნებ ძიამ დაგაძინოს ,თორემ მარიამს ძალა აღარ აქვს ისე გასუქდი
-რომ გხედავს სულ იცინის
-იცის ვინ უნდა უყვარდეს პრინცესას...ფუმფულა პრინცესაა ეს- ბავშვს ლოყები დაუკოცნა და მკლავებში მოიქცია .ოთახში დადიოდა და უზარმაზარ მკლავებში მოქცეულ პატარა ბავშვს არწევდა თან ელაპარაკებოდა
-თორნიკე მარტო დატოვე?
-აჰააააამ ა ააა ააა ა შშ ჩშშ ჩშშ ჩშშ ილაპარაკოოოოს მამაასთააააან აბაა როგოოოორ უუუნდააა- ღიღინებდა და ისე ამბობდა სიტყვებს- რა ჯიუტიიი ბავშვიიი ხააა ააარ მამაშენიიი ასეეე აააარ იყოოო ოოოო შეეენ ვის გავხააა ააარ ასეეთიიი იიიი
-ხვალ აუცილებლად უნდა წავიდეთ იმ წვეულებაზე?
-ხო თორე დიდი ხანია არსად ვყოფილვარ და დროა გამოვჩნდეთ
-კატოსთან ერთად რომ არ იქნები?
-ხომ უნდა გაიგონ რომ დავშორდით
-ჩემთან ერთად რომ მიხვალ ამას ჭორების ახალი ტალღა არ მოჰყვება?
-შეეშვი პრობლემების ძიებას...არაფერი მოხდება ისეთი რაც შენ შეგაწუხებს- მძნარე ბავშვი დააწვინა და ჩურჩულით განაგრზო საუბარი- არ გავხადოთ ეს ზედა?
-არ დამანება ...ტირილი დაიწყო .ჭირვეულია
-ჭირვეულობს და გასდის რა - გაიღიმა და მძინარეს აკოცა
ბავშვს პლედი დააფარეს და ოთახიდან გავიდნენ. მისაღებიდან ისმოდა საუბრის ხმა რომ შევიდნენ დავითი და თორნიკე რაღაცაზე საუბრობდნენ.თორნიკე როგორც ყოველთვის ცივი იყო და ყოველ მეორე სიტყვაში კბენდა დათო კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-დაეძინა პრინცესას
-წავედით!
-ასე მალე ?
-ხომ შემოგიარე მამიკო? რაღას ითხოვ ?
-თორნიკე...
-მე ჩამოვიყვან ბავშვს - მარიამი უკან დაბრუნდა. ქალბატონს თავისი პლედი მოახურა და ხელშიაყვანილი ჩაიყვანა ქვემოთ. ბიჭები ეზოსი იყვნენ უკვე. მანქანაში ფრთხილად ჩაჯდა თორნიკემ გამოართვა ბავშვი და ახურებულ ლოყაზე აკოცა
-მამიკოს ბელი ...
-ხვალ რომელ საათზე მიბრძანდებით შენ და ბელი ?
-რომ გავიღვიძებთ და ვისაუზმებთ მერე
-რას დაიჟინე ეს მთა... არ დაამტვრიო და გაყინო ბავშვი სადმე
-გაბრიელი კი არ ვარ ბავშვი დამავიწყდეს
-რას შემე*ი ტო არ დამვიწყებია პროსტა დავტოვე ცოტა ხანს, ტელეფონზე ლაპარაკს შევყევი და სანამ დავბრუნდი კი მოხვედი შენც... მერე ძებნას დავუწყებდი აბა რას ვიზავდი შე ჩემა
-მოკლედ რას არ იფიქრებს რა... კი არ იტყვის რო დაავიწყდა
-გეყოთ ,ნუ დაჭამთ ერთმანეთს
-შენ ვერ გიყოფთ პუპსიიიკ - გაბრიელი გაეკრიჭა ალექსანდრეს და თითები მკლავზე ააყოლა
-პუპსიკ გირჩევნია ხელები დაიოკო- ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა და მის თითებს თავისი გადაუსვა
-ფუუ შენი ...ხო ვერ ააგდებ ამას რაა
......
წვეულებისთვის განსაკუთრებით მომზადება იყო საჭირო, პირველად უნდა გამოჩენილიყვნენ რამდნეიმე თვის შემდეგ და ალექსანდრესთვის შესაფერისი პარტნიორობა უნდა გაეწია. ყველაზე ლამაზი კაბა შეარჩია გარდერობიდან, მდიდრული და დახვეწილი ,ელეგანტური მარიამი იმდენად უცხოდ და შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ალექსანრე დიდხანს ვერ აშორებდა თვალს. მართალია არ გაშესებულა არც ზედმეტი უთქვამს , ისევ ერთი სიტყვით იფარგლებოდა“მშვენიერი ხარ“ ,მანქანის კარი გაუღო და ისიც მოთავსდდა.
ისევ გვიან მივიდნენ,ისევ ყველას ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი .ალექსანდრეს თითები რომ შეეხო ხელისგულზე და ზემოთ აუყვა ჟრუანტელმა დაუარა, ბოლოს ხელმკლავი გამოსდო ბატონს და ისე გაემართა საკუთარი ადგილისკენ. ბევრს იცნობდა, მას კი ყველა სცნობდა. იცოდნენ ვინ იყო მარიამ თაბაგარი , იცოდნენ და თან ვერ ხვდებოდნენ მის ადგილს ალექსანდრეს ცხოვრებაში.
განსხვავებული იყო ის საღამო, ალექსანდრე ისე იქცეოდა როგორც შეეფერებოდა, აღარ იყო თავქარიანი ,არ ელოდა მარიამი მისგან ჩადენილ სიგიჟეს. ერთადერთი ქცევა რამაც გააოცა ის იყო რომ ალექსანდრემ ცეკვა სთხოვა მიუხედავად იმისა რომ იცოდა მარიამს არ ეხერხებოდა .
-უბრალოდ მომენდე ...მე და შენ საუცხოო მოცეკვავე წყვილი ვიქნებით - იმდენად მომნუსხველი იყო მისი მზერა უარის თქმა შეუძლებელი გახდა. ხელი მის ტორში მოათავსა,მეორე მხარზე დაადო და მელოდიის ნაცვლად ალექსანდრეს ნაბიჯებს აჰყვა. მხოლოდ ორნი იყვნენ, როგორც ყოველთვის ვერავის და ვერაფერს აღიქვამდა მარიამი , ალექსანდრეც საკმარისი იყო მთელს დედამიწაზე. მისი მკლავები იმდენად მსუბუქად ეჩვენებოდა თითქოს ფრთების როლს ასრულებდა წელიდან მაღლა შიშველ კანზე მოსრიალე ფრთებს ქმნიდა და ფარფატს ასწავლიდა.
-ცოდნის გარეშეც ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის მარიამ- ცეკვის დასასრულს სხეულზე აიკრა და ისე უთხრა რომ შავი სფეროები არ მოუშორებია მარიამის თაფლისფერებისთვის
-შენ მჭირდება რომ ყველაფერი გამომივიდეს -თვალები ასეთი კაშკაშა არასდროს ჰქონია ტაბაგარს, ანათებდა და იმ წამს ანგელოზს ჰგავდა, არაფრით გამორჩეული ,მაგრ ამ მაინც ანგელოზი
თოვდა,ყინავდა და ყველაფერი თეთრად იმოსებოდა. ქუჩაში მშვიდად მიაბიჯებდა ქალის სილუეტი . გარეთ არავინ იყო მხოლოდ ის და მის გვერდით მდგომი მამაკაცი. ქალს ძვირადღირებული თბილი მოსაცმელი ეცვა , თმა საგანგებოდ ჰქონდა დავარცხნილი. ხელში რამდენიმე ათასიანი ჩანთა ეჭირა და მილიონებად შეფასებული სამკაული უმშვენებდა ყელსა და ხელებს. ამ ყველაფერს ის ადამიანი დაინახავდა ფანჯრიდან რომ შეხედავდა ქუჩაში მოსიარულე წყვილს,უთუოდ იფიქრებდა ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს რომანტიკა მოუნდა და ბარდნისას იმიტომ დასეირნობენ შუა ქუჩაშიო. მეორე იფიქრებდა ორივე გაგიჟდა, ტყუილად იყინავენ თავსო, მესამე ორ მილიონერად ჩათვლიდა და მხოლოდ უკან მიდევნებულ დაცვის მანქანას შენიშნავდა , ძვირადღირებულ სამოსს და იტყოდა ნეტავ მათ მსგავსად დალხენილი ცხოვრება მქონდესო .
რეალურად ისევ ის მარიამი მიაბიჯებდა ,რომელისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა სამოსს, ყველაფერი უბრალოდ ხორცის საფარი იყო და მეტი არაფერი. არც ის გარემო სადაც მიაბიჯებდა, არ ჰქონდ ამნიშვნელობა მდიდრულ სახლებს რესტორნებსა და კაფეებს. ერთი წლის შემდეგ , თოვლით დაფარულ ქუჩებში მოსიარულეს მხოლოდ ის ერთი მიაჩნდა ნამდვილ შენაძნეად,მისი ნაწილი რომელიც გვერდით მიჰყვებოდა ,უხმოდ, მდუმარედ, ზუსტად იგივე სიჩქარით, ისეთივე სიმსვიდით, როგორც თავად მიაბიჯებდა მიდიოდა და იცოდა რომ გზის მთავარ ნაწილს მიაღწია . დასასრული კი უფრო სანატრელი იყო !
.......
დიდი ხნის შემდეგ ისევ ორნი დარჩნენ სახლში . მოსამსახურეებიც გაუშვა ალექსანდრემ და დაიტოვა მხოლოდ მარიამი. ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა,მიუხედავად იმისა რომ გვერდით არ ჰყავდა, სარეცელს არ იყოფდნენ . შეიძლებოდა ყინვიან ღამეში ფანჯარასთან მსხდომებს გაეტარებინათ მთელი დრო ,გათენებას ერთად შეხვედროდნენ საუბარით , ჭიქა ყავით ან ცხელი შოკოლადით. საუბრობდნენ ყველაფერზე, იმდენ წვრილმანზე რომ გონებაში არსებული თითოეული ამბავი ერთმანეთს გაუნდეს. ზოგჯერ კი უბრალოდ ისხდნენ, ალექსანდრე მარიამის ხელს თავის მტევანში მოიქცევდა და კოცნიდა დიდხანს, მხოლოდ ხელისგულზე,თხელ თითებზე და ისევ ხელისგულზე მოძრაობდნენ მისი ბაგეები. თვალებს დახუჭავდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ, ანდაც უსმენდნენ გარეთ დატრიალებულ ქარიშხალს .
ერთ დღეს ისევ ყველაფერი შეიცვალა, ალექსანდრემ მარიამთან დროის გატარების ნაცვლად საძინებლის კარი ჩაკეტა და საღამოს ყველა ოჯახისწევრი დააბრუნა. სახლი ისევ გაივსო დათო და ელიზაბეტიც გაიხსენა. ორ დღეში ვახშამზე მოიწვია ყველა ,თითქოს არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, ვერავინ ამჩნევდა საშიშროებას,მხოლოდ მარიამი გრძნობდა რომ დასასრული ახლოვდებოდა. არ უნდოდა გვერდიდან მოშორებოდა ,მაგრამ არ გამოსდიოდა. ხშირად იკეტებოდა ოთახში, მარიამიც ვეღარ იგებდა მისი საქმეების შესახებ, ბიჭებმაც არაფერი იცოდნენ. ყველას სხვადასხვა რამეს ავალებდა, გაბრიელი სხვა საქმით დააკავა, თორნიკე ბავშვზე გადართული იყო და დამატებით ბიზნესს მართავდა.
აპრილის პირველი რიცხვები იყო, უჩვეულოდ ცხელოდა იმ დღეს. ან უბრალოდ მარიამს ეკვროდა სუნთქვა, თითქოს ყელში მარწუხებს უჭერდნენ , ფილტვებს აცლიდნენ და სუნთქვას უჩერებდნენ . ვერ მოისვენა , ალექსანდრე ისე უყურებდა, თითქოს ბოლოჯერ ხედავდა მის სახეს,მზერით ემშიდობებოდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, საძინებელში ააკითხა და სთხოვა შენთან დავრჩებიო, პირველად უთხრა უარი . უკან დაბრუნდა მარიამი ,სახლიდან გაუშვა ფაქტობრივად. არ ეძინა, საწოლში ტრიალებდა, ვერ ისვენებდა, შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და სანდროს აივანს გახედა, კარი დახურული იყო აივანზეც არავინ იდგა . კიდევ ერთი საათი გაძლო, შუაღამე იყო თითქოს ბუნება შეიშალა ისე ძლიერი წვიმა წამოვიდა. ქუხილის ხმა არემარეს აყრუებდა , ელვა ანათებდა ცას და წვეთები გამეტებით ეხეთქებოდნენ ხმელეთს. საწოლში დაბრუნდა ,თვალები დახუჭა და სუნთქვა დაიწყო, შემდეგ ხმაური გაიგო , სიგნალიზაციის უეცარი ძლიერი ხმა, აფეთქება და ნათება რომელიც არ ჰგავდა ბუნებრივს . საწოლიდან გიჟივით წამოვარდა, დაინახა როგორ მოედო ცეცხლი იმ წამს სახლის ნაწილს და კარიდან გავარდა, მისი გასვლა და სახლის აალება ერთი იყო. არ ადარდებდა, ვერც კი ხედავდა უკან რას ტოვებდა არც უფიქრია როგორ გადარჩა უბრალოდ მირბოდა სახლისკენ საიდანაც მიყოლებით მორბოდნენ გოგონები, თორნიკე ბავშვით და გაბრიელი რომელიც სულ მთლად გაშავებული ღრიალებდა . სახლის მესამე სართული მთლიანად შავ კვამლში იყო გახვეული, ცეცხლი გიზგიზებდა. ყვირილის ხმა, სიტყვები ყველაფერი ქაოტურად ტრიალებდა ,ვერაფერს იგებდა ,არაფერი ესმოდა, გიჟივით მირბოდა , ხელიდან დაუსხლტა თორნიკეს დაინახა როგორ დაეცა გაბრიელი მას მერე რაც დაიყვირა სანდრო ზევით დარჩაო და სულ მთლად შეიშალა
-სანდროოოო ... სანდროოოა ზევით თორნიკეეეეე- ახველებდა და ღრიალებდა ხმის დაკარგვამდე გაბრიელი. შემდეგ კვამლისგან დახშული ფილტვები შეეკუმშა და მოწყვეტით დაენარცხა . თორნიკემ ატირებული ბავშვი წამსვე მიაჩეჩა აზლუქუნებულ თიკუნას და სახლში შევარდა. მარიამი უკვე კიბესთან იყო და საფეხურზე აბიჯებას აპირებდა, ორივემ ერთდროულად გაიგო ალექსანრეს ღრიალის ხმა რომელიც იმდენად შორს იდგა რომ მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა
-სახლიდან გადიიით .... თორნიკეეეეე მარიამიიი გაიყვანეეეეეე
-სანდროოო ....სანდროოო არ გინდა გთხოოოვ არ გინდაა. გამიშიიიი გამიშვიიიიიი - თორნიკეს ხმა აღარ ისმოდა მხოლოდ მარიამის კივილი და სახლიდან გამოსული ორი სხეული. სირენების ხმა, სახანძროს მანქანები და მათ შესვლამდე ფერფლად ქცეული სასახლე.
მუხლებზე დაცემული, შეშლილი ქალი ყველა იქ მყოფს ახსოვდა. ქალი რომელიც წარმოუდგენელი ხმით კიოდა და აალებული სახლისკენ იწევდა. იჭერდნენ ,მაგრამ მაინც გაქცევას ცდილობდა ,ყვიროდა მანამ სანამ ელიზაბეტის განწირული ხმა არ გაიგო .უკან მიიხედა და დაინახა როგორ მოეკვეთა ქალს მუხლები ,ვიღაც იჭერდა, მაგრამ არ იყო დავითი , ის მის გვერდით იდგა ერთ ადგილას გაქვავებული და უყურებდა ფერფლად ქცეულ სახლს ,რომელშიც მისი შვილის ნეშტი უნდა ეპოვნათ.
ყველაფერი შავმა ფერმა დაფარა, მარიამის ნაცრისფერი ცხოვრება. ერთი უბრალო , არაფრით გამორჩეული ქალის ცხოვრება არსებობად იქცა. სუნთქავდა მხოლოდ. იწვა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში იქ სადაც ყოფნა ყოველთვის უყვარდა,მაგრამ ვერაფერს ხედავდა.თვალსაც კი არ ახამხამებდა .ისევ ისე უემოციოდ იწვა , სახე გაქვავებოდა , არაფერს ამბობდნენ მისი შუშისებრი თვალები , როცა ალექსანდრეს ხედავდა . ყველაფერს რაც რამდენიმე თვეში დააგროვა შემდეგ ისევ ის ღამე ახსენდბეოდა,ყველა კადრი დალაგებულად, თანმიმდევრულად აგონდბებოდა მის მეწვრილმანე გონებას და ისევ იგივე ხდებოდა. ისევ ისე მოთქვამდა და ისევ აძინებდნენ. გონს რომ მოვიდა დაკრძალვის დღე იყო, კლინიკიდან არ უშვებდნენ, გაიქცა და სწორედ იმ დროს მივიდა კუბოს მიწაში რომ უშვებდნენ. სახეებს თვალის ერთ მოვლებაში შეხედა და საფლავისკენ გაიქცა. მაჩვენეთო გაიძახოდა, ხმა აღარ ჰქონდა ვერ ყვიროდა ,მაგრამ მაინც ხმამაღლა ჟღერდა მისი ჩუმად ნათქვამი სიტყვები.
დამარხეს ალექსანდრე, აღარაფერი დარჩა მისგან. დედა რომელიც სიტყვას ვეღარ ძრავდა, მამა რომელიც უსულო ფიტულს უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანს . გაბრიელი ,რომელიც დუმდა და თორნიკე ...თორნიკე რომელიც საფლავზე დამხობილი დაბრუნებას სთხოვდა უფროს ძმას . მარიამი...მარიამი ვინ იყო ყველაფერი? თუ არაფერი !
მარიამი ,რომელსაც გრძნობები არ გააჩნდა, მარიამი რომელიც ვერცერთმა ტკივილმა გატეხა, რომლისთვისაც არ არსებობდა მოუგვარებელი პრობლემა გრძნობდა, ტკიოდა და ფიქრობდა რომ ყველაფერი დასრულდა.
დეტალები ნელ-ნელა ირკვეოდა. მარიამიც ისმენდა ყველა მათგანს და ბოლოს სიტუაციას ნათლად ხედავდა. ირაკლი დაბრუნდა, არც წასულა მხოლოდ გეგმის შეასრულებლად სჭირდებოდა დრო. ადროვა ცხოვრებით ტკბობა დავითსა და მის ოჯახს, უყურებდა მათ ბედნიერებას, შემდეგ კი როცა ყველა ადამიანი ვინც გააჩნდა შთამომავლად ერთად გაანადგურა. გეგმა მხოლოდ იმიტომ ვერ შეასრულა ბოლომდე რომ თორნიკესა და ალექსანდრას საძინებელში წყლის ჭავლმა , გაფუჭებული ონკანიდან მოულოდნელად წალეკა ყველაფერი. თორნიკე ერთ-ერთ კოტეჯში გადავიდა , ბავშვი რამდნეიმე წუთით ჰყავდა თიკუნას შეყვანილი თავის ოთახში და როცა ცეცხლი გაჩნდა თორნიკემ უკანა კარიდან გამოიყვანა ყველანი. გაბრიელი მეორე სართულზე იყო, ცეცხლი მესამეზე გაჩნდა, შემდეგ მეორეზე და პირველი სართულის ნაწილში. თითქოს თამაში ისე იმართებოდა ყველაფერი. გაბრიელი კვამლისგან იყო გაბრუებული და ინსტიქტურად დაეშვა კიბეზე ,როცა გაიაზრა რომ ალექსანდრე ეზოში არ იყო და მარიამი დაინახა გონს მაშინ მოეგო ,მაგრამ დამწვრობამ და კვამლმა ძალა გამოაცალა.
..........
-შენ მანდ არ ხარ... არ მიმატოვებდი! საყვარელ ქალს ასე უბრალოდ არ ტოვებენ, შენ კი არავის გავხარ შენ ყველაფერს წინასწარ იგებ, შენ სიკვდილის დროის განსაზღვრაც შეგეძლო და მე ხომ ვიცი რომ ჯერ არ იყო შენი დრო, არ გინდოდა და არც მოხდებოდა! სადახარ სანდრო, სად წახვედი და რამდენ ხანს უნდა გელოდო. იცი რომ სამუდამოდ დაგელოდები, მაგრამ არ მინდა ტყუილად გაფლანგული დრო,უშენოდ გასული ყოველი წამი ფუჭია . მე მივდივარ, ვიცი რომ მიპოვნი
წავიდა, ბარგი ჩაალაგა და ქვეყანა დატოვა.
მიდიოდა გზაზე რომელიც ჰქონდა ყოველთვის ,რომელიც სჭირდებოდა მიზნისთვის, მაგრამ მიზანი აღარ ადარდებდა. უბრალოდ ცხოვრობდა მოლოდინში. ზღვის პირას დასახლდა, ლამაზი სახლი იყიდა კლდეზე საიდანაც ყოველდღე უყურებდა ტალღებს რომლებიც გამეტებით ეხეთქებოდნენ უზარმაზარ ლოდებსა და კლდეებს. უყურებდა მშვიდ დინებას, ზოგჯერ გიჟსა და ძლევამოსილს . უყურებდა და ელოდა...
კლინიკაში მუშაობდა, სწავლის დასრულების შემდეგ ექიმად დანიშნეს და სამსახურიდან გამოსვლაც არ უნდოდა, ფიქრიც ეზიღებოდა. მხოლოდ საქმის გაკეთება და მოლოდინი , არაფერი გააჩნდა სხვა. მუშაობდა იმიტომ რომ სხვა არაფერი შეეძლო, სხვა გზა არ ჰქონდა დროის გასაყვანად. ცხოვრობდა იმიტომ რომ უყვარდა , ყველა ალექსანდრე და ალექსანდრე მთლიანად!
თვალები დახუჭა, ვეღარ გაუძლო აზვირთებულ ტალღებს . ხელები გაშალა , ქარი ძლიერად ქროდა, თხელი კაბა უფარავდა სხეულს . ქარი მთელს ტანზე ეხებოდა , თმები არეული ჰქონდა . ნაპირზე იდგა, ერთი ნაბიჯი და ზღვის ნაწილი გახდებოდა,მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა სხვა არაფერი.
-სულს მოგცემ ,ოღონდ დაბრუნდი!
ჩურჩულით თქვა, ან იქნებ არც უთქვამს. მარჯვენა ფეხი მოაშორა მიწას და სიმსუბუქე იგრძნო. წამიერად აღმოჩნდა ჰაერში, თითქოს მიფრინავდა, ფარფატებდა, ყველაზე მსუბუქი იყო ,ბუმბულზე მეტადაც კი. მაგრამ არ ვარდებოდა, არ ეშვებოდა არც ტალღებს უერთდდებოდა. მხოლოდ მკვრივ სხეულს გრძნობდა, იმდენად ახლოს რომ ჰაერიც არ იყო მათ შორის. ზურგიდან ეკვროდა ვიღაც, მის არეულ თმაში სახეჩაფლული კაცი ,რომელიც დუმდა. თვალების დახუჭვა და გრძნობების დანახვა იყო საკმარისი მის ამოსაცნობად. არარეალურს ჰგავდა რეალური არსება, ზუსტად ის ვისაც ელოდა, ის ვინც მისი ნაწილი იყო ,ყველა გრძნობა ერთად აღებული ...მთელი სამყარო იყო და მხოლოდ ერთი დარჩენოდა.უნდა შებრუნებულიყო, ხელები მოეხვია და სასრუველი,ოცნებად ქცეული კოცნა მიეღო.კვლავ გაეგო მისი მკლავების სითბო და არასდროს მოშორებოდა. სიტყვების გარეშე , უბრალოდ ერთი ბრუნი და მისი შავი სფეროები, ისევ ის სახე, ისევ ის გამოხედვა, გამომეტყველება და ტუჩები რომლებიც ტუჩებზე ეკვროდნენ. ჰაეროვნი, გრძნობებით გაჟღენთილი და მთლიანად სავსე, გზის ბოლოს მარიამი ალექსანდრესთან ერთად.
10.08.2017



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

როგორ მიყვარს ეს. ისე ველოდებოდი ხოლმეეე ♡♡♡ საოცარი ემოციების მატარებელია. ყოველ სიტყვაში იმდენი აზრია ჩაქსოვილი შეუძლებელია გულგრილად წაკითხვა და პერსონაჟების ემოციების და განცდების არ გათავისება. ერთ_ერთი საუკეთესო ნაშრომი ♡♡ ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი. ♡♡

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Anuki96
როგორ მიყვარს ეს. ისე ველოდებოდი ხოლმეეე ♡♡♡ საოცარი ემოციების მატარებელია. ყოველ სიტყვაში იმდენი აზრია ჩაქსოვილი შეუძლებელია გულგრილად წაკითხვა და პერსონაჟების ემოციების და განცდების არ გათავისება. ერთ_ერთი საუკეთესო ნაშრომი ♡♡ ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი. ♡♡

ძალიან მიხარია ხოლმე რომ მოსწონთ ეს ისტორია, მეც გამორჩეულად მიყვარს რატომღაც სულ რამდენიმე ჩემს ისტორიაში შედის რომელსაც თავადაც ვკითხულობ ხოლმე kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№3  offline წევრი An_Gel

"სულს მოგცემ, ოღონდ დარჩი"... <3
ამ ისტორიაზე სხვა არაფრის თქმა არ მიყვარს ხოლმე.
ეს ოთხი სიტყვა არის ჩემთვის ყველაფერი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

sameone crazy girl
Anuki96
როგორ მიყვარს ეს. ისე ველოდებოდი ხოლმეეე ♡♡♡ საოცარი ემოციების მატარებელია. ყოველ სიტყვაში იმდენი აზრია ჩაქსოვილი შეუძლებელია გულგრილად წაკითხვა და პერსონაჟების ემოციების და განცდების არ გათავისება. ერთ_ერთი საუკეთესო ნაშრომი ♡♡ ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი. ♡♡

ძალიან მიხარია ხოლმე რომ მოსწონთ ეს ისტორია, მეც გამორჩეულად მიყვარს რატომღაც სულ რამდენიმე ჩემს ისტორიაში შედის რომელსაც თავადაც ვკითხულობ ხოლმე kissing_heart kissing_heart heart_eyes

იცი როგორ მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე როდის დადებდი ახალ თავს. სულ ვცდილობდი ნელა წამეკითხა და თითოეული სიტყვა ისე ჩამებეჭდა მეხსიერებაში რომ ყოველი გახსენებისას ისევ ის ემოციები განმეცადა რასაც კითხვის დროს განვიცდიდი. ყოველთვის როცა ვკითხულობ სიუჟეტი წარმოსახვაში მიცოცხლდება. ამ ისტორიაზეც ასევე იყო მაგრამ უფრო მეტი ემოცია უფრო მეტი განცდა იყო. გავითავისე თითქოს ჩემს გარშემო ხდებოდა ყველაფერი რაც მოთხრობილია. ტკივილი თუ სიხარული პერსონაჟების ისე შევისისხლხორცე რომ არ მგონია ოდესმე გამინელდეს ის გრძნობები რაც დამიტოვა. შენ ზარ საოცრება. ჩამოყალიბებული მწერალი და შენს გარდა კიდევ ბევრნი. ახალბედას სტატუსი შეუფერებელია უკვე თქვენთვის.♡♡

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

An_Gel
"სულს მოგცემ, ოღონდ დარჩი"... <3
ამ ისტორიაზე სხვა არაფრის თქმა არ მიყვარს ხოლმე.
ეს ოთხი სიტყვა არის ჩემთვის ყველაფერი.


რა ვთქვა იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია ,დღემდ არ ვიცი ასე ძალიან რატომ მიყვარს ,მაგრამ რას გაუგებ ამ სიყვარულს smile heart_eyes
heart_eyes heart_eyes

Anuki96
sameone crazy girl
Anuki96
როგორ მიყვარს ეს. ისე ველოდებოდი ხოლმეეე ♡♡♡ საოცარი ემოციების მატარებელია. ყოველ სიტყვაში იმდენი აზრია ჩაქსოვილი შეუძლებელია გულგრილად წაკითხვა და პერსონაჟების ემოციების და განცდების არ გათავისება. ერთ_ერთი საუკეთესო ნაშრომი ♡♡ ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი. ♡♡

ძალიან მიხარია ხოლმე რომ მოსწონთ ეს ისტორია, მეც გამორჩეულად მიყვარს რატომღაც სულ რამდენიმე ჩემს ისტორიაში შედის რომელსაც თავადაც ვკითხულობ ხოლმე kissing_heart kissing_heart heart_eyes

იცი როგორ მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე როდის დადებდი ახალ თავს. სულ ვცდილობდი ნელა წამეკითხა და თითოეული სიტყვა ისე ჩამებეჭდა მეხსიერებაში რომ ყოველი გახსენებისას ისევ ის ემოციები განმეცადა რასაც კითხვის დროს განვიცდიდი. ყოველთვის როცა ვკითხულობ სიუჟეტი წარმოსახვაში მიცოცხლდება. ამ ისტორიაზეც ასევე იყო მაგრამ უფრო მეტი ემოცია უფრო მეტი განცდა იყო. გავითავისე თითქოს ჩემს გარშემო ხდებოდა ყველაფერი რაც მოთხრობილია. ტკივილი თუ სიხარული პერსონაჟების ისე შევისისხლხორცე რომ არ მგონია ოდესმე გამინელდეს ის გრძნობები რაც დამიტოვა. შენ ზარ საოცრება. ჩამოყალიბებული მწერალი და შენს გარდა კიდევ ბევრნი. ახალბედას სტატუსი შეუფერებელია უკვე თქვენთვის.♡♡

ვაიმეე არ ვიცი რა ვთქვა უკვე , ძალიან გამახარე მართლაც. ეს მეც ჩემი შემოქმედების მწვერვალად მგონია სხვა არ ვიცი. ჩემს თავს მწერალს არ ვუწოდებ მე არასდროს, მაგრამ აქ მართლაც არიან ისეთი მწერლები რომელთაც "ახალბედა" აღარ სჭირდებათ და ნამდვილი მწერლები არიან

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

sameone crazy girl
An_Gel
"სულს მოგცემ, ოღონდ დარჩი"... <3
ამ ისტორიაზე სხვა არაფრის თქმა არ მიყვარს ხოლმე.
ეს ოთხი სიტყვა არის ჩემთვის ყველაფერი.


რა ვთქვა იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია ,დღემდ არ ვიცი ასე ძალიან რატომ მიყვარს ,მაგრამ რას გაუგებ ამ სიყვარულს smile heart_eyes
heart_eyes heart_eyes

Anuki96
sameone crazy girl
Anuki96
როგორ მიყვარს ეს. ისე ველოდებოდი ხოლმეეე ♡♡♡ საოცარი ემოციების მატარებელია. ყოველ სიტყვაში იმდენი აზრია ჩაქსოვილი შეუძლებელია გულგრილად წაკითხვა და პერსონაჟების ემოციების და განცდების არ გათავისება. ერთ_ერთი საუკეთესო ნაშრომი ♡♡ ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი. ♡♡

ძალიან მიხარია ხოლმე რომ მოსწონთ ეს ისტორია, მეც გამორჩეულად მიყვარს რატომღაც სულ რამდენიმე ჩემს ისტორიაში შედის რომელსაც თავადაც ვკითხულობ ხოლმე kissing_heart kissing_heart heart_eyes

იცი როგორ მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე როდის დადებდი ახალ თავს. სულ ვცდილობდი ნელა წამეკითხა და თითოეული სიტყვა ისე ჩამებეჭდა მეხსიერებაში რომ ყოველი გახსენებისას ისევ ის ემოციები განმეცადა რასაც კითხვის დროს განვიცდიდი. ყოველთვის როცა ვკითხულობ სიუჟეტი წარმოსახვაში მიცოცხლდება. ამ ისტორიაზეც ასევე იყო მაგრამ უფრო მეტი ემოცია უფრო მეტი განცდა იყო. გავითავისე თითქოს ჩემს გარშემო ხდებოდა ყველაფერი რაც მოთხრობილია. ტკივილი თუ სიხარული პერსონაჟების ისე შევისისხლხორცე რომ არ მგონია ოდესმე გამინელდეს ის გრძნობები რაც დამიტოვა. შენ ზარ საოცრება. ჩამოყალიბებული მწერალი და შენს გარდა კიდევ ბევრნი. ახალბედას სტატუსი შეუფერებელია უკვე თქვენთვის.♡♡

ვაიმეე არ ვიცი რა ვთქვა უკვე , ძალიან გამახარე მართლაც. ეს მეც ჩემი შემოქმედების მწვერვალად მგონია სხვა არ ვიცი. ჩემს თავს მწერალს არ ვუწოდებ მე არასდროს, მაგრამ აქ მართლაც არიან ისეთი მწერლები რომელთაც "ახალბედა" აღარ სჭირდებათ და ნამდვილი მწერლები არიან

სიაში შენც ხარ და ბევრი დამეთანხმება ამაში. ყველას გისურვებთ თქვენი შემოქმედების წიგნის ფურცლებზე გადატანას და რეალიზაციას უამრავი მკითხველის თანხლებით რაც დარწმუნებული ვარ რომ გეყოლებათ. ♡

 


№7 სტუმარი სტუმარი თამუნა

ეხლახან წავიკითხე ეს, ძალიან მიყვარს <3 მაინტერესებს, ისინის დასასრული როდის უნდა გვაჩუქო?

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამუნა
ეხლახან წავიკითხე ეს, ძალიან მიყვარს <3 მაინტერესებს, ისინის დასასრული როდის უნდა გვაჩუქო?

smile ისინი დასრულებულია უკვე და მეტი არ იქნება ... ანუ ბოლოს რაც დევს ზურას და მიას "ისტორია" ისაა დასასრული

 


№9  offline აქტიური მკითხველი Anuki96

sameone crazy girl
სტუმარი თამუნა
ეხლახან წავიკითხე ეს, ძალიან მიყვარს <3 მაინტერესებს, ისინის დასასრული როდის უნდა გვაჩუქო?

smile ისინი დასრულებულია უკვე და მეტი არ იქნება ... ანუ ბოლოს რაც დევს ზურას და მიას "ისტორია" ისაა დასასრული

მეც მაინტერესებს ეგ. მგონი ბოლო 10 თავი დევს

 


Sanam istorias wavikitxav minda gitxra,rom am saitze pirveli sheni istiria wavikitxe"Bed boy and good girl" es motxroba imdenad shemiyvarda,room arc ki vici ukve ramdenjer wavikitxe.shemdeg sheni sxva istoriebi wavikitxe da isinc dzalian momewona.shenma pirvelma istoriam ki bevri ram shemayvara. Matt shotic shenc da doca davinaxav,room axali istoria dadevi mashinve kitxvas viwyeb ....

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სულელი მეოცნებე
Sanam istorias wavikitxav minda gitxra,rom am saitze pirveli sheni istiria wavikitxe"Bed boy and good girl" es motxroba imdenad shemiyvarda,room arc ki vici ukve ramdenjer wavikitxe.shemdeg sheni sxva istoriebi wavikitxe da isinc dzalian momewona.shenma pirvelma istoriam ki bevri ram shemayvara. Matt shotic shenc da doca davinaxav,room axali istoria dadevi mashinve kitxvas viwyeb ....

ძალიან მიხარია პირველი თუ ჩემი ისტორია იყო და ისევ განაგრძე კითხვა smile ე.ი არ ყოფილა საშინელება smile smile იმედია ესეც მოგეწონება და დაგამახსოვრდება კარგად heart_eyes

 


№12  offline წევრი blondeangel631

ძალიან მიყვარს ეს ისტორია როგორც შენი სხვა ისტორიები ორი ერთანირი ცივსისხლიანი მაგარი წყვილია heart_eyes heart_eyes

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

blondeangel631
ძალიან მიყვარს ეს ისტორია როგორც შენი სხვა ისტორიები ორი ერთანირი ცივსისხლიანი მაგარი წყვილია heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ზუსტად ორივე ცივსისხლიანები არიან smile smile
მადლობა ასეთი ზუსტი შეფასებისთვის აიი ზუსტად ეგეთები არიან smile smile

 


№14  offline წევრი CRAZY GIRL 2

მესამედ ვკითხულობ და ყოველ ჯერზე მაჟრჟოლებს.
ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიაა და ძალიან მიყვარს! ❤
შენც მიყვარხარ შენი ისტორებიანად! ❤❤

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

CRAZY GIRL 2
მესამედ ვკითხულობ და ყოველ ჯერზე მაჟრჟოლებს.
ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიაა და ძალიან მიყვარს! ❤
შენც მიყვარხარ შენი ისტორებიანად! ❤❤


მალობა ჩემო ტკბილოო <3 მიხარია ძალიან რო ასე მოგწონს. მეც რო მომწონს და სხვებსაც რო მოსწონთ ორმაგად მახარებს ეს ამბავი kissing_heart kissing_heart heart_eyes ამ ისტორიების გამო თუ სმეიყვარებს ვინმე თორე ისე რა ვიცი relieved smile smile

 


№16 სტუმარი სტუმარი თამო

ჩემო კარგო გოგო როგორ მომწონს მეც ეს ისტორია და როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ ისტორიას.სულ სხვანაირია მართლაც.:-*

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ჩემო კარგო გოგო როგორ მომწონს მეც ეს ისტორია და როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ ისტორიას.სულ სხვანაირია მართლაც.:-*

როგორც მახსოვს დიდხანს არ ვიგვიანებდი ხოლმე,მაგრამ მეორესაც რომ ვწერდი პარალელურად მაინც მაგვიანდებოდა worried worried მიხარია რომ მოგწონთ ,გახსოვთ და ემოციური გასახსენებელია ეს სიტორია heart_eyes მადლობა

 


№18  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეს ისტორია რომ დავინახე სიახლეებში...ვერ ავღწერ რა ვიგრძენი♥♥♥
მეორედ! ზუსტად მეორედ
წავიკითხე
და
იგივე...იგივე ემოციები... განცდები..იგივე სიხარული და იგივე ცრემლები იყო..
არც მიფიქრია რომ მეორედ წამეკითხა..
მაგრამ გამახსენდა და გულმა ვერ მომითმინა რომ თავიდან არ წამეკითხა♥♥♥♥
ასე არაფერს მოუხდენია ჩემზე ამხელა გავლენა...♥♥♥♥
საუკეთესო რომ ხარ ჩემზე უკეთ იცი!
არაჩვეულებრივი რომ ხარ ეგეც გეცოდინება!
უნიჭიერესი..უკარგესი..და უმაგრესი გოგო ხარ♥♥♥♥
წერის საოცარი ნიჭი გაქვს? არაჩვეულებრივად გადმოსცემ ემოციებს...იმდენად რომ სულს შეგიძრავს!
ზუსტადაც ♥♥♥
ვგიჟდები მე შენზე..და შენს ისტორიებზე! ♥♥♥

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
ეს ისტორია რომ დავინახე სიახლეებში...ვერ ავღწერ რა ვიგრძენი♥♥♥
მეორედ! ზუსტად მეორედ
წავიკითხე
და
იგივე...იგივე ემოციები... განცდები..იგივე სიხარული და იგივე ცრემლები იყო..
არც მიფიქრია რომ მეორედ წამეკითხა..
მაგრამ გამახსენდა და გულმა ვერ მომითმინა რომ თავიდან არ წამეკითხა♥♥♥♥
ასე არაფერს მოუხდენია ჩემზე ამხელა გავლენა...♥♥♥♥
საუკეთესო რომ ხარ ჩემზე უკეთ იცი!
არაჩვეულებრივი რომ ხარ ეგეც გეცოდინება!
უნიჭიერესი..უკარგესი..და უმაგრესი გოგო ხარ♥♥♥♥
წერის საოცარი ნიჭი გაქვს? არაჩვეულებრივად გადმოსცემ ემოციებს...იმდენად რომ სულს შეგიძრავს!
ზუსტადაც ♥♥♥
ვგიჟდები მე შენზე..და შენს ისტორიებზე! ♥♥♥


პირველ რიგში მიხარია რომ მეორედ წაკითხვის სურვილი გაგიჩნდა და ორმაგად მახარებს ის ამბავი რომ ისევ ისეთი ემოციური იყო როგორც პირველი წაკითხვისას heart_eyes
გულწრფელად ,ყველაზე მეტად ,სულს ულ ყველაზე დიდი კომპლიმენტი რაც შეიძლება მითხრან და რისი დაჯერების სურვილიც მიჩნდება ყოველ ჯერზე ისაა რომ ემოციებს კარგად გადმოვცემ,რადგან შეიძლება ითქვას რო მე ამიტო ვწერ ემოციები რომ გავცე და სხვებიც ისე დაიმუხტონ როგორც მე წერის დროს. ამ დროს როცა მეუბნებიან რო ემოციური იყო მგონია რომ მიზანი ისტორიის სხვებისთვის გაცნობისა შესრულდა heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან ძალიან დიიიდი მადლობა შენ

barbarebibileishvilii
შენი საუკეთესო მოთხრობა
არ ვიცი, მართლა საოცრება რაღაც დაწერე, როგორ დაწერე? საიდან მოიფიქრე? თან როგორი? ყველასგან რომ განსხვავდება თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თან ყველაფრით, ყველა გრძნობით.
მარტო დასასრული იყო საოცრება, ცრემლები მომდიოდა და უკვე იმედი მიწურული მქონდა, ალექსანდრე რომ გამოჩნდა, მართლა საოცრება იყო, კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ.
ჯერ უბრალოდ პერსონაჟები, იყო ისეთი საოცარი, განსაკუთრებით:ალექსანდრე,მარიამი და ელიზაბეტი
ეს პერსონაჟები იყვნენ გასაოცრები, თავისი ხასიათით და ყველაფრით , ვყვარობ მათ
აიი ეხლა დასაწყისზეც გეტყვი, საერთოდ მემგონი მე კი არა, არავინ მოელოდა რო ალექსანდრე გამოცნდებოდა დასაწყისში, გაბრიელი გვეგონა ყველას თავიც და ბოლოც და მთავარი პერსონაჟიც, და გაბრიელი მართლა რომ ყოფილიყო ალექსანდრეს ადგილას, სულ სხვანაირად გაგრძელდებოდა ისტორია და იქნებოდა, არაფრით გამორჩეული, მაგრამ შენ ხომ გასაოცარი და უმაგრესი გოგო ხარ არა? და მხოლოდ საუკეთესო ისტორიების დაწერა შეგიძლია
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ❣️
მაგარი გოგო ხარ❤️


kissing_heart heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes
ვაიმეე მადლობა დიდი <3 <3
მეც ვფიქრობ რომ ეს საუკეთესოა იმ ბევრ ისტორიას შორის რაც დამიწერია ,მგონი კი მივუკაკუნე უკვე 40 ასეთს (ეს სათაურებით თორემ ერთ ისტორიაში კიდე რამდენი გმირის ამბავს ვწერ კი გეცოდინება smile ) მე კი ყველაზე გამორჩეულად ეს მიყვარს , ისეთია როგორიც მინდოდა პირველად გამომივიდა ისეთი ისტორია როგორიც ჩაფიქრებული მქონდა ალბათ იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი როგორ დამეწყო და როგორ დამესრულებინა. თავიდანვე დასასრული მომენტი წარმომედგინა და ალბატ იმიტომ გამომივიდა ასე რომ რეალურად ამ დასასრულისთვის ვამზადებდი ნიადაგს. heart_eyes heart_eyes ეს ალექსანდრე ვფიქრობ ყველა ალესანდრესგან განსხვავდებოდა და მიუხედვაად იმისა რომ გაბრიელი მთავარი გმირი არ იყო მე მაინც მიყვარდა თავსიი გიჟური ხასიათის გამო smile smile კი ეგეთები "ოხრად მყავს ,მაგრამ მაინც laughing laughing

 


№20 სტუმარი სტუმარი თამარი

ზუსტად მახსოვს ამ ისტორიაზე სულ იმეორებდი ჩემეული არააო, ისეთი არააა როგორსაც ყოველთვის ვწერო, სიყვარულით და მრავალწევრიანი ისტორია არ იქნებაო, არ იქნება როგორიცაა "ყველა გზა შენკენ მოდის მარიამ" "ისინი"-ის ყველა ნაწილი როგორიცაა "მეზობელი, ქმარი და საყვარწლი" და სხვა. არ იქნებაო და ისიც ძალიან კარგად მახსოვს რომ გითხარი როგორიც არ უნდა იყოს მაინც სასწაული ისტორიაათქო და მართალიც ვიყავი. მიუხრდავად იმისა რომ ძალიან კარგად მახსოვდა რა იყო, როგორი იყო, და რა მოხდებოდა მაინც... მაინც მთელი დღეა ამის მეტს ვერაფერს ვკითხულობ. მარიამ მაგიჟებ, მართლა მაგიჟებ, შეიძლება ჰო შენ ფიქრობ რომ შენი არაა, ის არააა როგორიც სხვები, მაგრამ ზუსტად მაგიტომაა ასეთი მაგარი ალბათ, მე ძალიან მიყვარს ეს ისტორია ძალიან მიყვარს მარიამ თაბაგარი და ალექსანდრე, თუნდაც "ყალბი" მაგრამ ნამდვილი. მიყვარს თორნიკე, და მიყვარს მასხარა გაბრიელიკო... ამათი ურთიერთობა და სასწაული წყვილი და დასასრული... მიყვარს და სულ ასე იქნება. არასოდეს მომბეზრდება ამათი კითხვა❤❤❤

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამარი
ზუსტად მახსოვს ამ ისტორიაზე სულ იმეორებდი ჩემეული არააო, ისეთი არააა როგორსაც ყოველთვის ვწერო, სიყვარულით და მრავალწევრიანი ისტორია არ იქნებაო, არ იქნება როგორიცაა "ყველა გზა შენკენ მოდის მარიამ" "ისინი"-ის ყველა ნაწილი როგორიცაა "მეზობელი, ქმარი და საყვარწლი" და სხვა. არ იქნებაო და ისიც ძალიან კარგად მახსოვს რომ გითხარი როგორიც არ უნდა იყოს მაინც სასწაული ისტორიაათქო და მართალიც ვიყავი. მიუხრდავად იმისა რომ ძალიან კარგად მახსოვდა რა იყო, როგორი იყო, და რა მოხდებოდა მაინც... მაინც მთელი დღეა ამის მეტს ვერაფერს ვკითხულობ. მარიამ მაგიჟებ, მართლა მაგიჟებ, შეიძლება ჰო შენ ფიქრობ რომ შენი არაა, ის არააა როგორიც სხვები, მაგრამ ზუსტად მაგიტომაა ასეთი მაგარი ალბათ, მე ძალიან მიყვარს ეს ისტორია ძალიან მიყვარს მარიამ თაბაგარი და ალექსანდრე, თუნდაც "ყალბი" მაგრამ ნამდვილი. მიყვარს თორნიკე, და მიყვარს მასხარა გაბრიელიკო... ამათი ურთიერთობა და სასწაული წყვილი და დასასრული... მიყვარს და სულ ასე იქნება. არასოდეს მომბეზრდება ამათი კითხვა❤❤❤


heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes მახსოვს შესავალი და მარტალიც იყო,საჭიროც იყო ამ შესავლის გაკეთება რადგან ბევრმა აღარ წაიკითხა. არიან ადამიანები რომელთაც არ უყვარტ დაძაბული ისტორიები და ეს ნამდვილად განსხვავდებოდა ყველა სხვა ცემი ისტორიისგან,იმით რომ მხოლოდ ერთი ისტორია იყო და არა ყველა მოქმედი გმირის სიყვარულის ამბავი.იმიტ რომ ჩვეული ვნებიანი გმირები არ მყავდა და ამათ უბრალოდ გრძNობები აკავშირებდათ ორ ცივ ადამიანს ერთნაირი ემოციები გაუჩნდა და ვთვლი რომ როგორიც არ უნდა დავწერო მომავალში "სულს მოგცემ" მაინც ყველაზე მეტად მეყვარება smile
მადლობა დიდი ასეთი სიტყვებისთვის , ძალიან ძალიან მიხარია რომ ისევ წაიკითხე kissing_heart kissing_heart

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინი

ესრაიყოოო ღმერთოო ჩემოო უძალიააანცუდესააად ვააარ რააატოომ მოოკალიი ალექსანდრეეე უმაგრესიი ადამიანიი იყოო ყველაა გადაარჩა მისსს გარდააა მარტოო ისს აფეთქდააააა უბრალოოდ დეეწირააა პოლიტიკუუურ ინტრიიგეეებსსს არვოცი მართლააა ძალიაან ცუდადვააარ თითქოოოს იქ ვიყავი იქ ვცხოვრობდიი როგორრრ მიყავრდააა ესმოთხრობაა აარმჯეროდაა როომართლააა მოკვდაა უბრალოოდ დაუჯერებელიაა მეგონაა ბოლოსს ერთააც იქნებოდნეეენ ბედნიერებიი მოკლეედ გრძნობეეებს ვერ გამოვთქვააამ

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

drogardasuli
უბრალოდ მადლობა ამ ისტორიისთვის მადლობა ამდენჯერ შეკრული სუნთქვისათვის მადლობა ამდენი გრძნობისთვის და უბრალოდ მადლობა ამ საოცრებისთვის <3

heart_eyes heart_eyes kissing_heart უბრალოდ გამახარე, დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნინი
ესრაიყოოო ღმერთოო ჩემოო უძალიააანცუდესააად ვააარ რააატოომ მოოკალიი ალექსანდრეეე უმაგრესიი ადამიანიი იყოო ყველაა გადაარჩა მისსს გარდააა მარტოო ისს აფეთქდააააა უბრალოოდ დეეწირააა პოლიტიკუუურ ინტრიიგეეებსსს არვოცი მართლააა ძალიაან ცუდადვააარ თითქოოოს იქ ვიყავი იქ ვცხოვრობდიი როგორრრ მიყავრდააა ესმოთხრობაა აარმჯეროდაა როომართლააა მოკვდაა უბრალოოდ დაუჯერებელიაა მეგონაა ბოლოსს ერთააც იქნებოდნეეენ ბედნიერებიი მოკლეედ გრძნობეეებს ვერ გამოვთქვააამ

ბოლო აბზაცი თავიდან გადაიკითხე , როგორც ჩანს იმდენად ემოციური იყო ვერ გაიაზრე სწორად. არ მომკვდარა ალექსანდრე , მაშნ მივიდა მარიამთან როდესაც კლდიდან ვარდებოდა "გზის ბოლოს მარიამი ალექსანდრესთან ერთად"

 


№24  offline წევრი თუთა პირველი

ძალიან კი გამახარა ამ ისტორიის თავიდან წაკითხვამ, მაგრამ ახალი ისტორიებით როდის დაგვიბრუდები ძვირფასო მარიამ? ))))

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

თუთა პირველი
ძალიან კი გამახარა ამ ისტორიის თავიდან წაკითხვამ, მაგრამ ახალი ისტორიებით როდის დაგვიბრუდები ძვირფასო მარიამ? ))))

ძვირფასოოო smile მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით სავარაუდოდ თებერვალში ან მაქსიმუმ მარტშიი smile smile

 


№26  offline წევრი თუთა პირველი

sameone crazy girl
თუთა პირველი
ძალიან კი გამახარა ამ ისტორიის თავიდან წაკითხვამ, მაგრამ ახალი ისტორიებით როდის დაგვიბრუდები ძვირფასო მარიამ? ))))

ძვირფასოოო smile მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით სავარაუდოდ თებერვალში ან მაქსიმუმ მარტშიი smile smile

საქართველოს ვტოვებ დროებით და იცოდე შენმა ისტორიებმა უნდა გადამატანინოს ეს სამი თვე, ასე რომ მოუთმენლად გელი :D :D :D

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

თუთა პირველი
sameone crazy girl
თუთა პირველი
ძალიან კი გამახარა ამ ისტორიის თავიდან წაკითხვამ, მაგრამ ახალი ისტორიებით როდის დაგვიბრუდები ძვირფასო მარიამ? ))))

ძვირფასოოო smile მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით სავარაუდოდ თებერვალში ან მაქსიმუმ მარტშიი smile smile

საქართველოს ვტოვებ დროებით და იცოდე შენმა ისტორიებმა უნდა გადამატანინოს ეს სამი თვე, ასე რომ მოუთმენლად გელი :D :D :D

sweat sweat cold_sweat cold_sweat ოოო რთული მისიაა ,მთლად ჩემ იმედზე არ უნდა იყო smile

 


№28  offline წევრი ფარვანა

აუ ძალიან საყვარლობა ისტორიაა))
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№29 სტუმარი maria

Sheidzleba istoriss shinarsii ar momewonos magram sheni weris stili imdenad mxiblavs romm rac ar unda moxdess istoriashi mainc bolomdee vkitxulob :)

 


№30 სტუმარი მია

ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მწერალი ხარ ამ საიტზე,მაგრამ ამ ისტორიაში რაღაც დაულაგებელი, დაუმთავრებელი და არათანმიმდევრული ეპიზოდებია. თითქოს ჩქარობდი, დახვეწა აკლია. ხარისხი ის არაა,რაც უნდა იყოს. სიუჟეტი ძალიან მომეწონა,ვფიქრობ,დამუშავება აკლია. ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent