შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ყველაფერი სულ შემთხვევით ხდება თავი მეათე


19-01-2018, 23:28
ავტორი Mariami 1408
ნანახია 2 113

ლინდა სახლში სანდრომ წაიყვანა, მე გადავწყვიტე ფიქრებისთვის დროებით თავი დამენებებინა და რაიმესთვის მეყურებინა. დიდი ძებნის შემდეგ "ბედის ვარსკვლავის ბრალია"-ს ყურება დავიწყე. ბოლო მომენტზე ბღავილი დავიწყე, მთელ სახლში ისმოდა როგორ ვტიროდი
-ეხლა არ მითხრა ფილმზე ვტირიო-შემოვიდა ღიმილით ანდრე
-უბრალოდ მეცოდება ეს გოგო-ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე
-ისე უკვე გვიანია-მითხრა და გვერდით მომიჯდა
-ვიცი, მაგრამ კიდე რამეს ყურება მინდა-ვუთხარი და ტუჩები დავბრიცე
-კიდე რო იტირო იმისთვის?-მკითხა სიცილით
-არა რამე საშინელება მინდა ოღონდ კლოუნები არა-ვუთხარი ისევ ღიმილით
-ოო რა დროს საშინელებაა მოდი"2012"-ს ვუყუროთ(ანდრეა)
-კარგი-ვუთხარი და გავიღიმე. ფილმი ჩავრთეთ და მისი ყურება დავიწყეთ, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მეც მომეწონა.
როდესაც დასრულდა თვლაებმოჭუტული ავედი ზემოთ და უკან მდგარ ანდრეას მივუბრუნდი
-ძილინებისა(მარიანა)
უკვე ოთახში უნდა შევსულიყავი როდესაც ანდრეა ხელზე დამექაჩა და ამასთან ახლოს მიმიზიდა, ცოტა აკლდა ჩვენი ტუჩების შეხებას
-ანდრეა რას აკეთებ?-ვუთხარი გაბრაზებულმა და მისი ხელებიდან თავის დაღწევა მოვინდომე, თუმცა ამაოდ
-დღეს ჩემთან დაწექი-მითხრა და ხელში ამიყვანა
-ხოარ გაგიჟდი არავითარ შემთხვევაში დამსვი ანდრეა-ვუთხარი გაბრაზებულმა
-ასე მინდა და დღეს ჩემს გვერდით დაწვები-მითხრა და ოთახში შემიყვანა
-საღამურის ჩაცმა მაინც მაცადე-ვუთხარი გაბრაზებულმა და გარეთ გავაგდე. გამოვიცვალე და საღამური ჩავიცვი, თან კარი გავაღე თუმცა ანდრეა არ შემოსულა ამიტომ გადავწყვიტე თმა დამევარცხნა, სარკის წინ დავდექი და ჩემს გრძელ თითქმის წელამდე თმას გაჭირვებით დავარცხნა დავუწყე. ბოლოს უკვე გასწორებულ კულულებს შევავლე თვალი სარკეში დავტრიალდი ჩემს თავს თვალი ჩავუკარი და ლოგინში მოვთავსდი. გავიგონე როგორ შემოვიდა ანდრეა თუმცა ვითომც არ მაინტერრსებდა ისე გადავბრუნდი მეორე გვერძე, დავიანახე როგორ გადაიძრო მაისური და იქვე მიაგდო, სუნთქვა შემეკრა, სამმაგად ავღელდი, მისი დაკუნთული სხეული რომ მომედო ამაზე ვაფშე შევიშალე. მაგრად მიმიკრა სხეულზე,ერთი ხელი წელზე შემომხვია მეორე კი თმაში შემიცურა. ვითომც ვერ გავიგე ისე მოვაჩვენე თავი. მალევე გადავეშვი სიზმრების სამყაროში ანდრეასთან ერთად.
დილით მე გავიღვიძე პირველმა, როგორც მჩვევია გავიზმორე და ანდრეას მხარეს გადავბრუნდი ხელებიკი მხრებზე დავადე, როდესაც ჩემთვის მოსახერხებელ პოზაში დავწექი ძილის გაგრძელება ვცადე მაგრამ შემდეგ მივხვდი რასაც ვაკეთებდი და ხელები მალევე მოვაშორე და რაც შემეძლო შორს გავიწიე მისგან.
ძილი ვერაფრით შევიბრუნე ამიტომ ავდექი, ლოგინზე უნდა გადავსულიყავი თუმცა მე რის მარიანა ვარ ფეხი როარ გადამიბრუნდეს და ანდრეაზე არ დავებერტყო პირდაპირ
-მაპატიე მე...ფეხი გადამიბრუნდა-ავბლუყუნდი ჩემთვის
-ეს საუკეთესო დილაა ჩემს ცხოვრებაში-თქვა ანდრეამ და გაიღიმა
-მე უნდა ავდგე-ვუთხარი და ფეხზე წამოდგომა დავაპირე როდესაც ხელზე ხელი მომქაჩა
-სად მიგეჩქარება?(ანდრეა)
-ანდრე გამიშვი-ვუთხარი და წარბები შევკარი
-რომ არ გაგიშვა*ანდრეა*
-ანდრეა მე უბრალოდ ამ სახლში ვცხოვრობ შენი არავინ არ ვარ, ამიტომ არ მაქვს უფლება რომ აქ ვიყო-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
-ვნახოთ ბოლოს ვისი იქნები-ჩაილაპარაკა თავისთვის ანდრეამ და ოთახში მიმავალ მარიანას გახედა.
ოთახში შევედი თუარა ჩემი უზარმაზარი გარდერობი გამოვაღე და იასამნისფერი თავისუფალი კაბა ჩავიცვი. ქვემოთ ჩასვლისას სამზარეულოში ანდრეა დამხვდა. გვერდი ავუარე თუმცა მხარზე ხელი ჩამავლო და მისკენ შემომაბრუნა
-სანამ ამ სახლში ხარ შენ ჩემს საცოლედ ითვლები(ანდრეა)
-რა სისულელეა ხომ არ გაგიჟდი არავითარ შემთხვევაში-ვუთხარი და წარბები შევკარი.
-არ აქვს შენთან ლაპარაკს აზრი-მითხრა და ოთახიდან გავარდა. გავიგონე როგორ მიიხურა გასასვლელი კარი.
ერთი წუთით გაშტერებულ ადგილს ვუყურებდი შემდეგ კი გონზე მოვედი. დაღონებული გავედი ეზოში და ყვავილებს დავუწყე ცქერა, გვირილებზე გამეღიმა და გამახსენდა ყველა ამ ყვავილთან დაკავშირებული მოგონება
-გვირილები, ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში, გვირილებს შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს ცხოვრებაში, გვირილებო ხედავთ? მე არ გამიმართლა, არაფერში, როცა მეგონა რომ ყველაფერი დალაგდა ზუსტად მაშინ აირია ასე, თუმცა მაინც შემწევს ძალა რომ არ დავეცე და მყარად დავდგე ფეხზე-დავიწყე ჩემთვის ლაპარაკი თან გავიღიმე.
კიდევ ერთი საათი ვიჯექი ასე და დავყურებდი ლამაზ ყვავილებს, შემდეგ კი ავდექი და სახლში შევედი. ის ის იყო მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი როდესაც კარზე ზარის ხმა მოისმა, ქვემით ჩავედი და კარი გავაღე შიგნით ანდრეა იდგა.
უხმოდ შემოვიდა და ჩემს წინ დადგა თან თვალებში ჩამაჩერდა, მის თვალებში ამოვიკითხე დიდი სიყვარული, გამეღიმა, გაეღიმა
-ანდრეა მე...-დავიწყე ჩემებურად თუმცა კარის ზარმა შემაწყვეტინე. გავაღე და იქ თომა იდგა, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გამარტყა გაშლილი ხელი სახეში. იმდენად ძლიერი დარტყმა მივიღე რომ ძირს დავვარდი და თავი დავარტყი. ვიგრძენი როგორ წამომივიდა სისხლი როგორც ტუჩიდან ისე გატეხილი თავიდან. დავინახე როგორ დაარტყა ანდრეამ თომას და გარეთ გააგდო, კარები მიხურა და ერთი შეიგინა.
შემდეგ ჩემთან მოვიდა შეშინებულმა ამიტაცა ხელში და მისაღებში გამიყვანა
-მარიანა კარგად ხარ?-მკითხა შეშინებულმა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია
-მგონი-ვუთხარი და თვალები მივნაბე
-საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო(ანდრეა)
-არავუთარ შემთხვევაში უბრალოდ დასვენება მჭირდება და ჭრილობის გადახვევა-ამოვთქვი ჩემთვის საწყლად.
ანდრეამ ხელში ამიყვანა და მის ოთახში შემიყვანა. ლოგინზე დამაწვინა უცბად მოიტანა სააფთიაქო ყუთი და ჭრილობა შემიხვია. მე თვალები მივნაბე, ვიგრძენი როგორ მომიწვა გვერდით ანდრეა მე ხელები მხრებზე შემოვხვიე მან კი ერთი ხელი წელზე მომათავსა მეორეთი კი თმაზე მოფერება დამიწყო.
-დაიძინე პატარა მე შენთან ვარ-გავიგონე ანდრეას ხმა რონელიც იავნანასავით ჩამესმოდა ყურში. მალევე გადავეშვი მორფეოზის სამყაროში
დაახლიებით 2 საათის შემდეგ თავის ტკივილმა გამაღვიძა
ანდრეა ჩემს გვერდით აღარ იწვა, ძლივძლივობით წამოვდექი და სარკეში ჩემს თავს რომ შევხედე ლამის გულმა დამარტყა. თმა დავივარცხნე, კაბა გავისწორე და ქვემოთ ჩავედი
სამზარეულოში შესვლისას დავინახე მაგიდაზე ფორთოხლის წვენი და ბლინები იდო. გამეღიმა ანდრეას მზრუნველობაზე და მაგიდას მივუჯექი,გემრიელად ჩავკბიჩე ბლინი და წვენი მოვსვი
-გემრიელია-ვთქვი ღიმილით.
-ხო მართლაც გემრიელია-მომესმა უკნიდან ანდრეას ხმა და ისიც მაგიდას მიუჯდა
-დილამშვიდობისა-ვუთხარი ღიმილით
-დილამშვიდობისა-მითხრა მანაც.
გემრიელად ვისაუზმეთ, და შემდეგ ტელევიზორს მივუჯექით.
ნელნელა უფრო და უფრო ვხვდებოდი როგორ მიყვარდა ანდრეა, ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იმატებდა მის მიმართ. მიყვარდა უსასრულობამდე,იმ სიყვარულით მიყვარდა რომლითაც არავინ აარასდროს მყვარებია. ის გარემოება კი რომ დიანა ორსულად არის ხელს მიშლის. გადავწყვიტე ანდრეას დაველაპარაკო და ვუთხრა ყველაფრის შესახებ.
დილმის დასასრულს საძინებლებში გადავნაწილდით და ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ.
მთელი ღამე არ მძინებია, სულ იმაზე ვფიქრობდი როგორ უნდა მელაპარაკა ანდრეასთან და როგორ მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ.
დილით სწრაფად წამოვდექი თბილად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
ანდრეა უკვე ამდგარი იყო და მისაღებში იჯდა
-ანდრეა უნდა დაფგელაპარაკო-ვუთხარი და წინ დავუჯექი
-კარგი-ანდრეა-
-ოღონდ არ შემაწყვეტინო(მარიანა)
-კარგი
-მოკლედ ისე უცბად შემოაბიჯე ჩემს ცხოვრებაში რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, მოხვედი და მგონი დალაგებული ცხოვრება ამირიე, პირველად რომ შევხვდით ანუ იმ კოცნისას რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი, შემდეგ მეორედ რომ შევხვდით ერთმანეთს უკვე მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავე. ეგოისტურად მსიამოვნებდა შენი ყურადღება და ისიც როგორ ეჭვიანობდი ჩემზე. ასე უცბად შემიყვარდი-ვუთხარი და ცრემლი გადმოვუშვი-შემდეგ გამოჩნდა დიანა, შენი საცოლე როგორც თავად ამბობდა, მას ყურადღებას არ ვაქცევდი მანამდე სანამ არ გამოაცხადა რომ შენგან იყო ფეხმძიმედ, ამ დროს დიდი დარტყმა მივიღე ცხოვრებისგან. ბოლოს გადავწყვიტე ამომეშალე ცხოვრებიდან და გულიდან თუმცა ეს ნაკლებად გამომივიდა, ვერ დაგივიწყე ვერანაირად. ანდრეა მიყვარხარ, ქვეყნის დასალიერამდე მიყვარხარ მაგრამ ამ სიტუაციაში როდესაც დიანა ორსულად არის შენ იმ ბავშვს ვერ მიატოვებ, უპატრონოდ ვერ დააგდებ როგორც ნივთს ამიტომ მე მივდივარ შენი ცხოვრებიდან, შევეცდები დაგივიწყო მაგრამ ვიცი ეს ნაკლებად გამომივა, მინდოდა რომ ეს გცოდნოდა-ვუთხარი ამ დრომდე ჩუმად მყოფ ანდრეას, ერთი წუთით შევხედე და სახლიდან ისე გამოვვარდი არც დავაცადე სიტყვის თქმა. ასე მივდიოდი ქუჩაში ჩემთვის და ტკივილის ცრემლებს ვღვრიდი
-მარიანა-მომესმა უკნიდან ანდრეას ხმა, გამიკვირდა, თუმცა მისკენ არ მივბრუნდი
-მარიანა შეიძლება შენ შენი სათქმელი თქვი მაგრამ ეხლა მეც უნდა მომისმინო-თქვა და ამოისუნთქა-მოკლედ პირველივე დანახვისას დავიჩემე რომ ჩემი უნდა გამხდარიყავი, და ამ აზრს არც არასდროს ვეწინააღმდეგებოდი. ეგოისტურად მიყვარდი და ვბრაზდებოდი როცა ვინმე სხვა ადამიანის გვერდით დაგინახავდი, თომას გამოჩენამ განსაკუთრებით მომიშალა ნერვები. შემდეგ კი ის ვაჩე, მოკლედ იმ საღამოს როდესაც დიანამ თქვა უფრო სწორად მოიგონა რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო ის სახლში წავიყვანე. დაახლოებით ოთხ დღეში გამოჩნდა მისი საყვარელი რომელმაც დამამტკიცებელი საბუთი მაჩვენა რომ დიანა მისგან იყო ორსულად, იმ დღესვე გავაგდე დიანა ჩემი სახლიდან და დავიწყე ისევ შენთვის ბრძოლა...მიყვარხარ მარიანა...მხოლოდ ამის თქმა მინდოდა ახლა კი შეგიძლია წახვიდე-მისი სიტყვები გულამდე ჩამწვდა. მივხვდი რომ ახლა თუ წავიდოდი მთელი ცხოვრება ვინანებდი ამას. ანდრეასკენ შევბრუნდი რომელიც უკვე წასასვლელად იყო მომზადებული და ზურგით იდგა ჩემსკენ. მასთან მივვარდი და ჩემსკენ შემოვაბრუნე. ახლა ჩემი ინიციატივით ვაკოცე,ისივ ბედნიერი კოცნაში ამყვა,როდესაც ჰაერი აღარ გვეყო ერთმანეთს მოვშორდით
-მიყვარხარ მარიანა
-მეც მიყვარხარ ანდრეა
პს. დადამ ესეც მეათე თავი მარწყუნიებო ჩვენ ანდრეას და მარიანას იმედია ეხლა მაინც ეღირსებათ ბედნიერება მაგრამ ეს ჩემზე არის დაამოკიდებული ახალი წყვილი გამოვაჩინე ლინდა და სანდრო,მომავალ თავშიც გამოვაჩენ ახალ შეყვარებულებს იმედია მოგეწონებათ და ხომ თქვენი შთაბეჭდილება გამიზიარეთ კომენტარებში მიყვარხართ



№1 სტუმარი mariami

dzalian kargia magarm cudad arc gaagrdzelo da arc daamtavro

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent